საზღვრები (თავი 1)
სოფია ფანჯრიდან უყურებდა თოვლით დაფარულ ქუჩას, რომელიც მთელი სიმშვიდით იყო მოცული. რაღაც საოცრად მყუდრო და მშვიდი გარემო სუფევდა, თითქოს დრო გაჩერებულიყო და მარტო იყო ამ სივრცეში, გამოფიტული და მშვიდი, თუმცა მის გულში საოცარი შეგრძნება ტრიალებდა. ახალი დღე იწყებოდა, დღეს ყველაფერი უნდა შეცვლილიყო. უკვე დრო იყო, რომ მისი ცხოვრება ახალ ფაზაში გადასულიყო. უარყოფითი გარემოებები უნდა მოეშორებინა და საკუთარი თავი, თავდაცვის გზაზე დაეყენებინა. ახლა, როდესაც ცხოვრება ახალი ეტაპიდან იწყებოდა, აღარ ჰქონდა პასუხი კითხვაზე – რას გააკეთებს შემდეგ? დარჩება ამ სამყაროში და იარსებებს ისევ ნიღბების ქვეშ თუ სამუდამოდ დატოვებს ადგილს, სადაც მხოლოდ სულ რამდენიმე ადამიანი შემორჩენილა, ვინც გულწრფელად ადარდებს. დახვეწილად გამოეწყო სასამართლოსთვის, თავის ჩვეულ სტილს არ კარგავდა, გამოსაჩენად იგი მუდამ ლამაზი და დახვეწილი იყო. სოფია ნიჟარაძე, უბრალოდ ლამაზი კი არა, ამაყი, დახვეწილი და მშვენიერი ქალი გახლდათ. საზოგადოებაში დიდი პატივისცემა ჰქონდა, ხოლო მისი მზერა და სიამაყე ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. ბავშვობიდანვე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ არავის მიმართ არ გამოხატავდა ემოციას. ამიტომ ზოგიერთი ადამიანი მას ამპარტავნადაც კი აღიქვამდა. ერთ დღეს მთელ თბილისს მოედო ამბავი მისი ქორწილის შესახებ, რამაც ბევრი ადამიანი აალაპარაკა. მის რჩეულად სანდრო ახვლედიანი იქცა, ნიჟარაძეების ახლობელი, ცნობილი მამაკაცი, რომელიც ამერიკაში ექიმად მუშაობდა. *************** ერთი წლის წინ „ჩემი მალხაზის ბიჭი მოსულა, რაღა ბიჭი კაცია უკვე!“ – გამხიარულებულმა უფროსმა ნიჟარაძემ, სტუმარს სუფრისკენ უბიძგა და ახლად მოსული კაცი ოჯახს წარუდგინა. „გამარჯობა! ხომ იცი, ირაკლი, დიდ ხანს ვერ გავჩერდები, საჭესთან ვარ და დალევაც არ გამოვა,“ – შეახსენა მამის მეგობარს და სუფრას მიუჯდა. „რა წესია, ვერ გავიგე, წლებია ჩემს ოჯახში ფეხი არ დაგიდგამს, ახვლედიანო, და ახლა ჩემი მოშორება გადაწყვიტე? არ გამოგივა! სოფია წაგიყვანს სახლში, მანქანას ხვალ წაიყვან!“ „არ არის საჭირო, ვერავის შევაწუხებ,“ – სანდროს სულაც არ მოეწონა, იარაკლის მარტივი გამოსავალი, რომლითაც ყველაფერი გადაუწყვიტა.დარჩენა არ უნდოდა, მაგრამ არც თავხედურად უნდოდა გამოსვლოდა, ამიტომ დათანხმდა. სოფიასთან მარტო დარჩენა დიდად არ ადარდებდა, თუმცა მთელი საღამო მის გონებაში მისი დაშვებული შცდომა ტრიალებდა, წლების წინ, მამის ახლობლის შვილთან რომ დაუშვა. სანამ ამერიკაში გაემგზავრებოდა, სოფია რამდენჯერმე ყავდა ნანახი, მაგრამ მათ შორის ახლო ურთიერთობა არასოდეს ყოფილა. სანდრო მასზე ხუთი წლით იყო უფროსი, დინჯი და სერიოზული პიროვნება იყო ბავშვობიდანვე. სოფიას ქარაფშუტობას, სიცანცარეს და უწყვეტი ტიტინის სიყვარულს ვერ ეგუებოდა, ამიტომაც მუდმივად ერიდებოდა. სამედიცინო ფაკულტეტს ამთავრებდა, მამის ზარით სოფიას ჩამოსვლა რომ შეიტყო. მალხაზის ხათრით, სოფია სასტუმროში უნდა დაებინავებინა. ,,მოვედი!” — შესძახა ოჯახის წევრებს ხალისიანად. — ისე გადავიღალე ფეხზე ვერ ვდგავარ, თანაც.. — მოულოდნელობისგან შეხტა, ნაცნობ თვალებს რომ გადაეყარა. სანდრო ახვლედიანი! სასუნთქი პროცესი შეუფერხდა და შიშის შეგრძნება ეახლა სოფიას, თუმცა მალევე მოახერხა გამოფხიზლება. ,,გამარჯობა.. ” — გალანუტურად წამოდგა, ოდნავ დააბნია ქალის სილამაზემ. ყოველთვის ამჩნევდა სოფიას მიმზიდველობას, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად ელამაზა ახვლედიანს. თითქოს თითოეული მისი მოძრაობა გამორჩეული იყო, მისი სახე, თვალები, ყველაფერი—უჩვეულოდ ლამაზი ეჩვენა, თითქოს პირველად ხედავდა. ,,როგორ ხარ, სოფია?” — დაიწყო ჩვეულებრივად ახვლედიანმა ,,არამიშავს, შენ როგორ ხარ?” — მარტივად მიუგო სოფიამ, მათი საუბარი ფორმალობას არ გასცდენია და უბრალო კითხვა-პასუხს მოიცავდა. მალევე სუფრაზე, უცნაური დუმილი ჩამოწვა. სოფიას, რომელიც აქტიური მოსაუბრე იყო, სიტყვა არ დასცდენია, რამაც უფროსი ნიჟარაძე გააკვირვა. ,,შვილო, რამე ხომ არ მოხდა, არ მოწონხარ, ფერიც არ გადევს სახეზე”. — ნიკაპზე მოსდო თითები შვილს. ,,რა უნდა მომხდარიყო, ხომ ვთქვი დავიღალე-მეთქი, მე დაგტოვებთ, დავიძინებ” ,,მგონი დაძინებას ვერ მოახერხებ” — თვითკმაყოფილი ღიმილით უთხრა სადრომ. წინადადების ისე დაალაგება მოახერხა, რომ სულ დააბნია, აშკარად არეული გოგონა. ,,უკაცრავად?!” ,,სანდრო უნდა წაიყვანო! სასმელი აქვს დალეული, საჭესთან ვერ დაჯდება. — სახე აეწვა სოფიას ნერვიულობისგან, მარტო უნდა დარჩენილიყო მასთან, სუნთქვა ისევ აუჩქარდა. ,,ახლავე თუ მიდიხარ, წაგიყვან” — მკაცრად განაცხადა პატარა ნიჟარაძემ. ,,წამოგყვები, თუ არ შეგაწუხებ” — მიუგო სანდრომ, აშკარად ახალისებდა სოფიას ნერვიულობა. სუფრიდან წამოდგა და ყველას თბილად დაემშვიდობა. ირაკლიმ გასვლისას შეუთვალა ,,მალე გვესტუმრე კიდევ უნდა აწიო ჭიქა ჩემ ოჯახში-ო”. გზას მიუყვებოდნენ, არც გაკვირვებია, სოფია წინ რომ გაიჭრა და ხუთიოდე მეტრით მოშორდა მას. აკვირდებოდა ყოველ მის ნაბიჯს და მოძრაობებს, თუ როგორ ირხეოდა მისი სხეული. თბილისი, ღამით კიდევ უფრო ლამაზი და იდუმალი ჩანდა. ძველი ქუჩები, რომლებიც ყოველთვის იზიდავდა. მან კარგად იცოდა, რომ ეს ქალაქი, ეს გზა – თბილისი – იყო მისი სახლი, მისი სულის ნაწილი. არასოდეს ამეტებდა ხალხი, როცა თბილისს რომანტიკის, სიყვარულის და ნოსტალგიის ქალაქს უწოდებდნენ. ამ ქალაქში ჰაერიც კი გამორჩეული იყო. მათი გზა 5 წუთს გაგრძელდა. სოფიამ მანქანის კარები, რომ გააღო, სანდრო მიუახლოვდა და მანქანის კარი ცხვირწინ დაუხურა, სწრაფად შემოაბრუნა ქალი და მანძილი თითქმის ბოლომდე დაფარა. თითქოს მთელი ქალაქი მათ შეხვედრას ელოდა, სოფიას სუნთქვა ჰქონდა შეკრული, გულისცემის აჩქარების ხმამ სრულიად წაშალე ქალაქის ხმაური. თითოეული წამი იწელებოდა. „რატომ გამირბიხარ?“ – მშვიდი ტონით უთხრა სანდრომ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.