შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა თივის წესებით (თავი მეოთხე)


27-02-2025, 04:26
ავტორი Lashaaleron1
ნანახია 170

დილის 7საათი იქნებოდა რომ გამეღვიძა, ყველაფერი მტკივა, განსაკუთრებით მარჯვენა მტევანი, რომელიც მოვიტეხე წუხელ.

ჯანდაბა არაფრის ხალისი არ მაქვს, არადა სამსახურში ვარ წასასვლელი, რამოდენიმე საათში... შხაპი რთულად მივიღე და მზადება გამიჭირდა. დიდი ძალისხმევით ვახერხებ სახლიდან გასვლას მაგრამ მიჭირს დავმალო, თუ როგორ მტკივა მოტეხილი ხელი.


ადგილზე მისვლისას კვლავ წვალებით მოვახერხე გამოცვლა და ჩემი ადგილი კართან დავიკავე ნიკასთან ერთად... ის გაუნძრევლად მიმზერს, მე კი თვალს ვარიდებ.. ვგრძნობ რომ რაღაცის თქმა უნდა მაგრამ ერიდება მაგრამ მაინც ცდილობს გამესაუბროს.

ნიკა: ვატო.... არ ინერვიულო, ძალიან კარგად იბრძოლე, უბრალოდ ტრამვაიმ გიმტყუნა.

:ვიცი ნიკა არაფერია, გადავიტან... ხდება ხოლმე.

მე და ნიკას საუბარში დრო სწრაფად გავიდა და შესვენებაც მოგვიწია, ორთავე სამზარეულოსკენ გავემართეთ, ყველანი უცნაურად მაკვირდება, თითქოს და ვალი მქონდეს მათი, უცბად ერთმა მომმართა.... შენ ხომ თივაში იბრძვი?!, დღეს დილით ვუყურე შენს ბრძოლას ინტერნეტში.... ცუდად დამარცხდი.

სწრაფად ვსტაცე ხელი ნიკას და გასახდელში შევიყვანე, ვთხოვ რომ მაჩვენოს, თუ რა ვიდეოფირზეა საუბარი?!.
ნიკა მევედრება რომ არ ღირს ამის ყურება, მე კი დაჟინებით ვთხოვ და მას სხვა გზა არ დავუტოვე.

ნიკა: არ მინდოდა ამის ჩვენება, გთხოვ გულთან ახლოს ნუ მიიტან, ხომ იცი რამდენი უსაქმურია!....

ვკითხულობ ჩემიმკიმართ....ბით, დაწერილ კრიტიკას მაყურებლების მხრიდან, ნიკა კი ცდილობს დამამშვიდოს.

-წადი! მშიშარავ, არ არის ეს შენი საქმე!

-ეტყობა ხელის მოტეხვა მოიმიზეზა, ამ ლაჩარმა, ბრძოლას გაურბის.

-ლაჩარო... გაიქეცი!.

-ამ ლაჩარს ნუღარ აბრძოლებთ!.. სირცხვილია.

ვკითხულობ წერილებს და ვცდილობ სიბრაზე არ შევიტყო, ამიტომ ვიღიმი და ვარწმუნებთ ნიკას რომ ეს ჩემთვის არაფერია და კვლავ დავუბრუნდით ჩვენს ადგილს და ვეგებებით სტუმრებს.

ამასობაში მოსაღამოვდა და ჩემი წასვლის დროც დადგა... ნიკამ მთხოვა რომ მასთან და სალომესთან ერთად წავსულიყავი, რაზეც უარი ვუთხარი და მათ ეს არ ესიამოვნათ.

სამსახურიდან გამოსული კოტესთან მივედი სახლში, კარი რომ გამიღო გაუკვირდა გვიან რომ ვესტუმრე.

კოტე: არ გელოდი, რამ შეგაწუხა?..

:უნდა დამეხმარო კოტე, ბრძოლა მინდა ისევ.

კოტე: კი მაგრამ.... ხელი გაქვს მოტეხილი ვატო, მოიშუშებდა იბრძოლებ.

:არა, შენ ვერ გამიგე... მე ახლა მინდა ბრძოლა ამ თვეში.

კოტე: ხომ იცი რომ მე არ ვწტვეტ,... დაველაპარაკები მაგრამ არ მგონია რომ ასეთდგომარეობაში გაბრძოლონ.

:კოტე შენი იმედი მაქვს, ძალიან მჭირდება ეს ბრძოლა.

კოტე: მესმის მაგრამ მხოლოდ მე არ ვწყვეტ, გავარკვევ და დაგიკავშირდები.

კოტეს დავემშვიდობე და გზა შინისაკენ განვაგრძე... გზად ბიჭები მიცხქერენ გოგონებთან ერთად და ქილიკიბენ ჩემზე.

სახლში დაღლილი მივედი, მაცივრიდან ერთი ბოთლი დუდი მოვიმარჯვე და სავარძელში ჩავეხეთქე.

სავარძელში ჩაძინებულს, მობილურმა ტელეფონმა შემაღვიძა..... თვალზე ხელი მოვისრისე და ზარს ვუპასუხე.

ნიკა: ძალიან ცუდად ვარ ვატო, სად შეიძლება შენი ნახვა?...

:რა მოხდა?... ხომ კარგად ხარ?...

ნიკა:მე კარგად ვარ მაგრამ ერთხელაც, სალომეს დას და მშობლებს ავაფეთქებ.

:დამშვიდდი, სად ხარ მითხარი და მოვალ.

ნიკა: გარედ ქუჩაში ვარ, მე და სალომე უნდა წავსულიყავით, კაფეში და მისმა დამ არ გამოუშვა.

:კარგი.... ჩემთან ამოდი, მისამართს მოგწერ.


ნიკა ღამით ჩემს სახლში დარჩა, ჩემი საწოლი დავუთმე მე კი დივანზე მოვთავსდი... დილას ერთად გავედით სამსახურში, გზად ვუხსნი რომ გაცხარება მას კარგს არაფერს მოუტანდა და სჯობდა მშვიდად ემოქმედა.

ჩვენს ადგილს ვამაგრებთ, სტუმრებს ვესალმებით და ვუღიმით...

უცბად ნიკა გავაფრთხილე რომ წყლის დასალევად ბართან უნდა მივსულიყავი და ასეც მოვიქეცი...

არ ვიცი რა მემართება, უეცრად თავვრუ დამეხვა და მგონია რომ სადაც არის წავიქცევი, ამიტომ სწრაფად დავეყრდენი კედელს და თავი შევიკავე.... უცბად ჩამესმის გოგონას ხმა, ხომ კარგად ხართ?!... მივიხედე და გაოცებისგან დამავიწყდა რომ რამოდენიმე წამის წინ სეუძლოდ გავხდი, რადგან ჩემს წინ დგას, სალომეს და სოფია, რომლისთვისაც ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ და ამ დროს ცდილობს დახმარება გამიწიოს.


სოფია: ცუდად ხომ არ ხართ?!.

:არა!... გმადლობ, უკეთესად ვარ.

სოფია: თუ გსურს, ექიმს დავუძახებ.

:არა!, არ არის სქჭირო, გმადლობ.

სოფია: კარგი, თუ გსურთ ცოტახნით ჩამოჯექით.

სოფიას ყურადღებამ გამაღიზიანა და უხეშად მივმართე მას.

:გეყოფა გოგონავ!, თქვენ ხომ ჩვენზე ზემოდ კატეგორიას მიეკუთვნებით?!.. არ არის საჭირო იდარდოთ, რიგით ხელქვეითზე.

სოფია: როგორ ბედავ?... მე სიკეთე გამოვხატე, რა შუაშია ვინ ხარ?! მაგრამ მართალი ხარ, ცხოველს ვეტერინარმა უნდა მიხედოს და არა ქალბატონმა.

:ქალბატონმა?, კარგი რა... თქვენ ალბათ თავი პრინცესად მიგაჩნიათ მაგრამ სჯობს დაუშვათ ის ფაქტი რომ ისეთივე ადამიანი ხარ როგორიც აყველა ჩვენგანი.

სოფია: დღესვე გავაგებინებ შენს თავს მამაჩემს, უმადურო პირუტყვო, მე დახმარება შემოგთავაზე შენ კი საკუთარი კომპლექსები მომახვიე თავს, გაუთლელო.

:ცოტა ფრთხილად გოგონავ!... შეურაწყოფას ნუნმაყენებ, გაგდებას რაც შეეხება სულაც არ არის საჭირო, მე თავად მივდივარ ახლავე.


გაცხარებული მივემართები გასახდეისკენ და ვცდილობ გამოვიცვალე მაგრამ ჩემმა კლასელმა დიდი თხოვნით და რჩევით დამარწმუნა რომ დავრჩენილიყავი, სოფიასაც სთხოვა რომ არ გაეზიარებინა ეს ამბავი და მდგომარეობა დასტაბილურებულიყო.

ასეც მოხდა, მე დავრჩი სამსახურში, სოფია კი ისე იჭერს თავს თითქოს არც არაფერი მომხდარა მაგრამ გაგვაფრთხილა რომ მსგავს შემთხვევაში უკან აღარ დაიხევს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent