გამოღვიძება (სრულად) ნაწილი 1
ყველას გვყავს შინაგანი კრიტიკოსი, რომელსაც ხან მშობლის ხმა აქვს, ხან თავად ჩვენი, რომელიც ხშირად სწორი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ გვაძლევს, რადგან გვაკომპლექსებს, გვბოჭავს და გვაპატარავებს. ზუსტად ეს ხმა ჩამჩურჩულებს ახლა ყურში, კარგი რა, ფილოსოფიის თემის წერისას სიტყვებს ითვლიდი და რა უნდა დაწერო ახლა შენ ისეთი, რომ ვინმემ წაიკითხოს და თან მოეწონოს, მაგრამ ვცდილობ ეს სათქმელი ისე ავაკოწიწო, რომ ბევრ გოგონას სწორი გზავნილი მიუვიდეს. მანამ, სამან ასაკი გვაიძულებს ჩვენს ცხოვრებაში პრიორიტეტები სწორად დავალაგოთ, პირად სივრცეზე ვიზრუნოთ, ვისწავლოთ არა-ს თქმა და ჯანსაღი უნარ-ჩვევები გამოვიმუშაოთ, საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი. ეს არა მხოლოდ გამოცდილებაზე, არამედ ასაკზეც არის დამოკიდებული, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ადრე ხარ დაღვინებული, ამას ნამდვილად არ ვუჩიოდი. მოკალათდი ისე, რომ შეძლო იმ მოგზაურობაში გამომყვე, სადაც შენც იგრძნობ ჩემთან ერთად პირველ სიყვარულს, მასთან დაკავშირებულ პირველ შეგრძნებებს, იმედგაცრუებას, ისევ აღფრთოვანებას, სიბნელეს თუ კვლავ ახლიდან დაბადებას. რა მოხდებოდა რომ... ზედმეტად ვიმტვრევთ თავს ქალბატონებო, ჩვენ არ ვიქნებოდით აქ, ან არ ვიქნებოდით ისინი, ვინც ახლა ვართ, რომ არა ჩვენი არასასურველი გამოცდილებები, ის შეცდომები, რომლებსაც ასე ვნანობთ, ის ადამიანები, რომლებზეც მოგვიანებით გვითქვამს, რატომ შემახვედრე ასეთ არასწორ დროს ღმერთო, ან საერთოდ რატო გადმაყარე ჩემი ცხოვრების გზაზე. მე ვფიქრობ, რომ თქვენ მზად ხართ. უბრალოდ მენდეთ და ხელი არ გამიშვათ, ხანდახან ტალღა საკმაოდ ძლიერი იქნება, შეიძლება ჟილეტიც ჩაგაცვათ ან „ბუიოკთან“ დაგასვენოთ. მე მაგალითად ,,ცურვისგან“ დაღლილი ყოველთვის მანდ ვიდგამ სულს. ჩემი აზრით დიდი შესავალი საჭირო არ არის. სანამ დეტალურ აღწერაზე გადავიდოდე რომ როგორმე თავი იქ გაგრძნობინოთ, სადაც მე ვიყავი, ერთ კითხვაზე მიპასუხეთ: წლის რომელი სეზონი გაგრძნობინებთ თავს ყველაზე მიმზიდველად? სასურველად? სექსუალურად? ქალღმერთად ან თუნდაც კაცღმერთად. დიდი ალბათობით ჩემს ამბავს მდედრობითი სქესი წაიკითხავს, ან სულ მცირე ემპათიას მაინც გამოხატავენ ჩემს მიმართ, რადგან როგორც ყველა ამბის თხრობისას, ჩვენ ვართ მსხვერპლნი! ჩვენ გვატკინეს, გვიღალატეს, გამოგვიყენეს, ან ჩაგვანაცვლეს. ზემოთ ჩამოთვლილ ზმნებს თავისი ისტორიები აქვს, თითქმის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. ამ ყველაფერმა რომ ჩაიარა, სანამ მთავარს მოვყვები, რატომღაც მომინდა ამეკინძა, რადგან შენ ვინც ახლა ხშირ შემთხვევაში ლოგინში გემრიელად ჩაკოტრიალებული ხარ, ან ვინც მეტროში სადგურიდან სადგურამდე თითოეულ 2 წუთს (ეს დათვლილი მაქვს) ჩემი ამბის კითხვით კლავ, იცოდე, რომ ხშირად არ ლაპარაკობენ, მაგრამ ეს ყველას გავლილი აქვს, ბრტყელ რჩევებს ვიძლევით, სხვათა მისამართით, თუმცა ჩვენი თავი გვრჩება სადღაც კუთხეში მიმწყვდეული, შეშინებული და სასოწარკვეთილი. თავი 1 - პირველი პეპლები - ახლა კი დავუბრუნდეთ კითხვას - რომელი სეზონი გვაგრძნობინებს თავს სასურველად? - რა თქმა უნდა - ზაფხული. სულ რომ თბილისში „იხრუკებოდე“ და სული გძვრებოდეს, სანატრელი სიგრილე, რომ მიწის ქვეშ გეგულება, არა იქ არა, მანდ მაგრად ცხელა, მეტროს ვგულისხმობ. ქალაქშიც რომ ფორმაში ხარ, რადგან სახლიდან ტრანსპორტამდე მზე მაინც ტოვებს თავის კვალს, არ აქვს მნიშვნელობა შენი მზისგან დამცავი კრემის ესპეეფ რაოდენობას. ხოდა მეც იმ დიდ მასას მივეკუთვნები, ვინც ზაფხულზე ოცნებობს მთელი 9 თვე. ფითქინა კანი ძლივს ხორცისფერი ხდება, ჭორფლები მუქდება, ჩემი უფორმო თმა იხვევა, ოფლდენისგან კალორიებიც იწვება და მეთქმის, რომ ტანზე ვარ, ეს შედეები ჩემთვის სრულიად საკმარისია, რომ სეზონი ფავორიტად დასახელდეს. უხ! დაილოცოს ზღვა. როგორ დამავიწყდა ჩემი თავის გაცნობა, მე რეა მქვია და ჩემი ბავშვობის დაქალთან ანასთან ერთად პირველად წავედი გოგოშკურ ,,ნამდვილ შვებულებაში“. ბანდის დანარჩენი წევრები ვერ დაგვემთხვნენ და მხოლოდ ორ მარტოსულს მოგვიწია განავარდება. მასაც უყვარს ზღვა, მასაც ჭორფლები აქვს სახეზე, თან ჩემზე მეტი, ისიც მაღალია და ქერა, მაგრამ ტანის ფორმები დიამეტრით მე უფრო დიდი მაქვს, იფფ! აქვე ცხვირის ზომაც! სანამ ასაკი მისი დაპატარავების უფლებას მომცემს, მანამდე ფოტოებში მხოლოდ ანფასში ვჩანვარ, არა ბიჭოს ვინმე პროფილში შემატრიალებს. ჩემს დაქალს ახალი დასრულებული აქვს ურთიერთობა, ცოტა ტრაგიკულად, ის ანგელოზსახიანი უმანკო შხვართი მოღალატე აღმოჩნდა, ხოდა გაუდგა გაღმა, ჯერ მარილს არა, ეგრეც არ გვძულს. ბოლომდე გადავეშვით ტალღებში, მზესაც ბოლომდე დავახრუკინეთ თავი, რაის პიკის საათი, სახლში 9 ის ნახევრის მერე შევდიოდით, მზის სხივის ბოლო ჩასვლამდე. მაშველს მოეწონა, გინდა თუ არა დელფინით უნდა გაგასეირნოთო, მაღლა ხომ წაიკითხეთ ტანის ფორმები უფრო დიდი მაქვს თქო, ხოდა ეს ჩემი დაქალი რომ ანარდარდა ამ დელფინზე, მე ჩემდა ბედად რუჯის ზეთი მესვა მთლიან ტანზე და ვსრიალებ, ვერ ავდივარ, რა არ ვქენი, რა პოზა არ ვცადე, შენც არ მომიკვდე, დავნებდი - წყალში მირჩევნია, მიყვარს აქ ყოფნა! ძმაკაციც ახლდა სტანდარტულად, თუმცა ჩვენი სტილის არც მაშველი ყმაწვილი და არც მისი კუნთმაგარი მეგობარი აღმოჩნდა, მალევე გავუჩინარდით. ახლოვდება ჩვენი შვებულების დასასრული, მაგრამ გული რაღაცას მიგრძნობს. კერძო სახლში დავბინავდით, თუმცა მანამდე სხვა სახლიდან გამოვიპარეთ, მეპატრონე ბედნიერი ნამდვილად არ ჩანდა, თუმცა არ ვაპირებდით გოგოშკური დღეების იქ გატარებას, სადაც ყველაფერი იმაზე მეტად ძველი იყო, ვიდრე 35წლის მიტოვებული და დაკეტილი სახლში იქნებოდა. გოგონებო, განსაკუთრებით თქვენ, თორემ ბიჭები მართლა გაძლებენ თოხის ტარზე, ეკონომიის გამო თქვენი შვებულება ობობის ქსელში არ გაატაროთ. არა, ეს ჩვენ ვიყავით ცოტა ძუნწები, რადგან მაშინ ხელფასი და ჩვენი ამბიციები ერთ ტალღაზე ვერ იყვნენ. მოკლედ გამოვიქეცით, დავბინავდით, არაუშავს რა, მაგრამ სააბაზანო მაინც ერთია. მე მაინც არ შემიმჩნევია ვინმე ჩვენს გარდა და დაე იყოს! და აი ისიც, რაო? არ შეგიმჩნევია ხო? ალბათ კეხი გიშლიდა ხელს, აბაზანიდან გამოსული ვხედავ ვიღაც კუნთმაგარ, წელს ზევით ტიტლიკანა ყმაწვილს, შორს დგას მაგრამ კარგად ჩანს სახის ნაკვთებიც, ღმერთო ის ჩამოვიდა, რაც შევუკვეთე?! გამომხედა, კინაღამ პირსხოცი დავაგდე იქვე, აჰა მოდი რაღას ელი, ეს გულში ვთქვი, მაშინ სად მქონდა გამბედაობა, თავი დამიკრა და ოთახში შევიდა, აი აქ კი რაღაც დაიწყო... იმის მერე არ შემხვედრია, მეორე საღამოს სანამ სადმე გავიდოდით გადავწყვიტეთ სახლში გვესადილა, პროდუქტები მოვიტანე და სამზარეულოს მივადექი, თან პირველად. ყავის გარეშე ვინმე იწყებთ საუზმეს ან სადილს? და ჩვენ რატომ ვიქნებით გამონაკლისი. დაე შევდგათ ჩაიდანი გაზზე, ველოდები ფეხის ბაკუნით, თითქოს ააჩქარებს და აი ისიც, კუნთმაგარი შემოდის პარკებით ხელში სამზარეულოში, აი ახლა ჩვენი შვილიც უნდა მოჰყვებოდეს უკან ხტუნვა-ხტუნვით, მაგრამ ჯერ ხო მისი სახელიც არ ვიცი, შვილო შენ ცოტახანი ჩემს ფანტაზიაში მოიცადე, ხტუნაობის დრო ისევ გექნება. ზოგადად IQ არასდროს შემიმოწმებია, წარჩინებითაც თავს ვერ დავიკვეხნიდი, თუმცა საგამოცდო სამზადისისას იმაზე მეტი დავდე, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. ბუნებრივად ქერაც ვარ, თუმცა მაშინ შეღებილი ბოლოები უფრო უსვამდა ამას ხაზს. მიხვდებით ამ თემას რატომ შევეხე. ყმაწვილმა პარკები მაგიდაზე დადო და საკმაოდ მამაკაცური ხმით მეუბნება -გამარჯობა, გაზქურა არ გამორთო რა მერე, მეც მჭირდება -გამარჯობა, არა ჯერ არ დუღს. -ხო ვხედავ, მაგრამ რო ადუღდება არ გამორთო.-მიმეორებს, თან იღიმის - არა, ჯერ დრო უნდა ამას. -კი ვიცი უბრალოდ გთხოვე. -აი ხედავ? ბუშტუკები კი არის, მაგრამ მამამ მითხრა ბოლი რომ გასწორდება, ჩაიდანი მერე უნდა გადადგაო.- ჩაიდანს თავს ვხდი მეტი დამაჯერებლობისთვის - აააა, ეგ არ ვიცოდი -კვდება სიცილით ღმერთო კბილებიც რა იდეალური აქვს. მოკლედ, აქ მივხვდი, რომ მამაჩემის რჩევა დარიგებით ურთიერთობა არ იწყება, არათუ ფლირტი. ძალიან ბევრი ვიცინეთ მაგრამ მე ჭარხლის ფერი გავხდი, ყავა გავაკეთე და ეგრევე ოთახში გავიჭერი რომ ჩემი დაქალისგან მომესმინა დებილი ვარ თუ დებილი?! არ უარყო - აი მაგას მოფიქრება ხომ უნდოდა რეა, ერთადერთი რჩევა გაგეხსენებინა მამაშენისგან, რომელიც აქამდე შენთვის მოუცია! - ხარხარებს გემრიელად, თან თმას იშრობს ლამაზმანი. - მეღადავები ხო?! გოგო ამკენწლე თუ დამამშვიდეთქო რა გთხოვე მე შენ! - ამან უარესი დამმართა. გარეთ გავედით და ისინი უკვე მაგიდას იყვნენ შემომსხდარნი, სამნი იყვნენ, ერთ-ერთი ჩემს დაქალს ეკეკლუცებოდა მაგრამ ამის ერთი წარბის აწევა ყველას უკეტავდა გზას. ნაცნობი უბნის სახელები რომ მომესმა აი მანდ შევტრიალდი ნახევრად, ანუ ჩემი სახე პროფილში დავანახე და ვეკითხები - საიდან ხართ ბიჭებო? ნაცნობი ადგილი დასახელდა, ჩვენგან ძალიან ახლოს. დაიგეგმა შეხვედრა იმავე დღის საღამოს, გავისეირნოთ და რამე ვითამაშოთ პლაჟზეო, თან დღეს ღამით მიდიან, ვერ რჩებიან სამსახურის გამო. უხ! რა იდეალურ დროს გამაცანი ღმერთო. გავედით, ლუდები წავიღეთ და ვგრძნობ რომ ამ ყმაწვილსაც აქვს ჩემს მიმართ სიმპათიები, თუმცა ტიპობს... სიმართლე თუ მოქმედება? ვირი ვარ და ვყვირივარ ! წითელი ყვითელი შავი? შავი! ტლაშ, ტლუშ! იქვე ცოტა მტლაშა მტლუშიც იყო ყელში. მაიმუნი ძმაკაცები ოხუნჯობდნენ. ბევრი ვიცინეთ და დამშვიდობების დროც მოვიდა, ეს ყმაწვილი 6 წლის ბავშვივით გაიბუტა, უკაცრავად გეთაყვა, სრულწლოვანზე მეტის ბრძანდებით! მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი მაგრამ არა ძვირფასო ეგ ბუნებრივი ქერა ძირები და სუპრადადებული ბოლოები ტყუილად გაქვს?! ზოგადად ყოველთვის ვხვდებით, ვხედავთ და ვგრძნობთ! თუ ტვინიაიგნორებს და გული იქ ემოციებით თამაშობს, სხეული გვანიშნებს, მაგრამ ჩვენ ყველანაირ ღელვას პეპლებს ვეძახით, იმ პეპლებს მერე კაი ხანი, რომ ვეღარ ვპოულობთ. ისეთ ბიჭს არასდროს მოვწონებივარ მე რომ მომწონდა, პირველი შეყვარებული 13 წლის ასაკში მყავდა, ერთ საღამოს მოურიდებლად მითხრა მინდა გაკოცოო, მე უარი ვუთხარი და მეორე დღეს დამშორდა. მგონი 2 კვირა ვბღაოდი... მაშინ მტკივნეული იყო. მერე ამ შხვართ გოგოს სულ დაბალი ბიჭები მეფარცქვალებოდნენ და ხანდახან, მარტოობისგან მილეული, მათაც ვაძლევდი შანსს. მოკლედ ეს ყმაწვილი კი არ იყო აშოლტილი მაგრამ, უდაოდ ულამაზესი ბრძანდებოდა, ჩემზე ლამაზიც კი. გაგრძელდა კომუნიკაცია: - ეს არის არ დავიკარგებითო?- მივწერე პირველმა მეორე დღეს - მე აქ ვარ, უბრალოდ რთულად მიეწყო დღეები. - გასაგებიუს, როცა გამარტივდება მითხარი - ხვალვე! გაქვს რამე გეგმა? - ჯერ არ ვიცი, დავაზუსტებ და გეტყვი. დაზუსტებას ნამდვილად არ ველოდებოდი, ყველა გეგმის გაუქმება შემეძლო მისთვის, უბრალოდ არ მინდოდა ჩემი ნამდვილი სიხამე გამომემჟღავნებინა მის ნახვასთან დაკავშირებით. დაითქვა დღე, დრო, ლოკაცია. ვიბანავე და რა ვიხვანჭილავე, გავიძრე ტყავი, არადა მიზნად არაფერი არ დამისახავს, უბრალოდ მინდოდა ჩემი სასიამოვნო არომატი ეგრძნო და მერე მის მეხსიერებაშიც დამეტოვებინა, რადგან - ,,ყნოსვას შეუძლია იცოდეს უწვრილმანესი დეტალები, იყოს ნებისმიერი მოვლენის საქმის კურსში. მის ხელთ არსებული ინფორმაცია კი საოცრად ეხმარება მის ფენომენალურ ინტუიციას.“ მივედი დანიშნულების ადგილზე, ეს ბიჭუნა კიდევ უფრო მელამაზება და ვცდილობ არ შევიმჩნიო, რა არომატი ასდის დედა! არა ნამდვილად არ ვცდები. ვჟღურტულებთ, ვიცინით, ვიხსენებთ ერთადერთ საღამოს, რომელიც ერთად გავატარეთ ქობულეთში, უკვე ვფიქრობ როგორ მოვუყვები ჩვენს შვილს ჩვენი გაცნობის ისტორიას, მაგრამ ცოტა შესწორებას შევიტან, რომ დედას გონებრივ შესაძლებლობებზე ეჭვი არ შეეპაროს. სასტუმროში მუშაობდა, ყავა მომართვა და გარეთ მოვკალათდით, ახლოს მოცუცქდა, აი აქ კი ლოცვებს ვაძლიერებთ... სუნთქვა გამიხშირდა, კიდევ უფრო ახლოს მოდის, მე ვიყინები, თან შინაგანად ვხურვარ, კიდევ ახლოს მოდის, სა წევიდე კი მარა. თავი ჩემს კალთაში მოათავსა, ღმერთო ქვევიდან მიმზერს, ჩემი ცხვირი ზევიდან არ უქნია გამჩენს და ამან რა მოინდომა ახლა. არ ვიმჩნევ, რომ გულის წასვლამდე ვნერვიულობ, ვაგრძელებ ტიტინს, თითქოს კალთაში კაცღმერთის თავი არ მედოს. ეს მაიმუნი ბავშვი ქვევიდანაც მიახლოვდება და მოდის სახესთან ახლოს, ეს გეგმაში ნამდვილად არ ყოფილა ბიჭი, სდექ! რაის სდექ თანხმობის ნიშნად გავინაბე, მივხუჭე ჩემი ბრიალა თვალები და როგორც იტყვიან მინვებდი. - მგონი წინააღმდეგი არ იყავი - მეუბნება გაიძვერა ღიმილით. - დამიჯერე გოგონები ხათრით ან თუნდაც ძალით არასდროს არაფერს ვაკეთებთ. - ვცდილობ დავმალო მისი ტუჩებით აღფრთოვანება და ენით არ გავილოკო ისევ. - ძალიან კარგი! ასეც ველოდი - თვალს არ მაშორებს თან! - რაზე გავჩერდით? წუთშესვენება ავიღეთ რადგან ისევ გვეჭორავა, სექტემბერი იდგა უკვე, ასე რომ ცოტა გრილი ნიავიც უბერავდა. ძალიან ბევრი ვიჭორავეთ და გავცვალეთ მთელი ჩვენი ბავშვობის ისტორიები. მდიდარი ოჯახის შვილი არც ის არ აღმოჩნდა, ჩემი სიდუხჭირის ამბის მოყოლა რომ დავიწყო ცალკე თავი უნდა დავუთმო, ასე რომ ეს არ გვინდა. მე 6 წლის ასაკიდან მამასთან და 4 წლით უფროს დასთან ვიზრდებოდი. ჩემი დამოუკიდებლობა კიდევ უფრო ძლიერს მხდიდა, უფროსი დაიკო ძლიერ მაბულინგებდა, ასე რომ ჩემს ანგელოზებს რომ შევსთხოვე მომაცილეთ სახლიდან თქო 18 წლის ასაკში გაიპარა, შეისმინეს! მამა მთელ დედამიწაზე ყველაზე ბუნჩულა კაცია, ვინც კი დაიარება, კულინარი, პროფესიით მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლი, აწ სტაჟიანი. მოკლედ რომ ვთქვა, ყველამ ერთად და სათითაოდ ტყავი გავიძვრეთ აქამდე რომ მოგვეტანა სული, ეს გასაკვირი არ არის საქართველოს მოსახლეობისთვის. მშივრებსაც დაგვიძინია და ტიტვლებსაც გვივლია ზამთარში, თუმცა ერთმანეთის რწმენამ და სიყვარულმა გადაგვარჩინა. აქ მოვრჩეთ დრამას, ისედაც არ დაგვაკლდება. -გადავინაცვლოთ რა შიგნით - ყველანაირი ბილწი მიზნისგან დამოუკიდებლად შემომთავაზა, რადგან უკვე ლოლოები გვეკიდა. - კი წამო, თან ყავა გექნება და გამიკეთე რა. - მეც სრულიად პატიოსნური განწყობით ვუპასუხე. - ალბათ უშაქრო, გოგონები ფიგურას რომ უფრთხილდებით... - გველური ჩაღიმება. - რას იძახი! ორ ნახევარი ჩამიყარე, ოღონდ ბოლომდე არ გაავსო. - აქ მატრაკვეცობას ნამდვილად არ ვაპირებდი. - არის ტკბილო! კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ, ვიცინეთ, ხან მოვიწყინეთ, მაგრამ ჩვენმა ხრიკმა გაჭრა, აი გარეთ აივანზე რომ დავატკბეთ გახშირებული სუნთქვით... ტკბილია, ისეთი რომ ვერ მოშორდები... მაგრამ... სახლში წასვლის დროა. ავიკიდე გუდა-ნაბადი და გავუდექი გზას. უკვე შემდეგ ნახვაზ ვფიქრობ, ჩემი ტვინი, სხეულის ყველა უჯრედი მან მოიცვა, სხვა აღარაფერი მაინტერესებს, კონცენტრაცია მინუსებს გასცდა, ეს არ ვიცი სად მიმიყვანს. ღამეები გვათენდებოდა ლაპარაკში, სხეულს უფრო და უფრო მეტი სურდა, სული თითქოს შერწყმას ლამობდა. ეს იყო სასიამოვნო ქარიშხალი, თავის შეფარება, რომ არსად გჭირდება. მალევე შინაურობაში მოვიყვანე გოგონებთან, აქაც ტიპობს, მაგრამ მე მისგან დაბრმავებული ვერაფერს ვხედავ საპანიკოს. გოგონების სახეზე რაღაც წამებს ვიჭერ, მაგრამ სუბიექტურია, არ მაინტერესებს! ჩვენი ნახვები ყოველდღიურ წესრიგად იქცა, ჩვენი დათენებული ღამეებიც, 2 თვეში ვიხსენებდით პირველ შეხვედრას, ფლირტს, ჩაიდნის ისტორია სამაგიდო წიგნად ვაქციეთ. მალევე გავიცანი მისი ძმაკაცები, იქიდან ერთ-ერთი ნამბერ უანს მეძახდა, არ ვიყავი თუ! მისი ოჯახიც დედა და და, მამა საზღვარგარეთ იყო. მოკლედ ტრადიციულად შევესისხლორცეთ. რამდენიმე თვის თავზე ერთად დარჩენა გადავწყვიტეთ, ჩემი ოჯახის გამო რთული იყო და რა თქმა უნდა დაქალთან დარჩენის მიზნით განვმარტოვდით ორი მუდამ ერთმანეთით მშიერი ბავშვი. ძალიან მალე დაიგეგმა ცხვირის ოპერაცია, რაზეც 14 წლიდან ვვოცნებობდი, ქირურგი ახლო ნათესავი აღმოჩნდა და სრულიას ფინანსური დანახარჯის გარეშე ჩამოითალა კეხი, გავიმართე მხრებში, თმა კიდევ უფრო ლამაზად გავიქერავე, ქუჩაში მიმავალი დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ სილამაზეს ყველა ამჩნევდა, იქნებ ასეც იყო? მოკლედ რომ ვთქვა, მას შემდეგ ჩემი ყველა ანფასის მცდელობა პროფილმა ჩაანაცვლა, უკონკურენტოდ, აკრძალული მქონდა 6 თვით მტლაშა-მტლუში, თუმცა დამშეულ რეას ვინ გააჩერებდა?! ნეტა ქართული სტერეოტიპები რომ არა, ესეთი დამშეულები ვიქნებოდით? ადრე სხვა აზრის ვიყავი, თუმცა ჯანსაღი დამოკიდებულება წლების მერე გვიჩნდება. აქტი, რომელიც ბუნებრივი მოთხოვნილებაა, კოლექტიური ცნობიერებით გადმოგვეცემა, რომ ამით ვმრავლდებით, ამით მოვედით ამდენი ათასი წელი, მაგრამ ქართულ კოლექტიურ ცნობიერებას რაღაც შტრიცი აქვს დამატებული, ეს აკრძალულია! ეს მხოლოდ ქორწინების შემდეგ, ღამე, სრულიად ბნელ ოთახშია შესაძლებელი. მადლობა ღმერთს ახლაც აღარ აპორწიალებენ ჩვენთან სისხლით მოსვრილ ზეწარს! მე ამ ტაბუს ნაწილი ვარ, არა ჩემი ერთი მხარეა მისი ნაწილი, მეორეს კი სწყურია ის ავადსახსენებელი რამ! რომ არა ეს ტაბუ, ეს აღვირახსნილი მოთხოვნილება, ჩვენი მეტი განათლება გვექნებოდა ჯანსაღ აქტზე, მინიმუმ ჩვენს სხეულს გავიცნობდით, იქნებ სულ არ მინდა, იქნებ ჩემი ორიენტაცია კითხვის ნიშნიშ ქვეშ დგას. რა იქნებოდა რომ არა ... ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ეს კითხვა არაფრის მომცემია, გარდა შფოთვისა, მაგრამ რომ არა აკრძალული თემა მე ჩემს სხეულს და ფსიქიკას ასე არ დავტანჯავდი, ამხელა ზიანს არ მივაყენებდი. განვმარტოვდით, სადაქალოს ხელშეწყობით, რომლებიც ბედნიერები ნამდვილად არ ჩანდნენ, უფლება მომეცა მასთან ღამე გამეტარებინა. გემრიელი საჭმელი, მუსიკა და მხოლოდ ჩვენ ორნი. ვივახშმეთ, მე ბევრი ვიცეკვე, ის ტკბებოდა ჩემი ცქერით. ვარდისფერი შორტი მეცვა, რომლის ტანზე არსებობას გამადიდებელი შუშით თუ შეამჩნევდით. - პატარავ, არ დაიღალე? მოდი დავიძინოთ - ნამდვილად დაღლილი მეკითხება - ენერგია ულევი მაქვს, მაგრამ წამო წამოვკოტრიალდეთ. - აცუნდრუკებული გავყევი საძინებელში. - გულო, ჩემო სიყვარულო, უბრალოდ მინდა ეს ღამე დაუვიწყარი იყოს, უბრალოდ იცოდე, რომ მე შენ არასდროს არაფერს არ დაგაძალებ და მინდა, რომ ჩემთან გულწრფელი იყო - თვალს არ მაშორებს და მის სიტყვებში სრულიად დარწმუნებულია. - ვიცი პატარავ, შენ მე არასოდეს მავნებ, მე ვიცი რა მინდა შენთან - დარწმუნებული ვარ, რომ მზად ვარ აკრძალული ხილის დასაგემოვნებლად ტუჩებმა ერთმანეთი იპოვნეს, ხელები, თითები ერთმანეთში აიხლართა, ტანი მიეკრო იმ ძალით, თითქოს გაერთიანებას ლამობსო, აუხსნელად ტკბილია ყველაფერი, არაფერს ჩქარობს, მე სრულიად გამოუცდელი მის ტემპს და უსიტყვო მითითებებს მივყვები. მეტი მინდა ! ხვდება და ნელ-ნელა დასაკმაყოფილებელ ლუკმას მიგდებს. შუქი ჩამქვრალია, მხოლო ჩვენ ორნი ვართ, მზადაც ვარ, მაგრამ ჩვენ ხომ ჯერ არ გვიქორწინია! აქ რომ რამე ისე მოხდეს და დავორსულდე?! მერე ხომ ყველა გაიგებს, რომ ქორწილამდე მქონდა! მერე ხომ საქვეყნოდ მომეჭრება თავი! მამა, დედა, და, ნათესავები, მეზობლები, ღმერთო მთელი მსოფლიო მიყურებს და აქ გავჩერდი, ოღონდ არ ვიცი რამდენად გვიანი იყო. წამოვფრინდი და საპირფარეშოში ჩავიკეტე, გამომყვა მაგრამ უფლება არ მივეცი შიგნით შემოსულიყო. პანიკა მაქვს, ვკანკალებ, ღრიალი მინდა, მაგრამ ძალით თითიც კი არ დაუკარებია, ის რა შუაშია. ახლა ვერ ვხვდები საბოლოოდ ჩემს ნაბიჯებზე ისევ გაზაფხული გამომყვება თუ უკვე შებილწულია ჩემი ქალობა! არ ვიცი რა ვქნა, ვერვაის დავურეკავ, ყველა გამოუცდელია, კრიტიკა არ მინდა, კრიტიკის, რომ მეშინია მაგის გამო იმდენ ნიღაბს ვირგებ ვერ კი დავთვლი! სალფეტკი გადავიხვიე და ღრმად შევიმოწმე, სულ ოდნავ წითელი ფერი ჩანს, კიდევ ვერ ვხვდები, თუმცა ღრმად ჩავისუნთქე, ეს ჩემი არჩევანია და გავედი საპირფარეშოდან. - ყველაფერი რიგზეა? ძალიან შემაშინე - ნამდვილად შეშინებული ჩანს, ტანსაცმელიც აცვია უკვე. - კი,კი უბრალოდ უცებ შიშმა ამიტანა - ჯერ ვერ ვუმხელ ჩემს ნამდვილ აზრებს. - პატარავ, მე შენთან ვარ და სულ შენთან ვიქნები. - ვიცი, მაგაზე არც კი ვღელავ. - ძალიან მშვიდი ვარ. - აბა რა ხდება, გთხოვ არაფერი დამიმალო. - უდიდეს სითბოს ასხივებს. - არაფერი, უბრალოდ სისხლი არ წამომსვლია და მაგაზე ვფიქრობ. - ძლივს გავბედე მეთქვა აქ სახე გაეყინა, სიყვარულის მზერა გაქრა, სითბო სიცივემ ჩაანაცვლა, დისტანციაც გაჩნდა ორ სხეულს შორის, ის უბრალოდ გადასხვაფერდა. - მე წესით ყველაფერი ისე ვქენი, რომ შენ სისხლი უნდა წამოგსვლოდა - გაყინული თვალები, არაფრის მთქმელი, თან ძალიან ცივი - პატარავ რას ამბობ, რაში უნდა მჭირდებოდეს ამის დამტკიცება, არაფერი წამომსვლია - ვღელავ, ვერ ვხვდები ვის ვესაუბრები. - როგორ თუ არაფერი გოგო, შენ? შენ რა ჩემამდე ვინმე გყოლია? - ის უბრალოდ ცხოველს დაემსგავსა, რომელსაც ცოლი მოსტაცეს, ოღონდ ისიც თავისი ნებით გაჰყვა ბოროტმოქმედს! - რა სისულელეს მეუბნები, აბა დაფიქრდი ! - არ მჯერა ვის და თან რას ვუმტკიცებ. - სისულელე ის არის, რასაც ახლა შენ აკეთებ, უნდა თქვა თუ ვინმესთან იწექი, ან როდისღა მოასწარი! - არასდროს ! არავინ ახლოს არ მიმიკარებია, დაუფიქრდი რას მეუბნები - ბურთი მეჩხირება, ვეღარ ვაგრძელებ ხმის ამოღებას და ვტრიალდები გვერდზე, ყველაზე უსუსური, მორალურად განადგურებული, შველა მინდა, მაგრამ ვის მივმართო! მე ჩემი პატარა მჭირდება, მაგრამ მან ჩამაგდო ამ დღეში. გადატრიალდა და არ მეკარება, მე კი გემრიელად დავასველე ბალიში, ისე, რომ უკვე ძილბურანში ვარ იმ იმედით, რომ ხვალ სახლში წავალ, ცხელ აბაზანას მივანდობ სტრესის ჩამორეცხვას და ამ ადამიანს აღარასდროს შევხვდები! დარწმუნებული ვარ. ცოტახანში ხელებს ვგრძნობ, მაგრამ ვიშორებ, ყურში ჩურჩულით ბოდიშს მიხდის და მეფიცება, რომ მსგავსი არასდროს არაფერი განმეორდება, მე კი... მე პეპლებს ისევ ვგრძნობ, ტუჩს ტუჩი მივაგებე და დავიძინეთ ერთად. მეორე დღეს თითქოს არც გვახსოვდა წინა ღამის მომენტები, წამოვედით, ჩვენებურად ვიჭღურტულეთ, სახლამდე მომაცილა, გოგონებს იმ ამბის გამოკლებით ყველაფერი დეტალურად მოვუყევი, გვჩვევია მდედრობით სქესს. ცხელმა შხაპმა ნამდვილად დადებითად იმოქმედა, მომენტალურად მახსენდება სულის ტირილი, თუმცა ვანაცვლებ სხვა მომენტებით. მას მერე ამ თემას არ შევხებივართ და არც განმეორებულა ფიზიკური მსგავსი სიახლოვე. პეპლები ადგილზე არიან, კიდევ უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს და ვხვდები რომ არჩევანში არ შევმცდარვარ, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდება ის პირველი წამი, როცა ქვეცნობიერიდან შენი ნამდვილი ხმა, პეპლების გარეშე გესაუბრება, რაღაც მნიშვნელოვანს გეუბნება, აიგნორებ? მაშინ ფაქტებს გადმოგილაგებს, ეს ყველაფერი სადღესასწაულო დღეს ემთხვეოდა, ალკოჰოლური თრობის დროს ან ს ეფექტის ქვეშ. ჩემი დაქალის დაბადების დღეზე მოვიკაზმეთ ,,ბანდა“ ჩვენი კატო გრანდიოზულ დაბადების დღეს იხდის, ჩვენ როგორც ყოველთვის ადრე მივდივართ, რათა დეკორაციას მიკვხედოთ! ქალაქგარეთ ულამაზესი სახლი დაჯავშნა, მერიემი სულ ქოთქოთებს საქმის გაკეთება უყვარს მაგრამ თან უნდა დაგაქოქოლოს ! - გოგო ამ ბუშტების ფილტვები რომ მქონდეს შენი აზრით პრომოდ ვიმუშავებდი? - თან იმერული კილოკრავით მის ყველა ნათქვამზე არა თუ სადაქალო უცნობ-ნაცნობებიც ძირს წვანან. - რავიცი ერთი ის კუკლა ხალხი სად არის ვერ გავიგე - მხარი აუბა ანამ. - ხო შეიძლება თქვენ ორმა საქმე ისე გააკეთოთ, რომ მთელი წელი არ გვაძახოთ თქვენი ნაოფლარის შესახებ! - ელი ანას არაიდენტური ტყუპისცალია, რადიკალურად განსხვავებულები, ის ყოველთვის ჩუმად, დაუზარელად აკეთებს საქმეს და ზემოხსენებულ ორ გოგონას ყოველთვის აკრიტიკებს ურჩობის გამო. - აი ხო ვიცით, რომ ჩვენი გასაკეთებელია და ენერგია დაზოგეთ წუწუნის გარეშე და უფრო მალე მოვრჩებით - ეს მე ვქადაგებ სამზარეულოდან, საიდანაც უკვე მეორე ნაწერი პიცა დავაგემოვნე. კატო დაფარფატებს გარშემო, ის ყოველთვის ყველგან საუკუნეებით აგვიანებს, სანამ მოვა მისი სიკვდილით დასჯის 100 მდე იდეას ვცვლით ერთმანეთში, თუმცა მოსვლისთანავე ამ ანგელოზის სახეს, რომ შემოგვაფეთებს, მერე გვავიწყდება ყველაფერი და ისე, რომ მომავალი დაგვიანების შესახებაც ვიცით, მაინც ვთხოვთ, კაი ოღონდ შემდეგზე აღარ რა! მოვიდნენ ბიჭები, ჩემი ბიჭიც ჩემთანაა! საოცრად გამოიყურება, კლასიკური სტილი უხდება, თუმცა მისი მიხვრა-მოხვრა იმის დასტურია, რომ მან ამ ყველაფრის შესახებ უკვე იცის. ეს ცოტა არ მომწონს, კაცმა არ უნდა აიბზუოს ცხვირი, შემომხედეთ რა სიმპათიური ვარო! დამაჭერინა ტელეფონი და მაღებინებს ფოტოებს, მე ცოტა უხერხული სიცილით ვითომ ჩემთვის ძალიან ჩვეულებრივ რიტუალს ვაკეთებ. - კარგი ტკბილო საკმარისია, კარგი ხარ! - უკიდეგანო ღიმილით ვაჩენებ ფოტოებს. - და იმდენი რა გადაიღე ასე რომ დაიღალე?! - ტონი ცივია, წამში გადასხვაფერდა, უკვე მეორედ - კარგი რა გჭირს, საწყენად არ მითქვამს - აქ პირველად გარშემო ვიყურები, არის თუ არა ამ ფაქტის მომსწრე ვინმე. გადავრჩი, მარტოები ვართ. - არ მაინტერესებს, წავალ დავლევ. - მიმატოვა და გაერია ხალხს, იქ ისევ ანათებს ისე იღიმის, ვერ ვხვდები მე მეჩვენება რამე, თუ მართლა რაღაც ვერაა რიგზე. კატოს შეყვარებული საავადმყოფოში იყო და ბოლო წამამდე იმედიანად ველოდით მას, აბა რა ! ტორტით და ფოირვერკის ფონზე დაბადების დღის ჩატარება როგორ შეიძლებოდა, სატრფომ თავისი გასაკეთებელი გააკეთა. ჩვენი გოგო მუდამ მოციმციმეა მის გვერდით, მას არ აკლია ყურადღება, საჩუქრები და ჯანსაღი კომუნიკაცია პარტნიორთან, აქ მივხვდი, რომ შურის ნაპერწკალმა გაანათა სადღაც, მაგრამ მე მალევე გავაქრე. ჩემი ბიჭუნა საცეკვაოდ გავიწვიე და თვალები ისე აუთამაშდა, ყველაფერი დამავიწყდა. რითმს ვაყოლებთ ჩვენს ხელებს, მხრებს, თეძოებს, კარგი წყვილი ვართ ცეკვაში. ღმერთო, ნამდვილად მეჩვენებოდა ყველაფერი, ეს როგორ შეიძლება ცუდი იყოს?! -ღმერთო გიორგი! გთხოვ გაჩერდი, გთხოვ თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ - მივდევ შეყვარებულს, რომელიც თავად მისდევს ჩემთვის უცხო ბიჭს, რადგან ცეკვის დროს გაიარ და ოდნავ მკლავით შემეხო. - დედას მო**** !!! თავი ვინ ჰგონია მაგას - გაცეცხლებულია, საერთოდ არ ახსოვს ვინ ვარ. - ძალიან გთხოვ სიყვარულო, დაუშავებ რამეს, გთხოვ თუ გიყვარვარ, წამო წავიდეთ მე და შენ - მუდარის დროს ყველაზე ღრმა ხმას ვუშვებ, იქნებ მიხვდეს რა დონეზე ვევედრები. - შენ სად უნდა გამოგყვე, შენა საერთოდ რა შუაში ხარ გოგო ! - ხელ მკრა და გვერდით გამწია, ჩემს გარშემო უკვე ყველა დგას, მერიემი და ანა ისეთი გამწარებულები არიან, მგონია რომ მინიატურულად დააქუცმაცებენ ამ ვიგინდარას. - მე თუ არ ვარ შუაში აბა რის გამო ეკიდები ამ უცხო ბიჭს - ვცდილობ ოდნავ მაინც დავარწმუნო თავისივე სიტყვების დემაგოგობაში. - აუ შემეშვი რა ! - მადლობა ღმერთს კატოს შეყვარებულმა და მისმა ძმაკაცებმა ცალკე ოთახში დააწყნარეს. აი ეს იყო ის პირველი წამი, როცა მივხვდი, რომ არაფერიც არ მეჩვნებოდა... ძალიან მტკივნეულია ხო, ამ პეპლებს დავდევდი, ვცდილობდი ეცოცხლათ დიდი ხნით, მოკვდებოდნენ, მერე ისევ გაჩნდებოდნენ და ასე, თან ვიცოდი, რომ იდეალური არაფერი არ არსებობდა და ამით ვიმშვიდებდი თავს. ისეთ ბოდიშებს იხდიდა და ისეთ სხვა ადამიანად წარმოჩნდებოდა 10 წუთში, ძნელი დასაჯერებელი იყო ის ისტორიები, რომლებსაც წყობილებიდან გამოვყავდი. ტკბილი ღამეებიც ხშირად იყო, მაგრამ თავისი საფასური ჰქონდა ამ სიტკბოებას. საფასურებს ხშირად ვიხდით, მაგრამ უნდა ღირდეს ის ამად. ჩვენ ვინ გვასწავლის ნორმას? საერთოდ რა არის ოქროს შუალედი? ან კი ვიყავი 19 წლის ასაკში იმისთვის მზად, რომ გამერკვიე ჩემი გრძნობები ნამდვილი იყო, თუ მხოლოდ ასაკობრივი ჰორმონების მოზღვავება? იქნებ მე ვიწვევდი ვინმეს და ის სრულიად დამსახურებულად ეჭვიანობდა. დაბადების დღეს შემდეგი დღესასწაულები მოჰყვებოდა, ის ყოველთვის ეძებდა და პოულობდა მიზეზს. თითქმის არ მოიპოვებოდა წვეულება, სადაც მე ატირებულს ვერ მნახავდით, მას გაცოფებულს და ჩემს სადაქალოს ჩემს სადარაჯოზე მდგომთ. ისინი ნელ-ნელა იწყებდნენ ანალიტიკურ მსჯელობას, ფაქტების ქრონოლოგიურ დალაგებას, რომ სათქმელი ჩემამდე რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოსულიყო, თუმცა მე მაქსიმალურად ვაიგნორებდი ლოგიკურ ჯაჭვებს. მტკივნეულია რეალობის გააზრება, სადაც შენ უკვე საცოდავი არსება ხარ. ქუჩაში გამვლელი თუ წამით სრულიად შემთხვევით შემომხედავდა, ნესტოების გაბერვა და გახშირებული სუნთქვა იმის ნიშანი იყო, რომ საფრთხე მელოდა. მე ხომ ზაფხული მაცოცხლებდა, არც მოკლე კაბას და დეკოლტეს ვერიდებოდი, ეს სტილი მისი სიმპათიის ერთ-ერთი მიზეზი იყო თავიდან, თუმცა ახლა ვულგარულია! მე ვიწვევ, მე ვუხმობ მათ შემომხედონ, რადგან მეტი და მეტი მინდა. -გიორგი, ნუთუ ვერ ხვდები, რომ მანიაკალური თვისებები გაქვს! ან ალკოჰოლს აღარ გაეკარები ჩემთან ერთად ან საერთოდ არ გავიგო რომ პლანი მოწიე! გეფიცები დაგშორდები! - ამ სიტყვებში დარწმუნებული ვარ წელიწად ნახევრის შემდეგ, სადა ყველა დაქალი, მათი შეყვარებულის თუ რაიმე საღამოს დასასრულს მე განადგურებული ვგდივარ სახლში! - კარგი რა ჩემო სიცოცხლე, შენ ხომ იცი, რომ უერთმანეთოდ ჩვენ ცხოვრებას ვერ გავაგრძელებთ - გველური ღიმილი, მაგრამ გულწრფელი გრძნობა. - ვერა? შენ ეს ცხოვრება გგონია? მხრებში ვერ ვიმართები შენს გვერდით, ვეღარ. - ყველაზე ლამაზი არსება ხარ, რაც კი ოდესმე მინახავს, შენი სახის ყველა ნაკვთი მიყვარს გულო, ყველა მიმიკა, შენი სურნელი ჩემთვის ჰაერია და მის გარეშე უბრალოდ... - ხოდა მართლა თუ ამდენს ვნიშნავ, გთხოვ მეტჯერ აღარ მატკინო, საკმარისია... - კარგი ტკბილო, მიყვარხარ! ჩემთვის ახალი წელი ყოველთვის სენსიტიურია, ბევრი მიზეზის გამო, თუმცა ალბათ რაღაც მაქვს ქვეცნობიერში ღრმად მოსროლილი, რაც არ მახსოვს. უკვე ბევრი წელია მხოლოდ მე და მამა ვხვდებით, შემდეგ მისი დატოვების შემდეგ დიდი სევდა მრჩება ხოლმე გულში, ალბათ ეს არის მთავარი მიზეზი. 12 საათის შემდეგ დავიწყეთ ახლო მისამართიდან დაქალების ჩამოვლა, ამ დღეს ყველაზე მეტად ვიღებთ მიზანში ერთმანეთს, რომ მთელი წლის დაგროვილი ბოღმა შუბლში მოხვედრილმა შოკოლადმა გაანეიტრალოს. სხვათაშორი მუშაობს, თუ არ გიცდიათ სცადეთ. ამ ,,ბანდის“ ჩამოვლას დრო სჭირდება, თან მერიემის უცვლელი ტრდიცია ბოლოს მასთან სახლში გაჩერებაა, რაც წელს ცოტა მიჭირს, გიორგი მელოდება მასთან სახლში და შევპირდი მოვალთქო. მერიემმა წყენა არ დამალა ცივი სახით და ვითომ იმედით შემომძახა, გელოდებით წყვილს ჩემთან, იქნებ მოუსწროთ ხალხს. იქიდან ტურფა გამებუტა ჩემები უკვე იძინებენ და მე ბიჭებთან დაგელოდებიო. აქ მინდა რომ ყველა შუაზე გავხლიჩო, მაგრამ განსაკუთრებით მე, რადგან პასუხს ვერავის ვერ ვცემ და ყელში ისევ სიმძიმეს ვგრძნობ. ტაქსი ძლივს დავიჭირე და წავედი ბიჭებთან, სადაც ,,ტკბილი“ მელოდებოდა. სადაქალოსგან განსხვავებით სხვებს ესე გამეტებით შოკოლადებს არ ვესვრით, იმ ოჯახში პირველად ვიყავი და რაღაცნაირი შინაურული სუნი ვიგრძენი, აი ისეთი ღრმა ბავშვობიდან რომ გახსოვს მაგრამ არ იცი რა უნდა ახლა აქ. ეს შეგრძნება ეგრევე ვუთხარი გიორგი და სამაგიეროდ ცივი თვალები შემეჯახა, დიდი ნერწყვი გადავყლაპე, ვერ ვხვდები ცუდი რა ვთქვი. ამ ფონზე სადღეგრძელოებში უსმინეთ - მე ყოველთვის დავცინოდი იმ კაცებს, რომლებიც სიყვარულისგან დაბნეულები და დაბრმავებულები დადიოდნენ, თუმცა რეას წყალობით მე აგერ უკვე ორი წელია ჩემს თავს აღარ ვგავარ. მან მასწავლა რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული, ის წრფელი გრძნობა, რომელსაც ამდენ ლექსს, სიმღერას უძღვნიან, თავიც კი შეუწირავთ მისთვის და პატარავ, მინდა იცოდე, რომ შენს გამო არაფერზე ვარ უკან დამხევი, რადგან შენ ხარ ჩემი სიცოცხლის აზრი! ოვაციები, სტვენა, ქება-დიდება! ა ნამდვილი კაცი ძმაო, აი სიყვარული, საღოლ თქვენ, სულ ესე იყავით რა! მე ის ოჯახური სუნიც ვეღარ მაჩერებს, ჩემს გოგოებთან მინდა ვიყო, ჩემს ოჯახში. დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ გიორგი ტაქსიში ჩავსვი და გეზი ჩემი უბნისკენ ავიღე. როგორც კი ჩაჯდა ხელი გამიშვა და ისევ ღრმად დაიწყო ქშენა. - ვერ ვხვდები რა გითხარი გიო, შეგიძლია მშვიდად და წყნარად ამიხსნა? - მგონი უნდა ხვდებოდე, დიდი გოგო ხარ! - რომ ვერ ვხვდები მაგიტო გეკითხები, კი დიდი გოგო ნამდვილად ვარ! - აი ჩავალთ და აგიხსნი, ისე როგორც საჭიროა - საშინლად ცივია, ამაზრზენად, მე ვეღარ ვხვდები მინდა მანქანა დანიშნულების ადგილს მიუახლოვდეს, თუ უბრალოდ გავიყინო დროსა და სივრცეში. როგორც იქნა დანიშნულების ადგილზე ვართ - გიო გისმენ, მე ესე მერიემთან არ ავალ შენთან ერთად. - ა კიდე ვერ ხვდები არა? - ამოღერღე თუ კაცი ხარ, აღარ შემიძლია! - აქ უკვე პანიკაში ვარ - დაწყნარდი და დამშვიდდი რა, შენი ისტერიკების გარეშე! - დამიჯერე ეს სიმშვიდე ამ წამს ისეთი შეუძლებელია! - ანუ შენ გინდა მითხრა, რომ შინაურული სუნი ჩემი ძმაკაცის სახლში იყო და ჩემს სახლში არა? ანუ დაგევასა ხო? ისიც ხომ არ გევასება ბარემ?! არა მითხარი და შეგიწყობთ ხელს არაა პრობლემა, შენ ხო მაინც სულ სხვისკენ გაგირბის თვალი! - შეურაცხადი ადამიანი წარმოგიდგენიათ, არაადეკვატური, ნასვამიც მაგრამ ფხიზელზეც იგივე გონზე რომ იქნებოდა, ნივთები არ აქვს, თორემ დალეწავს, მე არ მეხება, თორემ მატკენს. - ნეტა თუ ხვდები რას ბოდავ, ნეტა თუ იაზრებ, ამ სიტყვებს ხვალ დილითვე ინანებ, გპირდები. - ახლა მერიემთან ავიდეთ, მაგრამ მე მალე მოვდივარ, შენთან დროის გატარების სურვილი აღარ მკლავს. ავედით, მერიემი იმ წამსვე მიხვდა, ელიც და ანაც უსიტყვოდ მიხვდნენ ყველაფერს, თუმცა დარწმუნებული ვარ ამ მიზეზს ვერც კი წარმოიდგენდნენ. კატო მის ბიჭთან იყო გასული, ასე რომ სადაქალოს მხრიდან ერთით ნაკლები ადამიანი მყავდა, ვინც თმას ღერა-ღერა დამაწიწკნიდა. მალევე წავიდა ტურფა, გოგონებს მოვუყევი, რომ ვიკამათეთ, მაგრამ მიზეზი ვე გავუმხილე, შემრცხვა ჩემი სიმხდალის. გადიოდა დღეები, კვირები, ის ბოდიშობდა, მერე ისევ მატირებდა ეს უბრალოდ დაუსრულებელი ციკლი იყო, მის დაბადების დღეზე მაქსიმალური ენერგია ჩავდე, რომ ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო, არა მხოლოდ მე სადაქალო გაისარჯა ჩემთვის, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, რომ არა მიმტანის წაბორძიკება, რომელსაც ხელში სანთლებანთებული ტორტი ეჭირა და მას რამდენიმე სანთლით ნაკლების ჩაქრობა მოუწია. ის ლამაზი პირი-სახე რომ მოღუშა, ვეღარც გავასწორეთ. ეს ფაქტი რა ძალისხმევითაც არ უნდა დამემალა, უბრალოდ შეუძლებელი იყო. ჩემი გოგოები უბადლოები არიან უხერხული სიტუაციის გამოსწორებაში, სულ სიცილ-კისკისით დაეხვივნენ გიორგის თავს. ახლა ვფიქრობ დეტალურ დღეებს, რომ გავყვე უბრალოდ დაიღლებით, უბრალოდ მთავარს გეტყვით. რომ არა კოვიდ-პანდემიის შემდეგ გამოწვეული პრობლემები, ახლა მე და გიორგი ცოლ-ქმარი ვიქნებოდით. გერმანიაში სტუდენტური პროგრამით ერთად წასვლს, მუშაობას, შემდეგ აქ დაბრუნებას და დაოჯახებას ვაპირებდით, არა გთხოვთ არ მკითხოთ რატომ. უბრალოდ ისე განვითარდა, რომ ვერ წავედით და ჩვეულებრივად მივყევი დინებას. ახლა ალბათ მის გვერდით ჩუმად დავრეკავდი 112-ში ანონიმური ზარით, რადგან ქმარმა, რომელმაც მიმბეგვა არ გაიღვიძოს ჩემს ხმაზე, ღმერთმა დამიფაროს რეებს გელაპარაკებით. თითქმის ორი წელი გვისრულდებოდა, მე კიდევ ძილბურანში ვიყავი, მე და ანა საშოპინგოდ წავედით და ტურფა გამუდმებით რეკავდა ტელეფონზე, ვიდეო ზარით, ხო ეს გამომრჩა, როცა იცოდა, რომ გოგოებთან ვიყავი რეკავდა და კამერას მატრიალებინებდა, რათა დარწმუნებულიყო ჩემს სიმართლეში. იმ დღეს ვუხსნი, რადგან ისედაც იცოდა სადაც ვიყავი, რომ იმდენი პარკი მიჭირავს, ფიზიკურად არ შემიძლია გიპასუხო და დაგენახო, სახლში რომ მივალ ეგრევე დაგირეკავთქო. გგონიათ შეწყვიტა ან დაიჯერა? - გოგო ესე რო მამწარებ გევასება? დამენახე თქო რო გეუბნები ჩართე ორი წუთით ეგ თვალი - ბოლო ხმაზე ღრიალებს ეს არაადეკვატური - ადამიანი გპასუხობ, მაგრამ ვერ ვატრიალებ და დაიცადე რა, ტრანსპორტში მაინც მივიდე! - გელოდები, დროზე იცოდე სახლამდე უნდა გნახო სად ხარ და ვისთან ერთად! - შეუვალი ცხოველია! ანას უკვე აღარც ვუხსნი და აღარც ვუმალავ, უბრალოდ ვანდობ გეგმას, რომლის მიხედვითაც სახით უნდა იხოხიალოს ამ ბიჭმა, რადგან უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა! - იცი რეა, მე ვერ ვხვდები შენი ჭკუის, ვიზუალის პატრონი ამ დონემზე როგორ მიიყვანე თავი. - გული სტკივა, მის თვალებს რამდენიმე წამი უნდა და დაიღვრება ცრემლად. - იცი ანა, მე არც მახსოვს როდის დავკარგე სადავეები. - მე უკვე ღვარა-ღვარად ჩამომდის ცრემლები ლოყაზე. - ტრანსპორტში ვსხედვართ, ორივე გაშეშებულები, ყინვისგან და შოკისგან. - მე, და არა მარტო მე, ყველა შენთან ვართ, და იცოდე, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო, ჩვენ ამაში დაგეხმარებით. - აქ უფრო ამეტირა და ღმერთს კიდევ უამრავჯერ მოვუხადე არაბიოლოგიური დებისთვის მადლობა. ტელეფონი მოვიმარჯვე და ვურეკავ, მზად ვარ, ანამ დამგეშა და შემიძლია ერთ ლუკმაში გადავყლაპო, ტელეფონიდან კი მესმის შემდეგი ტექსტი - პატარავ ელიმ და მისმა ბიჭმა პიკნიკზე გავიდეთო და პარკებს რომ დააბინავებ სახლში, ეგრევე დაიძარით რა, ძლივს მარტო ჩვენები მოვსხდეთ, ვიმწვადაოთ, ცოტა დავლიოთ, შენ რომ გიყვარს იმ წითელ ღვინოს წამოგიღებ. - შენ მეღადავები თუ რახდება? - შოკისგან გავფითრდი, ენა ჩაუვარდა ანასაც. - არა პატარავ, რაზე მეუბნები? - მართლა გაკვირვებულია, უმანკო. - მთელი დილა რა დღეში გამატარე და რა პიკნიკი, სრულ ჭკუაზე ხარ საერთოდ? - სიმწრისგან ტონს ვეღარ ვაკონტროლებ, არადა ტრანსპორტში ვართ ჯერ კიდევ. - აუ შენ გოგო მეღადავები? - აი ის კარგად ნაცნობი ზიზღი, მთელი ორი წუთი რომ მალავდა - რას ქვია გეღადავები, ჯერ ცაში აიხედე რამხელა შავი ღრუბელია, ამ დღეებში გავიდეთ, დღეს რატოა საჩქარო - მგონი უკვე ზიზღს მეც ვგრძნობ. - აუ შენ ხო ყველაფერში უნდა ჩაა**ა! - ვაფშე კარგად მეყოლე რა! და გამითიშა. შოკისგან მე და ჩემს დაქალს გვეცინება - არა ეს მართლა იკადრა და გაკადრა მაგ შეჩვენებულმა? - ანა გაოცებას ვერ მალავს - არა დაო ეს მე ვაკადრებინე - ბოლო დონემდე დამცირებული აღარ მეტირება, მე უკვე გადავწყვიტე, რომ ეს დღე საბოლოო იქნებოდა, ამ წყვილის ისტორიაში. არაფერს ვითვალისიწნებ, არც ფიზიკურ სიახლოვეს და არც ჩემს პეპლებს, რომლებიც დიდი ხნის წინ მოკვდნენ, რადგან ამ ბიჭს რომ ვუყურებდი, ვეღარც კი ვიხსენებდი არა თუ რის გამო შემიყვარდა, არამედ საერთოდ რის გამო მომეწონა. ასე ხდება გოგონებო, ქმედებები ჩვენს ილუზიებს ცვლიან, რადგან ყველას ჩვენ ვარგებთ როლს, ოღონდ იმას ვერ ვითვალისწინებთ, რომ სცენარს მხოლოდ ერთი რეჟისორი არ ჰყავს. ეს გუნდია, ცვალებადი, ძალაუფლება ხელიდან ხელში გადადის და ის ვინც უფრო ცივსისხლიანია, ვინც უფრო გაგანადგურებს საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად, ის სამუდამოდ დაიმკვიდრებს შენი ცხოვრების სცენარის რეჟისორად, სცენარისტად, ხმის ოპერატორად, მსახიობად და თუ მოუნდა შენს დუბლიორადაც კი თავს. მე ეს გამომრჩა, რომ არასდროს არ უნდა მისცე უფლება ის მთავარი საზღვარი გადმოლახოს, რასაც შენი ცხოვრების პირადი სივრცე ჰქვია, მე ეს დავანგრიე, ნანგრევების კვალიც კი გაქრა, მაგრამ მე ხომ მარტო არ ვარ, მე ჩემი თავი და გადარეული გოგოები მყავს. ჩემი სიტყვა შეუვალი იყო, მისი რეაქცია კი მოულოდნელობისგან განმსჭვალული, ვერ იჯერებდა ჩემს სიხისტეს, იმ აზრს, რომ მე მას კაცად ვეღარ აღვიქვამდი, ის ჩემთვის უკვე სულ ერთი იყო. მართალია ამ გადაწყვეტილებას ორი კვირა განუწყვეტელი ტირილი და მინუს 10 კილო მოჰყვა, თუმცა არაფერი შემაცვლევინებდა აზრს! უამრავი დაბლოკილი ნომერი, უამრავ ადგილას დახვედრა და პირდაპირი გაგებით დაჩოქება, რომ *ლეობას აღარ გააკეთებდა, მაგრამ მე აღარ მჯეროდა! წვიმაში მორბოდა, სახლის წინ საათობით მელოდებოდა, ყველა დაქალს ურეკავდა და დახმარებას სთხოვდა განწირული ხმით, არაადეკვატური იყო, ოღონდ მართლა შეგეცოდებოდა, მეც მეცოდებოდა, მაგრამ მომავალი იმ ინვალიდ ურთიერთობას ნამდვილად აღარ ეწერა, უფრო სწორად ინვალიდ მე-ს, რომელსაც ჩემი დაკარგული ნაწილები საპოვნელი და ასაწყობი მქონდა. საბედნიეროდ ზაფხულის მოსვლამ მიშველა, მაგრამ მას არაფერი აჩერებდა, 8 თვის განმავლობაში გაუჩერებლად, სულ რამდენიმე დღე თუ ექნებოდა გამოტოვებული, იცოდა სად ვიყავი ვისთან ერთად, რას ვაკეთებდი, ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა, აუტანელი იყო ეს ყველაფერი, უკვე ზამთარიც კი დადგა, შემოდგომამ ისე გაირბინა, რომ მე იგივე პრობლემით ვიღვიძებდი და ვიძინებდი. მამაჩემთან თხოვნამ დაერეკა და ელაპარაკა არ გაჭრა - კარგი მამა რა, ამხელა ბიჭია რომ დავურეკო რა ვუთხრა - მა! რატო არ გესმის, რომ მეშინია, დავიღალე, სუნთქვა მინდა! - კარგი რა მამა, შენ არ ამბობდი სიგიჟემდე მიყვარს და მთელი ცხოვრების მასთან გატარება მინდაო? - მამა! მაგას 2 წელიწადის წინ გეუბნებოდი და იმდენი რაღაც რომ მოგიყევი ტყუილად?! - კარგი, დაველოდოთ თუ კიდე რამეს იზამს და... რაღა კიდევ, კიდევ რა უნდა გაეკეთებინა, მაინცდამაინც ეს უნდა მომხდარიყო რომ... რომ შეჩერებულიყო, სამუდამოდ, სამუდამოდ წაეშალა ყველა იმ გრძნობის კვალი, ესე ღრნად რომ გაედგა ფესვები ჩემში! ვერ გეტყვით თუ რას ველოდებოდი, რა უნდა ყოფილიყო ბოლო წვეთი იმისა, რაც საბოლოოდ წაშლიდა მის კვალს ჩემი გონებიდან, გულიდან, მისი ტუჩების გემოს ჩემი ტუჩებიდან, მისი შეხების შეგრძნებას ან მის ჩურჩულს, ასე ტკბილად რომ ისმინებოდა. ალბათ ასე ხდება, მე არავინ მყოლია მსგავსი გამოცდილებით, ვარდისფერი სათვალე თვალებში შემატყდა, შუშის ნამსხვრევებს ჩემით ვიღებ ნელ-ნელა. ღმერთო რა რთული ყოფილა, გამაძლებინე, გთხოვ. ზაფხულის დასრულებას ყოველთვის დიდი ტრაგედიით ვხვდები, თითქოს აღარ განმეორდება, ეს შიში დამიტოვა პირველმა სიყვარულმა, მგონია ის ჯადოსნური მომენტები აღარ განმეორდება, არადა ჯერ თურმე სად ხარ ბავშვო. სექტემბრის ბოლოს უნივერსიტეტი დავიწყე, შეტნილი საგნების ცოდვებს ვინაზღაურებ არნახული სიბეჯითით, ლექტორებს თვალში ვეჩხირები, ხელი სულ მაღლა მაქვს აწეული და გულის ფანცქალით ველოდები მის თანხმობას სწორი პასუხი წამოვაყრანტალო. რა სასიამოვნო პროცესი ყოფილა კარგად სწავლა. ბოლო სემესტრია ონლაინ რეჟიმით, ეს კიდევ უფრო დიდ სითამამეს მაძლევს და ჩემი ვიდეო თვალიც მარადჟამ ჩართულია, ყველასგან განსხვავებით. ერთ-ერთ საგანზე ერთი ყმაწვილი მეპრანჭება, ისიც ფრიადოსანია, მისი სიტყვა-პასუხი მხიბლავს, გთხოვ რეა ოღონდ ჯერ განიკურნე რა დაგმართნია. აღმოჩნდა, რომ სხვა საგნებზეც ერთად ვართ და ამ ყველაფერმა მას მიმოწერის დაწყვების ინიციატივის სურვილი გაუჩინა - სალამი რეა. - სალამი გიორგი - ჰაჰ, რიგით გიორგი მეორეს ვესაუბრები, რა ბედის ირონიაა! - ძალიან კარგი სტუდენტი ხარ! - მადლობა, არ შემიძლია კომპლიმენტი შენც არ დაგიბრუნო. - თავდაჯერებული გოგონა ლექციის პარალელურად მესიჯობს და თან ქვეშქვეშურად იღიმის. - ვფიქრობ როგორც ფსიქოლოგი გოგო, ერთ ჭიქა ყავაზე უარს არ იტყვი. - თვალები მოჭუტა და ჩემს პასუხს ელის, რომელსაც წინ აუცილებლად უსწრებს ჩემი მიმიკა. - რატომაც არა კოლეგავ! - ისეთი თავდაჯერებული ვარ, თითქოს რამის თავი მქონდეს. დაითქვა შეხვედრა, ტრადიციულად დღე, დრო, ლოკაცია სადაც მომაკითხავს, თუმცა აქ სიფრთხილეს ვიჩენ და დაქალის სახლთან მომყავს, ეგღა მაკლია კიდევ ვინმე ავიკიდო. თუ ყველაფერი კარგად წავა, მალევე გავანდობ ჩემს ნამდვილ ადგილსამყოფელს. ჩემი ფეხები ჩხირებივით ერწყმის ზედა ტანს, დეპრესიის ჟამს თმაც შევიჭერი და ჩემი ბუნებრივი თუ სუპრადადებული თმაც გავაშავე! ამ პერიოდში სკოლა-ლიცეუმში პატარა პრინცესებს ცეკვას ვასწავლი, თუმცა წამოსვლის გეგმაზეც ვმუშაობ, საშინელი უფროსი მყავს. დამავიწყდა მეთქვა, რომ ბავშვობიდან ვცეკვავ, 4 წლის პაწაწინა ბალეტზე შემიყვანა მამამ, თუმცა 10 წლის ასაკში მივხვდი, რომ ჩემი არ იყო და ქართულ ცეკვაზე გადავინაცვლე. წარმატებით გაგრძელდა ჩემი კარიერა, აღმზრდელი ქორეოგრაფი აღმზრდელ დედად მეკუთვნოდა, ფინანსური შეღავათები ყოველთვის მეკუთვნოდა მისგან, თუმცა გასაიდუმლოებული სიკეთე მაინც იპარებოდა მშობლებთან, რომლებიც არაერთ ცილს გვწამებდნენ სანათესაო კავშირსა და უსამართლობაზე. მოკლედ ეს ჩემი ცხოვრების ის ხაზი აღმოჩნდა, რამაც სმსახიობო ხელოვნებასაც ჩაუყარა ღრმად საფუძველი. გავაგრძელოთ პირველი პაემნის ისტორია, დაბლა მანქანა მელოდება, მე ვყოყმანობ, თუმცა სადაქალო ჟრიამულობს, აბა რა ! როდემდე უნდა იყო ცხვირჩამოშვებული, კი არ გათხოვებთ, უბრალოდ წადი და განიავდი. წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, თუმცა პირველი ნახვის კვალობაზე ზედმეტად გამოპრანჭული აღმოვჩნდი, გაკვეთილზე ყოველთვის კლასიკური სტილით და მაღალქუსლიანი შუზებით მივდიოდი, რაც ჩემი ყოველდღიურობისგან რადიკალურად განსხვავებული იყო, რაც არის არის. კარი გამოვაღე და ჩავსკუპდი, ვერ მოვითმინე, ცნობისმოყვარეობამ მძლია - ჰეი, აბა საით მივდივართ? - ჰაჰა, ასეთი სულსწრაფი რატომ ხარ - ჩაიღიმა საყვარლად. - არა, უბრალოდ სპონტანური ადამიანი ნამდვილად არ ვარ და ყოველთვის მშვიდად ვარ, როდესაც ვიცი ჩემი დანიშნულების ადგილი--ამას ხომ არ მოვუყვები ჩემს განვლილ წლებს. - ნუ გეშინია, ჯერ არ გიტაცებს, დიდი ალბათობით სამომავლოდ შენი ფეხით გამომყვები! - თავდაჯერებულო ნარცისო ნეტა ვის ელაპარაკები რა გგონია. - ჩქარობ მოხუცო. - მოხუცი ხუმრობით არ მითქვამს, 7 წლით დიდია ჩემზე, რაც ყოველთვის მომწონდა. - კარგი, ხოდა იცოდე, რომ ჩემს საყვარელ კაფეში მიმყავხარ. - აქ განაღდებული ვგონივარ უკვე. სამწუხაროდ პაემნების სიხშირით ჩემი წარსული დახუნძლული არ ყოფილა, სულ რამდენიმე ადგილზე თუ ვიყავით ნამყოფი მე და ჩემი ექსბოიფრენდი. კაფე ნამდვილად მყუდროა, პატარა, თბილი და დაბალი განათებით, შეუკვეთა თავისი ,,როგორც ყოველთვის“ , აი მე კი ყავის სახეობები ყოველთვის მერეოდა და სულ ცხელ შოკოლადს ვუკვეთავდი, აქაც, წინასწარ ვერ მოვასწარი გადამეორება. ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, თავს ნამდვილად კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა დასკვნებისთვის ნამდვილად ადრეა. - იცი, საერთოდ არ გავხარ 21 წლის გოგოს. - ხო ვიცი, სიმაღლე ბავშვობიდან მომდგამს, ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ კი აზროვნების სტილზეც იქონია გავლენა - ნეტა ისევ ქარაფშუტა ვიყო... - მერე ეგ კარგია, თუ ცუდი? - არ ვიცი, მაგას გზადაგზა გავიგებ. - არა, ნამდვილად არ არის კარგი. კაფიდან წამოვედით და მანქანით მთაწმინდისკენ დავიძარით, მომწონს ისტორიების მოსმენა, ძირითადად მსმენელი როლში ვარ, თუმცა დამფრთხალი და შეშინებული ვარ მაინც. მანქანა გააჩერა და მიყურებს, სრული დუმილი სუფევს ჩვენს შორის, ნეტა რაზე ფიქრობს? მოვეწონე თუ წასვლას ლამობს? ჩემი სიმაღლე აღნიშნა, თუმცა თვითონ ჩემზე მაღალი არ აღმოჩნდა. მომიახლოვდა და ხელი სახესთან მომიტანა - იცი ძალიან ნაზი ხარ - მგონი ამ დროს მადლობას ამბობენ... - თან ნაზი ხარ, მაგრამ ამავდროულად შენში ცეცხლი გიზგიზებს, რომელსაც დანახვა უნდა, თუმცა ცეცხლთან თამაში სახიფათოა - ამ სიტყვებს წარმოთქვამს და მისი მზერა ჩემს ტუჩებზეა გაყინული. - ნამდვილდ ვერ ვხვდები რაზე საუბრობ. - არადა ვხვდები, მართლა ცეცხლი მიკიდია უკაცობისგან. - აი მე კი მგონია რომ ხვდები, მგონია რომ ეს შენი მწვანე თვალები მეუბნებიან, თანაც უსიტყვოდ, მიყურე, შემისწავლე, მერე შემეხე და შემიგრძენი. - იცი რა, მგონი რაღაც ძალიან გეშლება.- სინამდვილეში კოკისპირულად მინდა ტუალეტში და უბრალოდ მალევე მინდ სახლში, ჩემს საპირფარეშოში დავიცალო. გავანდე გასაჭირი და დავიძარით, სახლამდე ნამდვილად ვერ მოვითმენდი და ბენზინგასამართ სადგურზე თანამშრომლებს ვთხოვე გაჭირვებული ბავშვისთვის დახმარება გაეწიათ, რაზეც თავაზიანად დამთანხმდნენ. ეს ჩემი ცხოვრების დაღი იყო, ყველგან და ყოველთვის, თან ზამთარი ამ ყველაფრის მიზეზს ნამდვილად მაძლევდა. ,,სახლში“ მიმიყვანა და ისიც დაამატა, რომ ჩემთან გატარებული დრო ნამდვილად სასიამოვნო და დაუვიწყარი იყო, ამიტომ ეს კიდევ უნდა გაგვემეორა უახლოეს მომავალში. მე ჩემი პირადი გამოცდილება გავანდე და მიხვდა ჩემი სიფრთხილის მიზეზს. სინამდვილეში გულისფანცქალით ველოდებოდი როდის მეტყოდა კიდევ მნახეო, რაც მალევე აღსრულდა, პაემანი პაემანს მისდევდა. ძალიან ვუახლოვდებოდით ერთმანეთს, სახლშიც გავყევი, ფილმის ყურებისას ჩემსკენ წამოსული ხელი ცივად მოვაშორებინე, თუმცა მალევე კოცნით დავაჯლდოვე და კიდევ ერთხელ გადავეშვი მორევში. აქ უკვე ეჭვი მეპარება, მე ვარ კარგი კოცნით დაჯილდოვებული, თუ უბრალოდ ესეთი კაცები მხვდებიან? ჯერ პასუხი არ ვიცი. უკვე მეგონა, რომ ჩემი ყოფილი საბოლოოდ მოვიშორე, გიორგი მეორეს მოტივაციითა და წყალობით მიტოვებულ ცეკვას დავუბრუნდი, სადაც ახლიდან დავიწყე სუნთქვა. ქორეოგრაფი, ბავშვები, ახლო მდებარეობა, მეტი რა უნდა გარეუბანში მცხოვრებ მოცეკვავეს?! არც არაფერი! ერთ-ერთი რეპეტიციის მსვლელობისას კარი ვიღაცამ შემოაღო, სიმცირიდან გამომდინარე სულ ახალ ბავშვებს ველოდით და საბოლოოდ ჩემი ეჭვიანი ბიჭი შემრჩა, სასწრაფოდ გავქანდი და გარეთ გავიყვანე, ალკოჰოლი სუნმა მეც კი დამათრო დისტანციის მიუხედავად. ძლივს დავითანხმე, რომ წასულიყო, მხოლოდ იმ პირობით თუ მეორე დღეს ვნახავდი ფხიზელ გონებაზე თან. რეპეტიციიდან მაინც შეშინებული გამოვედი, ტრადიციულ წერილზე - აბა როგორი იყო რეპეტიცია? - როგორც, ყოველთვის, სასიამოვნოდ დამღლელი. მოვუყევი რეპეტიციაზე მისი გამოჩენის ამბავი, შემომთავაზა მოგაკითხავო, თუმცა უკვე გვიანი იყო, მეტროს ესკალატორზე ვკრეფდი ამ ტექსტს. - კარგი, უბრალოდ რო რამე დამირეკე და წამში შენთან გავჩნდები, არ ინერვიულო რა! - კარგი, არ ვნერვიულობ, უბრალოდ მოგიყევი. სინამდვილეში გული მეპარებოდა, ისევ პანიკას მოეცვა ჩემი ტვინი, არ ვიცოდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მეტროდან ამოსულს იქვე დამხვდა, ბოროტული ღიმილი გადაჰფენოდა სახეზე, აქ მართლა შემეშინდა. მომიახლოვდა ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ - რაო აბა, არ მოგენატრე?! - ფეხზე ძლივს დგას - გიო, გთხოვ რა, ნახე ვერ ინარჩუნებ წონასწორობას, ხომ შეგპირდი ხვალ გნახავ და რამდენი ხანიც გინდა ვილაპარაკოთთქო. - მე ვერ ვითმენ რეა, შენ მენატრები, მთელი ეს დრო ყველგან შენს სუნს ვგრძნობდი, უბრალოდ შენთან მინდოდა. - მე არა გიორგი, ჩვენ შორის უკვე 8 თვეზე მეტია ყველაფერი დასრულდა. - სიმართლე გითხრათ ჩემს თვალებში მონატრებას შეამჩნევდით, ის მე მართლა მიყვარდა და მენატრებოდა, სიგიჟემდე. - მე შენი არ მჯერა, რისი დავიჯერო პატარავ, რომ გიყვარდი, თუ რომ არ გენატრებოდი? - შენ მაინც იმის გჯერა რისიც გაწყობს, არ მაინტერესებს, გვიანია მცივა და მე სახლში მივდივარ. - კარგი ტკბილო, მე გაგაცილებ. - არა, არ მინდა გზას ჩემითაც გავაგნებ. - ვიცი პატარავ, უბრალოდ მინდა ასე გვიან მარტომ არ იარო რა. - არ მინდა შემეშვი - უმწეობისგან ტონსაც ავუწიე. - არა თქო გოგო რომ გეუბნები გაიგე ერთხელ და სამუდამოდ, შენ ჩემი იყავი ხარ და სამუდამოდ იქნები! - შეუვალი იყო მისი ტონი, მისი ცივი თვალები კი ახლაც არ მავიწყდება. ყვირილზე წინა შენობიდან გამოგვხედეს, ქალბატონი იყო და მითხრა, თუ გინდა პოლიციას გამოვუძახებო, მაშინ მეგონა ჩემი ძალები საკმარიის აღმოჩნდებოდა, თუმცა მწარედ შევცდი. მას არ ესმოდა, არ მშორდებოდა, უკვე ძალის გამოყენებაზე გადადიოდა და მე გიორგი მეორეს ჩუმად მივწერე ლოკაცია და არსებული ვითარება. მივხვდი, რომ უსიტყვოდ დაიძრა. - რით ვერ გაიგე გოგო, ეგ ფინია ახლა ვინც დაგდევს გიხმარს და მიგაგდებს! - ფუ ! მეზიზღები ამ სიტყვების გამო! - ჩემს გრძნობებში ეჭვი აღარ მეპარებოდა, ვუყურებდი და ზიზღი კიდევ უფრო ძლიერდებოდა, რადგან ამის საბაბს თვითონ მაძლევდა. - აი ასე მიგაგდებს! მერე ჩემთან მოღოღდები, მაგრამ მე აღარ გაგიკარებ, ნახმარ ქალს აღარც გავხედვ რეა! - ძაან კარგი, შეგიძლია უკვე დაახვიო! ძალიან მალე ვერ გავიაზრე საიდან ჩემი ,,ფინია“ ჩემთან გაჩნდა და წამის მეასედში ჩხუბი დაიწყო, ის მის ძმაკაცთან ერთად მოსულა. გიორგიმ ღრიალი დაიწყო, ადგილზე მოსული კი არანაკლებ მაღალი ტონით ეუბნებოდა, - ბიჭო ნახე გოგო რა დღეშია ! ამას ეძახი შენ ძმაო სიყვარულს? - აუ მიდი რა! რომელი შენი ძმა მე მნახე გაიარე ბიჭო! - რას ქვია გავიარო, რეა , ჩემთან წამოდი ეს დატოვე აქ რა! მე გავიწიე მისკენ, თუმცა ხელით უკან მიმიზიდა, უკან გადამაგდო და იქვე ძირს დადებული შუშის ბოთლი მუხლზე გადაიტეხა. აქ ისტერიული ბღავილი მოვრთე, ხელებს ვიქნევდი შველისთვის, თუმცა არავინ ჩანდა! ღმერთო ეს ყველაფერი მე დავატრიალე?! წინა საცხობიდან კაცები გამოვარდნენ და მათ გააშველეს. - რეა იცოდე თუ ახლა მის მანქანაში ჩაჯდები, უკან ვერასდროს ვეღარ მოხვალ! გავხედე ბიჭს, რომელიც დაჭრილი ლომივით ღრიალებდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ მასთან დაბრუნება არასდროს მენდომებოდა. მე ვკანკალებ, ტირილს ვერ ვწყვეტ, რეალობას საერთოდ მოვწყდი. - რეა გთხოვ, ყველაფერი დასრულდა, ჩემთან ხარ და რაც მთავარია უსაფრთხოდ! მე პასუხს ვერ ვცემ, არ ვარ ფიზიკურად იქ. სახლში მისულებმა ვნახეთ, რომ მკლავშია დაჭრილი, გულის მხარეს. აქ კიდევ ახალი ისტერიკა დავდგი, ანუ ეს რომ სხვაგან მომხვდარიყო, ის ხო მკვლელია უკვე ჩემს თვალში, მაგრამ მე? მეც ხომ მკვლელი გამოვდიოდი. სისხლი ჩამოვიბანე და სახლში დამაბრუნა. იმ წამს მივწერე გოგონებს და მათი ჩემთან მოსვლის სისწრაფეს ახლაც არ აქვს ახსნა... ისინი ჯერ იმაზე გამწარდნენ, რომ მათ არ დავურეკე და შუა ქუჩაში ვითხოვდი დახმარებას, იქ კარგად მომხვდა. მერიემი ტყავში ვერ ჩერდებოდა. - შენ გოგო?! შენ ესეთი მხდალი არ მეგონე რეა! - მერიემ , არ გესმის გთხოვ და ნუ მიმძაფრებ ჩემს ემოციებს. - გოგო, შენ ხარ ავადმყოფი და მაზოხისტი, ამ ყველაფერს, რომ გეგონა მარტო გაუმკლავდებოდი შენი განწლიკული ხელებით, საერთოდ გული გაქვს? - გოგოებო, გააჩუმეთ, მე ძალა აღარ მაქვს. - იცი რეა, ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, სადაც მერიემს ვერავინ გავაჩუმებთ, რადგან მასზე უარესი სიტყვები მქონდა მომზადებული შენთვის. - ანა მრისხანე სახით ცრის სიტყვებს პირში. - არავის არ აქვს უფლება გატკინოს, და თან ესე ნაბიჭვრულად დაჭრად შეუიარაღებელი კაცი - ელი ბუინობს. - შენ უბრალოდ არ ხარ ნორმალური, მე ამით დავიწყებ და დავასრულებ, მაგრამ ახლა ჩვენთან ხარ და ნუ გეშინია, შენთან დავრჩებით თუ გინდა - კატომ დააგვირგვინა და მე საწოლზე მიგდებულს თვალები მიმელულა. არ მახსოვს როგორ განაწილდა 5 გოგო ორსაწოლიან საწოლზე, ისე, რომ ძილიც შეძლეს. დიდი ალბათობით არ უძინიათ. დილიდანვე მერიემი მგეშავს, რადგან განყოფილებაში წავყვე, უჩემოდ შეუძლებელი იყო, თორე წავიდოდა და გასაკეთებელს გააკეთებდა. მამას მოვუყევი წინა ღამის ისტორია, მაგრამ კიდევ არ დგამს ნაბიჯს სიტუაცია გამოასწოროს და თავი დაცულად მაგრძნობინოს. გადავწყვიტე მერიემს წავყოლოდი და ჩემს სახლთან ახლო მდებარე განყოფილებაში მივაჭერით ორმა პაწაწინა განუყრელამ. ოფიცრებს ვუხსნი არსებულ ვითარებას, თუმცა ირონიული უკუკავშირის გარდა ვერაფერს ვხედავთ. - ისე, ჩვენში დარჩეს და ნამეტანი სასურველი სასიძოა, უყვარხარ, თან სიმპათიურია და ვერ გელევა, მეტი რა გინდათ ამ ქალებს? - მისი სახე და ხმა არასდროს დამავიწყდება, მინდა, რომ დავასახიჩრო, მერიემს მართლა ძლივს ვუკავებ ხელებს. საბედნიეროდ ოფიცერი ქალი მოვიდა და მან აიღო ჩემი საქმე, ამიხსნა რა შემეძლო გამეკეთებინა ამ შემთხვევაში და საბოლოოდ შემაკავებელი ორდერი გაიცა ჩემი პირველი სიყვარულის მისამართით! მას მერე გაქრა, არასდროს აღარ შემხვედრია, როგორც იტყვიან ,,აღიგავამ მიწისაგან პირისა „ არ მჯერა ქობულეთში დაწყებული უმანკო გრძნობა რად გადავაქციეთ! არა, მან გადააქცია, მე ნამდვილად არ მსურდა ეს. მომეშვა, თითქოს ამოვისუნთქე, თუმცა მაინც შეშინებული დავდიოდი ყველგან, განსაკუთრებით რეპეტიციებზე, ისედაც მილეული კიდევ უფრო გავხდი და დავმახინჯდი. გოგოები სულ მამოწმებდნენ, მეტროშიც ტელეფონი რომ არ იჭერდა ძალიან ნერვიულობდნენ, ამიტომ მათ ჩემი მთელი დღის და კვირის განრიგი იცოდნენ, საპირფარეშოში შესვლისა და გამოსვლის ჩათვლით. კიდევ ერთხელ ვუმადლოდი ღმერთს მათთვის. არსებულმა დატვირთულმა რეჟიმმა ჩაწოლის უფლება არ მომცა, თუმცა ნამდვილად არ მეთქმოდა ცოცხალი, მოვკვდი არაერთხელ და სამუდამოდ დაიმარხა სიყვარულად წოდებული გრძნობა. ახლა ამ ისტორიას იმ კაფეში ვასრულებ, სადაც ჩვენი ერთი წლის თავის იუბილე აღვნიშნეთ, მაშინ ქერა, ხორცსავსე გოგო ვიყავი, ქარაფშუტა და მიმნდობი, მასზე თავდავიწყებით შეყვარებული, ვერ კი წარმოვიდგენდი რა მოხდებოდა ორი წლის შემდეგ. და ახლა უკვე ოთხი წელია გასული, უკვე დიდი გოგო მქვია, არაერთი გამოცდილება ამჩნევია ჩემს ხმას, მზერას, უკვე გადაწყვეტილებებსაც. ამ წამს ჩემთვის ის განსაკუთრებული მუსიკაც ისმის, რომელმაც მიხსნა ამ ისტორიის შემდეგ დაშავებულს, ფეხი ახლიდან ამედგა 21 წლის ასაკში. ეს იყო ქარიშხალი, რომელმაც არა მხოლოდ ჩვენ, ჩვენს გარშემო ყველა გამვლელიც კი დააზარალა. ეს ის ტალღა იყო, რომელმაც ჟილეტიანი მოცურავეებიც წაგვლეკა, ბუიოკი არსად ჩანდა, შეუძლებელი იყო გადარჩენა. მაგრამ მე გადავრჩი, შრამები ახლაც მაქვს, მაგრამ მთავარია ფეხზე ვდგავარ, მყარად, ნაომარ ამორძალს ვგავარ, თუმცა ახლა ვამაყობ, თვალები ისევ ცრემლებით მევსება, ყელში ისევ სიმძიმე მაქვს, რადგან ვხედავ გარეთ მჯდომი წყვილიდან გოგო როგორ შესციცინებს ბიჭს, მინდა მივიდე და გავაფრთხილო, მაგრამ მე ის არ მომისმენს, უცხო ვარ, რადგან მის უახლოეს ადამიანებსაც არ უსმენს. პატარავ თავს სამუდამოდ დაისახიჩრებ, უკან დაიხიე და დააცადე ცხოვრება ჯადოსნური ამბები დაატრიალოს შენს თავს. არა, ის ცივი მზერით მიშორებს და მიკრძალავს მიახლოებას, უფლებას არ მაძლევს ქარიშხალს გამოვტაცო მისი თავი, ან იმ ტალღიდან გამოვათრიო, რომლის შემდეგაც დიდი ხნის მანძილზე დასჭირდება ხელოვნური სუნთქვა. თან როგორია მისი საკუთარ თავზე გაკეთება? შეუძლებელი! არაუშავს პატარავ, მე ყოველთვის შენთან ვიქნები და ყველანაირ ძალას გამოვიყენებ შენს დასაცავად, შენ შეგეშინდება, შეგზიზღდება, იბობოქრებ, ძალიან ბევრს იტირებ, მაგრამ ისევ გაიღიმებ, ისევ გიშლები მხრებში, ისევ იამაყებ შენი გონებრივი შესაძლებლობებით თუ სხეულით, რადგან შენ განსაკუთრებული ხარ, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. ყველანი უნიკალურები ვართ, საიდუმლო სუპერ ძალებით, საიდუმლო შარმით, რომელსაც ყველა ხედავს ჩვენს გარდა, ღრმად ჩაისუნთქე და მეორე თავისთვის მოემზადე, რადგან ძალა გჭირდება, რესურსი, რომელიც საშუალებას მოგცემს ახლიდან დაიბადო, უფრო კაშკაშა და უფრო ნამდვილი ვიდრე ოდესმე ყოფილხარ. თქვენ მადლობა, ვინც აქამდ ეგამომყევით, თქვენც შეგიყვარდათ არა? იქნებ რაღაც გაგახსენდათ, ან უბრალოდ იგრძენით? იქნებ მერე თქვენც გეტკინათ გული, შეგზიზღდათ, თქვენც გეწვოდათ სული, სიბნელეში, უკუნითში აქნევდით ხელებს იმედის ნაპერწკალი რომ დაგენახათ, მაგრამ ამაოდ. მაშინ ვიტყვი, რომ ჩემმა ნაწერმა მოაღწია თქვენ სულამდე. იცით, მე ყველა თქვენგანის სული მიყვარს, რადგან შემთხვევით ისტორიებს არ წერენ და მათ შემდეგ შემთხვევით არავინ კითხულობს. თქვენ ერთგულნი აღმოჩნდით, და გპირდებით შემდეგი თავი იმაზე მეტად აღგაფრთოვანებთ ვიდრე წარმოლიდგენთ. ასე, რომ კვლავ მოკალათდით, და ხელი არ გამიშვათ, ხო ხედავთ ქარიშხალმა ისე ამიწეწა ჩემი პუწაწები, ახლაც ვცდილობ მათ დავარცხნას, ჩვენ ერთად ყველაფერს გადავიტანთ. - ძალიან გტკივა? - ცრემლები თავისით მოღოღავს გაფითრებულ სახეზე - არა რეა, რამდენჯერ გითხრა პატარავ, კარგად ვარ, დაბალი სიცხე არაფერია - გიორგი მეორე მამშვიდებს მაგრამ ამაოდ. - კარგი მოდი აბა ისევ გავიზომოთ და მერე გადავწყვიტოთ გინდა თუ არა დამწევი. - მოდი ექიმო, მე თქვენ ჯოჯოხეთშიც გამოგყვებით! - მგონი მანდ უკვე ვიყავით და ისევ შენი ამოსათრევი გავხდი - ცრემლიანი სახე ძლივს გამინათდა ორივემ გავიცინეთ, თუმცა მას სტკივა, ასე რომ ისევ დავსერიოზულდით და ტემპერატურა შევამოწმეთ... *** - პატარავ, დარწმუნებული ხარ? - რაზე უნდა ვიყო დარწმუნებული გიო? რომ გადამიცდა, თუ რომ შენი შვილი მყავს ახლა მუცელში? - რატომ გგონია, რომ ეჭვი მეპარება რეა? - ხოდა მეტი დამაჯერებლობისთვის ეს ფოტო ჩარჩოში ჩაისვი - და სახეზე ავაფარე ექოსკოპიის ფურცელი, სადაც წერტილად ჩანდა მისი სისხლი და ხორცი... *** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.