შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პიროვნების სიღრმე (შესავალი)


8-04-2025, 14:52
ნანახია 322

შესავალი
მაინც რა გვაძლევს ძალას, ყოველ დილით ავდგეთ გამოვიდეთ სამსახურში ისე, თითქოს გუშინდელი დღის მოვლენები ჩვენთვის აქტუალური აღარ არის? როგორ ვაძლევთ საკუთარ თავს იმის უფლებას, და არამარტო უფლებას, ძალასაც, რომ დავივიწყოთ, უგულებელვყოთ ან ჩვენს გულში ნაკლებ გამოსაჩენ ადგილას მივსვათ განვლილი მნიშვნელოვანი ფაქტები, ადამიანები და განცდები.
რამდენად რთული უნდა იყოს ადამიანისთვის იმის აღიარება, რომ ის დასტრესილია, მისთვის მტკივნეულია წარსული - გუშინდელი დღე, გასული კვირა, გასული წლები... მიუხედავად იმისა, მას ახსოვს თუ არა ის მოვლენები, რომლებმაც მრავალი დაღი დაასვა მის სულს?
უარყოფის ფაზა, ხომ სწორედ ესაა - მე კარგად ვარ / კარგად ვიქნები... და რა არის გამოსავალი - როგორ ებრძვი ამ ყველაფერს, ამ ყველა ტკივილს შენს გულში დანაგროვს? ზოგს ქვეცნობიერად შესწევს ამის ძალა, მისი ხასიათი, მისი სიძლიერეები, რომლებიც წარსული ურთიერთობებიდან შემორჩა აძლევს იმის მოტივაციას, მის სხეულსა და გონებას, რომ დაძლიოს რთული სიტუაციები. მაგრამ მათთვის რა რჩება გამოსავლად, ვისაც ამის ბუნებრივად გაკეთება არ შეუძლია?
თქვენ რა გახსენდებათ ამ დროს?
ვინმე სხვა პიროვნების დახმარება - ფსიქოლოგის, ოჯახის წევრის, საყვარელი ადამიანის, საუკეთესო მეგობრის?
რაიმე საყვარელი საქმის კეთება - წერა, კითხვა, სახლის საქმე, მეგობრებთან ერთად გართობა, დაკვრა, თიხის ძერწვა?
ბევრად უფრო რთულადაა საქმე. მარტივი არ არის სიტყვებით აღწერო განკურნების პროცესი, რადგან იმ კონკრეტულის გარდა, რასაც შენ განკურნებისთვის აკეთებ, კიდევ რჩება ათასი სხვა რამ, რასაც შენი გონება დამატებით ცდილობს და ამით გეხმარება. როგორი რთულია ადამიანისთვის რჩევის მიცემა, მაშინ, როცა ზუსტად იცი, რომ ის ყველა შემთხვევაში სუბიექტური იქნება. სუბიექტური, არა იმიტომ რომ შენ მიკერძოებულად ფიქრობ ან მისი დახმარება საკმარისად არ გინდა, არამედ იმიტომ, რომ ეს მხოლოდ შენი გამოცდილების გამოძახილია, ან შენი ნააზრევის და ის ვერასდროს იქნება ისეთი მართალი სხვის ცხოვრებაში, როგორიც შენსაში იყო.
რჩევები ანგრევს ცხოვრებას, დახმარების მცდელობა ანგრევს ცხოვრებას. შესაბამისად კითხვა კითხვად რჩება, რა არის გამოსავალი მაშინ, როცა უყურებ ახლობელ ადამიანს, მის კრიტიკულ სულიერ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და არაფრის გაკეთება არ შეგიძლია?

***

რორი - ლამაზი საყვარელი გოგოა. თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აღქმაა. მკითხველი თავად წყვეტს საბოლოოდ როგორია პერსონაჟი და ზუსტად ისე ხედავს მას თავის წარმოსახვაში.
ოდნავ ვარდისფერი ღაწვები, რომელიც თუ არ დააკვირდებით თვალსაც კი არ მოგწყვეტ მის კანისფერთან მიმართებაში. ჩვეულებრივზე ოდნავ წვრილი თვალის ჭრილი აქვს და მუქი თვალები. ზუსტად რა ფერია ვერ გეტყვით, ალბათ მუქი ყავისფერი, ძალიან რთულია ამის თქმა. გამიგია, რომ შავი თვალები არ არსებობს, თუმცა მას შავთვალებას დავარქმევდი ჩემი ნება, რომ ყოფილიყო.
საშუალო სიმაღლისაა, არც მაღალი, არც დაბალი. ლამაზი და პროპორციული ტანი აქვს. საშუალო ზომის მკერდი ამშვენებს მის ქალურობას და ესთეტიკურ შეხედულებას სძენს.
მისი ჩაცმულობაც საკმაოდ ჩვეულებრივია, იმდენად, რომ სხვა ადამიანებისგან ვერაფრით გამოარჩევთ. თუმცა ვისი გამორჩევაა შესაძლებელი? დასაფიქრებელია, რის საფუძველზე ვაწესებთ საზღვრებს და სტანდარტებს ადამიანების ვიზუალში. მე ვფიქრობ, რომ ეს სოციუმიდან გამომდინარე ხდება, შენთვის ისაა სტანდარტი, რასაც გარშემო უყურებ, შენს ვიწრო წრეში - მაქსიმუმ ათას ადამიანში უმრავლესობის ვიზუალიდან გამომდინარე. იქმნი შენს წარმოდგენებს, საზღვრებს. იწესებ სილამაზის სტანდარტებს და ამის მიხედვით განსჯი მერე ადამიანებს.
შეიძლება ეს სიტყვა - განსჯა - თქვენს გონებაში, რაღაც ბოროტთან ასოცირდება, თუმცა განსჯა ჩვენი თანმდევი უნარია, რომელსაც ყოველ დღე, ყოველ წუთს და ყოველ წამს ვიყენებთ, ყველაფერთან მიმართებაში.
რორისაც ბევრი განსჯის და რორიც ბევრს განსჯის. ეს ჩვეული მომენტია და მასაც აქვს თავისი კარგი და ცუდი მხარეები.
ვინაა რორი? - რორი ყოველი ჩვენგანია. რორი მეზობელია. რორი ნათესავია. რორი მშობელია. რორი კლასელი და მეგობარია. რორი თავად ჩვენ ვართ. ის ჩვენი სულის გამოხატულებაა, სადაც შესაძლებელია ბევრმა ადამიანმა საკუთარი თავი იპოვოს.
თუმცა ამ ამბავში რორის ცხოვრება ჩვეულებრივ დილას, მშობლების სახლში, საკუთარ საძინებელში იწყება.


მოგესალმები მკითხველო!
დაბრუნებული - ჩემი სახელი - გულისხმობს იმას, რომ მე ადრეც ვწერდი, ადრე აქაც ვიყავი აქტიური და ახლა დავუბრუნდი ამ ჩვეულებას, ჰობს - თუ ასე შემიძლია ვუწოდო.
მადლობას გიხდით წინასწარ წაკითხვისთვის, ვინაიდან დაბრუნების შემდეგ პირველი სტატიაა ჩემი, ამიტომ ეს მოკლე ტექსტიც არ ეხება სტატიის შინაარსს.
შესავალიც და შემდეგი თავებიც მთლიანად ეხება დღევანდელ აქტუალურ პრობლემებს, რომლებიც პიროვნების და ქვეცნობიერის დონეზე დღეს ყველას შეიძლება გვაწუხებდეს.
წარმატებები თქვენ და წარმატებები მე!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent