შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვიტაცე K-POP აიდოლი


6-03-2025, 17:26
ავტორი An_iri
ნანახია 542

...
ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტები, როდესაც ყველასგან და ყველფრისგან გაქცევა და სრულიად ახალ, უცხო გარემოში ყოფნის სურვილი უჩნდება ადამიანს.
ჰოდა, მეც გავიქეცი....


...
მაღვიძარას ხმამ, რომელიც გამაყრუებლად რეკავდა და სიზმრის გაგრძელების საშუალებას არ მაძლევდა, საბოლოოდ გამომიყვანა მდგომარეობიდან და რეალობაში დამაბრუნა. ზლაზვნით წამოვჯექი საწოლზე და ტუმბოზე მიგდებულ ტელეფონს გადავწვდი, რომ სასწრაფოდ გამეჩუმებინა. დილის 6 საათი ხდებოდა.
უკვე ერთი თვე სრულდებოდა, რაც კორეაში ჩამოვედი, მაგრამ დროის სხვაობას მაინც ვერ ვეგუებოდი. შევეცადე გამეღიმა-„თუ პოზიტიურად დაიწყებ დილას, მთელი დღე კარგი გექნება“ თუ რაღაც მსგავსი გამონათქვამით მოტივირებული სწრაფად წამოვდექი საწოლიდან და სააბაზანოს მივაშურე.
პატარა ბინა მქონდა ნაქირავები, თბილისის მაღალჭერიანი დიდი ბინების მერე, ასეთი ვიწრო ოთახები თავიდან დისკომფორტს მგვრიდა, თუმცა მალევე სიმყუდროვის და სიმშვიდის შეგრძნება დამეუფლა. პატარა, მოდენრისტული ტიპის ბინა ერთი საძინებლისგან, პატარა მისაღებისგან და სააბაზანოსგან შედგებოდა. საქართველოსგან განსხვავებით, ქირის ფასები საკმაოდ მაღალი იყო, ამიტომ ჩემი ძირითადი დანაზოგი, რაც კორეაში ჩამოვიტანე, სწორედ დეპოზიტს და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას დავახარჯე.
საბედნიეროდ, სამსახური მალევე მოვძებნე. ჩემი დედუქციის უნარი, რომელსაც არასდროს არ დავუღალატებივარ, ამ შემთხვევაშიც გამომადგა და ლოგიკურად მივედი დასკვნამდე, რომ ადამიანს, რომელაც კორეულად არც ერთი სიტყვა არ იცის, კორეაში ვერ იმუშავებს. შესაბამისად, დავიწყე ისეთი სამსახურის ძებნა, სადაც ჩემი ინგლისურით გავიდოდი ფონს და გამიმართლა.
ერთ-ერთ უმსხვილეს მრავალეროვნული გასართობ და ხმის ჩამწერი ლეიბლის კონგლომერატს, რომელიც დაკავებული იყო ნიჭიერი ახალგაზრდების მომზადებით, რომ გზა გაეკვალათ შოუბიზნესში, სჭირდებოდა ინგლისური ენის მასწავლებელი. საბედნიეროდ, ჩემი ბინის მეპატრონე, კორეულ შოუბიზნესში საკმაოდ აქტიურად ჩართული პიროვნება გახლდათ და როდასაც ჩემი მდგომარეობის შესახებ ავუხსენი, დაუფიქრებლად შემომთავაზა ვაკანსია.
მე როგორც ნამდვილმა ქართველმა გადავწყვიტე, რომ თავი ქუდში მქონდა და რადგანაც „ნაცნობი“ გამოვნახე, სამსახური უკვე ჩემი იყო. დათქმულ დროს გამოვცადდი შეხვედრაზე, სრულიად ლაღი და დარწმუნებული იმაში, უბრალოდ კონტრაქტზე ხელის მოსაწერად და ანაზღაურების შესათანხმებლად ვიყავი მოსული, მაგრამ ჰოი საოცრებავ... უცებ 1000 კაციან უზარმაზარ აუდიტორიაში ავღმოჩნდი, სადაც ჩემისთანა მსურველები ტესტს დაწერდნენ. ტესტის პირველადი შედეგებიდან მეომდევნო ეტაპზე გადავიდოდა 300 ადამიანი, შემდეგ ეტაპზე 100 ადამიანი, შემდეგ 50, 20, 10, 5, 3...... და ბოლოს 1. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებსაც არ უწევთ ამდენი წვალება, რაც, მე ერთ საცოდავი სამსახურის გამო მელოდა.
ვერაფრით ვხსნიდი, რატომ იყო ამხელა მოთხოვნა უბრალოდ მასწავლებლობაზე. როგორც მოგვიანებით ამიხსნეს, კორეაში k-pop ინდუსტრია ძალიან განვითარებულია და ყველას უნდა, რომ თუ წარმატებული მომღერალი ვერა, შოუბიზნესთან რამენაირად დაკავშირებული პირი გახდეს.
რაღას ვიზამდი. დავიწყე გამოცდებზე სიარული და პარალელურად, სხვა სამსახურის ძიება. არაასწორად არ გამიგოთ, საკმაოდ თავდაჯერებული და დარწმუნებული ვიყავი ჩემს ინგლისურში, თუმცა, ამხელა კონკურენციასთან არასდროს მქონია შეხება და არც მათი ცოდნის დონე იყო ჩემთვის ცნობილი, ამიტომ, დავისახე გეგმა B და გამოცდიდან გამოსული სხვადასხვა გასაუბრებაზე გავრბოდი.
გამოცდის რამდენიმე ეტაპი ჩემდასასიხარულოდ წარმატებულად გადავლახე და 50 მონაწილეს შორის მოვხვდი. ვფიქრობდი, რომ მომდევნო ეტაპიც ტესტი იქნებოდა, თუმცა ამჯერად გასაუბრებაზე ამოვყავი თავი.
როგორც კურატორმა ამიხსნა, გასაუბრება ჯგუფურად ჩატარდებოდა 5-5 ადამიანთან. მოსაცდელ სივრცეში 49 კანდიდატთან ერთად ვიჯექი და ვატყობდი, რომ სხვებისგან განსხვავებით, სრულებით მშვიდად გამოვიყურებოდი. რამდენჯერმე კომუნიკაციის დამყარებასაც შევეცადე, თუმცა, პასუხად მხოლოდ ალმაცერა მზერა და „დროზე აქედან გამეცალე“ გამომეტყველება მივიღე. ამიტომაც, გავიყუსე ჩემს ადგილზე და კედლებზე გამოკრული ფოტოების თვალიერებას შევყევი. ვერც კი გავიგე, როდის მოვიდა ჩემი დრო და როდესაც კურატორმა ჩემი სახელი გამოაცხადა, მომენტალურად ვერ გავიაზრე, რომ მე მომმართავდა. დაბნეული წამოვდექი ფეხზე და ჩემ წინ მიმავალ 4 კანდიდატს გავყევი უკან. შეხვედრის ოთახი საკმაოდ დიდი იყო, რაც საკმაო დისონანსში მოდიოდა ოთახში მყოფი ადამიანების რაოდენობასთან.
ინტერვიუს 5 ადამიანი ესწრებოდა. ერთი ახალგაზრდა, სიმპატიური ბიჭი, ორი ქალბატონი, ერთი შედარებით ასაკიანი, მაგრამ აშკარად ყველაზე ხალისიანი და სანდომიანი კაცი და ცენტში მჯდარი პიროვნება, რომელიც აშკარად დირექტორი იყო თავისი გამომეტყველებიდან და ჩაცმულობიდან გამომდინარე. ჩემდა გასაოცრად, სრულიად მშვიდად ვგრძნობდი თავს, მითუმეტეს, ჩემი კონკურენტების მღელვარების შემხედვარე.
მე რიგითობით ყველაზე ბოლოს მომიწია დაჯდომა და მას შემდეგ, რაც ყველა კანდიდატს გაესაუბრნენ, ჩემი ჯერიც მოვიდა. გასაუბრება სხვა კანდიდატებთან ინგლისურ-კორეულად მიმდინარეობდა. ჩემ შემთხვევაში მხოლოდ ინგლისურად.

-მოგესალმებით, გთხვთ, გაგვეცნოთ.- მომმართა ცენტრში მჯდარმა სავარაუდო დირექტორმა მშვიდი, გაწონასწორებული ხმით.
-გამარჯობა, მე გახლავართ ანიკა დადვანი.
-რა საოცარი სახელი გაქვთ, ანიკა.- საუბარი გამაწყვეტინა ერთ-ერთმა ქალბატონმა და ჩემი სახელი საოცარი მელოდიურობით მუსიკასავით გააჟღერა.
-დიდი მადლობა.-კომპლიმენტმა ის მცირედი მღელვარებაც მომიხსნა, რაც მანამდე მქონდა შემორჩენილი.
-ანიკა, დეტალურად რომ მოგვიყვეთ თქვენ შესახებ. -ამჯერად სანდომიანი კაცი ჩაერთო საუბარში.
-დიახ, რათქმა უნდა! წარმოშობით საქართველოდან ვარ, გარკვეული პერიოდი ბრიტანეთში მომიწია ცხოვრება და იქვე ვმუშაობდი, რამაც ჩემი კვალიფიკაცია ცალსახად აამაღლა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სხვადასხვა კომპანიას სურდა ჩემი დაქირავება, მეც ერთ-ერთზე შევაჩერე არჩევანი, თუმცა, ჩემი ცხოვრება ისე არ გაგრძელდა, როგორც ამას ვგეგმავდი. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ დაგეგმვის გარეშე, სპონტანური გადაწყვეტილებებით მეცხოვრა და საზღვარგარეთ წამოვსულიყავი საცხოვრებლად. ამ ეტაპზე იაპონიას და კორეას შორის ვყოყმანობდი, თუმცა, საბოლოოდ მაინც კორეა გადავწყვიტე.
-რატომ ასე შორს? როგორც აღნიშნეთ, ბრიტანეთშიც ცხოვრობდით, თქვენთვის უფრო კარგი არ იქნებოდა, იმავე ქვეყანაში ყოფნა, სადაც უკვე გამოსცადეთ ცხოვრება. ან, ევროპა.. თქვენი ტესტის შედეგებიდან და რეზიუმიდან გამომდინარე, ევპორის არც ერთ ქვეყანაში არ გაგიჭირდებოდათ ცხოვრება. თან, თქვენს ქვეყანასთანაც უფრო ახლოს იქნებოდით. რატომ მიიღეთ ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება, რომ გეცხოვრათ ახალ ქვეყანაში, რომლის კულტურაც რადიკალურად განსხვავდება თქვენი ქვეყნის და თუნდაც, ევროპის კულტურისგან.-ახალგაზრდა, სიმპატიური ბიჭი აშკარად ძალიან დაინტერესდა ჩემით, რადგანაც არათანმიმდევრულ, დაუგეგმავ კითხვებზე გადავიდა.
-ზუსტად იმიტომ, რომ შორსაა საქართველოსგან. ზუსტად იმიტომ, რომ განსხვავებულია. ზუსტად იმიტომ, რომ უცნობია და ზუსტად იმიტომ, რომ აქ ყველა და ყველაფერი ახალია ჩემთვის... ამ ყველაფრის გამო ავირჩიე კორეა.-მშვიდად, სრულიად თავდაჯერებულად გავეცი პასუხი და გამომცდელი მზერა გადავავლე ჩემ წინ მსხდარ ოდნავ დაბნეულ ადამიანებს. როცა რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ საუბარი არავინ გააგრძელა, ინიციატივა ჩემს თავზე ავიღე და ისევ მე განვაგრძე. -არავინ არ მომიკლავს, არც ინტერპოლი მეძებს.-ხუმრობით ვთქვი მე და წამიერად შევამჩნიე, როგორ განიმუხტა ოთახში სიტუაცია, საბჭოს რამდენიმე წევრს და მათ შორის სავარაუდო დირექტორსაც სიცილი წასკდათ და მომღიმარი სახეები შემომანათეს.
-აბა, მაშინ რა გახდა თქვენი საქართველოდან კორეაში წამოსვლის მიზეზი?-ამჯერად დირექტორი ჩამეკითხა.
-სიახლეები. მინდა, რომ რაც შეიძლება ნაყოფიერად გამოვიყენო ჩემი ახალგაზრდობა, რომ რაც შეიძლება მეტი მოგონება მქონდეს გასახსენებელი სიბერეში. მინდა, რომ საკუთარი თავით კმაყოფილი და ამაყი ვიყო, რომ სირთულეებს არ ვუშინდებოდი და ყველაფერს ვცდილობდი, რაც შემეძლო და არ შემეძლო.-შინაგანად ვგრძნობდი, რომ საბჭოს ყველა წევრზე დადებითი შთაბეჭდილება მოვახდინე და ზუსტად ვიცოდი, რომ დადებით პასუხამდე ბევრი აღარ მაკლდა.
-ანიკა, რა იცით k-pop- ის შესახებ?-ისევ სანდომიანი კაცი ჩართო საუბარში.
-არაფერი.-ვთქვი ხმადაბლა და ვიგრძენი, როგორ შემომანათეს 9 წყვილი თვალი.
-როგორ თუ არაფერი?-მკითხა გაოცებულმა კაცმა.
-დიახ, აქ ჩამოსვლამდე არაფერი ვიცოდი კორეულ შოუბიზნესზე. არც მუსიკის, არც თეატრის, არც ფილმების შესახებ. ერთადერთი, სანამ აქ შემომიყვანდნენ გასაუბრებაზე, კედელზე დაკიდებულ ფოტოებს ვათვალიერებდი.-ჩემმა პასუხმა აშკარად ყველა დააბნია.
-კი მაგრამ, როგორ შეძლებთ მუშაობას სელებრითებთან, თუ მათ შესახებ არაფერი იცით?-განცვიფრება ვერ დამალა ერთ-ერთმა ქალბატონმა.
-მე ხომ იმისთვის ვარ აქ, რომ ინგლისური ვასწავლო ადამიანებს? ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმას, თუ ვინ იქნება ჩემი მოსწავლე. ჩემთვის მთავარია, რომ დავდო კარგი შედეგი და გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ მოსწავლეებმა თავისუფლად შეძლონ ინგლისურად საუბარი. დამოკიდებულება ყველასთან ერთნაირი მექნება. ვიქნები მომთხოვნი, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე და არ დავუშვებ, რომ ჩემი გაკვეთილი არასერიოზულად მიიღონ. -მე თვითონვე ვხვდებოდი, რამდენად დამაჯერებლად ჟღერდა იმ მომენტში ჩემი პასუხი.
-სონ ჰიონ, გთხოვ, ყველა მონაწილე ანიკას გარდა გასასვლელამდე მიაცილო.- წარმოთქვა სავარაუდო დირექტორმა და შემოსასვლელ კართან მჯდარ კურატორს მიმართა, რომელიც უხმოდ წამოდგა და ჩემს ოთხ კონკურენტს კარისკენ გაუძღვა. ვერ მივხვდი, რისი მომასწავებელი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი დატოვება და სხვების გაყვანა. ორი ვარიანტი იყო, ან ჩემმა პასუხმა ყველა გააღიზიანა და გალანძღვას მიპირებდნენ, მაგრამ ასეთ კომპანიაში მუშაობაზე მე თვითონ ვიტყოდი უარს, რადგან მიკერძოებული ვერაფრით ვიქნებოდი მოსწავლეებთან თავიანთი სტატუსიდან გამომდინარე. ან მეორე ვარიანტი იყო ის, რომ პირიქით, მოვეწონე...
-ანიკა, შეიძლება, არაპროფესიონალურად ვიქცევი, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა. თქვენ არაფერი იცით კორეის შესახებ, კორეული შოუბიზნესის შესახებ. თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვის ასწავლით, ყველასთვან იქნებით ერთნაირად მომთხოვნი და მიუკერძოებელი. სიმართლე გითხრათ, ყველა კანდიდატი გვპირდება, რომ არ იქნებიან მიკერძოვებულები, თუმცა, ძნელია, როცა შენს კუმირს ხვდები, შეინარჩუნო სიმშვიდე და არ მოარბილო სწავლების მეთოდები. თქვენ, არ იცით არც ერთი აიდოლი, შესაბამისად, არც წარმოადგენენ ისინი თქვენთვის არაფერს. გაკვეთილზე გეყოლებათ 5 ადამიანი, რომელსაც სჭირდება ინგლისურის სწავლა და თქვენ იქნებით მათი მასწავლებელი... მშვენიერი, გადასარევი.-მგონი უფრო ხმამაღლა ფიქრობდა, ვიდრე მე მესაუბრებოდა სავარაუდო დირექტორი. -საქმე იმაშია, რომ ჩვენი არტისტები შეწუხებულები არიან ზედმეტი ყურადღებით, სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველა იცნობს, თითოელი წევრის ცხოვრება და ქმედება საჯარო განხილვლის საგანი ხდება ხოლმე, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისეთი კადრის აყვანა, რომელიც სრულიად ფრიგიდულია შოუბიზნესთან და ორიენტირებული იქნება მხოლოდ გაკვეთილებზე. ზედმეტად რომ არ გავართულოთ, ჩემი აზრით, თქვენ საუკეთსო კანდიდატი ხართ ჩვენთვის, განვლილმა ტესტებმა გვიჩვენა თქვენი აკადემიური შესაძლებლობები, ხოლო ამ გასაუბრებამ განამტკიცა ჩვენი აზრი თქვენს შესახებ. ამიტომ, ჩემი სურვილი იქნება, თუ ვითანამშრომლებთ. თქვენ რას ფიქრობთ?-სავარაუდო დირექტორმა დანარჩენ წევრებს გადახედა და როცა ყველასგან უხმო თანხმობა მიიღო, ისევ მე მომიბრუნდა ღიმილით. -მაშ ასე, ანიკა, მოვლენებს წინ გავუსწრებ და გეტყვით, რომ ჩვენი საერთო გადაწყვეტილებით, თქვენ იდეალური კანდიდატი ხართ ჩვენთვის და ვისურვებდით თქვენთან თანამშრომლობას.
-კი მაგრამ, კიდევ რადენიმე ეტაპი რომ დამრჩა გასავლელი?-ვიკითხე გულუბრყვილოდ, რაზეც გარშემომყოფების სიცილი დავიმსახურე.
-ჩვენს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებთ. ვფიქრობთ, დამატებითი ეტაპების გავლა აღარაფერში გჭირდებათ. ანაზღაურებას რაც შეეხება, ნებისმიერ, თქვენ მოთხოვნილ თანხაზე თანახმა ვართ.-მოსმენილის გასააზრებლად რამდენიმე წუთი დამჭირდა.
-თქვენ ხომ არ გაქვთ რამე კითხვა?- საუბარში ჩაერთო ახალგაზრდა ბიჭი.
-აა... არა, არაფერი. -ვუპასუხე ოდნავ დაბნეულმა. შემდეგ კი დავამატე - არა, უფროსწორად, მაქვს კითხვა. როდიდან უნდა დავიწყო მუშაობა? ან კონკრეტულად რაზე უნდა ვიმუშაო? ეს დეტალები არ ვიცი.
-ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას უშუალოდ კონტრაქტის გაცნობის დროს მოგაწვდიან. ერთადერთი რაც ახლა შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მოგიწევთ ერთ-ერთ მუსიკალურ ჯგუფთან მუშაობა, რომელიც 5 წევრისგან შედგება და წინასწარ გაფრთხილებთ, რომ მაინცდამაინც კარგი ხასიათით არ გამოირჩევიან.-ღიმილით მითხრა სანდომიანმა კაცმა.
-გასაგებია.-ღიმილით დავუქნიე თავი.
-ანიკა, თუ კითხვა არ გაქვთ, მაშინ დაგემშვიდობებით, სხვა დეტალებს უკვე კურატორი შეგითანხმებთ. -მითხრა სავარაუდო დირექტორმა და ფეხზე წამოდგა, მის ჟესტს ყველა შეუერთდა და მათ შორის მეც.
-დიდი მადლობა ნდობისთვის, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იმედები არ გაგიცრუოთ.-ვუთხარი მე და ხუთივეს ხელი ჩამოვართვი. ოთახიდან გამოსვლის შემდეგ კურატორმა პირდაპირ კონტრაქტის გასაფორმებლად შემიყვანა. ანაზღაურებაზე ვერაფერი ვუპასუხე, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცოდი კორეული ვალუტის და ფასების შესახებ, ამიტომ უხერხულად შევიშმუშნე, კურატორი, რომელის სონ ჰიონად გამეცნო, მაშინვე მიხვდა ჩემი დაძაბულობის მიზეზს და თვითონ შემომთავაზა სავარაუდო თანხა, რაც ჩემი გადმოსახედიდან საკმაოზე მაღალი იყო. ბედნიერმა და კმაყოფილმა მოვაწერე კონტრაქტს ხელი. კურატორს დავემშვიდობე და გარეთ გამოსულმა ღრმად ჩავისუნთქე, რომ სიხარულის ბგერები არ აღმომხდენოდა.

.....
სწრაფად მოვწესრიგდი და ისევ საათს დავხედე ნერვიულად. 7 სრულდებოდა. კიდევ ერთხელ დავხედე მისამართს სადაც უნდა მივსულიყავი გაკვეთილის ჩასატარებლად და აპლიკაციაში საჭირო ავტობუსის ძებნა დავიწყე, რომელიც ადგილამდე მიმიყვანდა. უახლოესი ტრანსპორტი 10 წუთში მოვიდოდა ჩემს გაჩერებასთან. მისვლის დროს 40 წუთს მიწერდა და ფაქტიურად ნახევარი საათით ადრე მიწევდა ადგილზე გამოცხადება, მაგრამ პირველივე დღეს დაგვიანებას ადრე მისვლა ვამჯობინე.
უნდა ვაღიარო, რომ უფრო მეტად ვღელავდი, ვიდრე ტესტების ან, თუნდაც გასაუბრების დროს.
როგორც კურატორმა ამიხსნა, გაკვეთილები იმ სახლში უნდა ჩამეტარებინა, სადაც ჯგუფი ცხოვრობდა, ამით თავიდან ავირიდებდით სხვადასხვა ტიპის პაპარაცულ ფოტოებს. საქართველოსგან განსხვავებით, კორეული შოუბიზნესი ყვაოდა და თითოეული ცნობილი პიროვნება დაკვირვების ქვეშ იყო ჟურნალისტების მხრიდან.
კეპი თავზე ჩამოვიმხე, ჩანთა და გასაღები ავიღე და თავპირისმტვრევით გავეშურე გაჩერებისკენ.
ავტობუსმა დათქმულ დროს მიმიყვანა საჭირო გაჩერებაზე. აპლიკაციაში სახლის მისამართი ჩავწერე და ისრის მიმართულებით დავიწყე სიარული, დაახლოებით 6-7 წუთში უზარმაზარი შავი ჭიშკრის წინ ვიდექი და სუნთქვის დარეგულირებას ველოდებოდი, რომ კარზე დამეზარუნებინა.

კარი სონ ჰიონმა გამიღო მომღიმარი სახით. როცა ნაცნობი გამომეტყველება დავინახე, ცოტა მოვდუნდი და სანაცვლოდ მეც გავუღიმე.
-ანიკა, კეთილი იყოს შენი მობრძანება. -მითხრა მან და კარი ფართოდ გამიღო, რომ შესვლა შემძლებოდა. -მოგნება ხომ არ გაგიჭირდა?
-არა, მარტივად მოვედი.-ვუპასუხე და უზარმაზარ სამსართულიან სახლს მოვავლე თვალი.
-ამ სახლში ნამდვილი პაპუასები ცხოვრობენ და იმისთვის, რომ ერთმანეთის მყუდროება არ დაარღვიონ, შევარჩიეთ ამხელა სახლი.- როგორც ჩანს ჩემი გაოცება არ გამორჩენია მენეჯერს.
-გასაგებია. სონ ჰიონ, თუ შეგიძლია, მომიყევი რამე ამ ჯგუფზე, რამეზე თუ უნდა გავამახვილო ყურადღება, ან რამე თუა, რაზეც არ უნდა ვისაუბრო?
-ერთადერთი რაც გჭირდება არის გამძლეობა და მყარი ნერვები, რომ ჭკუიდან არ გადაგიყვანონ. დანარჩენი თავად გადაწყვიტე, ჩვენთვის მთავარი შედეგია და არა პროცესი, თუნდაც ყოველდღე ჯგუფის წევრების ცემა დაგჭირდეს. -მე სიცილი ვერ შევიკავე და გულიანად გადავიხარხარე.
- კარგად ხუმრობ. -ვუთხარი, როცა სუნთქვა დავირეგულირე.
-არ ვხუმრობ. პირიქით, სრული სერიოზულობით ვსაუბრობ.- მიპასუხა სონ ჰიონმა და როცა ჩემი შუბლამდე ასული თვალები დაინახა, დაამატა :- უბრალოდ, პატარა ბავშვებივით არიან და დიდ ნებისყოფას მოითხოვს მათთან მუშაობა.
-არაუშავს, სირთულეების გადალახვა მიზიდავს.
-ძალიან კარგი. -გამიღიმა მენეჯერმა. -ახლა რაც შეეხება ზოგად ინფორმაციას, ჯგუფს „Big Fale”- ჰქვია და 5 წევრისგან შედგება.
1. დაიკი-ჯგუფის ლიდერი, ასი, ვოკალისტი, რეპერი, მამა, მასწავლებელი და კიდევ რა ვიცი რა აღარ. მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იქნება შენთვის, გარდა ამისა, თუ რომელიმე წევრთან მუშაობა გაგიჭირდა, შეგიძლია, დახმარება სთხოვო და წამში მოიყვანს ყველას ჭკუაზე.
2.ჰოში- მთავარი რეპერი, ყველაზე სასაცილო სიცილის მქონე ადამიანი და საიმედო პიროვნებაა. ნებისმიერ სიტუაციაში გქონდეს მისი იმედი, ყველგან დაგიცავს და დაგიცავს პირდაპირი მნიშვნელობით, ბოდიბილდინგითაა გატაცებული და სულ მუშტებზე იყურება.
3. ჰა-ჯუნი- ვოკალისტი და ჯგუფის ვიზუალი, ითვლება, რომ ყველაზე ლამაზი მონაწილეა, უამრავი ცნობილი ბრენდის წამყვანი სახეა. მარტივად რომ გითხრა, sley ტიპია. ცოტა ცინიკოსია და ერთი შეხედვით რთული ხასიათი აქვს, მაგრამ თუ ახლოს მიგიშვა, ყველაზე დიდი სიყვარული შეუძლია.
4. უ -ჯინი- ჯგუფის ყველაზე საყვარელი წევრი. ძირითადი სიმღერების ავტორი სწორედ უჯინია, თითქმის ყველა ინსტრუმენტზე უკრავს, არის უზომოდ მხიარული და მეგობრული.
5. და ბოლოს ნოა- აქ ვერაფერს გეტყვი, ჯობს ნერვები მწობრში მოიყვანო და უბრალოდ გაუძლო. უნიჭიერესია, როგორც რეპერი, როგორც ვოკალისტი, როგორც სიმღერების ავტორი, როგორც მოცეკვავე, როგორც მსახიობი..... მაგრამ... მაგრამ....... უბრალოდ თავი შორს დაიჭირე, ჩაუტარე გაკვეთილი და ამით დაასრულე ხოლმე.

-რთული ადამიანია?- დავინტერესდი მე.
-ვერ გეტყვი. ერთდროულად შეუძლია იყოს ეშმაკიც და ანგელოზიც და შენ მის რომელ მხარეს გააღვიძებ, ვნახავთ ცოტახანში.
-გასაგებია.-ჩავიბურტყუნე მე და იქამდე ავითვალწუნე, სანამ გავიცნობდი. - და „დიდი მარცხი“ რატომ ქვია ჯგუფს, არ არიან წარმატებულები?
-პირიქით, დღეს ყველა რეიტინგის სათავეში დგანან, კორეაშიც და საბედნიეროდ, მსოფლიო ჩარტებშიც მოწინავე პოზიციები აქვთ.-მიპასუხა თვალებანთებულმა სონ ჰიონმა.
-აბა??-უფრო მეტად დავინტერესდი მე.
-სანამ იქ მოვიდოდნენ სადაც არიან, ძალიან ბევრი მარცხი, იმედგაცრუება და ტკივილი გაიარეს, ამიტომ გადაწყვიტეს ჯგუფისთვის დაერქმიათ ეს სახელი, რომ არასდროს დავიწყებოდათ, საიდან მოდიან.
-ალბათ ჯგუფის ლიდერი იყო ხომ იდეის ავტორი? -დაფიქრებულმა ხმადაბლა ვიკითხე.
-არა. ნოას ინიციატივა იყო. ყველაზე მეტი მარცხი სწორედ მან განიცადა. -მითხრა დასერიოზულებულმა სონ ჰიონმა და ვარჩიე, საუბარი აღარ გამეგრძელებინა. მენეჯერმა სახლი კარი გააღო და წინ შემიძღვა. ის იყო, ზღურბლს გადავაბიჯე, რომ ხმამაღალმა ყვირილმა გამაყრუა, ხმა მეორე სართულიდან მოდიოდა, მეც უნებურად ზევით ავიხედე, თუმცა სიტუაციაში გარკვევა ვერ მოვახერხე, რადგან საოცარი ხმა მისწვდა ჩემს სმენას.
-ჯოშიმასეიო....-დამიძახა სავარაუოდ კორეულად უკიდურესად დაბალმა ბარიტონმა და სანამ მზერას ხმის პატრონზე გადავიტანტი, საშინელმა ტკივილმა მომიცვა, იატაკზე გავიშხლართე და გონება დავკარგე.

არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ, მაგრამ თვალი რომ გავახილე, პირველი რაც დავინახე, ჩემს წინ ჩამუხლული ანგელოზი იყო. საოცრად თეთრი კანი, სწორი, მოქანდაკებული ცხვირი, ნუშის ფორმის თვალები, რაც ბოლომდე კორეელისას არ ჰგავდა, სავსე ტუჩები და შეღებილი ქერა თმა ჰქონდა. მის თავთან დაკიდებული ჭაღი ისე დაჰნათებდა, რომ შარავადედად მესახებოდა. ტკივილისგან, თუ დანახული საოცრებისგან, ტირილი ამიტყდა.

-მოკვკვდი?-ამოვიხავლე ქართულად და ჩემს წინ ჩამუხლულ ანგელოზს შევხედე შეშინებულმა. ჩემი მზერის ადრესატი გაოგნებული მიყურებდა და ცდილობდა, გაეგო რა ვთქვი.
-ანიკა, კარგად ხარ? -მომესმა ნაცნობი ხმა და ამჯერად სონ ჰიონი ჩაიმუხლა ჩემ წინ.
-სონ ჰიონ, მოვკვდი?- ახლა უკვე ინგისურად მივმართე.
-რაა? საიდან მოიტანე? -აშკარად დააბნია ჩემმა სიტყვებმა მენეჯერი.
-აბა ანგელოზი რატომ მადგას თავთან? არ მინდა ჯერ სიკვდილი. -ემოციებისგან უფრო ამომიჯდა გული, სახეზე ხელები ავიფარე და პატარა ბავშვივით ავსლუკუნდი.
-ვინ ანგელოზი ანიკა, ვერაფერს ვხვდები. -უფროდაუფრო მეტად იგრძნობოდა მენეჯერის ხმაში შიშის ბგერები.
--აი ეს... გაბრიელი.. შეხედე, ვერ ხედავ? -ვსლუკუნებდი მე და ჩემ წინ მჯდარი ქერა ანგელოზისკენ ვიშვერდი აკანკალებულ ხელს. გაოგნებულმა სონ ჰიონმა ჩემს თითს გააყოლა თვალი და უცებ ხმადაბალი სიცილი წასკდა, რამდენიმე წამში კი მას სხვებიც შეუერთდნენ და ოთახი საოცრად მელოდიურმა სიცილმა მოიცვა. შევეცადე, დამენახა კიდევ ვინ იცინოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. მენეჯერმა თავქვეშ ხელი ამომდი და წამოჯდომაში დამეხმარა. წინ 4 აყლაყუდა მედგა, რომელიც სიცილისგან მხრებს ჯერ ისევ ათამაშებდა. ხოლო ანგელოზი, რომელიც როგორც მივხვდი სულაც არ იყო ანგელოზი, სერიოზული სახით წამოდგა და წარბშეკრული დაკვირვებით მიყურებდა.
-ანიკა, გაიცანი, ეს ანგელოზი- ნოაა. -მითხრა სიცილით სონ ჰიონმა.
-ააა.. ეშმაკი?-წამოვაყრანტალე უნებურად და სანამ იმის გააზრებას მოვასწრებდი, რაც ვთქვი, ოთახი სიცილის ახალმა ტალღამ გააყრუა, ბიჭები ერთმანეთს ეყუდებოდნენ და ისე იცინოდნენ. მენეჯერი უხერხულობისგან იშმუშნებოდა, დაბღვერილმა ეშმაკ-ანგელოზმა კი ზურგი შემაქცია და ნელი, გამართული ნაბიჯებით სადღაც წავიდა, თუმცა სად, სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში, ეგ ჯერ უცნობი იყო.....



№1 სტუმარი ცირა

მშვენიერი დასაწყისია,მალე დადე რა,ერთი სული მაქვს როდის გააგრძელებ,მსგავსი ინტერესი დიდი ხანია აღარ გამოუწვევია არც ერთ ნაწარმოებს, ამ საიტზე.

 


№2  offline წევრი Adelaida

მომეწონა მშვენიერია სიაკოვნებით წავიკითხე❤️ ეა შენო ნოა და
ჩემი ისტორიის ნოა როგორ დავამთხვიეთ ესე ერთმანეთს .. თან კორეა დეჟავუ მქონდა ))) აბა გელოდები მეორე თავი მალე მოგვიტანე ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent