შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების ყვითელი ბარათი (მეთორმეტე თავი)


2-04-2025, 10:51
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 542

„ჩემი ცხოვრების ყვითელი ბარათი”
12 თავი

არის ხოლმე დღეები, არავინ და არაფერი რომ არ გინდა ადამიანს გარდა სახლში ყოფნისა და ბოლოს, ზოგჯერ ეგეც გვბეზრდება, მუდმივად დაღლილის როლში ყოფნაც არაა დიდად შვების მომგვრელი, მაგრამ როცა არ იცი რა უნდა გააკეთო, როგორ მოიქცე, რა გადაწყვეტილება მიიღო, რთულია ამ დროს სიცოცხლის ხალისი დაიბრუნო და დეპრესიულ გოგოს ემსგავსები. დეპრესია კი თუ გაგრძელდა მოგეხსენებათ რამდენად საშიში სენია და ერთხელ თუ დაგრია ხელი ვეღარაფრით მოიშორებ.

აღარაფრის სურვილი ჰქონდა, სამსახურიდანაც კი დაეთხოვა, ცუდად ვარ და ვერ მოვალო რომ განაცხადა კი გაუკვირდათ, მაგრამ კარგიო და გამოჯანმრთელება უსურვეს. მთელი კვირა პიჟამით გაატარა, ტელეფონში თავჩარგული იყო და კომენტარებს კითხულობდა რას წერდა ხალხი, ყველაფერი აინტერესებდა, ზოგი ამბობდა, რომ ძალიან კარგი წყვილი იყვნენ და ბედნიერებას უსურვებდა, ზოგი მის ასაკზე ამბობდა მალე დაბერდება და მოხუცი ცოლი რაში სჭირდება ასეთ ახალგაზრდასო, რამდენიმე კომენტარი შიოს ყოფილ შეყვარებულზეც იყო, მია ამაზე ბევრად ლამაზიაო განაცხადა ერთ-ერთ კომენტარში გოგონამ. მოკლედ რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა შიო ყველას ძალიან უყვარდა ბოღმიან ხალხს რა დალევდა, ევას მიმართ კარგი დამოკიდებულება ნამდვილად არ ჰქონდათ.

- რაო? მია?! ეს როდის იყო?! - იმის მაგივრად რომ ბრაზი დატყობოდა ხმაში იმდენად ჩუმად ამოილაპარაკა თვითონაც ძლივს გაიგო და ცრემლები რომელიც მისი ყველაზე ახლო მეგობარი გამხდარიყო ამ ბოლო დროს დაუკითხავად ჩამოუგორდა ღაწვებზე, ნერვები ეშლებოდა სხვების ნათქვამის გამო რომ ტიროდა, მაგრამ ახლა მართლა ისეთი განცხადება ნახა მიას გაკეთებული, საერთოდ დაიბნა და დაკარგა შიოს ნდობა და თითქოს წამით ზიზღიც იგრძნო.

მია თავის განცხადებაში ამბობდა, რომ ის და შიო დადეშქელიანი მალე ბავშვს ელოდებოდნენ და ამ ამბით ორივე გახარებული იყო. მეტის წაკითხვა ვეღარ შეძლო, რადგან ცრემლებმა დაუბინდა თვალები, მკერდში საშინელი ტკივილი იგრძნო, თავბრუსხვევა იგრძნო და ალბათ ფეხზე რომ მდგარიყო, აუციებლად წაიქცეოდა. მაგრამ რამდენიმე საათში კარგად რომ გამოიტირა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ყველაფერი.



***

- მია ამიხსენი რა განცხადება გააკეთე - გაავებულს ისედაც შავი თვალები კიდევ უფრო გაშავებოდა და წარბშეკრული ისეთი ბრაზით ლაპარაკობდა ცოტაც და ალბათ ტელეფონში გაძვრებოდა.

- შენთვის სიურპრიზის გაკეთება მინდოდა და მგონი გამომივიდა კიდეც - ტაში შემოკრა ჰემსვორტმა და გაიღიმა.

- მია ნორმალურად ამიხსენი რას ნიშნავს ორსულად ხარ? - ცოტაც და მართლა აფეთქდებოდა სვანი. - ჩვენ უკვე დაშორებულები ვართ...

- არ იცი ორსულობა რას ნიშნავს? - არანაკლებ გაღიზიანებულმა დაუბრუნა პასუხი ქალმა.

- მაგას რომ არ გეკითხები უნდა ხვდებოდე - ლამის ტელეფონში გაუძვრა.

- აა ის გაინტერესებს როდის მოხდა? - ჩაეცინა - ნუთუ აღარ გახსოვს... - თავი ჩახარა და კიდევ ერთხელ ჩაიცინა - ნახე უკვე რამხლაა - მუცელი დაანახა და ცრემლებით სავსე თვალები მიანათა. შიო ენა ჩავარდნილი უყურებდა და არ იცოდა რა ეთქვა. განა ამდენი ხანი დაუმალა? ან როგორ შეძლო ერთხელ მაინც როგორ არ წამოცდა ბავშვზე რამე? თითქოს ფაქტის წინაშე მყოფი, რომ მალე მამა გახდებოდა ახლა დაფიქრდა ყველაფერზე. აქამდე არც უფიქრია რომ შვილი ეყოლებოდა, მაგრამ ახლა ამაზე კი არა საკუთარ თავზე ფიქრობდა იყო მზად ამხელა პასუხისმგებლობისთვის?! მიას ყოველთვის მზრუნველ და მოსიყვარულე დედად წარმოიდგენდა, მაგრამ თვითონ შეძლებდა კი კარგი მამა ყოფილიყო?! ბაკური საშინელი მაგალითი იყო მისთვის, მთელი ბავშვობა მის გამო ძალიან ცუდად ახსოვდა და ახლა როცა გაიგო რომ მამა გახდებოდა, ის ქალი გაუჩენდა შვილს რომელიც ერთ დროს ყველაზე საყვარელი იყო, შიშმა მოიცვა, თავს ვერ აპატიებდა შვილთან რომ შეშლოდა და ცუდი მამა ყოფილიყო. და საერთოდაც ამ ეტაპზე წარმოდგენა არ ჰქონდა იყო თუ არა მზად მამობისთვის და უსიამოდ გაცრა ტანში ამ ფიქრმა, შიში კი ისე შეუძვრა გულში რომ ვერაფერი მოუხერხა.

ერთ მხარეს შვილი და მეორე მხარეს საყვარელი ქალი იდგა, ევასთვის რა უნდა ეთქვა, ინგლისში ცხოვრებისას, მიასთან ურთიერთობა მქონდა და ახლა ორსულადააო? ეს როგორ უნდა ეთქვა, როცა ჯერ კიდე რამდენიმე საათის წინაც კი სიყვარულს ეფიცებოდა?! ყველაფერი უნდა გაერკვია და თან ევასთან ურთიერთობა არ უნდა გაეწყვიტა. მის გარეშე სუნთქვაც აღარ შეეძლო, მაგრამ იცნობდა ევას იცოდა როცა ამ ამბავს გაიგებდა, აუცილებლად დაშორებას გადაწყვეტდა და მისი შეჩერების უფლებაც არ ექნებოდა.

- წავედი მია, მერე დაგირეკავ. - დაემშვიდობა და სასწრაფოდ ევას ტელეფონის ნომერი აკრიბა. - მიდი ევ, მიპასუხე რა, მიპასუხე ევა - სასოწრაკვეთილმა ბრაზით ამოილაპარაკა და გასაღებს დაავლო ხელი.

ისეთი სიჩქარით ატარა მანქანა, ორ ავარიას გადარჩა, მაგრამ ჯარიმის შეტყობინებას ვერსად გაექცა. რას დაეძებდა, ოღონდ ევა ენახა და არაფერი უნდოდა სხვა, უნდოდა მის სიმშვიდისფერ თვალებში საკუთარი თავი დაენახა, მერე ევას ეთქვა რომ ყველაფერი ტყუილია და მალე ცუდი სიზმრიდან გამოიღვიძებდა და ყველაფერი ისევ ძველებურად იქნებოდა. როგორი ეგოისტი იყო! თავად უნდა დაემშვიდებინა და მისგან ითხოვდა დამშვიდებას.

კიბე სირბილით აიარა და კარზე მოუთმენლად დააკაკუნა, ცალი ხელით კედელს მიეყრდნო და კიდევ ერთხელ დააკაკუნა მოთმინება დაკარგულმა.

- ევაა მე ვარ, გამიღე - დაუძახა თუმცა პასუხი რომ აგვიანებდა, გასაღები მოძებნა, იცოდა სად ინახავდა სათადარიგოს და კარი გააღო. - ევა, სად ხარ?! - დაუძახა და თან მისაღებისკენ წავიდა. - ევ... - დივანზე იწვა, მოკუნტული იყო და აშკარად ისევ ტიროდა.

- ევა - ლამის ჩაიკეცა ამ მდგომარეობაში, რომ დაინახა. ნელა მიუახლოვდა და მის წინ ჩაიმუხლდა. - ევ, გთხოვ დამელაპარაკე...

- და რა გითხრა შიო?! დაგამშვიდო? ბოდიში, მაგრამ არ შემიძლია და არც საუბარი მინდა. წადი. - არც კი განძრეულა. ძალიან მშვიდად და ჩუმად ლაპარაკობდა.

- არა, დამშვიდებას არ ვითხოვ შენგან, უბრალოდ მინდა მომისმინო, აგიხსნი. - ცრემლების მოსაწმენდად წაიღო მისი სახისკენ ხელი, მაგრამ ქალმა ხელი აუქნია და დივანზე წამოიწია.

- რას ამიხსნი შიო, რას? გინდა მოგისმინო როგორ მიღალატე? როდის და როგორ გადამაბიჯე? გინდა ეს მოვისმინო? არ, მაინტერესებს. ახლა ხვდები რატომ გითხარი ურთიერთობის დაწყება არ მინდათქო? მთელი კვირაა ცუდად ვარ ლამისაა გული გამისკდეს, კომენტარებს რომ ვკითხულობ საკუთარი თავი ყველაფერზე უფრო რომ მიყვარდა, ვგრძნობ როგორ მძულდება. ვიცი ყველას ვერ ვეყვარები და ვერც მოვეწონები, მაგრამ გითხარი ვერ გავუძლებდი და არ დამიჯერე, რა გინდა საერთოდ რატომ შემაყვარე თავი რა დაგიშავე ასე რომ ვიტანჯები შენი სიყვარულისთვის? ხალხის დაცინვა და უაზრო შეფასებები არ იყო საკმარისი ახლა იმასაც იტყვიან როგორ მიღალატე და მე ისევ მსხვერპლი ვარ. - ცრემლები შეიმშრალა, თვალი თვალში გაუყარა და დავშორდეთო უთხრა.

- მია რომ არ მიყვარს უკვე იცი და არც შენთან დაშორების მომხრე ვარ. - თვალებში უყურებდა დადეშქელიანიც და ჯიუტი ბავშვივით ამბობდა არ დაგშორდებიო და მხოლოდ ფეხის დაბაკუნებაღა აკლდა მართლა ბავშვს დაემსგავსებოდა.

- არ მაინტერესებს შენ რის მომხრე ხარ და რის არა, მაგრამ ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს, ბავშვს რომელსაც თავადაც კი არ აურჩევია დაბადებულიყო მამა წავართვა. არც ის მინდა ისეთ კაცზე დავქორწინდე ოდესმე, ვინც დაქორწინებამდე მიღალატა, ეს ჩემთვის მიუღებელია. არ მინდა იმაზე მეტად შემძულდეს საკუთარი თავი ვიდრე ახლა, ამ ყველაფრის შემდეგ მძულს. ამიტომ უბრალოდ წადი. წადი. - ფეხზე წამოდგა და კარისკენ მიუთითა.

დადეშქელიანმა, რამდენიმე წამს უყურა და მერე უკან მოუხედავად წავიდა.


***

დილა უღიმღამოდ დაიწყო და როგორც გარეთ ისე ევას გულშიც კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა და არა და აღარ გამოიდარა. ისეთი სახე ჰქონდა ავადმყოფს ჰგავდა, ძლივს აათრია სხეული, გეგონება ჭარბწონიანი იყო ეს ერთი ციდა გოგო. ისედაც გამხდარს, ამ ერთ კვირაში კიდევ უფრო დაეკლო და რომ იცვამდა ქამრით ისე მჭიდროთ შეიკრა შარვლის სათავე, გვერდებში ნაკეცები გაუჩნდა შარვალს.

უნივერსტიტეს მიაშურა, სხვა რა გზა ჰქონდა, უნდა ემუშავა, შიოს გამო სამსახურზე უარს ვერ იტყოდა და დეპრესიულად სახლში ვერ ჩაჯდებოდა მთელი თვე. არ ჰქონდა უფლება.

უნივერსიტეტის ეზოში იყო, თათას ზარი რომ შემოვიდა.

- გისმენ თათა - თბილი და სასიამოვნო ხმა, რომელიც ყველას ასე მოსწონდა სადღაც გამქრალიყო და მის აცვლად, ცივი, უსიამო ხმა ამოუშვა და თავადაც ისე ეუცნაურა, ტანში გაცრა.

- როგორ ხარ? - თანაგრძნობა ჩანდა მეგობრის ხმაში.

- კარგად. - თავი დახარა. - შენ?

- ევა, ერთხელ მაინც შეგიძლია თავი ისე არ მომაჩვნეო თითქოს კარგად ხარ? ერთად ვიყოთ ცუდად, ერთად გვეტკინოს და ერთად ვიტიროთ კიდეც თუ საჭიროა, რისთვის მქვია შენი მეგობარი?! ჯანდაბამდე გზა ჰქონდა დადეშქელიანს, მის გარეშეც მშვენიერი ცხოვრება გქონდა და ასე იქნება ისევ. - ვერ ხედავდა დევდარიანის სახეს მაგრამ მაინც თვალწინ ედგა, მისი სახე, ნათლად წარმოიდგინა როგორი თვალებით შეხედავდა, დარწმუნებით შეეძლო ეთქვა, რომ წარბშეკრული ლაპარაკობდა თათა.

- თათა, სიბრალული და თანაგრძნობა არ მჭირდება... გთხოვ... - ძლივს ამოილაპარაკა - მერე ვისაუბროთ. - გაუთიშა.

რამდენიმე წამით კიდევ რომ მოესმინა მეგობრისთვის, აუცილებლად ატირდებოდა ეს კი კიდევ უფრო შეაზარებდა თავს და ამას მართლა ვეღარ აიტანდა.

ლექციაზე შესვლისთანავე მიხვდნენ სტუდენტები რაღაც რომ რიგზე ვერ იყო და მართლებიც აღმოჩნდნენ, ყველას რაღაც შენიშვნა მისცა, მუდამ მომღიმარი ევა სტუდენტებს რომ ძალიან უყვარდათ ახლა კრუელას ჰგავდა და სახეზე რომ შეხედავდი გეგონებოდა ბავშვობაში ვინმემ დაწყევლა და ახლა ის წყევლა ავად დასტრილებს თავსო.

ყველა ადამიანი, რომ თავის სატარებელს ატარებს ზოგჯერ გვავიწყდება ხოლმე და გაუაზრებლად თუ გააზრებულად ჩვენს ტვირთსაც დაუკითხავად ისე ავკიდებთ ხოლმე მხრებზე, როგორც სახედარს ტვირთს - დაუნდობელი პატრონი. ხშირად ისიც გვავიწყდება რომ ადამიანები ვართ და არა რომელიმე ცხოველი. სამწუხაროა.

ერთ-ერთ თანამშომელთან ერთად იყო კაფეტერიაში. გავიგე შენი ამბავიო უთხრა და მერე იმდენი ელაპარაკა საკუთარ პრობლემებზე, იმის ნაცვლად რომ გაემხნევებინა სულ ის იძახა მოღალატე კაცები ყველა სიკვდილის ღირსი არიანო.

აღარ იცოდა ბერიძემ რა ექნა და როგორ დაეღწია თავი ამ ქალისთვის, მაგრამ რამდენჯერაც კი წასვლა დააპირა იმდენჯერვე გააჩერა მოიცადე ჯერ არ დამისრულებიაო და ისედაც უხასიათო და დეპრესიაში მყოფი უარეს დღეში ჩააგდო. მერე კი რომ ვეღარ მოითმინა მეტი სიტყვის უთქმელად წამოდგა ფეხზე და წავიდა.

***

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ევა ბერიძე, რომელიც სიმშვიდის განსახიერება იყო, ნერვებმა უმტყუვნა, შიში იგრძნო და დამფრთხალმა აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო და ყოველ საღამოს ერთადერთ გამოსავლად ცრემლები ჰქონდა და ასე იოხებდა ნატკენ გულს.

მუდამ მშვიდი და გაწონასწორებული ევა, ახლა ზედმეტად ემოციური და სენსიტიური პიროვნება გახდა, მკვეთრი ცვლილებები შეინიშნებოდა მის ხასიათში და დედამისი ისედაც ხომ სულ ერთადერთ ქალიშვილზე დარდობდა და ახლა საერთოდ, ლამის ჭკუიდან გადასულიყო, ევაც სულ იმას გაიძახოდა კარგად ვარ და ნუ ნერვიულობო, მაგრამ დედას ვერაფერს გამოაპარებდა. აფიქრებდა ეკატერინეს როგორ იქნებდა ევა, იცნობდა თავის გოგონას და თავიდანვე იცოდა გაუჭირდებოდა შიოსთან ურთიერთობა, მუდამ სიმშვიდის ძიებაში მოუწევდა ყოფნა და არა მხოლოდ საკუთარი, დადეშქელიანის სიმშვიდესა და კარგად ყოფნაზეც უნდა ეფიქრა და იცოდა ერთ დღესაც თუ არ მობეზრდებოდა, დაიღლებოდა და იძულებით მოუწევდა მაინც შიოზე ზრუნვა და ასე საკუთარ თავს შეიძულებდა.

- ეკა გთხოვ, რამდენჯერ უნდა გითხრა, არაფერი მიჭირს კარგად ვარ. შიოსთან დაშორებით არ მოვკვდები. - უკვე მერამდენედ ეუბნებოდა თავადაც აღარ იცოდა.

- იქნებ მაინც გეფიქრა დედი, ჩვენთან ჩამოსვლაზე. მამა იცი როგორ ნერვილობს? - არ იშლიდა ქალი თავისას.

- სანერვიულო არაფერია, მართლა - ცრემლებით ევსებოდა თვალები - კარგად ვიქნები დე, აუცილებლად.

- აბა რა დედი, კარგად იქნები ჩემო იმედო - ცრემლები შეიმშრალა ქალმა.

- ევ როგორ ხარ მამა? - ღიმილით მოიკითხა შვილი კაცმა და თან კამერის წინ აუფრიალა რაღაც.

- მა ეს რა არის? - დააკვირდა და თვითმფრინავის ბილეთები ამოიცნო.

- თვითმფრინავის ბილეთებია - გაიღიმა და მერე აბუზღუნებულ ცოლს გაუცინა - რა იყო ეკუნა, ხომ იცოდი რომ ვერ მოვითმენდი და რატო ბრაზობ?

- მამა - ცრემლებით აევსო კიდევ უფრო თვალები - მადლობა. როდის ჩამოდიხართ?

- ხვალ საღამოს - უყურებდა შვილის ცრემლიან თვალებს და ერთი სული ჰქონდა ხვალინდელი დღე გათენებულიყო და შვილს ჩახუტებოდა, ცრემლები შეემშრალებინა და კიდევ ერთხელ, ისე როგორც ბავშვობაში ახლაც ესწავლებინა რომ მართალია დღეს გული ატკინეს, დღეს აატირეს, გადაუარეს და თავმოყვარეობა შეულახეს, ხვალ მაინც ახალი დღე იყო, ახალი და უკეთესი შესაძლებლობები. ხვალ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ამიტომ დღეს თუ რაღაც კარგად არ იყო არ უნდა შეშინებოდა. უნდოდა ეს კიდევ ერთხელ ეთქვა შვილისთვის.

***

ინგლისში ჩასვლისთანავე მიას დაურეკა და შემხვდიო უთხრა. თვითმფრინავში ყოფნისას, ძალიან ბევრს ფიქრობდა, ვერ მიაგდებდა ქალს რომელიც შვილს ელოდა მისგან, მაგრამ ისიც ძალიან რთული იყო დადეშქელიანისთვის ევა დაეტოვებინა და მის გარეშე გაეგრძელებინა ცხროვრება, ძლივს ისეთი ქალი იპოვა ვისთანაც მთელი ცხოვრება შეძლებდა ყოფნას და როგორ დაეთმო?! არა, შეუძლებელი იყო ევას ვერ დათმობდა.

- როგორ ხარ შიო? - გადასაკოცნად გაიწია მიამ, მაგრამ შიომ შეაჩერა და უკან გადადგა ნაბიჯი.

- დაჯექი და ყველაფერი ამიხსენი. ლამის ექვსი თვეა რაც დავშორდით და ახლა ამბობ რომ ორსულად ხარ? აქამდე სად იყავი? - წარბშეკრული ელაპარაკებოდა სვანი და ცდილობდა ყველაფერში ეჭვი შეეტანა, თავს ვერავის გაასულელებინებდა მით უმეტეს ჰემსვორტს.

- ექვსი თვის ორსული ვარ, შიო. - ღრმად ამოისუნთქა გოგომ და წამოზრდილ მუცელს მოეფერა. - ბოდიში რომ აქამდე არ გითხრი, არ ვიცოდი უნდა მეთქვა თუ არა, უკვე ერთად აღარ ვართ, მაგრამ შვილს ვერ დაგიმალავ. - მუცელზე დაიხედა - დედი, გაიცანი ეს შენი მამიკოა, საქართველოდან - ცრემლი გადმოუგორდა და გაიღიმა. - მართალი ყოფილა, რომ ამბობენ გოგოები მამებზე გიჟდებიანო, პირველად შეთამაშდა მუცელში და ისიც შენთან ყოფნისას.

- გოგოა? - მიას ამ მდგომარეობაში, რომ ხედავდა და თან იცოდა მისი შვილი იჯდა იქ, ლამის შეეხო მუცელზე.

- კი - გაეცინა და თან ცრემლები შეიმშრალა. - არ ვიცი რას ფიქრობ მაგრამ არ მინდა შვილი მარტომ გავზარდო. - თვალებში შეხედა.

- ვიცი და არც ვაპირებ ჩემ შვილზე უარი ვთქვა. ჩვენ თუ ერთმანეთი არ გვიყვარს არ ნიშნავს რომ ბავშვი ერთ-ერთი მშობლის გარეშე გაიზრდება. ორივეს სიყვარულს იგრძნობს და ორივე მშობელი ეყოლება გვერდით.

- მართლა შიო? მართლა ამბობ მაგას? მადლობა - ატირდა ქალი სიხარულისგან და დადეშქელიანს გადაეხვია.

არასოდეს იცი ცხოვრება რას გიმზადებს, როცა ფიქრობ რომ ყველაფერი კარგადაა და ბედნიერი ხარ, ისეთი რამ მოხდება თითქოს ის ძლივს შეკოწიწებული სიმშვიდეც და ბედნიერებაც თავზე გენგრევა. შიო და ევა ზუსტად ასე გრძნობდნენ თავს და მართალია სხვადასხვა კონტინენტზე, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა სახლებში იყვნენ, ათასობით კილომეტრით დაშორებულები და მაინც მათი გულები ერთად იყვნენ, ერთმანეთზე ფიქრობდნენ და სხვისი ადგილი არცერთის გულში აღარ იყო. ჯიუტი ბავშვებივით აჩემებული ჰყავდათ ერთმანეთი და ამავდროულად ორივე ცდილობდა სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება.



№1 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან მიხარია რომ აგრძელებთ ისტორიას, საოცრად კარგად წერთ, იმედია ისევ დიდხანს არ დაგვტოვებთ, გთხოვთ დაწერეთ რა სიხშირით დადებთ ახალ თავს?თან რა მომენტზე შეწყვიტეთ

 


№2  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი მარი
ძალიან მიხარია რომ აგრძელებთ ისტორიას, საოცრად კარგად წერთ, იმედია ისევ დიდხანს არ დაგვტოვებთ, გთხოვთ დაწერეთ რა სიხშირით დადებთ ახალ თავს?თან რა მომენტზე შეწყვიტეთ

ძალიან დიდი მადლობა????
ზოგჯერ ვერც ვიაზრებ, როგორ შეიძლება ამხელა სიყვარული დაიმსახურონ ჩემმა პერსონაჟებმა და ამდენი სითბო მივიღო პირადად მე…
ვეცდები დიდ ხანს აღარ გავწელო, თუმცა ხომ იცით თქმა ერთია და საქმე მეორე…
თუმცა როგორც შევძელებ მაქსიმალურად ვეცდები დროულად ავტვირთო მეცამეტე თავი…????

 


№3 სტუმარი სტუმარი ლილე

ვაიი ვაიი, ამას ვის ვხედავ და რას ვხედავ <3 როგორ გამიხარდით <3 რა კარგი თავი იყო <3 აღარ გვალოდინოთ რა <3 ეს ჩემი თხოვნაა რა თქმა უნდა..
პ.ს. გყვარობთ <3

 


№4 სტუმარი სტუმარი გვანცა

როდის დადებთ ახალ თავს? ვეღარ ვითმენ გელოდებით. წინა თავს თითქმის 2 თვე ველოდე, ცოტა დაგვინდე და მალე დადე, ნუღარ გაჭიმავ

 


№5  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი ლილე
ვაიი ვაიი, ამას ვის ვხედავ და რას ვხედავ <3 როგორ გამიხარდით <3 რა კარგი თავი იყო <3 აღარ გვალოდინოთ რა <3 ეს ჩემი თხოვნაა რა თქმა უნდა..
პ.ს. გყვარობთ <3

როგორ მახარებთ თქვენი გულწრფელი და თბილი კომენტარებით❤️
ახალ თავზე უკვე ვმუშაობ და ვეცდები მაქსიმალურად არ გალოდინოთ????????

სტუმარი გვანცა
როდის დადებთ ახალ თავს? ვეღარ ვითმენ გელოდებით. წინა თავს თითქმის 2 თვე ველოდე, ცოტა დაგვინდე და მალე დადე, ნუღარ გაჭიმავ

ახალ თავზე უკვე ვმუშაობ, ზუსტ დროს ვერ გეტყვით,
როდის ავტვირთავ მაგრამ გპირდებით, რაც
შემეძლება მალე დავწერო????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent