შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო(13)


17-04-2025, 18:47
ავტორი ELPI
ნანახია 430

დილით, მზის თბილმა სხივებმა გამაღვიძა — გიორგის ფანჯრები ბოლომდე დახურული არ ჰქონდა, და იქიდან შემოსული ოქროსფერი შუქი პირდაპირ სახეზე მეცემოდა. ჯერ კიდევ გიორგის მკლავებში ვიწექი. თავი მის მკერდზე მედო, ის კი ღრმად სუნთქავდა — მშვიდად, გაწონასწორებულად. თითქოს იმ ღამით ყველაფერი დალაგდა, როგორც წარსული, ისე მომავალი.

ნელა წამოვიწიე და გავიხედე მისკენ. ძილში გაეღიმა ალბათ რაიმე კარგს ხედავდა სიზმარში. არ მინდოდა გამეღვიძებინა.

სამზარეულოში ფრთხილად გავედი და წყალი დავლიე. ნაცნობი სივრცე იყო — სარეცხის გელი ისევ იმავე ადგილზე იდგა, ჭურჭელი ნიჟარაში ეწყო, თითქოს არც არაფერი შეცვლილა, მაგრამ ამჯერად ჩემში რაღაც ნამდვილად სხვანაირი იყო.

როცა უკან დავბრუნდი, გიორგი უკვე გაღვიძებული დამხვდა. თვალებში მიყურებდა ისე, თითქოს პირველად ვხედავდი მას.

— გაგეღვიძა? — ვკითხე ჩურჩულით.

— ემა… სად მიდიოდი? — მკითხა ჩუმად და ხელი გამომიწოდა.

— წყალი მინდოდა… და ცოტა ფიქრი.

— ჯერ არ წახვიდე. მოდი… მოდი ჩემთან, — მითხრა წყნარად და გულზე მიმიხუტა.

დავწექი ისევ მის გვერდით. თავი მის ყელში ჩავრგე და რამდენიმე წამი ასე ვისუნთქე მისი სურნელი — რაღაც შერეული, დღე და ღამე, სიცივე და სითბო.

— იცი, რაზე ვფიქრობდი? — ვკითხე ჩუმად.

— რაზე?

— რომ ყველაფრის მიუხედავად, მაინც გენდობი.

გიორგიმ თვალები დახუჭა და წელზე ხელი მაგრად მომხვია.

— მე ამას არასოდეს აღარ დავკარგავ. გპირდები, ემა.

დუმილი ჩამოვარდა. მაგრამ ახლა ის დუმილი სხვანაირი იყო — აღარ იყო შიშით სავსე. იყო იმედიანი. მშვიდი.

— ყავას აგიდუღებ, — ვუთხარი და წამოვდექი.

— მხოლოდ იმ პირობით, თუ დარჩები კიდევ ცოტა ხანს.

გავუღიმე. ეს ღიმილი იყო პასუხი ყველაფერზე, რაც სიტყვებით ვერ ვთქვი.
ყავის გაკეთება დავიწყე — ყველაზე სასიამოვნო და თბილი დილა იყო ამ ხნის მანძილზე. ორ ფინჯანს ვიღებ და გიორგისკენ მივდივარ, რომელიც ტელეფონს სქროლავდა ახალგაღვიძებული სახით. ჩემს დანახვაზე ტელეფონი გადადო და ღიმილი აიკრა სახეზე. ფინჯანი გვერდით დავუდე, შემდეგ ისევ ჩემს მხარეს გავბრუნდი. ყავა მოვსვი და კამოდზე დავდე.

გიორგი გვერდით წაიწია, შარვლის ჯიბიდან ორი ღერი სიგარეტი ამოიღო — ერთი მომაწოდა ასანთთან ერთად, მეორე კი ტუჩებს შორის მოიქცია. პირველი ნაპასი ყველაზე უგემური იყო, თუმცა დღეს ყველაფერი კარგია.

გიორგის ვაკვირდებოდი და თან ვფიქრობდი, როგორი უბრალო და სიმპათიური იყო. ჩემი მზერა იგრძნო და გამომხედა დაეჭვებულმა. მე კი ჩავიცინე მის ქცევაზე. ვეწეოდით და თან ყავას ვსვამდით, დილის დაბალი სითბო კი კანზე გვეცემოდა.

შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დავაბრუნეთ. ზურგით გადავწექი ისევ საწოლზე, გიორგი კი ისევ იჯდა და ეწეოდა.

— ძალიან მეძინება, — ამოვიბურტყუნე და მზერა ფანჯრისკენ გადავიტანე, საიდანაც მზის სხივები შემოდიოდა.

გიორგიმ სიგარეტი ჩაწვა და ჩემსკენ შემოტრიალდა ღიმილით.

— ნუ წუწუნებ, დაიძინე თუ გინდა, — მითხრა და ლოყაზე უცბად მაკოცა. შემდეგ ისიც დაწვა.

— ახლა ყავა დავლიე, ვერ დამეძინება, — ვუთხარი და თმაზე გადავუსვი ხელი. შემდეგ დავამატე:

— არ გშია?

— რაიყო, ღორმუცელა მოგშივდა? — მკითხა სიცილით და მომიღუტუნა, რაზეც ფართხალი დავიწყე.

— თუ არ გინდა, მე შევჭამ, — ვუთხარი ვითომ სიმკაცრით და თან სიცილით. მან კი თავი გააქნია.

— მშია. წამოდი, ვჭამოთ. ტოსტერები გავაკეთოთ.

— კარგი, ოღონდ იცოდე, რომ ჩუმად — მაიკო არ გავაღვიძოთ, — ვუთხარი და ჩუმად წამოვდექი. გიორგიმაც იგივე გაიმეორა.

სამზარეულოში ფრთხილად ჩავიპარეთ. გიორგიმ ტოსტერი გამოიღო, მე კი პურის ნაჭრები და ყველი ამოვიღე მაცივრიდან. ორივეს ჩუმად გვეცინებოდა, თითქოს ბავშვურად რაღაცას ვაშავებდით. გვერდით ვიხედები გიორგი შოკოლადს ეძებდა კარადაში.

— სულ შენ უნდა შეჭამო?ეეე, — ჩავიბუზღუნე ღიმილით.

— შენ მიხედე მაგას, — მომაძახა ზურგიდან და წინ დამიდო შოკოლადის პატარა ფილა.

— ვაფასებ, რომ დამიტოვე… — გავიცინე და ტოსტერი ჩავრთე.

რამდენიმე წუთში სამზარეულო გემრიელი სუნით აივსო — ისეთი გემრიელით, რომ ლამის ტოსტების წამოღებამდე დავიწყეთ ჭამა. სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოვჯექით, მზე ნელ-ნელა იჭრებოდა ფანჯრიდან და ოთახს თბილ ფერს აძლევდა. გიორგი ხანდახან მიყურებდა ისე, ვითომ რაღაცის თქმას აპირებდა, მერე ისევ ტოსტს უბრუნდებოდა.

— რა დრო იყო ბოლოს ასე მშვიდად ერთად რომ ვისხედით? — მკითხა უცებ.

— არ მახსოვს… მგონი არც არასდროს. — ვუპასუხე და თვალებში შევხედე.

— იქნებ ახლა ვცადოთ, ეგ შეგვიძლია.

არაფერი ვუთხარი. უბრალოდ თავი დავუკარი და ხელზე ხელი დავადე. როდესაც საუზმე დავამთავრეთ და დალაგებას შევუდექით, უცებ ნაბიჯების ხმა გავიგეთ. ერთმანეთს ეჭვის თვალით გავხედეთ. შემდეგ კი თვალების სრესით მაიკო შემოვიდა სამზარეულოში. ჩვენს დანახვაზე ოდნავ შეცბა, გულზე ხელი მიიდო და ღრმად ამოისუნთქა.

— ვაიმე, გაიღვიძეთ? როგორ შემეშინდა… — ამოიოხრა ძლიერად და ჩაიცინა.

მე კი უკმაყოფილოდ ვუპასუხე:

— ბოდიში, მაიკო. არ გვინდოდა შენი გაღვიძება.

