შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადამიყვარდა...


4-03-2025, 23:56
ავტორი თუკა
ნანახია 512

მე თებერვალი გადამიყვარდა…
**
-გახსოვს ერთ წვიმიან დღეს მითხარი-„ ზუსტად ასეთი ამინდი იყო რომ გაგიცანიო“
-ერთხელ დაგპირდი ჩვენზე დავწერ-თქო და გაიცინე. „რა დასაწერი მე ვარო“..
შენ ვერც კი ხვდებოდი როგორი ბევრი იყავი ჩემთვის.. იცოდი და არასოდეს ამჟღავნებდი ამას.
არ გინდოდა გაგეაზრებინა რომ შენი წასვლით ჩვენი ამბავი აღარასოდეს დაიწყებოდა თავიდან..
დროს წელავდი..
სიტყვებს მალავდი..
ემოციებს არასოდეს მაჩვენებდი- უფრო მარტივი რომ ყოფილიყო შენი გაშვება. შენ ვერასოდეს წარმოიდგენ როგორი რთული იყო.
იმიტომ რომ შენ არასოდეს დაგინახავს ჩემი ცრემლები, შენი ჩემი ღიმილი გიყვარდა..
შენ არასოდეს მოგისმენია ჩემი წუწუნი, მხოლოდ მე ვისმენდი შენსას.
მე არასოდეს მომითხოვია შენგან არაფერი, იმიტომ რომ შენ ჩემთვის საკმარისი იყავი..

**
ეს თებერვალი ყველაზე მძიმე და აუტანელი აღმოჩნდა ჩვენთვის…
**
გახევებული ვიდექი და ვისმენდი სიტყვებს რომლის მოსმენაც ჯერ კიდევ შარშან გამიხარდებოდა.. გიყურებდი და ვერ ვიაზრებდი , ასე რომ მწირავდი. ახლა რატომ მეუბნებოდი ამას, ახლა რატომ გაგახსენდა რომ მე ვიყავი შენთვის ყველა ტკივილი და გახარება..
ახლა რა აზრი ჰქონდა ამის მოსმენას და გააზრებას..
როგორ მინდოდა მეტირა, დაგენახა რომ მეც მტკიოდა..
ვიცოდი რომ გრძნობდი და მაინც არ იხევდი უკან..
ვიცოდი რომ გინდოდა დარჩენა მაგრამ არც წასვლაზე ამბობდი უარს.
**
გული მწყდებოდა იმაზე რომ აღარასოდეს მიგიღებდი უკან. გული მწყდებოდა რომ ვერ გაპატიებდი ჩემს შუა გზაზე მიტოვებას. სახეწაშლილი მიყურებდი შენს წინ მდგარს და ამ ყველაფერს იაზრებდი.
შენ ყველაზე კარგად იცოდი ჩემი აუტანელი ხასიათის შესახებ.და მე ყველაზე კარგად გიცნობდი – ვიცოდი რომ წასული აღარასოდეს დაბრუნდებოდი უკან.
იცოდი რომ ამხელა ტკივილს არასოდეს გაპატიებდი.
მე კი ვიდექი და ვტიროდი უხმოდ.
უცრემლოდ.
უემოციოდ.
როგორც ყოველთვის, რომ ისედაც რთული გზა არ დამემძიმებინა შენთვის.
მიყვარდი ისე რომ შემეძლო სამუდამოდ გამეშვი..შენში დამნაშავე არასოდეს მიძებნია. იქნებ ეს იყო, ჩემი ყველაზე დიდი დანაშაული?! იქნებ აქ დავუშვი შეცდომა .
მაგრამ შენ ხო არასოდეს დაგიშვია შეცდომები. შენ მუდამ სიმართლეს მაყრიდი თვალებში. მეც მუდამ ვიღებდი ამ სიმართლეს, იმიტომ რომ ვიცოდი შენი სიმართლე უფრო მეტად მწარე იყო ვიდრე შენი ტყუილები.
**
გახსოვს ერთ საღამოს შენს მუხლებზე მოკალათებულს მითხარი :-„ რა კარგი იქნებოდა ყველაფერი რომ სხვანაირად იყოს და ჩვენნაირი გვყოლოდაო“.
მაშინ მივხვდი რომ საბოლოოდ დაგკარგე. შენმა სიტყვებმა ისე მწარედ გაიელვა წარსულში, ისე უცებ გადამიხაზა ყველა იმედი, ერთიანად დამცა ძირს. მე კი გაგიღიმე, ჩემს ოცნებაში დახატული შენნაირი შვილის წარმოდგენაზე ტირილი მომინდა, მხოლოდ იმიტომ რომ ამის უფლებას არასოდეს მომცემდი.
და მე დავაშავე…
დავაშავე რომ უბრალოდ ვერ ავდექი და ვერ წამოვედი მაშინ შენგან. პირიქით, უფრო მეტად შემოგხვიე წვრილი ხელები და ქურდივით მოვიპარე შენი ყელიდან ჩემი საყვარელი სურნელი..
**
– ოღონდ არ იტირო… თავად სატირლად მომზადებულმა მითხარი და ცრემლები დამალე. გაგიმართლა რომ ჩემზე ძალიან მაღალი იყავი და შენი თვალების დამალვა მარტივად შეგეძლო. – მაპატიე რომ ასე მოხდა… გამომშრალ ყელში ნერწყვი გადააგორე და ძლივს მითხარი. მთელი ძალით გეკვროდი ზედ და შენი აჩქარებული გულის ცემა სიკვდილისთვის მიმეტებდა..
უკანასკნელად ჩაგხედე ცრემლით სავსე ჩემთის ამოუცნობი ფერის თვალებში და პირველად ამდენი წლის განმავლობაშ, პირველად ვერ დავმალე ცრემლები საკუთარ სახეზე.
მივხვდი რომ ძლიერი არ ვიყავი..
მივხვდი რომ დავიღალე.
მე უბრალოდ უშენობით და შენთან ყოფნით დავიღალე..
შენი წასვლით და ჩემი დარჩენით დავიღალე.
შენი გაგებით და ჩემი ვერ გაგებით დავიღალე.
ვტიროდი ისე როგორც ბავშობაში, როდესაც დავეცი და არავინ წამომაყენა. ჭრილობა-ჭრილობაზე მიყოლებით იხსნებოდა. დიდდებოდა. მუქდებოდა და ამ სიმუქეშ საკუთარი თავი მეკარგებოდა..
ვტიროდი ისე რომ შენ წასვლა არ შეგძლებოდა.. სადღაც გულის რომელიღაცა მიგდებულ კუნჭულში პატარა გოგოს პატარა იმედი ცხოვრობდა , რომელსაც შენი დარჩენა ერქვა..
ვტიროდი და მინდოდა ეს ცრემლები არ დაგენახა, შენ ხომ არასოდეს არ გენახე აქამდე ცრემლიანი..
ვტიროდით ერთად, რადგან ორივემ ვიცოდით შენ წახვიდოდი და მე შენთან ვერასოდეს წამოვიდოდი…
ეს წასვლა საბოლოო იქნებოდა..
ეს წასვლა ორივეს ცხოვრებას დაანგრვდა და შეცვლიდა.
მაგრამ წახვედი…
**
ფრთხილად ჩამოგაშორე აცახცახებული ხელები. ფრთხილად შევეხე ცრემლებისაგან დასველებულ ტუჩებს და გვერდზე გავდექი….
წახვედი ისე როგორც სხვები მიდიან ჩუმად
და მე ამ დღიდან თებერვალი გადამიყვარდა..
და იმ თებერვალს საოცრად თოვდა….
თოვდა და შენი საოცარი თვალების ფერი, კიდევ უფრო მეტად ნაცრისფერი ან კიდევ უფრო მომწვანო ჩანდა…
მიღიმოდი და იცოდი რომ ეს უკანასკნელი ღიმილი იქნებოდა ჩვენი…
ფრთხილად მომხვიე ხელი, ფრთხილად მიმიკარი ზედ მთელი ტანით და ვიგრძენი როგორ გიჭირდა განშორება..
ახლაც თებერვალია..
მაგრამ გახედე ახლა აღარ თოვს.
რაც შენ დამტოვე მას მერე თებერვალს თოვა ავუკრძალე. მე თებერვალი გადამიყვარდა….



№1 სტუმარი სტუმარი ხათუნა

კარგია... ძალიან კარგია და სევდიანი. დაჭრილი გულიდან ამონაკვნესი...
მადლობა ავტორს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent