შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიმია ორისთვის ( თავი 5)


დღეს, 13:03
ავტორი თუკა
ნანახია 50

- რაღაცა მტკივა მუცელში - უგუნებოდ ჩაილაპარაკა ნიტამ და კახის გახედა..
- მაინც? - ცოლის პასუხში ვერ გარკვეულმა გაიხედა მისკენ და ცხელი სითხე ფინჯნებში დაასხა..
- რომ ვიცოდე კარგი იქნებოდა. არ ვიცი მტკივა რაღაცა, თითქოს მთელი სხეული დაჭიმული მაქვს, სუნთქვაც კი მიჭირს კახი - შეშინებულმა შეხედა ქმარს და თვალები ცრემლით აევსო. - იქნებ ბავშვს რაიმე აწუხებს..
- დამშვიდდი, მიჭი ჭამე , რომ ისევ ცუდად არ გახდე, და ექიმთან წავიდეთ, დღეს ხომ ისედაც ჩაწერილები ვართ - რაც შეეძლო მშვიდად უთხრა და გაუღიმა..
აბუზულ ცოლს კიდევ ერთხელ გახედა და გული საშინლად ეტკინა.. ჯერ კიდევ ვერ ინელება იმ დამცირებას და ტკივილს რაც მისგან გადაიტანა, მაგრამ ეს საშინელი და აუტანელი გოგო ძალიან უყვარდა.. მიუხედავად იმისა რომ მასზე საშინლად იყო გაბრაზებული, ამ სიყვარულს ვერ სჯობნიდა. მალულად გააპარა თვალი წამოზრილი მუცლისკენ , გულში ერთიანად მოერია სევდა, საკუთარ სურვილს ვერ გაუძლო, მისკენ წავიდა და მკერდზე მაგრად მიიკრა..
კარგა ხანს ისხდნენ ასე უხმოდ ორივენი, ბედნიერებისაგან წამოსულმა ცრემლებმა ლოყები დაუსველა ნიტას და ქმარს ახედა..
სადრაც გულის სიღრმეში დაბუდებულმა იმედმა ერთიანად გაიღვიძა მასში. თითქოს იმედი მიეცა რომ ქმარი რომელიც აგერ უკვე მეორე თვე ხდებოდა ხელს ჰკრავდა მისკენ დატრიალდებოდა და განგება კიდევ მისცემდა შანსს თავისი შეცდომების გამოსწორების..
- მისმინეთ კახი, - რაც შეეძლო მშვიდად უთხრა ექიმმა და მისკენ გადაიხარა.- თქვენი მეუღლე კარგადაა, ნაყოფიც კარგად ვითარდება. მხოლოდ ეს ტკივილი დაძაბულობა ძალიან მოქმედებს მასზე. მისი ორსულობა არც ისე მარტივი იქნება მერწმუნეთ. პატარა პრობლემებს ველოდები,ყველანაირად ვეცდებით რომ თავიდან ავირიდოთ ეს ყველაფერი მაგრამ იქნებ თქვენც დაგვეხმაროთ ამაში..
- რა უნდა გავაკეთო ამისთვის?- დამფრთხალმა შეხედა ექიმს და გაიტრუნა.
- იქნებ ცოტა ხნით სადმე გაგეყვანათ ნიტა. სიმშვიდე, სუფთა ჰაერი, ეს ყველაფერი მერწმუნეთ ძალიან წაადგება. ახლა თქვენი სითბო ყველაზე მეტად სჭირდება.. ეს პირველი ორსულობაა. ამ დროს ქალის ორგანიზმში ჰორმონები მატულობს, ხშირად წუწუნებენ, ტირიან, ჭირვეულობენ მაგრამ ჩვენი მამაკაცების ვალია ამას გავუძლოთ ხო. ვიცი რომ პრობლემები გქონდათ , მაგრამ მოდით ახლა ცოტა ხნით ეს პრობლემა გვერდზე გადადეთ და უბრალოდ ცოლი და შვილი გიყვარდეთ. იმიტომ რომ დამიჯერეთ ეს დრო აღარასოდს განმეორდება კახი. ამის შემდეგ რა თქმა უნდა კიდევ გეყოლებათ შვილები მაგრამ. ეს პირველი განცდა, პირველი შეგრძნება მუდამ სხვანაირად დარჩება თქვენს გულში..
- კარგით ბატონო გიორგი - რადგან ასე ამბობთ ასე იყო.მგზავრობა საშიში ხომ არ იქნება?
- არა, არ იქნება. შეგიძლიათ წაიყვანოთ, მოუაროთ და იზრუნოთ.
- ასეც მოვიქცევი - გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება კახიმ და ექიმის კაბინეტიდან გავიდა.. ხალხით გადაჭედილ დერეფანში მიდიოდა და ფიქრობდა რომ ექიმი მართალი იყო, ეს დღეები მათთვის აღარ განმეორდებოდა.. ახლა მხოლოდ შვილზე და ცოლზე უნდა ეფიქრა, ახლა ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო რომ ნიტას დახმარებოდა.. დერეფნის ბოლოში მდგარ გოგოს გაუღიმა, მერე მოულოდნელად შემოხვია ხელი და ზედ მიიკრა. - მე და შენ ხვალ დილით თბილისიდან გავალთ, დავისვენებთ, ვეცდებით რომ ყველაფერი მოვაგვაროთ და იცოდე, თუ კიდევ ერთხელ გაბედავ და ჩემს ზურგს უკან ახალ ამბებს დახლართავ ნიტა, ვერც ბავშვი და ვერც ვერავინ სხვა ვერ გიშველის. გასაგებია? - ხმა გაიმკაცრა კახიმ და ცოლს ზემოდან დახედა..
- გპირდები, არაფერს გავაკეთებ - აცახცახებული ხმით უპასუხა და პატარა ხელები შემოხვია წელზე.
**
- ლექსო როგორ ხარ?- მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ნიკოლოზის ხმა.
- ნიკოლოზ, რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ? - კარში გახევებულმა ძლივს გასცა პასუხი და სახლში შეიპატიჟა.
- ჩვენი გარიგება ასე არ ყოფილა ალექსანდრე - მისი სახელი მკვეთრად წარმოთქვა და სავარძელში ჩაეშვა. - მოდი გაგახსენებ, ჩემი შვილის გადასარჩენად, შენი შვილი შორს უნდა ყოფილიყო და ამისათვის ისევ ჩემი შვილი დაზარალდა და მთელი წელი სამკურნალოდ გამოვკეტე..
- ნიკოლოზ, ახლა რამ გაგახენა ეს ამბავი, კარგად იცი რომ ამ ამბავში ლომის წვლილი შენს შვილს მიუძღვის, ის რომ დღეს შენი შვილი გარეთ დადის, და ფეხზე დგას ჩემი დამსახურებაა..
- შენი დამსახურებაა?- სიცილით წამოდგა ნიკოლოზი ფეხზე და ოთახში შემოსულ სალომეს გახედა. - მე ასე გეტყოდი მეგობარო, ჩემს შვილს შენი არანორმალური გოგოსთვის ხელიც არ დაუკარება, ამ თამაშს კი იმიტომ დავთანხმდი რომ ჩემი შვილი აქედან როგორმე გამეყვანა და შენი თავკერძა ცოლის და შვილის კლანჭებში არ მოხვედრილიყო. მაგრამ იცოდე, ამ შენს მეორე შვილს ჩემს დანიელს ჩამოაშორებ, ან არადა ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ, მაშინ ჩემი საქმის გამო დავიხიე უკან, არ მაწყობდა ეს ხანგრძილივი პროცესები, სასამართლოები, ექსპერტიზები და ასეთი უაზრობები, ახლა კი საქმის სათავეში მე არ ვდგავარ - ეს ბოლო გაფრთხილება იქნება ჩემგან - შენი მართა ჩემს დანიელს მოაშორე, თორემ მე თვითნ მოვაშორებ მაგ გოგოს და იცოდე ეს ყველაფერი კარგს არაფერს მოგვიტანს .
- მემუქრები? - ყელზე ძარღვები ერთიანად დაეჭიმა ლექსოს და ჯერ ნიკოლოზს მერე კი ცოლს გახედა. - და რას ნიშნავს ჩემს შვილს ხელიც არ დაუკარებია?
- შენს ცოლს ჰკითხე. ყველაფერს ჩემზე კარგად აგიხსნის მეგობარო. შენ ხომ შენს ცოლში და შვილში ეჭვი არ გეპარება..
- სამაგიეროს ახლა მართათი მიხდი? ასჯერ ვუთხარი, ველაპარაკე, დავემუქრე , არ ესმის, მართა მის დას არ ჰგავს. ვირივით ჯიუტია, სიტყვა ვერ შევასმემინე, შენ რა გგონია მე გულზე მეხატება რომ შენს შვილზე გიჟდება ეს შტერი გოგო?
- ჩემს შვილზე შენი შტერი გოგო კი არა ნახევარი თბილისის გოგოები გიჟდებიან, მაგრამ დანიელს მართაში რა უყვარს ეს არ ვიცი. მაგრამ სულ ერთია - ხელი ჰაერში აიქნია და სალომეს გახედა. - როგორც ჩემს შვილს ჩამოაწმინდეთ ხელები, მერე აღებული ფულით დედა-შვილმა იმოგზაურეთ და უკანასკნელი მოდელის მანქანები იყიდეთ , ახლა ტვინი დაძაბე და თუ არ გინდა მთელი შენი შრომა წყალში ჩაგეყაროს შენი სულელი გოგო ჩემს ბიჭს მოაშორე, იმიტომ რომ თქვენნაირი უარგისი ადამიანები ჩემს ოჯახში არასოდეს შემოვლენ- აღრენით უთხრა ნიკოლომა და სახლიდან გავიდა
ცოტა ხანს გახევებული იდგა ლექსო ოთახის შუაში და ვერ ხვდებოდა, უფრო სწორად არ უნდოდა მიხვედრა, რას ლაპარაკობდა ნიკო. რა ტყუილზე, რა ფულზე ლაპარაკობდა .. ნერვიულად მოისრისა შუბლი, მერე მაგრად მიიჭირა ხელი გულზე და კუთხესთან მდგარ სავარძელში კი არ ჩაჯდა, ჩაესვენა.
- რაზე ლაპარაკობდა ნიკო?- ამღვრეული მზერა შეავლო ცოლს და მის პასუხს დაელოდა. მიპასუხე სალომე, რაზე ლაპარაკობდა. რა ფული აიღეთ. რა დახლართეთ- მიპასუხე რას გაჩუმებულხარ? - გამწარებულმა იღრიალა და ცოლს წინ აესვეტა..
- აგიხსნი - რაც შეეძლო დამაჯერებლად უთხრა და ხელი მოკიდა, ნელა დასვა დივანზე და გვერდით მიუჯდა.. - იმ ბიჭს ისე უყვარდა ჩვენი ნიტა რომ სხვანაირად გამოსავალი ვერ დავინახეთ ლექსო. კარგი შანსი იყო, ნიტას სახეზე ხომ ნახე რაც ხდებოდა - შემეშინდა გესმის? შემეშინდა რომ ჩვენს გოგოს რაიმეს დაუშავებდა ისევ. ამიტომ ნიტას ვუთხარი, როგორც უნდა მოქცეულიყო..
- შენ ამბობ რომ, იმ ბიჭს ხელი არ დაუკარებია? -თქვენ ტყუილად დასწამეთ ცილი? ადამინს ხელები ასე როგორ შეაწმინდეთ?- რა გამოდის, რომ მართაც და კახიც მართლები იყვნენ?!- გამოდის რომ შენ ამხელა ტყუილი თქვი..
- ეს ჩვენი შვილის გამო გავაკეთე ლექსო, არ გესმის. ნიკოლოზმა თანხა შემომთავაზა, რომ არ გვეჩივლა, დამპირდა რომ საზღვარგარეთ გააგზავნიდა, ასეთ მოიქცა. მეც სიტყვა შევასრულე. საჩივარი არ დავწერე, ნიტა კახის გავაყოლეთ. ხომ ხედავ აქ ყველაფერი მარტივადაა. მთელი პრობლემა სადაა?- მართაშია - ღიმილით უთხრა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა..
- პრობლემას მართაში ხედავ?- ეგ გოგოც ჩვენი შვილია, ისევე როგორც ნიტა. ეგეც ჩემი სისხლი და ხორცია ისევე როგორც ნიტა. რამდენი რამე გამაკეთებინე ნიტას გამო. ესეიგი მხოლოდ ტყუილის გამო, ნიტას გამო კი არა. ამხელა ტყუილის მონა როგორ გახდი ? - სულ ვიცოდი რომ მართა არ გიყვარდა მაგრამ ასე ძალიანაც თუ გეჯავრებოდა საკუთარი შვილი არ მეგონა..
- მე ის არ მეჯავრება, უბრალოდ ის არასასურველი შვილი იყო ლექსო, ვერ შევძელი მისი ბოლომდე შეყვარება. უბრალოდ ვერ შევძელი. ისეთ დროს გაჩნდა რომ არ ვიყავი მზად, არ მინდოდა დედობა..
- ახლაც პატარა ხარ? მას მერე რამდენი წელიწადი გავიდა სალომე. ჩვენი შვილი ოცდაშვიდი წლისაა, და ერთი დღე არ ყოფილა შენგან გახარებული. მაგრამ...
- მოდი საკმარისია ხო? როგორცაა ისე დავტოვოთ. ისე გავაკეთოთ. იმიტომ რომ ახლა სიმართლის ლაპარაკის დრო არაა ლექსო. უკვე წარსულია ლამის ორი წელიწადი გავა მალე.
- აზრი ყოველთვის აქვს ყველაფერს, ადრე თუ გვიან ყველა მაინც ყველაფერს გაიგებს..
- თუნდაც, იმ გოგოს მაინც არ ვუყვავარ,მაინც არ მეძახის დედას, სიმართლის გაგების შემთხვევაში რა შეიცვლება, გადამიყვარებს? არაა უფრო მეტად შემიძულებს და სულ ესააა - მხრები აიჩეჩა და ოთახიდან გავიდა..
- სულ ესაა - ძლივს ამოღერღა ალექსანდრემ და საკუთარი ხმა ეუცხოვა..
**
სუსხიანი ქარი უბერავდა გარეთ და ფანჯრებს მთელი ძალით ასკებოდა.მგონი ზამთარი ნაადრევად ცდილობდა მოსვლას და შემოდგომის თბილ მზეს გამალებით ეჩხუბებოდა.. უფლებას არ აძლევდა ადამიანები დაეტკბო და ოქროსფრად ალიცლიცებულ ფოთლებში ფეხების არევის საშუალება მიეცათ.
ისევ კოკისპირულად წვიმდა. დილიდან გაორების განცდა ჰკლავდა დანიელს. წუხანდელ სიზმარს ისევ ვერ იგდებდა თავიდან, არადა წლების განმავლობაში ესიზმრებოდა ეს პატარა ანცი გოგონა..
„ისევ ცხრა წლის იყო დანიელი.. ის კი მის წინ იდგა, ხელში პატარა სურათი ეჭირა.. ეშმაკურად უყურებდა ნაწნავებიანი გოგონა ჯერ სურათს და მერე დანიელს.. მერე რაღაცას ანიშნებდა.. გაოცებული დაყურებდა დანიელი შავ-თეთრ ფოტოს რომელზეც ვერაფერს არჩევდა, ზღვის ანარეკლი თვალს სჭრიდა.. უნდოდა რაიმეს გარკვევა, უნდოდა სურათის აღქმა მაგრამ ვერ ახერხებდა. შავი ფონის აღქმა არ შეეძლო. მერე ღიმილით შეხედა პატარა გოგომ. სახეზე ნაცნობი ღიმილი მოედო, ცხვირი დაჭმუხნა და ფოტო პატარა ხელებით გააცალა, განაწყენებულმა აქცია ზურგი და ზღვის ტალღებს გაუყვა. „
ხანდახან ცაზე გველივით იკლაკნებოდა ელვა და მერე მკვეთრი ნგრევის ხმა ისმოდა ცაში.. ტყავის სავარძელში ნახევრად მიწოლილი იჯდა ლევანი და ფანჯარასთან მდგარ დანიელს შეყურებდა. წელში გამართული იდგა ლიქოკელი , ხელები შარვლის ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და შავ ღრუბელთა ლეგას თვალს არ აშორებდა. ღრმა ფიქრებში იყო წასული დანიელი, სახეზე გამოსახული ემოციები ერთმანეთის მიყოლებით იცვლებოდა.
- დანიელ - ბოლოს მაინც გადაწყვიტა მისი ფიქრებიდან გამორკვევა ლევანმა და კარში შემოსულ ირაკლის გახედა..
- გისმენ - ისე დაუბრუნა პასუხი არც კი მოტრიალებულა.
- ამას რა სჭირს? - ხელის მოძრაობით ანიშნა ლევანს ირაკლიმ დანიელზე და სავარძელზე დაეშვა.
- ამინდი - სიცილით გაეპასუხა და დანიელს მაგიდაზე დადებული ფანქარი ესროლა..
- სულ გადაირიე ამხელა კაცი?- სიცილით მოტრიალდა და ძმაკაცებს თვალი მოავლო. - რა გჭირთ? რა სახით მიყურებთ?
- ჩვენ არაფერი შენ რა გჭირს? - ორივემ ერთად დაუბრუნა პასუხი და ნერვიულად მოისრისა შუბლი დანიელმა.
- არაფერი არ მჭირს, საქმეზე ვფიქრობდი. რაღაცა ძალიან დავიღალე . მგონი პირველად დავიღალე ასე ძალიან. დანიიდან როგორც დავბრუნდი სადმე წავალ და გადავიკარგები.
- დანიელ ლიქოკელი დაიღალა? ძმაო პირველად გავიგე შენგან ეს სიტყვა, ხო კარგად ხარ? - ფეხზე ზანტად წამოდგა ირაკლი და მის წინ გაჩერდა.. წამოდით რა სადმე დავსხდეთ, რამდენი ხანია ერთად არ გვილაპარაკია..
- ახლა? ჯერ ორი საათია ბიჭო, საღამოს ბაზარი არაა, წავიდეთ სადაც გინდათ .
- მე კი თანახმა ვარ,მაგრამ შენ მითხარი შენი საქმე თუ მოაგვარე ლევან? - დაეჭვებულმა შეხედა ძმაკაცს და ტელეფონის ღილაკს თითი დააჭირა -„ ლელა შემოდი“ .- გადაჭრით თქვა და მაშინვე ეცვალა ლევანს სახეზე ფერი.. - ახლა ჩვენ აქედან გავალთ, მშენებლობაზე წავალთ , შენ აქ დარჩები და ჩემს დაწყებულ საქმეს დაასრულებ.
- გისმენთ ბატონო დანიელ - დაბნეულმა შეხედა ლელამ დანიელს და მაისურის მკლავი ნერვიულად შეისწორა.
- მოკლედ, პატარა პრობლემაა. მე და ირაკლი მშენებლობაზე გავდივართ , ლევანს დაეხმარე და 2018 წლიდან დღემდე ყველა ხელშეკრულება მჭირდება რაც კი დანიურ კომპანიებთან რაც კი გვაქვს დადებული.
- დიახ რა თქმა უნდა .
- ლევან საქმეს მიხედე - საქმეს !-საღამოს გელოდებით - მხარზე ხელი მაგრად დაჰკრა და კაბინეტიდან გავიდა.
თავდახრილი იჯდა ლელა და მალულ მზერას აპარებდა ლევანისაკენ. საბუთებს ცალ მხარეს აწყობდა და მერე ინტერესით აკვირდებოდა მოწინააღმდეგის ქცევას.
- ბატონო ლევან, დავასრულე - ღიმილით უთხრა და ფეხზე წამოდგა.. - თუ გინდათ ყავას მოგიტანთ ..
- ლელა მოიცადე - გამწრიკულ მაჯაში ნაზად მოკიდა ხელი და თავისკენ მიიზიდა.. დამფრთხალმა ახედა ლევანს გოგომ და თვალებში ერთანად ჩაუდგა შიში - დამშვიდდი არაფერს დაგიშავებ, გარდა იმისა რომ გეტყვი ძალიან ლამაზი ხარ..
- რას ამბობთ ბატონო ლევან - თავი დარცხვენილმა დახარა და მაქსიმალურად დაემორჩილა მამაკაცის სურვილს.. - ფრთხილად მიიკრა მკერდზე ლევანმა გოგო და თავზე ცხელი ტუჩები ნაზად შეახო..
- ისეთს არაფერს არ ვამბობ რაც არ ვიცით. დავიღალე იცი? - ყოველ დღე აქ მოვდივარ , მოვდივარ და ვითომ არაფერია. მარტო თვალის შევლება არ მინდა. შენთან წესიერი ურთიერთობა მინდა. ვიცი რომ ახლა ეს ყველაფერი შეუძლებლად გეჩვენება მაგრამ, მიყვარხარ. უკვე რამდენი წელია მიყვარხარ ლელა..
- ლევან კი მაგრამ ... - სიტყვებისათვის თავის მოყრას შეეცადა და მისგან უკან დაიხია..
- რამე სხვა რომ მითხრა არ გინდა?
- მაგალითად? - თვალები გაუფართოვდა და მაშინვე ნერვიულად აახამხამა წამწამები.
- მაგალითან ის რომ შენც გიყვარვარ, ის რომ შენც გინდა ჩემთან ყოფნა, ის რომ მზად ხარ ჩემთან ერთად იყო სიტკბოსა და სიხარულში თუ როგორცაა - ამის დედა ვატირე... უბრალოდ ის რომ .
- მეც მიყვარხარ, მეც მინდა შენთან ყოფნა და მეც მზად ვარ ვიყო სიტკბოსა და სიხარულში თუ როგორცაა - მისი სიტყვები გაიმეორა და აცახცახებული მუხლების შეკავებას შეეცადა..
- მოდი ჩემთან - გულიდან ამოხეთქილი სიტყვები ოთახში გამეფებულ სიმყუდროვეში გაისმა და ძლიერმა ხელებმა ნაზად მიიკრა გულზე ბედნიერებისაგან აჟიტირებული გოგო..
დანიელის სავარძელში იჯდა ლევანი, მუხლებზე საყვარელი ქალი იჯდა და ორივე ამღვრეულ ცას გაყურებდა... პატარა ხელი მის ხელზე ედო და ნაზად ეფერებოდა. შიგადაშიგ ტანში ჟრუანტელი უვლიდა, თითქოს ვერ იჯერებდა რომ ეს ყელაფერი სიმართლე იყო, რომ ქალი რომელიც ამდენი ხანი უყვარდა ახლა მასთან ასე ახლოს იყო, მის გულის ძგერას გრძნობდა რომ კნუტუვით იწყებდა კრუტუნს როგორც კი სითბოს გრძნობდა.
- რამდენი ხანი ველოდი ამ დღეს, და მხოლოდ ოცნებაში წარმომედგინა ლევან - ბოლოს მაინც მოახერხა თქმა და თვალებში ჩახედა - ყველაფერს წარმოვიდგენდი და ამას ვერა. - იცი ახლაც მახსოვს პირველად რომ დაგინახე , მახსოვს ისე სწრაფად შეხვედი დანიელთან ყურადღება არც მომაქციე. ყოველ დღე ვნატრობდი რომ მოსულიყავი და თუნდაც ერთხელ შემოგეხედა ჩემთვის.მაგრამ ზედ არ მიყურებდი..
- უბრალოდ მაშინ სერიოზული პრობლემები გვქონდა, საქმეს დანიელი იწყებდა და გვინდოდა ყველაფერი შეცდომის გარეშე გაგვეკეთებინა. - მაგრამ გახსოვს ბაკურიანში რომ წავედით? - აი იქ მივხვდი რომ შენს სახეს ჩემი გულიდან ვეღარასოდეს ამოვშლიდი, ისეთი პატარა და ნაზი იყავი, ისეთი სათნო. მაშინ პირველად დაგინახე ახლოდან, და ვიგრძენი რომ გულში რაღაცა შეიცვალა..
- ძალიან ბედნიერი ვარ -ოდნავ გასაგონად ამოთქვა და ლევანს თავი მხარზე მიადო. - ეს ყველაფერი ბატონმა დანიელმა სპეციალურად გააკეთა?- ისე იკითხა თავიც არ აუწევია ..
- უპასუხოდ რომ დაგტოვო ხო არ გეწყინება..
- გასაგებია - სიცილით უთხრა და წამოდგა.. - შენთან ასე ჯდომა ძალიან კარგია მაგრამ მიმღები ცარიელია და უნდა წავიდე საქმეს მივხედო...
- მიდი, გვიან დაგირეკავ, ბიჭებთან უნდა წავიდე მეც -
- ხო არ დაიკარგები ახლა? - მოულოდნელმა კითხვამ ლევანი შეაცბუნა და მომცრო ტანის გოგო ზედ მიიკრა...
- რას ამბობ სულელო, რატომ უნდა დავიკარგო, ძლივს ის ქალია ჩემს გვერდით რომელიც მიყვარს და რა დაკარგვაზე მელაპარაკები..
- მაშინ გვიან დამირეკავ?
- დაგირკავ - ახლა მიდი წადი და მომწერე ხოლმე.
კარისკენ გასულ ლელას თვალი გააყოლა ლევანმა და სახეზე მრავალფეროვანი ღიმილი მოეფინა. პირველად ამდენი ხნის მანძლზე, პირველად იყო ასეთი ბედნიერი.. პირველად უხაროდა ცხოვრება ასე.. შეეძლო ხელები გაეშალა და ეთქვა რომ უყვარდა და მხოლოდ ამიტომ ღირდა ცხოვრება...
მაგიდაზე დაგდებული ტელეფონი აიღო და ბედნიერმა აკრიფა უკვე კარგად ნაცნობი ნომერი..
**
განცალკევებით მდგარი მაგიდის გარშემო ისხდნენ და გულიანად იცინოდნენ ლევანის სასიყვარულო ამბებზე.. ბედნიეებისაგან აჟიტირებული უყვებოდა ძმაკაცებს როგორ წარმოედგინა თავისი მომავალი ლელასთან ერთად.. ფიქრებში გართული უსმენდა დანიელი და დროდადრო მზერას ირაკლისაკენ აპარებდა..
ქუჩაში ჯერ კიდევ გვარიანად წვიმდა.. ეტყობოდა რომ გადაღებას არ აპირებდა, ცა თითქოს ერთიანად დასტიროდა დედამიწას, მთელი წლის ცრემლებს ერთნაირად ფანტავდა რომ მერე უხვად გამოეგზავნა მზის მწვავე სხივები..
მოულოდნელად გაისმა მჭახე გასროლის ხმა ცაზე და ბარის ფანჯრებზე მაშინვე აირეკლა ცაზე დაკლაკლინი მოწითალო ელვა... ბუნებამ არ დააყოვნა და მაშინვე უმატა წვიმას..
- რაზე ფიქრობ? - დანიელი ირაკლის ხმამ მოიყვანა გონს და ძმაკაცს ხელი გაჰკრა..
- არც არაფერზე- გადაჭრით უთხრა და ზეთის ხილს წაატანა ხელი...
- რაღაცას იტყუები , არ იცი შენ რომ თვალები სულის სარკეა? - ღიმილით დაუბრუნა პასუხი და ლევანს ანიშნა ქენი რამეო...
- ხოოო, შენ ხომ გიყვარს ფილოსოფია ძმაო. არ იცი? - მანაც მაშინვე აუბა მხარი ძმაკაცს.
- „თვალები სულის სარკეა „ - ფილოსოფოსებს ძალიან უყვართ ამაზე საუბარი და ზოგადად მგონი ყველა საუბრობს მაგრამ..
- მაგრამ რა? - როგორ დაგვავიწყდა რომ დანილ ლიქოკელი ცოტა შავი ფილოსოფოსია და ყველაფერს არ იჯერებს..
- ეგ რა შუაშიაა - წყენა არ დამალა და ლევანს გახედა.. - ჩვენ ყველანი ადამიანის თვალებში ვხედავთ იმას რასაც გვინდა რომ ვხედავდე. როგორ ღრმადაც არ უნდა ჩაიხედო მის თვალებში , ბოლომდე მაინც ვერ დაინახავ სიმართლეს, უბრალოდ ვერ ამოიცნობ.. იცი რატომ? იმიტომ რომ ვთამაშობთ. მაშინ როცა თვალები არ კაშკაშებენ და სახეზე ღიმილი გაქვს, ვიღაც შემოგხედავს და ეგონება რომ ბედნიერი ხარ, მერე ამას დაგიდასტურებს კიდევაც რომ იცინოდი, და მხოლოდ იმიტომ რომ შენი თვალების სიღრმეს ვერ ჩაწვდება ყველა.. - ხანდახან ჩვენ თითონ ვერ ვწვდებით ჩვენივე ემოციებს, ჩვენივე განცდებს და სხვა რას გაგიგებს. როგორც არ უნდა ამტკიცონ რომ თვალები სულის სარკეა, ასე არაა. თვალებიც მალავენ, თვალებსაც სტკივათ.
- მართალი ხარ, გეთანხმები და მხოლოდ ორმოცდაათი პროცენტით, იმიტომ რომ თუ მოინდომებ ყოველთვის დაინახავ რა აწუხებს..
- საქმეც ეგაა რომ ხანდახან არ ვინდომებთ, ან უბრალოდ არ გვინდა რომ მოვინდომოთ , შენ რატომ ვერ დაინახე ლელას თვალებში ის სიყვარული, მისი სულის ანარეკლი რატომ ვერ დაინახე ლევან? - სათანადოდ არ გინდოდა? სათანადოდ არ იტანჯე? იტანჯე .. მაგრამ მისი სიღრმის გაგებას არ შეეცადე.. მის სულს ვერ ჩახედე ლევან..
- ეგ რა შუაშია...
- თავშია, განა შენ არ მითხარი რომ ნახევრად მეთანხმები? შენ ნახევრად მაინც დაინახე იმ გოგოს სურვილი? ვერა !- იმიტომ რომ ხედავდი იმას რაც შენ გინდოდა რომ დაგენახა და არა იმას რაც მას აწუხებდა..
- მგონი ბევრი დავლიეთ - სიცილით ჩაერთო ირაკლი ძმაკაცების საუბარში და მათკენ მიმავალ სანდროს შეხედაა..
- ოოოოო, სიყვარულის ფილოსოფოსიც მოვიდაა - ხელი მაგრად ჩამოართვა და გვერდით მიისვა..
- ჯერ არ მოვსულვარ უკვე დამცინით - სიცილით გადახედა ნასვამ ბიჭებს სანდრომ და დანიელს მკლავზე მოკიდა ხელი. - მართამ დამირეკა, ტელეფონს არ იღებსო და ნერვიულობდა, ხმა არ გესმოდა?
- არ გამიგიაა ,- მხრები აიჩეჩა და სკამზე ზურგს უკან მიგდებულ ტელეფონს დახედა... - წარმოიდგინე და ლამის ასჯერ დაურეკავს - სიცილი ხორხოცში გადაეზარდა და სკამს მიეყრდნოო. - მგონი შარში ვარ - სანდროს გადახედა და მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნა საყვარელ ქალთან.
- მალე მამა გავხდები - ხმამაღლა და გადაჭრით თქვა სანდრომ და ჭიქა ჰაერში ასწიაა..
- ვააააა, მოგვილოცავს, ზოგი ერთხელ ვერ გამხდარა მამა შენ კიდევ მეორედ ხდები მამაა. მიხარია ძმაო - ირონია არ დაიშურა ლევანმა და ჭიქა ასწია.
- ეს რა იყო ახლა ვის წაკბინე? - დანიელი მაშინვე მიუხვდა და ჭიქა ჭიქაზე მიურტყა..
- საკუთარ თავს, რა გგონია მე შენზე ნორჩი ვარ? - გულიანად გადაიხარხარა და ნუ იბღვირიებიო დანიელს ანიშნა..
- უნდა წავიდე !- გადაჭრით თქვა და ფეხზე წამოდგა.. - სახლში მინდა, უნდა დავისვენო.. უნდა ჩავალაგო ..
- რა წაღმა-უკუღმა ლაპარაკობ ძმაო - ქვემოდან ახედა ფეხზე მდგარ დანიელს ირაკლიმ..
- სულ დამავიწყდა რომ დანიაში მივდივარ და ამდენი რამ მაქვს გასაკეთებელი, თანაც მართამაც არ იცის.
- ოოოო, აი სად მარხია ძაღლის თავი, განა ის რომ დანიაში მიდის, უბრალოდ ის რომ მართა მოენატრა ჩვენს ბიჭს, არადა სულ რაღაცა ერთი თვის წინ ვიღაცა გვიმტკიცებდა არ მიყვარს და მომეშვითო...
- ახლა არ დაიწყო !- წავედი , წავედი, თორემ გული მიგრძნობს ნერვებს მომიშლით - გადაჭრით თქვა და გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა..

**
ადიელაში გახვეული ვიჯექი ვერანდაზე და ცხელ ჩაის ვსვამდი... ოდნავ გადაწმენდილ ცას ავხედე და ტანში ერთიანად გამაკანკალა. წვმას გადაეღო მაგრამ ჯერ კიდევ აპირებდა თავიდან წვეთების ჩამოყრას.
ტელეფონის ანთებულ ეკრანს დავხედე და სახეზე ფერი მეცვალა, ფინჯანი მაგიდაზე გადავდე და ვუპასუხე:
- ხო არ გაგაღვიძეთ? - რაც შეეძლო მშვიდად მკითხა და ჩემს პასუხს დაელოდა..
- არა, არ მეძინა კახი მშვიდობაა?- შეშინებულმა დავუბრუნე პასუხი და გავიტრუნე..
- კი, უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ მე და ნიტა წავკისში ამოვედით ,ექიმმა მირჩია რომ სუფთა ჰაერზე უნდა იყოს, თანაც , ვიცი რომ ძალიან დაგვამცირა მართა, შენც და მეც, მაგრამ ჩემი ცოლია, ჩემი შვილის დედაა. არ მინდა ეს პერიოდი მერე ვინანო. მე არაფერს გთხოვ მართლა, კარგად იცი როგორც მიყვარხარ, როცა საჭიროდ ჩათვლი და მიხვდები რომ მზად ხარ, მაშინ მოდი..
- კარგი კახი, უბრალოდ ჯერ არ შემიძლია. განა იმიტომ რომ არ მენატრება, უბრალოდ არ შემიძლია მისი ტყუილის დავიწყება. მაგრამ ამოვალ..
- ვიცი, შენ ყველაზე ძლიერი ქალი ხარ, ვინც კი შემხვედრია.. მე ხომ ვიცი რამდენჯერ წამოდექი დაცემული მართა, ვიცი რომ ამასაც გადალახავ, უბრალოდ მინდა რომ ცოტა ხნით დედამისის შორს იყოს..
- კარგად მოიქეცი,ასე ჯობია...
- მაშინ დაგემშვიდობები მართა ..- მშვიდად მითხრა და გათიშული ტელეფონი დივანზე მივაგდე.
ნაბიჯების ხმაზე კარისკენ გავიხედე და გულმა მაშინვე გამკრა გიჟივით. კარების ჩარჩოზე მხრით მიყუდებული იდგა დანიელი და მიყურებდა... ტუჩის კუთხე კბილებს შორის დაექცია და დროდადრო ენას ისვამდა. აკრძალულ მეთოდს სიგიჟის ზღვარზე მივყავდი...
ბაგეები ერთმანეთს დავაშორე რომ ცხელი ჰაერისაგან განმეთავისუფლებინა საკუთარი სხეული და მხრებზე დაყრილი თმის ბოლოები თითზე დავიხვიე...
-დღეს ჩვენი ერთად ყოფნის ბოლო დღეა,- გადაჭრით მითხრა და ყურის ბიბილოზე შემახო ენის წვერს...
-რას აკეთებ?რატომ ბოლო? - დამფრთხალი გავიწიე განზე და ვეცადე მის თვალებში ამომეკითხა ჩემგან რა უნდოდა..
-გიმახსოვრებ.- თვალებში ჩამაშტერდა და ჯიქურ გამოიწია ჩემკენ.. - გიმახსოვრებ რომ ჩემმა გონებამ არასოდეს დაკარგოს შენი ვიზუალი...
-რამეს მიპირებ? - სიცილნარევ კითხვა დავუსვი და მზერა ავარიდე..
-ისეთს არაფერს რაც აქამდე არ გამიკეთებიაა...
ბრეტელები მხრებიდან ქვემოთ ნელა გადამიწია . მიუხედავად იმისა რომ სულაც არ მინდოდა მისი ხელების მსხვერპლი გავმხდარიყავი , მაინც ვერ ვახერხებდი მისგან შორს გაწევას, თვალები დავხუჭე, ბაგეები ერთმანეთს ვადავაშორე და გულის რითმის სტაბილურობის შენარჩუნების იმედად დავრჩი... ენით დასველებული ტუჩები მონაცვლებით მეხებოდა ყელზე და ტუჩებზე...
ვგრძნობდი რომ ეს ნამდვილად დასასრული იყო.. დასასრული ჩემი სტაბილურობის და დასაწყისი მისი ბატონობისა ჩემზე... ზურგზე მოთავსებულ შესაკრავს გასახსნელად ცერა თითი ჩააყოლა და ხერხემლის სათითაო მალას ჩაუყვა განზრახ.. ორიენტაცია დავკარგე და ძალის მოსაკრებად მის ძლიერ ხელს წავეპოტინე.... ჩემი სისუსტე მაშინვე სათავისოდ გამიოყენა და ხელში პატარა ბავშვივით ამიტაცა.. კუთხეში მდგარ მაგიდაზე მომათავსა და თამამად შეინარჩუნა ადგილი ჩემს ფეხებს შორის...
მთელი ძალა მოვიკრებე და თვალები ნელა გავახელე.. მისი სურვილისაგან ამღვრეული მზერა საშინელ ცხოველს მაგონებდა და თვალები ნელა-ნელა მიფართოვდებოდა. ახლა ამ წამს ჩემს წინაშე ნამდვილი მხეცი იდგა, რომელიც როგორც ნადავლს ისე დამყურებდა.. ვგრძნობდი რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ეს თამაში დასაწყისშივე წაგებული მქონდა. მძაფრი მოძრაობით ვგრძნობდი მის ხელებს მკერდზე რომელიც თამამად იწყებდა მოფერებას და სურვილის გასაძლიერებლად კოცნას ამატებდა... სხეული ერთიანად დამისველდა მისი ნესტიანი სუნთქვით . ცერა თითის რბილი ბალიში ვნებიანად დაასველა ჩემს ტუჩებზე დარჩენილი ნერწყვით და მერე თვითონ გადაისვა.. ვგრძნობდი რომ ეს უკვე ზედმეტი იყი, ძალიან ზედმეტი. .. ეს თამაში უკვე წესების გარეშე ხდებოდა.. ამ თამაშში უნდა ჩავრთულიყავი , თორემ გული ვერ გამიძლებდა და გაქცევას დავაპირებდი , მაგრამ აზრი არ ექნებოდა...
ცალი წარბი ზემოთ ავწიე და მისი სურვილის კიდევ უფრო გასაძლიერებლად ენა ტუჩებზე გადავისვი, ამავდროულად გამოფიტული ტუჩებს დავისველე და ვიცოდი რომ ეს სვლა ერთი ორად გააგიჟებდა...
სურვილისაგან აცახცახებულ ხელებს ნელა ვუსვამდი მკერდზე და პერანგის ღილების გახსნაზე გადავედი.. მიხვდა რომ ეს უკვე თანხმობა იყო, სახეზე ირონიული ღიმილი მოედო და ძლიერად მომქაჩა თმაზე.. ტკივილისა და სიამოვნებისაგან ერთიანად ვიყვირე და ჩემს ხმაზე კისერი ნერვიულად გადასწია ჯერ მარჯვნივ და მერე მარცხნივ.
ხელი მკერდზე დამაჭირა და ინსტიქტურად მივყევი მის სურვილს, მაგიდის ზედაპირი ერთიანად იყო უხეშიც და ცივიც, მთელი სხეულით შევკრთი და სასურველი პოზის შესანარჩუნებლად ოდნავ გვერდზე გავიწიე.. ძლიერი ხელები მაშინვე ჩამაფრინდა თეძოებზე და თავისკენ მომქაჩა.. ჩემი კაბის ქვედა ნაწილისაგან ერთიანად გავთავისუფლდი და სიმსუბუქე ვიგრძენი, რბილმა თითებმა ფეხებს შორის ნაზად დაიწყეს ჩემი ფერება და სხეულზე ათი ათასმა სიამოვნების ბუსუსმა ერთიანად იწყეს დინება... საკუთარი ხმის და ემოციის დასახშობად ტუჩები ერთმანეთზე მაგრად დავაჭირე და მაგიდის კიდეებს ხელებით ჩავაფრინდი...
ცოტაც და ვიცოდი რომ ვერ გავუძლები, გული საშუალებას არ მომცემდა ეს სიამოვნება ჩემში ჩამეტია... მოულოდნელად მისი ხელები ჩემი სხეულიდან ერთიანად გაქრა, თვალების გახელის თავი აშკარად არ მქონდა, არ მინდოდა რეალობის დანახვა, ვგრძნობდი რომ ისევ ის პოზიციაზე იდგა, მაგრამ აშკარა იყო, მისი შარვლის უხეში ქსოვილის შეხება მისმა კანის შეხებამ შეცვალა...
ვეცადე სამამდე დამთვალა, მაგრამ ვერ მოვასწარი იმდენად დიდი იყო ეს სიამოვნება. ბაგეები ერთმანეთს დავაშორე და ხმამაღლა დავიწყე კვნესა, ჩემს მიერ გამოცემულმა ხმამ ოხტში მოიყვანა და უფრო მეტად მიმიკრა ზედ..
ცოტაც და ვიცოდი რომ გავგიჟდებოდი.. ცოტაც და უბრალოდ სიამოვნებისაგან საკუთარი თავის კონტროლს დავკარგავდი.. ცოტაც და ასე მეგონა ჩემი წვრილი ხლები მაგიდას კუთხეებს ჩატეხავდა... ჩემს ხმას მისი ოხვრა ემატებოდა ზემოდან, რაც უფრო მეტად აღვიძებდა ჩემში აქამდე დაძინებულ რომელიღაცა პატარა ცხოველს და მასში არსებულ დამპყრობელს უფრო მეტ ენერგიას სძენდა...
არ ვიცი რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს სიგიჟე.. ფაქტი ერთი იყო არც ერთს არ გვადარდებდა დრო და ადგილი... ორივე მხოლოდ სიამოვნების მწვერვალზე ვიყავით და დაქანცულები ერთმანეთს დამშვიდების საშუალებას ვაძლევდით. თბილი ხელები მკლავებზე მომკიდა და , მხოლოდ მაშინ მოვახერხე თვალების გახელა როცა რაღაცა ძალამ თავისკენ მოქაჩა, მკერდზე მიმიკრა და თავზე მაკოცა... სახეზე ბედნირების ღიმილი მქონდა. აშკარაა ასეთი ღამეები ყოველთვის არ მექნებოდა.. ეს ღამე რაღაცა საოცარი იყო როგორც დანიელმა თქვა და ამით აშკარად თავი დამამახსოვრა.. მთელი ძალით ვეკვროდი შიშველ მკერდზე დროდადრო ცხელ კოცნას ვუტოვებდი და მისი გაგიჟებული გულის ძგერას გამალებით ვითვლიდი..
ეს კაცი საშინლად მიზიდავდა... ჩვენს შორის არსებული ქიმია , იმდენად ძლიერი იყო, სხვა არავინ და არაფერი მჭირდებოდა, მხოლოდ ის და მისი კანის სურნელი საკმარისი იყო ჩემი მომდევნო ბედნიერი დღისათის.. სრულიად საკმარისი იყო მისი თვალების დანახვა და ჩემს ბაგეებზე მიდი ღვინისფერი ტუჩების შეხების კვლი...
- შენს ტუჩებს ჩემი კოცნის ფერი აქვს- ყურჩი გარკვევით მიჩურჩულა და ყელზე მორიგი სიწითლის კვალი დამიტოვა.
**
შემოდგომა იდგა. მიუხედავად თავსხმა წვიმებისა მზეს ჯერ კიდევ არ დაეკარგა თავისი ძალა.. ეზოში ყავის ფინჯნით ხელში იჯდა ანდრია და ნიას უმზერდა, მის ფიქრებში გარკვევას ცდილობდა.. მერე მის მზერას თავის მზერას აყოლებდა და ორივე მზერა ერთ წერტილში იკვეთებოდა...
ირონიულად გაიცინა და ყავა მოსვა.. ბოლოს როდის იყო ასეთი ბედნიერი არ ახსოვდა.. ბოლოს როდის იჯდა ასე დის გვერდით და ასეთ სიმშვიდეს როდის გრძნობდა არ იცოდა.. ალბათ ბავშობის მერე ასე კარგად არ უგრძვნია თავი... სიყვარულმა მისი ცხოვრება ისე საშინლად შეცვალა რომ საკუთარ თავს ფიცი მისცა რომ არასოდეს ,არავის არ შეიყვარებდა..
აივანზე მდგარ მამას გაბრაზებული მზერა ესროლა და ნიას მიუტრიალდა..
- რაზე ფიქრობ?- ამდენი ხანია გიყურებ და ერთ საწყალ ყვავილს ხარ მიშტერებული...
- შეყვარებული ვარ !- იმდენად მოულოდნელად თქვა თავადაც არ ეგონა და გაუკვირდა..
- მერე მაგას რა ჯობია? ოცდაშვიდი წლის ხარ გოგო, შეყვარებული რომ არ იყო ეგ უფრო გამიკვირდებოდა..
- მეშინია. გულახდილად რომ გითხრა ძალიან მეშინია ანდრია. მე სიყვარული ყოველთვის ბედნიერებასთან ასოცირებული გრძნობა მეგონა. მისგან მხოლოდ სითბოს და სიხარულის მიღება მინდოდა სულ. მაგრამ ახლა ვხვდები რომ ასე არააა. იმდენად ძლიერია ეს გრძნობა, ჩვენზე ადამიანებზე მაღლა მდგომია რომ ერთიანად გვანგრევს. რაღაც ტკივილისაკენ მიგვათრევს, და მერე ამ ტკივილის დასავიწყებლად ვკარგავთ წლებს.
- შენ ახლა ერთი მხრიდან უყურებ. მოდი ასე ვთქვათ სიყვარულს ყველაფერი აქვს, დაახლოვებით საჭმელს რომ აკეთებ და შიგნით სხვადასხვა ინგრედიენტებს ყრი ასეა.. სიყვარულსაც აქვს თავისი ინგრედიენტები. შენ მარტო კარგის დანახვა გინდა? გინდა რომ მარტო ბედნიერება მოგიტანოს? შეუძლებელია, როგორც არ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი, მსგავსი რამე არასოდეს მოხდება ნია.. ორ განსხვავებულ ადამანს როცა ერთმანეთის მიმართ ლტოლვა უჩნდება ისინი ერთ ხაზზე დგანან, იცი რატომ? იმიტომ რომ მათი სურვილი ვნებით იმართება.მაგრამ როგორც კი სიყვარული ერევა საქმეში, როგორც კი ვნების გვერდით სიყვარული დგება იცი რა ხდება? როგორც პლანეტები დედამისი გარშემო ასე იწყებენ ადამიანების ბრუნვას, ხან შენ მიდიხარ წინ და ის უკან მოგყვება და ხანაც პირიქით. მარტო კარგს ნუ ეძებ.
- ხო მაგრამ...
- არავითარი მაგრამ. დამისახელე ერთი მწერლის მიერ შექმნილი რომანი რომელშიც მარტო სიყვარულია... ვერ მონახავ, იმიტომ რომ სიყვარულს თავისი ეკლები აქვს, ყველაზე დიდი ეკალი ეჭვიანობაა. ეჭვიანობა კი უკვე მინუსია... ადამიანი როცა გიყვარს , გიყვარს და მორჩა... რატომ ზიხარ და ფიქრობ იმაზე რომ სიყვარული გატკენს.. ასე რატომ გეშინია. გატკენს და გატკინოს. გაგახარებს და მაგას რა ჯობია. გატირებს და უნდა გატიროს კიდევაც. მაგრამ წინასწარ ნუ გათვლი რომ შენი ეს სიყვარული მხოლოდ მძიმე ფერებში იქნება გადაწყვეტილი..
- ასე არ ვფიქრობდი, მაგრამ , ნახე შენ გიყვარდა, ძალიან გიყვარდა და სადამდე მიხვედი... ნახე ტატა და დანიელი.. ტატას დღემდე სიგიჟემდ უყვარს დანიელი მაგრამ დანიელს ასე სიგიჟემდე მართა შეუყვარდა და ტატამ მისი დასხმარება გადაწყვიტა.. ესაა სიყვარული? ეს რა სიყვარულია თუკი ასე გვტკივა და საყვარელი ადამიანი ჩვენს გვერდით არ იქნება ანდრია...
- სიყვარულიააა. სწორედაც რომ ეგაა სიყვარული გოგო. მის გამო რომ დათმობაზე მიდიხარ, იმდენად წრფელი გულით გიყვარს რომ მზად ხარ მისთვის შენივე ხელით ააგო ახალი სიყვარულის კოშკი, და გზაზე გადაღობილი ყველა ჩატეხლი ხიდი შენივე ხელით გაუმრთელო..
- ხო მაგრამ ეს ტკივილიააა. ამ დროს სიყვარულს ტკივილი ცვლის..
- შეიძლება, ამ დროს უფრო მეტი ტკივილია ვიდრე სიყვარული, მაგრამ მე ვერ შევძელი. უბრალოდ მისი მარტივად გაშვება ვერ მოვახერხე და ამ დროს იცი რა მოხდა? მე დავზარალდი, ყველაირად მხოლოდ მე დავზარალდი, მან ჩემს გარეშეც მოიწყო ცხოვრება ნია. ის ჩემს გარეშეც ბედნიერია. ახლა ვხვდები რომ დავაშავე. ადამიანების მიმართ სხვანაირად ვიყავი განწყობილი. მას მერე რაც მეც შენსავით ვფიქრობდი , ჩემივე ფიქრმა და ამ ჩაბუდებულმა ბოღმამ გამაბოროტა, და ბოღმას ვისზე ვანთხევდი? ადამიანზე რომელიც არაფერში იყო დამნაშავე, მას ვადანაშაულდებდი მთელი ეს წელიწადი რომ არ დამეხმარა..
- ნეტავ გვცოდნოდა და..
- სულ ერთია.. რაც იყო იყო.. რაც მოხდა მოხდა, იმას აღარაფერი ეშველება... მთავარია რომ ახლა ასე აღარ ვფიქრობ, ახლა ვცდილობ რომ ადამიანებს გავუგო...
- მაგრამ კიდევ რომ შეგიყვარდეს? - მოულოდნელმა კითხვამ დააბნია და გაიღიმა..
- საკუთარ თავს პირობა მივეცი რომ არასოდეს შემიყვარდება არავინ, მაგრამ თკი ვინმემ მოახერხა ჩემი გულის კარებს თავიდან გახსნა მაშინ მზად ვიქნები...ახლა კი დროა რომ შენ გაუხსნა შენი გულის კარები იმ ადამიანს რომელიც გიყვარს..
- მეშინია ანდრია, რომ ვერ გამიგებენ.. ყველაზე მეტად დანიელის რეაქციის მეშინია..
- საიდან მოიტანე ეგ სისულელე, დანიელს ყველაზე მეტად უყვარხარ გოგო.
- შვილი ჰყავს.. მას შვილი ყავს.
- მერე რა? შვილი პრობლემააა?
- არ ვიცი, პრობლემაა თუ არ არის პრობლემა, მაგრამ მართლა მეშინია.. მამას გამოხტომების, მორიგი ჩხუბის და კამათის. მერე დანიელთან საუბრის, ისე მთრგუნავს ეს ყველაფერი სახლიდან გაქცევა მინდება. გადაკარგვა მინდება ყველასგან..
- პრობლემას შენ ქმნი ახლა, მანდ საპრობლემო არაფერია. დანიელი როგორც ჩამოვა დაელაპარაკე. მერე გაგვაცანი შენი სატრფო და მოვახერხებთ რამეს, თუ არ მოგვეწონება ერთ-ორს წავადებთ დ, ძმები დაგიცავენ - იმდენად დამაჯერებლად თქვა რომ თავადაც კი დაეჯერა.
- ანდრია !
- ვიხუმრე გოგო - სიცილით უთხრა და დას ხელი შემოხვია მხარზე.
**
სამზარეულოში ფუსფუსებდა ბაბე და მართაზე ფიქრები არ შორდებოდა. ელოდებოდა როდის შემოაღებდნენ კარს რძალი და შვილი , რომ მათთვის სიმართლე სახეში მიეხალა და ეთქვა რასაც ფიქრობდა.. დიდი ხნის ლოდინი არ დასჭირვებია, მისაღებში შესულებს უკან მიჰყვა და მათ წინ გაჩერდა.. მიხვდა ალექსანდრე რომ რაღაც წესრიში არ ყო, დედის მკაცრი მზერა არ გამოპარვია, ეს მზერა კარგად ახსოვდა მუდმ, იცოდა ახლა მორიგი ქარიშხალი უნდა დატყდომოდა თავს.. გამწარებულმა ახედა შვილს ბაბემ..
- ეს ქალი, რომელსაც შენს ცოლს ეძახი, არასოდეს გამოირჩეოდა დიდი სიყვარულით შვილის მიმართ, მაგრამ შენ რამ დაგაბრმავა ასე ამხელა კაცი? - გაბრაზებულმა უთხრა შვილს და სავარძელში ჩაეშვა..
- რაზე ლაპარაკობ დედა?
- რაზე ლაპარაკობს დედა? აქ მობრძანებულ მეორე გაიძვერას რომ ლამის ყველაფერზე დათანხმდი მაგაზე, მოვისმინე, ჩემი ორივე ყურით მოვისმინე, როგორ აღიარა ამ ქალმა სიმართლე.. - კარგი, ეს დედად არ ვარგა. შენ სულ არ შეგრჩა შვილის მიმართ სიყვრული? ასეთი რა დაგიშავათ ამ გოგომ რომ ასე გაიმეტეთ?
- ყველაფერი წარსულიაა.. არ ვიცოდი, არ ვიცოდი დედა.
- და ახლა რომ გაიგე, რამე შეცვალე? მიხვედი მართასთან? დაურეკე მაინც?
- რა ვუთხრა რომ მივიდე? მამაშენმა არ იცოდა და ისიც მოატყუეს და ახლა მოვედი-თქო? გგონია რომ დამიჯერებს.
- გეცადაა - ხმამაღლა უყვირა შვილს და ფეხზე წამოდგა.. შენ გეცადააა. ის შენი შვილია. ბოლოს როდის გაგახსენდა რომ ორი შვილი გყავს? გახსოვთ საერთოდ რომ ეს გოგო თქვენი შვილია?
- ის გოგო შენ გაზარდე , და შენ პირველმა აქციე ზურგი საყვარელო დედამთილო და ახლა რა პრეტენზიებით გამოდიხარ ვერ გავიგე , განა შენი ზურგის ქცევა ყველზე მეტად არ ეტკინა მართას? დიახ ჩემი შვილია, მე გავაჩინე, მაგრამ როგორც შენ ამბობ მარტო გაჩენა ხომ არაა. ხოდა შენ რატომ არ დაუდექი გვერდით მის ამხელა სიყვარულს?
- გაჩუმდი .. მე შენს ადგილას ძალიან შემრცხვებოდა რომ ასეთი დედა ვარ, რომ საერთოდ დედა მქვია.. შენ მარტო ნიტა შიყვარე, მაგრამ ხომ ხედავ ნიტამაც კი შენგან გაქცევა გადაწყვიტა, იცი რატომ? ცხოვრება ორივე შვილს დაუნგრიე. ისინი ახალგზარდები არიან ერთმანეთს აპატიებენ, მე ისედაც არ დამრჩენია დიდი ხნის სიცოცხლე და აი შენ კიდევ დარჩები ასე მარტო, მარტო შენი გამოშტერებული ქმრის ამარა და ინანებ , ძალიან ინანებ რომ შვილებს ასე მოექეცი..
- შენი სისულელეების მოსმენას არ ვაპირებ.. შენს ასაკს ვცემ პატივს და არ შეგეკამათები..
- არადა, სულაც არ მიკვირს, უბრალოდ ისეთი მწირი აზროვნება გაქვს, ვერ შემეკამათები... აი იმ ვაჟბატონთან კიდევ თავად წავალ , მივახლი ყველაფერს პირში რომ მამა კი არა ნაგავიააა. და მერე ვნახოთ ვინ გაბედავს ჩემი გოგოს ბედნიერებას წინ აღუდგეს, მერე ვნახოთ ..
- დედა არ გინდა, უარესი პრობლემები გვექნება, ნიკოლოზი ამას ასე არ დატოვებს, ჩვენ თ არა მართას შეუქმნის პრობლემებს.
- კიდევ გავჩუმდეთ? შენმა ცოლმა იმ ფულით იგრიალა მანქანა იყიდა და კიდევ გავჩუმდეთ?
- აბა ფული საიდან დავუბრუნო? - აღშფოთება აღმოხდა ლექსოს და დედას მხარზე ხელი დაადო..
- შენმა ცოლმა დაუბრუნოს, კიდევ ექნება გადამალული სადმე..
- მუთაქაში ბაბეე, მუთაქაში მაქვს...
- მუთაქაში არა მაგრამ , ბანკში ნამდვილად გექნება ვინმეს სახელზე შენნაირ გაიძვერა ქალებს კარგად ვიცნობ..
- როგორც ჩანს კარგად არ იცნობ თორემ მიხვდებოდი რომ ჩემს მახეში გაები და ახლა აქ კი არა მართასთან იქნებოდი შენს საყვარელ სახლში..
- შენ არ დაივიწყო რომ ეს სახლიც ჩემია და ის სახლიც ჩემი რძალო. მე შენს ადგილას სახლს ვიყიდდი , იქნებ ხვალ დედამთილმა სახლიდან გაგისროლოს , მაინც მანქანაში რომ არ მოგიწიოს ღამის გათევა.
- მემუქრები? - დოინჯი შემოიყარა და დედამთილს წინ დაუდგა..
- გაფრთხილებ, მუქარა ჩემი საქმე არაა.
გადაჭრით უთხრა და ოთახიდან ისევ სამზარეულოს დაუბრუნდა..
საკუთარ თავზე ბრაზობდა, ფიქრები არ ასვნებდა რომ ასე მიატოვა გოგო რომელიც საკუთარი ხელებით გამოძერწა. იმდენი შრომა და სიყვარული ჩადო მასში, ის ყველაზე საყვარელი საფიცავი იყო მისთვის და ახლა ტკივილით გული ეთუთქებოდა რომ, ეს გოგო ეულად დატოვა, სხვების ტყუილის მსხვერპლი გახდა, სხვებს დაუჯერა. მისი ცრემლები და დახმარების თხოვნა არ გაითვალისწინა და ზურგი აქცია...
ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა და ტელეფონი მოიმარჯვა, ახლა როგორც არასოდეს ისე უნდოდა მართას ხმის გაგონება, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ეშინოდა რომ არ უპასუხებდა, რომ მისი ხმის გაგონება არ მოუნდებოდა.. ეშინოდა რომ გოგო რომელიც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარდა, ზურგს აქცევდა..
- ბაბე? - გაოცებულმა ვუპასუხე ზარს და გულმა მაშინვე დამიწყო გამალებით ძგერა, ხო კარგად ხარ, რამე ხდება?
- კარგად ვარ ბებია, შენი ხმა მინდოდა გამეგო და დაგირეკე.. ცუდ დროს ხომ არ გირეკავ?
- არა, მცალია..
- მართა..- რაც შეეძლო მშვიდად დაუძახა და შეყოვნდა..
- გისმენ ბებო..
- შენი ნახვა მინდა, ბებოს მოენატრე...
- მეც მომენატრე ბე.. ერთ საათში ვიქნები სახლში და მოდი გინდა? მე მოვიდოდი მაგრამ მაგათი ნახვის სურვილი არ მაქვს..
- მოვალ. და იცი რას მოგიტან? შენს საყვარელ პეროგს აცხობს ახლა ბაბე..
- აუ რა მაგარიააა. მოდი მოდი და წამომიღე, მეც წავალ ახლა სახლისკენ და დაგიცდი...- სიხარულით ვუთხარი , უეცრად გაიღვიძა ჩემში პატარა მართამ. რომელსაც ყოველ დილით ახვედრებდა ბაბე პეროგს, და მეც გემრიელად ვჭამდი ისე რომ არ მბეზრდებოდა.. ვჭამდი ისე თითქოს აქამდე არ მქონდა გასინჯული ეს პეროგი და ყოველ ჯერზე მეჩვენებოდა რომ უფრო და უფრო გემრიელი იყო ბაბეს პეროგი.
ერთი საათის მერე, ორივე მაგიდის გარშემო ვისხედით და უხმოდ მივირთმევდთ ჩაის და პეროგს.. მის თვალებში იმხელა სევდას ვხედავდი, თვალები ცრემლით მევსებოდა და ლუკმის გადაყლაპვას ძლივს ვახერხებდი..
- საქმეები როგორ მიდის?- შორიან მომიარა ბაბემ და მივხვდი რისი კითხვაც უნდოდა..
- კარგად ბებო.ამასწინათ ერთი გოგო მოვიდა ბავშვი მოიყვანა ,მაგრამ მეორე დღეს მოვიდა და უკან წაიყვანა, გამიხარდა რომ დედამ ვერ დატოვა ეს ბავშვი, ისეთი საყვარელი და ლამაზი იყო, სულ პაწაწინა...
- რას ვიზამთ ბებო, ასეთია ცხოვრება ზოგისთვის ეკლითაა ნაფენი და ზოგისთის ვარდის ფურცლით .. - დანიელთან რა ხდება? - ბოლოს მაინც იკითხა და ნახევარ სახეზე ჩაის ფინჯანი აიფარა..
- ყველაფერი კარგადაა. დანიაში წავიდა , ერთ კვირაში ჩამოვა ..
- არ გინდა ამაზე ლაპარაკი ჩემთან?
- ბაბე არ ვიცი რა გინდა რომ გითხრა.. ძალიან ბედნიერი ვარ, იმდენად ბედნიერი რომ არ მეჯრება მე თავად .. გახსოვს რამოდენიმე თვის წინ მითხარი ადამიანებს შორის ქიმია არსებობსო, არ ვიცი ეს რა ძალა, მისკენ მთელი ძალით მექაჩება რაღაცა ამოუხსნელი ძალა. როცა ჩემს გვერდით არაა, საოცრად მარტო ვარ. მისით ვივსები, მისით ვარ მარტო ბედნიერი..
- ვიცოდი, როგორც კი მასზე მომიყევი მაშინვე ვიცოდი რომ ეს ურთიერთობა სიგიჟე იქნებოდა მართა. ამიტომ გაფრთხილებდი, მაგრამ ჩემი გოგო სიგიჟეებს არ უშინდება, ჩემი გოგო თავით გადაეშვა ამ სიგიჟეში და ის საწყალი ბიჭიც გადაიყოლა - სიცილით მითხრა და ხელზე მაკოცა..
- კარგი რააა ბაბე.. მე რა გადავიყოლე, თავად გადმომყვა -სიცილით ვუთხარი და გვერდზე გავიხედე...
- ასე ძალიან როგორ გამიუცხოვდი ბებო, დანანებით მითხრა და ფეხზე წამოდგა, ჩემი ბრალია, შენ არ გადანაშაულებ არაფერში. უბრალოდ აქამდე რომ მივედით ამას ვერ ვუძლებ, მე გაგზარდე, ამ ხელებზე მეწმინე- ამ ხელებით გეფერებოდი და ახლა, ისე უცხოები ვართ , შენს გულის ნადებს და შენს ფიქრებს ვერც კი მანდობ..
- უბრალოდ დავიღალე, რომ დანიელის გამოჩენის დღიდან ყველა წინააღმდეგია და სულ ესაა. მე კიდევ მის გარეშე უბრალოდ ვერ ვიქნები, ხანდახან მგონია რომ რაღაც მაგიური ძალა მიზიდავს , რაღაც აქვს ამ ბიჭს ისეთი რის გარეშეც ვერ ვსუნთქავ..
- ეგ სიყვარულია - თბილი ხმით მითხრა და თავზე მაკოცა.. - ეგ რაც ერთმანეთთან ასე გიზიდავთ ეს სიყვარულია. იშვიათი განცდითაა სავსე თქვენი სიყვარული და ვერავინ შეძლებთ თქვენს დაშორებას. უბრალოდ თქვენი ეს მიზიდულობა, თქვენს შორის არსებული ეს ქიმია იმდენად ძლიერია ამას ვერავინ დაშლის მართა. როგორც არ უნდა ეცადოს ხალხმა დღე და ღამე ერთმანეთს არ დაშორდება, არც მთვარის ამოსვლა და ჩასვლა შეიცვლება. არის რაღაცეები ბუნებაში რაც შეუცვლელია, რასაც ვერანაირი ძალა ვერ ერევა და ვერ აჩოქებს, თქვენც ასე ხართ - დაიმახსოვრე, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა იყოს- არასოდეს არავის მისცე უფლება თქვენს შორის არსებული ეს ჯაჭვი გაარღვიოს.
**
ბორტგამცილებლის ხელის შეხებაზე თვალები გაახილა და გაუღიმა. მიხვდა რომ უკვე აეროპორტში იყო. უკვე რამოდენიმე საათიც და ისევ ჩაიკრავდა მართას გულში, მისი თმების სურნელს ხარბად შეიყნოსავდა და ეს საკმარისი იქნებოდა მშვიდი ძილისთვის.. გადაღლილი გავიდა აეროპორტის შენობიდან და ყვავილებით ხელში მდგარ ლევანს გაუღიმა.
- ისე მომენატრე ფისო , ყვავილები მოგიტანე..
- ლევან, რას მაიმუნობ ამხელა ბიჭი- სიცილით უთხრა და ძმაკაცს ხელი შემოხვია..
- მომეცი ეგ ჩანთა, რა სახე გაქვს, დაიღალე? - ეს ყვავილები შენი კი არაა მართლა, მართასთვის გიყიდე..
- ძმა ხარ . მაგრად დავიღალე. მგონი არც ერთი მშენებლობა არ დამატოვებინეს ეს სამი დღე მაგრად მიხმარეს - ძლივს ამოღერღა და მანქანის საბარგულში ჩემოდანი კი არ ჩადო ჩაახეთქა. - მაგრად მეძინება, ძმაკაცს გადახედა და გაუღიმა..
- სად მიგიყვანო?
- ჩემს საიდუმლო ბუდეში, - ჩუმად ჩაილაპარაკა და ტელეფონს დახედა.. უკვე შუაღამე იდგა. ოთხი საათი იყო... გარეთ კი მანქანების სიარული არ წყდებოდა.
ოცდამეხუთე სართულზე , მხოლოდ მაშინ მიდიოდა დანიელი როცა ყველასგან და ყველაფრისგან დასვენება უნდოდა, როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სჭირდებოდა და საკუთარ ფიქრებში გარკვევა უნდოდა. ახლა კი მხოლოდ ძილი და შხაპის მიღება ყველაფერს ერჩივნა..
მიმღებში მდგარმა გოგონამ უმალ იცნო დანიელი და აქამდე ძილშეპარული თვალები გვარიანად გაახილა..
- საღამო მშვიდობის ბატონო დანიელ
- საღამო მშვიდობის - ძლივს ჩაილაპარაკა და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო.
- რაიმე გინდათ? - დამფრთხალმა უთხრა და დანიელს მზერა აარიდა.
- მინდა, ძალიან , ძალიან დაღლილი ვარ, მხოლოდ ის მინდა რომ ვინმემ რაიმე მსუბუქი საუზმე ამომიტანოს და მერე არავინ შემაწუხოს, ვინც გინდა დარეკოს ან მიკითხოს აქ არ ვარ..
- კარგით, კი მაგრამ ბატონო დანიელ, სულ დამავიწყდა თქმა.. თქვენს სახლში , ანუ თქვენს ოთახში, თქვენი და არის დილიდან.
- ჩემი და? - ძილიდან ერთიანად გამოერკვია და გოგონას მკერდზე დახედა.. - ნინო, დარწმუნებული ხარ , რომ ჩემი დაა? გასაღები თქვენ მიეცით?
- არა მე არა, დილის სმენის გოგონამ, მაგრამ დამიბარა და მითხრა რომ იქ თქვენი დაა და ითხოვა რომ არავინ შეაწუხოს..
- გასაგებია, ჩემი დაც ითხოვს რომ არავინ შეაწუხოს. კარგი პრობლემა არაა- ორაზროვნად ჩაილაპარაკა და ლივტისკენ წავიდა.. ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფმა გახსნა კარები და ჩემოდანი კართან დადო.. აშკარა იყო სახლში სიბლენე და გამეფებული სიჩუმე ერთმანეთს საოცრად ერწყმოდა.. მგზავრობისაგან დაკუჭული მაისური გაიძრო და საძინებლისკენ აიღო გეზი...
კარგა ხანს იდგა გახევებული ერთ ადგილას, საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, უფრო სწორად ვერ უჯერებდა რომ მის საწოლში, მის დას ვიღაცა მამაკაცთან ერთად ეძინა. მხოლდო ახლა გაიაზრა რომ და რომელიც ასე ძალიან უყვარდა და ასე ძალიან სწამდა, ასე მარტივად ატყუებდა დანიელს, ასე მარტივად შეეძლო მისთვის სახეში ეყურებინა და არაფერი ეთქვა...
სახეზე გაბრაზებამ გადაუარა და ბედნიერების ტაში შემოჰკრა.
- დანიელ???- სასოწრაკვეთილმა დაიძახა ნიამ და შიშველ მკერდზე ვარდის ფურცლებით მოფენილი საბანი აიფარა... - როდის მოხვედი?
- როდის მოვედი? დარწმუნებული ხარ რომ ეს ის კითხვაა რაც შენ უნდა მკითხო?
- მისმინე, აგიხსნი..
- რას ამიხსნი, რაღაა აქ ასახსნელი?- რა უნდა ამიხსნა გოგო? - გამწარებულმა იყვირა და მთელი ძალით დაჰკრა ფეხი კარადას..
- დანიელ..
- რა დანიელ?? რა დანიელ, ნია???? რა უნდა მითხრა, „ეს ის არაა რაც შენ გგონია?“- თავი კინოს მსახიობი გგონია? - ჩაიცვით და გამოდით, ორივე !- გაბრაზებულმა თქვა და საძინებლის კარი მთელი ძალით მიაჯახუნა.
ვერანდაზე იჯდა და ატკიებულ თავზე ხელებს მთელი ძალით იჭერდა თავდახრილი გამოვიდა ნია საძინებლიდან და უკან მასზე თავით მაღალი უჩა მოყვებოდა.. ფრთხილად შეახო ხელი ძმას ნიამ და გვერდით მდგარ სკამზე ჩამოჯდა.. გაბრაზებული მზერა შეავლო მამაკაცს დანიელმა და მაშინვე დას მიუტრიალდა.
- გისმენ, მიდი ახსენი , ხო მეუბნებოდი აგიხსნიო, ამიხსენი ნია, ამიხსენი, ჩემს სახლში, ჩემს საწოლში ..
- იქნებ ნიას გარეშე გველაპარაკა - საუბარში ჩაერია უჩა და დანიელის წინ გაჩერდა.. - მარტოებს გველაპარაკა .
- ვილაპარაკოთ , მე არსად მეჩქარება, უკვე აღარსად მეჩქარება ნერვიულად მოისრისა შუბლი დანიელმა და სკამზე ანიშნა დაჯექიო..- შენ წადი კარები გახსენი, წეღან საჭმლის ამოტანა ვთხოვე - ნიასკენ არც გაუხედავს ისე უთხრა და ცივი წყლით სავსე ჭიქა მიიყუდა..
ყავამ ცოტა გონს მოიყვანა.. თვალებიდან გამოიხედა და ჯერ კიდევ გაბრაზებულმა გახედა დას. სკამის ზურგს მთელი ძალით მიეყრდნო, როგორც სჩვევია ხელები გულზე გადაიჯვარედინა და ინტერესით შეხედა უჩას, რომელიც აქამდე დუმდა და სიტყვებისათვის თავის მოყრას ვერ ახერხებდა..
- მოკლედ, ბევრს არ ვილაპარაკებ დანიელ. შენი და მიყვარს. ეს ერთადერთია რაც მინდა რომ იცოდე..
- მეტი არაფერი არ უნდა ვიცოდე? - ის რომ გიყვარს ეს საკმარისია? და ის რომ ჩემს სახლში რომანტიულ ღამეებს იწყობთ ეს არ უნდა ვიცოდე..- სიმწრისგან ფეხზე წამოხტა და საკუთარი ემოციების შესაკავებლად აივანზე გავიდა..
- მე და ნია ერთად ვსწავლობით - თამამად დაიწყო უჩამ და დანიელს გვერდით დაუდგა..- მერე ჩვენი გზები გაიყარა, ერთმანეთს დავშორდით. ორი წლის წინათ ცოლი მოვიყვანე, მაგრამ არც აქ გამიმართლა, ჩემი ცოლი მშობიარობას გადაყვა, სახსოვრად პატარა გოგო დამიტოვა , თვითონ კი... - ნერვიულად მოისრისა კისერი და დანიელს შეხედა..
- შვილი გყავს?- ჯერ კიდევ შოკში მყოფმა ჰკითხა და კარშ მდგარ ნიას გახედა..
- კი ერთი წლის ნინა- სულ პატარააა, მე ვიყავი მისთვის აქამდე დედაც და მამაც, მაგრამ ახლა რაც ნიაც გამოჩნდა ისევ ჩემს ცხოვრებაში ეს რამოდენიმე თვეა ასე მგონია რომ თავიდან დავიბადე.. ვიცი რომ გაბრაზებული ხარ, მე რომ და მყავდეს და ასე მენახა მეც ძალიან გავბრაზდებოდი, არაფერში გამტყუნებ დანიელ. შენთან ლაპარაკი გვინდოდა მაგრამ ნიას ეშინოდა..
- მაინც რისი? - მისკენ წავიდა და თვალებში ჩახედა.. - მაინც რისი გეშინოდა, ოდესმე ყოფილა რამე რომ ვერ გამეგო, რამე გითქვამს და არ დაგხმარებივარ? თუ რისი გეშინოდა?
- იმის რომ ვერ გაიგებდი ჩემს სიყვარულს.. მეშინოდა რომ ბავშვის შესახებ თუ გაიგებდი გვერდში არ დამიდგებოდი...
- აქამდე, ნია, ამ დღემდე მეგონა რომ შენ ყველაზე კარგად მიცნობდი, მაგრამ შენ საერთოდ არ იცნობ შენს ძმას თურმე.. - მე ბავშვის წინააღმდეგი არასოდეს ვიქნებოდი და არც ახლა ვარ - მაგრად დაჰკრა ხელი უჩას დანიელმა და ეცადა სახიდან ტკივილი გაექრო, მერე როცა ყველაფერი დინების მიმართულებით დაიწყებს სვლას, მოიყვანე და გამაცანი შენი ნინა..
- დანიელ...
- დავიღალე ნია, უბრალოდ დავიღალე დასვენება მინდა - ისე უთხრა ზედ არ შეუხედავს და ოთახიდან ორივეს გაეცალაა.
ტანსაცმლიანი გადაწვა საწოლზე და ისე როგორც ბავშობაში ხელები ბალიშის ქვეშ შეაცურა.. ახლა ძილი ყველაფერს ერჩივნა მაგრამ ტკივილი , დის მიერ მიყენებული ტკივილი იმაზე მეტად მტკივნეული იყო ვიდრე ამას თავად გრძნობდა , ვიდრე ეს წარმოედგინა.
ყოველთვის ყველასგან ელოდა რაღაცა დარტყმას და ნიასგან არა..
გული არა უბრალოდ სხეულშ შიგნით რაღაცა სტკიოდა, რაღაცა სჭამდა და ამ რაღაცას ტყუილი ერქვა..
მთელი ცხოვრება ტყუილიდან ტყუილს ეჯახებოდა სახით , როცა ეგონა რომ ყველაფერი გამოსწორდა ყველაფერი დალაგდა და თავისი ადგილი მიუჩნა, მაშინ, სწორედ მაშინ ვიღაცა ისეთი ძალით არტყავდა ზურგში დანას რომ დიდხანს ვერ ახერხებდა ფეხზე წამოდგომას.
სახე ბალიშებს შორის ჩამალა და თავი მოიმძინარა.. ოთახში შესულ ნიას მალულად გახედა და მაშინვე ბავშურად დაიწყო მისი მოტყუებდა
- ვიცი რომ ძალიან გატკინე გული დანო- სლუკუნით უთხრა და თავზე ნელა გადაუსვა ხელი. - მე თუ არა ვინ იცის რომ საშინლად გაწყენინე. რომ იცოდე როგორ ვნანობ რომ აქამდე არ გითხარი სიმართლე. არ ვიცი რატომ მეგონა რომ ვერ გამიგებდი, რომ მეჩხუბებოდი, რომ უბრალოდ ჩემს მხარეს არ დაიჭერდი, ძალიან ვნანობ რომ ასე მოვიქეცი, მაგრამ ახლა ვერაფერს გამოვასწორებ გარდა იმისა რომ გითხრა როგორ მიყვარხარ. - მაპატიე ძალიან გთხოვ - ტირილისაგან დაბერილი ტუჩები შეახო ძმას ლოყაზე და გვერდით დაუწვა.

**
სავარძელში იჯდა დანიელი და თვლებით მოოჭვილ პატარა ბოთლს ხელში ატრიალებდა. გაახსენდა შარშან ეგვიპტეში წასულმა როგორ აღმოაჩინა ერთი ძველი მაღაზია , სადაც საკმაოდ ხანში შესული მამაკაცი მუშაობდა, სწორედ ის მამაკაცი დაეხმარა რომ მისთვის შესაფერისი სუნამო შეეზავებინა. დღემდე არ იცოდა რა სურნელები აურია ერთმანეთში მაგრამ, საოცარი სუნი ჰქონდა, მის კანს ისე ღრმად უჯდებოდა ერთი წვეთიც კი, დიდხანს თავადვე იღებდა სიამოვნებას დანიელი..
ოთახში შესვლის ხმა არ გაუგია, მხარზე ხელის შეხებაზე აატრიალა სახე და მართას დანახვაზე სახეზე ღიმილი მოედო. ბოთლი მაგიდაზე დადგა და საყვარელი ქალი გულში ჩაიკრა.
- როგორ მომენატრე - ლამის ჩურჩულით მითხრა და თავზე მაკოცა..ხარბად მოიპარა ჩემი თმიდან სურნელი და მივხვდი რომ გაიღიმა..
- დანიელ, წუხელ გიცდიდი.. - ცრემლაინი თვალებით ავხედე და მისგან განზე გაწევა დავაპირე..
- მაპატიე, უბრალოდ ვერ შევძელი მართა..
- ხო მაგრამ მოგეწერა, დაგერეკა, გირეკავდი და არ მპასუხობდი, მერე ლევანს დავურეკე და მითხრა რომ ოცდამეხუთე სართულზე იყავი..
- ასე მოხდა.
- მეტყვი რა მოხდა?- არ მომწონხარ- დარდიანმა ვუთხარი და მაგიდის კიდეზე ჩამოვჯექი.
- ახლა არა, ოღონდ ახლა არა, საღამოს..
- კარგი, მაგრამ იცოდე რომ ვნერვიულობ შენზე - ხელები წელზე შემოვხვიე და მხარზე ვაკოცე. - ეს რა არის? - ბოთლი ხელებში მოვიქიე და ინტერესით დავატრიელა..
- ოოო, ეს შენი პრინცის სუნამოა..
- ჩემი პრინცის? - სიცილი ვერ შევიკავე და გულიანად გამეცინა. - მერედა ეს სუნამო საიდან გაქვს პრინცო? რა ლამაზი და უცხო ბოთლია..
- ეგვიპტიდან ჩამოვიტანე შარშან.. სპეციალურად ჩემთვის შექმნეს.
- ოო, რა საინტერესოაა. რა მაგარია როცა ასეთი სუნამო გაქვს.ახლა გასაგებია რა სუნამომ ამირია თავგზა.
- მოდი აქ - ხელი ჩამკიდა და დივნისკენ წამიყვანა.. მერე ერთიანად შედგა და თავის წინ გამაჩერა. ვნებიანად დაისველა ცერა თითი სუნამოს წყალში და საჩვენებელს ზედ გადაუსვა. - ეს ერთი- ჩუმად მითხრა და ყურის ბიბილოს უკან ნაზად დამისვა თითები.. - ეს ორი - ხელის სწრაფი მოძრაობით დაასრიალა ცერა თითი ყელზე და გამიღიმა.
- ეს აკრძალული მეთოდია - გულაჩქარებულმა ვუთხარი და ბაგეები ერთმანეთს დავაშორე ჰაერის გასატარებლად.
- ეს სამი - მთელი ძალით მომიჭირა თეძოებზე ხელები და კაბის ქვეშ ნელა შემიცურა ხელი, მკვეთრად ვიგრძენი ორი თითის მოძრაობა ბარძაყებზე და ძლივს გადავაგორე ნერწყვი გამომშრალ ყელში.
- ეს აკრძალულია მეთოდია დანიელ- მასე ნუ აკეთებ - გაღიზიანება და ვნება ვერ დავფარე, როცა დანიელმა კიდევ ერთხელ გადაისვა ენა ზედა კბილებზე და მერე ურცხვად დაისველა ტუჩი...
- ჩუუუ, ნუ მიშლი -მკაცრი ტონით მითხრა და შემდეგი სუნამოს წვეთი მუხლებს უკან დამისვა. - მოულოდნელად დამატრიალა თავისკენ და ზურგზე მოთავსებული კაბის ელვა სწრაფად გამიხსნა, - ესეც ხუთი- მორიგი სვლით ჩემი ხერხემალი დაიპყრო და სიამოვნებისაგან მიღებული ხმა ერთიანად გაისმა კაბინეტში. ცხელი ტუჩები შემახო კისერზე და ვიგრძენი როგორ მიაყოლა ენის წვერი.
- მეტი აღარ შემიძლია , ასე რატომ მტანჯავ? - ძლივს ამოვღერღე და მისკენ დატრიალებულმა სიტყვის უთქმელად ვაკოცე ტუჩებში.. სურვილს ატანილმა შევუცურე ხელები პერანგის ღილებს შორის და მისი კანის შეხებაზე რაღაც საუცხოო ტალღამ დამიარა სხეულში.. სწრაფად განვათავისუფლე მისი ვნებით დაფარული სხეული ზედმეტი ტანსაცმლისაგან და მთელი სხეულით ავეკარი ზედ. დანიელის ხელები დროს არ კარგავდა, სწრაფად მაცლიდა სხეულიდან კაბას რომელიც ნაწილობრივ უკვე მე აღარ მეკუთვნოდა. - როგორ მომენატრე- ყურში ვუჩურჩულე და მისი ყურის ბიბილო ჩემს ტუჩებს შორის დავიქციე..
- ცეცხლს ეთამაშები და დაიწვები მართა- ძლივს გასაგონად მითხრა და მთელი ძალით დამქაჩა თავისკენ. - ტკივილისაგან ერთიანად დამცდა საოცარი ხმა და თვალებში ჩავხედე.- გითხარი რომ ცეცხლს ეთამაშებოდი , მოდი აქ - მაშინვე ყველა სადავე ხელში მოიქცია და ათრთოლებული ტუჩების შემეხო მკერდზე. საკუთარი გულის ცემის და მოწოლილი ემოციის დასარეგულირებლად მის თმებში შევაცურე ხელები და ოდნავ მოვქაჩე, რამაც უფრო მეტად აადუღა დანიელში სისხლი და მალულად ამოიხედა ჩემკენ, ეს ის მზერა იყო რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა, ეს მზერა და ეს თვალები რაღაც საოცარ ქალს აღვიძებდა ჩემში, სურვილისაგან ჩაწითლებული კაპილარები, შუბლზე ობლად დადენილი ოფლი და ერთმანეთს დაშორებული ბაგეები ყველაზე ვნებიან ტანდემს ქმნიდა .. ცერა თითი ტუჩებზე გადამისვა და ნელა დაუყვა კოცნით ჩემს სხეულს ზემოდან ქვემოთ. ვგრძნობდი თლილი თითები როგორ ენაცვლებოდნენ ტუჩებს ჩემს ფერებაში. სიამოვნების მწვერვალისაკენ ნელა- ნელა მივიწევდი და დაუნანებლად ვუსვამდი ფრჩხილებს შიშველ ზურგზე.. გარყვნილი თითები კი ამაოდ არ წყვეტდნენ ჩემთვის სიამოვნების მოგვრას და უფრო და უფრო მეტად ვგრძნობდი მათ შეხებას ჩემში .. დაუფარავად ისმოდა ოთახში ჩემი კვნესის ხმა, საკუთარი ემოციის კონტროლს სრულიად მაკარგინებდა დანიელის შეხება...
- მაცადე !- გადაჭრით მითხრა და წამოდგომის საშუალება არ მომცა . სხეულზე ერთიანად დამეღვარა მისი ბაგეებიდან წამოსული ცხელი სიამოვნებით გაჟღენთილი სუნთქვა და დაღლილი სხეულის დასვენებას შეეცადა..
- ასე გამაგიჟებ - სიცილით ვუთხარი და თავზე ვაკოცე. - შენთან თავს ვერ ვაკონტროლებ დანიელ, ვიღაცა სხვა ვხდები, ისეთ აღვირახსნილ ქალს აღვიძებ ჩემში თავად რომ არ ვიცნობ.
- ასეთი მართა მიყვარს მე,ცეცლი ხარ, ნამდვილი ცეცხლი და თავს ვერ ვერევი - კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი რომ კოცნით გამაჩუმა და მაგრად მომიჭირა ხელი მკერდზე.. - რა გავაკეთო რომ შენით ვერ ვძღები.
- იქნებ ვერ გაკმაყოფილებ დანიელ - დანანებით ვუთხარი და ორაზროვნად შევხედე..
- რატო სულელობ ახლა? შენ ჩემთვის საკმარისი არასოდეს იქნები მართა, ისეთი კარგი ხარ, ისეთი საოცრება, არასოდეს მეყოფა შენი ტკბილი ტუჩების კოცნა და ალერსი.
- მიყვარხარ - მშვიდად ვუთხარი და იატაკზე დაგდებული პერანგი ვესროლე ჩასაცმელად..
თავი მის მკერდზე მედო და მთელი ძალით ვეკვროდი ზედ.. ყოველთვის ასეთი გიჟური სექსის მერე, ყოველთვის ვფიქრობდი რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიყვარული და ვნება არ იყო, რაღაც სხვა იყო. რაღაც მაგიური. მთლიანად ვკარგავდი კონტროლს მის ოდნავ შეხებაზეც კი და მზად ვიყავი მისთვის ბოლომდე მიმეძღვნა თავი... მკერდზე ვაკოცე და დივანზე წამოვჯექი.. სიამოვნებით დაქანცულს სახეზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა.. ნელა გადავუსვი ხელი შუბლზე და სწრაფად გადავიცვი კაბა...
ძილი ვადროვე, აშკარა იყო წუხანდელი დარდი ღრმად დასტყობოდა მის სახეს. მიუხედავად იმისა რომ ჩემთან ბოლომდე იცლებოდა , რაღაცას მაინც არასოდეს ამბობდა. რაღაცას ყველაზე მძიმეს და დარდიანს გულში იტოვებდა და მერე საკუთარ თავთან უწევდა მარტოს ბრძოლა..
მის სავარძელში ნელა ჩავეშვი და საკუთარ ხელებს დავეყრდენი.. იმდენად მშვიდად და უშფოთველად ეძინა, გულში სიყვარული ჩამეღვარა.
ოთახში სწრაფი ნაბიჯით შემოსული მამაკაცის დანახვაზე დავფრთხი და სკამიდან წამოვხტი..
- შენ აქ რას აკეთებ?- საოცარი ტონით მკითხა და დანბეულობისაგან საკუთარ ხელებს დავხედე..
- თქვენ.. - მეე დანიელს დაეძინა და ველოდები..
- გადი და გარეთ დაელოდე - კი არ მითხრა მიბრძანა და კაბინეტის კარები გამიღო.
- არსად არ გავა !- მამა რა ხდება? - სწრაფად წამოდგა პერანგი ტანზე შეისწორა.. - რა ამბავია? ხდება რამე? ან რანაირად ელაპარაკები მართას..
- დანიელ, სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ !- გადაჭრით თქვა და პერანგის შეკვრაში გართულ შვილს დააშტერდა..
- ვილაპარაკოთ, მერე რა პრობლემაა. მაგრამ მაცადე, ჯერ გაგაცნო ქალი, რომელიც მიყვარს, მერე დავსხდეთ და ვილაპარაკოთ.. - ხელი შემომხვია და ლოყაზე მაკოცა..
- ამ გოგოს დიდი ხანა ვიცნობ, მოდი ეს ფამილარობა გვერდზე გადავდოთ და რადგან ესეც აქაა, გკითხავთ- როდემდე აპირებთ ამ უაზრობის გაგრძელებას, ეს სიყვარულობანა და თამაშობანა როდის უნდა დაამთავროთ?
- შენ ჩემს გრძნობას თამაშობანას ეძახი? - გაბრაზება ვერ დამალა დანიელმა და ხელი გამიშვა. - მე შენს ცხოვრებაში არ ვერევი, არ მესმის შენ რატომ ერევი ჩემს ცხოვრებაში. რა პრობლემა გაქვს მამა?
- პრობლემა რაც მაქვს ძალიან კარგად იცი დანიელ..
- არა, არ ვიცი. იქნებ ამიხსნა. შენ თუ პრობლემად ანდრია მოგყავს, მე და ანდრიან ყველაფერი გავარკვიეთ..
- ეს შენ და ანდრიამ გაარკვიეთ, მე და შენ ხომ არ გაგვირკვევია ბიჭო - მკლავში მოკიდა ხელი და გვერდზე გაიყვანა. - დანიელ იცოდე ძალიან ვიჩხუბებთ მე და შენ.
- მოდი ამაზე საღამოს ვილაპარაკოთ მამა. ახლა კამათის დრო და ადგილი არაა. საღამოს მოვალ და ვილაპარაკოთ ..
- კარგი ვილაპარაკოთ. აი შენ კიდევ, ახალგაზრდა ქალბატონო, გირჩევ დედაშენთან წახვიდე და პასუხი აგებინო იმაზე რაც გააკეთა, რაც ჩემს ოჯახს გაუკეთა და რაც შენ გაგიკეთა - შენ კიდევ საღამოს გელოდები , იცოდე არ გაბედო და არ მოიტყუო დანიელ - თითი დაუქნია და კარისკენ წავიდა..
გაფითრებული წავედი დანიელისკენ და ხელები შემოვხვიე.. გული საგულედან ამოვარდნას ლამობდა.. ნერვიულობისაგან თვალებში მიბნელდებოდა და რაც შემეძლო მთელი ძალით ვეკვროდი ზედ და ვცდილობდი მისთვის არ დამენახვებინა ჩემი ნერვიულობა..
**
ლოყაზე ხმაურით აკოცა და მუხლებზე დაისვა.. რამოდენიმე წამს გატრუნულები ისხნდნენ ბოლოს სიჩუმე ისევ ლელამ დაარღვია..
- რაღაცას გეტყვი, დღეს ბატონო ნიკოლოზი იყო მოსული ოფისში, მანამდე მართა.. მოკლედ არ ვიცი რა მოხდა მაგრამ , კარგი რომ არაფერი მოხდა ვიცი..
- იჩხუბეს?? - შეშფოთება ვერ დამალა ლევანმა და ლელა კალთიდან გადასვა..
- როგორც ჩანს კი.. არ ვიცი ტორნადოსავით გამოვარდა ნიკოლოზი და მერე მალევე დანიელი. - სიმართლე რომ გითხრა, ცოტა ვინერვიულე, შემეცოდა ეს ბიჭი, რა ვერ მოინელა ამ კაცმა ასეთი..
- ხოო, ეს დიდი ამბავი, მათ ოჯახის. ახლა მოდი ჩვენზე ვილაპარაკოთ .
- ჩვენზე?
- ჩვენზე..- იცი როგორ მენატრებოდი? ორი დღე იცი რამდენია ლელა?საუკუნეა..
- ამას როგორ წარმოვიდგენდი რომ შენ და მე, ასე ერთად ვიქნებოდით. ოცნებაში ვუშვებდი მხოლოდ..
- ოცნებები რომ ხდება არ იცი? რაღაცას თუ ძალიან, ძალია მოინდომებ აუცილებლად აგიხდება.. მაგრამ ოცნებებს თავი დავანებოთ და რეალურად ვიფიქროთ ლელ, შენთან ძალიან სერიოზული სალაპარაკო მაქვს. არ მინდა რომ ცუდად გამიგო, უბრალოდ მინდა რომ ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად..
- ლევან მე.. - არც კი ვიცი, უბრალოდ- ფეხზე წამოდგა და ფანჯარას აეტუზა..
- მისმინე, თუ გგონია შენით გართობა მინდა, მგონი უნდა ხვდებოდე რომ ასე არაა. ჩემებს გაგაცნობ, შენებსაც სიამოვნებით გავიცნობ თუკი ამისი სურვილი ექნებათ. მინდა რომ ერთად ვიცხოვროთ. დროებითვიცხოვროთ ასე, ქორწილის გარეშე..
- მე მხოლოდ დედა მყავს - დანანებით თქვა და ლევანს გახედა.. - სულ პატარა ვიყავი მამამ რომ მიგვატოვა..
- მაშინ წამოდი და დედას გავიცნობ..
- ახლა? - ნერვიულად იკითხა ლელამ და ტუჩი აუცახცახდა..
- თუნდაც ახლა, მზად ვარ ახლავე გავიცნო..
- არა მოდი ასე არა, დედას დაველაპარაკები.. ყველაფერს ავუხსნი..
- მიყვარხარ და დროის კარგვა არ მინდა, უბრალოდ ცოტა ხნით ასე ვიცხოვრებთ, მერე სადაც შენ მეტყვი იქ გადავიხადოთ დიდი და ლამაზი ქორწილი..
- მართლა??
- რა თქმა უნდა, მართლა..- მკერდზე მიიკრა თავისზე მომცრო ტანის გოგო და თავზე აკოცა..- იცი რა დედაჩემი სულ მეუბნებოდა, თუ გინდა რომ ოჯახში ბედნიერება გქონდეს აუცილებლად შენი ცოლი უნდა იყოს ბედნიერიო. ხოდა მეც ამ წესის თანახმად ვცხოვრობ ლელ. მინდა რომ ძალიან ბედნიერი იყო. ისე ძალიან ბედნიერი რომ თავადე არ გვეჯერებოდეს ჩვენი ბედნიერების...
- წარმოუდგენელი ადამიანი ხარ ლევან.. იმდენად წარმოუდგენელი რომ , არც კი ვიცი რა ვთქვა. –
- მოდი ასე გავაკეთოთ, შენ დედას დაელაპარაკე, მე დანიელს დაველაპარაკები და უბრალოდ მოვალთ შენთან, გავიცნობთ ერთმანეთს და მერე ყველაფერი სხვანაირად იქნება..
- მიყვარხარ - ხმამაღლა უთხრა და ტუჩებზე აკოცა.. - ყველაზე ბედნიერი ვარ რომ შენ არსებობ ჩემს ცხოვრებაში..
რამდენი წელიწადი უყვარდა ეს ქალი.. როგორც სკოლის მოსწავლე ისე იქცეოდა ლევანი, გარშემო უვლიდა და ვერაფრით ახერხებდა მასთან დაახლოვებას. როგორ უნდოდა, როგორ ნატრობდა რომ ყველაფერი შეცვლილიყო. ახლა ზურგიდან ეკვროდა ქალს რომლის გამოც ცხოვრებას დათმობდა. ხარბად კოცნიდა ყელზე და ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ ყველაფერი ეს მის ცხოვრებაში რეალურად ხდებოდა, რომ ეს ქალი მალე, ძალიან მალე მის გვერდით საწოლში დაიძინებდა და გაიღვიძებდა...
**
სწრაფი ნაბიჯით შევიდა დანიელი ოთახში და გაავებული მზერით შეხედა ჯერ მამას და მერე ერთმანეთის გვერდით მსხდომ და-ძმას.. თვალები მაშინვე მოჭუტა ნიკოლოზმა, და შვილს მზერა აარიდა..
- მითხარი და მოვედი, რა ცირკი მომიწყე დღეს მამა? - ტელევიზორი გათიშა დანიელმა და მამის წინ მდგარ პატარა მაგიდაზე ჩამოჯდა. - ახლა არაფერი არ გინდა რომ მითხრა??
- მე მოგიწყე ცირკი? ირონია არ დაიშურა ნიკომ და ოთახში დანიელის ხმაზე შემომავალ ცოლს გახედა..- მოდი აქ მოდი, შენი შვილი მომივარდა ცირკი მომიწყეო.
- მე მოგიწყე ცირკი არა? ფეხზე წამოდგა და დანიელის წინ გაჩერდა.. - ცირკი იქ შენ თავად მოუწყე შენს თავს შვილო.
- რა ცირკზე მელაპარაკები, იქნებ გასაგებად თქვა?
- სანამ მე მოვიდოდი , ცირკი მანამდე გქონდა .. შენ კაბინეტის დივანი და სახლის საწოლი ვერ განგისხვავებია...
- მაგას მნიშვნელობა არ აქვს, დივანიც ჩემია და საწოლიც, სადაც მინდა იქ დავიძინებ...
- ეძინა ბიჭს რუსუდან თურმე..
- ეგ შენ არ გეხება. ჩემი პირადი ცხოვრება შენი საქმე არაა - გაბრაზება ვერ დამალა დანიელმა და ნერვიულად დაისვა ხელი შუბლზე.. - მისმინე, მითხარი მოდიო და მოვედი. თან დამემუქრე. ახლა აქ შენს წინ ვდგავარ. ამიხსენი რა პრობლემაა..
- პრობლემა შენ კი არ ხარ, ის გოგოა. თავის ჭკუაზე რომ გატრიალებს..
- ის გოგო ჩემი საცოლეა, ის გოგო რომელზეც ასე ლაპარაკობ მიყვარს მამა, მიყვარს. რატომ არ გინდა რომ გაიგო? რატომაა ასე დაუჯერებელი შენთვის რომ ადამიანს ვინმე უყვარდეს.. შენ რა დედა არ გიყვარს? ან არ გიყვარდა როდა დაქორწილდით? - დედისკენ სწრაფად გაიხედა დანიელმა და ამღვრეული მზერა კიდევ უფრო აემღვრა..
- მიყვარდა, რა თქმა უნდა მიყვარდა. მაგრამ ჩემი ცოლი, ანუ დედაშენი წესიერი ქალი იყო..
- და ჩემი ცოლი რითიაა უწესო? - ორი ტონით აუწია ლიქოკელმა ხმას და მამას რამოდენიმე ნაბიჯით დაშორდა..
- ჯერ ეს ერთიც ის შენი ცოლი არაა და არც იქნება, და მეორეც კარგად იცი რომ შენს ძმას ცხოვრება დაუნგრიეს , მისი ოჯახი თავიდან ბოლომდე გარყვნილი და წუნკალა ქალებითაა სავსე - ხელი ჰაერში აღმართა ნიკოლოზმა და რუსოს გახედა.. დედაშენს როგორ ადარებ იმ გატუტუცებულ გოგოს??
- ჯერ ეს ერთიც, მართა გატუტუცებული გოგო არააა, მეორეც მართა იმ ოჯახში არ გაზრდილა, და ხო მართლა თუკი პრობლემა ისაა რომ მართა ჩემი ცოლი არაა კანონით , მაგას მოვაგვარებ უახლოეს დღეებში, ასე რომ მოსაწვევს ელოდე მამა - კარისკენ წავიდა რომ ნიკოლოზის ხმაზე შეჩერდა..
- რაც იმათმა დაგვაკლეს, რაც იმათმა უკან დამხიეს, ცხოვრება დაგვინგრიეს , მიდი შენ დაამატე. შეხედე შენს ძმას, მოდი და თვალებში ჩახედე. როგორ შეგიძლია იმ გოგოს და ასე გიყვადეს როცა შენი ძმა ...
- მის ძმას ცხოვრება შენ დაუნგიე.. მისი ძმა დაგიჟეთში შენ გამოკეტე - რაც მე დამაკელი ახლა დანიელს უნდა დაუმატო? რა გინდა ბატონო ნიკოლოზ - რა კაცი ხარ, რა მამა ხარ. გიყურებ და ვერ ვიჯერებ რომ ეს კაცი მამაჩვენია, სამი შვილი გყავს, სამი , და ამ სამი შვილიდან არც ერთი არ გიყვარს. თითქოს არც ერთი არ ვართ შენი შვილები, არც ერთს არ გვაქვს შენი სისხლი ... რატომ არასოდეს გიხარია შვილების ბედნიერება. - კარგი ხო მე ცუდად მოვიქეცი, მე დავაშავე, ჩემი ბრალიც იყო, ამან რა დაგიშავა,, სახლიდან წავიდა შენს გამო, მერე მეც მის წინააღმდეგ ამამხედრე, ახლა გამოდიხარ და სიყვარულს უკრძალავ ამხელა კაცს.. - ვინ მოგცა ამისი უფლება, რომ ვინმეს სიყვარული აუკრძალო, შენი თავი ღმერთი გგონია?? - ვინ ხარ ასეთი, ადამიანი, ასე რომელი მამა ექცევა თავის შვილს..- არადა ლამის მთელ ქვეყანას გონია რომ დანიელია შენი საყრდენი - გიყურებ და ვხედავ რა თვალებთ იყურები, არა შენ ეს ბიჭი საერთოდ არ გიყვარს...
- საკმარისიააა- გაავებულმა იყვირა და მუშტი მაგიდას დაჰკრა. - გაუზრდელი და თავხედი ბიჭი ხარ.. - მამას არც ერთი არ აფასებთ. შეხედეთ თქვენს თავებს, მეცოდებით , ორივე აქამდე სიყვარულით მიხვედით. არც ეს იქნება გამონაკლისი, მონახავს ვინმე უსახლკაროს და გადაეკიდება იმას - ნიასკენ გაიშვირა ხელი და ზიზღით შეხედა ცოლს.- ეს არის შენი ამომავალი მზე, აი ეს კაცი, ამხელა კაცი რომელიც ასე დგას და მამას ეპასუხება.. - ეს გაზარდე?
- მე საუკეთესო შვილები გავზარდე. უბრალოდ შენ ვერ დააფასე ვერც ერთი ნიკოლოზ. - წყენა ვერ დამალა რუსომ , მაგრამ კამათს მაშინვე აარიდა თავი და დანიელთან მივიდა. - წამოდი გავიდეთ .. წამოდი შვილო, შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი..
- როგორც მაგას უნდა ისე ვერ მოიქცევა.. - იცოდე დანიელ გაფრთხილებ, არ გაბედო ჩემი სურვილის წინააღმდეგ წასვლა.. თორემ დავივიწყებ რომ მამაშენი ვარ..
- მე შენს წინააღმდეგ უკვე წავედი მამა, და გირჩევნია წინ არ გადამიდგე, იმიტომ რომ ამ ქვეყნად არ არსებობს ძალა რომელიც მართას გადამაყვარებს და დამავიწყებს. სათქმელი ითქვა, გასარკვევიც არაფერია, აქამდე მხოლოდ ანდრიას აწმენდავდი ხელებს, ახლა ანდრიაც მშრალზეა, ესეიგი ყველაფერი მხოლოდ შენი აკვიატებების ბრალი ყოფილა..
საძინებელში იჯდა, სახე ხელებში ჩაემალა და გულამოსკვნილი ტიროდა რუსა.. ვერ ხვდებოდა ასე რატომ ისჯებოდა. არ უნდა მიხვედრა თორემ გულის სიღრმეში ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა..
იცოდა სად დაუშვა შეცდომა. იცოდა როდის დაკარგა დანიელის ნდობა , როდის თქვა უარი დედის სიყვარულზე. იცოდა ყველაფერი, ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ არ უნდოდა დაჯერება. არ უნდოდა საკუთარ თავს გამოტყდომოდა რომ ყველაფერი მარტო ნიკოლოზის ბრალი არ იყო..
ყოველ ჯერზე უნდოდა სიმართლის თქმა. ყოველ ჯერზე გეგმას სახავდა როგორ მივიდოდა დანიელთან და ეტყობა ყველაფერს. ეტყოდა როგორ ნანობდა . ეტყოდა როგორ სტკიოდა მასაც, მაგრამ ძალა არ ყფნიდა. თავიდანვე სუსტი იყო, თავიდანვე ვერ მოახერხა შვილების დაცვა.. ახლა მხოლოდ ცრემლების ამარა იყო დარჩენილი. მხოლოდ ცრემლები ანუგეშებდა მის დაფლეთილ გულს..
- დიდხანს უნდა იტირო ახლა?- ნერვებდაგლეჯიმა უთხრა ცოლს და გვერდით მიუჯდა..
- ასე რატომ ექცევი ბავშვებს, ვიღაცა იფიქრებს რომ არც ერთი არ გიყვარს ნიკო, შენ ხო მამა ხარ..
- არ მიყვარს ! - სრულიად დამაჯერებლად თქვა და გაიღიმა..
- ახლა ხუმრობ თუ სიმართლეს ამბობ ვეღარ ვიგებ.. - ფეხზე წამოდგა და სააბაზანოსკენ წავიდა რომ მკლავში მაგრად მოუჭირა ხელი და უკან დააბრუნა..
- როცა რაღაცას ვამბობ, ესეიგი ასეა. მიყვარს სამივე. ზოგი მეტად , ზოგი ნაკლებად, ეს არასოდეს დამიმალავს რუსუდან, მაგრამ ახლა იცი როგორ ზღვარზე ვდგავარ? არ ვიცი რომელიმე უნდა მიყვარდეს თუ არა. ერთმა ყველაფერი წამართვა, მეორე მის გაგიჟებაში მადანაშაულებს, მესამე საერთოდ არ მელაპარაკება. მითხარი რომელი უნდა მიყვარდეს.
- არ გიფიქრია რომ შენი ბრალია? - სამი შვილიდან ვერც ერთს ვერ გაუგე. რატომ ადანაშაულებ მხოლოდ ბავშვებს..
- სულ მინდოდა მეკითხა, სამივე ჩემი შვილია??
- ვერ გავიგე - გაბრაზებულმა გახედა ქმარს და ხელი გაარიდა..
- ხო სამი შვილიდან არც ერთი არ მგავს არაფრით, შემომხედე მოდი. მოდი დავაკვირდეთ - მოდი შენი პატარა ეშმაკით დავიწყოთ- შენი სანაქებო შვილით - მაღალი, მხარბეჭიანი, საუცხოო შეხედულების..
- მორჩი.. თუ არ გახსოვს გაგახსენებ, მამაჩემი იყო ზუსტად ასეთი- თეთრი პირ-სახის და შავი თვალ-წარბით..
- ხოოო, მამაშენი, ანუ ჩემი სიმამრი გიორგი ასეთი იყო, ნამდვილად ასეთი იყო... ანდრიაზე და ნიაზე საუბარიც არ ღირს, ორივე გაჭრილი ვაშლივით გგავს. - ახლა მითხარი ჩემი კითხვა არ არის საინტერესო? როგორ შეიძლება სამი შვილიდან არც ერთი არ მგავდეს არაფრით..
- გგავს, სამივე - სიგიჟეში - გადაჭრით უთხრა და ამაყად გაერიდა... - სააბაზანოში კარგა ხანს იჯდა რუსუდანი და ფიქრებს თავს ვერ უყრიდა. ღმერთს ყოველ დღე მადლობას სწირავდა რომ არც ერთი შვილი არ ჰგავდა ნიკოლოზს.. უნდა გაეხსენებინა ერთი დღე მაინც, როდესაც შვილებს როგორც მამა ისე მოექცა, როდესაც კალთაშ ეჯდა რომელიმე და თბილად ეფერებოდა. არც ერთი დღე, არც ერთი წამი არ ახსენდებოდა რუსუდანა ასეთი.. სახეზე ჩამოყრილი ოქროსფერი თმები უკან გადაიწია და ცხელი წყლის ქვეშ გასაქანი მისცა საკუთარ ფიქრებს..
ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ უყვარდა.. სულ პატარა იყო თხუთმეტი წლის როდესაც დაინახა, მისი ნათელი სახე გულში ისე ჩაუვარდა წლები ვერ მოახერხა გულიდან მის ამორეცხვას. უყვარდა ბავშურად, წრფელი გულით და სიყვარულით. უყვარდა ისე რომ საერთოდ არაფერი უნდოდა მისგან. მხოლოდ ერთი შეხედვა, ერთი დანახვა, ერთი ღიმილი ჰყოფნიდა. ჯერ მხოლოდ თხუთმეტი წლის იყო, ჯერ ისევ სკოლაში დადიოდა, ჯერ ისევ ეცვა თეთსაყელოიანი ფორმის კაბა..
ყოველ ღამით, ძილის წინ, მასზე ფიქრობდა.. ჩუმად ოცნებობდა იმ ადამიანზე, რომელიც არასოდეს შეხედავდა...
ვერავის ვერასოდეს ვერ გაუმხელდა ამ გრძნობის შესახებ.. გადიოდა დრო და რუსოც იზრდებოდა, უფრო მშვენდებოდა. უფრო ლამაზდებოდა, მაგრამ გულში არაფერი ეცვლებოდა. გულში ისევ ის ერთი ადამიანი ჰყავდა, იმდენად ღრმად ჰფონდა მის სიყვარულს ფესვები გადგმული , როგორც არ უნდა ეცადა არაფერი გამოსდიოდა.. უბრალოდ ვერ ჯობნიდა ამ გრძნობას.. უფრო და უფრო აკნინებდა, უფრო და უფრო სუსტს და უძლურს ხდიდა. მერე ერთ დღეს გრძნობას გასაქანი მისცა, ბოლომდე გადავარდა სიყვარულში თავით და სხეულით , რასაც ქორწინება და დანიელი მოჰყვა..
**
საწოლზე ვიჯექი და მძინარე დანიელს ვუყურებდი.. იმდენად მშვიდად და უშფოთველად ეძინა, მისი გაღვიძების მეშინოდა... გვერდით დადებული ტელეფონმა უცხვად გვამცნო არსებობის შესახებ. ნელა გადავწიე ხელი და დანიელის ტელეფონი ფრთხილად ავიღე..
არასოდეს ვყოფილვარ ეჭვიანი.. ეჭვიანი იმ დონეზე რომ საყვარელი ადამიანის ტელფონში ქექვა დამეწყო.. ფოველ შემთხვევაში ამისი მიზზი არასოდეს მქონია დანიელთან. მაგრამ ახლა რაღაც საოცარმა ძალამ მაიძულა ტატასგან მოსული მოკლე შეტყობინება გამეხსნა..
- დილა მშვიდობის პრინცესა- ღიმილით მითხრა და ჩემს ხელში მოთავსებულ საკუთარ ტელეფონს დახედა.. - რას აკეთებ ?
- არაფერს, ტელეფონი არ ჩერდებოდა და გავთიშე..
- ეს გათიშვაა? გაბრაზებული წამოჯდა და საკუთარ ტელეფონს დახედა. მართა, ჩემს ტელეფონში როდიდად იქექები??
- გითხარი არ ჩერდებოდა და გავთიშე-თქო, შემთხვევით დავაჭირე ხელი და გაიხსნა..
- შემთხვევით გაიხსნა თურმე - ტელეფონი მაგიდაზე დააბრუნა და სწოლიდან წამოდგა... - არ მენდობი. - დიდი ფიქრის მერე გადაჭრით მითხრა და შემომხედა..
- დანიელ მისმინე, აგიხსენი როგორც იყო, მაგრამ ახლა ახსნას შენგან ველოდები. არ გინდა რომ რამე ამიხსნა?
- არა არ მინდა და არც ვაპირებ..
- დანიელ ! - ტელეფონი თვალებზე ავაფარე და დავუბღვირე.- აი ამ სურათების გადაღების დაწყებას და დასრულებას ველოდები.. რა გაკავშირებს ამ გოგოსთან? რა ვერ მორჩი ამ ტატას? ამიხსენი-თქო. იქ რომ ნახე რატომ არ მითხარი, თუ გგონია რომ საჭირო არ იყო ამისი თქმა?? ასჯერ , ათასჯერ გითხარი რომ არ გოგოს სიგიჟემდე უყვარხარ.
- და მიუხედავად ამისა შენ დაგეხმარა ორჯერ !- გაბრაზებულმა მითხრა და ტელეფონი საწოლზე მოისროლა.. თუ დაგავიწყდა უკვე? ტატა დანიაში ცხოვრობს, ნახევარ დროს იქ ატარებს..მერე რა თუ ვნახე, მე და ტატა შენს გაცნობამდეც ვმეგობრობდით მართა.
- საწოლში ხო? მაგრად მეგობრობდით. და მერე?
- რა მერე? მართა მორჩი ისტერიკას, ახლა მაგის ხასიათზე არა ვარ. და კიდევ ეს უაზრო ეჭვიანობა არ გიხდება..
- უაზრო ეჭვიანობა და ისტერიკა - ანუ გამოდის რომ გიჟი ვარ !- და უსაფუძვლოდ გავბრაზდი?? - შენ რომ ასეთი სურათები ჩემს ტელეფონში ნახო რას იზავ?? შეხედე ,როგორ გეხუტება,ჩემს საყვარელ კაცს ასე სხვა ქალი არ უნდა ეხუტებოდეს დანიელ, იცი რატომ?- შენ არ უნდა აძლევდე ამის უფლებას.. შენ არ უნდა ეხუტებოდე სხვა ქალს ისე როგორც მემეხუტები..
- და შენ გგონია რომ ტატას ისე ვეხუტები როგორც შენ გოგო?- ნორმალური არა ხარ, სულ გაგიჟდი?- ტატასთან არაფერი მქონია, და არც მექნება.- ის ჩემი მეგობარია და მიყვარს როგორც მეგობარი.
- და შენ ყველა მეგობარს ასე კოცნი და ეხუტები??
- მორჩი-თქო !- გაბრაზებულმა მიღრიალა და სამზარეულოსკენ წავიდა..
- ამას არ ავიტან, არჩევანს გააკეთებ ახლა და ამ წამს- სრულიად გაუაზრებლად ვუთხარი, მაგრამ უკან დახევას აზრი აღარ ჰქონდა..
- არჩევანს გავაკეთებ საყვარელ ქალს და მეგობარს შორის? - შენ გოგო ზომაზე მეტის დალევა ხო არ დაიწყე და ჰალუცინაციები დაგეწყო??- ტატა ჩემი მეგობარია და შენ ის ქალი ხარ რომელიც მიყვარს , და მინდა მთელი ცხოვრება გვერდით მყავდეს, განსხვავებას ვერ ხედავ შენს და ტატას შორის?
- ფეხებზე , ახლა არჩევანს ველოდები. მინდა დავინახო რომ გიყვარვარ და მე ამირჩევ ყოველ ჯერზე, მინდა რომ ბოლომდე ვიყო ამაში დარწმუნებული, ამიტომ არჩევანი გააკეთე ჩემს და მაგ გოგოს შორის.
- მართა მორჩი, იცოდე ინანებ ამ სათითაო სიტყვას ინანებ..
- მე ვინანებ? რატომ? იმიტომ რომ მე თუ ამირჩევ ტატას ვეღარ ნახავ, ვეღარ მისწერ და ვერ დაურეკავ და ტატას თუ აირჩევ მე დამკარგავ.. - გიყურებ და ვფიქრობ, შენ ის კაცი ხარ ვის გამოც ამდენი ავიტანე და გადავიტანე? განა ღირდი ამად? შენს გამო ამდენი ტირილი მიღირდა?? შენ არჩევანი ვერ გაგიკეთებია უბრალო და მარტივი არჩევანი..
- ეს რაც ახლა თქვი არ უნდა გეთქვა!- მე არჩევანს არ ვაკეთებ, ჩემს ცხოვრებაში ყველა ადამიანს თავისი ადგილი აქვს, მათ შორის შენც და ტატასაც - აი ამ სიტყვებს კი არასოდეს დაგვიწყებ მართა - სრულიად მშვიდად მითხრა, აუღელვებლად მაქცია ზურგი და სააბაზანოდან გამოსულმა უხმოდ დატოვა ჩემი ბინა.
**
- ბოლოს და ბოლოს გაიღიმები თუ ასე უნდა იჯდე? - მოთმინება დაკარგულმა მკითხა ნუცამ და ხელი წამკრა.- შენი დაბადების დღეა, ჩემი კი არა..
- ფეხებზე - მხრები ავიჩეჩე და თვალებში ჯიქურ შევხედე..
- რა გჭირს შენ გოგო? - ბიჭს ნერვები მოუთხარე, ან შენი უაზრო გამოხტომით და კიდევ აქეთ იბუზები? - დაურეკე და უთხარი რომ ნანობ..
- შენ ავადმყოფი ხო არა ხარ - არ მპასუხობს არა !- მითიშავს, არც პასუხებს მწერს. მასე მარტივი რომ იყოს როგორმე ახლა ასე არ ვიქნებოდი რა - გამწარებულმა ვუყვირე და დივანზე მსხდომებმა მაშინვე გამომხედეს..
- დამშვიდდი? თუ ისევ ისტერიკას აპირებ, წადი ცივი წყალი შეისხი სახეზე, ან გარეთ გაეთრიე, წვიმს და გაგრილდები. - ნაწყენმა მითხრა და ჩემკენ ზურგით დაჯდა..
- რა გეტაკათ? - მაშინვე შუაში ჩაგვიჯდა გაბერილი სოფო და ლოყაზე მაკოცა .- არ ინერვიულო კარგი? ხო იცი რომ შეგირიგდება. უბრალოდ დრო მიეცი.. მოდი ვაღიაროთ რომ გადაამლაშე მართა. ტატას მიმართ ასეთი სიფსიხე არ უნდა გამოგეჩინა.
- კარს გააღებ? - ისე ვუთხარი არც შემიხედავს თორნიკესთვის და ოთახში შემოსულ სტუმრებს გავხედე...
- დაბადების დღე გაქვს თუ პანაშვიდი?- ჩემს წინ დაიხარა ლევანი და მუხლზე დამადო ხელი.- ეე, პრინცესა მართა, გაიღიმე..
- არ მეღიმება ლევან რა გავაკეთო.
- მაშინ არ გაიღიმო, ასე იჯექი და ასე იყავი დამჟავებული. შენს დაბადების დღეს ჩვენ აღვნიშნავთ , მერე კიდევ გავა დრო და მოვიგონებთ როგორ ჩამოგტიროდა თავ-პირი და არ გაგიხარდა ჩვენი დანახვა - ვალში არც ირაკლი დამრჩა და პატარა კოლოფი გამომიწოდა...- ეს ჩვენგან , ჩვენგან რა ჩემგან და ლევანისგან- ხაზი მკვეთრად გამისვა და ცრემლები მაშინვე მომადგა..
- მადლობა - შევეცადე ღიმილი მომერგო სახეზე და ფეხზე წამოვდექი..
აივანზე გავედი და გრილ ნიავს სახე მივუშვირე.. სახეზე ჩამოგორებული ცრემლი უმალ გადავმალე და გვერდით მდგარ ნიას გავხედე.. ორივე უხმოდ ვიდექით ასე, ორივემ ვიცოდით რომ მე დავაშავე, მაგრამ არც დანიელი იყო უდანაშაულო. ორივე ვგრძნობდით ამას და ორივემ ვიცოდით რომ სანამ თავად არ დამშვიდდებოდა მანამდე ჩემკენ არ გამოიხედავდა..
- დღეს, საქმეებზე მიფრინავს, უბრალოდ მინდა რომ იცოდე- ჩუმად მითხრა და წელზე შემომხვია ხელი .. - რანაირია ეს ცხოვრება არა?- ხო ხედავ ამ ქვეყნად ყველაზე ძალიან ორი ქალი უყვარს დანიელს, მე და შენ.. შენც ატკინე და მეც. არც შენ გცემს ხმას და არც მე - ძლივს გადააბა სიტყვები და შემომხედა.. ორივემ ისე ძალიან ვატკინეთ რომ არც ერთის დანახვა არ უნდა. ორივესაგან გარბის. იცი რა? - აქამდე ჩემზე გაბრაზებული შენთან მოდიოდა და , როცა შენთან იკამათებდა მე ვაწყნარებდი, ახლა კი, აღარავინ ჰყავს, ნახე. ისევ გაქცევთ უნდა უშველოს თავს..
- გაქცევით? ისევ ტატასთან გარბის არა? - მორიგმა ეჭვებმა იფეთქა ჩემში და ნიას შევხედე..
- მართა არ გინდა, ტატასთან არაფერი ხდება, იქ საქმეები გვაქვს, მართლა ეს მაინც ვიცი. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ მშენებლობებზე..
- რა მნიშვნელობა აქვს, ტატასაც ხომ ნახულობს?!
- ნახავს რა თქმა უნდა, თუკი ამისი დრო ექნება ნახავს. მაგრამ აქ საეჭვიანო არაფერია. საეთოდ არაფერი. რომ არ ვიცოდე როგორ უყვარვარ დანიელს ასე არ ვილაპარაკაბედი..
- ეჭვიანობით ვკვდები ნია- თავს ვერ ვერევი რა გავაკეთო არ ვიცი. იმის წარმოდგენაზეც კი ვიწექი ჭკუიდან რომ დანიელს სხვა შეიძლება შეეხოს, უბრალოდ არ ვიცი მგონი ვგიჟდები, ეს სიყვარული ისე მაგიჟებს რომ აზროვნება მეკარგება.. - შენ რატომ არ გელაპარაკება - ახლაღა გამახსენდა რომ წინაზე იკამათეს და ნიას ჩავეძიე...
- დავუმალე ის, რაც არ უნდა დამელალა.. - და იცი რა ქნა? ხმას არ მცემს, ზედაც არ მიყურებს მართა.. არადა ხომ ვიცოდი რომ ამის გამო ზურგს მაქცევდა.. მაინც ვერ შევძელი მისთვის სიმართლის თქმა..- უბრალოდ შემიყვარდა..
- და გინდა მითხრა რომ დანიელმა შენი სიყვარული ვერ გაიგო???
- გამხელამდე დავუმალე, მოვატყუე..- მოკლედ ძალიან ცუდად ვარ.. იმის გამო უფრო ცუდად ვარ , რომ ახლა ორივესგან შორსაა.
- და ისევ იქ მიდის სადაც თავს მშვიდად იგრძნობს ..
- შენ ეგ ეჭვიანობა შეგშლის - დანანებით მითხრა, ლოყაზე მაკოცა და ოთახში შევიდა.
ვიცოდი რომ მართალი იყო, ეს ეჭვიანობა შემშლიდა, მაგიჟებდა. კონტროლს ვკარგავდი. საკუთარ ემოციას ვერ ვერეოდი, არც ის ვიცოდი როგორ უნდა მეძალა საკუთარ განცდაზე.. მიუხედავად იმისა რომ ტატას არასოდეს მოუცია საბაბი, როგორც სულით ავადმყოფი ისე ვეჭვიანობდი დანიელზე და მასზე.
**
ღვინის ბოთლით და ჭიქით ხელში ვიჯქი იატაკზე და განათებულ თბილისს ოცდამეხუთე სართულიდან გადავყურებდი.. ეს სიმშვიდე საოცრად მოქმედებდა ჩემზე.. გარეთ აუტანლად ციოდა.. წითელი ღვინით დავისველე ტუჩები და ცრემლები ხელის ზურგით მოვიწმინდე. ჩემი ბრალი იყო, მხოლოდ მე ვიყავი დამნაშავე. დანაშაული მის წინაშე მე მიმიძღვოდა და მისგან ველოდი , მაინც მისგან ველოდები პირველ ნაბიჯს. მაგრამ ამჯერზე შევცდი აგერ უკვე მეორე დღე იყო, ჩემს ზარებს არ პასუხობდა, არც თვითონ მწერდა როგორ ვიყავი.. მხოლოდ ის გავიგე რომ წასვლას აპირებდა.. არ ვიცი სამუდამოდ თუ დროებით მაგრამ წასვლას ნამდვილად აპირებდა...
საათზე დავიხედე და ვიგრძენი რომ გულში ერთიანად ჩამიწყდა უკანასკნელი იმედი, რომელიც აქამდე სადღაც, რომელიღაცა კაპილარს ეკიდებოდა..
წამიერად დავაცარიელე ჭიქა და გვერდით მივდგი, ღმერთო ჩემო თავად მიკვირდა , როდის გავხდი სასმელზე დამოკიდებული. მხოლოდ ახლა დავაკვირდი რომ მასთან არსებულ ყველას პრობლემას ალკოჰოლის მიღების უდოზო რაოდენობამდე მივყავი..
„იცი რომ ალკოჰოლიზმი ქალებში არ ინკურნება“ - მისი ფრაზა გავუმეორე საკუთარ თავს და გამეცინა... ღვინო პირდაპირ ბოთლიდან მოვსვი და გიჟივით გავიცინე...
ახლა მის სახლში, მის საიდუმლო ადგილას ვიჯექი და ალაგ-ალაგ მოძრავ მანქანებს გადავყურებდი... მალე გათენდებოდა, მალე რიჟრაჟს ბოთლით ხელში შევხვდებოდი და ალბათ მომდევნო დღეებსაც ასეთ მდგომარეობაში გავატარებდი..
- აქ რას აკეთებ?- ჩემთვის ტკივილამდე ნაცნობ ხმაზე კარისკენ გავიხედე და ძლივს წამოვდექი ფეხზე.
- რატომ არ წახვედი? - მისკენ ბარბაცით წავედი და თვალებში ჩავხედე..
- რამდენჯერ გითხარი , რომ ალკოჰოლიზმი ....
- ქალებშიი არ ინკურნებაა - ფრაზა დავაბოლოვე და ღვინის ბოთლი ჰაერში ავწიე.- ამას დავლევ და მორჩა..
- საკმარისად დალიე - ბოთლი გამაგლიჯა და დარჩენილი სითხე ნიჟარაში გადააქცია.
- მეტყვი რატომ არ წახვედი?- ძველ კითხვას დავუბრუნდი და კედელს მივეყუდე..
- ვერ შევძელი. უბრალოდ ვერ შევძელი. მეგონა დროებით წასვლა ორივესთვის კარგი იქებოდა , მაგრამ შენგან შორს ყოფნა უფრო მეტი სასჯელია მართა..
- მე კიდევ მეგონა რომ წახვედი, დამტოვე.. რომ შეძელი ჩემი ასე დატოვება..- ტირილს ვუმატე და ხელები სახეზე ავიფარე..
- ხომ დაგპირდი რომ არასოდეს დაგტოვებდი სულელო.. მოდი აქ- თავისკენ მიმწია და სიცივისაგან გაყინული ტუჩები შუბლზე შემახო... - გამეყინეე -ჩურჩულით მითხრა და ხელები შემომხვია..- მისი დაჯექი, ბუხართან გათბი და მოვალ..
- მე შენით მინდა გათბობა -
სრულიად დამაჯერებლად ვუთხარი და ხელები ქურთუკის ქვეშ შევუცურე.. მხრებიდან სწრაფად გადავუწიე და პირდაპირ იატაკზე დავაგდე. ალმაცერად გამომხედა მაგრამ ხმა არ გაუცია. ვგრძნობდი რომ მაცდიდა საკუთარი ემოციებისაგან დაცლას, სიგიჟის უფლებას მაძლევდა. სასმლისგან და მონატრებისგან გათამამებული ვმოქმედებდი. ფეხის წვერებზე ავიწიე და ტუჩებზე ნელა ვაკოცე. მისმა სიცივემ ერთიანად გამაგიჟა, ორივე ხელი პერანგის საყელოში ვტაცე და მაქსიმალურად ავეკარი ზედ. ირონიულმა ღიმილმა გადაფარა მისი სახე და ტუჩები ..
ფრთხილად დავუწყე პერანგის ღილებს გახსნა , ვგრძნობდი რომ ნერვები არ მყოფნიდა, ხელებს ვერ ვიმორჩილებდი, ფეხზე ძლივს ვიდექი.. ერთანად გავაგლიჯე აქამდე ერთანეთზე მიდებული მატერიის პირები და იატაკზე ხმაურით დაიყარა თეთრი ღილები..
ენა გამოფიტულ ტუჩებზე გადავისვი და შემდეგ დანიელს გადავუსვი. ვიცოდი რას შეეძლო მისი გაგიჟება ერთიანად... მის შავ თვალებს ჩემი მზერა გავუსწორე და ვიგრძენი როგორ ჩამისრიალა ხელი მუცლის მიმართულებით. ხელები კისერზე შემოვხვიე საკუთარი სხეულის დასაჭერად და სრული თავისუფლება მივეცი. ზომაზე მეტად მიღებულ სასმელს თავისი გვარიანად ჰქონდა გატანილი ...
ერთიანად გადამაძრო მაისური ტანიდან და ამღვრეული ჰაერი მთელი ვნების ძალით დამანთხია მკერზე, სიამოვნები ხმა ერთანად დასცდათ ბაგეებს და წამიერი სიმსუბუქე ვიგრძენი. ხელში აყვანილი მივყავდი საძინებლამდე. ფრთხილად გადამაწვინა საწოლზე და ტანზე შემომდგარი შარვალი ფრთხილად გამაცალა სხეულიდან. თლილი და გავარვარებული თითები მუცლიდან ფეხების მიმართულებით დამისვა და ცხელი კოცნა დამიტოვა მუცელზე. ვგრძნობდი მის ვნებიან კოცნას და ჩემი სხეული საოცრად იმახსოვრებდა მისი ტუჩების შეხებას, ყოველ შეხებაზე ვკრთოდი, სიამოვნება იმდენად დიდი და ძლიერი იყო რომ ერთიანად ვდუნდებოდი მის ალერსში.
ათრთოლებული ხელები მის თმებში გავხლართე და ფეხები წელზე შემოვხვიე. მისი სათითაო მოქმედება რომელსაც ჩემში ვგრძობდი ახალ ემოციას აღვიძებდა. ახალი სიამოვნებით ვივსებოდი.
საკუთარი თავის კონტროლს ვერ ვახერხებდი. არც ვცდილობდი საკუთარი ემოციისთვის კონტროლი გამეწია, მინდოდა ეს მონატრება და მისი სიახლოვის სურვილი ბოლომდე შემეგრძო, ბოლომდე დამემახსოვრებინა ჩემში.. წამიერად გაჩერდა გულის დასამშვიდებლად. ჩემს ხელებში თავისი თითები გადახლართა და ყელზე მაკოცა, სახეზე ბედნიერების ღიმილი მომედო, იცოდა როგორ მსიამოვნებდა მისი ეს ქცევა, იცოდა რომ კოცნით და ალერსით შეეძლო ჩემთვის ყველაფრის დავიწყება.
- ძალიან მიყვარხარ - უკანასკნელი ძალით ვუთხარი და საწოლზე გადმოვაწვინე. თავი მკერდზე დავადე და გავიტრუნე..- რომ წახვიდე და რომ მიმატოვო ვერ გავუძლებ დანიელ, უბრალოდ მოვკვდები.. გული კი არ მომიკვდება მე მოვკვდები, ნაწილებად დავიშლები და საკუთარი ნაწილების აკრეფვას ვეღარასოდეს მოვახერხებ იცოდე..ეს დაბადების დღე არასოდეს დამავიწყდება დანიელ.
- არასოდეს მიგატოვებ სულელო.. მიყვარხარ - ვნებებისაგან გავარვარებული ხელი შიშველ ზურგზე დამისვა... არ ვიცი რამდენ ხანს მეფერებოდა დანიელი ასე, მაგრამ სულ რაღაც ხუთი წუთის მერე ძილმა წამიღო და მის მკერდზე თავდადებულს დამეძინა.
**
დილით რაღაც გაურკვეველმა ხმაურმა გააღვიძა დანიელი, ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა ვერაფერს... ფრთხილად გადმოტრიალდა და საწოლზე წამოჯდა.. თვალები პატარა ბავშვივით მოიფშვნიტა და ტელეფონს დახედა.
- მითხარი რომ რაიმე სასწრაფო საქმე ანდრია, თორენ გინებით აგიკლებ - გაბრაზებულმა ჩასძახა ძმას და საათს დახედა..
- ძალიან სასწრაფოაა დანიელ.
- მაინც?
- მოკლედ, დღეს ყველანი შენს დაჩაზე მივდივართ. უარი არ მიიღება, უკვე ყველას დავურეკე, ყველა გავაღვიძე, შენ როგორც ძმა დაგინდე და მხოლდო ახლა დავრეკე..
- სიფათს დაგინგრევ ანდრია იმ დაჩაზე ზუსტად. საათს დახედე შე სირო, ჯერ ხუთიაა.
- მერე რააა, არ მეძინებოდა და ყველას დაგირეკეთ, დროულად ადექი ათზე მოვალ ..
- აქ მოსული არ დაგინახო, თორემ იცოდე არ გადამირჩები - ხმამაღლა უღრიალა ძმას და ტელეფონი პირდაპირ იატაკზე დააგდო..
ნოემბერი იდგა. ამ წელიწადს საშინელი შემოდგომა ჰქონდა, საშინელი იმიტომ რომ თითქმის ყოველ დღე წვიმდა. თითქოს ერთიანად აპირებდა წვიმის ჩამოყრას ცა და მერე მისგან დასვენება უნდოდა.არადა საშინლად არ უყვარდა დანიელს წვიმა. რაღაც სევდა და დარდი მოჰქონდა მის სულში, ერთიანად ურევდა ფიქრებს.. ხშირად როდესაც თავისი ცხოვრების რთულ დღეებს იხსენებდა , წვიმას ადარებდა, მასავით უცებ მოვარდნილს და თავს დატეხილს.
გვარიანად გაიზრომა და იატაკზე უპატრონოდ დაგდებული ტელეფონი ძლივს იპოვა. ათი ხდებოდა. ზუსტად იცოდა გაჭიმულ ათზე ანდრია მასთან იქნებოდა. შეტყობინება მისწერა კარი ღია იქნება და როცა მოხვალ შემოდიო, თავად კი სააბაზანოს მიაშურა..
- ცხელი და არომატული ყავა ლიქოკელების პრინცს- ომახიანად დაიძახა და მოულოდნელობისაგან გაუვარდა დანიელს ტელეფონი..
- შენ ბიჭო , მართლა ხო არ გააფრინეე- მხარზე მაგრად წაკრა ხელი და ტელეფონი აიღო.. შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიდო და ყავის ფინჯანი გამოართა.
- ვითომ ერთი ეს ტარზანივით რატომ დადიხარ? ბაითი ჩემიაო და ჭკუაზე არა ვართ?
- ანდრია რას გადამეკიდე დილიდან? ან ეს დაჩა საიდან გაგახსენდა შუაღამისას - ეჭვით ჩაეკითხა და ყავა მოსვა.
- მოდი იქიდან დავიწყოთ რომ უკვე თენდებოდა, მე კიდევ არ მეძინებოდა, მეორეც დავიღალე სახლში ყოფნით. ყველა დავპატიჟე. მართას დაც და სიძეც.
- როგორ? - გაოცება ვერ დამალა დანელმა და ხველება აუტყდა..
- ვიხმურე ტოო - მართლა ხო არ დავპატიჟებდი. ყველას დავურეკე. კარგად გავერთობით. მაგრად გაგვისწორდება..
- მართალი ხარ, ცოტა განტვირთვა არავის გვაწყენს. ეს კარგი გამახსენე, მართას დაქალებს ვუთხრათ , გაუხარდებათ გოგოებს, გაერთობი შენც.
- ძმაო, სახლი შენია ვისაც გინდა იმას უთხარი..
- დილიდან მისვამ ხაზს რომ სახლი ჩემია, ანდრია სახლი შენიცაა. რას ქვია ჩემია. და საერთოდაც მოდი რა შენც ოფისში, ჩვენთან ერთად იმუშავებ, რაიმეს მოგინახავ..
- ჩემნაირ ავადმყოფს რა უნდა მანდ- გულის ტკივილი ღიმილში ჩამალა და ძმას გახედა.
- მართლა გაგილამაზებ მაგ ისედაც ლამაზ სიფათს იცოდე ასეთი ლაპარაკის გამო. - ახალი კვირიდან მოდი და რამეს მოგინახავ. მერე კაი გოგოს გაიცნობ, იცი რა ლამაზი გოგოები არიან?
- ხო მართლა, ლამაზ გოგოებზე გამახსენდა, შენი მდივანი ლელა და ჩვენი ლევანი რას მაიმუნობენ?
- შენც შეატყვე? - სიცილით უთხრა ძმას და ხელი შემოხვია, შევატყვე კი არა როგორც იტყვიან წავატანე..
- ხოოოო, ეგენი გვრიტები არიან, ახალი გვრიტები. სულ რამოდენიმე კვირის.
- უყურე შენ, რას არ გაიგებ რააა. - დანიელ - უცებ შეყოვნდა და ოთახისკენ წასულ ძმას უკან გაჰყვა. - ნიაც მოვა და უჩაც..
- გასაგებია ..
- დანიელ გეყოფა რა. ერთი კვირააა შენს გამო ტირის, ყოველ ღამე ტირის ცოდოა. ხო იცი როგორ უყვარხარ..
- გასაგებია-თქო, ანდრია მეტი რა გინდა რომ გითხრა..
- ის რომ წესიერად დაელაპარაკები იმ ბიჭს..
- მე იმ ბიჭთან პრობლემა არ მაქვს, მე ჩვენს დაზე გავბრაზდი მხოლოდ და სულ ესააა. გავბრაზდი არა, გული მეტკინა , ამას ვერ აგიხსნი..
- გასაგებია მაგრამ მართლა ცოდოა. ხო აქვს უფლება ნიასაც რომ ბედნიერი იყოს. - ალმაცერად გახედა დანიელმა და თვალი ჩაუკრა. - ხედავ რა დრო დადგა? თავად დანიელს მისი ძმა ასწვლის ჭკუას.
- მერე მე წინააღმდეგი არა ვარ, მასწავლე ჭკუა..
- ხოდა მიდი ახლა რაღას ლაპარაკობ რა, ხო უნდა წავიდეთ. მართას გავუაროთ და
- მართას ლევანი და ლელა გაუვლიან, დავურეკავ და ვეტყვი, იქ კიდევ მე და შენ წავალთ მარტოები..
- ვერ მოინელე არა? - რა ხარ ამისთანა აუღებელი კედელი ბიჭო? ბერლინის კედელი დაანგრიეს და შენ რა ვერ გატყდი ერთი?? - სიცილით უთხრა ძმას და განათებულ ტელეფონის ეკრანს დახედა..- ლევანაა რეკავს..
- მიდი აიღე და უთხარი მართას გაუაროს, ჩვენ კიდევ გზად შევიაროთ ვიყიდოთ რამე...
- არის ბოს, შეტყუპებული ოთხი თითი საფეთქელთან მიიდო და გაუღიმა.
გარეთ ისევ გვარიანად წვიმდა..
გადახურულ ჩარდახში შემწვარი ხორცის და არომატული სასმლის სუნი ერთმანეთს ერეოდა.. ერთი ნახვით დალაგებულ ურთიერთობებს მაინც აკლდა რაღაცა მთავარი- ამ რაღაცას კი გაგება და სითბო ერქვა.
გვერდიგვერდ ისხდნენ და ერთმანეთს თითქმის არ უყურებდნენ. როგორ უნდოდა ეს ყველაფერი დაევიწყებინა დანიელს, როგორ უნდოდა მისი სიტყვები რომელიც ასე უკლავდა გულს არ ხსომებოდა. მაგრამ ვერ ახერხებდა, არ შეეძლო, არ გამოსდიოდა..
ყველა მათგანს თავისი დარდი და საწუხარი ჰქონდა..
- ეს ბავშვი ისე გამალებით მირტყავს ფეხებს, მგონი მალე გარეთ გამოვა - სიცილით თქვა სოფიომ და მეგობრებს თვალი მოავლო...
- შენ როდის უნდა გაგვახარო რძალო? - ინტერესით ჩამეძია ანდრია და ძლივს გადავურჩი დახრჩობას.
- ჯერ ეს ერთიც მე შენი რძალი არ ვარ და მეორეც ეგ კითხვები შენს ძმას დაუსვი, სამშენებლო კომპანია მაგას აქვს..
- როგორც სჩანს ამათ შორის გარბენილმა კატამ ჯერ ვერ გამოირბინა უკან - სრულიად დამაჯერებლად თქვა და ლევანს რაღაცა გადაულაპარაკა. - შემოთავაზება მაქვს, მაგრად დავლიოთ ბოლომდე..- მორიგი აზრი წამოჭრა და თვალი ჩამიკრა..
- ჩვენ არ ვსვამთ , უკან ვბრუნდებით - ერთხმად დაიძახეს თორნიკემ და უჩამ და ანდრიას გახედეს..
- შენ არ დალევ !- გადაჭრით მითხრა და ალმაცერად გამომხედა. საკმარისად დალიე უკვე რაც დალიე..
- არც ვაპირებდი , დარცხვენით ვუთხარი და ნუცას გავხედე..
- სამაგიეროდ ჩვენ დავლევთ - ცანცარში მაშინვე აყვა ნუცა და ხარბად მოსვა სასმელი..
- ბოლოს ასე როდის ვიყავით არ მახსოვს , დანიელ გახსოვს ჩვენი ბოლო საუბარი, მწვადები და რამეები...
- მახსოვს ირუშ, როგორ არ მახსოვს.. სანდრო გვაკლია , მინდოდა აქ ყოფილიყო..
- შენ პირველი ადამიანი ხარ მგონი ვისაც თავისი მძღოლი ასე უყყვარს.
- ხო იცი სანდრო ჩემთვის ძმასავითაა, სანდრო ჩემი ერთგულია , იმდენად ვენდობი და მჯერა მისი საკუთარ სიცოცხლეს ვანდობ, ნდობის გარეშე უბალოდ არანაირი ურთიერთბა არ იქნება ხო იცი, მაგრად მიხარია სანდროსნაირი ბიჭი რომ ვიპოვე და უკვე მერამდენე წელიწადია გვერდში მიდგას მართლა ძმასავით- უცერემონიოდ ჩაილაპარაკა და ირაკლის გახედა..
ბუხრის წინ ვიჯექი და წვიმისაგან გაყინული სხეულის გათბობას ვცდილობდი. ამაოდ გავიქეცი მანქანისკენ, ხომ ვიცოდი რომ ვერ მივასწრებდი. აზრი არ ჰქონდა, ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი რა თქმა უნდა ანდრიას მიერ, სასაცილო ისაა რომ ამაში ყველა აიყოლია და ჩვენ სულელები გამოგვიყვანა..
ჩემს ზურგს უკან მდგარ სავარძელში იჯდა და ვგრძნობდი რომ მზერას არ მაშორდება, მთელი ზურგი და კისერი მიხურდა მისი მზერით, მაგრამ მიტრიალების სურვილი არ მქონდა. მქონდა მაგრამ ცრემლებს ვერ შევიკავებდი. ამ ბოლო დროს საოცრად ვიყავი არეული, ტირილი თუ სიცილი ერთმანეთში მერეოდა. მერე ამ ყველაფერს ჩვენი ვერ გამრთელებული ურთიერთობისაკენ მივყავდი და უარესად მიკვდებოდა შიგნით არსებული ყველა რითმა..
- ასე ძალიან გცივა? - მისი ხმა ყურთან ისე ახლოს გავიგონე შევკრთი, ჯერ ტვინს ბოლომდე არ ჰქონდა გადახარშული მისი სიტყვები რომ სიკვდილამდე საყვარელმა სუნამოს სურნელმა როგორც მოღალატემ ისე დაიწყო ჩემს ტვინში და სხეულში ფორიაქი..
- არა, საიდან მოიგონე - სრულიად დამაჯერებლად ვუპასუხე და ცეცხლის მოთამაშე ენებს თვალი არ მოვაშორე.
- იქიდან რომ კანკალებ. არ იყო საჭირო წვიმაში სირბილი - პატარა ბავშვივით. თუმცა რაზე ვლაპარაკობ, პატარა ხარ ..
- პატარა არ ვარ. უბრალოდ აქ დარჩენა არ მინდოდა შენთან ერთად და სულ ესააა.
- ხო? ახლაც შეგიძლია რომ წახვიდე. მე არ გიჭერ- ირონიულად გამეპასუხა და ჩემს უკან დაჯდა ხალიჩაზე..
- კარგად იცი რომ ბნელა და წვიმს, და ისიც კარგად იცი როგორ მეშინია. მაგრამ მანქანა რომ არ წაეყვანა შენს გენიოს ძმას აქ არ გავჩერდებოდი..
- წესით შენგან გაქცევა მე უნდა მინდოდეს, მეცინება რომ თავად ხარ გაბრაზებული..
- გაბრაზებული არ ვარ !- კარგად ვიცი რომ გაწყენინე ,- გაგულისებულმა ვუყვირე, - მაგრამ მიუხედავად იმ ღამისა შენ ჩემთან შერიგებას არ აპირებ დანიელ რა გავაკეთო მითხარი? - მოულოდნელად მივტრიალდი მისკენ და ინსტიქტურად გავაჩერე მზერა მის ტუჩებზე.. ცეცხლის ანარეკლი თვალებში უელავდა, გული გამალებით უძგერდა, როგორც სჩვევია ენა ზედა ტუჩზე გადაისვა და თვალები ოდნავ მოჭუტა.. ნელა გადამიწია სახეზე ჩამოშლილი თმა ყურს უკან და ხარბად მაკოცა ყელზე. ხელები კისერზე შემოვხვიე და საშუალება მივეცი ნაბიჯი პირველს გადმოედგა.. ნელა და სრულიად გააზრებლად მკოცნიდა ჯერ ზედა და მერე ქვედა ტუჩზე. მაქსიმალური სიჩქარით გადამაწვინა და მაისურისაგან განმათავისუფლა. სურვილს ატანილმა დავუსვი ხელები ზურგზე და ნელა გამოვაპარე პერანგის ღილებისკენ. თითქოს ჩემს ჯინაზე იცვამდა ყოველ ჯერზე პერანგს, რომ ძლივს მომეხერხებინა მისი გახსნა.. ათრთოლებული ტუჩებით უხეშად მკოცნიდა მკერდზე , ვგრძნობდი რომ სრულიად იყო გადაშვებული თავის სურვილსა და ემოციაში, სწორედ ამიტომ ვერ გრძნობდა რომ მისი კოცნა ტკივილს მაყენებდა.. შეშფოთებულმა გავწიე განზე და ამღვრეულ თვალებში ჩავხედე - დანიელ მეტკინა - აცრემლებულმა ძლივს ვუთხარი და მაისურისკენ გავიწიე, მაჯაში მაგრად მომიჭირა ხელი და ზედ მიმიკრა..
- მაპატიე - უბრალოდ თავი ვერ გავაკონტროლე. ბოდიში. - ხარბად შეიყნოდა ჩემი თმების სურნელი და ვიგრძენი როგორც ქურდმა როგორ წაატანა ხელი შარვლის ქამარს.. - უბრალოდ რაღაცას მიკეთებ, ვერ გადმოვცემ რას, უბრალოდ ჩემი ხარ , გესმის? მარტო ჩემი და ყოველ ჯერზე ახერხებ ჩემს გაგიჟებას მართა.. რა გაქვს ასეთი არ ვიცი, უკნტროლოს მხდი.- ყოველ შენს შეხებაზე ახლიდან ვიბადები, ყოველ შენს კოცნაზე ტვინში რაღაც მენთება...
- ძალიან მიყვარხარ-სწრაფად გავაწყვეტინე და ტუჩებში ვაკოცე..- უბრალოდ მაკოცე და ამას ისედაც ვიგრძნობ. - სურვილისაგან შემკრთალმა ძლივს ამოვღერღე და პერანგი ერთიანად გავაძრე სხეულიდან. დანიელი მართალი იყო, ჩვენი ალერსი მარტო ალერსს არ გავდა, მის სხეულის სრულიად სათითაო უჯრედის შეხებას ვგრძნობდი. მისი ხელის ყოველი შეხება კანზე ნაკვალევს მიტოვებდა, სადღაც შორს ასტრალში გავდიოდი და აზროვნებაც კი მეცვლებოდა, სულ სხვა ემოციით და განცდით ვხვდებოდი მის მიერ წამოწყებულ ყველა ქმედებას. არ ვიცი რამდენ ხანს მიკოცნიდა ტუჩებს და სახეს, ემოციებისაგან გამოღვიძებული უკვე მის გვერდით სრულიად შიშველი ვიწექი და ჩემი თმის თამაშით ირთობდა თავს.. მისკენ ავიწიე და ყელზე გამომწვევად გაჭიმულ მთავარ არტერიაზე ავუსვი ენა... ვიცოდი როგორ აგიჟებდა ჩემი ეს ქმედება, ურცხვად გავუღიმე და მორიგ შეტევაზე გადავედი.. საჩვენებელი თითი გავილოკე და დანიელს მკერდზე დავუსვი.. თვალები დახუჭა და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. მოულოდნელად ვიგრძენი მისი ძლიერი ხელები ჩემს თეძოებზე და ზემოდან მომექცა.. ვიცოდი როგორ უნდა გამეღვიძებინა მასში ამოდენიმე წამით მიმალული სიგიჟე. ხელები თავს ზემოთ გადამიგრიხა და ფეხებს შორის მყარად დაიმკვირდა ადგილი.. მის მოქმედებას სიამოვნების პიკზე მივყავდი , მისი ყოველი მოძრაობა თავიდან ბადებდა ჩემში ჩაბუდებულ გოგოს რომელიც სადღაც მუდამ ცოცხლობდა.. დანიელი ჩემში დაწყებულ იმ სიმღერას ამთავრებდა რომელიც დიდი ხნის წინათ მივატოვე და ვერაფით გავდიოდი ბოლოში. მისი ხელების შეხება ყელიდან მკერდისკენ და მკერდიდან ფეხებისაკენ ყველა ჩაწყვეტილ სიმს აერთიანებდა.. მთელი ძალით ვეკვროდი მკერდზე და სიამოვნებისაგან გავარვარებულ მკერდზე და ყელზე სიწითლის კვალს ვუტოვებდი. მოულოდნელად გადამატრიალა და ნელა დამისვა ხელი ხერხემალზე.. კოცნისაგან გავარვარებული ტუჩებით დამიკოცნა ზურგი და ჩემი თმები მუჭაში მოიქცია.. საკუთარ ტუჩებს ვიჭამდი სიამოვნებისაგან და მარტის კატასავით ვკრუსუნებდი..
თავი მის მხარზე მედო, ჯერ ისევ ხალიჩაზე ვიწექით , ზემოდან თბილი ადიელა გვეხურა ორივე ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს ვუყურებდით.. თითებს ნელა ვუსვამდი მკლავზე და დროდადრო ხარბად ვკოცნიდი მხარზე. მშვიდი და აუღელვებელი ხმით მიყვებოდა დანიელი ახალი პროექტის შესახებ , მე კი მისი არც ერთი სიტყვა არ მესმოდა შინაარსობრივად, მხოლოდ მსიამოვნებდა მისი ხმის გაგონება და ეს სრულიად საკმარისი იყო.
ეს კაცი ჩემი თავშესაფარი იყო. იმ პატარა გოგოს თავშესაფარი ღრუბლების ყურება რომ უყვარდა და თავსხმა წვიმის ეშინოდა.. იმ პატარა გოგოსი რომელსაც მარტოობის და მიტოვების სინდრომი ჯერ კიდევ არ ჰქონდა გასული სულიდან..
**
შეიცვალე, ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად მესმოდა ეს ფრაზა..
დიახ მე შევიცვალე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყო მე შინაგანად შევიცვალე.. აბსოლუტურად აღარ ვარ ის ადამიანი ვინც ერთი წლის წინათ ვიყავი. უბრალოდ ვარდისფერი სათვალე მოვიხსენი და შორს , ძალიან შორს მოვისროლე ჩემგან. ჩემი ცხოვრებიდან ის ადამიანები გავუშვი ვინც თავისი სურვილით მიდოდა და მერე რაღაცა დრის მერე თავად ბრუნდებოდა, ჩემი ცხოვრება მატარებელი არაა, რომ დროებითი ადამიანები ატაროს თან. მე შევიცვალე იმიტომ რომ შევწყვიტე ადამიანის სიტყვების დაჯერება , შევწყვიტე მათ დაპირებების დაჯერება და მხოლოდ იმის რწმენაზე გადავედი რასაც საკუთარი თვალით ვხედავდი..
აღარც კი ვიხსენებ იმ ადამიანებს რომლებზეც ვდარდობდი მათი სიშორის გამო , რომლებიც მუდამ იყვნენ ჩემს გულში და მათ ოდნავადაც არ ვახსენდებოდი. იცით რა გავაკეთე ყველაზე კარგი? - შეწყვიტე სხვებზე , სხვის სურვილებზე მორგება. შევწყვიტე რომ ყველასათვის გამოსადეგი ვიყავი. ახლა მე უნდა მომერგოს ყველა, თუკი ვინმეს არ აქვს ამისი სურვილი, გზა და ცხოვრება ჯერ კიდევ დიდია. დავივიწყე ყველა ადამიანი , ვინც ჩემი სიყვარული ფეხქვეშ გაიგდო და გადათელა, ვინც ისე მატკინა რომ ამ ტკივილს ვერაფერი და ვერავინ ვერ ამოავსებდა, ვინც ამაოდ დამახარჯინა ჩემი დრო ამაო ლოდინში რომ ისინი ისევ გამოიხედებოდნენ ჩემკენ, ვინც სახეში მიყურებდა და მატყუებდა. ამიტომ ნუ გაგკვირდებათ თუკი ერთ დღეს ჩემი ტელეფონი თქვენს ზარს არ უპასუხებს და ჩემი სახლის კარიც არ გაიღება თქვენთვის.. მომიტევეთ მაგრამ მე აღარასოდეს გავხდები ის რომელიც ერთი წლის წინათ ვიყავი..
- მართა რაზე ფიქრობ? - ჩემი დის ხმამ რეალობაში დამაბრუნა და მხრებიდან ჩამოცურებული ადიელა მაგრად მოვიხვიე..
- ყველაფერზე ნიტა, სულ ყველაფერზე ვფიქრობ..
- როგორ გგონია დანიელი ის კაცია ვის გამოც ამდენი რამის გადატანა გიწევს? ის შენი სამუდამოა? -იმდენად მოულოდნელი იყო კითხვა, ალმაცერად გავხედე ნიტას და გავუღიმე..
- იცი რა დაო, რაც უფრო ბევრს ვფიქრობ ვხვდები რომ შეცდომას ზუსტად იქ ვუშვებთ, როცა ვფიქრობთ რომ ურთიერთბა სამუდამოა.. ვიწყებთ მომავლის დასახვას, ვგეგმავთ შვილებს, ვსახავთ გონებაში რა იქნება ხუთი ან ათი წლის შემდეგ. ერთ დღეს როცა რომელიმე იღლება, რომელიმეს გაქცევა უნდება, ხვდები რომ შენი ყველა გეგმა რაც კი გონებაში გქონდა, ან სადღაც ბლოკნოტის პირველივე ფურცელზე დაწერე გაცამტვერდა, ჰაერშ დარჩა. და იცი რატომ? იმიტომ რომ რომელიღაცამ მარადიულობის პირობა არ ან ვერ შეასრულა.
- ანუ?
- ანუ ის რომ არ ვიცი დანიელი მუდმივად იქნება თუ არა ჩემთან, მაგრამ ახლა ამ წამს ვგრძნობ რომ ეს ის კაცია რომლიც მინდა და მიყვარს. არაფერს ვგეგმავ ნიტა, არ ვგეგმავ იმიტომ რომ მერე ძალიან არ მეტკნოს, იმიტომ რომ დანიელის წასვლა ისედაც დამანგრევს. თუკი ერთ დღეს ადგება და სხვასთან წავა, უბრალოდ არ მეცოდინება როგორ უნდა შევძლო ყველა იმ იმედის შეკოწიწება რაც აქამდე გამაჩნდა, ამიტომ არაფერს ვგეგმავ საერთოდ..
- ვერაფერს იტყვი - გაოგნებულმა შეხედა დას და გაუღიმა.. - იცი როგორ მომენატრე? შენი გვერდში დგომის გარეშე , იცი როგორ ცუდად ვიყავი. რომ იცოდე როგორ ვნანობ რომ ყველაფერი თავიდანვე არ გითხარი, არ მოგიყევი, ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, ყველაფერი დალაგებული იქნებოდა..
- დამშვიდდი კარგი? ამის მერე გეცოდინება რომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაუჯერო ნიტა. მხოლოდ საკუთარს და არა დედას, არა მის სურვილებს და ფიქრებს, არამედ მარტო შენსას.
- ახლა ვიცი , მაგრამ რა აზრი აქვს, ხედავ სადამდე მოვედი?
- შეგირიგდა? - სიძისკენ გავიხედე ხელი დავუქნიე..
- შემირიგდა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არაა ის შერიგება რაც იყო. ძალიან განიცდის , არ მაჩვენებს მაგრამ ნერვიულობს, თავი დამცირებულად მიაჩნია და ასეცაა. მე დავამცირე. მაგრამ არც მიფიქრია გესმის? ოდესმე ამ ადამიანს კიდევ თუ გადავეყრებოდი ასე, არ მიფიქრია მართა.. როცა გავიგე რომ დანიელი ანდრიას ძმა იყო, კინაღამ მოვკვდი, ისე შემეშინდა.. არ დაგეჯერება და ყველაზე მეტად შენი დაკარგვის შემეშინდა..
- ამიტომ გაიქეცი დედასთან და ყველაფერი უამბე?
- დედასთან იმ იმედით წავედი რომ ანდრია თუ გამოჩნდებოდა მის ჩამოშორებაში დამეხმარებოდა, ის კიდევ შენთან მოვიდა. ეგ ყველაზე დიდი შეცდომა იყო რაც კი ოდესმე დამიშვია მართა..
- ნიტა, რაღაცას გკითხავ რა - ინტერესიანი მზერა ვესროლე და მისკენ გავიწიე.- ანდრია არ შეგეცოდა? ხომ იცოდი რომ ამ ბიჭს ასე ძალიან უყვარდი. ასე როგორ გაიმეტე.
- სულელი ვიყავი, ძალიან სულელი. იმდენად მინდოდა მისი ჩამოშორება, იმდენად მინდოდა კახისთან ყოფნა ყველაფერზე წავიდოდი მართა. როცა დედამ ასეთი რამე თქვა , ჭკუაში დამიჯდა, მეც უტვინო გოგოსავით დავეთანხმე. რა თქმა უნდა სიმართლე ყველამ ვიცოდით . ბაბეს და მამას გარდა..
- ანდრიას მშობლებმაც იცოდნენ სიმართლე?? - გაოცება ვერ დავმალე და კარში შემომავალ დანიელს გავხედე...
- მხოლოდ მამამ იცოდა..
- ნამდვილად ჭკუიდან გადავა დანიელი ეს რომ გაიგოს. ძალიან გთხოვ..
- არაფერს ვიტყვი, ჩემიც მეყოფა. - ძლივს მოასწრო თქმა და დანიელს გაუღიმა..
- არ ვიცოდი რა გესიამოვნებოდა, ამიტომ .. ხილით და ტკბილეულით სავსე პარკი მაგიდაზე დადო და ღიმილზე ღიმილით უპასუხა..
- რად გინდოდა ამდენი, მთელი მაღაზია გამოზიდე? - როხროხით ჩაერთო კახი და დანიელს ხელი მაგრად ჩამოართა.. - წამო , წამო იქეთ ჩვენს ცოლებს ვახშამს ვუმზადებ..
- ჩვენს ცოლებს?- სიცილი ვერ დამალა დანიელმა და კაის ხელი შემოხვიე - მე ცოლი არ მყავს მეგობარო.. შენს ცოლს კიდევ მოვუმზადოთ..
- არაა? აბა ის ლამაზი გოგო ვინაა? - თვალით ანიშნა მართაზე და გაუღიმა..
- ყოველ შემთხვევაში ჯერ მაინც - თვალი ჩაუკრა და გრილზე აშიშხინებულ ხორცს დახედა.
ამინდი დიდად არ წყალობდათ .. საშინელი ქარი უბერავდა და ხეებს ერთიანად აყრევინებდა აქამდე შერჩენილ ფოთლებს..საწვიმრად გამზადებულ ღრუბლებს აღმა-დაღმა დაარბებინებდა თავის ჭკუაზე და ცაზე მოლხენას არ აცდიდა.. უკანასკნელი ლუკმა გემრიელად დაღეჭა ნიტამ და დას გახედა.. აკვირდებოდა მის სათითაო ნაკვთს და ვერ იჯერებდა რომ ასე ძალიან უყვარდა, მიუხედავად იმისა რომ დედა მუდივარ უსვამდა ხაზს, მხოლოდ ნიტას სილამაზეს, მართა მასზე ასჯერ მეტად მოხდენილი და ლამაზი იყო.. მისი დის ზურმუხტისფერ თვალებში ერთიანად იკითხებოდა ბედნიერება და სევდა.. დღეს პირველად შეეძლო წაეკითხა რომ მისი და მისი ნაწილი იყო, მისი სისხლის და ხორცის ნაწილი..
- უკვე ყველაფერმა ჩაიარა, მე და ნიტაც კი შევრიგდით, ახლა გაგვახარეთ თქვენც რა - ღიმილით თქვა კახიმ და ჭიქა ასწია..
- რას გულისხმობ გახარებაში? - დაბნეულმა შევხედე სიძეს და მიხვდა რომ პირველად დამაბნია.
- რას და ქორწილს, თქვენს ერთად ყოფნას. ასე ხომ არ იქნებით, ურთიერთბას წესიერ სახელსაც არ არქმევთ..
- საინტერესოა დანიელ და ვინ ვართ ჩვენ?
- შენ და მე? - კითხვაზე კითხვით უპასუხა და ჩანგალი თეფშე დააბრუნა..
- რატომ არ თქვი „მე და შენ“ ? - თვალები მოვჭუტე და გავუღიმე..
- რა კითხვა, იმიტომ რომ ჯერ შენზე ვიფიქრე.. მე და შენ, თუ შენ და მე. ერთიდა იგივე არაა? - საბოლოო ჯამში მაინც „ჩვენ“ ვართ მართა. ჩვენ ხო ..- დასრულება ვერ მოასწრო , რომ ტელეფონის ეკრანზე გამოსახულმა ფოტომ ერთანად წაუხდინა მართას ხასიათი.. - ახლავე მოვალ - ცერემონიულად დატოვა დანიელმა სუფრა და ეზოში გავიდა.. - ნერვიულობისაგან ვიჭამდი ტუჩებს, როგორ მინდოდა ახლა გავსულიყავი და მისი ყველა სიტყვა გამეგო.. მის გულიან სიცილზე, ნერვები მეგლიჯებოდა,მაგრამ კარგად მახსოვდა ჩვენი წინა დღეების კამათი და მაქაიმალურად ვიკავებდი თავს.. - ტატამ მოგიკითხათ - შემოვიდა თუ არა მაშინვე უთხრა ნიტას და კახის და გამომხედა..
- ოოო, ტატა რამდენი ხანია არ მინახიაა. სად დაიკარგა? - ბედნიერი ღიმილით ჩაერთო კახი
- დანიაში დაბრუნდა - დროებით იქ იქნება.
- როგორ ვერ დაალაგა მაგ გოგომ პირადი ცხოვრება. არადა ძალიან მაგარი გოგოა. ერთ კურსზე ვსწავლობდით. ვმეგობრობდით, მერე გაქრა, გავიგეთ რომ მამასთან წასულა. მაშინ ერთად რომ გნახეთ , ისე გამიხარდა , ერთი გაფიქრება ისიც კი მეგონა რომ ერთად იყავით.
- დიდი ხანია ტატას ვიცნობ, საოცარი გოგოა ნამდვილად - დამაჯერებლად თქვა და კახის გახედა.
- საოცარი გოგოა - მისი სიტყვები გავიმეორე და ერთიანად წამეკიდა ცეცხლი შიგნიდან. - დანიელ !- ერთი რამე დაიმახსოვრე !- მკაცრი ტონით ვუთხარი და ხელზე ხელი დავადე..
- მაინც? - სიცილი მოეფინა სახეზე და ვგრძნოდი რომ მის შეკავებას ცდილობდა.
- დღეის ამას იქით შენთვის გოგოები ორ ჯგუფად დაიყოფა. „მე და არავინ“. გასაგებია?
- გასაგებია .
- შენ რა ტატაზე ეჭვიანობ? - სიცილი ხორხოცში გადაუვიდა კახის და ნიტას გახედა.. - წამოიდგინე ეს ის მართაა, დანიელ ლიქოელს რომ ლანძღავდა, ვერ იტანდა, მერე რომ მასზე გადაირია და ახლა რომ ეჭვიანობს...
- ვიღაცას მოხვდება, მაგრად - და მერე არ იყოს წუწუნი - გაგულისებულმა ვუთხარი და დანიელს მხარზე ავეკარი..
- წავიდეთ?- გვიანია უკვე - როგორც პატარა ბავშვს ისე ჩამეძია და შუბლზე მაკოცა..
მანქანაში ჩავსხედით თუ არა მკლავზე მივეხუტე და მანაც მაშინვე მაკოცა თავზე. რამოდენიმე წამს ასე უხმოდ ვიარეთ. მერე განათებულ ეკრანს დახედა და გამომხედა... მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადააყენა და გადავიდა.. მივხვდი არ უნდა გადავსულიყავი.. დაახლოვებთ ნახევარი საათის განმავლობაში საუბრობდა ტელეფონზე, ანერვიულებული მეჩვენებოდა მაგრამ არაფერი მიკითხავს..
- ჩემებთან მივდივართ - ბოლოს გადაჭრით მითხრა და გამომხედა.
- როგორ?? შენებთან რა მინდა დანიელ - ნერვიულობა ვერ დავმალე და აცახცახებულ ხელებზე დავიხედე..
- გახსოვს სოსო? ველოსიპედით რომ დაგეჯახე და მივედით.
- მერე?
- ახლა სოსომ დამირეკა, მითხრა რომ ჩემებთანაა და ჩვენი ნახვა უნდა..
- დანიელ, ჩვენი თუ შენი?? - გაბრაზება ვერ დავმალე და ნერვიულად დავინიავე სახეზე..
- ჩვენი მართა, ჩვენ . - რა პრობლემაა? რისი გეშინია. მამაჩემმა ისედაც გნახა , დედაჩემს შენი საწინააღმდეგო არაფერი აქვს, დანარჩენებს იცნობ.
- ხო მაგრამ, მამაშენს გულზე არ ვეხატები..
- მართა კარგი რა. მამაჩემს გულზე მე არ ვეხატები მგონი და ახლა ის ნუ გაგიკვირდება რომ შენ არ მოსწონდე. მაგას ამ ქვეყანაზე არავინ და არაფერი არ მოსწონს თავისი თავის მეტი, ასე რომ დამშვიდდი- ხელზე მაკოცა და გზას მიაშტერდა.
მანქანა ეზოს წინ გააჩერა და ალმაცერად გამომხედა.. იცოდა ახლა ნერვიულობისაგან მუხლები მიკანკალებდა, მაგრამ უნდა გამერისკა , მის გამო და ჩვენი სიყვარულის გამო. უნდა გამერისკა და გადამედგა ეს ნაბიჯი..
ხელი წელზე შემომხვია და ეზოს ბილიკს ნელი ნაბიჯით გაუყვა, ვგრძნობდი რომ არც დანიელი იყო მშვიდად. ვგრძნობდი რომ საოცრად დაძაბული მიჭერდა ხელს წელზე.. ჩემს წელზე მოთავსებულ მის ხელს ხელი დავადე და კარში მდგარ ნიას გავხედე, რომელიც მაშინვე დაიძრა ჩვენკენ.
- ოოო, როგორ გამახარე რომ მოხვედი მართა - ხელები შემომხვია და მაგრად ჩამიხუტა..
- ნიაკო, მეც მიხარია.. - ნაძალადევი ბედნიერებით ვუთხარი და გავუღიმე.. სევდიანი მზერა მოავლო ძმას , მერე მე გამომხედა, თვალებით ვანიშნე ახლა არა-თქო და მაშინვე უკან დაიხია..
ათიოდე ნაბიჯი გვაშორებდა იმ უზარმაზარი სახლის პირველი სართულის კარს. იმ სახლის რომელსაც ლიქოკელების ბუდე ერქვა, რომელიც ჩემში უსიამოვნო განცდას იწვევდა.. ერთიანად მაშინებდა ამ სახლში ნაბიჯის შედგმის, ასე მეგონა შევიდოდი და იქიდან უკან ვეღარ გამოვიდოდი.. საოცარი განცდით შევყევი დანიელს. ჩემს დანახვაზე ნიკოლოზს მაშინვე ეცვალა ფერი, დასჯილი ბავშივით ამოვეფარე დანიელს მხარს უკან და კიბეებთან მდგარ ოქროსფერთმიან ქალს გავხედე..
ნელა წამოვიდა ჩვენკენ. ნამცხვრით სავსე თეფში მაგდაზე დადო და ხელები გამომიწოდა.. ღიმილით შემომხედა, თვალებში იმდენი სითბო ჰქონდა ერთანად დამავიწყდა ჩემი საწუხარი.. ჩემი ხელები თავის რბილ ხელებში მოიქცია და ლოყაზე მაკოცა..
- როგორ მიხარია შენი გაცნობა ჩემო გოგო - თბილი, ხავერდოვანი ხმით მითხრა და დივნისკენ წამიყვანაა.
- თქვენი გზები მარტო ველოსიპედს არ გადაუკვეთავს არა?- სიცილით უთხრა დანიელს სოსომ და ხელი მხარზე დაჰკრა.. - ვიცოდი რომ ასე იქნებოდა. ერთად დაგინახეთ თუ არა მაშინვე ვიცოდი.. - ხომ გეუბნებოდით რომ ქორწილამდე დაგავიწყდებოდათ.
- კარგი რა სოსო, ეგ საიდან გაგახსენდა ახლაა - ბავშურად შეუბღვირა დანიელმა და ჩემკენ გამოიხედა.. სანდო ხელში დამინახა თუ არა ოდნავ მოლბა და ანდრიას წინ სავარძელში ჩაეშვა.. თვალი ჩაუკრა და რა ხდებაო ჩუმად ანიშნა.. იმანაც მაშინვე აიჩეჩა მხრები და ცერა თითო ჰაერში ამიწია..
- რადგან ყველანი აქ ხართ, მინდა რომ ვილაპარაკოთ, ისე როგორც ოჯახმა - კარში შემოსულ ნიას გააყოლა მზერა ნიკოლოზმა და ომახინად დაიწყო.. - ერთ თვეში ჩვენს ფირმას ოცდათხუმეტი წელიწადი უსრულდება. მინდა რომ ძალიან დიდი ღონისძიება მოვაწყოთ. მინდა რომ ყველას დაამახსოვრდეს ეს ღონისძიება და ყველამ ილაპარაკოს. მარტივი საქმე არაა ამდენი წელიწადი გეკავოს პირველი ადგილი ბაზარზე, როცა გარშემო ამდენი კომპანიაა..
- ნამდვილად მოსალოცი საქმე ნიკო, ცოტა არაა ოცდათხუმეტი. რაც შენმა სიმამრმა გააკეთა ეს არ უნდა დავივიწყოთ, და არც ის რაც დანიელმა გააკეთა და ახლაც აკეთებს.. შენ საოცრად ნიჭიერი კაცი ხარ, ყველაფერი გამართე და გამართული გადააბარე შვილს ამან კიდევ ხომ ხედავ რა ქნა, სულ სხვა ელფერი შესძინა ყველაფერს..
- ვერ გავიგე ერთი რაღაცა - ინტერესით მოკიდა ანდრიამ ხელი სოსოს და გააჩერა, გიორგი პაპა რა შუაშია? მაგას რა წვლილი აქვს?
- როგორ თუ რა? დაბნეულმა გახედა ნიკოს და მერე რუსას რომელიც აწითლებული სახით უმზერდა სოსოს.. - მოდით ამაზე სხვა დროს - მაშინვე სიტყვა ბანზე ააგდო და ანდრიას გაუღიმა.. - შეხედე შენი ძმა საღამოზე ამ ლამაზ გოგოსთან ერთად მოვა, შენ მარტო უნდა მოხვიდე?
- მარტო რატომ, მე და შენ ერთად წავიდეთ სოსო - სრულიად დამაჯერებლად უთხრა და თვალი ჩაუკრა..
- მე და შენ კი წავიდეთ ბიძია მაგრამ, მე რაღაში გჭირდები დავბერდი, ვინმე ახალგაზრდა მონახე - სიცილით უთხრა და ანდრია გულზე მიიკრა.
- მარტო არ წამოვალ, აგერ მართას დაქალს წამოვიყვან.
- ჩემს დაქალს არ გაეკარო, თორემ ვერ გადამირჩები - სრული სერიოზულობით გავხედე ანდრიას და თითი დავუქნიე..
- ეს რა იყო, მაგანაც იცის რომ სანდო არა ხარ? - ფეხზე წამოდგა ნიკოლოზი და შვილს გახედა. თუმცა რა გასაკვირია, დამავიწყდა ვისი დაა.
- საკმარისია მამა - მასზე ერთი თავით მაღალი ანდრია წინ აესვეტა და ჩასისხლიანებული თვალებით შეხედა მამას. კი მისი დაა, მაგრამ მისგან სრულიად განსხვავებული. მისი დაა მაგრამ ჩემთის სულ ერთია ვისი დაა..
- წამოდი გავიდეთ - ხელი მაგრად შემოხვია ძმას და ეზოში გაიყვანა..- გრილმა ნიავმა ერთიანად დააცხრო ანდრიას მრისხანება. ნერვიულად გაიქნია თავი და კუთხეში მდგარი სკამის კიდეზე ჩამოჯდა..
- მაპატიე ასე არ მინდოდა, გეხუმრე - ჩურჩულით ვუთხარი და გვერდით მივუჯექი. - სევდიანი თვალებით ამომხედა და ოდნავ გამიღიმა.- ვიცი რომ მე და შენ ერთმანეთზე არ ვგიჟდებით, ჩვენი პირველი გაცნობაც დიდი ფუროფით დამთავრდა მაგრამ, მე შენზე აზრი შევიცვალე, ვგრძნობ რომ შენც ანდრია.. ის რაც იყო ვიცი რომ ძალიან მძიმე გზა გაიარე. რომ გითხრა ბოდიშს მე მოგიხდი ჩემი დის ნაცვლად-თქო, ეს ვერ გიშველის. მაგრამ არ მინდა რომ ნიტას შეცდომის გამო ჩვენ ცუდი ურთიერთბა გვქონდეს. შენ ჩემი საყვარელი კაცის ძმა ხარ,მართლა არ მინდოდა გული გტკნოდა, ვიცი რომ ნუცაზე ამბობდი, ვიცი რომ შენ და ნუცამ კარგად გაუგეთ ერთმანეთს და მეგობრობთ . დაჩაზე შეგატყვეთ. თუ გინდა მე წამოვალ შენთან ერთად იმ საღამოზე და დანიელი მარტო წავიდეს - სიცილით ვუთხარი და დანიელს ავხედე..
- ამას უყურე ერთი ! - შენ რაღაცა ბევრს ხო არ ლაპარაკობ. ეგ წავა შენს გიჟ დაქალთან ერთად და შენ გვერდიდან არ მომშორდები.. - ხაზგასმით მითხრა და შუბლზე მაკოცა..
- წავიდეთ კაი? - უკვე გვიანია და დავიღალე.
- რაღაცა არ მომწონხარ - ხელები წელზე შემომხვია და მაგრად მიმიკრა გულზე. წამოდი ვიცი მე როგორც გიშველო - ყურში მიჩურჩულა და სახეზე ერთიანად გადამეფინა ღიმილი.
- გარყვნილი კაცი ხარ - მეც ყურში ვუჩურჩულე და მანქანისკენ ნელა დავიძარი..
სხეულში საოცარ სიმხურვალეს ვგრძნობდი. ცხელი წყლისაგან დაორთქლილი სარკე ხელის გულით გავწმინდე და საკუთარ თავს დავაკვირდი.. მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი მშობლებთან წასვლა, ნიკოლოზის სიტყვები ჯერ კიდევ მიგუგუნებდა ყურებში.. გარეთ საშინელი ქარი დაქროდა, თბილ ხალათში გავეხვიე და სააბაზანოდან გავედი..
საწოლის კიდეზე იჯდა დანიელი და ტელეფონს დაყურეებდა. დამინახა თუ არა ტელეფონი იატაკზე დადო და ხელით მანიშნა მოდიო..
ხელები წელზე შემომხვია და თავის ფეხებს შორის გამაჩერა,. სახე მუცელზე მომადო და გაიტრუნა.. ერთიანად დამიარა ტანში რაღაც საოცარმა ჟრუანტელმა და გაცლა დავაპირე რომ დამიჭირა და წასვლის უფლება არ მომცა..
- შენ წარმოდგენაც არ შეგიძლია როგორ მიყვარხარ - ჩუმად მიჩურჩულა ყურთან და ყურის ბიბილო კბილებს შორის დაიქცია. თვალები დავხუჭე და ქვედა ტუჩზე უხეშად დავიჭირე კბილები.. - შენ არ იცი როგორ ცეცხლს ანთებ ჩემში მართა - მორიგი სვლით ტუჩები ყელზე შეაჩერა. - შენ ვერ წარმოგიდგენია როგორ მინდიხარ - ცხელი სუნთქვა დამანთხია უკვე მოშიშვლებულ მკერდზე და ცხელი ტუჩები შემახო მხარზე.
მის ხელში როგორც გალიაში მომწყვდეული ჩიტი ისე ვიწყებდი ფართხალს საკუთარი პოზიციის დასაკავებლად , მაგრამ ყოველთვის მის სასარგებლოდ სრულდებოდა. ამიტომ ახლა ბოლომდე ვენდე. ოდნავ მომშორდა და თვალებში ჩამხედა, ვიცოდი რაღაცას ფიქრობდა, გონებაში სულ სხვა აზრები ჰქონდა, თითქოს რაღაც აწუხებდა, რაღაც ახსენდებოდა მაგ რამ ცდილობდა ფიქრების მოშორებას. ფეხის წვერებზე ავიწიე და ნელა ვაკოცე.. ხელები მისი ხელებისაგან განვითავსუფლე და კისერზე შემოვაწყვე. როგორც სჩვევია ენა ტუჩებზე გადაისვა და ნელა გადამიწია ხალათი მხრებიდან და საბოლოოდ განმათავისუფლა . გული გამალებით მიძგერდა, ხვდებოდა რომ მისი სიახლოვე მეც ისევე მინდოდა როგორც მას. მოულოდნელად დამატრიალა საპირისპირო მიმართულებით და შიშველ ზურგზე მთელი ტანით ამეკრო.. ერთი ხელი ვნებაატანილმა მომდო ყელზე და მეორე მთელი ძალით შემომხვია მუცელზე.. ვგრძნობდი როგორ გიჟივით უძგერდა გული. ვგრძნობდი რომ რაღაც აგიჟებდა.. საჩვენებელი თითი ნელა გადამისვა ტუჩებზე და ოდნავ შესამჩნევად ჩამისრიალა ყელიდან მუცლის მიმართულებით. სიამოვნებისაგან ერთიანად შევკრთი და ბაგეებს ურცხვად მოწყდა კვნესა. ჩემმა ხმამ უფრო მეტად აამღვრია მის სხეულში არსებული სისხლის სათითაო წვეთი.
საწოლზე ნელა გადამაწვინა და სწრაფად მოიაშორა მაისური საკუთარ სხეულს. ამღვრეული მზერით ვუყურებდი დანიელს, ისე როგორც კატა უყურებს საყვარელ საჭმელს, ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ მისი თვალების სიღრმეში როგორც გემი ისე ვიძირებოდი. როგორც იალქანმოტეხილი გემი ისე ვიწყებდი ლიცლიცს მის ზედაპირზე და ვიცოდი რომ მისი თვალების სიღრმეში ჩაძირული უკან ვეღარასოდეს ამოვიდოდი.
მკერდზე თბილი ხელის გულების შეხებას სველი ტუჩების შეხება ენაცვლებოდა და სიამოვნების ზენიტში გავყავდი.. სურვილს აყოლილმა ხელი შარვლის ქამარს წავატანე და დავინახე როგორ გადაურბინა დანიელს სახეზე სიამოვნების ტალღამ. მაშინვე დაიმკვიდრა საყვარელი პოზიცია და უფრო მეტად ამეკრა ზედ.. ეშმაკუად გამიღიმა და შუბლით დამეყრდნო შუბლზე, მის გულის ძგერას მისი სათითაო ქმედება აორმაგებდა, ბაგეები ერთმანეთს დავაშორე , რადგან ოთახში ჰაერი იმაზე ნაკლები იყო ვიდრე მჭირდებოდა, მისი ბაგეებიდან წამოსული ცხელი სუნთქვა ზედ მეფინებოდა და იძულებული ვიყავი მისი „სუნთქვით მესუნთქა“. თვალებში ცეცხლი ენთო, აქამდე ნახშირივით შავი თვალები ახლა თითქოს უელავდა.. თვალს არ მაშორებდა და მეც უფრო მეტად მანთებდა მისი ეს დაჟინებული მზერა..
მის თვალებში ჩემს საკუთარ გამოსახულებას ვხედვადი..
- შენ ერთადერთი ქალი ხარ, რომელსაც შეუძლია საოცარი განცდით ამავსო მართა, ძლივს მოახერხა სიტყვების ერთმანეთზე გადაბმა და მორიგი კვალი დამიტოვა ყელზე.. - შენ ერთი შეხედვით მოახერხე რომ ჩემში ცეცხლი დაგენთო, რომელსაც ვერაფრით ვაქრობ, პირიქით ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტად იწყებს გიზგიზს. ვინ იცის რამდენი კაცის აუსრულებელი ოცნება ხარ, ჩემთვის კი დღემდე გადაუშლელი წიგნი , მინდა რომ არასოდეს დამთავრდე, ვერასოდეს გავიდე ბოლოში შენი კითხვით. - ჩუმად მეჩურჩულებოდა ყურთან ცხელი ტუჩებით მიკოცნიდა მკერდს..
**
კიბეებზე სწრაფად ავედი და ზარის ღილაკს ხელი მანამდე არ ავუშვი სანამ კარი არ გამიღო. ფერწასული და გაოცებული მიყურებდა ქალი რომელსაც დედაჩემი ერქვა და ოდნავადაც ვერ ხვდებოდა რა უნდა მდომოდა მისგან.
სახლში უცერემონიოდ შევედი და გეზი პირდაპირ მისაღებისკენ ავიღე. ჩემს დანახვაზე მამაჩემი მაშინვე ფეხზე წამოდგა და ცხოვრებაში პირველად ჩამიკრა გულში. თითქოს წამიერად გადამიარა სიბრაზემ, თითქოს ამ სითბომ მეც გული მომილბო, მაგრამ მისი თვალები დავინახე თუ არა მამაჩემს მოვშორდი და წინ დავუდექი..
- შეხედე მამა, როგორც გაჭრილი ვაშლი ისე ვგავარ ამ ქალს რომელსაც დედაჩემი ჰქვია, შეხედე იგივე თმა, თვალები, ტუჩები, ცხვირიც კი მისნაირი მაქვს, შეხედე.. და ამ ქალმა , იმხელა ტკივილისთვის გამიმეტა, არც კი ვიცი რომ არა ეს მსგავსება ვიფიქრებდი რომ სხვისი შვილი ვარ, რომ ეს ქალი არ შეიძლება დედაჩემი იყოს..
- რა ხდება მართა, ამჯერად რა დავაშავე?- ხელები ჰაერში გაშალა და სავარძელში ჩაეშვა.
- მრცხვენია რომ დედაჩემი ხარ. ძალიან მრცხვენია რომ შენნაირმა ქალმა გამაჩინა იცი? ნიტასთან ვიყავი ყველაფერი დაწვრილებით მიამბო დედა, როგორ შეძელი ასეთი რამის გაკეთება, ეს როგორ გაბედე, შენ თვითონ დედა ხარ, სხვისი შვილი როგორ გაიმეტე?
- მე ჩემი შვილი დავიცავი, სწორედ დედა რომ ვარ ამიტომ.
- შენ დედაჩემიც ხარ ! მეც შენი შვილი ვარ მეც !- განადგურებულმა ვუყვირე და ჩანთა იატაკზე დავაგდე.. ნიტა გადაარჩინე და მართას იმეტებდი? ესაა შენი დედობა? რატომ??? იმიტომ რომ მართა შენ არ გაგიზრდია, იმიტომ რომ არასოდეს გინახავს როგორ სტკიოდა მართას, არასოდეს იცოდი როდის მიჭირდა, როგორ ვდგებოდი დაცემული , ამიტომ? - დედა შვილებს არ ანსხვავებს, იმიტომ რომ დედამ ყველა შვილი ცხრა თვე უნდა ატაროს მუცლით.
- მართა რას ბოდავ?- გაოცებულმა შემომხედა მამაჩემმა და გვერდით მომიდგა..
- ოდნავ მაინც, სულ ოდნავ მაინც არ გიყვარვარ? ასეთი რა დაგიშავე? მესმის რომ უდროო დროს დავიბადე მაგრამ შენ ხომ აიხდინე შენი ოცნება, შენ ხო წახვედი და დამაგდე, მე ხომ ამის გამო შენთვის არც ერთხელ არ მითქვამს საყვედური დედა.. შენგან მხოლოდ დედის სითბო მინდოდა, მეტი არაფერი. მხოლოდ ეგ, რომელიც არასოდეს მქონია...
- მართა სისულელეებს ამბობ, რა თქმა უნდა მიყვარხარ, მე გაგაჩინე. მე გატარე ცხრა თვე.
- როგორ გიყვარვარ ამიხსენი? მოხვედი და დაშორებას მთხოვდი..
- შენ მაგ ბიჭს არ დაშორდი? იცი მაინც რამხელა პრობლემებს გვიქმნი ამით? იცი მაინც რომ მამამისი მოსული იყო და პასუხი მოითხოვა?
- პასუხი მოითხოვა შენგან და არა ჩემგან, შენთან გამომიშვა, წადი და დედაშენს მოსთხოვე პასუხიო, მოვედი და პასუხი მინდა. პასუხი რომელსაც ვერასოდეს გავიგებ ხო ასეა.. წამით არ გადანაშაულებ რომ ნიტა დაიცავი, მაგრამ ამხელა ტყუილი როგორ დააბრალეთ ადამიანს, ამის მერე მოხვედი და უსინდისოდ მე მიბრძანე ჩემს სიყვარულზე უარის თქმა.
- მართა, არ გამაბრაზო. იცოდე , გაიძულებ რომ მაგ ბიჭს დაშორდე - თითი დამიქნია და სავარძლიდან წამოდგა.. თქვენი ამ ცანცარის გამო , ნიკოლოზი მომივარდა -თქო.
- კიდევ იგივეს მეუბნება მამა გესმის? ეს ცანცარი არაა ადამიანოო, მიყვარს ეს კაცი, მთელი სულით და გულით მიყვარს, ჩემი ნაწილია. მასთან დაშორებას არ ვაპირებ და ამას ვერავინ მაიძულებს სანამ თავად დანილს არ მოუნდება ეს.
- მაშინ დანიელს ვაიძულებ რომ დაგშორდეს- სიცილით მითხრა და წინ ამესვეტა. - ვაიძულებ და დაგშორდება...
- ამ ქალს უმკურნალე მამა, უმკურნალე, შეხედე, უბრალოდ შეხედე როგორ ლაპარაკობს. როგორ აზროვნებს. შენ ვინ ხარ რომ, ვინმეს რაიმე აიძულო? თავი ვინ გგონია, ღმერთი ხარ? - ფულზე დახამებული ქალი ხარ, ფულზე გაყიდე შენი შვილის პატიოსნება,აი ეს ხარ შენ - მთელი ხმით ვღრიალებდი და თვალებში ვუყურებდი.
- უზრდელი გოგო ხარ - გაშლილი ხელი მოულოდნელად გამარტყა სახეში და ოდნავ უკან დაიხია- თითქოს შეეშინდა რომ ხელს შევუბრუნებდი. - ამის მერე კიდევ მკითხავ რატომ არ მიყვარხარ? აი ამის გამო არ მიყვარხარ, არ შეიძლება ჩემი შვილი ასეთი იყოს, უზრდელი და გამოუსადეგარი. გიკვირს? არ ვიცი რატომ მიყურებ ასე და რატომ გიკვირს მართა. შენ თითონ ამტკიცებდი რომ არ მიყვარდი, რომ ნიტა უფრო მეტად მიყვარდა ყოველთის ვიდრე შენ. ხოდა ახლა გეუბნები მიზეზს. შენი არსებობით ჩემი ოცნებები ერთიანად დაიმსხვა, არ მინდოდა ასეთ პატარა ასაკში გავმხდარიყავი დედა, სულ სხვა გეგმები მქონდა. მე სწავლა და მოგზაურობა მინდოდა რა უნდა გამეკეთებინა?? როცა გაგაჩინე ისეთ პატარა იყავი, ისეთი უსუსური ხელის წავლებაც კი არ მინდოდა. ვიცოდი რომ მერე შემიყვარდებოდი და ბაბესთან ვერ დაგტოვებდი.. მე კიდევ არ ვაპირებდი შენს გამო უარის თქმას, მიუხედავად იმისა რომ მამაშენი დიდხნას მეხვეწა ბოლოს მაინც დავითანხმე. აი ნახე ასეთია დედაშენი, ჯერ რაღაცას დაგეგმავს, მერე ეს რაღაცა სისრულეში მოყავს, რა არის აქ ცუდი და გაუგებარი.. - ვერ მოვახერხე რომ შემყვარებოდი, ისე ვერ შეგიყვარე როგორც დედას უნდა უყვარდეს შვილი. იმიტომ რომ ყველაფერი სხვანაირად წარიმართა.. შენი დატოვება ცოტა ხნით მინდოდა მაგრამ ხო ხედავ ეს ცოტა ხანი ათი წელიწადი გაგრძელდა, გიყურებდი და სრულიად უცხო იყავი, ვერც კი გიაზრებდი რომ შვილი უნდა დამეძახა შენთვის..ვინც როგორც უნდა ისე თქვას, ხო ვაღიარებ, არ ვარ სუსტი და მატყუარა ქალი.
- პირველად მესმის დედა ასე მარტივად ეუბნებოდეს შვილს რომ არ უყვარს და ფეხებზე კიდია.. გიყურებ და ვხვდები რომ შენ მარტო მე კი არა ნიტაც არ გიყვარს... შენ საერთოდ არავინ არ გიყვარს ადამიანო..
- იცი რა არის, არჩევანს შენ გიტოვებ, როგორც გინდა ისე ჩათვალე მართა. როგორც გესიამოვნება ისე მოიქეცი, მაგრამ იცოდე ამ ბიჭთან ეს შენი ზღაპრული გრძნობები სკივრში ჩაყარე და მოისროლე...
- ახლა საერთოდ არ მიკვირს , რომ ასე მარტივად შეგიძლია მელაპარაკო გრძნობაზე რომელსაც სიყვარული ჰქვია..
- გასაგებია. ახლა ის მაინც ვიცი რომ არ გიყვარვარ - ამ სილის გაწნას კიდევ არასოდეს დაგივიწყებ, ერთი ორად დაგიბრუნებ უკან გპირდები - ტირილით ვუთხარი და სახლის კარები მთელი ძალით გამოვიჯახუნე..
განადგურებული იჯდა სავარძელში ალექსანდრე და ხმას ვერ იღებდა. ფიქრები ერთმანეთში ერეოდა.. ამდენი წლის შემდეგ პირველად გაახსენდა მართას დაბადება. ისეთი პატარა და ისეთი ლამაზი იყო, როცა ექიმმა ხელებზე დაუწვინა იგრძნო რა ყოფილა შვილის სიყვარული. ეს წერტილივით ბავშვი იმდენად თბილი იყო, სახეზე ღიმილი და თვალებზე ცრემლი არ შეშრობია ლექსოს. თავისი ბრიალა მწვანე თვალებით უყურებდა მამას და თითქოს უღიმოდა, გეგონებოდათ წინასწარ გრძნობდა რომ მალე ამ სითოს მოაგლეჯდა ვიღაცა ურჩხულივით ქალი...
ყოველთის უყვარდა მართა.. მისი სითამამე, მისი სიძლიერე. ერთნაირად იყო სუსტიც და ძლიერიც, მას შეეძლო დედის წინ ხმალამოღებულს ბრძოლა, მხოლოდ მას შეეეძლო სალომეს გაჩუმება.
- ეს რა გააკეთე - გამწარებულმა უღრიალა ცოლს და ფეხზე წამოხტა. მაგრად მოუჭირა მკლავში ხელი და დივნიდან წამოაგდოო.
- რა გავაკეთე ასეთი?- უზრდელი გოგოა და საკადრისი მიიღო..
- საკადრისი მიიღო? იცოდე მართას რაიმე რომ დაემართოს , არასოდეს გაპატიებ სალომე.
- და რას იზამ?
- რას ვიზამ? ამ სახლს დატოვებ, და აღარსოდეს გაიხსენებ შენს ქმარს . აღარასოდეს გაიხსენებ რომ გყავდა ოჯახი რომელიც ვერ დააფასე..
- ლექსო ნუ სულელობ - ხმა გაებზარა და მაშინვე მოლბა..
- განახებ თუ ვსულელობ , განახებ !- საკუთარ შვილს ასე მარტივად როგორ უთხარი რომ არ გიყვარს ქალო? - მართა თუ არ გიყვარს შენ არც ნიტა გეყვარება, იცი რა არის შენი პრობლემა? უბრალოდ მართა ვერ მოდრიკე, შენს მონად ვერ აქციე, როგორც ნიტა, მაგრამა მიხარია რომ ახლა ნიტასაც აღარ სჭირდები, ახლა რომ აღარავის სჭირდები ამის ღირსი ხარ . - გაბრაზებულმა იღრიალა და სამზარეულოში გინებით გავიდა.

თეთრად განათებულ დერეფანში ბოლთას ნერვიულად სცემდა დანიელი. მაგრად იჭერდა ხელებს თავზე რომ ტკივილისაგან არ გაგიჟებულიყო. ბოლოს ერთიანად დაიღალა, ძალა გამოცლილი მიეყრდნო კედელს და თვალები დახუჭა. არ უნდოდა ცუდზე ეფიქრა, უბრალოდ საერთოდ არ უნდოდა ფიქრი, ამ წამს მხოლოდ მართას ნახვა უშველიდა, ისევ ისე როგორც პირველად ისევ ჩაიძირებოდა მის უძირო და ფირუზისფერ თვალებში.
მარტო იდგა და არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. დერეფანში სირბილით მიმავალ ექიმებს მხოლოდ აცრემლებულ თვალებს აყოლებდა.. წარმოდგენაც არ უნდოდა რომ მართას რაიმე დაემართებოდა, ჯერ კიდევ გუშინ მთელი ძალით ეკვროდა ზედ მის სხეულს, როგორ უნდოდა ახლაც შეძლებოდა მასთან ჩახუტება.. პირველი ხელი ნერვიულად აიფარა და სკამზე მოწყვეტით დაეშვა..
- როგორააა?- ლევანის და ირაკლის ხმამ გონს მოიყვანა და ამღვრეულმა ახედა.
- არაფერი ვიცი.
- ექიმი არ გამოსულა?- გვერდით მიუჯდა ლევანი და ხელი მაგრად შემოხვია ძმაკაცს.
- არა. გონზე არა ვარ საერთოდ რა ხდება ლევან, როგორ მოხდა, რა მოხდა , როგორაა, გონზე არა ვარ ლევან - შეშფოთებულმა იყვირა და სახე ხელებში ჩამალა..
- დამშვიდდი, ნუ ყვირიხარ ძმაო, საავადმყოფოში ვართ- მალე გამოვა ექიმი და ყველაფერს გვეტყვის, გავარკვევთ რა მოხდა დანიელ - მის წინ ჩაიცუცქა ირაკლი და მუხლზე ხელი მაგრად მოუჭირა..
- ჩემი და სადააა?- ტირილით მივარდა ნიტა დანიელს და მთელი ძალით მიიკრა გულზე,- დანიელ უკვე მეორედ, უკვე მეორედ ხდება ასეთი რამე, მითხარი როგორააა? - მითხარი რომ კარგადააა, მითხარი გთხოვ, ტირილი ბღავილში გადაუვიდა და დანიელს ახედა..
- არ ვიცი რა გითხრა, მართლა არ ვიცი - ძლივს მოახერხა სიტყვების ერთმანეთზე გადაბმა რომ რეანიმაციის კარიდან გამომავალი ექიმი სწრაფი ნაბიჯით დაიძრა მათკენ, ნერვიულად, ერთი ხელის მოსმით მოიძრო ქუდი და დაცვარული შუბლი მოიწმინდა..
- პაციენტის ქმარი რომელია?- ცნობისმოყვარეობით სავსემ იკითხა და სათითაო მამაკაცს გადაავლო თვალი..
- მე ვარ, როგორაა მართა? - ხაზგასმით თქვა დანიელმა და მისკენ გაიწია..
- მართა კარგადაა, მაგრამ დარტყმა იმდენად ძლიერი იყო ბავშვის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ, გოგონას უკვე სისხლდენა ჰქონდა როდესაც შემოიყვანეს..
- რომელი ბავშვის , რას ამბობთ - დაბნეულმა დაუსვა კითხვა ნიტამ და დანიელს გვერდით მიუდგა.
- გოგონა ორსულად იყო, სავარაუდოდ თავადაც არ იცოდა. ვწუხვარ რომ ასეთი ამბის თქმა მომიწია..
- როდის შემიძლია მისი ნახვა? - გაბზარული ხმით იკითხა დანიელმა და ცრემლების დასამალად საკუთარ ფეხებს დააშტერდა..
- ნახევარ საათში, ექთანი შეგიყვანთ მასთან, ოღონდ გთხოვთ არ ანერვიულოთ, ახლა უნდა დაისვნოს და მეტი ეძინოს..
- გასაგებია, რა თქმა უნდა- დაპროგრამებული იმეორებდა დანიელი და დერეფნიდან და ხალხიდან გაცლას სწრაფი ნაბიჯით ლამობდა..

საკუთარი მანქანის წინ საავადმყოფოს შენობისაკენ ზურგით ბორდიულზე იჯდა დანიელი და კბილებს ერთმანეთს მთელი ძალით აჭერდა რომ საკუთარი ტკივილი როგორმე ჩაეხშო . ამდენი წლის მერე ახლა პირველად უნდოდა ხმამაღლა ეტირა და ეს გამანადგურებელი განცდა მოეშორებინა.. ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა ექიმის სიტყვებს, ჯერ კიდევ გაყინული მზერით დაყურებდა მიწას და გამოსავალს ეძებდა, გამოსავალს რომელიც არსად იყო. არ იცოდა მასთან შესულს რა უნდა ეთქვა. როგორ უნდა ეთქვა. რანაირად უნდა გაემხნევებინა, როცა თავად ასეთი დაცემული და განადგურებული იყო. სული ეფლითებოდა რომ ახლა ასეთი უმწეო იყო და ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნა.
ბოლოს მაინც გაბედა, მაინც სძლიეს ცრემლებმა ერთიანად იხუვლა მლაშე სითხემ და გაყინულ ლოყებზე დაედინა.. შავ თვალებს თითქოს ფერი დაეკარგა, თითქოს გაცრეცილი და უემოციო იყო ახლა. ის ცეცხლი აღარ ჰქონდა რომელიც მაში გიზგიზებდა..
თურმე რა ცოტა სჭირდება ადამიანს რომ ბედნიერება დაკარგოს..
შეკრული მუშტი ტუჩებზე მიიჭირა და ტკივილს გაუძალიანდა.. ღრმად ამოისუნთქა და გვერდით მდგარ სილუეტს გახედა..
- ვერ დავიცავი, მისი დაცვა ვერ მოვახერხე - ხმაჩახლეჩილმა ამოიხავლა და ნიას გახედა.. - ჯერ ვერ დაბადებული შვილიც კი ვერ დავიცავი ნია- ეს როგორ მოხდა..
- შენი ბრალი არაა დანიელ, შენ ხომ არ იცოდი, თავადაც არ იცოდა , ხო ნახე ექიმმა რა თქვა..
- ახლა რა ვუთხრა? მასთან შესულმა რა გავაკეთო ?- ნერვიულად მიუტრიალდა დას და ცრემლები ხელის გულით მოიწმინდა...
- ახლა ძლიერი უნდა იყო, იმიტომ რომ მას შემატო ძალა, შენ რომ ასე დაგინახოს დანიელ რას იფიქრებს. უარესად გახდება ცუდად. მხოლოდ შენ შეძლებ მის დახმარებას. შენ ხარ მისი იმედი ხო იცი..
- ძალიან ცუდად ვარ , საშინლად ვარ - თითებით გაითავისუფლა თვალები ცრემლისგან და ფეხზე წამოდგა.. - ჯერ აქედან გავიყვან და მერე იმ არანორმალურ ქალს ვასწავლი ჭკუას.. ზუსტად ვიცი იქ იყო მისული.. ცხოვრებას გავუმწარებ იმ ნაგავს.. და ღმერთმა არ ქნას ამ ყველაფერში კიდევ მამაც გარეული იყოს ნია...
- მამა რა შუაშია? - დაბნეულმა შეხედა ნიამ ძმას და მისი ხელები თავის ხელებში მოიქცია..
- არ ვიცი, მამაჩვენი სულ შუაშია, როცა ჩვენს გარშემო რამე ხდება... არ ვიცი- მხრები აიჩეჩა კიბეებისკენ დაიძრა..
პალატის კარები ნელა შეაღო დანიელმა და მის დანახვაზე ყელში ბურთივით გაეჩხირაა ტკივილი... მხრებზე მოდებული თეთრი ხალათი შეისწორა და მისკენ წავიდა...
ნელა ჩამომიჯდაა საწოლზე და შუბლზე დაკრულ ბინტზე ფრთხილად გადამისვა ხელი...
- მაპატიე დანიელ, არ ვიცოდი, მე არ ვიცოდი, თორემ სხვანაირად მოვიქცეოდი - თვალებდახუჭულმა ვუთხარი და ცრემლები თავისით დაიძრა თვალებიდან..
- დამშვდდი კარგი?- თვალები გაახილე მართა, შენი ლამაზი თვალები დამანახე, მე რომ ასე ძალიან მიყვარს.. - ჩუმად მითხრა და ოდნავ შემახო ტუჩები თვალები..
- არ ვიცოდი, არ ვიცი როგორ გამომეპარა - მაგრამ ჩვენი შვილი ვერ დავიცავი. მე რანაირი დედა ვარ, დედაჩემივით მოვიქეცი ნახე.. როგორც მან არ დამიცვა, როგორც მან მიმატოვა დანიელ, მეც ასე მოვიქეცი გესმის? არასოდეს ვაპატიებ ამას ჩემს თავს.
- დამშვიდდი მართა გთხოვ, ნერვიულობა არ შეიძლება. გთხოვ- ჯერ ყველაფერი წინ არის, შვილი გვეყოლება და არა ერთი, ბევრი, ძალიან ბევრი და შენ საუკეთესო დედა იქნები - მაგრად მაკოცა ლოყაზე და ვიგრძენი როგორ დამეცა მისი მალული ცრემლი თვალზე.
წამლისაგან გაბრუებული ვიწექი საწოლზე და ფიქრებს თავს ვერ ვუყრიდი, ჯერ გონზე კიდევ არ ვიყავი ბოლომდე მოსული, ვერაფრით ვიჯერებდი რომ ის რაც ჩემს თავს ხდებოდა რეალობა იყო, როგორც წესი ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ერთიანად ხდებოდა ხოლმე.
ჩემს წინ მჯდარ დანიელს გავხედე, განადგურებული სახით იყურებოდა ფანჯარაში და ვხედავდი რომ მისი ფიქრები სულ სხვაგან იყო. მისი ფიქრების მებატონე ახლა ჩვენი დაკარგული შვილი იყო, და ამითი გამოწველი ტკვილი..
ჩუმად მოვიწმინდე ცრემლები და ბაგეები ერთმანეთს დავაშორე რომ ჩემი ტირილის ხმა არ გაეგო..როგორც წესი როცა ერთი რაღაც მთავრდება მეორე აუცილებლად იწყება.. ახლა ეს ერთადერთი ნუგეშის მომცემი სიტყვები იყო ჩემს გონებაში, რომელსაც საკუთარ თავს ვეუბნებოდი. მაშინ როდესაც დედაჩემი დაბრუნდა და გვერდით როგორც უცხოს ისე ჩამიარა, მაშინაც ზუსტად ეს სიტყვები ვუთხარი ჩემს თავს, რომ ამით არაფერი სრულდებოდა, მაშინ ჯერ კიდევ მქონდა იმედი რომ დედა თავის როლს მოირგებდა..
ახლა საკუთარ ტკივილთან მარტო არ ვიყავი, გვერდით დანიელი მყავდა, მყავდა ყველაზე ძლიერი საყრდენი რომელიც დაცემულს წამომაყენებდა, მაგრამ მტკიდა მისი ტკივილიც, მტკიოდა იმიტომ რომ ვიცოდი მისი ოცნება და სურვილი დავანგრიე, ის რაზეც ასე ლამაზად მესაუბრებოდა ახლა მის თვალწინ დავანგრიე, ჯერ ვერ აშენებული ოცნების კოშკი, რომელიც სიყვარულით უნდა ყოფილიყო სავსე და გაჟღენთლი, მოვშალე. საძირკველშივე მოვშალე და მოვანგრიე..
ვინმეს რომ ეკითხა ყველაზე რთული რა არისო ვიტყოდი რომ ცხოვრება.ყველაზე მწარე და რთული ცხოვრება იყო.. იცით რატომ? სასწორზე რომ შემეგდო ჩემი განვლილი ცხოვრება ტკივილის პინა მარტივად გადაწონიდა სხვა დანარჩენს..
ხშირად ბებია ამბობდა ხოლმე, დაცემა რთულია მაგრამ წამოდგომის მერე უფრო დიდი ძალით ივსები ადამიანი და ისეთი განცდა გაქვს , შეგიძლია მთები გადადგაო..
ახლა ის პერიოდი იყო, რომ ამის არ მჯეროდა, პირველად ჩემს ცხოვრებაში არ მჯეროდა გამონათების, პირველად ცხოვრებაში ჩემი თავი დედაჩემს შევადარე და ამ შედარებაზეც კი მეორეოდა გული..
სულ რაღაცა ერთი კვირის წინ მეგონა რომ ჩემი ბედნიერება არასოდეს დასრულდებოდა, რომ ახლა ყველაზე ლამაზი დღეები მელოდებოდა წინ.. მეგონა რომ როგორც ცაზე წვიმის მერე პატარა ცისარტყელა ასე გავფერადდი და მეტი აღარასოდეს დამატყდებოდა თავს ჭექა- ქუხილი.
თვალები დავხუჭე და გონებამ მაშინვე აღიდგინა დაჩაზე მასთან ერთად გატარბული დღეები:


10 დღის წინათ
დღე პირველი (საუზმე შენთვის)
- ამდენი ცომი რად გინდა მართა?? - მის სიცილზე უკან გავიხედე და გავუღიმე..
- მინდოდა დილით ბლინებით გვესაუზმა- მხრები ავიჩეჩე დ ცომს დავხედე..
- ამდენი ბლინი ვინ უნდა ჭამოს? ერთი ქორწილისთ ხალხს ეყოფა ? - ჩემკენ წამოვიდა და ხელები შემომხვია მუცელზე.. - მგონი სულაც არ იცი როგორ უნდა გააკეთო ბლინები ..
- ვიცოდი - დარცხვენილმა ვუთხარი რა იატაკს დავაშტერდი..
- გასწავლი - ყურში მიჩურჩულა თავისი ხავერდოვანი ხმით და ერთიანად დამიარა ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა.. - ხელებზე მომკიდა ხელი და თანმიმდევრობით ჩაყარა ჯამში ინგრედიენტები..- ძალიან ტკბილი არ გავაკეთოთ, იმიტომ რომ ტკბილი შენც საკმარისი ხარ,- მორიგი მარცხი განვიცადე მის ხელებს შორის და წავბორძიკდი..- მასა თხელი უნდა იყოს და არა ისეთი სქელი რომ მოსაჭრელი გახდეს მართა..
- დანიელ !-წყენა ვერ დავმალე და მისი მკლავებიდან გამოვძვერი.
- ნუ ხარ ბუტია, უნდა გასწავლო საჭმლის გაკეთება რომ მშიერი არ მოკლა შენი მომავალი ქმარი..
- ჩემი მომავალი ქმარი?- გაუაზრებლად გავიმეორე მისი სიტყვები და გაზქურაზე ტაფა დავგდი..
- შენი მომავალი ქმარი, ანუ მე..
- დანიელ..
- გისმენ - ღიმილით მითხრა და აკიაფებული თვალები შემომანათა...- არ გინდა რომ შენი მომავალი ქმარი მე ვიყო? - მხურვალე ტუჩები ურცხვად შემახო კისერზე და ვიგრძენი როგორ ამემღვრა სულში არსებული ყველა რითმა..
- მინდა. უბრალოდ არ ველოდი.. - ვაიმე დამეწვა - გონზე დამწვრის სუნმა მომიყვანა და აფორიაქებულ მკერდზე ხელი მივიჭირე.. - დამეწვა დანიელ, დამეწვა ბლინები და შენი ბრალია..
- თავიდან დაასხი, ცომი იმდენი გვაქვს ერთი კვირა გვეყოფა, და ეს ჩემი მასური რატომ გაცვია ვითომ?- ეჭვის თვალით ამხედა და დამატრიალა..
- იმიტომ რომ მოხერხებულია, თბილია და შენი სუნამოს სურნელი აქვს..
- ხო? მგონი მალე მთელ ჩემს მაისურებს შენთვის გადაილაგებ..
- თუ მომეწონება რატომაც არა - ფქვილიანი თითები ლოყაზე ჩამოვუსვი და ცხვირზე ვაკოცე...
- ოო, ეს თამაში იცოდე ცუდ შედეგამდე მიგიყვანს ქალბატონო - დამარცვლით მითხრა და მთელი მკერდით მიმიკრა ზედ. მარჯვენა ხელის საჩვენებელი და შუა თითებით ცომს გულიანად მოურია და ყელზე დამისვა...
- დანიელ- სიცილით ძლივს წარმოვთქვი მისი სახელი და ამაოდ გავიფართხალე მის ხელებში მჭიდროდ მოთავსებულმა.. – ასე დამსვრი დანიელ - ტუჩები წინ გამოვწიე და პატარა ბავშვივით დავმანჭე სახე.
- იცი რისი ღირსი ხარ ახლა?- დაგსვარო კი არა დაგსაჯო და ასეც გავაკეთებ, უბრალოდ ახლა ბლინი დაიწვა- ხორხოცით მითხრა და ბოლასული ტაფისკენ დამატრიალა..
- აუტანელი კაცი ხარ, საშინლად აუტანელი !
- შენი აუტანელი..
- მარტო ჩემი...
**
დღე მეორე (ტანგო)
ფანჯრის წინ ვიდექი და თავსხმა წვიმას ვუყურებდი. ამ სახლში პირველად რომ შემოვდგი ფეხი მაშინაც ასე წვიმა. მგონი ჩემს ჯიბრზე იქცეოდა ასე ამინდიც. ანდრიას ჭკუა ეყო და ამ სახლში გამოგვკეტა. მართალია დანიელის მანქანა ქურდულად წაიყვანა, მაგრამ არც ერთი არ ვიყავით წინააღმდეგი აქ ყოფნის. გული მიგრძნობდა რომ ეს სახლი მალე ყველაზე ტკბილი მოგონებებით დაიხუნძლებოდა და ჩემს მორიგ თავშესაფრად იქცეოდა..
- დანიელ, გარეთ გავალ და მოვალ- ისე ვუთხარი მის პასუხს არც დავლოდებივარ და რამოდენიმე წამში წვიმის გაყინულ წვეთებს ხელებს ვუშვერდი.. ვგრძნობდი რომ ნელ-ნელა ტანსაცმელში ატარებდა სიცივე და მალე ცახცახს დავიწყებდი, მაგრამ ვერ მოვასწარი, ზურგიდან ამეკრა დანიელი და სველ თმაზე მაგრად მაკოცა..
- რატომ ხარ ასეთი სულელი გოგო - ოდნავ მკაცრი ტონით მითხრა და თავისკენ დამატრიალა.. გაცივდები მართა..
- ხოდა მომივლი..
- ისედაც მოგივლი სულელო. მაგრამ შენი გაციება არანაირად არ მაწყობს, იმიტომ რომ უამრავი გეგმა მაქვს..
- მაინც როგორი? - ინტერესით ჩავეძიე და გავიტრუნე..
- შენ რომ მოგეწონება ისეთი - ღიმილით ჩამხედა თვალებში და გალურჯებულ ტუჩებზე მაკოცა. - სხვათაშორის გაიყინე, ნეტა ამას თუ გრძნობ..წამოდი შევიდეთ დავსველდით..
- არაა, უნდა ვიცეკვოთ.
- სახლში რომ ვიცეკვოთ არა? - გაბრაზება გაერია ხმაში.
- ნწუ, აქ წვიმაში უნდა ვიცეკვოთ მე და შენ ტანგო.
- ტანგო? ხო არ ღადაობ გოგო, რა ტანგო..- სიცილით მითხრა და სახლისკენ დაიძრა, რომ ჩქარი ნაბიჯით წავედი მისკენ და ზურგიდან ავეკარი.. ხელები მაგრად შემოვხვიე და მთელი ძალით ვაკოცე ბეჭზე.ნელა შემოვადე ფეხი ფეხზე და ზემოთ მიმართულებით ავუსვი.. ხელებზე ხელები დამადო და თითები თითებში გადამიხლართა. სწრაფად დამატრიალა თავისკენ და როგორც სჩვევია კარგად შეიყნოსა ჩემი თმის სურნელი . ნელი მოძრაობით დამისვა ერთ ხელი ბეჭებზე , მეორეში კი ჩემი ხელი მოიქცია... წვიმის წვეთებს ნელა ავაყოლე ტანი, მაცდურად შევუცურე ფეხი , ფეხებს შორის და ნელი მოძრაობით გავწიე განზე.. ირონიულად ავხედე დანიელს, რომელიც ამღვრეული თვალებით მიყურებდა და მზად იყო ეს უბრალო ცეკვა ცეცხლოვან ტანგოდ ექცია.. ნელა ავიქნიე ფეხი უკან და დანიელს თვალი ჩავუკარი. ნელა გადაიხარა და ზედ გადამიწვინა, რამოდენიმე წრიული მოძრაობის მერე სწრაფად ამიტაცა ხელში და ვეცადე მაქსიმალურად ლამაზად ამეწია ფეხი ფურორის მოსახდენად.. მიწაზე ფეხი დავდგი თუ არა ნაზად მოვხაზე წრე და დანიელს ოდნავ შევეხე ტუჩებზე.. - ამაღამ ვერ გადამირჩები - ხაზგასმით მითხრა და მაგრად შემომხვია ხელები..
**
დღე მესამე (ანაბელი)
დივანზე ნახევრად მწოლიარე პოზაში იჯდა დანიელი. მაგრად ვეკვროდი ზედ და მზის ამოსვლას ვუყურებდით ერთად. ვუყურებდი ახალი დღის გათენებას, რომელსაც ახალი საფიქრალი, ახალი იმედები მოჰქონდა , ვუყურებდი და ვფიქრობდი ნეტავ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ჩემი ბედნიერება..
ჩემი სინდრომი, რომელიც ჯერ კიდევ არ მანებებდა თავს, სადღაც გულის სირღმეში თავს მახსენებდა და მამცნობდა რომ ჯერ კიდევ ბუდობდა ჩემში. ჯერ კიდევ უფათურებდა ხელებს ჩემს სულ.. ჯერ კიდევ მაკნინებდა და მანადგურებდა.. მაგრად შემოვხვიე ხელები დანიელს და ძილის სამფლობელოსკენ დავიწყე წასვლა..
- არ გინდა რომ შვილი გვყავდეს? - დანიელის მოულოდნელად დასმულ კითხვაზე თვალები მკვდარი თევზივით დავაჭყიტე.. - გოგო გჭირდება..
- ვერ გავიგე ..
- ძალიან კარგად გაიგე. მინდა რომ შვილი გვყავდეს მართა..ამაში ცუდი რა არის?
- ცუდი არაფერია. უბრალოდ არ მეგონა თუ შვილი გინდოდა..
- ჩვენი შვილი მინდა. ჩემი და შენი . შენსავით ლამაზი და საყვარელი. შენსავით ცელქი- ღიმილით მითხრა და დივანზე წამოჯდა.. შვილი მაჩუქე რა მართ - ჩემი ხელები, ტუჩებთან მიიტანა და მაკოცა..
- დანიელ დავიბენი იცი - მის წინ დავჯექი და ფეხები მუხლებზე გადავადე - მეც მინდა შვილი, მართლა.
- მაგრამ მე ძალიან მინდა - ბავშურად მითხრა და ტუჩები წინ გამოსწია იმის მანიშნებლად რომ გაიბუტა..
- ვაიმე ძალიან რას ჰქვია, ბაჭია ხომ არა ვარ. მინიმუმ ცხრა თვე მაქსიმუმ წელიწადი მინდა, პლიუს ბავშვს მარტო ვერ გავაკეთებ და კიდევ ერთი..
- ახლა რა მოიგონე?
- სწორად გამიგე რასაც ახლა გეტყვი. მე სრულფასოვან ოჯახში დავიბადე და არასრულფასოვანში გავიზარდე.. არ მინდა ჩვენი შვილიც ასე იყოს. მინდა რომ ეს გააზრებული ნაბიჯი იყოს დანიელ, და მინდა რომ ..
- მესმის.. მაიძულებ რომ ცოლად მოგიყვანო? - სრულიად სერიოზულად თქვა და ხელები გამიშვა. მოულოდნელობისაგან გავშვრი, ერთიანად წამერთვა ძალა და თვალებზე მომდგარი ცრემლებ ვერაფრით შევიკავე.
- არა, რას ამბობ. - ძლივს მოვახერხე რაღაცის თქმა და წამოდგომა დავაპირე რომ დამიჭირა..
- ყველაზე სულელი ხარ , როგორ მარტივად იჯერებ ყველაფერს მართა.. როგორ გგონია არ მინდა რომ ჩემი ცოლი იყო? გეხუმრე. უბრალოდ გე-ხუმ-რე ! - მუხლებზე დამისვა და საფეთქელთან მაკოცა.. -ჩემი ყველაზე დიდი ბავშვი ხარ შენ, დარწმუნებული ვარ თქვენი გაზრდა ერთად მომიწევს..
- წარმოიდგინე პატარა გოგო.. რა დავარქვათ? - ისე ვკითხე გეგომებოდა უკვე ველოდი ბავშვს..
- რაიმე უცხო და ლამაზი..
- მასეთი ჟუჟუნა და მაყვალააა.. უცხო , ახლა რასაც არ არქმევენ - სიცილით გამოვაჯავრე და ენა გამოვუყავი.
- მაგ ენას ერთხელაც იქნება მოგაძრობ.. მაშინ ანაბელი დავარქვათ , რაღაცნაირი სახელია ლამაზი და სადა..
- ანაბელი მომწონს- ტაში შემოვკარი და ცალი ხელი მუცელზე დავიდე - დედიკო გიცდის ანაბელ ..
**
დღე მეოთხე (ფიქრები შენზე)
სააბაზანოს იატაკზე ვიჯექი და საკუთარ სხეულზე კონტროლი სრულიად მქონდა დაკარგული. მთელი ტანით ვცახცახებდი და ვერანაირად ვერ ვახერხებდი ტირილის შეწყვეტას.. კარებს მთელი ძალით ვეყრდნობოდი ზურგით და ვგრძნობდი რომ შენ ჯერ კიდევ იჯექი კარების მეორე მხარეს. შენი ხმა ჯერ კიდევ ჩამესმოდა , რომელიც მეხვეწებოდა რომ კარები გამეხსნა და შენთვის შესვლის საშუალება მომეცა..
ეჭვიანობის მორიგ შეტევას სიგიჟის ზღვარზე მივყავდი. იმაზე ფიქრიც კი მაგიჟებდა რომ ტატას ასე თავსუფლად შეეძლო შენთან დარეკვა შუაღამისას და ძილი ნებისას სურვება, ჭკუიდან გადავყავდი იმ ფიქრს რომ შენს ტელეფონში ჯერ კიდევ იყო მასთან ერთად გადაღებული ფოტოები, მიუხედავად იმისა რომ შენს გრძნობაში ეჭვი ერთი წამით არ მეპარებოდა, შემეძლო, მართლა შემეძლო იმ წამს მომეკალი....
ისტერიკამდე მივყავდი საკუთარ ფიქრებს და ახლაც ამის შედეგად ვისხედით ასე.. ვიცოდი დილით ამ ყველაფერზე ძალიან ვინერვიულებდი, ვიცოდი მაგრამ საკუთარ თავს კონტროლს ვერ ვუწევდი. შენ მხოლოდ ჩემი იყავი , მხოლოდ ჩემი და მე ასე მესმოდა სიტყვა „ჩემი“.
დილით საწოლში შენს მკერდზე თავდადებულს გამომეღვიძა.. მშვიდად სუნთქავდი.. ნელა წამოვიწიე და მხარზე გაკოცე.. მე ისევ შენი მაისური მეცვა, მიუხედავად იმისა რომ დამპირდი მძინარეს გამხდიდი, სახეზე ღიმილი მომეფინა, მაინც ვერ მოახერხე შენი მაისურის დაბრუნება... ხარბად შევიყნოსე შენი სუნამოს სურნელი ასე მძაფრად რომ ახსოვდა ჩემს გონებას შენი პირველი ნახვიდან დღემდე. მიუხედადვად იმისა რომ სულაც არ ვიცოდი ასე ძალიან რა ინგრედიენტი მიზიდავდა, მთავარია ვიცოდი რომ ეს შენი სურნელი იყო, მხოლოდ და მხოლოდ შენი..
ნელა დაგისვი სახეზე ხელი და გამეღიმა. შენ ერთადერთ ადამიანი იყავი ვისთან შეხვედრისაც ასე მეშინოდა, ვისთან შეხვედრაც ასე ძალიან არ მინდოდა. ახლაც კი მახსოვს როგორ მეშინოდა შენს თვალებს გადავყროდი და შენს ტუჩებს შევხებოდი.. პირველად შენს კაბინეტში,გადავეყარე შენს თვალებს და მივხვდი რომ ნაწილაკებად დავიშალე, ასე მეგონა ჩემი მთლიანობა იმ წამს დაირღვა და ვეღარასოდეს გავხდებოდი ისეთი მთლიანი როგორიც შენამდე.. სხეულში თითქოს სისხლმა უკუსვლით დამიწყო დინება და ტვინის რომელიღაცა ნაწილმა მოქმედება შეანელა..
სულ ოდნავ შეგეხე ტუჩებზე და საკუტარ თავს დავპირდი რომ აუცილებლად მოგიყვებოდი ამაზე როგორც კი გაიღვიძებდი..

**
დღე მეხუთე (ღალატი)
ბუხრის წინ იატაკზე ვისხედით ბალიშებზე.. წინ ორი ღვინის ჭიქა და საყვარელი შოკოლადი გვედგა. გაშტერებული ვუყურებდი ცეცხლს და ვფიქრობდი რა საოცრება იყო ცხოვრება, მეხუთე დღე იყო დანიელთან ერთად გამოკეტილი ვიყავი ამ სახლში. მოწყვეტილი ყოველგვარ რეალობას და თავს სულაც არ ვგრძნობდი ცუდად..
- საყვარელ ადამიანს რას არ აპატიებ? - მოულოდნელად დასმულ კითხვაზე მისკენ დავტრიალდი და გავუღმე..
- ყველაფერს ვაპატიებ, მე არავის არაფერში ვავალდებულებ, ყველამ ისე უნდა იცხოვროს როგორც უნდა , თანაც ხო იცი იდეალური არავინაა, ეს მარტო მითია - მხრები ავიჩეჩე და წითელი სითხით დავისველე ტუჩები..
- ღალატსაც? აპატიებ ღალატს და მასთან ერთად გააგრძელებ ცხოვრებას? - დაეჭვებული კითხვის გაგონებაზე გამეღიმა და თვალებში ჩავხედე..
- მე არ მითქვამს რომ მასთან ერთად გავაგრძელებ ცხოვრებას დანიელ, უბრალოდ ვაპატიებ, რადგან ადამიანი და შეცდომა ორი განუყრელი რაღაცაა.
- მე მაპატიებ ღალატს?
ღვინის ჭიქა განზე გავწიე, ბალიში მისკენ ახლოს მივაჩოჩე , გაყინული ხელი ლოყაზე მივადე და თვალებში ჩავხედე, მივხვდი რომ დაიბნა, ხუმრობით და გასართობად დაწყებული თამაში, სერიოზულ სახეს იღებდა..
- მაგრამ შენ არასოდეს მიღალატებ ვიცი - სრულიად დამაჯერებლად ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე... - ზუსტად ვიცი რომ სხვაზე არასოდეს გამცვლი - ჩემივე სიტყვების თავად გამიკვირდა, საიდან მქონდა ასეთი თავდაჯერებულობა, მაგრამ ეს სრულიად გადაჭრით და ხაზგასმით ვუთხარი დანიელს..

დღე მეექვსე (სიზმარი)
დილით ადრიანად გავახილე თვალები, საათი ჯერ მხოლოდ შვიდს უჩვენებდა, გადახდილ ზურგზე ფრთხილად მივაფარე საბანი და კიბეებზე დავეშვი...
საშინლად წვიმდა.. ფანჯარა გამოვხსენი და სუფთა ჰაერი შემოვუშვი ოთახში.. უკვე მეორე დღე იყო ეს ამინდი თავს არ გვანებებდა, არადა ცეცხლის დანთება და დანიელთან ერთად ცუღლუტი მქონდა გეგმაში..
ცხელი სითხე ფინჯანში ჩავისხი და გაყინული ფეხების გასათბობად ლოგინში შევწექი.. პატარა ბავშვივით უშფოთველად ეძინა დანიელს. დროდადრო სახეზე ემოცია ესახებოდა. ნამდვილი პატარა ბავშვი იყო, სიზმარს ხედავდა და ცხადად განიცდიდა... საბანი მივიფარე და გვერდზე დადებული წიგნი გადავშალე..
მოულოდნელად წამოჯდა და ამღვრეული თვალებით გამომხედა..
- კარგად ხარ? - შეშინებულმა შევხედე და ლოყაზე ნელა მივადე ხელი..
- სადააა? - შეშფოთებულმა მკითხა და თვალებშ ჩამაშტერდა..
- ვინ სადააა?
- პატარა გოგონა , პატარა გოგონა სადაა მართა?
- რომელი პატარა გოგონა?- გაოცებულმა ვკითხე და თვალებში ჩავხედე.
- პატარა გოგონა ნაწნავებით !- გაბრაზებულმა მითხრა და ხელი გამაშვებინა.
- დანიელ დაბრუნდი ახლა რეალობაში, წყლით სავსე ჭიქა მივაწოდე და ლოყაზე ვაკოცე..
- პატარა გოგონა ისევ გამექცა- დანანებით მითხრა და ჭიქა უკან გამომიწოდა..
- იცოდე ვეჭვიანობ, ვინ პატარა გოგონა? - სიცილით შევხედე და მხარზე მივეყუდე..
- არ ვიცი ვინაა,ხანდახან ვხედავ სიზმარში. პირველად ცხრა წლის ვიყავი, როცა დამესიზმრა, პატარა გოგონა, ყოველთის ზღვის სანაპიროზე ვხედავ, რაღაცას მაწვდის და ვერ ვარკვევ, იმდენად შავ-თეთრი სურათია, მერე ბრაზდება და გარბის.. ადრე დედას მოვუყევი, მითხრა ცხრა წლის რომ იყავი მაგ დროს ზღვაზე ვისვენებდით, იქ შეიძლება გაიცანი ვინმე და გონებას ჩარჩაო, მაგრამ ვიცი რომ ასე არ იყო. -ნერვიულად მოისრისა შუბლი და ეჭვის თვალით გამომხედა.- შენ მაგ დროს ისვენებდი ზღვაზე?
- რა დროს, შენ რომ ცხრა წლის იყავი?? - სიცილით გავხედე და ჩემს ისტერიულ სიცილზე მასაც გაეცინა... - დანიელ მაგ დროს ორი წლის ვიყავი, მასე მარტოს წყალში ვინ გამომიშვებდა, თან შემიძლია დაზუსტებით გითხრა რომ ბაბეს ათ წლამდე ზღვაზე არ წავუყვანივარ, ამიტომ ტყუილად გგონია რომ ის გოგო მე ვიყავი..
- დამცინი??? - წყენა ვერ დამალა და ზურგი მაქციაა...
- არა მაპატიე, შენი წყენინება არ მინდოდა, უბრალოდ გამეცინა... - ზურგიდან ავეკარი და მხარზე ვაკოცე... კნუტივით გაიტრუნა, ვიცოდი როგორ უნდა შემომერიგებინა.. დამშვიდდი ახლა და თუ ეს გოგონა ასეთი ძვირფასია შენთვის ერთად მოვძებნოთ.
**
საძინებელში ვიწექი და თვალების გახელა არ მინდოდა, ერთიანად ვფიქრობდი ყველაფერზე, იმაზე რაც მოხდა და იმაზე რაც მოხდებოდა....
დანიელს სახლში წაყვანა ვთხოვე, მინდოდა მარტო ვყოფილიყავი, ახლა ყველაზე მეტად სიმარტოვე და სიმშვიდე მჭირდებოდა.. არავის ვადანაშაულებდი საკუთარი თავის მეტს. მე უნდა მივმხვდარიყავი ყველაფერს. მე ვიყავი მხოლოდ დამნაშავე..
ხალათი მოვიცვი და მისაღებში გავედი..
გოგოები და დანიელი გულითადად საუბრობდნენ. მათ დანახვაზე სახეზე ღიმილი მომეფინა და დანიელისკენ წავედი... წელზე ნელა შემომხვია ხელი და მუხლებზე დამისვა. მაშინვე ჩამალა სახე ჩემს თმებში და როგორც სჩვევია ხარბად შეიყნოსა თმებიდან მოპარული სურნელი..
- იცი რა გამახსენდა? - ღიმილით მითხრა სოფიომ და გაბერილ მუცელზე ხელი დაისვა.. - პირველად რომ გაგიცანი...
- ნეტა რა გახსოვს - ხორხოცით ჩაერთო ლაპარაკში ნუცა როგორც სჩვევია ..- ხო აი ბაღში რომ მიგიყვანეს და ჩხაოდი ეგ გეხსომება..
- მე ვჩხაოდი? - გაბრაზებულმა შევხედე ნუცას ..
- შენ კი არა ეს ბორბალივით ქალი. ბოლო ხმაზე ჩხაოდა ხოლმე..
- ღმერთო ჩემო ბორბალივით ქალი-ო , აღშფოთებულმა თქვა სოფიომ და პირველად წამსკდა სიცილი მთელი ორი დღის მანძლზე..
- მარტო შენ ახერხებ ასეთი ფრაზების მოფიქრებას. ღმერთო ჩემო ნუცა, საიდან იგონებ ამეებს..
- საიდან და ნაკითხი გოგო ვარ, ვზივარ და ვკითხულობ და მერე საუკეთესო ფრაზებს ვიწერ..
- და ეგ რომელი ნაწარმოებიდან იყო? - ინტერესით ჩაეკითხა დანიელი და ჩემს ზურგს უკან დაიმალა. - ეს ალბათ უფრო ბუკოვსკი იქნებოდა..
- უზნეო კაცი ხარ . ბუკოვსკი საიდან მოიგონე, თუმცა ეგეც ვიცი ახლა ბუკოვსკის რა ნაწარმოებმა გაგირბინა თავში.. - სიცილით ესროლა ბალიში დანიელს და ანთებულ ტელეფონს დახედა..- შენი ძმა მირეკავს - თამამად გამოუცხადა და ოთახიდან გავიდა..
- ამას დიდი ხანია შენი მაზლი ურეკავს? - სოფიოს კითხვაზე ერთიანად დავაღეთ პირი მე და დანიელმა..
- ჩემი მაზლი? - თვალები მაშინვე დავუბრიალე სოფიოს გაჩუმების მიზნით..
- ხო შენი მაზლი არაა?!- კაი რა, მაინცდამაინც ჯვარი უნდა გქონდეთ დაწერილი რომ ცოლი და ქმარი იყოთ? ისედაც ასე ხართ.. ხოდა ეს შენი მაზლი ამ შერყეულს რატომ ურეკავს, თუმცა ისიც ხო შერყეულია - ლექსივით ჩამოარაკრაკა სოფომ და სახეაწითლებულ დანიელს შეხედა.. - მაპატიე დანიელ, ცუდი განზრახვით არ მითქვამს. უბრალოდ.
- ვიცი, მეგობრობენ, ანდრიამ მითხრა რომ კარგად გაუგეს ერთმანეთს და ხშირად საუბრობენ სულ ესაა მე რაც ვიცი, რაც არ ვიცი ნუცას კითხეთ .. - მუხლებიდან გადამსვა და ფეხზე წამოდგა..- მივხვდი მიუხედავად იმისა რომ სოფიოს მიზანმიმართულად არ უთქვამს ანდრიაზე ასე, მაინც ეწყინა, მაგრამ არ შეიმჩნია..
- როგორ მინდა მალე გაჩნდეს ეს ბავშვი, დავიღალე რაა. უკვე წელი და ფეხები მტკივა.. - წუწუნით მითხრა და მაშინვე ამემღვრა სახე.. - დღეს მარტო სისულელეებს ვლაპარაკობ ჩემო ლამაზო- თავი მაშინვე იმართლა და წელში გასწორდა..
- დამშვიდდი , მეც ველოდები ჩემს ლამაზ ნათლულს. ერთ სული მაქვს გულში ჩავიკრა და პატარა ცხვირზე ვაკოცო...
- ეს რას დაყურებს ასე გაშტერებული, მგონი არც სუნთქავს - ისევ ნუცამ გააბათილა ოთახში არსებული დაძაბულობა და დანიელს ძმაკაცივით შემოხვია ხელი მხარზე.. - ხო მაგარი სიყვარულია? აქ ალბათ ორი წლის იქნება.. რა გასიებულია შეხედე. ახლა კიდე მაკარონვით არის ..
- რაზე ლაპარაკობთ მაჩვენეთ - ფეხზე წამოვდექი და ხელიდან ხელში გადმოსულ ფოტოს დავხედე..
- ხოო აქ ორი წლის ვარ, ნახე როგორი ფეხები მაქვს - სიცილით დავხედე საკუთარ ფოტოს და დანიელს შევხედე..- სახეზე ფერი არ ედო, ნუცა მართალი იყო, არც კი სუნთქავდა.. ნელა შევახე ხელი მკლავზე და ერთიანად მოეგო გონს..- დანიელ ცუდად ხარ?
- არა, რაღაც გამახსენდა, საქმე მაქვს, უნდა წავიდე - ერთიანად მომაყარა სიტყვები და გოგოებს შეხედა.. - დღეს რომელი რჩებით ?
- ორივე - ერთხმად დაიძახეს და ჯერ მე შემომხედეს მერე დანიელს.
- მაშინ მე წავალ - კიდევ უფრო გაფითრებულმა შემომხედა და მერე გაოცებულმა დახედა სურათს..
ცოტა ხანს სამივე ჩუმად ვისხედით და ჩემს ფოტოებს დავყურებდით. ზოგადად ადამიანებს ხშირად ენატრებათ ბავშობა, მე კიდევ ვუყურებდი ჩემს სურათებს და არაფერი მენატრებოდა... ჩემი ყოველი ფოტო სიხარულით იყო გადაღებული . იქამდე სანამ ათს კიდევ მიემატებოდა ასაკი, მერე თითქოს ღიმილი შევწყვიტე, მერე სურათებს შორის განსხვავებაც კი იგრძნობოდა...
- ოდესმე დანიელს მიატოვებ, ამას შეძლებ მართა? - ნუცამ კითხვამ ოდნავ შოკი მომგვარა და ალბომი დავხურე..
- რატომ მეკითხები? - ინტერესი ვერ დავმალე და ნუცას გავხედე..
- მაინტერესებს როდის შორდებიან საყვარელ ადამიანებს. აი ნახე, სოფიოს შვილი ეყოლება მალე, ამიტომ შეიძლება მისთვის უფრო მეტად პრობლემა იყოს დაშორება, როგორც ხდება ადგება და შვილზე დაიწყებს ფიქრს, შვილს ვერ დავუნგრევ მომავალს და ფსიქიკას, ბავშვს მამაც სჭირდება და დედაც. აი, შენ არ გყავს ქმარი ოფიციალურად. უყურე ხაზს ვუსვამ ოფიციალურად , თორემ ისე მე და სოფო შენს სექსუალურ დანიელს სიძეს ვეძახით. უბრალოდ მაინტერესებს რა დროს შეიძლება რომ მიატოვო კაცი რომელიც გიყვარს..
- არა, ყოველთვის უცნაური კითხვების მოყვარული იყავი, მაგრამ ამჯერად გამაოცე - მშვიდად გაიცინა გაბერილმა და ვაშლის მოზრდილ ნაჭერს წაატანა ხელი...
- იცი რა? ადამიანის მიტოვება, მისგან წასვლა რთული არაა, შეგიძლია ნებისმიერი ადამიანისაგან წახვიდე, ისე წახვიდე რომ უკან არ მოიხედო და წასულმა სიმსუბუქე იგრძნო მაგრამ, არის ერთი დიდი მაგრამ ნუცა, თუ ეს მამაკაცი არა მარტო შენს გულს და სხეულს ეხება, მისგან წამოსვლა შეუძლებელია. ადამიანი რომელიც შენს სულს ფლობს, მას ვერ მიატოვებ იცი რატომ? შენ დასაწყისი ხარ და ის შენი სულის გაგრძელებაა. თუ ადამიანი სულით გეხება მას ვერ დაივიწყებ.
- ძალიან გიყვარს არა? შენზე ძალიან ნერვიულობს იცი?
- ვიცი ნუცა ვიცი, მაგრამ შინაგანად ცუდად ვარ, ვცდილობ რომ მას არაფერი ვაჩვენო, მაგრამ მიჭირს, ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე ვბრაზობ. იქ დაჩაზე ყოფნის დროს ყველაზე კარგად შევიცანი დანიელი. ყველაფერზე ვილაპარაკეთ მათ შორის ბავშვებზეც. გამიმხილა როგორ ძალიან უნდა რომ შვილი გვყავდეს. ჩემნაირი და მისნაირი. იქიდან დაბრუნებულმა კიდევ , მწარე რეალობა მივახალე სახეში ჩემი ქცევით - ცრემლები ლოყებზე ჩამომიგორდა და ტირილის შესაჩერებლად ტუჩები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე.. - იცი , აი ახლა ზუსტად იმ სულის გაგრძელება მტკივა რასაც დანიელის ნაწილი ჰქვია.
- ჯერ ყველაფერი წინააა, მართლა - დანანებით მითხრა ნუცამ და მაგრად შემომხვია ხელები. - უბრალოდ არ ვიცი რა სიტყვები უნდა გითხრა ასეთ დროს.
- არაფერი არ მითხრათ არც ერთმა, უბრალოდ მაგრად ჩამეხუტეთ და მეყოფა..
**

დღეები ერთმენთის მიყოლებით მიდიოდა, მეც ნელა-ნელა გამოვდიოდი მდგომარეობიდან.. მიუხედავად ყველაფრისა ცხოვრება მაინც გრძელდებოდა. ფეხი უნდა ამეწყო დინებისათვის.. ხშირად როდესაც მარტო ვიყავი, ვჯდებოდი და ვფიქრობდი რომ ამაზე უარესი ჩავარდნებიც აქვს ცხოვრებას, რომ მე მთლად არ გამიმეტა განგებამ. ვფიქრობდი რომ ამითი ჭკუა უნდა მესწავლა..
- ჩემი კნუტი როგორაა? - მჭახედ გაისმა დანიელის ხმა ტელეფონში და გამეცინა..
- კარგად ვარ დან, შენ?
- მისმინე, ხო იცი დღეს ლელას დასანიშნად მივდივართ, არ დაგავიწყდეს რა, სახლში მიდი მეც გამოვალ ერთ საათში და გავიდეთ, თორემ ლევანმა იმდენჯერ დამირეკა ასე მგონია ლევანის დასანიშნად მოდიან..
- კარგი რააა. ნერვიულობს. აი შენ რომ იყო მის ადგილას ნახავდი..
- მე მის ადგილას არ ვიქნები, იმიტომ რომ სხვა გეგმები მაქვს - სრულიად დამაჯერებლად მითხრა და გავიტრუნე..
- მაინც?
- მე პირდაპირ ცოლად უნდა დაგისვა, ხო იცი არც მე მოვწონვარ შენებს და არც შენ ჩემეის ნაწილს - სიცილით მითხრა და გამეცინა.
- უზნეო კაცი ხარ რააა. კარგი მაცდენ ახლა, საბუთებს ვავსებ, დავასრულებ და გავალ და მალე მოდი..
- არის უფროსო- მალე მოვალ და მერე მე ვიცი..
- ვერაფერი ვერ იცი.. შენი „მე ვიცი“ რამოდენიმე საათი გრძელდება ხოლმე...
- ეგეცაა - გულიანად გადაიხარხარა და მალე წადიო დამიბარა.
სარკის წინ ვიდექი და ბოლო შტრიხები შემქონდა.. უკნიდან მომეპარა ქურდულად და წელზე ნელა შემომხვია ხელები.. ვნებიანად მაკოცა ყურთან და სიამოვნებისაგან შევკრთი .თვალები დავხუჭე და ნელა გადავწიე თავი... ახლა ყველაზე მეტად მისი სითბო მენატრებოდა.. მაგრამ ვიცოდი ჩემგან ერთი წასული მუხტი და დანიელს ვერაფერი გააჩერებდა. ვგრძნობდი რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემზე დარდობდა, იცოდა რომ ახლა მისი ოდნავ შეხებაც კი ტკივილს გამიუაესებდა.. მის სხეულში სურვილი და ვნება ერთმანეთს ერეოდა და სადაც იყო ერთიანად იფეთქებდა...
სწრაფად დავტრიალდი მისკენ და ტუჩებზე ვაკოცე... მიხვდა რომ მისი გრძნობების განმუხტვას ვცდილობდი..
- შენს ტუჩებს ჩემი კოცნის ფერი აქვს - მისთვის საყვარელი სიტყვები მიჩურჩულა ყურთან მაგრად შემომხვია ხელები და როგორც სჩვევია ჩემი თმებიდან მოიპარა სურნელი..
მთელი საღამო სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი.. ისე მიხაროდა ლევანის და ლელას ბედნიერება გეგონებოდათ ჩემი ყოფილიყოს..
- აღარ მოდის ეს ბიჭი? - ემოციურად იკითხა ლელამ და დედამის შეხედა..
- მოვა ლელა, მოვა აბა სად წავა. ხო იცი სამსახურის მერე მოდის , აგვიანდება ალბათ..
- ვინმეს ველოდებით? - ინტერესით იკითხა ლევანმა და ლელას შეხედაა.
- კი , ჩემი დეიდაშვილი საბა უნდა მოვიდეს. მინდა რომ გაგაცნო და ბატონ დანიელსაც გავაცნო..
- აქაც ბატონი დანიელი ვარ? - განაწყენებულმა შეხედა ლელას და დაიფრუტუნა...
- არა , არა უბრალოდ დანიელი ხარ და ლელა მართლა მოეშვი ამ ბატონოს თქმას, კარგად იცი დანიელი ჩემთვის ძმასავითაა.. ეს ბატონო ჩვენს სიტუაციაში ზედმეტია - გაითავისე ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ..
- ძალიან დიდი - სიცილით ჩაერთო ირაკლი და ლევანს ხელი წაკრა..
- აი მოვიდა ალბათ - ბედნიერეი წამოდგა ნანა და კარისკენ წავიდა.. კარგა ხანს გვესმოდა სამზარეულოში კამათის ხმა, სახეზე სიწითლემ გადაკრა ლელას და რამოდენიმე წამში ყვავილებით ხელში იდგა კარებში საბა და გაოცებული არ მაშორებდა თვალს..
- ჩემი საბაა - კისერზე შემოხვია ლელამ ხელები და ლოყაზე აკოცა. გაიცანით ჩემი დეიდაშვილი . ეს კიდევ ლევანია ჩემთის ყველაფერი, ირაკლი ლევანის ძმაკაცი.. დანიელი ჩემი უფროსი და ისევ ლევანის ძმაკაცი, ეს კიდევ..
- მართააა. ეს კიდევ მართააა გელოვანი - ყვავილები ლელას მიაჩეჩა და ჩემკენ დაიძრა... ერთიანად გამახურა სხეულში. ნერვიულობამ თავიდან ფეხებამდე გამირბინა და დამფრთხალმა შევხედე საბას..- არ მითხრა ახლა ვერ გიცანიოო- ხელები მაგრად შემომხვია და ზედ მიმიკრა..
- გიცანი რა თქმა უნდა საბა. - ვეცადე სიტუაცია განმემუხტა და დანიელს გავხედე.. მე და საბა ერთად ვსწავლობით, ერთ კურსზე ვიყავით.
- რა პატარაა ეს თბილისი, საიდან სად, აი აქ ნაღდად არ გელოდი.. ბავშური ღიმილით მიღიმოდა და ეშმაკურ მზერას არ მაშორებდა.. - შენ ხო იცი არ შეცვლილხარ, უბრალოდ კიდევ უფრო მეტად გალამაზებულხარ.
- საბა მოდი , მოდი, დაჯექი - სწრაფად წაატანა ხელი ლელამ და თავისკენ გაქაჩა.. -ღიმილით გავაცილე საბა კუთვნილ ადგილამდე და მოწყვეტით დავჯექი სკამზე..
მთელი საღამოს განმავლობაში თვალს არ მაშორებდა.. ცდილობდა მაქსიმალურად შემხებოდა და მეც დაძაბული ვიწეოდი დანიელისკენ..
- სიყვარულის სადღეგრძელო უნდა დავლიო - უკვე კარგად შეზარხოშებული წამოდგა ფეხზე ლევანი და ლელას ხელზე აკოცა.. - ეს გოგო იმდენი ხანია მიყვარს, მგონი სათვალავი ამერია.. დიდად წიგნების მკითხველი არა ვარ მაგრამ, რაც წამიკითხავს ყველგან სიყვარულით იტანჯებიან, ხოდა აბა მე ერთი მოკვდავი კაცი როგორ გადავურჩებოდი ამ დიად გრძნობას? - სიცილით გვითხრა და თვალი მოგვავლო.. მიუხედავად იმისა რომ ბევრი რაღაც გამოვიარე, ახლა ბედნიერი ვარ და ეს ამად ღირდა.. მაგრამ იცის უნდა ვაღიარო, რომ არა დანიელი , ალბათ ახლაც ტანჯვაში ვიქნებოდი.. მადლობა ძმაო - მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა იმ ძალის მოცემისთვის და მერე გვერდში დგომისთვის..
- არ ღირს ლევან. მთავარია ვიცი რომ ბედნიერი ხარ. ერთად ხართ ბედნიერები და საკმარისია..
- ოოოო, სიყვარული მაგარი მურტალი გრძნობაა - ჰაერში ასწია ჭიქა საბამ და შემომხედა.. ამისი მაგალითი მე ვარ. და იცით რა არის ყველაზე ცუდი? როცა ისეთი ქალი გიყვარდება ვისაც არ უყვარხარ. ყველა ფიქრი და ოცნება რომ მისკენ გაქვს მიმართული, როცა ვერ ხედავ და ნატრობ წამით დამანახაო, აი ესეთი სიყვარული ვიცი მე. წლების წინ ისე შემიყვარდა ერთი გოგო, მგონი ახლაც მიყვარს - ნიშნის მოგებით მითხრა და გამომხედა, მაშინვე ავარიდე მზერა და აფორიაქებულმა გავხედე ლელას, რომელსაც სახეზე ფერი არ ედო..
- მე თუ მკითხავ, სიყვარული მურტალი სულაც არაა - მთავარია სწორი ადამიანი შეიყვარო. სწორი თუ არ იქნება გულით შეიყვარო და შენი სიყვარული ისე არ დააკნინო რომ მურტალი უწოდო. სიყვარული ცეცხლს ჰგავს, როგორც ცეცხლი ისე გიწვავს შიგნეულს , შიგნიდან იწყებს შენს განადგურებას.თავის ალში მარტივად გახვევს და მერე როგორც არ უნდა ეცადო ვერ გამოხვალ..
- მურტალი იმიტომაა , რომ ჩემი გრძნობა ვერ დააფასეს, ყველაფერი შემეძლო მიმეცა მისთვის, ყველაფერი მივეცი კიდევაც , ვაჩვენე კიდევაც , მაგრამ ვერ დავანახვე..
- იქნებ არ უნდოდა უბრალოდ დანახვა, არ უყვარდი და ამიტომ? - გაცხარებულმა ვკითხე და გავუღიმე.. - ადამიანს სიყვარულს ვერ აიძულებ საბა, წარმოუდგენელია. სიყვარული გრძნობაა, განცდათა მორევია, უნდა ჩაიძირო, თავად უნდა ჩაგითრიოს..
- ისე ლაპარაკობ აშკარაა ჩათრეული ხარ - ირონია არ დაიშურა და წამოსადგომად გამზადებულ დანიელს მაგრად მოვუჭირე ხელი მაგიდის ქვეშ..
- კი ჩათრეული ვარ, თანაც სამუდამოდ..რომ გავიზარდეთ მგონი დაგავიწყდა. მას მერე ლამის რვა წელიწადი გავიდა. ცოტა დრო არაა.
- მთავარია გიყვარდეს ის ვინც შენს სიყვარულად ღირს..
- იქნებ თემა შევცვალოთ? - გაღიზიანება გაერია ხმაში ლევანს , და ლელას გახედა რამე თქვიო..- აქ ჩემი და ლელას ნიშნობაა თუ სიყვარულის დემაგოგიის საღამო, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, უფრო მშვიდ და ოჯახურ გარემოში..
- მე მეგონა ესეც ოჯახური გარემოა- უკან არ დაიხია საბამ და ხელი ხელზე ვითომ შემთხვევით დამადო..
- საბა გეყოფა - მისკენ გადაიწია ლელა და მკლავში მოქაჩა. შენს სიყვარულზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, გპირდები რომ ერთ ლამაზ საღამოს ყველანი ერთად ვილაპარაკებთ სიყვარულზეც, ტკივილზეც, სევდაზეც, როცა ყველას გვეცლება..
- ხო?? - თვალები მოჭუტა და ლელას შეხედა. - ვინც აქ ვართ ყველანი?? ყველანი ასე დავსხვდებით და ვილაპარაკებთ , ვის რა გვტკივა??
- კი ყველანი, გპირდები. ჩვენში ყველაზე დაკავებული დანიელია, მთავარია დანიელს ეცალოს და როცა გინდათ მაშინ მოდით.
- თანახმა ვარ - ბავშურად თქვა ირაკლიმ და გამომხედა.. - რაო რძალო, არ ხარ თანახმა?
- თანახმა ვარ, სადაც დანიელია მეც იქ ვარ - გამიზნულად გავუსვი ხაზი და დანიელს მხარზე მივეხუტე.
- გასაგებია - ღიმილით გამომხედა საბამ და თვალი ჩამიკრა..
მთელი საღამო ეკლებზე ვიჯექი.. მიუხედავად იმისა რომ დანიელს დაძაბულობა არ ეტყობოდა, მაინც არ მასვენებდა რაღაც. გულში რაღაც ხინჯად მქონდა და ვერ ვინელებდი.. მინდოდა რაც შეიძლებოდა მალე წავსულიყავით და მისთვის ყველაფერი მეთქვა. დროდადრო ამღვრეული მიყურებდა ლევანი და მერე ურცხვად აკვირდებოდა საბას მზერას..
- სულ მინდოდა თქვენი გაცნობა დანიელ - თბილად უთხრა ნანამ და დანიელს შეხედა.. - ლელა ისე კარგად გახასიათებდათ მუდამ. ახლა დავრწმუნდი რომ ნამდვილად ასეთი ხართ. მიუხედავად ყველაფრისა უბრალო ადამიანად დარჩით.
- ძალიან გთხოვთ თქვენობით ნუ მელაპარაკებით . მეც ისევე შვილად მიმიღეთ როგორც ლევანი - აღელვებულმა უთხრა და ქალს შეხედა..
- ასე იყოს შვილო. მიხარია რომ ჩემს გოგოს ასეთი ადამიანები ჰყავს გვერდით. საუკეთესო ადამიანები...
- საუკეთესოები - სიცილით და დაბალ ხმაზე ჩაილაპარაკა საბამ და სახეზე სიბრაზემ გადაურბინა დანიელს..
- მეჩვენება თუ ზედმეტი მოგდის? - მისკენ გადავიხარე და რაც შემეძლო აგრესიულად ვუთხარი.. - იცოდე ზედმეტი არ მოგივიდეს, თორემ დავივიწყებ რომ ლელას დეიდაშვილი ხარ.. სანამ აქ ზიხარ, ჩემკენ არ გამოიხედო იცოდე, საბა გაფრთხილებ და არ მეცინება !
- თორე რას მიზავ? -მაჯაში მომკიდა ხელი და მთელი ძალით მომიჭირა..
- რაღაცა ზედმეტი მოგდის მგონი უკვე, დიდი ხანია გითმენ და გაიგნორებ , პატივს ვცემ ამ სახლს და ლელას, და ნუ მაიძულებ დავივიწყო სად ვარ და რა მიზეზით - კბილებში გამოსცრა დანიელმა და სკამიდან წამომაყენა.. - კიდევ ერთხელ შეეხები და იცოდე ძვლებში გადაგამტვრევ..
- მორჩით ორივე - საუბარში ნანა ჩაერთო და საბა ძალით გაიყვანა ოთახიდან. ერთ ხანს სიჩუმე იდგა, ბოლოს ისევ დანიელმა დაარღვია სიმყუდროვე და ლევანს გახედა..
- ლევან ჩვენ წავალთ ძმურად. ხო იცი ჩემი ამბავი - მხარზე ხელი დაჰკრა და კარისკენ დაიძრა.. დერეფანში მდგარ ნირწამხდარ ნანას გახედა და გაუღიმა..- ნანა დეიდა მე და მართა წავალთ, სხვა დროს კიდევ გესტუმრებით . მადლობა ყველაფრისთვის..
- მადლობა შენ შვილო და ბოდიში - დარცხვენით გვითხრა და ჩვენკენ წამოვიდა.
- საბოდიშო არაფერია, ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა- გულზე მიიკრა მომცრო ტანის ქალი და ლოყაზე აკოცა..
მანქანის სავარძელზე თვალებდახუჭული იყო მიყუდებული და ნერვიულად აწვალებდა გადაჭერილ ღვედს.. ალმაცერად ვუყურებდი, ვგრძნობდი რომ კარგად არ იყო, რაღაც აწუხებდა, ამ რაღაცას კი საბა ერქვა... ამღვრეულ თვალებს მალავდა, გახელას არ ლამობდა..
გზას ვუყურებდი და თავში ათასი აზრი მომდიოდა..მხოლოდ მისი დანახვაც კი საკმარისი იყო ჩემთის, რომ რაც კი ოდესმე კინოში მენახა სისრულეში მომეყვანა.
სახლისკენ მიმავალი გზიდან გადავუხვიე და კარგა ხნის სიარულის მერე მანქანა ხეების ქვეშ შევაჩერე. მაშინვე იგრძნო დანიელმა და თვალები გაახილა.. გაოცებული სახით ჯერ მიდამოს შეხედა მერე მე შემომხედა და თვალებით მანიშნა რა ხდებაო..
სწრაფად გადავედი მანქანიდან და მისი მხარის კარები გამოვხსენი.. მაშინვე გამშიფრა, სახეზე ცეცხლისფერმა გადაურბინა და მანქანის უკანა სავარძელზე უხმოდ დაჯდა. თვალებში ჯერ კიდევ უკრთოდა ცეცხლი, გული გამალებით უძგერდა და ვიცოდი რომ ახლა მთელი სურვილის ქარავანი ჩემკენ იყო მომართული. მხოლოდ მე შემეძლო დაშვებული იალქნის გაშლა და ღუზის დაშვება..
თამამად გადავაჯექი ფეხებზე და გამომშრალ ტუჩებზე ოდნავ გადავუსვი ენის წვერი. სწრაფად შემომხვია ხელები წელზე და მთელი ძალით მიმიკრა ზედ. პერანგის ღილების გახსნას მისი სწრაფი ქმედება მოჰყვა, ერთიანად გამაცალა მაისური ტანიდან და შიშველ მკერდზე კოცნის წითელი კვალი დამატყო..
ნელა შემიცურა ხელი და ერთი ხელის მოსმით გამიშალა ძლივს შეკრული თმა.. ინერციით მიმიზიდა თავისკენ და ვნებით გაჟღენთილი ტუჩებით დაიქცია ჩემი ტუჩები.. მკოცნიდა ისე თითქოს ეს პირველი ყოფილიყოს. მკოცნიდა ისე თითქოს ვეღარასოდეს შეძლებდა ჩემს კოცნას. ერთიანად იგრძნობოდა მასში აქამდე მოტანილი მონატრების სურვილი და ვნება..
მისი უხეში ფერებით და კოცნით სადღაც ვიკარგებოდი, აზროვნებას ვწყვეტდი, ერთიანად იღვიძებდა ჩემში ტკივილის და სიამოვნების ფერები.. მთელს სხეულზე მეხებოდა მისი რბილი თითის ბალიშები და ვგრძნობდი როგორ იწყებდა კანზე არსებული ბატარა ბუსუსები ცეკვას.
მასთან ყოფნის სურვილი ცეცხლს მიკიდება, სწრაფად დავიხარე მისკენ და , ჩემი საკუთარი გამაბრუებელი სურნელი შევიყნოსე მისი ყელიდან. ხელები თავისით გამექცა მისი შარვლის ქამრისკენ, სხეული მის შეგრძნებას მთხოვდა..
რამოდენიმე წამში დაგუბებულ ჰაერში ისმოდა სიამოვნებისაგან განცდილი ხმები, ვგრძნობდი მის შეხებას ჩემში და უფრო და უფრო მეტად მინდებოდა. მისი ტუჩები მკერდზე და მისი გავარვარებული ხელის გულები წელზე რიტმულ მოძრაობას ქმნიდა და სიამოვნების მწვერვალზე ავყავდი..
არ ვიცი რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს სიგიჟე , ძალა გამოცლილმა დამადე თავი მკერდზე და გავიტრუნე..
- თინეიჯერი ბიჭივით გამაგიჟე მართა - ყურთან მიჩურჩულა და თავზე მაკოცე..- გეგონება სახლი არ გვქონდეს..
- სახლი სხვაა და მანქანის სავარძელი სხვა, განსხვავებას ვერ ხედავ? - ეშმაკურად ავხედე და ცხვირზე ვაკოცე..
- აქამდე მეგონა მე გაგიჟებდი, თურმე პირიქითაა და არ ვიცოდი. ამას როგორ ვიფიქრებდი ტყეში რომ იძალადებდა ქალი ჩემზე..
- ეს ძალადობას არ ჰგავდა ახალგაზრდავ, შემომხედე ერთი , აწითლებულ მკერდზე ვანიშნე და თვალი ჩავუკარი, საკითხავია კიდევ ვინ იძალადა ..
- ბევრს ტლიკინებ შენ და დაისჯები გპირდები ამის გამო..
- მზად ვარ - ირონიულად ვუთხარი და წინა სავარძელზე გადაფენილი სვიტერი, სწრაფად გადავიცვი ტანზე.
**
ერთმანეთის მიყოლებით სამჯერ დააკაკუნა და ფრთხილად შეაღო კარები . ოქროსფერი თმები შეისწორა, მხარზე გადაკიდებულ ჩანთას ნერვიულად ჩააფრინდა და ღიმილიანი სახით შეხედა მამაკაცს..
- რუსა როგორ ხარ? საიდან გაგახსენდი? - ინტერესით ჩაეძია მამაკაცი და ლოყაზე მხურვალედ აკოცა..
- რას ქვია საიდან სოსო ..
- გასაგებია... მაშინ პირდაპირ გკითხავ, რატომ მოხვედი??
- იმიტომ რომ უნდა ვილაპარაკოთ. პატარა ბავშვები არ ვართ. დავსხდეთ და ვილაპარაკოთ.
- დაჯექი მერე რატომ დგახარ.. ყავა, ჩაი , რა შემოგთავაზო..
- მხოლოდ წყალი საკმარისი იქნება..
- სიამოვნებით , იყოს წყალი - თავისთვის ჩაილაპარაკა და მისკენ წავიდა. თეთრი ხალათი გაიხადა და სკამზე გადაფინა. გვედრულად ჩამოჯდა დივანზე და ქალს შეხედა.. - აბა ახლა თქვი რამ გაგახსენა ჩემი თავი? წლებია არ გაგხსენებია ჩემი არსებობა, თქვენიდან მხოლოდ დანიელს ვახსენდები და შენ კიდევ..
- კარგი. მოდი პირდაპირ. მამაჩემის ხსენებამ რა შედეგი მოქცა?
- ვერ მივხვდი - დაბნეულმა შეხედა ქალს და წელში გასწორდა..
- ძალიან კარგად მიხვდი, მამაჩემის ქონებაზე რომ დაიწყე ლაპარაკი სოსო ამას ვამბობ..
- და რა არის იმაში დასამალი რომ შენი ქმარი მამაშენმა წამოაყენა ფეხზე, რატომ არ იციან შენმა შვილებმა რომ მამაშენია ამ ყველაფრის თავი და თავი, არ მესმის რატომ მალავ??
- შენ არაფერი გესმის სოსო - დანანებით უთხრა და წყალი მოსვა..
- სწორია !- მე არაფერი მესმის. არასოდეს არაფერი არ მესმოდა ასეა არა რუსა? - ასეა, ასე- საკუთარ კითხვას თავად გასცა პასუხი და თვალებში ჩააშტერდა.. - რატომ არ უნდა იცოდნენ ბავშვებმა რომ მათი პაპა არის სულის ჩამდგმელი? რატომაა რომ ყოველთვს ჩუმდები როცა სალაპარაკოდ მოდიხარ? ოდესმე გექნება პასუხი კითხვებზე? რატომ არის რომ ყოველთვის ამცირებს ნიკო შვილებს და განსაკუთრებით ანდრიას, რატომ ხარ ამაზე ჩუმად? ამიხსენი ადამიანო.. დედა არ ხარ? - გული როგორ გითმენს? - შენმა საყვარელმა შვილმა ქუდი დაიხურა და შენგან გაიქცა, დიახ შენგან გაიქცა და არა მამამისისგან, ასე ნუ მიყურებ, შენ რომ დაგეცვა, მისი მხარე დაგეჭირა ასე არ იქნებოდა. მეორე საგიჟეთში გამოაკეტინე იმ გიჟ კაცს და ამაზეც გაჩუმდი. ახლა მიპასუხე, რითი გაშატნაჟებს ეს კაცი?? რა იცის ისეთი რომ ასე მონასავით ხარ მასთან..
- სიმართლე !- აცრემლებულმა დაუბრუნა პასუხი და მამაკაცს ახედა..
- რა სიმართლე რუსუდან?!- ხმა გაიმკაცრა და ფეხზე წამოდგა.. რა სიმართლეზე ლაპარაკობ? რომელი სიმართლე ღირს შვილების ასე დაკნინების ფასად?
- ღირს და ამაზე არ ვლაპარაკობთ ახლა. ეგ შენ არ გეხება, და რაც არ გეხება იმას ნუ ქექავ გასაგებია???
- მე ვქექავ? დაგავიწყდა რამდენჯერ მოხვედი ტირილით ჩემთან? რუსა მისმინე. ბავშვები აღარ ვართ , მოდი გულახდილად გამანდე რას მალავ. დაგეხმარები, გპირდები რომ დაგეხმარები...
- ვერ დამეხმარები სოსო შეიგნე. ეს იმდენად დიდი და რთული ამბავია, ამის გამხელას ვერასოდეს მოვახერხებ. ჩემი ცხოვრება კი არა ყველას ცხოვრება ერთიანად გადატრიალდება..
- გასაგებია. ალბათ უფრო პატარა რომ იყო, ისევ მოხვიდოდი ჩემთან და ღამის გათენებას მთხოვდი, ისევ დავთვრებოდი შენი ალერსით და ისევ დაუვიწყარ ღამეებს მაჩუქებდი....
- ახლავე შეწყვიტე ! - ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.. შეცდომა იყო და მორჩა.
- შეცდომა მე ვიცი ერთხელ და ორჯერ. შეცდომა ხუთი წელიწადი არ გრძელდება.. ამ შენს შეცდომას ღალატი რომ ჰქვია ის თუ იცი?
- ღალატი სხვა რამეა- გაუაზრებლად თქვა და მამაკაცს ახედა..
- მართლა? რა არის აბა ღალატი? ზუსტადაც რომ შენი ქცევაა ღალატი. რა მნიშვნელობა აქვს რა წინა პირობა აქვს , თუკი კაცის ქალებში წასვლა გამოუსწორებეი შეცდომაა, და ამის გამო ქალები ოჯახს ანგრევთ . მაშინ შენი გააზრებული , სამაგიეროს გადახდით გამოწვეული ქმედება ღალატი რატომ არაა?
- ამაზე ლაპარაკი არ ღირს.
- რა თქმა უნდა. ახლა აღარ ღირს ამაზე ლაპარაკი. და მაშინ ღირდა... - მთელი ცხოვრება მიყვარდი. იმდენად ვიყავი შენი სიყვარულით დაბრმავებული ვერც კი ვხვდებოდი რომ მიყენებდი, იცი რაზე მეცინება? მთელი ამ ხუთი წლის მანძლზე მეგონა რომ ერთ დღეს შენი შვილებიანად მომადგებოდი ჩემოდნებით ხელში და მეტყოდი რომ წამოხვედი , და ყოველ დღე უფრო და უფრო ვკარგავდი იმედს. ახლა სულ ერთია რუსა, ყველაფერი სულ ერთია. ცხოვრების ნახევარი გალელული მაქვს. მოხვედი და მეუბნები რომ გიორგი არ ვახსენო.- ამას არ დაგპირდები, იცი რატომ? ზუსტად ვიცი, რომ რამოდენიმე დღეში მომადგება დანიელი და გამოიკითხავს ყველაფერს და არაფერს დავუმლავ.
- არაფერში რას გულისხმობ? - ხმას ოდნავ აუწია და სახეზე ფერი ეცვალა..- სოსო მისმინე, ახლა ნუ შეაჯავრებ შვილებს ჩემს თავს.
- გგონია ისეთი კაცი ვარ, რომ ჩვენზე მოვუყვე? ასეთიც გგონივარ უკვე.. მთელი ცხოვრება ერთი რამ მინდოდა გვერდით მყოლოდი, დღემდე არ ვიცი რატომ არჩიე ნიკოსთან დარჩენა მაგრამ, ხომ ხედავ მისთვის არასოდეს არაფერი მიგრძნობინებია.
- გამოდის რომ ბარი-ბარში ვართ - თვალები მოჭუტა და ფეხზე წამოდგა. ამ ბოლო დროს ჩვენთან სიარული შეწყვიტე და ნიკო ნერვიულობს, ხშირად მოდი ხოლმე ძალიან გაფასებს.
- რა სასაცილო ხარ - სიცილით გაეპასუხა და კარისკენ გაიწია. - ნიკო მაფასებს და მოვალ ხოლმე აბა რაა . უახლოეს დღეებში შევხვდებით ერთმანეთს თქვენს დიდებულ წვეულებაზე..
- სიამოვნებით სოსო - ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა და ოთახიდან გავიდა...
გახსნილი კარიდან მანამდე იყურებოდა თმაში ჭაღარა შერეული მამაკაცი სანამ ოქროსფერთმიანი ქალი თვალს არ მოეფარა... ისევ ისე როგორც მაშინ ისევე უკრთოდა ახლაც გული ... მიუხედავად იმისა რომ უამრავი წელიწადი იყო გასული , ეს ქალი გონებიდან ვერ ამოიგდო. უფრო სწორად მან თავად არ მისცა ამისი საშუალება.
ყოველი გასაჭირის დროს მასთან მირბოდა. ყოველი კამათის მერე თავშესაფარას მის მკლავებში პოულობდა.. არც ახსენდებოდა სახლში დაყრილი შვილები და ქმარი რომელიც შესაძლოა ელოდა კიდევაც..
ერთი შეხედვით უწყინარი და მიამიტი რუსა , სულაც არ იყო ისეთი როგორ ვიზუალსაც ატარებდა..
ღამით ალერსში ნამდვილი მწევარი იყო დილით კი ანგელოზის სახეს ირგებდა. ხუთი წელიწადი გაატარა მასთან ერთად ასე ტანჯვაში, ამ წამებაში.. ყოველ ღამით ნატრულობდა მისი კანიდან ნაცნობი სურნელის მოპარვას და მისი სხეულის მკაფიოდ შეგრძნებას..
ახლა ეს ყველაფერი აღარ უნდოდა. მის თვალში ფასი ჰქონდა დაკარგული ქალს, რომელსაც აღმერთებდა. რომლის მიმართ სადღაც გული რომელიღაცა კუნჭულში იმალებოდა პატარა გრძნობა, რომელსაც სიჭაბუკის გრძნობა ერქვა..
**

მთელი კვირა წარჩინებული მოსწავლესავით ვიყავი სამსახურში. რადგან სოფიო და ნიტა ვერ დადიოდნენ მათ წილ საქმესაც ფაქტიურად მე და ნუცა ვინაწილებდით. საახალწლო ზეიმის მზადება მიმდინარეობა. მეც პატარა ბავშვივით მიხაროდა ახალი წლის მოსვლა და მათთვის საჩუქრების ყიდვა. ამ წელს საოცარ ახალ წელს ჰპირდებოდა დანიელი ბავშვებს. თავისას არ იშლიდა და ყოველ თვე რიცხავდა შემოწირულობას..
მომარაგების საკითხებს ვაგვარებდი კარზე კაკუნმა რომ შემაკრთო და გადაღლილი სახით შემოვიდა ნუცა..
- მართ, წავალ მე რა, მგონი გავცივდი და სიცხე მაქვს. რაღაცა ვერ ვარ კარგად. ყველაფერი დავასრულე, უკვე ყველას დავურეკე და მოსაწვევებს ხვალ დაარიგებენ.
- მიდი ჩემი გოგო, რა სახე გაქვს მართლა, აქამდე რატომ არ წახვედი ნუციკორე?- ფეხზე წამოვდექი და ხელები შემოვხვი, ტუჩები ჩუბლზე მივადე და მერე გაბუტული ბავშვივით გამოვწიე წინ.- აშკარად სიცხე გაქვს. წადი, ლიმონიანი ჩაი დალიე და დაიძინე..
- ასე ვიზამ, თუ რამეა დამირეკეე.
- არაფერი მინდა ნუცა, წადი და თავს მიხედე, ხვალაც არ გამოხვიდე..
- არის შეფ - ხელი დამიქნია და მოულოდნელად შეჩერდა.. - სულ დამავიწყდა გოგო, იცი ვინაა მოსული შენს სანახავად, საბა გახსოვს? დარეხვილი საბა - ჩვენთან რომ სწავლობდა..
- მახსოვს და ახლა მაგას საიდან გავხსენდი რაა, სანამ შარში არ გამხვევს არ მოისვენებს - ანერვიულებულმა ვუთხარი და ნერვიულად დავქაჩე სვიტერის მკლავები..
- შარში რატომ უნდა გაგხვიო მართა?
- ლელას დეიდაშვილი ყოფილა, ეს დარეხვილი საბა, როგორც შენ ეძახი ნუცა. იქ ნიშნობაზე დანიელის პროვოცირება უნდოდა მაგრამ დროულად წამოვედით .
- შანსი არააა !- პირზე სწრაფად იტკუცა ხელი და დაახველე.
- წადი რა წადი, ბაცილებით ამივსე აქაურობაა.
- იცოდე დამირეკე..
- აუცილებლად ნუციკორე, წამალი დალიე და დაიძინე...
მაგიდაზე მდგარი ყავა მოვსვი და სულიერად მოვემზადე საბას ასატანად. ჯერ კიდევ ვერ ვივიწყებდი მის გამოხტომას ლელას და ლევანის ნიშნობაზე. არ მინდოდა ეს ყველაფერი ახალი პრობლემის მიზეზად ქცეულიყო.. ამიტომ კარში შემოსულს ნაზად გავუღიმე და მეგობრულად გადავკოცნე..
- ყველაზე ლამაზი გოგო როგორააა? - მხიალურად მკითხა და ისე დაეშვა სკამზე არაფერი უკითხავს..
- კარგად, გადაღლილი მაგრამ კარგად..
- ხოოო, გადაღლა გაწერია მაგ ლამაზ თვალებში ხო იცი - რაღაც უცნაურად მიპასუხა და ჩემი ფინჯნიდან მოსვა ყავა..
- ყავა თუ გინდოდა გეთქვა და დაგისხავდი საბა, ასეთი ქცევა რა საჭიროა- გაღიზიანება ვერ დავმალე და მის უკან მდგარ დივანზე დავჯექი.. წელი საშინლად მტკიოდა , ფეხებიც მაგინებდა, დილიდან გადარბენებმა თავისი გაიტანა..
- შენი ნაპირალი მინდოდა..
- მისმინეე.
- არა, შენ ისმინე მართა.. „მე და შენ ორივე გავიზარდეთ“- შენს სიტყვებს ვციტირებ, დიდი დრო გავიდა, საკმაოდ დიდი... ხო ხედავ ახლა შენ შენი საქმე გაქვს. მე ჩემს საქმეში ვარ პროფესიონალი... ახლა რას დამიწუნებ? - სრულიად სერიოზულად მკითხა და გვერდით მომიჯდა..
- მე არც მაშინ გიწუნებდი არაფერს და არც ახლა დაგიწუნებ, საბა, უბრალოდ არც მაშინ მიყვარდი და არც ახლა მიყვარხარ.. . ახლა მითუმეტეს , სხვა მიყვარს, და თავად ხო ნახე..
- ვნახე, მაგრამ იქნებ არ გიყვარს და მასთან სხვა რამის გამო ხარ?
- მაინც? - თვალებში ცეცხლი ამენთო და წელში გავსწორდი..
- მისი ცნობილი სახელის გამო, ფულის გამო, სიმდიდრის გამო.. თუნდაც იმის გამო რომ სექსში ძალიან მაგარიაა ეგ შენი დანიელი ..
- შენ რამე ხო არ დალიე? - გაბრაზებულმა ავუწიე ხმას და ფეხზე წამოდგომა დავაპირე რომ სწრაფად მტაცა მკლავში ხელი და დივანზე მოწყვეტით დამსვა..
- არაფერი დამილევია.. კარგად ვანსხვავებ ქალებს ერთმანეთისაგან. მოდი ახლა არ გვინდა ანგელოზის როლის მორგება და ფრთების გაშლა, მაინც რამეს რომ არ წამოედო. ფაქტია რომ შენი დანიელი ძალიან კარგად გაკმაყოფილებს, მაგრამ ცუდი რა არის იმაში რომ სხვაც მოსინჯო, უბრალოდ როცა ეს ორივეს გვენდომება, საყვარლობას არ გთავაზობ, მაგას როგორ გაკადრებ- ხორხოცით მითხრა და თავისკენ მიმწია . - უბრალოდ როცა რაიმე განსხვავებული მოგვინდება, მხოლოდ მაშინ ვნახავთ ერთმანეთს.
- ავადმყოფი ხარ, ჩამოყალიბებული ავადმყოფი . მე დანიელი მიყვარს და მარტო დანიელთან მინდა ყოფნა. შენგან განსხვავებით მე სექსის ხამი არ ვარ !
- მე არ მითქვამს რომ ხამი ხარ, მე მრავალფეროვნება შემოგთავაზე.
- და რატომ შემომთავაზე? , რა შემატყვე სამაგისო ?
- მართა, მართა- რა პრობლემას ქმნი. დიდი ხანია ჩვიდმეტი წლისები აღარ ვართ. მოდი როგორც ჩამოყალიბებულმა ადამიანებმა ისე ვილაპარაკოთ რა. ყოველთვის მინდოდი, რაღაც სხვანაირად მინდოდი.. ახლაც დაგინახე თუ არა ისევ სიგიჟემ წამომიარა, რომ არა ის შენი პირადი დაცვა, იმ ღამით იქიდან ვერ გამისხლტებოდი.
- ის მარტო ჩემი პირადი დაცვა არაა საბა. მორჩი ირონიას, დანიელი ჩემი საქმროა და რა გასაკვირია რომ მიცავს შენნაირი ავადმყოფებისაგან..
- ავადმყოფი მე ვარ არა? - მაშინ ზუსტად ისე მოვიქცევი როგორც ავადმყოფები იქცევიან . მეორე ხელი თმაში შემიცურა და მთელი ძალით მიმიკრა ზედ, მაქსიმალურად ვცდილობდი მისთვის გაძალიანების გაწევას მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი.. სწრაფად გადამაწვინა დივანზე და ზემოდან მომექცა. გიჟივით დამაცხრა ტუჩებზე და სუნთქვის საშუალებაც კი დამიხშო.. ნეტარებაში წასული მოდუნდა, ერთიანად გამიშვა ხელი, მთელი ძალით ვკარი ხელები მკერდზე და გაშლილი ხელი გავარტყი სახეში..
- იცოდე, ახლა აქედან გახვალ და არასოდეს გადამეყრები არსად, თორემ შედეგებზე პასუხს არ ვაგებ - ალმოდებულმა ვუყვირე და დივნიდან წამოვხტი..
- ოოო, შემეშინდაა. ახლა რომ გაყვირიხარ რა გგონია, შემაშინებ? თუ შენი დამცველი მოვა და გიშველის..
- საბა არ ვხუმრობ, ნუ მაიძულებ სხვა ზომები მივიღე, ახლავე წადი აქედან-ხმას მაქსიმალურად ავიწიე და კარისკენ წავედი .
- ოხ, როგორი შეუგნებელი ქალი ხარ მართა. სულ ასეთი ჯიუტი იყავი, ასეთი გაუგონარი. არსად წასვლას არ ვაპირებ , ძლიერი ხელები შემომხვია უკნიდან და მთელი ტანით ამეკრა ზედ. ერთიანად გამაცია , შიშის რაღაცა გაურკვეველმა ტალღამ დამიარა. საოცარი ძალით მეკრობოდა ზედ და ჩემს გაშვებას არ ცდილობდა.
- შენ აქ რას აკეთებ? - გაცოფებულმა იღრიალა ჩემთვის კარგად ნაცობმა ხმამ და ერთიანად ვიგრძენი სითავისუფლე..
- მეგობართან მოვედი- უტიფრად გაეპასუხა და ხელი გაუწოდა..
- სანამ ეგ ხელები გადაგამტვრიე ეხლა აახვიე - კბილებში გამოსცრა და მისკენ გაიწია..
- დანიელ არ გინდა, წავიდეს გთხოვ. წინ გადავეფარე და ცრემლები გადმომცვივდა.
- მართა ნუ მებლანდები, გაიწიე - ხელის მოსმით მომიშორა და საბას წინ აესვეტა..
- ახლა უნდა დამემუქრო? - ირონია არ დაიშურა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო..
- არა, უნდა გაგაფრთხილო ! მუქარა ჩემი საქმე არაა. ვიტყვი და გავაკეთებ. !- მართასგან თავი შორს დაიჭირე გაფრთხილებ, ბედს ნუ სცდი, თორემ ცუდად დაგიმთავრებ საბა. ლელას ხათრით უვნებელს გიშვებ .
- მაშინ მადლობას ვეტყვი ლელას რომ გავალ..
- უთხარი, უთხარი- მხარზე ხელი დაჰკრა და ჩემკენ წამოვიდა.
მანქანაში ორივე ჩუმად ვისხედით. ბოლო მოთმინების ფიალა აევსო , მანქანა სავალი ნაწილიდან გადააყენა და გამომხედა.. ვიცოდი ახლა კითხვების მთელი არსენალი წამოიდოდა ჩემკენ.
- არ მეტყვი რა უნდოდა? –
- არაფერი არ უნდოდა დანიელ, დამშვიდდი.
- მართა ვგრძნობ რომ რაღაცას მიმალავ. რა უნდოდა -თქო, რაიმე გითხრა, რაიმე გაკადრა? გეკითხები და მიპასუხე..
- არაფერი არ უნდოდა, უბრალოდ ვლაპარაკობდით და სულ ესაა.
- ლაპარაკობდით და სულ ესაა არა?!- ძალიან კარგი, ძალიან მაგარი ლაპარაკი გცოდიათ თქვნ !- გაბრაზებულმა მითხრა და მანქანა სახლთან გამიჩერა.. - გადადი ..
- აქ რატომ მომიყვანე?
- აბა სად უნდა მომეყვანე? ადი სახლში და იფიქრე შენს ქცევაზე..
- შენ? - აცრემლებულმა ვუთხარი და მისკენ საკოცნელად გავიწიე..
- ამაღამ მარტო ვიქნები !- ხვალ ვილაპარაკოთ - დამაჯერებლად მითხრა და ყელში ბურთივით გაჩხერილ ცრემლებს გასაქანი არ მივეცი..
ფრთხილად ავუყევი კიბეებს და სახლში შესული პირდაპირ სააბაზანოში შევვარდი. ერთიანად გავიძრე ტანიდან ტანსაცმელი და სახე ცხელ წყალს შევუშირე. მისი კოცნის კვლის ჩამოშორებას გიჟივით ვცდილობდი.. მისი ხელების შეხების წარმოდგენაზეც კი გულის რევის შეგრძნება მიჩნდებოდა.. ხალათით შევძვერი ლოგინში და დანიელზე განაწყენებულმა ტელეფონი ქსელიდან გავთიშე.

**
თავი უსკდებოდა დანიელს. ერთი სული ჰქონდა დაწოლილიყო და ცოტა მაინც დაეძინა...წუხანდელმა ღამემ ისე ჩაიარა სმაში ვერც დანიელმა და ვერც სანდრომ ვერ შენიშნეს. დილით მაინც ადრე წავიდა სამსახურში და ახლა შედეგად სრულიად გამოფიტული იჯდა..
- რა ამბავია, რა სახე გაქვს?- ომახიანად დაიძახა ლევანმა და ძმაკაცს ხელი დაჰკრა მხარზე.
- აუ ლევან, ნელა რაა !- ძაღლივით შეუღრინა და გაოგნებულ ძმაკაცს ახედა.
- რა გჭირს ტო?
- მაგრად ცუდად ვარ. ყველაფერი მტკივა. გუშინ მე და სანდრო აივანზე ვსვამდით გათენებამდე. მგონი შედეგ გამოიღო, ძვლებიც კი მტკივა ლევან.
- გაცივდი ? მოიცა ვნახო - კარგად გამოცდილი ექიმივით მიადო ხელი შუბლზე და ტელეფონის ღილაკს დააჭირა თითი. - ვინმე გაუშვი აფთიაქში სიცხის საზომი და რაიმე წამალი იყიდონ ლელაა ..
- რა სიცხის საზომი ლევან.
- სიცხე გაქვს დანო, იწვი. აქ როგორ ზიხარ ასე..
- არ ვარ ხასიათზე და სახლში არ მინდოდა ..
- ვიცი საბას გამო იჩხუბეთ..
- შენ რა იცი?- დაეჭვებულმა ახედა და სიცხლისგან დაცვარულ შუბლზე გადაისვა ხელი..
- წუხელ მოგვადგა, შუაღამეს, გალეშილი მთვრალი იყო. რაც გავარკვიე მხოლოდ ისაა რომ მართასთან იყო, ვერ მივხვდი ძმაო, გაორებული ლაპარაკობდა. ზედმეტი მომივიდაო, ვაწყენინე და განვიცდიო, კოცნაც ახსენა, ჩხუბიც. - ვერაფერი გავარკვიე კარგად დანიელ. მოვედი ვიფიქრე შენ მეტყოდი რამეს, გამოდის რომ იმ სირმა მოიტყუა რაღაცეები .
- მასე გგონია? რომ იმ სირმა მოიტყუა? მე კიდევ მგონია რომ მართამ დამიმალა.
- ახლა არ გადაირიო რა - ფეხზე წამომდგარ დანიელს ხელი მაგრად მოუჭირა მკლავში და დივნისკენ წაყვანას შეეცადა, მაგრამ მაშინვე აუქნია ხელი დანიელმა და გიჟივით გავარდა ოთახიდან..
სავარძელში ვიჯექი და ნუცას ვუსმენდი, ნერვიულად ვაკაკუნებდი საწერ კალამს ფურცელზე და თავში არაფერი შემდიოდა... ახლა ყველაზე მეტად მისი ჩახუტება და კოცნა მჭირდებოდა მაგრამ ზუსტად ვიცოდი , ჩემზე გაბრაზებული ამას არ გააკეთებდა..
- ვერ გავიგე , ერთ დღიანი სიცხეები როდიდან გაქვს შენ? - მისდღემში კვირობით კვდები ხოლმე , დატანჯულმა ვუთხარი და გავხედე..
- შენ დილიდან ვერ ხარ ხოდზე, გუშინ რა უნდოდა საბას?
- არაფერი.
- მე ვერ მომატყუებ, რა უნდოდა-თქო იმ დარეხვილ კაცს,
- ძალიან გთხოვ, ისედაც ცუდად ვარ და შენ კიდევ ამ საბაზე ლაპარაკით ნუ გამიხურე რაა. მოვიდა საყვარლობა შემომთავაზა,როცა დანიელი მოგბეზრდება ჩემთან გაერთე ხოლმე, მერე ძალით მაკოცა . მოისვენე? - გაღიზიანებულმა ვუთხარი და უწესრიგოდ მიყრილი ფურცლები გვერდზე გადავალაგე..
- შანსი არააა....-
სიტყვის დაბოლოვება ვერ მოასწრო ნუცამ რომ ტორნადოსავით შემოვარდა დანიელი კაბინეტში და მთელი ძალით მიაჯახუნა კარები. მაშინვე ფერი დავკარგე, მივხვდი რომ სიმართე უკვე იცოდა . ჩემკენ წამოვიდა, და სავარძლიდან კი არ წამომაყენა წამომაგდო..
- ეხლა მითხარი რომ იმ ახვარს არ უკოცნია - გაბზარებულმა მითხრა და მთელი ძალით შემანჯღრია..- გუშინ ხო გკითხე მართა. გუშინ რამდენჯერ გკითხე გზაში და რა მიპასუხე?!- ვლაპარაკობდითო.. - ახლა მიპასუხე მალე.
- დანიელ აგიხსნი ..
- რას ამიხსნი? ჩემს ქალს რომ სხვა კაცი კოცნის თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ამას ამიხსნი? როგორ უნდა ამიხსნა, იმ ყლ*ს დაცვას აპირებ?- ერთანად გამიშვა ხელები და ერთი ნაბიჯით მომშორდა..
- არავის დაცვას არ ვაპირებ, დამშვიდდი. საბა რომ დალაგებული არაა, ამისი ახსნა დავიწყო?
- არ უნდა დაიწყო? და გგონია რომ ასახსნელი არაა?! - მე მაგას სიგიჟის ვერაფერი შევატყვე ისე.
- აზვიადებ! ყოველ პრობლემაზე შენთან არ გამოვიქცევი.. - და ეს ეჭვიანობაც უაზრობაა დანიელ. არ მენდობი! აქ თუ ვინმეს აქვს საეჭვიანო ეს მე ვარ !- სრულიად გაუაზრებლად ვუთხარი და ზურგი ვაქციე.
- რა შუაშია აქ ნდობა? სად ვახსენე რომ არ გენდობი? აქ საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი ნდობაზე და შენ რა გაქვს საეჭვიანო? ინერციით წამოვიდა ჩემკენ და ინსტიქტურად ჩავჯექი უკან სავარძელში. ხელები სავარძლის მოაჯირებზე დააწყო და თვალებში ჩამხედა. - როდისმე გიღალატე? სხვაზე გაგცვალე? სხვა ქალს ვაკოცე მას მერე რაც შენ ჩემთან ხარ? მიპასუხე, რა გაქვს საეჭვიანო?
- კარგად იცი რაც უფრო სწორად ვინც- უან დახევას არ ვაპირებდი, ეს ყველაზე ნაკლებად იჯდა ჩემს ხასიათში. - იცი ვისზეც ვლაპარაკობთ ..
- ისევ ტატაზე ამბობ და იმ სურათებზე? - შენ გინდა რომ საბოლოოდ გამაგიჟო? რატომ გადაეკდე ამ გოგოს?
- იმიტომ რომ უყვარხარ ! - გაბრაზებულმა ვუყვირე და ფეხზე წამოდგომას შევეცადე რომ უფლება არ მომცა. - ასე რომ ეხუტები და სურათებს იღებ რა გგონია?
- როგორ მაგლეჯავ ნერვებს, ამ უაზრო გამოხტომით . იცი ახლა ვის გავხარ? პატარა უსუსურ ბავშვს, რომელმაც არ იცის თავი რით იმართოს და სხვაზე გადადის. ზუსტად ესე ხარ. აქ შენ გკოცნიდა ის ახვარი გაგახსენებ, და შენ მე ეს დამიმალე. მე შენთვის არასოდეს არაფერი არ დამიმალავს, შენ კიდევ ყოველ ჯერზე, მიმალავ რაღაცას. - როდის უნდა გაითავისო რომ მარტო არ ხარ, მეც ვარ შენც ცხოვრებაში.
- პატარა არ ვარ და თავის დაცვა შემიძლია. საჭიროდ რომ ჩამეთვალა გეტყოდი დანიელ .
- „პატარა არ ხარ და თავის დაცვაც შეგიძლია“. გამოდის მე ზედმეტი ვარ. სრულიად ზედმეტი, იმიტომ რომ ყოველი პრობლემის წინაშე მარტო დგომა გირჩევნია, მაპატიე მაგრამ მე სიყვარული და ურთიერთობა სხვანაირად მესმის, ახლა ყველაფერი გასაგებია, ეს ჩემთვის ურთიერობა არაა, ცალმხირი ურთიერობაა ეს, მე შენთან გულახდილი ვარ, შენ ჩემთან თამაშობ.მოდი როცა ორივე მე და შენ ერთ ტალღაზე ვიქებით და ერთი გაგება გვექნება მერე ვილაპარაკოთ. - მშვიდად ჩაილაპარაკა და წელში გასწორდა.
- ცუად ხარ? დანიელ - შეშინებულმა ვუთხარი მისკენ გავიწიე რომ ხელი ამიქნია და ნელი ნაბიჯით წავიდა კარისკენ . დავინახე როგორ მიაჭირა ხელი კედელს, რომ საკუთაი სხეული დაესვენებინა, რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა უკან და წონასწორობა დაკარგული მოწყვეტით დაეცა იატაკზე.
დივანზე ვიჯექი და თავი ჩემს კალთაში ედო. მძიმედ მაგრამ მშვიდად სუნთქავდა .. თვალების გახელას არ ლამობდა.. შეშინებული ვუყურებდი ექიმს, რომელიც ცდილობდა სწრაფად დაედგა წვეთოვანი მისთვის.. ლევანს გავხედე , ვგრძნობდი რომ მზერას მაშორებდა, ზუსტად იცოდა ისეთივე დამნაშავე იყო, როგორც მე.. ნერვიულად იმტვრევდა თითებს და მალიმალ ტელეფონზე ვიღაცას სწერდა..
- ბატონო დანიელ, იწექით, წვეთოვანი გიდგათ - ექიმის ხმაზე დავხედე მის გადაფითრებულ სახეს და ნელა გადავუსვი შუბლზე ხელი. - თავს როგორ გრძნობთ?
- მთელი სხეული მტკივა - ძლივს წარმოთქვა და ექიმს გახედა..
- როგორ შეგიძლიათ ამხელა სიცხით იაროთ და მითუმეტეს მანქანა მართოთ. ახლა წამალი მოქმედებას დაიწყებს და სიცხეც დაგიწევთ - ღიმილით უთხრა დანიელს და მის მაჯაზე ორი თითი მოათავსა.
- კარგით, რომ წამოვჯდე?
- არა, უნდა იწვეთ. ცოტა ხნით მაინც. სუსტად ხართ ამაღამ მარტო არ იყოთ, თქვენმა მეგობარმა გვითხრა რომ გაცივდით. რომ არ გაგირთულდეთ წამალს დაგიწერთ, კარგს იზამთ თუ სახლში წახვალთ დაისვენებთ , თქვენი მეუღლე იზრუნებს თქვენზე, უფრო კარგი იქნება ორი -სამი დღე თუ დაისვენებთ ..
- კარგი - უღიმღამოდ ჩაილაპარაკა და ლევანს ხელით ანიშნა ტელეფონი მომეციო..
საათზე მეტი დავყავით ასე. ჩემს კალთაში ედო თავი და სიცხისგან დასუსტებულს მშვიდად ეძინა. ნელა ვეფერებოდი თმაზე და ოდნავ დაცვარულ შუბლზე ვუსვავდი ხელებს..
წვეთ-წვეთობით მირბოდა წამალი დანიელის ვენებში და მასაც სახეზე ადამიანისფერი უბრუნდებოდა..
- როგორ ხარ ძმაო?- თვალი გაახილა თუ არა მაშინვე მისკენ წავიდა ლევანი და დაცლილ წვეთოვანს შეხედა.. - რადგან გაიღვიძე, ნელა-ნელა წამოდექი და სახლში წავიდეთ . - ამაღამ შენთან ვიქნები.
- არაა საჭირო.
- მე მივხედავ- სრულიად დამაჯერებლად ვუთხარი ლევანს და დანიელის აჭრილ სახეს გადავეყარე.
- შენ მითუმეტეს ვერ მომხედავ, პატარა ბავშვი არ ვარ , რომ ვინმემ მომხედოს - განაწყენებულმა გამიმეორა ჩემივე სიტყვები და დივანზე წამოჯდა..
- დანიელ..
- ლევან არა -თქო. მირჩევნია სამსახურში წახვიდე, ხო იცი საღამოს თათბირია, ჩემს ნაცვლად ჩაატარეე..
- კარგი ძმაო, გაგიყვან - ხელი შემოხვია დანიელს და კაბინეტიდან ნელა გაიყვანა..
გაოცებული და გულმოკლული ვიჯექი კერ კიდევ იგივე ადგილას, დივნის კუთხეში და ხმას ვერ ვიღებდი. ბოლოს ერთიანად იფეთქა ჩემში ტკივილმა და პატარა ბავშვივით დავიწყე ბღავილი..
ემოციებმა ერთიანად დამცა, ვიცოდი რომ დამნაშავე ვიყავი. ყოველ ჯერზე ცდილობდა დანიელი ჩემს დახმარებას და ყოველ ჯერზე გულს ვტკენდი...
ჩემში იმდენად იყო ფესვებგადგმული ეს მარტოობა, იმდენად მარტო ვაკეთებდი ყოველთვის ყველაფერს, მიჭირდა იმის გააზრება რომ ამენი წლის მერე არსებობდა ადამიანი რომელიც ჩემზე ზრუნავდა..
ხანდახან ვერც კი ვიჯერებდი რომ ჩემს ნაცვლად შეეძლო დანიელს ყველა პრობლემის გადაჭრა, რომ შეიძლებოდა ის ყოფილიყო ჩემი დასაყრდენი ძალა.
ლოყებზე ობლად დადენილი ცრემლები მოვიწმინდე, საკიდიდან პალტო ჩამოვხსენი და კაბინეტიდან სირბილით გავედი..

თვალები მოიფშვნიტა და საწოლში წამოჯდა.. თავი საშინლად სტკიოდა. სიცხის გასაგებად ხელის გული მიიდო შუბლზე და მხრები აიჩეჩა.
სწრაფად გადაიცვა სპორტულები და სამზარეულოსაკენ წავიდა. რამოდენიმე წამს გახევებული იდგა სამზარეულოს კართან და ვერ ხვდებოდა რეალურად ხედავდა თუ უბრალოს სიცხე აიძულებდა რაღაცეები დაენახა.
სამზარეულოში პატარა დიასახლისი ფუსფუსებდა. აშკარა იყო ჩქარობდა ყველაფრის მოსწრებას, მალი-მალ საათს უყურებდა და გაზქურაზე დადგმულ წვნიანს ფრთხილად ამატებდა ბოსტნეულს...
- აქ რას აკეთებ? - გაოცებულმა და ჯერ კიდევ გაბრაზებულმა იკითხა დანიელმა და მაცივრის კარებს მიეყუდა..
- ავად ხო არა ხარ, გული გამისკდა - შეშინებულმა ვუთხარი და დამწვარ ხელზე დავიხედე..
- რა დაგემართა ? - უმალ წამოვიდა ჩემკენ და ხელზე დამხედა. - როგორ მოახერხე ასე დაწვა გოგო?
- ზეთი გადამესხა.. - აცრემლებული თვალებით ავხედე და სატირლად მოვემზადე..
- მოდი აქ მოდი. -კარადის ზედა თაროდან მალამო გადმოიღო და მუხლებზე დამისვა. - ასეთი პატარა როდემდე უნდა იყო? - არა დამავიწყდა , შენ ხომ პატარა არა ხარ, დიდი გოგო ხარ და თავად აგვარებ ყველაფერს..
- დანიელ საკმარისია !- გაბრაზება ვერ დავმალე და ფეხზე წამოსადგომად მოვემზადე რომ დამიჭირა..
- სწორედ რომ საკმარისია რა !- საკმარისია მართა მეც ამას ვამბობ!- მაზის წასმა დაამთავრა თუ არა ფეხზე წამომაყენა და საძინებლისკენ წავიდა ფრუტუნით.
- ვიცი რომ დავაშავე, მაგრამ ახლა ასე უნდა გამექცე?- მკლავში მოვკიდე და ჩემკენ შემოტრიალებას ვეცადე რომ ხელი ამიქნია და საწოლზე წამოწვა.. - გასაგებია რომ გაწყენინე, გული გატკინე, მაგრამ მოვედი იმიტომ რომ მიყვარხარ და მინდა შენზე ვიზრუნოო.
- მერე მე გთხოვე მოსვლა? დაგავიწყდა რომ ჩვენ საკმარისად დიდები ვართ და ერთმანეთზე ზრუნვა საჭირო არაა? !- გაავებულმა შემომხედა და ზურგი მაქცია.
- დანიელ ნუ ბავშობ - საწოლს შემოვუარე და მის წინ მუხლებზე დავდექი.. - მეშინია რომ რაიმე შეიძლება დაგემართოს, შენ ერთადერთი ხარ, ვინც გამაჩნია დანიელ.
- ეგ რა შუაშია, ახლა უარესად მაგიჟებ? შენ აპირებ ჩემს დაცვას? მე ვარ ვალდებული რომ დაგიცვა და არა შენ ! - მადლობა თქვას რომ ფეხზე ვერ ვდგავარ თორემ სახეს გავულამაზებდი მაგ ახვარს მაგას.
- მაგასაც ეგ უნდა, ვერ ხვდები? მაქსიმალურად გიწვევს რომ შენი სახელი შელახოს..
- რაღაცა უაზროდ იმართლებ თავს თუ მეჩვენება? და ჩემი სახელი მაშინ არ შეილახება თუ შენ სხვა კაცი დაგიწყებს ხელების ფათურს გოგო? - გამწარებულმა მიღრიალა და საწოლზე წამოჯდა.. - რაღაცა ცუდად ვარ - ძლივს ამოიფრუტუნა და საფეთქელზე მოიჭირა ხელები.. სახეზე წითელი და თეთრი ფერები ერთმანეთს ადგილს უთმობდნენ.. აშკარა იყო მის ორგანიზმში სიცხე მატულობდა, ერთიანად კანკალებდა და ვერაფრით ვახერხებდი სიცხის დასტაბილურებას. დამფრთხალმა დავრეკე ბიჭებთან და სასწრაფოში..
გვერდით ვეწექი და ჯერ კიდევ დაფრთხალი დავყურებდი დანიელს.. რამოდენიმე საათის წინანდელი მისი ცუდად გახდომა ისევ თვალწინ მედგა და პატარა ბავშვივით მეტირებოდა.. თავს ვიდანაშაულებდი რომ ჩემმა საქციელმა გააუარესა მისი მდგომარეობა...
ახლა მშვიდად ეძინა თავი მის მკერდზე მედო და წამით არ მინდოდა მისგან წასვლა..
მოულოდნელად შეკრთა და ნელა გაახილა თვალები.. ფრთხილად წამოვიწიე და ზემოდან დავხედე..
- როგორ ხარ?- რაც შემეძლო მშვიდად ვკითხე და თვალებზე ვაკოცე..
- უკეთ - ძლივს მითხრა და გამიღიმა..- ყელი მტკივა ძალიან, მგონი ვერც კი ვლაპარაკობ..
- ახლა რომ არ მიყვარდე გეტყოდი ღირსი ხარ-თქო, არადა მიყვარხარ და ვერ გიმეტებ დანიელ, ასეთ სიცივეში, ქარში და წვიმაში ვერანდაზე დალევა შეიძლებოდა??
- აუ არ დაიწყო რააა. ისედაც ცუდად ვარ, პლიუს ამას გაბრაზებული ვარ და ტვინი არ გაბურღო...
- არ გავბურღავ დამშვიდდი, რადგან გაიღვიძე, წავალ წვნიანს მოგიტან , მერე წამლები უნდა დალიო.
- ვერ ვიტან ამ წვნიანებს მართა, შენ ბავშვი გგონივარ და ერთობი რაა, თუ ჩემზე გადიხარ პრაქტიკას.
- არ ვერთობი, უნდა ჭამო. ხილის კომპოტიც გაგიკეთე და იმასაც დალევ.
- რა შევცოდე რაააა- ერთიანად დაიფრუტუნა და საწოლზე წამოჯდა.
წვნიანთნ მარტო დავტოვე და სამზარეულოში გავედი.. იქიდან დაბრუნებს ჩემი თავი გამახსენდა.. ისეთი სახით ჭამდა წვნიანს, გული მომიკვდა.. მისკენ წავედი და ლანგარი მუხლებიდან ავაცალე, გაოცებულმა გამომაყოლა მზერა და ხელები გადაატრიალა..
- აშკარაა არ მოგწონს და წვნიანის მორჩენის იმედზე ხო არ ვიქნებით? საკმარისი ჭამე, ახლა წამალი დალიე და მერე რაიმე სხვას გაჭმევ.
- რაიმეში რა იგულისხმება, ამჯერზე ბოზბაში??
- რა ბოზბაში? ეგ არც კი ვიცი როგორ კეთდება. გპირდები გემრიელ რაიმეს გაჭმევ რაც შენ გინდა..
- კარგი, ეს ისეთი ზიზღით ვჭამე მგონი ერთი კვირა არ მომშივდება...
- ზიზღით რატომ ჭამე, უგემურია?- შეშფოთებულმა ვუთხარი და წვნიანით სავსე კოვზი გავილოკე.
- რა საზიზღრობაა, ღმერთო ფუუ - ეს როგორ ჭამე?
- შენ გულით მომიმზადე და ვჭამე, არც ისეთი ცუდია, უბრალოდ უმარილოა და ზომაზე მეტად მწარეა.
- საშინელება ქვია ამას დანიელ ,ფუუ - ეს არ ჭამო, ახლა არ მოიწამლო- სიცილით ვუთხარი და ზედ ავაღოღდი..
- არ გაიზრდები შენ ხო?
- ნწუ, თავი გავაქნიე , ხელები წელზე შემოვხვიე, საყვარელ პოზაზე დავწექი და გავიტრუნე.. - ზღაპარს მომიყვები? - პატარა ბავშვივით ვიკითხე და ავხედე. როცა პატარა ვიყავი, ყოველ ღამით ვოცნებობდი რომ ვინმეს ზღაპარი მოეყოლა იცი? ბაბეს არასოდეს ეცალა, იმიტომ რომ გვიან მოდიოდა და მერე სახლის საქმეებს აკეთებდა. მომიყევი ზღაპარი რა - აცრემლებულმა ვუთხარი და გავიტრუნე..
- იყო და არა იყო რა. - მგონი ასე იწყება ზღაპრები როგორც წესი. ერთ უდაბურ ტყეში ყველაზე მაღალი და შეუვალი მთის წვერზე ცხოვრობდა არწივი.. იმდენად მარტოსული იყო, იმდენად ყველასაგან განზე მდგომი არავის უყვარდა მასთან ურთიერთობა, ყველა გაურბოდა მის სამართლიანობას. იცი როგორი იყო? ერთიანად იყო კეთილიც და ბოროტიც. ხანდხან შეეძლო ყველა ფრინველი გადაეთელა, ხანდახან კი მათ გამო ყველაფერს აკეთებდა. მიუხედავად ამისა არწივი არავის უშვებდა ახლოს. ერთ დღეს, არწივმა ტყეს გადაუფრინა, ხეების ფოთოლთა შრიალში გაეხვია. სევდამ დაიპყრო არწივის გული, რომ მარტო დადიოდა, რომ მარტო არსებობდა.. ვერავინ ახერხებდა მისთვის ცხოვრების გალამაზებას. ტბის პირას დაეშვა, დიდებული ფრთები დაკეცა და საკუთარ ანარეკლს დააშტერდა.. ყველაფერი ჰქონდა უზადო მხრები, ყველაზე ძლიერი ფრთები, საომრად მუდამ მზად მყოფი ნისკარტი და ბრჭყალები, მაგრამ გული ცარიელი ჰქონდა.. ამ დროს მეორე ლანდს მოჰკრა თვალი. ერთიანად დაფრთხა არწივი, გვერდით პატარა თეთრი მტრედი დაინახა რომელიც ნაზად უმზერდა ფრინველთა მეფეს. მიხვდა არწივი რომ პირველად იყო დაჭრილი უიარაღოდ. არწივს ერთი ნახვით შეუყვარდა მტრედი, მტრედს კი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის. მას მერე არწივი ყოველ დღე მიდიოდა ტბის პირას მტრედთან ერთად. ეს იყო მისი ერთფეროვანი ცხოვრების ყველაზე ლამაზი გრძნობა..
- ხო მაგრამ არწივი ხომ მტრედს მოკლავს დანიელ?- წყენა გამერია ხმაში ..
- სულელ არწივს მტრედი უგონოდ შეუყვარდა. ამიტომ არ მოკლა. პირიქით მასთან ერთად გაატარა მთელი დარჩენილი ცხოვრება..
- და პატარა ბარტყებიც ეყოლათ?
- ეყოლაც, ბევრი პატარა ბარტყი. ისე როგორც ჩვენ გვეყოლება .
- არწივი და მტრედიც ჩვენ ვართ არა?! - სიცილით ვკიტხე და მხარზე ვაკოცე. ბავშვის დაკარგვა ვერ მაპატიე არა? - საწოლზე წამოვჯექი და ცრემლები ლოყაზე ჩამომიგორდა..
- რა სისულელეა მართა. ეგ საიდან მოიტანე.
- გული გწყდება რომ შვილი არ გვყავს..
- გული მწყდება ერთია და არ გაპატიე მეორე. გვეყოლება სულელო.. იცი რა ვიფიქრე, ჩვენი ფიქრმის კორპორატიულზე ნიშნობა გვექნება.
- არაა, შანსი არააა- წარმოუდგენელია , თანახმა არ ვარ !- შეშინებულმა ვუთხარი და ზედ მივეკარი.. - მამაშენი ცოცხლად დამმარხავს იქვე დანიელ ხო არ გადაირიე...
- მორჩი!- ხელს ვერავინ დაგაკარებს. პირიქით ყველა გაიგებს რომ ჩვენი სიყვარული ყველაფერს აიტანს და გადაიტანს, არ ვარ ვალდებული მამაჩემს ვკითხო ამის შესახებ.
- ხო მაგრამ დანიელ.
- მართა , არავითარი ხო მაგრამ . ახლა კიდე ნერვები უნდა ამიშალო? ვთქვი და ასე იქნება. მორჩა! - ეს საკითხი არ განიხილება. მინდა რომ ჩემი ცოლი გერქვას..ამაში რა არის საპრობლემო?
- არაფერიი - რაც შემეძლო ჩუმად ვუთხარი და გავუღიმე. რამოდენიმე წამს ვიყავით ასე, ვგრძნობდი მის სითბოს და სრულიად საკმარისი იყო ჩემი ხასიათის გამოსასწორებლად. ჩვენი იდილია კარზე ზარის ხმამ დაარღვია.. - სულ დამავიწყდა, რომ გეძინა დედაშენმა დარეკა გვიან მოვალო, ალბათ მოვიდა. ღმერთო ჩემო, მე კიდევ აქ ვარ.
- აბა სად უნდა იყო?? მართა ნუ მაგიჟებ რა !- წადი კარები გახსენი და გამოვალ მეც - ნაწყენმა მითხრა და საწოლიდან ნელა წამოდგა
**
პლედში გახვეული ვიჯექი აივანზე და წითელ ღვინოს ნელა-ნელა ვსვამდი... ყოველთვის მიყვარდა ადამიანის სულში ძრომიალი, მათი ამოხსნა, მათი გაშლა, უბრალოდ მათი განცდების შეგრძნება.. მიყვარდა და ამისთის ხშირად მსაყვედურობდა ხოლმე ბებო.. როდესაც მისი მეგობრები მოდიოდნენ, მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი და ოტახიდან გასვლას არ მთხოვდნენ, მე კი ხალიჩაზე ვჯდებოდი და მათი სახის გამომეტყველებას ვიმახსოვრებდი..
ახლაც მახსოვს ერთი ძალიან მეგობარი ჰყავდა ბებიაჩემს. ნატალიაა, ისეთი მოხდენილი და ლამაზი იყო, სულ ვეუბნებოდი როცა გავიზრდები შენნაირი მინდა რომ გამოვიდე-თქო.. იჯდა და მუდამ მამაკაცებზე საუბრობდა...მიუხედავად იმისა რომ ნატალია ყველას უყვარდა, ნატალიას ერთი უბრალო მამაკაცი უყვარდა გონის დაკარგვამდე.. ბოლოს ჩვენთან რომ ვნახე პირველ კურსზე ვიყავი... გვერდით დამისვა და ყველაფერი მომიყვა.. მიყვებოდა როგორ უყვარდა ეს მამაკაცი, როგორი ბედნიერი იყო მასთან, რომ ქვეყანაზე არსებული არც ერთი მილიონერი არ უნდოდა, ოღონდ ის ყოფილიყო მისი..
მაშინ ვერაფერს ვხვდებოდი, ვერ ვიაზრებდი ჯერ კიდევ ასე კარგად.. პირველ კურსზეც კი საკმაოდ ბავშური ვიყავი და დიდად არ ვცდილობდი ვინმესთვის თავის მოწონებას...
ახლა როცა დანიელისგან შორს ვიყავი, ახლა ზუსტად ვიცოდი რას გრძნობდა მაშინ სიგიჟემდე შეყვარბული ნატალია...
თვალები დავხუჭე და ჩემივე ფიქრებზე გამეღიმა..
დანიელის გვერდით სულ სხვა ადამიანი ვხდებოდი... სხვანაირად ვფერადდებოდი, შიგნიდან ვიწყებდი გასხივებას.. მისი სითბო და ალერსი ვიღაც ამოუცნობ ქალს აღვიძებდა ჩემში.
ხანდახან ვფიქრობდი, ნუთუ ასეთი ვიყავი შინაგანად და დანიელმა უბრალოდ ჩემში ეს ქალი გამოაღვიძა?!- მაგრამ მერე ვფიქრობდი და მეცინებოდა რომ ეს ყველაფერი მანამდე არასოდეს მომხდარა.. არასოდეს არც ერთი კაცის მიმართ ასეთი ვნება არ მქონია როგორსაც მის მიმართ ვგრძნობდი..
ფიქრებიდან კარზე ზარის ხმამ გამომიყვანა.. პლედი სკამზე გადავფინე და კარის გასარებად წავედი... ჩემს წინ შავებში ჩაცმული დანიელი იდგა, ხელში ცისფერი ჰორტენზიების ბუკეტი ეჭირა და რაღაც საოცრად მიმზერდა.. ერთიანად გამახურა ტანში.. სახლში უხმოდ შემოვიდა და კარები ნელა მიკეტა ზურგს უკან. სწრაფად შემომხვია ხელი წელზე და ისეთი ძალით ამიკრა ზედ, საკუთარი სხეულის ტკივილზე საოცარი ხმა დამცდა ბაგეებიდან. ცხელი ტუჩები ნელა შემახო შუბლზე და მერე ქურდივით მოიპარა თმების სურნელი..
ნელი სვლით წავიდა სამზარეულოსაკენ და ყვავილები მაგიდაზე დადო.. თვალებში ცეცხლი უზიგზიგებდა, გაოცებულმა გავხედე და თვალები მოვჭუტე..
- ტუჩებზე რა გჭირს? - ამღვრეულმა მკითხა და ცერა თითი ნაზად გადამისვა.. თვალები დავხუჭე და ბაგეები ერთმანეთს დავაშორე..
- ხო იცი რომ ვიჭამ ხოლმე...
ძლივს მოვახერხე ამოფრუტუნება და სამზარეულოს მაგიდას ინსტიქტურად მივეყუდე.. წონასწორობის შესანარჩუნებლად მთელი ძალით ჩავაფრინდი კიდეებს . მისი ცხელი და ოდნავ ალკოჰოლით გაჟღენთილი სუნთქვა ყელზე დამაფრქვია და სველი ტუჩები შემახო. ერთიანად დამიარა ტანში სიამოვნების ჟრუანტელმა და ჩემდა გასაკვირად ბაგეებს თავად დასცდათ კვნესა..
მისი თავხედი ხელები ჩემს სხეულზე ბატონობას განაგრძობდა.. მხრებიდან სწრაფად გადამიწია ხალათი და პერანგის ამარა დამტოვა.. სიცივისა და მოულოდნელობისაგან ერთიანად დამაყარა ტანზე ასობით ბუსუსმა და ჩვეული მანერით დავიქციე ტუჩის კუთხე კბილებს შორის.
- რა გავაკეთო რომ უშენოდ ვერ ვძლებ - ჩუმად მიჩურჩულა ყურთან და ენის წვერი ხარბად გადამისვა.. - საშინლად მინდიხარ - გაბრუებული მეუბნებოდა და ჩემს გაგიჟებას განაგრძობდა..
- დანიელ- ძლივს მოვახერხე სიტყვის თქმა და პალტო მხრებიდან გადავაძრე.. - ხო იცი, როგორ მიყვარს როცა შავები გაცვიააა.. - ცუდად მეთამაშები რაღაცა - ემოცია მოძალებულმა ვუთხარი და გავუღიმე..
- ხოო?- ირონიულად მკითხა და შიშველ მხარზე მაკოცა ხარბად.. - თამაში თუ გინდა, ვითამაშოთ, მე წინააღმდეგი არ ვარ..
- აქ იმიტომ მოხვედი ამდენი დღის მერე რომ მეთამაშო??
- ზუსტად !- რაღაცას მაინც მიხვდი სწორად ჯიბრზე მითხრა და მაგიდაზე ერთი ხელის მოსმით შემომსვა..
თლილი თითები უხეშად დამისვა ხერხემალზე და თავისკენ მომქაჩა.. მოულოდნელად დაიმკვიდრა ადგილი ჩემს ფეხებს შორის და ხარბად და ქვედა ტუჩზე კბილები მაგრად დამაჭირა... ვნებას აყოლილს ერთიანად გამაჟრიალა ტანში და დანიელის შავ პერანგის ღილებს სწრაფად დავუწყე გახსნა.. ერთიანად განთავისუფლდა ზედმეტი ტანსაცმლისაგან და აქამდე ურჩად შემოტმასნილი პერანგი იატაკზე მოისროლა... ძლიერი ხელი დამაჭირა მკერდზე და მაგიდაზე ფრთხილად გადავწექი.. ვგრძნობდი მისი ტუჩების მოძრაობას როგორ ენაცვლებოდა თითები.. როგორ მისველებდა სხეულს მისი ცხელი სუნთქვა და როგორ მედებოდა ალი მთელს სხეულზე. რაღაც საოცარი დენი დარბოდა ვენების გავლით და სიამოვნების მწვერვალზე ავყავდი..
სწრაფად ამიყვანა ხელში და პატარა ბავშვივით შემოვადე ფეხები წელზე..სწრაფი ნაბიჯით შევიდა საძინებელში და ნელა გადამაწვინა საწოლზე..
გულამოვარდნილი ვსუნთქავდი და მისი სხეულის მოძრაობას ჩემსას ვუთავსებდი .. ვგრძნობდი მის სათითაო მოქმედებას , მისი ყოველი მოძრაობა უფრო და უფრო მეტს მანდომებდა.. წინ წამოწეულ ლავიწის ძვალზე გადამისვა ენა და კოცნისგანად გაუსაძლისის ტკივილით დამიტოვა წითელი კვალი ყელზე...
არ ვიცი რამდენ ხანს გრძელდებოდა ჩვენი ქიმია, მაგრამ ეს რაღაც სხვა ქიმია იყო. ყოველი ჩვენი ურთიერთბა, ყოველი ჩვენი ახალი სიახლოვე რაღაც ახალს ბადებდა ჩემში.
ზურგზე გადაწვა და მკერდზე მიმიკრა... გავარვარებული ხელის გული დავადე და მხარზე ვაკოცე.. გამეფებულ სიმყუდროვეში ჩვენი გულის ძგერა ერთმანეთს ერწყმოდა..
- მიყვარხარ - გადაჭრით ვუთხარი და წამოვიწიე..
- მეც ძალიან მიყვარხარ - ღიმილით მითხრა და ხელის გულზე მაკოცა..
- დანიელ - რაც შემეძლო მშვიდად დავუძახე და საწოლზე წამოვჯექი..- ჩემი მიტოვება არასოდეს გიფიქრია?
- რა კითხვაა მართაა. არასოდეს მიფიქირა..
- მაშინ რომ გითხრა რომ თქვენს კორპორატიულზე არ მინდა ჩვენი ერთად ყოფნის გასაჯაროვება დამშორდები? - იმდენად ბავშურად ვკითხე გულიანად გაიცინა, საწოლის თავს მიეყუდა და მკერდზე მიმიკრა..
- რატომ არ გინდა რომ ჩვენი სიყვარულის ამბავი სხვებმაც იცოდნენ , რა არის აქ ცუდი , ან დასამალი რა არის. ჩემს სიყვარულს საზღვრები და წესები არ აქვს მართა. თუ ჩარჩოში მოვექცევი ასე ბედნიერიი ვერ ვიქნები.. არ შემიძლია წინასწარ იმაზე ფიქრი რა გავაკეთო ან რა არ გავაკეთო. შენ ჩემი ქალი ხარ, ჩემი მომავალი შვილების დედა, რატომ უნდა დავმალოთ?
- იმიტომ რომ მეშინია დანიელ. ასე მგონია ერთად არ გაგვახარებენ, მამაშენი და დედაჩემი...
- რა საოცარი კოალიციაა არა? - სიცილით მითხრა და უფრო მაგრად მიმიკრა ზედ. დამშვიდდი მაგ ორის კოალიცია არ არსებულია, ვერაფერს შეძლებენ ...
- ვითომ?
- ვითომ არა, მართლა.. ამ სისულელებზე ფიქრით თავს ნუ იტანჯავ, ახლა წადი და ყავა მომიტანე, შენი ტუჩებივით ტკბილი - ხარბად მაკოცა ტუჩებზე და თვალი ჩამიკრა.
შვიდი ხდებოდა მზადება რომ დავასრულე. ჩემს წინაზე იმდენად მიმზიდველი იდგა დანიელი, მოზრდილი ნერწყვი გადავყლაპე და გაოცებისაგან თვალები გამიფართოვდა.. სარკეში ვუყურებდი ჩემს ზურგს უკან მდგარს და თვალს ვერ ვაშორებდი.. ნელა წამოვიდა ჩემკენ, მთელი ტანით ამერა ზედ, გაშლილი თმები ცალ მხარეს გადამიწია და ყელსაბამი შემომადო..
- ეს ტურმალინია, სიყვარულის და ვნების ქვა - ღიმილით მითხრა და ლავიწის ძვლებს შორის მკერდზე გააჩერა ყელსაბამი. მინდა რომ სულ თან ატარო, პირველი საჩუქარია შენთვის ჩემგან. დაუმუშავებელ ტურმალინს საოცარი ძალა აქვს, ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში აღმოაჩინეს ინდოეთში და მერე მას მაგიური ქვა უწოდეს. მინდა რომ ამ მაგიურმა ქვამ ჩვენი სიყვარული უფრო მეტად გაამყაროს და გააძლიეროს ..
- რა ლამაზიააა- გაოგნებულმა ძლივს მოვახერხე ორიოდე სიტყვის თქმა და წითლად მოელვარე ქვა თითებს შორის დავიქციე..- დანიელ, ასეთი ტურმალინი სად იშოვე?
- ჩემი გოგოსთვის ყველაფერი შემიძლია ვიშოვო - ბედნიერმა მითხრა და თავისკენ დამატრიალა, ხელები კისერზე შემოვაწყვე და თავი მკერდზე დავადე..
- ახლა მალე თუ არ წავალთ, ისეთი მიმზიდველი ხარ ამ ფორმაში, გული მიგრძნობს ჩვენ იმ კორპორატიულზე ძალიან დავაგვიანებთ- სუნთქვაგახშირებულმა ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე...
- რანაირი გოგო ხარ, ძლივს დამშივდებული ვნებები ამირიე - აჭრილმაა მითხრა და და უკანალზე მაგრად შემომხცო ხელი..
- დღეს მე და შენ სტენდალს ვანსახიერებთ? შეხედე შენ შავი მე წითელი... ისე პირიქით რომ იყოს არ გინდა??
- როგორ? - გაოცებულმა მკითხა და ხელები შემომხვია, წარმოიდგინე მე სულ წითლებში რა სექსი ვიქნები... დარბაზში რომ შევალთ იქვე გადავარდენა ნიკოლოზი - გულიანად გადაიხახანა და ტელეფონი განათებულ ტელეფონს დახედა... - რა გინდა ბიჭო, რას გადამეკიდე.. მე გაგაჩინე თუ მემკვიდრეობით მერგე? გამოვალთ ახლაა ანდრია მიდი და მოვალთ .. ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და პალტო გამომიწოდა..
- ვნერვიულობ იცი? რაღაცა გაუაზრებელი შიში მაქვს..
- დამშივიდდი კარგი? არაფერი მოხდება, დამიჯერე. მამაჩემი შეიძლება უცნაურია მაგრამ, თავისი კომპანიის სახელს არ შელახავს, მშვიდად იყავი, არაფერს გეტყვის..
- კარგი - ტუჩები დავაფრუტუნე და კიბეებზე დავეშვი.

გსმენიათ წინათგრძნობის შესახებ? რა თქმა უნდა გსმენიათ. ალბათ იმის შესახებაც გსმენიათ რომ ადამიანს თავად შეუძლია საკუთარი თავი გათვალოს.. რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, მე ამის ყოველთვის მჯეროდა. ჯერ კიდევ ღრმა ბავშობაში გადავწყვიტე შემესწავლა მსგავსი საკითხები, მას მერე რაც ჩემმა სიტყვამ ცხვირი წამამტვრევინა მივხვდი რომ, ცუდ განწყობას აუცილებლად ცუდ შედეგამდე მივყავდი.
ახლაც ვიდექი პატარა მრგვალ მაგიდასთან და საკუთარ ცუდ განწყობას ვებრძოდი.. ვუყურებდი ბედნიერი სახით მოსიარულე დანიელს და მისი გაბრწყინებული თვალების დანახვა ერთადერთი იყო რაც ძალას მაძლევდა..
- შენი ახლოდან ნახვა როგორ მინდოდა - თითქოს ნაცნობი მაგრამ რაღაცნაირად ცივი ხმის გაგონებაზე დავტრიალდი და სოსოს მომღიმარ სახეს გადავეყარე.. - მინდოდა ახლოდან გამეცანი მართა.. წინაზეც ვერ მოვახერხე შენთან საუბარი.. დავინახე რომ მარტო იდექი და მოვედი, თუ წინააღმდეგი არ ხარ.
- რას ამბობთ ბატონო სოსო, რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი..
- შეგიძლია სოსო ბიძია დამიძახო ისე როგორც დანარჩენები მეძახიან.. იცი, დანიელი სულ რამოდენიმე საათის დაბადებული იყო რომ ვნახე, მას მერე ვიცნობ, ჩემს თვალწინ გაიზარდა, როგორც საკუთარი შვილი ისე მიყვარს. როგორც მამას უნდა შვილის ბედნიერება მეც ასევე ბედნიერი ვიქნები მისი ბედნიერებით , მაგრამ ძალიან ვნერვიულობდი მასზე. მისი შეუვალი და ხისტი ხასიათის გამო.. ერთი პერიოდი ყველასთან გაწყვიტა ურთიერთობა, მერე ერთ დღეს შენ მოგიყვანა, ისეთი შეშინებული იყო.. სიცილი მინდოდა, მივხვდი რომ მისი გული უკვე მოგელბო.. ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია მისი ბედნიერება მართა.. ამისთის მადლობას გიხდი...
- რას ამბობთ, მადლობის გადახდად არც კი ღირს. ჩვენ უბრალოდ .. არც კი ვიცი იცით? თავადაც არ ვიცი როგორ მოხდა ასე. იმდენი რაღაც გადავიტანეთ და ახლა ერთად ვართ..
- დამპირდი რომ რაც არ უნდა მოხდეს არასოდეს მიატოვებ , რომ სულ გეყვარება და მასზე იზრუნებ.. ვერ წარმოიდგენ როგორი კეთილი გული აქვს. ვუყურებ და ვხედავ იმდენად ბედნიერია ამას ვერც კი მალავს. მისი აქამდე მიყვანა კი მხოლოდ შენ მოახერხე...
- მე თავადაც ვერ ვხვდები რა როგორ მოხდა ასე რომ...
- სოსოია, რას ელაპარაკები ჩემს რძალს ასეთი გაღრეჭილი - მთელი ძალით დაჰკრა ხელი ანდრიამ და ხელი შემოხვია..
- შენ ბიჭო სულ ხომ არ გადაირიე, განა ოცი წლის ვარ, რომ ჩამინგრიე ბეჭი ..
- რა სუსტი ხარ სოსო., რა დროს შენი სიბერეა, ომახიანად უნდა იდგე, ისე როგორც ლომი...
- სადღაა ლომი და კარგი ცხოვრება.. ლომი ვიყავი შენი ასაკის - სადაა შენი ძმა, ეს ანგელოზივით გოგო რომ მარტო დატოვა აქ მოწყენილი.
- სად იქნება, ამდენი ქალი დაინახა ერთად და გაინავარდა, გალიაში დამწყვდეული ლომივით იქნება ეგეც, ალბათ სადმე ბუჩქებშია..- შენ არ იეჭვიანო რძალო... აგერ მოდის კიდევაც..- სიცილით მითხრა და დანიელთან მარტო დამტოვა..
- ჩემი გოგო რას აკეთებს, დავინახე ანდრია რაღაცას გეუბნებოდა, დარწმუნებული ვარ ალბათ საოცრებას იმიტომ რომ ახლაც შოკში ხარ..
- ხო, არაა, რავიცი. ისეთი არაფერი ხუმრობდა..
- ხო, არა, რავიცი, ისეთი არაფერი თუ ხუმრობდა? ჩამოყალიბდი აბა რომელი უნდა მითხრა? - სიცილით შემომხედა და ზედ მიმიკრა... - რაღაცა უხასიათოდ ხარ შენ მგონი მართა.. დილით კარგად იყავი ძალაზე...
- ახლაც ძალაზე ვარ- ჯინაზე ვუთხარი და ენა გამოვუყავი...
- მაგ ენას ამოგაძრობ იცოდე..
- სცადე...- ვალში არ დავრჩი და წითელი ღვინით სავსე ბაკალი ტუჩებთან მივიტანე.. გამომწვევად დავისველე ტუჩი და ენის წვერი გადავისვი...
- ნუ სვამ - ეს ერთი.. და მეორე გახსოვს სუნამოს ხუთი პრინციპი? - მოულოდნელად ამეკრა ზურგიდან და ცერა თითი ხერხემალზე ჩამიყოლა.. - მეექვსე პრინციპიც მოვიფიქრე - ჩუმად მიჩურჩულა და კისერში მაკოცა..
- დანიელ მომშორდი - ძლივს ამოვიხავლე და ბოკალი ალკოჰოლისაგან გავათავისუფლე...
- გაგაფრთხილე ნუ სვამ თორემ დაისჯები მართა, და ძალიან მწარედ თან..
- მხოლოდ ერთი ჭიქა დავლიე, რა პრობლემას ქმნი? ნაწყენმა ვუთხარი და ცარიელი ბოკალი მაგიდაზე დავდგი. და თანაც, იქნება მინდა რომ დავისაჯო?
- მწარედ რომ დაგსაჯო მერე რას იზამ, გაუძლებ?
- გავუძლებ , და სიმართლე გითხრა ერთი სული მაქვს დამსაჯო, ტუჩებთან მივუტანე ტუჩები და ჩუმად ვუჩურჩულე.. - ოღონდ ხელბორკილს და ბუმბულებიან რაღაცეებზე თანახმა არ ვარ.
- ფანტაზია გაქვს უზადო , წელზე ხელი მაგრად შემომხვია და მკერდზე ამიკრა. - არადა ფსიქოლოგები ამტკიცებენ , როცა ქალი უარით ასე გისვამს რაღაცაზე ხაზს, სწორედ ის უნდაო, ხოდა მოვიფიქრებ..
- მაშინ პირიქით გავაკეთოთ - დაუფიქრებლად ვუთხარი და თვალებში ჩავაშტედი.
- მაინც? ბუმბულებიანი მე ჩავიცვა და ხელბორკილს შენ დამადებ? - გულიანად გადაიხარხანა და ყელზე მაკოცა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent