მწვანე ლაქა (თავი 6 )
6 ვაჟა უკვე ღამის 12 საათი იყო ხატია რომ მივაცილე თავის მანქანასთან, სახლამდე მიყვანა შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა, სწრაფად დამემშვიდობა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. რა უცნაური გოგოა, სახლიდან ურეკავდნენ და ჩემს გვერძე არ პასუხობდა, აფორიაქებულიც ჩანდა, თავისმა მამიდაშვილმა რომ დაურეკა ბავშვივით ანერვიულდა, არვიცი რა უთხრა თუმცა მისი სახლში დაბრუნება თინას დარეკილმა დააჩქარა, მგონი ფეხსაცმელიც კი მხოლოდ იმიტომ გაიხადა სწრაფად რომ მისულიყო მანქანასთან. ზუსტად ისე ღელავდა პატარა ბავშვები რომ ღელავენ როცა რამეს აფუჭბენ ან აშავებენ და ფაქტზე გამოიჭერენ, თითქოს ჩემს გვერდით ყოფნა მისთვის აკრძალული ყოფილიყოს. დასამშვიდებლად მივუახლოვდი და მოვეხვიე ის კი უარესად ანერვიულდა, ისე კანკალებდა ჩემს კლავებში, დებილი უნდა ვყოფილიყავი არ მეგრძნო. ორი ვარიანტია ან ჩემზე რამე უთხრა მამამისმა და ჩემი ეშინია ამის გამო ან კიდევ მამაკაცის გვერდით ახლოს ყოფნას არაა მიჩვეული, მაგრამ ჩემს ტელეფონზე რომ დავრეკე რომელიც ხატიას მანქანაში განზრახ დავტოვე მაშინ ბიჭმა მიპასუხა, შეიძლება მისი შეყვარებულიც ყოფილიყო, ვითომ შეყვარებული ყავს? რომ ყავდეს ჩემს გერდით არ წამოვიდოდა, ან რატომაც არა, თუმცა არა არ ჩანს ეგეთი გოგო. ღმერთო ჩემო რეებზე ვფიქრობ, ლოყაზე ორივე მხარეს ხელი შემოვირტყი და თავიდან ამ აზრების გაფანტვა ვცადე, რომელიც მოსვენებას მაკარგვინებდა, ხატია ხომ ჩემი გეგმის ნაწილია, ალბათ ამიტომ მაქვს შფოთვა რომ მინდა ყველაფერი ჩემი გეგმის მიხედვით დასრულდეს, ხო აბა სხვა მიზეზი არ იქნება, ის ხომ ერთადერთი სუსტი წერტილია რომელსაც მამამისის წინააღმდეგ გამოვიყენებ. ხომ მითხრა ნაბიჭვარმა რატიანმა რაც არ უნდა გააკეთო მთელი ქონებაც რომ წამართვა და ნოლზე დამსვა მაინც ვერაფერს დამაკლებო, რა იცის რომ ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნია მას წავართმევ, ერთადერთ შვილს, მის გულში ნელ ნელა მოვკლავ მამამისისადმი სიყვარულს. ვაწყობდი მზაკვრულ გეგმას, და არ ვფიქრობდი შედეგებზე, შედეგებზე რომელიც ჩემს საყვარელ ადამიანს გულს მოუკლავდა და მისი მკვლელი მე ვიქნებოდი. არც ის ვიცოდი რომ შურისძიებისთვის დამდგარი გზის დასასრული ჩემი „ საფლავის „ ადგილი იყო. არსაიდან უცბათ კახას ხმა შემომესმა, რომ მივიხედე თავისი ახალი მანქანის კარზე იყო მიყუდებული და მე მიყურებდა. - მემგონი გეგმები გეშლება. - რაზე ამბობ? - დაახლოებით ნახევარი საათია რაც ხატია გააცილე, ჯერ რა გზითაც წავიდა იმ გზას გაჰყურებ და ისე ხარ ფიქრებში გართული თავი რომ დააღწიო აზრებს რომელიც შინაგანად გჭამს სახეშიც კი ირტყავ. - სისულელეს ნუ ლაპარაკობ! ავუწიე ხმას. მისი დანახვით გამოწვეული სიბრაზის გამო მუშტები შევკარი. რაც კახას არ გამოპარვია. - თითქოს ჩემი ცემა გინდა და თავს ძლივს იკავებ, ასეთი შეხედულება მრჩება ისე მიყურებ. კახა შარვლის ჯიბეში ხელებ ჩაწყობილი ჩემს წინ ჩამოდგა და დამცინავად დამყურებდა მომუშტულ ხელებზე. მეკიდევ სიბრაზისგან გაწითლებული რომელსაც ჯერ კიდევ არ მქონდა გადავლილი გოგას ნათქვამით გამოწვეული ეჭვები კახაზე და ხატიაზე, მისი ცემის სურვილს სულ უფრო და უფრო მიმძაფრებდა. - მართალი ხარ, შენი დანახვაც საკმარისი იყო, ამის გამო. - კი მაგრამ რატომ? ჩვენც გაგვიმხილე, რადგან თუ რამე დავაშავეთ ძმის წინაშე, რეფლექსურადაც არ გავიქნიოთ ხელი მის წინააღმდეგ. - შენ მე ხელს ვერასდროს მომიქნევ, მომიქნევ და მაგ მოქნეულ ხელს ძირში მოგტეხავ. - ოოოო, საქმე სერიოზულადაა როგორც ჩანს, მაგრამ გამარკვიე მაინც რა დავაშავე. ღმერთო ამან თავისი თავი რომ მაცემინოს მგონი ძალიანაა მოწადინებული, ისე მიცინის ყველა კბილის ჩამოღება მინდება რაც სიცილის დროს უჩანს. - ხატიას თვალი დაადგი? - რაა? - რა ვერ გაიგე ხატიას თვალი დაადგი თქო? - საიდან მოიტანე რომ ხატიას თვალი დავადგი? კაიფში ხომ არ ხარ შენ? - გოგამ მითხრა. - გოგამ გითხრა?! მოვკლავ მაგ ნაბიჭვარს. გაცეცხლებული შევარდა რესტორანში. მეც უკან მივყევი სიცილით, პასუხი მივიღე რათქმაუნდა კახა მსგავს რამეს არ იკადრებდა, რადგან ხატია წლებია ჩემი ხედვის არეალშია. თვითონ არ იცის თუმცა წლებია ჩვენი მეთალყურეობის ქვეშაა. ახლა გოგამ ინერვიულოს ცოტა, ეს ორი იდიოტი ისედაც ვერ იტანს ერთმანეთს, ორივეს გამო დღეს ისედაც დოზაზე მეტად განიცადა ჩემმა ორგანიხმა სიბრაზე, ამიტომ ახლა დამამშვიდებლად მათი ჩხუბის ცქერა მჭირდება, არც კი ვფიქრობ მათ გაშველებას, სიამოვნებასაც კი მგვრის როგორ უერთიანებენ ერთმანეთს თავპირს. საწყალი ოფიციანტები მათი გაშველების გამო მათაც მოხვდათ. როგორც იქნა დაცვამ და ოფიციანტებმა დააცილეს ერთმანეთს, გოგა ჯერ ისევ შოკში იყო. -ბიჭო შენ გაგიჟდი, სალაპარაკოდ დაგიძახე საჩხუბრად კი არა. - შენ სანამ ქალივით ჭორაობას დაიწყებ მანამ უნდა იფიქრო შედეგებზე. გოგამ ეშმაკური ღიმილით შემომხედა, გამოხედვა ჰქონდა ავის მომასწავლებელი, დაახლოებით თვალებით ამბობდა „ ეხლა თვენ დამაცადეთ“. ნეტა რა ჩაიფიქრა ამ ნაბიჭვარმა. - ააა, შენ გაგიტყდა ხატიაზე რომ ვისაუბრე ვაჟასთან. - რა მიხვედრილი ხარ. ხოდა მოსაუბრეს ამის გამო მოხვდა. ხატიას სახელის გაგონებაზე სიბრაზემ თავიდან ფეხებამდე დამიარა, ეჭვებმა ახლიდან ჩამიგდეს ხელში. - კახა ბოლოჯერ გეკითხები ხატია შეგიყვარდა? სიმართლე მიპასუხე რაც არ უნდა იყოს, სამომავლოდ შენ საქციელებში რამე საეჭვო რომ დავიჭირო შიშველი ხელებით მოგკლავ იცოდე. არ დაგინდობ. - აღიარე კახა. უთხრა გოგამ წყეული ღიმილით, რომელიც მაუწყებელი იყო „მე ყველაფერი ვიცი“. მოთმინების ფიალა ამევსო კახასკენ საცემრად გავიწიე, სანამ არ ვცემდი არ ალაპარაკდებოდა ბავშვობაშიც ეგეთი იყო. - ბიჭო თვქენ რა გაიკეთეთ ეგეთი, რა ილუზიებში ხართ, ყველაფერი ამ ნაბიჭვრის წამოწყებულია. კახამ კი გოგასკენ გაიწია საცემრად, თუმცა მას კიდევ დაცვის ბიჭები იჭერდნენ ამიტომ ვერაფერი მოახერხა, ამასობაში ჩემი მოქნეული მუშტიც იგემა, ჯერ ერთი მერე მეორე, მესამე რომ მოვუქნიე მეც შემბოჭეს. შუაში გოგა ჩგვიდგა და იცინოდა, იცინოდა კი არა ხარხარებდა, არა კაცი ისევ ამის მანიპულაციას წამოვეგე ხომ?! - დამშვიდდით ორივე! ჩემს საცემნელად რომ გამოგზავნე შენი პატარა ბიძაშვილი რა გეგონა, მასაც უმიზეზოდ შენგან მოხვდა. ჭკუის გამოყენებას სანამ არ ისწავლი ასეთ შეცდომებს დაუშვებ ყოველ ნაბიჯზე შენი ბრაზის გამო. ეს აქ გაკვეთილს მიტარებს, თუ ლექციას! გაბრაზებულმა მისკენ გავიწიე კახას დაწყებული საქმის დასამთავრებლად, თუმცა დაცვის ბიჭებს და მიმტანებს ისე ვყავდი დაჭერილი თვი ვერ გავითავისუფლე. - გამიშვით! გამიშვით ბიჭო. - ვაჟა არ გაუშვათ სანამ არ დაწყნარდება, კახა კი გაუშით. უთხრა გოგამ ბიჭებს. - რაზე დამიძახე? რაზე უნდა გველაპარაკა? ბედი თქვენი ბათუმში ვარ წასასვლელი და მეჩქარება თორემ ამ ქცევას ასე არ დაგიტოვდით არც ერთს. კბილებში გამოსცრა კახამ. - ვინ გითხრა რომ შენ მიდიხარ ბათუმში, ჩემი საქმეა ეგ. - ტელეფონზე რომ დაგირეკეს გეპასუხა და მე აღარ მომიწევდა წასვლა, თუმცა სად გეცალა პაემანზე იყავი ხომ? - ბიჭო შენ რა გაწუხებს მითხარი. გავიწიე ისევ მისკენ, თუმცა ისევ დამიჭირეს. - დაწყნარდით ორივე! კახა იმიტომ მოვიყვანე აქ თვალები რომ აგიხილოს. - რაზე უნდა ამიხილოს თვალები? რას ვერ ვხედავ სათანადოდ. - რას და უცოდველი გოგოს გაფუჭებას აპირებ და იმას. ხვდები არა რა არაკაცული საქციელია. კბილებში გამოსცრა გოგამ ისევ. - შენ რა გაწუხებს მითხარი? თუ ამ საქმეში ჩემს გვერდით ყოფნა არ გინდა გზაა დიდია. - კახას მოუსმინე, მე შენთან რაღაცის ახსნის სურვილი არ მაქვს არც ნერვები. კახა უთხარი რატიანზე რაც გაეჭვებს. - გოგა მართალს ამბობს ხატიას არაფერი დაუშავებია ვაჟა, იმ დღისით დედაშენი რომ დაიღუპა რატიანის ცოლ შვილი ავარიაში მოყვა, გოგო სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ეჭვი მაქვს რომ რატიანი წინადღეს სანამ დედაშენის ოპერაციაზე შევიდოდა დააშანტაჟეს. ჯერ კიდევ ვეძებთ ამ საკითხზე ფაქტებს, ბევრი რამე ცუდათ ემთხვევა და არ მინდა ამის გამო უდანაშაულო ადამიანი გავხვიო ბინძურ საქმეებში, შენ ხატიას არ იცნობ კარგად ... სხვანაირი გოგოა თავის თავში და სამყაროში ჩაკეტილი. შენგან მიყენებული დარტყმის გადატანა გაუჭირდება. შენ კიდევ კარგად გიცნობ სინდიის ვერ გაიჩუმებ ამის გამო და რამეს მოიწევ. - რა გინდა რომ მითხრა კახა მაგით, შურისძიება შვევწყვიტო თან ისეთ დროს უკვე ფინალში რომ გავდივართ. დავუშვათ რატიანი ოჯახით დააშანტჟეს და დედაჩემის საოპერაციო მაგიდაზე დატოვება შეუკვეთეს, ფაქტი სახეზეა დედაჩემი წლებია აღარ არის ამ ქვეყნად. ოჯახი დაიცვა და დედაჩემი გაწირა. - ან პირიქით დედაშენი არ გაწირა და ოჯახიც ამის გამო ავარიაში მოყვა. დაეჭვებით თქვა გოგამ. - სისულელეა მაგაზე ეჭვი ბოლო ბოლო ორივე მის გვერდითაა. - რაც არუნდა იყოს ხატია ამ საქმეში არაფერ შუაშია, ერთადერთი უდანაშაულო ადამიანია, იმის გამო არ უნდა დაისაჯოს რომ დავით რატიანის ერთადერთი შილია. თქვა გოგამ. - ჩემი აზრი იცით. აღარ გვინდა ამაზე კამათი. - ბიჭო შენ ხომ არ იცი იმ გოგომ ავარიის შემდეგ რა გადაიტანა. ცოტახანი დამაცადე კარგად გავარკვიოთ ყველაფერი. - არც მაინტერესებს. ბათუმში რახანც შენ მიდიხარ დღეს გამოძინება დავიმსახურე. ვუთხარი და ფეხზე წამოდგომა დავაპირე თუმცა კახა სიბრაზისგან გაწითლებული მეცა და პერანგის საყელოში მწვდა. -დღე მოვა ამას ინანებ იცოდე! მე ამ საქმეში შენს გვერდით არ ვარ. - არც მე. დაუმატა გოგამ. ეს ორი საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა საერთო ენას რა ადვილად ნახულიბდა. ისე ვერ გაიგებდი მეგობრები იყვნენ თუ მტრები. - თქვენი ძმობა აქედან გამოჩნდა. - შენს გამო და ოჯახის გამო ხელი სისხლში გავისვარეთ ორივემ შურის საძიებლად. ამას ძმობად თუ არ მიიჩნევ ეგ შენი პრობლემაა. - მართალია, უდანაშაულო ადამიანის ცოდოს წამოკიდება თუ აღარ გვინდა და გაუბედურება, ისიც იმიტომ რომ ისედაც ვიხრჩობით ამ ბინძურ ცხოვრებაში. საყელოდან ხელი უხეშად ჩამოვაღებინე კახას და რესტორნიდან გამწარებული წამოვედი. ახლა ერთადერთი რამე რაც მიშველიდა „კაიფია“, სახლამდე ვერ მოვითმენ მანქანის „ბარდაჩოკში“ უნდა მქონდეს ნარკოტიკი, სადმე წყნარ ადგილზე გავჩერდები და გავიკეთებ. წყნარი ადგილი კი ვთქვი მაგრამ როგორ აღვმოჩნდი ხატიას სახლთან მეც არ ვიცი. ვილის უკანა ეზოსთან გავაჩერე მანქანა, ხატიას ოთახი ჩანს აქედან კარგად... შუქი ისევ უნთია შუაღამეა 3 ის ოცი წუთი ნუთუ არ სძინავს, რას აკეთებს ასე გვიანობამდე? მობილური ტელეფონი შარვლის ჯიბიდან ამოვიღე და ხატიას შეტყობინება გავუგზავნე. „გღვიძავს?“ „ კი. „ „ რატომ? ყველაფერი რიგზეა ხომ?“ „ კი, კი. უბრალოდ... ძილთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს. შენ რატომ არ გძინავს? სახლში ჯერ არ დაბრუნებულხარ?’’ მის ასეთ ცნობისმოყვარეობაზე გამეღიმა, სხეულში სასიამოვნო სითბო ჩამეღავრა, შეგრძნება დამეუფლა თითქოს ვიღაცა ჩემით ნამდვილად დაინტერესდა. „ რა სახის პრობლემები? „ „ ფსიქოლოგიური უფრო ალბათ.“ „ რამ გამოიწვია? შენ სულ ესე უძილო ხომ ვერ იქნები არა? ხომ იძინებ?“ „ თუ გამიმართლა ვიძინებ, ან ძლიერ საძილე აბებს თუ მივიღებ. ერთ დღეს შეიძლება მოგიყვე, არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. შენ ჩემს კითხვაზე არ გიპასუხია.“ „ რა კითხვაზე?“ „ შენ რატომ არ გძინავს ამ დრომდე? სახლში დაბრუნდი თუ არა?“ „ გინდა სიმართლე გითხრა?“ მის პასუხს არ დავლოდებივარ კიდევ მეორე შეტყობინება გავუგზავნე. „ სახლში არ დავბრუნებულვარ, შენს სახლთან ვარ, არ მკითხო რატომ, იმიტომ რომ ამ კითხვაზე პასუხი მეც არ მაქვს.“ „რაა? ხუმრობ ხომ?“ შეტყობინება გამომიგზავნა და თავისი ოთახის აივანზე გამოვიდა. ეზოს წინა მხარეს დაიწყო ყურება, ალბათ ჩემს მოსაძებნად. მანქანის ფარები რამდენჯერმე ავუნთე და ჩავუქრე ჩემსკენ რომ გამოეხედა და დამინახა კიდევაც. შეტყობინების გაგზავნის მაგივრად მობილურზე დავურეკე. - დამინახე ხომ? - აქ რას აკეთებ. - მეც არ ვიცი... შეგიძლია რომ ჩამოხვიდე? - ესე გვიან?... ეხლა რა რთულ მდგომარეობაში მაყენებ არც კი იცი. - დღეს გოგოებისთვის რთული მდგომარეობა არსებობს? - ჩემთვის კი... ცოტახნით ჩამოვალ. - კარგი გელოდები . ტელეფონის მეორე მახარეს სიჩუმე იყო. ხმა აღარ ამოუღია. - ხატია გავთიშო? - არა მოიცადე, დღეს ჭამე რამე? მის ამ შეკითხვაზე გამეღიმა, მგონი მართლაც ღელავს ჩემზე,მის ყურადღებას ასე ადვილად თუ მივიქცევდი არ მეგონა, შორიდან ძალიან უკარება გოგო ჩანდა, უკონტაქტო რომელსაც უცხო ადამიანებთან საუბარი არ უყვარს და არც სიამოვნებს. - ნინო დეიდამ სვანური კუბდარი გამოგვიცხო იმას ჩამოგიტან. ჩემს პასუხს არ დალოდებია ისე გამითიშა მობილური. დაახლოებით 10 წუთში უკანა ეზოს კარებიდან ქურდივით გამოიპარა შუქიც არ აუნთიაა, სიბნელეში მოდიოდა ხელში სავარაუდოდ ჩემთვის გამზადებული კუბდარი ეკავა, შლოპანცები და პანდიანი პიჟამოები ეცვა, შორტსაც და მაისურსაც პანდის პრინტები ჰქონდა. მისი ასე დანახვა სასიამოვნო სანახაობა იყო, თმა ისევ ფანქრით ჰქონდა მაღლა აწეული, სათვალეების გარეშე მოაბიჯებდა ჩემს წინ. ახლა ამ წუთას ისეთი საყვარელია. პატარა ბავშივითაა , არა და ახალგაზრდა ლამაზი ქალბატონი იდგა რამდენიმე საათის წინ ჩემს თვალწინ. მანქანის კარი გამოაღო და შიგ ჩაჯდა შეფუთული „ხორციანი ღვეზელი „ გამომიწოდა. - ეს შენ, მიკროტალღურში შეგითბე, შეჭამე სანამ ცხელია. - მომეცი. გამოვართვი ხელიდან, ცალ ხელში დავიჭირე და მეორე ხელით მას მოვეხვიე, მისმა სასიამოვნო სურნელა ხელი დამხვია და მის თმებში ჩაკარგვისკენ მომიწოდა , ხატიას მოტანილი ღვეზელი მანქანის ტორპედოზე დავდე, მეორე ხელიც გავითავისუფლე და ხატიას თმებისკენ წავიღე, ფანქარი თმიდან მოვხსენი, შავი თმა წამის მესაედში დაეფინა მის მხრებს, სასწაულად ლამაზია ეს გოგო და მგონი საერთოდ აზრზეც არაა თვითონ, რადგან მსგავს რამეს ყურადღებას რომ აქცევდეს არ ეტყობა. თავი ვერ შავიკავე ისევ მოვეხვიე გულში ჩვიკარი და მისი თმების სურნელში ჩავიკარგე, რომელიც, შედარებაც კი სიძულვილს იწვევს ჩემში მარა ნარკოტიკივით მოედო ჩემს სხეულს და სულს. რის გამო მოვცილდი რესტორანს ეხლა იხსენებს ჩემი გონება. თუმცა რეალობა სხვა რამეს მაუწყებს ახლა სად ვარ და რას ვაკეთებ, რატომ მოვედი მასთან, მინდა ჩემს თავს შევეწინააღმდეგო მაგრამ არ გამომდის. თვითონაც მომხვია ხელები თვითონაც ჩამეხუტა. მეხუტება და თან თავისი პატარა სხეული კანკალებს,ალბათ მღელვარებისგან, როგორც რამდენიმე საათის წინ, ნუთუ პირველად ეხუტება ვინმეს,მერევა ეჭვები... ღმერთო არც მოველოდებოდი, კიდევ კარგი ჩემს გულში ვერ იხედება და ჩემს აზრებს ვერ კითხულობს, ხომ გამიგებდა მისი ჩახუტება დიდი ხნის ნანატრ სულიერ სიმშვიდეს რომ მგვრიდა. რომ ვაკოცო ნეტავ რას ვიგრძნობ? ახლა კოცნის სურვილი მეუფლება თმებს მხრიდან ნაზად ვუწევ, ყელთან ვკოცნი, მთელი სხეულით თრთის, დარწმუნებული ვარ ახლა როგორ გაწითლდა, ნაზად ვეცლები, მის პატარა და ულამაზეს სახეს ხელისგულებში ვიქცევ თუმცა სრცხვენია და თვალებში ვერ მიყურებს. - ლოყები აგიწითლდა. თვალებში შემომხედე. ვეუბნევი ღიმილით. - მრცხვენია. - ვისი ჩემი? თავის დახრა გადაწყვიტა თუმცა უფლება არ მივეცი. - შენთვის ადვილია მაგრამ მე... ღმერთო ამ გოგოს რომ ვუყურებ ღიმილს ვერ ვიცილებ სახიდან, სიმორცხვეც კი ისე უხდება... -რაო პირველად ეხუტები ვინმეს და ამიტომ გრცხვენია? ან პირველად გკოცნიან? ჩემს კითხვაზე თავი უფრო დახაარა არც კი შემომხედა მანქანის კარისკენ მიტრიალდა გასაღებად და დარწმუნებული ვარ ჩემგან გასაქცევად, რა ვარ ახლა ვხვდები. კლავიდან დავიჭირე და ჩემსკენ მოვქაჩე ისევ ჩავეხუტე და თავზე ვაკოცე. - მაპატიე მე უბრალოდ... გამიკვირდა. არ წახვიდე გეხვეწები, შენს მოტანილ ღვეზელსაც შევჭამ ოღონდ კიდევ ცოტახანი გაჩერდი. მისი წასვლის გაფიქრებამ სულიერი სიმშვიდე რომელიც მისი დანახვისას ასე ერთიანად მოედო ჩემს სხეულს სულმთლად გამიქრა... წამიერად მარტო დარჩენისაც კი შემეშინდა. რა უცნაური შეგრძნებაა. თავი დამიქნია და ჩემს გვერდით დარჩა, მისი მოტანილი საჭმელი ავიღე შეფუთვა შემოვხსენიდა ჭამა დავიწყე. - უგემრიელესია, მართლაც მაგრად მომშივდა მთელი დღე ვისკის მეტი არაფერი მიმიღია. - გემრიელად მიირთვი შემომცინა მომღიმარი თვალებით. - მანდ ბარდაჩოკში სველი ხელსაწმენდი უნდა იყოს მომაწოდე, ხელს შევიწმენდ ჭამასაც თითქმის მოვრჩი. პირ გამოტენილი ვესაუბრებოდი. ჩემს ნათქვამზე გაეცინა და ბარდაჩოკი გახსნა, გაკვირვებული უყურებს ერთ ადგილს, შემდეგ სველ ხელსახოცს კი არა ხელში ჩემს ნარკოტიკს და ნევსებს იღებს. ასე როგორ გამოვსულელდი და დამავიწყდა შიგნით რა მედო. თუ რამე შანსი მქონდა ამ გოგოსთან წამლის გამო ყველაფერი დავკარგე. -ეს...კითხვა არც დავასრულებინე ვუპასუხე ეგრევე. - რასაც ფიქრობ ისაა.. - დამოკიდებული ხარ? - კიც და არაც. - ეგ როგორ გავიგო. - არ მინდა ამაზე ლაპარაკი. - გთხოვ იქნებ დახმარება შევძლო. გაკვირვებული შევყურებ თვალებში და ყურებში იგივე ნათქვამი ავტომატურად მიმეორდება „ იქნებ დახმარება შევძლო“... ნუ თუ მართლა შეუძლია ვინმეს ან რამეს ჩემი დახმარება. შემდეგ ვფიქრობ აქ როგორ აღვმოჩნდი და გადავწყვიტე ყველაფერი თუ არა ნაწილი სიმართლე მისთვისაც მეთქვა. - დამოკიდებული ვფიქრობ რომ არ ვარ, ყოველდღე ან ყოველ კვირა არ ვიღებ ნარკოტიკებს... არის რაღაცა მომენტები ჩემს ცხოვრებაში და იმ მომენტებში ფსიქოლოგიურ პრობლემებთან გამკლავება მიჭირს, ამიტომ მხოლოდ ნარკოტიკს შეუძლია ჩემი დამშვიდება. მაგრამ ახლა მგონია ახალი ალტერნატიული ვარიანტი აღმოვაჩინე. გავუღიმე და სახესთან ჩამოყრილი თმები ყურს უკან გადავუწიე. - რა? - რა არა. ვინ. - მაშინ ვის შეუძლია შენი მისგან ჩამოცილება. - შენ... აქ როგორ ავღმოჩნდი მეც არ ვიცი, რესტორანში კახასთან და გოგასთან ვიჩხუბე... ვუთხარი თუ არა მანქანაში შუქი აანთო სახეზე ხელი წამავლო და შემათვალიერა შეშფოთებული თვალებით. - ნაცემი არ ვარ. ვუთხარი სიცილით. - მადლობა ღმერთს, ახლა გააგრძელე. - რესტორნიდან რომ გამოვედი, ერთადერთი რაც მინდოდა წამალი იყო, სადმე წყნარ ადგილზე გადავწყვიტე მანქანით მისვლა ხალხმრავალი ადგილიდან შორს ანუ, თუმცა აქ ავღმოჩნდი, შენი ოთახის ფანჯარაში შუქი რომ დავინახე მაშინ აღარ მახსოვდა არაფერი მხოლოდ შენ... ახლანდელ სიტუაციას კი შენც ხედავ, ნარკოტიკის მაგივრად კუბდარი მივიღე და დავნაყრდი და პლიუს დავწყნარდი კიდევაც, თავს უცნაურად მშვიდად ვგრძნობ. - თუ ეს სიმართლეა მაშინ ვისურვებ რომ ასეთ დროს ყოველთვის ჩემს გვერდით მოხვიდე. ამ ნათქვამმა ადგილზე გამყინა, გონებაში ყველა აზრი გამეთიშა, ახლა მხოლოდ გულის წადილმა მომხვია ხელი და გადავწყვიტე ის გამეკეთებინა რაც ჩემს გულს ყველაზე მეტად ახლა სურდა, მისი სახე ხელისგულებში მოვიქციე და ტუჩებზე ვაკოცე, ვაკოცე და მის ტუჩებში ჩავიკარგე, იმ წამს მივხვდი სამყარო და დრო ჩემს გარშემო როგორ გაჩერდა, და ამ გაჩერებულ სამყაროში მხოლოდ ხატიას სუნთქვა იყო ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მელოდია. ნაზად მოვცილდი ხატიას გულში ჩავიკარი და გულიდან წმოსული სიტყვები ვუთხარი. - დღეის შემდეგ სულ შენთან მოვალ, შენ კი გახსოვდეს, შენი პირველი კოცნის ქურდი ვინცაა შენი ცხოვრების მეგზურიც სამუდამოდ ის იქნება. არაფერი მიპასუხა ჩემი „წამლები“ ისევ თავის ადგილზე დააბრუნდა და ახლა თვითონ ჩამეხუტა. რას ნიშნავდა ეს ჩახუტება? მიმეღო პასუხად რომ ჩემს გვერდით იქნებოდა?!... - ეს ნიშნავს რომ ჩემს გვერდით იქნები? - კი ეს ნიშნავს რომ შენს გვერდით ვიქნები და ერთად დავაღწევთ თავს ამ ყველაფერს, ერთადერთი რაც მინდა გთხოვო... - რა? აღარ დავაცადე დასრულება. - მინდა რომ წამალს თავი დაანებო. - მაშინ შენ გვერძე ყოფნის უფლება უნდა მომცე. - ჩემს გვერდით ხარ ისედაც. - ხოდა წამალს არ ვიკეთებ ისედაც. კუბდარის დოზა მივიღე ნახე მაგის მაგივრად და გემრიელი დესერტიც მივაყოლე. ვუთხარი სიცილით და მეორედ ვაკოცე ტუჩებზე, ჩავიხუტე. მისი ლოყების სიმხურვალეს მეც კი ვგრძნობ. - შენს ლოყებს რა ვუშველოთ ყველაფერზე რომ წითლდება? - არვიცი.მითხრა და მეტად მომეხვია. ასე იყო ჩემთან ჩახუტებული სანამ არ ჩაეძინა. აბა ამ გოგოს ძილის პრობლემა ჰქონდა, ასე უცბათ როგორ ჩეძინა, მისი შეღვძება ვცადე თუმცა ისეთ ღრმა ძილში წასულიყო საგონებელში ვერ ჩავაგდე. - სად მოასწარი ასე ღრმად ჩაძინება. ხატია, გაიღვიძე , სახლში აბრუნების დროა. ჩემი მცდელობა ამაო აღმოჩნდა, სავარძლის საზურგეზე მივაწვინე ღვედი გადავუჭირე, მალე გათენდებოდა და მანქანით აქ ვერ გავჩერდებოდი ამიტომ ჩემი სახლისკენ ავიღე გეზი. გამოიძინებდა და შემდეგ დავაბრუნებდი. ოჯახის წევრებისთვის კი ხელახალი ტყუილის მოფიქრება მგონი რომ არ გაუჭირდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.