შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი(10)


15-02-2025, 23:07
ავტორი La dolce vita
ნანახია 1 373

– გთხოვთ ჩართოთ ეს ფირი, რომ ყველამ გავიგოთ სიმართლე.- სრული სერიოზულობით, მიუგო, მოსამართლეს.- ხოდა კიდევ ბატონო, მოსამართლევ, ამ ვიდეოში ის ადამიანია ვინც წინა სხდომაზე ბრალი დასდო ჩემს კლიენტს. ბატონო პროკურორო თქვენც ყურადღებით უყურეთ.- დასძინა გოგომ და დიდი ეკრანიც ჩაირთო.
ეკრანზე ნათლად ჩანდა, თუ როგორ შეხვდა ანას, ლაშა, ეგრეთ წოდებული ირაკლის მეგობარი. ხმები კარგად არ ისმოდა, მაგრამ ის კი კარგად ჩანდა, როგორ ამოაძვრინა, დანა და რამდენჯერმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა გულის არეში გოგონას. იმდენად ეშმაკი გახლდათ ლაშა, რომ ხელთათმანები მოერგო, რათა ანაბეჭდები არ გადასულიყო. გოგონას, უსიცოცხლო სხეული ჯერ მიწაზე მიაწვინა, შემდეგ მანქანის კარები გამოაღო და ირაკლი მძღოლის ადგილას გადმოსვა ხელში დანა დააჭერინა, მერე გოგონას სხეული ჩასვა მძღოლის გვერდით სავარძელზე.
მხოლოდ ამის შემდეგ გაეღვიძა ირაკლის.
– ბატონო,მოსმართლევ, ვფიქრობ ამით ყველაფერი გარკვეულია, ჩემს კლიენტს ცილი დასწამეს და იგი ამ მკვლელობასთან არავითარ კავშირში არ არის.- ნიშნის მოგებით წამოიძახა. აშკარად კმაყოფილი იყო, რადგან როგორც იქნა სიმართლე იზეიმებდა.
– სრულიად გეთანხმებით, ქალბატონო, ვფიქრობ აქ სათქმელიც აღარაფერია და ამით დავასრულოთ გამოძიება. - დასძინა და ფეხზე წამოდგა.- ყველამ მოისმინეთ საბოლოო, განაჩენი, ამიერიდან ირაკლი ხუციშვილს ვანთავისუფლებთ ბრალდებისგან, ამ ვიდეო ჩანაწერით ყველაფერი ითქვა. გამოუშვით, გარეთ ხუციშვილი და დააკავეთ ის მანიაკი.- მკაცრად წამოიძახა, კაცმა ორაკლი გისოსიან, ოთახიდან გამოუშვეს და ლაშა კი, დააკავეს.
– ჩვენ ეს შევძელით!- წამოიძახა ბიჭმა, როდესაც მართას მიუახლოვდა.
– შენ რა ეჭვი გეპარებოდა?- შეიცხადა.
– არა, რა თქმა უნდა.- მიუგო ბიჭმა.
– ძალიან კარგი.- გაუღიმა ამ დროს კვიციანმა გამოიარა, რომელიც ნამდვილად არ გამოიყურებოდა კარგად. სახე ალეწილი ჰქონდა.
– ირაკლი, შენ შეგიძლია წახვიდე სახლში, მე პატარა საქმე მაქვს ჯერ.- უთხრა მის გვერდზე მყოფ ბიჭს.
– კარგი, მაშინ მოგვიანებით შევხვდეთ.
– კარგი.- უთხრა და კვიციანს აედევნა, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა.
– მოიცადეე!- დაუყვირა და ისიც შეჩერდა. გოგონა, წინ გადაუდგა და ამაყი სახით შეხედა.
– რა გინდა?- უხასიათოდ კითხა.
– რა მოხდა სად გეჩქარება?
– მართა, რა გინდა?- გაღიზიანებულმა კითხა.
– მე რაც მინდოდა ნაწილობრივ უკვე მივიღე..- კმაყოფილი სახით უთხრა.- იცი რა ჩემი მიზანი, მარტო ირაკლის უდანაშაულობის დამტკიცება არ ყოფილა.. ამით შენი სიამაყე და პატივ მოყვარეობა დავანგრიე.. გახსოვს რა გითხარი, ძალიან მალე ამ თვითკმაყოფილ სახეს ჩამოგხსნიდი თავი, რომ ყოველთვის მართალი გეგონა, ახლა გეცოდინება, რომ ყოველთვის მართალი ვერ იქნები და ეს მხოლოდ დასაწყისია ყველაფერი ახლა იწყება.- თავის მონოლოგი დაასრულა და კარებისკენ შებრუნდა, თუმცა კვიციანმა მაჯაში ხელი ჩაავლო და კუთხეში მიიმწყვიდა, შემდეგ კი, მრისხანედ გადმოხედა.
– ესეიგი, გინდა დმამარცხო?- ცალყბად ჩაეღიმა.
– დიახ, მინდა ისევე დაიტანჯო, როგორც მე ვიტანჯებოდი და ეს დღე აუცილებლად დადგება.
– იცოდე ცეცხლს ეთამაშები!
– ცეცხლს მე კი არა შენ ეთამაშები და ფრთხილად იყავი არ დაიწვა.- გააფრთხილა და თვალი თვალში გაუყარა. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდნენ. ბიჭი გამჭოლი მზერით დაჰყურებდა და რომ იტყვიან მზერით ბურღავდა გოგონას. მის ყურთან დაიხარა და დახშული ხმით ჩასჩურჩულა.
– იცი, ძალიან მომწონს შენნაირი ველური კატებივით ქალები. - მისი ცხელი ჰაერი სახეზე ეხებოდა. - თუმცა შენ დიდიხანია, რაც კატა აღარ ხარ... კატიდან გადაიქეცი ძუ ლომად.
– მერე ხომ ხვდები, რომ ძუ ლომს ვერაფერს დააკლებს შენნაირი აფთარი...- მტკიცე ხმით უთხრა.
– რა მიწოდე აფთარი?!- შეიცხადა და განზე გადგა მამაკაცი.
– დიახ, სწორედაც რომ აფთარი ხარ და იცი რატომ?
– რატომ?- ხელები გადააჯვარედინა.
– შენ იცი აფთრები, როგორ ესხმიან თავს თავიანთ მსხვერპლს, აფთრები ჯერ ღლიან მსხვერპლს და შემდეგ ესხმიან თავს და კიდევ ყველაზე ამაზრზენი და დამცინავი ცხოველია, მოკლედ არ არის ღირსეული მტაცებელი, შენც ჩუმად ჩუმად მოქმედებ და მერე შეტევაზე გადმოდიხარ. და კიდევ შენ ვერ შეძლებ ჩემში არსებული ლომის გაქრობას და ვერ დამამარცხებ.
– ოო,რა თავდაჯერებული საუბრობთ, ქალბატონო. რა დარწმუნებული ხარ,რომ ვერ დაგამარცხებ?- ჩაეცინა.
– დღეს მე შენი დამარცხება შევძელი..
– ეგ არაფერს ნიშნავს და წინასწარ ნუ იზეიმებ,რადგან არავინ იცის, მომავალში რა მოხდება, ხომ არ დაგავიწყდა შენს წინ ვინ დგას მე თორნიკე კვიციანი ვარ და ჩემი დამარცხება არც თუ ისე მარტივია, როგორც შენ გგონია ქალბატონო.- უთხრა და მის სახესთან უფრო ახლოს დაიხარა.
– ახლა, როგორ მოვიქცე..?- აგღზნებულად წარმოთქვა და გამჭოლი მზერა სტყორცნა გოგოს.
– იცოდე არც კი გაიფიქრო, ერთხელ გამოგივიდა,მაგრამ მეორედ ამის უფლებას აღარ მოგცემ.
– მართლა?
– დიახ.
– მოდი, გამოვცადოთ აბა.- უთხრა და ახლა უფრო ახლოს მიიტანა სახე.
– შენ ამბობ, რომ აღარ გიყვარვარ და შენთვის სულ ერთია, უკვე ხომ ასეა?- ჩაილაპარაკა მის ტუჩებთან.
– დიახ.
– ჰოო.. მაშინ საკოცნელად რატომ გაემზადე?- უთხრა და მოშორებით დადგა გოგონამაც მაშინვე გაახილა თვალები.
– რაა? შენ ...
– რა გეგონა, რომ შენი კოცნა მინდოდა?- გაოცებულმა წამოიძახა.- ჩემო გოგოვ, ცოტა ჩამოყალიბდი ერთს ფიქრობ და მეორეს აკეთებ. დღეს შენ შენი თავი გაყიდე... - გაეცინა.
– ვერ გიტან.- გულმოსულმა ხელი ჰკრა და გაიქცა..კვივიანმა კი კმაყოფილი სახით გაყოლა თვალი.
– ეს ჯერ დასაწყისია, ქალბატონო მთავარი ახლა იწყება. - გაიფიქრა სახეზე შავი სათვალეები მოირგო და თავისი ჩვეული სიარილის მანერით დატოვა იქაურობა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი წააგო მაინც არ ნებდებოდა, აუცილებლად ჩამოაშორებდა იმ ირაკლის მისი ცხოვრებიდან. თუმცა ისიც კარგად იცოდა, რომ არც ირაკლი აპირებდა დათმობას.
კმაყოფილი მზერით გამოვიდა შენობიდან და მოშორებით მათ მოჰკრა თვალი.


– ირაკლი, მე მეგონა უკვე წახვედი?- გაოცებით კითხა გოგომ.
– როგორ ფიქრობ იმ შეშლილთან დაგტოვებდი მარტოს. ხომ არაფერი დაგიშავა?- შეწუხებული სახით კითხა.
– არა და ვერც ვერასდროს დამიშავებს რაიმეს.
– შეხედე ჩვენსკენ მოდის.- წამოიძახა ბიჭმა. კვიციანი მათთან მივიდა და ალმაცერად დახედა.
– არ გეგნოთ, რომ ამით ჩემი დამარცხება შეძელით. თქვენ ჯერ არ იცით მე რისი გაკეთება შემიძლია.
– უკვე ვნახეთ, რისი გაკეთებაც შეგიძლია და არც თქვენი მუქარების გვეშინია.- აუღელვებლად მიუგო ირაკლიმ.
– შენ გირჩევნია, რაც გითხარი ის გაითვალისწინო, ხომ გაიგე.
– რაა? როდის ნახეთ ერთმანეთი?- გაოგნებულმა იკითხა.
– არაფერია, მართა. თუ ნებას, დამრთავ სახლამდე მიგაცილებ.- მშვიდი ხმით მიუგო.
–ის იყო აპირებდა ეთქვა, არ მინდა ჩემით წავალო, მაგრამ როდესაც კვიციანის მოქუფრულ სახეს მოკრა თვალი, მაშინვე გადაიფიქრა.
– არ მინდა შენი შეწუხება..- წარმოთქვა გოგონამ.
– დამიჯერე არ შემაწუხებ.
– კარგი,რადგან ასეა, უარს არ გეტყვი.- უთხრა გოგომ კვიციანს ნერვები მოეშალა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა.

ორივე მანქანაში ჩასხდნენ და დაიძრნენ
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, მათ შორის, ახლა უკვე აღარ იყვნენ როგორც კლიენტი და ადვოკატი, არამედ როგორც ქალი და მამაკაცი ისე იყვნენ.
– თუ წინაღმდეგი არ იქნები, მინდა ხვალ სავახშმოდ დაგპატიჟო, მადლიერების ნიშნად.- სიჩუმე ირაკლიმ დაარღვია.
– არ არის საჭირო, ეს ჩემი სამსახურია და მე უბრალოდ ჩემი მოვალეობა შევასრულე, როგორც დაგპირდი დავამტკიცეთ სიმართლე ახლა უკვე ჩიტივით თავისუფალი ხარ.- მკრთლად გაუღიმა.
– გთხოვ, უარი არ მითხრა, უბრალოდ მინდა რაღაც ფორმით გამოვთქვა მადლიერება.
– კარგი, რადგან ასე მთხოვ იყოს როგორც გინდა.
– ძალიან კარგი, მაშინ ხვალ საღამოს გამოგივლი.
ამის შემდეგ ხმა აღარცერთს აღარ ამოუღია, თითქოს აღარც იცოდნენ რა ესაუბრათ, ადრე სასამართლო პროცესი აკაშირებდათ ახლა კი, უკვე მოვალეობის გარეშე იყვნენ, ორი უცხო ადამიანი ერთმანეთისთვის და სალაპარაკოც აღარაფერი ჰქონდათ, მდუმარეთ გაჰყურებდა ფანჯრიდან ქუჩებს.
მალე მისი სახლის წინ შეჩერდა ავტომობილი.
– მადლობა, მოცილებისთვის ნახვამდის.- დაემშვიდობა და ეზოში შევიდა.
ამის შემდეგ ირაკლიმ მანქანა შემოაბრუნა და წავიდა.



..


სახლში შესულს არავინ დაუხვდა, როგორც ჩანს ნელიმ სასეირნოდ წაიყვანა ,ენი. ოთახში შევიდა და საშინაოდ სპორტულებში გამოეწყო შემდეგ კი, ისადილა.
თავის საქმე წარმატებით დაასრულა და საქართველოშიც აღარაფერი აკავებდა, უკვე.
კარადა გამოაოღო და უეცრად თაროდან ფოტო გადმოვარდა, ფოტოზე კი, თორნიკესთან იყო გადაღებული. იმ დროს სამყარო თავისი ეგონა და ეგონა ეს ბედნიერება უსასრულოდ გაგრძელდებოდა, თუმცაღა ასე არ ყოფილა.
თვალები დახუჭა და თვალწინ კვიციანის ანთებული თვალები დაუდგა, რომელიც მზერით ბურღავდა
ეს სიტუაცია ძალიან არ მოსწონდა დღეს ირაკლისგანაც იგრძნო რაღაც რამაც ძალიან ააფორიაქა და ნამდვილად არ უნდოდა არც ძველი და არც ახალი ურთიერთობის დაწყება, თუმცა როგორც უკვე ავღნიშნე ეს ცხოვრება ჩვენ არაფერს გვეკითხება და როგორც სურს ისე გვათამაშებს თავის ჭკუაზე ანდა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეგვიშალოს.


.....




ნერვებ მოშლილი და დამარცხებული დაბრუნდა შინ დღეს პირველად მის ცხოვრებაში იგემა მარცხი მამალივით სულ თავ აწეული, რომ დაიარებოდა და თავი მართალი ეგონა თურმე სულაც არ ყოფილა მართალი, ან იქნებ ხვდებოდა კიდეც ამას, თუმცა იმდენად ქედმაღალი და ამაყი იყო, რომ არ აღიარებდა არაფრუს დიდებით.
გამწარებული, იჯდა ბართან და როგორც ყოველთვის ახლაც ვისკის მიირთევდა, ერთადერთი სასმელი რასაც სვამს სწორედ ვისკი იყო.
– ჯანდაბა, ის კრეტინი უდანაშაულოდ სცნეს. უნდა ვაღიარო, რომ მართლაც ძლიერი იურისტია ქალბატონი და როგორც არ უნდა მინდოდეს მის სიახლოვეს ყოფნა, სწორედ მისი ეს უდრეკი და ძლიერი ბუნება მიზიდავს ძალიან შეიცავალა, როგორ ვიზუალაურად ასევე პიროვნულადაც.- ჩაილაპარაკა და ჩაფიქრდა.- ახლა ირაკლი, უკვე თავისუფალია და ვიცი არ მოისვენებს სანამ მას არ დაუახლოვდება, მაგრამ მე ამას არ დავუშვებ.- წამოიძახა და ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადო.
სახლიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ავტიმობილში ჩაჯდა და ადგილიდან დაიძრა. მალე უკვე მართას სახლის წინ იყო და მანქანის ფანჯრის მინიდან უყურებდა მისი სახლის ეზოს. ბოლოს ისე რომ თავადაც ვერ გაიაზრა კარებთან ამოყო თავი. ხელი კარებისკენ წაიღო და ზარი დარეკა.
– შეენ?! აქ რას აკეთებ, ხომ აგიკრძალე აქ მოსვლა.
– ენის სანახავად, მოვედი.- მშვიდი ხმით უთხრა და მის რეაქციას დააკვირდა.
– ჯერ ერთი სახლში არ არის და მერე კიდევ..- ვეღარ დაასრულა წინადადება, რადგან კვიციანმა საჩვენებელი თითი მის ტუჩთან მიიტანა და გააჩუმა.
– დედა ვინ არის?- გაისმა გოგონას ხალისიანი ხმა.
– როგორც არ უნდა გინდოდეს შენ ხელს ვერ შემიშლი,რომ ის მოვინახულო.- მტკიცედ მიუგო და ვითომც არაფერი შიგნით შევიდა.
– მე ვარ პატარა ქალბატონო.- გასძახა მამაკაცმა და გაოცებული ენიც ხმის მიმართულებით წავიდა და ნაცნობი სახე რომ დაინახა ძალიან გაუხარდა, მაგრამ ადგილიდან ვერ დაიძრა და არ იცოდა რა ექნა.
– ნუ გეშინია, დედა არ გაგიბრაზდება.- უთხრა კვიციანმა ბავშვიც გაიქცა და მოეხვია. - ნახე რა მოგიტანე.- ხელში პაკეტი ეჭირა სადაც უამრავი ტკბილეული იყო.
– ეს რა არის, ენის ტკბილეულს არ ვაჭმევ.- წამოიძახა გოგომ.
– არაუშავს ამ ერთხელ არაფერი მოხდება.
მისაღებ ოთახში გადაინაცვლეს ბავშვს ისე მოეწონა კვიციანი, რომ გვერდიდან არ შორდებოდა ამ ყველაფერს კი შორიდან მართა ადევნებდა თვალს და გული ეკუმშებოდა მათ შემყურე. მამა-შვილი ისხდნენ და თამაშობდნენ თან ისე რომ აზრზეც არ იყვნენ,თუ ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის.
გულმა ვეღარ გაუძლო და აბაზანაში გაიქცა, როგორც კი განმარტობდა იმ წამავე ატირდა. გული ტკიოდა და ეთუთქებოდა.
– ღმერთო, ისინი ისე არიან გაუცნობიერებლად ერთმანეთან დაკავშირებულები,რომ არც კი იციან ვინ არიან ერთმანეთისთვის, თორნიკე ახლავეა მიჯაჭვული მასთან და რომ გაიგოს, მისი შვილია ალბათ გვერდიდან აღარც მოიცილებს და მოისურვებს რომ მასთან იყოს.. ვიცი ეგოისტურად ვიქცევი, მაგრამ მე ვერ გადავიტან მისგან შორს ყოფნას.
სარკეში თავის გამოსახულებას თვალი გაუსწორა,შემდეგ მოიბანა და უკან დაბრუნდა.
– დედა, სად იყავი?- კითხა ბავშმა.
– სააბაზანოში. - შეეცადა მშვიდი ხმით ეთქვა. თუმცა კვიციანის თვალს არ გამოპარვია მისი არეული და ამღვრეული მზერა.
– კარგი, ენი ახლა უნდა წავიდე, მაგრამ ისევ შემოგივლი.- ლოყაზე უჩმნიტა და წამოდგა.
– მიდიხარ უკვე?
– ხო, საქმეები მაქვს.- დაემშვიდობა და გასასვლელისკენ წავიდა. მართაც უკან გაჰყვა.
– ხომ, კარგად ხარ?- კითხა.
– კარგად ვარ.
– მართა, სიმართლე მითხარი არის რამე რაც უნდა ვიცოდე და მიმალავ?
– რას უნდა გიმალავდე, ხომ გითხარი ენი ნაშვილებია..- იცრუა.
– მაშინ რატომ გეშინია, იმის რომ მას დაუვახლოვდე?
– იმიტომ, რომ არ მინდა შენი დანახვა და საერთოდ, რას ჩამაცივდი მემგონი ყველაფერი გასაგებად გითხარი კარგად.- უთხრა და კარი ცხვირწინ მიუხურა.

მანქანაში ჩაჯდა და წავიდა, გრძნობდა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე, ამ ბავშვმა პირველივე დღიდან მიიქვია მისი ყურადღება და მიიზიდა შეუძლებელია, ასე ვინმეს მიეჯაჭვოს ადამიანი. ეს რაღაც შინაგანად აახლოებდა მასთან გრძნობდა, რომ ეს გაცილებით მეტი იყო ვიდრე უბრალოდ მეგობრობა, თანაც მართას ეს ქცევები საეჭვო იყო.


– მისი ქცევები ძალიან მაეჭვებს ბექა.- ამოიოხრა.
– რას გულისხმობ?
– იცი, რომ მართას შვილი ჰყავს...
– რაა? მოიცა გათხოვდა?
– არა, მაგრამ როგორც ამბობს მეგობრმა სიკვდილისწინ მიაბარა და როგორც ამბობს მან გაზარდა.
– მერე?
– მერე ის, რომ მე ამის არ მჯერა, დარწმუნებული ვარ რაღაცას მალავს, რადგან როდესაც გაიგო, რომ ბავშვი ვნახე, ძალიან გაბრზდა. არ ვიცი, რატომ მაგრამ მგონია, რომ ის ჩემი შვილია.- ამოიხრა.
– და თუ გაიგე, რომ ის ბავშვი შენი შვილია რას იზამ? ოღონდ არ მითხრა რომ დედას შვილს დააშორებ.
– ჯერ არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ მინდა, რომ ჩემსკენ შემოვაბრუნო ისევ, მაგრამ თუ არაფერი გამოვიდა და იმ კრეტინს დაუახლოვდა მერე უკვე მივიღებ ზომებს.
– ვის?
– ირაკლის..- ავად წარმოთქვა მისი სახელი.
– ირაკლის?
– კი, მაგ ვაჟბატონს თურმე მართა მოსწონს და გამომიცხადა, რომ უკან დახევას არ აპირებს.
– მაშინ უნდა იმოქმედო ძმაო, თუ არ გინდა რომ საყვარელი ქალი და შვილი აგახიოს ვიღაც ირაკლიმ.- გააფრთხილა მეგობარი.
კვიციანი ჩაფიქრებული სახით წამოდგა ფეხზე და თქვა.
– არ ვაპირებ მის დათმობას! - წარმოთქვა ეს სიტყვები და წავიდა.


...

ესეც ახალი თავი, აბა თქვენ იცით გელოდებით.



№1 სტუმარი სტუმარი მარი

როგორ გამიხარდა თქვენი გამოჩენა, ყველაფერს ტავი მივანებე და წავიკითხე, ეს თავი უფრო დახვეწილია, ყოველდღიურად იზრდებით, ძალიან კარგი შედეგი გაქვთ, ძალიან სასიამოვნოდ იკითხება, წრთს გთხოვთ მართა და თორნიკე დატოვე ერთად

 


№2 სტუმარი სტუმარი ლილე

რა კარგია რომ ისევ გამოჩნდით. კარგი თავი იყო ძალიან. მიხარია რომ მართას პერსონაჟით, ქალების ძლიერ ხასიათს გვაჩვენებთ.❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი მირანდა

ძალიან კარგი თავი იყო მადლობა და წარმატება თქვენ ვნახე თორნიკე დამარცხებული და ვნახოთ რა გამოუვა მართვასთან ველი ახალ თავს

 


№4 სტუმარი სტუმარი ლიაკო

ვაი რა კარგი იყო, არ მეყო. დიდხანს არ გვალოდინოთ. წარმაყებებს გისურვებთ. ახლა უფრო მომწონს თქვენი ისტორია, ყოველდღიურად იხვეწებით და იზრდებით

 


№5  offline წევრი La dolce vita

მადლობა, ყველას მეგობრებო მიხარია, თუ ასეა და შედეგი მაქვს. ისტორია, ნელ-ნელა იწერება. ახლა ცოტა გადატვირთული ვარ კვირის ბოლოს ჩემი ძმის ქორწილია და როგორც კი, დავასრულებ 11 თავის წერას დავამატებ საიტზე.❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ლიაკო

წარმაყებებს გისურვებთ, ერთს გთხოვთ მარტო ,რომ ძალიან არ გააგრძელოთ , ლოდინით კი დაგელოდებით დიდი სიამოვნებით. თორნიკე და მართა მინდა ერთად

თქვენ ძმას დიდ ბედნიერებას ვუსურვებ. წარმატებები ყველას

 


№7  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ლიაკო
წარმაყებებს გისურვებთ, ერთს გთხოვთ მარტო ,რომ ძალიან არ გააგრძელოთ , ლოდინით კი დაგელოდებით დიდი სიამოვნებით. თორნიკე და მართა მინდა ერთად

თქვენ ძმას დიდ ბედნიერებას ვუსურვებ. წარმატებები ყველას

გაგრძელებაში რას გულისხმობთ?

 


№8 სტუმარი სტუმარი ლიაკო

უბრალოდ არ მინდა რომ ძალიან გაგრძელდეს ისტორია, მინდა რომ მალე და კარგად დამთავრდეს. ამ საიტზე ხშირად არის ისეთი ისტორიები , რომელთაც ვეღარ ამთარებენ ხშირად და შუა გზაზე ტოვებენ და გულდაწყვეტილს ტოვებენ მკითხველს

 


№9  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ლიაკო
უბრალოდ არ მინდა რომ ძალიან გაგრძელდეს ისტორია, მინდა რომ მალე და კარგად დამთავრდეს. ამ საიტზე ხშირად არის ისეთი ისტორიები , რომელთაც ვეღარ ამთარებენ ხშირად და შუა გზაზე ტოვებენ და გულდაწყვეტილს ტოვებენ მკითხველს

მიტოვებას ნამდბილად არ ვაპირებ ეს ისტირია, შეიძლება სამომავლოდ წიგნადაც გამოიცეს ასეთი გეგმები მაქვს.
რაც შეეხება ხანგრლიობას ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, სადამდეც ჩემი ფანტაზია მიმიყვანს იქამდე იქნება. თავების რაოდება დაგეგმილი არ მაქვს მივყვები სპონტანურად და ჩემი ფანტაზიის მარაგი ჯერ სავსეა,ამიტომ ყველაფერი წინ არის.❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინო

ჩემი პატივისცემა თქვენ, მიხარია რომ ასეთი მიზანდასახული ხართ და გინდაყ რომ წიგნადაც გამოსცეთ, მაგრამ ეს ისტორია წიგნად რომ გამოსცეთ არ არის იმ დონის და ჯერ კიდევ ბევრი გიკლიათ იქამდე

 


№11  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ნინო
ჩემი პატივისცემა თქვენ, მიხარია რომ ასეთი მიზანდასახული ხართ და გინდაყ რომ წიგნადაც გამოსცეთ, მაგრამ ეს ისტორია წიგნად რომ გამოსცეთ არ არის იმ დონის და ჯერ კიდევ ბევრი გიკლიათ იქამდე



მოდი მე გადავწყვეტ ბევრი მაკლია იქამდე თუ არა, რომ წიგნი გამოვცე. იმას კარგად ვხვდები, რომ აქ როგორც წერია ისე არ გამოვცე და გაცილებით დახვეწილი და გამართული იყოს, გარდა ამისა ბევრ ადამიანს ვკითხე რჩევა და ყველამ მითხრა, რომ ღირს ცდათ.
ბევრი ადამიანი ვიცი ვისი ნაწარმოებიც დიდი არაფერი იყო, მაგრამ მაინც გაიმარჯვა კონკურსზე ასე, რომ როდესაც გადავწყვეტ ამის გამოცემას, ამას ჟიური გადაწყვეტს გამოიცემა, თუ არა წიგნად.

 


№12 სტუმარი ელენე 1511

ვცხოვრობთ თქვენი გმირების ცხოვრებით, ემოციებით, ნამდვილად ძნელია ლოდინი, მაგრამ მიუხედავად ამისა ველოდებით გაგრძელებას..... წარმატებებს გისურვებთ

 


№13  offline წევრი La dolce vita

ელენე 1511
ვცხოვრობთ თქვენი გმირების ცხოვრებით, ემოციებით, ნამდვილად ძნელია ლოდინი, მაგრამ მიუხედავად ამისა ველოდებით გაგრძელებას..... წარმატებებს გისურვებთ

მესმის ძნელია,ლოდინი, მაგრამ წერას გარკვეული დრო სჭირდება, ბევრჯერ მქონია შემთხვევა დამჯდარვარ დასაწერად მაგრამ აზრებს ვერ ვუყრდი თავს ხან დრო არ მაქვს, ამიტომ როდესაც შესაფერისი დრო მაქვს და განწყობა წერის მაშინ ვწერ. მადლობა.❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent