გატეხილი გულების პაემანი (თავი 2 )
ლანა იდგა ფანჯარასთან და ცივი, უემოციო მზერით ათვალიერებდა გარემოს, თითქოს იმედი ჰქონდა, რომ მის გრძნობებსაც ასეთი სიცივე დაფარავდა. ლანა სხვებისგან გამორჩეული არც ისე იყო, უბრალო გოგო, რომელიც თითქოს ბედნიერებას ეძებდა. მაგრამ შიგნით ყველაფერი სხვანაირი იყო, ის რაც ერთხელ მის გულს ანათებდა, ახლა მხოლოდ ჩრდილი იყო. სხვები ვერ ხვდებოდნენ, რომ მის შიგნით გამუდმებით რაღაც ნაწილები იშლებოდა. 14 წლის იყო, მისი სამყარო მთლიანად რომ დაინგრა, იმ დღის მერე ლანამ დამოუკიდებლობა დაკარგა, ახსოვს წლების განმავლობაში რომ არ შეეძლო გზაზე დამოუკიდებლად გადასვლა, ახსოვს თუ მგობარი იდგა მის გვერდით, მას ხელს ჩასჭიდებდა და ძლიერად უჭერდა. ახსოვს როგორ ცდილობდა რომ დამოუკიდებლობა მოეპოვებია, ახსოვს თუ როგორ გადალახა ეს რთული წლები, ახსოვს რომ ერთ დღესაც შეძლო და მან ის დღე უკან მოიტოვა, მან შეძლო, მან აღიდგინა დამოუკიდებლობა შიშის გარეშე. წარსული, რომელიც მას მთელი ცხოვრება აედევნა, სევდის ბადეში ხვევდა. იმედგაცრუება და ტკივილი ბავშვობიდან, ნელ-ნელა უგროვდებოდა, მას რომ წინასწარ სცოდნოდა, ნდობის გამო რახდელა გზის გამოვლა მოუწევდა, ალბად იმ ერთ ადამიანს ახლოსაც არ მიიკარებდა. ახლა? ახლა მარტო ერთი რამის ეშინია, მას კი ნდობას ეძახიან, ხედავს რომ მის გარშემო სიყალბე ტრიალებს, რამდენჯერ უღალატეს, რამდენჯერ დაუნგრიეს ნდობის კედელი. და ამ ყველაფრის შემდეგ, საკუთარ ფიქრებს ებრძოდა, დღე-ღაამეს საკუთარ თავს კურნავდა იმ ყველაფრისგან რაც მისი ბრალი სრულიად არ ყოფილა. მაგრამ მაინც, რატომ ვერ გრძნობდა სიხარულს? რატომ ვერ ტიროდა, როცა ტკივილს განიცდიდა? ეს კითხვები ყოველ საღამოს აკითხავდა, მაგრამ პასუხი არასდროს ჰქონდა. ის უბრალოდ ლანა იყო , გოგო რომელსაც წარსულში დაუბრუნეს ნდობა და შემდეგ ყველაფერი წაართვეს, ყველაფერი რაც ადამიანურობას უნარჩუნებდა. აღარც სამეგობრო ყავდა, რომ აღედგინდა გულის ის ნაწილები რომლებიც ნამსხვრევებად იქცა, როგორ ბედნიერად გრძნობდა თავს არა? ახლა ხვდება თუ როგორი ბედნიერი იყო იმ დროს როდესაც ლანას ელენე, ნია , სესილი და თაკო გვერდით ყავდა, მათი გაფიქრების დროსაც კი ცრემლებს ვერ იკავებს, სიგიჟემდე ენატრებოდა ის დრო. იცოდა, ვეღარ დაიბრუნებდა იმ ბედნიერების წუთებს, მათ მხოლოდ მოგონებები შერჩათ, მოგონებები რომლებიც ერთ დროს ბედნიერად იხსენებდნენ, ახლა? ახლა კი ეს მოგონებები მხოლოდ ტკივილის აყენებდა მათ, ყველაფერს დათმობდნენ რომ იმ დროში დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ახლა? ახლა უკვე ყველაფერი დამთავრებულია, ყველაფერს წერტილი დაესვა. 4 წლის წინ... 09/09/2020 ლანა და სესილი სკოლაში ავტობუსით მივიდნენ. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო არაფერი განსაკუთრებული, სკოლის შესასვლელთან მათ თაკო დახვდა, ერთმანეთს გადაეხვიენ და სკოლაში შევიდნენ. - გოგო იცი ნიას შეყვარებული ყავს? - ლანამ და სესილიმ გაოცებული შეხედეს თაკოს - გაგიკვირდათ ხო? - რას ამბობ გოგო! ნია დამიმალავდა მაგას? - ლანას არ სჯეროდა, ნია მასთან ყველაზე ახლოს იყო, ვერ წარმოედგინა ნიას საიდუმლო ჰქონოდა, რომელიც ლანამ არ იცოდა?! - კარგი რა ნია და შეყვარები? - სესილის წარმოდგენაც კი უჭირდა ნიას ვინმე ბიჭთან ურთერთობა ჰქონოდა, სესილი მას ყოველთვის ქალაბიჭად აღიქვავდა, რადგან ნიას თამამი ქცევები ახასიათებდა, ამიტომ უჭირდა იმის გაგება რომ ვინმე ბიჭს ის უყვარდა. - არ გჯერათ არა?! მაშინ თვითონ ნიას კითხეთ. - თაკომ თავით მათ ნიასკენ ანიშნა, რომელიც ელენეს უკვე ელაპარამებოდა. - არა მე მას დაველოდები როდის მეტყვის, არ უთხრათ რომ ვიცი, გაიგეთ? - ბრაზ ნარევი სიყუვებით ლაპარაკობდა ლანა. ლანა ელენეს და ნიას მიუახლოვდა, ისე გადაკოცნა თითქოს არაფერი გაუგია მისი ურთიერთობის შესახებ. - სად იყავით ამდენი ხანი? ვიფიქრე გაიტაცესთქო. - მორიგი ნიას ხუმრობა, ლანას კი ერთი სული ქონდა როდის ეტყოდა ნია სიმართლეს. -კარგი რა, ლანას ხელში ვინ მოგვიტაცებდა, ისეთი სახით დადის ხალხს ეშინიათ რომ ხედავენ. - გოგოებს გაეცინათ. - კარგი გოგო, მასეც არ არის! - სესო მართალია, რა გინდა..? - მათი ხუმრობების დროს ზარიც დაირეკა. - წამოდით შევიდეთ თორე როგორც ნელი იტყოდა " გაგვგლიჯავს" - გოგოები გიჟდებოდნენ როდესაც თაკო, დამრიგებლის პაროდიას აკეთებდა. სესო და ლანა ერთად ისხდნენ, გაკვეთილზე ხატავდნენ, გიჟდებოდნენ ისე უყვარდათ ხატვა. ახლანდელი დრო... - ლანა! კარგად ხარ?! - ოთახის კარი ლანას დედამ თეამ შეაღო, ხედავს რომ ლანას შუა ოქტომბრის რიცხვში, ფანჯარა გაუღია და ფანჯირს რაფაზე მოკალათებული ზის. - გაგიჟდი სულ? ათასი ვირუსი დადის! - დედა კარგი რა! გადი გთხოვ, მარტო მინდა ვიყო. - თეა ლანას მკლავში ექაჩება რომ ჩამოვიდეს ფანჯრის რაფიდან. - რატო? რატო უნდა გავიდე! დღეს ლექცია არ გაქვს? - ლანას ხელი გაუშვა და ახლა დოინჯებით დადგა. - არა. - მზერა ისევ ფანჯრის მხარეს გადაიტანა. - რა გჭირს? ისევ ძველ თემას უბრუნდები არა? - თეა ფანჯარის დაკეტვას ცდილობს. - და ეს ფანჯარა დაკეტე სიცივეა. - გაუშვი ხელი! მე მომწონს სიცივე! - ლანა ხელს უშლიდა თეას. - ლანა! გეყოს! რა გჭირს ბოლოს და ბოლოს! - ლანამ ხელი გააშვებია ფანჯრის საკეტზე და თეა გაბრაზდა. - რა მჭირს?! - სიცილ ნარევით და სიბრაზის ტონით წარმოთქვა ლანამ. - რა მჭირს არა? დედა, ამდენი ხნის მერე, როგორ შეძელი ამ კითხვის დასმა? - რა ხდება ლანა? როგორ ლაპარაკობ? - თეა გაუკვერლობაში ჩავარდა, ვერ ხვდებოდა ლანას ლაპარაკის აზრს. - კარგი რა დედა, გადი გთხოვ! - ლანა! - თეამ ხმა მაღლი ტონით მიმართა - დედა! - ლანამაც ტონს აუწია. - სანამ არ მეტყვი რა გჭირს არ წავალ! - თეამ ხელები შეკრა და ლანას ბრაზნარევი სახით უყურებდა. - არაფერი არ მჭირს, უბრალოდ დავიღალე! ოღონდ მართლა დავიღალე. - წყნარი და სევდა ნარევი ხმით განაგრძობს ლაპარაკს. - დავიღალე იმის მოსმენით რომ სულ ცუდად ხარ, ერთხელ მკითხე მე როგორ ვარ? რა არ გადავიტანე დედა? რამდენი წლის ვარ?! და რა გამოვიარე? როცა პატარა ვიყავი დიდების გასაგონი მესმოდა, ვხვდებოდი რაზე იყო საუბარი და იცი რას ვაკეთებდი? მთელი ბავშვობა რას ვაკეთებდი? ვჩუმდებოდი დედა! ვჩუმდებოდი! როცა ბევრი სათქმელი მქონდა ვჩუმდებოდი! იცი რატო ვჩუმდებოდი? იმიტომ დედა რომ, ბოლომდე არავის ესმოდა ჩემი, ყველა ტკივილს ჩემში ვიკლავდი, იმიტომ რომ ჩემით არავინ ინტერესდებოდა, მე კი ამას მივეჩვიე და გავჩერდი, გავჩერდი იცი რისგან? ყველასთვის იმის ახსნით რომ რაღაც მჭირდა. შემომხედე დედა! კარგად შემომხედე, ახლა 19 წლის ვარ და ახლა უკვე არავინ მჭირდება, ასე რომ გადი ჩემი ოთახიდან და თუ შეიძლება მომეცი უფლება, ვიფიქრო იმაზე რაც ჩემი უაზრო ფიქრების ტბას შეუერთდება! - ყველაფრის შემდეგ ლანამ ღრმად ამოისუნთქა, თვალები დახუჭა და თავი უკან გადაწია, ცრემლები კი ჩუმად იკვლევდა გზას ლანას უმწიკლო სახეზე. - ლანა, მე თუ რამე გამიკეთებია, ხომ იცი რომ შენთვის გავაკეთე, რამდენი უნდა შევძლო? მეც ხომ ადამიანი ვარ? შენთვის რამდენი ვიბრძოლე ლანა? იმ დაწყევლილი სახლიდან ძვლივს დავაღწიეთ თავი, თბილისში საკუთარი ბინა ვიყიდე ლანა, იმისთვის რომ მე და შენ მშვიდად ვყოფილიყავით ჩვენთვის გვეცხოვრა. - ლოგინზე ჩამოჯდა თეა და საკუთარ ხელებს უყურებდა. - დედა კმაყოფილი ხარ ამ ცხოვრებით? - ლანა ფამჯრიდან ჩამოვიდა და თეას გვერდით მიუჯდა. - შენ თუ ხარ კმაყოფილი, მეც ვიქნები. - ლანა თეას მოეხვია და თეამ მისი ქალიშვილი მაშინვე გულში ჩაიკრა. - ლანა ერთი რამ იცოდე, ამ ცხოვრებაში თავი ვინმეს თუ დაუხარე, ისე გადაგივლიან ვერც კი წარმოიდგენ, ისე გაგწირავენ, თვალსაც არ დაახამხამებენ. - უსმენს ლანა დედას, მაგრამ ლანამ ეს უკვე იცის, რადგან მან ეს გზა უკვე ბევრჯერ გაიარა. - არასდროს გაჩუმდე! არასდროს! თორემ შენთვისვე იქნება ცუდი. - კარგი დედა. - ლანა უბრალოდ დაეთანხმა. თეა ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ლანას მოსწყინდა და გადაწყვიტა გარეთ გასულიყო. თეთრი, ნაქსოვი, ყელიანი, და ტანზე მომდგარი კაბა ჩაიცვა, კალგოტკაზე მაღალი ჩექმები ამოიცვა და პალტო მოიცვა. ლეპტობს ხელი მოკიდა, რაღაცეები გადაამოწმა, შემდეგ დახურა და ჩანთაში ჩაიდო. თავის საყვარელ კაფეში გადაწყვიტა წასვლა. - დედა გავდივარ! - უკვე კართან მისულმა, თეას შესძახა. - საით? - კაფეში. თეას დუმილი თანხმობის ნიშნად ჩათვალა. წავიდა ლანა. ცივი ჰაერი ცხვირის წვეტს და ლოყებს ოდნავ უწითლებდა. ლანას სიამოვნებდა როდესაც ცივ ქარს სახეზე გრძნობდა, თითქოს ჰაერი თხოვდა ფილტვები მისით აევსო, ლანაც ღრმად ისუნთქავდა ჰაერს. კაფეს მიუახლოვდა, ლანას წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ ვინ დახვდებოდა იქ, რა პატარაა სამყარო არა? ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.