გადაგიყვარებ !(სრულად)
............................... და თუ არსებობს ერთი მიზეზი მაინც ბრძოლისთვის ,შენ არ უნდა დანებდე სულ რომ არავინ გყავდეს გვერდით, არავის ედარდებოდე, ენატრებოდე და უყვარდე მაინც არსებობს ის ერთი მიზეზი სიცოცხლისთვის და ეს მიზეზი თავად შენ ხარ . ცხოვრება დაუნდობელია, ზოგი მარცხდება და ზოგიც გამარჯვებული იბადება, ვიღაც იმარჯვებს და შენც არ დანებდე, არ დანებდე ! _ ცივა , დე _მალე გათბები ... სულ მალე , ჩემო სიცოცხლე _ აკანკალებულ გოგონას გულში იკრავდა . თავზე ათოვდათ, ყინავდა მან კი საკუთარ ქურთუკში გაახვია ბავშვი . ნაქსოვი ზედის ამარა ებრძოდა სუსხს , ძვლებამდე აღწევდა ყინვა . სახე და ხელებიც გაეყინა, თითქმის ვეღარ გრძნობდა კიდურებს, ბავშვი კი ისევ ხელში ჰყავდა. ყველა გამვლელი მანქანის ეშინოდა, ეგონა ის იყო , იპოვნა და უკან დააბრუნებდა. თითქოს გრძნობდა კიდეც თმაში ჩავლებულ ხელს . _დედა სად მივდივართ? _ბიჭუნამ ქვემოდან ამოხედა და კიდევ უფრო ეცადა ნაბიჯი სწრაფად გადაედგა დედას რომ არ ჩამორჩენოდა _ბებიასთან და ბაბუასთან ,დე _ერთხელ რომ წავედით და ისევ მამასთან დაგვაბრუნა ? მეშინია _ნუ გეშინია დე,ყველაფერს მოვაგვარებ , გპირდები ... _საკუთარი თავის რწმენა არ ჰქონდა, არავინ ჰყავდა არავინ ვინც დაიცავდა თავად კი ორი უნდა გადაერჩინა. თავად იქცა ფარად, ფრთამოტეხილი აგრძელებდა გზას ბავშვებთან ერთად. მშობლიურ სახლთან რომ მიაღწია ჯერ კიდევ ჰქონდა იმედის ნაპერსკალი. კართან იდგა და ელოდა ნაბიჯების ხმას , დედამ გააღო დაინახა და შეიცხადა _შემოდით ... ახლავე შემოდით . ამ მდგომარეობაში აქამდე როგორ მოხვედი . თანაც ამ დროს _ყველაფერი დამთავრდა, უკან აღარ დავბრუნდები _ბავშვი ისევ ჩახუტებული ჰყავდა. სითბომ ერთიანად წაართვა ძალა, იატაკზე დაჯდა და გოგონაც გულში ჩაიკრა. ყელში ბურთი გაეჩხირა ბავშვმა გასიებულ, წითელ ლოყაზე რომ აკოცა და ხელთათმანიდან გათავისუფლებული პატარა ხელით მოეფერა _გაგივლის დედიკო , გაკოცებ და აღარ გეტკინება _ თვალები ამღვრეული ჰქონდა, ტუჩები რამდენიმე ადგილას შეახო და მერე ისევ მოეფერა _ ხო აღარ გტკივა, დე? _არა , დე არ მტკივა ჩემო ცხოვრებავ ... _რა დღეში ჩაიგდე თავი და ეს ბავშვებიც რას დატანჯე... სულელი გოგო. გაფრთხილებდი და არ გამიგონე, არ გინდა მუშაობა სულელია შენი ქმარი გაგიჟდება_თქო და აჰაა სამსახურს შესწირე სიმშვიდე. ასეირე ხალხი ახლა და იარე ასე წინ და უკან ... უკვე ეცოდინება მთელ ქუჩას, ამათ რას გამოაპარებ. მამაშენს რას ეტყვი _ხალხზე დარდობ დედა? შემომხედე , სახეზე კარგად მიყურე და ესენიც ნახე ... _კაცია და იეჭვიანა , რას ელოდი? თამოყვარეობა აქვს თავისი ... შენც არ დაამშვიდებ, არ აუმაღლებ თვითშეფასებას ერთს არ შეაქებ, არ მიეფერები და არ დაარწმუნებ რომ ის გიყვარს _მიყვარს? ამ ყველაფრის შემდეგ შეიძლება მიყვარდეს? _როგორ არა, ქალები სულელები ვართ პატიება სულ შეგვიძლია _მე დავასრულე ... უკან ვბრუნდები _მამაშენს უთხარი ეგ მე უკან ვბრუნდები ორი ბავშვით და არაფრით_თქო _მხედავ დედა? _გეხედავ, მერე? მე დაგაძალე გათხოვდბა ? რომ დაკარი ფეხი და წაყევი , მკითხე? _ცივი ხარ დე ... ჩაიცვი _ბიჭუნა ისევ ეფერებოდა ბავშვებისთვის არაფერი არსებობს სამყაროში გრძნობების გარდა. მათ უყვართ წრფელად და სტკივათ ნამდვილად , მათი მწუხარებაა მხოლოდ გულწრფელი, მათი სულია სუფთა . ასაკის მატებასთან ერთად ცხოველად გარდაიქმნები, ყველა დანარჩენს ემსგავსები. _ჩემი თბილი ქუდი და მოსაცმელი შეიძლება ავიღო თუ არ მაძლევ უფლებას _ჩუმად უთხრა დედას ისე რომ ბავშვებისთვის თვალი არ მოუშორებია ,ნივთები აიღო და რამდენიმე წუთის შემდეგ ახალ გზას დაადგა . მიდიოდა სიბნელეში ,ტალახიან გზაზე და თავზე დაჰყურებდა ნახევარმთვარე. ზამთრის სუსხი ძვლებში ატანდა,ცემისგან მიღებულ ტკივილსაც უყინავდა თითქოს. მხოლოდ ბავშვები ედარდებოდა და სხვა არაფერი. გოგონა ხელში ჰყავდა აყვანილი,მკლავებში ძალა ეცლებოდა ,მაგრამ მაინც დიდხანს აგრძელებდა გზას. კაბაზე ებღაუჭებოდა პატარა თითებით გვერდით ადევნებული ბიჭუნა , დაღლილობას და შიშს ვაჟკაცურად რომ არ იმჩნევდა. ნაბიჯებს ძლივს დგამდა ქვემოდან რომ ახედა _სად მივდივართ დე _მალე მივალთ დათუნა,სულ ცოტაც გაუძელი დე . გოგონას ეძინა,თავი რომ დახარა და ლოყაზე შეახო ტუჩები მიხვდა სიცხე ჰქონდა. დარდი დარდს ემატებოდა, სული სხეულზე მეტად დაუმძიმდა. მზერადაბინდულმა მიაღწია უკანასკნელ სახლის კართან რომლისგანაც თავშესაფარს ელოდა. დააკაკუნა და იქვე ჩაიკეცა. ცივ ბეტონზე იჯდა , ხელში გოგონათი და ზურგიდან მიხუტებული ვაჟით სახლის კარი რომ გაიღო და ნაცნობი სახე დაინახა. უსაზღვრო სიმშვიდე იგრძნო ბიჭის რეაქციის დანახვისას სირცხვილთან და ტკივილთან ერთად . _ნინა რა ... ბავშვებო _გოგონა ხელში აიყვანა და ქალს ხელი შემოხვია _შემოდით , შემოდით გაყინული ხარ. ღმერთო _ _ტალახიანია,გავიხდი _ერთიანად გამოეცალა ძალა , ფეხსაცმლის მოსაშორებლად დაიხარა . კაბის ბოლოც დასვრილი ჰქონდა. ბიჭი მის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა,მანაც დაიწყო გაყინული თითებით თასმების გახსნა ,მაგრამ კაცმა არ დააცადა _შემოდით რა დროს ტალახია . მერე გაიხადე დათუნა ... მოვწმენდ იატაკს ,არაუშავს _ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ქალის ჩალურჯებული სახე და სისხლმდენი ტუჩი დანახული. შუქი რომ აანთო ყველა ოთახში და ნინამ თავზე შემოხვეული თავშალი მოიშორა მზერა გაეყინა . სიტყვის თქმა ვერ მოახერხა ისე გამოჩნდა ნატალია ,დისა და დისშვილების დანახვის შემდეგ კიდევ უფრო რომ ანერვიულდა. ატირებული მოეხვია ქალს ,კითხვებს უსვამდა და პასუხებს ელოდა ეს უკანასკნელი კი მხოლოდ სიცხისგან გადამწვარ ბავშვებზე დარდობდა _რა ხდება გამაგებინე ასე როგორ გაგიმეტა ... არაკაცი ! სულ ტალახიანი რატომ ხარ საიდან მოდიხარ კი მაგრამ .დათა სულ გაყინულია , სიცხე გაქვს დეიდა შენც?_ ბიჭს რომ ჩაეხუტა შემდეგ გაიაზრა რომ ისსიც ძლივს ახელდა თვალებს ,მაგრამ უსიტყვოდ იტანდა ყველაფერს. გიორგიმა ოთახის გათბობაზე იზრუნა. ცხელი ჩაი მოუტანა,წამლები ბავშვებისთვის და შემდეგ ძმრიანი წინდები გოგონას ცხელებასთან საბრძოლველად. საძინებელი გაუმზადა სამივეს ერთად. ნატალიას ტანსაცმელი ეცვა უკვე ნინას . დათაც დის გვერდით იწვა , მშვიდად გრძნობდა თავს მათ სახლში . დასთან ხელჩაკიდებულს ჩაეძინა , წამალმა მაალევე იმოქმედა მის შემთხვევაში. გოგონას კი დიდხანს გაუგრძელდა ცხელება . ............... _მე რატომ არ მითხარი _ნუ მიბრაზდები დედამ თქვა _დედაშენმა ისიც თქვა ნინა დაუბრუნდი შენ ავადმყოფ ქმარსო და რას შვები უშვებ შენს დას იმ გიჟთან ?გინდა შემოაკვდეს ? რომ მოეკლა მერე რას გააკეთებდი _რა უნდა მექნა დაბრუნდა ,ვიფიქრე შეიცვლებოდა თან მაშინ ასე არ იყო _აბა როგორ იყო ერთხელ დაარტყა და მორჩა ? მოდი ერთს შემოგცხებ და არ გამიბრაზდე ნატალია _გიორგიიი ნუ მელაპარაკები ასე ,მწყიინს _ ისედაც ნერვიულობდა, ძლივს დამშვიდებულს ისევ წამოუვიდა ცრემლები . ორსულად იყო , ხელები მუცელზე ეწყო და მთელი სხეული უცახცახებდა _მე რა ვიციდი ასე თუ სცემდა მეგონა იჩხუბეს და ხელი მოუჭირა მაჯაზე მთვრალმა მე არ ვიცოდი . შემეშინდა შენთვის რომ მეთქვა და იმ გიჟს შენთვისაც რამე დაეშავებინა მერე?თან მაინც რიგდებოდნენ და შენ _აი ზუსტად მაგაშია საქმე შენ ოღონდ მე არ ვიჩხუბო და ყველაფერზე ხარ წამსვლელი ... იმ ს.რზე რომ არ მითხარი მას მერე არ შევთანხმდით მე და შენ რომ სულ მეტყოდი სიმართლეს? _შევთანხმდით ,მაგრამ ისიც ვთქვით რომ მაგ ამბავს არ გაიხსენებდი _შეტევაზე რომ გადმოდის ... თაან იცის როგორი ლამაზი და საყვარელიცაა _ გაეღიმა ,უცებ მოეხვია და ლოყები დაუკოცნა _ რა ვქნათ ახლა მე და შენ რა ვუყოთ ნინას და ბავშვებს _არ ვიცი ... იქნებ დედაამ და მამამ მიიღონ _შერიგებაზე დაითანხმებს ისევ არ იცნობ დედაშენს? _სულ ნუ ერჩი შენ დედაჩემს _ახლა მაინც დაინახე როგორი არასწორი ქალია...ჩვენ რომ დავქორწინდით ლამის ვენები გადაიჭრა ჩაგვაშხამა ყველაფერი მე არ მოვწონვარ და იმ გიჟზე გიჟდება _არ გიჟდება _ვიცი მე რაზეც გიჟდება და გაიტენოს მამამისის ფულები ... თავიდანვე ვამბობდი არ გაათხოვონ გაჩერდნენ_თქო _ვიცი რომ ამბობდი ,ვიცი რომ ცუდი კაცია და ისიც გავიგე რომ არ უნდა შეურიგდეს ჩემი და _ხოდა დარჩნენ ჩვენთან ... _ჩვენთან?მერე შენები რას იტყვიან _დაველაპარაკები ... მოვაგვარებ . შენ არ იდარდო ყველაფერი კარგად იქნება .............. _რამდენიმე დღე დავრჩები და მერე წავიყვან ბავშვებს ... თოვს,გამეყინებიან ქუჩაში _დაიძინე ადამიანო რა წასვლაზე ლაპარაკობ. ჩაეხუტე იმ შენ შვილებს და გამოიძინე ნორმალურად _ასე საშინლად გამოვიყურები? _ვინ გითხრა _რაც კარი გააღე და დამინახე მას მერე თვალს მარიდებ გიორგი ... _ვერ გრძნობ ტკივილს? _შევეჩვიე ... განა მტკიოდა და იმიტომ გამოვედი . ტკივილს გავუძლებდი , დამცირებას ვეღარ. მომკლავს რომ დავრჩე და ჩემ შვილებს უჩემოდ ვერ დავტოვებ . მისი ხელით სიკვდილს არ ვიმსახურებ იმიტომ რომ ყველაფერი ტყუილია რასაც მაბრალებს. სახელს გამიტეხავს,ვიცი ყველა მე დამადანაშაულებს , ბ.ზიაო იტყვიან და მაინც არ მაინტერესებს. მე ხომ ვიცი არაფერი შემიცოდავს ჩემი შეცდომა მხოლოდ ისაა მასთან რომ დავრჩი,სულელი რომ ვარ და დავიჯერე ვუყვარდი. არასდროს ვყვარებივარ თორემ ასე არ მომექცეოდა , იმიტომ ეჭვიანობს რომ ვუყვარვარ_თქო ვფიქრობდი. სულელი ვარ ,ნამდვილი სულელი ქალი _ნუ ტირით ორივე დები ... ცოცხალი ხარ , შორს ხარ ,ბავშვები შენთანაა . მორჩა ! დანარჩენს მე მივხედავ _როგორ არ უნდა მიყვარდეეს ...თქვენ კიდე მეჩხუბეთ 17 წლის როგორ გათხოვდიო . კაცი ან ხარ ან არა რა მნიშვნელობა აქვს ასაკს _ ნატალია დას ეხვეოდა ,ისევ ტიროდა და თან ქმარს უყურებდა _დამშვიდდი ,შენთვის ტირილი არ შეიძლება . წასასვლელი არსად მქონდა დედამ ისე გამომაგდო სხვა ვერავინ გავიხსენე შენ გარდა და ნუ მანერვიულებ ახლა გთხოვ _მშვიდად ვარ მე ისე მეტირება სუულ... წინა ორსულობების დროს ასე არ ვიყავი ახლა აღარაფერი მინდა ყველაფერზე მეტირებაა . დაიძინე შენც,მორჩა აღარ აქვთ სიცხე ბავშვებს. დაწექი და დაიძინე ,აქ არაფერი გემუქრება. ყველაფერი კარგად იქნება _ უმცროსი და იყო ,მისგაან განებივრებული , ფარად რომ ეფარებოდა ყოველთვის ახლა მისი ჯერი დადგა , აუცილებლად დაიცავდა ,არავის დააჩაგვრინებდა. ფიქრებს ვერ ერეოდა. მომავლის შიშს ვერ უმკლავდებოდა. ახლა რა უნდა ქნა? როგორ იცხოვრებ ორ ბავშვთან ერთად ?როგორ მოახერხებ მათზე ზრუნვას? როგორ დააღწევ საბოლოოდ თავს ტირან ქმარს ? გათავისუფლებას და ფეხზე მყარად დგომას შეძლებ? გამოგივა ცხოვრება მის გარეშე ? _უამრავი კითხვა ჰქონდა და პასუხი არ. მხოლოდ იმედი , მეტი არაფერი გააჩნდა . ერთი საათით შეძლო გონებამ დასვენება. შემდეგ გათენდა,ბავშვებმაც გაიღვიძეს . დათუნა უბრალოდ ეხუტებოდა ლიზა კი სახეზე უსვამდა ხელებს და ეძახდა იქამდე სანამ არ გააღვიძა. _დედაა ,დეეე ნინააა დეე _ხო დე _ბავშვს გაუღიმა და რამდენჯერმე აკოცა. დათასაც მოეფერა _დედას ყველაზე მეტად უყვარხართ ,დე _გტკივა?_ დათამ ფრთხილად მიადო ლოყაზე ხელი _ როდის გაგივლის ნეტავ _არ მტკივა დე , მალე გამივლის _ ხელები დაუკოცნა ბიჭს და ორივეს ერთად მოეხვია _ მაკოცე და ყველაფერი გამივლის , ყველა ტკივილი _ ლიზა ჯერ კიდევ პატარა იყო , ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს დათა კი ასაკის შეუსაბამოდ მტკივნეულად აღიქვამდა დედის მდგომარეობას. ........... მთელი ოჯახი ერთად იყო შეკრებილი ნინა ბავშვებთან ერთად რომ გავიდა საძინებლიდან . მისმა სახემ მაშინვე მიიქცია ყურადღება და ინსტიქტურად დახარა თავი. ნატას გოგონები მაშინვე მივიდნენ მონატრებულ დეიდასთან და დეიდაშვილებთან. _ითამაშეთ დე და მერე ვისაუზმოთ _ გოგონებს რომ მოეფერა შემდეგ უთხრა და ოთხივე გაუშვა სათამაშოდ . იქვე ხალიჩაზე ჰქონდათ გოგონებს გაშლილი სათამაშოები და დათაც დინჯად გაჰყვა დანარჩენებს. _გამარჯობა ნინა _როგორ ბრძანდებით მარო დეიდა ,კახა ძია ... ბოდიშს გიხდით ასე რომ შემოგეჭერით გაუფრთხილებლად ,უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა _გიორგის მშობლებს მიესალმა და თანვე დაურთო ბოდიშიც _საბოდიშო რა არის შვილო . ნატას ოჯახი ჩვენი ოჯახია ... _მადლობა ყველაფრისთვის. ნატას წინააღმდეგობის მიუხედავად საუზმის მზადებაში მიეხმარა და თითქმის ყველაფერი თავად მოამზადა. თითქმის არაფერი უჭამია, ბავშვებს აჭმევდა და დათას მიწოდებულ ლუკმებს იღებდა მხოლოდ. _წავედით ხო? თორემ დავაგვიანებთ _ კახა მათემატიკოსი იყო , ლექციებსაც ატარებდა და სკოლის დირექტორიც იყო. მარო ოჯახის ექიმი გახლდათ ყველანი დაკავებები იყვნენ. ბავშვები სკოლაში და ბაღში . სახლში ბოლოს ნატასთან და ბავშვებთან ერთად და დასვენების დროც საკმაოდ ჰქონდა. _მე მივალაგებ ... _დაისვენე მივხედავ ნელ_ნელა _შენ უკვე დეკრეტში ხარ? _არა ჯერ, სახლიდან ვმუშაობ უბრალოდ. აქ მომაქვს დომუმენტები...ერთი ობიექტი დავიტოვე მხოლოდ და მარტივია _ ვაშლს ჭამდა და თან ნელ_ნელა ალაგებდა . ნინა კი წამებში აკეთებდა ყველაფერს. თეფშების რეცხვაც დაიწყო _ღვთის წყალობით ეს მშობიარობაც მარტივად ჩაივლის ... _სულ არ ვნერვიულობ . გიო სულ ჩემთან იყო ,ყველაფერს მიხსნიდა თან იქ სულ მისი ნაცნობები იყვნენ და სიმშვიდე მიმარტივებდა ყველაფერს . შენ როგორ გაგიჭირდა ორივე , ლამის გადაყევი თურმე როგორ დღეში იყავი და არ მეუბნებოდი _მეგონა შეიცვლებოდა ,ავიტანდი...როგორმე მორჩილებით დამშვიდდებოდა და თუ არ იარსებებდა მისი გაბრაზების მიზეზი მშვიდად ვიქნებოდი. ყველაფერი დავთმე და მაინც ყოველთვის პოულობდა მიზეზს ჩხუბისთვის,უაზრო ეჭვიანობისთვის. ბაღში დავიწყე მუშაობა და ესეც ვერ აიტანა. _მე კიდევ ვბრაზდებოდი ჩემთან სულ არ დადის_თქო ... _თვითონ თუ არ მოდიოდა ისე არსად მიშვებდა. ჩხუბისე ენერგია არ მქონდა , დავიღალე . ყველაფერი ყელში ამომივიდა . ვერ შევურიგდები ,რაც არ უნდა მოხდეს მაინც ვერ შევურიგდები _რომ გადაწყვიტო მე გამოგკეტავ და უფლებას არ მოგცემ იმ არაკაცთან დაბრუნების _ მოეხვია და მერამდენედ ატირდა _შენ ყველაფერი გამოგივა ... უბრალოდ დრო გჭირდება ,დამშვიდდები ,დაისვენებ და ყველაფერი დალაგდება _მუშაობას დავიწყებ და მივხედავ ბავშვებს. _აუცილებლად_ დიდხანს ეხვეოდა უფროს დას. იმედი ჰქონდა,რომ იმ ნინას დაიბრუნებდა რომელიც ასე ძალიან უყვარდა და რომელიც ქორწინების შემდეგ დაკარგა. ............ გიორგი ჯერ კიდევ სწავლის პროცესში იყო ,ქუჩური გარჩევებისგან შორს მდგომს საკუთარი სიტყვის დაცვა მუდამ შეეძლო,მაგრამ შოთასთან მისი დაპირისპირება მარტივი ვერ იქნებოდა. მეგობართან იყო რომელიც იცოდა ნინასაც იცნობდა და ამიტომ ვერ გადაწყვიტა მოეყოლა მომხდარი თუ არ. _რა გჭირს შენ იტყვი თუ მკითხავთან გავვარდე _ნინა მყავს სახლში ,ბავშვებით _მისი ს.რი ქმარი სადაა _ქალის სახელი რომ გაიგო მაშინვე სიგარეტის ძიება დაიწყო და ფეხზე წამოდგა _უშვებს საერთოდ სახლიდან? მეგონა გამოკეტილი ყავდა და ეზოს იქეთ ფეხს არ ადგმევინებდა. რაც ცოლად დაუსვეს მას მერე ორჯერ მყავს ნანახი ამ პატარა ქალაქში და სანაცნობოში _ახლა რასაც გეტყვი ამას შენ გარდა ოჯახს მიღმა ვერავისთან ვიტყვი ,მაგრამ რჩევა მჭირდება მე არ ვიცი მასეთ ავადმყოფს როგორ გავაჩერებ _რა ხდება _ ზურგით იდგა და ეწეოდა ემოციების დამალვა უნდოდა მაგრამ ძლივს ახერხებდა _წუხელ შუაღამეს კარზე კაკუნის ხმამ გაგვაღვიძა მე და ნატალია . ჩემებს ეძინათ .ჯერ ვიფიქრე ვიღაც მაყაჩაღებს _როდის იყო ქურდი გიკაკუნებდა ან შენ სახლში შემოსვლას ვინ გამიბედავს შენ შ.გ ხო არ გაქ ბიჭო _მომისმენ ახლა თუ შენ პალაჟენიებზე უნდა მელაპარაკო _როდის ვლაპარაკობ ისედაც უნდა იცოდე, მაგრამ შენ ამ ექიმობის გარდა არაფერი გაინტერესებს ,წიგნის ჭია _ჩვენ ბოდიში ვისაც დედა ბავშვობიდან გვამზადებდა ექიმი უნდა გახდეო და ბოლოს იმდენად ყველაფერი იცოდი შეგრჩა და შეგიყვარდა _ვინ იყო წუხელ რას ამბობდი? მართლა ვინმე ხო არ მოგადგა ბიჭო _ნინა იყო ,ბავშვებით ... ნაცემი ,გაყინული ,გულზე მიხუტებული ორი ატირებული ბავშვით _მოდის თუ დაბრუნებას აპირებს _სხვას არაფერს მეტყვი?გეგონება მარტო მე არ ვიცოდი რომ სცემდა და სულ არ გაგიკვირდა _შენ ყველა შენნაირი წმინდანი და მართალი რატო გგონია სულ . შოთა რომ ახვარი იყო არ იცოდი? _ვიცოდი,მაგრამ ქალს თუ სცემდა ... თავის ცოლს ვისგანაც ორი ბავშვი ყავს და თან ეს თუ წლები გრძელდებოდა მე რა ვიცოდი. მე არ მიმიღო ჩემმა სიდედრმა და სიმამრმა დღემდე და მაგათთან განსაკუთრებულ დროს მივდიოდი. ნაცემი ნინა მე არ მინახავს და ჩემ ცოლსაც არაფერი უთქვამს. აშკარად არც ნატამ იცის ყველაფერი ... _სკოლაში ისეთი იყო ყველას თავის ადგილს უჩენდა და ასე როგორ შეიცვალა იმ ს.რს რომ დაამონებინა თავი. ახლა რას ამბობს ,ხალხის ხმის ეშინია თუ შორდება _შორდება და შოთა მომადგება მალე კარზე თავისი ლეკვებით ... დაიწყებენ მუქარებს ხომ იცი , ნატა ორ თვეში გააჩენს და ნერვიულობა ახლა ნაადრევ მშობიარობამდე მიიყვანს . ნინას რომ ვერ გავუშვებ ვიცი,მშობლებმა კარი მოუხურეს. განქორწინებული ქალი არ სჭირდებათ სახლში ორი ბავშვით. ვიცი დედაჩემიც არ იქნება ბედნიერი რომ ვეტყვი სტუმრად კი არ არიან ჩემთან უნდა ვაცხოვრო_თქო,მაგრამ რაღაც იქნება . შენ ხო იცნობ იმ შოთას მამის ძმაკაცს ვისი იმედიც აქვს სულ იმას და ვის სიტყვასაც არ გადადის . ვიღაც ისეთი მჭირდება აზრი რომ მოეკითხება,კაცია და არა შოთასნაირი ნ.ბიჭვარი _მე მოვაგვარებ _როგორ _ხელებს დავამტვრევ და ისე ... იტოკში შენ დაიკიდე , შოთა პრობლემას აღარ შეგიქმნით _მე უნდა მოვაგვარო ... შენ _მე რა უფლებით ვერევი ? ეგ მე ვიცი _რა იცი ლევან მეტყვი მეც? თუ ვინანო რომ მოგიყევი _მაინც გავიგებდი ხვალ შენ რომ არ გეთქვა დღეს . წადი მიხედე ცოლს,ნინას ბავშვებით და მშობლებს... სწავლას,პაციენტებს. იმდენი საქმე გაქ შე ჩემა... თან მესამეც გოგო გეყოლება, ბიჭიც ხო უნდა გააკეთო . ისეთი დედამოტყნ.ლი ქვეყანაა სამ გოგოს ძმა უეჭველად სჭირდება _შენ და ნინას რამე გქონდათ ადრე ?_თემა არ შეაცვლევინა ლევანს და პირდაპირ დაუსვა კითხვა, რომელიც დიდი ხნის წინ გაუჩნდა _ პარალელ კლასში რომ იყავი სანამ უკრაინაში გადაცხოვრდებოდით ვიცი _რაც არ უნდა ყოფილიყო ყველაფერი დამთავრდა და არასდროს არავის ვაპატიებ ღალატს მითუმეტეს მაშინ როცა მე ს.რივით ველოდი როდის დავბრუნდებოდი და ის გაყვა იმას ვისაც გაყვა. _გიყვარდა ? _შენ ბიჭო ჩვენ ქალაქში არ ცხოვრობდი? _ერთად იყავით,შენ წასვლა მოგიხდა და ნინა შოთას გაჰყვა ? _მოკლედ თუ გადმოვცემთ მთელ ამბავს ეგრეა კი და შოთას სახის მინგრევისთვის მიზეზი რადგან მაქვს სამყაროში ვერავინ დამიდგება წინ . _და შენ რომ მაგას გააკეთებ რა გგონია რას იფიქრებენ ... ნინას სახელს რა ეშველება _შენ გინდა აუცილებლად საუბრით მოგვარება და მე გეუბნები არ გამოვა. შენ მუშტით მაგარი ხარ , მაგრამ ის მარტო მუშტს არ დასჯერდება იმიტომ რომ კურდღელია და მარტო ქალის სცემის ტრ.კი აქ. გინდა რაზბორკაზე წაგიყვანო და შენ გაუიასნო? კარგი ბატონო , მაგრამ თავს რომ საცემად გაიხდის მე უნდა მიმიშვა _იქნებ ისეც გაიგოს რომ მორჩა _ბავშვი ხარ რა ... არიფი ბავშვი ........... ლევანი მართალი აღმოჩნდა . შოთა არ აპირებდა ნინას და ბავშვების დათმობას. გიორგის საუბარი ვერ გამოიღებდა შედეგს _ვის მოჰყავს სახლში საცხოვრებლად ცოლის და ბავშვებით ... ერთი თვე ორი სამი კი ბატონო ,მაგრამ შენ სულ აპირებ გადმოიცხოვრო პასუხისმგებლობას იღებ მანიაკს გამოექცა და შენ რომ რამე გავნოს მერე? ვერ ხვდები რამხელა საშიშროების წინ დგახარ? _დედა შენ ხომ არ ჰგავხარ სხვა ქალებს ... ამაყი ,ძლიერი და სწორი იყავი ყოველთვის . ქალია რომელიც საკუთარ დედასთანაც ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ . წასასვლელი არსად აქვს ,თუ აქ ცუდად აგრძნობინებ თავს წავა და ვინ იცის იქნებ ისევ შერიგება მოუხდეს . გინდა ნინას სიკვდილის ამბავი გაიგო ერთ დღეს? მე ვერ გავუშვებ , ვერ დავუშვებ უდანაშაულო ქალი ბავშვებით იყოს ძალადობის მსხვერპლი . სულ ჩვენთან არ დარჩება როგორც კი მოვაგვარებთ შოთასთან სიტუაციას მუშაობას დაიწყებს და ცალკე გადავა ... ახლა ვჭირდებით. ცოტა ხნით დედა _კარგი მამაშენს დაველაპარაკები ,მაგრამ იცოდე წნეხის ქვეშ მოვექცევით ჩვენც და ეს მხოლოდ მატერიალური პრობლემა არ არის ხომ იცი ამის გამო არ ვსაუბრობთ მე და მამაშენი ,ბავშვებიც მიყვარს ნინაც და ჩემი ნატას ანერვიულებაც არ მინდა ,მაგრამ ჩვენზე ვფიქრობ _დრო მომეცით სხვა არაფერი მინდა... _როგორ მოაგვარებ შოთასთან... ბავშვებს და ცოლს ასე დათმობს? _უამრავი დაშორებული წყვილია... სხვა ცოლს იპოვნის და შვილებთან კი ექნება კონტაქტი. არავინ დაუშლის ბავშვების წაყვანას _შენც პრობლემებს შეგიქმნიან.. მთელი ოჯახი ავადმყოფები არიან _ვიცი დედა,ვიცი და ამიტომ მათ ნუ დავემსგავსებით _ ხელებს უკოცნიდა ქალს. დაღლილი იყო და სჭირდებოდა საყრდენი მათი სახით თავი მკერდზე მიადო და ქალიც მოეფერა _თავი მისკდება ... _ჩემო ბიჭო ,როგორი კარგი კაცი გახდი ვერ წარმოგიდგენდი ასეთს . მახარებ და ეცადე თავს არაფერი ავნო უშენოდ მოვკვდები _ნუ გეშინია სულ შენთან ვიქნები და ნერვებს მოგიშლი _ნატა მგონი ფიქრობს რომ თუ მესამეც გოგო იქნება ჩვენ გვეწყინება და ნორმალურად ვერ დაელაპარაკები ბავშვს და ვერ ეტყვი ,რომ მამაშენი გიჟდება ბავშვებზე ? უბრალოდ ბიჭიც უნდა ,გვინდა ... პირველი ბიჭი რომ ყოფილიყო ხო მაინც აპირებდით ბავშვების გაჩენას და რა მნიშვნელობა აქ? თან ღვთისწყალობით ისეთი ორსულობა აქვს ყველაფერს ასწრებდა სწავლასაც მუშაობასაც ... ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს იმხელა საქმეა ასეთი ანგელოზების შექმნა და არსებობა _ყველა რომ ეჩიჩინება იმიტომ ბუზღუნებს თორემ თქვენ რომ პრობლემად არ თვლით ჩემ ანგელოზებს ვიცი დედა... როგორო ლამაზები არიან არა? ვგიჟდები ისე მიყვარს ... მამა რომ მეუბნებოდა ხოლმე გაიზრდები და მიხვდებიო მართალი იყო ... ოღონდ არ უთხრა . მეც ყველაფერზე მენერვიულება ,ბაღში რომ ვინმე აბრაზებს იმაზეც კი . სკოლაში კლასელებთან რომ კამათობს მარო ამაზეც ვღელავ და მიჭირს თავის კონტროლი. პატარა ბავშვივით ვბრაზდები მეც და მინდება ჩარევა,მერე ვიაზრებ რომ თავად უნდა მოაგვაროს თავისი პატარა პრობლემები. _საუცხოო ოჯახი გყავს შენ , ჩემო ბიჭო და ჩვენც შენ გვერდით ვართ _მიყვარხარ ,ყველაფერს ისე მოვაგვარებთ რომ შოთა ვერაფერს დაგვიშავებს . არ ინერვიულო _ ჩაეხუტა და ასე დაასრულა დედასთან საუბარი. ................ შოთა საეჭვოდ გაუჩინარდა. დღეები გადიოდა ის კი არ ჩანდა. სახლიდან არ გადიოდა, იცოდა ბავშვებს ვერ გამოკეტავდა. დათას სკოლაში უნდა ევლო,ლიზას ბაღში და თავადაც ეპოვნა სამუშაო. _მინდა რაც შეიძლება მალე სკოლიდან საბუთები გამოვიტანო და თქვენთან გადმოვიყვანო ბავშვი . ბაღშიც ერთად გავუშვათ ბავშვები ... _ორშაბათიდან დაიწყე... ისტორიის მასწავლებელი მჭირდება და შენ ბოლო კურსი არ დაგიხურავს მგონი ხომ? _ვერ მოვახერხე ... ბოლო სემესტრი მქონდა დარჩენილი. ფინალურებზე ვერ გავედი. ისე მცემა ვერაფერი დამიფარავდა სახეს და არც მიშვებდა სახლიდან _მოვაგვარებ როგორმე რომ აღადგინო საგნები ახლა მალე დაიწყება ახალი სემესტრი უნივერსიტეტებში. მე ვიცნობ ვიღაცებს ... ვნახოთ რომელი საგნებია დარჩენილი _ გიორგი ჩაერთო საუბარში . სახლიდან წამოსვლიდან ერთი თვის შემდეგ ბავშვები ახალ ყოველდღიურობას ეჩვეოდნენ, სკოლისა და ბაღის ჯგუფელებთან დამეგობრებას ცდილიბდნენ ,ნინა კი უნივერსიტეტში ბოლო სემესტრს იწყებდა გიორგის საშუალებით. კახამ რამდენიმე მოსწავლე მოუყვანა მოსამზადებლად,კაბინეტი დაუთმო სამეცადინო ოთახის ნაცვლად და სრულიად შეეცვალა ყოველდღიურობა. მხოლოდ შიში არ შორდებოდა , ყოველი დილა იწყებოდა შოთაზე ფიქრით,ელოდა როდის გამოჩნდებოდა და აურევდა ყველაფერს. .......... საერთო მეგობრის ქორწილისთვის ემზადებოდნენ ყველანი. ნიშნობაზე ნინა არ ყოფილა,მაგრამ ნატა უყვებოდა გოგონას ამბებს. მთელი ოჯახი ელოდა ამ ბედნიერ დღეს. ერთ დღეს თავად პატარძალი ესტუმრათ . ნინა ბავშვებთან იყო და მალევე ჩავიდა პირველ სართულზე _რა ხდება ?რა გატირებს ლელა_ ლიზა ეჭირა ხელში და გაკვირვებული უყურებდა მომავალ პატარძალს _ძლივს გავთხოვდი , ქორწილი უნდა გვქონდეს და ტორტი და ნამცხვრები ვისაც უნდა გაემზადებინა ფეხმოტეხილი წევს ... ტორტის გარეშე როგორი ქორწილი მექნებაა. ვინ ვიპოვო ორ დღეში . ჩემი მეზობლები ისედაც ათას რამეს აკეთებენ ... ჩემ მხარეს რატო უნდა იყოს ცუდი ქორწილი და ამათკენ უკეთესი . ძლივს სეფა ვიშოვეთ ახლა მოუნდა ყველას ქორწილი ,ნათლობა და ძეობაა _ვერ ვამშვიდებ ... რომელიმე მეზობელი გაგიკეთებს ან აქეთ გააკეთებინე ვინმეს და წაიღებენ ბიჭები _ვის გავაკეთებინო ვიის ორ დღეშია ქორწილი უკვე უნდა იწყებდეს ბისკვიტების ცხობას _არ იტირო ლელა ... თორემ თვალები გეტკინება . დედაჩემი გაგიკეთებს ნამცხვრებს ,ჩემ დაბადების დღეზე ტორტი ხომ მოგეწონა სამი ნაჭერი ჭამე _ დათა მივიდა ,ცრემლებს უმშრალებდა და გულწრფელად ამშვიდებდა გონებაში მოსული პირველივე სიტყვებით _ჩემო გენიოსოო...ეს ბავშვი პრეზიდენტი გახდება და აგვაყვავებს აგერ ნახავთ. გენაცვალოს ლელა შენ_ უცებ შეიმშრალა თვალები და ბავშვს რამდენჯერმე აკოცა _რატო მიყურებთ ? მე კარგი რამდენიმე ნამცხვარს გავაკეთებ , მაგრამ საქორწილო ტორტი არ შემიძლია _როგორ არ შეგიძლია... შეგიძლია . მეზობლები მოგეხმარებიან _სოფელში ჩამოსვლას არ ვაპირებ ! _გთხოოვ ,აღარავის ახსოვს შენი გამოთხოვების ამბავი. ნუ გეშინია ,ფაქტობრივად არც იციან , არავინ არაფერს გეტყვის _ მე არაფრის მეშინია ... ნახვა არ მინდა იმათი _ქორწილშიც არ წამოხვალ? _არა _გაგიჟდი?მე რას მერჩი ... მე მითქვამს არ გაეყარო იმ გიჟს და შენი ბრალია როცა წამოუვლის მაშინ რომ გიბაგუნებს_თქო? მე რა დავაშავე ... მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ და ჩემ ქორწილში არ უნდა იყო? ქალი შინაბერობას ძლივს გადავურჩი _რა შინაბერობა ლელა 29 წლის ხარ _ ჩუ გოგო ეგ არ თქვა მეორედ... ყველამ იცის რო 25 წლის ვარ . ჩემი დედამთილი ხო გაგიჟდა რო გაიგოს მის შვილზე 2 წლით დიდი ვარ _რა გააკეთე გოგო პასპორტი შეცვალე? _ხო , რა მოხდა მერე . ააბა დედამთილთან ხო არ ვიჩხუბებდი ახლავე . ჩემმა ბადრიკომ იცის ,მაგას კი არ ვუმალავ _ნატა ნუ მიახლოვდები იცოდე ... ტორტი გააკეთოს სხვამ და ნამცხვრებს მე დავაცხობ _იდეალი,ნაპოლეონი,ზღაპარი და სიგარეტებიც მინდა _მომიტანონ ყველაფერი და გავაკეთებ . შუქი არ არის აქაც , გაზის ბალონი რომ დავატენინოთ?ამ ღუმელში კარგად ცხვება _ყველაფერს გავაკეთებინებ შენ ოღონდ გემრიელი ნამცხვრები გამიკეთე _ოქრო ხარ _ ნატა მოეხვია და ლოყაზე აკოცა _ რა გაუძლებდა ამის მოთქმას _უუფ შენ ქორწილში მთელი სეფის სუფრა მე გავაწყვე,ის მაგიდა ლამაზი რომ იყო მე მოვრთე და ლამის სკამეიკებსაც მე გადავაკარი ქაღალდი _სულ უნდა იძახოს ... გეთქვა მერე სხვისთვის _სხვები ისე კოხტად ვერ აკეთებენ როგორც მე ... სულ ახალი ჭურჭელი იქნება ისეთი სეფა ვიშოვეთ იპრიალებს ყველაფერი _როგორ უცებ შეიმშრალა ცრემლები და დააშრო ნილოსი _ნილოსი არ ვიცი მე ... ორ დღეში ვთხოვდებიიი _ცეკვა დაიწყო და ლიზა აიყვანა ხელში _ შენნაირი ლამაზი ბავშვები მეყოლება ვითომ ? ჩემო ტკბილო ფუნთუშაა... მოგაკბეჩ ლოყეებს ქორწილის წინა დღე მთლიანად ნამცხვრებსა და ტორტს დაუთმო. ნატამ კაბა მისცა და ისე აღმოჩნდა ქორწილში გონს მოსვლაც ვერ მოახერხა. აფთრების გარემოცვაში აღმოჩნდა, ქორწილში მოსული სტუმრები ჯერ გემრიელად მიირთმევდნენ, კერძებს შეაფასებდნენ და შემდეგ დაიწყებდნენ ყველასა და ყველაფრის განხილვას. სიძე_დედოფლის შემდეგ საჭორაო თემებს შორის ნინა და ბავშვებიც აღმოჩნდნენ. როგორ გავრცელდა ინფორმაცია არ იცოდა,მაგრამ უკვე დადიოდა ქმართან დაშორების ამბავი და უამრავი მოგონილი მიზეზი. სოფელსა და ქალაქს შორის გზაში ჰქონდა გატარებული ბავშვობის წლები. შაბათ _კვირას დადიოდნენ სოფლად და სხვა მნიშვნელოვან დღეებში ისე დედა ქალაქს არ შორდებოდა. შვილებსაც ქალაქის სკოლაში ატარებდა და გეგმებიც დიდი ჰქონდა. შემდეგ მისი უსაფუძვლო ოცნებები დაიმსხვრა და ბოლოს უბინაოდ დარჩენილებს სოფელში გადაცხოვრება მოუხდათ. ნინას სტუდენტობის პირველ წელს მოხდა ყველაფერი. სუნთქვაშეკრული იჯდა მაშინ როცა ყველა ერთობოდა. 25 წლის ასაკში ასაკიან ქალს ჰგავდა რომელსაც უკვე გავლილი ჰქონდა ცხოვრების ნახევარზე მეტი. საკუთარი ქორწილის დღე გაახსენდა,ჯოჯოხეთში შებიჯების მომენტი და თავის ტკივილს ვეღარ გაუძლო. მაგიდა დატოვა და ეზოში გავიდა . ცოტაც უნდა გაეძლო ,ქორწილი გოგოსთან დიდხანს არ გრძელდებოდა მალე გადაინაცვლებდნენ სიძესთან და იქ ,უცნობი ადამიანების გარემოცვაში მსუბუქად სუნთქვას თუ ვერ შეძლებდა ქალაქში მყოფი სახლში მალე დაბრუნდებოდა. მანქანები მთელ ქუჩაში იყო გაჩერებული,მაგრამ მათ შორის მიმავალი მანქანა გამოარჩია. არ ჰგავდა სხვებს და იქედან გადმოსული კაციც არავის ჰგავდა სამყაროში ,ნინასთვის ერთადერთი იყო ,პირველი და უკანასკნელი ვინც მის გულში სამუდამოდ დარჩა. ზამთრის სუსხზე ცივი იყო მისი მზერა,გვერდის ავლისას რომ გაუყარა თვალი თვალში და სიტყვის უთქმელად შეერია მექორწილეებს. ინსტიქტურად შებრუნდა და მზერა გააყოლა გრძელ პალტოში გამოწყობილ მაღალ სილუეტს. პირდაპირ სიძე_დედოფლის მაგიდასთან რომ მივიდა. სიძეს მოეხვია ,დედოფალს ხელზე აკოცა,ჯიბიდან ამოღებული სამკაულის ყუთი გადასცა და რამდენიმე წუთის შემდეგ ცეკვაც შეასრულა. ეს იყო ბოლო ცეკვა იმ ეზოში გამართულ ქორწილში, მაყარმა ტერიტორია დატოვა და სიძე დედოფლის მანქანას თან გაჰყვა კოლონა. _ლევანი როდის დაბრუნდა ,ნატა ? _რამდენიმე თვეა უკვე ... შენ არ იცოდი? _არა . მეგონა უკრაინაში დარჩა _მალე დაბრუნდება ალბათ,მაგრამ აქაც აქვს რაღაც საქმეებიო გიო ამბობდა_ ნატას ხმა აღარ ესმოდა,ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდნენ დანიშნულების ადგილას და შორიდან მაინც დაინახავდა ლევანს. ვერ იფიქრებდა თუ ერთ მაგიდასთან აღმოჩნდებოდნენ. სუფრის თავში იჯდა და სულ მალე ქორწილის წამყვან თამადად დაასახელა სიძის მამამ. ყველა წამს უნდოდა ეთქვა სახლში წავალთ მე და ბავშვებიო ,მაგრამ სიტყვას ვერ ძრავდა. მისკენ გახედვა არ უნდოდა,მაქსიმალურად იკავებდა თავს ,უსმენდა ხმას ,რომელიც წლებს შეეცვალა ,მაგრამ მაინც ისე ჟღერდა როგორც ადრე, როცა თავდავიწყებით უყვარდა და ისე უჩქარებდა გულისცემას როგორც მაშინ ,შეყვარებულობისას. _თქვენ დედას საიდან იცნობთ ? _ ვერ შეამჩნია დათა მოცეკვავე ბავშვებს რომ ჩამოშორდა და აივანზე მოსაწევად გასულ ლევანთან მივიდა _ვინ თქვა რომ ვიცნობ ? _იცნობთ,თქვენი ფოტო აქვს თანაც ორი . ერთზე მასთან ერთად ხართ მეორეზე მარტო და იქ ეწერა ლევან მეტრეველის გული საჩუქრად ნინა ჟვანია. შეიცვალეთ ,დედაც შეიცვალა ,მაგრამ იქ ეწერა თქვენი სახელი და გვარი _დედამ იცის აქ რომ გამოხვედი? შორს ვართ და ინერვიულებს _არ იცის _ ირგვლივ მიმოიხედა და მიხვდა რომ არ ახსოვდა უკან დასაბრუნებელი გზა. ლევანს ის აედევნა არ უფიქრია კითხვის გაჟღერების გარდა სხვა ამბავზე_მალე უნდა დავბრუნდე _დათა , დედას არ უთხრა რომ მითხარი ფოტოს ამბავი ,კარგი? _ჩემი სახელი იცით? _გიოს მეგობარი ვარ და მან მომიყვა შენზე,მითხრა ჭკვიანი ბიჭიაო _ ჩაიმუხლა და ისე ელაპარაკებოდა. ნინას თვალები ჰქონდა,მასავით დიდი და ყავისფერი _დათაა... დათა სად ხარ ? გული გამისკდა , აქ რას აკეთებ _ სირბილით მივიდა მათთან ნინა და ბიჭი გულში რომ ჩაიკრა შემდეგ გაუმკაცრდა ხმა_ უჩემოდ რატომ ესაუბრები უცნობ ადამიანებს. მე ხომ გაგაფრთხილე _უცნობი არ ვარ და ნუ ტუქსავ ტყუილად ! უბრალოდ ტუალეტს ეძებდა და მკითხა ,წამოხვალ ? ერთად წავიდეთ ,დედა ვერ შემოგყვება _ წამში მოიფიქრა ტყუილი,წარბის შეუხრელად გაუწოდა ბავშვს ხელი და მანაც უსიტყვოდ მოხვია ოატარა თითები მის თითებს . იდგა და უყურებდა დერეფანში მიმავალ ორ სხეულს და სული ეხუთებოდა. როგორ უნდოდა მისგან ჰყოლოდა შვილები, ოცნებობდა მეტრეველის გვერდით ყოფნაზე,მის ცოლობაზე და მის გვერდით დაბერებაზე. _რატომ მოატყუე _თუ გაინტერესებს დედაშენს საიდან ვიცნობ არაფერი უთხრა ... შედმდეგ რომ შევხვდებით მოგიყვები ჩემი და ნინას ბავშვობის ამბებს . შევთანხმდით?_ ხელი გაუწოდა და დაელოდა პასუხს _კარგი ,მაგრამ საიდან იცოდი ტუალეტში მართლა რომ მინდოდა? _ იმ წამს ჩვეულებრივი ბავშვი იყო,პატარა და საყვარელი _გამოვიცანი ... _კიდევ ბევრი უნდა დალიო ? _ გარეთ რომ გავიდნენ შემდეგ ჰკითხა და ქვემოდან ახედა _ჯერ წინაა მთელი ქორწილი... კიდევ იმდენი ვინმე უნდა ვადღეგრძელო _ყველა უნდა დალიო ? _თამადა ვარ ,წესია ასეთი და ღვინოც არ არის ცუდი ,კარგი ღვინო აქვთ . დიდი რომ გაიზრდები მიხვდები რა განსხვავებაა ცუდ და კარგ ღვინით თრობას შორის _მე არ დავთვრები არასდროს ! ღვინოს ვერ ვიტან _დალიე და უგემური იყო?ბავშვებისთვის ლიმონათია _დამალევინა მამამ და არ მომეწონა. ვერ ვიტან , რომ სვამს და ჩხუბობს . საზიზღრობაა ღვინო ... შენც არ დალიო ბევრი _ღვინო არაფერ შუაშია...გიოც დალევს და ნახავ როგორი იქნება ნასვამი . მე რომ ვსვამ მერე ვცეკვავ,ვმღერი და ლექსებს ვყვები ხოლმე . ყველა კარგად გამომდის _არასდროს ჩხუბობ ხოლმე ? _ქალებთან არ ,კაცებთა ზოგჯერ...როცა ძალიან ცუდად იქცევიან _მართლა ცეკვავ? _არ გჯერა? იქ ხომ ვიცეკვე ლელეასთან _დედასთან იცეკვებ? ძალიან უყვარს ცეკვა ,დიდი ხანია არ უცეკვია და მე ჯერ ძალიან პატარა ვარ ,არ გამომდის კარგად _მაგიდასთან ახლოს იყვნენ უკვე ,ნინა იქვე იდგა და მათ ელოდა. _დღეს არ გამოვა ჩვენი ცეკვა ,სხვა დროს შეიძლება ვცადთ _ ქალს უყურებდა რომ თქვა და საკუთარ ადგილს დაუბრუნდა. თადამ განაგრძო დალევა,ჭიქების შემდეგ ყანწებს ცლიდა და დათა მის დაკვირვებას განაგრძობდა. რამდენიმე სადღეგრძელოს მართლაც დაურთო ლექსი . ბავშვებთან მისი ურთიერთობა ყოველთვის უყვარდა და ახლა უკვე ზრდასრულ კაცსაც იგივე დამოკიდებულება რომ ჰქონდა კიდევ უფრო მეტად მოსწონდა. ნატას გოგონებთან ერთად ლიზაც მივიდა და კიდევ ერთხელ შეაჩერა მზედა მათზე. გოგონა ხელში რომ აიყვანა და ლოყაზე აკოცა გული შეეკუმშა ტკივილისგან . "გოგო აუცილებლად უნდა გვყავდეს...ყველაზე მაგარი გოგო იქნება ,ყველაფერს გავუჩენ რაც მოუნდება და საუკეთესო მამა_შვილი ვიქნებით. ბევრ შოკოლადებს ვაჭმევ და ლამაზ კაბებს ჩავაცმევ " _ 19 წლის ლევანის ხმა ესმოდა, ოცნებებს რომ უმხელდა ხოლმე და ნინაც იკარგებოდა მის ფერად ფანტაზიებში. უკვე ვეღრარ უძლებდა ნატას ხმა რომ გაიგო _სახლში წავიდეთ ,გვიანია _წავიდეთ _ ბავშვები წაიყვანა და პირველი გავიდა შენობიდან. მთელი ღამე ლევანზე ფიქრობდა . ფოტოებს უყურებდა და წარსულში მოგზაურობდა,დროში ,რომელშიც ყველა'ფერი ნათელი იყო "_შენ ლევანთან იცეკვებ _ ესმოდა მასწვალებლის ხმა და ხედავდა ბიჭს ,რომელზეც ბევრი ჰქონდა მოსმენილი ,მაგრამ იქამდე არ იცნობდა _ ზურიკო მოსვლას ვერ შეძლებს ,კონცერტმა უშეცდომოდ უნდა ჩაიაროს. არ შემარცხვინოთ _მას სოლისტი მე რომ ვიყავი ? _ განაწყენებული თეონაც ახსოვდა და ეღიმებოდა _ ნინა მაღალია და უფრო ლამაზად გამოჩნდებიან ... შენ იცეკვებ აჭარულის სოლოს _ფონად ესმოდა მასწავლებლის და მოსწავლეების ხმა _გამარჯობა ,ნინა _გამარჯობა _ მის ხელს თავისი შეახო და ღიმილზე ღიმილითვე უპასუხა. საშინლად იცეკვა იმ დღეს. იმდენად იყო აფორიაქებული მუსიკას ვერ უსმენდა,რამდენჯერმე წაბორძიკდა და ლამის დაკარგა ლევანთან ცეკვის შანსი. მასწავლებელმა რომ დაუყვირა ლევანმა წამსვე მოახდინა რეაქცია ,ხელი ჩაკიდა და ტირილის ზღვარზე მყოფი დაამშვიდა _რა ჯანდაბა გჭირს ჟვანია დაყრივდი ? დარეტიანებული ბატივით რატომ დადიხარ ? ცეკვავ თუ ჩქარი ნაბიჯით დადიხარ... იცურე გედივით _თქო . ასე აპირებ გაგრძელებას? ჩაგხსნი კინცერტიდან საერთოდ _ ორი საათია უკვე შეუსვენებლად აცეკვებთ მე რასაც ვუყურებ და მე რომ მივედი დაწყებული გქონდათ . ჩვენ დავისვენებთ და მერე გავაგრძელებთ _ ხელი ისე ჩაკიდა და წაიყვანა სიტყვის თქმა ვერ მოახერხა. ჯერ თვითონ ჩავიდა სცენიდან შემდეგ ნინას წელზე მოხვია ხელი და ისე ჩამოსვა . ხელი არ გაუშვია ისე მიჰყავდა,მიდიოდა და თან მიჰყვებოდა ყველას მზერა. _ხელი გამიშვი _მეორეც მომეცი ,გაყინული ხარ _ მისკენ შებრუნდა მეორე მტევანიც თითებსშორის მოიქცია და ზემოდან დახედა _ აჭარულის სოლოს რატომ არ ცეკვავ , უკეთ ცეკვავ ვიდრე ის შურიანი გოგო _შურიანი არ არის ... ხელი გამიშვი ,რა წესია _წარბებშეკრული უყურებდა თითქოს გული არ მისდიოდა მის სიახლოვეს . _უსაყვარლესი ხარ _ დაიხარა და ლოყაზე აკოცა _საერთოდ არ ვარ საყვარელი და საერთოდაც ვინ მოგცა უფლება მოახლოების? მე და შენ ერთმანეთს არ ვიცნობთ _ერთ სკოლაში ვსწავლობთ ,საერთო მეგობრები გვყავს და უკვე შენთან ვცეკვავ _ამიტომ უნდა მაკოცო და ჩამკიდო ხელი ? _შეყვარებული გაგიბრაზდება? _შეყვარებული არ მყავს და არავის ბრაზები მაინტერესებს _წამოდი ,გიყიდო პონჩიკი და დატკბი თორემ ძალიან ხარ გაკაპასებული ტკბილის გარეშე _არ მინდა , უკან დავბრუნდები _როგორ არ გინდა, სკოლის მერე სულ აქ მორბიხარ და თვალებმინაბული ჭამ _შენ საიდან იცი _მე რომ ცეკვაზე მოვდივარ შენ მაშინ გამოდიხარ სკოლიდან და გხედავ ,ბრმა რომ არ ვარ მიხვდებოდი _გემრიელია და ვჭამ ,მერე რა _არაფერი , მაინც ლამაზი ხარ _ღმერთო ჩემო _ცხელია , გამომართვი _ სანამ ნინა გაკვირვებისგან სიტყვებს ვერ პოულობდა ლევანს უკვე ნაყიდი ჰქონდა _შენ? _მე ტკბილს არ ვეტანები ... ალბათ შენც ამიტომ მომეწონე _უკაცრავად?_ ჯერ ცხელმა კრემმა დაწვა ენა მერე კი ლევანმა გადარია _მომესმა? _დაშვიდდი , არ იჩქარო ... დაგელოდები მე _ სკამზე ისე დაჯდა თითქოს პირდაპირი მნიშვნელობით ლოდინს გულისხმობდა . " _ჩვენი პირველი "ქართული" როგორც არ შედგა ისე ვერ გამოვიდა ჩვენი ამბავიც მეტრეველო . ............. გიორგის დამსახურებით უნივერსიტეტში დაბრუნდა. რამდენიმე საგანი ჰქონდა დარჩენილი,მხოლოდ ერთი სემესტრი უნდა დაესრულებინა და დიპლომი ექნებოდა. დაღლას ვეღარ გრძნობდა ,ძილისთვის ორ_სამ საათს ძლივს იმეტებდა უნდოდა ყველა წუთი გამოეყენებინა ,უსაქმოდ არ ყოფილიყო და შიშსაც მორეოდა. უნდა მოესწრო, იქამდე დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის რომ ძლიერი იყო ,სანამ შოთა გამოჩნდებოდა. _ნატა სად არის? _ზემოთაა , ისვენებს ... გავაწყო სუფრა ხო?მზად მაქ უკვე ყველაფერი _ავალ ვნახავ,გამოვიცვლი და მოგეხმარები _რაში დამეხმარები სუფრის გაწყობას რა უნდა . მიდი მოეფერე,ჩაეხუტე შენ ენატრები მაგას და იმიტომ დაბუზღუნებს _ბავშვები ? _ერთად თამაშობენ... დათაც გოგოებთანაა ,მეცადინეობს სუფრასთან ისხდნენ არასრული შემადგენლობით. გიორგის მშობლები სოფელში იყვნენ. მთელი დღე იღიმოდა ნატას და გიორგის რომ უყურებდა _აუ გიორგიიი _ხო ჩემო სიცოცხლე _ხო ძალიან ლამაზი ვარ ?რატო აღარ მეუბნები ისე ხშირად? იმდენს ვჭამ გავსუქდი ხო? _საიდან მოგაქვს რას არ გეუბნები ... _მეუბნები მაგრამ ისე აღააარ ... არ მინდა მეტს აღარ შევჭამ _მეტი რაღა უნდა ჭამო მთელი ქვაბი ფხალი დაცალე და ორი ჭადი დაააყოლე ზედ _გიორგიიი ... იცოდე აღარ დაგელაპარაკები _არ დამელაპარაკო ,მხოლოდ მაკოცე _გიორგიიი _გიორგიიიიი სახლის კარს რატომ არ კეტავ? როდემდე უნდა იბლატაო ჩემ ხარჯზე? _ ლევანის ხმა რომ გაიგო ინსტიქტურად შებრუნდა ის კი უკვე ნატას ეხვეოდა _ ეს გოგო სულ ორსულად უნდა იყოს ისეთი ლამაზია... რას შვება მესამე გოგო ? _არ ვიცით ჯერ ვინ არის და ბიჭი თუა გოგოს ნუ ეძახი _მაპატიებს ... ხო პრინცესა?_ ბავშვს აკოცა და მერე ნინას გვერდით მჯდომ დათას თვალი ჩაუკრა _როდის ჩამოხვედი, აბა დიდხანს დავრჩებიო? _ ქუთაისისგან შორს ორი დღეც დიდია ... რაღაცები ჩამოგიტანეთ ბავშვებისთვისააა სათამაშოები და შოკოლადები _ თვალს აშორებდა ,მაგრამ მაინც ეპარებოდა ხოლმე მზერა. _როგორ მიყვარს იქაური შოკოლადებიიი _სათამაშოებიც ნატალიასთვისაა მგონი _ ჩუმად ჩაილაპარაკა და მაგიდასთან დაჯდა . ნინა ინსტიქტურად წამოდგა ,თეფში და ჭიქა დაუდო წინ _მადლობა _მიდი ჭამე მეც მაგარი მშიერი ვიყავი ... ისეთი ხელი აქვს ნინას კუჭი მეტს რომ იტევდეს სულ შევჭამდი _ნინას ხელს რაც შეეხება... ქორწილში მისი ნამცხვრები იმდენს მოეწონა როგორ იშორებთ კლიენტებს _აი მეც მაგას ვამბობ... მოდიან მთხოვენ . ვეუბნები დაიწყე კეთება ,მშვენიერი შემოსავალი გექნება_თქო და ერიდება ნაცნობებისთვის ფულის გამორთმევა . მე ისე მეზარებოდა სულ ნამცხვრების ცხობა უფასოდ და უანგაროდ ვერავის გავუკეთებდი _მე გავდივარ მოსწავლეები მოვლენ მალე და შენ არ აალაგო იცოდე მე მივხედავ _ ჩუმად უთხრა და ისევ წამოდგა _არაფერი გიჭამია ... შენი თეფში სუფთაა . დილიდაან არ დამჯდარხარ კარგიი რა. ჯერ გამთენიისას ადექი მე დამახვედრე სააუზმე,ჩემები სოფელში გაამგზავრე,ბავშვები სკოლაში და ბაღში. მერე ლექციებს დაესწარი ,მოსულხარ ამდენი რამე მოგიმზადებია ახლა ბავშვებიო. თავს იკლავ თუ რას შვები ბოლო ბოლო. აქ სტუმრად ხარ თუ მოსამსახურედ _რაღა სტუმრად გადმოგისახლდი და ესაა... მე ისედაც ასეთი გრაფიკი მქონდა მიჩვეული ვარ და გთხოვ ორივე ცოლ_ქმარი ნუ დარდობთ. კარგად ვარ ,ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ . ქო დეიდაც დახატულო? მამაშენს გოგონები გამოსდის საოცარი და ვნახოთ ერთი ბიჭი როგორი იქნება _ ბავშვს მოეფერა და ნახევრად მიძინებული მკერდზე მიიკრა _შენ გოგოს ამბობ ,ლევან ჩემი და კი ბიჭს ხო არ დანიძლავდებოდით ,ჰა?_ნატალიამ გაიცინა და ორივეს გადახედა _ჩემგან არაფერს იღებს და მე მისგან აღარაფერი მინდა ასე რომ ნიძლავს აზრი არ აქვს _იქამდე ჩუმად ჭამდა, არაფერს ამბობდა და ნინას ერთხელაც არ ახედა . ადრე თვალს არ აშორებდა,სულ მის სახეს უყურებდა და ახლა თითქოს ვერ ხედავდა ისე საუბრობდა მასზე. ......... _გიორგი და ლევანი ასე როდის დამეგობრდნენ ... მე უბრალოდ ნაცნობები მეგონა თუ იყვნენ _უკრაინაში სწავლის დროს რაღაც პერიოდი ლევანთან ცხოვრობდა სახლში და მას შემდეგ... უკვე ოჯახისწევრივითაა ჩვენთანაც . იქამდეც იცნობდნენ და სულ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. გიოს უყვარს ძალიან,აფასებს,ენდობა . იშვიათადაა აქეთ ,მაგრამ როცა ჩამოდის სულ გვსტუმრობს. _როდის მიდის ხომ არ იცი _პერიოდულად მიფრინავს და მოფრინავს ... ლევანის გრაფიკი ვინ იცის. შენ რატომ გაინტერესებს?_ ნატა ჯერ კითხვებს პასუხობდა მერე კი ოთახის დალაგებით დაკავებულ დას წინ გადაეღობა _ რომ მოდის მაშინვე საქმეს პოულობ და ისე გადიხარ თითქოს რამე დაგიშავა. _რა სისულელეა... მოგეჩვენა _მე არაფერი მეჩვენება. ისევ ხომ არ გიყვარს ,შემთხვევით ... ღმერთო როგორ მომწონდა თქვენი ერთად ნახვა. მთელი ჩემი სადაქალო ვგიჟდებოდით თქვენზე,ისეთი ლამაზები იყავით ერთად. ისე გიყურებდა ,ვნატრობდით ნეტა ჩვენც ასე შევუყვარდეთ_თქო. შოთას როგორ გაყევი დღემდე ვერ ვიგებ რა გადაგიტრიალდა ტვინში. გიორგის უფსკრულში ჩავყვებოდი და შენ უკრაინაში წასულს არ დაელოდე ... კარგი არაფერი მითხრა ,აზრი აღარ აქვს ახლა . თანაც შენი ცხოვრებაა ,შენზე მეტად არავის ტკენს შენი სულელური ნაბიჯები _შენ ჩემზე ჭკვიანი აღმოჩნდი, გახსოვს გითხარი კიდეც კარგია რომ დაქორწინდით და არავის უსმინეთ_თქო. ყველა წუთი უნდა გამოიყენო თუ ბედნიერი ხარ _ლევანს ჰყავს ვიღაც ქალიო ... ზუსტად არ ვიცი ვინ. გიომ იცის მგონი ,მაგრამ არ მიკითხავს . უნდა გავარკვიო _ბედნიერი უნდა იყოს,აუცილებლად! _ჩუმად თქვა და მეორე ოთახის დალაგებაზე გადაერთო. _შენ სამეცადინო არ გაქვს?ან ბავშვები არ გყავს დღეს დაბარებული? _მაქვს,მაგრამ გვიან ვიმეცადინებ. ვახშამს მოვამზადებ იქამდე _რომ დაისვენო არ გინდა? _ვისვენებ ... თუ არ ამოვწურე მთელი ენერგია ისე ვერ ვიძინებ . თუ ისეთი დაღლილი არ ვარ რომ ბალიშზე თავის დადების მომენტში გავითიშო მთელი ღამეს თეთრად ვათენებ _მაშინ ნუ დაისვენებ ... უბრალოდ მეშინია ერთ დღეს არ წაიქცე სადმე. ისეთი გამხდარი ხარ შენ ფონზე ვეშაპს ვგავარ. _ულამაზესი ხარ ,გეფიცები _რომ ვიმშობიარებ მერე ვიფიქრებ წონის დაკლებაზე იქამდე მითხარი იმ ცომით პონჩიკებს გაუკეთებ ბავშვებს და მე? _გავაკეთებ ,ახლავე დავიწყო თუ მოიცდი _ახლავე სჯობს ... მეც მოგეხმარები _იჯექი გთხოვ ,პირიქით ვიძაბები სულ მეშინია ან ფეხი არ დაგიცდეს ან რამე არ დაიწვა _შევეჩვევი მე შენ აქ ყოფნას და რომ წახვალ მერე გამიჭირდება _გგონია მალე შევძლებ წასვლას? როდის ვიქნები იმდენად მშვიდად რომ მარტო ვიცხოვრო ,როდის მექნება ამდენი შემოსავალი რომ ყველაფერს გავუმკლავდე . ხომ ვიცი დრო მეწურება,შოთა უბრალოდ მელოდება როდის დავრჩები უყველაფროდ და იძულებული გავხდები დავუბრუნდე _არ იტირო გთხოვ... შენ აქ რო დარჩე სულ არავი იქნება წინააღმდეგი. დედაჩვენს კი არ ჰგავს მარო,იცი რა კარგი ქალია? _მოეხვია და თავზე ეფერებოდა _ მალე პატარა გვეყოლება და კიდევ უფრო მხიარულად ვიქნებით. კიდევ გოგო თუ იქნება ერთი ან ორი წლის შემდეგ კიდევ _გიორგი ბავშვებზე გიჟდება , ბიჭის გამო ხომ არ ხარ ორსულად _დედისერთობის გამო გიოს ისედაც უნდოდა ბევრი ბავშვები და მე ისე მღლიან კომენტარებით მინდა ბიჭიც ... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ უსაზღვროდ მინდა ბიჭი რომელიც გიოს დაემსგავსება გარეგნულად . ბავშვებს ორივეს ყავისფერი თვალები აქვთ ჩემსავით და მე გიოსნაირი ცისფერთვალებაც მინდა _ბიჭი თუ იქნება და მე ვიცი რომ ბიჭი იქნება რა მოხდება შემდეგ? _რა უნდა მოხდეს კიდევ თუ მოხდება ისე რომ დავფეხმძიმდები გავაჩენ ... საუკეთესო დედა ვიქნები და გიორგისთან ერთად ორივე ბედნიერს გავხდით ბავშვებს. ყველაფერს გავაკეთებ მათ გამო,ადრე სულ მეზარებოდა საქმეები ახლა არაფერი მეზარება იმიტომ რომ ბედნიერი ვარ,თავისუფალი და არავინ მეჩხუბება,არავინ მაძალებს არაფერს _ნინასთან ჩახუტებული იდგა და ისე ლაპარაკობდა კარის ხმა რომ გაიგო და წამსვე წავიდა _გიოო მოხვედიიი ?გიოოო დღეს პონჩიკების დღე გვააქვს_ბიჭს ეხვეოდა,ლოყაზე კოცნიდა გადაღლილს და მერე ისე მიახარა თითქოს ოქროს ურიგებდნენ_ცუდი მორიგეობა გქონდა ჩემო სიცოცხლე? _საშინელი... ძალიან მიყვარხარ ,მომენატრე. რა კარგია რომ მყავხართ _ მჭიდროდ შემოხვია ხელები წელზე და ყელში აკოცა _უსასრულოდ მიყვარხარ _რა მოხდა გიო? _არაფერი ... უბრალოდ რთული ღამე მქონდა . რთული პაციენტები ,ბევრი სისხლი და სიკვდილი . ცხოვრება დაუნდობელი,უსამართლო და საშინლად ხანმოკლეა ამიტომ ძალიან ძალიან ბევრი ბედნიერი მომენტი უნდა გვქოდნეს მე და შენ ,ბევრი მიყვარხარ უნდა გითხრა ბევრჯერ გაკოცო და უთვალავჯერ ჩაგეხუტო- ღიმილიანი სახით იყო კარის ჩარჩოს მიყრდნობილი და წყვილს უყურებდა. გულში სითბო ეღვრებოდა მათი დანახვისას ადრეც ,მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტს ხედავდა , ნამდვილს ხალხისგან შორს,სახლურ ურთიერთობებს. _შემოდი გთხოოოვ დედა დღეს პონჩიკებს აკეთეეებს ,იცი რა გემრიელებია? ჭამას ვერ შეწყვეტ _ დათას ხმამ გამოაფხიზლა ვიღაცის ხელს ებღაუჭებოდა სანამ კარისკენ არ წავიდა ვერ დაინახა ლევანი. ერთ ხელში ლიზა ჰყავდა მეორეში თათია . მალევე დასვა და გაბრუნებას აპირებდა _კახას პედ.საბჭო აქვს და ვერ ახერხებდა ბავშვების გამოყვანას. გზაში შემთხვევით შევხვდი და მე წამოვიყვანე ყველანი _შემოდი ,ვახშმად დარჩი ... მალე იქნება ყველაფერი მზად . დღეს განსაკუთრებული დესერტიც გვექნება _გიომ მიიპატიჟა _ გაგისინჯავს ნინას მომზადებული კრემიანი ფუნთუშები?_ნატამ ჰკითხა და მერე ბავშვებიც ისე მიცვივდნენ გასვლა ვეღარ მოახერხა. _არ გამისინჯავს , ნინას მომზადებულის მირთმევის ბედნიერება სხვას სხვა ბედად ... ძალიან მეჩქარება . საქმეები მაქვს , ნახვამდის _მაინც დაიხსნა თავი და უკანმოუხედავად წავიდა. სახლში იყო გიორგი რომ მივიდა და ნინას პონჩიკები მიუტანა . ჯერ კიდევ ცხელი იყო და ვანილის სურნელს აფრქვევდა _ნინამ გამომატანა ... _არ მინდა , შეგიძლია უკან წაუღო _მე მივდივარ და თუ არ გინდა გადაყარე... შიგნით რაღაც ფურცელიც ჩადო ,წერილია მგონი _ წავიდა და მარტო დატოვა მოგონებებთან ერთად "დათას და ლიზას გახარებისთვის. ბავშვების თხოვნით გიგზავნი. ვანილის სურნელი არ იცვლება " _სულელი ... _ ღრმად ჩაისუნთქა ,ყველაფერი ნაგავში მოისროლა და სახლიდან საერთოდ წავიდა. _ხომ დამპირდი მოგიყვები მეორე შეხვედრისასო _ ვერ მოისვენა დათამ და მარტო დარჩენის პირველივე წუთები გამოიყენა _მარტო რომ ვიქნებით შემდეგ ვისაუბროთ... ახლა გოგონები წავიყვანოთ სახლში თორემ დაგვაგვიანდება და ინერვიულებენ დედიკოები _ ახსენდებოდა დათასთან დიალოგი და საკუთარ თავზე ბრაზობდა _მეგობრები იყავით? _არა _აბა ? _ვინმე გიყვარს დათა? _კი ,დედა და ლიზა ყველაზე მეტად _დედაშენი ყველაზე მეტად მიყვარდა მაშინ _დედაჩემსაც უყვარდი , რატომ არ მოიყვანე შენ ცოლად _მამაშენის ცოლი იყო უკვე და იმიტომ ... აი შენ ბურთი ,ამით კარგად ითამაშებ გიორგის გოგონებისთვის აქვს ისინი მსუბუქია _ძვირია , ვერ გამოგართმევ ... _მე ფული ბევრი მაქვს . ხომ ვართ მეგობრები,მე საიდუმლო გითხარი შენ ბურთს გამომართმევ _საიდუმლოა ? _ხო და დედას არ უთხრა რომ ვისაუბრეთ _ბურთზე მკითხავს _ბურთს ვერ დაუმალავ და ამბავი არ ჩანს _დედასაც უყვარდი ? _ უკვე ბურთი ეჭირა ხელში. გოგონები სათამაშოებით ვერ კმაყოფილდებოდნენ _ეს იარაღები არ მოგწონს? _არა _რატომ ... ბიჭებს არ უყვართ ომობანა? _არავის მოკვლა მინდა _მე რომ მაქვს იარაღები და შემიძლია სროლა ცუდი ბიჭი ვარ? ესეც ავიღოთ და ესეც ... _აღარ ვთამაშობ სათამაშოებით _რამდენი წლის ხარ გამახსენე? _შვიდი ,მალე რვის გავხდები _გქონდეს იქნებ მოგინდეს თამაში ან გოგონები ითამაშებენ _რატომ არ მიპასუხე? _რაზე _დედასაც უყვარდი? _დედაშენს მამაშენი უყვარდა და მას გაყვა ცოლად _ტყუილია ... სიყვარული არ არის ასეთი _მაინც როგორია სიყვარული რა ჰგონია შვიდი წლის დავითს _რომ გიყვარს სულ მასთან გინდა ყოფნა ... მისი დანახვა გიხარია. ლიზა მაგალითად ნაყინს რომ დაინახავს სიხარულისგან დახტის იქამდე სანამ შეჭამს _დედაშენმა სხვანაირი სიყვარული იცის,ალბათ ... თქვენ ბავშვებმა სხვანაირი _არ ვიცი ... დედას მამას არცერთი ფოტო აქვს თან , შენი კი ორი . მამასთან ერთად ქორწილის სურათებშიც მოწყენილია და ყველა დანარჩენშიც სულ ძალით დგებოდა ხოლმე გადასაღებად შენთან კი ისეთი სხვანაირია. ისეთი არასდროს მინახავს იმ ფოტოზე რომ არის ისეთი ვარსკვლავებიანი თვალები არასდროს ჰქონია დათას ხმა ისევ ესმოდა ,მაგრამ ბავშვის წარმოდგენას ილუზიად თვლიდა. მეგობრებთან ერთად სვამდა ,მათ საუბარს არც უსმენდა მოულოდნელად რომ ახსენეს ნინა და ყურადღებაც მიიპყრეს _დალურჯებული იყო მთლიანადო ... უნახავთ და თქვეს _გასალახი იყო ალბათ და გალახა აბა ტყუილად ვინ ვის ურტყამს გიჟია? ასეა სხვის ქალს რომ მოიყვან მერე სულ ეჭვად გაქ ის უყვარს ისევო ... ლევანას ჩამოსვლის ამბავი გაიგო ალბათ და დაბეგვა კიდეც . _იმას თავში ჭკუა რომ ქონოდა თავში არ წაყვებოდა ახლა ყველას ღირსია რაც მოხვდა _შენ ხო არ დაიბრუნე შემთხვევით და იმიტომ ხომ არ გამოაგდო სახლიდან _გაჩუმდით ბიჭო ნუ გადარევთ _ ესმოდა მეგობრის ხმა ,მაგრამ ბრაზს ვერ ერეოდა და არც ჰქონდა სურვილი. თითქოს ისევ გასისხლხორცებული ჰქონდა ნინას დაცვა . ყველაფერი გაართულა,მას მერე ჭორები დადიოდა ნინა ისევ უყვარს ლევანს ,მის გამო მეგობრებთან იჩხუბაო . ახლოს არ გაჰკარებია ჟღენტს და მაინც არ ჩუმდებოდნენ. _მართლა ნინას გამო იჩხუბე? _აღარ აჩენს ნატა? რამდენი კვირისაა _31 _მერე არ უწევს ? _კი ,მაგრამ ჯერ არ მოდის და ველოდებით _შვებულებას არ იღებ? _ჩემთან უნდა მოიყვანონ მაინც და რა აზრი აქ... თან ფული მჭირდება თუარ ვიმორიგევებ საიდან მოვიტანო _რას მიაკვდი ამ ექიმობას როდის იშოვი საკმარისს ერთი თვეც არ გყოფნის მარტომ რომ არჩინო ოჯახი. აფთიაქი გავხსნათ, წამლების შემოტანაზე მე ვიჩალიჩებ ... შენ მიხედე წესრიგს და დაისვენებ _ამდენი წელი ამისთვის არ მისწავლია... ლიცენზიას ავიღებ მალე _რო აიღებ რა შიეცვლება მეტი გექნება ხელფასი ? _შენსავით სულ ახალი საქმის კეთებაზე ვერ ვიფიქრებ _ჩემი საქმე ეგაა ... მსიამოვნებს რომ გამომდის თორემ ამდენი ფული რა ჩემ ფეხებად მინდა . ასწორებს რომ გამოდის და გეგმის მიხედვით მიდის ყველაფერი. ერთი აფთიაქი მართლა უნდა გავხსნა ... წამალზე სულ ჩალიჩი მიდის . ისეთ რაღაცებს შემოვიტან რაც დეფიციტშია _და გგონია უფლებას მოგცემენ?არ გაგახარებენ...შენ არ იცი რა ამბები ტრიალებს მანდ _ყლ. არ გადამიღუნონ ... _თავს ნუ აიტკიებ _ნინამ გაიგო? _მაინც ვერ აუარა გვერდი . ზურგით დადგა და მოწევა დაიწყო _ ჩხუბზე _კი ... უნივერსიტეტში უთქვამს ვიღაცას უჩას ნათესავი ყოფილა. _რა უთქვამს _ზუსტად არ თქვა,მაგრამ ისე იყო გგაგიჟებული კარგს არაფერს ეტყოდა _ტიროდა თუ ჩხუბობდა _ორივე ... შენ რა იცი _ადრეც ასე იცოდა გაგიჟებამდე რომ მიდიოდა და თავს ვერ ერეოდა თან ჩხუბობდა ,წამში ათას სიტყვას ამბობდა და თან ტიროდა . ისტორიაში მიიღო 4 ქულა და ამაზე იყო ერთხელ მასწავლებელზე ლაპარაკობდა,რაღაცას მიხსნიდა ასე ვუპასუხეო და თან ტიროდა. როგორ შეიცვალა მისი პრობლემები და ფიქრები _არასდროს გილაპარაკია აქამდე ნინაზე ... არ გითქვამს შენი ცოლის და გონებიდან ვერ ამოვშალეო ,არც რამეს მეკითხებოდი _აზრი არ ქონდა ლაპარაკს ,იმ ს.რის ცოლი იყო და იტანდა ყველაფერს . ახლა კიდევ უჩემობის ღირსიცაა და ყველაფრის საერთოდ რაც სჭირს . ის მიკვირს იმ ნ.ბიჭვარს ასეთი საოცარი ბავშვები როგორ ჰყავს. დათას უსმენ საერთოდ?აკვირდები როგორია? რომ ვუყურებ მავიწყდება საერთოდ ვისი შვილია. მითხარი რა რამე თუ მოუნდება ან დასჭირდება _არაფედს ითხოვს ხოლმე. თავიდან საჭმელსაც ცოტას ჭამდა,მგონი რცხვენოდა . ახლა მოშინაურდა და მგონი თავისუფლად გრძნობს უკვე თავს . დიდი კაცია პატარა სხეულში _სახლში არ შემოხვალ? _ მანქანასთან იყვნენ ,სახლს უყურებდა და ნაბიჯს არ დგამდა _არა ... გვიანია . მიდი შენ _აივანზე მდგომ ქალს კიდევ ერთხელ შეხედა და საჭესთან დაჯდა. ............. _ესაა ის რის გამოც ჩემზე უარი თქვი?_ბაღში სკამზე მჯდომს გვერდით მიუჯდა და შორიახლოს მოთამაშე ბავშვებს გახედა _გეშინია ბავშვები არ წაგართვას ,არ მოგკლას ... დედაშენი ჩემზე ამბობდა ყაჩაღის ,ქურდის ,მკვლელის შვილია მისნაირი იქნება ... ციხის კართან მოგიწევს ცხოვრების გატარებაო. უმწიკლო რეპუტაციის მქონე ოჯახში ხომ მოხვდი _პირველი სიყვარულის დავიწყება ვერ მოახერხე თუ ბრაზი გახრჩობს ისევ _ გული ყელში მოებჯინა,მაგრამ ნიღაბაფარებული დარჩა მის წინ _მე ჩემი არჩევანი გავაკეთე ... შენ შენ ცხოვრებას აგრძელებ. ციხიდან დიდი ხნის წინ გამოხვედი ? _შესანიშნავად იცი ყველაფერი შენ ჩემ ცხოვრებაზე _გგონია პირველ სიყვარულზე მუდმივად ვიგებ ამბებს ? ხო ისეთი მშვიდი და უპრობლემო ცხოვრება მაქვს ყველაფრისთვის მრჩება დრო _რატომ არ მიყურებ _მეშინია ბავშვებმა რამე არ იტკინონ ... ყინავს _ტყუილს ვერ ამბობდი ,ის ნინა ვერ ამბობდა, რომელიც მე მიყვარს და შენ არ ვიცი ვინ ხარ _არავინ... მე მხოლოდ დედა ვარ და სხვა არავინ . დედა რომლის შვილებსაც არ ჭირდებათ ზედმეტი ჭორები ისედაც ყველთვის წამოაძახებენ მშობლების ამბავს _გაიგო მისი ნათქვამი "მიყვარს", გაიაზრა და გაქცევის სურვილი გაუჩნდა. ეშინოდა ,მისიც და ყველა კაცის ვინც კი მის ქალურ ცხოვრებაში შესვლას მოინდომებდა_დათა დე წამოიყვანე ლიზა, სახლში მივდივართ _ ბიჭუნამ წამსვა შეასრულა დედის თხოვნა პატარა დას ხელი ჩაკიდა და ნინასთან მიირბინა _მანქანით ვარ , გაგიყვანთ _ფეხით გასეირნება გვინდა იმიტომ ვართ გარეთ _ ისევ არ შეუხედავს,მზერას ვერ უსწორებდა . ყველაფრის ეშინოდა,ყველა შემთხვევითი გამვლელის, რომელიც იცნობდა . უამრავი ფიქრი ჰქონდა განქორწინებულ ქალს . გოგონა ხელში აიყვანა ,ბიჭუნას ხელი ჩაკიდა და ისე განაგრძო გზა ყინვიან გზაზე. მანქანამ გზა რომ გადაუჭრა და იქედან შოთა გადმოვიდა ბავშვი კიდევ უფრო მეტად მიიკრო გულზე. _მამას სიყვარულო მააა ჩემო დახატულო _ ჯერ გოგონა აიყვანა რომელსაც მისი დანახვა გაუხარდა და აკისკიდდა კიდეც შემდეგ უფროს შვილს დახედა ბრაზიანი მზერით _ შენ რა იყო ბიჭო მამა არ მოგენატრა? რა ჩასვრილი ბავშვივით მიყურებ _ნუ ელაპარაკები დათას ასე ... _ ბიჭუნას თავზე ხელი გადაუსვა და კაცს ჯიქურ შეხედა _ჩვეულებრივად ველაპარაკები ... კაცურად უნდა მოიქცეს და არა პროჭ.ლად _კაცურად ქცევა რა არის ცოლს რომ სახეს ულურჯებ? _მთვრალს რომ არ უნდა მეტლიკონო ვერ ისწავლე 8 წელია ... გეყოფა რა ეს სულელური გაბუტვები. რამდენხანს უნდა დარჩე შენს დასთან სანამ არ გამოგაგდებს გიორგი? თავისი სამი ბავშვი ეყოლება და შენ კიდე ზემოდან ემატები არ გრცხვენია? დედაშენს დაუჯერო სჯობს და დაბრუნდე შენ სახლში... ცალკე გადავიდეთო იკლავდი თავს და გადავედით აღარ ვართ დედაჩემთან და ჩემ ძმასთან . რა გინდა კიდე მითხარი რა გიყიდო ... რას ისურვებ ამჯერად მოიფიქრე და დაბრუნდი შენ სახლში . მათხოვრად ნუ გადაიქცევი და შენ ბავშვებსაც ნუ გადააქცევ _ ხმა დაითბო,მზერად სხვანაირი გაუხდა ხელი ქალისკენ მისწია და ლოყაზე მოეფერა _ მომენატრე , დაბრუნდი სახლში თორემ მართლა ყველა იფიქრებს,რომ ბ.ზი ხარ და გაგაგდე _ბევრჯერ შეგირიგდი უკვე... ბევრჯერ დავბრუნდი და მეტჯერ აღარ ვაპირებ . უბრალოდ დასრულდეს ,გთხოვ ... გააგრძელე შენი ცხოვრება. რაც გინდა ის თქვი და თავი გაიმართლე,როგორც გინდა ისე ჩამოიწმინდე ის ნეხვი რაშიც ხარ ამოვლებული ოღონდ მე თავი დამანებე. ბავშვებს სულ გაჩვენებ ,როცა ფხიზელი იქნები შენთანაც დავტოვებ, ლიზასაც გამოვუშვებ _შენ მართლა გგონია ,რომ რაამდენიმე საათით ვნახავ ჩემ შვილებს და მორჩა?გაგიშვებ? ჩემგან სიკვდილის გარდა ვერაფერი დაგიხსნის და თუ ძალიან გინდა თავი ჩამოიხრჩე ... ან მე გამოგჭრი ყელს იცოდე . კიდე ცოტახანს დაგაცდი ,სულ ცოტას და მერე ისე დაგბრიდავ ყველა იფიქრებს თავი მოიკლაო _ ჩუმად ეუბნებოდა,კეფაზე ჰქონდა ხელი მოჭერილი და თავის გამოძრავების საშუალებას არ აძლევდა. ხალხი იყო ქუჩაში, არავინ აქცევდა ყურადღებას მხოლოდ არასწორად გაჩერებულ მანქანას ჩაუარა გვერდი სიგნალებით რამდენიმე მძღოლმა. _ხელი გაუშვი ... დედას ხელი გაუშვი _ ბიჭს სიტყვები ესმოდა ჩუმად ნათქვამი მუქარაც კი გასაგები იყო მისთვის . პატარა ხელებით აწვებოდა კაცს. შუაში ჩადგომას ცდილობდა,ძმის აღელვება დამაც იგრძნო და ატირდა. _ბავშვი მომიყვანე მივდივართ _ჩემთან ერთად წამოხვალთ. დროზე! _არ მოვდივართ ! ხელი გაუშვი ბავშვს _გოგოო _ხელი გაუშვი დედას... დედას ხელი გაუშვი _ცრემლიანი ჰქონდა თვალები დათას ,პატარა გული მღელვარებისგან ძლიერ უცემდა და მთელი ძალით ცდილობდა დედის დაცვას _ბიჭო შენ ვისკენ ხარ .არ გინდა დედა და მამა ერთად რომ იყვნენ?გინდა ბავშვებივით სხვასთან იყო არც სახლი გინდა,არაფერი ? სათამაშოები ,მანქანები ... მამა ყველაფერს გიყიდის მასთან თუ იქნებით _არ მინდა შენთან...არ მინდა შენთან დედას ნუ ტკენ _ვის უყვირი შე პატარა ლაწირაკო... ენას ამოგგლეჯ იცოდე _ბავშვს არ შეეხო _ მზერაც დაებინდა შოთამ დათას რომ ჩაავლო ხელი. კიოდა ,ეწინააღმდეგებოდა,ბავშვებიც ტიროდნენ ,მაგრამ არავის გადმოუდგამს მათკენ ნაბიჯი . მანქანაში ჩატენეს ისევ,უკვე მერამდენედ მიჰყავდა სახლში რომელიც ციხეს აგონებდა ქალს. არავინ ჰყავდა ვინც უშველიდა, ვერავინ გაუმკლავდებოდა შოთას,მისგან ვერ დაიხსნიდნენ თუ თავად არ უშველიდა თავს. მდუმარედ მიჰყვებოდა სახლისაკენ,მკლავის ტკივილს ვეღარ გრძნობდა ,აღარც ბავშვების ხმა ესმოდა _ოთახში შედით დათა... ლიზაც წაიყვანე . ყველაფერი კარგადაა _ ბავშვისკენ დაიხარა და თავზე აკოცა _არ დაგტოვებ _არაფერია,მამა ვერაფერს დამიშავებს გეფიცები _ ბიჭს ცრემლები შეუმშრალა და ლოყაზე აკოცა _ ყველაფერზე მეტად უყვარხარ დედას _ თვალებში უყურებდა ბავშვს სანამ ოთახის კარს დახურავდა _მომინდომა გოგომ თავისუფლება და თავის ნებაზე ცხოვრება. ჩემი ხარ სანამ ცოცხალი იქნები და ვერავის ჩაუგორდები შენ ნებაზე. როდის გითხარი ეს გახსოვს? სულ პირველად რომ გაკოცე მაშინვე ჩემ გარდა ვერავისთან იქნები... ჩემი ბავშვები კი ჩემგან შორს არ იქნებიან აი იმ პატარა სულელს კი ვასწავლი როგორ უნდა მამის პატივისცემა _ არყის ბოთლი ედგა წინ,ჭიქა გაავსო სანამ ქალს მიუახლოვდებოდა და დაცალა _ რომ გიღალატე ისტერიკები გქონდა ახლა ამდენი ხნით დამტოვე და არავისთან ვყოფილვარ ... წამოდი ჩვენ ოთახში ავიდეთ ,ცოტას მოგეფერები და დაგილაგდება გონება ,მიხვდები რა ტყუილად წიკვინებ. მერე წავიდეთ ოქროს ბირჟაზე და ლამაზ ბეჭედს გიყიდი _ ავხორცი მზერა ჰქონდა, ქალს ეზიზღებოდა მისი დანახვა ,ხელი რომ მოხვია და მოეხვია მაშინვე საჯდომზე წაავლო თითები _ შენ ხარ ჩემი საკუთრება ,სამუდამოდ! გაიმეორე _არ ვარ შენი საკუთრება ... ხელს გამიშვებ და აღარასდროს შემეხები . მეზიზღება შენი ყველა შეხება,გულს მირევს ყველა შენთან გატარებული ღამე და დღე. მძულხარ და მეზიზღება საკუთარი თავი . შენ მე გამაუპატიურე მერე დამარწმუნე,რომ ცხოვრება დასრულდებოდა თუ შენი ცოლი არ გავხდებოდი . შენ მე ცხოვრება დამინგრიე,ყველაფერი წამართვი . შენ მე საკუთარი თავი წამართვი _რა ვქენი გოგო?_ ხარხარებდა,ბოთლი აიღო და მიიყუდა _ ერთი ორი რომ გაიფართხალე თავის დაფასებისთვის ახლა გაუპატიურებაში მიტარებ შე პატარა ბ.ზო? ცოლად კი არ უნდა მომეყვანე ჩემ კ.ხპად უნდა მექციე შე სულელო ,დებილო ქალო. მიყვარდი, მევასებოდი ჩემ ღირსად რომ გაქციე და ცოლად დაგისვი... ამ ოჯახში შემოგიშვი მეტის ღირსი ვარ. შენნაირი მათხოვარი რომ მოვიყვანე და თავზე დაგისვი . დედოფალივით ხარ ,სოროდან გამოგიყვანე და ფეხების გადაშლაც არ გინდა ? ვინ გყავს უკეთესი კანდიდატი ... ვინმე უფრო მდიდარი საკბილო ნახეთ შენ და დედაშენმა? გგონია გაგიშვებ? ისე უნდა მოგექცე როგორც შენნაირი სულელი,უტვინო ბ.ზები იმსახურებენ ... _ხელი თმაში წაავლო და კედელს მიანარცხა . იგრძნო ცხვირიდან წამოსული თბილი სისხლი როგორ იღვრებოდა კანზე. ზურგიდან აკრულ კაცს,მის ამოსუნთქვას არყის სუნი რომ ახლდა თან_ სახლიდან აღარ გახვალ ,ჭკუას გასწავლით შენ და შენ გამოზრდილ ლაწირაკს... ორივეს გასწავლით როგორ უნდა ჩემთან მოგცევა . თუ ვერ ისწავლის მეორე ბიჭს გამიჩენ და ის დამემსგავსება _ კოცნიდა და აშიშვლებდა... _თუ სხვა ვერაფერი სიკვდილი დაგვაშორებს ,სამუდამოდ გაგვათავისუფლებს შენგან _შემდეგ კადრებად დარჩა გონებაში მომენტი როცა მაგიდიდან დანა აიღო ,შებრუნდა და მუცელში გაუყარა. მისი სისხლით შეეღება ხელები , თვალებში უყურებდა და მაინც დანას ხელს არ უშვებდა _ მხოლოდ სიკვდილი დაგვაშორებს ,სიკვდილი დაგვაშორებს იატაკზე იჯდა კაცის უგონოდ დავარდნილ სხეულთან ერთად და ვერაფერს გრძნობდა. სისხლის სუნით გაიჟღინთა ჰაერი ,ხელებს უყურებდა და სხვას არაფერს . შემდეგ კაცს შეხედა ,ადამიანს რომელთანაც წლები გაატარა ჯოჯოხეთში და მაინც თავისუფლება ვერ იგრძნო ,მხოლოდ სიმძიმე, სულის ტვირთი _გამოფხიზლდი ... არ მოკვდე ,მკვლელი ვერ გავხდები მე შენნაირი არ ვარ შენზე უარესი ვერ ვიქნები . გამოფხიზლდი _ წამის მეასედში დაიწყო ინსტიქტური მოქმედება . მუხლებზე მდგომი გაყინული ხელებით პულსს ეძებდა,ფეთქვას რომელიც იგრძნო და ამოისუნთქა. განა ებრალებოდა სიკვდილისთვის,არა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა და ბავშვებზე რომლებიც სრულიად მარტო დარჩებოდნენ. დათაზე ფიქრობდა რომელიც ხმაჩავარდნილი იდგა ერთ ადგილას და დიდხანს უყურებდა მომხდარ ამბებს. ქალის კივილის ხმაზე მეზობლები გამოჩნდნენ,რომლებიც იქამდე ვერაფერს ამჩნევდნენ მხოლოდ სისხლის დანახვისას ჰქონდათ რეაქცია. მანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში,გადარჩებაო ამბობდნენ. ხედავდა ჯგუფებად შეკრებილ ხალხს რომლებიც ახალ ამბავზე ათასგვარ ამბავს შექმნიდნენ და გაავრცელებდნენ. _დათა დე , ყველაფერი კარგად იქნება ... მიყვარხარ . ლიზაზე იზრუნე ,გთხოვ. ჩაეხუტე ძილის წინ და გაათბე ,ძალიან სცივა ხომ იცი . დედას ძალიან უყვარხართ ................ შეიძლება ვერ გადარჩესო ამბობდნენ. ნათია კი პოლიციელების გარემოცვაში მდუმარედ იჯდა და არაფერს ამბობდა. იქაურობა სულს უხუთავდა,ყველგან კაცები იყვნენ მათგან უმრავლესობა თავად იყო მოძალადე და უამრავი კომენტარი ესმოდა,შეურაცხმყოფელი სიტყვები და ბრალდებები თითქოს ჩურჩულით რომ გადაულაპარაკებდნენ ერთმანეთს. ვერავინ ამჩნევდა მის სისხლდენ ცხვირს,შეშუპებულსა და გაწითლებულს. ვერც სილურჯეებსა სისხლჩაქცევებს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე უხვად რომ ჰქონდა. ქალი იყო და დაიმსახურებდა, კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო . მორჩილი ცხენი უნდა ყოფილიყო ცოლი ,ლამაზი და საქმიანი. სულ ეს იყო ბევრის ბნელ წარმოდგენაში ქალი ცოლის სტატუსით.არავის იმედი ჰქონდა , რომელი ადვოკატი გადაარჩენდა ვინ იტყოდა სასამართლოზე ყვირილის ხმა გამოდიოდა ყოველ დღე მათი სახლიდანო, თვრებოდა და სცემდა ,შეურაცხყოფას აყენებდა ამცირებდა და ძალადობის მსხვერპლი იყოო. მშობლები მხოლოდ გატეხილ სახელზე იდარდებდნენ,მათი ნახვაც არ უნდოდა და მათგან მიღებული ბრალდებები იქეთ რომ გაუჩენდნენ დანაშაულის შეგრძნებას გამწარებული სიბერისთვის. არც რუსეთში გადახვეწილი ძმა უშველიდა და ვინ იცის როდემდე მოუხდებოდა იქ ჯდომა. ღამე იყო უკვე,ასე ვარაუდობდა თუმცა კი ხმაური ისევ ესმოდა. ბიჭები დაიჭირეს, ვიღაცას სცემდნენ,საშინელი მოსასმენი იყო ვიღაცა შველას რომ ითხოვდა და დამხმარე არავინ ჰყავდა. ფეხები მკერდზე ჰონდა მიკრული,იყინებოდა და დახეული,შუჭყიანი ადიელის გარდა არაფერი ჰქონდა . იატაკზე თაგვმა რომ გაირბინა აღმოაჩინა რომ შიშიც დავიწყებული ჰქონდა,კომფორტი იყო ფობიის ქონა. გვერდით რამდენიმე ქალი ჰყავდა , მათი საუბრის მანერა და ჩაცმულობა მიანიშნებდა პროფესიაზე რომლის გამოც მოხვდნდნ იქ. ერთ_ერთი რომ გაიყვანა პოლიციელმა დაინახა გზაშივე როგორ ეფერებოდა და ღებინების შეგძნება ისე მძაფრად მოაწვა ყელში რომ პირზე აიფარა ხელები. შეეშინდა, მათთან თავი ყველაზე დაუცველად იგრძნო და მთელს ტანში გასცრა უარესის მოლოდინმა. ნაბიჯების ხმა რომ გაიგო თავი არ აუწევია ,იფიქრა ისევ ვინმე მოჰყავთო მერე კი მისი სახელი და გვარი გაჟღერდა _სწრაფად გამოდი თუ გინდა გაგიშვათ თუ რჩები ,მოგეწონა ჩვენთან ისე გაჰყვა ვერ გაიაზრა რა ხდებოდა. ხელი მოაწერინეს რაღაც ფურცელზე,სასამართლოს რიცხვს შეგატყობინებენო,ქალაქიდან არ გახვიდეთო კიდევ უამრავი რამ უთხრეს და მაინც არ ეჯერა. გზაარეული მიდიოდა, ძლივს მიაღწია გასასვლელ კარამდე. უკუნით სიბნელეში მანქანა დაინახა,თეთრი ნივა ანთებული ფანრებით და მასთან სიგარეტით ხელში მდგომი ლევანი. _გიორგი ვერ მოვიდა,ნატამ ბიჭი გააჩინა. რთული მშობიარობა ჰქონდა,მაგრამ ახლა კარგადაა ... შენი ბავშვები ჩემთან არიან _ თბილი ქურთუკი მოახურა გაყინულს ისე რომ სულ ერთი წამით შეეხო და სათქმელიც ისე უთხრა თითქოს სხვა მნიშვნელოვანი იმ დღეს არაფერი მომხდარა . ვერაფერი თქვა , არაფერი უნდოდა საყრდენის გარდა და ლევანს რომ მოეხვია იგრძნო სიმსუბუქე რომელიც წამში გაჩნდა და დარჩა . არ უგრძვნია მისი შეხება, ხელი არ გაუტოკებია კაცს. უბრალოდ იდგა ,სიტყვების გარეშე გამოხატავდა სათქმელს. _მადლობა _გიორგიმ მთხოვა _კარგი ,იყოს ასე_ ცრემლები შეიმშრალა,კაცის ქურთუკი სხეულზე მჭიდროდ მოიხვია და მანქანაში მის გვერდით დაჯდა. თენდებოდა ,თვალის მოუშორებლად უყურებდა მზის ამოსვლას . ეს იყო ახალი დღე რომელიც არაფრით ჰგავდა ძველს. შუქი არ იყო. ჩაბნელებული კორპუსის კიბეზე გვერდი გვერდ მიაბიჯებდნენ. კიბის მოაჯირიც ძველი იყო და საფეხურებიც. სიჩუმეში მხოლოდ მათი ნაბიჯების ხმა ისმოდა,რაც უფრო მაღლა ადიოდნენ მით უფრო მეტად ხმაურიანად სუნთქავდნენ. მეცხრეზე ჰქონდა ბინა ლევანს ნინას კი ერთი სული ჰქონდა როდის ჩაეხუტებოდა ბავშვებს. ფეხი აუცდა სველ საფეხურზე და ლევანს რომ არ დაეჭირა წაიქცეოდა _ფრთხილად _მაპატიე ... თოვლია თუ დამდნარი ყინული _ჩუმად თქვა ,სიჩუმის დარღვევა არ უნდოდა . ხელზე ისევ ეხებოდა ლევანის თითები . სანათის შუქი მიჰყვებოდათ გზად . კარი დაკეტილიც კი არ ჰქონდა,სახელური ჩამოსწია და პირველი ნინა შეუშვა _პირდაპირ და მარცხნივ _ ჩამორჩა და შორიდან უყურებდა ბავშვებთან მიმავალს. მათი დანახვისას სულ სხვა ქალი გახდა,ბედნიერებისთვის ჩახუტება რომ ჰყოფნიდა. დათას ნაბიჯების ხმაზე გაეღვიძა და სიბნელეში განათებულმა დედის სახემ ემოციებით აავსო. ქალს თავის პატარა ხელებს ხვევდა _ხო არ მესიზმრები დე _ უცებ ასწია თავი და ხელები სახეზე ჩამოუსვა _ მეგონა დაგიჭერდნენ და ვეღარ გნახავდი _არ ინერვიულო დე ... შენთან ვარ . მარტოს არ დაგტოვებ _ნინას სძინავს, სად უნდა წავიდეთ _ნატასთან დე , თან მის პატარა ბაიასაც ვნახავთ _მუცელში აღარაა ბავშვი? _არა დე,უკვე ჩვენთანაა _დილამდე ცოტა დროა... რამდენიმე საათი დაისვენე და მერე გაგიყვანთ ერთად . ახლა მაინც არ შეგიშვებენ მათ სანახავად_ლევანის ხმა შორიდან გაიგო. მასთან ყოფნა ყველაფერს ერჩია,მაგრამ არ შეეძლო. მისგან შორს უნდა ყოფილიყო იმ დროს განსაკუთრებით, ჭაობში იყო და მასაც ვერ ჩაითრევდა. საავადმყოფოში მივიდნენ ,გიორგი ნახა მხოლოდ ბავშვს და დედას ეძინა და შეპარვასაც არ ჰქონდა აზრი. სახლში დაბრუნდა , საბაზანოში შეიკეტა,ტანსაცმელი მოიშორა და ტანს ისე იხეხავდა თითქოს თავად სდიდოდა სისხლი. სუნს ვერ იშორებდა, გონებაში ჩარჩენილ შეგრძნებას ვერ ერეოდა. შოთა ცოცხალი იყო ,მისი მოკვლა ვერ შეძლო და ისიც არ იცოდა ნანობდა თუ არა. დაძინებაც ვერ მოახერხა. ბავშვებთან ჩახუტებული იწვა და თვალების დახუჭვისთანავე სისხლის გუბეს ხედავდა . სახლიდან გასვლის შიში ჰქონდა,მაგრამ არ უნდოდა დამარცხებულიყო და სისუსტე მორეოდა. ოთხი ბავშვით მიდიოდა ქუჩაში, ბაღში და სკოლაში მიჰყავდა. სკოლის წინ დახვდა ყოფილი დედამთილი ნათესავ ქალებთან ერთად, პატარები უკვე ბაღში იყვნენ გვერდით დათა და მარიამი ჰყავდა . _სკოლაში შედით ... _შვილს მიკლავდი შე გაფუჭებულო ქალო? მეტის ღირსია შენთან რომ დაიჭირა საქმე... თავი რომ მოსჭერი არ იკმარე და ახლა გინდოდა მოგეკლა? შენი საყვარელი ვერ მოუგზავნე კიდე? შენ რომ მოვარდი მოსაკლავად. შე ტუტუცო გომბიო,შენ თუ ბავშვები არ წაგართვა მე ქალი არ ვიყი. უყურეთ ამ ქუჩის ქალს ,ამ უსირცხვილო ქალს ... მკვლელი ხარ და ბავშვებს შენთან რა უნდათ _დათა ისედაც არ დაძრულა ადგილიდან მერე კი ერთ_ერთმა ხელი რომ ჩაკიდა და წაყვანა დაუპირა მერე დააინახა მანქანნაში მჯდომი ლიზა დედის დანახვისას რომ ატირდა,გადმოსვლა უნდოდა,მაგრამ არ უშვებდნენ. ხალხი უყურებდა, ყველა ქუჩაში გამვლელი,მასწავლებელი,მოსწავლე და მშობელი. _სასამართლოში შევხვდებით ... _შენ ვინ გამოგიშვა გარეთ... შე მკვლელო გარეთ როგორ დადიხარ და ბავშვებს როგორ ეკარები _სასამართლოში შევხვდებით და გაირკვევა ვინაა დამნაშავე და ვინ მართალი _სასაამართლოშიო,გგონია მოსამართლეს იპოვი რომელსაც არ დაველალარაკები და ჩვენ წინააღმდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას? შე მათხოვარო , წურბელასავით რომ დააჯექი კისერზდ იმ ოჯახს არ გრცხვენია? შენ დასაც უნდა აურიო ცხოვრება ხომ? ტუტუცო ... ამ სკოლის დირექტორი მკვლელს იფარებს სახლში,მკვლელს მოღალატეს და ბ.ზს იფარებს და თავის საყვარელთან შეხვედრის საშუალებას აძლევს. ესაა სკოლა და ესაა დირექტორი?სად დაგყავთ ბავშვები _ ქალს არ უსმენდა,მასთან ჩხუბის ენერგია არ ჰქონდა. აზრი არ ჰქონდა საუბარს,მხოლოდ ბავშვებზე ფიქრობდა ,დათას იხუტებდა და მანქანისკენ მიდიოდა ლიზა რომ აეყვანა. შიგნით მისთვის უცნობი ბიჭი იჯდა _ბავშვებს ვერ წაიყვან...ლიზა დამიბრუნე _ლიზა შენნაირ ბ.ზთან არ გაიზრდება ... ბავშვებისთვის საშიში ხარ ,გიჟი ხარ და ავადმყოფი _ბავშვებისთვის საშიშები თქვენ ხართ მოძალადეები, ავადმყოფები შემომხედე რა მდგომარეობამდე მიმიყვანა შენმა შვილმა. შენ დგახარ ქუჩის ქალივით ამათთან ერთად და შუა ქუჩაში მირჩევ საქმეს. საჩივარი შემომაქვს და ისე არ ქნა შენც გვერდით მიუჯდე შენს შვილს ,გაფრთხილებ _საიდან მოუვიდა ძალა ვერ მიხვდა. ენერგია საერთოდ არ ჰქონდა ,მაგრამ მანქანასთან მისულმა კარი გამოხსნა და ბავშვი გამოგლიჯა ხელიდან უცნობს. ლიზა ხმით ტიროდა იქამდე სანამ დედას არ ჩაეხუტა და შემდეგაც ვერ დამშვიდდა ისე ჰქონდა გული აჩქარებული. _დედაჩემს არ მიეკაროთ ... დედა ცუდი არ არის და შენ ეუბნები ცუდ სიტყვებს _დათა ნინას და ლიზას წინ იდგა. პატარა იყო და ვერ გამოდგებოდა ფარად,მაგრამ ლევანი რომ გამოჩნდა და მათ წინ აღიმართა კედელივით მერე ორივემ სიმშვიდე იგრძნო. _მანქანაში ჩასხედით _ ხელით ანიშნა და წამით შეხედა ნინას_ქალებთან საუბარს არ ვაპირებ. არც არაკაცებთან რომლებიც შენ გაზარდე ,ისე არ მოხდეს ღმერთის სამართალს არ დაველოდო და ნულზე დაგსვათ მთელი ოჯახი. თემურს უმადლოდეთ საერთოდ რომ სუნთქავთ , ქალბატონო ელზა _კბილებსშორის გამოსცრა სიტყვები და უკან შებრუნდა. _ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრებას ინგრევ მაგ ტუტუცი ქალის გამო...რა შეგილოცათ ასეთი _ხმა ესმოდა ზურგს უკან ,მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა. მხოლოდ ნინას ხედავდა ,ბავშვებს რომ ეხვეოდა და ტრილის ძალაც აღარ ჰქონდა. ნინას სიტყვა არ უთქვამს, გულის წასვლის შეგრძნება ჰქონდა. სულ დაებინდა მზერა ცრემლებით დათა რომ მოეხვია საჭესთან მჯდომ ლევანს და მადლობა გადაუხადა. _ მე და შენ ხომ მეგობრები ვართ,მეგობრები ერთმანეთს ეხმარებიან ,მადლობა არ მოსულა ძმაკაცებს შორის _მშვიდად უთხრა და თავზე აკოცა. მანქანიდან ძლივს გადავიდა. ცოტაც და გონებას დაკარგავდა,მანქანას ხელით დაეყრდნო და თვალები დახუჭა. _ბავშვებს ვერავინ წაგართმევს, გეფიცები ! _ ხელი მოხვია და სახლში რომ შეიყვანა შემდეგ უთხრა . _სასამართლო ორშაბათსაა ... იქამდე უნდა შევიტანო სარჩელი ? _თინა მოაგვარებს,ჩემი ადვოკატი _მადლობა ,ლევან _შენთვის არაფერს ვაკეთებ... ბავშვებისთვის კარგი დედა რომ არ იყო თითს არ გავატოკებდი . დედის გარეშე ცხოვრება ჯოჯოხეთია დედამიწაზე, რომელსაც ეს ანგელოზები არ იმსახურებენ _ ჩუმას თქვა,ბავშვებს გადახედა დედას რომ უყურებდნენ მოწყენილები და ხელი ცივად მოაშორა. ნინას ისევ მხოლოდ მის შეხებაზე არ ჰქონდა უსიამოვნო შეგრძნება და მისგან შორს ყოფნა უტოვებდა სიცივეს სულში. სახლიდან არ წასულა. იქამდე დარჩა სანამ დანარჩენები არ დაბრუნდნენ. ბავშვებს ეთამაშებოდა,ნინასკენ იქამდე არ იყურებოდა სანამ ყველაფრით გადაღლილს დივანზე არ ჩაეძინა. ნახევარი ტანით იწვა,ფეხები დაბლა ჰქონდა . დათა მივიდა ფრთხილად გაასწორა, პლედი დააფარა,ლოყაზე აკოცა და შემდეგ ბავშვებიც სხვა ოთახში გადაიყვანა. გულს უკლავდა იმის დანახვა თუ რამხელა სევდას დაატერებდა ერთიციდა ბავშვი . ნინას სახეს უყურებდა, ცემის კვალი რომ ეტყობოდა და ტკივილი არ შორდებოდა. სრულიად განსხვავებული ქალი იყო მის წინ , სხვა წარმოედგინა მის გვერდით ამ ასაკში. განსხვავებულ ცხოვრებაზე ოცნებობდნენ ერთად. "კონცერტი ბათუმში ჰქონდათ. ცეკვის ანსამბლები სხვადასხვა ქალაქიდან იღებდნენ მონაწილეობას და მათი გამოსვლა წარმატებულად დასრულდა. ნინა რამდენიმე ცეკვას ცეკვავდა ლევანმა კი ქართულის სოლოს გარდა ყველაზე უარი თქვა. ჩოხით იჯდა მაყურებლებს შორის და ნინას სხვა ცეკვებს უყურებდა იქამდე სანამ ყველაფერი არ დასრულდა. ერთად შესრულებული "ქართულის" შემდეგ ემოციები არ ქრებოდა.ასობით ადამიანი ტაშს უკრავდა ბოლოს და ნინა უბედნიერესი იყო. შედეგით კმაყოფილს ვარდების თაიგული მიართვა და იქვე გამოუტყდა გრძნობებში. მარტონი იყვნენ იმ დროს , ზღვის ხედი ჩანდა მათ ზურგს უკან _მიყვარხარ,ნინა _ხუმრობაა ?_ ვერ იჯერებდა, როგორ შეიძლებოდა კონცერტის მზადების პროცესში შეყვარება ადამიანის _ვიცი,რომ შენც არ ხარ გულგრილი და გთხოვ გამოიჩინე გონიერება ,ნუ დავკარგავთ დროს ,გავერკვიოთ თავიდანვე _თავდაჯერებული იყო,მშვიდი და ისეთი მომხიბვლელი მასზე უგონოდ შეყვარებულ ნინას სიტყვები არ ჰქონდა _შენ ,ლევან მეტრეველს გიყვარვარ მე ,ნინა ჟღენტი ?! _დიახ და შენ ,ნინა ჟღენტს გიყვარვარ მე, ლევან მეტრეველი ! _უღიმოდა,კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ,ხელი ჩაკიდა და შემდეგ ტუჩთან ახლოს აკოცა _ შენ ხარ ჩემი ადამიანი და "ჩვენ შორის ღმერთმა გაიარა" _ლევან _მთელი ცხოვრება შენ გვერდით ვიქნები ,ნინა _ პირველ კოცნამდე დაჰპირდა " ............. _ნატა _ სამშობიაროში ბავშვებთან ერთად იყო მისული. პირველად რომ ნახა ოჯახის ახალი წევრი ყველას ამაღლებული ემოციები ჰქონდა ,მაგრამ დათა განსაკუთრებით დიდხანს უყურებდა _რა ქვია ? _ილია ... მოგწონს დეი? _საყვარელია _შენც ასეთი საყვარელი იყავი ... გრძელი შავი თმა გქონდა _სახლში როდის წავიყვანთ დე?_ მარიამმა ჰკითხა და ხელში აყვანა სცადა. _როგორ ხარ ნინა _ გვერდით მჯდომ დას ჰკითხა და ბავშვებიდან მზერა მასზე გადმოიტანა _არ დავნებდები და აუცილებლად ვიქნები კარგად _სასამართლოზე რას იტყვი _ყველაფერს ... ვუჩივლებ _მეტად გაბრაზდებიან _ვიცი ,მე უნდა დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა . ისინი ყველა შემთხვევაში ეცდებიან ჩემ განადგურებას. _გიომ მითხრა ლევანს ჰყავს კარგი ადვოკატიო _დღეს უნდა შევხვდე ,ლევანთან _რაც არ უნდა მოხდეს უკან არ დაიხიო... რთული იქნება ,მაგრამ გამოგივა . თავისუფალი და ბედნიერი იქნები . . . ლევანთან სახლში მისულს თინამ გაუღო კარი. იქედან დაიწყო გაორება ნინას გონებაში. მის ერთ ნაწილს გაქცევა უნდოდა მეორე კი დარჩენას და გზის გაგრძელებას აიძულებდა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა,მის წინ მდგომი ქალი იყო საუკეთესო არჩევანი _ნინა ხომ? გამარჯობა ,მობრძანდი... _გამარჯობა _ გამოგართმევ ქურთუკს. გარეთ ძალიან ცივა ,არა? _თოვს უკვე რამდენიმე საათია _მეძინა და თბილ სახლში გავიღვიძე. აქაური სიცივე უკრაინის ამინდებს არც შეედრება _ქურთუკი გამოართვა,სახლის ჩუსტებიც კი მიაწოდა . ყველაფერი იცოდა სად რა ჰქოდა ლევანს. სასტუმრო ოთახისკენ გაუძღვა _ჩაის დალევ თუ ყავას _არა ,გმადლობ . ბევრი დრო არ მაქვს _უყურებდა ჯინსის შარვალსა და სვიტერში გამოწყობილ ქალს იდეალური ფორმებით. მხრებამდე წვდებოდა ყავისფერი თმა , ლამაზი იყო ,ჭკვიანი და ძლიერი. ჩაის ფინჯანით ხელში დაჯდა ნინას წინ და პირდაპირ საქმეზე გადავიდა _რას ელი ამ სასამართლო პროცესისგან _თავისუფლებას ... მისგან შორს მინდა ვიყო და ბავშვები ჩემთან,უსაფრთხოდ და მშვიდად მყავდეს. სხვა არაფერი მინდა _განქორწინების პროცესში ალიმენტი და ქონების ნაწილიც უნდა მოვითხოვოთ . ქორწინების პერიოდში რა შენაძენიც გქონდათ შუაზე გაყოფას მოვითხოვ ან თუ რაიმე კონკრეტულად გინდა მანქანა,რომელიმე სახლი,აგარაკი _არაფერი მინდა . არც ერთი თეთრი... მხოლოდ ჩემთან ახლოს მოსვლის უფლება ჩამოართვან. შეიძლება ? ბავშვებს გავუშვებ ,რამდენიმე საათით სანახავად. მასთან ვერ დავტოვებ,დათა არც დარჩება და ლიზა ჯერ პატარაა უჩემოდ ვერც დაიძინებს. _რატომ იჩხუბეთ ... მე სულ სხვა გარემოება წარმომედგინა აქ კი ყველაფერი სხვაგვარადაა. რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მჭირდება , რომ მეორე მხარის ადვოკატმა კუთხეში არ მიგვამწყვდიოს _ჩემ სახეს ხედავთ ალბათ ... ეს ყველაზე ცოტაა მათ შორის რაც ამ რვა წლის განმავლობაში გაუკეთებია. გამუდმებით მცემდა, მემუქრებოდა,მამცირებდა,მაუპატიურებდა. ძალადობდს ყველა საშუალებით რაც კი რამ შეეძლო. ხშირად სვამდა,მაქსიმალურად ვცდილობდი არ გამებრაზებინა,არაფერს ვაკეთებდი მისი აზრის საწინააღმდეგოდ ,მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა. _რატომ ჩხუბობდა,მიზეზად რას ასახელებდა _ეჭვიანობდა , იცოდა რომ არასდროს მყვარებია და ამ ფაქტს ვერ ეგუებოდა. გამარჯობის თქმაც კი შეიძლება ჩხუბის მიზეზი გამხდარიყო, ეჩვენებოდა რომ ყველას მოვწონდი,მიყურებდნენ ... სსულ რაღაც მსგავსს მაბრალებდა. _გქონიათ ოდესმე ვინმე სხვასთან ურთიერთობა ქორწინების განმავლობაში?უნდა ვიცოდე რომ _არასდროს არავისთან არანაირი. მე მხოლოდ ბავშვების აღზრდას ვცდილობდი და სწავლის გაგრძელებას. არც სწავლის დასრულების საშუალება მომცა,არც მუშაობის. უნდოდა სულ სახლში ვყოფილიყავი გამოკეტილი . თვითონ სულ ჰყავდა საყვარლები , რამდენჯერმე ჩემ გვერდით რომ იყო მაშინაც შეხვდნენ და ურცხვად ეხვეოდა . ჩემთვის სულერთი იყო ,მერჩივნა კიდეც სხვასთან ყოფილიყო ,ნეტავ ვინმე სხვა ჰყვარებოდა,სხვა ამოეკვიატებინა და ჩემთვის თავი დაენებებინა,მაგრამ ხალხის თვალწინ მაამცირებდა. ყველა ჩვენ გვიყურებდა და დაგვცინოდა. _ნაცემი ვინმემ გნახათ ამ დრომდე? _კი ,მისმა ოჯახისწევრებმა ... ჩემებმაც. მაგრამ არაფერს იტყვიან _ახლა ხომ აქვთ ფოტოები ჩანაწერებიცაა რომ ნაცემი იყავით ,კაბაც შემოხეული გქონდათ _დიახ ... _დაჭრას თავდაცვის გამო მოგერიებად მარტივად გამოვიყვანთ. ამიტომაც შევძელი თქვენი გამოყვანა თორემ ახლაც საპატიმროში იქნებოდით,მაგრამ მოწმეები აუცილებლად დაგვჭირდება. ვისთანაც უჩხუბია ,ვისი საყვარელიც იყო ,ვინაც გნახათ ნაცემი ... ბავშვები ხედავდნენ თქვენს კონფლიქტს? _უმრავლეს შემთხვევაში დიახ. ერთხელ მათ თვალწინ მცემა ,დათასაც დაარტყა _ბავშვებსაც დაკითხავენ... უნდა დავამტკიცოთ რომ მათ არ უნდათ მამასთან და მათაც საფრთხე ელით იმ სახლში. თქვენ მუშაობთ ?სწავლობთ თუ რას საქმიანობთ _მალე დავასრულებ ისტორიის ფაკულტეტს და მუშაობას დავიწყებ. ისე ვამეცადინებ ბავშვებს სხვადასხვა საგანში ... ნამცხვრებს და ტორტებს მიკვეთავენ ხოლმე. სხვა შემოსავალი არ მაქვს _კარგი იქნებოდა საკუთარი მუდმივი საცხოვრებელი რომ გქონდეთ , ოჯახთან ცხოვრობდეთ და არა დასთან ,მაგრამ არაუშავს ამ ამბავსაც ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენებ. კიდევ რამე ხომ არ არის რაც გამოგვადგება სასამართლოზე _ორსულობის დროსაც მცემა... დათას მერე კიდევ ვიყავი ორსულად,უნივერსიტეტში დავდიოდი კურსელ ბიჭს ვესაუბრებოდი რომ დამინახა . მეუბნებოდა ორსულად მისგან ხარ ჩემგან არ ხარო ,მუცელში მირტყამდა ფეხებს . სახე სულ სისხლიანი მქონდა , თავის ნაცნობ ექიმთან მიმიყვანა უკვე სისხლდენა მქონდა დაწყებული. ფული მისცა და აბორტი გამიკეთა. გონზე არ ვიყავი ,წნევა დამივარდა. მერე სეფსისი მქონდა და საავადმყოფოში ვიწექი. ის ექიმები არ გამოვლენ სასამართლოში _ თავი დახრილი ჰქონდა, ცრემლების შეკავება ვერ მოახერხა რომ გაახსენდა წარსულის ტკივილი. არ იცოდა ლევანი რომ სახლში იყო უკვე და ესმოდა მისი ნაამბობი _ექიმების სახელები იცი? თუ ვიპოვნით გამოვიყვან სასამართლოზე _ვიცი ,ისევ იქ მუშაობენ სადაც ადრე _კიდევ არის რამე თუ დავასრულოთ _ჭრილობები ... დანით ,ხანაც ბოთლის ნამსხვრევებით . ფეხებზე მაქვს რამდენიმე . მოტეხილობა ხელის და თითების _ექსპერტის დასკვნას მოვითხოვ _ ბევრი ჰქონდა ნანახი და გამოცდილიც თინას,მაგრამ ნინას ნაამბობმა მთლიანად შეუცვალა განწყობა _ ჩვენ მოვიგებთ ამ საქმეს და გპირდები მშვიდ ცხოვრებას წავართმევ იმ არაკაცს _ ხელსახოცი მიაწოდა და მხარზე შეახო ხელი _სარჩელს დღესვე შეიტან ხომ?_ ლევანი იმ დროს შევიდა ოთახში. ხელში პარკები ეჭირა , ნინასთვის მზერა არ გაუსწორებია , სამზარეულოში გავიდა და ყველაფერი მაგიდაზე დაალაგა _გამოვიცვლი და ახლავე წავალ _ჯერ ისაუზმე,არ მინდა ავად გახდე ამ საქმის გამო _მოწმეების შეგროვებასაც დავიწყებ და სასამართლოს რაც შეიძლება მალე ჩავანიშნინებ. გამოწერეს საავადმყოფოდან თუ იცი? _კი ,სახლშია _ნინა ... _დიახ _ უკვე ფეხზე იდგა და წასვლას აპირებდა თინამ რომ შეაჩერა _რომ თქვი იცოდა არასდროს მიყვარდაო ... აბა ცოლად რატომ გაჰყევი . მოგტაცა? შეგვიძლია მოტაცების გამოც _არა ,დედაჩემმა მაიძულა _არა ,უბრალოდ გეგონა სწორ არჩევანს აკეთებდი და არასწორი აღმოჩნდა _ ლევნმა უთხრა ჩვეული უხეში ტონით და თინამ შემდეგ დაუსვა მორიგი კითხვა _ვინ გიყვარს ,ნინა _სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ხომ ფაქტებია,საყვარელი არ მყოლია სხვას მნიშვნელობა არ აქვს _აქვს , სასამართლოსთვის არა ,მაგრამ შენთვის ,როგორც ქალისთვის აქვს ... ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ ,მთელი ცხოვრება წინ გაქვს. აუცილებლად იპოვნი ნამდვილ სიყვარულს _ვიპოვნე დიდი ხნის წინ , მაგრამ დავკარგე სამუდამოდ _ჩუმად თქვა და სევდიანი ღიმილით დაემშვიდობა თინას _ მადლობა , ყველაფრისთვის _არ წაიყვან? თოვს ... _თინა ლევანს მიუბრუნდა უკვე კართან იდგა ,პალტო ჩაიცვა და ფეხსაცმელს იცვამდა _სადილს ვამზადებ შენთვის ,საქმე მაქვს უამრავი და ახლოს ცხოვრობს... უყვარს თოვლი,ზამთარი და თოვლში სეირნობა . შენ გაქვს აქ თბილი ქურთუკი თუ მზიან ამინდებს ელოდი და არ წამოიღე _ თინაზე ისე ზრუნავდა როგორც ერთ დროს ნინაზე. მათი ერთად ნახვა აღარ შეეძლო , სწრაფად მოემზადა,ჩანთა აიღო ,თინას კიდევ ერთხელ დაუკრა თავი და კარი მიიხურა. _ასეთი უხეში არავის მიმართ ხარ ... რა გჭირს. თან ზრუნავ ,მის გამო ყველა საქმე გადამადებინე ,ჩამომიყვანე და თან ასე ექცევი? _ თავზე დაადგა ,დანა გამოართვა და გვერდით გადადო _ რა გჭირს ლევან? _შესანიშნავად ვარ მე ,პრობლემები დიდი ხანია აღარ მაქვს _ასეთს არ გიცნობ ... უდანაშაულო ქალს ასე არ უნდა ატკინო _ვინ თქვა რომ უდანაშაულოა _როგორ _ყველასთან ,ჩემთან არ და შესაბამისადაც ვურთიერთობთ _გეშინია მისი _რას ნიშნავს მეშინია ! _სიყვარულს გამოამჟღავნებ მაშინვე როგორც კი მოიშორებ ამ ძალათ მოჩხუბარ ,უხეშ კაცს და ამიტომ იქცცევი ასე,გაურბიხარ უარს _უარს?გგონია რომ გადავდგა ერთი ნაბიჯი მისკენ ის სადმე გაიქცევა ჩემგან?ახლა ჰაერივით ჭირდება ჩემნაირი თავშესაფარი . ის კი ისე ირჩევს კაცებს როგორც მის ცხოვრებას აწყობს ! _და ასეთი ქალისთვის ჩამომიყვანე? _მის ნ.ბიჭვარ ქმარს უნდა დაშორდეს, ბავშვებმა არ უნდა იცხოვრონ იმ არაკაცთან. ჩემთან კი დამნაშავეა,მაგრამ ხომ უსმენდი ... ვცოფდები რომ ვიაზრებ რამდენხანს უძლებდა ,როგორ შეეძლო ასეთი სუსტი ყოფილიყო ,ამდენჯერ მოეთმინა _მაგიდას მუშტებით იყო დაყრდნობილი,თავი დახრილი ჰქონდა და ისე ლაპარაკობდა თინა კი თვალს არ აშორებდა და ყველა მის გრძნობას კითხულობდა _ზოგს როგორ უმართლებს და ვერ ხედავს თავის ბედს,გვერდს უვლის,არ იბრძვის, სხვა გზას ირჩევს და ცხოვრებას ინგრევს. მე რომ ასე გყვარებოდი ,ერთად სამყაროს ამოვატრიალებდით _ღმერთს ერთს ვთხოვ შენ განგაცდევინოს ნამდვილი სიყვარული თანაც ორმხრივი,სხვა არაფერი მინდა _სისულელეა თქვენი სიყვარული...ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს . შესანიშნავად ვგრძნობ თავს . საანამ თინა საუბრობდა ლევანი ფანჯარასთან მივიდა. ზემოდან უყურებდა ქუჩაში მიმავალ ქალს და კადრებად ხედავდა ბედნიერი როგორ დახტოდა თოვლში მასთან ერთად. ბავშვივით უყვარდა მაშინ თოვლი, სულ ცისკენ იყურებოდა ,ფიფქებს ხელისგულებით იჭერდა და სულ მთლად გაყინულს ლევანი ათბობდა. ქოლგით მიჰყვებოდა უკან ის კი სულ გარბოდა ,იქამდე სანამ მთლად არ გაიყინებოდა შემდეგ კი ლევანს ეხვეოდა , თითებს მისი თითები უთბობდა და მთელ სახეს უკოცნიდა . ზამთარს ვერ იტანდა ლევანი ,მხოლოდ ნინასთან ყოფნისას უყვარდა წვიმაც და თოვლიც. ახლა კი სულ დაჰკარგვოდა სიხარული ქალს,მძიმედ მიაბიჯებდა და თან მიჰყვებოდა ტკივილი. _აუცილებლად უნდა მოიგო ეს პროცესი და ყველა სურვილს შეგისრულებ რაც გინდა _მე კი გითხარი რაც მინდა,მაგრამ სიყვარულს თავს რომ ვერ აიძულებ მითხარი ადრე _სერიოზულად თინა ,ვინმე მოგისმენს და მართლა ჩემზე უგონოდ შეყვარებული ქალი ეგონები _შენზე მეტად არავის ვენდობი,არავისთან ვერთობი,არავინ მენატრება და არც არავინ მინდა ახლოს მყავდეს. რაა სხვა ეს სიყვარული _ნამდვილი ყინულის დედოფალი ხარ , მე გიპოვნი შენ კაცს რომელიც გაგალღობს _ხუმრობაც არ გაბედო! _ასეთი ცივი,ბრაზიანი და ჯიუტი რომ ხარ იმიტომ დარჩი მარტო ამ დრომდე. აშინებ კაცებს _შენი მოსმენა აღარ მინდა... გამოვიცვლი და წავიდეთ _ნინასთან არ წამოგცდეს რომ იცი ჩვენ შეყვარებულობის დროზე _მე ტყუილად არაფერა ვამბობ ,თორემ იმასაც ვეტყოდი რომ ახლაც უგონოდ გიყვარს _ტყუილია ! _კარგი ,დავიჯერებ ...20 წლის შემდეგაც თუ ერთად არ იქნებით მერე მთელი დღე ნინას საქმეზე მუშაობდა. ლევანიც მის გვერდით იყო. მოწმეებთან საუბარში თითქმია არ ჩარეულა, თინას თავისი შეუცვლელი უნარები ჰქონდა ადამიანების დარწმუნების. ბოლოს კი გიორგისთან სახლში აღმოჩნდნენ , ილია და ნატა საავადმყოფოდან გამოიყვანეს მეოდს დღეს და კიდევ ერთხელ ნახა ერთად წყვილი ნინამ. დარწმუნებული იყო ,რომ ლევანს უყვარდა და ამიტომ იყო მის გვერდით ასეთი ბედნიერი. თინა საოცრად კომუნიკაბელური ქალი აღმოჩნდა, მხიარული და საყვარელი. _რა ლამაზი ხარ ... _ლიზა მთელი დრო აკვირდებოდა,მერე ახლოს მივიდა და ქალი რომ ეფერებოდა მაშინ უთხრა. ლიზას დედა ლამაზად ჩაცმული და გამოპრანჭული,ბედნიერი გამომეტყველებით არასდროს ჰყავდა ნანახი. ახლაც გრძელი შავი კაბა ეცვა, დიდი ყელიანი ზედა . უმაკიაჟოდ, მაღლა შეკრული თმით საქმეებისა და პრობლემებისგან გადაღლილი მუდამ შეწუხებული სახით დედას მსგავს კომპლიმენტს არასდროს ეუბნებოდა. _კარგად ხარ ? _ ნატა მივიდა სამზარეულოს სკამზე მჯდომთან ჩაიმუხლა და ხელი ჩაკიდა _ მარო მოგეხმარება , ცუდად თუ ხარ ამდენი რამე რატომ მოამზადე ნინა _რომ ვისვენებ ცუდად ვხდები,მზადების დროს განტვირთვას ვახერხებ . უბრალოდ თავი მტკივა... შენ არ ინერვიულო. ილო სად გყავს _ქვემოთ დავაწვინე ,ჩამოვატანინე ერთი საწოლი გიოს. მაინც მთელი დღე ქვემოთ ვართ . გინდა წამალი მოგიტანო? _არა , იყოს . მიდი შენ სტუმრებთან ,მე დავასრულებ სუფრის გაწყობას და დავსხდეთ. კიდევ ველოდებით ვინმეს? _არავის. ძეობას მოვაწყობთ მერე ნინა რომ განქორწიდებაო გიომ ასე თქვა _ჩემ გამო ნორმალურად ვერც ზეიმობთ ... როგორ მრცხვენია ,მაგრამ როგორც კი გავთავისუფლდები მაშინვე ყველაფერს შევცვლი _გიკრძალავ ამაზე ფიქრს. მაბრაზებ უკვე ... ტორტიც გამიკეთე? მეგონა მხოლოდ ზღაპარი გქონდა _ორივე გავაკეთე ... _ზღაპარი ლევანს უყვარს. მახსოვს გიო ამბობდა აქედან მიჰქონდაო _ დივანზე გვერდი გვერდ მჯდომ წყვილს გახედა და მერე ჰკითხა ნინას _ ერთად არიან და ამიტომ ხარ ცუდად? ცხოვრება ისე უნდა დაიწყო ახალი ფურცლიდან ,რომ ყველანი წარსულში დატოვო ნინა. ლევანი რთული კაცია, შეუძლებელია დაგიბრუნდეს _არც ვიოცნებებ ... მინდა ბედნიერი იყოს , თინა ნამდვილად საოცარი ქალია _ ფანჯრისკენ შებრუნდა და დათოვლილ ეზოს გადახედა _ თოვდა მე რომ მითხრა კურსს რომ დახურავ დავქორწინდეთო ... იცოდე არ გაჯიუტდდე და თავი არ მომატაცებინოო ,ნეტავ არ დამლოდებოდა ,ყველაფერი დამევიწყებინა და იმ დღესვე გავყოლოდი ყველგან სადაც წავიდოდა _ მინას შუბლით იყო მიყრდნობილი და ჩუმად ლაპარაკობდა ,ნატა ზურგიდან მოეხვია. ჩახუტებულები იდგნენ თინა რომ შევიდა და წყალი სთხოვა. რამდენიმე წუთის შემდეგ სუფრასთან ისხდნენ. მაქსიმალურად ცდილობდა ილოს გაჩენით გამოწვეული ბედნიერება გამოეხატა მხოლოდ და სხვა ყველა პრობლემა გვერდით გადაედო. ერთი ჭიქა ღვინოც კი დალია,მაგრამ სიმსუბუქეს არაფერი აგრძნობინებდა. თინა კომპლიმენტებს ეუბნებოდა, ყველაფერი გასინჯა და აღფრთოვანებული იყო,სარესტორნი გემოებიაო ამბობდა. მხოლოდ ნამცხვრები კი არა რესტორანი უნდა გქონდესო ლევანსაც კი მიუბრუნდა რჩევით სხვა უკეთეს ბიზნესს ვერ დააფინანსებო ,მაგრამ მისი პასუხი ჩვეულებრივ მტკივნეული იყო , ვისაც არ ვენდობი მასთან ერთად ბიზნესს არ ვიწყებო. მალევე წავიდნენ , მაგიდა მარომ აალაგებინა,თავად გვიან მოვიდა პაციენტთან სახლში იყო ვიზიტზე და გამოსვლა ვერ მოახერხა. ბავშვს დასტრიალებდნენ თავს,მას კი მშვიდად ეძინა და არაფერი ედარდებოდა ქვეყანაზე. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, შოთას დაჭრის შემდეგ უკვე 5 დღე იყო გასული და მთელი ეს დრო ფიქრებს ვერ ერეოდა. თბილად ჩაიცვა,წიგნები აიღო და მეცადინეობა დაიწყო. გამთენიისას ჩაეძინა ორი საათით და შემდეგ ისევ ახალი დღე დაიწყო. დილით მაგიდასთან ლევანი რომ დაუხვდა გაუკვირდა და მერე საერთოდ აერია გონება _სკოლაში ბავშვებს მე წავიყვან ყოველ დღე. ქალაქიდან აღარ გავდივარ და არავის შემოვუშვებ მათ წაყვანას ვერ შეძლებენ, შენ კი ლევანი წაგიყვანს უნივერსიტეტში და წამოგიყვანს სახლში _საჭირო არ არის . ასე ვერ შეგაწუხებ...როგორმე დავიცავ თავს _ ისე გააკეთებ როგორც გეუბნებიან ,ყველაფერს ნუ გაართულებ. დაწყებულ საქმეს შუა გზაში არ ვტოვებ თორემ შენ მძღოლად გადაქცევა ჩემი ოცნება არასდროს ყოფილა _ ჩუმად უთხრა და მერე ჩაის დალევა განაგრძო _ სოფლიდან ჩამოტანილი ჩაია კახა ? ძალიან გემრიელია _ხო ,გაგატანთ შენც _მინდა კი ,თინა გიჟდება და სახლში რაც მქონდა ყველა დაიწუნა ... _ილიას მთელი ღამე არ ეძინა და მე როგორ ვიმორიგევებ დღეს არ ვიცი. _ტირილის ხმა რომ არ გამიგია? ნეტავ ჩემთან შემოგეყვანა არ მეძინა მაინც ,ამ ღამითაც თუ ასე იქნება გამაგებინე და მე დავიტოვებ _არ ტიროდა,უბრალოდ არ იძინებდა.აჭამა ნატამ ,ჰყოფნის აშკარად უბრალოდ ხშირად იღვიძებდა . სანამ ჩამოიყალიბებს რეჟიმს იქამდე მე გავგიჟდები. აღარ მახსოვდა სალოს მერე დამავიწყდა. ამიტომ უნდა მიგვეყოლებინა ნატა ,ძვირფასო _გიორგი ძვირფასო იქნებ წუწუნს მორჩე და ისაუზმო?თუ არ შეჭამ უარესად იქნები _ჩაგილაგე საჭმელი, წაიღე არ დაგავიწყდეს _ ნინამ მიუტანა ჩანთა _მადლობა ნინა ,მე წავედი ... _ ნატას აკოცა,ბავშვებს ჩაეხუტა და პირველი გავიდა. _დედას გაბარებ ... აღარ შემეშინდება _ გაიგო სახლიდან გასვლამდე დათამ რომ უთხრა ლევანს და წინააღმდეგობის გაწევა საბოლოოდ გადაიფიქრა. ბავშვებს მოეხვია, სკოლაში გააცილა და შემდეგ დაბრუნდა მაგიდასთან _ავალაგებ და ისე გავალ _სძინავს ილიას,საქმე არაფერი მაქვს . წადი არ დააგვიანო _რამდენი ლექცია გაქვს _ორი მაქვს მხოლოდ _წავედით ? _ჩანთას ავიღებ და გავიდეთ მანქანაში ჩუმად იჯდა ,სიტყვა არ უთქვამს ლევანსაც. _ მე წაგიყვან ,ჩემ მანქანას თუ ვერ დაინახავ არსად წახვალ. შენობაში დამელოდები _კარგი . მადლობა ,ყველაფრისთვის საშინელება იყო ლევანთან ისე კომუნიკაცია თითქოს უცხო ადამიანი იყო, იმ თბილი დიალოგების,მზრუნველი ტონის ,ბევრი სიყვარულისა და ღიმილის გარეშე. მომდევნო რამდენიმე დღე ლევანს დაჰყავდა ყველგან სადაც კი მიდიოდა. ჭორი რომ გავრცელდა მოსწავლეების მშობლებმა უარი თქვეს მასთან ბავშვების მომზადებაზე და შემოსავლის ეს წყარო დაკარგა. ნამცხვრებზე შეკვეთებს კვირაში რამდენჯერმე იღებდა. განსაკუთრებით შაბათ კვირისთვის და სამზარეულო მთლიანად ათვისებული ჰქონდა. პროდუქტის საყიდლადაც ლევანი მიჰყვებოდა,დაცვასავით უსიტყვოდ იდგა მის უკან და პარკების წაღების უფლებას არ აძლევდა.ზრუნავდა, მაგრამ კომუნიკაციის გარეშე. მასთან სახლში რამდენჯერმე იყო,თინასთან ერთად ემზადებოდა პროცესისთვის. სავარაუდო კითხვებს უსვამდა და კიდევ უფრო მეტ დეტალს იხსენებდა. ლევანი მათ გვერდით არ იყო ხოლმე ამ საუბრის დროს ,მაგრამ მეზობელი ოთახიდან თითქმის ყველაფერს ისმენდა . სხდომამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი ახალი საგანი რომ დაეწყო , ლექციების ნაწილი უკვე გაცდენილი ჰქონდა ამიტომ იმ დღეს შესვლა გადაწყვიტა და კიდევ უფრო გაართულა საქმე _თქვენ რატომ აგვიანებთ გოგონა ? მე შარშან გავაფრთხილე ყველა რომ დაგვიანებას არ ვაპატიებ არავის _აუდიტორია ვერ ვიპოვნე და თან თქვენ ხართ დროზე ადრე მოსული...სილაბუსის მიხედვით ლექცია თერთმეტზე იწყება _შარშან თუ არ გაგივლია წელს აქ როგორ მოხვდი ენას რომ მიტლიკინებს თან _ორი წლის წინ გავიარე ქალბატონ მაგულისთან _აქამდე სად იყავით ...რამდენი წლის ხარ საერთოდ რაღაც არ გავხარ მეოთხეკურსელს _26 წლის ვარ _ ისე ეცვა უფროსს ჰგავდა ,გადაღლილი სახით ,ჩაცვენილი თვალებით _აი გოგონებო შეხედეთ და ჭკუას მოუხმეთ რომ დათხოვდებით გააჩენთ ბავშევებს და მერე გახსენდებათ სწავლა ქმარი რომ აღარ მოგცემთ ფულს _შემიძლია დავჯდე და მოვუსმინო ლექციას თუ არ ... თუ მიშვებთ მაშინ ახლავე გავალ თორემ არ ვაპირებ თქვენს მოსმენას მაშინ, როდესაც უამრავი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი რომელთაგან არცერთი შეგეხებათ და შეგხებიათ ოდესმე _ მზერა დაებინდა ბრაზისგან,გადაწყვეტილი ჰქონდა რომ არავის მოუთმენდა ,დამცირებას არ აიტანდა და მითუმეტეს მას,სრულიად უცნობს,უსაფუძვლოდ არ გაალანძღინებდა თავს _ შენი პრობლემები აქ არავის ადარდებს... მოვიდა და მეტლიკინება. მაკარგვინებს დროს. სახლში წახვიდე ,თავი დაივარცხნო და ბავშვებს მიხედო სჯობს. უნივერსიტეტი ყველასთვის კი არ არის... როგორ ჩაგაბარებინეს მიკვირს . თავხედი თაობა მოდიხართ ვინ ხართ საერთოდ... ამდენი წელია ვასწავლი და ასეთი არაფერი მინახავს. საწყალი შენი დედამთილი ვინც გიძლებს , ჩამოეთრევიან სოფლებიდან კალოშებით და პროფ. სასწავლებლებში კი არ ისწავლიან ჭრა _კერვას ... პედაგოგიურში უნდათ სწავლა _ნახვამდის,რექტორთან შევხვდებით _ წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა,მთელი ღამის გათენების შემდეგ როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში არც იცოდა მხოლოდ ის იცოდა,რომ ბოდიშს არ მოიხდიდა . უამრავ მზერას გამოექცა,კურსელების თვალები დააიგნორა და გრძელ ჰოლს გაუყვა. მთელი სივრცე ეპატარავა,სუნთქვა გაუჭირდა ,თითქოს ახრჩობდნენ. კიბე ჩაირბინა და ეზოში გავიდა შემდეგ კი ცრემლების შეკავება ვეღარ შეძლო. იდგა და ტიროდა,სრულიად მარტო სადღაც კუთხეში მიმალული, დამფრთხალი იმის შიშით რომ ვინმე დაინახავდა ტირილის დროც არ ჰქონდა,ემოციებისგან დაცლა ფუფუნება იყო. _რა დაგემართა ... ნინა ,რა მოხდა _ ლევანი როდის მივიდა არ იცოდა. მისი ხმა ესმოდა და კიდევ უფრო მეტად უჭირდა თავის შეკავება . _დავიღალე... დავიღალე ყველასთან ომით. სწავლა მინდა მხოლოდ, დიპლომის გამო ავიტანო აქაურობა. ჭორიკანა სტუდენტები, რომლებიც ვერ იტანენ მათზე მაღალ ქულას რომ ვიღებ,ლექტორები,გამოცდები... უამრავი რამე რაც ისედაც ვიცი. ვსწავლობდი როცა ღამეები არ მეძინა და თითქმის არასდროს მეძინა ,სულ ვკითხულობდი. ზოგიერთ მათგანზე მეტიც მაქვს წაკითხული და ახლა თავისი აკვიატების გამო გამომაგდო ლექციიდან. მეზიზღებიან , ეს უგულო ბოროტი ,ჭორიკანა ქალები _ ტიროდა და თან ჩხუბობდა ისე როგორც ადრე,ბავშვობაში და იმ წამს ისე ჰგავდა ძველ ნინას ლევანს თავის შეკავება გაუჭირდა. ცოტაც და მოეხვეოდა,მოეხვეოდა და მერე ვეღარ გაუშვებდა. მხოლოდ ცხვირსახოცი მიაწოდა და წამოდიო უთხრა . მანქანაში ისხდნენ უკვე ,ნინა ყველა შეკავებულ ცხრემლს ერთად ღვრიდა . _მოგვარდება _მასთან ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ... ჩამრჩება და მერე გავივლი. მაგულისთან ისეთი მაღალი ქულები მქონდა ,იქნებ მის ჯგუფში მოვხვდე ისევ _სახლში იქნებიან ბავშვები უკვე . ასე რომ შეხვალ ინერვიულებენ. თითქოს ლექციის მეტი პრობლემა არ გქონდეს. სასამართლოზე შეიძლება დაგიჭირონ , ციხეში ჩაგსვან და შენ ლექციაზე დარდობ _არ დამიჭერენ ... შენი თინა ისეთია არ დაუშვებს დამიჭირონ _შენ თუ არ იტყვი ყველაფერს და არ ილაპარაკებ ისე რომ დაარწმუნო მოსამართლე არაფერი გამოვა. ეს ცრემლები სასამართლოსთვის შემოინახე,იქ რომ დაიწყებ ტირილს ქვასაც კი აუჩუყებ გულს_ ინსტიქტურად შეახო თითები ცრემლიან ლოყაზე _ სახლში დაბრუნდი და დაისვენე . ბავშვების გამო უნდა მოინდომო ,ახლა დანებება არ შეიძლება _არ დავნებდები, სანამ ცოცხალი ვარ ვიბრძოლებ ჩემი ბავშვებისთვის_თვალები დახუჭული ჰქონდა, არ უნდოდა ლევანის გაშვება. მისი თითების სახეზე შეხება ბოლო დროს განცდილ ყველა სიხარულს აჭარბებდა_მადლობა ,ლევან_ წამით შეახო გაყინული თითები მის თითებს,მაჯაზე აკოცა და მერე სწრაფად გადავიდა მანქანიდან. შეყვარებულობისას ხელს არ უშვებდა ,სულ ეფერებოდა ხელზე და მაჯაზეც ხშიდად კოცნიდა ხოლმე. ლევანი საერთოდ არ ჰგავდა კრიმინალური ავტორიტეტის შვილს. ცეკვავდა,მღეროდა, სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავდა , კარგი მოსწავლე იყო და ჩვეულებრივი ბიჭის ცხოვრება ჰქონდა . ნინამ არც იცოდა მის ოჯახზე იქამდე სანამ დედამისამდე არ მიაღწია ჭორმა და ქაალი არ ჩავარდა პანიკაში. დაბადების დღეზე იყვნენ,ლევანი პიანინოსთან იჯდა და უკრავდა. დანარჩენები ცეკვავდნენ , იქამდე არ უცეკვია სანამ ნინა არ მივიდა მერე კი სხვას დაუთმო ადგილი და გოგონას ხელი გაუწოდა _გთხოვთ მაჩუქოთ ცეკვა მშვენიერო ,ნინა _ თვალები უბრჭყვიალებდა,უღიმოდა და ხელგაწვდილი იდგა ნინას წინ. უარი ვერ უთხრა , მის მკლავებში მოქცეული ჰყვებოდა მელოდიას. არ შეეძლო სხვაგვარად,თუნდაც ურჩხული ყოფილიყო უყვარდა ის ლევანი ,რომელიც მის გვერდით იყო. _რატომ ხარ მოწყენილი ,ჩემო ნინა _ გვერდით მიუჯდა და თმაზე გადაუსვა თითები _ვინ გაწყენინა ჩემო პატარა _ ბედნიერი იყო , ცოტა ნასვამი და ძალიან მხიარული _რომ გითხრა რას გააკეთებ _გააჩნია ვინ გაწყენინა,როგორ და რა შეიძლება გამოსავალი იყოს ... _ბიჭებთან ერთად ბირჟაზე მდგომი არასდროს ყოფილხარ თუ მე ვერ გხედავ და შენს უბანს აკონტროლებ _მე არავის ვაკონტროლებ ... უტვინოთა ჯოგის ბატონობა არ მჭირდება. მე ვარ ლევან მეტრეველი და მორჩა. _და რას ნიშნავს ეგ ... არავინ შეგეხება შენი ოჯახის გამო? _არავინ შემეხება იმიტომ რომ არავის არაფერს ვუშავებ ,ჩემ გზაზე მშვიდად მივდივარ და არავის ვეღობები წინ. არავის ვართმევ და არავის ვაშინებ . არ იცოდი აქამდე ? _არ ვიცოდი ვინ იყვნენ შენი ოჯახის წევრები ... შენც მათნაირი უნდა გახდე ბოლოს? _ვგავარ ,გენეტიკას ვერ წაშლი ... გარეგნულად დედასაც ვგავარ და მამასაც _ლევან _ჩემი გეშინია ? _არა _ხულიგანს ვგავარ? _არა _აბა მკვლელს ან ყაჩაღს? _არც ერთს ... _მაშინ რა განერვიულებს _არ ვიცი ... არ მინდა ოდესმე საფრთხეში იყო. უშენოდ ვერ ვიცოცხლებ _ თითები ჩაკიდა,მისი ხელი სახესთან მიიტანა და მერე რამდენჯერმე აკოცა _ ეს თითები სისხლით არ უნდა დაისვაროს, არც ბოროტი საქმეები აკეთოს _რომ მოგეფეროს შეიძლება ? _ მეორე ხელიც ლოყაზე შეახო და ახლოს მისწია სახე _ ბევრი და ყველგან _მიყვარხარ მე შენ ლევან მეტრეველო _ ისევ აკოცა მაჯაზე და თვალები დახუჭა. ლევანმა გულში ჩაიკრა და დიდხანს ისხდნენ ჩახუტებულები. შიგნიდან მუსიკის და სიმღერის ხმა ისმოდა ნინას კი ლევანთან არსებული სიმშვიდე ერჩია ყველაფერს. დამშვიდობებისას ზუსტად ასე ეხუტებოდა. არ უნდოდა მოშორებოდა,თითებს მის თითებში ხლართავდა და ბოლოჯერ კოცნიდა სულ რამდენიმე თვით უნდა ყოფილიყვნენ ერთმანეთისგან შორს,მაგრამ თითქოს გრძნობდა ,რომ წლები გაგრძელდებოდა ეს განშორება. მუდამ ახსოვდა ლევანს მისი თვალები, ჩახუტება,კოცნა და ყველა ნათქვამი მიყვარხარ. ყველა გრძნობა რომელსაც გრძნობდა, ენამდვილებოდა და იჯერებდა. დღემდე ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლებოდა ყველაფერი ტყუილი ყოფილიყო ახლა კი საერთოდ არეული ჰქონდა გონება. სახლისკენ მიმავალ ნინას უყურებდა და ის ისევ არაფრით ჰგავდა იმ გოგოს ბოლოს რომ დატოვა. მხოლოდ კოცნა იყო იგივე და მზერა ამ კოცნისას . ............... სასამართლოს სხდომას არ დასწრებია ლევანი. არც მოგების ემოციები გაუზიარებია მათთან ერთად. თინა კი ვახშამზეც დარჩა და ნინას მომზადებული ტორტიც სიამოვნებით დააგემოვნა. ამ ღამით ერთად მივფრინავთ უკრაინაშიაო მხოლოდ ეს თქვა და ნინამაც დაკარგა მისი ნახვის შანსი. შემდეგი რამდენიმე კვირა ისე გავიდა ლევანის გამოჩენას აღარ ელოდა. უბრალოდ გაიგო ილიას დაბადების აღსანიშნ წვეულებაზე იქნებაო . სემესტრი მიიწურა,გამოცდებს აბარებდა უკვე და სულ მალე დიპლომს აიღებდა. იმ ერთი საგნის ჩაბარებაზე არც ოცნებობდა მოულოდნელად რომ შეიცვალა ყველაფერი _როგორ ჩავაბრე როცა ლექციაზე დასწრების უფლებას არ მაძლევდა... ზეპირ გამოცდაზე დამიშვა და ელემენტარული ორი კითხვა დამისვა . მშვიდად მითხრა ხუთს გიწერო და გამომიშვა _თუ ჩააბარე რაღა გინდა გილოცაავ...ერთი გამოცდაღა დაგრჩა და მორჩა დიპლომი გექნება _ნატა სერიოზულად ვერ ხვდები რომ რაღაც მოხდა?გიორგის უთხარი და მან შეაწუხა ვინმე? _გიორგის ვუთხარი ,მაგრამ _კარგი რაა,კარგი რა როგორ მრცხვენია ღმერთო ვითომ არ კმარა როგორც მეხმარება და რაც გააკეთა ის საგნები რომ ჩათვლილი ყოფილიყო ... როგორი სირცხვილია _რა სირცხვილი ... გიოს ძალიან უყვარხარ,გქომაგობს და უნდა ყველაფერი გამოგივიდეს _აუცილებლად მოვიკრებ ძალებს,აუცილებლად გადავუხდი ყველა სიკეთისთვის მასაც და მთელ თქვენს ოჯახს _ნუ ლაპარაკოვ სისულელეებს შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ,ჩემი სიცოცხლე _ნატა მოეხვია და დიდხანს არ გაუშვა. თითქოს დაავიწყა ეს ამბავი ,მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა _ქალბატონო ლამარა ,შეგიძლიათ მითხრათ რამ გადაგაწყვეტინათ ჩემთვის ნიშნის დაწერა?_ პირდაპირ ჰკითხა,დასაკარგი არაფერი ჰქონდა _შენმა კაცმა ნამდვილად იცის მოლაპარაკება. იცის როგორ უნდა ესაუბროს ჩემნაირ ქალს და მიკვირს შენში რა ნახა...რას გაუგებ ამ კაცებს. სულ არ ვაპირებდი ქურქის დატოვებას და ჯიბეში ოქროს ბეჭედი რაღა საჭირო იყო არ ვიცი. მალხაზის მთელ ოჯახს ისეთ პატივს ვცემ , მამიდამისი შესანიშნავი ქალია ,მართა მეტრეველი რომ მიხსენა ისე გამიკვირდა შენ რა საერთო უნდა გქონოდა მათთან . ბავშვობის მეგობარიაო მითხრა . მართლა მეგობარია თუ მის გამო მიატოვე ქმარი _ ისე ჰკითხა თითქოს გამოცდის კითხვას უსვამდა რომელზე პასუხიც აუცილებლად უნდა გაეცა _ნახვამდის ქალბატონო ლამარა ,მიხარია რომ თქვენთან კვეთა აღარ მექნება . ბევრი არ უფიქრია ისე წავიდა ლევანთან სახლში. არ იცოდა დახვდებოდა თუ არა ,მაგრამ მაინც იდგა რკინის კარის წინ და მანამ აკაკუნებდა სანამ მეტრეველი არ დაინახა _ნინა ? _შეგიძლია მითხრა რამდენი მაქვს შენი ვალი? _რა ვალი ... კარგად ხარ ? _ლამარასთან რომ მიხვედი ქურქით ,ქურქის ჯიბეში ბეჭედი იყო მხოლოდ თუ ფულიც _ვინ არის ლამარა _მართა მეტრეველის სახელის გამოყენება ჩემ დასახმარებლად გგონია ნორმალურია? _შენ და მე საუბარი დიდხანს არ უნდა გავიგრძელდეს ... უცნაურია ამ დროს სახლში მარტო მყოფს რომ დამადექი _ახლა გადარდებს ხალხის აზრი? _მე არ,მაგრამ შენ კი _გთხოვ ჩემი პრიბლემების მოგვარებას შეეშვი ! სასამართლოს შემდეგ ისე გაუჩინარდი მადლობაც ვერ გითხარი. არ შეიძლება ყველა ჩემ პრობლემას აგვარებდე. ასე ვერ ვიცხოვრებ,სინდისის ქენჯნა,სირცხვილის გრძნობა და ეს სამუდამოდ ვალში ყოფნის განცდა გამაგიჟებს. უფლებას არ გაძლევ მეტად _ კარგი ,გასაგებია _ყოველთვის ასე ამბობ და არასდროს ითვალისწინებ _რა მნიშვნელობა აქვს პასუხს ... გინდოდა კიდე დაგგვიანებოდა დიპლომის აღება ? მოგვარდა ხო?რა მნიშვნელობა აქვს როგორ ,მთავარია დამთავრდა _ კარში იდგა ისევ და ადგილიდან არ იძვროდა _ნუ მეხმარები ! არ მჭირდება კაცის ხარჯზე ცხოვრება ... _ვიცი სულელი რომ ხარ ,რატომ მიმეორებ ? _დამპირდი _მე შენ პირობებს არ გაძლევ ,ის ერთიც საკმარისი იყო ! _კარი მიუხურა და დატოვა სადარბაზოში მარტო. " _როდის დაბრუნდები ... რომ არ წახვიდე არ შეიძლება?შენ ხომ არაფერი დაგიშავებია,არ გეძებენ და რატომ უნდა წახვიდე. უშენოდ რა მეშველება _ტიროდა იმ წამიდან რა წამსაც გაიგო უკრაინაში მიდის ოჯახთან ერთად საცხოვრებლადო _ცოტა ხნით წავალ და მერე დავბრუნდები _დაბრუნდები ,მაგრამ მე ისევ გეყვარები? წახვალ იქ უკრაინაში იმდენ ლამაზ გოგოს გაიცნობ და მე აღარ გაგახსენდები _როგორი სულელი ხარ ზოგჯერ, ვიცინო თუ ვიტირო აღარ ვიცი _ ლოყაზე კოცნიდა და თან თავზე ეფერებოდა _ აღარ იტირო , თორემ თან წაგიყვან _არა,ასე როგორ გამოგყვები ... მამაჩემი მომკლავს ,აღარასდროს შემირიგდება . თან ჯერ გამოცდები არ ჩამიბარებია ახლა რომ წამოგყვე მერე როდისღა ჩავაბარებ _იმდენი საქმე გქონია ჩემზე მნიშვნელოვანი, მონატრებასაც ვერ მოასწრებ _როგორ ვერ მოვასწრებ ,მენატრები უკვე _ასეთი საყვარელი როგორ ხარ _ ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა,შემდეგ ცხვირზე და მეორე ლოყაზე _ ჩემო პატარა _წერილებს გამომიგზავნი? _არა მეზარება ,დაგირეკავ _ვისთან ... სოფელში სად მაქვს ტელეფონი _წერილები მამაშენმა რომ ნახოს? _ ცრემლებს უმშრალებდა და მერე ისევ მთელ სახეს უკოცნიდა _ჩემო სიცოცხლეე ,მორჩი ნერვიულობას. მალე გავა ეს დრო და მერე სულ ერთად ვიქნებით . _ყველაფერი ხომ მალე მოგვარდება _აუცილებლად ! _მიყვარხარ ,შენც ხო გიყვარვარ _ ქვემოდან უყურებდა და თან წვერიან ლოყაზე ეფერებოდა _ არასდროს დაგავიწყდეს ,რომ მე ყველაფერზე მეტად მიყვარხარ _ყველაფერზე მეტადო და თან არ მომყვები ... _როგორ გამოგყვები გაგიჟდებიან შენები... მაინც არ მოვწონვარ არც დედაშენს და არც მამიდაშენს _შენ რა იცი ... საიდან მოიტანე _თვითონ მითხრა _ ჩუმად უთხრა და თავი გულზე მიადო _ მაგრამ არაუშავს,ვისწავლი და ჭკვიანი ,წარმატებული და შემდგარი რომ ვიქნები ორივეს მოვეწონები. შენ ხარ უბრალოდ საუკეთესო და რთულია შენი შესაფერისი ვიყო _ ჩუმად ბუტბუტებდა ნინა იმ აზრებს რომლებზეც ლევანმა იქამდე არ იცოდა _შენ ხარ საუკეთესო ,შენ ხარ ჩემი ნინა და არავინ სხვა _თავი ააწევინა და ტუჩებზე ნაზად შეეხო _მიყვარხარ და პირობას გაძლევ შენ გარდა არავინ იქნება ჩემ გვერდით,მხოლოდ ჩვენი ბედნიერებისთვის გავაკეთებ ყველაფერს . სამუდამოდ შენთან ვიქნები ჩემო ,ნინა " მწარედ ახსოვდა პირველი შეხვედრა მას შემდეგ რაც სხვა კაცის ცოლი ერქვა და ლევანი უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. ორსულად იყო უკვე , მაგრამ საერთოდ არ იყო ეს ის ნანატრი ფეხმძიმობა ლევანთან ერთად რომ წარმოიდგენდა ბავშვის გაჩენის წინ მოლოდინიც კი არ ჰქონდა. უბრალოდ არსებობდა ,გადარჩენისთვის დამუნჯებული, ურეაქციო, ერთფეროვან ქალად გადაქცეული 19 წლის ასაკში ჰგავდა შუახნის ქალს. ქორწილში იყვნენ , აუცილებლად უნდა წასულიყო როგორც ახალდაქორწინებული წყვილი ბედნიერი სახით. კაბის გამოც კი ჩხუბი ჰქონდათ სახლიდან გასვლამდე და სახეში გარტყმული ხელის კვალი მაკიაჟით ჰქონდა დაფარული. ლევანის წინ რომ აღმოჩნდა სუნთქვა შეეკრა,თვალებგაფართოებული უყურებდა მონატრებულ,ერთადერთ სიყვარულს . კაცს ვისი ჩახუტებაც ყველაფერს ერჩივნა,ვის გამოც შეეძლო მომკვდარიყო და გვერდით ჰყავდა კაცი რომელსაც ქმარი ერქვა. ვინც მთლიანად შეარყია მასში არსებული ქალი,წაბილწა და გაანადგურა. შოთას გაწვდილ ხელს ზიზღით დახედა მეტრეველმა, სიტყვაც არ უთქვამს მხოლოდ ნინას უყურებდა მერე კი ორივეს გვერდი აუარა . სახლში მისვლისთანავე თმაში წვდა შოთა, ყოფილი შეყვარებულის ნახვა როგორ გაგიხარდაო. იმიტომ გინდოდა იმ კაბის ჩაცმა მასთან რომ გეკეკლუცაო. ათას სისულელეს ამბობდა და იქამდე აგრძელებდა სანამ ნინამ გონება არ დაკარგა. მუდამ ესმოდა ,რომ არარაობა იყო,არაფერს წარმოადგენდა,არაფერი შეეძლო, სულელი,შტერი და უტვინო ქალი იყო ,რომელიც ერთი დღეს ვერ იცხოვრებდა დამოუკიდებლად. მოკვდებოდა ლევანის გამოყენებას თუ განაგრძობდა,არ შეეძლო მისი სიბრალულის გამოყენება და ყველა პრობლემის მისი საშუალებით მოგვარება. მისგან მხოლოდ სიყვარული სჭირდებოდა ადრეც და ახლა ,ახლა მისი დანახვაც კმაროდა,მისი მოსმენა და შორიდან თვალის დევნებაც იწვევდა სულში ფერების პატარ_პატარა აფეთქებებს. .......... ბავშვის მონათვლაც არ გადადეს და სუფრასთან მსხდომების რაოდენობაც გაიზარდა. სასაცილო იყო მშობლების დამოკიდებულება ქალიშვილის მიმართ,ნინას არც მიესალმნენ ნატასთან კი გაბრწყინებული სახით მივიდნენ. გული ერეოდა მათ პირფერობაზე,თითქოს თავად არ იყვნენ ნატას ქორწინების წინააღმდეგი და ყველა თავში არსებული სიტყვით არ ლანძღავდნენ გიორგის ოჯახსთან ერთად. _არ გრცხვენია? შენ დას სანამ ოჯახს არ დაუნგრევ არ დაისვენებ? რამდენხანს აგიტანენ შენი ორი ბავშვით. ამდენი ხარჯი აქვთ ისედაც. შენ გამო უნდა აშიმშილოს შვილები? ხომ აალაპარაკე ყველა,ბ.ზი ქუჩისქალის სახელი გაქვს უკვე ,რომელმაც საყვარელი გაიჩინა,ქმარი დაჭრა ,შემდეგ სასამართლიები გამართა და მისმა მდიდარმა კურომ ყველა მოისყიდა. თუ ასე უყვარხარ იმ შენ ლევანის ვერ წაგიყვანს ცოლად?მაგრამ ვის რად უნდა სხვისი ნათრევი ორშვილიანი ქალი . მაგ ჭკუაზე არიან მეტრეველები შენნაირს შეუშვებენ სახლში. ხომ მოიჭერი თავი,ხომ გაინადგურე ცხოვრება დებილო გოგო. გგონია ოდესმე შენ ჭკუაზე იცხოვრებ? _მადლობა დედა ასე რომ ფიქრობ ჩემზე და ჩემ შვილებზე,ასე რომ დარდობ,ასე დამეხმარე და ასე მიმარტივებ ცხოვრებას. მადლობა ასეთი კარგი დედა რომ ხარ,მადლობა ყველას აზრი რომ გაინტერესებს და არა ის როგორ ვართ. შენ იპოვნე კაცი ვინც მშვიდად გაცხოვრებდა, შიგადაშიგ შეგაგინებდა გაბრაზებულზე,ცოტას იჩხუბებდით და მორჩა. ბედნიერი ქალი ხარ,მხოლოდ მე არ გაგიმართლე იმედები _შენს ადგილას საერთოდ არ გამოვყოფდი ცხვირს გარეთ _ჩემს ადგილას არასდროს ყოფილხარ,გიყვარდა მამაჩემი და სიხარულით გაუჩინე სამი შვილი. არასდროს დაურტყამს,არასდროს უთხვამს უმქანისი,უტვინო და სულელი ხარო. არასდროს უთრევიხარ თმებით ორსული. არასდროს დაუსერავს შენთვის ფეხები _სულ შენი სიჯიუტის გამო... ამოჩემებული გყავდა სხვა კაცი და ვერ მიხვდებოდა ? უნდა შეგეყვარებინა და მონა გახდებოდა შენი _არ გრცხვენია? სულ ოდნავ მაინც რომ არ გებრალები... სხვისი შვილები ეცოდებათ და შენ როგორ ხარ ასეთი გულცივი. თუ თავს არ უტყდები ,არ გინდა სინდისის ქენჯნამ შეგაწუხოს და თავს იტყიმუებ ,რომ მანიაკთან კი არ დამტოვე ,მე ვიყავი დამნაშავე _ახლა ხომ ხარ თავისიფალი. ბედნიერი ხარ?ყველა შენზე ლაპარაკობს _ყველა შეიცვლის აზრს მაშინვე როგორც კი მივაღწევ ჩემ სიმშვიდის წერტილს. ადამიანები ასეთები არიან,ჯერ ჩაგქოლავენ და თუ ფეხზე წამოდგომა მოახერხე მერე ყველა ფეხქვეშ გაგეგება,მაგრამ მე მათთან ყალბ მეგობრობას არ დავიწყებ. ყველა მახსოვს ვინც ხელი გამომიწოდა და ვინც ხელი მკრა. შენთვის სასურველი შვილი მეც გავხდები ერთ დღეს ,მაგრამ მე არ მოგცემ ახლოს მოსვლის უფლებას. _როგორი ამბიციებით ხარ ... ორი ბავშვის დედა _ჩემ გონებაში მხოლოდ მიზნებია,რომლებსაც მივაღწევ და ჩემ შვილებს არაფერა გავუჭირვებ. ოთახიდან გასულს მამა შეეჩეხა,როგორც სჩანს იქ იდგა და რაღაც დროის განმავლობაში მათ საუბარს უსმენდა _ახლა რას აპირებ ... _თქვენგან არაფერს ვითხოვ ,მხოლოდ ერთი ოთახი და თავშესაფარი მინდოდა ჩემი შვილებისთვის. უკვე არაფერი მინდა... სხვისმა მშობლებმა გამომიწოდეს დახმარების ხელი და მეც მათთვის გავაკეთებ ყველაფერს _მისი საყვარელი ხარ?არ გრცხვენი? _გინდათ ჩემი დანაშაული იპოვოთ და თავი გაიმართლოთ ,მაგრამ მე სრულიად უდანაშაულო ვარ ორივეს ზურგი აქცია,კიბე ჩაირბინა და ეზოში გავიდა. პატარა ხის შენობა ჰქონდათ ,საკუჭნაოდ იყენებდნენ და იქ თავის შეფარება ყველაზე კარგ აზრად მიაჩნდა. უნდა ეტირა ,ბოლომდე დაცლილიყო დაგროვილი ემოციებისგან და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნებოდა სუფრას. შევიდა,კარი შიგნიდან გადაკეტა და შუქიც არ ჩაურთავს ისე ჩაიმუხლა ,პირზე ხელი აიფარა და მკერდიდან წამოსული ხმა გამოუშვა. ქვითინებდა იქამდე სანამ შენობის სიღრმეში სიგარეტით ხელში მჯდომი მეტრეველი არ დაინახა . ღვინის ბოთლი ედო იქვე და ნინას მზერას რომ გადააწყდა იმ წამსაც დალია რამდენიმე ყლუპი _იტირე ,იტირე იმდენი რამდენიც შეგიძლია თორემ რომ გიყურებ მგონია ამდენი ტკივილისგან გული გაგისკდება . ეგ შეკავებული ცრემლები დაგახრჩობენ ,ნინა _შენ რატომ ხარ აქ _გავექეცი იმ სიყალბეს და ყველაფერს რაც გარშემო ხდება . ეს წესები , ყველაზე წმინდასაც კი დაანგრევენ და ეს ხალხი ,ეს ხალხი უბოროტოსაც გააბოროტებენ _ ბოთლი მიიყუდა ისევ და თავი უკან გადასწია ... აქ ფანჯარა მე ჩავასმევინე _ცას უყურებდა ფანჯრის დაბურული მინიდან _აქ რომ გვნახონ ყველაფერი დასრულდება ... ვერავინ დაარწმუნებს რომ ჩემი საყვარელი არ ხარ _მე იცი რა მაწუხებს ახლა? ვერ ვხვდები რატომ არ მიხარია უჩემოდ ამდენს რომ გატირებს ცხოვრება ... რატომ მაქვს ისევ ისეთი შეგრძნება როგორც ადრე,რატომ მგონია ,რომ შენი ცრემლები ცხელი ლავასავით წვავს ჩემ გულს... არადა ხომ თვითონ მიხვედი ამ მდგომარეობდამდე _ ფეხზე იდგა ,ნინას მიუახლოვდა _შენ არ შეგიძლია...არ უნდა გტკიოდე _დარჩი!_ გარეთ გასვლის საშუალება არ მისცა . ხმა შემოდიოდა,ვიღაც უახლოვდებოდა შენობას. ხის კედლებს შორის ჩანდნენ ფიგურები. კარი შიგნიდან ჰქონდა გადაკეტილი და ვერავინ შევიდოდა ,მაგრამ მაინც ნინა კუთხეში ჰყავდა მიმყვდეული,პირზე ხელაფარებულს ზემოდან დაჰყურებდა და მის დიდ თაფლისფერ თვალებში იკარგებოდა. ისევ რომიწყეს ცრემლებმა დაგროვება გრძელ წამწამებზე დაეკიდნენ სიმძიმეებად ხელები ტანზე შემოხვია და ტუჩები წლების მონატრებით დაუკოცნა. კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა ნინამ მკლავები ყელზე რომ შემოხვია და კოცნაში აჰყვა. ცრემლიან ლოყაზე გადავიდა,შემდეგ თვალებზე და ბოლოს ისევ ტუჩებს დაუბრუნდა. ნინა წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად გარინდული ელოდა ყველა შეხებას და შემდეგ მის ყელში სახეჩაფლული სუნთქავდა მონატრებული სურნელით გაჟღენთილ ჰაერს. _არ შეიძლება ,შეუძლებელი ხარ _ ჩუმად ამბობდა და მანძილს ვერ ზრდიდა. მეტრეველის თითები თმაზე ეხებოდა _ჩშშ _ თითები ტუჩებზე შეახო და ყელზე აკოცა _ გაიგონებენ _ ფერებას ვერ წყვეტდდა .ბოლოს მაინც ნინა დაუსხლტა,არეული მზერა გაუსწორა და იქაურობას გაეცალა _ლევან ,ლევან შე იდიოტო ისევ გაები _ ხელები სახეზე ჩამოისვა. ღვინის ბოთლი აიღო და ბოლომდე ჩაცალა _სულელო _გულზე ხელი მიირტყა. ისევ ისე სწრაფად უცემდა ,დავიწყებული ჰქონდა ეს შეგრძნება. მთელ სხეულში დავლილი დადებითი მუხტი, გონებაში ანთებული ნათელი ფერები . მას შემდეგ ნინა გაურბოდა. ლევანის ყველა მცდელობა დალაპარაკებისაც კი კრახით სრულდებოდა. მზერასაც კი არიდებდა,დაბნეული ბავშვივჯთ გაურბოდა და ასე მაშინაც არ იქცეოდა როცა 16 წლის იყო. _ამიყვანეს ... ნატაა ამიყვანეს. ექიმი ვარ ,მორჩა პირადი კაბინეტი მექნება. პაციენტებს მივიღებ და ლექციებსაც ჩავატარებ ... მორჩა ,მორჩა _სირბილით შევიდა სახლში,ნატა იპოვა მოეხვია და ჰაერში ასწია. _ჩემო სიყვარულოო ... ჩემო სიხარულოო. ვიცოდი,ვიცოდი გამოგივიდოდა _ რამდენჯერმე აკოცა და ბავშვებმა სიცილი რომ დაიწყეს მერე გაჩერდა_დეე თქვენი მამიკო ექიმ ტრავმატოლოგიაა . თქვენი მამიკო ყველაზე მაგარიაა მთელს სამყაროში. საღამოს ახალ ამბავს აღნიშნავდნენ ლევანი რომ მივიდა და გვერდით მიუჯდა _გილოცავ, ვიცოდი რომ გამოვიდოდა ამიტომ წინასწარ მოვამზადე საჩუქარი... შენ და ნატა დასასვენებლად მიდიხართ ახალი მანქანით _ გასაღები მაგიდაზე დადო _ბათუმში ჩემ სახლში ,მისამართი იცი . ყველაფერი მზად იქნება. სამ დღიანი შვებულება აიღე და ეგაა . ბავშვებს მე და ნინა მივხედავთ სანამ თავის პედაგოგიურ მოღვაწეობას დაიწყებს ახალ სკოლაში. _რომელ სკოლაში ... რა გააკეთე ლევან? _მანქანა მაჩუქე ? _მე არაფერი გამიკეთებია ... და ხო მანქანა გაჩუქეთ ,მხოლოდ შენ რატომ. შენ და ნატას გაჩუქეთ . დაასვენე ცოლი ,სამი ბავშვი ამდენი თვეა სახლშია და ნახე როგორი თეთრია _დასვენება შეიძლება ,მაგრამ მანქანას ვერ მივიღებ _არ მაწყენინო ძალიან გთხოვ... ხომ იცი რამდენად ცოტა ადამიანი მიყვარს და რამდენთან მაქვს კომუნიკაცია. ნუ გამიფუჭებ ხასიათს ნუ ნინა თუ არ დაიტოვებს ბავშვებს მე მივხედავ მარტოც _არა ,მე მივხედავ ... ბავშვებს მე მივხედავ და ჩემი სკოლის ამბავი ჯერ კიდევ გასარკვევი გვაქვს _არ შეგატყობინეს? ორ სკოლას სჭირდები ერთის ნაცვლად და მგონი თავისუფალი დრო აღარ გექნება და ბავშვებს მე ხომ არ გამატან ? _ ლიზას და დათას გადახედა _ რას იტყვით ბავშვებო? _გვინდაა _რას ნიშნავს გინდათ ... მერე მე ? _ორივე რომ იყოთ არ შეიძლება? _შეიძლება ... დედა უბრალოდ ჯიუტობს. ბავშვობიდან ასეთია,გვიან იაზრებს ყველაფერს _უკაცრავად? _რა არა? _ილია ჰყავდა ხელში , ფეხზე იდგა და დადიოდა _თუ არ გინდა არჩევანი შენზეა. მე ბავშვებთან თამაშიც შემიძლია,საჭმლის მომზადებაც და გამოცვლაც. დროც მაქვს _ბავშვი მასთან სულ ჩუმადაა... შენთან ტირის ხოლმე _ნატამ თქვა და მანაც ინსტიქტურად გადაიტანა მზერა ლევანზე. _გადავწყვიტეთ ხომ? _მგონი _მაშინ მე წავედი... პარასკევს მოვალ უცნაური იყო ლევანთან და ბავშვებთან ერთად იმ რამდენიმე დღის გატარება, თითქოს დრო გაიყინა, არც წარსული არსებობდა და არც მომავალი , მხოლოდ ის დრო იყო . ............................. ორ სკოლაში აიყვანეს და გაკვეთილები ისე გადაანაწილა ,რომ ორივეგან შეძლებდა მისვლას. გაოცებული იყო როგორ შემობრუნდა ბედი მის სასიკეთოდ , კახა ირწმუნებოდა მე არ ჩავრეულვარ ჩემთან მინდოდა დამეტოვებინეო . პირველი სექტემბერი ასე ბედნიერს ,აამდენად კმაყოფილსა და ნათელი მომავლით აღფრთოვანებულს არასდროს დაუწყია. პირველი კლასიც გაიცნო რომელთანაც გაკვეთილებს ჩაატარებდა. ახალი გამოწვევა ჰქონდა წინ ,მაგრამ გაუმკლავდებოდა. ბედმა კიდევ ერთხელ დასცინა ზუსტად იმ სკოლაში რომ გადააწყდა ყოფილი ქმრის მამიდაშვილს,რომელიც მაინცადამაინც იქ ასწავლიდა და სულ მალე აღმოჩნდა ჭორების ქარცეცხლში. ხედავდა მომენტალურად შეცვლილ დამოკიდებულებას, პედაგოგების დაუწერელ კანონს არღვევდა მისი ქცევა . ითმენდა,ფიქრობდა რომ იქ მეგობრების შესაძენად არ იყო და როგორმე გაუმკლავდებოდა მარტოობას თუ თავისი საქმის შესრულებას შეძლებდა,მაგრამ არ გამოვიდა. _მკვლელი უნდა ასწავლიდეს ბავშვებს?მე ჩემ ბავშვს არ დავტოვებ ამ კლასში... ამ რეპუტაციით ქალი უნდა იყოს მასწავლებელი?მოღალატე ,ბ.ზი და თან მკვლელი?ციხეს როგორ აცდა ნეტავ _ძალადობის მსხვერპლი და არა ის ყველაფერი რაც შენ ჩამოთვალე _ძალადობის მსხვერპლიო ,ოჰ როგორ საუბრობს ... შენნაირი ქალები ღუპავენ ადამიანებს. დაუნგრიე და აურიე ცხოვრება შოთას. როგორი ოჯახი ჰქონდათ შენ სანამ არ ამოგიჩემებდა და მერე სასამართლოებში არჩევინე საქმეები,მოსაკლავად გაიმეტე _გეყოფა ! შენ იცი რაც ხდებოდა და ნუ იქცევი ასე. ღმერთმა არ გამოგაცდევინოს არც შენ და არც შენს შვილებს ის რაც მე გამოვიარე. გეყოფა _მე მეყოფა? გინდა ცხოვრება აიწყო მაშინ როცა კაცი გააუბედურე?უსინდისო ქალო _კიდევ უფრო უმატა ყვირილს . გაეცალა,მაგრამ არ გამოუვიდა ,ბოლოს დამარცხდა. დირექტორმა კაბინეტში დაიბარა და სთხოვა განცხადება დაეწერა. უკვე ყველამ იცოდა სიმართლე და მშობლების აჯანყებას ვერ დაელოდებოდა. წავიდა ... ბრძოლას აზრი არ ჰქონდა , ბრბოსთან ჭიდილით ვერაფერს გახდებოდა. სკოლიდან გამოსული ფეხით ბრუნდებოდა სახლში. ტრანსპორტით მგზავრობას სუფთა ჰაერზე გავლა და ფიქრი ერჩია. დაავიწყდა შოთას არსებობა, ბოლო თვის განმავლობაში იმდენად მშვიდად იყო ,მხოლოდ საქმეებზე გადართულმა დაიჯერა რომ დასრულდა. კანონი რომ არ კანონობდა,ვერ დაიცავდა და არც აშინებდა სასჯელი,მხოლოდ ღირსების აღდგენა სურდა ხალხის თვალში ,რომელიც ნაღალატებ ,რქიან კაცად სახავდა,რომელსაც ქალმა მიაყენა ჭრილობა,მიიყვანა სასამართლომდე და ძვირფასი მეგობრების ,ნათესავების ,ნაცნობების წნეხი კიდევ უფრო უღვივებდა შურისძიების სურვილს. ყველაფერი ერთ დღეს რომ მოხდა ცივ წყალში სიმაღლიდან ვარდნას ჰგავდა ის ტკივილი შოთას დანახვისას რომ განიცადა. _არ მომიახლოვდე! _რას იზამ ისევ დამჭრი? მე ხომ გითხარი ჩემ გარდა ვერავისთან იქნები_თქო. გითხარი და არ დამიჯერე. გინდა ჩემგან შორს იყო და ისუნთქო თავისუფლად? მოგკლავ ... ციხეში მშვიდად წავალ ,კაცის სახელს დავიბრუნებ და შენ ბოლოს მოგიღებ. ისეთი უმაქნისი ხარ ერთი წუთითაც კი ვერ ვიყავი შენთან კარგად ... ისიც კი ვერ შეძელი რომ ჩემთვის ოდესმე გესიამოვნებინა _ ირგვლივ არავინ იყო. გაქცეულს დაეწია ,ხელი თმაში ჩაავლო და მუხლებზე დავარდნილს ისე დაარტყა მზერა დაუბნელა. კიოდა,მაგრამ იცოდა აზრი არ ჰქონდა. ნანობდა იმ გზით რომ წავიდა,ნანობდა სიფრთხილე რომ დაივიწყა. თხელი კაბა ეცვა, დაცემისას ფეხებზე კანი გადასძვრა,ცხვირიდან თბილი სისხლი სდიოდა . თავბრუსხვევას გრძნობდა,კადრებს ვერ არჩევდა. ჩანთა გზაშივე დაუვარდა . შოთამ მანქანაში ჩატენა,გონება დაკარგა და თვალები რომ გაახილა უკვე გზაში იყვნენ. ქალაქიდან გაიყვანა,სად მიდიოდნენ არ იცოდა,მხოლოდ მისგან თავის დახსნა სურდა ,მაგრამ თავზეც ჰქონდა ჭრილობა და ვერ ახდენდა კონცენტრირებას. ძლივს წამოიწია _გააჩერე და გამიშვი... გამიშვი ჩემ გამო სამუდამოდ ნუ დაინგრევ ცხოვრებას. ბავშვებსაც შეზიზღდები მე რომ მომკლა. დავასრულოთ , უბრალოდ გამიშვი და დაიწყე ახალი ცხოვრება. გემუდარები გამიშვი _ასე ადვილად მოგკლავ გგონია? ჯერ ჩემთან იქნები, შენით დაცტკბები და მერე შენმა ლევანმა თუ გიპოვა ორივეს ერთად მოგკლავთ. გგონია იმას ვაცოცხლებ? _არ ვარ მისი საყვარელი არააა რატომ არ გესმის . ვეზიზღები,ჩემი ატანა არ აქვს _სულელო ქალო ვის არ აქვს შენი ატანა,ყველაფერს აკეთებს შენთვის. მასთან ალბათ ტკბილი ,თბილი და მოსიყვარულე ხარ. პატარა ბ.ზო რამდენჯერ ჩაუგორდი ,მოგეწონა შენ სიყვარულთან ტყნ.რი?_ წინიდან გადმოწვდა და ხელი ყელზე მოუჭირა. უწევდა წინააღმდეგობას,მაგრამ უშედეგოდ. მალევე მივიდნენ ნინასთვის უცნობ სახლში ,სადღაც სოფელში ,მთაში სადაც ირგვლივ სახლებსაც ვერ ხედავდა. არ იცოდა მისი რომელი მეგობრის სახლხი იყო,არ იცოდა იქ რა ელოდა . სიკვდილი ერჩივნა შოთას შეხებას ,მაგრამ ასე ვერ დანებდებოდა. ბავშვების გამო არ შეეძლო , სახლიდან გამოსვლის წინ დათას და ლიზას ჩახუტებას იხსენებდა, მათ ბედნიერ სახეებს. ბავშვური სილაღე ძლივს რომ იგრძნეს. _დანები არ არის... ვერ მომკლავ . ერთადერთი რაც შეგიძლია ,უნდა მასიამოვნო იქნებ გული მომილბო და დაგიბრუნო _ ოთახში შეაგდო , სახიდან სისხლი მოაშორა და კოცნა დაუპირა. ხელი ჰკრა, თავი გასწია. მთელი ძალით ებრძოდა ,მაგრამ არ გამოსდიოდა. მხოლოდ ის მოახერხა რომ სხვა ოთახისკენ გაიქცა,კარი მიუხურა და ყველაფერი მიაყუდა რაც კი შეძლო. შემდეგ იატაკზე დაეშვა და აჩქარებული სუნთქვის დამშვიდება სცადა. ჭერს უყურებდა, ხმა ესმოდა როგორ ურტყამდა კარს,მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. მეორე სართულზე იყვნენ ,ფანჯრიდან შესვლასაც ვერ მოახერხებდა. გადახტებოდა ? ეს ხომ თვითმკვლელობა იქნება. როგორმე უნდა გადამძვრალიყო,მაგრამ ყველაფერი სტკიოდა და მზერაც ერეოდა. არ ახსოვდა რამდენი დრო გავიდა ამ აგონიაში,ტკივილი უმძაფრდებოდა,თავი უსკდებოდა თითქოს. სისხლის სუნი არ შორდებოდა. იატაკზე იწვა და ბოლოს გარედანაც აღარ ესმოდა ხმები. შიმშილით მოკვდებიო შოთა ემუქრებოდა ,მაგრამ არ აინტერესებდა. მთავარია მისგან შორს ყოფილიყო . ის კი ვერ შევიდოდა,იმ კარადას ვერ დაძრავდა,იქამდე კი კარი გასაღებით ჰქონდა ჩაეტილი. ვერ მიხვდა როგორ იპოვა ძალა იმ კარადის გადასაჩოჩებლად თანაც ისეთ მცირე დროში , უყურებდა და არ სჯეროდა საკუთარი ნამოქმედარის. დაღამდა, გარედან ტურების ხმა შემოდიოდა. ძაღლების ყეფა არ ჩერდებოდა. შოთა კი დერეფანში დააბიჯებდა,მერე კი მისი ხმაც არ ისმოდა,ეძინა. გათენებული არ იყო ხმაური რომ გაიგო,კარის გაღებას ცდილობდა . კარადაც გადაყირავდა, მინის ნამსხვრევები ეყარა მთელ ოთახში . აღარ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა,შოთას გინებას და ლანძღვას არ უსმენდა, ფანჯრისკენ მიდიოდა და გადახტომაზე ფიქრობდა . ხელში მოზრდილი მინის ნატეხი აიღო და ყელზე მიიბჯინა _არ მომიახლოვდე _მიდი გადაისვი რას უყურებ... მიდი და გააკეთე ჩემი გასაკეთებელი. მერე შენს ლევანს დაველოდები და მაალე მასაც უკან გამოგაყოლებ _მეზიზღები ... მეზიზღები . ის დღე მეზიზღება შენ რომ დამინახე _კიოდა იქამდე სანამ ხმა არ დაეკარგა_გიჟი ხარ,შენი ადგილი ფსიქიატრიულშია _აქ მოდი ... მოდი ნუ მეწინააღმდეგები_ ნინას მოქნეული ხელი აიცილა,მკლავებში წვდა ,ხელი ძლიერად დაარტყა. ჩხუბობდნენ,ხელებს და ფეხებს იქნევდა,რაც ძალი და ღონე ჰქონდა ფართხალებდა, გაურბოდა ,მაგრამ ვერ ერეოდა. საწოლზე დაცემისას მისი სხეულის სიმძიმეს გრძნობდა,აუტანელ სუნს ,სასმელის და ოფლის . ტუჩები სახეზე , გადახეული კაბა და თითები რომლების შეხებაც გულს ურევდა. _შენ დედას შ.ვეცი ... მიდი . ნუ ტირი და ყვირი , გაჩერდი _ არაფერი გამოსდიოდა და კიდევ უფრო მეტად ბრაზობდა. რამდენჯერმე ისე დაარტყა ნინა სახეს ვეღარ გრძნობდა. მხოლოდ სისხლის სუნს აღიქვანდა. თვალებს ძლივს ახელდა, მთელი სხეული დაბუჟებული ჰქონდა ის კი ისევ იგინებოდა, ჩხუბობდა . ბოლოს მოშორდა,საწოლის ბოლოში დაჯდა და ისე უყურებდა _გამიშვი ან მომკალი _ჯერ არა... რომ მოვა მერე _არ მოვა,ვერ მიპოვის ...არც მომძებნის _მოვა ,აუცილებლად გიპოვის და ორივეს ერთად მოგკლავთ. არ იცოდა რამდენი დრო გავიდა. თვაკები ისე ჰქონდა შეშუპებული ნორმალურად ვერ ხედავდა. დანებდა,იწვა და ელოდა როდოს დაასრულებდა ყველაფერს. ხელები ერთად ჰქონდა შეკრული და საწოლზე მიბმული. გამოძრავების ენერგიაც არ ჰქონდა. დანებდა და ეს უკვე იყო მარცხი. ბურუსიდან რომ გამოერკვა შორიდან ესმოდა საკუთარი სახელი და ხელის შეხებას გრძნობდა _ნინა... ნინა შემომხედე . ნინა გესმის ჩემი ხმა ?თვალები გაახილე. გიორგი მგონი არ სუნთქავს ... არ სუნთქავს გიორგი _ ლევანი იყო , მისი ხმა იყო . ძალიან უნდა სიტყვა ეთქვა ,ტუჩები ძლივს დააშორა ერთნეთს,ვერ გაიგონა საკუთარი ხმა. თითები მოუჭირა ხელზე . გიორგიც იქ იყო, ლევანს ამშვიდებდა _კარგად იქნები,მორჩა ... მორჩა ,ნინა _ ხელში ჰყავდა მეტრეველს და ჩახუტებული მიჰყავდა გაურკვეველი მიმართულებით , მაგრამ იქ იყო სიმშვიდე და შეეძლო გათიშვა გონებას. საავადმყოფოში გაიღვიძა. ლევანი იდგა იქვე ,როგორც კი გამოძრავდა ისიც მაშინვე მისკენ დაიძრა _როგორც იქნა გაიღვიძე _კარგად ხარ ? _ წამოიწია და აკვირდებოდა. თვალს ბოლომდე ვერ ახელდა და ნორმალურად ვერ ხედავდა _მე? მე მეკითხები ? ნეტავ დაგანახა რა მდგომარეობაში ხარ. ნუ მოძრაობ,ნეკნი გაქვს გატეხილი _ წამოჯდომის საშუალება არ მისცა _ რა მოხდა ... როგორ მიპოვე _ გიპოვეთ ,პოლიციასთან ერთად ... გაქცევა სცადა,იარაღიც ჰქონდა ისროლა და მოკლეს _ბავშვები სად არიან... დათამ გაიგო? _გაიგო ... შენ სანახავად სპეციალურად არ მოიყვანა გიომ , ასეთ მდგომარეობაში არ ვაჩვენებო. ახლახანს წავიდნენ სახლში ... რამე თუ გინდა მითხარი ,გავალ და გამოგიტან ან ნატას წამოვიყვან _არაფერი ... მადლობა ,უკვე მერამდენედ გადამარჩინე _მე არა,პოლიციამ გიპოვა _აქაც არ ხარ და მარტო მხოლოდ იმიტომ არ დამტოვე რომ გიორგიმ გთხოვა,ხომ ? ასეთი სახეც იმიტომ გაქვს რომ კი არ ნერვიულობდი მხოლოდ გადაიღალე ... _თუ მხედავ კარგია... მე ვიყავი მოჩხუბარი და ასეთი ნაცემი არასდროს ვყოფილვარ . მერე იტყვიან ქალი სუსტი სქესიაო _პირველად არ ვუცემივარ ... უკანასკნელი აღმოჩნდა _სულ ესაა შენი რეაქცია? მოკლეს , მორგშია ახლა და ხალხი იტყვის ნინას სიყვარულს შეეწირაო _თვიდან დავიბადები _ფენიქსი ხარ ? _მეძინება ... ჯერ არ მოვკვდები , კარგად ვარ . წადი სახლში, დაისვენე და დათას უთხარი არ ინერვიულოს . უთხარი სხვა ქალაქში გაგზავნეს სამუშაოს გამო ან სწავლის გამო_თქო _ვერ მოვატყუებ ... დაიძინე . აქ ვარ , არსად წავალ _ თავზე გადაუსვა ხელი,შუბლზე აკოცა და მერე ისევ ფანჯარასთან დაჯდა. გადაბრუნება ვერ მოახერხა,ყველაფერი ტკიოდა ,თაავი შეაბრუნა კედლისკენ და ცრემლებმაც იწყეს სვლა. როგორ არ ჰქონდა რეაქცია,ჰქონდა. ებრალებოდა გულის სიღრმეში არასწორი ფასეულობებით,არასწორ კაცად ჩამოყალიბებული კაცი,რომლისგანაც ორი შვილი ჰყავდა. წლების შემდეგ რომ გაიაზრებდნენ ამბავს,დაღად დარჩებოდა მათ ცხოვრებაში. ტკიოდა ყველა დღე , წუთი და წამი მასთან გატარებული. საკუთარი სისუსტე და მისი არაადამიანობა. _იტირე ,იტირე ჩემო ნინა... ბოლოა ტკივილის გამო _ ჩუმი ხმა ესმოდა,ეხუტებოდა და თავზე კოცნიდა _ყველაფერი დასრულდა...აღარასდროს დაგტოვებ _უნდა წახვიდე... აქ არ უნდა იყო და ჩემი ტკივილი არ უნდა გტკიოდეს ,ჩემი ცრემლები არ უნდა გადარდებდეს . მე არ შემიძლია ,არ გამომივა ნორმალურ ქალად ქცევა _ცრემლებს დაურთო სიტყვები _გეყოფა ლაპარაკი,დაიძინე ... თუ გინდა წამალს გავაკეთებინებ _ ცრემლები შეუმშრალა და ლოყაზე აკოცა _არ მინდა წამალი... დავიძინებ. კოშმარმა გამოაღვიძა. შოთა დაესიზმრა, ჯერ ლევანს ესროლა და მერე მას ესროლეს ,სისხლის გუბეებს ხედავდა და სიზმარში დაწყებული კივილი გამოღვიძებისას გააგრძელა. დილა იყო უკვე , პალატაში ექთნები ,ექიმები და პოლიციელებიც შევიდნენ. მორიგეობით ესაუბრა ყველას,გამომძიებელმა დაკითხა და ყველაფერი თავიდან გაიხსენა,გაიაზრა რაც გაიარა და ვერ იჯერებდა რომ ყველაფრის შემდეგ ცოცხალი იყო. რამდენიმე დღე მოუხდა საავადმყოფოში დარჩენა. ბავშვები ენატრებოდა ყველაზე მეტად,დარდობდა მათზე და იმაზე რომ ნატას მოუხდებოდა ყველაფრის ერთად გაკეთება. ამშვიდებდა ყოველი მონახულების შემდეგ ,მაგრამ მაინც ვერ მოისვენა. ჯერ ისევ შეშუპებული ჰქონდა მთელი სახე,ტკიოდა გვერდი მოძრაობისას და სუსტად იყო. ლევანი რამდენიმე საათით გადიოდა და შემდეგ ისევ ბრუნდებოდა,ზოგჯერ არც საუბრობდნენ ისე იჯდა და რაღაც საქმეებს აკეთებდა. გიორგი ისედაც მორიგეობდა კლინიკაში და მისგან ყურადღება არ აკლდა ,მაგრამ ლევანი არ ტოვებდა. გაწერის დღეს გიორგიმ წაიყვანა სახლში. _ უკანასკნელია ,ჩემზე ზრუნვა აღარ მოგიხდებათ როგორც კი გამოვჯანმრთელდები _ნინა,გთხოვ ნუ გვაწყენინებ. ჩვენი ოჯახის წევრი ხარ და დედამ რომ გაიგოს შენი სიტყვები გული ეტკინება. ყველაფერი დასრულდა, შენ ჯოჯოხეთს ბოლო მოეღო ,ესაა მთავარი . სხვა ყველაფერი გაივლის,ბოლო იარებია მისგან _მადლობა...საოცარი ადამიანი ხარ. _მეორე საოცრება სახლშია ბავშვებთან ერთად. რომ გტოვებდა ჩვენთან იყო, ნატას ეხმარებოდა სანამ მარო მოვიდოდა სახლში იქამდე. მან ვერ გადაგიყვარა და თუ ვერც შენ გადაიყვარე , ნუ დაკარგავ კიდევ ერთხელ _გიორგი , წარმოუდგენელი ამბავია ჩემი და მისი ერთად ყოფნა. ხომ გიყვარს,არ გეცოდება ამ ხვედრისთვის? _შენ არ ხარ ის ქალი ვისგან შორს ყოფნაც უნდა გინდოდეს ნორმალურ კაცს,შეაფასე საკუთარი თავი ... _ცხოვრება გაურთულდება და მე იმდენად მიყვარს ,რომ ვერ დავუშვებ _დრო გვიჩვენებს ყველაფერს, უბრალოდ არ შეეწინააღმდეგო საკუთარ თავს და მას . სახლში დაბრუნებას მოჰყვა ცრემლები. ბევრი თბილი ჩახუტება ბავშვების სითბო და ტკივილი ,რომელსაც მათ თვალებში ხედავდა . სახეზე რომ შეახეს პატარა თითები და ფრთხილად აკოცეს. უამრავჯერ ჰკითხეს"გტკივა დე? ","გაკოცებ და მოგირჩება ,აღარ გეტკინება " . ასე მიიწურა შემოდგომა და დაიწყო ზამთარი. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო და ბავშვებთან ერთად წავიდა სახლიდან . იმ დღესაც თოვდა ,მაგრამ ნინა თავშესაფარს არ ეძებდა. დამოუკიდებელი ქალი იყო,საკუთარი ცხოვრებით ,მშვიდად დაწყებული და დასრულებული დღეებით. ბავშვებზე ორიენტირებული,მათი ბედნიერებით გაბედნიერებული. პედაგოგობას, ბავშვების მომზადებას, ნამცხვრების მზადებას,საოჯახო საქმეებს ერთად აგვარებდა და ენერგიის უშრეტი წყარო ჰქონდა. ლევანი ბოლო ორი თვე არ უნახავს . ენატრებოდა, სიზმრებშიც კი ხედავდა ,მაგრამ დაბრუნებულს ისე შეხვდა თითქოს მონატრებისგან არ აუფეთქდა გრძნობები გულში. _ამ წლის პირველ თოვლს გილოცავთ ,ბავშვებო _ ჩემოდნით ჰქონდა საჩუქრები და ყველას რომ მოეხვია შემდეგ მივიდა ნინამდე , ქალმა ჩახუტების ნაცვლად გვერდი აუარა და მეორე კარისკენ დაიძრა _ბუხრისთვის შეშას შემოვიტან თორემ ჩაქრება მალე _ ეზოში გასულს უკან თუ გაჰყვებოდა არც უფიქრია. ფარდულთან გაჩერდა,თავზე ათოვდა ,მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა. ღრმად სუნთქავდა და ციდან წამოსულ ფიფქებს უყურებდა _ ზამთარი ჩვენი საყვარელი სეზონი იყო ადრე,ისევ შეგიყვარდა თუ იყინები მარტო და გადაგიყვარდა _გადაყვარება ასეთი მარტივი არ არის და მეც არ ვარ მარტო _"გულში გყავარ და თან დამატარებ? "_წლების წინ ნათქვამი სიტყვები გაახსენა და დაფიფქულ თმაზე გადაუსვა ხელი _ არ გაცივდე _ თავსაფარი გაუსწორა და გაყინულ ლოყაზეც შეახო თითები _არ გინდა ... _ ნაბიჯით მიახლოებულს უკან გადადგმული ორი ნაბიჯით დაშორდა. _არც იცი რა მინდა და უარს რაზე მეუბნები ნინა? _და მაინც რა არის ისეთი რაზეც უარს არ გეტყვი _დავქორწინდეთ _თვალები უბრჭყვიალებდა ,გაუღიმა და შემდეგ სერიოზული სახით განაგრძო საუბარი_აქედან წავიდეთ ,ოთხივე ერთად _გაგიჟდი მგონი... _დაფიქრდი რა გაწყობს _ცოლად იმიტომ ვერ გამოგყვები,რომ ასე მაწყობს _სხვა რა მიზეზი გჭირდება ... ბავშვებზე იფიქრე _ მარტო გავუმკლავდები,შენი ცხოვრების არევა რომ შემძლებოდა ამას წლების წინ გავაკეთებდი _შენ მე ცხოვრებას ვერ ამირევ ... _რატომ მთავაზობ ქორწინებას, რომელიც მხოლოდ ზედმეტ პრობლემებსა და თავის ტკივილს მოგიტანს _და შენ _რა მე _ქორწინება ,რომელიც შენ ჩემამდე მოგიყვანს და ჩემად გაქცევს _მხოლოდ ამიტომ? მუღამის შესრულების გამო მზად ხარ ხალხი აალაპარაკო, პრობლემები შეიქმნა ,დედაშენს ინფარქტი დამართო ... კაცები როგორი გულისამრევები ხართ. როგორ შეგიძლიათ მხოლოდ სხეულის დაუფლების გამო ყველაფერი რისკზე დადოთ _თითს არ დაგაკარებ ისე იქნები ჩემი ... _ ნინა ემოციებისგან თრთოდა ის კი ისე მშვიდად უყურებდა,დარწმუნებული გადაწყვეტილებაში _არ ვარ თანახმა ... შენ არ უნდა გყავდეს განქორწინებული ქალი ორი ბავშვით მხოლოდ იმიტომ რომ გეცოდები _ელოდები ,რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ აგიხსნი სიყვარულს ? მე სხვათაშორის მოცემული სიტყვა არ გამიტეხავს ,არავისთვის მითქვამს რომ მიყვარს და არც ვინმესთან ვყოფილვარ ქორწინებაში ... შენ რა გჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად _არ მჭირდება შენი სიტყვები,მე უკვე მითხრეს რომ ვუყვარვარ და მარწმუნებდა თავის გრძნობებში ... მე არ _იმ ს.რს ნუ მადარებ ! ჩემსა და მას შორის განსხვავებას თუ ვერ ხედავ შენ თუ მართლა გგონია რომ ცოლობას მხოლოდ იმიტომ გთხოვ,რომ შენთან დაწოლის მუღამი მაქვს, სულ დაგიკარგავს აზროვნების უნარი _ისევ მისკენ გადადგა ნაბიჯი _მე არ მიგულისხმია ,რომ შენც მასსავით მომექცევი _სულელურ მიზეზებს ეძებ არგუმენტი არ გაქვს _მაქვს _მაინც რა , იმის გარდა რომ ჩემზე ფიქრობ _მე არ შემიძლია ... ყველა იტყვის რომ შენ გამო დავშორდი , ამიტომ მივიდა სიკვდილამდე ,რომ მართალი იყო როცა მცემდა და შენც ნაბ.ჭვარს გამოგიყვანენ სხვის ცოლებთან რომ იჭერს საქმეს _ ყველას აზრი ვინაც შეიძლება იფიქროს რომ სხვის ოჯახს ვანგრევ ... შენ რატომ ვერ იშორებ ხალხს ,რომლებმაც ცხოვრება დაგინგრიეს. _შენთან ერთად აშენებას შევძლებ ? _სხვაც გამოჩნდება და არა ერთი ვინც ისურვებს შენთან ყოფნას. შენი არჩევანია რა გინდა ... ვისთან გინდა _მე არავისთან ვაპირებ ... მე მხოლოდ ჩემ შვილებზე ვფიქრობ...მე, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს _უკან დაიხია,ვეღარ უძლებდა მის მზერა ,სიახლოვეს და ყველა ემოციას ერთად. აზრებს თავს ვერ უყრიდა და ფიქრის უნარიც წაერთვა. ის კი ისე უყურებდა თითქოს სულში ჩაღწევას ცდილობდა. _იმას როგორ დათანხმდი ... ჩვენ ხომ სხვა გეგმები გვქონდა. შენ ხომ უარი მითხარი პატარა ვარ ქორწილისთვისო და მეც უშენოდ წავედი. მასთან როგორ მოხვდი საერთოდ ... მატყუებდა შენი თვალები? შენი ყველა ქცევა და სიტყვა ? _არ აპირებდა ამდენ საუბარს და მაინც ვერ გაჩუმდა . წლების განმავლობაში დაგროვებული კითხვები ახრჩობდა _ ქორწინდებაო რომ გავიგე მოვფრინავდი, ვფიქრობდი რაღაც ხდება ხელს დავავლებ და მოვიტაცებ_თქო . აეროპორტში დამიჭირეს ,მაინცადამაინც მაშინ აგვიყვანეს მთელი ოჯახი... მე რომ გამოვედი და დავბრუნდი შენ უკვე მისი ცოლი გერქვა .მე რომ წერილებს მწერდი ამ დროს ხვდებოდი და მატყუებდი ... არ მჯერა რომ შეიყვარე და ახლა ასე გეზიზღება. ქალებს ასე არ შეგიძლიათ , უგონოდ შეყვარებულები მოძალადეებსაც კი ვერ იმეტებთ შენ კი სიკვდილისთვის გაიმეტე ,მოკვდა და არც დაიტირე . _არ მომიტყუებიხარ ... არასდროს ,არცერთ წერილში ,მაგრამ აზრი არ აქვს . დაივიწყე ყველაფერი ჩემთან დაკავშირებული იპოვე შენი ქალი,ის ვისაც ბედნიერი შეუძლია გაგხადოს და იყოს შენთან ერთად _უნდა მითხრა მე თუ გიყვარდი მისი ცოლი როგორ გახდი ... დედაშენმა როგორ გაიძულა თუ მამაშენს შეუთანხმდა ოჯახი და შენ მათ წინააღმდეგ ვერ წახვედი.შენ იცოდი ,იცოდი აქ იყვნენ ჩემები ... მამიდაჩემთან რომ მისულიყავი სანამ მე ჩამოვიდოდი სამყაროს დაუპირისპირდებოდა და დაგიცავდა მაგ საცოდავებისგან კი არა მგლების ხროვასაც არ მოგაკარებდა ისე დავუბარე სულს გიტოვებ_თქო _გთხოვ...არ შემეხო _ ინსტიქტურად წამოსცდა სიტყვები კაცი წინ რომ გადაეღობა და საუბრის ტონი შეეცვალა _ვერ ვიჯერებ რომ ამ მდგომარეობამდე მიიყვანე საკუთარი თავი ... შენი გონება სულ არ გქონდა შემორჩენილი ? სკოლაში ყველაზე ჭკვიანი გოგოდ გიცნობდნენ და მოძალადე ნაბ.ჭვარი ვერ ამოიცანი?მისნაირებს ვერ იტანდი ,მე ხომ ვიცი გეზიზღებოდნენ . შენ რომ მოგემდომებინა გამოსავალს იპოვნიდი ,მაგრამ არ გინდოდა ალბათ ქურდის ოჯახის წევრობას მაგათი გერჩივნა და დაივიწყე ჩვენი სიყვარულიც. გეგონა მართავდი,შენ ნებაზე ატარებდი და ვერ მოერიე _მე არჩევანი არ მქონდა , შენთან ვერ მოვიდოდი ... ვერ გამოვიქცეოდი და დახმარებას ვერავის ვთხოვდი. მისი ცოლობის გარდა არჩევანი არ მქონდა . არ შემეძლო შენთან მოსვლა, არ დამიჯერებდი ,არავინ დამიჯერებდა და ვერც ვიტყოდი ... დედას ვუთხარი მხოლოდ და მან ტკივილის დაამების ნაცვლად ლომის ხახაში ჩამაგდო. ისე მელაპარაკებოდა თითქოს ჩემი სურვილით დავნებდი მე მინდოდა და მე ვიყავი ბინძური ,საშინელი გოგო რომელიც მადლიერი უნდა ყოფილიყო ბიჭი ოჯახით რომ მოვიდა და ჩემი ხელი ითხოვა _თვალები დაებინდა,სიტყვებს ძლივს ამბობდა. არ შეეძლო ყველაფრის თქმა,რცხვენოდა იმის რაც გაიარა _შენთან ვერ გამოვიქცეოდი,ვერც მაშინ და ვერც ახლა ... ზედმეტად მიყვარხარ იმისთვის რომ სხვისი წაბილწული ჩემი თავი შემოგთავაზო... შენ არასდროს, არასდროს იფიქრო რომ მასთან გაიგივებ შენიც მეშინია და არ გენდობი . მე უბრალოდ არ შემიძლია ასე ვერ მოგექცევი ვერც მაშინ ... მაშინ ჩამომექცა ცხოვრება თავზე _იმ ნაბ.ჭვარმა ქორწილამდე გაგაუპატიურა და ცოლად გაყევი ? ამას მეუბნები თუ მე გავგიჟდი _ხელები მაღლა ასწია ვერ ეხებოდა, თავზე მოიჭირა და შებრუნდა _ შენ რა ... ამდენი წელი მის გვერდით როგორ დარჩი აქამდე როგორ არ გაუყარე დანა და არ უყურე როგორ დაიცლებოდა სისხლისგან შენ თვალწინ _ჩვენ რომ გვიყვარდა ის ნინა მოკვდა ... მერე ვიღაც სხვა შეიქმნა,დედაჩემმა გამომძერწა ქალად რომელიც გავდა მილიონ სხვას . მერე გონებაში მქონდა ერთი წინადადება ქალი ხარ, ცოლი და უნდა მოითმინო. ცოლი ვალდებულია ... ასე ცხოვრობს ყველა . სიყვარული და რომანტიკა მხოლოდ წიგნებშია რეალობა კი ესაა... შეიცვლება, ასაკი მოემატება და ყველაფერი სხვაგვარად იქნება. შვილს გაუჩენ და ყველაფერი შეიცვლება. შეგიყვარდება,დრო გავა და შეეჩვევი ... უყვარხარ , შენზე გიჟდება და იმიტომ იქცევა ასე. რომ არ ყვარებოდი ცოლობას არ გთხოვდა.... ყველაფერი ერთად ტვინში მქონდა ყველა ეს ტყუილი,სისულელე. სიტყვები კი არა შხამი იყო, რომელმაც მომწამლა და რომლისგანაც მანამ ვერ დავიხსენი თავი სანამ სიკვდილამდე არ მივიყვანე . მე 17 წლის სულელი ბავშვი ვიყავი კურსელებთან ერთად რომ გავიდა ქალაქიდან და იქედან დაბრუნდა ქალი ,არასწორი , დანგრეული , განადგურებული ... რომელსაც შენთან საერთო ვერაფერი ექნებოდა _გთხოვ ... _ მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა ატირებულს ,სულ მთლად გაყინულს სიმართლის თქმის შემდეგ სრულიად დაუცველს,ჩახუტებამდე. ვერ მიუხვდა სანამ მკლავები არ მოხვია , უფლებას თხოვდა შეხებისთვის. მონატრებული ჩახუტებისთვის, ახლა კიდევ უფრო დაპატარავდა,დიდი იყო არადა ... მის გულზე მიკრული კი სულ ციცქნა გახდა,ის კი მთლიანად ფარავდა თითქოს. ტირილის საშუალებას აძლევდა,ემოციების გამოხატვის და გათავისუფლების. ...... ტაძრის სიბნელეს სანთლების შუქი ანათებდა სიჩუმეს კი მღვდილის ხმა ფარავდა ,რომელიც ჯვარს წერდა საკურთხეველთან მდგომებს. თავდახრილი იდგა ნინა, სულ სხვაგვარი ოცნებებისგან განსხვავებული დაჭრილი, ფრთამოტეხილი ჩიტი იყო ,რომელსაც გული ყელში ებჯინებოდა . ეშინოდა ,ყველაფრის მხოლოდ გვერდით მდგომი კაცის არ ,რომელიც მასში შემორჩენილი ქალის მთლიან ნაწილს უყვარდა. _ახლა სად წავალთ _თავსაფრის ბოლოებს ქარი არხევდა . ეკლესიის წინ იდგნენ, დაბნეულსა და ემოციებისგან არეულს ,დიდი ხნის შემდეგ ისევ თინეიჯერი შეყვარებულივით უცემდა გული . _ სადაც შენ გინდა ... სად გინდა ,ნინა _შენთან _თვალებში უყურებდა და ვერაფერზე ფიქრობდა. იმ წუთებში განცდილ ბედნიერებად ყველაფერი ღირდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა რა იქნებოდა შემდეგ ,ყველაფერთან გამკლავება შეეძლო მასთან ერთად. ცხოვრება მარტივი არასდროსაა და ბრძოლა ბედნიერებისთვის ყოველთვის გიწევს. ზოგჯერ საკუთარი თავი გიქმნის პრობლემას, ცვლილებები უნდა დაიწყო არა სხვებისგან, არამედ საკუთარი თავისგან და ნინამ ეს ყველაფერი გვიან გაიაზრა. _ჩაალაგე ,ბავშვები წამოვიყვანოთ და დღესვე გადავიდეთ ჩემთან _მანქანაში ისხდნენ უკვე და სახლისკენ მიდიოდნენ _ბინა პატარაა ,მხოლოდ ერთი საძინებელი აქვს და სჯობს სახლში გადავიდეთ -მამიდაშენი სადაც ცხოვრობს იქ? _ტყუილად გეშინია,ორი წელია უკრაინაშია გადაცხოვრებული ჩემებთან. იქ მუშაობს და უკან ცოტა ხნით თუ დაბრუნდება ,სტუმრად _შენები ,რომ გაიგებენ რა მოხდება ამაზე თუ იფიქრე _ყველა დამშვიდდება, შეუგნებელი არცერთია და მე 10 წლის აღარ ვარ ,შიშებს უნდა მოერიო _რამდენს _ ჩუმად თქვა. გონებაში გაჩენილ ბნელ ფიქრებს წინააღმდეგობით დახვდა,მაგრამ ხშირად მარცხდებოდა. _მე საერთოდ თბილისში გადასვლა მინდა,ჩემი საქმეებისთვის ასე უფრო მაწყობს , მაგრამ შენ თუ არ გინდა დავრჩები . ხშირად მიწევს გზაში ყოფნა და დრო მექნება ცოტა _გადავიდეთ , მე პრობლემა არ მაქვს... ხომ გითხარი სადაც გინდა იქ წამოვალ . აქაურობისგან შორს ,ისეთ ადამიანებთან ვინც არ მიცნობს და არ იჭორავებს, კიდეც მირჩევნია . ბავშვებისთვისაც უკეთესი იქნება ,საბოლოოდ რომ მოერგონ ერთ ადგილს _ხშირად ჩამოვიდეთ ნატასთან და გიორგისთან _ ხელი ჩაკიდა და რამდენჯერმე აკოცა _ყველაფერი გამოგვივა ,დამშვიდდი ნინასგან გასაოცრად ოჯახში არავის გაჰკვირვებია მათი ქორწინების ამბავი. მიულოცეს და გადასვლის შესახებაც ადეკვატურადაც მიიღეს ინფორმაცია. ბავშვებთან მარტო ,რომ დარჩნენ ლევანმა დაიწყო ლაპარაკი _დათა გახსოვს მითხარი დედას აქვს შენი ფოტოებიო ... მეც მაქვს , უფრო მეტი . თბილისის სახლში ერთი დიდი ნახატიც მაქვს ,რომელიც უთვალავჯერ გადავმალე ,მაგრამ ყოველთვის უკან დავაბრუნე ,იმიტომ რომ ნინა ვერ გადავიყვარე ,ნინამაც ვერ გადამიყვარა . კაცურ სიტყვას გაძლევ ჩემთან ერთად ყველაფერი უკეთ იქნება. ჩვენი მეგობრობა არ შეიცვლება ,ნინაზე და ლიაზაზე ერთად ვიზრუნებთ _ვიცი ,შენი არ მეშინია ... მჯერა და არასდროს გადაიყვაროთ ერთმანეთი,კარგი? _ დე _ ორივეს ერთად ჩაეხუტა და შემდეგ ლევანმა მოხვია მკლავები სამივეს . ქალაქში ამბის გავრცელებამდე თბილისისკენ მიმავალ გზაზე იდგნენ. _ეს სახლი ჩემია , მე ავაშენებინე ჩემი გამომუშავებული ფულით და ერთი თეთრი არ ურევია ვინმესთვის წართმეული _ ნინას უთხრა დალაგების პროცესში და მძინარე ბავშვების საძინებლის კარი მშვიდად გამოხურა _ ყველაფერი რაც მე მაქვს ჩემია ,შესაბამისად ჩვენია და ეს არ დაგავიწყდეს. მამაჩემიც პენსიაზეა მას შემდეგ რაც ჩემი შემოსავლები სტაბილური გახდა,იქ ხელმძღვანელობს ბიზნესს და ბოლო პატიმრობის შემდეგ მაქსიმალურად ადამიანური ცხოვრება გვაქვს ,მთელ ოჯახს. _ჩემთვის ადრეც არ ჰქონდა მნიშვნელობა ამ ყველაფერს,მე მხოლოდ შენ მადარდებდი ,შენი უსაფრთხოება და სხვა არაფერი. _მე არასდროს ჩამიდენია დანაშაული და ჩემ გონებას შენ გარდა გატაცება რაც აქვს საინტერესო საქმეების წამოწყებაა. ბევრჯერ წავაგე,არამომგებიანი საქმე დავიწყე,მაგრამ ეს არის ის რაც ჩემ მთელ დროს მოითხოვდა , სტაბილურობამდე მივედი _ჩემი ნახატი სად გაქვს... ისევ ხატავ? _იშვიათად _ გაეღიმა ნინას მზერაზე ბავშვივით რომ დაეძებდა სასურველს_ბიბლიოთეკაში მაქვს _ ხელი ჩაკიდა და დერეფნის ბოლოსკენ წაიყვანა . ხის მასიური კარი რომ გააღო პატარა სამუშაო ოთახში შეიყვანა. ერთ კედელზე სულ თაროები იყო წიგნებით. ფანჯარასთან ხის მასიური მაგიდა იდგა ფურცლებით ერთ კედელზე კი ნინას ნახატი , ქართულის ცეკვის ფორმა ეცვა და ცეკვავდა _მე ძველი ნინა მყავს ყველგან... ახალსაც დაგხატავ მუზა რომ მომივა. იქამდე ფოტოებით დავიწყოთ _თაროდან კამერა აიღო და გადაუღო საკუთარი ნახატის წინ დგომს . _მე ყველა ლევან მეტრეველი მიყვარს ,შენ შეძლებ ეს ქალიც ისე გაგიჟებჯთ გიყვარდეს როგორც ის გოგონა გიყვარდა ? _ თვალები ჰქონდა ამღვრეული,ენატრებოდა ძველი დრო და საკუთარი თავი იმ დროში ,ლევანთან ერთად _სიტყვებზე მეტს ქმედებები გვეუბნებოდნენ ყოველთვის მე და შენ ნინა _ მიუახლოვდა,მკლავები მოხვია და ტუჩებზე ნაზად შეეხო,ემოციებით სავსეს . _არ გადამიყვარო ,გთხოვ _საკუთარ თავზე ბრაზობდა,გონებაზე რომელიც შოთას შეხებას იხსენებდა მასთან მიახლოებისას. უნდოდა მორეოდა წარსულის წყეულ მოჩვენებას,მაგრამ არ გამოსდიოდა,დაეტყო მღელვარება,კანკალი ,დაჭიმულობა და საძინებელში შესვლისთანავე არეული მზერა. ლევანი ყველაფერს ხედავდა და გრძნობდა _დავიძინოთ ... _ კარადისკენ წავიდა. გამოიცვალა და ნინას ელოდა სანამ სააბაზანოდან გამოვიდოდა. ის კი სარკის წინ იდგა და პირზე ხელაფარებული ტიროდა. ოთახში რომ დაბრუნდა ღამის პერანგი ეცვა. მაქსიმალურად გრძელს ,გაუმჭვირვალეს არჩევდა მთლიანად დაფარული რომ ჰქონოდა სხეული და სხვაგვარი არც ჰქონდა ნაყიდი. მაინც უხერხულად გრძნობდა თავს, გული ერთს გრძნობდა და გონება მეორეს. ლევანის გვერდით ყოფნაზე ოცნებობდა , ახლა მისი ცოლი იყო ,მასთან ახლოს და საკუთარი იარების გამო შორს უწევდა ყოფნა. მეტრეველი უსიტყვოდ მოეხვია, საბანი გაუსწორა და ჩაძინებამდე ეფერებოდა ,შემდეგ მის ძილს დარაჯობდა . დილით ბავშვები ჰყავდა ოთახში, ლევანი საუზმეს ამზადებსო უთხრეს და თავი ისევ სიზმარში ეგონა. მაგიდასთან იჯდა და უყურებდა მოკისკისე ბავშვებს. ცხოვრება ლევან მეტრეველის ცოლის სტატუსით ჰგავდა ფრთების ქონას . _მასწავლებლობა უფრო გინდა თუ ტორტების მაღაზია ... რა უფრო მეტად მოგწონს _მაღაზიას როგორ გამიკეთებ _უამრავი ფართი მაქვს ცენტრში რომელიცაა იმას დაგითმობ ვიყიდოთ რაც დაგჭირდება გამოსაცხობად ,მიიღებ შეკვეთას ,დამხმარე ქალებსაც დაიქირავებ _შენ მიყიდი ,შენ დაიქირავებ ... _შემოსავლიანი ბიზნესი გახდება ეგ ჩემი აზრით და თუ ფული გინდა უნდა სცადო . მე არაფერს წავაგებ თუ არ გამოვა _ვინ იყიდის ამდენს ... ხალხი პურს ვერ ყიდულობს. ყველა პროდუქტი ძვირია რაც ნამცხვარს სჭირდება _ამდენს ნუ ფიქრობ ბუღალტერიაზე... თუ გინდა გავაკეთოთ. მასწავლებლობას რაც შეეხება სკოლაში იქ გინდა სადაც დათაა თუ სხვაგან გირჩევნია. მე უკვე გიპოვნე ადგილი და დაიწყებ.... იქამდე ბაკურიანში წავიდეთ _ საწოლზე იწვა და დალაგებით გართულ ცოლს თვალს აყოლებდა. ნახევრად შიშველი იყო პენუარის ჭრილიდან მთელი ფეხი მოუჩანდა ,თმა ხან მკერდზე ეყრებოდა ხანაც ზურგზე შემდეგ შეიკრა ხელს რომ უშლიდა და კიდევ უფრო მიმზიდველი სანახავი იყო _საირმეში ხვლიკები გაშინებდნენ და ბაკურიანში არ იქნებიან _მეზიზღებიან ... მაგრამ იქაური მჟავე წყალი მიყვარს . არა მაშინ როგორ ამოხვედი ,გული გამისკდა მამაჩემთან ერთად ვიყავი წყაროზე და გამომეცხადე ირმიანი ჭიქით ხელში ,რიგში ჩადექი ჩემ უკან მშვიდად _სულ წითელი იყავი ... ტყუილის თქმა არასდროს შეგეძლო . მამაშენი როგორ ვერ მიხვდა მიკვირს _ვერ წარმოედგინა შეყვარებული თუ მყავდა და ეს შეყვარებული შუა ივლისში თუ საირმეში ამოვიდოდა ჩემ გამო _მომენატრე და სხვა რა გზა იყო ? _ზაზას ოცდაოთხს უყურებდა ყველა თან როგორ დადიოდა _ეგ რომ იცოდა იმიტო დადიოდა გიჟივით ... _და მალევე მოხვდით ავარიაში ზუსტად მაგ მანქანით _მთვრალი იყო თორემ მანქანის რა ბრალია... იმ მანქანამ გვიშველა თორე სხვა რო ყოფილიყო ჩავიხოცებოდით . მიყვარდა ის მანქანა ჩემი მოგონებები მქონდა _სოფიკოს დაათრევდი ვინ იცის სად ... შენი მოგონებები როგორ არ გექნებოდა _ხელში ლევანის შარვალი ეჭირა კარადაში შესადებად ჰქონდა მზად და პირდაპირ კაცის მიმართულებით ისროლა _ როგორ მიშლიდი ნერვებს. _მომხვდა გოგოო _აბა რისთვის ვისროლე... ღირსი ხარ, მოგონებები მაქვსო ტკბილად რომ ახსენდება ახლა და უნათებს თვალები _თვალები მაშინაც შენ გამო მინათებდა და ახლაც თვალწინ რომ მიფრიალებ ყველაფერს იმიტომ მინათებს . გელოდები როდის მოაღწევ აქამდე _ვალაგებ მე _მეც არეული ვარ და ოთახი კი დაალაგე მოდი ახლა ჩემთან და მაკოცნინე თორემ ვიპოვნი სოფიკოს,სადაა ნეტავ არ შემხვედრია არსად არც ვინმეს უხსენებია _არ არის ქვეყანაში. მამამისმა სახლი გადაწვა ერთ_ერთი გამოთრობის დროს და გზაში რომ დარჩნენ წავიდნენ ჯერ სოფელში და მერე მგონი ვიღაცას მისთხოვდა _მაგ დროს მე წასული ვიყავი უკვე _თორემ ხომ გადაიცხოვრებდი შენთან _კარგი ახლა ეჭვიანობის გამო ნუ გაბოროტდდები. არ იყო ცუდი გოგო სოფიკო ,უბრალოდ არ გაუმართლა ოჯახში და იმედია იპოვა სიმშვიდე _შენ ხო ყველას უნდა დაეხმარო ... მეც შეცოდების გამო არ დამისვი სახლში ჩემი ბავშვებიანად ? ციხეშიც სხვის გამო იჯექი თორემ მე ხომ ვიცი შენ არავის მოპარავდი და არც წაართმევდი _რომ მეცოდებოდე ცოლად კი არ მოგიყვანდი ფულს მოგცემდი უბრალოდ და საქმეს. ცოლად სხვა ბევრს მოვიყვანდი რომ მდომოდა ვინმე სხვა ისე ძალიან შენ რომ მინდიხარ და შენ ისევ არ მიახლოვდები _ თავად მივიდა,ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა _ ანგელოზი ნუ გეგონები გთხოვ ... ჩემ საქმეებზე არ იფიქრო ბევრი _ რამდენჯერმე აკოცა და მზერა რომ გაუსწორა მერე უთხრა _ანგელოზები არ არსებობენ ...შენ ხარ ,ნამდვილი და ჩემთან . როდის დაგიჯერებ არ ვიცი იმდენად დაუჯერებელი ხარ ,ისეთი შორეული ოცნება და ნატვრა _ თითები სახეზე შეახო და ლოყაზე აკოცა _ იმდენჯერ მინატრიხარ ,მოსულიყავი და ჩამხუტებოდი. შენი სითბო მეგრძნო და ბეღურასავით დავმალულიყავი. ისე მინდოდა შენთან გამოქცევა შემძლებოდა _ჩემო ნინა ,როგორ გიყვარდი და როგორ ვერ ხვდებოდი რომ უბრალოდ სიმართლე უნდა გეთქვა და მისი ცოლი არ უნდა გამხდარიყავი , მე არ ვიცი რას ვიზამდი . არ ვიცი როგორ გადავხარშავდი მაშინ , ალბათ მოვკლავდი ,მაგრამ შენ ... შენ არასდროს დაგტოვებდი გზაში ,უყველაფროდ _მკვლელს გაგხდიდი. იმდენი რამის მეშინოდა,ყველა გაიგებდა, ჩემ ოჯახზე ვფიქრობდი ,რას იტყოდა ხალხი ... შენ როგორ მიმიღებდი ,დამიჯერებდი ,მაპატიებდი? როდის დაბრუნდებოდი არავინ იცოდა . ამბობდნენ აღარ დააბრუნდება ეგ აქეთო . ციხეში იყავი და მამიდაშენთან როგორ მივსულიყავი და თავშესაფარი როგორ მეთხოვა. _მოვკლავდი და იმსახურებს კიდეც,მხოლოდ დათას გამო არ გამოვჭერი ყელი. ვერ გავზრდი ბავშვებს იმ ხელებით, რომლითაც მათი მამა მეყოლებოდა მოკლული. წლების წინ იმ თავქარიან ბიჭს რომ გამეგო სიმართლე ალბათ ვერაფერი შემაჩერებდა _ღმერთმა იცის რა განსაცდელი უნდა მოგვივლინოს... ჩემთან ზედმეტი მოუვიდა,მაგრამ როგორღაც გადავიტანე _ადრე ასე არ იცვამდი ... _თემა შეცვალა და ნინას გარდერობს გადაავლო თვალი _ადრე სკოლის მოსწავლე ვიყავი _26 წლის ხარ რატომაა მამიდაჩემის გარდერობი უფრო ახალგაზრდული ვიდრე შენი . ეს ფერი საერთოდ არ გიყვარს... წითელზე გიჟდებოდი და არაფერი გაქვს წითელი ამ კაშნეს გარდა, რომელიც მახსოვს ადრეც გქონდა _ ჩემი ტანსაცმლის თვალიერებაა ახლა თქვენი საქმე ბატონო ლევან? _დიახ,დღეს სხვა საქმე არ მაქ ... წავიდეთ , ტანსაცმელს გიყიდი ან შენ იყიდე _არ ვაპირებ ფულის ხარჯვას იმაში რაც მაქვს _რა გაქვს იმ გამოს.რებულის ნაყიდი ტანსაცმელი ,რომელშიც მონაზონის ვიდზე ხარ? დარწმუნებული ვარ მაინც ეჭვიანობდა და რა მნიშვნელობა ჰქონდა რას ჩაიცვამდი _ პარკი აიღო და ყველაფერი შიგნით ჩაყარა _ ამათ ვინმეს მივცემ... ვინმე 70 წლის ბებოს _მოდაში გარკვევა ციხეში დაიწყე? _ციხეში ერთი წელი ვიყავი და ამ ერთ წელში შენ რაც დაგმართეს ის რომ დაივიწყო არ გინდა? ამოიგდე ტვინიდან მისი ხმა...ისე იცხოვრე როგორც გინდა _მერე არ გეშინია რომ შენგან შორს წამიყვანს ყველა ჩემი მინდა რომ ავისრულო? _არაფერია ისეთი რაც შეიძლება მოგინდეს და მე ვერ შევძლო ... უტრ.კო კაცის შიშები არ მაქვს. შენ როდის მიხვდები მაგას ? _ანუ არაფერს მეტყვი მე რომ ვიყიდი ლამაზ კაბებს ტანზე გამოყვანილს, მკერდზე ლამაზი ჭრილით ,ფერადებს და ხალისიანებს ... ქუჩაში რომ გავივლი და ყველა მე შემომხედავს. სამსახურშიც ყურადღებას მივიქცევ _გეტყვი როგორ არ გეტყვი,ლამაზი ხარ_თქო ავღნიშნავ თუ იქნები და თუ არ _ანუ ტანსაცმელზეა დამოკიდებული ჩემი სილამაზე? _სიხალისეც ... შენ კლასიკა გიყვარს. ოქროს ჯაჭვები კი არა მარგალიტები გიხდება . სუნამოსი არ ,ყვავილების სუნი გქონდა სულ . სიმღერის ხმასავით ისმოდა შენი კისკისი ყველგან . თვალებში ვარსკვლავები გქონდა ... _ თმა ყურს უკან გადაუწია და ლოყაზე აკოცა _ გააკეთე რაც გიდა ! ვინც გინდა მე ვარ _ შავი კაბა ხელიდან აართვა და ისიც დანარჩენებთან ერთად მოიშორა _ტუჩებს უკოცნიდა და თან ტანსაცმელს აშორებდა . ყველგან ხედავდა წარსულის კვალს და ამ კვალს ისე წაშლიდა დეტალსაც არ დატოვებდა ნინას ქალურ ცხოვრებაში. _გაიხსენე ის ნინა მე რომ ვერ გადავიყვარე ... _გრძნობდა დაძაბულობას და ისევ კოცნით შემოიფარგლა. ........... ნინამ სკოლაშიც დაიწყო მუშაობა და ლევანის შეთავაზებაზეც არ თქვა უარი. მთელი ენთუზიაზმით ჩაერთო საკონდიტროს გახსნისთვის მზადებაში. სახლში ამზადებდა ახალი რეცეპტებით და იმ დღესაც მთელი სამზარეულო გავდაყიდა ჰქონდა მეტრეველების მთელი ოჯახი რომ დაადგა თავზე. პატარა ბავშვივით იდგა ლევანის მშობლებისა და მამიდის წინ . წლების წინ გაიცნო სამივე,ჯერ კიდევ მაშინ არ თვლიდნენ მეტრეველების ოჯახის შესაფერისად ახლა ხომ მითუმეტეს არ იქნებოდნენ მოხარულები ამ ქორწინების. _გამოდის მართალია... ლევანს მაინც გაჰყევი ცოლად _ლევანი ზემოთაა ,ახლავე ... მობრძანდით. არ ვიცოდი თუ დღეს აპირებდით დაბრუნებას _ მაშველ რგოლად სჭირდენოდა ლევანი _ჩვენს სახლში როგორმე ვიპოვნით ადგილს... ლევაან ,სად ხარ დე?_ დედა კიბისკენ დაიძრა, მალევე აღმოჩნდა ბავშვების ოთახში. ლევანი ლიზას აძინებდა , მისი სათამაშო ეჭირა და ზღაპარს უყვებოდა _ძილინებისა ,მა _ ბავშვმა ლოყაზე აკოცა და თვალები დახუჭა. არ შუნიშნავს ქალი,არც ლევანს დაუნახავს დერეფანში მდგომი. გოგონას მოეფერა,საბანი გაუსწორა და გარინდულ დათას გახედა _შენ არ აპირებ დაძინებას? _მამის დაძახება მეც შემიძლია?ლიზა უკვე რამდენიმე დღეა გეძახის... _შენ თუ გინდა შეგიძლია _მადლობა ... დადუმებული იჯდა საწოლის კუთხეში იქამდე სანამ ქალი არ გამოჩნდა კარში . მაშინვე დატოვა ოთახი,კარი მოხურა და დედას მოეხვია _როგორ ხარ დე? მამაც არის? _მამიდაც... რა გაგვაჩერებდა. შენ არ გვითხარი და მოლოცვების მიღება რომ დავიწყეთ წამოვედით _არ გინდა გთხოვ... ხომ იცოდი,რომ ვერ გადავიყვარებდი _გგონია ბედნიერი იქნები? _ბედნიერი ვარ,გეფიცები _შენზე მეტად არავინ მიყვარს მთელს სამყაროში, შენთვის ყველაფერს ავიტან და ყველაფერს გადავიტან _უბრალოდ უნდა გაიცნო და მიხვდები რატომ მიყვარს _ჩავიდეთ ... სანამ მამიდაშენი გამოღრღნის გულს კიბე პირველმა ჩაიარა. ჯერ მამას მოეხვია,ჩუმად რომ იჯდა დივანზე და ხმას არ იღებდა. მამიდას ხელზე ეამბორა და შემდეგ ჩაეხუტა _ჩემო საუკეთესო ,ლევან როგორ მომენატრე... მიკვირდა რატომ არ ჩამოხვედი და თურმე დაოჯახდი _არ გამიბრაზდეთ ... ვაპირებდი ჩამომეყვანა ,მაგრამ ჭორიკანა ადამიანების არსებობა დამავიწყდა _ჩემოდნები გარეთ დავტოვეთ,დამეხმარე _ მამამ უთხრა ,ქალებს გაარიდა და სახლიდან გაიყვანა _ჩემთვის მაინც გეთქვა. რომ დაურეკეს დედაშენს და მიულოცეს ორივე ერთად აყირავდა. რომელი მომესულიერებინა არ ვიცოდი,ახლა კი შემოვიდნენ დალაგებული სახეებით ,მაგრამ არ იცი რა გამომატარეს ჩამოფრენამდე. _შენ მაინც იყავი ჩემ მხარეს _პატარა აღარ ხარ,კარგახანია კაცად გთვლი მე და კაცებს ქალის არჩევაში არავინ უნდა ეჩრებოდეს. მე ვინც მინდოდა კი დავუბინდე თვალები თავის დროზე და ახლა იქეთ მიშრობს სისხლს. ვისთვის არ მომიგვარებია საქმე და დედაშენს,დედაშენს ხომ ვერ მოვუგრიხე რქები. მაშინვე იმას წამომაძახებს უშენოდ 10 წელი მარტო ვიყავიო და ვჩუმდები _სიგარეტს მოუკიდა და მოწევა დაიწყო _ ყველაფერი ვიცი , კარგი იქნებოდა ჩემ გამო რომ არ დაშორებოდი და ეს ყველაფერი არ გადაეტანა _წარსრულზე რომ ვიფიქრო შევიშლები...წინ მაქვს მთელი ცხოვრება. შენ ჩემ ასაკში დაქორწინებული არც იყავი და მინდა მომავალზე ვიფიქრო მხოლოდ _ბაბუის დამძახებელი ორი მეყოლება ერთად... მესამეც თუ იქნება მალე იქნებ დამშვიდდეს დედაშენიც და მამიდაშენიც _შენი სახელიც ხომ არ დავარქვა _ჩემ სახელს ვინ დაეძებს გოგო რომ გაჩნდეს დედაშენი და მამიდაშენი ან ერთად მოგკლავენ ან ერთ_ერთი მაგ ორიდან ერთის სახელი რომ დაარქვათ და მეორესი არ _აი ეგ დარდი რომ გვექნება მერე აღარაფერი შემაწუხებს _კარგადაა ახლა? _კარგადაა , იქნება აუცილებლად _ცოტა ხნით დავრჩებით ჩვენ, დარწმუნდებიან რომ ცუდად არ ხარ და წავიყვან მერე ორივეს _მომენატრა შენი აქ ყოფნა და ამ სახლში ყველას ერთად შეკრება _ერთი ვახშამი მოვაწყოთ მერე ... გავაცნოთ ყველას შენი ცოლ_შვილი .......... ნინა საერთოდ არ წუხდა მათი სტუმრობის გამო. უფრო მეტად ენერგიული გახდა,წუთით არ ისვენებდა და იმდენი მოახრხა ,რომ ორივე დანებდა.კვირის ბოლოს ყაავის ფინჯნებით ხელში ისხდნენ და ნინას მომზადებულ ტკბილეულს აგემოვნებდნენ. _საკონდიტრო ისე გაამართლებს რამდენიმეს გახსნი ბოლოს... ნიჭია ეს _ნიჭია კი ,შენ ბლინებსაც ვერ აცხობ დღემდე _სამაგიეროდ სხვა კერძები გამომდის ... შენ ცოტა ტკბილი თვითონ რომ ყოფილიყავი შვილთაშვილები გეყოლებოდა ახლა _მე გავზარდე ლევანი ,რა გეშველებოდა რომ გავეთხოვებინე გეყოლებოდა ტუტუცი და გაუზრდელი შვილი _ხო სულ შენი დამსახურებაა ასეთი კარგი რომ მყავს _სულ შენ გყავს ჩემმა მზემ ... ყველას ჩემი შვილი ჰგონია იმდენად მგავს იერით _შენ კი არა შენ ძმას ჰგავს _დედა ჩხუბობენ?_ ლიზამ ჩუმად უთხრა და თაცი მკერდზე მიადო _არა დე,ნუ გეშინია _არ ვჩხუბობთ ბები , უბრალოდ წარსული გავიხსენეთ ... შენ რა კარგად ლაპარაკობ,მე უფრო დიდი მეგონე და თურმე 4 წლისაც არახარ _ხო ,ჭკვიანი ვარ მე _ჭკვიანი ნამდვილად ხარ_სამივეს გაეცინა მის თვითშეფასებაზე. დათა მთელი დღეები ლევანთან და კოკასთან ერთად იყო. ძველ მეგობრებს სტუმრობდნენ , მონატრებულ ქალაქს ათვალიერებდა კაცი და ბოლოს აღფრთოვანებას ვერ მალავდა დათას აღზრდითა და შინაგანი კულტურით. _სულ რომ არაფერი ისეთი აღზრდილი შვილები გყავს მხოლოდ ამისთვის უნდა დაგაფასოს კაცმა ... _ხვალისთვის ვახშამს მოვამზადებ ... რამდენ სტუმარს ველოდებით რომ ვიცოდე წინასწარ _10_15 კაცი ... მხოლოდ ნათესავებს და უახლოეს მეგობრებს დავპატიჟებ. ლევანის ოჯახის უახლოესი წრეც გაიცნო. შებოჭილად გრძნობდა თავს იქამდე სანამ მათგან მხარდაჭერა არ იგრძნო. დედამთილი და მამიდა მორიგეობით აქებდნენ. მივდივართო რომ უთხრეს გულიც კი დასწყდა. მიეჩვია მათთან ერთად ცხოვრებას _მალე ჩამოიყვანე ... იქაურ საქმეებსაც გადახედავ და ქალაქსაც დაათვალიერებინებ _თვის ბოლოს შეიძლება ჩამოვიდეთ... საქმეები მაქვს ჯერ მოსაგვარებელი აქ _ნახვამდიის _ დამშვიდობებისას სამივეს მოეხვია . ბოლოს ისევ ლევანთან და ბავშვებთან ერთად დარჩა _არ მჯერა _რა არ გჯერა რომ წავიდნენ? _ არა , რომ მიმიღეს _შეუგნებელუ ხალხი არ მყავს ოჯახში ძვირფასო ნინა _მგონია რომ ზღაპარია...ყველაფერი კარგი ხდება და არაფერი ცუდი _უბედურებების დრო შენ ცხოვრებაში დასრულდა . არ გამოსდიოდა,საკუთარ თავთან და შიშებთან ბრძოლაში ისევ მარცხდებოდა. მიიხედავად იმისა,რომ ყველაფერი კარგად იყო მაინც ჰქონდა შინაგანი შფოთვა. ლევანთან ყოფნა უნდოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა გრძნობების სწორად გადმოცემას _ხვალ ქალაქში არ ვიქნები ... ფულს დაგიტოვებ და რამე თუ დაგჭირდება ბიჭებს თხოვე_ ჯიბიდან ამოღებული ფული კარადაზე დადო სამკაულების ზარდახშის გვერდით და სარკეში დაინახა ქალის ანარეკლი. საწოლთან დაფენილ ჭრელ ხალიჩაზე იდგა ფეხშიშველი , კოჭებამდე დაშვებული აბრეშუმის პერანგით ,რომლის მიღმაც კიდევ უფრო მიმზიდველი ჩანდა დაფარული სხეული . გაყინული ხელები ერთმანეთში აეხლართა, თითქოს მყარად იდგა , შინაგან ღელვას მალავდა სინამდვილეში კი სულის შებერვაც კმაროდა მის დასამსხვრევად _ნინა _ხის ზედაპირს დაეყრდნო ,თავი დახარა და ისე ხედავდა ანარეკლი როგორ გაირხა. აშლილ საწოლზე დაწვა, პერანგის ბოლო ასწია და ფეხები მოკეცა . ზურგი ეწვოდა ლევანს, შორს იყო და მაინც ესმოდა ნინას გულისცემის ხმა. თვალები რომ დახუჭა და ძლივს ჩაისუნთქა ის ჩასუნთქვაც ესმოდა . საწოლთან მისვლამდე არ შეუხედავს ,შემდეგ ზემოდან დაჰყურებდა და მის მზერას ელოდა . ორი თითი შეახო მხოლოდ პერანგის ნაჭერს ,ფეხებზე გადააფარა და გვერდით მიუწვა _ჩამეხუტე ,ნინა ... _ მკლავები სხეულზე შემოხვია ,თავისკენ მისწია და მთელი ძალით მოეხვია _დამშვიდდი,ჩშშ ყველაფერი დასრულდა,მორჩა ნინა . წარსულია, რაც არ უნდა ყოფილიყო წარსულია და აღარასდროს განმეორდება . დამთავრდა _ აქვითინებულს ეფერებოდა და ბოლოს ცრემლიან სახეს უკოცნიდა . იმდენი ჰქონდა სათქმელი და ვერაფერს ამბობდა. მეორე დღეს ლევანის გარეშე ფრთამოტეხილი დააბიჯებდა. ვერაფერმა გამოუსწორა განწყობა სანამ მეტრეველი არ დაინახა _დაბრუნდი _ უცებ მიირბინა და მკლავები ყელზე შემოხვია _დავბრუნდი აბა სად უნდა წავსულიყავი _ მანძილის გაზრდის უფლება არ მისცა, ზემოდან დაჰყურებდა და ეღიმებოდა მისი დაბენეულობის გამო _ ბავშვებს უკვე სძინავთ მე კი რაღაცები მოვუტანე ... _თითები ლოყაზე ჩამოუსვა _ქალაქიდან გასული იყავი ? _ხომ გითხარი გავდივარ_თქო ,დაგავიწყდა ?რამე ხომ არ გინდოდა _მე ... მე ,არაფერი არ ვიცი _ვხედავ რომ არ იცი _ ისევ გაეღიმა , მის სახესთან ახლოს იყო ქალმა თვალები რომ დახუჭა, ტუჩები ერთმანეთს დააშორა და სუნთქვის გაგრძელებას შეეცადა. იმდენად ახლოს ჰყავდა მის გულისცემას გრძნობდა _მე მეგონა... მე ,რომ შენ _თვალები რომ გაახილო და ისე მელაპარაკო არ გინდა ? _ხელი რომ გამიშვა არ გინდა ? ალბათ გადაღლილი ხარ უკვე და დაკმაყოფილებულიც და მე აღარ გჭირდები ამიტომ ,გამიშვი გთხოვ _ თავი გვერდით შეაბრუნა,თითები თითებზე შეახო და მოშორება სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა. ლევანმა კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა ,თითები ნიკაპზე შეახო და თავი გაასწორებინა _რას ბუტბუტებ გაბრაზებული ბავშვივით გამაგებინებ ნინა? _არაფერს, მე არაფერს გთხოვ და მითუმეტეს არ ვითხოვ შენგან უბრალოდ ... კარგი თუ არ გინდა რომ გამიშვა როგორც შენ გინდა _ისევ გაუგებრად ლაპარაკობ და არ მიყურებ _ვიცი სადაც იყავი ,გაუგებარი რა არის. დიდი ხნის წინ მითხრეს ლელაზე და დამალვა არ არის საჭირო. ჩვენ ხომ ისედაც არ ვართ ჩვეულებრივი ცოლ_ქმარი _ისევ ვერ უსწორებდა მზერას , ლევანმა ხელებიც გაუშვა და ნაბიჯიც გადადგა უკან შენ რა გგონია ორი დღე ლელას ვტყნ.ვდი ახლა დავბრუნდი და შენ დაგაყოლებ ტკბილ ლუკმად? არა ჩემ ტემპერამენტზე ნამდვილად კარგი შეხედულება გქონია _არაა საჭირო ლაპარაკი მე პრობლემა არ მაქვს _რატომ არ გაქვს პრობლემა ... გგონია შენ არ შეგეხები და გიხარია? არ ჯობს იმის ტრ.კი გქონდეს და მითხრა, რომ არ გინდა ჩემთან დაწოლა ვიდრე რაღაცები მობოდო აქ ? მონა არ ხარ , ცოლი ხარ რაც მეორე ნახევარს ნიშნავს და ნახევარი ნახევარს ,თანაბარს,თანასწორს,ტოლს და სწორს ... თუ ბრაზდები უნდა გაბრაზდე თუ გწყინს უნდა გეწყინოს და თუ გინდა უნდა მიიღო. რაც არ გინდა უარი თქვა . ამას მეტჯერ არ გავიმეორებ , აღარ ხარ იმ ნაბიჭვრთან და გაიაზრე ეს . მე არ ვარ ის, მე ვარ მე . არავინ და არაფერი მყავს დასამალი ,არასდროს . არც საყვარელს დაგიმალავ ,გპირდები თუ მომინდა აქ მოგიყვან საერთოდ , მაგრამ საქმე რაშია იცი?არ მომინდება იმიტომ რომ კაცი ვარ და არა ვირთხა ,რომელიც არც საკუთარ თავს სცემს პატივს და არც იმ ქალს ვისაც ცოლად ჰყავს. ამდენი დრო გავიდა ,დაგავიწყდი ვინ ვარ ... ადრეც არ მიცნობდი ალბათ ,უბრალოდ მოგწონდი მე და ჩემი შავი თვალები ან კიდევ სულ არ მოგწონდი და უბრალოდ გისწორდებოდა ყველას რომ ვევასებოდი და მე შენზე ვჭედავდი _მე არ გადარებ ... მე საერთოდ არ გაიგივებ მასთან. ვიღაც რომ გყავდა ვიცოდი,მარტო იყავი და ბუნებრივია გეყოლებოდა ვიფიქრე ასე ორ დღეში არ დაშორდებოდა_თქო . მითხრეს მე _ვინ გითხრა ... საერთოდ რატომ უსმენ ხალხს რომელიც გავა და მერე შენზე ილაპარაკებს . რომელიც თვითონაა ნეხვში და უნდა სხვაც ისე იყოს,უარესად. არ გინდა ბოლოს და ბოლოს შეწყვიტო ასეთი ცხოვრება და თავის ტანჯვა? _გამოდის ლელას დაშორდი? _ღმერთო ჩემო ... რამდენი გელაპარაკე და შენ ეგ გაინტერესებს. პირდაპირ მითხარი ,როგორც ადრე იცოდი. მართლა სად წაიყვანე ის ჭირვეული, ბუტია, ანჩხლი გოგოო? ვინმეს რომ დაველაპარაკებოდი კოპებშეყრიდი და მიბღვერდი . შეშინებული გყავდი _ის გოგო მოკვდა და ეს ნინა ისეთია სულს მიხუთავს _უნდა მოიშორო სულს თუ გიხუთავს ...გათავისუფლდე . შენ ხომ ხარ ძლიერი გოგო , შეძელი ფეხზე დგომა. საკუთარ თავს ვერ ერევი? _არ ვიცი ... არაფერი ვიცი უბრალოდ ვცდილობდი გადარჩენას და ჩემი ბავშვების დახსნას იმ უბედურებიდან. ახლა არ ვიცი ,დამავიწყდა როგორ უნდა იცხოვრო _რა უნდა მოგიხერხო _ამოიოხრა და სიგარეტს მოუკიდა _ ლელაო... ვინ გითხრა არ მეტყვი? თუ ჩაშვება ბ.ზობაა _იცინოდა ,კვამლი მაღლა გაუშვა და თვალებდაწვრილებული უყურებდა ნინას _მხოლოდ ლელაზე რატომ გითხრეს,სხვებს აწი შემოგაპარებენ ? _სხვებიც გყავს ? _ლელაც არ მყავს და რამდენ ქალთანაც დავუნახივარ ყველას სახელს ველოდი ჭორიკნებისგან ... შენ კი მაბრაზებ,თან ძალიან , მაგრამ მაინც გეტყვი. მე ასე მასწავლეს კაცი ოჯახს რომ ქმნი სუფთა უნდა იყო , სარეცელს ერთ ქალს უნდა უყოფდე და არავის სხვას. მერე ხარ ყლ. და არა კაციო _ეს ბოლო დარწმუნებული ვარ ბიძაშენმა დაამატა _ზუსტად გამოიცანი ... _მე ,მაპატიე... _რა გაპატიო _ სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო და თითებზე დახედა ,ერთმანეთში რომ ხლართავდა და აწვალებდა _პატარა ნინა აღარ ხარ თითქოს _ სხეულზე მოავლო მზერა, გამჭვირვალე ნაჭრის ქვეშ რომ ჩანდა და მკერდთან შეჩერდა, ღამის სიგრილეს პასუხობდა მკერდზე გამობერილი ორი წერტილი _ თან ხარ თან არ ... როგორ მოგექცე აღარ ვიცი . შენ მეტყვი ? ბოდიშს რისთვის მიხდი ,რომელი ნინა ხარ _ბოდიშს იმსითვის რონ საქმეებით დაღლილს ასე დაგხვდი ეჭვიანი ცოლივით და ნერვები მოგიშალე _ეჭვიანი ცოლი იყავი ... რაღა ვით ,მადნებოდი ხელებში და არ მოისვენე სანამ არ მიხსენე ლელა ,რომ გაიგოს სიცილით მოკვდება. არც დავანახებ შენ ქმარსო ასე გეტყვის _იცინოდა ,ამჯერად ხმამაღლა და თან ტანსაცმელს იხდიდა _რა დღეში ჩაიგდე თავი ლევან ... _რამე ხომ არ გინდა მშიერი ხომ არ ხარ ან ხომ არ იბანავებ _ჩემთან ერთად თუ იბანავებ მინდა,კი _რა ... ტუტუცი ბიჭი ხარ . ღმერთო ჩემო _26 წლის ქალი ასე რომ წითლდები 16 წლის გოგოსავით რა უნდა გიყო... ისევ პატარა მგონიხარ და თავი პედოფილი ასე უსაშველოდ რომ მინდები _ ისევ ახლოს იყო ,კვლავ ეძებდა თვალებს ,რომლებიც გაურბოდნენ . იღიმოდა და ტუჩებისკენ მიიწევდა _მე 16 წლის აღარ ვარ ,დიდი ხანია _ანუ აღარ დამარტყამ რომ გაკოცო_პასუხს არ დაელოდა ისე შეეხო ქალის ბაგეებს და კოცნაში აიყოლია _ეს რომ არ გეცვა სჯობდა _ნაჭერიი მუჭში მოიქცია და მაღლა აკეცა თითები კი შიშველ ფეხებსშორის აასრიალა. საცვალს რომ მიაღწია ნინას წითელ ლოყას მიაკრა ტუჩები და გაეღიმა _საბოლოოდ გამაგიჟებ ,ჩემო ნინა _ჯერ საცვლისგან გაათავისუფლა, ნაზად ეფერებოდა ,ყელს უკოცნიდა და თითებს დაატარებდა შიშველ სხეულზე . ნინასგან ელოდა რაღაც ნიშანს რაღაც მეტს ის კი ძალაგამოძლილი იდგა მის მკლავებში მოქცეული ,სრულიად არეული ემოციებით _მითხარი რა გინდა ,ნინა _მე...მე ?არ ვიცი . მე შენ _კოცნიდა ,ინსტუქტურად ჰყვებოდა მისი ტუჩების მოძრაობას და მზერადაბინდული უყურებდა _მე აქ ვარ , გელოდები ... თუ არ შემეხები ვერ მიმიღებ _ ყურთან ახლოს კოცნიდა ,მხურვალე შეხების კვალს უტოვებდა კანზე _ჩემ გარდა ყველაფერი დაივიწყე ნინა ... მხოლოდ მე და შენ ვართ, ჩვენი სურვილებით _მიყვარხარ ... _ თვალები აემღვრა ,ტირილის უფლება არ მისცა კაცის კოცნამ _გიყვარდე ... შენ მხოლოდ უნდა გიყვარდე _შიშველ მხრებზე იგრძნო ნინას გაყინული თითების შეხება,პერანგი მოაშორა და ყელზე შემოხვია მკლავები _მე შენ გარდა არავინ მყვარებია, არასდროს_უამრავი ნაწიბური ჰქონდა სხეულზე, რცხვენოდა მათი არსებობა და სტკიოდა მუდამ. ლევანი ჯერ უყურებდა,შემდეგ თითებით ეხებოდა ყველა ნაიარევს და ბოლოს კოცნის კვალს უტოვებდა _მიყვარხარ ... ვერ გადა'გიყვარებ _ლევან მეტრეველმა ნინა ჟღენტი ვერ გადაიყვარა ,ნინა ჟღენტმა ლევან მეტრეველი ვერ გადაიყვარა .................... სულ'არეული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.