განთიადის ვარსკვლავი 3 (+18)
რამდენიმე დღე დატოვეს ლუკა კლინიკაში. მრავალი პროცედურა ჩაუტარდა იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოჯანმრთელებულიყო. ამ ყველაფერს ვატოსგან ვიგებდი. ერიდებოდა ბოლო დღეებში ჩემ იქ მიყვანას. რატი და თამარაც სულ ჩემთან იყვნენ, გვერდში მედგნენ და მამხნევებდნენ. მეშვიდე დღეს ლუკა უნდა გამოეწერათ კლინიკიდან. ვატოს ზარი შემოვიდა ტელეფონზე. - ლიზა, საბოლოო პასუხებიც კარგი მოვიდა. დღეს საღამოს გამოწერენ. შეგიძლია, მის სახლში მიხვიდე და ცოტა მოაწესრიგო? - კი, ვატო, აბა რას ვიზამ. გასაღები? - რატი მოგიტანს გასაღებს, ლიზ. გაუხარდება ლუკას, შენ რომ დახვდები მის სახლში. ყურმილი დავკიდე და გამზადება დავიწყე. ცოტახანში რატიც მოვიდა და გასაღები მომიტანა. **** კიბეებს მივუყვებოდი მისი სახლისკენ. არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე კიბით ამოსვლა. ალბათ დროის გაწელვა მინდოდა, თითქოს ვყოყმანობდი მის სახლში მისვლას. ვიცოდი, რომ იქ არ დამხვდებოდა და ეს ცოტა უხერხულობას მიქმნიდა. სახლის კარი რომ გავაღე, პირველი მისი სურნელი ვიგრძენი, ასე ძალიან რომ მახვევდა თავბრუს. მრავალი ფიქრი მიტრიალებდა თავში, ვფიქრობდი, იქნებ ასე იყოს თქო უკეთესი, ანდაც, იქნებ სულაც არ უნდა მოყვეს ამ ყველაფერს კარგი გაგრძელება… მის მაისურს ვიხუტებდი, თუმცა ვერ ვხვდებოდი რომელი გრძნობა მიბიძგებდა ამისკენ. საავადმყოფოდან გამოწერეს. საღამოსმე ვატოს ზარს ველოდი. მის სახლში ყველაფერი მზად იყო. ვნერვიულობდი, რადგან არც კი ვიცოდი, როგორ უნდა გაგვეგრძელებინა ცხოვრება. ნუთუ ვიქნებოდით მე და ის, თუ ვიქნებოდით ჩვენ, ერთად, ერთნი? … ფიქრებიდან თამარას ზარს გამოვყავარ. - ხო, თამარა. - ჩემო პატარა, ხომ არ ნერვიულობ? - ვნერვიულობ, თამარა. მაგრამ ერთი სული მაქვს როდის ვნახავ. - არ იდარდო, ლიზ. რატის ველაპარაკე, ახლა გამოუყვანიათ. მალე დაგირეკავს და წაგიყვანს. შენზე ჰკითხა ბიჭებს, როგორ არის, რას შვებაო, ხომ მოვა ჩემს სახლშიო… - ძაან მომენატრა, თამარა. მიდი, კაი. ველოდები ზარს.- სიტყვებს ვეღარ ვამბობდი და გავუთიშე. **** მისი სახლისკენ მივუყვებოდით გზას მე და ვატო. - მე დაბლა დაგელოდები. თუ დარჩენას გადაწყვეტ, უბრალოდ მითხარი. მისი მარტო დატოვება არ შეიძლება. - სიჩუმე დაარღვია. - კარგი. ნაცნობი კორპუსის ნაცნობ ბინაში შევედი. მისაღებში იწვა დივანზე და კვლავ ანთებული თვალებით მიყურებდა. წამში დავფარე ჩვენ შორის მანძილი. კვლავ მისი თბილი ხელები ვიგრძენი. მისი ცხელი სუნთქვა ჩემს კისერში. ვიგრძენი როგორ უცემდა გული. თმაზე მეფერებოდა და ისე მიკრავდა გულში, თითქოს ვინმესგან მიცავდა. თითქოს ვინმე წაართმევდა ჩემს თავს. - როგორ ხარ, ლუკ. - თვალებში ვუყურებდი. - ახლა, როცა ჩემ გვერდით ხარ, შენი აზრით, ცუდად როგორ უნდა ვიყო? - მიღიმის და თმაზე მეფერება. - ძალიან, ძალიან ვინერვიულე, ლუკ. იმდენ რამეს ვგებულობდი, შეიძლება ვერ გადარჩესო…. - ცრემლები მომდიოდა. - მოდი ჩემთან, ჩემო პატარა. შენ ერთადერთი ხარ, ვის გამოც მინდა ცხოვრება. ყველაფერს გადავიტანდი, ოღონდ მცოდნოდა, რომ ყველაფრის მერე ჩემთან იქნებოდი. - შუბლზე მკოცნის. მზერა ჩემს ტუჩებზე გადააქვს, ვერაფრის გააზრებას ვასწრებ, ისე ფარავს ჩვენს შორის მანძილს და კოცნას მპარავს. ვგრძნობ, როგორი საოცარი სიმხურვალით მიკოცნის ჯერ ზედა, შემდეგ ქვედა ტუჩს. წელზე შემოხვეული ხელებით მუხლებზე მისვამს. დაჰიპნოზებულივით დავყვები მის ნებას. ვერ ვიაზრებ, ისე ვწევ თავს გვერდით და ახლა ლავიწზე, კისერზე და შემდეგ მკერდზე ვგრძნობ მის ცხელ კოცნას. მე ვყვები შენ ნებას გაბრუებული… იმ მომენტში ალბათ ყველაფერს გავაკეთებდი, ბოლო წუთამდე წავყვებოდი, ოღონდ არ მოშორებოდა ჩემ სხეულს. ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა, ნელა მოშორდა ჩემს სხეულს და ტელეფონს უპასუხა. ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ, მართლაც, სწორი არჩევანი გავაკეთე. რომ ზუსტად ის იყო სწორი ადამიანი. ვუყურებდი მის ნაკვთებს, მის ნანერვიულებ სახეს ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ ამ მომენტში მხოლოდ მე მქონდა იმის საშუალება, რომ მისი თვალები გამებრწყინებინა. რომ ისევ ისეთი აკიაფებული თვალებით შემოეხედა ჩემთვის, როგორც პირველად. ტელეფონზე საუბარს რომ მორჩა მოდის და ჩემ კალთაში დებს თავს. - დარჩი რა, დღეს. - დავრჩები. - ვუღიმი. - წამო, ჩემთან დაიძინე. მის მკერდზე მიდევს თავი, ხელები წელზე აქვს შემოხვეული და ის მესმის, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს, მისი გულისცემა. ***** დილით მის კისერში ჩაფლულს მეღვიძება. იმაში ვრწმუნდები, რომ გასული ღამე რეალობა იყო და ეს არ იყო უბრალო ილუზია, მისი მშვიდი სახე მარწმუნებდა ამაში. თითოეული მისი ნაკვთი მიყვარდა, მისი ოდნავ მოზრდილი წვერი და საოცრად გემრიელი ტუჩები. - დილა მშვიდობის. - დაბოხებული ხმით ჩურჩულებს და ჩემკენ ტრიალდება. მის შემხედვარეს მეღიმება. - განთიადის ვარსკვლავი ხარ. - მეუბნება და მკოცნის, მკოცნის დაუსრულებლად. და მაინც, რა მცირედით შეიძლება იყოს ადამიანი ბედნიერი. რით შეიძლება იგრძნოს, რომ ახლიდან დაიბადა. როგორ მარტივად შეგძლებია, თოდუა, რომ ჩემს მოღუშულ სახეზე ბედნიერება გამოგესახა. უფსკრულშიც გადმოგყვები, თუ კი ეს საჭირო იქნება. ოღონდ ვიცოდე, რომ შენ ჩემთან იქნები. ***** მერე? მერე იყო ბევრი ლუკა. ბევრი ერთად გატარებული ბედნიერი დღე ბევრი დაგროვილი მოგონება იმ მოკლე დროში. “წარმოიდგინე, რამდენი რამ გვექნება შვილებისთვის მოსაყოლი.” მაფიქრებდა, ეს სიტყვები მაფიქრებდა. თოდუა ჩემ ცხოვრებაში არ გამოჩენილა უაზროდ, ალბათ ზუსტად ეს მისია ჰქონდა იმ ყველა წასვლას და გამოჩენას, მის ყველა ნათქვამ სიტყვას, ყველა მზერას და ყველა მოქმედებას, რომ მე ვყოფილიყავი ბედნიერი, რომ მე და ის, ჩვენ ვყოფილიყავით და ამით გვებედნიერა. *** თამარას ზარი მაღვიძებს. - ლიზაა! - ტელეფონში ყვირის. - რა ხდება, გოგო, რა გაყვირებს. - ნახევრად მძინავს. - გაიღვიძე, დროზე. დღეს რატის დაბადებისდღეა და საჩუქარზე გამომყევი. - ნაწყენი ხმა ჰქონდა. - ვაიი, სულ ამომივარდა თავიდან, თალალაა. გილოცაავ! - მადლობა. მიდი, ჩაიცვი და გამომიარე. ბალიშში ჩავმალე თავი და ვფიქრობდი. რამდენიმე დღე ისე გავიდა, რომ ლუკა არ მინახავს. სულ რაღაც საქმეს იმიზეზებდა, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ცოტახანში უკვე თამარას სახლთან ვიყავი. სიხარულით გამოვიდა სადარბაზოდან და მანქანაში ჩაჯდა. - გოგო, ჩემი საქმროს დაბადებისდღე როგორ დაგავიწყდა? - უკვე ქოთქოთებდა. - მაპატიე, რა. სულ ამომივარდა თავიდან. საღამოს ვსვამთ? - აბა რაა! ეხლა რამე განსხვავებული საჩუქარი მომაფიქრებინე, მერე ტანსაცმელიც ამარჩევინე, დღეს განსაკუთრებულად ლამაზი უნდა ვიყო. - კაი, დამშვიდდი ოღონდ ახლა. დილაუთენია ნუ ამატკიებ თავს. - დავქოქე მანქანა და წავედით. - შენ რაღაც მოწყენილი მეჩვენები, ლიზ. რა ხდება? - არაფერი, თალალა, ლუკა არ მინახავს ეს დღეებია და ვნერვიულობ. - გუშინ იყო რატისთან, ისიც მეუბნება რაღაცეებს ვაგვარებთო. მგონი, ცუდი არაფერი უნდა იყოს, არ ინერვიულო. მთელი დღე საყიდლებზე მატარა თამარამ, ენერგიები გამომაცალა და სახლში მისულს, გამზადების თავიც აღარ მქონდა. ცოტახანში ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა. “შენი სურნელი მომენატრა.” ლუკა იყო, გამიხარდა და მაშინვე გადავურეკე. - ჩემი სურნელი თუ მოგენატრა, არ იცი სად ვცხოვრობ? - ვიღიმოდი, მისი სუნთქვა რომ მესმოდა ტელეფონიდან. - ვიცი და 8 საათისთვის გამოგივლი, ოფიციალურად ჩემი გულის სწორის სტატუსით მიმყავხარ რატის დაბადებისდღეზე. - კარგიი, გავემზადები ცოტახანში. - პატარა ბავშვივით ავცანცარდი. მისი ხმა ჩემში მართლაც პატარა ბავშვს აღვიძებდა, მინდოდა მასთან ერთად სიგიჟეების გაკეთება, ყველაფერი მინდოდა მასთან, ვეღარ ვძლებდი ერთი დღეც რომ არ მენახა, გადაბმულად ამდენი დღე განშორება, წელიწადს უდრიდა ჩემთვის. 8 საათისთვის უკვე მზად ვიყავი და მის ზარს ველოდებოდი, როგორც მის “გულის სწორს” შეეფერება, შავი მოკლე კაბა მეცვა და გაშლილი თმები მიფარავდა ზურგს. სადარბაზოდან გავდივარ და მის მანქანას ვხედავ. ანერვიულებული ვჯდები მანქანაში. ჩემკენ იხრება და ნაზად მკოცნის ყბასთან. - მომენატრე. - მეჩურჩულება. სველი კოცნებით მიუყვება კისერს და მხრებს. თვალებში მიყურებს და მიღიმის. ვეღარ ვითმენ. კისერზე ხელს ვხვევ და გააფთრებული ვუწყებ კოცნას. რამდენჯერმე მსუბუქად მკბენს ტუჩებზე და მეც ვკვნესი. ტუჩებს შორდება და ასეთივე გიჟური კოცნებით მკერდისკენ ჩადის. ბრეტელი თავისით ცურდება მხრიდან. საოცარი ვნებით მიკოცნის მკერდს, ჩემს ძუძუსთავებს ენით ეთამაშება. - ღმერთო ჩემო... - ვიძახი აგზნებული და მთლიანად ვსველდები. რამდენიმე წამში ჩერდება და ბრეტელს ისევ მისწორებს. - ამათ ორივეს მოგვიანებით დავუბრუნდები... - მეჩურჩულება და საჭეს უბრუნდება. ვგრძნობ, როგორ ვხურვარ. - პატარავ, ხომ არ მიბრაზდები, ეს დღეები რომ ვერ მოვიცალე, რატის გადავყევი, რაღაცეებს აგვარებდა. - ვერ ვძლებ, შენ გარეშე. რომ ვიღვიძებ და არ მხვდები, სულ მგონია, რომ რამე გჭირს. - არაფერი არ მოხდება, დამშვიდდი, თვალებში მიყურებს - ულამაზესი ხარ, ლიზ. - უზომოდ თბილი მზერით მაჯილდოვებს. ვიღიმი და ვცდილობ თავი უფრო მოვაწონო. გამომწვევ მზერას ვესვრი. - ეგრე ნუ მიყურებ, თორემ ახლავე გავაჩერებ მანქანას და… - ხო, კარგი, კარგი. - ვიცინი. წელზე აქვს ხელი შემოხვეული და ისე შევდივართ რესტორანში. თამარას ანთებულ თვალებს ვხედავ, ისეთი ლამაზია, ბრწყინავს. რატიც თავს იწონებს მისი შეყვარებულით. შავ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი თამარას გვერდით დგას და სტუმრებს ესაუბრება. მე იმაზე თბილად მხვდება, ვიდრე ოდესმე. ლუკა თავის მეგობრებს მაცნობს, ისინიც ისე თბილად მეგებებიან, ვიდრე წარმოვიდგენდი. უზომოდ ბედნიერი დღეა ჩემთვის, ჩვენთვის და თამარასთვის. ვხედავ როგორ მიდის მიკროფონთან რატი მახათაძე და სიტყვის თქმას იწყებს. ვერც კი ვიაზრებ, ისე მომდის ცრემლები, როცა აცხადებს, რომ ჩემი თამარა მოყავს ცოლად. ვტირი, ისე მიხარია. ლუკას ვეხუტები და გული სიხარულით მევსება. “შენც რას ფიქრობ?” მეჩურჩულება. - იმას, რომ უნდა წავიდეთ და მივულოცოთ. - უხერხულად ვარიდებ მის კითხვას თავს და სიხარულით მივდივარ წყვილისკენ. თამარას ვეხუტები და ორივეს სიხარულის ცრემლები გვაქვს. - რატიი - ვეხუტები - ამას მიმალავდით ამდენი დღე? - გილოცავ, ლიზ, დაქალი გაგისაღე. - იცინის და ისიც მეხუტება. უზომოდ კარგი მოგონებები დაგვიტოვა ამ დღემ თითოეულ ჩვენგანს. უკვე ვგრნობდი, რომ თრობის ალები მეპარებოდა და ლუკაც ზუსტად ისეთი თვალებით მიყურებდა, რომ უნდა დაგვეტოვა იქაურობა. ვემშვიდობებით ყველას და გამოვდივართ. ჩემ მტევანს შენი ცერით ეფერებოდი და ზედ კოცნებს მიტოვებდი. იმ წამს, არაფერი და არავინ არსებობდა ჩვენ ორის გარდა. - მოვედით. - მის სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა. წელზე ხელს მხვევს და თავის სხეულზე მიკრავს. - ყველა განთიადი შენთან ერთად მინდა. - ყურს უკან მიწევს თმას და ლოყაზე მკოცნის. - შენ მინდა იყო ჩემი ყველა მზის ამოსვლა. - შუბლზე მკოცნის. ხელიხელ ჩაკიდებულები შევდიბართ მის სახლში. მისაღებში შევდივართ და დივანზე ვსხდებით. ჩაბნელებულ ოთახს მხოლოდ ფანჯრიდან შემოსული ლამპიონის შუქი ანათებს. ის სიგარეტს იღებს და მეც მაწვდის ერთ ღერს. ჩუმად ვეწევით და ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ, თითქოს ეს არის ჩვენი სიყვარულის ენა, თითქოს ამით ვსაუბრობთ, ამით ვუმხელთ ერთმანეთს ყველაფერს. სიგარეტს საფერფლეში აწვავს და ჩემკენ იხრება, გამკვრივებულ მკერდზე მეფერება, რასაც ჩემი ჩუმი კვნესა მოჰყვება. თითებით მკერდიდან მუცლისკენ ჩადის, კაბას მიწევს და საცვალში მიცურებს ხელს. ნაზად ეხება ჩემს ბოქვენს, სასირცხვო ბაგეებს. მე საშინლად ვსველდები. - ასე ძალიან გინდივარ? - მეჩურჩულება, თრობის ალები დასთამაშებს სახეზე, ისე მიღიმის. უპასუხოდ ვტოვებ, მაისურის ბოლოებზე ვკიდებ ხელს და მაშინვე ვაშიშვლებ. თითებით ნაზად ვიწყებ მის მოფერებას, შემდეგ კი კოცნას. ვკოცნი ყველგან, კისერზე, მხრებზე, მუცელზე. მის საცვალს ნელა ვეხები, მის ერეგირებულ ასოზე ნელა დავატარებ ხელს. - და შენ? - ანთებული თვალებით ვუყურებ - შენ ასე ძალიან გინდივარ? - ვეკითხები თავხედურად. წამებში მიტაცებს ჰაერში და საძინებელში მივყავარ. საწოლზე მაწვენს და ზემოდან მექცევა. ჩემს ტუჩებს ეწაფება და ძალიან ძლიერად მიწყებს კოცნას, ხელებით ისევ ჩემს საცვალში ძვრება. ტუჩებს წყდება და კოცნით კისერს მიუყვება. კიდევ ერთხელ სათითაოდ მიკოცნის მკერდს. საცვალს თითქმის კბილებით მხდის. ცოტა ხნით აშტერდება ჩემს სხეულს, მე კი უფრო და უფრო გამომწვევად ვუყურებ. - საოცარი ხარ, ლიზ. - მეუბნება მონუსხული მზერით. კოცნებით მიუყვება ჩემს სასირცხვო ბაგეებს და ენით ეთამაშება ყველაზე სენსიტიურ ადგილს. ვეღარ ვითმენ, მისი სურვილით ვიწვი და ეს მას ძალიან სიამოვნებს. ფეხებს მაშლევინებს და ჩვენი სხეულები ერთიანდება. კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმის სიამოვნებისგან მოგვრილი ხმები. ორგაზმი ორივეს სადღაც აქედან ძალიან შორს გვისვრის. დაღლილი ჩემ გვერდით ესვენება, მთელი სხეულით ზედ მეკრობა და ჩემს გულისცემას უსმენს. ისევ ჩემს თმებს ეფერება. - რატომ ხარ ასეთი საოცრება, როგორ შეგიძლია ასე კარგად მაგრძნობინო თავი ყოველთვის, როცა შენ გვერდით ვარ? - მეუბნება და თვალებში მიყურებს. - ახლა მე შენ შეგჭამ, იცოდე. - ვიღიმი და მისკენ ვიხრები. სურვილით ანთებული თვალებით მიყურებს და მეც ტუჩებზე ვეწაფები. **** დილით ისევ მის მკლავებში მეღვიძება. მას უკვე ღვიძავს და მე მიყურებს, ისეთი თვალები აქვს, ყველაფერს რომ გეტყვიან. მიყვარს მისი ყველა დეტალი, ყველა ნაკვთი, ყველა მოძრაობა და ყველა სიტყვა. უზომოდ მიყვარხარ, ლუკა თოდუა! - გაიღვიძა პრინცესამ? - შუბლზე მკოცნის. - გაიღვიძა და თავი სტკივა ძალიან. - მის კისერში ვმალავ თავს. - შენს დაქალს გაუგიჟებია რატი. ხელი თუ უნდა გეთხოვა რატო არ მითხარი, უდრო ლამაზად ჩავიცვამდიო, გამაგიჟებს ეგ გოგო. - იცინის. - აუუ, დამღალა გუშინ. იმდენი მაღაზია შემომატარა სიარულის თავი აღარ მქონდა. - ხოდა რატიმ მითხრა სადმე მინდა წავიდეთ ჩვენ ოთხნი, იქიდან რომ ჩამოვალთ ქორწილს გადავიხდითო. შენ რას ფიქრობ? - თავს მაწევინებს და მიყურებს. - რა ვიცი, ლუკ. ახალი დაოჯახებული წყვილია, მარტო არ ურჩევნიათ? - მეც ეგ ვუთხარი, მაგრამ აიჩემა წამოდითო. - რავიცი, მოვიფიქროთ. ახლა ძალიან მშია, ნებას იბოძებს ჩემი უსიმპატიურესი შეყვარებული და რამეს მაჭმევს? - ოჰ, ოჰ. აბა რას იზამს, თუ მერე შენც აჭმევ კარგ რამეს. - იცინის და თვალს მიკრავს. - პირველკლასელი ბავშვი ხარ. - ხელს ვურტყამ და ბალიშს თავზე ვიფარებ. ხშირად მიფიქრია რამ შეიძლება გააბედნიეროს ადამიანი. ჩემთვის ბედნიერება მისი გამოჩენა იყო. იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მაინც შევძლებდი და ასეთი ბედნიერი ვიქნებოდი. მიუხედავად ყველაფრისა, ახლა თამამად ვამბობ, რომ ბედნიერი და თავისუფალი ვარ. თავისუფლებას შენი ჩემს გვერდით ყოფნა მანიჭებს, ჩემო! **** საძინებლიდან გავდივარ და სამზარეულოში ვლანდავ მის წელს ზემოთ შიშეველ სხეულს. მისი საყვარელი მუსიკა ჰქონდა ჩართული და ომლეტს აკეთებდა. - ყველა ცხოვრება შენთან ერთად მინდა. - სიჩუმეს ვარღვევ და მომღიმარი მივდივარ მისკენ. ხელებს წელზე მხვევს და ტანზე მიკრობს. - თუმცა, ზედმეტად ბევრი ტანსაცმელი გაცვია. - კისერში მკოცნის. მაგიდასთან ვსხედვართ და ვსაუზმობთ, მისი თვალების შემონათება მიყვარდა, მისი მომღიმარი სახე… - ლიზ, დედაჩემი მინდა გაგაცნო, თუ პრობლემა არ იქნება… ცოტახნის შემდეგ გავეცი პასუხი. - საქართველოში ხომ არაა? - ჩვენ ჩავიდეთ, იტალიას დავათვალიერებთ, ოჯახს გაგაცნობ და ჩამოვიდეთ. - ლუკ, ნამდვილად გინდა ურთიერთობა ასეთ სერიოზულ ფაზაში გადაიყვანო? - მხოლოდ ჩემი ნება რომ იყოს, ახლავე გაგიკეთებდი მაგ თითზე ბეჭედს. - მიცინის. - კარგი, წავიდეთ. მოვამთავრებ საქმეებს სამსახურში და ჩავიდეთ. - მისკენ ვიწევი და ტუჩებზე ვეწაფები. **** სამსახურის საქმეების დასამთავრებლად ორი კვირა დამჭირდა, მხოლოდ ღამით ვნახულობდი ლუკას. ნორმალურად ვერც ვლაპარაკობდით, მისვლისთანავე მეძინებოდა ხოლმე. შუაღამისას, გამოღვიძებული მის სხეულს დავლანდავდი ხოლმე აივანზე, ჩაფიქრებული იყო ხშირად. სამსახურიდან როგორც გამოვედი, შეტყობინება დავუტოვე. “ლუ, მოვრჩი საქმეებს, სადმე გავიდეთ, ვჭამოთ რა” ცოტახანში ჩვენ საყვარელ გრილბარში შევხვდით. - მომენატრე - ხელებს ვხვევდი კისერზე. - დღის შუქზე კიდევ უფრო ლამაზი ხარ, ჩემო. - ხელზე მკოცნის და მაგიდასთან მაცილებს. - მოაგვარე საბუთების საქმე? - კი, ყველაფერი კარგად არის, შენ თუ არაფერი საქმე აღარ გაქვს, ზეგ შეგვიძლია გავფრინდეთ. - ისე მაინტერესებს შენი ოჯახი. მიღიმოდა, მაგრამ კვლავ სევდიანი სახე ჰქონდა. საღამოს ფილმის ყურება გადავწყვიტეთ, როგორც ყოველთვის, ბოლომდე ვერასდროს მიგვყვავდა ფილმი, სულ საძინებელში ვამთავრებდით, ახლა ზედმეტად ჩაფიქრებული იყო. - ლუკ, კარგად ხარ? - თვალებში ვუყურებ.- მგონია, რომ რამეზე ნერვიულობ. - არაფერია, ჩემო სიყვარულო. მამაჩემიც იტალიაში გაფრინდა, რაღაც პრობლემები შეიქმნა მისი ძმაკაცის კომპანიაში და იმის მოსაგვარებლად დაურეკეს. - დალაგდება ყველაფერი, ნუ ხარ მოწყენილი, მე შენთან ვარ. - კისერზე ვხვევ ხელებს და ჩემკენ ვიზიდავ. ლუკა კოცნას მიწყებს. ძალიან, ძალიან ვნებიან კოცნას. დივნიდან იწევა და კალთაში მისვამს. ჩემს თავს თავის ხელებში იქცევს და უფრო ძლიერად მკოცნის. ენას პირში მიყოფს. მეც ვუსრულებ საწადელს და ტუჩზე ნაზად ვკბენ. ოხრავს, ღმერთო, ჩემო, როგორი სექსუალურია… კოცნებით ჩადის ჩემი კისრისკენ. მე თავს უკან ვაგდებ. მაისურის ბრეტელს მიწევს და მკერდზე მიწყებს კოცნას, შემდეგ ისევ ჩემს ტუჩებს უბრუნდება. რამდენიმე წუთს გრძელდება ეს სიამოვნება, ბოლოს კი ვჩერდებით. სუნთქვა ორივეს გახშირებული გვაქვს, ერთმანეთის გულისცემა გვესმის. თავს მხარზე ვადებ და ვეხუტები. - ყოველთვის შენთან ვიქნები, ჩემო. - შენ არ იცი, რამდენი წელია ვოცნებობ ამ სიტყვების შენიდან გაგონებას. მისი სხეულის სითბო მსიამოვნებს, ცოტახანში გაბრუებულს მეძინებს და ძილში ვგრძნობ როგორ ნაზად მიტაცებს ხელში და საწოლში მაწვენს. **** აეროპორტში ვიყავით უკვე. თამარასა და რატის ვემშვიდობებოდით, ლუკამ ისურვა, რომ რაც შეიძლება უხმაუროდ დაგვეტოვა ქვეყანა, მართლაც, ასე სჯობდა. კიბეებზე რომ ავედით, უკნიდან თამარას ცრემლები დავლანდე, მაგრამ არ მინდოდა შემემჩნია. ნორმალურად ვიფრინეთ, მაგრამ უზომოდ დაღლილები ჩავედით. - ცოტა ვნერვიულობ. - ვეუვნები ლუკას. - რას ამბობ, პატარავ, ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და გაწონასწორებული “სარძლო” ხარ. რა განერვიულებს? - იცინის. - ჰო შენ იცინე, იცინე. - გაბუსხული სახით ვტრიალდები ფანჯრისკენ და ვათვალიერებ იტალიის ლამაზ ქუჩებს. მივედით. სახლის კარს ულამაზესი ქალბატონი აღებს. მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო ლუკას დედა, ერთი შეხედვით ისე ჰგავდა. - ჩამოვიდნეენ! - ლუკას გულში იხუტებს და მე მიტრიალდება. - ლიზა, საყვარელო. - გადამკოცნა და კვლავ ამათვალიერა. - უზომოდ ლამაზი ხარ. - მადლობა, თქვენც ძალიან. - ვუღიმი და ლუკას ხელს ვგრძნობ წელზე. შიგნით მიგვიძვიღვება და მისაღებში შევყავართ. უსაყვარლესი და ჰყოლია ლუკას, დანახვისთანავე გულში ჩამიკრა 5 წლის გოგონამ. - ნენ, მოგეწონა ლიზა? - ეკითხება ლუკა. - ძალიან ლამაზია, სულ ჩვენთან იქნებით ხო? - ხელს მკიდებს პატარა და ქვემოდან მიყურებს. - ხან ჩვენ ჩამოვალთ, ხან თქვენ და სულ ერთად ვიქნებით. - ღიმილით ვპასუხობ. - ალბათ ძალიან დაიღალეთ, ხო? - გვეუბნება იზაბელი, ლუკას დედა. - წამოდით, მოისვენეთ ცოტახანს და შემდეგ ვივახშმოთ. ლუკას ოთახში შევდივართ, პირველი რაც თვალში მხვდება ნახატებია. - ეს შენ დახატე, ლუ? - ჰო, ადრე ვიყავი ხატვით გატაცებული, ბევრ რამეს დაინახავ და აღმოაჩენ, კარგად თუ დააკვირდები. საქართველოში გაბრუნებდა ეს ნახატები, თითქოს იქ ხარ და უბრალოდ ფანჯრიდან იყურები, უზომოდ ლამაზი და დიდი მნიშვნელობის ნახატები ეკიდა კედელზე. - ულამაზესია იზაბელი. - მივუტრიალდი ლუკას რომელიც აკიაფებული თვალებით მიყურებდა. - თვითონაც ძალიან მოეწონე, ერთი სული აქვს ყველაფერი გამოგკითხოს ახლა. - იცინის და მეხუტება. სანამ ტანსაცმელი ამოვალაგეთ და თავის ადგილი მივუჩინეთ, ამასობაში მოსაღამოვდა. მისაღებში რომ გამოვედი ნაცნობი ხმა გავიგე. ლუკას მამა იყო. - ჩემი გოგო ჩამოვიდა?! - მიყურებს და მიცინის. - გიორგიი, როგორ მომენატრე. - მისკენ მივდივარ და ვეხუტები. - მეც ძალიან, ჩემო გოგო. უზომოდ მიხარია ის ყველაფერი, რაც ჩემ თავს ხდება, მიხარია, რომ ლუკასთან ხარ. - თავზე მისვამს ხელს. - მოდით მაგიდასთან - გვეუბნება იზაბელი. ლუკას გვერდით ვჯდები, ისეთი ლამაზია ყველაფერი, აღარ ვიცი რა დავათვალიერო. - ბავშვებო, ჩათვალეთ, მეორედ დავიბადე, ისე მიხარია ერთად რომ გხედავთ. - გვეუბნება გიორგი. მე და ლუკა ჯერ ერთმანეთს ვუყურებთ, შემდეგ გიორგის და ვიღიმით. - ლიზა, იმდენს გვიყვებოდა შენზე ლუკა, ერთი სული მქონდა ჩამოსულიყავი და გამეცანი. - უზომოდ თბილად მესაუბრება იზაბელი. - მეც მინდოდა შენი გაცნობა, ლიზა. - მეუბნება პატარა ნენე. - მეც უზომოდ გამიხარდა, რომ ჩამოვედით. - ლუკა, ვერ არის საქმე კარგად, ნიკას კომპანია გაქურდეს, ცუდი ამბები ტრიალებს, რამდენიმე ხანი აქ მოგიწევთ გაჩერება, სანამ ყველაფერი არ დალაგდება, უნდა დარჩეთ. - ამბობს გიორგი. - ნიკას როგორ გაუკეთეს ეს? ან ვის რაში აწყობდა მისი საკუთრებისთვის ხელი დაედო, ვინმეს ორი თავი აქვს? - ირონიით ამბობს ლუკა. - არ ვიცი, შვილო, ყველაფერი საკმაოდ დაძაბულია, ხვალ სტუმრებს ველოდები, დიდიხანია გელოდებიან და თან ლიზასაც გაიცნობენ, აინტერესებთ თაზოს შვილი. - უკაცრავად? - ცოტა გაურკვეველი ტონით ვამბობ. - არაფერია, ლიზ. ჩემი ძმაკაცები არიან, ყველამ ყველაფერი კარგად იცის, მამაშენს ვისთანაც ფული მიჰქონდა, ის კაცია და შენი გაცნობა უნდა, ყველაფერი იცის, რომ შენ ლუკას საცოლე ხარ და ერთი ზედმეტი მოქმედება და თვალის დახამხამებაში შეეცვლება ცხოვრება. ჩუმად ვაგრძელებ ჭამას. ცოტახანში გიორგი და ლუკა გადიან, საქმე გვაქვსო. ნენესაც მიეძინა, მე და იზაბელი დივანზე მოვკალათდით, ჩაი მოგვიტანა დამხმარე ქალმა. - ლიზა, საყვარელო, ვიცი შენზე ყველაფერი, გიორგიმ მომიყვა, მამაშენს მეც ვიცნობდი, უზომოდ განვიცადე თაზოს გარდაცვალება. - ფეხზე ხელს მადებს იზაბელი და ცდილობს მისი სიტყვებით გული არ მეტკინოს. - გიორგის გამო ბევრი რამ გადამიტანია, მისი ცხოვრების წესის გამო დიდიხნით გვიწევს ხოლმე განშორება, ეს სულ ასე იყო. მე მას შეცვლა ვერ მოვთხოვე, რადგან ასეთი გავიცანი და ასეთი შემიყვარდა. თუმცა ვთხოვდი, რომ რადგან გადადგა ნაბიჯი და შექმნა ოჯახი, გვყვს შვილები, ისე გაეკეთებინა, რომ არ გვეცხოვრა შიშში, დაძაბულობასა და ნერვიულობაში. ლუკა რომ გაჩნდა, პირველ რიგში იმას ვფიქრობდი, მამამისის გზას აირჩევს თქო აუცილებლად, ასეც მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ მე ამ ყველაფრის წინააღმდეგი ვიყავი. - ცრემლი ერევა.- რაც გიორგის ციხეში ყოფნის გამო მაქვს გამოვლილი, იმაზე უარესად ვდარდობდი, როცა ჩემი შვილი გადიოდა იმავე გზას. ერთი პერიოდი ლუკა და გიორგი, ორივე ერთ დროს დაიჭირეს და დავრჩით მე და ნენე საქართველოში მარტო, იმდენ ბინძურ ხალხში, რომლებიც ჩვენ გარშემო ტრიალებდა. გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით, თავიდან გიორგის ძმასთან ვცხოვრობდით, მერე გიორგი გამოვიდა ციხიდან, აქ წამოვიდა და ჩვენით შევძელით ყველაფერი. ბევრ რამეს მიხვდა, როცა იქ იყო და გაანალიზა, რომ ოჯახი ყველაზე წმინდაა და ძვირფასი, რომ ყველაფერი უნდა გაეკეთებინა და არ დაეშვა, მის ოჯახს მოსვლოდა რამე. ასე მგონია, ლუკაც აუცილებლად ასე იზამს, ლუკასთვის შენ, მართლაც, ძვირფასი ხარ და ამას დიდიხანია ვხვდები. ამიტომ, შენი იმედი მაქვს, ბევრ რამეში, ჩემო გოგო. - მიღიმის. ვერც გავიაზრე, როგორ იმოქმედა მისმა სიტყვებმა ჩემზე, ისე სწრაფად ჩამომვარდა ცრემლი. - იზაბელ, მე ყველაფერს მის სასიკეთოდ ვაკეთებ და გავაკეთებ. აღარ მინდა ისე ვინერვიულო, როგორც მაშინ, როცა დაჭრეს, მინდა ნორმალური ცხოვრება ჰქონდეს, ყველანაირი მტრის გარეშე. - ვიცი ჩემო გოგო, ვიცი. ხვალ რომ მოვლენ სტუმრები, ვეცდები ყველანაირად, რომ მალე მოგაცილო იქაურობას, არ მინდა მათმა საუბარმა იმოქმედოს შენზე. - და ისინი მამაჩემს საიდან იცნობენ? - მამაშენი აქაც ნამყოფია, ლიზა. ყველაფრის მიუხედავად, უზომოდ დიდ პატივს სცემდა ყველა, სულ შენი სახელი ეკერა, რომ მისი შვილი ყველაზე ლამაზი, წარმატებული და განათლებული უნდა ყოფილიყო, რომ დედოფალივით უნდა ეცხოვრა. - ცრემლნარევი თვალებით მიყურებს. - კარის ხმაა, გიორგი და ლუკა მოვიდნენ ალბათ, მიდით, დაისვენეთ, დილით ყავას ხომ სვამ ხოლმე? - მიღიმის. - კი, კი. ერთად დავლიოთ. - მეც ვუღიმი. - ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია შენი აქ ყოფნა, საყვარელო. - თქვენ ჩემ გარეშე რაზე ჭორაობთ? - ოთახში შემოდის ლუკა. - ზუსტად იმაზე, შენ გარეშე რაზეც უნდა ვიჭორაოთ. - უცინის იზაბელი და ეხუტება. - წადით ახლა დაისვენეთ, მე ჩემ ქმარს ჩაის დავალევინებ, ჩვენი რუტინა ასეთია, გვიან ვიძინებთ. - გულწრფელი თვალები ჰქონდა, მომღიმარი და თბილი. ოთახში შევედით. განერვიულებული სახე ჰქონდა ლუკას. - რა ხდება, ლუკ, მშვიდობაა? - კი, ჩემო პატარა, ჩემ გვერდით ხარ, მაგრამ მაინც მენატრები. ახლა მინდა ისე გაკოცო, მე რომ მისწორდება… - ჰო? და მეც რო ძალიან მომენატრე? - ცბიერად ვუყურებ. - მაგ მზერის გამო…. გაშმაგებით დაეწაფა ჩემს ტუჩებს, ენა ღრმად ჩამიყო და გემო კარგად შეიგრძნო. მეც ვცადე აყოლა, რაც კარგად გამომივიდა. კალთაში ჩავუჯექი და ხელები მოვხვიე მის განიერ მხრებს, ფრჩხილები მსუბუქად ჩავარჭე კისერთან. - შენზე ვგიჟდები.. - ვეუბნები სუნთქვააჩქარებული. - იდეალური ხარ, პატარავ. - სათითაოდ ორივე მკერდს მიკოცნის, ნელ-ნელა კოცნას უმატებს, ენასაც ხმარობს, ხელებით მეფერება. ერთ-ერთ მკერდს ტუჩებით წაეტანა და მეორე მუჭაში მოიქცია. მე კვნესა აღმომხდა. ყოველთვის შეეძლო, უდიდესი სიამოვნება მოენიჭებინა ჩემთვის. ჩემს მკერდზე ედო თავი და ღრმად სუნთქავდა. ჩვენთვის მართლაც სიჩუმე და გულისცემა იყო საყვარელი მელოდია. **** დილით მისი თბილი თითების ფერება მაღვიძებს. - დილამშვიდობის, პრინცესა. - ღიმილიანი იყო. - დილამშვიდობის - ვეხუტები. - დღეს მოდიან ხო სტუმრები? - ხო, პატარავ, ყველაფერი კარგად იქნება, ვიცი, ნერვიულობ, მაგრამ, ხომ იცი, მე შენთან ვარ. - შუბლზე მკოცნის. - როგორც ყველაფერი დალაგდება, დავბრუნდეთ, ხო? - კი, აუცილებლად, ლიზ. სანამ მე და იზაბელი ყავას ვსვამდით, ლუკა და გიორგი მისაღებში იყვნენ და ფორმიან დაცვებს ესაუბრებოდნენ. ეს ყველაფერი არ მსიამოვნებდა და ამას იზაბელიც ამჩნევდა. - წამოდი, ჩემო გოგო. აივანზე გავიდეთ, თბილი ამინდია და იქ დავლიოთ ყავა. ამ ყველაფრის შემყურე, უფროდაუფრო ვეცნობოდი ლუკას სტატუსს. იზაბელის თითებს ვგრძნობ მხრებზე. - დაჯექი, საყვარელო, ნუ ნერვიულობ. - როგორ უძლებ ამ ყველაფერს? - სკოლიდან მიყვარდა გიორგი, მაშინ უფრო სხვანაირად იყო ყველაფერი. - თითქოს მოგონებები თვალწინ გადაეშალაო, ისე ჰქონდა მზერა გადასროლილი უსასრულობაში. - ისე ძლიერად მიყვარდა, მის გარეშე ვერ წარმომედგინა ცხოვრება. იმდენად ბევრს ნიშნავდა ჩემთვის, რომ ყველაზე და ყველაფერზე წინ ვაყენებდი. როცა თავის ცხოვრებაზე მომიყვა, დრო მომცა, იფიქრე, გიღირს თუ არა, ჩემთან ცხოვრებაო. - იღიმის. - ერთი კვირის შემდეგ ქორწილი გვქონდა. მთელ თბილისში ის იყო, ვისთანაც მოდიოდნენ აზრის საკითხავად, ვისი სიტყვაც სჭირდებოდა ყველა შეკამათების დასრულებას. ბევრი რამ გვაქვს ერთად გადატანილი. გიორგის და თაზოს ჰყავდათ მეგობარი, პაატა. სულ ერთად იყვნენ… პაატას ახალი მოყვანილი ჰყავდა ცოლი, რომელიც სთხოვდა, ბავშვს რომ გავაჩენთ, ქორწილი მაშინ გადავიხადოთო. მაშინ მე და გიორგიც ახალი დაოჯახებულები ვიყავით. ზამთარში ჰქონდათ ქორწილი. პაატას ცოლი, მარიამი ახალი ნამშობიარები იყო. წყვილს ერთმანეთი აბედნიერებდათ. როგორ მახსოვს.. - მწვანე თვალები ცრემლებით ევსება. - ისეთი ბედნიერები იყვნენ, ერთად ცეკვავდნენ, მარიამი რომ დაიღლებოდა, ხელში აიყვანდა და ასე ხელში ატაცებულს აცეკვებდა. უცბად დიდი უბედურება მოხდა. პაატას ერთი დაუძინებელი მტერი ჰყავდა, რომელსაც ქონების დიდი ნაწილი წაართვა და რამდენიმე გაჭირვებულ ოჯახს გადასცა. წყვილის ცეკვის დროს იარაღის სროლა გაისმა, ყველამ ამაზე გადაიტანა ყურადღება, როცა ერთი სტუმარი მივიდა პატარძალთან და დანა პირდაპირ გულში გაუყარა, ის ადგილზევე გარდაიცვალა. ისეთი ამბავი იყო, გიორგიმ მაშინვე სახლში წამომიყვანა, პაატა განადგურებული იყო. ერთი კვირა არ მენახა ჩემი ქმარი, ამ საქმეების გასარკვევად დარბოდა. მერე მიაგნეს იმ კაცს და ისიც მოკლეს. ახალშობილი ბავშვი მარიამის დედასთან იყო რამდენიმე თვე, მერე ის ქალიც ნერვიულობას გადაყვა. ბიჭები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ პაატას გულში სიბოროტე არ ჩაედო, ბავშვისთვის მიეხედა და ცხოვრება მშვიდად გაეგრძელებინა. ასე გაიზარდა ჩვენი რატი, თუმცა მამაც მალევე დაკარგა. - რატი?? - გაოცებას ვერ ვმალავ. - იცნობ? - რა თქმა უნდა, ვიცნობ. ჩემი დაქალი დანიშნა 1 თვის წინ. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი მძიმე წარსული ჰქონდა. - გიორგი და მისი ძმაკაცები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ რატის არაფერი დაკლებოდა, რომ ყველაფერი ჰქონოდა ამ ცხოვრებაში. ერთად გაიზარდნენ ეგ და ლუკა. რატიმ თქვა, რომ ის, რაც მამამისმა ვერ შეძლო, რომ შეექმნა ოჯახი და შვილები მეუღლესთან ერთად გაეზარდა, თვითონ გააკეთებდა და არ დადგებოდა იმ გზაზე, რომელზეც პაატა იდგა. თუმცა გარემოცვა ჰყავდა ისეთი, რომლებმაც კაცად გაზარდეს და ჩამოაყალიბეს ჩემი რატი. - და შენ როგორ შეძელი, იზაბელ. - ჩემო გოგო, ჩემი ქმრის ხელებზე სისხლი არასდოს ყოფილა, მას არ მოუკლავს კაცი, თანაც უმიზეზოდ. არავისთვის წაურთმევია უსამართლოდ. ჩემი ქმარი ცდილობდა მამის სითბო გადაენაწილებინა ლუკაზეც და რატიზეც. ეს სტატუსი შორიდან ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს უღირსთან ცხოვრობ. მაგრამ, იმ დროსაც და ახლაც, თბილისში და არა მარტო თბილისში, ყველაზე სამართლიანი და ღირსეული ქმარი მყავს და ასეთივე შვილი. - იმ ინციდენტის შემდეგ რაც ლუკას შეემთხვა, ხშირად შიში მიპყრობს, იზაბელ. - შიში სულ გექნება, ჩემო გოგო, მაგრამ დაიმახსოვრე, შენი ლუკა არასდროს გააკეთებს ისეთ რამეს, რაც შენ მოგაყენებს ზიანს. - მიღიმის. მიყვარხარ, თანაც ისე ძლიერად, რომ მხოლოდ ამ სიყვარულს შეუძლია დამაძლევინოს ყველანაირი შიში და დაბრკოლება. მე ჩემი გული შენ დაგითმე, შენს გულზე ზემოდან ამოვკემსე. მე მზად ვარ შენთან ერთად გადავიტანო ყველა დაბრკოლება და ყველა ცხოვრებაში შენთან ვიყო. შუადღე იყო სახლში რომ მოვიდნენ გიორგი და ლუკა. დამხმარეები ვახშამს ამზადებდნენ, მე ოთახში ვიყავი და ტანსაცმელს ვალაგებდი. შემოდის და ჩემ წინ დგება. - ყველაფერი რიგზეა, სიყვარულო? - კი. - თვალებში არ მიყურებდა. - ლუკა. - ნუ ნერვიულობ, რიგზეა, საღამოსთვის მოემზადე, შუბლზე მკოცნის და სააბაზანოში შედის. შიშმა დამიარა მთელ სხეულში. მინდოდა მალე დასრულებულიყო ეს ყველაფერი. სული აწრიალებული მქონდა. მოვემზადე და მისაღებში გავედი, თუმცა ფეხები უკან მრჩებოდა. რამდენიმე უცხო სახეს ვხედავდი. ლუკა ჩემთან მოვიდა და თბილი მზერით დამაჯილდოვა, ხელი წელზე მომხვია და ყურთან ახლოს მოვიდა. - არავის გაესაუბრო ჩემ გარეშე, პრინცესავ. - მეჩურჩულება და ლავიწზე მკოცნის. ვგრძნობ, თვითონაც დაძაბულია, მაგიდასთან მივდივართ და მის გვერდით ვჯდები, ხელი კვლავ წელზე აქვს შემოხვეული, სხეულიდან არ მიშორებს. ცოტახანში სტუმრები მომრავლდნენ. კიდევ ორი მამაკაცი შემოემატა სუფრას, რომლებიც, აშკარად, დაუპატიჟებელი სტუმრები იყვნენ. ჩემ წინ იჯდა იზაბელი, ეტყობოდა რომ ნერვიულობდა. სტუმრები მაგიდასთან დასხდნენ და ლუკაც უფრო დაიძაბა. რამდენიმე წუთში ამ ორიდან ერთ-ერთი სადღეგრძელოს ამბობს. - Siete una bella coppia, siete fortunati. (ლამაზი წყვილი ხართ, თქვენ გაგიმარჯოთ.) იმდენად შემზარავი ხმა აქვს, მოსმენაც არ მსიამოვნებს. ლუკა მადლობას უხდის ისე, რომ თვალს არ აშორებს და უფრო ახლოს მიზიდავს. - Hai davvero una bella ragazza. (მართლაც ლამაზი გოგო გყავს) - ამბობს იქიდან ერთი და იღიმის. - Non le cada neanche un capello… (თმის ღერიც არ ჩამოუვარდეს) - ეუბნება ლუკა. საუბარში გიორგი ერევა მკაცრი ტონით. ვგრძნობდი, რომ ძალიან იძაბებოდნენ. იმდენი იტალიური არ ვიცოდი, რომ ყველაფერი გამეგო. მხოლოდ გიორგის და ლუკას სახეს ვხედავდი, უზომოდ გაბრაზებულს. ნეტავ რას ეუბნებოდა ის ბებერი. უცბად, გიორგისა და ლუკას გარდა ერთმა ქართულად ჩაილაპარაკა ჩემი და იზაბელის გასაგონად: - მაპატიეთ, ქალბატონებო, თქვენ თვალწინ რომ გვიწევს ამდენი საუბარი, თქვენდაუნებურად დიდ როლს თამაშობთ, რომ ამ ბებერს თავი არ წააცალოს გიორგიმ - ეღიმება. - აქედან ერთ-ერთმა ცუდი საქმე გააკეთა, რის გამოც პასუხი უნდა აგოს, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება ამ სახლში, გპირდებით. - ამბობს და გიორგის უტრიალდება. - თქვენი სიტყვა თქვით, ქურდებო. გიორგიმ, ლუკამ და ერთმა კაცმა ჩუმად ჩაილაპარაკეს და სტუმრებმა სახლი დატოვეს. ჩვენი ოთახის აივანზე ვიყავი გასული და ვფიქრობდი. ფიქრებიდან მის შეხებას გამოვყავარ. - პატარავ, ბოდიში. - თავს დაბლა ხრის. - შეიძლება სიტყვა სიტყვით ვერ გაიგე რას ვსაუბრობდით, მაგრამ ვიცი, ყველაფერს კარგად ხვდები. ეს ასე იყო საჭირო, რომ ისინი დასჯილიყვნენ ყველაფრისთვის. - თვალს მარიდებს სანამ პასუხს დავუბრუნებ. - შენთან ერთად მინდა ისეთი საღამოების გატარება, ყველაზე მშვიდად რომ ვიქნები, რომ არასდროს გამოგიჩნდება “გადაუდებელი საქმე” და ორი კვირით არ წახვალ სადმე, რომ სულ ჩემთან გაატარებ ყველა საღამოს. ვცდილობდი გამეხსენებინა ოდესმე თუ ყოფილა ისე, რომ თავი დაუცველად მეგრძნო შენთან და ჩემ თავს ვერ მივეცი იმის უფლება, ამაზე სერიოზულად დავფიქრებულიყავი. - ხელებს ვხვევ კისერზე და თავს ვაწევინებ, თვალებში ვუყურებ. - ჩემო პატარა, გპირდები, დალაგდება მალე ყველაფერი, ერთ კვირაში წავალთ. ვიცი, აქ რაც გბოჭავს, შემდეგ ჩამოსვლაზე ყველაფერი სხვანაირად იქნება. - იმ თვალებით შემომცქერის, მე რომ მიყვარს, გაფრენამდე. …. ბევრი ვიმუშავე, რომ კარგი ისტორია გამოსულიყო, აუცილებლად ექნება გაგრძელებაც, იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.