Never us 5.2
ისტერიკის ზღვარზე ვიყავი და არ ვიცოდი როგორ გავჩერებულიყავი. მისმა ხელებმა მოიქციეს ჩემი სახე, თვალებიდან წამოსული ცრემლი მომწმინდა. - დამშვიდდი.- მშვიდად მესაუბრებოდა.- დეა შემომხედე და დამშვიდდი. - სახლში მინდა.- ჩუმად ვუთხარი. - კარგი. ჯერ დამშვიდდი. მშვიდად ისუნთქე. - ვერ გიტან. სულ ასე რატომ ხდება?..- მორიგი ცრემლები გადმოჰყვა სიტყვებს. - არ მინდა თამაში... ყველაფერი დებილურად გამოგვდის.... შენც დებილი ხარ... - კარგი, კარგი, დაწყნარდი.- ხელები შემომხვია. - ნუ მეხუტები გთხოვ რა. გამიშვითქო არ გესმის. თუ წასვლა მინდა კვლავ მის მკლავებში რატომ ვეძებ სიმშვიდეს? რატომ ვიქცევი ასე? რატომ მეჩვენება ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების წესად? - არ მინდა.- ჩურჩულებს და თავზე ნაზად ატარებს თითებს. - სანდრო ისევ თამაშობ. შენს ქცევებს ხედავ ? პასუხს არასდროს აგებ, სულ გარბიხარ ან სხვას აბრალებ. მე არ მინდა ასე. მართლა აღარ შემიძლია. მაშინ ადვილი იყო შენი გაშვება.. ახლა... ახლა თუ ახლოს მომიშვი გამიჭირდება, გესმის?- თვალებზე მომდგარი მორიგი ცრემლები დაეშვნენ აწითლებულ ლოყებზე. - დეა... მხოლოდ ჩემი სახელი მესმის. სიჩუმემ შეგვიპყრო. მე მინდოდა მეთქვა. ყველაფერი გადმომეშვა, რასაც ვფიქრობდი, მაგრამ ჩემი აზრებიც კი არ მქონდა დალაგებული, არაჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობ, არაჯანსაღი ფიქრებით და ეს გრძნობა რაც ჩვენშია, რამაც აქამდე მოგვიყვანა, სულაც არაა ის , როგორსაც ჩემი გონება ხატავდა, ზოგჯერ გვერდზე გადადგომა სჯობს, რომ ადიდებულ მდინარეს არ შეეწირო. - პატიებას ვერ გთხოვ..- დაიწყო მან.- არ ვიმსახურებ. თავის გამართლების აზრსაც ვერ ვხედავ. რთულ პერიოდში გაგიცანი და ასე ვთქვათ შენით გამქონდა დრო. ვატრ**ებდი კიდეც. არ ვიცი.. შეიძლება მაშინაც მომწონდი და არ ვაღიარებდი... უბრალოდ მაშინ, სხვაზე ვფიქრობდი, დათაზეც ცუდად გითხარი.. არ უნდა მომეშვა მაშინ.. სხვას რატომ დავაბრალო, როცა მე მივქარე, გაბაზრების თემაზე არაფერს ვამბობ.. ეგ ჩემგანაც იყო, დამიჯერე, თუ მეგობარი ყავს, მეგობარიც საქმეშია... ჩემი ქცევა... რაც აფსურდული არ უნდა იყოს ვიეჭვიანე... ასეთი საუბრები მართლა არ გამომდის, ვაღიარებ რომ მომეწონა შენთან გატარებული ბოლო დრო, მიუხედავად ყველაფრისა, მინდა რომ ვცადოთ და თუ აწი შენი კუდში დევნა და სტალკერის როლის აღება მომიწევს თანახმა ვარ ამაზე. წარსულის გაშვება რთულია მაგრამ.. მინდა რომ ახლიდან შემომხედო, ჩემი ის ვერსია დაგანახო და გაგაცნო, რომელიც ვარ... - სან... - ვიცი, ვიცი... თუ არ გინდა, შენთან ყოფნის ნება მაინც მომეცი...არცერთი არ ვართ წყენის, ტკივილის გარეშე.. თუნდაც ის რაც ერთმანეთს მივეცით... მაგრამ ხომ შეგვიძლია ვცადოთ? - უკვე ძალიან ავირიე... - ჩემთან დარჩი გთხოვ. - ამაღამ თუ სამუდამოდ?- მორიგი სულელური ხუმრობა ვცადე, გაეღიმა. - თუ გამოგვივა სამუდამოდ. მისმა ხელებმა კვლავ მოიქცია ჩემი სახე, ცერები, ნაზად ჩამოატარა ცრემლის კვალს. - მაპატიე რომ გატირე, აღარ იტირო. ღიმილი უფრო გიხდება. - ხო? მაშ იტირეო? - ღია ნამიოკი ჩავურტყი. - აუუ, ყველა სისულელე არ გამიხსენო... - მაშინ ნუღარ იზამ. - ყველანაირად ვეცდები პატარავ,- ლოყას ნაზად შეახო ბაგეები. - შენზე დიდი ვარ სან. - თვეებით და ძაან ნუ გეამაყება.- კვლავ მაკოცა. - იცი რომ ძაან სულელები ვართ. - ვიცი დეა..- ღიმილი შეეპარა მის ტუჩებს.- ესეიგი ჩვენ ?... - რა ? - ვინ ვართ ჩვენ ? - შენ რა გინდა? - ახლა შენ თამაშობ დეა?- მის დაბღვერილ სახეზე მე გამეცინა უკვე. - მინდა რომ შენ მიცე ჩვენს ურთიერთობას სახელი. - იქნები ჩემი შეყვარებული მედეა დოლიძე? - ლიკა?.. - მე და ლიკა დავშორდით დეა, ვერ დაგპირდები რომ ერთმანეთს არ გადაეყრებით. მაგრამ გპირდები, რომ მასთან საერთო მხოლოდ სამეგობრო მეყოლება. - ალექსანდრე ყიფშიძე.. თანახმა ვარ, ვიყო შენი შეყვარებული.- წამიერი სიჩუმე დავარღვიე. - ვაუ, რატომ მგონია რომ ხელი გთხოვე? - რატომ მგონია რომ მოვლენებს წინ ვუსწრებთ? - ეგ უკვე გავიარეთ დეა.- საცოლედ წარდგენის თემა გამახსენა. - ხო... - სახლში კიდევ გინდა? - მჰ.. მეძინება...- არა, ყველაფრის გადახარშვა მსურდა უბრალოდ. - ჩემთან დარჩი აქვე ვარ.. - არა.. ვერ მოვისვენებ.. - უკაცრავად? გაგახსენო წინაზე ვის ეძინა ტკბილად ჩემზე? - ... - კარგი სახლში წაგიყვან თუ დამპირდები რომ ბახმაროში წამოხვალ. - ულტიმატუმს მიყენებ ალექს?- წარბაწეული მზერა მივაბყარი. - კი. - რა ურცხვი ხარ. მერიდება, თან დარწყმუნებული ვარ ჩემს გარეშეც გაერთობით. - გართობით გავერთობით, მაგრამ მინდა, რომ იყო და თუ დრო გაქვს წამოდი, გოგოებიც გკითხულობენ და დარწყმუნებული ვარ შენც მოგეწონება. ნუ მიყურებ მასეთი თვალებით, დამთანხმდი. - კარგი ალექს, ოღონდ ეხლა სახლში წამიყვანე. მისამართი გავუზიარე და ჩემსკენ დავიძარით. საათი ოთხს გადაცილებოდა უკვე, დავემშვიდობეთ და სახლის კარები მივხურე, სხეულს ბარბაცით მივათრევდი, თითქოს გრილ ჰაერს გონს მოვყავდი და მაინც ვერ ვლაგდებოდი. სიმართლე რომ ვთვქვა სასმელის ზემოქმედებაში არ ვიყავი, თუმცა ამ ყველაფერმა ორ ჭიქა მოჰიტოზე მეტად იმოქმედა ჩემზე. აივანზე გამოსული თამარის სხეული გვიან შევამჩნიე. - სად იყავი ამდენ ხანს ?რა ხდება?- ჩემი დანახვის შემდეგ ნერვიულობა შეემჩნია ტონში. - შეყვარებული მყავს.- კიბეებზე ჩამოვჯექი და გაშტერებული მზერა მივაბყარი კარებს. - ვინ გყავს?! - გაოცებით წამოჰყვირა მან. - ბახმაროში მივდივარ. - იგივე პოზაში განვაგრძობ მე. - სად? ქალო, ამიხსენი რა ხდება ? სიცხე ხომ არ გაქვს?!- შემარხია, შუბლზე ხელი დამადო. - მე და ალექსი ერთად ვართ. - რა?!- იმხელაზე იყვირა რომ მისმა ხმამ ჟრუანტელივით დაიარა ჩემში და გონს მაგდო. თქვენ რიგზე ხართ? დროზე მოყევი რა ხდება? აი მოგკლავ იცოდე. - რა მოვყვე. მასთან ვიყავ ი, რომ გელაპარაკებოდი. მერე ვიჩხუბეთ, მერე.. დეტალურად ჩავუწიკწიკე ყველაფერი თამარს რომელიც გაშტერებული მიყურებდა და თვალები უფრო და უფრო უფართოვდებოდა, ბრაზის ნაპერწკლებიც ღვივდებოდა მასში. - კარგის ტრა*იც მოგს**ვნიათ ორივეს, რას მიყურებ გოგო მასე? ღადავი გვერდზე გადავდოთ და ცოტა მეშინია მაგ შემორიგების... მართლა გიღირს ეს მცდელობა მედე?.. - არ ვიცი თამ..- თავი მხარზე ჩამოვდე.- თავიდანვე არ ვიცოდი რას ვითხოვდი მისგან, ან მე რას ვიღებ? მიყვარს, მომწონს თუ იმ აჩრდილს დავყვები რაც მის დროს იყო.... მთელი ეს დრო შანსი მინდოდა და გინდ ეშმაკისგან იყოს გინდ მამაზეციერისგან, მივიღე ეს შანსი... - მედეა, გთხოვ კარგად დაფიქრდი.. - დავფიქრდი თამ, ბოლო ბოლო თუ არ ვცდი ვერ გავიგებ...- ფეხზე წამოვდექი და ხელი გავუწოდე.- წამო, დავწვეთ. - წამო პაწ, გინდა შენთან დავწვე? - უარს არ გეტყოდი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.