ჩვენ გადავარჩენთ ერთმანეთს თავი 5
But the Damage was Done The moment Our Eyes met. თავი 5 კარები დაკეტა და უკან მიჰყვა მისაღებში შესულს. ნაკაშიძეს წინ სავარძელში ჩამოჯდა და მრავალ მნიშვნელოვნად ახედა სტურუას. – მია, თუ არ შეწუხდები, ყავას გაგვიკეთებ? – ჰკითხა ლევანმა თბილი ხმით და დამშვიდებულმა ახედა. თავი დაუქნია და სამზარეულოში გავიდა. – რა გაიგე კახაზე? – სიგარეტს გაუკიდა და დაძაბულმა შეხედა მალანიას. – ერთი სიტყვით, ეგ შენი კახა მაგარ შარშია. – ჩაეცინა და ფეხი ფეხზე გადაიდო. კედლის საათს ახედა, როგორ წიკწიკებდა, მერე ისევ ლევანზე გადაიტანა ყურადღება. – რამდენიმე თვის წინ მოსკოვში ყოფილა... – ეგ ისედაც ვიცოდი. – თავი დაუქნია მალანიას. – ის თუ იცი, რა მიზეზით? – ახლა მან გაუკიდა სიგარეტს. – არა, რა მიზეზით? – დაინტერესებულმა ჰკითხა ლევანმა, თუმცა თვალები ისევ ქვემოთ ჰქონდა. – საქმე იმაშია, რომ მოსკოვში რაღაც დიდი გეგმები ჰქონდა, რომლის განსახორციელებლად თანხები აკლდა... გამოსავალი მალევე იპოვა. – რა? – ჩაქცეულ მილიონერთან მისულა, მე კი შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ის კაცი გამოსავალი კი არა, მისი საბოლოო განაჩენი იყო... ახლა ის მილიონერი გაქრა! – ვინ იყო ის კაცი? – დახედა დაკვირვებით მალანიას და შემდეგ ოთახში შემოსულ მიას. – ერთი დიდი გაიძვერა ვინმე! – სიცილით თქვა და მიაზე გადაიტანა მზერა. მისთვის მომზადებული ყავა ფრთხილად აიღო და მადლობის ნიშნად თავი დაუკრა. ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან დადგა. – დიდ შარშია რა... – მადლობა მია... ანოს ხომ არ გაღვიძებია? – ყავა წინ დაუდგა და მის გვერდით ჩამოჯდა. ფეხი ფეხზე გადაიდო და თავი გააქნია. მშვიდად მოსვა მისი მწარე ყავა. – მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე მხოლოდ იმ კაცის გაქრობას და თანხას ვერ ვუკავშირებ კახას გატაცებას. თქვა ისევ მალანიამ. მასზე გადაიტანეს ყურადღება. – კიდევ რამე მიზეზი არსებობს? – იკითხა ლევანმა. – შეიძლება... – სიჩუმე ჩამოწვა, მიხვდა მია, ახლა ეს ყველაფერზე მეტად საჭირო იყო... ფიქრი! ფანჯარასთან მდგომ, შავ პალტოში გამოწყობილ მაღალ სხეულს მოაშორა მზერა და ოთახს მოავლო თვალი. მერე ანოს და ნაკაშიძეს ფოტო რომ შეამჩნია, გაეღიმა, როგორი ბედნიერი იყო ანო მის გვერდით. უცბად გამოსახულება დაებინდა და ზურგით მდგარს შეხედა, ის ეფარებოდა მათ სურათებს. გაბრაზდა, მაგრამ არ შეიმჩნია და ყავა მოსვა. – ირონიულია... – ჩაილაპარაკა, მაგრამ ძალიან კარგად გაიგო სტურუამ კაცის ხმა. – ახლა რას აპირებთ? – ჰკითხა ლევანს. – ახლა უნდა მოვემზადოთ, ცოტახანში ალბათ გავალ კიდეც, არ ვიცი რა, როგორ, მაგრამ მაგ ტიპებს დღეს კახა რომ წაათრიეს, უნდა შევხდე და მოვაგვარო ერთი სიტყვით. – თვალები მოისრისა დაღლილმა და ფეხზე წამოდგა. – როგორ უნდა დაუკავშირდე? – დავუკავშირდი უკვე. – უპასუხა მალანიამ, თვალი შეავლო მიამ და კიდევ უფრო გააღიზიანა, აი ასე უბრალოდ. – კარგი... ჩვენი წასვლის დროა! – კარებისკენ დაიძრნენ და უკან მიჰყვა მიაც. ანერვიულებული უყურებდა ლევანის მოძრაობებს სტურუა. ისე ეშინოდა რამე არ დამართნოდა, რომ ცახცახებდა. – იცოდე... – თითი აუქნია თვალწინ სანამ გავიდოდა. – სახლში უვნებელი დაბრუნდი, თორემ ანოს მაგივრად მე დაგიმატებ კიდევ უფრო მეტს! გესმის?! – თვალები დაუბრიალა კაცს და ქვემოდან ახედა. გაეცინა კაცს, მისი ხელები თავისაში მოიქცია და აკოცა ორივეზე. – ანოს გეფიცები, მშვიდობით ვიქნები. – მისი თავი რომ დაიფიცა, მიხვდა, საერთოდ არ ხუმრობდა და არც არასდროს გატეხდა პირობას. გაეღიმა, ის ყველაზე სწორი ადამიანი იყო მისი გოგოსთვის, უხაროდა მისი ბედნიერება. მალანიამ ერთადერთხელ თავი დაუკრა გასვლის წინ და ლევანთან ერთად დაეშვა მეცხრედან. ••• თვალები რომ გაახილა, მაშინვე თვალი მოავლო ოთახს. ძალიან გაუხარდა ნაკაშიძეს ოთახში რომ იყო ისევ. თავს უსაფრთხოდ გრძნობდა მასთან და ეს იყო ყველაფერზე მნიშვნელოვანი. ნელა წამოიწია და წამოდგომას რომ ეცადა, ისევ შეახსენა თავი ნატკენმა ფეხმა. წამოიწია და მეორე ფეხზე დაყრდნობით გავიდა ოთახიდან. სამზარეულოდან ხმები გამოდიოდა, გაუკვირდა, იქეთკენ დაიძრა. შიგნით შესულს გაზქურასთან მოფუსფუსე მია რომ დაინახა, თვალები შუბლზე აუვიდა. – მია? შენ აქ რას აკეთებ? – გაოცებით წარმოთქვა ორი სიტყვა და სკამისკენ მიჩოჩდა. თვალები გააყოლა მიამ მის უცნაურ მოძრაობას. – შენ რა ფეხი გტკივა? – კითხვაზე კითხვით უპასუხა. მისთანა დაიხარა, როგორც კი ადგილი დაიკავა. კოჭზე შეახო ოდნავ ხელი. სწრაფ რეაქციაზე წარბაწევით გამოხედა სტურუამ. – რა გჭირს? სად იტკინე?! – გადამიბრუნდა... ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა. – ხელი აიქნია უაზროდ. – აქვს! – ფეხზე წამოდგა და პირველადი დახმარების ყუთი მოიძია. პატარა ქილიდან მალამო ნატკენ ადგილზე წაუსვა და უკან დააბრუნა. – ხელები გადაიბანე,სადმე რომ მოგხვდეს, აგეწვება. – გააფრთხილა მანაც მზურნველად და მალამო თავად დააბრუნა უკან ყუთში. ხელები გადაიბანა და ისევ საჭმელს დაუბრუნდა. – რას აკეთებ მანდ? – საჭმელს გიკეთებ, მაცივარში ისეთი არაფერი დამხვდა, ხოდა... – ჩემი მზრუნველი, ძალიან მიყვარხარ. – თბილი ხმით უთხრა და ლაღად გაიცინა. ერთი გახედა და ჩაეცინა მის ბავშვურობაზე მიას. წვნიანი ამოუღო და წინ დაუდგა. – ახლა ეს კარგად ჭამე იცოდე! თუ დამატება გინდოდეს კიდევ მითხარი. – წვნიანი ამოუღო და წინ დაუდგა. სანამ ჭამდა მანამდე მიალაგა დასვრილი ადგილი, წყალი დაადგა და წინ ჩამოუჯდა. – ძალიან მიხარია შენი აქ დანახვა, მაგრამ თან ძალიან მიკვირს. – ჭამას რომ მორჩა, დაიწყო ანომ და მიაშტერდა გოგოს. – რატომ? – იმიტომ, რომ ამ ყველაფრისთვის არ გცალია ხოლმე, შენ... – რას გულისხმობ? – შენ ძალიან დაკავებული ხარ... – გულისხმობ, შენთვის არ მცალია? – დაღლილი წამოდგა და ყავა გაანაწილა ორ ჭიქაში. – ბოდიში! – რა? რისთვის მიხდი ბოდიშს?! – საერთოდ აირია ახლა ანო. – მე ყურადღებას გაკლებ, სითბოს... შენ რომ ყოველთვის გჭირდები, მაშინ არ ვარ შენ გვერდით, ეს ჩემი ბრალია, ამიტომ ბოდიში! – ნუ სულელობ, მია! ჩვენ ჩვეულებრივი მეგობრები არ ვართ, ბოდიშებს არ ვიხდით, ჩვენ... განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს, მეგონა ეს გახსოვდა, ჩვენ ორი განსაკუთრებულები ვართ ერთმანეთისთვის! – გულში სითბო ჩაეღვარა, მისი სიტყვების მოსმენისას. ყველაფერს თავი მიანება, შემობრუნდა და უსიტყვოდ ჩაეხუტა. სიტყვების უთმელად მოხვია მანაც ხელები, თავი მის თმებში ჩარგო და შეისუნთქა მისი ვანილის სურნელი. – ასეთ სურნელი როგორ გაქვს ყოველთვის? სურვილი მიჩნდება შეგჭამო ხოლმე. – სიცილით უთხრა ანომ და მაღალ სხეულს ახედა. – საიდუმლოა. – თვალი ჩაუკრა და გაეპრანჭა. სამზარეულოდან გავიდა და იქიდან სიგარეტით დაბრუნდა. მერე ყავა წინ დაუდგა და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა. – აბა? არ მომიყვები? – თეთრი კაბა მოხდენილად გაისწორა მიამ და სიგარეტს გაუკიდა. –მოულოდნელი იყო ყველაფერი მე მეძინა, კარებზე ბრახუნი რომ ატყდა, უყოყმანოდ გავაღე და წინ რამდენიმე ზორბა კაცი იდგა, უკითხავად შემოიჭრნენ სახლში და კახა წაათრიეს. – ამოიოხრა და ყავა მოსვა. – მისგან რა უნდოდათ? – იკითხა უმისამართოდ და გააბოლა. – არ ვიცი, აზრზე ვერ მოვდივარ... – სად არის ახლა? – ჰკითხა ლევანზე. – დამირეკა, მარტო დატოვება არ უნდოდა შენი, ახლა იმ უცნაურ ტიპთან ერთად არის გასული. – ხელი აიქნია უაზროდ და ყავა მოსვა. – უცნაურ ტიპთან? – გაეცინა ანოს. – სახელიც რომ არ ვიცით მაგის იმასთან. – ააჰ, მალანიაზე საუბრობ? მაგ ტიპის სახელი არც მე ვიცი, სულ გვარით მიმართავენ, არც დავკვირვებივარ. – მხრები აიჩეჩა სტურუამ და სიგარეტის ახალ ღერს გაუკიდა. დრო ზლაზვნით გადიოდა, ისე ედიდებოდათ საათები, წუთები, წამები... ღერს ღერზე ეწეოდა. ნერვიულობდა მათზე, იმ ხალხზეც რომელსაც არ იცნობდა. და მაინც, რატომ კახა... კითხვები უჩნდებოდა თავში, რომელზეც არც პასუხი ჰქონდა და არც რაიმე ინფორმაცია. – მიაკო, – მისაღებიდან გამოსძახა ანომ.სიგარეტის ბოლო ღერი ჩაწვა და მასთან გავიდა. – ტელეფონს ვერ მიპოვი? სადღაც მივაგდე. – დივანზე გადაწოლილიყო და ამოყირავებულ პოზაში, თავით დაბლა ახედა. – რათ გინდა ტელეფონი? – გაეცინა და ფეხებზე წაეთამაშა. – ლევას უნდა დავურეკო ისევ, ვნერვიულობ რომ არ მპასუხობს. – თქვა მოწყენით. – შენი ლევა ალბათ მალე მოვა, არც ჩემს ზარებს პასუხობს, ნუ ნერვიულობ, პირობა მომცა, რომ არ დაშავდებოდა. – დაასრულა თუ არა, კარზე ზარის ხმა გაისმა, უცბად გასწორდა ანო და რომ არა მიას ხელები, ფეხზე წამოხტებოდა და პირველი ის გაიქცეოდა გასაღებად. – დაელოდე! შენ ფეხი გტკივა მგონი! – თვალები დაუბრიალა გოგოს და კარებისკენ დაიძრა. სანამ გააღებდა, ბოლო წუთამდე ეგონა, რომ კახაც მასთან ერთად იქნებოდა, მაგრამ გააღო თუ არა, ლევანის გარდა რომ ვერავინ დაინახა, პირდაპირ ჰკითხა. – არ გამოვიდა? – გაიწია და შემოატარა. ტყავის მოსაცმელი გაიხადა და მას დახედა.ისეთი სახე ჰქონდა ნაკაშიძეს შეეშინდა.მხრები ჩამოეყარა უკვე მიას. ლევანის ასეთი სიჩუმე კარგს არ ეუბნებოდა. – სხვა რამე ხდება აქ, თანხას არ ითხოვენ. – რას ნიშნავს? აბა რა ჯანდაბა უნდათ?! – აუწია ხმას მიამ. შიგნით შეიხედა ლევანმა და მერე ისევ მას დახედა. – ხვალ ვისაუბროთ, ქვემოთ გელოდება მალანია, მიგაცილებს სახლში, მიდი! – თავისი ჩანთა ჩამოხსნა საკიდიდან და მას მიაწოდა. – რა? ჩემითაც წავალ! – წამოიძახა ისე მკაცრად, რომ თავადაც გაოცებული დარჩა.გააპროტესტა მაშინვე.თვალები დაუბრიალა ნაკაშიძემ, კარები გააღო და სულ ძალით გაიყვანა გარეთ. – გელოდება! სწრაფად ჩადი, ნუ ალოდინებ! – რასაც ქვია, გამოაგდო და მოუხურა კარები. დანებდა და კიბეებზე დაეშვა. დატოვა ერთად ორი გვრიტი და მიდიოდა ახლა სრულიად უცნობთან, რომ მას სახლში მიეცილებინა. – რა ჯანდაბაა! – ჩაიდუდუნა სტურუამ და ბოლო საფეხურიც ჩამოირა. სადარბაზოდან გავიდა თუ არა, თვალში მაშინვე მოხვდა შავი მერსედესი. ფარები აუნთო და მიახვედრა, რომ თავად იყო, მაგრამ დიდი მიხვედრა არც დაჭირვებია, მაშინვე მიხვდა მია. მისკენ დაიძრა და კარები გამოაღო. დაეპერტყა კაცის გვერდით სავარძელზე და გახედა უაზროდ გზას. მთელი გზა სიჩუმე გამეფებულიყო. არც საუბრის სურვილი ჰქონდა დიდად მასთან, მაგრამ თან ძალიან უნდოდა კითხვებზე ჰქონოდა პასუხი, ასე რომ ატკივებდა თავს. – მკითხე. – სიჩუმე კაცმა დაარღვია. არც შეუხედავს მისთვის, მიხვდა როგორ სურდა კითხვების დასმა, საუბარი. – რა? – გახედა გაკვირვებით. – ბევრი კითხვები გაწუხებს. – უპასუხა კაცმა და თავის მხარეს ფანჯარას ჩაუწია. სიგარეტის ღერი ამოაძვრინა და გაუკიდა. – მე... კახა სად არის? მათთან საუბარი არ გამოვიდა? რა უნდათ? თანხა თუ არ სურთ, მაშინ რა უნდათ?! – ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები ჰქონდა და თავი სკიოდა უკვე ამდენი ფიქრისგან. – დიდი რაოდენობის თანხა შევთავაზეთ, იმდენი რამდენიც ვალი ჰქონდა კახას მათი, მაგრამ თურმე სრულიად სხვა რამე სურთ, კახაც მათთანაა. – უდარდელად ჩაილაპარაკა და გააბოლა. – რა უნდათ? ფულის გარდა კიდევ რამე სურთ? – დიდი ისტორიაა, არ ღირს, მოვაგვარებთ ჩვენ. – როგორ? იცით რა უნდათ? – გზას მოაცილა თვალი და გახედა მას. – გოგო! – დახედა მალანამ მიას და გზას მიაპყრო ისევ მზერა. – გოგო? – პირი ღია დარჩა. – ჰო, გოგო... გოგო უნდათ კახას მაგივრად! – რას ნიშნავს... გოგო? ვისზეა საუბარი?! – სრულიად აირია, არ იცოდა რაღა ეფიქრა. თავი უკან გადააგო და თვალები დახუჭა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. სალონში ისეთი უცხო, მძაფრი სუნი იგრძნობოდა, ესიამოვნა. – მაგ ნაბიჭვარს წაგებული აქვს! – რა? – ენა ჩაუვარდა, კინაღამ მის შემხედვარეს. სიჩქარეს მოუმატა. –ახლა მის ქალიშვილს ითხოვენ.– სმენას მისწვდა თუ არა კაცის ხმა, გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა და მერე ერთიანად იფეთქა. წიწკნიდა საშინლად, ისე სტკენდა გულზე, იჭერდა ხელს და ღრმად სუნთქავდა. ყურში ჯერ კიდევ ჩაესმოდა „მისი ქალიშვილი უნდათ“ ვერაფერი ვერ თქვა, ისე დაამუნჯა მისმა სიტყვებმა. ბოლოს მისი კორპუსის წინ გაუჩერა მალანიამ და დაელოდა მის აზრზე მოსვლას. გარშემო მიმოიხედა და ადგილი რომ ეცნო, უცებ მიხვდა, სახლთან იყო და ჩანთას დაწვდა. – მადლობა! – მეტი არც არაფერი უთქვამს, ისე ჩამოხტა და შევარდა სადარბაზოში. თვალი მოაცილა მიას და მანქანა გაიყვანა გზაზე. სახლის კარები შეაღო და იქვე დაყარა ნივთები, სამზარეულოში შევარდა და წყალი დალია.სამი ჭიქა წყალი ზედი ზედ დალია და ცოტა რომ დაწყნარდა, იქვე ჩამოჯდა. თავი გააქნია და უაზრო ფიქრები გაფანტა. არა! ეს შეუძლებელია, რას ნიშნავს გოგოს ითხოვენ. ითხოვენ?სათამაშოა? საბოლოოდ ბედნიერება, სიყვარული იპოვა და ახლა გამოუჩნდა მთავარი პრობლემები! მან ხომ ჯერ კიდევ არ იცის და ლევანი ხომ საერთოდ გაგიჟებული უნდა ყოფილიყო, მერე მიხვდა როგორ იკავებდა მასთან თავს. მას არ უთქვამს, არ შეეძლო ამის თქმა. ••• „– დედა... მამა მიშველეთ! – წყალში იყო! გრძნობდა, სადაცაა გაითიშებოდა. ყელი და ცხვირი ეწვოდა, თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა, მაგრამ უზარმაზარი წყლის ფონზე ეს ისეთივე შეუმჩნეველი იყო, როგორც გოგონა ამხელა წყალში. – მიშველეთ... დამეხმარეთ გთხოვთ! – ხელებს იქნევდა და შველას ითხოვდა, რომ იქნებ ვინმეს გაეგონა და ეშველა, მაგრამ არავინ! სრულიად არავის ეცალა მისთვის... – დედა, მამა! –იყვირა ბოლოს, როცა მიხვდა, ძალაც გამოეცალა და იმის უნარიც, რომ ეყვირა. ხელები თავისით ჩამოცვივდა და გაითიშა...“ მადლობა რომ კითხულობთ ჩემო ლამაზებო მადლობა გამოხმაურებისთვის და თქვენი შეფასებებისთვის. ახალი თავი სულ მალე!! გაკოცეთ... თქვენი უცნობი <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.