შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ გადავარჩენთ ერთმანეთს თავი 6


10-03-2025, 20:20
ავტორი inside my head
ნანახია 559

Eyes are loud





თავი 6



დამძიმებული ქუთუთოები რომ გაახილა, ცოტახნით მზერა ჰქონდა გაშეშებული ჭერისთვის და ფიქრობდა. წინა დღის და ზოგადად ამ ერთი თვის მომხდარ ამბებს გადახედა და გაანალიზა ცვლილებები მის ცხოვრებაში.
თავი გააქნია ზედმეტი ფიქრების მოსაშორებლად.ფეხზე წამოდგა,ოთახი მიალაგა და ჩაიცვა.
სამზარეულოში გავიდა, ყავა მოიმზადა და აივანზე დაჯდა. ფეხები აიკეცა და სიგარეტს გაუკიდა. ისეთი სიგრილე იყო დილის ცხრა საათზე, ჯერ კიდევ არ მომდგარიყო მზე მის აივანზე და ჩრდილში იჯდა.
დაფიქრდა ძველ დროზე.რაღაც პერიოდი მამის გარდაცვალების შემდეგ ანოსთან რომ ცხოვრობდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ სისულელე იყო, რასაც აკეთებდა და დაბრუნდა თავის სახლში.
მოსწონდა ეს ადგილი, მერე სახლი.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დაიტოვა ეს სახლი,იყო ის, რომ გეგამ თავისი შრომით იყიდა და მას აჩუქა. საკუთარი გემოვნებით მოუწყო და ყოველი დეტალი მის თავს ახსენებდა. საკუთარ ოთახში უდიდესი წიგნების თარო მან ჩააშენებინა. კაბინეტიც მოუწყო, იცოდა, როგორ გაგიჟებით უყვარდა წერა და კითხვა. კალიდორი ყვავილებით ააჭრელა და მისაღებ ოთახში უზარმაზარი ფორტეპიანო დადგა. ყველა ოთახს თავისი აივანი ჰქონდა. იყო ერთი ოთახიც, ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული, რომელიც უყვარდა მიას. გეგამ მისთვის სახატავი ოთახიც მოაწყო, ისეთი, რომელიც სრულიად აკმაყოფილებდა გოგონას სურვილებს.
დიდი ნათელი ოთახი იყო, მსუბუქად და მინიმალისტურად მოწყობილი, თავს ყველაზე ჰაეროვნად გრძნობდა მია იქ.
როგორც კი ამის ხასიათზე იქნებოდა, დაკეტილ კარებს კვირეების, თუნდაც თვეების შემდეგ გახსნიდა და იმ ოთახში საღებავით ხელში იცლებოდა ყველანაირად.
ამიტომ იყო, რომ ასე ძალიან სცემდა პატივს გეგას და არ ემეტებოდა ამ სახლის დათმობა ასე მარტივად. თავს მოერია და ცრემლები მძიმედ გადაყლაპა.
ბოლო პერიოდში ძალიან შეცვლილი ეჩვენა გეგა, იმდენად, რომ აშინებდა მიას.შვილთან არ იმჩნევდა, მაგრამ ხომ გრძნობდა. ნინას გარდაცვალებამ მათ ოჯახზე ძალიან იმოქმედა, ემოციურად დაინგრნენ. ესმოდა გეგასი, მას მამა ჰყავდა, მაგრამ გეგას ვინ ჰყავდა, რომ ეს ემოციები, დარდი გაეზიარებინა? არავინ.

ნინა...მისი გარდაცვალება იმდენად მტკივნეული იყო მათთვის, იშვიათად საუბრობდნენ ამაზე, თუმცა ისევ მია თუ დაარღვევდა სიჩუმეს და გაიხსენებდა უამრავ სახალისო და ბედნიერ მომენტს ნინასთან ერთად. მისი გარდაცვალების დღეს, იმ დღეს მათ ორი ადამიანი დაკარგეს.
დიახ, ორი.
მია იმდენად ბრაზობდა დედამისზე, ვერაფერს ხვდებოდა და არც უნდოდა ზემდეტი სიტყვის და უაზრო კომენტარის მოსმენა.

ორსულად იყო...

მისი დედიკო თან პატარას დაატარებდა და ეს გახდა იმის მიზეზი, თუ რატომ არ ყავდა დღეს ის და მასზე ნერვიულობას გადაყოლილი გეგა.
სამშობიაროს წინ იდგა პატარა გოგონა და ხვდებოდა, პასუხის მოლოდინში იქვე დალევდა სულს, ხმა რომ მოესმა.
„დედა ან ბავშვი."

განაჩენივით გაისმა ექიმის ხმა.
ეს იყო განაჩენი არა სამი, არამედ ოთხი ადამიანისთვის, და რომელიმეს აუცილებლად დაკარგავდნენ.
ახსოვს მამის თვალები. გეგას ჩაწითლებული თვალებით მიჩერებოდა, ცრემლები ღვარღვარით მოსდიოდა. მის თავს დატრიალებულ ტრაგედიას ვერ ხარშავდა მისი გონება.
მათ პასუხი არ ჰქონიათ, მათ არც არასდროს გაუციათ ამ სულელურ კითხვაზე პასუხი.
სამაგიეროდ ნინამ..მან არჩია საკუთარ თავს მისი პატარა.
გახევებული იდგა და უყურებდა ინკუბატორში მოთავსებულ პატარას, სიცოცხლეს როგორ ებრძოდა. ვერ მოითმინა, ვერ გაუძლო გულმა, გამოტრიალდა და გაიქცა.
მას მერე არც ბავშვი უნახავს და არც მისი სახელის გაგონება უსურვია, ნინამ რომ შეარქვა ძალიან ადრე.
საშინელება დატრიალდა სტურუების ოჯახში, რამდენიმე დღეში პატარას გული გაჩერდა და უკან მიჰყვა ნინას. ეს ხომ მათთვის სრული ტრაგედია იყო. ახლა ხვდება და ნანობს, პატარა ძმას რომ არ გაუფრთხილდა და არც დამშვიდობებია საკუთარ თავზე გაცოფებული და გაბრაზებული.
წლები საკუთარი თავის დადანაშაულებაში გაატარა. კლავდა შინაგანად დარდი და მასზე რთული გეგასთვის გამხდარიყო ცხოვრება.
სიჩუმე ტელეფონის ზუზუნმა დაარღვია, უცბად აიღო ხელში.
ცრემლები მოიშორა და ჩაახველა.
-გისმენთ?
-მიაკო, ლიზა ვარ. - მოესმა ქალის ნაზი და ნაცნობი ხმა.
-ლიზა? - წამოიწია ანერვიულებული. - ლიზა, თქვენ ხართ? რამდენი ხანი გავიდა.
-ჰო ჩემო ლამაზო, ზედმეტად სერიოზული ამბავი მინდა გითხრა. - აფორიაქდა უცბად ლიზას ჩამწყდარი ხმა რომ მოესმა.
-გისმენ.
-ზუსტად რამდენიმე წუთის წინ ვიღაც შავებში ჩაცმული რამდენიმე ახმახი მომადგა სახლის კარებზე და გაჩხრიკეს ყველაფერი. არ ვიცოდი რას ეძებდნენ, ააყირავეს და აანგრიეს ყველაფერი. ავნერვიულდი და ავყვირდი. დამემუქრნენ, რომ ჩემი ქალიშვილისთვის გადამეცა, მასთან საქმე გვაქვსო და როგორც მოვიდნენ, ისე გაქრნენ. - სულ მოუთქმელად მოყვა ქალმა ეს ამბავი. არანაკლებ გაოცებული იყო მიაც ყველაფრის მოსმენით.
-ეს როგორ?
-არ ვიცი, რა როგორ, მაგრამ ძალიან გთხოვ, ანო, გააფრთხილე ფრთხილად იყოს, გემუდარები მას გაუფრთხილდი, მიმიხედე. - ტიროდა ლიზა. - მე... მე არ შემიძლია მისთვის ამ ყველაფრის თქმა, არ მიმიღებს, არ გაითვალისწინებს ჩემს სიტყვას, მეტყვის ისევ ბოდავო და თავს საფრთხეში ჩაიგდებს.
-რაც შემიძლია, ყველაფერს ვიზავ. - აღმოხდა არეულს.
-მადლობა ჩემო შვილო, მადლობა, ვიცი, მე არ მომისმენს და არც ექნება ამის სურვილი.
-მე აუცილებლად გავაკეთებ ჩემს მაქსიმუმს.
დაამშვიდა თუ არა ქალბატონი, გაუთიშა. აკანკალებული წამოდგა, ყავის ჭიქას ხელი მოკიდა და სახლში შევიდა. სასწრაფოდ უნდა მომზადებულიყო და ანოსთან გასულიყო. ახლა იმდენად აინტერესებდა მისი ამბები, რომ ნერვიულობისა და უაზრო თვითგვემისთვის არ ეცალა. სადაცაა, ამაზე ფიქრიც გააფრენინებდა. ლიზას უცაბედი გამოჩენა აკვირვებდა და ნერვიულობდა. მასაც მიაგნეს, ამ უცნობ ხალხს მისთვისაც მიეგნოთ. უცბად ჩაიცვა და გაიხურა სახლის კარები.

•••
-ანო, ყავას გააკეთებ? - თბილად ჰკითხა გოგოს ნაკაშიძემ და გაუღიმა. ანოც ხალისიანად წამოხტა ფეხზე და გაუღიმა.
-გაგიკეთებთ. - სამზარეულოში გასულს მზერა გააყოლა, მერე ისევ მიაზე და მალანიაზე შეაჩერა.
-რაც შეიძლება მალე მინდა ამის მოგვარება, თორემ დიდხანს რომ გაგრძელდეს, უეჭველად შემომაკვდება ვინმე. - ხმა დაუსერიოზულდა ლევანს. სიგარეტს გაუკიდა და გააბოლა.
უემოციო მზერით გააყოლა ნაცრისფერ კვამლს თვალი მიამ და მერე ლევანზე შეაჩერა მზერა. დუმდა გოგო.
-რამის თქმა გინდა მია? - ჰკითხა ნაკაშიძემ, ხმა მაინც არ ამოუღია. - ანოს საქმეს მოვაგვარებ, არ ინერვიულო.
-ვიცი. - შეხედა ლევანს. - ამაზე არ ვნერვიულობ.
-კიდევ არის რამე? - გახედა მალანიამ. - ამ საქმეს უკავშირდება? - მას შეხედა მიამ უემოციოდ. ისევ არ იღებდა ხმას.
-მია, - წამოიწია ლევანი. - მითხარი.
-არაფერია, უბრალოდ ფიქრები მაქვს, - მშვიდად თქვა მიამ, თუმცა მის თვალებში აშკარად იყო დაძაბულობა.
ლევანი რამდენიმე წამით დუმდა, მისი ხმა კი ისევ სერიოზული გახდა.
-მია, ხომ იცი, რომ როცა რამეს მალავ, ვითარება რთულდება. თუ დახმარება გჭირდება, მე აქ ვარ, თუ რაღაც გიჭირს, მაგრამ არ მეუბნები, საჭიროა, თქვა და ამას მივხედოთ.
-ლიზა დამიკავშირდა დღეს დილით.
-ანოს დედა? - გაუკვირდა კაცს.
-ჰო, ბოლოს ანომ მასთან სერიოზულად იჩხუბა. ლიზას დედაჩემთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ვიცი, როგორი ქალიცაა, ასე მარტივად არც ანო შეურიგდება მას და არც თვითონ. - ხმდაბლა თქვა ისე, ანოს რომ არ გაეგო.
ოდნავ წამოიწია ლევანი და მიას ჰკითხა.
-კარგი, და რის გამო დაგიკავშირდა, ამის გამო ნერვიულობ?
-ზუსტადაც, რომ სანერვიულოა, ლევან, - აღმოხდა მიას. - რაც კახას გაშორდა, მას მერე მარტო ცხოვრობს, მისი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა არც ანომ,მას არ აინტერესბდა. დღეს დილით კი სახლში შეუვარდნენ და დაემუქრნენ,გადაეცი ანოს ჩვენზეო. გაგიჯდა.
-ყველას მიადგნენ, ბიჭო. - გაბრაზებულმა გამოსცრა მალანიამ და ლევანს გახედა.-მე მივხედავ, არ იდარდო!
-არა. - უარი განაცხადა ნაკაშიძემ. - მე მივხედავ მაგათ, გოგოს ითხოვენო, გოგოს კი არა, ტყვიას ითხოვენ და მიიღებენ! - გამოსცრა და მალანიას გახედა. ბოლო დონემდე იკავებდა სიბრაზეს.
-ესეც თქვენი ყავა. - ღიმილით შემოვიდა მისაღებში ანო და ყველას მიართვა თავიანთი ყავა.
ბოლოს თავისი აიღო და დივანზე ლევანის გვერდით ჩამოჯდა.
მშვიდად მოსვა ყავა და მათ გახედა.
ისინი მას უყურებდნენ.
-რა მოხდა? - გაკვირვებულს კინაღამ გადასცდა და მიას გახედა. მზერა მოარიდა და ფანჯარას გახედა სტურუამ.
არ შეეძლო მისთვის სიმართლის დამალვა. ანომ ჯერ კიდევ არ იცოდა ეს ამბები. უფრო სწორედ კი, ის, რომ მის თავს ითხოვდნენ კახას მაგივრად.
-ლევა, - მხარზე მოკიდა ხელი. - მოხდა რამე?
-არა. - თავი გააქნია და ხელი მოხვია წელზე.
-ასეთი სახეები რატომ გაქვთ? კახაზე ხომ არ ისმის რამე? რატომ გაჭინაურდა ასე ყველაფერი? - ერთიანად მიაყარა ყველაფერი და აფორიაქებულმა შეხედა საყვარელ მამაკაცს.
-დამშვიდდი, ყველაფერს მოვაგვარებ. - მიუგო ისევ უდიდესი სიმშვიდით და თმა უკან გადაუყარა.
-მადლობა ყავისთვის. - ფეხზე წამოდგა მალანია.
-მე დაგტოვებთ, ლევან, ახალ ამბავს რომ გავიგებ, დაგიკავშირდები. - თავი დაუქნია ნაკაშიძემ.
-მოიცადე, გაგაცილებ. - ფეხზე წამოდგა ანო. იჯდა და უყურებდა მათ წყვილს, მია, ისეთი სიჩუმე გამეფებულიყო, თავი უხერხულად იგრძნო და ბოლოს ამოთქვა.
-მეც წავალ, სამსახურში უნდა გავიდე, საქმეები მაქვს, ანო საღამოს დაგირეკავ, უეჭველად მიპასუხე.-ფეხზე წამოდგა და არც დალოდებია გოგოს ისე გააღო კარები და წავიდა.

•••

„ბოლო ხმაზე იცინოდნენ და თამაშობდნენ შავებში ჩაცმული კაცები.
-ცეცხლს ეთამაშები, კახა! - გააფრთხილა კაცმა და გაღიმებულმა გადახედა კახას.
დამცინავად უყურებდნენ მას და თვალს არ აშორებდნენ მილიონერები.
-ნუ დარდობ, ვალერ. - მიუგო მანაც სიცილით და თამაში განაგრძო.
-რას ჩამოდიხარ?
-ასი ათასს, მხოლოდ ეს დამრჩა. - თქვა კახამ.
-მხოლოდ ეგ? - გაიკვირვა ვალერმა. - ნუთუ? პიტერს რას უშვები მერე? ფული რომ გასესხა ბიზნესისთვის, იმას კი არ ნიშნავს, რომ სულ თამაშს უნდა
მიახარჯო. - დამრიგებლური ტონით მიმართა მესხს.
-ჩემი საქმისა, მე ვიცი. - ხელი აუქნია კახამ და თამაში განაგრძო. თამაშობდა მესხი, როცა მისი სიცოცხლე ბეწვის ხიდზე ეკიდა. დაძაბული იყო აურა, ამას ყველა გრძნობდა. მათ მისჩერებოდნენ და იცინოდნენ.

წააგო!

გაფითრებული უყურებდა კახა კაცს და ელოდა განაჩენს. რას ელოდა? მასთან რომ თამაშობდა და თავისი ფულითაც კი არა, რა ეგონა.
-ფული არ მინდა. - გაიჟღერა კაცის ხმამ და ეშმაკური ღიმილით გახედა კახას.
-მაშ რა გინდა? - ჰკითხა კახამ.
-ყველაზე ძვირფასი რამ რა გაგაჩნია? - ჩაეძია კირილენკო და დააკვირდა მესხს.
-ძვირფასი? ეს რა შუაშია?! - გაკვირვებულმა ჰკითხა კახამ.
-ათი მილიონი! - გაიჟღერა მისმა ხმამ და ისევ ინტერესით გახედა კახას.-ნუთუ არ გამიცვლი ძვირფას ნივთს ამხელა ფულში?
-არაფერი გამაჩნია. - აღმოხდა კახას. ასი ათასი მის ფულთან არაფერი იყო. შეშფოთებული მისჩერებოდა კაცს და ელოდა.
-ცრუი! - გადაიხარხარა კაცმა. სხეული დაეჭიმა მესხს და ცუდის მოლოდინში შეაჩერდა ნიკალაის - შენი ქალიშვილი. - დადუმდა კახა. მას ამაზე არასდროს არაფერი უთქვას, არც დასცდენია ანოზე კრინტი, მან საიდანღა გაიგო. თავი გააქნია და ნერვიულად გაიცინა.
-ჩემი ქალიშვილი? ის რათ გინდა?!
-ლამაზია და თან ქართველი. - თვალი ჩაუკრა და სკამზე გადაწვა. ვისკი ჩამოასხა ჯერ კახას და შემდეგ თავის ჭიქაში. - ანოს გაუმარჯოს. - აღმართა ჭიქა და შემდეგ გამოცალა. გაკვირვებული, გაოცებული უყურებდა კახა მას და არ იცოდა, რა ეღონა.
-ანოს შეეშვი, ნებისმიერი მაგრამ არა ის, ანო არა!
-მე ასე მსურს! - დაიჭექა კაცის ხმამ და მას მოყვა სხვების სიცილი. ხორხოცობდნენ და ღორებივით სვავდნენ, მხოლოდ მაშინ გაიაზრა კახამ, რა შარშიც გაყო თავი ამ კაცმა მისთვის ყველაზე ძვირფასს,რომ დაადგა თვალი.
მის წინ ყველაზე საშინელი არჩევანი იდგა. არ იყო მზად ამ თამაშისთვის, მაგრამ უკვე გადაუხვია გზას,უკან დაბრუნებას ვეღარ შეძლებდა.
-რას აპირებ? - ჰკითხა ვალერმა, აშკარად აღელვებული იყო ამ სიტუაციით.
-ყველაფერი ჩემს კონტროლს ექვემდებარება, - ხმამაღლა თქვა კახამ, მაგრამ თავისივე სიტყვების არ სჯეროდა.მისი ქვეცნობიერი ყვიროდა, რომ შეცდომა იყო,რასაც სჩადიოდა, მაგრამ უკვე გადადგმული ჰქონდა ნაბიჯი,უკან ვერ დაიხევდა.
-არაჩვეულებრივი თამაშია, კახა, - სთქვა ნიკალაიმ და კიდევ ერთხელ შეათვალიერა ის. - მე მინდა ის, რაც შენთვის ყველაზე ძვირფასია,შენ კი მიიღებ დაპირებულ ათ მილიონს.
-არ იცი, რას ამბობ ნიკალაი! - ირგვლივ დადუმდა ყველა.

-ჩემი სიტყვა კანონია, კახა!
ნამდვილო ეშმაკი!"




სალამი ჩემო ლამაზებო!

მომენატრეთ ძალიან! ძალიან მიხარია თქვენი გამოხმაურებები და ასეთი დადებითი დამოკიდებულება ჩემს ისტორიასთან დაკავშირებით. თქვენი მოსაზრებები ყოველთვის მავსებს პოზიტივით და მეხმარება ისტორიის გაგრძელებაში.

იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდხანს შევძლებ თქვენთვის საინტერესო ისტორიების გაზიარებას<3



№1 სტუმარი Gio

Cool არის ძააან❤️

 


№2  offline წევრი inside my head

Gio
Cool არის ძააან❤️

მადლობა დიდი❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი Ninikoo

ვკითხულობ ვკითხულობ და მართლა გასაოცარია მიკვირს აქამდე რატომ არ გამოჩნდი.იშვიათია დამწყები მწერალი ასე კარგად წერდეს.წარმატებები და ველი შემდეგ თავს❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი inside my head

სტუმარი Ninikoo
ვკითხულობ ვკითხულობ და მართლა გასაოცარია მიკვირს აქამდე რატომ არ გამოჩნდი.იშვიათია დამწყები მწერალი ასე კარგად წერდეს.წარმატებები და ველი შემდეგ თავს❤️❤️❤️

უდიდესი მადლობა ვეცდები არ გალოდინოთ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent