გიჟი მარტი
მოვედი და მოვიტანე სიგიჟე, მოვედი და მოვიტანე სისხარტე, მოვედი და მოვიტანე ხალისი! ხან ვტირი და ხან ვიცინი, მაგრამ მაინც მელის ხალხი. არ ვივიწყებ ჩემ ხასიათს, თავნება ვარ და ჯიუტი, ხან რა მომწონს, ხან რა მომწონს, ხან ვერ ვიგებ რა მინდა! ყველაფერზე ვტირი ზოგჯერ, ვერ ვიცვლები და რა ძალია. ხალხი ხშირად მებუტება ამის გამო, მაგრამ მე ხომ ვერ ვიცვლები?! ზოგი მლანძღავს, ზოგი გულს მტკენს, ხოლო ზოგი მებუტება, მაგრამ მეც მწყინს, ძალიან მწყინს, ხშირად მართლა მიტომ ვტირი. მაგრამ მაინც მიყვარს ისინი, როგორც მათ მაინც ვუყვარვარ მე. და რა მქვია თქვენი აზრით, ხან რომ ვტირი, ხან ვიცინი?! და მე მქვია გიჟი მარტი, ხან ვუყვარვარ ხალხს, ხან კი ვძულვარ, სულ ესეა და მეც ვეჩვევი... აპრილი კი მეთანხმება, მაისი კი თავს იქნევს, გიჟი ხარო მეუბნება, გიჟი ვარ და რა ვქნა?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.