მან კი თავის ქნევით გადამისვა მხარზე ხელი:

— არაფერია, არაუშავს.

ჭურჭელი რომ დაინახა, გიორგისკენ გააპარა თვალი და დააყოლა:

— გიორგი, არ მითხრა, რომ მოგშივდა და ამ დროს ემას სთხოვე საჭმლის გაკეთება, — წარბის აწევით ჰკითხა მაიკომ.

გიორგიმ უდანაშაულოდ აწია ხელები და უპასუხა:

— არა, რას მკადრებ! — შეიცხადა სიცილით, — ამ ქალბატონს მოშივდა და მეც დამითანხმა, მიანიშნა ჩემსკენ.

მე კი ბრაზით ხელი ვკარი. მაიკოს ჩაეცინა და ყავა დაადგა, ჩვენ კი ოთახში დავბრუნდით.

ცოტა ხანს ისევ ვიწექით და ერთმანეთს სასაცილო ვიდეოებს ვანახებდით. შემდეგ თითქოს დაღლილობა ვიგრძენი. გრილ ბალიშზე დავდე თავი და გავიტრუნე. აშკარა იყო, გიორგიმაც დაიძინა, რადგან ყურში ხმაური აღარ მხვდებოდა.

შუადღეს გამეღვიძა. უკვე ძლიერი სიცხე იყო და წოლა შემაწუხებელი გახდა. წუწუნით გავაქნიე თავი და ვცდილობდი გამოვფხიზლებულიყავი. გვერდით გავიხედე — გიორგის ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა. ჩუმად და ნელა ავდექი, სააბაზანოში გავედი თავის მოსაწესრიგებლად.

კარებისკენ რომ მივდიოდი, საათს გავხედე — უკვე 3 საათი იყო. გავიფიქრე, უკვე დროა წავიდე, თორემ ლიზა არ გამოჩნდეს.

ცივ წყალს სახეზე ვისხავ და შედარებით ვფხიზლდები. თმას ვივარცხნი, შუქს ვაქრობ და ისევ გავდივარ, რა დროსაც მაიკომ გამოყო თავი სამზარეულოდან:

— გიო, შენ ხარ?

— არაა, მაიკო, მე ვარ. ძინავს გიორგის, — ვუპასუხე ღიმილით.

— ხომ მშვიდობაა? რატო გაგეღვიძა შენ?

— კი, კი, უნდა წავიდე მალე. ვემზადები.

— კარგი, რა, ყოფილიყავი კიდე. ნამცხვარი გამოვაცხვე, შეჭამე და ისე წადი, — ღიმილით დავუქნიე თავი მაიკოს.

დავბრუნდი ოთახში, ჩუმად ჩავიცვი და გავემზადე. შემდეგ სამზარეულოში გავედი, სადაც მაგიდა უკვე გაეწყო. მაიკო სკამზე იჯდა და ჩემს დანახვაზე ღიმილით გამომხედა.

— კარგი რა, მაიკო, არ იყო ამდენი რამის მომზადება საჭირო, — ვუთხარი მადლიერებით.

— იყო და გეყოს ახლა. გამისინჯე ნამცხვარი, — მითხრა და შავი ნაჭერი წინ დამიდო.

პატარა ნაწილი მოვაჭერი და გავსინჯე.

— იდეალურია! — ვუთხარი.

მან კომპლიმენტი შეიფერა და გაეღიმა.

— არა, ჩემს შვილს გაგუდულს სძინავს, ხომ? თქვა სიცილით.

— კი, ცოდოა. დილით ძალით ვაჭამე, — ვუპასუხე მხიარულად.

— ისე დაელოდე, სანამ გაიღვიძებს. მერე არ ეწყინოს, ასე რომ წახვალ, — მითხრა მაიკომ.

— არ ვიცი, როდის გაიღვიძებს, და არ მინდა, ლიზა მოვიდეს, — ვუთხარი ღიმილით და ყავა მოვსვი.

— მერე რა? ეტყვი, რომ ჩემთან დარჩი. რამდენი ოთახია კიდევ.

— არა, ლიზა ვერ დაიჯერებს ამას. და არ მინდა, რამე ცუდად განვითარდეს, — ვუპასუხე მშვიდად.

მაიკომ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ჩუმად განაგრძო ყავის სმა. მეც ნამცხვრითა და ყავით ვტკბებოდი და ვიმედოვნებდი, ყოველი დილა და შუადღე ასეთი ყოფილიყო.

უკვე 4 საათი ხდებოდა, როცა სამზარეულოში ახალგაღვიძებული გიორგი შემოვიდა. ონკანთან მივიდა, ჭიქა აავსო წყლით, დალია და ნიჟარაში დააბრუნა. როდესაც შედარებით გამოფხიზლდა, ჩვენკენ მოტრიალდა:

— მიდიხარ უკვე? — მკითხა ბოხი ხმით და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.

— ოხ, ეს ვის გაუღვიძია, — მიმართა მაიკომ შვილს, რაზეც გიორგიმ გაუცინა და ნამცხვარი გადაიღო.

— კი, წავალ ახლა მალე, — ვუპასუხე და ისევ ნამცხვრის ნაჭერი მოვჭერი.

— კაი, გაგიყვან მე, დამელოდე, — მითხრა ჭამის დროს.

— არაა საჭირო, გიორგი. წავალ მე, არ დავიკარგები, — ვუთხარი ღიმილით.

— კაი, სად წახვალ? იწვება ქალაქი!

— არაუშავს, წავალ…

— არა თქო. მიდი ახლა, ჭამე, — მომიჭრა მოკლედ. მე კი მხარზე ვუჩქმიტე, რაზეც ჩაიცინა.

როცა ყველამ ვჭამეთ, გიორგიც მოსამზადებლად წავიდა. მე მაიკოს მივეხმარე დალაგებაში. 10 წუთში გიორგიმ მაცნობა, რომ წავსულიყავით. მაიკო გადავკოცნე და დავემშვიდობე, შემდეგ კი მე და გიორგი გავედით სადარბაზოში.

გიორგიმ ლიფტი გამოიძახა და ველოდებოდით. როცა მოვიდა, ჩუმად შიგნით შევედით.

— ყველაფერი ძალიან კარგი იყო, — ავხედე ღიმილით.

მანაც იგივე მზერით ჩამომხედა:

— ხო? თავიდან კი უარზე იყავი, — მითხრა, და ჩამეცინა, მხარი ვკარი.

როდესაც დაბლა ჩავედით და სადარბაზოდან გავედით, ახლა ნამდვილად იგრძნობოდა შუადღის ძლიერი სიცხე. გიორგის მანქანისკენ გავემართეთ. როდესაც მას მივუალოვდი კარი გამოვაღე და ჩავჯექი. გიორგიც მალევე მოაჯდა საჭეს, დაქოქა მანქანა, კონდიციონერი ჩართო, და მეც ღვედი გადავიჭირე. დავიძარით ჩემი სახლისკენ.
მანქანაში ჩუმად ვისხედით. კონდიციონერის გრილი ჰაერი სასიამოვნოდ მეფინებოდა სახეზე. ფანჯრიდან მზის სხივებში გაბრწყინებულ ქალაქს გავყურებდი და ვფიქრობდი, როგორი უცნაური იყო ეს სიმშვიდე — თითქოს რაღაც დროებითია, თითქოს ზედმეტად კარგია, რომ ნამდვილი იყოს.

გიორგიმ ხელი საჭიდან აიღო, ჩემ ხელს წაეტანა და თითები გადამიხლართა. ჩემსკენ მოაბრუნა თავი და ოდნავ ჩაიღიმა.

— აღარ წახვიდე, დიდი ხნით რა…

გაეღიმა. მეც გამეღიმა. პასუხად არაფერი ვუთხარი — უბრალოდ ხელზე უფრო მჭიდროდ მოვუჭირე.

მაგრამ იმ წამს ტელეფონმა დაიბზუილა. გიორგიმ დაეჭვებით აიღო ტელეფონი და გაფართოებული თვალებით დახედა ეკრანს. შემდეგ კი თითქოს წამით სახე აერია მზერა დაბნეულმა ჩემსკენ მოატრიალა.

— ვინ არის? — ვკითხე ინტერესით, რადგან აშკარად შეეცვალა სახე.

— ლიზაა… — ჩუმად ამოილაპარაკა და ტელეფონი ისე აიღო, რომ ეკრანი არ დამენახა.

— უპასუხე, — ვუთხარი ოდნავ ფრთხილად.

— არა, არ მინდა. ცოტახნით… უბრალოდ არა.

ტელეფონი დადუმდა, მაგრამ მე დავიმახსოვრე მისი რეაქცია — ის დაბნეული იყო. მას ეშინოდა.

რამდენიმე წამი ჩუმად ვიჯექით. შემდეგ ტელეფონმა კვლავ დაიწკაპუნა — ამჯერად შეტყობინება მოვიდა. გიორგიმ გაიხედა და მსუბუქად ამოისუნთქა

— რას გწერს? — ისევ ვკითხე, უკვე ოდნავ გაწონასწორებულად.

— „სახლში ვარ, გამოდი თუ შეგიძლია, უნდა ვილაპარაკოთ. ახლა.“ — წაიკითხა ხმამაღლა.

ისეთი ტონით, თითქოს არ იცოდა, რას მოელოდა ამ საუბარში.

უკვე აღარ შემეძლო, თვალი დამეხუჭა რეალობისთვის.

— გინდა, რომ წახვიდე? — ვკითხე, არ დავმალე ხმა რომ ოდნავ გამიმკაცრდა.

გიორგიმ შემომხედა, როგორც კი მანქანა შუქნიშანზე გააჩერა. ჩემს თვალებში რაღაცას კითხულობდა. იქნებ თანხმობას? იქნებ შიშს?

— მჯერა, რომ ყველაფერს აგიხსნი. გეფიცები, ემა. უბრალოდ უნდა გავიდე, ლიზას დაველაპარაკები და მერე თუ შანსი გამოჩნდა შენთან მოვალ, კარგი?. ეს იყო წერტილი, როცა სიმშვიდე ნელა, უსწრაფესად იშლებოდა. თავი დავუქნიე.

— წადი. და… ნუ დამტოვებ პასუხის გარეშე.

ემა როდესაც სახლში შედიოდა, მისი გული კვლავ ძლიერ ცემდა. თავის საყრდენი არ ჰქონდა, მაგრამ ახლა საკუთარი ოთახი ელოდა, რათა რამდენიმე წუთით დაწოლილიყო თუნდაც ეტირა და დამშვიდებულიყო.

შიგნით შევიდა, გარედან ისევ სიცხე და მზის სხივები შემოდიოდა, მისი საწოლისკენ წავიდა და პირდაპირ გადაწვა ერთი ღმა ამოსუნუთქვით.

გიორგი და ლიზა ამ დროს უკვე საუბრობდნენ ლიზას სახლში, სადაც რაღაც სერიოზული ხდებოდა, რაც ემას არ შეეძლო დაენახა ან გაეგო.

„მინდა რომ დავქორწინდეთ,იმიტომ რომ მე შენთან ვარ შენ კი ჩემთან. ეს კი კარგია არა?“

გიორგი წამოიწია, თითქოს აქამდე ფიქრობდა. და თავს უყრიდა. „არა, ლიზა… მე ჯერ არ ვარ მზად ამისთვის…“

ლიზამ თვალებში ჩაუხედა და პასუხი გასცა.
• „შენ უნდა დაფიქრდე უნდა დამელოდო, გიორგი, იქნებ აღარ დგახარ ჩემს გვერდით რას დაარქმევდი ამ ქცევას“ — განაცხადა ლიზამ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გაბრაზებული იყო, გიორგის სიმშვიდით მაინც უყურებდა. „ეს ყველაფერი სერიოზული არ არის შენთვის?“
ლიზამ სერიოზულად შეხედა გიორგის და ცოტა ხნით გაჩუმდა. სახეზე ემოციები ერეოდა — დაღლილი, მაგრამ მაინც მონდომებული.
გიორგი დაეჭვებით მიაჩერდა ლიზას, თითქოს თითოეული სიტყვა სირთულესთან იყო დაკავშირებული. მისი თვალები ჩაფიქრებული იყო, თითქოს ეცადა, თავიდან აეცილებინა ეს საუბარი.
• „ლიზა, გთხოვ… ჯერ არ დამდგარა დრო ამისთვის.“ - მისი ხმა მოულოდნელად ჩამშვიდდა. - „ჩემთვის ეს ყველაფერი ახალია… შენ ამისთვის მზად ხარ? რამდენად მართლა გინდა რომ ეს ნაბიჯი გადადგა?“

ლიზა გაჩუმდა. მისი თვალები ღრმა სევდით აივსო.
• „რა თქმა უნდა, მზად ვარ. მაგრამ შენ?“ - მისი ხმა ტკივილით გაჟღერდა. - „გგონია, რომ ჩვენ ერთად ვერასდროს მივალთ ქორწინებამდე?“

გიორგი მიხვდა, რომ ამჯერად ვერ შეძლებდა ამ თემის გვერდის ავლას. ღრმად ამოისუნთქა და ცალი ხელი თავის თმაზე ჩამოისვა.
• „არ ვიცი… უბრალოდ არ მინდა, რომ ყველაფერი სწრაფად წავიდეს, ლიზა. მე არ მინდა რამის დაკარგვა. უბრალოდ მინდა, რომ რაღაცეებში გავერკვიო და ბოლომდე გავიგო, რა გვაქვს ჩვენ”- მისი სიტყვები სიფრთხილეს გამოხატავდა.

ლიზამ თავი ნელა გააქნია და განწირული სახით შეხედა გიორგის.
„ასე არ გამოვა, გიო… ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის თბილად ვექცეოდით აქამდე , მაგრამ ახლა ჯერ კიდევ იმ ეჭვებში ვტოვებთ ურთიერთობას რომ რამე შეიცვალა?“ - მის ხმაში იმედგაცრუება გახლდათ.

გიორგიმ კიდევ ერთხელ ამოისუნთქა, მისი თვალები დაიხუჭა, თითქოს რამე მძიმე დაეწვა მის გულში.
• „არ მინდა, რომ შენ რაიმე დაკარგო… უბრალოდ ამ ყველაფრისთვის მე დრო მჭირდება.არ მინდა რომ რამე გაწყენინო და იმედები გაგიცრუო, ლიზა.“ - თქვა მან ღრმა სუნთქვით და ნელა მივიდა ლიზასთან.

ლიზამ დახარა თავი, თვალები დახუჭა და თავი ხელებში ჩარგო.
„მე გპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ არ გაწყენინებ,მაგრამ შენც უნდა გჯეროდეს ჩემი.
დაძაბული დიალოგის შემდეგ ლიზა მარტო ტოვებს გიორგის სახლში და ზურგს უკან ერთ მნიშვნელოვან კითხვას ტოვებს: რას მალავს გიორგი? დრო და სივრცე, რომელსაც გიორგი ითხოვს, შესაძლოა, ყველაზე ძვირი დაუჯდეს – განსაკუთრებით, როცა თამაშში უკვე ემას გრძნობებიც ჩართულია.



№1 სტუმარი ნია

საინტერესოა მაგრამ რა ხდება ვერ ვგებულობ ერთი სული მაქვს გავიგო და ამოვხსნა ეს სიტუაცია მოუთმენლად გელოდებით

 


№2  offline წევრი ELPI

ნია
საინტერესოა მაგრამ რა ხდება ვერ ვგებულობ ერთი სული მაქვს გავიგო და ამოვხსნა ეს სიტუაცია მოუთმენლად გელოდებით

<3333
--------------------
ე.ფ

 


№3 სტუმარი სტუმარი ანასტასია

რა უბედურებაა ორ დას ერთდროულად ეფლირტავება გიორგი,არც ერთის დათმობა არუნდა,???????? ნეტავ რამოხდება ბოლოს

 


№4  offline წევრი ELPI

სტუმარი ანასტასია
რა უბედურებაა ორ დას ერთდროულად ეფლირტავება გიორგი,არც ერთის დათმობა არუნდა,???????? ნეტავ რამოხდება ბოლოს

<3333
--------------------
ე.ფ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent