შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე ლაქა ( თავი 7 )


20-02-2025, 00:57
ავტორი NakoNako
ნანახია 202

7
ხატია
ყოველთვის როცა ჩემი მობილური რეკავს მძულს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ძლივს ჩაძინებულს მაღვიძებენ, თვალიც არ გამიხელია ისე გავუთიშე და ძილის გაგრძელება გადავწყვიტე, თუმცა ვინ გაცდის ხელახლა გაისმა ზარის ხმა.
- ან გამორთე ან უპასუხე ხატია.
მომესმა მამაკაცის ნაცნობი ხმა. შოკში ჩავარდნილმა თვალები მაშინვე გავახილე, პირველი რაც დავინახე ჩემს გვერდით ზურგ შექცევით მწოლი ვაჟაა. წამის მეასედში აღმიდგა გონებაში წუხანდელი ღამე, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს ვაჟას გვერდით ერთ ლოგინში რა მინდა, ეს ფაქტი რათქმაუნდა მეტად მაფხიზლებს და ჯერ კიდევ რამდენიმე წუთის უკან უზომოდ მორეულ ძილის სურვილს წამებში მიფანტავს, რათქმაუნდა ტელეფონის გაბმული ზარის ხმაც კარგი დამხმარეა. ჩემი მობილური მარცხენა მხარეს ტუმბოზე დევს, რომელ მხარესაც ვაჟა წევს ახლა, ცალ ხელს დავეყრდენი და ვეცადე ისე მივწდომოდი ვაჟა არ შემეწუხებინა, მობილურისკენ გადაწვდომა და ვაჟას ხელების შემოხვევა ჩემს წელზე ერთი იყო. ამ დილაუთენია მგონი ამდენი “ შოკი“ ჩემთვის ზედმეტი იყო. ლოყების სიმხურვალეს უკვე ვგრძნობ, თითქოს მთელს სხეულში დავლილი სიმხურვალე ჩემს ლოყებში ჩსახლდა.
- შენ ყოველ დილით ასეთი ლამაზი იღვიძებ?
ჩემს პასუხს არ დაელოდა თავი ოდნავ წამოსწია ბალიშიდან და ტუჩებზე ნაზად მაკოცა, შემდეგ ორივე ლოყაზე.
- დილამშვიდობისა. ვუთხარი დარცხვენილმა.
- როგორ გეძინა? მე თუ მკითხავ კარგად გეძინა, რადგან ვერ შევძელი შენი გაღვიძება.
- სად ვართ?
- ჩემთან სახლში, წუხელის ისე უცბათ ჩაგეძინა ვერ გაგაღვიძე, ვცადე შენი გაღვიძება მაგრამ უშედეგოდ. ვინ გირეკავს ასე შეუჩერებლივ?
ცალი ხელი გამიშვა წელზე და ჩემს მობილურს გადასწვდა.
- ოოოოო!
- დედაჩემია ხომ? სანამ არ ვუპასუხებ არ გაჩერდება. რა ვუთხრა ახლა როგორ ავუხსნა.
- სიმართლე უთხარი. უთხარი რომ ჩემს გვერდით ხარ.
- რაა? გაგიჟდი? თუ გინდა რომ ეს სახლი თავზე დაგვაქციოს ვეტყვი. მითუმეტეს კატეგორიულად გამაბრთხილა შენგან თავი შორს დამეჭირა.
- არ მიკვირს, ვინც მიცნობს ჩემგან თავი ყველას შორს უჭირავს ისედაც. მიდი უპასუხე. ხო კიდევ 2ის ნახევარია შუადღის დილაა არაა არ დაიბნე.
ეშმაკური ღიმილით მითხრა, რადგან იცოდა რომ ტყუილს ვეტყოდი, ხელი გამიშვა და საწოლიდან წამოიწია, მეც წამოვჯექი საწოლზე, ხმა დავიყენე დედა არ მიმიხვდეს ახალი გაღვიძებული რომ ვარ. ამასობაში ვაჟა საწოლიდან ადგა და აბაზანისკენ წავიდა.
- ალო. ვუპასუხე დედას , ტელეფონის მეორე მეორე მხრიდან ავის მომასწავებელი სიჩუმე მაუწყებს რომ დილის 10 საათიდან შემოსულ და უპასუხოდ დარჩენილ დედაჩემის 11 ზარს, პასუხის მოთხოვნის გარეშე ადვილად ვერ დავაღწევ თავს. რამე კარგი მიზეზი მჭირდება მაგრამ რა?
- მადლობა ღმერთს ხატია! ტელეფონს რატომ არ პასუხობ? დილიდან გირეკავ. როგორ ვინერვიულეთ იცი?
- დედა მაპატიე, ხმა მქონია გათიშული, შემთხვევით დავხედე მობილურს დროის შესამოწმებლად და მაშინ გავიგე რომ რეკავდი.
- შემდეგში ყურადღებით იყავი, რა აღარ ვიფიქრეთ მე და დავითმა. სად ხარ ეხლა? სახლში რომ არ ხარ ვიცი თუმცა მანქანა სახლშია.
- დედა მე, მე მოლში წამოვედი. 9 საათზე გამოვედი სახლიდან ან უფრო ადრე დროისთვის არ შემიხედია, მთელი ღამე არ მძინებია და ამიტომ გადავწყვიტე ქალაქში მესეირნა, ტაქსით წავედი, მანქანა არ წამიყვანია ფეხით გავლა მინდოდა.
- ტაქსით წახვედი, სასეირნოდ წახვედი და ახლა მოლში ხარ?
- კი დედა რა არის აქ გასაკვირი?
- და რა არ არის გასაკვირი ხატია? მითუმეტეს სათვალე და შენი ყურსასმენებიც ოთახშია. შენ სოციალური ფობია გაქვს ამიტომაა ყველაფერი ეს გასაკვირი.
- სიმართლეს გეუბნევი დედა, ამჯერად ყურსასმენები არ წამიღია და რახანც სეირნობას ვაპირებდი მზის სათვალე ავიღე.
- ძნელი დასაჯერებელია, მგონია რომ რაღაცას მალავ , მაგრამ კარგი ასე იყოს როგორც შენ ამბობ.
- კარგი დედა, გავთიშო ?
- ხატია... ჩემი გაბრთხილება ხომ გახსოვს?
- რა გაბრთხილება?
- მოლში ვაჟა თუ შეგხვდება ან კახა თავი ორივესგან შორს დაიჭირე, ეს ბოლო დროა მანდ ტრიალებს ორივე.
- კარგი დედა, არ იდარდო. ახლა ვთიშავ მობილურს.
ტელეფონი გავთიშე და იქვე საწოლზე დავდე, ამ დროს ვაჟა აბაზანიდან გამოსულიყო და საძინებელში არსებულ პატარა ოთახში შესულიყო, რომელიც ტანსაცმლის კარადის ფუნქციას ასრულებდა. ტანისამოსზე დავიხედე პანდიანი პიჟამოები და შლოპანცები სასწაული კომბინაციაა ნამდვილად, დედაჩემი კი დავაჯერე მაგრამ ტანსაცმელი მჭირდება. ფიქრებიდან ვაჟამ გამომარკვია.
- თავი მოიწესრიგე და დაბლა ჩავიდეთ.
- მე მგონი აქ დავრჩე ჯობია.
ჩემს ამ ნათქვამზე სიცილი დაიწყო, ჩემთნ ახლოს მოვიდა და ცხვირზე ნაზად მაკოცა.
- მაცდური წინადადებაა. მეც შენთან ერთად ხომ არ დავრჩე?
წამიც არ დამჭირდა სახე როგორ გამიცხელდა ვიგრძენი, უარესად გაიცინა ჩემს დამორცხვებაზე და ამ ჯერად შუბლზე მაკოცა.
- ნუ გაწითლდი, შენთან გახუმრება გადავწყვიტე, შეყვარებულს რომ გავეხუმრო ხომ შეიძლება?
- შეყვარებულები ვართ? ჩემდა უნებურად დავუსვი სულელური შეკითხვა.
- შეყვარებული თუ არ მოგწონს, ჩვენს ურთიერთობას რა სახელიც გინდა ის უწოდე. შენ ჩემგან ვერასდროს ვერ წახვალ. ხომ თქვი შენს გვერდით ვარო ხოდა სანამ ცოცხალი ვარ მუდამ ჩემს გვერდით იქნები, შენ რომ არც გინდოდეს მაინც.
მისმა წარმოთქმულმა სიტყვებმა უარესად დამახვია თვბრუ, არ ვიცოდი მის მიმართ რას ვგრძნობდი, თითქოს რაღაც უხილავი მისკენ მისასვლელად მიბიძგებდა, მის გვერდით აუხსნელ სიმშვიდეს ვგრძნობ, გონება მეთიშება, არაფერზე ფიქრი არ მსურს, მისი ერთი მზერაც კი მწვანე ფერში უკიდეგანოდ ჩაკარგის ტოლფასია. სრულიად უცხო ადამიანი თითქოს ძალიან ახლობლად იქცა ჩემთვის. ჩემს ცხოვრებაში უცაბედად შემოიჭრა, თავისი ქაოსური ცხოვრებიდან საკვირველად სასიამოვნო სიმშვიდე შემოიტანა ჩემში. ვატყობ მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში ყოველ წამს დიდ მნიშვნელობას იძენს, ვგრძნობ რომ მისი ერთი ნათქვამიც საკმარისია ჩემთვის „სიგიჟის“ ჩასადენად.
- ტანსაცმელი მჭირდება, პიჟამოებით ამ ოთახიდან ვერ გავალ.
- რატომ? სახლში ჩვენს მეტი არავინაა და ჩემი აზრით ძალიან გიხდება რაც გაცვია. მითხრა მოსიყვარულე ტონით, ხელი მომკიდა და „ გამოსაცვლელი“ ოთახისკენ წამიყვანა.
- აირჩიე რომელიც გინდა, ჩემი სამოსი შენს განკარგულებაშია.
- შორტი და მაისური მომეცი შენ თვითონ, თინას რომ დავურეკო და ტანსაცმლის მოტანა ვთხოვო აქ კიდევ საფულის, შენთვის პრობლემა ხომ არ იქნება? სახლში შენი ტანსაცმლით ვერ დავბრუნდები.
- ტანსაცმელი გავიგე და საფულე რათ გინდა, სახლამდე მე დაგტოვებ, თუ რამე გინდა რომ იყიდო ჩემს გვერდით როცა იქნები ჩემი თანდასწრებით შენ ფულის გადახდის უფლებას არ მოგცემ, ხო კიდევ თუ გრცხვენია გაიხსენე ჩემი „მოცემული“ ფული როგორ დახარჯე „დაუკითხავად“.
სიცილით მითხრა, ცხვირზე ნაზად მომქაჩა, წელზე მომხვია ორივე ხელი და მჭიდროდ მიმიხუტა, ჩვენს სახეებს შორის მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის მანძილი დატოვა, ჯერ ერთ ლოყაზე მაკოცა შემდეგ მეორეზე ბოლოს ყელზე, ჩემი თმების სურნელში ჩაიკარგა.
თვითონ არ ვიცი რას გრძნობდა მაგრამ, მე კი ფეხზე დგომის ძალაც აღარ მქონდა, რა იცის რა მემართება როცა მეხება, მისი ერთი შეხება საკმარისია გონებაში ყველა აზრი ამერიოს, რეალობას მომწყვიტოს და მის მკლავებში დამკარგოს... ღმერთო მადლობა ჩემი შინაგანი სამყაროს დანახვა რომ არ შეუძლია. ვაჟა ნაზად მომეცალა თავისი შორტი და მაისური გამომიწოდა.
- ახლა ამეებით როგორმე გაძელი, შევჭამოთ მოლში წავიდეთ და რაც გჭირდება ყველაფერი ვიყიდოთ.
შუბლზე მაკოცა ტანსაცმელი ხელში დამიტოვა და ოთახიდან გავიდა.

ერთი საათის შემდეგ სახლიდან გამოვედით, მანქანაში ჩავსხედით და მოლისკენ დავიძარით. გზაში რამდენჯერმე ვაჟას ტელეფონმა დაურეკა კახა იყო, თუმცა არ პასუხობდა. მანქანის პარკინგზე დაყენების დროს იძულებული გახდა ეპასუხა.
- გისმენ კახა. რა ცეცხლი მოიკიდე შეუჩერებლად რომ რეკავ .
- .....
მეორე მხარეს რა უთხრეს არ ვიცი თმცა სახე შეეცვალა, სიბრაზემ მისი მომღიმარ სახე ბორკილებით შებოჭა, მისი სახის ყოველი კუნთი იუწყებოდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
- დარწმუნებული ხარ? მე უნდა წავსულიყავი გუშინ მაგრად მოვტყუვდით.
- ....
- თუ ფაქტზე დავიჭირე ძირფესვიანად ამოვიღებ ორივეს. ეხლა ვერ გელაპარაკები ხატიასთან ერთად ვარ, შენ ბათუმიდან არ წამოხვიდე მანდ დარჩი. ყველას გაუგზავნე მოსაწვევი გვიან ღამე 2 საათზე ყველა მრგვალ მაგიდასთან დამხვდეს. მოლში ჩვენი ბიჭებიდან რამდენიმე ბიჭი გამომიგზავნე. წამოსვლის წინ დაგირეკავ.
ზარი დაასრულა კახასთან, საინტერესოა რა უთხრა, კითხვა მინდა თუმცა მერიდება აშკარად არ უნდა მე რომ გავიგო. ტელფონით რამდენიმე შეტყობინება გააგზავნა, ვეღარ მოვითმინე ჩუმად ყოფნა.
- რამე სერიოზულია? სახის გამომეტყველება კახას ზარიდან რამდენიმე წამის შემდეგ შეგეცვალა.
- ვაჟა ! შენ გესაუბრები.
- ბოდიში ხატია. საქმეებთან დაკავშირებით სერიოზული პროლემა გვაქვს, მალე მოვაგვაროთ აქ რა საქმეც გვაქვს ბათუმში ვარ წასასვლელი.
- თუ გინდა მიხედე შენს საქმეს, თინას დავურეკავ და აქ დაველოდები.
- არა. ვიყიდოთ რაც გინდა და სახლის კარამდე მე დაგტოვებ.
მანქანის კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა, ჩემი კარებისკენ წამოვიდა თუმცა დავასწარი ჩემით გავაღე და გადმოვედი მანქანიდან, პირველი რაც თვალში მომხვდა პარკინგზე მდგარი 4 დაცვის თანამშრომელი იყო. ესკალატორით ავედით -2 სართულიდან პირველ სართულზე, დანაჩენ ორ სართულზეც იყო ოთხ- ოთხი დაცვის თანამშრომელი, გამიკვირდა აქამდე არასდროს ყოლიათ, მილიონჯერ ვარ აქ ნამყოფი. მე რომ უთანხმოება მომივიდა ერთ- ერთ მძღოლთან არც მაშინ ყოფილა.
- აქამდე დაცვა არ მინახავს აქ.
- არ გვყავდა და იმიტომ.
- როდის აიყვანეთ?
- შენ რომ თავს დაგესხა ერთ-ერთი არაკაცი იმდღიდან ავიყვანეთ. მთელი პარკინგის ტერიტორიაზე არიან. შენ რის ყიდვას აპირებ?
- ჩასაცმელის, პატარა ჩანთის, ფეხსაცმელის და კიდევ სათვალის, ჰო, კიდევ ფანქარი მინდა თმის შესაკვრელად .
გაეცინა, მეტად სიმპატიური იყო როცა იცინოდა, ლოყა ეჩხვლიტებოდა და მის მამაკაცურ მიმიკებს ბავშურ იერს ძენდა. ამასობაში მოლის პირველ სართულზეც ამოვედით, შემდეგ ლიფტში ჩვსხედით და მესამე სართულზე ავედით, ჯერ ტანსაცმლის მაღაზიაში შევედით, ვაჟას დაძალებით კაბების სექციაში ამოვყავი თავი.
- არ მიყვარს კაბები?
- რატომ? ჩემი აზრით ძალიან გიხდება, დღეს კიდევ ერთხელ ჩაიცვი.
- კარგი მაგრამ დედაჩემი ჯერ დილანდელი საუბრის შემდეგ შოკიდან არ იქნება გამოსული კაბით რომ დამინახოს უარეს დღეში ჩავარდება.
- რა ტყუილი უთხარი დილით? მკითხა სიცილით.
- ვუთხარი რომ სასეირნოდ გამოვედი დილით ადრე და შემდეგ მოლში ამოვედი საშოპინგოდ.
- მთლად ტყუილიც არაა. რომ გაიგებს შეყვარებულთან ერთად რომ ხარ წარმომიდგენია როგორ გაუხარდება.
- აი ეგ კი ნამდვილად არ უნდა გაიგოს.
ვაჟამ მხარზე ხელი გადამხვია, დავიწყეთ რეილებს შორის სიარული და კაბების თვალიერება.
- რატომ? ხომ არ მიწუნებს.
არაფერი მიპასუხია გავჩუმდი, თუმცა თვითონ მიხვდა, ხმამაღალი სიცილი დაიწყო.
- შენ მაგაზე არ ინერვიულო ჩემო ფერია, თამართან მე მოვაგვარებ.
- როგორ შენ ხომ დედაჩემს არ იცნობ. კატეგორიულად ამიკრძალა შენთან შეხვედრა.
- შენ რამდენი წლის ხარ 17?
არაფერი ვუპასუხე, სიჩუმე შევინარჩუნე.
- არა ხომ? ხანდახან პატარა ბავში მგონიხარ თუმცა ზრდასრული, საკმაოდ ჭკვიანი და ჩამოყალიბებული პიროვნება ხარ, არაა მგონია შენ რამე გულით გინდოდეს და წინ ვინმე ან რამე გადაგეღობოს.
- შეარჩიე რომელიმე და მალე გავიდეთ აქედან.
ვაჟამ შავი სადა წვრილბრეტელიანი გრძელი სარაფანი შემირჩია სამკუთხედი დეკოლტით, შლოპანცები იმდენად მოუხდა ფეხსაცმლის ყიდვა გადავიფიქრე. დარჩენილი ყველაფერი შევიძინეთ და მანქანისკენ წავედით.
- კაბას არეტყობოდა ასეთი ამოღებული თუ იყო.
მის ნათქვამზე გამეცინა, ხელზე ხელი მოვკიდე და ჩემსკენ მოვაბრუნე.
- ბუზღუნი როგორ გიხდება. ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე;
- ჩემთვის უნდა დაგეჯერებინა შარვალი და მაისური კარგი ალტერნატივა იყო, ვერ ვიტან კაბებს.
- კაბა ძალიან გიხდება, მაგრამ ეს კაბა მეორედ აღარ ჩაიცვა. შუბლე მაკოცა და მანქანის კარის გასაღებად წავიდა.
ჩემს სახლამდე მგზავრობამ ზედმეტად წყნარად ჩაიარა, ხმა არც ერთს ამოგვიღია .
- სახლში რომ არ შემოგიპატიჟო გეწყინება?
- კი! თუ არ შემომიპატიჟებ მეწყინება, მაგრამ არაუშავს მამაშენი შენზე წინ დახედულია და შენგან განსხვავებით მან დამპატიჟა. თქვა ეშმაკური ღიმილით და ჭიშკრის პატარა კარი შეაღო.
- დედაჩემი რომ დაგინახავს გაგიჟდება.
- შენი მჯერავს მოაგვარებ. მანამ მე მამაშენს გავესაუბრები. იცის რომ სტუმრობას ვაპირებ და მელოდება.
- მამასთან რა თემაზე უნდა ილაპარაკო?
- ჩვენზე!
- რა?
პასუხი არ გამცა ისე დარეკა კარზე ზარი!



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ძალინ კარგი იყო, თქვენ არ იცით ყოველდღე ვამოწმებდი წინა თავს ხო არ დაიდო შემდეგი თქო, ისე მომეწონა მე6 თავი 3 ჯერ წავიკითხე. წარმატებები და ველით შემდეგ თავს.

 


№2  offline წევრი NakoNako

სტუმარი ანი
ძალინ კარგი იყო, თქვენ არ იცით ყოველდღე ვამოწმებდი წინა თავს ხო არ დაიდო შემდეგი თქო, ისე მომეწონა მე6 თავი 3 ჯერ წავიკითხე. წარმატებები და ველით შემდეგ თავს.

მიხარია თუ მოგეწონათ heart_eyes წერის პროცეში ვარ ძალიან არ დაგიგვიანებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent