უცხო(12)
ჩემს ოთახში ვიყავი და ყველანაირად ვცდილობდი, რამით ყურადღება გადამეტანა. გარედან შემოსული ხმაური მაღიზიანებდა — მათი ბედნიერი ნოტები ჩემს სხეულს ტკივილს აყენებდა. ველოდებოდი, როდის დადგებოდა მათი წასვლის დრო. გიორგის ხმა ყველაზე ძლიერად ჩამესმოდა; მისი მხიარულება რადიკალურად მაცვლევინებდა იმ იმედს, რომ ის ნანობდა თავის საუბარს — რადგან ეს ქცევა საპირისპიროზე მეტყველებდა. ბოლოს, ნაბიჯების ხმა გაისმა. კარის მიხურვასთან ერთად შვებით ამოვისუნთქე — მივხვდი, რომ წავიდნენ, გიორგიც და ლიზაც. მე კი კომფორტულად მოვკალათდი და ძილისთვის მოვემზადე, რაც რთული არ აღმოჩნდა, რადგან ძალიან მალე ჩამეძინა. სიზმარი არ მინახავს, ალბათ იმიტომ, რომ არც არაფერ ბედნიერზე არ მიფიქრია — რომ სიზმარშიც კი არ მენახა ეს ყველაფერი. სიმშვიდეს ვგრძნობდი, მაგრამ ეს სიმშვიდე ტელეფონის რეკვის ხმამ დააასრულა. თავიდან გადავწყვიტე, არ მეპასუხა — მთელი სხეული ძილისკენ მიბიძგებდა. თუმცა, როდესაც ზარი არ წყდებოდა, ვუპასუხე — ისე, რომ არც დამიხედავს, ვინ რეკავდა. – ალიო? – ვიკითხე ახალგაღვიძებული, ბოხი ხმით. – ემა, ხომ მშვიდობაა? სად ხარ ამდენ ხანს რომ გირეკავ? – მესმის ჩემი დაქალის, მირას ხმა. – მეძინა და ვერ გიპასუხე, – ამოვიბურტყუნე და დავამატე, – რა ხდება? ხომ კარგად ხარ? – კი, გავიდეთ სადმე დღეს, რა! – სად? – ვკითხე წუწუნით და თვალების ზელვა დავიწყე. – წამოდი ბარში წავიდეთ, იმ ბარში ბოლოს რომ ვიყავით, – შემომაპარა მირამ. მე კი დღევანდელზე გაბრაზებულმა ვუპასუხე: – კარგი, არაა პრობლემა. ცოტა ხანში დავიწყებ მზადებას, – ვუთხარი მალევე. – რა?! ხომ კარგად ხარ? – ინტერესით მკითხა მირამ. – კი, რატო? – რა „რატო“, ემა?! ასე უცბად ბარში წასვლაზე დამთანხმდი! მართლა გამოგაშტერა იმ ბიჭმა? – მესმის, როგორ ჩაიცინა მან. – ზუსტად მაგიტომ მოვდივარ, რომ ყურადღება გადავიტანო. დავიღალე, მთელი დღეა ოთახში გამოვიკეტე, – გაღიზიანებულმა ვუთხარი. – რა იყო, კიდევ იჩხუბეთ? – მანქანაში რომ ჩავჯექი, მითხრა შენმა გიორგიმ„დამავალეს , რომ წამომეყვანე, თორემ არც მე მინდოდა შენით დროის გაფლანგვა“. – და ვერ ხვდები, რომ ძალით გითხრა? – არა, მირა, ვერ ვხვდები! და საერთოდ, აღარც მინდა ამ საკითხზე საუბარი, – ვეუბნები ბუზღუნით. – კარგი ხო, რაც მთავარია, დამთანხმდი! მიდი, დაიწყე მზადება და გამოფხიზლდი! – მითხრა სიცილით ჩემმა დაქალმა. მე დავთანხმდი და ყურმილი გავუთიშე. ცოტა დრო მჭირდებოდა, რომ გონზე მოვსულიყავი. სამზარეულოსკენ ავიღე გეზი — მაინტერესებდა, სახლში თუ იყო ვინმე. როდესაც ოთახის კარი მივკეტე, მშობლების ხმა მომესმა შემოსასვლელიდან. მათკენ დავიძარი და გავუღიმე. ემა? გაიღვიძე? – მკითხა დედამ. – კი, დედა. და ბარში მივდივარ დღეს მირასთან ერთად, – ვუთხარი და კედელს მივეყრდენი. – რომელზე დაბრუნდები? ჩვენ უნდა გავიდეთ სოფელში და დღეს დარჩენას ვაპირებთ, – მომიგო მამამ. – გასაღებს წავიღებ და ალბათ გვიან დავბრუნდები. საპასუხოდ თავი დამიქნიეს. მე კი წყლის დასალევად სამზარეულოში გავედი. გამჭვირვალე ჭიქაში წყალი ავავსე და მოსაფხიზლებლად მოვსვი – ეს ნამდვილად დამეხმარა. მერე ისევ ჩემს ოთახში დავბრუნდი და მირას მივწერე: “ვიწყებ მზადებას, დაიწყე შენც.” – კარგიიიიიი! – მომწერა მირამ. ტელეფონი საწოლზე დავაგდე და კარადისკენ მივტრიალდი. გამოვაღე და ჩემს ტანსაცმელს დავაკვირდი – არ ვიცოდი, რა ჩამეცვა ან საერთოდ, რა ფერებში. საბოლოოდ, თხელი მოკლე ატლასის კაბა გადმოვიღე თეთრ ტოპთან ერთად, რომელიც ზურგზე ლამაზად იყო ამოჭრილი. ფეხზე კი შავი ფერის დაბალი ქუსლიანი ფეხსაცმელი ავარჩიე. ყველაფერი ტანზე მოვირგე და სააბაზანოში გავედი სახის მოსაწესრიგებლად. ცივი წყლის შეხებამ კიდევ უფრო გამომაფხიზლა და ენერგია მომცა. როდესაც ყველაფერს მოვრჩი, ისევ ჩემს ოთახში დავბრუნდი. სარკის წინ დავჯექი და მაკიაჟი მოვიმარჯვე – დღეს თავს არ შევიზღუდავდი და მკვეთრ მაკიაჟს გავიკეთებდი. ჯერ ტონალური დავიტანე სახეზე, შემდეგ – კონსილერი. ბოლოს პუდრით დავიფიქსირე და ტუჩებსა და წამწამებს მივუბრუნდი. ბოლოს კი შავი ფანქარი წავისვი თვალზე. როდესაც დავამთავრე, ძალიან მომეწონა სახეზე მაკიაჟი – ამიტომ არაფრის დამატებას აღარ ვაპირებდი. თმა მაღლა ავიწიე და ცხენის კუდად შევიკარი. მირასაც შევატყობინე, რომ თითქმის მზად ვიყავი და ჩემთან ამოსულიყო. ტელეფონი გადავდე, სუნამო შევისხურე და ჰაერში ტკბილი არომატით გავიარე ჩანთის ასაღებად. შიგნით ჩავაწყვე ბარათი, კონტური, ტელეფონი და სიგარეტი. ბოლოჯერ შევხედე ჩემს თავს სარკეში და კარებისკენ დავიძარი. ჩემი ოთახის კარი გამოვაღე და მშობლებს ვაცნობე, რომ მივდიოდი – ამიტომ ჩანთაში გასაღებიც დავამატე. ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე მათ და გარეთ გავედი. კიბეებზე მკვეთრი კაკუნის ხმა ისმოდა – რაც მეტ თავდაჯერებულობას მმატებდა. წინ გავიხედე და დავინახე მირა, მოკლე ჯინსის კაბით, ატლასის ტოპით და ბალეტკებით. როდესაც მისი ყურადღება მივიქციე, გაიღიმა. – ერთი ამას უყურე, როგორი ლამაზია! – მითხრა და საკოცნელად გადმოიწია. – და ვინ ამბობს ამას? ეს ლამაზი ქალბატონი? – გავუღიმე და მეც გადავკოცნე. მირამ ტელეფონს დახედა და შემდეგ წინ გაიხედა. მეც იგივე გავიმეორე – დავინახე ტაქსი, რომლისკენაც წავედით. როდესაც ჩავჯექით, მძღოლს მივესალმეთ და გავიტრუნეთ. ასე ვმგზავრობდით – მინიდან ვხედავდი, რომ უკვე საღამო იყო და სიბნელე ნელ-ნელა ეპარებოდა ქალაქს. ფიქრებში გართული ვიყავი, როდესაც მირამ ხელზე მომიჭირა და მაცნობა, რომ ადგილზე ვიყავით. მეც თავი დავუქნიე, მძღოლს დავემშვიდობე და კარი გავაღე. როდესაც გადავედი და კარი მივხურე, ბარისკენ გავაპარე თვალი – იგივე სიუჟეტი: ადამიანები, ნიკოტინი და ბარი. – ღმერთო, დეჟავუ მაქვს… – ღრმად ამოვისუნთქე და მირასკენ გავიხედე. – გეყოფა, არ იფიქრო ცუდზე. დღეს უნდა გავერთოთ, – მხარზე ხელი დამისვა მირამ. მე კი თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ბარისკენ დავიძარით. შესვლისას ვიგრძენი ძლიერი ალკოჰოლისა და ნიკოტინის სუნი. დახუთულობამ სიცხე მომგვარა. მირასკენ გავიხედე – აშკარად ბარისკენ მიიწევდა. მეც აღარ შევწინააღმდეგებულვარ და უკან გავყევი. – გამარჯობა! – მოგვესალმა ბარმენი ღიმილით. – გაგიმარჯოს, – ვუპასუხეთ ჩვენც. – აბა, რას მიირთმევთ? – გვკითხა მან ინტერესით. უბრალოდ „არაყი ლიმნით“ — უპასუხა მირამ და ბარში მიმოიხედა. — რამდენი ჭიქა გაგიკეთოთ? — იკითხა ბარმენმა. — ალბათ 10, — ვუპასუხე მე, რაზეც ბარმენმა თვალები გააფართოვა. — 10? გოგონებო, აღარ ხუმრობთ! — ჩაეცინა მას, რაზეც ჩვენც გაგვეღიმა. მეტი აღარაფერი უთქვამს. ზურგი გვაქცია და სასმლის მომზადება დაიწყო. ჩვენ კი ადგილები დავიკავეთ. — დავლიოთ და ბევრი ვიცეკვოთ, ისე რომ გავითიშოთ! — მითხრა აჟიტირებულმა მირამ. მე კი მის ქცევაზე გამეცინა. — კარგი, კარგი, ეგრე ვქნათ, — მეც ავყევი. ბარმენმა სასმელი წინ დაგვიდო. მადლობა ვუთხარით და პირველი ჭიქა მივუჭახუნეთ ერთმანეთს. ასე მიჰყვა მეორე, მესამე, მეოთხე… მეხუთე ჭიქაზე კი უკვე ალკოჰოლის ზემოქმედებას ვგრძნობდი, რაც ჩემი დაქალის აწითლებულ სახეზეც აშკარად ჩანდა. ბოლოს წამოვდექით, ხმაური გარშემო გამიმწვავდა, მუსიკა სხეულში ჩამივიდა. ბარმენის მიღმა იდგა სარკე, სადაც თავი დავინახე — თვალები ოდნავ აელვარებული, ტუჩებზე კი ცხვირის ოდნავ ირონიული გაბზარული ღიმილი მემჩნეოდა.საცეკვაო ადგილს მივადექით და ხალხის ჯგუფს შევუერთდით. ასე ვცეკვავდით ალბათ საათობით, ფერადი განათება სახეებზე გვხვდებოდა და ნაცნობებს უცხოებად აქცევდა, ხოლო უცხოებს — სიურპრიზებად. ბოლოს ფეხების ძლიერმა ტკივილმა გვიბიძგა, რომ დავმჯდარიყავით. — ღმერთო, ფეხები ძალიან მტკივა, — ამოვიწუწუნე და თან გამეცინა. — მეც… ოღონდ ვერაფერს ვგრძნობ დანარჩენს, — მიპასუხა ყვირილით მირამ, რაზეც ჩავბჟირდი. ფეხებს ვასვენებდით, რა დროსაც მირამ წამოიყვირა: — წამოდი, საპირფარეშოში გამომყევი რა, — საწყალი სახით შემომხედა. — იმედია, არაპირებ, რომ მარწყიო?! — სიცილით ვეკითხები და ვდგები დივნიდან. მირაც მომყვება და ერთად ძლივს მივდივართ საპირფარეშომდე. სარკესთან მივდივარ. ჩემი სახის დანახვაზე ვოცდები. ტუში შევისწორე, ჩანთიდან კონტური ამოვაძვრინე და ტუჩზე გადავისვი. ამ დროს ტელეფონზე რეკვის ხმა გავიგე. დაეჭვებულმა ჩავასრიალე ხელი ჩანთაში და ტელეფონი ამოვიღე — გიორგი მირეკავდა. ამ დროს მირაც გამოვიდა. გადავწყვიტე, მეპასუხა. — ალიო? — ვეკითხები უცებ. — გარეთ ვარ, გამოდი, — მპასუხობს მკვახედ და ტელეფონს მითიშავს. გაოცებული ვაბრუნებ სახეს მირასკენ. — რაო, ვინ იყო? — ჩემსკენ მოვიდა და წყალს ხელები შეუშვირა. — გიორგი იყო, გარეთ ვარო, გამოდიო. — აქაა? — გაკვირვებულმა მკითხა მირამ და წყალი დაკეტა. — არ ვიცი… წავიდეთ? თან ვნახავ, თუ დგას გარეთ. — კი, წამოდი, — სალფეთკი ბოლოჯერ მოისვა ხელზე და ნაგავში ჩააგდო. შემდეგ წინ წავიდა, მეც უკან გავყევი. როდესაც გასასვლელს მივუახლოვდით, ღრმად ჩავისუნთქე და შედარებით გრილ ჰაერზე კმაყოფილად გავიღიმე. მიმოვიხედე — მანქანას მიყუდებული გიორგი დავინახე, რომელიც ინტერესით გვიყურებდა მე და მირას. ჩემი დაქალისკენ გავაპარე თვალი, რომელსაც აშკარად აღელვება ეტყობოდა. ვანიშნე, წამოსულიყო. მანქანიდან უცებ ალექსი გადმოვიდა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა. მის დანახვაზე, მთვრალ მესაც კი, ბავშვური ქცევა ჩამერთო — მისკენ გავიქეცი და მოვეხვიე. — ალექს! როგორ ხარ, მომენატრე! — უცებ მივაყარე სიტყვები და სახეში შევხედე. იცინოდა. — მეც მომენატრე… მაგრამ აშკარად მთვრალი ხარ, ხომ, პატარა ქალბატონო? — მითხრა ისევ სიცილით. მე ვითომ უდანაშაულოდ გავაქნიე თავი, მერე მირასკენ გავაპარე მზერა. — მირა, ეს ალექსია, გაიცანი. ალექს, ეს მირაა — ჩემი ბავშვობის მეგობარი. მირამ გაუღიმა, ალექსმაც თავი დაუკრა და ძირს დამსვა. შემდეგ გიორგის გახედა, შეწუხებულმა გადახედა მირას. — მირა, მოდი, ჩვენ მანქანაში დავჯდეთ, ხო? მირამ ჩემსკენ შემოიხედა, მერე გიორგისკენ, ბოლოს კი დაეჭვებულმა დაუქნია ალექსს თავი და უკან გაყვა. მე კი გიორგისკენ გავაპარე მზერა. დაჭიმული სახით მიყურებდა და სათვალეს, რომელიც ხელში ეჭირა, აწვალებდა. როდესაც მირა და ალექსი მანქანაში ჩაჯდნენ, გიორგი წინ წამოიწია და მაღლიდან ჩუმი, ბოხი ხმით მითხრა: — სად გაქვს ტელეფონი, რომ გირეკავ?! — მკითხა მკაცრად. დაეჭვებულმა ტელეფონი გავხსენი. ჯანდაბა… მართლა ბევრჯერ დაურეკავს. — არ გამიგია, ვცეკვავდი, — ვუპასუხე და ავხედე. — და აქ რატომ ხარ? — რას ქვია, აქ რატომ ვარ?! რა შენი საქმეა? ვუპასუხე მკაცრად და მის რეაქციას დაველოდე. — სამაგიეროს ასე მიხდი? — მიმოიხედა გარშემო. — არა, არანაირ სამაგიეროს არ გიხდი, გიორგი! ეს შენ იქცევი გაურკვევლად, — ვუთხარი წყენით. — აბა, რანაირად იქცევი?! როდიდან დადიხარ ასეთ ადგილებში?! — ტონს აუწია. — გითხარი უკვე, რომ არ არის შენი საქმე — რა გინდა საერთოდ აქ?! — ხმას ავუწიე. ჩემს სიტყვებზე გიორგის სახეზე მეტად გაბრაზება დაეტყო. თვალი თვალში გამიყარა. — ნუ მელაპარაკები ასე, — მითხრა მკაცრად. — ვისი ლაპარაკი არ მოგწონს?! დაგავიწყდა, შენ როგორ მელაპარაკე?! — ტონი მომემატა და თავი დავხარე. — მისმინე… გაბრაზებული ვიყავი და გიყვირე, მართალია, არ იყო სწორი… მაგრამ იგივე მოხდება, თუ წესივრად არ დამელაპარაკები, — მითხრა ჩუმად და ლოყაზე ხელით მომეფერა. მისმა შეხებამ ჩემში უცნაური გრძნობა გამოიწვია. არ მინდოდა მისი ხელის მოშორება. რბილი და თბილი იყო. ბოლოს მის თვალებში ჩავხედე და ჩუმად ვკითხე: — რისთვის მოხვედი, გიორგი? — ვინერვიულე, რომ არ მიპასუხე. მერე ლოკაცია ვნახე და არ მინდოდა, აქ დარჩენილიყავი, — მითხრა სიჩუმით გაჯერებული ტონით და თმა გადამიწია. — არ მინდა წამოსვლა, — ვუთხარი ჯიუტად. მან მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. — ასე გინდა, გამაბრაზო, ხომ? — მკითხა ბოხი ხმით. — არა… უბრალოდ არ მინდა არსად წამოსვლა. წადი ლიზასთან და იმხიარულე. შენ ხომ ჩემთვის აღარ გაქვს დრო? — ვუთხარი უცებ. მივხვდი, რომ ალკოჰოლი უკვე მმართავდა. — რა? — გაეღიმა გიორგის და ნიკაპზე ხელი მომკიდა. — ეჭვიანობ, პატარავ? — ჰა ჰა, რა სასაცილოა. ამბობს გიორგი, რომელმაც ლამის მანქანიდან გადამაგდო დემეს გამო, — ვუთხარი ბავშვურად და ხელი ვკარი, თუმცა არც განძრეულა. — ხომ იცი, რომ მარტო ჩემთან უნდა იყო? — მითხრა მშვიდად და ჩემსკენ წამოიწია. — ხოოო? — წარბაწევით ვკითხე. მან გაიღიმა. — ხომ, ემა… ოღონდ ჯერ დრო გვჭირდება, — მითხრა ღიმილით და შუბლზე მაკოცა. მისმა ქცევამ თვალები დამახუჭინა. მაინც ნაწყენი ვიყავი. მეშინოდა მისი ცვალებადი ხასიათის. — არ მინდა წამოსვლა… ვერთობი! — ვთქვი წუწუნით. მან კი გაბრაზებით გადმომხედა. — არა! გეყოფა… წამოდი მანქანაში, — მკაცრად მითხრა, ხელი მომკიდა და თავისკენ დამქაჩა. — არ მინდა! მირასაც უთხარი, გადმოვიდეს! — დავეპოტინე ხელს. — არა, არ შეხვალ იქ… წამოდი! — ღრმა ტონით თქვა. — აუ რაა… — ხელი ავიქნიე, თავი დავანებე და მანქანისკენ წავედი. გავიგონე, როგორ ჩაიცინა გიორგიმ. გაბრაზებულმა გავაღე კარები, წინ დავჯექი და ზურგს უკან მივიხედე — მირას და ალექს შევხედე, რომლებიც ღიმილს ძლივს იკავებდნენ. — რაზე იცინით?! — ვკითხე ბრაზით ორივეს. — არაფერზე, — მოკლედ მიპასუხა ალექსმა, მირას გახედა და ოდნავ ჩაიცინა. მეც გაბრაზებულმა სწრაფად მოვშორდი მათ მზერას და წინ შევტრიალდი. ხელები გადავიჯვარედინე და ჩუმად დავჯექი. ცოტა ხანში გიორგი გვერდით მომიჯდა, ღვედი გადაიჭირა და მანქანა დაქოქა. მირასკენ გაიხედა და ღიმილით მიესალმა: — როგორ ხარ, მირა? — კარგად, გიო. შენ? — მე უკვე კარგად… — უპასუხა და მზერა ჩემზე გადმოიტანა. გაბრაზებულმა თავი გავაქნიე და ფანჯარაში გავიხედე. მანქანა დაიძრა. მირა, გიორგი და ალექსი რაღაცაზე გულიანად ლაპარაკობდნენ, მე კი ისევ ჩუმად ვიჯექი, მოღუშული. ალექსი სახლთან მივიყვანეთ. გადაგვკოცნა და გადავიდა. მირას სახლთანაც რომ მივედით, მეც ვაღებდი კარებს, მაგრამ გიორგიმ უცებ დახურა. გაკვირვებულმა და ცოტათი უკვე გაღიზიანებულმა გავხედე: — რა ხდება? — ჩემთან მოდიხარ დღეს, — მითხრა მშვიდად. მირას გადახედა და დაემშვიდობა. მირაც სწრაფად გადავიდა მანქანიდან. — გაგიჟდი, გიორგი? რა შენთან მოვდივარ?! — ვიცი, რომ შენები დღეს არ ბრუნდებიან… ამიტომ — ჩემი ხარ, — მითხრა მტკიცედ და მანქანა დაქოქა. — ჯერ უნდა მკითხო… გამიჩერე! არ მოვდივარ! — ვიყვირე და წასვლას შევეცადე. — არ გკითხავ, გეუბნები! ნუ ჯიუტობ, — მოკლედ მომიჭრა და გზიდან გადაიყვანა მანქანა. სიტყვაც აღარ დამცდენია. ჩუმად დავჯექი. — პიცას ხომ შეჭამ? — მკითხა ცოტა ხნის შემდეგ. — კიი, მშია… — ამოვიწუწუნე. გაეცინა. პიცერიასთან მანქანა გააჩერა, გადავიდა და ცოტა ხანში ყუთებით დაბრუნდა. უკანა სავარძელზე დადო და ისევ მომიჯდა გვერდით. მანქანა კვლავ დაძრა და თავისი სახლისკენ გასწია. გულში რაღაც თბილი გრძნობა ჩამეღვარა — როგორც იქნა, დრო გვაქვს რომ ერთად ვიყოთ და ამაში არავინ ერეოდა. გიორგისკენ ღიმილით გავაპარე თვალი. მიხვდა. — რა იყო, შემირიგდი? — მკითხა ღიმილით და ხელი მომკიდა. — ცოტა, — ვუთხარი და გავიცინე. მთელი გზა სიჩუმეში გავატარეთ. მშვიდად, მშვიდად… სადარბაზოს რომ მივუახლოვდით, ნაცნობმა ხედმა მოგონებების კადრებად გადამირბინა თვალწინ. ერთი ადგილის ნახვა ზოგჯერ იმდენ ემოციას ბადებს… გიორგი მანქანას კეტავს და წინ მიდის, პიცის ყუთებით. მეც მივყვები. ლიფტს ველოდებით. შიმშილის გრძნობა უკვე გულზე მახრჩობს. ლიფტში შევდივართ, სართულს ვუთითებთ, ხურდას ვაგდებთ. გიორგი იხრება და შუბლზე მკოცნის. გამეღიმა. მეც ლოყაზე პატარა კოცნა დავუტოვე. კარი გაიღო. გავდივართ. გიორგიმ ზარს ჩამოკრა და მეც უცებ ვნერვიულდები: — მაიკო სახლშია? — ვეკითხები ჩუმად და ქვემოდან ვუყურებ. — კი, რა მოხდა? — სირცხვილია, ამ დროს რომ მოვედი… მეგონა, მარტო იყავი, — ჩუმად ვუთხარი გიორგის, როცა კართან მისულებს მაიკომ გაგვიღო. მის მზერაში გაოცება მაშინვე ამოვიცანი — თვალები გაუფართოვდა და წამით გაფითრებული სახით შემომხედა. — ემა?.. როგორ ხარ, ჩემო გოგო? — ღიმილი მოეფინა სახეზე და ჩემკენ გამოიწია მოსახვევად. მის ამ თბილ დამოკიდებულებაზე შვებით ამოვისუნთქე და მეც ღიმილით ჩავეხუტე. შემდეგ სწრაფად გაგვეცალა და სახლში შეგვიშვა. ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და შესასვლელში, კედელთან დავდე. გიორგი სამზარეულოსკენ დაიძრა — პიცები მაგიდაზე დადო და მაცივრიდან წვენის ამოსაღებად კარი გამოაღო. მაიკო ჩემკენ წამოვიდა, გვერდით ამომიდგა და მკითხა: — რჩები დღეს? — მისი ხმა თბილი და ჩვეულად მშვიდია. თან თმას ისწორებს. — კი… გიორგიმ დარჩიო— ვთქვი ოდნავ უხერხულად და ხელი თავზე გადავისვი. მაიკომ ჩაიცინა და სამზარეულოში ერთად შევედით. გიორგის უკვე ყველაფერი მაგიდაზე ჰქონდა დალაგებული. — ვაიმე, როგორ დაოჯახებულივით გაქვს სუფრა… — სიცილით თქვა მაიკომ. — ოო, დე, გეყოს რა, — თვალები აატრიალა გიორგიმ. — ემა, ყავა და ნამცხვარი არ გინდა? — მკითხა მაიკომ. — ჯერ პიცას შევჭამ… მერე დავსხდეთ, ყავასაც დავლევ და ნამცხვარსაც შევჭამ, — გავუღიმე. — აბა, ახლა გაჩერდით! — წარბები შეკრა გიორგიმ და ხელი ჰაერში აწია. — დღეს ჩემთან ატარებს დროს და არა ჭორაობაში! მის ამ ბავშვურ გაბრაზებაზე გამეცინა. — ცოტა ხანს ვიჭორავებ და მერე უნდა დავიძინო, — ღიმილით უპასუხა მაიკომ და მე თვალი ჩამიკრა. სკამი გამოვწიე და ჩამოვჯექი. პიცა გადავიღე, წვენი მოვსვი და ჩავკბიჩე. სითბომ და არომატმა სახეზე ღიმილი მომგვარა — სიამოვნებისგან თვალი დავხუჭე და გიორგის მადლიერებით გავხედე. — ძაან გემრიელიაა! — ვუთხარი, პირში ლუკმით. მანაც გამიღიმა და ლოყაზე მომჩქმიტა. ცოტა ხანში მაიკოც შემოგვიერთდა. პიცა გავუნაწილეთ და ერთად დავიწყეთ საუბარი. სასაცილო ისტორიებს ვიხსენებდით გიორგის ბავშვობიდან — ის კი ცდილობდა, არ გაეცინა და გვიბრაზდებოდა, რაც კიდევ უფრო სასაცილოს ხდიდა ყველაფერს. ცოტა ხანში გიორგი წამოდგა. — გამოვიცვლი… — გვაცნობა და ოთახისკენ წავიდა. მე და მაიკომ ყავასა და ნამცხვარზე საუბარი გავაგრძელეთ. მომიტანა თბილი ფინჯანი და მეც მშვიდად მოვთავსდი. — მოაგვარეთ ყველაფერი? — მკითხა მოულოდნელად, და ყავა მოსვა. მის კითხვაზე თითქოს რაღაც ჩამწყდა — ცოტა ხნით დამავიწყდა, რომ ეს ღამე იდილია იყო და რეალობა ჯერ კიდევ მოუწესრიგებელი. — არა… — უკმაყოფილოდ ვუპასუხე და ნამცხვრის პატარა ნაჭერი გადავყლაპე. — იქნებ დროა უკვე, ემა?.. მეშინია, ლიზამ არ გააოფიციალუროს ყველაფერი. ხომ იცი, გიორგი გაგიჟდება მერე… — თბილად, მაგრამ სევდიანად მითხრა მაიკომ. — არ ვიცი, მაიკო. ყველაფერი ჩახლართულია… დღეს ვეტყვი. დაველაპარაკები. — უკეთესი იქნება… მე ბედნიერი ვიქნები, თუ საბოლოოდ ერთად იქნებით, — მითხრა მაიკომ თბილად. მის ამ სიტყვებზე რაღაც მომენტში გულში სითბო ჩამეღვარა — უბრალოდ ჩავეხუტე და ერთად დავუბრუნდით ყავას და ნამცხვარს. შემდეგ საუბარი ყვავილებზე გადავიტანეთ — მინდოდა ცოტა მსუბუქი თემა შემომეტანა. ცოტა ხანში გიორგიც გამოვიდა ოთახიდან და ჩვენსკენ წამოვიდა. თვალები ჩემზე გააჩერა და ჩაილაპარაკა: — დროა წავიდეთ. თავი დავუქნიე და მაიკოს კოცნით დავემშვიდობე. გიორგის უკან მივყვები, ვფიქრობ, რომ მაჩვენებს, რომელ ოთახში დავიძინებ, მაგრამ თვითონ თავის ოთახში შედის და კარს მაწევს: — რა? — ვკითხე, როცა ეჭვით შემომხედა. — ჩემთან ერთად იძინებ. შედი, — მითხრა მოკლედ. ხელები ავწიე და უკმაყოფილოდ უკან მივყევი. აშკარად დაალაგა და გაალამაზა ოთახი — ამას რომ ვხედავ, თავისდაუნებურად მეღიმება. შემდეგ გამოსაცვლელი ვთხოვე. შორტი და მისი მაისური მომაწოდა. — გამოდი რა, უნდა გამოვიცვალო, — ვუთხარი და ფეხსაცმლის გახდას შევუდექი. — რა? — ირონიულად მკითხა და საწოლზე ჩამოჯდა. — გიორგი, გამოდი! — ცოტა ხმას ავუწიე. — მეღადავები? ემა, რამე მაინც იყოს ისეთი, რაც არ მაქვს ნანახი. აშკარად დათვერი… — ჩაილაპარაკა და ტელეფონში სქროლვა დაიწყო. — გიორგი, დებილი ხარ? გადი თქო! — ხმამაღლა დავუყვირე. მან კი მშვიდად, ოდნავ ირონიულად მითხრა: — ემა, მგონი დაგავიწყდა… ჩვენ გვქონდა სექსი. და ხო იცი, მაგ დროს ადამიანები ერთმანეთს ხედავენ. მის ამ სიტყვებზე ხელი საწოლისკენ წავიღე და ბალიში პირდაპირ სახეში ვესროლე. სიცილი აუტყდა. მეც ყურადღება აღარ მივაქციე, სწრაფად გამოვიცვალე, ტანსაცმელი სკამზე გადავდე და გიორგის გვერდით დავწექი. სქროლვას ვაპირებდი, როცა ტელეფონი წამართვა. — რა იყო? — ვკითხე ინტერესით. — არაფერი… უბრალოდ ვისაუბროთ. სულ ტელეფონში უნდა ვიყოთ? — მითხრა ჩუმად და ზურგზე გადაწვა. — მეც მინდოდა რაღაცაზე საუბარი… — ვუთხარი ფრთხილად. — რაზე? — ლიზაზე, — ღრმად ამოიოხრა და ჩუმად დარჩა. აშკარად ელოდა გაგრძელებას. — მოკლედ… არ მინდა ეგოისტურად გამომივიდეს, მაგრამ თუ ეს ყველაფერი არ გაჩერდება, ლიზა მალე ქორწილზე და ბავშვებზე დაიწყებს ფიქრს. და მას ვერ გააჩერებ, ხო ხვდები? ისეთი მომენტია… გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა: — ვიცი… ვხვდები, ემა. სექსი არ მქონია მასთან და არც ვაპირებ. ბოლო იყავი, — მითხრა მშვიდად და ჩემსკენ შემობრუნდა. — ხო? — ვკითხე საეჭვოდ და ავხედე. — კი, — მოკლედ მიპასუხა და ლოყაზე ხელი მომისვა. — მინდა, რომ მალე დასრულდეს ეს არეულობა… — ამოვიხვნეშე და საბანში ჩავიფუთნე. — ვიცი… მეც მინდა. იმ ღამეს აღარაფერი გვითქვამს. ბოლოს უბრალოდ “ტკბილი ძილი” ვუსურვეთ ერთმანეთს. გიორგი გადმოიწია და ტუჩებზე თავისი რბილი ტუჩები მომაწება. შემდეგ უკან დაიხია და მშვიდად დაწვა. მე კი გახურებული, აწითლებული, მეორე მხარეს გადავბრუნდი და თვალები დავხუჭე. სულ ცოტა დრო იყო გასული, მეგონა უკვე ეძინა, როდესაც ჩუმად მკითხა: — რაც არ უნდა მოხდეს… ყველაფერი დალაგდება, ხომ? მის ტონზე ავნერვიულდი, მაგრამ თბილად ვუპასუხე: — კი, გიორგი… ყველაფერი დალაგდება. მენდე. თვალები დავხუჭე და სასმლით, ემოციებით და მის სიახლოვით გაბუჟებულს მალევე ჩამეძინა. იმ ღამით უკვე დარწმუნებული ვიყავი — დამესიზმრებოდა რაღაც ლამაზი. და ის სიზმრები აუცილებლად იქნებოდა ჩვენზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.