შესაფერისი! (ნაწილი 3)
საათი 12ს უახლოვდებოდა კარებზე ხმა რომ გავიგე … ნინუცა წამოდგა და კარებისკენ გაემართა, გამომხედა და მეც ვანიშნე რომ გაეღო. -შეიძლება?-რატი დამძიმებული ნაბიჯით შემოვიდა და გამომხედა. -მე გავალ. ნელა წამოვიდა ჩემკენ და შიშით დამაკვირდა. საწოლის ბოლოში ჩამოჯდა, ჩემგან ზურგით და მუხლებს დაეყრდნო იდაყვებით. -იმის კითხვას არ დავიწყებ როგორ ხარ თქო და მსგავსი, უბრალოდ იცოდე რომ მე ვარ, მე ვარ შენთან, ყოველთვის და ყველგან. -ვიცი… წამოვდექი და მის გვერდით დავჯექი, თავი მხარზე დავადე და ხელი ჩავკიდე. -ძალიან ცუდი ძმა ვარ. -ამას რატომ ამბობ? ყველაზე კარგი ძმა ხარ! -იმიტომ, რომ ეს მოხდა. -კარგად ვარ რატი, მართლა კარგად ვარ, პატარა ბავშვივით ვერ დაგპირდები, რომ ხვალვე ბედნიერებას გამოვასხივებ მეთქი, მაგრამ კარგად ვარ. -შენ რომ რამე მოგსვლოდა. -არაფერი მჭირს, ხომ ხედავ არა?! -მაგრამ.. -რატი, სადაა? -ცოცხალია-პაუზის შემდეგ მიპასუხა და გამომხედა-ახლა რაღაცას გკითხავ და სიმართლე მითხარი. -გისმენ. -აქამდე..-ანერვიულებულმა გადაისვა თავზე ხელი და ჩაახველა-მოკლედ, აქამდე შეგხებია?! -არა… -იციდე არ დამიმალო, არ მოგერიდოს და არ დამიმალო. -არ გატყუებ. -უჩა რომ არა… გონებამ ყველაფრის გადახვევა დაიწყო და გამახსენდა რომ უჩა იყო.. რომ ის ადამიანი ვინც მე მიხსნა, უჩა იყო… შოკი და დაბნეულობა ერთიანად მომაწვა და უეცრად წამოვდექი. -რა მოხდა, რამე გტკივა? -რატი, უჩა სადაა? -რაიყო? აქ იყო და წავიდა ნახევარი საათის წინ, მოვა ისევ. -იქ როგორ აღმოჩნდა?!-ვკითხე ინტერესით. -თქვა, რომ აივნიდან დაინახა ამოსვლისას პირველი სართულის ეზო და იქ უნდოდა გასეირნება-გამიღიმა-ყველაფერმა ჩაიარა-თვითონაც წამოდგა და თმაზე მომეფერა. -მან გადამარჩინა. -მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები-მიპასუხა რატიმ-მე გავალ, შენ დაისვენე და გამოიძინე. თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და საწოლის კიდეზე დავჯექი, ოთახში ნინუცა შემოვიდა. -მაპატიე კარგი?!-თვალები აუცრემლიანდა და მომეხვია. -ნუ სულელობ და ნუ მაბრაზებ, შენ რა შუაში ხარ?! -არ უნდა დამეტოვებინე მარტო. -ალბათ მოსახდენი იყო.. -არ მჯერა და არც მინდა დაჯერება იმის, რომ ეს უნდა მომხდარიყო და თანაც შენთან. -მოდი აღარ გვინდა ამაზე საუბარი რა. ძალიან დავიღალე და უზომოდ დაცლილი ვარ მორალურად. -გშია?! -საშინლად-გავუღიმე და გადავეხვიე-მინდა დავივიწყო მომხდარი და მოდი ჩავთვალოთ რომ არც არაფერი მომხდარა, მე გთხოვ ამას, აღარ მინდა გონებამ ეს კიდევ გაიხსენოს. -შენ როგორც იტყვი-მანაც გამიღიმა მშვიდად-მე ჩავალ და შენ კიდე გადაივლე და ჩამოდი. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გავეშურე აბაზანისკენ. -დღეს ლამაზ პიჟამოებს ჩავიცვამ-ატლასის ხაკისფერი პიჟამა დავდე საწოლზე და აბაზანისკენ ავიღე გეზი. არვიცი რამჭირს, თითქოს ბურუსმოცულია გონება და სხეული და დამძიმებისგან ვეღარ ზიდულობს თავს, უემოციოა ყველაფერი ახლა და რა ეშველება სიკვდილნანატრ ფიქრებს და გრძნობას რომელსაც “ნეტა მომკვდარიყო” ერქვა, ბოროტი არასოდეს ვიყავი, მაგრამ რატომ აღარ მინდა იმ ადამიანის არსებობა ამ დონეზე, ჯერაც ვერ გამიგია და თითქოს საკუთარი თავი და ფიქრები მაშინებს კიდევაც, შერცხვენილმა ამ ფიქრებისგან წყალი მოვუშვი და წუთი არ გავქანებულვარ, ვადროვე მთელი დღის სიბინძურე ჩამოერეცხა და მომცილებოდა ის დარდიც მასთან ერთად, უეცრად გამეცინა. -დილის მერე წყალს ვატან დარდებს. საშველი მაინც არსაიდან იყო და მეც ბოლომდე დამშვიდებული გამოვედი აბაზანიდან პირსახოც მოხვეულმა. საეჭვო იყო ჩემი კარგად ყოფნა და მევე მიკვირდა თავის. -ფილმებში მსგავსის მერე ფსიქოლოგი სჭირდებათ. ჩემს თავს გავაგონე ნათქვამი და აბაზანიდან გამოვედი. აღარაფერი მაწუხებდა დაღლილობის გარდა და თითქოს სკუთარი თავი არ მანებებდა თავს, თითქოს რაღაც გამომრჩა, რაღაც მომენტი, რაღაც სიტუაცია, თუ… -სავია კიდევ ერთხელ გამარ… გაქვავებული ვიდექი საწოლსა და კარებს შორის და ვაკვირდებოდი ჩემზე მოჩერებულ მაღალ, ახოვან, შავებში ჩახმულ, მოუწესრიგებელ მამაკაცს, რომელიც ჩემი ნახევრად სიშიშვლის მიუხედავად, უსინდისოდ არ წყვეტდა ჩემს თვალიერებას. -კარებზე დაკაკუნება არ გასწავლეს?!-დავიყვირე და ისევ აბაზანაში შევვარდი “ამაზე უკეთესს რას მოიფიქრებდი” -ბოდიში, რატიმ ჩამოვიდეს, რამე ჭამოსო. გავიგე როგორ დაიხურა კარი და მეც გამოვედი. -გადაიდო ჩემი პიჟამოები-დამწუხრებულმა დავამატე და შარვალი და მაისური გადავიცვი, სველი თმა მაღლა ჩავიხვიე და გარეთ გასვლა დავაპირე, როცა.. სინათლე დაეცა თითქოს წერტილს და მივაჩერდი, ახლა დამემართა დასამართი, ჩემს გონებას რაღაც კიარა, ვიღაც გამორჩა, ვიღაც, ის.. უჩა.. უჩა ზოიძე გამორჩა… -ღმერთო… მძიმედ ჩავისუნთქე და ახლა გავიაზრე, თუ რაოდენ დიდი მადლიერების გრძნობა მქონდა მის მიმართ, ის რომ არა, რა ბედი მეწეოდა, ახლა აქ ვიქნებოდი თუ არა, ღმერთმა უწყისს, ის რომ არა, რომ ვერ მოესწრო, რომ ვერ დავენახე, რომ არ გამოსულიყო იქ, მთელი სიტუაციის სიმძაფრეზე რომ დავფიქრდი, ერთიანად დამიარა სხეულში ჟრუანტელმა და ემოციებს ვეცადე რომ გავმკლავებოდი. ფრთხილად დავეშვი კიბეებზე და მისაღებში მყოფი ბიჭების საუბარს ყური დავუგდე. -არაფერია სამადლობელო-ღიმილით ეუბნებოდა უჩა ჩემს ძმას-შენც იგივეს იზამდი ჩემს ადგილას რომ ყოფილიყავი. -წაიყვანეს?!-საუბარში ალეკო ჩაერთო. -კი ქვეყანა დატოვა უკვე-მშვიდად საუბარს აგრძელებდა უჩა-იმაზე აღარ იდარდოთ რომ სადმე კიდევ გამოჩნდება, მსგავსი რამ გამორიცხულია უბრალოდ. -დარწმუნებული ხარ?!-კითხა ისევ ალეკომ. -ჩემში ეჭვი გეპარება?!-თითქოს გაბრაზება შეემჩნა ხმაში ზოიძეს. -შენში არა, უბრალოდ იმდენად ნაბიჭ***ა ეგ ტიპი, რომ ყველაფერს ველოდები მისგან უკვე-რატიმ დაასწრო პასუხი-სწორად გამიგე, რამე რომ მოუვიდეს, თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს… -მე ვარ პასუხისმგებელი, რომ არაფერი მოხდება. -მისმა ოჯახმა რაო, სამეგობრომ?!-არ წყვეტდა ალეკო. -შენ, ასე მგონია სხვასთან ერთად გაიზარდე და არა ჩემთან, რა კითხვებს მისვამ ბიჭო-წამოდგა ფეხზე და ფანჯარასთან მივიდა და მიეყრდნო-ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს და დამშვიდდით, მე ვარ მეთქი გარანტია. -იმედია, ამ სიკეთეს ოდესმე გადაგიხდი-უკვე დამშვიდებულმა უპასუხა რატიმ. -ახლა არ გამაბრაზო და არ გადამრიო-უცებ თვალი მომკრა კედელთან მდგარს და თვალით მანიშნა შევსულიყავი-როგორ ხარ?!-მის ამ კითხვაზე ბიჭები მობრუნდნენ. -მოხვედი?-თბილად მკითხა რატიმ. -მშია ძალიან-დავიწუწუნე და სავარძლის ხელზე ჩამოვჯექი-არაფერი არ გვაქ?! -გამოვიძახოთ რაც გინდა. -მაკის დიიიიდიიიი სეტი მინდა-გამეცინა. -შენ ოღონდ ისურვე-გამიცინა ალეკომ და ტელეფონში ჩაძვრა-ესენი სანამ მოიტანენ მოვკვდები, წამო ჩვენ მოვიტანოთ, უფრო მალე იქნება. რატი და ალეკო მალევე წავიდნენ, სავარძელში ჩავჯექი და ადგილიდან გაუქანებელ უჩას გავხედე. -მადლობა. ჩურჩულს ჰგავდა ჩემი ნათქვამი და თავი დაბლა დავწიე, “განა რისი შემრცხვა?” გავიფიქრე და საკუთარ თავს გავუწყრი, ნუთუ ასეთი რთულია ამის თქმა, როცა მართლაც მადლიერი ხარ ადამიანის, როცა ნივთს კიარა, როცა ემოციას კიარა, როცა მოგონებას კიარა, სიცოცხლეს… სიმშვიდეს… უფართხოებას.. გჩუქნის ადამიანი. სრულიად უცხო, არა ნაცნობი, მაგრამ მაინც… ჩრდილის მოძრაობით მივხვდი, რომ წინ მდგომი გაექანა და როცა ჩემს წინ ჩაიმუხმა, მხოლოდ მაშინ ავწიე თავი და გავუსწორე დაბნეული მზერა. -გპირდები, რომ არასდროს, არავინ არ გატკენს. დაუძლურებულს შვებად მექცა მისი ნათქვამი და სისხლში თითქოს ბედნიერების ხაზები გაუშვეს. -შენ რომ არ მოსულიყავი, არვიცი რა მოხდებოდა. -მაგრამ მოვედი-გამიღიმა და ჩამოყრილი თმა გადამიწია-ის რაც მოხდა, ის, რაც აღარასოდეს განმეორდება, არ დაიტოვო გონებაში, არ ღირს ამაზე დარდი და ფიქრი, დამიჯერე. -ცუდად ნამდვილად აღარ ვარ-ვცადე თავის მართლება, მაგრამ რისგან… -მიხარია, ცხოვრება ისე გააგრძელე, თითქოს არაფერი მომხდარა, ირგვლივ უამრავი ადამიანი გყავს, ვისაც უყვარხარ და გიფრთხილდება, ვინც მუდამ ზრუნავს შენზე, ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია. მხოლოდ გავუღიმე და ისიც ფეხზე ადგა, გვერდით მყოფ დივანში ჩაესვენა და გამომხედა. -რამდენის გახდი? -23 წელი შემისრულდა-ვუპასუხე მშვიდად. -დიდი გოგო ყოფილხარ-გაიცინა. -შენ? -რა მე?! -შენ რამდენის ხარ?! -მე 26, ლამის დავბერდი-გაიცინა. -მაქამდე მინიმუმ 50 წელი გიკლია. -მგონი ბევრია. -არ გინდა მაგდენი იცოცხლო?!-გავიოცე და ცოტა წამოვჯექი. -სიცოცხლით როგორ არ მინდა, მაგრამ მაინც. -ნინა სადაა?-ახლა მოვიკელი საუკეთესო დაქალი. -სახლში გადავიდა, მოვწესრიგდები და გადმოვალო. -კარგი. -ისა და…-ინტერესით დამაკვირდა-რაღაც უნდა გკითხო-თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად-რატიმ როგორ მოგცა დაბრო მასთან ურთიერთობაზე?! -მას არც მოუცია, 3 თვე ჩუმად ვხდებოდი-გამეცინა-მერე კი შეეგუა ალბათ, რომ არ მწყენოდა არაფერი უთქვამს. -უცნაურია. -მაინც რაარის უცნაური?! -მე მას ესეთად არ ვიცნობ, არ მეგონა მსგავს ადამიანს თუ გააჩერებდა შენთან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აი, აი რაღაცნაერია რა. -როგორი?-კითხვაზე კითხვას ვუმატებდი. -აი, შეუფერებელია რა შენთვის. -შეუფერებელი…-გამახსენდა ყველა მომენტი მასთან ერთად-ესეთი?-გავხედე და სიცილით, თითქოს გული ამერიაო ინსცენირება გავაკეთე. -ზუსტად-მასაც გაეცინა. -და ვინ არის შენი აზრით შესაფერისი? -მე ეგ არ ვიცი, არ ვიცი როგორს და ვის ითხოვს შენი გონება და გული. გავჩუმდით. ორივე გავჩუმდით და ამ სიჩუმეს და სიმშვიდეს სუნთვის შეკვრა მოყვა. რა აბსურდია ეს ყველაფერი, არ მესმის რატომ ველაპარაკები ამდენს, რატომ ვიხსნები მასთან და რატომ მჭირს “ეს ადამიანი” -შენთვის? შენთვის ვინაა შესაფერისი?-უეცრად წამომცდა კითხვა და თქმის მერე გავიაზრე ნათქვამი, რისიც შემრცხვა-დაივიწყე-სიცილით ვუთხარი და ხელი ავიქნიე. -არ მიფიქრია ამაზე-რამოდენიმე წამის მერე მიპასუხა. -ეგ როგორ?!-გავიოცე-არასდროს გყვარებია არავინ?! -არა. -მოვა შენი ადამიანიც-დავაიმედე. -დაველოდები. -მეც მოვედი. კარები ნინუცამ გააღო და ბედნიერი შემოვიდა, ჩემს პირდაპირ დაჯდა. -სად არიან? -მაკში, საჭმელი უნდა მოიტანონ. -აუ კი მშია ისე-გაიცინა-ისა და, შენ როგორ ხარ?-ჯერ მე გამომხედა, დავინახე ჩუმად როგორ გახედა უჩას და თვალებით მანიშნა შეხედეო, რაზეც გამეცინა. -ძალიან კარგად. -უჩა ხო?-უცებ მიუბრუნდა ნინა მამაკაცს, მანაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად-აქამდე როგორ არ გიცნობდით, მიკვირს. -სერიოზული ბიძია ვარ და მაგიტომ-ნიშნის მოგებით გაუცინა. -ეგ შენს არსებობას უარყოფს?! -შენ რა ინტერესიანი ხარ-მე გამომხედა-მე დაგტოვებთ, ისაუბრეთ. ნინუცასთან საუბარს შევყევი და სულმაც მართლა მოისვენა, 10 წუთში ბიჭებიც მოვიდნენ და ყველანი დავსხედით საჭმელად. უჩა იმ ღამეს წავიდა და ზუსტად 10 დღე არ გამოჩენილა. დააკლდა თვალს, ალბათ გონებასაც და გულსაც, ეს დღეები უღიმღამოდ გადიოდა, ვისვენებდი და ბევრს ვკითხულობდი, ახალდამთავრებული უნივერსიტეტი დასვენების საშუალებას მაძლევდა. ნინა წამითაც არ მტოვებდა, მუდამ ახლოს იყო და ერთი სიტყვით, ძიძას როლს ასრულებდა. რატი და ალეკო დაკავებულები იყვნენ და სახლში მხოლოდ დაღამებისას მოდიოდნენ, მართალია ჩემს დაბადების დღეზე დადებული პირობა რომ მეორე დღეს პაემანზე უნდა წასულიყვნენ უბრალოდ გაქრა, დარწმუნებული ვარ, ნინას ეს საკმაოდ აწუხებდა. გამთენიოს წყლის წყურვილმა გამაღვიძა და ძილბურანში მყოფმა დავეშვი კიბეებზე და ვცდილობდი ზღართანი არ მომედინა იატაკზე, ისე მივსულიყავი მაცივართან. ადგილზე გავიყინე, როცა ნაცნობი და მონატრებული ხმა ჩამესმა. -რატომ არ გძინავს?!-ხმაში დაღლილობა ემჩნეოდა და შესამჩნევი იყო ისიც, რომ საკმაოდ ნასვამი იყო. -წყალი უნდა დავლიო. -ჰო.. წყალი საჭიროა ორგანიზმისთვის-კედელს მიყრდნობოდა და თვალს არ მაშირებდა. -აქ რატომ ხარ? -რატის მანქანაში ჩაეძინა, მძიმეა.. იცი, როგ..როგორი მძიმეა?! ვერ შემოვა… შემოვათრევდი და მე შემოვედი, რომ მარტო არ იყო სახლში. -რატის საწოლში დაიძინე-გამეცინა მის ნათქვამზე. -არაა, მომკლავს-გამიცინა-შენ, შენ არ გცივა?-მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ წინათხსენებული ატლასის პიჟამა მეცვა და ამასაც თუ ჩაცმა ერქვა საკითხავი იყო. -არა-დაბნეულმა ვუპასუხე და მაცივრის კარები მივხურე, რომელიც მანათებდა, სიბნელე ჩამოწვა, მისი გახშირებული სუნთქვა მკაფიოდ ისმოდა. -ამ ფარდის ნაჭერში, როგ… როგორ არ გცივა?!-გაისმა ერთი გადმოდგმული ნაბიჯის ხმა. -არ მცივა-დავიჩემე. -ძალიან თხელია და თანაც როგორი მოკლეა-ამას მეორე გადმოდგმული ნაბიჯი მოყვა. ********** გამარჯობა! მახარებს წერა და ის რომ თქვენ კითხულობთ. ველი შეფასებებსა და კომენტარებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.