შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო (10)


7-04-2025, 21:52
ავტორი ELPI
ნანახია 451

თვალებს ნელა ვახელ და ვცდილობ გავიაზრო, სად ვიმყოფები. ცოტა ხანს ვიზმორები და საათის შესამოწმებლად ტელედონს ვეძებ. როდესაც ეკრანის გრილ შეხებას ვგრძნობ, ტელეფონს ვიღებ და ქვემოდან ვუყურებ. დრო 2:34 წუთია, უკვე დრო იყო ავმდგარიყავი. საშინელი სიცხეა, და უკვე ყველაფრის სურვილი მეკარგება. გვერდზე ვიხედები, სადაც მირა აღარ წევს, და აშკარა იყო წასულიყო. ინსტაგრამზე შევდივარ და მირას ჩათში გადავდივარ.
• ემა, სამსახურში მაგვიანდებოდა და რო გეძინა, აღარ გამიღვიძებიხარ. დღეს ლამაზად ჩაიცვი და ისე წადი, იცოდე, გაკოცე. მიყვარხარ. ვაიმე, ახლა გამახსენდა, რომ დღეს უნდა ავიდე გიორგისთან! - შეწუხებული ვიზელ სახეს და მირას ვწერ:
• აუ, ახლა გამახსენდა, ხო, დღეს რომ უნდა წავიდე, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. მეძინება :( მიდი, მეც გაკოცე, მიყვარხარ.

მივწერე მირას და ტელეფონი გადავდე. ცოტა ხანს ასე ვიყურებოდი აქეთ-იქეთ და ბოლოს საბანი გადავწიე და ფეხებით გრილ იატაკს შევეხე. ღმერთო, როგორ ცხელა! ამოვიწუწუნე და წამოვდექი. ნელ-ნელა გავედი ოთახიდან. დღეს ყავის დალევის სურვილი არ მქონია, ან უბრალოდ ხალისი არმქონდა, რომ გამეკეთებინა. თავი რომ მოვიწესრიგე, დაღლილი დავჯექი სამზარეულოში და სიგარეტს გავუკიდე, თან ვფიქრობდი, რა შემეძლო ჩამეცვა ან საერთოდ ავსულიყავი თუ არა მაიკოსთან. ვიცოდი, რომ ბევრი ფიქრი უფრო შორს წამიყვანდა, ამიტომ უცებ შევედი სააბაზანოში, შხაპი მივიღე, გამოვედი და კარადისკენ დავიძარი. უბრალო ჯინსის ქვედაბოლო და ტოპი გადმოვიღე ბალეტკებთან ერთად და დავაწყვე საწოლზე. სარკისკენ დავიძარი, თმა გავიშრე, მაკიაჟი გავიკეთე და ტანსაცმელიც ჩავიცვი. ჩანთაში სიგარეტი, ასანთი და ბარათი ჩავდე და ანერვიულებული სახლიდან გამოვედი. ცოტა ხანს ფეხით ვიარე, შემდეგ კი მივუახლოვდი საკონდიტროს და იქიდან ერთი შოკოლადის გემრიელი ნამცხვარი წამოვიღე. გამოსვლისას ტაქსი გამოვიძახე და მაიკოს მისამართი მივუთითე. ტაქსიც რამდენიმე წუთში მოვიდა, კარი გამოვაღე და მძღოლს ღიმილით მივესალმე. ასე ვმგზავრობდი, ცოტა ხანს მე გზას ვუყურებდი და ხალხს, რომლებსაც ზოგს მოწყენილი, ზოგს ბედნიერი, ზოგს კი სევდიანი და დაღლილი სახე ქონდათ. და მე? მე არვიცი, როგორი სახით უნდა მევლო დღეს. ფიქრებში გართულს მძღოლმა გამომაფხიზლა, ღიმილით და შემატყობინა, რომ მოვედით. მეც ბოდიში მოვუხადე და ღიმილით დავემშვიდობე მას. კარები რომ გავაღე და გადმოვედი, ისევ იმ სადარბაზოს წინ ვიდექი, ოღონდ ახლა მარტო. თუმცა იგივე განცდით. ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე. ჩემს თავს ერთი ვუთხარი: “რაც არის, არი”, და შევდგი ნაბიჯი სადარბაზოში. ლიფტთან მოხუცი ქალი იდგა, რომელიც ელოდა ლიფტის ჩამოსვლას. მეც მივუახლოვდი და ზრდილობის ნიშნად გამარჯობა ვუთხარი. მანაც იგივე მიპასუხა. როგორც იქნა, ლიფტი ჩამოვიდა და ჩვენც შიგნით შევედით. ხურდა ჩავაგდე, ქალთან ერთად. ის კი მომიტრიალდა:
• რომელ სართულზე მიდიხარ, შვილო?
• 9. ღიმილით ვუპასუხე. მან კი თავი დამიქნია და წინ შეტრიალდა. მას შემდეგ, რაც ღილაკზე 9 გალურჯდა, მე კი 7 სართულზე გასულ ქალს ლამის გავყევი, იმდენად ვღელავდი უკვე. ხმა გამოსცა ლიფტმა და კარებიც გაიღო. ანერვიულებული გავედი და ისევ იმ კარებთან ვიდექი. ოღონდ უკვე არვიცოდი, დამერეკა ზარი თუ უკან წავსულიყავი. ჩემი ფიქრები მრავალი იყო, თითქოს მხარზე ანგელოზი და ეშმაკი ერთად ყოფილიყვნენ:

“დარეკე მაიკოსთან, მოხვედი და არა გიორგისთან.”
“არა, არ დარეკო, შერცხვები.”
“მაიკოსთან ნამცხვარზე და ყავაზე კარგად მოილხენ.”
“ვაი, თუ ლიზაც იქაა.”

მოკლედ, ასე ვიყავი. ცოტა ხანს შემდეგ კი, ცალ ხელში ძლიერ დავიჭირე ტორტის ყუთი და საჩვენებელი თითით ძლიერ დავაწექი ზარის ღილაკს. ცოტა ხანს ასე ვიყავი, შემდეგ კი კაკუნის ხმა გავიგე, რომელიც იზრდებოდა სიახლოვის დროს. ბოლოს კი კარები გაიღო და უკან ღიმილით სავსე მაიკო იდგა.
• ემა, როგორ გამახარე, რომ მოხვედი! - ჩემსკენ მოიწია და გადამკოცნა.
• როგორ ხართ? - ღიმილით ვკითხე მას.
• კარგი, რა, მოეშვი ოფიციალურად საუბარს, სახელით მომმართე. - მისაყვედურა მაიკომ და შინ შემიპატიჟა.
• მე კარგად ვარ, შენ?
• მეც, მადლობა. - ვუპასუხე მშვიდად. მას შინ შევყევი.
• კარგი, რა, რათ გინდოდა ეს? მე პიცა და ბევრი რამ გავაკეთე.
• არაუშავს, ეს ყავაზე. - ღიმილით ვუთხარი მას და ჩანთა მოვიხსენი და მაგიდაზე დავდე.
• წამოდი სამზარეულოში, გავაწყვე ყველაფერი ჩვენთვის, მშვიდად დავჯდეთ. ალკოჰოლიც მაქვს და ვისაუბროთ.
• არის, სერ. - ვუთხარი სიცილით და სამზარეულოში ჩამოჯექი. არაფერი მიჭამია, ამიტომ მაიკოს პიცას, რასაც ქვია, ვეცი და მის სიგემრიელეზე ხმამაღლა ვთქვი:
• მაიკო, ძალიან გემრიელია!
მას კი გაეცინა ჩემს ამ რეაქციაზე.
• აბა, სხვა როგორ ხარ, რას შვრები? - მკითხა მაიკომ.
• არაფერს, ყველაფერი ერთ ტემბრშია. აგვისტოში ვეღარ გავძლებ თბილისში და ალბათ სადმე წავალ. შენ როგორ ხარ და რას საქმიანობ, მომიყევი - ვუთხარი მაიკოს და პიცა მოვკბიჩე.
• ჩემო ემა, ჩემი ცხოვრება უკვე ერთი და იგივეთი შედგება. ვმუშაობ, მერე სახლი და ყველაფერი. შენ ის უნდა გენახა, გიორგი რომ პატარა იყო, როგორ მიჭირდა. - ჩაეცინა მაიკოს.
მე კი გიორგის ხსენებაზე უეცრად გამოვფხიზლდი:
არაა სახლში? თუ მე რომ მოვდიოდი, წავიდა.
• რატო გაბრაზებდათ? - ღიმილით ვკითხე.
• ვაიმე, სუფთა ტარზანი იყო. ერთხელ სახლში სულ ტალახიანი ამოვიდა.
• შეშინებულმა ვკითხე, გიორგი, რაგჭირს თქო, მან კი მითხრა:
ძროხა გამომეკიდა, აღარ ვიცოდი, რა მექნა და ტალახში ჩავტი შიშისგანო.
ორივეს გაგვეცინა ამ ისტორიაზე.
• ღმერთო, რა სიგიჟეა, აღარ მინდა შვილი. - სიცილით ვუთხარი მაიკოს.
• ნუ ამბობ, მასე ტარზანი იყო, ახლა კი ჩემი საყრდენია. - ჩაეღიმა მაიკოს.
• ხომ, მაგრამ ის ტალახიანი ხომ მაინც გახსოვს? - ამივარდა სიცილი ისევ.
ამასობაში რამდენიმე ჭიქა დავლიეთ, მაიკო სასაცილო ისტორიებს ყვებოდა გიორგიზე, მე კი მათზე ვიცინოდი. ასე ვჭორაობდით, როდესაც კარების ხმა გაისმა და ოთახიდან ახალგაღვიძებული გიორგი გამოვიდა, მთქნარებით და თვალების სრესით. მე რომ დამინახა, თვალები გაუფართოვდა, არ მელოდა ალბათ, რომ მოვიდოდი. სასმლისგან გაბუჟებულს კი მის ამ ქცევაზე ჩამეცინა.
• გამარჯობა, ბოხი, ახალგაღვიძებული ხმით მომესალმა და ონკანისკენ წავიდა.
• გამარჯობა. - მოკლედ ვუთხარი და მაგიდას უფრო ავეკარი. შემდეგ კი გაზიანი წვენი მოვსვი მოსაფხიზლებლად.
• დედა, რა ხდება, ამდენ ხანს უნდა გეძინოს? რამე ხომ არ გტკივა? - თბილი ხმით კითხა მაიკომ შვილს.
• არა, დედა, შევიბრუნე ძილი დილით, რომ გამეღვიძა. - უპასუხა დედას და ჩემსკენ გამოიხედა.
მე არ გამიხედავს მისკენ და ისევ წინ ვიყურებოდი.
• აუ, მშია! - ამოიწუწუნა გიორგიმ და ხელი პიცისკენ წაიღო. რამდენიმე ნაჭერი გადმოიღო და კოკაკოლასთან ერთად შეუდგა ჭამას.
ყურადღება აღარ მიმიქცევია, რადგან მაიკომ დამიწყო საუბარი:
• ემა, იმდენი ვიცინე, რომ აღარ ვიცი რაზე ვისაუბრო. - ჩაეცინა მაიკოს.
• აუ, ხო, მეც დავეთანხმე მას და პიცა მოვკბიჩე.
• რაზე იცინოდით? - ინტერესიანი მზერით გამოგვხედა ორივეს.
მე და მაიკომ კი ერთმანეთს შევხედეთ და გავიცინეთ.
• არაფერზე, შვილო, გოგოშკურ თემებზე. - უთხრა მაიკომ და სიცილის შესაკავებლად წვენი მოსვა.

— კარგი ხო, — უთხრა გიორგიმ და ჭამა განაგრძო.

— ემა, ყავას დალევ? რაღაც მომინდა, — მკითხა მაიკომ.

— კი, რა. თან ნამცხვარს დავჭრი…

— არა, იჯექი, მე ვიზავ, — გამაჩერა მაიკომ, წამოდგა და მხარზე ხელი დამადო. წინ შევტრიალდი და იმ წამსვე გიორგის მზერა დავიჭირე.

— რაარი? — ვკითხე ეჭვით.

— არაფერი, — მოკლედ მომიჭრა და ისევ ტელეფონს ჩააშტერდა.

ცოტა ხანში მაიკომ ყავა მოიტანა და ნაჭერ ნამცხვართან ერთად წინ დამიდგა.

— მადლობა, მაიკო… უგემრიელესია, — გავუღიმე და ყავის წრუპვა დავიწყე.
მან უბრალოდ თბილად გამიღიმა.

თეფშზე დავიხედე — ცარიელი იყო.
დაეჭვებული მზერა გავაპარე გიორგისკენ, რომელიც ჩემს პიცას ღეჭავდა.

— გიორგი! — დავუყვირე ხმამაღლა.

მან გაკვირვებულმა ამომხედა.

— რა იყო? — თან ღიმილი ეპარებოდა სახეზე.

— მაიკო, გიორგიმ პიცა მომპარა, — ჩუმად ჩავიჩურჩულე მაიკოსთან.
ის კი ჩვენს ბავშვურ ქცევაზე იცინოდა.

— კაი, ისედაც არ ჭამდი, — ამოიბუზღუნა გიორგიმ.
მე კი აღარ შევეპასუხე — ყავას დავუბრუნდი, თითქოს არაფერი ყოფილიყო.

— დედა, დღეს ბიჭები ამოდიან, იცოდე, — თქვა უცებ გიორგიმ.

— კარგი, არაა პრობლემა. ისე, დემესაც უთხარი, — ჩაერთო მაიკო.

— არა, — მოკლედ მოუჭრა გიორგიმ.

— რატო? ემაც აქაა! — არ დააკლო მაიკომ.

გიორგიმ ჩემსკენ შემოიხედა და ისე ძლიერად გადაყლაპა ლუკმა, თითქოს უცებ გახმაურდა ოთახი.

— არა, დედა… ვისაუბრეთ უკვე ამაზე. გეყოფა, — მკაცრად უთხრა.

მე ისევ ჩუმად ვუსმენდი. არ ვიცოდი, ჩავრეულიყავი თუ არა.

— ემა, გინდა დემეს გაცნობა? — გამომხედა მაიკომ.

— არვიცი… — თმაში ნერვულად შევიცურე თითები.

გიორგიმ უეცრად გამკრა ფეხი ფეხზე.
თვალებგაფართოებულმა შევხედე — ის კი თვალებს მიბრიალებდა.

— არ უნდა. გაანებე თავი, — ღრენით უპასუხა დედას.

— შვილო, ეს რა ქცევაა? იქნებ უნდა გაცნობა? არ მოეშვა მაიკო.

— არა იყოს, მაიკო, არმინდა, — მშვიდად, მაგრამ მტკიცედ ვუთხარი და ხელი ხელზე დავადე.

გიორგიმ შვებით ამოისუნთქა.

— კარგი ხო… — ჩაილაპარაკა მაიკომ და კვლავ ყავას დაუბრუნდა.

ოთახში სიწყნარე ჩამოწვა. მხოლოდ ყავის ორთქლის სუნი ტრიალებდა.
მერე მაიკო წამოდგა, მაცნობა რომ სარეცხის გაფენას აპირებდა. მეც თავი დავუქნიე და ფინჯანს დავუბრუნდი.

გიორგიმ ყელი ჩაიწმინდა და მშვიდი ტონით მითხრა:

— არ მეგონა, თუ ამოხვიდოდი…

წვენი მოსვა და თვალებით მე მომძებნა.
თავი მისკენ შევატრიალე — მისი თაფლისფერი თვალები ისევ ისე მიყურებდა, როგორც მაშინ…

— რატომ? — ვკითხე ჩუმად.

— მეგონა, ჩემი ნახვა არ გსურდა, — მკვახედ მიპასუხა.

— რატომ არ უნდა მინდოდეს? — იმავე ტონით გავიმეორე კითხვა.

— არ ვიცი… შენი ქცევა ზოგჯერ ისეთია, მგონია, ძალით ჩერდები ჩემს სიახლოვეს, ან ძალით მელაპარაკები, — ნაწყენი ჩანდა.

— ასე არ არის, გიორგი. პირიქით… ვნერვიულობ ყოველთვის, როცა შენთან ახლოს ვარ, — ვუთხარი და ხელები უნებურად დავხლართე ერთმანეთში.
ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი, როცა მისი თბილი თითები ჩემებს შეეხო.

— ნუ ნერვიულობ. დამშვიდდი. მესმის შენი, — მითხრა და გამიღიმა.

ხმა ჩამიწყდა. სუნთქვაც კი მიჭირდა.

— უბრალოდ… ეს ყველაფერი ისეთი რთულია. ნეტა იმ დღეს საერთოდ არ წავსულიყავი… — თავი დავხარე, ლამის ცრემლი ჩამომივარდა.
— ჩემი ბრალია ყველაფერი. მაპატიე, — ძლივს ამოვილაპარაკე.

— ჩშშ… ნუ საუბრობ სისულელეებს.
ეს არ იყო გააზრებული ქცევა. და არაა შენი ბრალი, — მისი ხმა რბილი იყო, თითები ისევ ჩემს ხელებზე ჰქონდა ჩაკიდებული.


— ლიზას ცოლად მოყვანას აპირებ? — ეჭვით ვკითხე და პასუხის მოლოდინში გული მეკუმშებოდა.

— არა. უბრალოდ დრო სჭირდება ყველაფერზე საუბარს და დალაგებას, — მითხრა მშვიდად.

— კარგი… — შვებით ამოვისუნთქე და ღიმილი შევპარე.

— არც შენ გაიცნო დემე, კარგი? — უცებ დაამატა.

ჩამეცინა.

— რა გაცინებს? — ბღვერით შემომხედა.

— კარგი ხო… — ისევ გავიცინე, და როცა მის სახეზეც გაჩნდა ღიმილი, მეც დავმშვიდდი.

ცოტა ხანს ასე ვიყავით, მშვიდად. მერე მაიკო შემოვიდა და ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით.

— მოვედი, ვსო. რამე ხომ არ გჭირდებათ? — გვკითხა ღიმილით.

— არა, მაიკო, დავნაყრდი მართლა, — ვუპასუხე ღიმილით.

ამ დროს სკამის ხმა გაისმა. გიორგი წამოდგა, გაიზმორა და პირში სიგარეტი მოიქცია.
სამზარეულოს ფანჯარა გამოაღო და თავი გარეთ გადაყო.

— ისე, სად აპირებ, ემა, დასასვენებლად წასვლას? — მკითხა მაიკომ.

— ალბათ სოფელში… და მერე ბათუმში.

— გიყვარს ზღვა? მე ვგიჟდები, — გულწრფელად მითხრა.

— არა, დიდად არა… მაგრამ რუჯისთვის და გართობისთვის კარგია.

— კი, მაგ მხრივ მართლა კარგია. ანუ შენთვის უფრო მშვიდი ადგილებია უკეთესი? — ღიმილით მკითხა.

— კი, ბუნებასთან ახლოს, — უცებ წამოცდა გიორგის.

გაკვირვებულმა გავხედე. ახსოვს ჩვენი საუბარი?.. გულში ბედნიერების პატარა სხივმა გამკრა.
მაიკოსკენ გავაპარე მზერა — კმაყოფილმა ჩაიღიმა.

— ემა, მიდი, შეჭამე კიდევ რამე, ნუ ზიხარ ეგრე, — უცებ გადაიტანა თემა მაიკომ.

მეც კარტოფილი გადმოვიღე. ასე ვიყავით საღამომდე.

მერე გიორგიც გავიდა ოთახში და მეგობრებთან შესახვედრად მზადება დაიწყო.
მე და მაიკო კი უამრავ თემაზე ვსაუბრობდით, თითქოს თანატოლები ვყოფილიყავით — ასე მარტივად, და გულწრფელად.

უკვე მოღამებულიყო, როცა კარზე ზარის ხმა გაისმა.

გიორგი გამოვიდა ოთახიდან, კარებისკენ დაიძრა და გააღო.
რამდენიმე ბიჭი შემოვიდა სახლში.

— გიუშ, რავახარ? — ღიმილით დაუტყაპუნა ერთმა მხარზე ხელი.

ყველა მიესალმა და დივანზე, ტელევიზორთან დასხდნენ.

მე და მაიკოს ყურადღება არ მიგვიქცევია მათთვის.

— ალბათ ითამაშებენ და ლუდს დალევენ, — მითხრა მაიკომ.

თავი დავუქნიე და ისევ საუბარი გავაგრძელე.
ამ დროს კი ტელეფონზე მესიჯი მომივიდა. გიორგი იყო:

“აუ, ყავა გაგვიკეთე ცივი და პიცა გამოიტანე რა”

გამეცინა მის ბავშვურ საქციელზე. მაიკომ ინტერესიანი მზერით შემომხედა.

— გიორგია… პიცა და ცივი ყავა უნდათ, — ჩუმად ვუთხარი, რომ ბიჭებს არ გაეგოთ.

— ღმერთო, რა ზარმაცი ვინმეა… — ჩაიცინა მაიკომ და წამოდგა.

— მე გავაკეთებ, ნუ დგები. შენ მელაპარაკე, — სიცილით ვუთხარი და მეც წამოვდექი.

— მაცივარშია ყველაფერი. პიცა კი ღუმელშია, დაჭრილია, — მითხრა მაიკომ.

თავი დავუქნიე, ღიმილით შევტრიალდი, მაცივარი გამოვაღე და იქიდან ნაყინი, ყინულები და წყალი გადმოვიღე.
თაროდან ყავა და შაქარი ავიღე, ყველაფერი 5 ჭიქაში გადავანაწილე, ავთქვიფე და ყინულები ჩავყარე.

შემდეგ მოზრდილ თეფშზე გადავაწყვე პიცები, ხელში დავიკავე და მაიკოს ვანიშნე, ყავები წამოეღო.

ბიჭებს რომ მივუახლოვდი, გაკვირვებით შემომხედეს.
მერე გიორგის გახედეს…
და ღიმილით ისევ მე შემომხედეს.

მათი რეაქცია დამაბნეველი იყო.

— გამარჯობა, — ღიმილით ვუთხარი და პიცა მაგიდაზე დავუდე მათ.

მათ მადლიერებით თავი დამიქნიეს…
უკან მაიკო გამოვიდა, ხელში ორი ჭიქით. მეც შევტრიალდი, რომ დანარჩენები გამომეტანა.

— როგორ ხართ, ბიჭებო? — გავიგე მაიკოს ხმა.

— კარგად, მაიკო დეიდა. თქვენ როგორ ხართ? უპასუხეს ღიმილით.

ცოტა ხანში მეც მივუახლოვდი და დანარჩენი ყავები წინ დავუდე ბიჭებს.
გიორგი ტელეფონს სქროლავდა — ვერაფერი შენიშნა.
მაგრამ მისი ძმაკაცები… ზედმეტად უცნაურად იქცეოდნენ.

— რა გქვია? — მკითხა ქერა ბიჭმა, რომელსაც პიცა და ჯოისტიკი ეჭირა.

— ემა, — ვუპასუხე.

ამ დროს მათ თვალები დაეჭყიტათ და ჩემს გვერდზე მჯდომს ხველება აუტყდა.
შეშინებულმა ზურგზე ხელი დავადე.

— უკეთ ხარ? — ვკითხე.

— ვაიმე, კი, ბოდიში, უბრალოდ გადამცდა… — მითხრა და მწარედ გამიღიმა.
შემდეგ გიორგის გახედა.

გიორგიმ ბრაზით გადახედა ყველას და უხმოდ ანიშნა, გაჩუმებულიყვნენ.

მივხვდი — ყველამ იცოდა.
მაგრამ მირამაც იცის, და ვერ გავუბრაზდები ვერც ერთს ამ ქცევისთვის.
ჩუმად დავრჩი და ტელევიზორს მივაშტერდი.

— ისე, რამეს ხომ არ თამაშობ? — მკითხა ახლა ისევ იმ ბიჭმა, რომელიც წეღან იხრჩობოდა და ახლა პიცას კბეჩდა.

— ადრე ვთამაშობდი… ეგეც, “PUBG”.

— ეე, რამაგარია! მე დღემდე ვთამაშობ! — გაეღიმა და აქედან დაიწყო ყველაფერი.

მომდევნო 30 წუთი… ჩვენი საუბარი მხოლოდ თამაშზე იყო.
ისტორიები, გამოცდილებები, დამწვარი ნერვები და გამარჯვებები.
ყველა გვისმენდა, ხანდახან ერთვებოდნენ, მაგრამ მაინც — ჩვენთვის ვიყავით.

ვიცინოდით.

დრო გავიდა ისე, რომ ვერც კი შევამჩნიე.
ბოლოს ბიჭები წამოდგნენ და გიორგის დაემშვიდობნენ.

წყენით წამოვდექი მეც — არ მინდოდა ალექსი წასულიყო.
დიახ, მას ალექსი ერქვა.
წითური, ჭორფლიანი, თვალებში სიცილაკიდებული.
მისი ღიმილი კი… მზეს გავდა.

მოწყენილმა გადმოდგა ნაბიჯი და გადამეხვია.

— ნახვამდის. იმედია, კიდევ ვისაუბრებთ, — მითხრა თავისი ბავშვური გულწრფელობით. გამეცინა.

— რათქმაუნდა, ვისაუბრებთ, — გავუღიმე და ზურგზე ხელი მოვუსვი გამიღიმა და კარებისკენ გაიარა.

— ნახვამდის, ემა. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, — მითხრეს ბიჭებმა.
მეც გავუღიმე და იგივეთი ვუპასუხე.

კარი გიორგიმ მოხურა და ჩემს გვერდით მოდიოდა.

— ისე, კარგად გაუგე ალექს, — მითხრა უცებ და გამომხედა.

— კი… საყვარელია, — ვუპასუხე ღიმილით.
მანაც ჩაიცინა.

გავჩუმდი. ვიგრძენი, როგორ დამიარა ტალღამ.

— რამე პრობლემა ხომ არაა? ანუ… შენს მეგობრებს რომ დავუახლოვდი…

— არა, პირიქით, მესიამოვნა. თან უნდოდათ შენი გაცნობა, — მითხრა და ჩაიცინა.

ფეხს აუჩქარა — თითქოს იცოდა, რომ ყველაფერს მივხვდი.

გაბრაზებულმა მხარში ჩავარტყი და გავიცინე.

შემდეგ სამზარეულოში მაიკოსთან შევედი, რომელიც ალაგებდა.

— მაიკო, დაჯექი. ხვალ მუშაობ, მე დავალაგებ, — ვუთხარი და ონკანთან მივედი.

ავიღე ღრუბელი და ჭურჭლის რეცხვა დავიწყე.
მაიკო კი ცხელი ყავით ტკბებოდა.

როცა ყველაფერი დავასრულე, გვერდით მივუჯექი და მეც მოვსვი ყავა.

— ღმერთო… მადლობა, ემა, — გულზე მიიდო ხელი და გამიღიმა.

— კარგი რა… მადლობა რაში. მიხარია, თუ დაგეხმარე, — გავუღიმე მეც.

მაიკომ ისევ თავისი სამსახურის ამბების მოყოლა დაიწყო. ინტერესით ვუსმენდი, რა დროსაც გიორგი შემოვიდა — ხელში წვენის ნახევრად სავსე ჭიქით.

დაიძრა ონკანისკენ, ჭიქა ჩადო და გასასვლელისკენ წავიდა.

— აბა, ახლავე მოდი და გარეცხე! — მკაცრი დედასავით ვუთხარი, თან ხელით ონკანისკენ ვანიშნე.

გიორგიმ გაოცებულმა შემომხედა.

— რა იყო? — ისევ ვკითხე, ვითომც ვერ გავიგე მისი მზერა.

— გაკლია! — თქვა ბრაზით, მაგრამ მაინც ჭიქის რეცხვას შეუდგა.

მაიკო და მე ვიცინოდით. ბოლოს კი გიორგისაც გაეცინა.

ამ დროს კარზე ზარის ხმა
გაისმა.

ერთმანეთს გაკვირვებულებმა შევხედეთ.

— გიო, ვინმეს ელოდები? — ჰკითხა მაიკომ.

— არა… არ ვიცი, ვინაა, — თქვა გიორგიმ, ხელები სწრაფად შეიმშრალა და კარისკენ წავიდა.

მე და მაიკო ჩუმად დავრჩით. დაძაბულები ველოდებოდით სტუმრის ვინაობას.

კარები გაიღო…

— როგორ ხარ, პატარავ? ხომ გცალია? — გაისმა ლიზას ხმა.
იმედგაცრუება ისევ მთელს სხეულში ჩქეფდა. ხელების წვალება დავიწყე. მაიკომ, როგორც მისმა შვილმა, დამამშვიდებლად დამადო ხელი ხელზე.

— კარგად ვარ, ლიზა. ამ დროს აქ რას აკეთებ? — გაკვირვებით ჰკითხა გიორგიმ და კარი დახურა.

— რაიყო, წავიდე? — იაზვურად ჰკითხა ლიზამ და სახლში ისე შემოვიდა, თითქოს არავინ ეგულებოდა შინ.

— არა, ეგ რა შუაშია … უბრალოდ დამაინტერესდა, — უპასუხა გიორგიმ მოკლედ.

— სიურპრიზი! — ღიმილით უთხრა ლიზამ, — დღეს ვრჩები!

სამზარეულოსკენ დაიძრნენ.
გიორგი ჯერ დიდხანს მიყურებდა, შემდეგ მზერა ამარიდა და ძირს დახარა თავი.
ლიზა კი პირდაპირ მე მიყურებდა… ბრაზით.

— შენ აქ რა გინდა? — მკითხა მკაცრად და მაიკოსკენ გადაიტანა მზერა.

— გამარჯობა, მაიკო, — უთხრა ყალბი ღიმილით.

— გამარჯობა, ლიზა, — ჩვეულებრივი ტონით უპასუხა მაიკომ და ოდნავ გაუღიმა.

— შენ აქ რა გინდა, თქო? — გამიმეორა ისევ.

— რას ქვია, რა მინდა? შენ უნდა გკითხო — სად უნდა ავიდე? — ბრაზით ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.

— მე დავპატიჟე, — ჩაერთო მაიკო მშვიდად.

— ხოო, გასაგებია, — მკვახედ უპასუხა ლიზამ და გიორგის გადაეხვია.

— კარგი, წავედი მე. მოგიწესრიგებთ მაშინ ოთახს, — თქვა მაიკომ და წყვილს გაეცალა.

— მეც მოვდივარ, მაიკო. ბარემ წავიდე, — ღიმილით ვუთხარი და ჩანთისკენ წავედი.

— რატო მიდიხარ, ყოფილიყავი კიდე. თუმცა ხო ვხვდები… — ჩუმად მითხრა მაიკომ და სამზარეულოსკენ გაიხედა, სადაც ლიზა და გიორგი იყვნენ.

— გავგლიჯავ გიორგის! — გაბრაზებულმა ჩაიდუდღუნა და გაეღიმა. მეც გამეღიმა მისი ასეთ საყვარელ, დედურ ქცევაზე.

— არა, არა, რა შუაშია… გიორგის თავი დაანებე, არ აწყენინო, — ვუთხარი ჩურჩულით და ჩავეხუტე.

— მადლობა. ყველაფერი ძალიან კარგი იყო. და გემრიელი, — გავუღიმე ბოლოს.
— მადლობა მოსვლისთვის. მეც ვისიამოვნე, კიდევ გავიმეოროთ, — გამიღიმა მაიკომ და ზურგზე ხელი მომისვა.

მომღიმარი მოვშორდი მას და კარისკენ წავედი. გიორგი კი სწრაფად დამეწია,კარები გამომიღო და მალევე დახურა.

— რატომ მიდიხარ? — მკითხა და ზემოდან ჩამომხედა.

— გვიანია, გიორგი, და მივდივარ.

— არა, მაგის გამო არ მიდიხარ… ნუ მატყუებ.

— რისი მოსმენა გინდა?

— არაფრის, ემა. არაფრის… კარგი, წადი. მესმის — არ გინდა აქ ყოფნა.

— მიხარია, თუ გესმის, — ვუთხარი ღიმილით, მაგრამ ღიმილი მხოლოდ ტუჩებზე მომეწება, გულში კი სიცარიელეს ვგრძნობ. ლიფტი გამოვიძახე.

გიორგი არ შედიოდა. ჯიბეებში ხელები ჰქონდა ჩაწყობილი და იქვე მელოდებოდა. როცა ლიფტზე ციფრი „9“ გამოჩნდა, უცებ მიმწია მისკენ, შემატრიალა და ჩუმად ჩამეხუტა.

— ნახვამდის, — მითხრა ჩუმად.

მეც ზურგზე მოვუსვი ხელები და იგივე ვუპასუხე. ლიფტში შევედი და კარების წინ ვიდექი. ერთი სული მქონდა, როდის ჩავიდოდა პირველ სართულზე. გულიც ლიფტივით იწევდა და ეშვებოდა.

როგორც კი ლიფტიდან გამოვედი, შვებით ამოვისუნთქე. ტაქსი გამოვიძახე და ტროტუარზე დავჯექი. ტუჩს შიგნიდან ვღეჭავდი, ეჭვიანობა და ბრაზი ერთდროულად მწვავდა. მალევე ტაქსიც მოვიდა.

— სალამი, — მივესალმე მძღოლს და უკანა ადგილი დავიკავე.

— კარგად ხარ, შვილო? რამე ხომ არ გჭირდება? — მკითხა კეთილად.

— არა, კარგად ვარ, მადლობა, — გავუღიმე.

მან თავი დამიქნია და გზა გააგრძელა.
ფანჯრიდან ვუყურებდი ღამის ქალაქს — ლამპიონების შუქით განათებულ ქუჩებს, რომლებიც თითქოს ჩემს ფიქრებზე ლაპარაკობდნენ. ყველა ფიქრი ერთმანეთში მერეოდა.

რატომ ვბრაზობდი ლიზაზე?
ისინი მალე გაოფიციალურებენ ურთიერთობას, ერთად იქნებიან.
მე კი ვერ ვაღიარებდი, რომ გიორგი მისი იყო. ეგოისტობა არ მაძლევდა ამის ნებას.

სახლს რომ მივუახლოვდით, მძღოლს დავემშვიდობე, კარი დავხურე და ნელი ნაბიჯებით ავედი ბინამდე. სახლში რომ შევედი, დედა და მამა სამზარეულოში ისხდნენ.

— ემა? — დაეჭვებით მკითხა დედამ. — სად იყავი, დე?

— მაიკოსთან… დამპატიჟა, — ვუპასუხე, თან ფეხსაცმელს ვიხდიდი.

— ხომ მშვიდობაა? — შემომხედა მამამ.

— კი, მა, ვისაუბრეთ უბრალოდ, — ვთქვი და თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი.

— არ შეჭამ? — მკითხა დედამ.

— არა, დავისვენებ, — მივუგე და ოთახისკენ წავედი.

ჩემს ოთახში შესვლისთანავე ჩანთა და ნივთები კამოდზე დავაწყე. ტანსაცმელი გამოვიცვალე, მაკიაჟი მოვიშორე, თმა დავივარცხნე და სამზარეულოდან წყალი გამოვიტანე.

საწოლში შევწექი, სხეული დაღლილობისგან მიცურდა მატრასში. არც ფიქრი მინდოდა, არც არაფერზე ლაპარაკი.
ხელში ტელეფონი მეჭირა და უსასრულოდ ვსქროლავდი სოციალურ ქსელებს. სწორედ მაშინ მომივიდა გიორგის შეტყობინება:

“მიხვედი?”

ღრმად ამოვისუნთქე.

“კი, სახლში ვარ უკვე.”

“კარგი. ტკბილი ძილი.”

“ასევე.” — მოკლედ ვუპასუხე, ტელეფონი გვერდით გადავდე და ზურგით გადავტრიალდი. ხელი ბალიშში შევაცურე კომფორტისთვის.

თვალები დამეხუჭა… სუნთქვა დალაგდა… და საბოლოოდ ჩამეძინა.

ხვალ საერთოდ არ მინდოდა გარეთ გასვლა.
უბრალოდ — სახლი, სიჩუმე და მშვიდი დასვენება მინდოდა.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

კარგი თავი იყო, წარმატებები, ძალიან არ გვალოდინოთ, გელით

 


№2  offline წევრი ELPI

სტუმარი ანი
კარგი თავი იყო, წარმატებები, ძალიან არ გვალოდინოთ, გელით

<3333
--------------------
ე.ფ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent