მაინც ჩემი იქნები (თავი მეოთხე)
მას შემდეგ რაც სოფელში ჩამოვედით, ბიჭებს მოვანატერე ჩემი მომღიმარი სახე... სწორედ ამიტომ უკვირდათ ტყიდან დაბრუნებული ასეთ კარგ ხასიათზე რომ ვიყავი. გელა: ნიკა უკვე ძალიან გვაშინებ, ეს ნორმალური აღარ არის. :რას გულისხმობ თუ ძმა ხარ?! გიგო: მართალს გეუბნება... არაადეკვატურად იქცევი, ხან სადღაც იკარგები... ხანაც საერთოდ რაც აქ ჩამოვედით ჩვენთან ერთად როდის გაატარე დრო, საწრთოდ რა გჭირს? ბიჭების შენიშვნებმა გამაღიზიანა. :თქვენ რა ბოღმა ჩაგიდვიათ გულში?!... ძალიან ხომ არ იბერებით?.... ძალზედ დაგვეძაბა საუბარი მე და ბიჭებს... ამ დროს ნუკრიმ დრო არ დაკარგა და შუაში ჩაგვიდგა. ნუკრი: გეყოფათ!... რა გჭირთ? :არაფერი... წავალ ცოტას გავივლი. სახლიდან გაბრაზებული გამოვედი და გავლა გადავწყვიტე. გელა: არ ვიცი რა ვუშველო, რა დაემართა ვიცოდე მაინც. გიგო: იდიოტია და იდიოტად დარჩება. გელა: რაღაც უნდა მოვიფიქროთ და გავარკვიოთ რა ხდება. ნუკრი: ჩაგვაშხამა რა დასვენება. გელა: კარგით...ბგვეყო წუწინუ მიდი კარტი ვითამაშოთ, გულს გადავაყოლებთ. დილიდან კვლავ ყველას დავასწარი გაღვიძება და სახლიდან ჩუმად გამოვიპარე. მზე უკვე კარგად აცხუნებდა როდესაც სევის შევხვდი მდინარესთან. დიდ ხნიანი ხვევნა კოცნის შემდგომ, ერთად ვიჯექით და ჩვენს საყვარელ მდინარეს ვუმზერდით. სევი: რა ლამაზია არა?... :ძალიან... მაგრამ შენზე ლამაზს აქ ვერაფერს ვხედავ. სევი: ნიკა.... ნეტავ როგორ იქნება?.. :რა საყვარელი?.. სევი: ეს რომ ჩემებმა გაიგონ, ორთავეს მოგვკლავენ. :ნუ გეშინია... მე შენ ცოლად შეგირთავ. სევი: მამა ამას არ დაუშვებს. :არ დაუშვებს და წაგიყვან. სევიმ ამომხედა მაკოცა და თავი გულზე დამადო.. მეც მოვეხვიე და ვეფერებოდი, უცბად გამწია და დაღონდა.. შევეკითხე თუ რაში იყო საქმე მაგრამ არაფერი მითხრა, მხოლოდ მთხოვა რომ წავსულიყავით... მეც უსიტყვოდ დავუჯერე.. დაბრუნებისას ფოთლების უცნაური შრიალი შევნიშნეთ რამაც შეგვაჩერა, მაგრამ გზა მალევე განვაგრძეთ შინისაკენ. საღამოს 6საათია... მე და გელა გააფთრებული ვაყენებთ ერთმანეთს უმოწყალოდ დარტყმებს... ნუკრი და გიგო ჩვენს გაშველებას ცდილობენ მაგრამ ძალედ უჭირთ, მე მოვექეცი გელას ზემოდან და მუშტით და წიხლებით ვურტყამ უმოწყალოდ თავადაც მითავაზა ერთი ორი და ნუკრიმ მოახერხა ჩემი გამოყვანა... გელას გიგო აჩერებს, მუშტი კრივის შემდგომ ახლა სუტყვებით ვუტევთ ერთმანეთს. გელა: შე იდიოტო.... ეს როგორ გამიკე6ე?!.. ბიძაჩემს მაგ ოჯახთან აქამდის არანაირი უთანხმოება არ ქონია.. ახლა შენს გამო პრობლემები შეგვექმნება. :შენ ვინ გეკითხება?.. შე თავხედო, სჯობს შენს თავს მიხედოს!.. მე ვის შევიყვარებ ეგ არცერთის საქმე არაა!.. ბოლოს ნუკრიმ იმხელა ხმაზე დაიყვირა შეწყვიტეთო რომ სრული სიჩუმე ჩამოვარდა ჩვენს შორის. ნუკრი: დავმშვიდდეთ და ისე ვილაპარაკოთ!.. ძმაკაცები ვართ ბოლოს და ბოლოს. გელა: როგორ უნდა ველაპარაკო ამას მშვიდად?... ამ იდიოტის გამო ამოგვხოცავენ... თქვენ მათ არ იცნობთ. :ვინც შეგიშინებია ის შეაშინე... მე სევიოზე უარს არასოდეს ვიტყვი!.. რადგან მე ის მიყვარს გელა: კარგი კაცი?!.. რას ამბობ?.. უყვარს ბიჭს, მამამისი არ დაუშვებს ამას.. რომ გაიგებს რომ მისი გოგო ქართველს ხვდება მაგრამ ში ხელით მოკლავს, ოჰ... შევცდი არ უნდა ჩამომეყცანე აქ. დიდხანს ვბჭობდით რა როგორ... მაგრამ მე მაინც ჩემს აზრს ვაყენებდი წინ, ბოლოს კი დავმშვიდდით მაგრამ მე და გელა ერთმანეთზე ნაწყენი დავეჩით. დღეს 17 აგვისტოა... სევის დაბადების დღე, მე კი მინდა რომ რაიმე განსაკუთრებული საჩუქარი გავუკეთო.. მაგრამ აქ არ ვიცი ეს როგორ მოვახერხო, ამიტომ ნუკრის ვკითხე აზრი რადგან მხოლოდ მასთან მქონდა კარგი ურთიერთობა გუშინდელი ამბის შემდეგ. ნუკრიმ ვერ შეძლო ჩემი დახმარება, ამიტომ ერთადერთი რაც ამ სოფელში მეგულებოდა ის ბაზარი იყო რაც ვიცოდი და გავეშურე იქ. ჩემს ირგვლივ უამრავი ხალხი ირეოდა, გავლა შეუძლებელი იყო... თანაც ისე ცხელა რომ ოფლს ვერ ვიშორებ სახიდან.. უიმედოდ ვბრუნდები ბაზრიდან რადგან ვერაფერი ვნახე, უცბად ბავშვი ჩამებღაუჭა ჯიბეზე და მაიძულა მივბრუნებულიყავი მისკენ. შეიძინე.. ეს მე თვითონ დავამზადე.. მაწვდის ეს წითური ბავშვი მის ხელნაკეთ ყელსაბამს და ძალიან მომეწონა, რაც მქონდა ჯიბეში ფული ამ ბავშვს ჩავუდე ხელში და გახარებული წამოვედი. მე და სევი დათქმულ დროს შევხვდით ჩვენს ადგილზე ერთმანეთს.. დანახვის თანავე ავიტაცე ხელში და ფრთხილად ვაკოცე, შემდეგ ყელსაბამი გავუკეთე და ძალიან გაეხარდა მაგრამ წამსვე დაღონებული სახე მიიღო... მე შევეკითხე თუ რა სჭირდა, მან კი მიპასუხა... ნიკა შენ ყველაფერი არ იცი. რა არ ვიცი? შევეკითხე აღწლვებულმა.. მან კი ცრემლი ვერ შეიკავა და ცხარედ ატირდა ჩემს წინაშე. :საყვარელო დამშვიდდი გთხო, რა არ ვიცი შეგიძლია ამიხსნა?.. სევი: მე ჯერ კიდევ მცირე წლოვანი ვიყავი რომ დამნიშნეს ხარნასზე... დათქვეს რომ როდესაც მე 15წელი შემისრულდებოდა მიმათხოვებდნენ მას... უკვე მისთვისაც დროა 27წლის არის. გაოგნებული ვუსმენდი მას... სიბრაზე და დარდი წრთადდ მიტევდა, მივჩერებივარ ცივი თვალებით მდინარეს... ამავდროულად ჩამესმის სევის ტირილის ხმა, შემდგომ შევზედე სევიოს თვალებში და ხელი სახეზე შევახე. :არავის დავუთმოვ სევი შენს თავს!.. იცოდე მაინც ჩემი იქნები. სევი: შენს გარეშე არაფერი მინდა... გთხოვ რამე მოიფიქრე, არ მინდა ხარნას გავყვე... დღეს ჩამოდიან მარნეულიდან. :დამშვიდდი საყვარელო... შენს თავს ვერავინ წამართმევს... ეგ ქორწილი არ შედგება დღეს ერთად წავალთ თბილისში... ოღონდ ცოტახნით მადროვე მოვაგვარებ რაღაცეებს და დღესვე წაგიყვან აქედან. სევი: ძალიან მიყვარხარ ნიკა, მე მხოლოდ შენთან მოვალ ნდა ვიყო. :მეც ზაკ ან მიყვარხარ, და შენ მხოლოდ ჩემი იქნები... დღესვე გავიქცევით აქედან და ცოლად შეგირთავ. სევი ძლოერად მომეხვია და მაკოცა მე კი ხელში ავიტაცე დაძლიერად ვეხვევით ერთმანეთს. ამასობაში მოსაღამოვდა... მარნეულიდან ხარნასი ჩამოვიდა მის სანათესაოსთან ერთად სევიოსთან სასაქოეწინებლად... სევის მამა და დედა დიდი ზარზეიმით ხვდებიან მათ, მუსიკის და ცეკვის ხმა მთლიან სოფელში ისმის, მე კი კობას სარდაფში ვარ ჩასული და სამუშაო იარაღებს ვარჩევ რა დროსაც ბიჭები დაადგნენ... მე კი კვლავ ვაგრძელებ ჩემს საქმეს. ნუკრი: რას აკეთებ თუ ძმა ხარ? გელა: ბიჭო არ გესმის შენ რომ გეკითხება თხებიან?... :თავი დამანებეთ!... მე ჩემი საქმე მაქვს გასაკეთებელი. გიგო: და ამ წერაქვით და ბარით აპირებ გაუმკლავდეს იმ ხალხს? :ბიჭებო ძალიან გთხოვთ, თავი დამანებეთ. გელა მომიახლოვდა და თოხი ხელიდან გამოგლიჯა. გელა: ეს მე მეჭირება თქვენ დაინაწილეთ სხვა იარაღები. ნუკრი: ვახ მე კიდევ დე ცულს შემტენიან. ოთხივეს გაგვეღიმა და ყველანი ჩავეკარით ერთმანეთს. კობას სამუშაო იარაღებით აღჭურვილი შევაბიჯებთ ქორწილში... გული ლამის არის ნაფლეთებად მიექცეს როდესაც დავინახე ჩემი სევი საქორწინო კავაში გამოწყობილი როგორ ივსებოდა გვერდს მოხეულ ხარნასს, ვერ ვუშვებდი აზრად რომ რამოდენიმე საათში ეს მუტრუკი ჩემს გოგოს წამართმევდა. ამიტომ ხმა მაღლა მივმართავ დამსწრე საზოგადოებას რომ ეს ქორწილი არ შედგება!... იქ მყოფებმა ყველამ გადმოგვხედა მე და ჩემს ბიჭებს მაგრამ მცირემ თუ გაიგონა რა ვთქვი, რადგან ბევრს ქართული ენა არ ესმოდა. ხარნასის ნათესავი ბიჭები ფამიემართნენ ჩვენსკენ, ჩვენ კი მყარად ვდგავართ და ველუთ მათ მიახლოებას.... საკმაოდ ბევრნი არიან ჩვენ ოთხს გვეყოფა, ის არის უნდა მოგვიახლოვდნენ რომ ჰაერში სანადირო თოფის გასროლის ხმა გაისმა... ეზოში სრული სიჩუმეა, სტუმრები გაოცებული უყურებენ როგორ დგას ჩვენს წინ გელას ბიძა კობა სანადირო თოფით ხელში და უშვერს ხარნასის საძმოს. უცბათ მათ წინ სევის მამა გამოვიდა და კობას ესაუბრება. აბო: კობა დაუშვი იარაღი და წადით ჩემი ეზოდან!. კობა: აბო კარგად იცი რამდენი ხნის მეზობლები ცართ.. მე და შენ გასაყოფი არაფერი გვქონია მაგრამ შენს სტუმრებს არ მივცემ უფლებას ჩემს ბიჭებს რაიმე დაუშავონ. აბო: არავინ არავის არაფერს დაუშავებს.. თუკი მშვიდობით გახვალთ ჩემი ეზოდან და დაგვაცდით ქორწილს. კობა: კარგი აბო გავდივართ ოღონდ იცოდე არავინ. გაინძრეს ადგილიდან. კობა და აბო შეთანხმდნენ და ორივენი თავიანთ ხალხთან აგვარებს... კობა მოგვიტრიალდა და ცდილობს მშვიდად გაგვიყ ანის ეზოდან მაგრამ მე კატეკორიულ უარზე ვარ. კობა: შვილო ნიკა... ვერაფერს შევცვლით, გ6ცოვ გამომყევი ფავისეთ აქედან... ჩაჯექით მანქანაში და მშვიდად წადით თბილისში. :არა!.. მაპატიეთ მაგრამ აქედან სევის გარეშე არსად წავალ. კობამ ბიჭებს თვალით ამიშნა რომ გავიყვანე ეზოდან და ბიჭებმაც დაღონებულმა გააკეთეს ეს იძულებით..ბმე კი სევის ვიყვირო და ვპირდები რომ არ მივატოვებ და ის მაინც ჩემი იქნება.... რო მოვკარი თვალი მის ცრემლიან სახეს ორმაგად ვმწარდებოდი, დიდი ჭიდაობის შემდეგ ჩამსვეს მანქანაში და თბილისისკენ დავიძარით... მთლიანი გზა ხმას არ ვიღებდი მივსჩერებოდი ერთ წერტილს და ჩემს ირგვლივ არაფერი არსებობდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.