შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შესაფერისი! (ნაწილი 4)


17-04-2025, 15:04
ავტორი llella
ნანახია 867

-არ მცივა-დავიჩემე.
-ძალიან თხელია და თანაც როგორი მოკლეა-ამას მეორე გადმოდგმული ნაბიჯი მოყვა.
-მე წავალ, დავწვები-ძლივს გადავყლაპე ნერწყვი და გვერდის ავლა დავაპირე, წამით მაჯაში ხელის ფრთხილი შეხება რომ ვიგრძენი.
-ძალიან გეძინება?-გავიგე ჩურჩულით ნათქვამი-ცოტახანს დარჩი რა.
-რამე გჭირდება? გშია? ახლავე მოგიმზადებ რამეს-დაბნეულმა მივაყარე და გაცლა ვცადე.
-არა, არ მშია, უბრალოდ მელაპარაკე რა.
-რა?-გაოცებული გავჩერდი და დაველოდე პასუხს.
-არ გინდა ჩემთან ლაპარაკი?!
-ეგ რა შუაშია.
-მოდი-დივნისკენ წავიდა და თან გამიყოლა.
-ბევრი დალიე?-გავიცინე, როცა წვალებით ჩაჯდა.
-კი, მართლა ბევრი დავლიე-მანაც გამიცინა-იცი რას ვიფიქრობდი?
-რას აბა?-ისევ ღიმილით დავაკვირდი.
-შენზე ვფიქრობდი-მომახალა და ვიგრძენი როგორ დამიარა ტანში ჟრუანტელმა.
-ჩემზე? ჩემზე რატომ ფიქრობდი?
-აღ… აღარ ვიფიქრო? წინააღმდეგი ხარ? არ.. არ გინდა რომ მე შენზე ვიფიქრო?!-გაიოცა.
-უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ უნდა იფიქრო შენ ჩემზე-გულში მწარედ გამკრა ფიქრმა და მკაცრად მივუგე-შესაცოდებელი არაფერი მჭირს!
-მე.. მე არ მეცოდები, იცი რა კარ… კარგად ვფიქრობ შენზე? სულ კარგი ფირები მაქ, მართლა-ხელი ჩამკიდა და გულზე მიიდო-დედას გეფიცები, არ მეცოდები, ეგ არ იფიქრო.
-ვერაფერი გავიგე.
-რომ…
უეცრად კარებში ნასვამი რატი შემოვიდა.
-უჩააა, ბიჭოოოო. ჩუმად იყავი, ჩემი და არ გააღვიძო-ღრიალებდა ბოლო ხმაზე და ხელით სინათლის ჩასართველს ეძებდა-ბიჭო გესმიიის? არ გამიღვიძო ბავშვი.
-რა გაღრიალებს აქ ვარ-სწრაფად გავუშვი ხელი ჩემს წინ მჯდომს და ძმისკენ გავემართე.
-შენ რატომ არ გძინავს?-გამომხედა და შუბლზე მაკოცა-იცი რა მაგრად მიყვარხარ?!
-ვიცი, ვიცი-გავუღიმე-რატომ და წყალი მომინდა.
-უჩა სადაა?
-აქ ვარ-ხელის აწევით ანიშნა და ისე გამომხედა, თითქოს მტუქსავდა ხელი რატომ გამიშვიო.
-მანქანაში როგორ დამტოვე, შე.. შე..
-შენს ზიდვას ეხუმრები? ტონას იწონი და დაგტოვე-გაიცინა რატიმ და ძმაკაცს ხელი გადახვია-არ გინდა კიდე დავლიოთ?!
-არავითარი დასალევი, ორივე იძინებთ, თანაც ახლავე-გამოვუცხადე თითის ქნევით.
-უფროსმა არაო-გაიცინა რატიმ და მისი ოთახისკენ წავიდა-უჩიკო, სავია გაგისწორებს რა, მე წავედი.
უფროსი ძმა გაგვშორდა თუ არა, ვინანე ჩემი ნათქვამი, რას ვიფიქრებდი ასე მალე თუ გაიქცეოდა და დამტოვებდა მასთან მარტოს. მორიდებამ ჩამაწვა ტერფებში და თითქოს ისე დამამძიმეს, ვეღარ ვექანებოდი. ჩემს წინ მდგომი მამაკაცი ადგილიდან არ იძვროდა, სამაგიეროდ, აღარ ყანყალებდა ღვინოში ჩამხრჩვალივით და უკვე მყარად და გამართულად მაკვირდებოდა.
სხეულში ტემპერატურამ იმატა და მხოლოდ ერთხელ გავხედე, დავიფიცავ, მისი მანათობელი თვალები იმდენ რამს ასხივებდნენ, დაწყებული სევდიდან, ბედნიერებით დამთავრებული.
გავიგონე მძიმე ჩასუნთქვა და მხოლოდ ერთი წამოძახებაღა მოვასწარი.
-მე…
მისი ახურებული ტუჩები უეცრად შეეხო ჩემს ლოყას და ადგილზე გავშრი, როცა მარჯვენა ხელი წელზე მომხვია. ვკანკალებდი და ჩემი გააფთრებული ეგო, მიუხედავად იმისა, რომ სადაც იყო წაიქცეოდა, არ მაძლევდა უფლებას, რომ მას ჩავჭიდებოდი.
-შენზე ბევრს ვფიქრობდი-გაგუდული ხმით მითხრა და გამშორდა სულ რაღაც ერთი ფეხის ნაბიჯით.
-შენ.. შენ.. მე..
-ვფიქრობ ახლა დაძინება სჯობს, მე და შენ ხვალ ვისაუბროთ.
მხოლოდ გამიღიმა და სიბნელეში გაუჩინარდა, მე კიდე ვიდექი მაცივარს მიყრდნობილი და ვერაფერი გამეგო, ასე მეგონა, ცხოვრება ბოროტ თამაშს მეთამაშებოდა და გაცხოველებული მინდოდა ყველაფრის დალეწვა, რომ ამდენ ემოციებს როგორმე გავქცეოდი. ამდენ ტკივილს, შიშს, დარდსა და დროს, დაბნეულობა და გაურკვევლობაღა აკლდა და სრული ნოკაუტი მელოდა ცხოვრებისგან.
ალბათ 10 წუთი დამჭირდა, რომ აზრზე მოვსულიყავი და ავსულიყავი ოთახში, საწოლში ჩავწექი და ჭერს ვუყურებდი, თავში არანაერი აზრი არმომდიოდა და თითქოს ტვინიც ცდილობდა რომ არ მოეშვა ფიქრები ჩეთან ახლოს, რომ არ დამეწყო წუწუნი და რაიმეს ან ვინმეს უარყოფა.
ალბათ გამთენიოს ჩამეძინა.
საშინელი თავის ტკივილით გამეღვიძა.

^^^^^^^
-რა თქვი?-შოკში მყოფი ალეკო უყურებდა მის წინ მჯდომ დაბნეულ და აწითლებულ ძმაკაცს.
-ანთაძე! დაყრუვდი ამის დედა ***?! მეხუთედ გიმეორებ უკვე!
-არა, კიდევ ერთხელ გამიმეორე, მგონი მომესმა.
-სავია მომწონს, თანაც სერიოზულად მომწონს!
-ამაყენეთ ვინმემ-წამოიკივლა და უჩას გახედა-ზოიძე, , დარწმუნებული ხარ რასაც იძახი?!-წარბაწეული ეკითხებოდა ალეკო.
-აუ წავედი მე რა!-მოეშალა ნერვები.
-მანდ დაეტიე-გაიცინა და ხელით ანიშნა დაჯექიო-და რას აპირებ?
-შენი აზრით საჭორაოდ მოვედი, რომ შენთვის უბრალოდ მომეყოლა? მომეხმარე ბიჭო როგორ ვქნა, რატის როგორ ვუთხრა.
-ვაიმე რატი!-ახლაღა გაახსენდა ბიძაშვილი ალეკოს და თავზე ხელი წამოირტყა.
-ჰო.. რატი…
-შენა და რა მითხარი იცი? როდის მერე მოგწონს?
-პირველად რომ დავინახე მას მერე-დარცხვენილმა უთხრა.
-ერთი შეხედვით სიყვარული და თემები კაკუ?-ინტრიგნობას არ წყვეტდა ალეკო.
-შენს ნაწლავებს დაგაჭერინებ ახლა ხელში და მსდიე მერე!-დაუღრინა.
-აუ რა ნათრევი ძაღლივით ხარ ბიჭო, რა მოხდა, მაცადე რა, რაც თავი მახსოვს შენ გიცნობ და ჯერ რომ ვინმე შეგყვარებოდა, მე მსგავსი არ მახსოვს.
-ჰოდა რა ვქნა?!- მობეზრებულმა კითხა უჩამ და საცოდავად გახედა.
-დაურეკე რატის და ვნახოთ, აუხსენი ყველაფერი, დაველაპარაკოთ და არმგონია ახლა გადაიჭრას ვენები, თუ გადაიჭრა და კაი ქირურგ გოგოს ვიცნობ და მიაკერებს-გაიცინა და ტელეფონზე მანიშნა დაურეკეო.
-გოგოზე გამახსენდა, ნინუცასთან რა ქენი?
-არაფერი, რა უნდა მექნა-უკმაყოფილოდ გაიქნია თავი.
-აბა პაემანიო და ამბები?
-გადაიდო, ნუ გადავდე, იმ ამბების მერე მოვერიდე მე, მერე მანაც მომერიდა და მოკლედ, ამ დღეებში უნდა ვნახო.
თავუ დავუქნიე და ტელეფინს დავწვდი, დავრეკე რატისთან და 6ზე შევუთანხმდი კაფეში შეხვედრაზე.
როგორც არასდროს, ახლა გაიწელა დრო საუკუნედ.


^^^^
-ვინ გიყვარს?!-დაბნეულს აღმოხდა რატის.
-სავია..-დატუქსულივით თქვა უჩამ.
-ზოიძე, გაიმეორე გაფიცებ..!
-აუ! გადამრევთ რა, შენ რაღა დაგემართა გაფიცებ, ალბათ მართლა მეათედ გიმეორებ, რომ შენი და მომწონს, სერიოზულად მომწონს, მიყვარს. ვერც მასთან მივედი, ვერც შენთან, ადგილს ვეღარ ვნახულობ ბიჭო, კაცს აღარ ვგავარ, რა ჯანდაბა თავსატეხი ყოფილა ეს სიყვარული რაარი, გავჭაღარავდი ამის დედა******! -ამოიოხრა და თავზე გადაისვა ხელი-მე კიდე, ჯერ ცოლიც არ მომიყვანია-დაიჯუჯღუნა და მუხლებზე დაწყობილ ხელებს დახედა-თუ უნდა დამარტყა, გეტყვი, რომ გააზრებული მაქ რასაც ვლაპარაკობ-უეცრად დასერიოზულდა-ეს არაა რაღაც ჩვეულებრივი, რაღაც ხელისმოსასმელი, მე სერიოზულად ვარ განწყობილი შენი დის მიმართ და ჩემი გრძნობებიც სერიოზული და გააზრებულია. რომ დავინახე, იმ დღის მერე თავიდან ვერ ამოვიგდე, ყველაფერი ვცადე, მაგრამ მაინც მასზე მეფიქრება, უცნაურია შენს დაზე რომ გელაპარაკები ესე, მაგრამ
მინდა ხვდებოდე ბოლომდე რას ვამბობ, პატარა ბიჭი არ ვარ, ხომ გესმის არა რას ვამბობ?!
-იცის?!-მხოლოდ ეს კითხა უფროსმა ძმამ.
-არა, არაფერი არ იცის-უარის ნიშნად გაუქნია თავი და სიგარეტს გაუკიდა-შენთან მოუგვარებელი არც ვაპირებდი რაიმეს გაკეთებას.
-არ ფიქრობ რომ..
-არაა ადრე და ამაზე ნაფიქრი მაქვს, არა ერთხელ და ორჯერ დამიჯერე. ვიცი რასაც ვფიქრობ და რაზაც ვგრძნობ, მე ვარ გარანტია ჩემი სიტყვების.
-ვაიმე! გამეზარდა ბიჭი რატი!-წამოიყვირა ქალის ხმით ალეკომ და რატის კალთაში ჩაუჯდა.
-გადაა**ი სანამ მოგკალი-დაუყვირა სიცილით ბიძაშვილს, მერე კიდე ანერვიულებულ ძმაკაცს მიუბრუნდა-იცოდე, შენი იმედი მაქვს!
ელვასავეთ გაისმა მისი სიტყვები და სულშიც გამოანათა.



*******
ესეც ახალი თავი. სიმართლე გითხრათ მგონია, რომ აღარ ღირს გაგრძელება ამ ისტორიის, არც შეფასებაა და არც კომენტარი, მგონია მხოლოდ ჩემი თავითვის დავწერე.. რაც ცოტა საწყენია.



№1 სტუმარი ნინი ლაბაძე

მომწონს ძალიან გააგრძელე რა და ხშირად დადე❤️

ძალიან კარგია

 


№2  offline წევრი llella

ნინი ლაბაძე
მომწონს ძალიან გააგრძელე რა და ხშირად დადე❤️

ძალიან კარგია

დროულად ვდებ, უბრალოდ გვიან ტვირთავენ ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

აუცილებლად გააგრძელეთ სიამოვნებით ვკითხულობ♥️

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი

ძალიან კარგია გააგრძელეთ, არ მიგვატოვოთ.ბოლომდე მოგყვებით

 


№5 სტუმარი სტუმარი Ups

Like ebi xom aqvs axla wera da komntarebi gvelas ar shegvidzlia kargia

 


№6 სტუმარი სტუმარი ლიკა

ველოდები შემდეგ თავს❤️ძალიან კარგია

 


№7 სტუმარი მარიამ თოდაძე

ძალიან კარგია❤️გააგრძელე

 


№8 სტუმარი სტუმარი მილა

ძალიან კარგია,არ გაბედო შეწყვეტა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent