მწვანე ლაქა ( თავი 10 )
10 ხატია ვაჟას წასვლის შემდეგ სახლში აჟიოტაჟი ატყდა. არ გაჩერებულა დედაჩემი. თურმე გონება არ მქონია, ცეცხლს ვეთამაშები, სიყვარულის რა გამეგება, ადამიანების ცნობა არ შემიძლია, მათი წაკითხვა არ შემიძლია, რა განზრახვა ამოძრავებს ვაჟას აზრზეც არავარ და ათასი რამ, აღარ მოვყვები როგორი უკმაყოფილოა მის ცხოვრების წესზე. რამდენი ხანი ილაპარაკა საათისთვის არ შემიხედავს ამის დასადგენად, შემდეგ მამაჩემზე მოახდინა ზეწოლა, რატომ იყო გაჩუმებული, რატომ ჰქონდა თვალები დახუჭული ამ ფაქტზე. როგორ დაუშვა ვაჯას მისცა ნება ჩემთან ურთიერთობის და ასე შემდეგ. მესმის მისიც ერთადერთი შვილი ვიყავი, შორიდან როგორ ჩანს არ ვიცი შეიძლება იფიქროთ მშობლების ხელში, ბამბებში გამოზრდილი პრინცესააო, თუმცა მინდა გითხრათ რომ ცდებით. ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი და უდარდელი წლები, ბავშვობა დეპრესიაში გავატარე. ავარიისგან გამოწველი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დარტყმა იმდენად დიდი აღმოჩნდა ჩემი ორგანიზმისთვის და სულისთვის 12წლის ბავშვმა გაუცნობიერებლად თვითმკვლელობაც კი ვცადე. 10 წლის წინ საშინელ ავარიაში მოვყევით მე და დედა. დედა მცირედი დაზიანებებით გადარჩა. რადგან შეჯახების ადგილი ჩემი ადგილ-სამყოფელი იყო საშინელი დაზიანება მივიღე წელს ქვევით მოვწყდი, ზუსტად ერთ წელიწადში 5 ჯერ გამიკეთეს ოპერაცია, პარალელურად გავდიოდი რეაბილიტაციას. არასრულფასოვნების შეგრძნებამ იმდენად დამხვია ხელი, სარკეში ჩახედვისას ჩემი თავის დანახვა მძულდა. სურვილი მკლავდა თანატოლებთან მეც მეთამაშა, პარკში წავსულიყავი. მათან ერთად მეთამაშა. ყველაფერი იქით იყოს , ყველაზე ელემენტარული დამოუკიდებლად საპირპარეშოში გასვლაც არ შემეძლო. ჩემი კლასელები ,მეგობრები ხშირად გვსტუმრობდნენ ჩემს სანახავად, თუმცა მათთან შესახვედრად ოთახიდან ხშირ შემთხვევაში აღარც კი გამოვდიოდი, საბოლოოდ ისე მოვწყვიტე ჩემი თავი გარე სამყაროს მშობლებთანაც აღარ ვკონტაქტობდი ნორმალურად, დამეწყო შიშები, ყოველ ღამე კოშმარებს ვხედავდი, ეს მდგომარეობა იმდენად აუტანელი გახდა ძილის მეშინოდა, ჩემს თავს ძილი ავუკრძალე, რამდენიმე ღამე ძილის გარეშე გავძელი, თუმცა შემდეგ დამეწყო საშინელი თავის ტკივილები იმდენად გაუსაძლისი აღმოჩნდა ჩემთვის მთელი ყუთი გამაყუჩებელი მივიღე, ბავშვური ჭკუით მეგონა რაც ბევრს დავლევდი უფრო მალე გამიყუჩებდა, ან კიდევ საშუალებას მომცემდა ისე დამძინებოდა კოშმარი აღარ მენახა. მართალიც ავღმოჩნდი წამლებმა ძალიან „ ღრმად ჩამაძინა“ და ტკივილმაც დაკარგა თვისი ძალა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მამამ მიპოვა. საავადმყოფოში რომ იტყვიან სულზე მიასწრეს ჩემი მიყვანა. რამდენიმე დღე უგონო მდგომარეობაში ვიყავი, როცა გონზე მოვედი და შედარებით მოვღონიერდი, საზღვარგარეთ წამიყვანეს სამკურნალოდ. რეაბილიტაცია საფრანგეთში გავიარე, ფსიქოლოგიურ დახმარებასაც ფრანგი ფსიქოლოგები მიწევდნენ თარჯიმნის დახმარებით, თუმცა არც ერთთან კონტაქტში არ შევდიოდი, თითქმის წელიწად ნახევარი ვებრძოლეთ მე და დედა ჩემს უმწეო მდგომარეობას, მამა ხშირად ჩამოდიოდა ჩვენთან თუმცა ყველანაირი სირთულის პირისპირ დგომა დედაჩემს უწევდა, წელიწად ნახევრის მერე, ზუსტად მეშვიდე ოპერაციის შემდეგ შევძელი ფეხზე დადგომა. ფსიქოლოგიური მდგომარეობაც იმ ეტაპამდე მივიდა ჩემი , რომ მხოლოდ მშობლებთნ და ძალიან ახლობლებთან ვკონტაქტობდი. გარეთ გასვლის მეშინოდა, თუმცა თამარის დაჟინებითი თხოვნის არა და უფრო ბრძანების შედეგად გავდიოდით ერთად მე და დედა. თავი დაცულად რომ მეგრძნო 14 წლიდან ყოველ დღე სახლშიც კი სათვალეს ვატარებდი, მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ მჭირდებოდა, რატომღაც შუშის შიგნიდან სამყაროს ყურება მართალია ძალიან ცოტათი მაგრამ თავს დაცულად მაგრძნობინებდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის დანაკლისს არ განვიცდიდი, სამყაროსთან ურთიერთობის დანაკლისს კი წიგნებით ვინაზღაურებდი. ამიტომ დედაჩემს არ ვამტყუნებ რომ ჩემზე ნერვიულობს, ჩემთან ერთად ეს დღეები მანაც გაიარა, თუმცა მინდა გამიგოს რომ ცხოვრების გაგრძელება ჩემი არჩევანით მსურს და არა მისი მითითებებით, მინდა მიხვდეს რომ სწორია თუ არასწორი ჩემი გადაწყვეტილებები, ჩემი ცხოვრებაა და უხეშად ჩარევის უფლება არა აქვს. ვაჟა იმდენად სწრაფად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში გააზრებაც ვერ მოვასწარი, იმდენად ახალი და უცნაურია ჩემთვის ეს გრძნობა, თითქოს წლების წინ დაკარგული სიმშვიდე მეპოვნოს, მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობ, თითქოს აქამდე დანაწევრებული ვიყავი და მისი პოვნით გავმთლიანდი. - დედა შენგან მხოლოდ იმას ვითხოვ რომ გამიგო. - მითხარი როგორ გაგიგო ხატია? დავით რატომ ხმას არ იღებ? - რა ვუთხრა თამარ? პატარა ბავშვივით დავისვა ამხელა გოგო და დავუშალო ვაჟა ჩოხელის სიყვარული? თუ უხეშად ჩავერიო მის ცხოვრებაში და მშობლის მაგივრად მტრად აღმიქვას? - სიმართლე მოუყევი დავით? - რა სიმართლე მამა? - თამარ გეყოფა! პირველად მთელი ოჯახის თანდასწრებით დაუყვირა მამამ დედას. - ჩემი შვილიცაა ნუ გავიწყდება, ახლა რაც არ უნდა უთხრა ვერაფერს გააგონებ, ვერც თვალს აუხელ და დაანახებ, ყველაფერი ვარდისფერი ეჩვენება იმიტომ რომ შეყვარებულია. ჩაერევი და უარესად ჩამოგშორდება, მოითმინე. ჭკვიანი გოგო ხარ ხატია ყველაფერს შენი თვალით დაინახავ. როგორც მშობელი მამა მე თქვენი ურთიერთობის წინააღმდეგი ვარ... - ამით არაფერი შეიცვლება მამა გადაწყვეტილება ჩემი მისაღებია. გავაწყვეტინე მამას საუბარი. - ვიცი შვილო და ზუსტად ამიტომ ზეწოლას არ ვახდენ დედაშენივით შენზე, შენი ცხოვრება შენი გასავლელია არც ჩემი და არც დედაშენის, მხოლოდ შენი. ჩვენი მოვალეობა მხოლოდ ისაა შენს გვერდით ვიყოთ არასწორად გადადგმული ნაბიჯების დროსაც კი. თამარ აღარ გააგრძელო. დედამ საშინლად განაწყენებულმა გადმოგვხედა ორივეს და მისაღებიდან გასვლა დააპირა გასვლისას ჩვენ მოგვიბრუნდა. - კარგი დავით. არ ვერევი ხატია, ეხლა ეიფორიაში ხარ ჩავარდნილი, ყველაფერი ლამაზი გეჩვენება, თუმცა დაიმახსოვრე, ჩემი თვალით დანახული რეალობა სულ სხვაა და ეს რეალობა ცოტახანში იმხელა დარტყმას მოგაყენებს ყოფა აუტანელი გაგიხდება. დღეს და ხვალ ეცადე არ დამენახო, სანამ შენზე გაბრაზება არ გადამივლის. მისაღებიდან გავიდა დედა , მამაც მიჰყვა, კატო მამიდაც თვის ოთახში ასულიყო, რადროს გაგვეცალა გვერდიდან ვერ შევამჩნიე. მისაღებ ოთახში მხოლოდ თინა იყო დარჩენილი, მაშინვე ჩემს გვერდით მოვიდა ჩამეხუტა, ვაჟასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს არც უკითხავს ჩემდა გასაკვირად. - ნინის დავურეკოთ სახლში თუა და თუ სცალია ჩვენთვის გავუაროთ, უფრო მეტიც ბარგი ჩაალაგე, დღეს კახეთში ვაპირებდი წასვლას ჩვენს რეზორტზე, რამდენიმე დაქალთან ერთად, თუმცა გადავიფიქრე და ახლა შენთან და ნინისთან ერთად გადავწყვიტე წასვლა. თინას ამ საქციელზე გამეცინა, ძალიან კარგად ვიცოდი რასაც ცდილობდა, ჩემს გამხნევებას და დედაჩემის ნათქვამის შესრულებას, რამდენიმე დღე ჩემი სახლიდან გაყვანას აპირებდა. ტელეფონი ავიღე და ნინის დავურეკე „ სპიკერზე „ ჩავრთე თინასაც რომ გაეგო. - ნინი როგორ ხარ? - კარგად შენ ხატო? - რას შვრები? მე და თინა კახეთში ვფიქრობთ წასვლას, ჩვენს სასტუმროში კომპანიონობას თუ გაგვიწევ? - დიდი სიამოვნებით. სახლში ისედაც მარტო ვარ ეს დღეები. ყველა დასასვენელადაა წასული. - მაშინ ჩაბარგდი და დღესვე წავიდეთ. - დღეს ვერა ხატო, რაღაცეების ყიდვა მომიწევს, თქვენ ჩაილაგეთ ბარგი და დღეს ჩემთნ დარჩით დილით ადრე გავიდეთ. თან საყიდლებზეც გამომყვებით. როგორც კი უარი უნდა მეთქვა თინამ წამაგლიჯა ხელიდან ტელეფონი და პასუხის გაცემა აღარ მაცადა. - კარგი აზრია ნინ, მეც წვრილმანი რაღაცეები მჭირდება, საყიდელი მაქვს, მაქსიმუმ ორ საათში შენთან ვართ, მზად დაგვხვდი გამოგივლით და მოლში გავიდეთ. - კარგი თინა გელოდებით. ზარი დაასრულა ნინიმ. თინამ ხელი დამავლო ჩემი საძინებელი ოთხისკენ წამიყვანა, არჩევანის უფლება არცკი მომცა ყველაფერი თვისი გემოვნებით ჩამილაგა ჩემოდანში, ნახევარი საათის შემდეგ თავისი ნივთების ჩალაგებას შეუდგა. ამასობაში ვაჟამაც დარეკა, ნორმალურად ვერც ვესაუბრე, თინას ყური ჩემს ტელეფონზე ჰქონდა მოდებული და საუბარს არ მაცდიდა, პარარელურად ნინის ელაპარაკებოდა ვიდეო თვალით ისევ, მეორეს მხრივ ნინის სიცილი ისმოდა ტელეფონიდან, ამიტომ იძულებული გავხდი მალევე გამეთიშა მისთვის, მგონი უკმაყოფილო დარჩა... ჩემდა გასაკვირად თინამ ელვის სისწრაფით ჩაყარა ყველა საჭირო თუ არა საჭირო ნივთი და დაამთავრა ბარგის ჩალაგება. ჩემს მშობლებს თვითონ აუხსნა ყველაფერი, მამასგან თავიდან უარი მიიღო წასვლაზე, თუმცა იმდენი ესაუბრა გადაარწმუნა. დაღამებამდე ვიბოდიალეთ სავაჭრო ცენტრში მე ნინიმ და თინამ, იმდენი ვიარეთ ფეხებს ვეღარ ვგრძნობდით, იმდენი სისულელე იყიდეს თინამ და ნინიმ გაკვირვებული დავრჩი. გზად ჩვენს საყვარელ პიცერიაში შევიარეთ ვივახშმეთ, ცოტახანი დავისვენეთ. ნინისთან სახლში როდესაც ავედით უკვე გვიანი ღამე იყო. ისეთი დასიცხულები და გაოფლილები ვიყავით ტანსაცმელი მტვრისგან და ოფლისგან გამხმარი იყო მგონი. მორიგეობით მივიღეთ შხაპი და დასაძინებლად დავწექით, თინას და ნინის წამებში ჩაეძინათ, ჩემგან ძილი კი შორს იყო ისევ. ყურსასმენები მოვირგე, ჩანთიდან წიგნი ამოვიღე რომლის კითხვაც რამდენიმე დღის წინ დავიწყე და მონიშნული გვერდიდან გავაგრძელე , თმიდან ფანქარი მოვიხსენი და ჩემთვის საინტერესო ადგილების მონიშვნა დავიწყე, წიგნი საინტერესო მეჩვენა რადგან თვის აუღებლად ვკითხულობდი. ისე გავერთე დროის შეგრძნება დამეკარგა, საათის შესამოწმებლად მობილურს რომ დავხედვე ვაჟას შეტყობინებაც მაშინვე გამოჩნდა ეკრანზე. “ გძინავს თუ გღვიძავს? ” როგორც ჩანს ჩემსავით მასაც არ სძინავს რადგან შეტყობინება მობილურის აღების დროს გამომიგზავნა, რა საქმეები აქვს განა რომ გათენებამდე ღვიძავს, ეჭვებმა გამკრა გულში, ისევ ნარკოტიკი ხომ არ მოიხმარა ნეტავ. ასე მობილურით კითხვაც არ მინდა თუმცა რომ დაბრუნდება თბილისში ამ თემაზე სერიოზულად დაველაპარაკები, მინდა რომ გულახდილად ვისაუბროთ და ყველაფერი ერთად გადავლახოთ. შეიძლება დედაჩემივით იფიქროთ ეს გოგო სულელიაო, ნარკომანთან რა ესაქმებაო მაგრამ დამიჯერეთ მე ვგრძნობ, ისიც რომ ჩემსავით დანაწევრებულია ამ ცხოვრებაში. მგონია მისი გამამთელებელი ნაწილი მე ვარ. ფიქრების გაფანტვა ვცადე და პასუხი მალევე დავუბრუნე. “ მღვიძავს, შენ რატომ არ გძინავს ასე გვიან? მშვიდობიანად ხარ?” “ როგორ და ნერვიულობს შეყვარებულზე” გამეღიმა, როგორ უცბათ მოახდინა ადაპტაცია ახალ სტატუსზე, მეკიდევ ჯერ თავს უცნაურად ვგრძნობდი, ალბათ ჩემთვის ყველაფერი პირველი რომ იყო და ამასთანავე ძალიან უცხო. როგორ გავიგო მიყვარს თუ არა? რა არის სიყვარული? მის წამალზე დამოკიდებულებას, ცხოვრების წესს, რატომ არ აქვს ამ წუთას ჩემთვის მნიშვნელობა? იქნებ ყველაფერს მართლაც ვარდისფერი სათვალით ვუყურებ? თუ პირიქით რეალობას აღვიქვავ მაგრამ ვეწინააღმდეგები, სულელად ვითვლები ვაჟას ყოველი სიტყვის რომ მჯერავს? რომ მგონია მისი ნარკოტიკისგან დახსნა შემიძლია? მეც არ ვიცი ეს ნდობა საიდან გამიჩნდა მის მიმართ. დანაშაულია მისი ხმის გაგონებაც რომ სიმშვიდის მომგვრელია ჩემთის? თუ ისაა დანაშაული მის გვერდით ჩემს დანაწევრებულ პიროვნულობას დასრულებულად რომ ვგრძნობ და აღვიქვამ? “ არ ვხუმრობ ვაჟა” “ კარგად ვარ ნუ ღელავ, კაზინოში ვართ პრობლემას ვაგვარებდით აქამდე.” ეჭვები ისევ მომერია, უკვე ვფიქრობ, ვფიქრობ კი არა მჯერავს, რასაც მასზე საუბრობენ სიმართლეა, თუმცა სიმართლე გითხრათ არ მანაღვლებს, როგორი ცხოვება გაიარა ვინ იცის, ჩემთანაც არ უსაუბრია, როგორ მინდა გაიხნას და ჩემთან თავის წარსულზე ისაუბროს. “ იმედია რასაც ამბობენ მართალი არაა და “მაფიოზობანას არ თამაშობ”. “ სათამაშო აპარატებს ჰქონდა კაზინოში პრობლემა და ის მოვაგვარეთ. და მოიცა შენ რა იცი ჩემზე ვინ რას ამბობს, როგორც ჩანს დღეს გოგოებთან ჩემზე ვიღაცამ იჭორავა“ შვებით ამოვისუნთქე წაკითხვის შემდეგ. მადლობა ღმერთს რამე ისეთს არ აკეთებს რომ თავი საფრთხეში ჩაიგდოს. ან კიდევ ახალი სალაპარაკო თემა მისცეს ხალხს და მათ შორის ჩემიანებს ისედაც, დღევანდელმა დღემ საკმაოდ სტრესულად ჩაიარა. ბევრს დავაშავებ პატარა მინიშნებას თუ მივცემ ? ზედმეტი დაკონკრეტების გარეშე დღევანდელი დღის შესახებ მოკლედ მივწერე. “ რა შუაშია ჭორაობა, უბრალოდ ყველა შენს გამო გაფრთხილებებს მაძლევს.” წამებში დამიბრუნა პასუხი, გასაკვირი არაა რომ არ ესიამოვნა. “ რას გეუბნევიან?” “ რომ დაგშორდე.” მოკლედ და კონკრეტულად ვუთხარი მშობლების აზრი. “ შენ რას ფიქრობ?” “ რაზე?” მოვისულელე თავი. “ ჩემზე შენ რას ფიქრობ? თავი შორს უნდა დაიჭირო?” “ შენ ჩემი შენ გვერდით ყოფნა აღარ გჭირდება?” “ მჭირდება!” მე გულით მჯერავს რომ სჭირდება, მის დასამშვიდებლად მივწერე ის პასუხი რასაც ჩემგან ელოდებოდა საბოლოოდ. “ ხოდა შენს გვერდით ვარ.” “ ხვალ რა გეგმები გაქვს?” სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი, ხვალინდელ დღის შესახებ მივწერე და გავუგზავნე. რათქმაუნდა დედასან კამათის გამო რომ ვარ იძულებული სახლს გავერიდო არ მითქვამს და არც თქმას ვაპირებ, აქედანვე ურთიერთობას ვერ დავუძაბავ ორივეს რადგან ვიცი წინ ისედაც რთული ურთიერთობები გველოდება. “ აა, შენთვის დამავიწყდა მეთქვა, ხვალ მე ნინი და თინა კახეთში მივდივართ რეზორტზე. გახსნის მერე აღარ ვყოფილვართ.” “ რაგინდათ ამ სიცხეში კახეთში? ერთად წავსულიყავით სადმე მე და შენ.” “ ნუ იტყვი ძალიან ეცხელება ხომ? მეც ეგ ვუთხარი თინას მაგრამ ატყდა , დედაჩემიც მაძალებს წასვლას, თან კონცერტიცაა რაღაც ამისგამო უნდათ საჩქაროდ იქ ჩასვლა. თან შენც რამდენიმე დღე აპირებ მანდ დარჩენას. წავალ მეც დრო მალე გავა” ვისი კონცერტი იყო ნამდვილად არ ვიცი, თინა უყვებოდა ნინის ხვალინდელ საღამოზე რაღაცეებს და მაშინ მოვკარი ყური. “ კარგი, რომ ჩახვალ გამაგებინე, ახლა უნდა წავიდე.” პასუხი აღარ დამიბრუნებია, მაგრამ აშკარად მივხვდი არ ესიამოვნა. მობილური, წიგნი და ყურსასმენები გვერძე გადავდე, ამასობაში გათენებაც დაწყებულიყო. შავი გრძელი თმა მაღლა ავიწიე, დავიხვიე და ფანქრის დახმარებით დავიმაგრე. სამზარეულოსკენ ავიღე გეზი ყავის დასალევად. ყავისგან მიღებული ენერგიის მეშვეობით დაღლილობამ და უძილობამ უკან დაიხია, დილის 6 საათია უკვე კარგდაა გათენებული, დღევანდელ დღესაც ეტყობა რომ საშინელი სიცხე იქნება რაც ადრე დავადგებით გზას მით უკეთესი. თინა და ნინი გავაღვიძე, ერთი საათი დასჭირდათ მოსამზადებლად ორივეს. სახლიდან რომ გამოვედით 8 საათი იყო უკვე დაწყებული, ჩავსხედით თინას აზრით ჩემს ძველ მანქანაში და გზას გავუდექით. უკვე ერთი საათია გზაში ვართ დაახლოებით 40 წუთში ან მაქსიმუმ ერთ საათში დანიშნულების ადგილას მივალთ. რახანც დილა იყო გზა არ იყო გადატვირთული, იშვიად შეხვდებოდით მიმავალ ან მომავალ მანქანას. ჩემს გვერდით თინა იჯდა და შეუჩერებლივ ცვლიდა სიმღერებს. თუმცა ყურადღება ჩემი ფლეილისთიდან უცბათ გზაზე გადაიტანა. წინ ზედიზედ სამმა სპორტულმა და საკმაოდ ძვირიანმა, სხვადასვა მოდელის მანქანამ გადაგვისწრო. მანქანებში ვერ ვერკვევი დიდად თუმცა თინა ყველა მარკას სცნობს, მისი თქმით საკმაოდ სოლიდური ღირებულების მანქანებია. - ამას შეხედე ხალხი რა მანქანებით მოძრაობს, როგორ ჩამწკრივდნენ ჩვენს წინ სამივე. - თინა ნორმალური სიმღერა ჩართე რამე. - მანქანას როდის შეცვლი ხატია? როდემდე უნდა იარო ამ ჰონდა ფიტით. წელიც დაუძველდა უკევე. - სანამ იმუშავებს თინა, თუ არ მოგწონს აიღე მართვის მოწმობა და მამა ნებისმიერ მანქანას გიყიდის რა მოდელიც მოგწონსო თან ხომ გითხრა კიდევაც. - ხატო მართლა რატომ არ ცვლი? ასეთ მანქანაში რომ ვისხდეთ ჩვენც ხომ დაგვხატავდა. სიცილით თქვა ნინიმ და წინ მიმავალ “ კოლონაზე” მიმითითა. - მართალი ხარ ნინი, დავითის ჯიპით ან ჩვენი ქალბატონების მანქანებით მაინც წამოვსულიყავით, ჯკვიანი ვარ ქალაქში სხვა მანქანებით რომ გაძალებ სიარულს. - “ ფერიდე” მართვის მოწმობა რომ ავიღე ბეგი ბაბუამ მიყიდა ამიტომ არ ვცვლი და არც შეცვლას ვაპირებ. მიყვარს ჩემი მანქანა. ხელი გადავუსვი “ მოსიყვარულების “ მიზნით ჩემს “ ფერიდეს” ამასობაში მობილურმა დამირეკა რადგან ბლუთუზით მანქანაზე იყო დაკავშირებული ვაჟას საუბარს ეს ორი ცნობისმოყვარეც მოისმენდა, ეხლაც მიკვირს რომ არაფერს მეკითხებიან. დაიჭერენ საჭირო მომენტს. - გისმენ ვაჟა. ამასობაში თინა ნინის ესაუბრებოდა ჩემგან ზურგ შექცევით. - გიჟია გეფიცები ფერიდე რა სახელია? და ორივემ ხარხარი დაიწყეს. - ფერიდე ვინაა გაისმა ვაჟას ხმა? ნინიმ და თინამ ახლა გაიგეს ვაჟას ხმა და დასმულ შეკითხვაზე უარესად დაიწყეს სიცილი. - მანქანაა ვაჟა. - ვერაფერი გავიგე... ჩახვედი კახეთში? - გზაში ვართ. შენ რას შვრები? ამასობაში თინამ ისევ ბუზღუნი დაიწყო. - კონდინციონერიც კი არ გიმუშავებს ხატია, როგორ ცხელა უკვე. - ჩვენც გზაში ვართ. როგორც ჩანს უკმაყოფილო მგზავრები გყავს ან ცუდი მძღოლი ხარ. გაისმა ვაჟას მხიარული ხმა ხელახლა მანქანაში. სად გზაში სად მიდის ახლა კიდევ? თინამ არც კითხვის დასმა მაცადა არც პასუხის გაცემა მაცადა თვითონ გასცა პასუხი. - მძღოლს არაუშავს მანქანაა ცუდი, თანაც გასაკეთებელი. - ნუ აბუქებ თინა. გამოვცარი კბილებში. ნინი უკან იცინოდა. - რატიანებს კრიზისი გაქვთ გაფუჭებული მანქანით რომ მოძრაობთ? დაეპასუხა ვაჟა თინას. - კრიზი არ გვაქვს მაგრამ შენი შეყვარებულია ჯიუტი მანქანა ვერ შევაცვლევინეთ. ხედავდე მაინც ჩვენს წინ პორშე, ფერარი, და ლამბორჯინის კოლონაა და ჩვენ კიდევ თქმაც არ მინდა რითი მივყვებით. - ყოჩაღ მანქანების ცნობა გცოდნია... გამოეპასუხა ვაჟა, რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ისევ გაისმა მისი ხმა მანქანაში. - მოიცა ეხლა არა თქვათ რომ ლურჯი ფიტით თქვენ მოძრაობთ? - რაა? ჩვენს წინ შენ ხარ? გაკვირვებული შეეკითხა თინა. - გზაში სად ხარ შენ? დავუსვი კითხვა ვაჟას. - კახეთში მივდივართ ჩვენც და სავარაუდოდ თქვენს წინ ჩვენ ვართ. გადადი გვერდით გააჩერე ჩვენც გავაჩერებთ. - ვინ თქვენ? - გაჩერდი და გვნახავ. მანქანა გვერდით გადავწიე და ტელეფონიც გავთიშე. ჩემს წინ სამივე მანქანა მკვეთრი მუხრუჭით შეჩერდა და საშინელი მტვერი შემოგვეყარა მანქანიდან გადასულებს. კახას მანქანა ვიცანი უნივერსიტეტშიც პორშეთი დადიოდა, ვაჟა ლამბორჯინიდან გადმოვიდა ხოლო გოგა ფერარიდან. გამვლელი მანქანების მძღოლებს მათ მანქანებზე რჩებოდათ თალები. მართლებიც იყვნენ საგზაო მაგისტრალზე ამ წუთას რამდენიმე მილიონის ქონება ეყენა ამ სამი მანქანის სახით. ვაჟა სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ, პირველად ვხედავდი შორტებში და მაისურში გამოწყობილს, მუქი მწვანე მაისური თვალებს უფრო მეტ სიმწვანეს მატებდა. ოდნავ წამოზრდილი წვერი ძალიან უხდებოდა, კეპი კიდევ მავნე პატარა ბიჭის იმიჯს აძლევდა. თვალის დახამხამებაში ჩემს პირდაპირ გაჩნდა, ხელები მომხვია, გულზე მიმიკრა, მისმა სურნელმა თავბრუ დამახვია, ბერგამოტის და მარილიანი წყლის სურნელის ნაერთი ფილთვებში სასიამოვნოდ ჩამეღვარა. თმები დამიკოცნა შემდეგ ლოყები, ტუჩებზე კოცნასაც აპირებდა, მაგრამ გოგას ხმამ შეაჩერა. - კარგი ახლა ხალხი გიყურებთ. - დაახვიე აქედან გოგა. ამ წუთით ტკობა მაცადე. უფრო მეტად და ძლიერად ჩამეხუტა, ტუჩების მაგივრად ყელზე მაკოცა და ნაზად მომაშორა ცალი ხელი, ცალი ისევ ჩემს მხარზე ჰქონდა გადახვეული ისე მიუბრუნდა გოგოებს. - თინა როგორ ხარ? ამ გოგოს არ ვიცნობ. მიმანიშნა ნინიზე. - ნინი ჩემი ბავშობის მეგობარია, ჩვენი ნინო დეიდას დისშვილია. - სასიამოვნოა ვაჟა. გაუწოდა ხელი. შემდეგ ნინის რიგ რიგობით გაეცვნენ გოგა და კახა. ყველამ ერთმანეთი მოვიკითხეთ. ერთმანეთის მოკითხვა რომ დავამთავრეთ მოკლე საუბარში გავერთეთ. - გეგმაში არც გვქონდა კახეთში წამოსვლა. მადლობა ნათლიაჩემს საქმეები ითავა და აქეთ გამოგვგზავნა. - დასვენება ნამდვილად მოგვიხდება. გაყინული ხმით თქვა კახამ. კახა ერთადერთი ადამიანია რომელსაც ვერანაირ ემოციას ვერ შეამჩნევ სახეზე. - საკვირველია, შენ და დასვენება? გამოეპასუხა გოგა. - ხანდახან ამასაც ახსენდება რობოტი რომ არაა. სიცილით გამოეპასუხა ვაჟა. - დავიშალოთ და სასტუმროში შევხვდეთ ერთმანეთს. თქვა კახამ. - კარგი აზრია მთელი ღამე არ მძინებია. მე წავედი, თქვა გოგგამ და თავისი მანქანისკენ წავიდა. - მართალია ხატია წავიდეთ თორემ ამოვიხუთებით უარესად დააჭერს სიცხე. დაიწუწუნა თინამ. - შენ ჩემთან ერთად წამოდი ჩემო ფერია. თვალი ჩამიკრა ვაჟამ. - სამწუხაროდ მართვის მოწმობიანი მძღოლი მხოლოდ მე ვარ. - კარგი მაშინ დავიშალეთ. თქვა კახამ და მანქანისკენ წავიდა ისიც. ჩვენც ჩავსხედით მანქანაში, ვაჟაც უხალისოდ ჩაჯდა თავის მანქანაში და გოგოებს გამოგყვა უკან. 40 წუთში დანიშნულების ადგილზე ვიყავით ყველა. მომსახურე პერსონალმა ჩვენი ჩემოდნები ჩვენს ოთახებში დაანაწილა. ჩვენ, გოგოენები სამივე ერთ ოთახში ვაპირებდით დარჩენას თუმცა ყველას სათითაო ოთახის გასაღები მოგვცა მიმღებმა. - ბატონი ვაჟას ბრძანებაა. ყველა ოთახი მესამე სართულზეა ერთმანეთის მოპირდაპირედ. - ჩვენს მეტი არავინ იქნება ამ სართულზე. ჩვენ და დაცვა. - დაცვა? გაიკვირვეს ერთხმად გოგოებმა. - კი, უსაფრთხოების მიზნით დაამატა კახამ. - და საფრთხეში ვართ? ეშმაკური ცნობის მოყვარეობით იკითხა თინამ. - არა ქალბატონო, ნუ გეშინია. ჩვენ სადაც მივდივართ ყველგან ასეთი წესია. რადგან ერთად ვართ ეს წესი თქვენზეც გავრცელდება. დაამატა გოგამ. - ანუ რა გამოდის ყოველ ნაბიჯზე დაცვა გამოგვყვება? იკითხა თინამ. მე სიჩუმე ვამჯობინე და ვაჟასთან ამ თემაზე ცალკე საუბარი. - სანამ აქ ვართ კი, რადგან ძალიან ბევრი სტუმარი ყავს ჩვენს რეზორტს. ვერც შეამჩნევთ ისე მოგაქცევენ ყურადღებას შენ მაგაზე არ იდარდო, ისიამოვნე. უთხრა გოგამ თინას და ლიფტისკენ წავიდა დანარჩენებიც გაყვნენ უკან გოგას. ნაბიჯი გადავდგი თუ არა ვაჟამ მაჯაში ხელი წამავლო და ზურგით გულზე მიმიხუტა, ხელი მომხვია და ჩამჩურჩულა. - ესენი გავუშვათ ჩვენ ცალკე ავიდეთ. თანხმობის მიზნით თავი დავუქნიე. - რატომ ხარ ასე ჩუმად, შენ რატომ არაფერს კითხულობ. - უბრალოდ ძალიან დავიღალე, უძილო ვარ და... - და? - დაცვასთან დაკავშირებით დასვენებული გონებით ვისაუბროთ. ახლა მართლა ძალიან მინდა ძილი. - ჩემს გვერდით სულ რატომ გეძინება? - არვიცი. გავუღიმე, ლოყაზე ვაკოცე და ლიფტისკენ წავედი. ღია ლიფტში შევედით, კარები დახურვას აპირებდა როდესაც ერთ ერთმა ბიჭმა ხელით შეაჩერა, თუმცა ვაჟამ შემოსვლის უფლება არ მიცსა. - შენ შემდეგს დაელოდე ძმობილო. უთხრა და ლიფტის კარიც დაიხურა. ჩემი ნომრისკენ რომ წავედი ვაჟაც გამომყავ უკან. - შენ საით? შევეკითე გაკვირვებულმა. - ძაღლივით მომენატრე და იმედია არ ფიქრობ ცალკე ოთახში დავრჩები. - იმიტომ აგვიღე ცალ ცალკე ოთახები ხომ? ან როდის მოასწარი? - კი ჩემი ჭკვიანო, მიდი გააღე ეხლა კართან ნუ ამოგვაშეშე. მთელი ღამე მეც არ მძინებია. გემრიელდ გამოვიძინოთ. - შენს ოთახში დაბრუნდი ვაჟა. ვუთხარი თუმცა გამგონი ვინ იყო. გასაღები ხელიდან გამომართვა კარი გააღო და შიგნით შევიდა მაჯაზე ხელი წამავლო და მეც თან შემიყოლა. კარის შიდა მხრიდან „ არ შემაწუხოთ“ სასტუმრო ნიშნული მოხსნა და მეორე მხარეს ჩამოკიდა სახელურზე, კარი გასაღებით შიგნიდან ჩაკეტა. საწოლისკენ წავიდა სპორტული ფეხსაცმელი ფეხიდან გაიხადა და წამოწვა. გაკვირვებული ვუცქეროდი. - მოდი ჩემს გვერდით. თასმები შევიხსენი, ფეხსაცმელი გავიხადე და მეც მის გვერდით წამოვწექი საწოლზე. ჩემსკენ გადმობრუნდა ხელები გაშალა გულზე მიმიხუტა და თმებზე მაკოცა. - შენი ეფექტი რომ იცოდე, ჩემზე როგორ მოქმედებს ჩემგან შორს ყოფნა ერთი წამითაც არ მოგინდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.