ოშინი(ამბავი 1)
ოშინი: ღმერთო ჩემო! რა სჭირს მას? მამა: ქარხანაში მუშაობდა.. და აი ეს დამართეს, ძალიან შეუძლოდ არის, კარგი ქენი რომ გვესტუმრე. ძმა: როგორ თუ კარგი ქნა? ჩვენ არ გვყოფნიდა საჭმელი და ახლა ახალი პირი გაგვიჩნდა. ოშინი: ბოდიშს გიხდით ამისთვის, მაგრამ მე იძულებული გავხვდი სამუშაოდან წამოვსულიყავი. საკურას ექიმი სჭირდება აუცილებლად.. ძმა: სად გვაქვს გოგო ექიმის ფული? ხომ იცი რა გაჭირვებაშიც ვცხოვრობთ? სულ გამოსულელდი? წაიყვანე აქედან საკურა და პადვლაში შეიყვანე, არ გადმოგვდოს რამე. ოშინი: როგორ შეგიძლია ასე საუბარი ის ხომ ჩვენი დაა?! მამა: მართალია შენი ძმა, საკურას გამო ჩვენც საფრთხეში ვიგდებთ თავს, ამიტომ უმჯობესი იქნება მას თუ გავიყვანთ სახლიდან. ოშინი: არა! არსადაც არ გავიყვანთ, ჩემი და იქნება აქ და ახლავე ექიმს მოვუყვან მას! ძმა: მე უკვე გითხარი ექიმის ფული არ გვაქვს, თან გინდ ექიმს მიეცი ფული, გინდ ქარს, აზრი არ აქვს, საკურას აღარაფერი არ ეშვლება. მამა: ეს მათი ბრალია! როგორ პირობებში ამყოფებდნენ მას და ახლა მოგვიგდეს ჩვენ, ეს მათი მოვალეობაა, რომ იზრუნონ მასზე. ოშინი: საკატაში წავალ და დედას მოვიყვან. მამა: ის ხომ მუშაობს, იყოს იქ, არ შეაწუხო! ძმა: შენ და საკურა არ მუშაობთ, მთლიანად ჩვენს კისერზე ხართ და ახლა დედასაც ვერ დავიმატებთ, ჩვენ ძლივს გვყოფნის საჭმელი. **** ოშინს ეღვიძება ღამი და მიდის დის სანახავად, სახლში არ დახვდა და ამიტომ სარდაფში შევიდა: ოშინი: აქ რას აკეთებ? საკურა: აქ მირჩევნია. ნუ ღელავ ჩემზე, ტუბერკულიოზი მაქვს, შენც თუ გადმოგედო- ბოლოს მოგიღებს. ოშინი: შენ ბევრი იმუშავე და რასაც გიხდიდნენ-ყველაფერს სახლში აგზავნიდი, ახლა კი დასვენებას იმსახურებ. ყველაფერს გავაკეთებ შენთვის! საკურა: არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია.. არაფერი აღარ მსურს..რომ შემეძლოს მეორედ ცხოვრება, არ ვისურვებდი ამ გაჭირვებას. მე არავის არ ვადანაშაულებ, მე არ მშურს მდიდრების, უბრალოდ არ მინდა რომ ესეთი ცხოვრება მქონოდა. ოშინ, აი ეს ფული აიღე, შავი დღისთვის მქონდა გადანახული, მაგრამ, როგორც ჩანს, მე უკვე აღარ დამჭირდება... ოშინი: ნუ ლაპარაკობ ეგრე, შენ გულს მიკლავ. საკურა: ნუ ტირი ოშინ, ასეთია ეს ცხოვრება, ღვთის ნება შეუცნობელია რიგითი მოკვდავთათვის. იქნებ, იქ უკეთეს პირობებში მოვხვდები. ამის იმედი მაქვს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.