გრძნობების მორევში (ნაწილი 3)
ნიცა ამოიღე ხმა . რა მოგივიდა? ჰკითხა გამომცდელი ხმით -ანდრე მე .. არვიცი მეშინია თქვა და სახეზე ხელები აიფარა -ოღონდ ის არა. მაინცდმაინც ჩემი ძმაკაცია ის ვინც შეიძლება მოვკლა შენს გამო? მითხარი რომ ესე არაა .. ნიცას დუმილი პასუხზე უარესი იყო. აირია ისევ. ძლივს მოდიოდა ნიცა ანდრესკენ და მორჩა 1 წამში მოირყა ეს გზა. გრძნობდა ამას ანდრე და ბრაზისგან კანკალებდა. ათასი აზრი აწუხებდა მაგრამ უცებ ერთმა აზრმა ტვინში ისე იფეთქა ხელით მინა ჩაამტვრია. -ანდრე რას აკეთებ ატირდა ნიცა მაჩვნე ხელი მაჩვენე სისხლი მოგდის -სისხლი მომდის იცი სად ? გულში. დაინახე დარბაზში შესვლისთანავე და იმიტომ გამიყვანე საცეკვაოდ არ ა? გინდოდა ეეჭვიანა ? -არა ანდრე არა. არ დამინახავს უბრალოდ მინდოდა.. -რა გინდოდა ? რამდენიხანია ვხვდებით და შენგან არ დამინახავს რამის ინიციატივა და უცებ ამხელა რაღაცას აკეთებ და შენით მეხუტები მკოცნი… უნდა მივმხვდარიყავი .. ყვიროდა ანდრე შეშლილი სახით. -არ არის ესე . არ დამინახავს .. იმეირებდა ნიცა და უცნაური სახით იყურებოდა.. ეტყობოდა ფიქრებით შორს იყო და უკვე აღარ ესმოდა ანდრესი. მთელი გზა ანდრე დაძაბული უყურებდა გაჩუმებულ ნიცას -გადადი . ძლივს გამოთქვა წყბარად .უკვე სახლთან მოეყვანა -ნიცა ხმის ამიუღებლად გადავიდა . *** ანდრე ადგილს ვერ პოულობდა.. გონებაში ყველაფერი აერია ყურში ჩაესმოდა ყველა ის ფრაზა რასაც გეგი ყვებოდა . ეხლაღა აღიდგინა ის გოგო რომელზეც გეგი ყვებოდა მისი ნიცა ყოფილა . შოკისგან გონზე ვერ მოდიოდა რა უნდა მომხდარიყო ან ყოფილიყო ამაზე უარესი ნიცა მის უახლოეს ძმაკაცზე იყო შეყვარებული, რომელიც ძმობას უწევდა ყოველთვის და რომელსაც მართლა ჰქონდა გასამართლებელი მიზეზი რატომაც დაიკარგა 2 წლით და რომელიც საერთოდაც არ იყო გეგის ბრალი. ფიქრობდა და ვერ ხვდებოდა რა გაეკეთებინა ოღონდაც გეგი არ ყოფილოყო ის ადამიანი ოღონდაც დამნაშავე მაინც ყოფილიყო . მყველას გასწევდა ყველას ააორთქლებდა მაგრამ.. ეხლა ყველაფერი ნიცაზე იყო დამოკიდებული. განათებულ მობილურს დახედა ნიცა სწერდა.. თვალები დახუჭა და თავი ეკრანს მიადო -ნიცა რა გიყო ეხლა.. როცა სიმართლეს გაიგებ დავიჯერო მასთან არ გაიქცევი? ჩაილაპარაკა მტკივნეულად ალბათ გაიქცევი და მე არ მეყოფა ძალა შენს შესაჩერებლად ვერ შეგაჩერებ . მობილური აიღო და ნიცას სმსს დახედა.. -ანდრე როგორ მიხვედი სახლში ხარ ? -სახლში ვარ არ ინერვიულო -დამიჯერე სპეციალირად არ გამიკეთებია არაფერი მე მართლა ვფიქრობ შენზე , შეგეჩვიე -ნიცა შეჩვევა და სიყვარული სხვადასხვა რამეა . თუ მას აქვს ისეთი მიზეზი რის გამოც ის დამნაშავედ ვერ ჩაითვლება შენს მიტოვებაში და მოინდომებს შენთან დაბრუნებას გეყოფა ძალა ჩემთან დასარჩენად? ..... ანდრემ მობილურს დახედა პასუხი აგვიანებდა.. გული მტკივნეულად უცემდა .. წამოხტა და მთელი ძალით ძირს დააგდო ვისკის ბოთლი და ყველაფერი რაც ხელში მოყვა . კარებზე ზარის ხმა გაისმა . ქვეცნობიერად იცოდა კიდეც ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ შუაღამეს. კარებს მიუახლოვდა გააღო და სცადა გაეღიმა -მოდი გეგი გეგი კოჭლობით შემოვიდა ცალ ხელში ხელჯოხი ეჭირა ,ჯერ კიდევ არ შეეძლო ამის გარეშე მყარად ფეხზე დგომა . ანდრეს შეხედა გაფითრებული სახით და გადაეხვია . -მომენატრე ჩემო ძმაო თქვა თბილად გეგიმ -მეც ჩემო გეგი. გადაეხვია ანდრეც და დიდხანს იდგნენ ესე გაუნძრევლად. -ანდრე მადობელი ვარ შენი ვიცი რომ მთელი ეს დრო სულ კონტაქტზე იყავი ჩემებთან და მზად იყავი ყველა საჭიროებისთვის.. -გეგი პირიქიღ მადლობა შენ რომ დასძლიე ეგ ყველაფერი და დაგვიბრუნდი თბილად გაუღიმა ანდრემ ბარი გააღო და ვისკის ჭიქა გაუწოდა. ორივე გაჩუმდა.. ერთდროუკად გადაჰკრეს ორმაგი ვისკი .. ვერცერთი ბედავდა საუბრის დაწყებას .. ერთმანეთის გულს უფრთხილდებოდნენ თემა გარდაუვალი იყო ეს ორივემ კარგად იცოდა. -გეგი მე არ ვიცოდი რომ ის გოგო ნიცა იყო .. არასდროს გითქვამს მისი სახელიც კი.. დაძაბულმა დაიწყო ანდრემ -ვიცი ჩემო ძმაო.. უპასუხა მშვიდად გეგიმ -გეგი შენი ყველა სიტყვა ჩამესმის ყურში რასაც კი მეუბნებოდი მაგრამ რას წარმოვიდგენდი რომ ეს მასზე იყო .. -იმ ავარიის მერე რომ გავიღვიძე მე არაფერი მახსოვდა ანდრე ისიც კი ვინ ვიყავი... თითქმის 2 წელი გაგრძელდა ეს მდგომარეობა პირველი ის გამახსენდა და კინაღამ გულიც გამიჩერდა რომ წარმოვიდგინე რას ფიქრობდა ჩემზე.. ხომ იცი მასზე ფიქრმა მომცა ძალა რომ მებრძოლა ამ მდგომარეიბამდე მოსასვლელად.. -ვიცი გეგი.. მახსოვს მითხარი ,რომ მისთვის ჩამოდიოდი და მასზე ფიქრებმა მოგაბრუნა გაფითრებული დაეთანხმა მეგობარს -ანდრე ეს შენ რომ არ იყო პირდაპირ მასთან წავიდოდი დაველაპარაკებოდი მაგრამ შენ ხარ... ვიცი შენი გრძნობების შესახებ, მიყვებოდა თემო როგორი გაგიჟებული იყავი ვიღაც გოგოზე და ნეტა ერთხელ მაიმც მეკითხა სახელი ანდრე. გეფიცები არ ჩამოვიდოდი რომ გამეგო ნიცა იყო ის გოგო შენს ცხოვრებაში.. წავალ და დარჩეს ყველაფერი ისე როგორცაა გაჭირვებით წარმოსთქვა გეგიმ.. ანდრემ სიგარეტს მოუკიდა და თვალები დახუჭა.. -არა გეგი ესე ვერ წახვალ.. შენ გააკეთებ იმას რისთვისაც ჩამოხვედი და შემდეგ მისცემ ნიცას არჩევანის გაკეთების საშუალებას . თუ ის შენ აგირჩევს მე თავს დავანებებ მას . -ანდრე .. ჩემო ძმაო მე.. -გთხოვ გეგი ნუღარ გავაგრძელებთ .. დანარჩენი მასზე იყოს თქვა სასოწარკვეთილმა ანდრემ -ანდრე არვიცი რა გითხრა .. მიყვარხარ იცოდე და რაც არ უნდა მოხდეს ეს არ შეიცვლება მადლობელი ვარ ჩემი გაგებისთვის -ეხლა არავის ესმის ჩვენზე უკეთესად ერთმანეთის თქვა ანდრემ და გეგის გაუღიმა . კიდევ ერთხელ ხელი გადახვია და სიყვარულის ნიშნად თავზე ქოჩორი აუჩეჩა ზუსტად ისე როგორც ბავშვობაში . **** სახლში მისული ნიცა საკმაოდ დაბნეუკად გამოიყურებოდა .. -დედი რა ხდება ესე ადრე რატომ მოხვედი ჰკითხა გაიცებულმა ქალმა -დე ანდრეს საქმე გამოუჩნდა და ვეღარ შეძლო დარჩენა გაიღიმა და ოთახში გავიდა.’ გონებაში ყველა ის კადრი უტრიალებდა რაც გეგასთან აკავშირებდა.. ყველა შეხვედრაზე პატარა ბავშვივით რომ დაატარებდა ხელით.. ნიცაც ფეხებს იქნევდა ჰაერში და ბედნიერი ეხუტებოდა გეგის. ისიც მის კისერში ჩარგავდა თავს და იქამდე კოცნიდა და სუნთქავდა ნიცას სურნელს სანამ ნიცა აცდიდა. -რაზე ფიქრობ ნიცა ნუ იხსენებ გაუბრაზდა თავის თავს ნიცა . თავს ანდრესთან დამნაშავედ გრძნობდა . დაინახა და ზუსტად ის მოხდა რისიც ეშინოდა .. ძლივს ანდრეს მიმართ რაღაც ჩნდებოდა გულში რაღაცას ვრძნობდა…როგორ გავაწვალე როგორ ? ანდრე …. ტიროდა და ცდილობფა ოჯახის წევრებს არ გაეგოთ. ფიქრი ფიქრი მობილურზე მოსულმა სმსმა გააწყვეტინა .. იცოდა ვინც იქნებოდა ღითქის ელოდებოდა კიდეც.. -ნიცა სალაპარაკო გვაქვს . მე აქ ვარ მაგრ 1 საათში გელოდები უკეთ გათენდება სახლშიც არ გისაყვედურებენ გამოსვლის გამო უკვე კარგი დრო იქნება. -რატომ წახვედი ? -მნახე . . ნიცა ფეხაკრეფით ჩავიდა სადარბაზოსთაბ. გეგი ელოდა. არ შეცვლილიყო ისევ ისეთი სიმპათიური იყო . გულის კანკალით გამოაღო მანქანის კარები ჩაჯდა და უსიტყვოდ წყენით შეხედა.. -ნუ მიყურებ ესე , ნიცა . გეგი ცდილობდა თავი გაეკონტროლებინა და ანდრეს გამო ზედმეტად არ შეხებოდა გოგოს რომელსაც ცოლად მოოყვანდა რომ არა ის ავარია. -ნიცა მეტყვი რამეს ? -ვერ გიტან . აი მაგას გეტყვი . რატომ მომექეცი ესე თუ აღარ გიყვარდი ხომ სეიძლებიდა გეთქვა . იცი რ გავიარე როცა დაიკარგე არსად ჩანდი გავგიჟდი.. სანამ გავიაზრე რომ მიმატოვე ყოველდღე გელოდებოდი.. მერე როცა გავიაზრე რომ მართლა მიმატოვე ფსიქოლოგმა რომ ვერ მიშშველა ფსიქიატრის დახმარება დამჭირდა.. -ნიცა მაპატიე - რა გაპატიო ? არ გაპატიებ დაიყვირა ემოციურად ნიცამ - ნიცა არ მიმიტოვებიხარ . იმდღეს სახლში რომ დაგტოვე ავარიაში მოვყევი გონზე არ ვიყავი როცა გინს მოვედი არაფერი არ მახსოვდა ვინ ვიყავი ისიც კი არ მახსოვდა - მატყუებ . ჩაილაპარაკა გაფითრებულმა ნიცამ - წელზე მეტი გავიდა სანამ რამე გამახსენდა . პირველი შენ გამახსებდი და რომ გამიარა აზრმა რას ფიქრონდი ჩემზე, ნიცა სიცოცხლე აღარ მინდოდა . უნებურად მიგატოვე.. შენ მომეცი ძალა რომ ფეხზე დავმდგარიყავი. ხელით უკანა სქვარძელზე მიუთითა ხელჯოხისკებ . - ეს რა არის ? ძლივს ჩაუჩურჩულა ნიცამ - ამის გრეშე დღემდწ მიჭირს გადადგილება. აქ ერთახერთი მიზნით ჩამოვედი.. ზუსტად იმ დღეს ჩამოვედი დაბადებიადღეზე რომ მნახე ბიჭებმა დახვედრა მომიწყვეს,შენთან მოვდიოდო თქვა გეგიმ და სახე ხელებში ჩარგო.. ნიცა რა გიყო ან შენ ან ჩემს თავს ამ ანდრეს… ის რომ არა ხელს აღარ გაგიშვებდი .. ნიცა გაფითრებული ისმენდა არ ელოდა მისი ტვინი ამ - ინფორმაციის გადახარშვას ცდილობდა და ემოციოსგან სულ ცახცახებდა.. უნებურად ხელი ფეხზე დაადო .. - გტკივა ? - არა.. გული უფრო მტკივა. გოგონას ხელს მოროდებით შეეხო და ნაზად აკოცა ანდრეს გული უდუღდა.. ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობდა ვერ ისვენებდა იცოდა გეგი ნიცასთან პირდაპირ წავიდოდა სალაპარაკოდ.. თავს ებრძოდა არ გაყოლოდა მას მაგრამ მაინც გაყვა… ეხლა,კი იდგა მოშორებით და ხედავდა ნიცას რომელსაც კარგავდა. დაინახა როგორ აკოცა ნიცას ხელზე გეგიმ და ნერვიულობისგან ფეხებში ძალა წაერთვა. არ შეეძლო მისულიყო და უბრალოდ წამოეყვანა , დააპირა კიდეც მისვლა მაგრამ .. უკან დაიხია როცა დაინახა ნიცას ხელი მის სახეზე, ნიცამ თავად გაიწია და მის ტუჩებს თავისი ტუჩები შეახო. -ძალა არ გეყო ნიცა… ესეც ვიცოდი ჩაილაპარაკა უცხო ხმით ანდრემ ნელი სვლით შეტრიალდა და წავიდა. გული რომელიც აჩუქა ნაწილებად დაგლიჯა ნიცამ . ვერც გაიაზრა კლუბში როგორ აღმოჩნდა არც ის ახსოვს რას სვამდა ფეხზე ისევ იგრძნო სიმძიმე გახედა ქალს რომელიც მის მუხლებზე დამჯდარიყო თვალები დახუჭა და იგძნო მისი ცხელი ტუჩები როგორ ვნებიანად კოცნიდა მის ტუჩებს. ხელი კი ოსტატურად მოძრაობდა მის შარვალზე . წარმოიდგინა რომ ნიცაც ამას აკეთებდა გეგისთან და გააგიჟა ამ ფიქრმა -შე. გეცი.. ამის დედაც ქალი გვერდზე გასწია და ხელი გამწარებულმა დაარტყა მაგიდას . წამოდგა ქალს ხელი ჩასჭიდა და წაიყვანა . -პირველად მომიყვანე სახლში გაუღიმა ქალმა ანდრემ ჭიქა გაუწოდა და უპასუხოდ ანიშნა დაელია მობილური რეკავდა… გაუკვირდა ნიცა იყო.. პირველად გადადო ნიცას ზარი უპასუხოდ ან რატომ უნდა ეპასუხა მას ხომ ძალა არ ეყო დარჩენილიყო .. ქალმა ანიშნა შხაპს მივიღებო.. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სავარძელში მძიმედ დაეშვა.. -ანდრე .. თავი ასწია და დაბინდული მზერით გახედა ნაცნობი ხმის პატრონს .. -ნიცა ? სცადა თუმცა ვერ შეძლო წამოდგომა -ანდრე უნდა ვილაპარაკოთ .. რა გჭირს რა მოგივიდა? ჰკითხა განერვიულებულმა ნიცამ -რაზე ვილაპარაკოთ ? კარგი იყო პირველივე შეხვედრაზე გეგის რომ ეცი ტუჩებში? იკითხა ხმადაბლა ანდრემ -ანდრე მე.. -მოდი თუ გინდა მეც მაკოცე არ ვარ წინააღმდეგი .. მოდი რატომაც არა ხმაში ისეთი აგრესია იგრძნობდა ნიცა ადგილზე გაიყინა -მთვრალი ხარ ანდრე.. ჩაილაპარაკა ნიცამ და გაოცებულმა გახედა ქალს რომელიც თითქმის შიშველი იდგა ანდრეს უკან. ანდრემ უცნაური მზერა ამოიკითხა ნიცას თვალებში.. გაიხედა ქალს შეხედა და ანიშნა მის ფეხზე დამჯდარიყო, ქალის მკერდს ტუჩები დაადო და აკოცა ქალმა კი ყელში დაუწყო კოცნა , ანდრე თვალს არ აშორებდა აკანკალებულ ნიცას რომელიც გაფითრებული უყურებდა ამ სცენას -ანდრე რას აკეთებ ჩაიჩურჩულა ძლივს გასაგონი ხმით -მოდი ნიცა შენც გეყოფი ანიშნა მეორე მუხლზე .. მოდი ვგიჟდები ორ ქალთან ერთად სექ.სზე რიმელიც დიდიხანია არ მქონია .. უცნაურად გაიცინა ანდრემ და იგრძნო როგორ ჩაუცურა ქალმა შარვალში ხელი. ქალს თმებში მოჰკიდა ხელი კედელს მიყრდნობილ ნიცას შეხედა და მის ფეხზე მჯდომ ქალს ტუჩებზე აკოცა ნიცას მზერის მოუშორებლად. ნიცამ იგრძნო როგორ ეცლებოდა ფეხებში ძალა და შებრუნდა გაჩერება აღარ შეეძლო.. -მოდი სად მიდიხარ შენ სიყვარულით მაინც გაგ.ჟიმავ დაიყვირა ანდრემ და ხელი ჭიქას დაარტყა ,,უცხო” ქალი გასწია და ანიშნა წასულიყო . ანდრე ნიცას წინ დადგა და კარებს გადაეფარა. -მე წავედი გვრიტებო.. დამირეკე თუ დაგჭირდი თქვა ქალმა ანდრეს ლოყაზე აკოცა და გავიდა . -გამიშვი ანდრე არ უნდა მოვსულიყავი. ნაწყენი ხმით ჩაილაპარაკა ნიცამ -სად მიდიხარ ნიცა.. მოხვედი და სად გაგიშვა თმები ნაზად გადაუწია და შუბლზე აკოცა. ან რატომ მოხვედი საკუთარ თავს ვერ ერეოდა ანდრე. მითხარი რატომ მომაკითხე -შენზე ვნერვოულობდი რომ არ მიპასუხე -მერე რატომ ნერვოულობდი გქონდა სანერვიულო? ნიცას სახეზე შეხედა -რატომ დამხვდი ამ ქალთან ერთად ანდრე -შენ რატომ კოცნიდი გეგის ? დაგინახე შენ თავად აკოცე მას იქ ვიყავი . გამაგიჟე ..მუშტი კედელს ძლიერად დაარტა ანდრემ -შენთვის მინდოდა მეთქვა რომ მასთან ლაპარაკს ვაპირებდი მაგრამ ვერ გავბედე არ მინდოდა შენთვის ტკივილი მომეყენებინა მე მჭირდებოდა მასთან შეხვედრა ანდრე შენ კი ამის ნებას არ მომცემდი -მასთან კოცნაც გჭირდებოდა ? -მჭირდებოდა.. ჩაიცურჩულა ნიცამ ანდრემ თვალები დახუჭა .. ცუდად იყო -მაშინ რატომ მოხვედი ჩემთან თუ ის გჭირდება -ანდრე მჭირდებოდა გამეგო იგივე ემოცია მქონდა თუ არა მასთან .. -მერე რა გაიგე ნიცა ? ხმის აკანკალებული ტონი ვეღარ დაფარა ანდრემ -იმაზე მეტად შეგეჩვიე ვიდრე მე მეგონა .. ამდრემ ნერვიულად სიგარეტს მოუკიდა -მან რა თქვა ? წარმოსთქვა გაუბედავად -უსიტყვოდ მიიღო ჩემი გადაწყბეტილება და წავიდა -თავიდანვე რომ მცოდნოდა გეგი იყო ის ადამიანი ..ან გეგის მაინც რომ ეხსენებინა ვინ იყო ის გოგო ვისზეც მელაპარაკებოდა.. ჯანდაბა…. თქვენს შორის არ ჩავდგებოდი . ადგა ნერვიულად გაიარ-გამოიარა . გული სტკიოდა გეგის გამო . -ანდრე.. ესე უნდა განიცადო? მიუხვდა ნიცა ნერვიულობის მიზეზს. ანდრე უხმოდ მიუახლოვდა ,აკოცა ხელში აიყვანა და კალთაში ჩაისვა . -გინდა ჩემთან ნიცა? ნიცამ შეხედა და დაბნეულად გაუღიმა -ეს გადაწყვეტილება რაც მიიღე. დარწმუნებული ხარ შენს გადაწყვეტილებაში? ნიცა თანხმობუს ნიშნად ჩაეხუტა -ნიცა … კაცის ცხელი ტუჩები ნიცას ტუჩებს შეეხო ნაზად კოცნიდა თითებით მკერდზე ეფერებოდა. ჭკუიდან გადაჰყავდა საყვარელი ქალის სიმკვრივეს. ნიცას კოცნაში რაღაც სხვა იგრძნობოდა , ანდრე იმ ემოციას გრძნობდა რისთვისაც ამდენი იბრძოლა. საწოლზე დააწვინა და შეხედა გოგონას ლოყებზე ვარდისფერი გადაჰკვროდა.. დაძაბული უცნაურად ცახცახებდა და ცდილობდა დაეფარა მღელვარება. ანდრე მალე თვითკონტროლს დაკარგავდა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი -ნიცა დარწმუნებული ხარ რომ გინდა ჩემი გახდე.. არ ინანებ? ყურადღებით შეხედა ანდრემ -კი შენ ? სასაცილოდ გამოუვიდა კითხვანიცას -კი მეც სიცილით უპასუხა ანდრემ და ცდილობდა ხმამაღლა არ ეცინა. წლის კითხვა დამისვი თავს ვეღარ იკავებდა ანდრე.. მეც თანახმა ვარ შენთან დავწვე ნიცა .. ნიცასაც სიცილი აუტყდა და სრული დაძაბულობა მოეხსნათ. ჩაიცვი ნიცა .. ანდრე ადგა და გავიდა . ნიცამ გაოგნებულმა ჩაიცვა . ათასი ფიქრი ტრიალებდა ნიცას თავში.. გეგისთან კოცნის მომენტში მიხვდა რომ ის გიჟდებოდა ანდრეზე. ანდრე რომ დაეკარგა თავსაც დაკარგავდა. გააცნობიერა რომ მის გარეშე აზრი არ ჰქონდა ნიცას ყოველდღიურობას. მაინც აქამდე რატომ ვერ ხვდებოდა ამას . აქამდე რატომ დატანჯა ეს ბიჭი რისთვის ექცეოდა ესე დაუნდობლად , ყველა ის სიტყვა გაახსენდა რითაც ადრე ანდრესთვის ტკივილი მიუყენებია. ეხლა უკვე თავად ეშინოდა ანდრეს არ ეთქვა მასზე უარი. ზურგსუკან მამაკაცის სიმხურვალე იგრძნო ანდრემ წელზე შემოხვია ხელები და თავი კისერზე დაადო ნიცამ ხელი ჩაჭიდა ანდრეს თითებს .. -რაზე ფიქრობს ჩემი გოგო? ჩასჩურჩულა ღიმილით ანდრემ -მეშინია ანდრე -რისი ? -მეშინია არ მიმატოვო.. ნიცა ანდრესკენ შებრუნდა და თვალებში ჩახედა.. მეშინია არ დაგკარგო.. -ნიცა. ის ყველაფერი მაშინ მოხდება ჩვენს ცზოვრებაში როცა ამის დრო მოვა , არ მინდა იმაზე ადრე მოხდეს ვიდრე ეს საჭიროა გასცა პასუხი ნიცას გამოუქმელ კითხვას . შენ მე არასდროს დამკარგავ. მარტო მაშინ თუ თავად მიმატოვებ გესმის? -არ მიგატოვებ . მტკიცედ უთხრა ნიცამ და ანდრეს ჩაეხუტა. ეს ყველაზე თბილი ჩახუტება იყო ანდრეს ცხოვრებაში. *** ანდრე სად ხარ დაკარგული.. უკვე მერამდენედ ურეკავდა ნიცა და პასუხი არ იყო.. ამ ბოლო დროს იმატა მსგავსმა შემთხვევებმა ნიცა რეკავს ის კი არ პასუხობს.. დღითიდღე უფროდაუფრო თვალსაჩინო ხდებოდა ანდრეს უცნაური ცვლილებები ნელნელა თითქოს შორდებოდა ანდრე . ჩაფიქრებულმა ტელევიზორი ჩართო და ფანჯარას მიუახლოვდა .. ბიზმესმენი ანდრე გიგანი დიდხნიანი პაყზის შემდეგ ორგიებზე უარს აღარ იძახის ჩაესმა ყურში აშკარად გახარებული ყვითელი არხის წამყვანის ხმა… კიდევ ერთხელ დაატრიალა გონებაში ეს ფრაზები და გაოცებული ტელევიზორისკენ მიტრიალდა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.