შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შანსი მომეცი


8-03-2025, 21:38
ავტორი inside my head
ნანახია 759

თავი 1

-დე, გთხოვ, ყველაფერს აგიხსნი, ძალიან გთხოვ, ერთადერთი შანსი მომეცი, აგიხსნა დედა...
-აქედან წაეთრიე, საერთოდ ნუღარ დამენახები ჩემთვის აქ და ახლა მოკვდი! – უღრიალა და სანამ რამის თქმას მოასწრებდა, გოგო სახლის კარები მოუჯახუნა. საკუთარმა დედამ სახლიდან გამოაგდო.
მორჩა?
სრულიად?
არა, არა...
-გამიღე, გთხოვ, ყველაფერს აგიხსნი, დე, გთხოვ, ნუ მიმატოვებ ასე!! – მუხლებზე დაჩოქილი წამოჰხტა ფეხზე და ისტერიულად დაიწყო კარებზე ბრახუნი, ხვეწნა და მუდარა, მაგრამ აშკარად აიგნორებდნენ, აღარ აინტერესებდათ. მან უკვე მასზე უარი თქვა, მასზე და მის...
შეწყვიტა.

კარებს მოშორდა და უკან დაიხია.
გონებას ვერ იკრებდა, რა უნდა გაეკეთებინა. გაგიჟდა, გამოვვარდა სახლის უზარმაზარი ბაღიდან და ცარიელ ქუჩაში ამოყო თავი. ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ნაცნობ ნომერზე დარეკა. ხელები საშინლად უკანკალებდა, პანიკას ყავდა აყვანილი უკვე.
-აიღე, გთხოვ... – ყურმილში მისი ხმა გაისმა.
-გისმენ!
-დამეხმარე, გთხოვ!– ტირილის ნოტები შეერია და ისევ დაუსველა კანი ცრემლებმა.
-მარიამ, – გაისმა მძიმე ხმა, სუნქვას ამოაყოლა და მძიმედ დაიხვნეშა.
-დავასრულოთ რა ეს ყველაფერი, დავიღალე შენი კუდში დევნით...
საკმარისი აღმოჩნდა ამ სიტყვების მისგან გაგონება, გაუთიშა და გაუაზრებლად გადავიდა გზაზე, ძლივს დადიოდა, დამძიმებული, ერთმანეთში ებლანდებოდა ფეხები.
გაჩერდა, ინსტიქტურად შუქნიშანს ახედა,უცნაურად ბჟუტავდა.რა მნიშვნელობა ჰქონდა, ცარიელ ქუჩაში იდგა. თქვენ გგონიათ, რამეს ხედავდა?
ან ესმოდა?
არა!
ცრემლები უსველებდა მხოლოდ და მხოლოდ დაჭიმულ სახეს.
ფიქრობდა მასზე, მის პატარაზე.
ახლა რა მოხდება?
საკუთარმა დედამ სახლიდან გამოაგდო, მასზე უარი თქვა, კარგი ფიქრები ნამდვილად არ ჰქონდა.
-ნუთუ ასე ძალიან გსურთ ჩემი სიკვდილი, ამდენად გსურთ? – ტირილს ამოაყოლა,შეჩერდა ცაში აიხედა და ხელები მაღლა აღმართა.
-მომკალი! ნუღარ მაწამებ გთხოვ, ასეთ ცხოვრებას აზრი აღარ აქვს... – ზუსტად ამ დროს გამოვარდა არსაიდან შავი დაბურულ შუშებიანი მანქანა და საჭესთან მჯდარმა ვერც შეამჩნია შუა გზაზე მდგომი, ისე ააფრიალა სხეული ჰაერში და წამში დაეცა ასფალტზე.
რამდენიმე წამში მოხდა ყველაფერი.
ვერავინ გაიაზრა....
-მოვკალი? – შეშინებულმა გააღო კარები და გადმოვარდა, სწრაფად მივარდა გოგოს და პულსი გაუსინჯა. მოზრდილი მინის ნაჭერი ჰქონდა მუცლის არეში გაყრილი.
-დამეხმარე, გთხოვ... – არსაიდან ხრიწინით წარმოთქვა გოგომ სიტყვები და შარვალზე დაექაჩა.
-არა, არა, ეს რა ჯანდაბა გააკეთე, ლევან?! – იყვირა გაცოფებულმა კაცმა და უკან დაიხია. სისხლი თეთრ, ფითქინა პერანგზე შეიწმინდა და ტელეფონი კანკალით ამოაძვირინა. უკან დაიხია და მანქანაში ჩაჯდა, ჩალეწილი მინიდან უყურებდა დაგდებულ სხეულს, საცაა მკვდარს და თან გაგიჟებით ელაპარაკებოდა ვიღაცას, მერე, უბრალოდ, ერთადერთხელ ამოიხედა ცრემლიანი თვალებით, უცბად დაძრა მანქანა და წარმოუდგენელი სისწრაფით მოშორდა ადგილს. ენით აღუწერელ ტკივილს გრძნობდა მუცლის არეში.
-დამეხმარეთ!! – მაგრამ ის მაინც იქ იწვა,
ცოცხალ-მკვდარი და გადარჩენას ითხოვდა.
-საოცარი არსებები ხართ ეს ადამიანები... – მოულოდნელად მოესმა საოცრად ნაზი და ბოროტი ხმა, რომელსაც თან სიცილიც მოჰყვა. იმედით ახედა მის თავთან მდგარ სხეულს და ხელის მიწვდენა სცადა.
-ჰო, ვიცი, ძალიან მტკივნეულია. – თქვა ოხვრით და მის თავთან დაიხარა.
-გთხოვ, დამეხმარე!– ამოაყოლა სიტყვებს დარჩენილი ძალა და მის ფეხებთან ჩამოუვარდა ხელი.
-ნუთუ, შენ არ იყავი ის, ვინც სიკვდილს ითხოვდა? – ირონიით დახედა გოგოს.
ბოროტი თვალები ჰქონდა, ადამიანს ხომ თვალებზე ეტყობა როგორიც არის, ან კი არის ის ადამიანი?
-ხოდა მეც აქ ვარ... – ხელები გაშალა ცრემლები შეწყდნენ,მის მაგივრად სისხლი მოსდიოდა.
-შენი სიცოცხლე ახლა მე მეკუთვნის, რადგან შენ მასზე უარი თქვი.
-გთხოვ...
-ვერ ხვდები? შენ თითქმის მკვდარი ხარ.- თავი გააქნია პატარა ბავშვივით და სახიდან ქვემოთ გადაიტანა მზერა.
-გემუდარები, ის გადაარჩინე!
-შენს სურვილებთან ფრთხილად ყოფილიყავი, სიკვდილს რომ ნატრობდი, მასზე არ ფიქრობდი, არა?- თავით მიუთითა დასერილ მუცელზე. -ის ყველაზე უცოდველია, აქ.
-ვწუხვარ, ყველაფრისთვის. - თვალები დახუჭა გოგომ, ბოლო ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე.
-მემშვიდობები, მარიამ? აბა, შანსი მომეციო? ჩვენ კიდევ შევხვდებით.
-გაიღიმა და გამოაჩინა თავისი სისხლისფერი, წითელი თვალები.
მერე სხეული ჰაერში აიტაცეს და სიჩუმე...



„ადამიანის ყოველი სურვილი და ნატვრა ერთად, რომ ახდეს, ეს დედამიწა ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა."



ნუთუ ასეთია ჯოჯოხეთი შავი და ყრუ?
ასეთია დასასრული...
ასე მალე? მაგრამ ეს მე არ ვითხოვე? ჩემი პატარა არც კი გავითვალისწინე!
მე ის მოვკალი, ეს მე ჩავიდინე.
მასზე არც კი ვიფიქრე, მე რანაირი დედა ვარ, მე არ ვიმსახურებდი, მე დედობას არ ვიმსახურებდი!
„ამიტომ წაგართვეს ის." - გონებაში გაისმა არსაიდან ჩუმი ხმა.
მართალია, ეს მე გავაკეთე, ჩემი ბრალია. ცხელმა ცრემლებმა გაიკვალეს გზა და აღარც გაჩერდნენ.

„სისხლი... მისი სისხლი შენს ხელებზეა."

ხელებზე დავიხედე ფეთიანივით, ის მართალია, სისხლი ჩემს ხელებზეა.
-შეწყვიტე, შეეწყვიტე! - ვიყვირე და თავში დავიშინე ხელები.სხეულზე ვგრძნობ მჭიდროდ შემოკრულ მკლავებს, ისინი მაკავებენ.
-გთხოვ, გაიღვიძე საყვარელო... - მომესმა არსაიდან ნაზი, მაგრამ განსხვავებული ხმა, ვის ეკუთვნის ის?
უცბად გამოვერკვიე და გავახილე თვალები. თავზე მედგა ახალგაზრდა, ულამაზესი პირსახის ქალი, ანერვიულებული დამჩერებოდა.
-ჩემო საყვარელო, როგორ
შემაშინე!-როგორც კი დამინახა, მოულოდნელად შემომხვია ხელები. ცრემლები მომადგა თვალებზე, როგორ მჭირდებოდა ახლა ეს, მაგრამ არა მისგან.
-როგორ შემაშინე შვილო, ეს რატომ გააკეთე, ნაია?-სახეზე მაკვირდებოდა და თეთრი, აშკარად აბრეშუმის ნაჭრით მწმენდდა ოფლს.

ნაია?ვერაფერი გავიხსენე.
აქ რა მინდა?
სრულიად უცნობ ადგილას, უცნობის სახლში ვიწექი და საერთოდ აღარ მქონდა ტკივილის შეგრძნება. ქვემოთ დავიხედე და ჭრილობები არ იყო.

„გაქრა? მაგრამ როგორ?"
-რამოხდა, ნაია? მიპასუხე შვილო?!-ანერვიულებული მიყურებს უცნობი ქალბატონი, რაც უფრო მაშინებს.

ხმა არ გამიცია, ჩამოვეხსენი და საწოლის კუთხეში მივიყუჟე.
-ვინ ბრძანდებით?-ჩემს წინ მჯდომს ქალბატონს ვეკითხები და ვათვალიერებ, იმდენად ლამაზია, გაოცებული ვარ,-აქ რა მინდა?!
-მაშინებ, ნაია!-ტირილის ნოტები გაერია ხმაში, მოახლოვება სცადა,უფრო მეტად ავეკარი კედელს.
-დავუძახო ვინმეს?- მკითხა შიშით და აკანკალებული ხელები თეთრ, ლამაზ კაბაში ჩამალა. კანკალებდა სრულიად.
თავი გავაქნიე.
-ამოიღე ხმა გთხოვ, ნაია... ძალიან მაშინებ!- მუხლები ავიკეცე და თავი შიგ ჩავმალე.ჩემი ხმა რომ ვეღარ გაიგო, ფეხზე წამოხტა, კარები გააღო და გაიქცა.

„რა ჯანდაბა ხდება?"




სასიამოვნო კითხვას გისურვებთ!
ვიცი ძალიან პატარაა,მაგრამ გპირდებით ბევრად დიდი თავი იქნება შემდეგი<3
იმედი მაქვს მოგეწონებათ



№1 სტუმარი სტუმარი მარი

ეს რა გაურკვეველი აბდაუბდაა, ჯერ ჩამოყალიბდი და ისე დაიწყე დაწერა. მკითხველს პატივი ეცი

 


№2  offline წევრი inside my head

სტუმარი მარი
ეს რა გაურკვეველი აბდაუბდაა, ჯერ ჩამოყალიბდი და ისე დაიწყე დაწერა. მკითხველს პატივი ეცი

მადლობა გამოხმაურებისთვის. საინტერესოა სხვადასხვა აზრის მოსმენა ან გაზიარება ჩემს ისტორიასთან დაკავშირებით. ყოველგვარ ჯანსაღ კრიტიკას მივიღებ, რასაც მე ჩავთვლი საჭიროდ. ვაფასებ, რომ საკმარისად მნიშვნელოვნად ჩათვალე კომენტარის დატოვება ჩემი ისტორიის ქვეშ. ისტორია ახლახან დაიწყო, და არ ვფიქრობ, რომ სამართლიანია თავიდანვე ასე განსჯა. ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent