მწვანე ლაქა ( თავი 4 )
საშინელი სიცხე იყო, გულის შემაღონებელ სიცხეში ჯდომა ნამდვილი სატანჯველი იყო ჩემთვის, მადლობა ღმერთს ხალხი ბევრი არ იყო. პიკის საათის დროს ჩვენნაირი სულელი მხოლოდ რამდენიმე გოგო იყო აუზზე, ისინიც რუჯის მისაღებად ამოსულიყვნენ როგორც ჩანს, რადგან 40 წუთია რაც მათ ვუყურებ შეზლონგიდან არ ინძრევიან. - შუაგულ მზეზე წვანან, ამ სიცხეში როგორ სუნთქავენ მიკვირს. თავით მივანიშნე ნინის. - რამდენჯერ უნდა გადაისვა მზის დამცავი კრემი? ყურადღება არ მიაქცია ჩემს ნათქვამს ნინიმ. - დავიწვები ნინი და ყველაზე ნაკლებად მინდა მზის დამწვრობა მივიღო, შეხედე ჩვენნაირი გიჟები მხოლოდ ეს 4 გოგონაა, ასეთ სიცხეში რუჯს იღებენ. - ჩამოდით აუზში და ასე ძაან სიცხით აღარ შეწუხდებით. ამოგვძხა ლუკამ წყლიდან. - მართალს ამბობს, ეგ ქოლგა ფეხს არ აიდგავს და არსად გაიქცევა, ცოტახანი -გაგრილდით. დაამატა თორნიკემ. - მინი შეჯიბრი მოვაწყოთ, ცოტას მაინც გავერთობით. სამჯერ ზედიზედ ვინც ყველაზე ბოლო მიცურავს გოგოების მხარეს ცივ კოქტეილზე ლოდინიც მას მოუწევს ბართან. მე და თორნიკე შენ და ლუკა. შემოგვთავაზე ნინიმ. - წინასწარ მოემზადეთ შენ და შენი ძმა. მიაძახა ლუკამ. 15 წუთის შემდეგ ბართან ვიდექით და ველოდებოდით ცივ კოქტეილებს მე და ლუკა. რა თქმაუნდა ჩვენ წავაგეთ, რადგან ცურვაში მათსავით კარგი ნამდვილად არ ვიყავი. - უკვე რამდენიმე წუთია შენს წუწუნს ვისმენ ლუკა, შენ წადი მე მოვიტან ყველასთვის კოქტეილს. ლუკაც სიხარულით გამეცალა გვერდიდან, არც კი იუარა ზრდილობის მიზნით მაინც. აუზზე კიდევ ერთი საათი გავჩერდით, როგორც ჩანს ვაჟა ვერ ახერხებდა ტელეფონზე მოსვლას, ამიტომ სახლში დავბრუნდით. ნინო დეიდაც გამზადებული მელოდებოდა სახლში დასაბრუნებლად. საშინელი სიცხის მერე საღამოს კარგად ამოგრილდა, ამიტომ ეზოში ვიჯექი საქანელაზე, თან ვაჟას ველოდებოდი, ხელმეორედ როცა დარეკეკა მითხრა რომ საქმეების გამო ვერ მოახერხა მოსვლა ამიტომ სახლში მოაკითხავდა წასაღებად გვიან საღამოს. კიდევ კარგი დედა სახლში არაა, მადლობა ღმერთს. ხელახალი ლექციის ტალღა ნამდვილად რთული გადასატანი იქნებოდა ჩემთვის. - მაგისთვის მგონი საკმარისად დიდი ხარ. მომესმა ზურგს უკან ვაჟას ხმა. - ჩამოჯდები? მიგიწევ. გაეცინა - იმედია არ შეგაშინე, დაცვამ თქვა გელოდებიანო. - მე გავაბრთხილე წინასწარ. ნინო დეიდას დაძახებულზე ორივემ სამზარეულოს კარისკენ მივიხედეთ რომლიდანაც ეზოში შეგეძლო გამოსვლა. - ხატია საჭმელი მზადაა. - დაგვეწვევი? მივუბრუნდი ვაჟას. - მხოლოდ მე და ნინო დეიდა ვართ სახლში. - უარს არ გეტყვით, ოფისიდან პირდაპირ აქ წამოვედი. ნინო დეიდას პატარა სუფრა გაეშალა, ვაჟასთვის მესამე თეფშიც დაემატებინა, სამივე ერთად დავსხედით სავახშმოდ. ნინო დეიდა შესამჩნევი ცნობისმოყვარეობით აპარებდა ვაჟასკენ თვალს, თუმცა ვაჟა მის დამაკვირვებელ გამოხედვას არ იმჩნევდა. ხმის ამოურებლად ვივახშმედ სამივემ, ბოლოს სიჩუმე ვაჟამ დაარღვია. - უგემრიელესი იყო ყველაფერი, დიდი ხანია სახლში მომზადებული საჭმელი არ მიჭამია. დიდი მადლობა. - ღმერთმა შეგარგოს შვილო, დაუბრუნა პასუხი ნინო დეიდამ და კითხვის დასმაც არ დაუყოვნა. - რატომ დიდი ხანია? ალბათ დედა ძალიან დაკავებულია ხომ? როგორც თამარი. დედაჩემი საქმიანი, დაკავებული ქალბატონია და მე ინფორმაცია არ მაქვს, სამზარეულოში ყოფნა ყველაზე ნაკლებად უყვარს, ამიტომაც ნინო დეიდა გვიმზადებს უმეტეს შემთხვევაში კერძებს ან კატო მამიდა. თუმცა ამაზე ხმა არ ამომიღია ნინო დეიდას დავუთმე მთელი ყურადღება, როგორ ტექნიკურად დაიწყო " დაკითხვა". - არა, უბრალოდ სახლში მზარეული არ მყავს, დედა კი 15 წელია დაღუპულია. - ძალიან ვწუხვარ. რითი დაიღუპა? - ნინო დეიდა. ვუთხარი გამაბრთხილებელი ტონით რომ აღარ გაეგრძელებინა რადგან ვაჟას სახეზე აშკარად ეტყობოდა რომ არ სიამოვნებდა ამ თემაზე საუბარი. - პრობლემა არ არის ხატია, ოპერაციის გაკეთება ვერ გადაიტანა, ერთ-ერთი ქირურგის დაუდევრობის გამო, არასტერილური ხელსაწყოს გამოყენების გამო ინფექცია შეეჭრა ორგანიზმში და ვეღარ გაუძლო. - ვწუხვარ. . . ვუთხარი მეც და ვეცადე ნინოს ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. კითხვებით რომ აღარ შეეწუხებინა ვაჟა. - ნინო დეიდა შენი დამზადებული მალამო გვაქვს კიდევ? საშინლად დავიწვი დღეს. - ძალიან გაწუხებს? სიცხეც ხომ არ გაქვს, მზის დარტყმა ხომ არ მიიღე? მკითხა აფორიაქებულმა, შუბლზე ხელიც მომადო სიცხის შესამოწმებლად. - ახლავე მოვძებნი ოთახში მქონდა სადღაც, ბოდიშს მოგიხდით. მოუბოდიშა ვაჟას და სამზარეულოდან გავიდა. - მაცივარში ფორთოხლის ცივი წვენი მაქვს დალევ? ვაჟას გაეცინა. - პატარა ბავშვივით ხარ, ფორთოხლის წვენისთის საკმაოდ დიდი ვარ. ყავას დავლევ. მითხრა და თვალიც ჩამიკრა. - როგორ ყავას მიირთმევთ მოვინიშნავ თუ შეიძლება. ხმამაღა დაიწყო სიცილი , ნეტა თუ იცოდა როგორი სასიამოვნო ხმა ჰქონდა სიცილის დროს, ღიმილით, სულელურად შევცქეროდი მეც. - შენში ოფიციანტის პოტენციალს ვხედავ. ხელახლა ისევ გაიცინა, შემდეგ ყალბი სერიოზულობით დაიფარა სახე. - უშაქროს მივირთმევ თუ შეიძლება გეთაყვა. აპარატში ჩავყარე ყავა და მომზადებას დაველოდე. 2 წუთში ყავა მზად იყო. - რამდენიმე ხნის უკან დამიწუნე მომსახურეობა, უყურადღებობაში დამდე ბრალი. ვუთხარი მეც ღიმილით. - გოგას ბრალი იყო. თავიდან გამოგეცნაურეთ ვიცოდით დავითის ქალიშვილი რომ იყავი რათქმაუნდა. არ გესმოდა ჩვენი ყურსასმენების გამო, გოგამაც გახუმრება გადაწყვიტა. თუმცა ვაღიარებ გაგვიკვირდა ორივეს. - რა? - ყოველგვარი ახსნის გარეშე დაგვემორჩილე და დაიწყე სასმელის ძებნა. - უცნობ ადამიანებთან კომუნიკაცია არ შემიძლია, ამიტომ თავი აგარიდეთ ასე. - თუმცა შენც იცოდი ვინ ვიყავით ხომ? გვიცნობდი ანუ? - კი. მხოლოდ შორიდან და ყვითელი პრესიდან. საკმაოდ პოპულარულები ხართ. - გოგა, თორემ ჩემზე რასაც წერენ ტყუილია, შენ კიდევ ყოჩაღ. - რაზე ამბობ? - სულაც არ გევხარ ერთი შეხვედით ცნობის მოყვარე გოგოს თუმცა ჭორებს კარგად გებულობ. - ჩემი ცნობის მოყვარეობა არაფერ შუაშუა, ძალიან პოპულარულები ხართ, უნივერსიტეტში კახას ლექციებზე განხილვის თემა თქვენი სამეულია ყოველთვის. - ანუ ლექციებზე სტუდენტები ჩვენზე ჭორაობთ. მითხრა ეშმაკური სიცილით, შემრცხვა და ლოყები ამიწითლდა. - მე უბრალოდ ჩემდაუნებურად სხვების საუბარი მესმის, ხომ გითხარი კომუნიკაცია უცხო ადამიანებთან არ შემიძლია, ამიტომ კურსელებთანაც ძალიან იშვიათად ვსაუბრობ, ლექციებსაც იშვიათად ვესწრები, მხოლოდ სამი ლექტორის ლექციაზე დავდივარ აქედან ერთი კახაა. - გაგეხმურე, უცბათ დაიმორცხვე, ბავშივით ხარ ახსნა არ იყო საჭირო. - უბრალოდ არასწორად არ მინდოდა რომ გაგეგო. - მგონი ჩემი წასვლის დრო მოვიდა. ფეხზე წამოდგა და სამზარეულოდან პირდაპირ ეზოში გასასვლელად მოემზადა. - მობილური ტელეფონი. შევახსენე ვაჟას. - სულ გადამავიწყდა. - ჩემს ოთახში მაქვს ჩამოგიტან მისაღებ ოთახში დამელოდე. მისაღებ ოთახში ნინო დეიდა დაგვხვდა ვაჟას ტელეფონით ხელში, ხატია მობილური ოთახში დაგრჩენია გაუჩერებლად რეკავს, ლიკა ვინაა შვილო? შენ ახალი მეგობარი გყავს? რომელსაც არ ვიცნობთ? - ჩემი მობილური არაა, ვაჟასია. გამოვართვი ტელეფონი ნინოს და ვაჟას გავუწოდე. - გასასვლელი კარი აქეთ მხარესაა გაგაცილებ. ვაჟა ნინო დეიდას დაემშვიდობა. ჭიშკრამდე ჩუმად მივედით. - ყველაფრისთვის მადლობა ხატია, დამღლელი დღის შემდეგ მშვენიერი საღამო გავატარე. - მიხარია. ვუთხარი ღიმილით და დავემშვიდობე, თვითონაც მშვიდობიანი ღამე მისურვა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. სახლში რომ დავბრუნდი ნინო დეიდა აფორიაქებული დამხვდა. - ხატი გუშინ დედაშენის და მამაშენის საუბარს მოვკარი ყური, მასზე საუბრობდნენ ხომ? - უბრალო ნაცნობობის გარდა ჩვენს შორის არაფერი არ არის ნინო დეიდა, დედაჩემი ტყუილად ნერვიულობს. ძალიან გთხოვ მისი სტუმრობის ამბავი არ უთხრა. - რომ გაგვიგოს ვერც ერთი გადავრჩებით ხომ იცი. - რატომ ამოიღო ასე ძალიან ვაჟა თვალში ვერ ვხვდები, რისა ეშინია ვერ ვიგებ. - ალბათ ისეთი რამე იცის რაც შენ არ იცი. - რაც არ უნდა იყოს ჩემსა და ვაჟას შორის ისეთი ურთიერთობა არაა ასე გააბუქოს და ინერვულოს დედამ. ვაჟას სტუმრობის შემდეგ ორი კვირა გავიდა. ამ დროის განმავლობაში თინაც დაბრუნდა სვანეთიდან, რათქმაუნდა ქალბატონმა ვერ გაძლო, თანაც დაბადებისდღე აქვს ორ დღეში და დაგეგმვა ხომ უნდა მოასწროს, რათქმაუნდა პირადი მძღოლიც სჭირდება ჩემი სახით, სამწუხარო თითონ მართვის მოწმობა არ აქვს. - ყველაფერი მოვაგვარე თითქმის, კაბა, ტორტი, სალონი,სტუმრების სიაც კი მაგრამ წესიერი ადგილი ვერ ვნახე სადაც ავღნიშნავ არადა საღამოს უკვე სტუმრებს უნდა ვუთხრა. შენი აზრით სად აჯობებს? რომელ ადგილს მირჩევ? გაკვირვებულმა გადავხედე გვერდით მჯდომს. - რათქმაუნდა ჩემი როგორც "მოგულავე''ადამიანის აზრი მნიშვნელოვანია. დავფიქრდები და ერთ ორ დღეში გიპასუხებ. - შენც გკითხე რა... მოვიფიქრე! წამოიყვირა აღბრთოვანებულმა. - გოგა ჭინჭარაულს ახალი გახსნილი ბარი აქვს, კარგი სიტუაციააო, ჩემი მეგობრები აქებენ, მე რომ სვანეთში ვიყავი მოასწრეს უკვე წასვლა. მისამართს გავიგებ, წესით თამთას ექნება და მივიდეთ.სურათებიდან ძალიან მომეწომნა. - უკვე ვფიქრობ რომ შენს დაბადებისდღეზე არ წამოვიდე. დაახლოებით ნახევარ საათში გოგა ჭინჭარაულის ახალ გახსნილ ბარში ვიყავით. თინა მართალი აღმოჩნდა გამორჩეული ესთეტიკის ბარია, ნახევარი სივრცე შუშის სახურავით და კედლებით არის გაკეთებული. სამ სართულიანია პირველ ორ სართულზე დახურული რესტორანია მესამე სართულზე ბარი, ისე აქვთ მოწყობილი ყველანაირი ასაკის სტუმარს უმასპინძლებს. - მე რომ დაგტოვო თინა და შენ სახლში ტაქსით დაბრუნდე რას იტყვი? - კიდევ ნახევარი საათი ვერ მოითმენ ჩემი გულისთვის? - ვერა იმიტომ რომ დავიღალე! მთელი დღეა შენ დაგდევ და კიდევ მადლობელიც არ ხარ. - დაბადებისდღე ყოველდღე ხომ არ მაქვს. რასაც გთხოვ უნდა შემისრულო. - კი მაგრამ დღეს ხომ არაა შენი დაბადებისდღე? ერთი კვირაა დაბადებისდღის მიზეზით მონათ მიყენებ ატყობ? - ქალბატონებო რატომ კამათობთ. ჩვენს წინ გოგა ჭინჭარაული იდგა. - როგორც იქნა. ჩემთვის ჩუმად ჩავილაპარაკე. გამარჯობა არც კი გვითხრა,შემომხედა თუ არა თავისი უკბილო ხუმრობაც მოაყოლა. - გულმა გიგრძნო ხომ? მკითხა ეშმაკური ღიმილით. - რაზე? დავუბრუნე კითხვა სრული სერიოზულობის დაცვით რადგან მივხვდი საუბარი სადაც მიყავს. - მიმტანები რომ მჭირდება. გაიცინა სულელივით. - სასაცილო აღარაა უკვე თუ ხვდები. ჩემი ყურსასმენები და მობილური მაგიდიდან ავიღე და გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავედი. კარებიდან გასვლისას თინას მოვუბრუნდი - ზუტად 10 წუთში მანქანასთან თუ არ მოხვალ სახლში ფეხით დაბრუნდები. ყურსასმენები მოვირგე და კიბეებზე დავეშვი, ტელეფონს ჩავყურებდი სიმღერის შესაცვლელად როდესაც ვიღაცას შევეჯახე, ზედაც არ შემიხედავს ბოდიში ისე მოვუხადე და გზა გავაგრძელე, სუნამოს სურნელით თუ ვიმსჯელებ მამაკაცს შევეჯახე, ნეტა რა სუნამო ესხა? საიდანღაც მეცნობა. უაზრო ფიქრებს სწრაფად დავანებე თავი და ჩავამთავრე დარჩენილი საფეხურებიც. მადლობა ღმერთს რესტორანთან საპარკინგე ადგილი თავისუფალი იყო, იქვე მდგარ ავტომანქანაში ჩავჯექი და გადავწყვიტე თინას არც კი დავლოდებოდი ისე დავბრუნებულიყავი სახლში. ჩვენს ვილას რომ მივუახლოვდი უკვე საბოლოოდ გავხდი იძულებული თინას მერვე ზარისთვის მეპასუხა. - არ მითხრა რომ სახლში წახვედი. - კარგი არ გეტყვი. - არ გრცხვენია მარტო რომ დამტოვე? მე ხომ დაბადებისდღე მაქვს. - დაბადებისდღე ორი დღის შემდეგ გაქვს და მინდა გითხრა საერთოდ არ მრცხვენია, შენ და დედაჩემს შეგრცხვეთ, დაისჯებიო ორი კვირის უკან რომ მითხრა მეგონა ხუმრობდა და შენი მძღოლობით ნამდვილად დამსაჯა. - რითი დავბრუნდე? - ტაქსით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან რომელიმე შენი მეგობარი დაასაქმე. მე აღარ შემაწუხო, უფრო მეტსაც გეტყვი შენს დაბადებიდღეზეც არ ვიქნები და ჩემი ოთახის კართანაც არ დაგინახოთ არც ერთი უახლოესი სამი დღე, არც შენ და არც თამარი, ბოლო წვეთი იყო. - შენ მართლა გაგვიბრაზდი... - გამარჯობა სამყაროვ, გაგიხელია თვალი. ვუყვირე ტელეფონში და გავუთიშე. ჭიშკართან გავაჩერე მანქანა და სახლში ჩუმად შევიპარე დედაჩემის თვალთა ხედვის არეალს მოვეფარე, მისი შეკითხვების ნერვები არ მქონდა, თინა მოახსენებდა ყველაფერს სახლში რომ დაბრუნდებოდა. ოთახში ავიპარე, კარი გადავკეტე,ტელეფონი გავთიშე, შხაპი მივიღე, ოთახი ჩავაბნელე, საძილე აბები გადავყლაპე და საშინლად დაღლილი, დასიცხული წამოვწექი საწოლზე, ისედაც საღამოს პირი იყო დღეს თუ დავიძინებ დილამდე მეძინება ალბათ, ორი ღამეა ისევ არ მძინავს. დილით რომ გავიღვიძე 11 საათი. გადავწყვიტე ოთახიდან არ გავსულიყავი, ჩემს გვერდით მიგდებულ მობილურს გადავწვდი, ჩავრთე და სააბაზანოში შევედი მოსაწესრიგებლად. რამდენიმე ესემესის ხმა გავიგე ერთდროულად. ალბათ თინას და დედაჩემს სინდისი აწუხებთ გუშინ რომ გამანერვიულეს, გავიფიქრე ჩემთვის. ტელეფონი ხელში რომ ავიღე არც ერთი ესემესი მათ არ ეკუთვნოდათ. უცხო ნომრიდან იყო სამი გუშინდელი გამოგზავნილი ორიც დილანდელი, ყველა ერთიდაიგივე ნომრიდან. +99556851... ხატია ვაჟა ვარ, შენი ნომერი თინას ვთხოვე. +99556851... - კიბეზე შემეჯახე, დაგიძახე მაგრამ ვერ გაიგე, ალბათ ყურსასმენების გამო. +99556851... - უბრალოდ მაინტერესებს კარგად ხარ? გაბრაზებული ჩანდი. +99556851... - დილამშიდობის ხატია. +99556851...- დღეს როგორ ხარ? ხატია: მოკითხვისთვის მადლობა, კარგად ვარ, შენ როგრო ხარ? ვაჟა: როგორც იქნა... გუშინ რამოხდა? ხატია: დაუდევრობისთვის ბოდიშს გიხდი კიდევ ერთხელ, თინამ ყველანაირად ითამაშა გუშინ ჩემს ნერვებზე. ვაჟა: - გოგას ბარში გადაწყვიტა დაბადებისდღის გადახდა, ჩვენც დაგვპატიჟა, ხვალ შევხვდებით ალბათ. ხატია: - არ მგონია. ვაჟა: - რატომ? ხატია: - არ მოვდივარ, სახლში მივულოცავ. ვაჟა: - გასაგებია, როგორც ჩანს გუშინ მართლა მოახერხა შენი გაბრაზება. ვაჟასთვის პასუხი აღარ დამიბრუნებია, მისი მესიჯების გვერდიდან გამოვედი, ნინო დეიდას მივწერე და ვთხოვე, რომ ყველას ჩუმად ჩემთვის სასაუზმოდ რამე გაემზადებინა და ოთახში ამოეწოდებინა. დღევანდელ დღესაც აქ გავატარებ წიგნის კითხვასა ან ფილმის ყურებაში. *** თინასთვის ნანატრი დღე დადგა, სახლში ერთი ამბავია საღამო მოახლოვდა და თინას რამდენიმე მეგობარი სახლში ესტუმრა აქედან ერთად წავლენ ბარში. უამრავი ხვეწნის მიუხედავად თინამ ფარხმალი დაყარა, დარწმუნდა რომ ნამდვილად არ წავალ მისი დაბადებისდღის წვეულებაზე, უკვე აღარაფერს ამბობს, აი დედაჩემი კი თვალებიდან სიბრაზის ნაპერწკლებს ყრის. მეკიდევ უდარდელად ვზივარ მისაღებ ოთახში წიგნით ხელში და ვცდილობ მის მხარეს არ გავიხედო. რაც არუნდა იყოს მისი გამოხედვა მაშინებს. - ხანდახან ვფიქრობ რის გამო მსჯი ასე და რის გამო ძიობ ჩემზე შურს? - დასჯა შენი მოგონილია დედა, არ გრცხვენია? - შენ გრცხვენოდეს! დამიყვირა გაბრაზებულმა. - გოგოები გაიგებენ შენს ყვირილს, შეეფერება შენნაირ ქალს ასე ყვირილი? - რატომ არ მიდიხარ დაბადებისდღეში? ამჯერად დაწეული ხმის ტონით შემეკითხა. სახეზე ისეთი გამომეტყველება აქვს ზედ აწერია როგორ ცდილობს მაქსიმალურად შეიკავოს თავი ჩემი "გაგლეჯვისგან". - ვაჟაც ყავს დაპატიჟებული თინას, რადგან გოგას ბარში გადაწყვიტა აღნიშვნა, ამიტომ გიჯერებ შენ და თავს შორს ვიჭერ მისგან. - ვაჟასგან თავი შორს დაიჭირო არ ნიშნავს იმას რომ მამიდაშვლის გვერდით მნიშვნელოვან დღეს არ იყო. ნეტა ყოველთვის ასეთი "დამჯერი" იყო. ამ დროს ტელეფონზე შეტყობინება მომდის. ვაჟა: - ყველაფერი მზადაა მხოლოდ იუბილარი და სტუმრები აკლიხართ. ღიმილით წავიკითხე ვაჟას შეტყობინება და პასუხი დავუბრუნე. ხატია: - იუბილარი ცოტახანში მანდ იქნება, იმედია სტუმრებს მოასწრებს მოსვლას. ვაჟა: - გელოდებით. აღარ ვაპირებ ახსნას რომ არ მივდივარ რომ არ მივალ მიხვდება რომ აზრი არ შემიცვლია. დედაჩემი თავისი ხმით ისევ იქცევს ჩემს ყურადღებას. - ხატია შენ გელაპარაკები. - რა გინდა დედა? - არ მისმენდი ხომ? - შეტყობინება მომივიდა და პასუხი გავეცი ეხლა გისმენ. - ვის ემესიჯებოდი? - არავის ისეთს. არ დავუკონკრეტე თვითონაც აღარ ჩამძიებია ისე მომიბრუნდა შემოთავაზებით. - თინას დაბადებისდღეში თუ წახვალ და თან ისე გამოეწყობი რომ გოგოს დაემგვანო, ორი კვირით საღვარგარეთ ნებისმიერ ქვეყანაშ გაგიშვებთ. - მართლა? სადაც მინდაა? ვიკითხე აღტაცებით. - კი ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. შენ აირჩიე. - თანახმა ვარ. - მაშინ შენი თავი ამეტაპზე მე დამითმე რომ მოგამზადო. მითხრა თუ არა ეს სიტყვები უკვე ვინანე რომ დავთანხმდი. საათ ნახევარია უკვე ჩემი თმების გაკეთებას ცდილობს, საბოლოოდ 20 წუთიანი ჩხუბის შემდეგ შევთანხმდით რომ თმა უბრალოდ გაესწორებინა ჩემთვის, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერც კაბის ჩაცმაზე ვერ დამითანხმა, კაბის მაგივრად შავი კომბინიზონი ჩავიცვი ფართო-გრძელ ტოტიანი და მაღალ ქუსლიანი ფეხაცმელი, მცირე მაკიაჟის გაკეთებაზე დამითანხმა და ახლა კმაყოფილი თვალით უყურებს დასრულებულ შედეგს. ტელეფონზე შეტყობინება ისევ ვაჟასგან მომდის. ვაჟა: - მეგონა ცრუობდი თურმე მართლა არ მოდიხარ. ხატია: - ჩემდა სამწუხაროდ მოვდივარ. დავუბრუნე პასუხი და მობილური ჩანთში ჩავიდე. მისგან გამოჩენილი ყურადღება მსიამოვნებდა, ჩემ თავს რახდებოდა ვერ ვიგებდი თუმცა ვატყობდი რომ მასთან საუბრის დროს სითბო მეღვრებოდა სხეულში, მის თვალებში ჩახედვისას თითქოს ვიკარგებოდი. სახელს ჯერ ჯერობით ვერ ვარქმევდი ამ ყველაფერს, თუმცა მეტნაკლებად ვხვდებოდი ჩემს თავს რაც ხდებოდა. ფიქრებიდან დედას ხმამ გამომარკვია. - ძალიან ლამაზი ხარ შვილო. მითხრა თვალებ აციმციმებულმა დედამ. - დარწმუნებული ხარ? მახინჯ იხვის ჭუკს რომ მეძახი, ჩემს სილამაზეზე რატომ მაშინ არ ფიქრობ ხოლმე? ფეხიდან თავისი ქუსლიანი ქოში გაიძრო და ჩემი მიმართულებით გამოისროლა. - ზუსტად 5 წუთი გაქვს ჩემი თალთა ხედვის არეალიდან გაქრე, თორემ მეორე თავში მოგხვდება პირდაპირ. წესივრად ერთადერთი შვილის მოსიყვარულებასაც არ მაცდი! გამოსროლილი ქოში ჩავაცვი თან მისი გულის მოსაგებად კონპლიმენტიც ვუთხარი. - ოო, როგორი ნატიფი ფეხები გაქვს. - მამაშენის შვილი ხარ, ორივე როგორ ეშმაკურად იყენებთ ამ გრძელ ენას. ერთი წინადადებაც გყოფნით ჩემი გულის მოსაგებად. - წავედი თორემ დამთავრდება წვეულება და ორკვირიანი საგზურიც უკან მომრჩება. - ხომ კარგად გახსოვს რაც დაგარიგე. - კი ვაჟასგან თავი შორს უნდა დავიჭირო. ძალიან მაინტერესებს რომ გაიგოს წინა კვირას ჩვენთან ივახშმა ვაჟამ , რა რეაქცია ექნება დედას. გაფიქრებაც არ მინდა. ჩანთა ავიღე ხელში და ეზოში გაჩერებული ჩემი მანქანისკენ წავედი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.