წარსულის კვალდაკვალ (თავი პირველი)
ამბობენ სადაც არ უნდა წახვიდე წარსული მუდამ თან გსდევსო, ამ თეორიის ბავშვობიდან მწამდა უბრალოდ დაჯერება არ მინდოდა. იმასაც ამბობენ შეიძლება წარსულის ადამიანები გაუშვა შენი ცხოვრებიდან, თუმცა თუ მათთზე ფიქრს არ შეწყვეტ ის დავიწყებულად არ მიიჩნევაო. ალბათ ადამიანებს სამუდამოდ მაშინ ვივიწყებთ, როდესაც მათთზე აღარ ვფიქრობთ. ან მაშინ, როდესაც მისი დაბადების დღე გვავიწყდება, ან შესაძლოა მაშინ როდესაც მათ გამო გული აღარ გვტკივა. ვინ იცის? ფაქტი ერთია წარსულის აჩრდილთან ცხოვრებას სწავლობ, გზას აგრძელებ და ნაბიჯებს დგამ. შესაძლოა სადღაც, რომელიღაც კუთხეში, ნაცნობ ადგილებში წარსული მოგელანდოს. ან უბრალოდ მონატრებისგან შეშლილს ღამით გამოგეღვიძოს ან პირიქით თვალი ვეღარ მოხუჭო. მაგრამ სწავლობ, ყველაფერს თავიდან იწყებ, ნაბიჯების გადადგმას, საუბარს და ამაყად დგომას. დროის გასვლასთან ერთად რეალობა ისეთი მტკინვეული აღარ არის როგორც უწინ, იყო. მაგრამ იმასაც ამბობენ წარსულის აჩრდილი ზუსტად მაშინ იჩენს თავს, როდესაც აღარ ელიო. მაშ ასე, ის რაც რეალურია მუდამ იპოვის გზას დასაბრუნებლად. ეს ისტორია აქ არ დაწყებულა, თუმცა აუცილებლად იხილავთ წარსულის ლამაზ მოგონებებს. თავი 1 შვიდი წლის შემდეგ პირველად, ერთდროულად დაბრუნდა საქართველოს დედაქალაქში ორი დაკარგული სული. შვიდი წლის შემდეგ ისევ არსებობს შანსი ამ ადამიანების შეხვედრის? ვინ იცის.. მია ამირეჯიბი მაღალი, გამხდარი გრძელი შავთმიანი გოგონა, ზღვისფერი თვალებით ამაყად მიაბიჯებდა თბილისის ქუჩებში. ერთდროს ნამდვილად გოგონა ახლა კი ძლიერი და თავდაჯერებული ქალი თეძოების მიხვრა-მოხვრით მიუყვებოდა საკუთარი სახლის კიბეებს. ნაცნობმა ქალაქმა და სახლმა მოგონებები გაუღვიძა წამიერად თითქოს ისევ გატყდა, თუმცა თავი გააქნია და გონს მოსასვლელად ზუსტად წამები დაჭირდა. კარზე ნელ-ნელა დააკაკუნა და საკუთარი ოჯახის რეაქციის ხილვისთვის მოემზადა. იმ დილით ნიკო ამირეჯიბი მიას ძმა სახლში იმყოფებოდა, ერთ დროს ჩვეულებრივი ბიჭი, რომელიც მუდამ საკუთარი ოცნებებისთვის იბრძოდა ამჯერად ცნობილი ფეხბურთელი გამხდარა. მიას ოჯახის ისტორია იმაზე ჩახლართულია ვიდრე ეს შორიდან ჩანს, თუმცა ყველა ისტორიას აქვს სიმართლის გასაღები, დაე ისღა დაგვრჩენია მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. ახლად გაღვიძებული ნიკო ზანტად წამოდგა საწოლიდან, მაისური გადაიცვა და კარების გასაღებად გაეუშურა. ნაცნობი სილუეტი, რომ დალანდა თვალები დახუჭა შემდეგ ისევ, რომ გაახილა და საკუთარი და დაიანახა გაოცებისგან შეკრთა. მაშინვე გადაეხვია მიას და ბარგი სახლში შემოიტანა -რატომ არ მითხარი, რომ მოდიოდი გიჟი ხარ? დაგხვდებოდი -სიურპრიზი გაგიკეთე უფროსო ძამიკოვ, თანაც ახლა ცნობილი სახე ხარ და შენი ყველგან სიარული არ შეიძლება. -სულელო, როგორ მენატრებოდი -მეც, იცი რა რთულია შორიდან უყურებდე საკუთარი ძმის წარმატებას თუმცა მასთან ყოფნა არ შეგეძლოს. შენი თაყვანისმცემლები მეც კი მწერდნენ, როგორ გაიგეს ჩემი ნომერი არ ვიცი. -ნუ ახლა… შეიფერა ნიკომ, ხოლო მია მხარი კრა -ისევ მარტო დაბოდიალობ? -მაგას მე მეუბნები გოგო? ნახევარი მსოფლიოს მამაკაცები დაიწუნე, მაინტერესებს შენი მოსაწონი თუ გამოჩნდება ვინმე. -კარგი ახლა, მე მომწონს მარტო ყოფნა და არ მჭირდება მამაკაცი ბედნიერებისთვის. მთავარია ჩემი თავი და კარიერაა ასე იყო და იქნება სულ! -ჰოდა მეც შემეშვი დაიკო, მარტოც კარგად ვარ -ბიჭო, მე კარგი მაგრამ რუსუდანს და შალვას შვილიშვილი არ უნდათ? -თუ ეგრე ძალიან ღელავ შენ გათხოვდი. -ვერ ეღირსები ეშმაკურად გაუღიმა ძამიკოს და საკუთარი ბებოს და ბაბუს ფუს-ფუსი შემოესმა. ხელები დახუნძულული ქონდათ რუსუდანს და შალვას, როგორც რუსუდან ჩვევია მთლიანი მაღაზია დაუცარიელებია. როგორ ენატრებოდა მიას ეს ყველაფერი ნაცნობი სახეები, ნაცნობი ქალაქი და ნაცნობი სახლი. წამიერად ისიც კი იფიქრა, თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო, თუმცა რეალობა სხვანაირი იყო. მოხუცები სამზარეულოში, რომ შევიდნენ და საყვარელი შვილიშვილის სხეული დალანდეს ბედნიერებისგან ნაყიდი პროდუქტი ძირს დაუცვივდად. -თვალებს ვერ ვუჯერებ ბე, რატომ არ გვითხარი რომ მოდიოდი? რუსუდანი ძლიერ გადაეხვია მიას, შემდეგ ფეხის თითებიდან თმის ღერამდე დაათვალიერა და საუბარი განაგრძო -რა არის გოგო საჭმელს არ ჭამ? ისე თვალი არ გეცეს ბებო, ანგელოზს გავხარ -ნუ აჭარბებ ბებო, არ ვარ ძალიან გამხდარი -ბაბუს ლამაზი გოგო, ხომ აღარ წახვალ? საუბარში ჩაება თვალებ-აცრემლებული შალვა. -არ ვიცი ჯერ დავრჩები თუ არა, მაგრამ -მაგრამ? საუბარში ჩაება ნიკოც, აღარ უნდოდა დის გარეშე ცხოვრება. ამ გოგოს გამო თავსაც კი გაწირავდა, გული უკვტებოდა ამდენი ტკივილის გადატანა, რომ მოუწია და უნდოდა ყველაფერი კარგად ქონოდა. -ახალი წიგნი დავწერე, ამჯერად მინდა საქართველოში გამოვცე. თუ მოვლენები კარგად განვითარდება დავრჩები -ჩემი ჭკვიანი გოგო, როგორ მიხარია. შენი წარმატების შესახებ ისედაც წერენ ქართულ ჟურნალებში, ორივეთი ვამაყობთ მეც და შალვა. წავალ ახლა შენ საყვარელ კერძებს გავაკეთებ, მანამდე კი დაისვენე. გადაეხვია შვილიშვილს და სამზარეულოში ფუსფუს შეუდგა. -მია -გისმენ ნიკო -ის არ შეგხმიანებია? ღიმილი სახეზე შეაშრა მიას და ცივი გამომეტყველება მიიღო -ნიკო, კატეგორიულად გიკრძალავ მაგ თემაზე საუბარს. -ჰო მაგრამ იქნებ ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ გგონია -არ მაინტერესებს და აღარ გვინდა ამ თემაზე საუბარი. ჩემს ოთახში წავალ, ძალიან მომენატრა, მოგვიანებით ვისაუბროთ კარგი? ძმამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, შეწინააღმედეგებას აზრი არ ქონდა, იცოდა მიას ხასიათები რაც უფრო მიაწვებოდა მით მეტად გაჯიუტდებოდა. მია ამირეჯიბმა ნაცნობ ოთახს მოავლო თვალი, კედლებზე კვლავ იყო გაკრული წარსულის ფოტოები, მისი მეგობრების, ოჯახის და იმ უხსენებელის ფოტოც დარჩენილა. მაშინვე მოხსნა და უჯრაში შეინახა, ეს ოთახი მოგონებებით იყო გაჟღენთილი ყველგან წარსულის აურა სუფევდა. ნაცნობმა სურნელებამ და ნაცნობმა ადგილმა იმოქმედა და მია მოგონებებში გადაეშვა. *** 25 წლის წინ ექოსავით გაისმა მია ამირეჯიბის პირველი ტირილი სამშობიაროში და ამცნო სამყაროს მისი დაბადების შესახებ. წლების წინ მოევლინა ქვეყანას გოგონა სახელწოდებით მია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი სილამაზით და მშვენიერებით. მისი ზღვისფერი თვალები მუდამ აჯადოვებდა ყველას, ერთი ღიმილიც კი საკმარისი იყო მაშინვე იხიბლებოდნენ გოგონათი. ნიკო ამირეჯიბი გამუდმებით იგერებდა გოგონას თაყვანისმცემლებს, რაც დრო გადიოდა უფრო იმატებდა თაყვანისმცემლების არმია. გოგონას თავიდან მოწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა დროთა განამვლობაში ძალიან აწუხებდა არსებული რეალობა. ყველა მათთგანი აღიზიანებდა მიას, ასე იყო მანამ სანამ მეათე კლასში მის სკოლაში ერთი ძალიან ცელქი, თუმცა ჭკვიანი ბიჭუნა არ გადმომივიდა ეს იყო რატი ბურდული. რატი თავის ასაკთან შედარებით უფრო მაღალი ბავშვი იყო, შავი თმა და მუქი თაფლისფერი თვალები ქონდა. პერიოდულად გრძელი თმა, რომ მობეზრდებოდა ხოლმე დაბალზე იპარსავდა. იმდენად უხდებოდა და ისეთ ქარიზმას სძენდა, სკოლის ყველა გოგოს ხმის აუმოუღებლად ხიბლავდა. გადმოსვლის დღიდანვე მოახდინა ბუმი სკოლაში და მაშინვე გაითქვა სახელი თავის გარეგნობით, ნიჭით და სიცელქით. პირველმა ორმა თვემ ისე ჩაიარა, რომ მიას და რატის ერთმანეთი არ გაუცნიათ. უბრალოდ შორიდან აკვირდებოდნენ ერთმანეთს და რატიც შეფარვით აკვირდებოდა გოგონას. ალბათ ასე გაგრძელდებოდა დიდხანს, რომ არა ის ერთი ნოემბრის მშვენიერი დღე. მია ქართულის წიგნს ჩაკირკიტებდა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი ქონდათ სასწავლი სახელწოდებით ,, გულის ვნებები”. თუმცა კონცენტრაციას ვერ ახდენდა, რადგან მასწავლებელი კლასში არ იყო ბავშვები კი ხმაურობდნენ. წამიერად მზერა ფანჯრისკენ გაეპარა და გადაშლილი წიგნიც დაავიწყდა, ალბათ კიდევ დიდხანს იქნებოდა ასე ლალი მასწავლებელს რომ არ დაერღვია სიმყუდროვე. -ადგილებზე ყველანი ომახიანად წამოიყვირა არც თუ ისე ახალგაზრდა ქალბატონმა, თუმცა ვერც იმას იტყოდით რომ მოხუცი იყო. დღეს გაერთიანებული გაკვეთილი ჩაგიტარდებად, თქვენ პარალელ კლასთან ერთად. -რომელთან მას ა კლასთან თუ ბ კლასთან? ინტერესით კითხა ერთ-ერთმა გოგონამ. -ბ კლასთან -ეს ხომ ბურდულის კლასია მასწავლებლის პასუხმა მღელვარება გამოიწვია კლასში და ერთმანეთს გადაუჩურჩულეს გოგონებმა. მიამ გაღიზიანებისგან თვალები აატრიალა, რაც დრო გადიოდა უფრო აღიზიანებდა არსებული რეალობა. ვერ ხვდებოდა ეს გოგონები რატომ გიჟდებოდნენ ამ ბიჭზე, რატიც აღიზიანებდა ასე ძლიერ, რომ იღებდა სიამოვნებას არსებული რეალობით. საერთოდ არ მოეწონა გოგონას ეს იდეა და კვლავ ლექსის კითხვა განაგრძო, თუმცა კარები გაიღო და მალევე ბ კლასის აღმოჩნდა საკლასო ოთახში. -აბა ბავშვებო ადგილები დაიკავეთ, დროს ნუღარ დაკარგავთ. კლასის გოგონები მოუთმენლად ელოდნენ როდის დაიკავებდა ბურდული მათ გვერდით ადგილს, თუმცა ასე არ მოხდა. მისი მზერა მიასკენ ციტირებდა, ბევრი აღარ უფიქრია და ადგილი მის გვერდით დაიკავა. ფიქრობდა, რომ ეს მისი შანსი იყო და დრო იყო მოქმედებაზე გადასულიყო. მიამ მაშინვე შენიშნა ბრაზისგან ავსილი გოგონების მზერები, გაღიზიანებისგან ამოიხვნეშა და ბიჭს გახედა. -სხვა ადგილი ვერ ნახე? -რა უხეში ხარ, არადა გარეგნობა სხვას ამბობს. -ჰო? და მაინც რას გეუბნება გარეგნობა -რავი საყვარელი გოგონა მეგონე. მხრები აიჩეჩა ბიჭმა და საუბარი განაგრძო -რატი ბურდული ხელი გაუწოდა გასაცნობად -ვიცი ვინც ხარ -მეც ვიცი მია ვინც ხარ, უბრალოდ ზრდილობის ამბავია. -ანუ ამით იმის თქმა გინდა, რომ მე უზრდელი ვარ? გაოცება ვერ დამალა გოგონამ -მე არაფერს გეუბნები, თავად თქვი. -როგორი თავხდები ბიჭი ხარ გაცეცხლებული უყურებდა მია -მადლობა კომპლიმენტისთვის -ამირეჯიბი და არაბული საუბარს თუ არ შეწყვეტთ დაისჯებით და დღის ბოლოს ბიბლიოთეკაში დარჩებით. ხო მართლა ამიერიდან ეს თქვენი ადგილია და წლის ბოლომდე ერთ მერხზე იჯდებით. სჯობს ერთმანეთს შეეუგოთ -წლის ბოლომდე? გაოცება ვერ დამალა მიამ -კითხვების გარეშე მია და გაკვეთილს ჩახედე, რატი წიგნი ამოიღე ჩანთიდან. -სამწუხაროდ არ მაქვს მას -მია გათხოვებს სიბრაზიზსგან სახე გაწითლებოდა გოგონას, მთელი წელი ამ თავხედ ბიჭს რა აიტანდა. გაბრაზებულა ჩადო წიგნი შუაში და ბიჭმა კვლავ საუბარი წამოიწყო. -ხანდხან როგორი კეთილი ხარ მია -თუარ გაჩუმდები მოგკლავ, სულ რამოდენიმე წუთია გიცნობ და უკვე დამღალე. -მართალი ყოფილა, რომ ამბობენ გარეგნობამ არ მოგატყუოთო. -შენ კიდევ გადმოსვლის პირველივე დღიდან გეტყობოდა რაც ხარ. -მადლობა კომპლიმენტისთვის -ეს კომპლიმენტი არ ყოფილა -რატი და მია დღეს გაკვეთილების შემდეგ სკოლაში დარჩებით, შეწინააღმდეგება არც კი ცადოთ თორემ მაშინვე დირექტორთან შეხვალთ. მტკიცეთ გააჟღერა წინადადება ლალიმ და მაშინვე მიიპყრეს მთელი კლასის ყურადღება, იცოდა მიამ ეს ბიჭი კარგს არაფერს მოუტანდა. ამოიხრა და თავი ჩაღუნა, მის შემდეგ ხმა აღარ გაუცია ბიჭისთვის. გაკვეთილების დასრულების შემდეგ სკოლა ნელ-ნელა დაცარიელდა ბავშვები სახლებში გაეშურნენ, მხოლოდ ორი მოსწავლე იყო სკოლაში და ელოდნენ ლალი მასწავლებლის განაჩენს. -იცოდეთ წიგნები ანბანის მიხედვით დაალაგეთ და ერთმანეთში არ აურიოთ. ყურადღებით დაარიგა რატი და მია მასწავლებელმა და კვლავ განაგრძო საუბარი. -სამასწავლებლოში ვიქნები, დავალებებს ვასწორებ, იცოდეთ არსად არ მივდივარ რამოდენიმე საათში მოგაკითხავთ. მია ძვლივს იკავებდა თავს, რომ ეს ბიჭი არ ეცემა, თვალი თვალში გაუყარა და დოინჯი შემოიდო. -რაიყო? ასე რატომ მიყურებ? გაოცება ვერ დამალა ბურდულმა, თაფლისფერი თვალები დღის შუქზე უელავდა. -ყველაფერი შენი ბრალია, ახლა სახლში უნდა ვიყო, ამის ნაცვლად კი აქ ვარ და წიგნების დალაგება მიწევს. ჩემს სატანჯველად გადმოხვედი ამ სკოლაში? საუბარი დაასრულა მიამ და წიგნების დაწყობა დაიწყო, ჯერ “ა” ასოზე დაწყებული წიგნები შეაგროვა. -მია ცოტას ხომ არ აჭარბებ? დავალაგებთ და წახვალ, თანაც ნებისმიერ გოგო ოცნებობს ახლა შენ ადგილას ყოფნაზე. ეშმაკურად გახედა ბიჭუნამ, მიამ კი საპასხოდ წიგნი ესროლა. რატიმ აიცილა და ბედნიერმა გახედა გოგონას -მეც იგივეს თქმა შემიძლია ბურდულო მიას ხმაში სიმკაცრე ირეოდა. -ვიცი და ვინ გითხრა, რომ არ ვოცნებობდი? ხმა დაუთბა ბიჭს და მანაც წიგნების დალაგება დაიწყო. -რას ბოდავ რატი? -რაც გაიგე -კარგი იქნებოდა არ გამეგო. -გახსოვს ლალი მასწავლებელმა რა თქვა? მთელი წელი მოგიწევს ჩემი ატანა ამიტომ სჯობს, რომ შემეგუო. -ვინმეს ადგილს გავუცლი, არ იდარდო -არა მტკიცედ მოუჭრა ბიჭმა გოგონას და მის წინ აღმოჩნდა -რა არა? -ადგილი არავის გაუცვალო, თორემ უფრო ვეღარ მომიშორებ. -მეჩვენება თუ მემუქრები? ამაყად გახედა გოგონამ და კიდევ უფრო გაუსწორა ბიჭს მზერა. -კარგი ცუდად გამომივიდა ვაღიარებ, უბრალოდ შენგან შორს ყოფნა არ მინდა. კიდევ უფრო შეამცირა დისტანცია და მიას მიუახლოვდა, საპასუხოდ კი ამირეჯიბმა ნაბიჯები უკან გადადგა. -გთხოვ ადგილი არავის არ გაუცვალო -რატომ ამომიჩემე? -არ შეგიძლია ასეთი ჯიუტი არ იყო? მე ხომ უბრალოდ გთხოვე. -დავფიქრდები რატი, ახლა კი დამეხმარე წიგნების დაწყობაში. არ მინდა მთელი დღე აქ გავატარო. ბურდულმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და უსიტყვოდ დაემორჩილა გოგონას. ერთი საათი ისე გავიდა ხმა არცეთს არ ამოუღია, ისევ რატიმ დაარღვია მდუმარება. -სახლამდე მიგაცილებ თუ ნებას მომცემ -არ მინდა რატი, თავად მივხედავ ჩემს თავს -ვიცი, რომ შენი თავის დაცვა შეგიძლია უბრალოდ მინდა, რომ მიგაცილო. -საინტერესოა იმ უხეში ბიჭისგან ასე მალე როგორ გარდაიქმენი ჯელტმენად. ინტერესი ჭვიოდა მიას ხმაში -შენ ახლა კომპლიმენტი მითხარი? არ მომესმა? მხრები აიჩეჩა პასუხად და განაგრძო -ჩემი ძმა მომაკითხავს ამიტომ გაცილება არ არის საჭირო, თუმცა მაინც მადლობა. -მგონი წინსვლაა, მადლობაც კი გადამიხადე. -ნუ სულელობ, მუშაობა განაგრძე. მიას ნამდვილად გადაურა გაბრაზებამ, თუმცა არა ბოლომდე. ასე მარტივად არ ლღვებოდა მისი მღელვარება და სიბრაზე, თუმცა ვაღიაროთ ნამდვილად დააინტერესა ბურდულმა ეს გოგონა. ბიბლიოთეკის დალაგება, რომ შეწყვიტეს ლალი მასწავლებელს დაემშვიდობენ და სკოლის ეზოსკენ აიღეს გეზი. ბურდული თვალს არ აშორებდა გოგონას და მის შესწავლას ცდილობდა. -სად არის შენი ძმა? -მოვა ნუ ნერვიულობ იხტიბარს არ იტეხდა გოგონა -კარგი დაველოდები და შემდეგ წავალ მხრები აიჩეჩა რატიმ და სკოლის ეზოში არსებულ სკამეინკაზე ჩამოჯდა. მია გულში ნიკოს ლანძღავდა, ერთი სული ქონდა ამირეჯიბს საკუთარი ძმა ენახა და შემდეგ დაეტუქსა. -არ დაჯდები? როგორი ჯიუტი იყო ეს ბიჭიც, არ ნებდებოდა. -არ მინდა -არ შეგჭამ მია -პატარა ბავშვივით ნუ მესაუბრები -და რა, დიდები ვართ? ამჯერად თავად წამოდგა ბურდული და ნახევრად შეხსნილი თეთრი საროჩკა რომლის შიგნითაც თეთრი მაისური ეცვა, ქარმა ჰაერში აუფრიალა. მანძილი კიდევ უფრო შემცირდა მათ შორის და ჰაერში უმისამართოდ გასტყორცნილი ქიმია ყველაფერს წვავდა. -ზოგს ნაადრევად უწევს გაზრდა რატი! ამირეჯიბმა არ დაუთმო ასპარეზი და არც მანძილის შემცირებაზე უფიქრია რამე. -რას გულისხმობ? გამოეპასუხა ბურდული, უტეხად უყურებდა გოგონას ზღვისფერ თვალებს და თითქოს მის ტალღებში იძირებოდა. პასუხის გაცემა აღარ დაცალდა მიას, მობილურზე ნიკოსგან შეტყობინა მიიღო, წერდა რომ ვარჯიშზე მოუწია წასვლა და ვერ მიაკითხავდა. -ტყუილად ველოდებით ჩემს ძმას -რატომ -ვერ მოვა, ვარჯიშზე მოუწია წასვლა. -მაშინ მე გაგაცილებ -ორი წლის ხომ არ ვარ? თავადაც შემიძლია სახლში მისვლა -მია, ნუ ჯიუტობ უბრალოდ გაგაცილებ. ამირეჯიბმა გაიაზრა, რომ ამ ბიჭთან კამათს აზრი არ ქონდა მასზე ბევრად ჯიუტი იყო ამიტომ თანხმობის ნიშნად უბრალოდ თავი დაუქნია. ბურდულმა გოგონას სასკოლო ჩანთა გამოართვა და ნელ-ნელა შეუდგნენ ბარნოვის ქუჩისკენ მიმავალ გზას. ახლანდელი დრო: მიამ ზანტად გაახილა თვალები, მზის სხივები ნელ-ნელა შემოსჭვიოდა ნაცნობ ოთახში. ამირეჯიბმა საათს დახედა, წიგნის ამბები მოსაგვარებელი ქონდა. მისი საყვარელი ატლასის ხალათი მოიცვა და სამზარეულოსკენ გაემართა. დილიდანვე ფუს-ფუსებდა სამზარეულოში რუსუდანი. -ბებო, ოდესმე გძინავს? გაოცება ვერ დამალა მიამ -შენ მაგაზე ნუ იდარდებ ბებო, ყავას დალევ? -კი, მაგრამ მე გავაკეთებ. -არა ბე მინდა, რომ მე გაგიკეთო. იცოდა მიამ რუსუდანთან შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა, ზოგადად ეს ქართველი ბებიების ჰობია. ამგავარად გამოხატავენ სიყვარულს შვილიშვილების მიმართ. მია საყვარელი სახლის საყვარელ აივანზე მოკალათდა, მაისის მიწურული იყო და მზე სასიამოვნოდ ანათებდა ვერის ქუჩებს. ვერ გაეგო ამირეჯიბს აქ დაბრუნება უხაროდა თუ არა, ყველა ქუჩა მოგონებებს ინახავდა. ეს ადგილები კი წარსულს აცოცხლებდა, მას კი აღარ უნდოდა წარსულზე ფიქრი. ფიქრების კორიანტელი აივანზე გამოსულმა რუსუდანმა დაურღვია, ხელში ახლად გაკეთებული ცივი ყავა ეკავა. -ბავშვებმა იციან, რომ აქ ხარ? -არა ბე, ყველას სიურპრიზი გავუკეთე. დღეს კატოს დაბადების დღეა და ჩუმად დავადგები -როგორ გაეხარდებათ სახე გაებადრა რუსუდანს და კვლავ განაგრძო საუბარი -იცი შენი წასვლის შემდეგ სულ მოდიოდნენ ჩემთან ახლაც მოდიან, ინტერესდებიან რამე მჭირდება თუ არა. იშვიათია თქვენაირი სამეგბრო -ძალიან მენატრებიან -ხოდა აღარ წახვიდე -არ ვიცი ბე, აქაურობა მძაბავს -მის გამო? ნაღვლიანად ჩაეკითხა მოხუცი -არამარტო, კარგი არ მინდა ამ თემაზე საუბარი -მუდამ გაურბიხარ მასზე საუბარს -არ გავურბივარ, უბრალოდ სალაპარაკო არაფერია -არ გგონია, რომ ყველაფერი უცნაურად მოხდა? -არა, მე მგონია რომ სწორად მოვიქეცით. კარგი რუსო, მართლა უნდა მოვემზადო ყავას ოთახში დავლევ, წიგნის ამბები მაქვს მოსაგვარებელი. ნაზად აკოცა ლოყაზე ბებოს და ოთახისკენ გაეშურა. მია ამირეჯიბის ოთახში სქელი შინდისფერი ფარდები ეკიდა, კედლები კი რძისფრად ქონდა შეღებილი. ამ ოთახის მიმართ სიყვარულიც აკავშირებდა და სიძულვილიც. მხოლოდ ამ ოთახმა იცოდა რამდენჯერ ჩამოგორებია თვალებიდან ცრემლები და რამდენჯერ დასველებია ღაწვები. ფარდები მთლიანად გადაეწია და მზის შუქით ტკბებოდა, ტანისამოსისიც კი ჩაეცვა. მთლიანი წელში გამოყვანილი შავი კაბა ეცვა წითელ ქუსლიანებთან ერთად, ოქროსფერი ბეჭდები და საყურეები მის მტკიცე ხასიათს კიდევ უფრო ამჟღავნებდა. კიდევ უფრო უკვეთავდა მუქი ყავისფერი კონტური მის საოცრად ლამაზ საშუალო ზომის გამოყვანილ ბაგეებს ასე ძლიერ, რომ იწვევდა მღელვარებას. ამირეჯიბი მამაკაცებისთვის წითელი ღვინოსავიითაა, მასავით გემრიელი და აკრძალული ხილია. ვერის ქუჩებს, რომ გაუყვა მაშინვე მიიქცია ნაცნობი მამაკაცების ყურადღება, ძველ თაყვანისმცემლებს მოკრა თვალი. ზოგ მათთგანს მიესალმა კიდეც, ზოგიერთს კი უბრალოდ თვალი აარიდა. მალევე გავარდებოდა ჭორი მისი ჩამოსვლის შესახებ, თბილისი პატარა ქალაქია და იმაზე სწრაფად ვრცელდება ამბები ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. მიას არ ადარდებდა ეს ყველაფერი, ერთადერთი რაზეც წუხდა ის იყო, რომ მის მეგობრებს არ გაეგოთ მისი მოულოდნელი ჩამოსვლის შესახებ, სანამ საღამოს წვეულებას შეუერთდებოდა, წიგნის ამბების მოსაგვარებლად გაეშურა. სხვადასხვა გამომცელობისგან ჰქონდა შეთავაზება და ამ კომპანიის იდეა ყველაზე მეტად მოეწონა. -ქალბატონო მია ყველაფერს ჩვენ მოვაგვარებთ, თუ თანახმა ხართ პრეზენტაციის დეტალები გავიაროთ -გაყიდული ტირაჟის რამდენი პრონცენტი ჩამერიცხება ცოტახანს დუმდა წარმომადგენელი და შემდეგ კვლავ განაგრძო -25% -ცოტაა -მეტის შემოთავაზება არ შეგვიძლია -სამწუხაროა, მაშინ დაგემშვიდობებით ფეხზე წამოდგმა ამირეჯიბი და ოთახის დასატოვებლად მოემზადა -30% -არა, 50/50 ზე -ძალიან ბევრია მხრები აიჩეჩა ამირეჯიბმა და საუბარი წამოიწყო -აზრს არ შევიცვლი. კარის გასასვლელისკენ გაიწია -კარგი, იყო ისე როგორც თქვენ გინდათ -ძალიან კარგი დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრობთ ახლა მეჩქარება. კმაყოფილმა დატოვა შენობა და მეგობრების სანახავად გაეშურა. მია, გუკა, ვატო, კატო და თათა ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, ერთ კლასში ისხდნენ და ერთად გადააგორეს უამრავი კარგი და ცუდი დღეები. მიას ნიკოს იმედი ქონდა მუდამ, თუმცა იცოდა გუკა და ვატოც სიცოცხლეს დათმობდნენ მისთვის. ხალხს არ ჯეროდათ, რომ მართლა მეგობრობდნენ გამუდმებით იმას იძახდნენ ასეთ ლამაზ გოგოსთან როგორ უნდა იმეგობრო და როგორ არ უნდა შეგიყვარდესო. მია თავიდან ღიზიანდებოდა მსგავს რეპლიკებზე, თუმცა ნელ-ნელა ბანსაც აღარ უგდება. ამირეჯიბმა საქართველო, რომ დატოვა ყველამ რთულად გადააგორა ეს ფაქტი მითუმეტეს ასეთ რთულ მდგომარეობაში მყოფი მიას გაშვება არ სურდათ. პერიოდულად კი ჩამოდიოდა ხოლმე საქართველოში, თუმცა დიდი ხნით არასდროს არ რჩებოდა. ამირეჯიბმა სასაჩუქრე პარკით ხელში შენობაში შებიჯა, კაკუნით აუყვა კიბეებს. შორიდანვე ესმოდა ნაცნობი ხმები და გული გამალებით უცემდა. ნელ-ნელა უახლოვდებოდა ნაცნობ სილუეტებს, რომლებსაც ბავშვობიდან იცნობდა. გოგონას დანახვაზე წამიერად გაჩუმდა ყველა, კატო გაოცებისგან გაშეშდა და ბედნიერებისგან ტირილი დაიწყო. ნელ-ნელა მიუახლოვდა მია და გადაეხვია საუკეთესო მეგობარს -არ მეჩვენება? ხმის კანკალით აღმოთქვა კატომ -გოგო ნორმალური ხარ? რატომ არ გვითხარი, რომ მოდიოდი ჩაეხუტა ვატო საყვარელ მეგობარს. -ამირეჯიბო კვლავ ფორმაში ხარ -ისევ ისეთი გიჟი ხარ გუკა? ტოლი არ დაუდო მიამ -მიმიშვით, ტირილით გაიქცა საპირფარეშოდან გამოქცეული თათა მიასკენ. მთელი ძალით ჩაეხუტა ნაცნობ და საყვარელ სილუეტს და მაკიაჟიც კი გაიფუჭა ბედნიერების ცრემლებისგან. მაგიდის ზედაპირი თეთრი გადასაფარებლით იყო დაფარული, ლამაზი ჭურჭლითა და სასიამოვნო ყვავილებით. თეთრი სანთელი კიდევ უფრო ლამაზს ხდის სადღესასწაულო სუფრას -კატო შენ რა მთელი კლასი დაპატიჟე? ჩუმად გადაუჩურჩულა მიამ მეგობარს -არამარტო საუბარში ჩაება გუკა -ეს რას ნიშნავს? ეჭვნარევი მზერით გახედა მიამ -ნახავ პასუხი არ დააყოვნა ვატომ -ნახე როგორ გიყურებენ ჩვენი კლასელი გოგოები, მგონია რომ ცოტახანაში თვალებით შეგჭამენ. აშკარად ამხიარულებდა ეს ფაქტი გუკას -შეეშვით, რაც უნდათ ის ქნან. მხრები აიჩეჩა მიამ. არ იცოდა მია ამირეჯიბმა ის, რომ მალე სუფრას რატი ბურდული შემოუერთდებოდა და ამიტომაც უყურებდნენ ასეთი მზერით. აინტერესებდათ როგორ განვითარდებოდა მოვლენები და რა რეაქცია ექნებოდა ამირეჯიბს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.