შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე ლაქა ( თავი 8)


1-03-2025, 02:35
ავტორი NakoNako
ნანახია 360

8
ვაჟა

ჩემს თავს რა ხდება ვეღარ ვიგებ, რას წარმოადგენს ხატია ჩემთვის? რატომ შეიძინა მნიშვნელობა მისმა არსებობამ ჩემს ცხოვრებაში? რატომ ამიტანა კარგად მივიწყებულმა შიშმა? თეორიულად გეგმის მიხედვით ხატიას კარგად თუ ცუდად ყოფნას ჩემთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ მხოლოდ თეორიულად. ჩემს გამო მას რომ რამე დაუშაონ ჩემმა მტრებმა, ღმერთო რა სულელი ვარ, რატომ არ დავფიქრდი ამ გზაზე გაუთვალისწინებელ სირთულეებზე? მაგალითად იმაზე რომ ხატია შესაძლოა შემყვარებოდა, შემყვარებოდა ისე რომ პატარა დროში მივმხვდარიყავი როგორი სიმშვიდის მომგვრელია მის გვერდით ყოფნა, მასთან საუბარი, ასევე როგორი გულის მომაკლავია იმაზე ფიქრი რომ შეიძლება მის გარეშე დავრჩე. არადა ორი დღის უკან ვის ვუმტკიცებდი ? გეკითხათ არ მადარდებდა? მხოლოდ ჩემს სულელ თავს. კიდევ კარგი აზრზე მოსაგებად უფრო შორს არ შევტოპე და ჩემს თავთან ერთად ხატიაც არ გავაუბედურე. შურისძიებას არ ვივიწყებ არც რატიანთნ მტრობას, თუმცა ვერ დავუშვებ ამის გამო ხატიას რამე დაუშავდეს.
კახას ზარის მერე როგორ მივიყვანე ხატია სახლში არ მახსოვს. რატიანს სწრაფად გავუგზავნე გზაში შეტყობინება სახლში დამხვედროდა.
ბოლო წუთამდე არ მითქვამს ხატიასთვის, მამამისთან ვაპირებდი საუბარს ჩვენს თემაზე, სიმართლე ვთქვა გეგმაშიც არ მქონდა ამ თემაზე საუბარი დავითთან, რომ არა კახას ნათქვამი, სასწრაფოდ უნდა ჩავიდე ბათუმში და გავარკვიო, რომელმა ნაძირალამ გაბედა ჩემი თვალთვალი, მითუმეტეს ფოტოების გადაღება და ჩემი ნაბიჯების გაკონტროლება, მე რომ ვყოფილიყავი მხოლოდ ამ ფოტოებზე ყურადღებას დიდად არ მივაქცევდი, რადგან ჩემი საქმიანობისა და ცხოვრების წესის მიხედვით თუ იმსჯელებთ არავის გაგიკვირდებათ მტრები ჩემს გარშემო, თუმცა ფოტოებზე ხატიაცაა და ხატიას მათ ბინძურ სამიზნეში მოხვედრა, ეს უკვე ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა სიმშვიდის დასაკარგად. მძულს ამისი აღიარება მაგრამ როგორც ყოველთვის გოგა მართალი აღმოჩნდა!
რატიანების უზარმაზარი სახლის კარზე ზარი დავრეკე და დაველოდე კარის გაღებას, კარი ქალბატონმა ნინომ გააღო, ჩემი დანახვა ცოტა არ იყოს გაუკვირდა თუმცა მალევე გადაიყარა სახიდან გაკვირვება და შინ შეგვიპატიჟა. ხატიამ მკლავში ხელი წამავლო და თავისკენ მიმაბრუნა.
- ხუმრობის გარეშე მამასთან რაზე აპირებ საუბარს? არ შევთანხმებულვართ ჩვენზე მშობლებისთვის გვეამბო, რადგან ეს ყოველივე ძალიან ახალია.
- არ ვხუმრობ ხატია, ჩვენზე ვაპირებ საუბარს, მეტწილად შენზე. ეხლა ცოტახანი დაგვაცადე კარგი?
მისი სახე ხელისგულებში მქონდა მოქცეული დავიხარე და შუბლზე ვაკოცე. ამ დროს მისაღებში მისი მშობლები, მამიდაშვილი და მამიდაც შემოვიდნენ, დამხმარე ქალბატონიც გვერდიდან არ გვშორდებოდა. ყველას დღეს მოუნდა სახლში თავის მოყრა, გავიფიქრე და თავაზიანად მივესალმე ყველას.
- გამარჯობათ რატიანებო.
- კაბინეტში ვილაპარაკოთ.
კბილებში გამოსცრა რატიანმა ზიზღნარევი ხმით, შებრუნდა და კიბეებისკენ გაემართა, მეორე სართულზე ხელ მარცხნივ დერეფნის ბოლო ოთახში შევედით ორივენი. დავითმა კარი მიხურა, სავარძელში დაჯდომაც არ შემოუთავაზებია ჩემთვის, რასაკვირველია მაშინვე კითხვები დამაყარა თავს.
- ჩემი ქალიშვილის გვერდით რა ჯანდაბას აკეთებ ჩოხელო? ისეთი ბინძური ადამიანი ხარ… მისი გამოყენებით ცდილობ ჩემზე შურის ძიებას, ხომ ასეა?
სავარძელში ჩმოვჯექი, ფეხი ფეხზე გადავიდე და რატიანი ამოვიღე მხედველობაში.
- რამე მაგარ დასალევს თუ შემომთვაზებ ყველა კითხვაზე თუ არა ნაწილზე მაინც გაგცემ პასუხს.
სასმელებისთვის განკუთვნილი მაგიდიდან ორიცალი ვისკის ჭიქა და ვისკით სავსე ბოთლი გადმოიღ, ჭიქები ვისკით შეავსო ერთი ცალი მე გამომიწოდა და ჩემს პირისპირ სავარძელში ჩამოჯდა.
- იცოდე, ჩემს შვილს გეგმის ნაწილად თუ გამოიყენებ ამჯერად ნამდვილად გავისვრი თქვენს სისხლში ხელებს.
- თორე აქამდე არ გაგისვრია ხომ რატიანო?
- შენთან არაფრის ახსნას აღარ ვაპირებ, თვალები ისე გაქვს დაბრმავებული აზრიც არ აქვს. ახლა ჩემს კითხვას უპასუხე.
- ერთად ვართ.
სიტყვის გაგრძელებაც ვეღარ მოვასწარი ისე მომხვდა მარცხენა ყბაში მუშტი, ამ ბებერს როგორი ძლიერი დარტყმა სცოდნია, თავის შეკავება ვერც მოვახერხე ვისკი ზედ დამეღვარა ჭიქაც ხელიდან გამივარდა და გატყდა. დავითი ფეხზე წამოდგა სასმელების მაგიდიდან ახალი ჭიქა აიღო ჩემს წინ მაგიდაზე დადგა და ვისკით შეავსო. მარცხენა ყბა ხელით გავიზილე და ვისკის ჭიქას ხელახლა მივწვდი.
- ბებრული ძალა გქონია.
- დალიე გაგიყუჩებს. გააგრძელე.
- გეგმის ნაწილი არაა, უფროსწორად აღარაა.
- რატომ? ან რატომ გგონია რომ შენისთანა ნაძირალას დავუჯერებ.
- შემიყვარდა. ვუთხარი და მარჯვენა ყბაშიც ვიგემე ხელახალი დარტყმა. კიდევ კარგი სასმლის ჭიქა ამჯერად ხელში აღარ მეჭირა.
- მადლობა გადაგიხადო ჩემი ქალიშვილი რომ გიყვარს?
- ნუ ჩაერევი.
გაიცინა, ნიშნის მოგებით გამიცინა.
- ჩემი ჩარევა არც უნდა რომ გაიგებს რა ნაძირალა ხარ თვითონვე დაასრულებს შენთან ურთიერთობას. შენს გამო ერთადერთ შვილთან ურთიერთობის გაფუჭებას არ ვაპირებ, ხელში იმას არ მოგცემ რაც გინდა, ნელ- ნელა გაგიცნობს და გაიგებს რასაც წარმოადგენ. როგორც მშობელი გავაბრთხილებ, უხეშად ვერ ჩავერევი მის ცხოვრებაში, შენნაირი ადამიანის გამო რომ არ დამადანაშაულოს მომავალში.
- ვის დაადანაშაულებს მომავალში ამაზე შემდეგ ვისაუბროთ, ახლა კი რის სათქმელადაც მოვედი კარგად მოისმინე. დანარჩენი შენ შვილთან გაარკვიე.
- იცოდე შენი ბინძური მტერები ჩემი შვილისგან შორს დაიჭირე თორემ… გავაწყვეტინე წინადადება
- ზუსტად მაგაზე სასაუბროდ მოვედი.
ამჯერად მისი მესამედ მოქნეიული მუშტი ხელით დავუჭიერე.
- აქ სალაპარაკოდ მოვედი თავი რომ გაცემინო მაგის გამო არა, მისაღები რაც იყო უხმოდ მივიღე ეხლა მომისმინე .
- მითვალთვალებენ შენც იცი ეგ, ახალი არაა, პრობლემა ისაა რომ ხატიასთან ერთად მაგიდის ერთ- ერთმა წვერმა სურათები გადამიღო, ბათუმში ამ საქმის გასარკვევად მივდივარ, დღეს ღამე მრგვალი მაგიდა შეიკრიბება ჩემი ბრძანებით, ვინ არის, ვინ არ არის გარეული ამ საქმეში ყველაფერს გავარკვევ და ჩემებური გზებით გავუსწორდები, შენც კარგად იცი ჩემებური გზა საითაც მიდის. პირდაპირ ჯოჯოხეთში. ამ შემთხვევაში შენ რა გევალება ჩემი აქ არ ყოფნის დროს, უმთავრესია ხატია ქალაქში არ გაუშვა არც მარტო და არც დაცვით.
- ვაჟა ეხლა აქვე რომ არ გისწორდები ჩემი შვილის გამო მხოლოდ, იცოდე ჩემს ერთადერთ შვილს შენს გამო ან შენი ბინძური საქმეების გამო რამე მოუვიდეს, მისი სიცოცხლე საბრთხის ქვეშ აღმოჩნდეს შენი მკვლელი მე გავხდები.
- ამ სიბერეში არ გინდა ამ მკვლელობაზე ამდენი ლაპარაკი დავით. რაც გითხარი შენ ეგ გააკეთე სანამ ჩამოვალ. არ დაგავიწყდეს ჩემს ხელში ხარ ყველანაირად. ხატიასთან კიდევ კრინტიც არ დაძრა, არ შეაშინო. ჰო, კიდევ ჩვენს ურთიერთობაში ჩარევა არც კი გაბედოთ. თუ ეს ცოტა მაინც დაგამშვიდებს მასზე სერიოზულად ვფიქრობ.
- თუ ჩემს შვილზე სერიოზულად ფიქრობ მისგან თავი შორს დაიჭირე, შენი ლაქები მასაც არ მოეცხოს.
- მაგას მე მივხედავ დავით.
ფეხზე წამოვდექი და კარისკენ წავედი კარი გავაღე და ოთახიდან გავედი, უკან დავითი მომყვებოდა, კიბეები სწრაფად ჩავირბინე და ორ წუთში მისაღებ ოთახში ავღმოჩნდი, სავარძელში მსხდომ რატიანების ქალბატონებს თვალი მოვავლე და ხატიას ჩემსკენ მოსვლა თავით მივანიშნე, ფეხზე უსიტყვოდ წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა.
- გაგაცილებ.
- კარგი იქნება , ნახვამდის რატიანებო.
დავემშვიდობე იქ მყოფებს, ხატიას ხელი ჩავკიდე და ეზოში ერთად გავედით.
- რაზე ისაუბრეთ შენ და მამამ? ძალიან რომ გაგიბრაზდა გეტყობა.
სახეზე ხელი წამავლო და შემათვალიერა.
- ყინულს მოგიტან და დაიდე თორემ მარცხენა მხარეს თვალი შეიძლება დაგილურჯდეს.
- არ გინდა, მიჩვეული ვარ გაივლის ერთ ორ დღეში. შენ ამაზე არ იდარდო ძალაუნებურად საყვარელი ქალის გამო ავიტანთ. ვუთხარი ღიმილნარევი გამომეტყველებით და აწითლებულ ლოყებზე ვაკოცე, ცოტათი მაინც რომ გამეფანტა მისი ფორიაქი.
- ბათუმში უნდა წავიდე ხატი, რამდენიმე დღე არ ვიქნები თბილისში, შეიძლება ერთი კვირაც, ტელეფონზე შემეხმიანები შენთვის ყოველთვის დრო მექნება.
- სერიოზულია რამე?
- არაფერი, უცბათ მოგვარდება, გეუბნევი უბრალოდ რომ არ ინერვიულო.
- მანქანით მიდიხარ?
- არა დრო არ მაქვს ამიტომ თვითმფრინავით, ერთ საათში მაქვს ფრენა შიდა რეისით. დაახლოებით 30 წუთში ჩაფრინდება თვითმფრინავი, რამდენიმე საათიანი მგზავრობის დრო არ მაქვს , რამდენიმე დღის უკან უნდა ჩავსულიყავი მაგრამ ვერ მოვახერხე. დაგირეკავ რომ ჩავალ. თავს გაუბრთხილდი.
- კარგი.
ლოყაზე მაკოცა და ჩამეხუტა, თავბრუ დამახვია მისმა სურნელმა, მისი დატოვება არ მინდოდა, ღმერთო როგორ შეძლო ამ პატარა დროში მასზე დამოკიდებული გავეხადე? სურვილი მიპყრობს ჩემს გვერდით მყავდეს სულ, რადგან სულ თან ვატარო ეს სულიერი სიმშვიდე რასაც ახლა ვგრძნობ.
- უნდა წავიდე.
თავზე ვაკოცე და დავემშვიდობე.

აეროპორტის გამოსასვლელთან კახა და გოგა დამხვდნენ, გოგას მოუსწრია ჩემზე წინ ჩამოსვლა, ახლა ორივე დამცინავად მიყურებს შორიდან, კარგად ვიცი ეს გამოხედვა რას ნიშნავს, არაფრის ახსნას არ ვაპირებ ამ ორი ნაბიჭვრისთვის. ისედაც ხვდებიან ყველაფერს.
- შიში ოხერია არა ვაჟა? მითხრა დამცინავად გოგამ. მას კახაც აყვა.
- არ ეტყობა? მანქანითაც არ წამოსულა. ორი საათიც კი არ დაკარგა ზედმეტად.
- შენს სახეზე ვინ იმუშავა? იკითხა გოგამ და ახარხარდა.
- ვენაცვალე ხელებში, ცოტა მიზანი ვერ უვარგა. აყვა სიცილში გოგოას კახაც.
- არამგონია მტრის ხელების დალოცვა გინდოდეს კახა.
- რაა? გაიკვირვა გოგამ და უარესად დაიწყო სიცილი.
- არ თქვა ახლა რატიანმა გამალამაზაო? უარესი სიცილით აყვა კახაც.
- საქმე როცა მე მეხება, თქვენი ორივეს აზრები როგორ კარგად ეწყობა ერთმანეთს.
- შენ ჩვენ მოგვეშვი და გვითხარი რა უთხარი რატიანს ეგეთი შენი სახე ასეთ მდგომარეობაშია. განაგრძო მომაბეზრებელი შეკითხვების დასმა კახამ.
- რა კითხვა უნდა, აქ ჩამოსვლის მიზეზი ვინცაა მისი სახის გალამაზების მიზეზიც ეგ იქნება. დასკვნა გოგამ
- რა მიხვედრილი ხარ. ვუთხარი დამცინავად
- რატიანს ვუთხარი რომ ხატია შემიყვარდა და სერიოზულად ვფიქრობ მასზე.
- რაა? ორივემ ერთხმად და გაკვირვებით იკითხა, შემდეგ ხმამაღალი სიცილი მორთეს და ცრემლების წამოსვლამდე იცინეს.
- ბიჭო შენ ბიპოლარი ხომ არ ხარ? იკითხა სიცილისგან ძლივს მოსულიერებულმა გოგამ.
- რა შუაშია?
- თავშია! თუ სამკურნალო ხარ გვითხარი. შენ არ იყავი გუშინ რომ წამოგვენთე ხატია არ მაინტერესებსო? სიტყვაში ჩაერთო კახა
- 24 საათი არც გასულა, იმის მერე რა შეიცვალა?
- ამ თემაზე არაფრის ახსნას არ ვაპირებ. გინდა გიჟი მიწოდეთ გინდა ბიპოლარი, ხატია ერთ ერთი ხელ შეუხებელი წერტილია ჩემთვის.
- მოსულხარ აზრზე, მიხარია. განაგრძო გოგამ.
- რაც შეეხება შანტაჟს, გუშინ კაზინოში პოკერს ვთამაშობდით თან საქმეზე ვსაუბრობდით შიგადაშიგ, იქ გაიელვა შენმა ამბავმა, დაჟე დამცინავადაც თქვეს პატარა ბიჭივით ათენებს რატიანის ქალიშვილის ფანჯრებთანო.
- პოკერის მაგიდასთან ახსენეს რომ ფოტოებიც აქვთ, როგორც ჩანს ბათუმის პორტის საზღვრებზე უდგიათ თვალი ამ ტურებს,შემოგითვალეს ბათუმზე გასავლელ გზას რამდენიმე თვით ყოველგვარი გადასახადის გარეშე თუ მისცემ და ამ თვეების მანძილზე ყველანაირი ტვირთის გაატარებინებ ნანახს დაივიწყებენ. ირონიული ტონით დაამთავრა კახამ ამბის თხრობა. სიმწრით გამეცინა.
- რომელ ნაბიჭვარს მოუვიდა თავში აზრად?
- რუსლანს, თვითონ რუსეთში ვირთხასავით იმალება და თავის ტურებს აკეთებინებს აქ საქმეებს.
- ვირთხებს მხოლოდ პოკერის მაგიდასთან დავრთავ საუბრის უფლებას. ჩემს წინაშე გამოვიდეს ვისაც ამისი გამბედაობა აქვს მრგვალ მაგიდასთან, ნახავთ ხმას ვერავინ ამოიღებს.
- ეგ თავის თავად მარა ხატიას მიზანში ამოღება ცუდია, ლიკას წლებია რისთვის ვმალავთ? რა გეგმა გაქვს?
- არ დაგავიწყდეს ვაჟა მაგიდის წევრები თავდასხმაზე თუ არ გადმოვიდნენ ვერ დახოცავ, დახოცავ და მაგიდის აღარც მმართველი იქნები აღარც წევრი. გონებით იმოქმედე. მირჩია გოგამ.
- მეც ზუსტად მაგას ვაპირებ ჩემო გოგა. ახლა სახლში წავიდეთ შეკრებამდე თავი უნდა მოვიწესრიგო. ტელეფონი მათხოვეთ ჩემი დაჯდა და გაითიშა.
- აჰა აიღე. გამომიწოდა კახამ თავისი მობილური.
ხატიას ნომერი ავკრიფე და დაველოდე მეორე მხარე როდის მიპასუხებდნენ. კახასგან და გოგასგან მოშორებით დავდექი არ მინდოდა მათაც მოესმინათ ჩვენი საუბარი, როგორც ჩანს ორივე მიხვდა ვისთანაც ვრეკავდი და ერთდროულად დაიწყეს სიცილი. ყურადღება არ მივაქციე, ხატიას წკრიალა ხმაზე მოვახდინე კონცენტრაცია.
- მე ვარ ჩემო ფერია.
- ვაჟა?
- ეხლახანს ჩავედი, კახას მობილურიდან დაგირეკე ჩემი გაითიშა, მაინტერესებს როგორ ხარ.
- კარგად?! მიპასუხა გაკვირვეებული ხმით
- მიხარია რომ კარგად ხარ.
- ცუდად რატომ უნდა ვიყო? რამე მოხდა?
- არა უბრალოდ მოგიკითხე.
- გამიკვირდა უბრალოდ, ჯერ მხოლოდ ერთი საათის უკან დავშორდით ერთმანეთს.
- ვიცი მაგრამ, მე ყოველ წუთას მინდა შენი ხმის გაგონება ჩემო ფერია. ტელეფონის მეორე მხრიდან გოგოების სიცილის ხმა მესმოდა, ხატიას ჩუმად და გაბრაზებით საუბრის მცდელობა. - თინა გაიწიე ვსაუბრობ, რა წესია ყური გაქვს მოდებული.
- ვაჟა მაპატიე ვერ გესაუბრები მარტო არ ვარ.
- კარგი დროებით მაშინ. ხვალ დილამდე შეიძლება ვერ შეგეხმიანო და იცოდე მაინც.
- კარგი გასაგებია, დროებით.
ტელეფონი პატრონს გავუწოდე, ყურადღება არც ერთს არ მივაქციე, ჩემი ეს მდგომარეობა სიცილად არ ჰყოფნიდათ, მათ რა პასუხი მოვთხოვო? მეც მიკვირდა ჩემი თავის. მინდოდა ხატიაზე ყველაფერი მცოდნოდა და ისიც მინდოდა ჩემით თვითონაც დაინტერესებულიყო.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ეს ფრაზა მოუხდება ვაჟას სიყვარულო ძალსა შენსა ვინ არს რომე არ გმონებდესო. აი ასეა ჩვენო ვაჟიკოო. სუპერ ისტორია..წარმატებები თქვენ. ველი აცალ თავს..ამას კიდე წავიკითხავ სამჯერ სანამ დადებთ გადავხედავ.

 


№2  offline წევრი NakoNako

სტუმარი ანი
ეს ფრაზა მოუხდება ვაჟას სიყვარულო ძალსა შენსა ვინ არს რომე არ გმონებდესო. აი ასეა ჩვენო ვაჟიკოო. სუპერ ისტორია..წარმატებები თქვენ. ველი აცალ თავს..ამას კიდე წავიკითხავ სამჯერ სანამ დადებთ გადავხედავ.

მადლობა შეფასებისთვის ჩემო ძვირფასო მკითხველო, ახალ თავს ვწერ ზუსტად ახლა რადგან მერვე თავი ძალიან დავაგვიანე სავარაუდოდ ხვალ გვიან საღამოსთვის დავასრულებ დაელოდეთ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent