არჩევანი ( 5)
სასამართლო დარბაზი ნელ-ნელა დამსწრე საოზოგადოებით შეივსო, მართა ჯერ თავის ოთახში იჯდა და ცდილობდა ძალები მოეკრიბა, ხვდებოდა რომ არც ისე მარტივად ჩაივლიდა ეს ამბავი ამიტომ სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა. ოთახიდან გამოსულს თორნიკეს შეეფეთა ბიჭმა, ცინიზმით გახედა და ცალყბად ჩაიცინა შემდეგ კი მას მიუახლოვდა მასთან მილიმეტრები ღა აშორებდა. – ხო, არ ღელავთ ქალბატონო, ადვოკატო?- გამჭოლი მზერით გახედა და ზემოდან დააჩერდა. – ეგ შენ უნდა ღელავდე, რადგან დღეს დამარცხდები და ეგ შენი სიამაყე წამებში დაგემსხვრევა.- ნიშნის მოგებით უთხრა. – მართლაა?- ჩაფიქრებული სახე მიიღო და ნიკაპზე მოისვა ხელი. – დიახ, მართლა. – მინდა, შეგახსენოთ, რომ მე არასდროს ვმარცხდები. – კაი კაცო, რას მელაპარაკები, ვფიქრობ ეგ იმის ბრალია, აქამდე რომ არ გამოჩნდა ის ადამიანი, ვინც დაგიპირისპირდებოდა. არ გეგონო ის სუსტი და მშიშარა იურისტები, რომელბიც დააშინე, ჩემთან ეგ ნომერი არ გაგივა და მარცხისთვის მზად იყავი.- უთხრა მტკიცე და დამაჯარებელი ხმით. – ოჰო, როდის მოასწარო, პატარა საწყალმა კნუტმა, ძუ ლომათ გადაქცევა. – შენი დამსახურებით.- მოკლედ მოუჭრა ხელით მოიშორა მისი სხეული შემდეგ კი წელში გამართული და თავ აწეული შევიდა დარბაზში. თორნიკეს ცალყბად ჩაეცინა და ისიც უკან აედევნა, შიგნით შესულმა ამ ორ დუეტს მოავლო მზერა და თითებით ანიშნა თვალს არ გაშორებთო. _ ირაკლი, სანამ მოსამართლე მოვა, მინდა რჩევა მოგცე. მისმინე თორნიკეს მხარეს პროკურორია, ხომ იცი, ეგენი რასაც ემსახურებიან მე თუ გიცავ ისინი პირიქით ეცდებიან ბრალი წაგიყენონ ამისთვის კი ყველაფერს იკარდებენ ამიტომ ეცადე, მის პროვოცირებას არ აჰყვე.- აღელვებით უთხრა და მის გვერდით ადგილი დაიკავა შინაგანი ფორიაქი უფრო და უფრო უმძაფრდებოდა გოგოს.- იმას ხომ ხედავ როგორი თვითკმაყოფილი სახე აქვს? - თორნიკეზე მიანიშნა. _ კი… – ხოდა ეგ კმაყოფული სახე უნდა ჩამოვუხსნათ სახიდან. დარბაზში, მოსამართლის ასისტენტი შემოვიდა, თავის ადგილას დადგა და განაცხადა. – გთხოვთ ყველა ავდგეთ ფეხზე მოსამართლე მობრძანდება.- წამოიძახა და ყველა წამოდგა. კარებში საშვალო ასაკის კაცი შემოვიდა, რომელსაც შავი მოსასხამი ემოსა, თავის ადგილას ავიდა და უბრძანა ყველას დამჯდარიყვნენ. – პირველ რიგში, მოგესალმებით მე ამირან ქათამაძე ვარ, მოსამართლე. დღეს ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ განვიხილოთ საქმე და გავასამართლოთ ბრალდებული ბატონი ირაკლი ხუციშვილი, რომელსაც ბრალად ედება, თორნიკე კვიციანის დის მკვლელეობა. ახლა კი, შეგვიძლია პროცესი დავიწყოთ.- დაასრულა თავის მონოლოგი და დაჯდა. პროკურორი ფეხზე წამოდგა და მოსამართლეს მიმართა. – მოგესალმებით, თქვენო უზენაისობავ, მე ვარ გურამ დოჩანაშვილი ამ საქმის პროკურორი, თუ ნებას დამრთავთ, დავიწყებ. – შეგიძლიათ დაიწყოთ!- უთხრა სერიოზული სახით. – კარგი. მაშ ასე ბატონო ირაკლი, მეც და აქ მყოფ დასწრე საზოგადოებსაც აინტერესებს, თუ რატომ მოკალი ის საბრალო გოგო?!- საკმაოდ აგრესიულად დაუსვა კითხვა. – მე არ მომიკლავს, ვიღაცამ ცილი დამწამა და მახეში გამამბა.- წამოიძახა. – გინდა თქვათ, რომ თქვენ არ მოგიკლავთ?! და გგონია დავიჯერებ ამას არცერთი დამნაშავე არ აღიარებს დანაშაულს და არც შენ ხარ გამონაკლისი. – მე მართლა არაფერ შუაში ვარ ბატონო, მოსამართლე, მეც ისეთივე მსხვერპლი ვარ, როგორც ანა. – რამის თქმა ხომ არ გინთათ ჩემთვის, არის ისეთი რამ რაც ჩვენ არ ვიცით?- კითხა მოსამართემ. – დიახ არის ისეთი რამ რაც ყველამ არ იცის.. – მაშ გისმენთ. _ საქმე ის არის, რომ მე მას ზიანს არასდროს მივაყენებდი.. რადგან მე ის მიყვარდა. – გიყვარდათ?- ეს კითხვა პროკურორმა დასვა. – დიახ და იმ დღეს ვაპირებდი მასთან მისვლას და გამოტყდომას. – ახლა გასაგებია, ყველაფერი. – რა არის გასაგები?- შეიცხადა. – ის, რომ თქვენ მასთან მიხვედით,რომ გამოტყდიმოდით, მაგრამ მან ცივი, უარი გითხრათ, შემდეგ თქვენ ეს ვერ აიტანეთ და მოკალით. – არ არის ასე, მე ვთქვი, რომ ვაპირებდი მისვლას, მაგრამ ვერ მივედი, რადგან შეუძლოდ გავხდი. მხოლოდ ის მახსოვს რომ ჩემს მეგობართან ერთად ვიყავი, მარტო მან იცოდა, რასაც ვაპირებდი. სასმელი შემომთავაზა მითხრა, რომ სიმამაცეს შემმატებდა, – ბატონო, მოსამართლევ, ხედავთ, როგორ იტყუება, დარწმუნებული ვარ, მას სულ სხვა მოტივები გააჩნდა. – ვაპროტესტებ, ბატონო, მოსამართლევ პროკურორი, ჩემი კლინეტის პროვოცირებას ცდილობს უნდა, რომ გააღიზიანოს, რათა შემდეგ ფსიქოპატათ შერაცხოს.- ფეხზე წამოიჭრა გოგო.- გარდა ამისა, ბატონო პროკურორო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს სასამართლო პროცესია და არა დაკითხვის ოთახი სადაც პატიმარზე ზეწოლას ახდენთ, რომ დანაშაული აღიაროს.- სრული სერიოზულობითა და სიმტკიცით მიუგო. – პროტესტი მიღებულია, პროკურორო, გთხოვთ დაიცვათ წესები მესმის თქვენ საქმეს ასრულებთ, მაგრამ აქ ყველაფერი წესების დაცვით ჩაივლის.- მაგიდაზე რკინის ჩაქუჩი ჩამოკრა. – როგორც იტყვით. მაშინ მე ამოვწურე ჩემი კითხვები, ადვოკატს, შეუძლია გამოკითხვა დაიწყოს. მართა წამოდგა ფეხზე წელში გაიმართა და საქმეს შეუდგა – ჩვენ მოვისმინეთ, პროკურორის მხრიდან გამოკითხვა,მაგრამ მე თქვენის ნებართვით მინდა, მივმართო ბატონ თორნიკეს. - წარმოთქვა ამაყად და კვიციანს მიუახლოვდა.- იცით რა მე ეს საქმე კარგად შევისწავლე, მაგრამ ერთი კითხვა არ მასვენებს, მე მაინტერესებს, როგორ გაიგეთ, ის რომ თქვენი და მოკლეს, როდესაც იმ ადგილას, როგორც ვიცი, თვითმხილველები არ იყვნენ იმ უდაბურ ტყეში, მხოლოდ ჩემი კლიენტი და თქვენი დაა იმყოფებოდა, მაშ რომელმა ჩიტმა მოგიტანათ ამბავი? – ვიღაცამ ანონიმურად დამირეკა და მითხრა ეს ამბავი.- მოქუფრული სახით უპასუხა. – ანუ, ვიღაც კეთილის მომსურნემ ანონიმურად დაგირეკათ და გითხრათ, ეს? – დიახ. _ რა საინტერესოა, ბატონო მოსამართლევ უცნაურად არ გეჩვენებათ ეს ამბავი? რაში დასჭირდა იმ ადამიანს ანონიმურობა, მაგალითად მოვიყვანოთ შემთხვევა შემთხვევით დავინახე, რომ ვიღაცას დახმარება სჭირდება, მე ,როდესაც არაფერი მაქვს დასამალი, ავდგებოდი და პირდაპირ დავრეკავდი, ყველგან, მაგრამ იმ ადამიანმა არ ისურვა თავი გაემჟღავნა. მითხარით წამითაც არ შეიტანეთ ამაში ეჭვი, რომ შესაძლოა ეს სულაც მახე ყოფილიყო?- მის კითხვას ვერავინ უპასუხა. – მე შემიძლია, დავამტკიცო ის რომ ჩემი კლიენტი, არსად არ წასულა იმ დღეს. – თუ არ წავიდა, აბა იქ როგორ მოხვდა?- იკითხა პროკურორმა. – გავიგებთ მალე.- გოგომ მოსამართლეს მეხსიერების ბარათი მიაწოდა.- გთხოვთ ჩართოთ და ნახოთ რაც ამ ვიდეოზეა ასახული, ეს ვიდეო ჩემი კლიენტის კამერებმა დააფიქსირეს სახლში. კამერები ჩართეს და სხდომა ნელ- ნელა დაიძაბა, ეკრანზე გამოჩნდა, კადრები სადაც ირაკლი, თავის ძმაკაცთან ერთად მისაღებ ოთახში იჯდა და სასმელს სვამდა, ამის შემდეგ კი, ვიდეოს ხარვეზები უჩნდება და გაითიშა. – ეს რა არის? ქალბატონო, ადვოკატო.- ცონიზმით მიუგო და მოსამართლეს მიუბრუნდა. – ბატონო, მოსამართლეს, როგორც ხედავთ, მათ არ გააჩნიათ საკმარისი სამხილები იმისთვის, რომ მისი კლიენტი უდანაშაულოდ ვცნოთ.- პროკურორმა გამარჯვებულის სახით წამოიძახა. – მართალი ხართ, ამ ვიდეოში არაფერი ჩანს საეჭვო გარდა ამისა, ვიდეო ფირი გაფუჭებულია. – იცით რა მაინტერესებს, თქვენზე ამბობენ ძლიერი იურისტიაო და რავიცი ასეთი იაფასიანი,მტკიცებულებით აპირებდით სასამართლოს მოგებას? – ეგ ჯერ არაფერს ნიშნავს ბატონო, პროკურორო, წინასწარ ნუ გიხარიათ, აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს. ამ ვიდეო ფირს კი არ ვიცი რა დაემართა.- თქვა და თორნიკეს ცინიკურ მზერას გააწყდა , გონებაში მისი სიტყვები ამოუტიბტივდა,, მე არასდროს არ ვმარცხდები!,, _ ბატონო, მოსამართლევ, მე მყავს მოწმე, რომელიც დაადასტურებს რომ ირაკლი ხუციშვილო დამნაშავეა. თქვენის ნებართვით დავუძახებ.- აუხსნა მოსამართლეს და გვარდიელებს სთხოვა შემოეყვანა. ოთახში არც მეტი არც ნაკლები ირაკლის ყიფილი ძმაკაცი შემოვიდა, მისი დანახვისას კი, ირაკლის ელდა ეცა. – ხომ გეუბნებოდი, მასაც გადაიბირებენ თქო, ან შეიძლსბა ეგეც გარეული იყოს.- ჩურჩულით უთხრა.- გთხოვ მშვიდად იყავი ძალიან გთხოვ თავი შეიკავე არ გაამწვავო.უარესად სიტვაცია. –კარგი. შევეცდები. – გთხოვთ, გაგვეცნოთ და დადოთ პირობა რომ იტყვით სიმართლეს.- უთხრა პროკურორმა. – მე ლაშა, გიგაური ვარ ირაკლის ყოფილი მეგობარი. – ვიყავი ბოლოწუთამდე სანამ მისი რეალური სახე არ დავინახე. – რას გულისხმობთ რეალურ სახეში? – იმას, რომ ამ მშვიდი და კეთილშობილი სახის უკან მანიაკი იმალება. – რა შეგიძლიათ გვითხრათ მომხდარზე?- ჩაეკითხა პროკურორი.- ის ამტკიცებს რომ მას გოგო უყვარდა და ზიანს არასდროს მიაყენებდა და რომ ვერ შეხვდა იმ დღეს მას. – ცრუობს ბატონო, პროკურორო, მე მიყვარდა ანა და მისთვისაც ნათქვამი მქომდა ეს,მაგრამ ეს რომ გაიგო, იმ დღეს საშინლად ვიჩხუბეთ მითხრა, რომ ანას არასდროს დამითმობდა,რადგან მასაც უყვარდა, გიჟივით გავარდა სახლიდან. რამდენიმე საათში კი, მირეკავს და მეუბნება,რომ ანას ვეღარასდროს ვნახავდი. მისამართიც კი მითხრა სადაც იმყოფებოდა, იმ წამსვე იმ ადგილზე წავედი, თუმცა რომ მივედი უკვე დაგვიანნებული იყო. გოგონას ყელი ჰქონდა გამოჭრილი და ამ ფსიქოპატს კი დანა ეჭირა და შეშილივით მიყურებდა. – შეიძლება კითხვა დავსვა?- იკითხა მართამ. – დიახ. – თქვენ თქვით, რომ იყავით იმ ადგილზე, რა გააკეთეთ ამის შემდეგ? – მე... – ხო თქვენ რა? თქვენ ხომ გიყვარდაღ ის გოგო რა მოიმოქმედეთ ამის შემდეგ? ჩემი ვარაუდით თქვენ უნდა იყოთ იმ ანონიმური ზარის ავტორი? – დიახ, მე დავრეკე ანონიმურად. – რატომ დამალეთ თქვენი ვინაობა? – ამას რა მნიშვნელობა აქვს აქ მთვარი ის არის რომ გოგო მოკლეს. – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ის ადამიანი იმალება, რომელსაც ეშენია, არ გამოიჭირონ. თქვენ კი ზუსტად ასე მოიქეცით.- მკაცრად უთხრა _ ასე რომ იყოს ახლა აქ არ ვიდგებოდი.- წამოიძახა გაღიზიანებულმა. – აქ დგახართ, რადგან იცით, რომ საფრთხე არ გემუქრებათ, თანაც ბრალს თქვენ კი არა ჩემს კლიენტს სდებენ. - მთელი ეს დრო თვალებში უყურებდა, მას ხვდებოდა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. – ბატონო, მოსამართლე მე ტელეფონში ვიდეო მაქვს სადაც ის ამას იძახის.- ტელეფონში ვიდეო ჩართო და შემდეგ დიდ ეკრანზე ჩაირთო. ვიდეოში ეს ორი აშკარად ჩხუბობდნენ, ირაკლი ლაშას უყვიროდა და ეუბნეოდა, რომ ანას არასდროს დაუთობდა, თუმცაღა ეს იყო, მხოლოდ პატარა მონაკვეთი. – ეს რა არისმ ვაპროტესტებ ბატონო, მოსამართლევ, ამ ვიდეოში სულ სხვა რამ ხდებოდა, მე მისთვის არ წამირთმევია არავინ პორველად მე გავიცანი და მომეწონა, მე წარმოდგენა არ მქონდა, რომ მასაც მოსწონდა, ის უბრალოდ ეგოისტი ადამიანია, ყოველთვის ასე იყო, ბავშვობიდან, რაც მე მომწონდა მასაც იგივე უნდებოდა,თვალს ვხუჭავდი დიდიხნის მეგობრობის გამო, ამ ვიდეოში კი, ლაშამ დამიწყო ჩხუბი. _ თქვენ თუ ხვდებით რას ამბობთ? თავდაპირველად ამბობდით, რომ ეს ამბავი გაანდეთ, მხოლოდ ლაშას და მასთან ერთად დალიეთ, ახლა კი ამბობთ, რომ იკამათეთ, ბატონო მოსმართლევ, აშკარაა, რომ ეს ადამიანი ვერ არის კარგად, დიდი ალბათობით ფსიქიკური გადახრები უნდა ჰქონდეს, რადგან თავადაც არ იცის რას ამბობს.- უთხრა პროკურორმა. – არ შეიზლება სხვა დროს მეკამათა მასთან?- გაღიზიანებულმა წამოიძახა. – სიწყნარე იყოს დარბაზში!- დაუყვირა მოსამართლემ. - ხუთ წუთიან შესვენაზე გავდივართ, შემდეგ კი გავიგებთ საბოლოო შედეგს. სიტუაცია ძალიან დაიძაბა და უკონტროლო გახდა, ყველაფერი თან საპიროდ წავიდა. მართა, ნერვებ მოშლილი დაიარებოდა და არ იცოდა რა ექნა. – ხომ გითხარი მასთან ვერაფრს გავხდებით-თქო.-უთხრა ირაკლიმ. – ეს ყველაფერი ძალიან არ მომწონს, არის აქ რაღაც საეჭვო და ამოუცნობი, ეს ვიდეო.ფირის გაფუჭებაც მაეჭვებს.- საუბრობდნენ, როდესაც კმაყოფილი სახით თორნიკე მიუახლოვდა მათ. – აბა, როგორ ხართ? გეუბნებოდით არა, რომ გასაქანს არ მოგცემდით და ასეც მოვიქეცი. – ჯერ არაფერი დასრულებულა და ტყუილად ნუ გიხარია.- შეუღრინა და გაეცალა. სასამართლო, პროცესი განახლდა და ყველა შეიკრიბა, ყველა დაზაგრულები ელოდნენ მოსმართლის განაჩენს განსაკუთრებით მართა, ღელავდა. მოსმართლემ რკინის ჩაქუჩუ ჩამოკრა და თავის მონოლოგი დაიწყო. – მზად ხართ, მოისმინოთ, საბოლოო განაჩენი, სასამართლო დარბამზა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ მოვუსმინეთ ორივე მხარეს და გადავწყვიტეთ, რომ ბრალდებული ირაკლი ხუციშვილი წინასწარ დაკავების იზოლატორში გადავიყვანოთ, ხოლო საბოლოო განაჩენს გამოვიტანთ რამდენიმე დღეში, თუ ისევ ვერ შეაგროვებთ მყარ მტკიცებულებებს, უკვე, მას გამოვუტანთ საბოლოო განაჩენს და გაფავიყვანთ საკანში. დღეისთვის სულ ეს იყო.- დაასრულა და გარეთ გავიდა, გვარდიელებმა, ირაკლის ბორკილები დაადეს და გარეთ გაუყვანეს. – არაფერზე ინერვიულო კარგი, მოსამართლემ ერთი შანსი მოგვცა აუცილებლად დავამტკიცებთ სიმართლეს.- უთხრა გოგომ ბიჭი კი გარეთ გაიყვანეს საპატრულო მანქნაში ჩასვეს და განყიფილებაში წაიყვანეს ნერვებ მოშლილი, გამოვიდა გარეთ და ის იყო წასვლას აპირებდა, რომ გზა, კვიციანმა გადაუჭრა. – რა გინდა?- მკვახედ იკითხა. – ხომ გეუბნებოდი, მე არასდროს ვმარცხდები-თქო. – შენი ცინიზმის თავი არ მაქვს და თავი დამანებე რა ძალიან გთხოვ. – რაო, გული დაგწყდა, შენს იკას, რომ ვერ დაეხმარე ხო? – შენ ნორმალური თუ ხარ საერთოდ?! ნერვებს ნუ მიშლი, შენი ყბედობით და წინასწარ ნუ გიხარია, ჯერ არაფერი დასრულებულა, ხომ გაიგე?! – მაინც არაფერი გამოგივა, ტყუილად დროს ნუ დაკარგავ. – მაგასაც ვნახავთ. – ვანახავთ.- უთხრა და მას უფრო მიუახლოვდა ისე ახლოს იდგა, მის წინ რომ გოგოს სუნთქვა დაუმძიმდა. გამჭოლი მზერით დახედა და მოულოდნელად დაწვდა მის ტუჩებს, თუმცა, მართამ ხელი ჰკრა და სახეში გაარტყა. – ვერ გიტან!- დაუყვურა, გააფთრებულმა და გაიქცა. .... მეგობრებო, ესეც გაგრძელება, მომიტევეთ ვიცი გალოდინებთ ძალიან, მაგრამ რა ვქნა, გამოფიტილი ვარ ძალიან, დიდიდხანს რომ აღარ გელოდათ ამ პატარა თავს დაგიტოვებთ. მადლობა, მეგობრებო ყველას მართლა არ მეგონა,თუ იმდენად მოეწონებოდა მკთხველს ეს ამბავი, რომ ამხელა ინტერესს გამოიწვევდა. გელით კომენტარებში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.