შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა თივის წესებით (თავი მესამე)


24-02-2025, 06:01
ავტორი Lashaaleron1
ნანახია 223

ნაიარევი ოდნავ მომიშუშდა სახეზე და ახალ სამსახურიდან დამიკავშირდნენ, ადგილზე მისულს ჩემი კლასელი შემეგება და უფროსებთან შემიყვანა სასაუბროდ, სადაც ფლობელებიც იმყოფებოდნენ.

მათ გამაცნეს სამუშაო მოთხოვნები და სპეციალური კლასიკური ტანსაცმელიც გადმომცეს, კატეგორიულად გამაფრთხილეს რომ სახეზე ერთი ნაკაწრი არ უნდა მქონოდა, რადგან, ძალიან გავლენიან სტუმრებს, მოწესრიგებული უნდა შევხვედროდი კარში.

სამუშაოდ დილიდან დამიბარეს, გამოსაცდელი ვადით....

საღამო ხანია, მე კი ახლა დავბრუნდი სახლში... არ გინდა ახლა დილით ადრე გაღვიძება?! მაგრამ ხელფასიც მჭირდება, დაღლილი მოვთავსდი დივანზე და ტელევიზორს ვავლებ თვალს.

შუა ღამეა, მე კი თვალს ვერ ვხუჭავ, ჯანდაბა სადაც არის რამოდენიმე საათში გათენდება, მე კი ვერ ვიძინებ... რამოდენიმე საათის შემდგომ ვხვდები რომ ძილთან ბრძოლას აზრი არ აქვს, ამიტომ ავდექი შხაპი მივიღე, გავემზადე და დივანზე მოვთავსდი, ვველი ზუსტ დროს რომ გავიდე სახლიდან.

უეცრად წამოვხტი და საათს ვუყურებ, ჯანდაბა
დამაგვიანდა, არადა პირველი დღეა...

მეზობლებს არც მივესალმებივარ, ისე ელვის სისწრაფით მივრბივარ ქუჩაში, სწრაფად მივუახლოვდი, ავტობუსის გაჩერებას და გამიმართლა რომ ადგილზე დამხვდა.

ყველანი ისე ვართ ერთმანეთში აზელილი რომ ავტობუსი სადაც არის გასკდება.

ადგილზე მისულს კვლავ კლასელი მეგებება და მსაყვედურობს პირველივე დღეს რომ დავაგვიანე, მე კი ყველაფერი ავუხსენი და გასახდელში გამოვიცვალე.

კართან დავდექი და მითხრეს რომ მარტოდ არ ვდგებოდი რომ კიდევ ერთი ბიჭი იქნებოდა ჩემთან წრთად, ვინმე 18 წლის ახალგაზრდა ბიჭი, სახელად ნიკა, რომელიც მიმზერს და თვალს არ მაშორებს, ვხვდები რომ ჩემთან საუბარი სურს მაგრამ ერიდება.

ნიკა: უკაცრავად, მე თქვენ გიცნობთ.

:მართლა?!... სასიამოვნოა და საიდან?.

ნიკა: თქვენ ხომ, თივაში იბრძვით?.

:კი.... ესეიგი შენ აკვირდები ჩვენს ბრძოლებს?...

ნიკა: დიახ, და მე თქვენ გგულშემატკივრობთ.

:მიხარია მაგრამ გთხოვ, თქვენობით ნუღარ მომმართავ, უბრალოდ ვატო დამიძახე.

ნიკა: კარგით.... უი, კარგი.

მე და ნიკამ კარგად გავუგეთ ერთმანეთს და ვხუმრობთ იდეც, ისიც გაირკვა რომ ნიკა დამწყები მოკრივეს და თივაში უნდა სცადოს ბედი, მე კი მას ამას არ ვურჩევ რადგან მისთვის არაფრის მომცემია.. დიდხანს ვიბაასეთ, მანამ სანამ, საათი შესრულდა და ფლობელებმა და უფროსებმა მოძრაობა არ დაიწყეს... ნიკა დრო და დრო მიმიკით ამცნობდა ამა თუ იმ უფროს, მე კი ვიმახსოვრებდი მათ, რამოდენიმე საათში სტუმრებმა დაიწყეს მოძრაობა და ჩვენ ღიმილით ვეგებებით მათ.

ამასობაში მოსაღამოვდა, ცოტა არ იყოს დაღლა შემეტყო, სტუმრის ნაკადმა იკლო და ჩვენც მოვდუნდით... უცბად შევნიშნე ნიკა შორიდან როგორ ეტრფის, მის თანატოლ გოგონას ჩუმად, რასაც ჩემი ცნობის მოყვარეობა მოჰყვა.

: რამდენი ხანია უკვე გაკვირდებით და თვალს არ აშორებთ ერთმანეთს, შენ და ის გოგონა.

ნიკა: დიახ, ძალიან მოგვწონს ერთმანეთი.

:კი ნამდვილად ლამაზია, უკვე შეყვარებულები ხართ?.

ნიკა: კი მაგრამ ჩუმად ვხვდებით ერთმანეთს, მისი და არ აძლევს უფლებას რომ ჩემთან დაიჭიროს საქმე.

:კი მაგრამ... რატომ?, ან ვინ არის მისი და ასეთი?.

ნიკამ შორი ახლოდან შემახედა და მაჩვენა ვინც იყო მისი შეყვარებულის და, ისიც გამანდო რომ ორთავე ამ დაწესებულების ერთ ერთი მოწილეს, ვალერის ქალიშვილები არიან და ამავე დროს დიდი თანამდებობა უკავიათ, სწორედ ეს არის მიზეზი თუ რატომ უყურებს ზემოდან ნიკას.

:უჰ... ეს რა კაპასი ვინმე იქნება, თავი ალბათ გედად წარმოუდგენია, არადა ნამდვილი ინდაურის.

ნიკა: კარგად გამაცინე ვატო, ეჰ მისი და კი სულ სხვანაირია.

:კარგი ბიჭო... ნუ ჩამოყარე ყურები, მე შეგიწყობ ხელს და მოგეხმარებით რომ ისე შეხვდეთ ერთმანეთს რომ მისმა ალქაჯმა დამ და ავმა მამიკომ არაფერი გაიგონ.

ნიკა მადლიერია და საპასუხოდ იქ შემომთავაზა ვარჯიში სადაც თვითონ ვარჯიშობდა...

დრო და დრო ვეჩვევი ახალ სამსახურს, თან ასეთი პატარა ძმაკაცი შევიძინე საერთო ინტერესით, ჩვენ ერთად ვარჯიშობთ, რინგზე ვსპარინგობთ და შეყვარებულთან შეხვედრაშიც ვეხმარები, მან გამაცნო სალომე და სამნიც ხშირად დავდივართ ამა თუ იმ კაფეში.

შემდეგი ტურნირის დღეც დადგა.... რაღა თქმა უნდა ნიკა და სალომე მოვიწვიეთ მაყურებლად, მე კი კვლავ გადახდელში ვარ სხვა მებრძოლებთან ერთად და ველი ჩემს რიგს.

გოგა: უჰ რა უჰაერობაა, წესიერი გასახდელი არ გვეღირსა.

დათო: გესმით?!, როგორ ყვირიან, ერთი სული აქვთ დავიწყოთ თავ-პირის მტვრევა...

:რას იზამ, ისინი ამაში იხდიან ფულს.

დათო: და ჩვენ რას ვიღებთ?..

:ჩვენ ვიცლებით.

გოგა: ეჰ, რა კარგია არა?! მაყურებელი რომ ხარ და სხვის ლეწვას რომ აკვირდები ჯებირიდან, არც თავი გტკივა მეორე დღეს და არც ნეკნები.

ბადრი: კარგით გეყოფათ! ისე ნუ ლაპარაკობთ თითქოს აქ ვინმემ ძალით მოგიყვანათ, ბევრ ლაპარაკს ჯობია გავიდეთ და ვაჩვენოთ ხალხს სისხლი და სანახაობა.

უცბად კოტემ შემოსწია ფარდა და შეამზადა ბადრი და გოგა გასასვლელად.


მეხუთე რიგიში ვწერივარ და ჩემი დრო ახლოვდება, მე კი გახშირებას ვიწყებ, მეო4ხე ბრძოლა ისე სწრაფად დასრულდა რომ გახურება არ მქონდა დაწყებული კოტემ სწრაფად რომ შემოსწია თავი და გამაფრთხილა რომ ჩემი გასვლის რიგი იყო.

ვდგევარ ფარდასთან და მესმის მაყურებლის შეძახილები... ამ დროს წამყვანი ჩემს სახელს აცხადებს და მეც მივუყვები გზას... ჯებირებიდან ზოგი ამხნევებს, ზოგიც მაგონებს, მე კი მივჩერებივარ თივებს და მისკენ მივიწევ.

ოდნავ მოგვიანებით ჩემი მეტოქე ამოვიდა და პირისპირ დავდექით, მსაჯი მითითებებს გვაძლევს, შემდეგ კი ორივე ჩვენს კუთხეებთან საგვაყენა, მე უცბად გვერდით გავიხედე მაყურებლისაკწნ და შევნიშნე როგორ ამხნევებენ ნიკა და სალომე, ამ დროს მსაჯი ყურადღებისკენ მოგვიწოდებს.... მოემზადეთ!... პირველი რაუნდი.


ორივენი ვზვერავთ ერთმანეთს, მაგრამ არ ვიცი რა მომდის, სწრაფად ვეცი გაგიჟებული ჩემს მეტოქეს და გამწარებული ვუქნევ ხელებს უმისამართოდ, მივარტყი მაგრამ დიდად ვერაფერი გამოიღო ამ დარტყმა, უეცრად მოიქნია მძიმედ მუშტი, მიმართა და სწრაფად დავეცი ძირს.

შოკში ვარ, ეს როგორ დამემართა?!... აქამდე ჩემი დაგდება ვერავინ მოახერხა, მსაჯი დათვლას იწყებს, მე კი ფეხზე გაბრაზებული ავდექდექი და მსაჯის ნებართვის შემდეგ კვლავ გაავებული ვებრდღვენი მეტოქეს, ისევ უმისამართოდ ვუქნევ ხელებს, ხვდება მაგრამ დიდი ვერაფერი, უცბად შუბლი და მიხვედრა მოქნეულნმუშტზე და დარტყმისას დიდი ტკივილი ვიგრძენი, მარჯვენა ხელზე ხელს ვიკიდებ, მოვიხარე და ღრიალი მოვრთე...
ბრძოლა შეჩერდა, ექიმი მისინჯავს ხელს და დაადასტურა რომ მოტეხილი მაქვს, გამარჯვება ჩემს მეტოქეს მიენიჭა მე კი ხელი მოტეხილი ფადმომაძვრინეს თივიდან და გასახდელში შემიყვანეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent