შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ამბავი 1


20-02-2025, 03:33
ავტორი Me black and blue
ნანახია 324

***ონლაინ გაცნობა

თამარი სულ შემთხვევით გადაეყარა მას. ინსტაგრამს სქროლავდა, როცა უცნობი ბიჭის კომენტარი შეამჩნია საერთო მეგობრის ფოტოზე. მისი სახელი – ნიკოლოზი – უცნაურად ნაცნობი მოეჩვენა, მაგრამ სახე არ ახსოვდა. პროფილზე გადასვლით დაინტერესდა. ფოტოებზე სიმპათიური, ღიმილიანი ბიჭი დახვდა, რომელსაც მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოები და სპორტული ცხოვრების სტილი ეტყობოდა.

გაუცნობლად არ დაუმატებია მეგობრებში, მაგრამ უცნაური მუხტი იგრძნო. რამდენიმე წუთში, თითქოს ფიქრები წაიკითხა, ნიკოლოზმა თვითონვე მოწერა:

– მეგონა, ამ ქალაქში ყველა ყველას ვიცნობდით, მაგრამ შენ აქამდე არ შემიმჩნევიხარ.

თამარს გაეღიმა. სწრაფი და თავდაჯერებული ტექსტი მოეწონა. ცოტა ხანი დაფიქრდა, მერე უპასუხა:

– ალბათ იმიტომ, რომ მე არ ვჩანვარ ყველგან.

მიმოწერა სწრაფად წარიმართა. ორივეს გაუკვირდა, რამდენად ბევრი საერთო აღმოჩნდათ. ერთნაირი მუსიკა მოსწონდათ, ორივეს უყვარდა საღამოობით ქალაქის პატარა კაფეებში ჯდომა. საუბარი იმაზე ბუნებრივად წარიმართა, თითქოს ერთმანეთს წლებია იცნობდნენ.

რამდენიმე დღის შემდეგ, როცა უკვე საათობით საუბრობდნენ, ნიკოლოზმა იკითხა:

– ისე, რომელ უბანში ცხოვრობ? იქნებ ბავშვობაში სულაც ერთად ვთამაშობდით?

თამარს გულში უსიამოვნოდ გაკრა. არ იცოდა, ეპასუხა თუ არა. მისი ოჯახი ქალაქში ბევრმა იცოდა, მაგრამ კარგი რეპუტაციით არ სარგებლობდნენ. მამამისის ბიზნესი არცთუ ისე პატიოსან საქმეებს უკავშირდებოდა, დედამისზე კი ბევრი ჭორი დადიოდა.

– რა მნიშვნელობა აქვს? ქალაქი ისედაც პატარაა, ადრე თუ გვიან გავიგებთ. – სცადა მსუბუქად გადაეტანა ყურადღება.

მაგრამ ნიკოლოზი არ გაჩერებულა:

– ისე კი, მეც ერთი ადგილიდან ვარ… ვერ წარმოვიდგენ, რომ აქამდე არ შევხვედრივართ. აბა, საიდან ხარ?

თამარმა ღრმად ამოისუნთქა. ახლა გაიგებს. ახლა შეიცვლება ყველაფერი.

და უპასუხა.


***სიმართლის ზღვარი

თამარმა გულგრილად სცადა პასუხის მიწერა, მაგრამ თითები უცნაურად ეჭირებოდა კლავიატურას. ბოლოს სწრაფად აკრიფა:

– მე ძველი უბნიდან ვარ, ბაზრის მიმდებარედ.

ნიკოლოზმა რამდენიმე წამით დააყოვნა პასუხი. შემდეგ მოკლედ მიწერა:

– ჰოო… საინტერესოა.

ამან თამარს გული ცუდად აუჩუყა. მას ეგონა, რომ ნიკოლოზისთვის ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა, მაგრამ მეორე დღეს ბიჭი უფრო იშვიათად წერდა. თუ ადრე საუბრები შეუჩერებლად გრძელდებოდა, ახლა ნიკოლოზი გვიან პასუხობდა, ზოგჯერ მშრალი ტექსტებით. თამარს გულში რაღაც უსიამოვნო გრძნობამ დაუარა, მაგრამ თავი დააჯერა, რომ ეს მხოლოდ მისი წარმოდგენა იყო.

მაგრამ ნიკოლოზის ცვლილება უკვე აშკარა ხდებოდა. ერთი მხრივ, დისტანციას ინარჩუნებდა, თითქოს გაუცხოვდა, მაგრამ მეორე მხრივ, ისევ ყურადღებიანი რჩებოდა—პოსტებზე ისევ რეაგირებდა, ზოგჯერ მოკლედ მოიკითხავდა, თითქოს არ უნდოდა, რომ სრულად გამქრალიყო მისი ცხოვრებიდან.

თამარი ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა. ნუთუ მხოლოდ ჩემი ოჯახის გამო შეიცვალა?

რამდენიმე დღე ასე გაგრძელდა, სანამ მოთმინება დაელია.

– ნიკოლოზ, რა ხდება? – ერთხელაც პირდაპირ მისწერა.
– რამე პრობლემა გაქვს ჩემთან?

ნიკოლოზმა რამდენიმე წუთით შეყოვნდა, შემდეგ კი უპასუხა:

– პრობლემა არა, უბრალოდ…

– უბრალოდ რა?

პასუხი არ დაუწერია. თამარი უკვე ტირილის პირას იყო. ეს არ არის ფეარ-თეილი, სადაც ბიჭს არ აინტერესებს, საიდან ხარ. ეს ნამდვილი ცხოვრებაა.

მეორე საღამოს, თითქოს სინდისმა შეაწუხა, ნიკოლოზმა თვითონვე მისწერა.

– თამარ, გთხოვ, არ იფიქრო, რომ უბრალოდ დაგცილდი.

– აბა?

– სიმართლე გითხრა… გამოვიკითხე შენს ოჯახზე. ვიცი, რომ ეს საშინელებაა, მაგრამ უბრალოდ… მაინტერესებდა.

თამარს გულისცემა აუჩქარდა.

– და? რა გაიგე?

– ის, რაც ქალაქში ისედაც ყველამ იცის. რომ… თქვენი სახელი საუკეთესო არ არის.

თამარი ყელში მოწოლილ სიმწარეს ძლივს იკავებდა.

– და ამიტომ შეიცვალე? ამიტომ დაიჭირე დისტანცია?

ნიკოლოზს ცოტახანი პასუხი არ დაუწერია. მერე მოკლედ უპასუხა:

– არ ვიცი, თამარ…

***გაუჩინარება

თამარმა დიდხანს უყურა ნიკოლოზის ბოლო შეტყობინებას.

“არ ვიცი, თამარ…”

ეს იყო ყველაზე გაურკვეველი და უსიცოცხლო პასუხი, რაც შეიძლებოდა მიეღო. აქამდე გულში იმედს მაინც იტოვებდა, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც წარმოედგინა. მაგრამ ახლა მიხვდა—ბოლოს და ბოლოს, მან არჩევანი გააკეთა.

სიცარიელე იგრძნო. თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი დაიმსხვრა მის გულში.

გადაწყვიტა, რომ ზედმეტი აღარ უნდა გამხდარიყო. ადამიანს ძალით ვერ შეაყვარებ თავს.

ამის შემდეგ, ნიკოლოზისთვის აღარ მოუწერია. უფრო მეტიც—ის უბრალოდ გაქრა. სოციალური ქსელებიდან გაქრა, ინსტაგრამი გააუქმა, მესენჯერი გათიშა. თუ ნიკოლოზი რამეს დაწერდა, მისი ნახვაც კი აღარ შეეძლო.

მაგრამ ნიკოლოზს არაფერი დაუწერია.

თამარი ამ პერიოდში საზღვარგარეთ იყო რამოდენიმე კვირით ქალაქიდან დროებით გასული. ცდილობდა მასზე არ ეფიქრა, მაგრამ ღამით, როცა მარტო რჩებოდა, მაინც ახსენდებოდა მათი პირველი საუბრები, ის ღიმილიანი შეტყობინებები, მუხტი, რომელიც მათ შორის მაშინვე გაჩნდა.

და ასე გავიდა კვირები.

ნიკოლოზმა იცოდა, რომ თამარი მალე ბრუნდებოდა. ვერ გაიგო, რატომ გაქრა ასე უეცრად, მაგრამ ამას მიხვდა—მასზე, როგორც ჩანს, იმაზე მეტად ატკინა გული, ვიდრე ეგონა.

თავის თავს ვერ პატიობდა.

ბევრი იფიქრა, ბევრი იკვლია, ბევრს ელაპარაკა და ბოლოს, სიმართლე ბოლომდე გააცნობიერა. რა მნიშვნელობა აქვს, ვისგან არის? რა მნიშვნელობა აქვს, რას ფიქრობენ მისი ოჯახის შესახებ? ის არის ზუსტად ისეთი გოგო, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდა.

თამარის გარეშე ყველაფერი უსიცოცხლო ეჩვენებოდა.

და ამ დროს მიხვდა—მას უნდა ეპოვა.

ეს ასე არ უნდა დასრულებულიყო.

ნიკოლოზმა თამარის ძებნა დაიწყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent