მექანიკურად! (16 თავი)
-ჩემი შეყვარებული უნდა მოგტაცო კატო-მოულოდნელად გამოუცხადა ლევანმა სამზარეულოში მყოფ გოგოებს,რომლებიც ყავას და ნამცხვარს მიირთმევდნენ,ამის გაგონებისას ორივემ ინტერესიანი მზერა მიაგება. ლევანი თათას მიუახლოვდა და უკნიდან მიეხუტა -ყავის სმას რომ მორჩები ჩემთან შემოდი რა-თხოვნით მიმართა.თათამ თავი დაუქნია და ლევანიც მალევე გავიდა -ამ საღამოს რამ მოუარა ნეტა?-თავისთვის იკითხა კატომ.თათამ მხრები აიჩეჩა. ყავის სმას რომ მორჩნენ, სამზარეულო მიალაგეს და თათა ლევანის საძინებლისკენ წავიდა -სპეციალურად დიდხანს სვამდი ყავას ხომ?-სიცილით ჰკითხა ლევანმა ოთახში შესულ თათას,რომელსაც გაეღიმა -ლაპარაკს შევყევით, აბა რა საქმე გქონდა?-ჰკითხა და პუფში მოთავსდა -რა შორს დამიჯექი,მოდი ჩემთან-ხელით თავისკენ ანიშნა. თათა წამოდგა და მასთან მივიდა.ლევანმა ხელი მოკიდა,გვერდით მიიწვინა და ჩაეხუტა -დღეს ერთად დავიძინოთ რა-კისერში აკოცა -ლევან, რა?..- თათას გააჟრჟოლა -ხო,რა მოხდა, უბრალოდ დავიძინოთ რა, მინდა დილით შენთან ერთად გავიღვიძო-თავი მის ყელში ჩარგო და თვალები დახუჭა-სასწაული სუნი გაქვს-ღრმად ჩაიყნოსა მისი სურნელი -ეგრე ნუ მიშვები,თორემ აზროვნებას ვკარგავ-სიცილით უთხრა თათამ. ლევანს მისი ყელიდან ცხვირი არ ამოუწევია და თათამ რომ დაილაპარაკა,მისი ხმის ვიბრაციამ სასიამოვნოდ დაუარა სხეულში -მეც ეგ მინდა-ღიმილით უთხრა ლევანმა-დაიძინებ ხომ,ჩემთან ერთად? -აჰა-უპასუხა თვალებდახუჭულმა თათამ. მალევე ჩაეძინათ,ერთად ჩახუტებულებს. მთელი ღამე არ განძრეულა არც ერთი. დილით თათას ლევანზე ადრე გაეღვიძა.სხეული ძლივს შეარხია,მთელი ღამე ერთ პოზაში ძილმა,მთელი სხეული დაუბუჟა.თავი მისი მკლავებიდან რომ გაინთავისუფლა,ცოტა ხანი მის სახეს დააკვირდა. მერე თითებით სახეზე მოეფერა. ლევანს ღრმად ეძინა. შაბათი დღე იყო და არსად ეჩქარებოდა,ამიტომ დილით ადრე ადგომა არ უწევდა. თათა უხმაუროდ ადგა,რომ არ გაეღვიძებინა. თავი მოიწესრიგა და ყავა გაიმზადა. ყავის სმაში ფიქრებმა ისე გაიტაცეს,ვერც გაიგო,ლევანი როდის გამოვიდა საძინებლიდან -გამომეპარე?-თვალებს იჭმუჭნიდა,ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გამოფხიზლებული -ღრმად გეძინა,მე კიდევ რომ გამეღვიძება მერე ლოგინში ვერ ვჩერდები-ღიმილით აუხსნა სიტუაცია -თვალისგახელისთანავე შენი დანახვა მინდოდა და არა ცარიელი საწოლის- თვალები აატრიალა,მერე თათას ჭიქა ააცალა და ყავა მოუსვა. როგორც ყოველთვის სახე დამანჭა -ხომ იცოდი რომ ტკბილი იქნებოდა-სიცილით მხრები აიჩეჩა -მინდოდა დილას შენი გემოვნებით შევხვედროდი-გაეღიმა და ლოყაზე აკოცა -რამხელა მსხვერპლია-გაეცინა თათას -უნდა გადაგაჩვიო ამ სიროფის სმას -რატომ უნდა გადამაჩვიო,მე ასეთი მომწონს -შენს ჯანმრთელობაზე ვზრუნავ -მადლობა ზრუნვისთვის,მაგრამ მაგ მწარე სითხეს მე ვერ დავლევ -კარგი,როგორც გინდა-ლევანმა დანებების ნიშნად ხელები ასწია და სააბაზანოსკენ გაეშურა ყავის სმას მორჩა. ჭიქა სამზარეულოში გაიტანა და გარეცხა. ხელებს იმშრალებდა ტელეფონმა რომ დაურეკა. დედამისის ნომრის დანახვაზე გულმა უცნაურად დაუწყო ძგერა. ამდენი ხანია მისგან არაფერი სმენია. ძლივს გადაუსვა სენსორს ხელი. -გისმენ-ეცადა მტკიცედ ეპასუხა -საერთოდ დაგავიწყდა დედის არსებობა?-უკმაყოფილო იყო თეა - როგორ ხარ? -ერთი არ მოგიკითხივარ,იქნება და რა მჭირდა -სხვათაშორის არც შენ გაგხსენებია შვილი,რომელიც სახლიდან ფაქტობრივად გააგდე-არც თათამ დააკლო -სახლში დაბრუნდი თათა...-ცოტა შერბილებულმა უთხრა თეამ,თითქოს მუდარანარევი ხმით -კახა ისევ მაგ სახლში ცხოვრობს? -თათა.. -თეა,კახა ისევ მანდ ცხოვრობს?-გაუმეორა თათამ -კი -მაშინ მე მანდ არაფერი მესაქმება -გთხოვ-ბოლოს მაინც გატყდა- მინდა რომ დაბრუნდე -ამ დღეებში გამოგივლი, დაბრუნებას ვერ შეგპირდები- მოკლედ მოუჭრა თათამ და დედამისს დაემშვიდობა -დედაშენი იყო?- არც კი გაუგია როდის შევიდა სამზარეულოში ლევანი -ხო-მშრალად უპასუხა და ტელეფონი მაგიდაზე დადო -უბრალოდ მოგიკითხა თუ რამე მოხდა?-ინტერესით ჩაეკითხა და მაგიდას მიეყრდნო -უბრალოდ მომიკითხა-მხრები აიჩეჩა თათამ-მეტი რა უნდა ნდომებოდა -რა ვიცი,მაგალითად ბოდიშის მოხდა- სხვათაშორის უთხრა ლევანმა -რა ბოდიში?.. -თათა...-აღარ გააგრძელა ლევანმა -მოიცა- მერე წამით დაფიქრდა-რას გულისხმობ?-ლევანს არაფერი უპასუხია,უბრალოდ გაჩუმდა და გვერდზე გაიხედა -იცი ხო?-ამოიოხრა თათამ,რადგან ლევანის სიჩუმემ მიახვედრა,რომ მან იცოდა თათას სახლიდან წამოსვლის მიზეზი,ოღონდ არ იცოდა საიდან- საიდან გაიგე? -რა მნიშვნელობა აქვს? -როგორ არ აქვს, ვინ გითხრა?-ჩაეძია თათა - არავის არ უთქვამს, სახლიდან რომ წამოხვედი იმ დღეს,შემთხვევით მოვკარი შენი და კატოს საუბარს ყური-აუხსნა საიდანაც იცოდა.თათას ტუჩები აუკანკალდა,ცოტაც და იტირებდა,ანუ ლევანმა ყველაფერი თავიდანვე იცოდა, ყველაფერი ზუსტად ისე მოისმინა,როგორც კატოს უთხრა. -რა მოისმინე?-გულაჩქარებულმა დაუსვა კითხვა და პასუხის მოლოდინში ლამის გული გაუჩერდა -როგორც იყო ისე მოვისმინე ყველაფერი. -ანუ თავიდან ბოლომდე-ხმადაბლა ჩაილაპარაკა -საშინლად მომხვდა მაშინ შენი ცრემლები გულზე-მიუახლოვდა,თავზე ხელი გადაუსვა და ჩაიხუტა.თათა ვერ აზროვნებდა.ცრემლები უნებურად წამოუვიდა.ერთ ხანს უხმოდ იყო. მერე ლევანს მოშორდა, ცრემლები მოიწმინდა და ჰკითხა -შეგეცოდე? -თანაგიგრძნე! --შეგეცოდე და მაგიტომ დაიწყე ჩემთან ურთიერთობა?- ამის გააზრებისას ლამის გული გაუჩერდა თათას. -რა სისულელეა!-თვალები გაუმუქდა ლევანს ბრაზისგან -გთხოვ,სიმართლე მითხარი,მას შემდეგ შეგეცვალა ჩემზე წარმოდგენა? დაინახე როგორი საწყალი და დაუცველი ვიყავი და ამიტომაც მექცეოდი თბილად?- თათას ხმა დანაწევრებული იყო -თათა... ახლა ხომ ხვდები, რომ რასაც შენ ამბობ... ეს აბსურდია! -არა ლევან, ახლა დავფიქრდი და სწორედ მაშინ დაიწე ჩემთან სხვანაირად მოქცევა,როცა აქ გადმოვედი საცხოვრებლად. ისიც კი არ გაგიპროტესტებია რომ თქვენთან უნდა მეცხოვრა,რადგან სიმართლე იცოდი და შეგეცოდე!-აგრძელებდა თავისთვის ხმამაღალ დასკვნებს -თათა,ახლა ჭკუიდან არ ამშალო!-მოთმინებიდან გამოვიდა ლევანიც- რას ნიშნავს შემეცოდე და მაგიტომ დავიწყე შენთან ურთიერთობა?კი,მართალია ის,რომ იმ მომენტში ძალიან შემეცოდე,რადგან განადგურებული იყავი,ასეთი კი არასდროს მყავდი ნანახი, მაგრამ ის რასაც ახლა შენ მაბრალებ,სრული აბსურდია. ვგავარ მე ადამიანს,რომელიც გოგოსთან ურთიერთობას მხოლოდ იმიტომ დაიწყებდა,რომ ის შეეცოდა? -აბა რამ გამოიწვია შენი ცვლილება?-მაინც არ ნებდებოდა თათა -შენ თათა,შენ! შენ გამოიწვიე ცვლილება,შენ დამანახე რომ ვცდებოდი,რომ საერთოდ არ ხარ ისეთი,როგორიც მეგონე. სხვანაირი გრძნობები გამიჩნდა შენს მიმართ. ყველაფერი შეგიძლია დამაბრალო შენთან მიმართებით, მაგრამ ის რომ შენთან იმიტომ ვარ რომ მეცოდები, ეს ყველაზე დიდი სისულელეა დედამიწაზე!-მტკიცედ საუბრობდა ლევანი. -რომელი გრძნობები ლევან?-დაღლილმა ამოილაპარაკა თათამ.ლევანს თვალები გაუფართოვდა -ანუ?-გაოცებულმა ჰკითხა -შენ ჩემს მიმართ გრძნობები გაქვს? -აბა? არ მაქვს? -არ ვიცი,არასდროს გითქვამს რას გრძნობ ჩემს მიმართ -სიტყვები აუცილებელია? ჩემი დამოკიდებულებით ვერ მიგახვედრე?-ძალიან გაღიზიანებული ჩანდა ლევანი -ვერა ლევან,ვერ მიმახვედრე,არასდროს გითქვამს ის,რაც საჭირო იყო -ეგ არც შენ გითქვამს თათა! -და ახლა ერთმანეთს შევეჯიბროთ ვინ ვის რა უთხრა?- ირონიულად ჩაეღიმა თათას -არ გეჯიბრები, უბრალოდ ჩემსას რომ ხედავ,მინდა შენიც დაინახო-მხრები აიჩეჩა ლევანმა, ძლივს იკავებდა თავს რომ არ ეყვირა,ისე მოუშალა თათამ ნერვები -კარგი, იყოს როგორც არის- მერე დამშვიდებულმა მიუგო თათამ-ამაზე კამათს აზრი არ აქვს-უთხრა და ის იყო გასვლას აპირებდა,ლევანმა ხელი რომ დაუჭირა -ახლა ერთმანეთზე გაბრაზებულები უნდა ვიყოთ?-მერე ცოტათი დამშვიდებულმა ჰკითხა -ცოტა ხანი გავისეირნებ, მერე ვილაპარაკოთ-ხელი შეუშვა და სამზარეულოდან გავიდა. ლევანი კი გაღიზიანებული დატოვა სამზარეულოში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.