შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნისლის მიღმა ( სრულად )


გუშინ, 23:24
ავტორი Edna
ნანახია 41

ნავს ინერცია აღარ ეყოფა და საცაა გაჩერდება, მანამდე კი ძალიან ნელა მიიწევს წინ. შენიშნავდით ნავში მყოფ გოგონას, ხელის მტევანი ყინულივით ცივ წყალს ეხება, მაგრამ ის ვეღარაფერს გრძნობს. იფიქრებდით, როგორ უხდებაო წითელი კაბა, სინამდვილეში კი თეთრი ეცვა, უბრალოდ წითლად შეღებვას დიდი ხანი არ დასჭირვებია.
რამდენად მოულოდნელად, სწრაფად, სასტიკად მოხდა არაა ყველაფერი..? თუმცა დამავიწყდა, თქვენ ხომ ჯერ არაფერი იცით, წარმოდგენაც კი არ გაქვთ ვინ წევს ახლა ნავში, როგორია მისი ისტორია.. იქნებ ყველაფერი თავიდან დაგვეწყო..?
. . .
გარეგნულად არავის ეტყობა რამე, თორემ ზოგი რახანია მკვდარია... სინამდვილეში ტვინის მუშაობა არაფერ შუაშია. კაცის სიცოცხლე სიყვარულია და სიძულვილი. და როცა სიყვარულიც გაქრება და სიძულვილიც, რა გაცხოველებითაც არ უნდა მუშაობდეს ტვინი, კაცი უკვე მკვდარია. - ჯემალ ქარჩხაძე

ამელიამ საკუთარი უნივერსიტეტი ვერ იცნო, ისე მოერთოთ და გაეხალისებინათ, შემოდგომის მოსვლის აღსანიშნავად.. დროში იმოგზაურა თითქოს და წარსულში გადაინაცვლა.. ბევრს მოერგე ქართული ტრადიციული ტანისამოსი და იფიქრა, რაიმე ღონისძიებაც იქნებაო დაგეგმილი..
-თუთა, ამის შესახებ იცოდი რამე..?
-არა, სად მეცალა შენი ჭირიმე, იმდენი საქმე მქონდა.. ლექციები გვიცდება და ცოტახნით დავრჩეთ რაა..
-ცოტახნით..- ისე დაეთანხმა , თითქოს არ იცოდა, რამდენად მალე გაეფანტებოდა თუთას ყურადღება და გადაავიწყდებოდა მეგობარი..
თუთა გამომცდელად აკვირდებოდა გარემოს და ჯერ ვერ გადაეწყვიტა, რა დაეგემოვნებინა.. დიდად არც იყო მოხიბლული გარემოთი, თუმცა სახლში მისვლა არ სურდა და იმედი ჰქონდა ამელია მოვიდოდა ხასიათზე..
-სემესტრის ბოლოსაც არ ვარ ხოლმე ასეთი გამოფიტული, როგორც ახლა.. არადა ჯერ ახლა დავიწყეთ..
-მარტივი არ იქნება, ეს ორივემ ვიცით.. შეხსენება არ უნდა გჭირდებოდეს, შენს გვერდით ვარ.. ოღონდ გთხოვ, დაინდე შენი თავი, შენივე ფიქრებისგან..
-შემეძლოს საკუთარი თავისგან დავისვენო, ცუდი არ იქნებოდა..
-გაქცევა საქმეს არ შველის, პრობლემის მოგვარების შესაძლებლობას ახანგრძლივებს..
-ჩემს პრობლემას ვერავინ მოაგვარებს..
-მაგას არ ვგულისხმობ, პრობლემას არც ვუწოდებდი.. დროა საკუთარ თავს დაეხმარო..
-ვიცი ვიცი..
-ამელია, არ მეგონა თუ დარჩებოდი..- ნაცნობი, რომელსაც თუთა არ იცნობს.. ბოლოს გაირკვა, რაღაც საქმე ჰქონდა და გარეთ გავიდნენ, ამ ხმაურში რას გააგებინებდნენ ერთმანეთს..
ზუსტად ამ დროს თუთამ სარკესთან მდგომი უცნობი შენიშნა, ჩოხა ეცვა და ქუდს იმაგრებდა, ეცადა და ვერაფრით გაიხსენა, რომელი კუთხის ქუდი იყო, გონებამ ჩვეულებისამებრ ფიზიკურად ვერ განაგრძო ფუნქციონირება და ამას დავაბრალოთ... თავადაც ვერ შეამჩნია, როგორ აღმოჩნდა ამ ბიჭის გვერდით, წამიერად გადმოხედა, ალბათ ელოდებოდა რამეს იტყოდა თუთა, წესით არ ჯდება ზრდილობის ფორმებში ასე ახლოს მიხვიდე და მიაჩერდე ადამიანს.. ეს ყველაფერი ერთიანად გაიაზრა თუთამ და იგრძნო როგორ გაწითლდა..
-შეგიძლია ქუდის მორგებაში დამეხმარო..? - უცნობს წამიერად ჩაეღიმა და უკვე სერიოზული სახით მოუტრიალდა..
-როგორც ინებებ..-თავად მოიხსნა, დაშალა და თუთას მიაჩერდა..-მშვენიერი..
-მშვენიერი..?
-მოგიხდება..
-დასკვნის გამოტანისთვის ჯერ ადრეა-დამაგრება დაიწყო.. თუთა არ აშორებდა მზერას, თუმცა ფიზიკურად ვერ მოაშორებდა იმდენად ახლოს იდგა.. უცნობი კი თვალებს აპარებდა მისი თვალებისკენ.. დაასრულა თუ არა ორი ნაბიჯით უკან დაიხია, შორიდან შეათვალიერა..-შენი მზერიდან გაურკვეველია მართლა მიხდება თუ არა, გამატარე სარკეში უნდა ჩავიხედო..
-არ მომიტყუებიხარ, გიხდება.. არ მესაჭიროებოდეს, დაგიტოვებდი კიდეც..-იქვე მოწყობილი სცენისკენ მიუთითა..
-უნდა იცეკვო..? საინტერესოა..
-იმდენად საინტერესო, დარჩები და მიყურებ..? - ახლახან დამაგრებული ქუდი მოიხსნა და გაუწოდა..
-მადლობა..-ქუდზე და იმ წართმეულ რამდენიმე წუთზე მიუთითა..
-უპასუხოდ მტოვებ..? -ამ დროს ამღერდა ტელეფონი, ამელია რატომ ურეკავს..?
-არ მითხრა გავიქეციო..-უცნობი აკვირდება..- მარტო არ დაგიტოვებივარ, მაგაზე ნუ ღელავ, ოღონდ მერე ჩემი შემორიგება მოგიწევს..
-მარტო არ ხარ..?- ზარის გაწყვეტის შემდეგ ჰკითხა უცნობმა
-თუ გამიწევ კომპანიონობას არ ვიქნები..
-რეჯებ მესხი
-თუთა მალაშხია..
. . .
-თუთა, იაზრებ მაინც ღამის სამ საათზე, რომ მირეკავ..?
-არ მეგონა თუ მიპასუხებდი..
-აბა რატომ.. კარგი ჩემს გარდა ვის დაურეკავდი, რა არ გასვენებს..?
-გეღვიძა..?
-მე ხომ იცი გვიან ვიძინებ ხოლმე, არ გაგიღვიძებივარ.. იცი რაა აქვე ცხოვრობ, ნება იბოძე და გადმოდი..
-მართლაა.. -აღარც უპასუხია, ზარი გათიშა და მოსაცმელი აიღო.. თვალის დახამხამებაში ამელიას სახლში აღმოჩნდა..
-მეზობლები არ ვიყოთ, რა გეშველებოდა..?
-არც არაფერი.. ცხელი შოკოლადი მინდა, გამიკეთებ..?
-წყალი დავადგი უკვე.. დაველოდოთ ცხელ შოკოლადს თუ დაიწყებ მოყოლას..
-ვიღაცას შევხვდი..
-ვიღაცას..? აქ რა არის საგანგაშო..
-ამელია დამამთავრებინე, აზრი ხომ უნდა გამოიტანო ჩემი სათქმელიდან..
-მომიტევე და განაგრძე..-მოკლედ უამბო როგორ გაიცნო რეჯებ მესხი იმ დღეს..- მხოლოდ ის გავიგე, მე ვყოფილვარ პრობლემა შენი მარტოსულობის, როგორც კი მოგშორდი რა კარგი ვიღაც გაგიცნია..
-ხუმრობის დროა..?
-პრობლემას ვერ ვხედავ, რა განერვიულებს..
-არცერთ სოციალურ ქსელში არ იძებნება..
-მინდა დაგცინო, მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ და ცხელი შოკოლადით ტკბობაში ვარ გართული..
-არ გესმის, შეიძლება ხშირად არ იყენებდე, მაგრამ ამ დროში ვის არ აქვს სოციალური ქსელიდან, რომელიმე მაინც..
-შენ მაგაზე დარდობ თუ იმაზე, შენებურად გემრიელად რომ ვერ გამოძებნი ყველაფერს.. სამი თაობის დასკვნას დებ ხოლმე და აბსოლუტურად ყველაფერს იგებ ადამიანზე..
-ხომ უნდა გავიგო როგორი ადამიანია..
-შეგიძლია პირადად გაიცნო.. შენს ობსესიურ დამოკიდებულებას, ინტერესს ვერ იკმაყოფილებ და გასაკვირი არაა აღელდი..
-იმ ინფორმაციას რასაც ჩვეულებრივ ვიღებ, იცი რამდენ დროს მაზოგვინებს..? მათ ინტერეს ვიგებ, დაახლოებით როგორი ტიპის ადამიანია, მე მომწონს თუ არა..
-ანგელოზი ნუ გამოგყავს შენი თავი.. ბიჭზე ყველაფერს, როცა გადაქექავ გინდა თუ არა მას არგებ შენს თავს, მის საყვარელ ფილმს უყურებ, იმ სპორტით ინტერესდები.. არ ვამბობ ძალით აკეთებ მეთქი, მაგრამ უნებურად ასე გამომდის.. მე თუ მკითხავ მშვენიერი, რეჯებ მესხის სოციალური ქსელი თუ არ აქვს და შენს გამოძიებობანას თამაშს ასცდა..
-საკონტაქტოც კი არ გაგვიცვლია..
-უნივერსიტეტია აუცილებლად შეხვდები.. ნერვიულობად არ ღირს..
-ჩემი აზრით შენ ხარ ზედმეტად მშვიდად..
-შენს მსგავსად ენერგია დავახარჯო ადამიანს, მასზე ინფორმაციის შეგროვებას, გაანალიზებას.. არა მადლობა ეგ ჩემთვის არაა.. ეს უბრალოდ შენ ახერხებ, ჩემს ჩათრევას შენს დრამებში..
-მოგწონს კიდეც აღიარე..
-კარგი ხვალ ვაპირებდი შენთვის თქმას..რადგან აქ ხარ..
-რა მოხდა..?
-ილო ადამია დაბრუნდა..-დადგა ის იშვიათ მომენტი, როდესაც თუთა მალაშხიამ ხმა ვერ ამოიღო..
. . .
ისეც ხდება, რომ არსებული დეკორაციები ინგრევა. გაღვიძება, ტრამვაი, ოთხი საათი სამსახურში ან ქარხანაში, ჭამა, ტრამვაი, ოთხი სამუშაო საათი, ჭამა, ძილი და ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს ეს უცვლელი რიტმი მეორდება დროის უმეტეს ნაწილში. მხოლოდ ერთ დღეს გაისმის კითხვა - რატომ? და ყველაფერი ამ გაკვირვებით შეფერადებული დაღლილობით იწყება.- სიზიფეს მითი

დილის ჩვეულ ქაოსში გამოჩნდა, დაუპატიჟებელი კაკუნი კარზე, გასაკვირიც კია საერთოდ, რომ მისწვდა ამელიას სმენას.. ახლად ადუღებული წყალი ჭიქაში ჩაასხა და თან გასასვლელისკენ დაიძრა.. კარები იღება და ილო ადამია ხვდება..
-აქ რას აკეთებ..? - უკვე მეორე შეხვედრაა, თუმცა ასე მალეც არ ელოდა..
-ისევ დაუფიქრებლად აღებ კარებს, იქნებ მანიაკი ვიყავი..
-კითხვა გავიმეორო..?
-მეგონა ჩემი ნახვა გაგიხარდებოდა..ნახე რეები მოგიტანე..-დაუკითხავად შედის სახლში, თითქოს არაფერი შეცვლილა და თითქოს ამდენი დრო არც გასულა.. ამელია უკან მიყვება, სამზარეულოში შესული პარკებს იქვე ალაგებს და ამელიას უტრიალდება.. წამიერად ორი ჭიქა ყავა იქცევს ილოს ყურადღებას..
-იცოდი, მოვიდოდი არაა..?
-შენთვის არაა..-სწრაფად აიღო ერთი ჭიქა და გადაღვარა..-თუ გინდა ახალი დაისხი..
-ისევ..? მისთვის..
-არ გინდა.. მოდი ყავა დაისხი, შენი მოტანილი ტკბილეული მივატანოთ და მერე უნდა წავიდე დამაგვიანდება..
-გაგიყვან..-ამელია იქვე ჩამოჯდა და ილომ მართლაც მოიმზადა თავისთვის ყავა..
-რატომ დაბრუნდი..?
-დრო არ იყო..?
-შენს ადგილზე ალბათ არც დავბრუნდებოდი..
-მე კი შენი მშურს, არც წასულხარ.. ამის ძალა მე არ მქონდა..
-რა არის იმაში კარგი, აქ დარჩენის ძალა რომ მქონდა..?
-არაფერი შეგიცვლია..
-გეგონა აქაურობას გადავაყირავებდი..? ასე უკეთესია.. ზოგჯერ რაღაცის შეცვლა უარესია, რაღაცას აფუჭებს და ანადგურებს.. ზოგჯერ სწორი არჩევანია დატოვო ისე როგორც არის..
-ისევ ამ სახლის ინტერიერზე ვსაუბრობთ..?
-შენს თავში ნუ გეშლები, ყველაფერს დამალული მნიშვნელობა არ აქვს.. თუ გინდოდა დაბრუნება და ფიქრობ უკეთესია, დაე იყოს მასე..
-შენთან საუბარი ყოველთვის რეალობაში მაბრუნებს..
-საუბარი სხვა დროს განვაგრძოთ კარგი..? დამაგვიანდება..
-ამელია..
-გისმენ..
-დაივიწყე, გაგვიანდება.. -ისევ ცარიელ ყავის ჭიქებს დახედა ილომ, თითქოს წარსულში გადაინაცვლა.. იმ მზიან დღეებში, ორივე სიამოვნებით, რომ დაბრუნდებოდა, მაგრამ ახლა გახსენება ზედმეტად ადრე და ზედმეტად მტკივნეულია..
. . .
შეგიხედავთ მეორე ხარისხოვანი პერსონაჟისთვის და გიფიქრიათ, რამდენად სულელია, რომ ვერ ამჩნევს, რამდენ დროს კარგავს..? ახლავე აგიხსნით რას ვგულისხმობ.. პირობითად მაყურებლისთვის აშკარაა ორი მთავარი პერსონაჟი, რომელსაც ერთმანეთი ან მალე შეუყვარდებათ, ანდაც უკვე უყვართ ერთმანეთი, თუმცა გამოჩნდება ხოლმე დამატებით მესამე პირი, რომელიც მათ შორის მისდა უნებურად დგება და ვერ ხვდება, ეს მისი ისტორიაა არაა.. გინდა უთხრა, რამდენ დროს კარგავს ტყუილად, ენერგიას, ემოციას.. თუმცა გვავიწყდება, რომ ეს პერსონაჟი იმას არ ხედავს რასაც ჩვენ, ის საყვარელ ადამიანს უყურებს, და იმედი აქვს, მისი მზერა ღიმილი მას ეკუთვნის, იმ ადამიანის მოტივები არ იცის და გაუგებარია მეორე ადამიანი რას გრძნობს.. ახლა იმიტომ დამეხმარა, რომ ჩემს მიმართ გრძნობები აქვს თუ უბრალოდ კარგი ადამიანია..? კომპლიმენტი რას ნიშნავდა..? მზერა..? თითქოს სხვანაირად მიყურებდა... ამიტომაც იქნებ ზედმეტად ადრე განვსჯით ამ პერსონაჟს..? ანდაც იქნებ ჩვენ ვართ ეს მეორე ხარისხოვანი პერსონაჟი, რომელიც სხვის ისტორიებში იქექება და ჯერ თავისის წერა არც დაუწყია..
ადამიანები ჩახლართული არსებები ვართ, ჩვენი ემოციებით გრძნობებით, ისეთი მარტივი არაა იცოდე ვინ არის შენი ადამიანი, როდის უნდა იბრძოლო და როდის უნდა დანებდე შენივე კეთილდღეობისთვის.. ამ ყველაფრის გასაგებად მოქმედებაა საჭირო, მოქმედების დროს კი შეცდომა გარდაუვალია..
-რეპეტიციის საათები დასრულდა, შემიძლია დაგეხმარო..?
-არა არა.. მაინტერესებდა.. გვიანობამდე შემოვრჩი და ნება მომცეს მათთვის მეყურებინა..
-კარგი თუთა, უნდა წავიდე, თუ აქ კიდევ აპირებ გაჩერებას, შეგიძლია შუქი ჩააქრო, შენ გენდობი და პრობლემა არ უნდა იყოს..
-რა თქმა უნდა, ნახვამდის..- გვიანობამდე კი არ შემორჩა, დარჩა.. იცოდა რეპეტიცია გვიან იწყებოდა და მითუმეტეს მთავრდებოდა.. მესხი არ დახვდა, მაგრამ მაინც დარჩა.. სკოლის პერიოდი გაახსენდა, როცა ცეკვაზე დადიოდა.. გვიან მოუწია შესვლა და უხერხულად იყო სხვა ბავშვებთან შედარებით დიდი ახლა, რომ იწყებდა.. ბოლოს ორი წლის შემდეგ თავი დაანება, რატომ..? თავადაც არ აქვს პასუხი..
საკუთარ თავს სარკეში უყურებს..აკვირდება, აკვირდება და სირცხვილისგან მალევე არიდებს თავს..
-აქ რას ვაკეთებ..? ანდაც უარესი აქ რომ მართლა დამხვედროდა მერე სად მივდიოდი.. მორჩა მასზე ფიქრი უნდა შევწყვ... არ გამოვა ასე მარტივადაც არაა საქმე.. დღეისთვის საკმარისია.. გვიანია, ბარემ აქ დავრჩე არ შეიძლება..? მეშინია.. ჯანდაბააა საერთოდ რატომ გავჩერდი... არა თუთა ეს შენი სასჯელია, უცნობს აეკიდე, მიდი სდიე და კარგ კურდღელს დაიჭერ შენი რომ ვიცი.. -შუქი ჩააქრო და გამოვიდა.. ფიქრებში გართულმა, ვერც კი შენიშნა როგორ დაეჯახა ადამიანს, ვინაიდან სიბნელის ეშინია მდგომარეობა გართულდა.. რამდენიმე წამში რამდენ სცენარზე არ მოასწრო გაფიქრება..
-მომიტევეთ, არ მინდოდა..-ისე ჩაივლიდა როგორც არაფერი, დაგვიანებით სანამ არ გაიაზრა, მის წინ ვინ დგას.. უკვე შეეგუა, საბოლოოდ ამოწურა იმედი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში და მითუმეტეს დღეს არ შეხვდებოდა.. მაინცდამაინც ახლა მის წინ რატომ ჩნდება..? შემდეგ ისიც მალევე გაიაზრა, რამდენად ხმამაღლა საუბრობდა წეღან.. ნუთუ გაიგო.. არა, ოღონდ ეს არა..
-ყველაფერი რიგზეა..? - თუთასგან განსხვავებით აღელვება არ ეტყობოდა..
-რატომ არ უნდა იყოს..?
-სახეზე ფერი არ გადევს..
-აქ რას აკეთებ..?
-მეგობარს დარჩა რაღაც და წამოღება მთხოვა..
-შიგნით შესვლას აპირებ..?
-სხვანაირად ნივთი, როგორ ავიღო..?
-სახლში მეჩქარება, მიდი იჩქარე..
-შენ რა შუაში ხარ..?
-პასუხისმგებელი ვარ, რომ აქაურობა მწყობრში დახვდებათ..
-მე მეგონა ცეკვასთან არაფერი გაკავშირებდა..
-დღეს მაკავშირებს.. მიდი, აიღე ეგ შენი ნივთი და იჩქარე..- არ აქვს არანაირი უფლება უბრაზდებოდეს, სრულიად უცნობ ადამიანს, რომელსაც არანაირი მოვალეობა არ გააჩნია, არანაირი პირობა.. მაინც უბრაზდება.. თავადვე უკუსვლით თან გააღო კარი და თან შევიდა, შუქი აანთო და კიდევ ერთხელ ანიშნა დაკარგული ნივთისკენ წასულიყო..
არ დააყოვნა, გასახდელში შევიდა.. თუთა ლოდინმა გააგიჟა.. რამოდენიმე წუთი, მისი მოთმინების უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა.. გასახდელისკენ დაიძრა და კარები გააღო..-დავიჯერო ამდენი ხანი სჭირდება ნივთის აღებას..?
-მოუთმენელი ხარ..-გაუღიმა და თუთასთვის უცნობი ნივთის მოძებნა განაგრძო..-ვერ ვპოულობ..
-დაურეკე, გგონია ამდენი დრო გვაქვს..?
-არ მაგონებს..
-სამუდამოდ აქ ხომ არ..-შუქი ჩაქრა.. ჩურჩულით არას თქმა მოასწრო და ხმა ვეღარ ამოიღო.. ყველა აზრამდე მიაღწია მისმა ტვინის უჯრედებმა, ყველა არასაჭირო და მისთვის საშიში სცენარებიც მალევე გაცოცხლდა
-ასე ძალიან გეშინია..?
-საიდან..საიდან მოიტანე..
-ადგილიდან ვერ იძვრი და ხმას ვერ იღებ..-როდის მიუახლოვდა..? მის ახლოს ყოფნას ვერც კი აღიქვამს, იმდენად ეშინია..
-დიახაც, ამხელა გოგოს სიბნელის მეშინია, უნდა დამცინო..?
-შიში როცა გადაგივლის, მერე დაგცინებ..
-მშვენიერი გეგმა გაქვს.. დავარდნის..დავარდნის ხმა გაიგე..?-მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა..
-ალბათ აკეთებენ..
-მანამდე მოვკვდები..- ზარის ხმა გაისმა.. ტელეფონის შუქის ფონეზეღა დაინახეს ერთმანეთი..
-გისმენ..როგორ თუ მანქანაში გქონია..კარგი..კარგი.. გნახავ..
-აქ ტყუილად ვარ, მე ვკვდები და ეს შენი ბრალია..- როგორც კი საუბარი დაასრულა ტელეფონი გამოართვა, ფანარი ჩართო და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა..-არ მოდიხარ..?
-ამას არ ველოდი..-თუთა გაჩერდა და მოტრიალდა..-გვერდით მაინც გაწიე დამაბრმავებ..
-რაზე საუბრობ..?- ისე იკითხა თუთამ, თითქოს ვერაფერს ხვდება..
-ამ დროს შიშისგან არ ეხუტებიან ხოლმე..? შენ რა დაგემართა..?
-მოიცადე სერიოზულად..? ასეთი ბანალური არ ჩანხარ..
-შენთან ახლოს ყოფნის სურვილი ასეთი ბანალურია..? - ხელი დაბლა დაწია და მისკენ წავიდა..
-სურვილი საკმარისად ძლიერი არაა.. თორემ ბანალურობასაც აიტანდა კაცი..
. . .
განა ზღვაში გადაგდებული ქვა სამუდამოდ ქრება, სამუდამოდ იკარგება? არა, არც ქრება და არც იკარგება, უბრალოდ მისი დანახვა აღარ შეგვიძლია, რადგან წყალშია ჩაძირული. მაგრამ შეიძლება ვინმემ წყალში ჩაყვინთოს და სწორედ ის ქვა ამოიღოს, ჩვენ რომ სამუდამოდ დაკარგული გვეგონა.
ოთარ ჭილაძე


ამელია გაუაზრებლად ისევ მეორე ჭიქა ყავასაც უმზადებს თავის ძმას, რომელიც ცოცხალი აღარაა.. წლების განმავლობაში უმზადებდა ძმას ყავას სანამ გაიღვიძებდა, შემდეგ მალევე გამოვიდოდა და ერთად სვამდნენ.. ეს ჩვევა ვერ მოიშალა.. ყოველ ღამით ამბობს, ხვალ ავდგები, ყავას მხოლოდ ჩემთვის მოვიმზადებ.. ეს უკვე პათეტიკურია უნდა შევწყვიტოო.. მაგრამ არაფერი იცვლება.. აქამდე თითქოს ეს ჩვევა პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ ილოს მოსვლამ შეახსენა.. გრძნობს როგორ იხსნება ჭრილობა, რომელიც ეგონა გამთელდა, იმდენად მაინც აღარ ეტკინებოდა, როგორც თავიდან..
ბოლოს არც თავად დალია და ორივე ჭიქა გადაღვარა, ამ დროს გრძნობს როგორ ეცლება ძალა და იმუხლება.. ცდილობს არ იტიროს, თუმცა ცრემლებს ვერ გაურბის.. ერთადერთი ოჯახის წევრიღა ჰყავდა შემორჩენილი.. ის ზრუნავდა მასზე, იცავდა... მისი იმედი ყოველთვის ჰქონდა.. ასეთი რთული რატომ არის შეეგუო..? თავადაც ხვდება ჭიქა ყავა ბოლოს შემორჩენილი ხავსია, რომელსაც უიმედოდ ეჭიდება და არ უშვებს.. უბრალოდ ის რამდენიმე წუთი როდესაც ყავის მომზადებას ასრულებს, ელოდება.. შეგრძნება აქვს, სადაცაა ოთახიდან გამოვა, გვერდით მიუჯდება და ერთად დალევენ ყავას..
კიდევ ერთხელ ეჯახება რეალობას.. აღარც იცის ამ ყველაფერთან გამკლავებას კიდევ რამდენი ხანი შეძლებს..
დგება, ემზადება, ჩანთას იღებს და სახლიდან გადის..
მისი ხასიათისთვის შესაბამისად მატყუარა ამინდია, მზიანი.. ამავდროულად კი საშინლად ცივა.. ამას ამელია არ იმჩნევს, გზას თავისთვის გაუყვებოდა ილო, რომ არ დახვედროდა..
-ახლახან ჩამოვედი, ამდენი ადამიანი გყავს სანახავი, ზედმეტად დიდი დრო ხომ არ გამომიყავი..? უკვე მომინახულე..
-გეგონა ეგ საკმარისი იქნებოდა..?
-ისევ უნივერსიტეტამდე უნდა მიმაცილო..? ჩემს მძღოლობას ხომ არ აპირებ..?
-საოცნებო სამსახურია.. დაჯდები..? -ამელია მანქანაში ჯდება თუ არა მანქანა უკვალოდ ქრება, ახლახან ფანჯრიდან ჩუმად მომზირალ მეზობელს, ალბათ ჰგონია მოეჩვენა.. ამელიაც და ნაცნობი სახეც, სახელი, რომ ჯერ ვერ გაიხსენა.- არ მჯერა მალე უნივერსიტეტს დაამთავრებ...
-დრო მალე გადის, ეს ახალი ამბავი არ უნდა იყოს..
-ჩემთვის საშინლად იწელებოდა დრო, სანამ ჩამოსვლას მოვახერხებდი.. -აღარაფერი უთქვამს ამელიას, რადიოს აუწია.. უცნაური ჩვევა ჰქონდა, რადიოს მოსმენა უყვარდა და ამის გამო ილო ყოველთვის დასცინოდა.. ალბათ ამიტომაც შეარქვა..- მოვედით ლიაკო..
-ლია..? ისევ..? რით ვერ მოიშალე და მერამდენედ გითხრა ასეთ ლამაზ სახელს ნუ მიფუჭებ მეთქი..
-ჩემთვის ყოველთვის ლიაკოდ დარჩები..-მანქანიდან გადმოვიდა, დასამშვიდობებლად მოტრიალდა, ილო კი უკვე გადმოსული მის წინ დგას..-ეს შენ უფრო გჭირდება..
-შენი შარფი..-თავად მოიხსნა და გაუკეთა..-თავს გაუფრთხილდი..
. . .
-თუთა, აქ არ არის ის წიგნი და არ ვიცი, არქივში გადავამოწმებ..
-კარგი იქნებოდა..-წიგნებთან მარტო რჩება, სანამ ელოდება ბარათებს უყურებს, ნომრებს და სახელებს კითხულობს, რათა დრო გაიყვანოს.. ვერ წაღებული წიგნი და საშინელი დღე, ერთმანეთის მიყოლებით პატარა ნერვების მომშლელ მოვლენებს, რომელიც ამ დღეს მოხდა, თუთას ავიწყდება, როდესაც ნომრის შემდეგ "რეჯებ მესხი" ამოიკითხა.. არ შეიძლება, დანამდვილებით არ შეიძლება, თუმცა ინტერესმა სძლია და ბარათი ხელში აიღო.. გადატენილი წიგნების ამხელა სიას არ ელოდა, სათაურებს დააკვირდა და იმას, როგორი ხელმოწერა აქვს მესხს.. გაურკვეველი მიზეზის გამო ჩაეღიმა, თუმცა ეს ღიმილი ბრაზმა მალევე ჩაანაცვლა, სულ ბოლოში ზუსტად იმ წიგნის სახელი, ამოიკითხა, რომელსაც ამდენი ხანია დასდევს.. ქალაქის წიგნის მაღაზიები გადაქექა და მაინცდამაინც ახლა არ იშოვება.. ბიბლიოთეკაში აქვთ, მაგრამ სულ გატანილია და ის ადამიანი ვერაფრით გამოიჭირა, რომელსაც ახლიდან გააქვს წიგნი და არ აბრუნებს..
-თუთა, როგორც გითხარი..
-არ გაქვთ ვიცი.. კარგი მადლობა დახმარებისთვის უნდა წავიდე.. -ტელეფონიც ახმაურდა, დროებით რეჯი უნდა დაივიწყოს..-გისმენ..
-რა ხმა გაქვს, მშვიდობაა..?
-ისეთი არაფერი.. რამე გინდოდა..?
-უბრალოდ მოგიკითხე.. კაფეში მიდიხარ..?
-უნის მერე ძალიან მეზარება, თუმცა მიწევს..
-როგორც კი მორჩები ჩემთან წამო და შენს იმ ისეთ არაფერზეც..-თუთას გაეღიმა..-მომიყევი
-კარგი მიდი..- შევიდა და უფრო მეტად იგრძნო დაღლილობა, როდესაც ადამიანების რაოდენობა გაიაზრა.. თუმცა როგორც კი ფორმა მოირგო ეს დაღლილობა გადამალა ღიმილით და საქმეს შეუდგა..
დამღლელი სმენა თითქმის სრულდება.. 25 წუთიც და მორჩა.. ისეთი დაღლილია, ვეღარაფერზე ფიქრობს ძილის გარდა, თუმცა ისევ რეჯებ მესხი ახერხებს მის გამოფხიზლებას, როდესაც კაფეში შედის და არსაიდან მის წინ ჩნდება .. თითქოს არაფერიო ჩაის უკვეთავს.. რადგან თავად არ შეიმჩნია არც თავად იმჩნევს, როგორ უნდა თავი აარიდოს, თუმცა არ გამოდის.. ყავის მომზადება და მიტანაც მას უწევს..
-გემრიელად მიირთვით..
-არა მგონია ეგ შესაძლებელი იყოს..
-რამე პრობლემაა..?
-შენთან ერთად ნამდვილად გემრიელად დავლევდი..
-მალევ ვიკეტებით, თუ რამის შეკვეთა გინდათ გირჩევთ იჩქაროთ..
-სულ ესაა..-თავის ადგილს უბრუნდება, არ იმჩნევს როგორ მისჩერებია, მომხმარებელზე გადააქვს ყურადღება..
-შუქები უნდა ჩავაქრო, შენ აქ დარჩენას ხომ არ აპირებ..?
-შენ თუ დარჩები.. -თუთამ სკამი გამოსწია და მის წინ დაჯდა..
-მეორე ფინჯანი ტყუილად შეუკვეთე..? საერთოდ არ დაგილევია..
-შენთვის იყო განკუთვნილი..- მის წინ გააცურა..
-საყვედურს ხომ არ მიიღებ..?
-ზედმეტად კარგი თანამშრომელი ვარ, არაფერი მემუქრება..-ჩაი დააგემოვნა, ამდენი ხანია აქ მუშაობს და ეს პირველად მოხდა..- თურმე არც ისე ცუდ ჩაის ვამზადებ..
-გემრიელი იყო.. მეჩვენება თუ ჩემზე გაბრაზებულ ხარ..
-ვარ.. ჩემი წიგნი გაქვს..
-რაღაც არ მახსენდება შენგან წიგნი მეთხოვოს..
-რეჯი.. კარგად დაფიქრდი.. -ჩანთიდან წიგნი ამოიღო..
-ამჟამად ამას ვკითხულობ.. საჯარო.. ხაზგასმით საჯარო ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე..
-ჩემი წიგნია..
-იქნებ თუთას ბიბლიოთეკა ეწერა და მე ამერია..
-ამ წიგნს დავდევ საუკუნეა, რით ვერ წაიკითხე..
-თუ მე..რა იცი მე რომ მქონდა გატანილი..?
-შემთხვევით გავიგე..
-შემთხვევით ჩაიჭყიტე ჩემს ბარათში არაა..?
-შენ რა იცი..
-რაც არ უნდა იყოს, შენს რიგს უნდა დაელოდო, მერეც თუ არ დაგასწრებენ გატანას.. თითოეული გვერდით ვისიამოვნებ, ახლა უფრო მეტად..
-დამცინი არაა.. კარგი.. ახლა მართლა უნდა დავკეტო, შენი წასვლის დროა..
-ადრე არაა..?
-დღეს ადრე ვიკეტებით..-ოთახში სინათლე გამიზნულად მიიმალა ..
. . .
-ილო შენ ჩემი გაგიკვირდა არაფერი შეგიცვლიაო და შენს სახლს შეხედე, თითქოს არც წასულხარ..
-მე აქ არ ვიყავი და შეცვლა ვერ მოვახერხე..
-რემონტს ხომ არ გეგმავ..?
-ჯერ ბოლომდე ვერც ვაცნობიერებ, დავბრუნდი აქ ვარ.. რა დროს რემონტია..
-არა კარგ ფორმაში კია, რას ვერჩი..-ფეხზე წამოდგა და დათვალიერება დაიწყო, თითქოს ამ სახლის თითოეული წერტილი ზეპირად არ ჰქონდეს შესწავლილი.. გავამართლებ და ვიტყვი.. მისდა უნებურად..- მოიცადე, ეს ფოტო აქ საიდან გაჩნდა..
-ფოტო..?- მაგიდაზე დადებული ფოტო აიყო და ილოს გაუწოდა..
-ჩვენ სამი.. ამ ფოტოს ვერ ვიხსენებ..
-მოიცადე არ გახსოვს..? ზეიმი გქონდა სკოლაში, მღეროდი.. რაღაც მომენტში გეგონა დასრულდა, თავი დაუკარი და გაბრუნდი, მაგრამ მოგაბრუნეს..
-ჩემი მოსმენა უნდოდათ ბოლომდე.. არაა, ეგ მართლა გახსოვს..?
-შენი კოსა, თეთრი კაბა.. რა დამავიწყებს, ის დღე გადაგვაყოლე, ცივი ნიავი არ უნდა მოგკარებოდა..
-მოიცა, შენ ხომ ზეიმის მერე პატარა გვირგვინი მიყიდე.. ეგ დღე იყო არაა..?
-გაგახსენდა..? - აღარ უპასუხია, ფოტო გამოართვა და ახლა უკვე სხვა თვალით დაუწყო ყურება.. ნელ-ნელა დეტალები ამოტივტივდა.. ბოლოს მაინც იგრძნო სევდა, დანაკლისი, ამ ფოტოს მის ძმასთან ერთადაც, რომ არ იხსენებდა.. კიდევ უფრო ტკბილმწარე მოგონება განუახლდა და ეს არ იცის კარგია თუ ცუდი..
-მაშინ პატარა და ახლა დიდი გვირგვინი უნდა მიყიდო..-ილოს ჩაეცინა..
-გიყიდი, ამჯერად პლასტმასის აღარ იქნება, მეორე დღესვე რომ გაატეხე ისეთი..
კიდევ ერთი ჭიქა ყავა..?
-კიდევ ერთი..
. . .
-კონცერტებზე დადიოდი..?
-მე ვერ ვცეკვავ, თორემ ყურება მიყვარს..
-აღიარე არ მოგინდომებია.. და საერთოდ, საიდან დაიწყე კონცერტებზე სიარული..?
-ჩემი მეგობარს ჩაუვარდა ხელთ ბილეთები, სახლში ჯდომას, მოდი წავიდეთ თქო.. თან ისეთი მოწადინებული რატომ ვიყავი არ ვიცი, შემდეგ მივხვდი გული მიგრძნობდა..
-ცეკვით მოიხიბლე არააა..
-ბიჭით..
-ბიჭით..?
-ასე არასდროს მინანია ცეკვას თავი რომ დავანებე, მეგობარს ვეუბნებოდი რა იცი ახლა იმის გვერდით მე ვმდგარიყავი თქო.. -თუთა ფიქრებით აშკარად დაბრუნდა წარსულში..-კარგი დრო იყო
-თუ კარგი ბიჭი.. და მერე დასდევდი..?
-მარტო მის კონცერტებზე კი არ დავდიოდი.. მაგრამ ეგრეც შეიძლება ითქვას..
-დევნა რატომ შეწყვიტე..?
-თავისით მოხდა.. არ გადამიწყვეტია, მოდი აღარ წავალ თქო არ მითქვამს.. წლების წინ იყო, რა მახსოვს..
-ნეტა მენახე, როგორ დასდევდი იმ საწყალ ბიჭს.. სასაცილო სანახავი იქნებოდი..
-დედაჩემი მეუბნება, ისევ ისეთი გადარეული თავქარიანი ხარ, მაშინ რაც იყავი.. არაფერი შეცვლილაო და არა მგონია დიდი სანახაობის მომსწრე გამხდარიყავი.. როგორ ვუყურებ გაფართოებული თვალებით, გულაჩქარებული უცნობ მოცეკვავეს..-წინ გადაეღობა, თუთა უნებურად შეჩერდა..
-მე მიყურებდი, გაფართოებული მოციმციმე თვალებით, გულაჩქარებული უცნობ მოცეკვავეს, კარგი სანახავი იყო და რატომაც არა..
-აა მე გიყურებდი მასე..? ცეკვაში გართულმა ამ ყველაფერზე დაკვირვება და დამატებით ჩემი პულსის გასინჯვა როდის მოასწარი..?
-იღიმოდი.. ერთ მომენტში გულთან მიიტანე ახლოს ხელი, ცოტა არ იყოს გაგიკვირდა და ჩაგეცინა..
-იქნებ სხვას ვუყურებდი იმ მომენტში..
-ჩემთვის თვალი არ მოგიცილებია..
-რა იცი ცეკვაში გართულმა...
-მეც არ მომიცილებია და იმიტომ…
. . .
სევდა ეს არის სიყვარულის მეორე მხარე” - ფრიდრიხ ნიცშე

ამელიას ხანდახან კოშმარიდან ძლივს გამოსულს, ის ხმა ჯერ კიდევ ჩაესმის, ტელეფონის ზარი, რომელსაც თავიდან ვერ იგდებს.. შეშფოთებულს ეღვიძება და დაეფიცება სიზმარი ყოველ ჯერზე ამ ზარით უნდა დასრულდეს.. ხელებით ყურებს იფარებს, თუმცა ამ ხმას ვერ ახშობს, უნებურად კი წარსულში ინაცვლებს, როდესაც ზარმა დარეკა..
იმ დღეს როდესაც დაურეკეს, რომ მისი ძმა მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, როდესაც გარბოდა და არც იცოდა ცოცხალს მიუსწრებდა თუ არა.. იქ მისულმა გაიგო, მისთვის ორი საყვარელი ადამიანი ებრძოდა სიკვდილს.. გონება ებრძვის, დავიწყება უნდა და იმ დღიდან ბევრი რამ არ ახსოვს, თუმცა ფრაგმენტები, რომელიც შემორჩა, მთელი ძალით ებღაუჭება..
როგორ ზის იატაკზე, კედელს მიყუდებული და ელოდება.. ელოდება... ელოდება..ელოდება..ელოდება... ელოდება... ელოდება...ელოდება... ელოდება..ელოდება..ელოდება... ელოდება... ელოდება.. შემდეგ კი, ექიმი დაინახა თუ არა წამოფრინდა... "რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ" ამის მერე აღარაფერი ესმოდა.. გამაყრუებელი წრიპინის ხმა.. სმენა დაეხშო..
ამ დროს ფეხზე დგომის ძალას, ილო აძლევდა.. ის გახდა ნათელი წერტილი, რომელზე კონცენტრირება დიდი ძალისხმევის ფასად შეძლო.. საკუთარ თავს უმეორებდა, ილოს მაინც არ დაკარგავდა..
“ ქალბატონო ახლა არ შეიძლება..” არაფრის დიდებით არ შეუშვეს.. ადამიანს აღარ ჰგავდა…

ტელეფონის ხმა გათიშულია, თუმცა ხედავს სახელს.. ამ დროს რატომ ურეკავს..? რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ამაზე კარგ დროს ვერ გამოძებნიდა,,
-რატომ არ გძინავს..?
-რატომ დამირეკე..?
-არ მეგონა თუ მიპასუხებდი..
-ყველაფერი რიგზეა..?
-შენი ხმის გაგონება მინდოდა.. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, შენს კარგად ყოფნაში..
-ცუდი წინათგრძნობა გქონდა..?-გაეცინა..
-დამცინი არა../? კარგი მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს, გვიანია..
-როდის აქეთ გიშლის ეგ ჩემთან საუბარში..
-ჯერ მეუბნები რატომ დარეკეო და ახლა ჩემთან საუბარი გინდა..?
-მეძინა, მაგრამ კოშმარმა გამაღვიძა.. რამდენადაც არ უნდა მინდოდეს დაგცინო, შენმა წინათგრძნობამ გაამართლა..
-ისევ ნახულობ../?
-ხანდახან..
-მაშინ ვისაუბროთ, სადამდეც გინდა..
-წამალი დავლიე და მალე ჩამეძინება..
-ცოტა დრო გვაქვს..
-ილო..
-გისმენ..
-მიხარია, რომ დაბრუნდი..- და ცოცხალი ხარ.. ეს ვეღარ უთხრა, გაფიქრებ მოასწრო და ჩაეძინა..
. . .
-ყოველ დილით მოსვლა არაა აუცილებელი რეჯი..
-გვიანია, მივეჩვიე ყოველ დილით შენი ნახვით დაწყებას და ეს პატარა წარწერები ჭიქაზე..- ჭიქა მაღლა ასწია..- მოკლედ გითხრა.. დღის კარგი დასაწყისი ხარ..
-რადგან მიიღეთ დღის თქვენი დოზა, არ ფიქრობთ წასვლის დროა..? -საათს დახედა
-კიდევ 5 წუთიც და მოვასწრებ..
-რას მოასწრებ..?
-სამსახურში გაქცევას, ისე რომ არ დამაგვიანდეს..
-ამ სიჩქარეში მგონი აზრი არ აქვს, თუმცა შეიძლება გადმოიწიო..?- რეჯი ვერ მიხვდა რა იგულისხმა მაგრამ თუთამ საყელო გაუსწორა..
-გადამარჩინე..
-საყელოს გასწორებით..?
-ქვეყანა დაიქცეოდა რას ამბობ..-თუთას გაეღიმა..-კარგი ახლა მართლა უნდა წავიდე, უნივერსიტეტის შემდეგ გნახავ.. შეხვედრამდე..
-შეხვედრამდე..
. . .
ამელიას ცხადად ახსოვს ილოს თვალების გახელის მომენტი.. მის გვერდით იჯდა, მისი ხელი ეჭირა.. მის გამოფხიზლებამდე წამებით ადრე იგრძნო, თვალებს გაახელდა, მთელი სხეულით იგრძნო სადაცაა გაახელსო თვალს.. უფრო მაგრად მოუჭირა ისედაც ჩაჭიდებულ ხელს.. სუნთქვა შეეკრა ილომ თვალები რომ გაახლა და გონებიდან არ ამოსდის, მის მიერ დასმული კითხვა " ჩემი ძმა გადარჩა ? " ამელიამ ხმა ვერ ამოიღო.. იგრძნო როგორ გაეჩხირა ყელში ბურთი..ვერაფრით გადაყლაპა.. ეგონა ძალა მოიკრიბა, ეგონა ილოს ძლიერი დახვდებოდა, ახლა ვჭირდებიო, თუმცა კიდევ არ იცოდა მასაც რამდენად სჭირდებოდა ილო.. ყველაფერი წყალში ჩაიყარა, საკუთარ თავთან საუბრები, ფეხზე წამოდგომა, რადგან ისე დაეცა ამ კითხვის მერე, თითქოს საერთოდაც არ წამომდგარიყო.. უბრალოდ გაქვავდა და იცოდა თუ ერთ სიტყვას მაინც იტყოდა, ცრემლებს ვერ შეიკავებდა და კიდევ უარესი.. ყველაფერი ნამდვილი გახდებოდა.. მიუწევდა პირველად ეღიარებინა, ძმა აღარ ჰყავდა.. დაკრძალვის დროსაც კი, უსულო სხეულს თვალს რომ არ აცილებდა და ძლივს გამოაცალეს იქაურობას.. როცა ტიროდა.. ყვიროდა.. იმ დროსაც კი არ დაუჯერებია, არ უღიარებია ძმის დაკარგვა, როცა სახლში მივიდა განცდა ჰქონდა, ეს ყველაფერი არარეალური იყო და საცაა ფეხის ნაბიჯების ხმას გაიგებდა და ძმა დაუბრუნდებოდა..
ილომ ვერ გაუძლო მზერას, რომელშიც ყველაფერი იკითხებოდა და თვალი მოაცილა.. აღარაფრის თქმა არ იყო საჭირო, ყველაფერი ცხადი იყო..
-ვერ..ვერ გადავარჩინე..
-არ გინდა..
-ჩემი ბრალია..
-თავს დაგესხნენ ილო, შენი ბრალი არაფერია.. გთხოვ..- ილოს შემდეგ, თავად შეიმშრალა ცრემლები..
-რამდენი ხანია ასე..ასე ვარრ..
-2 კვირაა..
-გამოდის...გამოდის უკვე..-ვეღარ გააგრძელა..
-ჩემი.. ჩვენი ძმა უკვე დავკრძალეთ..
-იქ არ ვიყავი..
-კომაში იყავი ილო.. თავს იმის გამო ნუ იდანაშაულებ, რაც შენი შესაძლებლობების ზღვარს სცდება..
-მარტო დაგტოვე..
-არა ახლა ჩემთან ხარ და მესაუბრები.. ჩემმა ძმამ დამტოვა მარტო…….
….
-ლიაკო, ფიქრებით ისევ სადღაც დაფრინავ...
-ილო.. რას მეუბნებოდი..?
-არ გაინტერესებს, აქ რას ვაკეთებთ..?
-ისეთი ლამაზი ბაღია, აღარ მიფიქრია, სხვა რაიმე მიზეზი შეიძლება ყოფილიყო.. თუმცა შენ შენ ხარ და რა თქმა უნდა, მიზეზი არსებობს... მეტყვი?
-შენი საყვარელი ყვავილი უიშვიათესი სელენიცერიუსია, სწორად მახსოვს..?
-სწორად გახსოვს.. ოღონდ რა შუაშია..?
-გამახსენე რატომ გიყვარს..?
-სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ, ისიც ღამით ყვავის.. განსაკუთრებულია, მისი სილამაზის აღსაქმელად კი საკმარისი დრო არ გვაქვს..
-დღევანდელი ღამე საკმარისი არ იქნება..?
-ილო..ილო არა.. აქ..? შეუძლებელია.. მითხარი, ბოროტად არ ხუმრობ..
-ასეთ რაღაცებზე არასდროს მიხუმრია..
- დაუჯერებელია, აი ეს კი ძილის გაკრთობად ნამდვილად ღირს..
-მარტო ჩემი ნახვა საკმარისი არ იყო არაა..? -ამელიას გაეღიმა..
-როგორ მოახერხე შეუძლებელი..?
-საიდუმლოა.. წამოდი წავიდეთ სანამ, შენი " მთვარის კაქტუსი " მხედველობიდან გამოგვრჩება..- ხელი ჩასჭიდა ილომ და ნაბიჯებს აუჩქარა..
. . .
-რას ნიშნავს წიგნი არც კი წაგიკითხავს..? წიგნი გამოიტანე, ამდენი ხანია ველოდები და შენ არც კი გადაგიშლია..?
-ვინ გითხრა არ გადამიშლია..?
-რეჯიი..
-ახლა ხომ არ დაგვეწყო..?
-დაგვეწყო..? მე და შენ..?
-არ გაინტერესებს..? ჯერ კიდევ არ ვაპირებ მიბრუნებას და დაელოდე მაშინ..
-ჩემი ნერვების მოსაშლელად..?
-ბიბლიოთეკაში ვართ თუთა, შენ მაშინ რაც გქონდა მხედველობაში განაგრძე, მე ამ წიგნის კითხვას ვაპირებ.. - რეჯის წიგნი არც ჰქონდა ბოლომდე გადაშლილი, თუთა უკვე გვერდით მისჯდომოდა..
-წიგნის ინტერესმა მძლია, სხვა რამე არ იფიქრო..
-რა თქმა უნდა, სხვა რამ არც კი გამივლია აზრად..
-თუთა..-იქვე ახლოს მყოფმა კურსელმა დაუძახა.. ნუ კარგი დაძახა ხმამაღალი ნათქვამია.. - ვმეცადინეობ, თქვენ კი ჩურჩულებთ, ბოდიში მაგრამ შეგიძლიათ არ იხმაუროთ..?
-მომიტევე.. - კითხვა დაიწყეს.. სადღაც მეხუთე გვერდი დაასრულეს თუ არა, გაუცნობიერებლად თავი ჩამოადო მხარზე.. მალევე კი გაიაზრა, თუმცა აღარ გაიტეხა და წამიერად დამნაშავის მზერა შეანათა რეჯის, თითქოს მართლა ამძიმებდა.. რეჯის კი არ შეუმჩნევია, თითქოს ვერც გაიგო ვერაფერი..მხოლოდ ჩაეღიმა, თუთას ეს კი გამორჩა, თუმცა იმ კურსელს არა, შენიშვნა, რომ მისცა თუთას ხმაურის გამო.. მასაც ჩაეღიმა..
. . .
სანამ განზრახვა მხოლოდ განზრახვაა, ყველაფერი იოლია. განზრახვის ნამდვილი ძალა და მნიშვნელობა მაშინ გამოჩნდება, როცა იგი ფაქტად იქცევა. -ჯემალ ქარჩხაძე
-როგორც გითხარით თქვენი ძმის საქმეზე ახალი არაფერია.. გითხარით თავად დაგიკავშირდებოდით თუ რამე..
-არა, არაფერი გამოჩნდება თუ არ მოძებნით..
-ზოგი საქმე გაუხსნელი რჩება..
-ყველაფერი რიგზეა..?- ამელია განყოფილებას დროდადრო სტუმრობს ხოლმე სიახლის გასაგებად, თუმცა როგორც ყოველთვის არაფერი ისმის.. ყველას ცნობს სახეზე და ყველამ იცის ვინაა ამელია ჯაში.. აი ახლა კი ამდენი ხნის განმავლობაში პირველად შეამჩნია ახალი სახე..
-მე უბრალოდ..- პოლიციელს დაეტყო უხერხულობა..
-ამელია ჯაში თქვენ ბრძანდებით..?
-დიახ..
-დათა ჯიქია..
-ჩვენი ახალი გამომძიებელი..-იქვე მდგომმა პოლიციელმა დაამატა..
-შეიძლება ცალე ვისაუბროთ ? - მექანიკურად დაუქნია თავი და თან გაჰყვა, არადა მისთვის უცნაურ სახელ გვარის კომბინაციამ ჩააფიქრა.. დიდი ალბათობით მის კაბინეტში გადაინაცვლეს.. -არეულობისთვის მომიტევეთ, ჯერ კიდევ დალაგების პროცესში ვარ, დაბრძანდით..
-რაზე გინდოდათ საუბარი..?
-მითხრეს თქვენთვის თავი ამერიდებინა, რადგან უიმედოთ მოდიხართ ხოლმე და საქმის შესახებ კითხულობთ.. როგორც ჩანს აქ მყოფები შეაწუხეთ..
-გინდა მითხრათ, უკვე დიდი ხანი გავიდა, ჩემს სიარულს აზრი არ აქვს და აქ აღარ მოვიდე არაა..- მილიონჯერ მაინც მოუსმენია მსგავსი ფრაზები და ეს სიახლეს არ წარმოადგენდა..
-ვერ გამიგეთ, ეს ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, თუმცა არ ნიშნავს მეც მათნაირად ვფიქრობდე
-ახლა უკვე დავიბენი, რისი თქმა გსურთ..?
-აქ თქვენი ძმის საქმის გამო გადმოვედი, ქალბატონო ამელია..- ყველაფერს ელოდა, ამ სიტყვების გარდა..- ვფიქრობ თქვენი ძმა პირველი მსხვერპლი არ ყოფილა..
-რას ნიშნავს პირველი მსხვერპლი არ ყოფილა..?
-ამ საქმეს დიდი ხანია ვსწავლობ, სხვა საქმეებთანაც აღმოვაჩინე კავშირები და მგონია საქმე სერიულ მკვლელთან გვაქვს..
-ეს აზრი აქამდე არ მომისმენია..
-თქვენი ძმის საქმე სათანადოდ კი არა, რეალურად არც კი ყოფილა გამოძიებული.. ამიერიდან ყველაფერი შეიცვლება.. ამ საქმის ასე დატოვებას არ ვაპირებ..
-ყველაფერი მინდა ვიცოდე..
-მაგრამ ახლა არა, არ მინდა ჯერ აქ მყოფებმა იცოდნენ..
-რატომ..?
-ამ საქმეზე დიდად ინფორმაცია არ მოიპოვება, ყველა სიკეთესთან ერთად ჩანს რაღაცები მიჩქმალულია.. ჯერ უნდა გავერკვე სიტუაციაში, მათი ნდობა მოვიპოვო.. იქნებ აქ აღარ მოხვიდეთ და დამეხმაროთ..
-თავი ისე მოვაჩვენო თითქოს უარი მითხარით, გამაგდეთ..?
-თუ შეიძლება..
-ამ საქმეზე როდის შევძლებთ საუბარს..?
-თქვენი ნომერი მაქვს, ეს კი ჩემია..-ბარათი გაუწოდა..- ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამირეკოთ, რაც არ უნდა იყოს..
-მართლა სერიოზულად ხართ განწყობილი..?
-გამიცნობთ და ამაში დარწმუნდებით.. სანამ წახვალთ, როგორც ვიცი თქვენ ძმასთან ერთად ცხოვრობდით არაა?
-დიახ..
-მისი ნივთები ისევ სახლშია..?
-ყველაფერი..ყველაფერი..
-შეგიძლიათ ასე დატოვოთ..?
-რა თქმა უნდა.. კარგი თქვენი გაცნობა ნამდვილად სასიამოვნო იყო.. მე ახლა წავალ, თქვენ დაგელოდებით..-ბარათზე ანიშნა და ჩანთაში ჩაიდო.. ბატონი დათას თვალწინ თვალებ აციმციმებული გახარებული გოგონა სრულიად გარდაისახა, დასევდიანდა.. ჩამოღვრემილა.. ღრმად ჩაისუნთქა და კაბინეტი დატოვა.. ვერავინ იფიქრებს, ახლახან რაიმე თუ გაუხარდა.. მის სევდიან სახეს მიჩვეულთ, არავის შეუმჩნევია გაბედნიერებული ამელია ჯაში..
. . .
თუთას ერთი ძველი მეგობარი ჰყავს, 43 წლის შორენა აბაშელი, გიტარაზე დაკვრას ასწავლიდა წლების წინ, ვერაფრით ისწავლა, სამაგიეროდ მეგობარი შეიძინა, მრჩეველი.. შორენა ამბობდა ერთადერთი მოსწავლე ხარ, ვისთანაც არაფერი გამომივიდაო და ამაზე იცინოდნენ ხოლმე.. სკოლის დრამები, ცრემლები წუხილი, ყველაფერს უზიარებდა.. იმ დროიდან მოყოლებული.. ისეთი თბილი მხიარული ახსოვს, თუმცა სევდანარევი, მხოლოდ ახლობლებს თუ შეუძლიათ დანახვა..
-ვიღაც გამოჩნდა არაა, შენს ცხოვრებაში, ჩემო გოგოვ ?
-რატომ არ შემიძლია რამე დაგიმალო ? -გაეცინა თუთას..
-ზედმეტად კარგად გიცნობ.. მიდი აღარ დააყოვნო, მომიყევი..
-უნივერსიტეტში გავიცანი.. - როგორ შეხვდა, როგორ გაგრძელდა მათი შეხვედრები, ყველაფერი მოუყვა.. - ახლახან შევხვდი და ისეთი განცდა მაქვს თითქოს წლებია მიცნობს, ვერ ვხვდები უთქმელად როგორ ესმის, რისი თქმაც მინდა..
-წლებია გიცნობ, ვინც კი მოგწონებია ყველას შესახებ ვიცი.. აქამდე ასეთი აციმციმებული თვალებით არ მახსოვხარ.. თუმცა სხვებთან არ გიყვარს შენს გრძნობებზე საუბარი, მიხარია თუ შენი ესმის..
-არ მინდა ისევ მეგონოს ყველაფერი იდეალურად მიდის და შემდეგ ისევ ისე დამთავრდეს..
-თუ სულ უკან იყურე, წინ დიდი ხანი ვერ ივლი ისე, რომ არ წაიქცე ან უარესი სადმე არ გადავარდე.. ცხოვრებაა, ის იქნებოდა გასაკვირი ამ ასაკამდე მთელი გულით მოგეღწია..
-ნეტა მეც შემეძლოს ყველაფერს ასე მივუდგე, თითქოს მნიშვნელოვანი არ იყოს.. არ მადარდებდეს..
-ასაკს დავაბრალოთ, გავიზარდე და მივხვდი, ყველაფერზე, აი უმნიშვნელო რაღაცებზე ნერვიულობაში მნიშვნელოვანი წლები გაილია, რადგან ამ დასკვნამდე მივედი, დარჩენილ ცხოვრებას ისევ ნერვიულობაში ხომ არ გავატარებ ?
-როცა გავიზრდები შენ გამოვალ..-ორივეს გაეცინა..
-ცხოვრება გამოგძერწავს, არ იდარდო, ისე არ დარჩები..
-თუ არ მომეწონა, მერე რა ვქნა..?
-ყოველთვის შეიძლება ახლიდან დაიწყო..
-თუ უკვე ცეცხლი მაქვს გამოვლილი და გამოწრთობილი ვარ..
-მითუმეტეს მაშინ თუ ცეცხლი და ტკივილი გაქვს გამოვლილი.. კარგი, მოდი გავიხსენოთ ყველაფერი წინაა და მითხარი როდის უნდა გამაცნო შენი შეყვარებული..
-შეყვარებული არაა.. ჯერ..
. . .
ამელიამ ვერც კი მოასწრო გააზრება ისე აღმოჩნდა დათა მის სახლში, დაურეკა შეუთანხმდა გააფრთხილა და მაინც.. არ ან ვერ ფიქრობდა, არ იცოდა რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა დათას სტუმრობას.. ყველაფერი დაათვალიერა და ბოლოს ძმის ოთახამდე მივიდნენ.. დათა ელოდებოდა, როდის შეაღებდა ამელია კარს, თუმცა არ იცოდა, იმ დღის მერე გაღებაც რომ ვერ შეძლო, შესვლაზე ლაპარაკი ზედმეტია.. პოლიციელებმა ზედაპირულად დაათვალიერეს და სულ ეს იყო..
დათას გახედა ისე, რომ მზერა არ მოუცილებია.. სახელურს დაადო ხელი, ალბათ ამ დროს ამოიკითხა დახმარების თხოვნის სიგნალი დათამ, მის ხელს თავისი დაადო და კარებიც გაიღო ჩვეული ჭრიალით.. შევიდნენ, დათამ მოათვალიერა გარემო და მზერით ნებართვა აიღო შეიძლებოდა თუ არა შეხებოდა.. ნებართვის შემდეგ მაგიდაზე მიმოფანტული ფურცლები აიღო, გადაათვალიერა,.. რამდენადაც შეეძლო სიფრთხილით აკეთებდა და არა ჩვეული აურზაურით.. ბოლოს კიდევ ერთხელ მოათვალიერა და გამოსვლა დააპირა ჭრაჭუნის ხმა როცა გაიგო..
-მოხდა რამე..?
-აქ რაღაც რიგზე არაა..
-რას გულისხმობ..? -დაბლა დაიხარა,
-მხოლოდ ამ კონკრეტულ ადგილას ჭრაჭუნობს..-მერე რაო უნდა ეპასუხა, არსაიდან მარტივი მოძრაობით სამალავი აღმოაჩინა იატაკში..
-ეს რა არის..?
-ადრე ხშირად იყენებდნენ მსგავს სამალავებს.. როგორც ჩანს ამის შესახებ არაფერი იცოდით.. -შიგნით დამალული ყუთი ამოიღო..
-რატომ არ ხსნი..?
-მაქვს კი ამის უფლება..? არ გინდა..შენ..
-გგონია მაგის ძალა შემრჩა..? გახსენი.. უბრალოდ გახსენი..
-კარგი..-წამიერად შეხედა, თითქოს რწმუნდებოდა გადაწყვეტილებაში და ყუთი გახსნა..
-მეტყვი თუ არ..- ყუთი დაანახა, შიგნით ჩადებული რუკა გაშალა, რომელზეც წითლად იყო შემოხაზული რამდენიმე ადგილი - რას ნიშნავს.. ?
-ჯერ არ ვიცი, მაგრამ მალე გავარკვევთ.
. . .
-უბრალოდ მინდა ჩემი მეგობრები გაგაცნო თუთა, ცოლად გამოყოლას კი არ გთხოვ..
-როგორ დამამშვიდე.. აუცილებელია ..?
-არ გინდა ?
-არ ვამბობ, არ მინდა თქო, უბრალოდ...
-როგორც კი ჩვენზე ვიწყებ საუბარს, ან ჩვენი პატარა ბუშტიდან გასვლა მინდა, პანიკა გიპყრობს..
-ხომ არ აჭარბებ..?
-თუთა.. აქეთ-იქით სიარულს იქნებ ჩემთან მოსულიყავი..? - თუთამ ორი ნაბიჯი ძლივს გადადგა, რეჯი მიუახლოვდა და როგორც კი ხელი ჩასჭიდა თითქოს ამ სამყაროს დაუბრუნდა.. - ჩემი მეგობრები დაიღალნენ შენზე მოსმენით და შენი გაცნობა უნდათ, უნდა იცოდნენ ვინ არის ჩემი შეყვარებული
-შეყვარებული..?
-ასე არაა..?
-არა მე..
-თუ ფურცელზე უნდა დამეწერა "გახდები ჩემი შეყვარებული? კი არა " -თუთას გაეღიმა.. - მთელი ამ დროის განმავლობაში თუ მეგობრად მთვლიდი.. მაგას მოიაზრებ მეგობრობაში ? უკვე დავინტერესდი რამდენი მეგობარი გყავს
-კარგი რაა, ნუ გიყვარს გაზვიადება.. უბრალოდ ამ თემაზე არ გვისაუბრია.. მართლა გინდა ეს შეყვარებულობანა ?
-მე არ ვცდილობ მაგარი ტიპი ვიყო და ვთქვა, რომანტიკა ჩემთვის არაა.. შენს მიმართ გრძნობები მაქვს, მომწონხარ და ამის გამოხატვა მინდა, ვფიქრობ სრულიად ლოგიკურია.. არ ვამბობ ავჩქარდეთ მეთქი, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დავიწყოთ არაა..? უბრალოდ მომეცი შესაძლებლობა შენს გვერდით ვიყო, გაგიცნო..
-ჩემს გაცნობას ამოწურავ, მერე..
-შენს თავს თუ დაჰკვირვებიხარ საერთოდ..? კიდევ მინიმუმ 5 სხვა ადამიანი ცხოვრობს შენში, მგონი დიდი დრო დამჭირდება..
-ვერ გიტან..- თან გაეღიმა და თავი ოდნავ გადახარა..- კარგი შენს მეგობრებზე მითხარი.. როგორები არიან..? რამდენი პროცენტია იმის ალბათობა თითოეულის შემთხვევაში რომ მოვეწონები..? და ვინმეს ალერგია ხომ არ აქვს, რაღაც ისეთი არ მივიტანო შემდეგ სასწრაფო დაგვჭირდეს..
-საიდან დავიწყო..?
. . .
-ეს შემოხაზული ადგილები რაზე უნდა მიანიშნებდეს, ან ჩემს ძმას რაში სჭირდებოდა..?
-აშკარად ბევრი რამ არ ვიცით არც შენს ძმაზე და არც იმაზე რაში იყო გახვეული..
-ჩემი ძმა..? საქმეებს არ არჩევდა, სამსახური ვარჯიში .. არც სიგარეტს და არც ალკოჰოლს არ ეკარებოდა, უნდოდა ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყოლოდა..
-მაშინ რაღაც მოხდა ისეთი, რამაც აიძულა..
-რა საერთო შეიძლება ამ ადგილებს ჰქონდეთ..? ერთია მხოლოდ ლურჯად შემოხაზული, დანარჩენი წითლად..
-კავშირი ნამდვილად ექნება..-ჩანთიდან ლეპტოპი ამოიღო..
-რას აკეთებ..?
-თითოეული ადგილი უნდა შევამოწმო, რომელიმე დანაშაულს ხომ არ უკავშირდება..
-იმ სერიულ მკვლელზე რას იტყვი, ამ ადგილებთან არაფერი აკავშირებს ..?
-პირველი აზრი ეგ იყო, მაგრამ ეგ ტივტივებს მხოლოდ, უნდა გადავამოწმო სიღრმეში რამე ხომ არ იმალება, არ მინდა რამე გამოგვრჩეს..
-კარგი და შეგიძლია მითხრა კონკრეტულად რა კავშირშია შენს სერიულ მკვლელსა და იმ ადგილებს შორის რომელიც შემოხაზულია..?
-მომისმინე, რამდენიმე ადგილი ემთხვევა, მაგრამ არა ყველა..
-დააკონკრეტე არ შეიძლება..?
-ნახე, ამ ადგილებს შეხედე.. თითოეული მკვლელობის ადგილს აღნიშნავს.. მაგრამ შეიძლება ეს უბრალოდ დამთხვევა იყოს, სხვა ადგილებზე რა ვთქვა არ ვიცი..
-რაც ჩემს ძმას ეხება დამთხვევა არ იქნება, უკვე ვრწმუნდები იმაში, რომ რატომღაც ამ საქმით იყო დაინტერესებული, სხვა ლოგიკური ახსნა არ აქვს..
-გადაუმოწმებლად არაფერს დავტოვებ.. პირველ რიგში ყველა ადგილს ვნახავ რაც არაფერს გვეუბნება..შემდეგ მკვლელობის ადგილებს..
-გგონია მარტო წახვალ../? ზედაპირულად გარევას არ ვაპირებ, მეც მინდა ჩავერთო და დაგეხმარო..
-ამელია..
-ამ საქმის გასაჯაროება არ გინდა, არავინ გყავს გვერდით ვისაც ენდობი, მე თუ არა ჩვენს საერთო მიზნისთვის მაინც..
-უნდა ვიფრთხილოთ, მაქსიმალურად ჩუმად ხარ, ყოველთვის ჩემს გვერდით და ჩემს გარეშე ნაბიჯს არ გადადგამ.. მისმინე არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე, ანრა დაგვხვდება..
- პრობლემა არ გავხდები
-მაგას ვნახავთ.. - არადა იცოდა, დასაწყისშივე მიხვდა, ამელია უკვე მისი პრობლემა იყო, უნდოდა თუ არა ეს რომელიმეს..
. . .
წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს... - ფიოდორ დოსტოევსკი


უცნაურია ადამიანს იხსენებდე და ის მომენტებიც კი გენატრებოდეს, როდესაც კამათობდით, ჩხუბობდით, ერთმანეთს ამწარებდით კიდეც.. ფიქრობ იმაზე, რომ ვეღარ შეძლებ მასთან კამათს სრულიად უაზრობაზე.. შემდეგ ფიქრობ დღეებზე, როდესაც ერთმანეთს არ ელაპარაკებოდით.. გული იმდენად გიმძიმდება, ბოლოს ძალაგამოცლილი ამჩნევ, თურმე გათენებულა.. უბრუნდები რეალობას, ცხოვრებას, რომელიც შენგან ითხოვს არა მცირედს არამედ შენ გითხოვს, მთლიანად.. ამ დროს გამოუძინებელი, კონცენტრირებას ვერ ახდენ და ფეხზე ძლივს დგახარ..
ვინ იცის რაზე ჩაფიქრებულ ამელიას, დათას მშვიდი და აუღელვებელი ხმა აბრუნებს რეალობაში..
-დარწმუნებული ხარ, სწორი კოორდინატებით ვხელმძღვანელობთ..? აქ ფაქტობრივად არაფერია..
-შენმა ძმამ აქ რაღაც იპოვა, მე და შენ კი, აქედან ინფორმაციის გარეშე არ წავალთ..
-აბა როგორ მოგწონთ..? - ახალგაზრდა გოგო მიუახლოვდათ ღიმილით, თან საბუთებს ათვალიერებდა..
-დარწმუნებულები არ ვართ..
-კიდევ შემიძლია სხვა სახლებიც გაჩვენოთ, მაგრამ წყვილისთვის ეს სახლი, ადგილი, იდეალურია..
-ასეთი სახლისთვის ფასი დაბალი არაა..?- ვითომ გაკვირვებულმა უთხრა დათამ..
-უბედური შემთხვევა მოხდა, ამიტომაც დიდად არავის სურს ყიდვა, მაგრამ ეს დიდი ხნის წინათ იყო, ახლა ყველაფერი შეიცვალა და სახლი ახალი გარემონტებულია..
-ძვირფასო რას ფიქრობ.. ? - დათამ ხელი ჩასჭიდა და უბიძგა მასთან უფრო ახლოს ყოფილიყო.. ვერ მიხვდა რა უნდა ეთქვა ან მოემოქმედებინა , თუმცა მსუბუქად გაიღიმა და მიუახლოვდა..
-არადა მოვიხიბლე აქაურობით.. კიდევ დავფიქრდეთ..
-ჩვენ წავალთ..
-სხვა ბინასაც გაჩვენებდით..
-დღეისთვის საკმარისია, თავად დაგიკავშირდებით..
-როგორც გენებოთ..- ეზოში ჩამოსულები, კიდევ ერთხელ დაემშვიდობნენ ერთმანეთს და მანქანაში ჩასხდნენ.. დათა დაელოდა როდის წავიდოდა მანქანა და იქვე ახლოს მიაჩერა..
-რატომ აჩქარდი..?
- შენიშნე, როგორ აარიდა თავი ავტოფარეხს..?
-დაცლილი არ არის და მფლობელს ჯერ არ სურს.. მოიცადე.. ახლა რას გეგმავ../?
-ძვირფასო ჩვენ ხომ ბინის დასათვალიერებლად ვართ, ყველაფერი უნდა ვნახოთ, ისე ვერ წავალთ..
-და მაგას როგორ აპირებ..?
-უკვე გითხარი..- მალევე ავტოფარეხის წინ გაჩნდნენ, თითქოს არც არსად წასულან.. დათა წინ იყურება, ჯერ აკვირდება, ამელია დათას უყურებს და ცდილობს გაიგოს რაზე ფიქრობს..
-დარწმუნებული ვარ აქ ტყუილად არ ვართ და გეგმა გაქვს, როგორ ვაპირებთ შესვლას..-წამიერად გაიღიმა და გასაღებების ასხმა დაანახა..-საიდან.. როგორ გამოართვი..
-დრო ვიხელთე..-ერთი შეხედვით მარტივად აღმოჩნდნენ შიგნით.. -აქ რა გვაქვს..?
-მართლა წასაღებადაა გამზადებული.. ყუთები, პარკები.. ზედმეტად ორგანიზებულია..
-ამას შეხედე..
-ყუთებს..? სახელები რატომ აწერია..
-მსხვერპლის სახელებია.. - ყუთი გადმოიღო, გახსნა და ჩაიხედა..- მათი ნივთები..
-ჩვენ ახლა მკვლელის საწყობში ვართ..? ასე მარტივად..? ამდენად აშკარად..?
-ცდები, აქ მარტივად არ მოვსულვართ, აშკარა გგონია რადგან აქ ხარ, თუმცა გარშემომყოფებისთვის შესამჩნევი სულაც არაა.. ჩვენთვის სამწუხაროდ კი, მკვლელი ადგილის შეცვლას გეგმავს..
-ბინის გაყიდვას თუ გეგმავენ, უცნაური იქნება აქაურობა არ გაყიდონ.. მაგრამ რატომ..? აქამდე თუ უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, ახლა რა შეიცვალა..?
-ვინ იცის..
-ამდენ მტკიცებულებას ვერ დავკარგავთ..
-რაც არ უნდა იყოს ვერ განვაცხადებთ აქაურობაზე, შემოვიჭერით... ამასთან მკვლელი გაიგებს ჩვენზე და გამოძიების გაგრძელებაც არაფრის მომცემი იქნება.. ვერაფერს ვერ უნდა მიხვდეს..
-ნახე.. უკან დაიხიე.. ვერ ხედავ..?
-ამელია რაზე მიმითითებ..?
-ყუთებს შეხედე, თითოეული იდეალური სიზუსტითაა განლაგებული, ბოლოს გარდა, რომელიც ყველასგან განსხვავებით ფერითაც სხვა ტონალობისაა.. სანამ აიღებ, ზუსტად დაიმახსოვრე როგორ იდო, რა მდგომარეობაში.. დარწმუნებული იყავი მიხვდება თუ შეეხე..
-კარგი.. ცარიელია..
-ცარიელია..? - თავადაც ჩაიხედა.. - ცარიელი ყუთი რაში სჭირდება..
-თუ გავითვალისწინებთ, დანარჩენ ყუთებს..
-ახალი მსხვერპლისთვისაა განკუთვნილი..
-ვიცოდი, ეს საქმე რამდენად შორს იყო რეალურად დახურვისგან..-დათამ ყუთი ადგილზე დააბრუნა..- ყველაფერი დალაგებულია მაგიდის გარდა, რომელზეც სრული ქაოსია, ნახაზები რუკები.. კალენდარი..
-მომავალში არაფერი აქვს ჩანიშნული..?
-მოიცადე.. - კალენდარი ამელიასკენ მიატრიალა..- გრაფაში მხოლოდ წერია
- თ
-როგორც ჩანს მსხვერპლი შეარჩია..
-კიდევ გადაშალე.. ეს უკვე უცნაურია..
-რას გულისხმობ..
- " თ " რამდენიმე გრაფაში აქვს ჩაწერილი.. თუ უკვე დაგეგმილი აქვს მკვლელობა, ერთი კონკრეტული დღე არ უნდა ჰქონდეს არჩეული..?
- უცნაურია..-კალენდარს ფოტოები გადაუღო და ადგილზე დააბრუნა..-ჩვენი წასვლის დროა.. სანამ ის გოგო მიმხვდარა, გასაღები დაკარგა..
-კარგი..- გამოვიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ..- დაიჯერებს, გასაღები უბრალოდ ჩამოვარდა..? რამეს ხომ არ იეჭვებს..
-არა მგონია..
-უნდა გაარკვიო ვისზეა ეს ბინა გაფორმებული.. მკვლელზე არ იქნება..
-რატომ..?
-სულელი არ არის..-დათას გაეღიმა..- მაგრამ მკვლელთან კავშირში ნამდვილად იქნება.. დათა..
-გისმენ..
-იქაურობა ერთდროულად ორგანიზებული და არეული იყო..
-მერე..
-იქნებ მთელი ამ დროის განმავლობაში ორი ადამიანი მუშაობდა ერთად..
-ორი მკვლელი გვყავს..?
-მკვლელს დამხმარე მაინც ეყოლება.. სხვა შემთხვევაში რით ახსნი..
-ვნახოთ, გამორიცხული არაფერია..
. . .
-ამელიაა.. სადღაც დაფრინავ..
-თუთა.. ჩავფიქრდი უბრალოდ..
-შეკვეთა მალე იქნება, მაგრამ შენ არ ჩანხარ განწყობაზე..
-გადავიღალე..მეტი არაფერი.. მომიყევი, რა ხდებოდა..?
-რაზე ამბობ..?
-შენი შეყვარებულის მეგობრები არ უნდა გაგეცნო..?
-ააა..კი შევხვდი.. იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე მეგონა..
-მაგ ფაქტით არ ჩანხარ გახარებული..
-არ ვიცი.. ცოტა უცნაური არაა.. ყველაფერი ზედმეტად კარგად მიდის..
-იქნებ ეს ცუდის მოლოდინი გვერდით გადადო და უბრალოდ ისიამოვნო..
-მართლა ხდება ხოლმე ცუდი..
-რისკენაც გონებას მიმართავ, იმას შეამჩნევ, ის გადაგხდება.. ასე არ შეიძლება..
-ზედმეტად ბევრს ვფიქრობ, როგორც ყოველთვის.. თუმცა ეს არ ადარდებს..
-რას გულისხმობ..?
-როცა ვუთხარი, ყველაფერზე ზედმეტად ბევრს ვფიქრობ და ვნერვიულობ, მითხრა რომ უბრალოდ ამიხსნიდა, სიტუაციის გარკვევაში დამეხმარებოდა, ჩემი სიმშვიდისთვის.. - ამელიას გაეღიმა.. არა რეჯის სიტყვებზე, არამედ თუთაზე.. რამდენმაც არ უნდა გვითხრას რისი მოსმენაც გვჭირდება და გვინდა, ვერ მივიღებთ, არც იმოქმედებს თუ სწორი ადამიანისგან არ იქნება წარმოთქმული.. ამელია იღიმოდა თუთას შემხედვარე იმ აზრით, რომ მისმა მეგობარმა მისთვის სწორი ადამიანი იპოვა.. არის კი ეს სიმართლე ..? ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ამ მომენტისთვის, ცოტაოდენი იმედი არავის აწყენს..- დათაა..
-თუთა.. აქ არ გელოდი..
-შესვენებას ვიყენებ.. გაიცანი ჩემი მეგობარი..
-ამელია ჯაში.. ვიცნობთ ერთმანეთს..
-მართლა..? ძალიან კარგი..
-თუთა გამიხარდა შენი ნახვა, მაგრამ მელოდებიან, საქმეს ეხება.. შეხვედრამდე..
-შეხვედრამდე..- თუთას მერე ამელიამ ჩაიბუტბუტა “შეხვედრამდე”.. რომელიც დათას ყურებს ვერ მისწვდებოდა, რომ არა დაკვირვება იმაზე მეტად ვიდრე საჭიროა..-ამიხსნი..?
-რა უნდა აგიხსნა..
-დათას საიდან იცნობ..?
-ამას მე უნდა გეკითხებოდე..
-რეჯის მეგობარია.. შენ საიდან იცნობ..?
-განყოფილებაში ვიყავი და..
-ისევ..? ამაზე ხომ ვილაპარაკეთ..
-გულმა არ მომითმინა.. აღარ მივალ.. მართალი ხარ, აზრი აღარ აქვს..
-ამელია..
-საჭირო არაა, ვიცი ჩემთვის კარგი გინდა..
-თქვენი შეკვეთა..-თავი დაუკრეს და თან მადლობაც მოაყოლეს
-ილო მოსვლას აღარ აპირებს..?
-არ ვიცი.. არა მგონია..
-მაგას რაღა დაემართა..
-რას გულისხმობ..?
-შენს ცხოვრებაში არსაიდან დაბრუნდა...ვითომ აქაა და ისევ ქრება..
-აუცილებელი არაა ყოველ წამს ჩემს გვერდით იყოს და რეალურად ამის მიზეზიც არ არსებობს..
-არაა..? დავიჯერო..?
-მნიშვნელოვანია ადამიანია ჩემთვის.. იცი რა მიზეზებიდან გამომდინარეც.. მანაც ბევრი გადაიტანა და მისგან არაფერს ვითხოვ..
. . .
-დათა, არის რაღაც რაც შენთვის არ მითქვამს..
-შუა ქუჩაში აპირებ..?
-რეგულარულად ვიღებ ზარებს უცნობისგან..
-ზარებს..?
-ვიცი ეს საქმესთან არაფერ შუაშია, მაგრამ შეგიძლია გაარკვიო ვინ არის..? ბევრს ვით..
-გავარკვევ.. ნომერი დამიწერე..-ჯიბიდან პატარა ბლოკნოტი ამოიღო, თავადვე მიაწოდა კალამი..- რამეს ამბობს..? გესაუბრება..?
-არა.. ჩუმადაა..
-კიდევ არის რამე რაც უნდა ვიცოდე..? - თავი მსუბუქად გააქნია უარყოფის ნიშნად.. ამის შესახებ არავისთვის უთქვამს და არც კი იცის დათას რატომ უთხრა..რატომ სთხოვა.. შეიძლებოდა ეთქვა კიდეც რამე.. ზარის რომ არ შემოსულიყო..-გისმენ... მეგონა არ გეცალა.. შემოვლას ვაპირებდი.. საქმე მაქვს.. ნომერს გადმოგიგზავნი და ყველაფერი გამიგე რასაც შეძლებ.. არ მცალია თორემ თავადაც.. კარგი შეგეხმიანები..
-რეჯის დიდი ხანია იცნობ..?
-მე მეგონა მაგ შეხვედრას არც ახსენებდი..
-არ გელოდებოდი.. უხერხული იყო და ვერ გავიგე როგორ მოვქცეულიყავი..
-თუთას რა უთხარი..?
-განყოფილებაში დროდადრო დავდიოდი ხოლმე.. ვუთხარი მანდ შევხვდით.. მეტი არაფერი..
-რამდენიმე წლის წინ გავიცანი.. ჩემი ახლო მეგობარია.. კონკრეტულად რამე გაინტერესებს..?
-არ მინდა ზედმეტი მომივიდეს და მგონი საერთოდ გაჩუმება ჯობია..
-ზედმეტი ვისთან.. ჩემთან..?
-თუთასთან.. საქმე მის ურთიერთობას ეხება და არა ჩემსას..
-საქმე იყო რის გამოც დავბრუნდი, მაგრამ რეჯი დამეხმარა.. ჩემს გვერდითაა გაცნობის დღიდან და ძალიან მოკლედ რომ გითხრა ღირსეული ადამიანია..
-ერთად როგორები არიან..?-დათას ჩაეღიმა ამ კითხვაზე..-კარგი არაფერი მითხრა.. გასაგებია..აჯობებს თავად ვნახო რამ გამოიწვია ღიმილი.. მოყოლისას აზრი დაეკარგება..
-მიკვირს აქამდე არ გაგიცნია..
-ვერ დავემთხვიეთ.. იმედია მალე შევხვდები თორემ თუ ყველაფერი შორს წავიდა.. მთლად ქორწილში ხომ არ გამაცნობთ რეჯის არაა..
-ქორწილამდე მოვასწრებთ არ იდარდო..
-მოიცადე.. რატომ არ მეუბნები რა დროს ეგ არისო.. შორიაო..
-არ ვიცით რა მოხდება.. მაგრამ რეჯი გოგოს მიმართ ამდენად სერიოზულად განწყობილი დიდი ხანია არ მინახავს..
-ფილმის სპოილერივით მეუბნები..
-აიღე ბილეთები და ნახე.. მე კი არ დამიშლია..
-აქ დავიშალოთ..?- მიმოიხედა და სანამ ნაბიჯის გადადგმა დააპირა.. დათამ გააჩერა შეუხებლად.. თითქმის შეუხებლად.. ხელი მისკენ წაიღო, მაგრამ უკან დააბრუნა როცა გაიაზრა რას აკეთებდა.. -კიდევ არის რამე..?
-იმის გარკვევას დიდი ხანი არ დასჭირდება.. ვინ არის.. შეგვიძლია.. -შეეძლო სიტყვა მიეშველებინა.. არ ვიცი რა მოსწონდა დათას წვალება.. ? უბრალოდ მისგან უნდოდა მოესმინა..?- სიარული გაგვეგრძელებინა..
-რა გაეწყობა.. ისე უკან დაბრუნებაზე არ ფიქრობ..?
-უნდა ვფიქრობდე..?
-ყველაფერი უკან მოტოვებული.. დალაგებული სიტუაცია.. ახლა როცა შეეჭიდე ამ საქმეს..
-როცა რეალური გახდა..? -ამელიამ თავი დაუქნია.. - უკან მოტოვებული, რომ მქონოდა, მოსვენებაც მექნებოდა და სიმშვიდეც..
-ამ საქმეს თუ არ ჩავთვლით.. ცუდიც არ იქნებოდა იქ ცხოვრება არაა..?
-ბევრი მიზეზი მაქვს დასარჩენად.. მაგრამ რთული იქნება წასვლის გადაწყვეტილების მიღება..
-რატომ..?
-მარტო წასვლა აღარ მინდა..
-მაშინ აქ დარჩენა დიდ ხანს მოგიწევს.. როდის ნახავ შენს ადამიანს.. თანაც წასვლაზე თანახმა რომ იყოს..?
-მოთმინების საოცარი უნარი მაქვს..
-იქნებ იქ ხვდები ვინმეს..
-არა მგონია..
-მგონი წვიმას აპირებს..
- გარშემო რატომ იყურები..? თავშესაფარს ეძებ..?
-ვეძებ.. არაფერი ჩანს..
-სწორი მიმართულებით არ იყურები.. გამომყევი.. - კაფეს მიუახლოვდნენ.. დაკეტილი დახვდათ.. გამობრუნება დააპირეს და ზუსტად ამ დროს წასკდა ცას ტირილი.. გულს კი მოიოხებს, მაგრამ ეს ორი რას იზამს.. /? - არც ისე სწორი აღმოჩნდა არაა..
-შიგნით ვერ შევდივართ, თორემ გარკვეულად წვიმისგან გვიცავს.. ცუდი არჩევანი არაა...-გაეცინა..
-რა მოხდა..?
-წვიმისგან დასაცავი ჩვენ რა გვჭირს.. ან ამ ხალხს..
-ავად...-ვერ მოასწრო დასრულება დათამ.
-წვიმის გეშინია..?
-შენი ცუდად ყოფნის უფრო.. - მიხვდა როგორც გაიჟღერა მისმა ნათქვამმა.. - ვგულისხმობ.. ამმ.. ერთადერთი პარტნიორის დაკარგვის დრო არ მაქვს.. თუნდაც დროებით..
-პარტნიორად თუ მაღიარებ უკვე მიღწევაა.. - მეხუთე კლასში ის ბიჭი რომ მიუსვეს გვერდით, რომელიც მოსწონდა, მაშინაც კი არ ჩავარდნილა ამდენად უხერხულ მდგომარეობაში.. გარეგნულად არ ეტყობოდა საბედნიეროდ არაფერი..
ნახევარი საათიც არ იყო გასული, ამელია თავეშესაფარიდან გამოვიდა, მიუხედავად იმისა ამინდი გამოდარებას არ ჩქარობს..
-რას აკეთებ..?
-შენნაირად მომთმენი კი არ ვარ.. დრო მივეცი, მეტის მოთმენას არ ვაპირებ..
-ამინდს მიეცი დრო გამოსადარებლად..? - ძლივს შეიკავა თავი არ გასცინებოდა, იმდენად სერიოზული იყო ამელია..
-რა გეგმა გვაქვს..?
-გვაქვს..?
-მარტო აპირებდი წასვლას..?
-სირბილს არ ვაპირებ.. გეგმა ვინაობის გარკვევამდე დარჩენა იყო, მაგრამ არ გამოდის.. როცა გაიგებ შემატყობინე..
-სირბილი როდის შემოგთავაზე..?
-ჩემთან ერთად, ამ თავსხმა წვიმაში სიარული კარგი აზრი გგონია..?
-წამოდი წამოდი.. იქნებ გემრიელ ნაყინსაც გადავაწყდეთ სადმე..
-ამ ამინდში..? ზაფხული ხომ არ გგონია..?
-იდეალური ამინდია ნაყინისთვის.. რომელ გემოს ანიჭებ უპირატესობას..?
-სულ გადაირიე..? - მოულოდნელად გაჩერდა და მისკენ მიტრიალდა…- მარილიანი კარამელი მიწისთხილით…
. . .
" იმისთვის, რომ საკუთარი თავი გადაგიხსნათ და შინ თქვენი თავი დაგანახვათ, უნდა გეთქვათ მადლობა. კაცი რომ ფარდას გადაგიწევს და წინ სარკედ დაგიდგება, ამით მსხვერპლს იღებს და ქრთამს თუ არა, მადლობას მაინც იმსახურებს. - ჯემალ ქარჩხაძე "

-ილო ხვდები მაინც რას აკეთებ..?
-თუთა..
-ჩემთან საერთოდ რისთვის მოხვედი..?
-დალაპარაკება მინდა.. ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც დავგეგმე.. აირია..
-ისევ..
-ისევ..მართლა მეგონა ჩემი დაბრუნებისთვის სწორი დრო იყო..
-წასვლას აპირებ..?
-თვალი უნდა გავუსწორო, იმას რაც დავტოვე..
-ამელიას ამიტომაც არიდებ თავს..? რაც თავი მახსოვს სულ ასე ხარ... ძმის სიკვდილის მერე, სულ ერთად იყავით, შენ გადაატანინე ის პერიოდი.. შემდეგ გაქრი.. ისევ დაბრუნდი.. გაქრი... გამოჩნდი... როდემდე შეიძლება ამ წრეზე სიარული..? სანდო ადამიანები სჭირდება გარშემო.. იცი მაინც რამდენად მტკივნეულია..? ისედაც რამდენ რამეს უმკლავდება და ამდენად რთულია შენ მაინც..შენ მაინც აღარ დაუმატო..? საბოლოოდ უნდა გადაწყვიტო რა გინდა და რის გაკეთებას აპირებ..
-მინდა როგორც მისი ძმის მეგობარი..როგორც მისი მეგობარი, მის გვერდით ვიყო.. არც კი ვიცი რა მემართება..
-რაც გადაიტანე მარტივი არ ყოფილა.. ვერ გეტყვი მესმის მეთქი, ეს არ გამომიცდია.. უბრალოდ აღარ მინდა ჩემი მეგობარი ისეთი ვნახო როგორიც..
-მესმის..
-თუ გესმის, ჩემთან მოსვლის მაგივრად ამელიას დაელაპარაკე..
. . .
-ამელია ეს არ მოგეწონება..
-დათა ნუ მაშინებ.. ვინ რეკავს..?
-ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია..
-აბა რა არ მომეწონება..
-ზარების რაოდენობა გადავამოწმე.. როდის გირეკავს, რა შუალედით.. აღმოჩნდა, თითოეული ზარის შემდეგ, 25 წუთში ვიღაც კვდება..
-რას ნიშნავს ვიღაც კვდება..?
-ისევ ჩვენს სერიულ მკვლელთან მივდივართ.. გახსოვს მსხვერპლები..? მათ შესახებ გიყვებოდი..
-ყველაფერი კარგად მახსოვს..
-თითოეული ზარი, მათ სიკვდილამდე 25 წუთით ადრე განხორციელდა...
-ეს რას ნიშნავს..? გაფრთხილებასავითაა..?
-დაახლოებით..
-კი მაგრამ მე რა შუაში ვარ..? მოიცადე.. მოიცადე..სერიული მკვლელი დანაშაულის ჩადენამდე მე მირეკავს..? სწორად გავიგე..? დავიბენი..
-როგორც ჩანს ამ საქმესთან მხოლოდ ძმა არ გაკავშირებს..
-რას გულისხმობ..?
-როგორღაც ყველაფერს შენთან მოვყავართ..
-მის სარდაფში ვიყავით.. იქ ჩემზე არაფერი იყო..
-არ მოგვეცა კარგად დათვალიერების საშუალება.. თანაც რა ვიცით, ერთი სამალავი აქვთ..
-თ..?
-ხომ თქვი ორი მკვლელი შეიძლება გვყავდესო..
-ახლა გჯერა ჩემი..?
-ამელია, მჭირდება მაქსიმალურად გაუფრთხილდე შენს თავს..
-ასეც ვიქცევი..
-ეგ საკმარისი არაა.. მარტო აღარ უნდა იცხოვრო..
-ჩემი სახლიდან არსად წავალ.. თუთა ჩემთან ახლოს ცხოვრობს..
-ჯობია შენთან ერთად ცხოვრობდეს..
-კარგი რაა, რა უნდა მოვიმიზეზო.. ზედმეტად ბევრს ფიქრობ..
-რაც ჩემი საქმის ნაწილია.. არ აქვს მნიშვნელობა გაცნობიერებული გაქვს თუ არა, ამ საქმეში გარეული ხარ, თუნდაც შენი ნების საწინააღმდეგოდ..ეს ყველაფერს ცვლის..
-მაინც რას ცვლის..
-საშიშია..
-იმედია არ გგონია უკან დავიხევ.. ნუ მანანებინებ დახმარება რომ გთხოვე.. მოდი ასე მოვიქცეთ.. მარტო აღარ დავრჩები, დროებით.. იმაზე მეტად ვიფრთხილებ ვიდრე საჭიროა.. არაფერი მემუქრება..
-რა იცი..?
-თუ მართლა იმდენად კარგი დეტექტივი ხარ როგორც ამბობენ.. წესით არაფერი უნდა მემუქრებოდეს..
-ჩემი პროფესია სიცოცხლის 100% კი არ გიზღვევს..
-არაა.. კარგი 90% მეყოფა..- დათას ჩაეღიმა..-განწყობა რამ შეგიცვალა..? ასეთი ვინ დაინახე..?
-რუკაზე ეს ადგილი მართლა მონიშნული იყო..?
-ეს ხომ შენი თვალებით ნახე.. რა მოხდა..?
-ეს ადგილი.. კომპანიასთან შეხება მქონია, არ ვიცოდი თუ ფილიალი აქ გახსნეს
-რა პრობლემა..?
-ახლახან ჩემი ძმის ყოფილი შეყვარებული და..ერთი წუთით..- ტელეფონი ამოიღო, ნომერი უცებ აკრიფა და დარეკა..-ილო..ჩემი გესმის..? სად ხარ..?..გასაგებია..მერე შემომიარე..
-ილო ის არის ვინც მგონია.. ? შემთხვევისას იქ იმყოფებოდა რაა..?- ამელიამ თავი დაუქნია..-რა გითხრა..?
-ფაქტობრივად არაფერი..
-ფიქრობ ერთად..
-არ დაამთავრო..მაგაზე ფიქრიც არ მინდა... მაგას გავარკვევ..
-დამთხვევა ვერ იქნება.. შენმა ძმამ დანაშაულის ადგილი მონიშნა და შემდეგ აღმოჩნდა, მისი ყოფილი შეყვარებული მუშაობს..?
-შეგვიძლია გავიგოთ, დანაშაულიდან რამდენ ხანში გადააკეთეს შენობა..? და..თუ იყო ჩემი ძმა.. ცოცხალი..
-ყველაფრის გაგებაა შესაძლებელი..დროის საკითხია..
. . .
-თუთააა ისევ შენ გვიშველე..
-კარგი რაა, ეგ არაფერი..
-რა არაფერი, ვერც წიგნს ვშოულობდით და მითუმეტეს კონსპექტს.. გაგვიმართლა ჩვენზე დიდი ხარ..
-კაი რას იძახი.. თუთა მალაშხია შენი კურსელი ყოფილიყო არ ჯობდა..? -სიცილით გადახედეს ერთმანეთს..
-თქვენ მაგაზე დავა გააგრძელეთ, მე უნდა წავიდე..
-დარჩი რაა ჩვენთან... არ მოგაწყენთ..
-ყველაფერი გაქვთ, ლექტორს გადაურჩებით, ჩემს გართობაზე კი არა სწავლაზე უნდა ფიქრობდეთ.. კარგად იყავით.. ნიი კარგად.. გოგონებო..-სხვებსაც დაემშვიდობა და გამობრუნდა.. ისეთი მოცინარი საუბრობდა წეღან ვინ იფიქრებდა იმ საგანზე საუბრობდა, რომელიც ყველას სძულს.. თუ ლექტორი ეგ ჯერ კიდევ საკითხავია.. კი უჭირდათ, მაგრამ იცოდნენ ისევ თუთა იხსნიდა ყველას გამოუვალი სიტუაციიდან, თან არ დაიზარებდა, ღიმილით იმაზე მეტს გააკეთებდა ვიდრე საჭირო იყო.. ასეც მოხდა.. რაც შეეძლო გააკეთა და წამოვიდა..
გადაღლილი მივიდა სახლში, იღვენთებოდა ნელ-ნელა, გასაკვირი კი ისაა ცოტა ხნის წინ არაფერი ეტყობოდა დაღლის.. არ შეიმჩნევდა რაც არ უნდა იყოს.. არ ეტყოდა გათენებულიც არ იყო სახლიდან გამოვედი.. ვიმუშავე ვისწავლე.. ახლა თქვენი დრო არ მაქვსო..
-იმდენად დავიღალე ვერც ვიძინებ..
-ყველაფერი რიგზეა..?-მოესმა ამელიას ხმა..
-შეგიძლია ყავა გამიკეთო..?
-ყავა გინდა..?
-კი არ მინდა მჭირდება..
-არ გშია..?
-გაყინული პიცა მაქვს ასეთი ზარმაც დღეებისთვის.. შენ ჭამე რამე..?
-კი, მოდი ყავა მზადაა..
-მადლობა..
-რეჯიმ მომწერა..
-რეჯიმ.? მშვიდობაა..?
-ეგონა გეძინებოდა, შენი გაღვიძება არ უნდოდა და მკითხა შენთან ვიყავი თუ არა..
-რატომ..?
-თუ არ შეგაწუხებთ, ცოტა ხნით შემოგივლითო..
-მოიცადე რეჯი მოდის..? ახლა..? - თავი დაუქნია თითქოს მნიშვნელოვანი არაფერი ეთქვას.. -ნერვიულობის და მოწესრიგების თავიც კი არ მაქვს.. ხვდები როგორ ვარ..?
-ამ დღესაც გადავაგორებთ.. რაღაც საქმე მაქვს, ოთახში გავალ.. თუ დაგჭირდი დამიძახე..- დიდი დრო არ გასულა, რაც ზარის ხმა გაისმა და მიხვდა რეჯი მოვიდა.. თან უხაროდა მთელი დღის უნახავს ნახავდა, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში არა.. კარის გაღებისას გადავეხვევიო მოემზადა, თუმცა ესეც არ გამოვიდა, ორივე ხელი პარკებით აღმოჩნდა დაკავებული..
-მშვიდობა..?
-არ შემომიშვებ..?-შიგნით შეატარა უკვე დაინტერესებულმა, ამდენი რა მოიტანა.. პარკები მაგიდაზე დააწყო თუ არა თუთას სურვილმა წასძლია და ჩაიჭყიტა..
-პროდუქტები..? რატომ..?
-ამ დღეს არ გქონდა გეგმაში პროდუქტებზე საყიდლად გასვლა..?
-მქონდა..
-იყიდე რამე..? -თან მაცივარს მიუახლოვდა და გამოაღო..
-არაა.. ვერ მოვიცალე..
-როგორც კი მითხარი უნივერსიტეტში გიწევდა გაჩერება, მივხვდი აღარ გექნებოდა რამის ყიდვის თავი და გავიარე..
-რა იცოდი რა მჭირდებოდა..?
-შენს სიას მოვკარი თვალი.. კარგი რატომ მახსნევინებ..? ყავის დალევა გააგრძელე, ამ ყველაფერს დავაბინავებ..
-რა იცი სად რა უნდა წაიღო..?
-თუ პრეტენზია გექნება შენს მითითებებს მივყვები..
-როგორც გინდა ისე დაალაგე, მითითების გაცემის თავი არ მაქვს...
-მშვენიერი.. გეტყოდი მომიყევი დღეს რა ხდებოდა თქო, მაგრამ არც მაგის თავი გექნება.. ლეპტოპი გამოიტანე და რამეს ვუყუროთ..
-კარგი აზრია..- ლეპტოპი გამოიტანა ჩართა და მისდა გასაკვირად რეჯიც მალევე შეუერთდა.. სად რა წაიღო კაცმა არ იცის, თუმცა ფაქტია პარკები ცარიელია და ამაზე ფიქრი თუთას არ მოუწევს.. ფილმი რეჯიმ აარჩია..- ამის ნახვა მინდოდა..
-ვიცი, გიხსენებია..
-ზედმეტად კარგი მეხსიერება გაქვს იცი..?
-საქმე როცა შენ გეხება, მაიკ როსი ვხდები..- თუთას გაეცინა, მისი საყვარელი სერიალიდან პერსონაჟი, რომ ახსენა რეჯიმ..
-მადლობა.. ამ ყველაფრისთვის, ოღონდ არიყო..
-საჭირო არ იყო და რატომ შეწუხდი არ დაიწყო თორემ გავიქცევი..
-კარგი მაშინ.. უბრალოდ მადლობა..
-არაფერია..- არ ეგონა ოდნავ მაინც თუ იყო შესაძლებელი ამ დღის გაუმჯობესება.. თითქოს მთელი დღეა აქეთ-იქით დარბის და აი ახლა .. ამ წამს გაჩერდა.. ცოტა ხნით მაინც ამოესუნთქა..შეესვენა..
როგორი უცნაურია ადამიანს გჭირდებოდეს ისწავლო როგორ დაისვენო.. გჭირდებოდეს შეხსენება, დასვენება რამდენად აუცილებელია..
რაც თავი ახსოვს დასვენებისთვის დიდად არ იცლის.. ოღონდ ვინმეს დასჭირდეს დახმარება და უარს არ ეტყვის.. დღემდე ვერ ისწავლა საჭირო დროს არას თქმა და ამაზე საკუთარ თავს უბრაზდება, უბრალოდ სხვანაირად არ გამოდის.. ჰგონია თუ არ შეუძლია საკუთარ თავს დაეხმაროს, ის მაინც შეუძლია სხვას გაუწოდოს დახმარების ხელი.. თითქოს ამით შინაგან სიცარიელეს გაურბის და თვალს არ უსწორებს.. ამით ყველაფერი წესრიგშიას ილუზიას იქმნის... როდესაც რეალურად არც კი იცის ასეა თუ არა..
რადგან შეკითხვის დასმაც არ უნდა, პასუხის შიშით.. " კარგად ვარ ..?" არადა ზოგჯერ საჭიროა კითხვა დავსვათ.. ეს პირველი ნაბიჯია თვალი გავუსწოროთ საკუთარი თავის იმ ნაწილს, რომელიც ხანდახან გვაშინებს კიდეც..
. . .
-პირდაპირ რატომ ვერ მეუბნები ლიაკო..?
-პირდაპირ არ გეუბნები..?
-დამინახე არაა..? ამიტომაც დამირეკე..
-შენი განსჯის არანაირი უფლება არ მაქვს.. მე მხოლოდ..
-მოიცადე მოიცადე.. შენ რა წამიერად მაინც დაუშვი, ჩემი მეგობრის ყოფილ..ლია ამას შენგანაც არ მოველოდი..
-გქონდა ალბათ მიზეზი რის გამოც ნახე, თუმცა ასე რომც არ იყოს გგონია უფლება მაქვს..?
-შენ თუ არ გაქვს სხვა ვის..? არა, საქმის გამო გადავიკვეთეთ თუ ეს გაინტერესებდა..
-საერთოდაც არ უნდა დამერეკა..
-მაშინვე გეკითხა..ოღონდ პირდაპირ არც ეგ იქნებოდა ურიგო..
-აღარ გვინდა მაგ თემის განხილვა..
-არაფრის განხილვა არ გინდა..
-რამეზე საუბარი გინდოდა და უარი გითხარი..?
-არ გისაყვედურია..
-უკაცრავად..? რისთვის უნდა მესაყვედურა კი მაგრამ..?
-გაქცევისთვის.. წავედი და უკან არც მომიხედავს.. ისე დამხვდი თითქოს არაფერი დამიშავებია..
-არაფერი დაგიშავებია..
-ნუთუ ვერ ხედავ..? გგონია ჩემი წასვლა და შენი დატოვება..შენი დატოვება სწორი გადაწყვეტილება იყო..? შენს ძმას ჩემი იმედი ჰქონდა, მე კი..მე კი რა გავაკეთე..?
-იმედია დანაშაულის გრძნობის გამო არ დაბრუნებულხარ ილო, თუ ასეა ეს კი ნამდვილად მეწყინება..
-რა..?
-კარგი რაა.. ძმა დავკარგე, არამარტო მე, შენც ძმა დაკარგე.. ისე გავუმკლავდით და ვუმკლავდებით როგორც შეგვიძლია.. ეს გჭირდებოდა, აქაურობა უკვე სულს გიხუთავდა, თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ გაძლევდა.. ამისთვის მესაყვედურა..? საერთოდ არ მიცნობ არა..? მე არ შემეძლო, არ მინდოდა და არსადაც წავსულვარ.. ვინ იცის უკეთესიც ყოფილიყო, თუმცა არ შემეძლო.. ჩემი ძმისგან ვიგრძნობდი თავს შორს და არ მინდოდა.. ყველა სხვადასხვანაირად ვგლოვობთ.. საყვედური არ იქნებოდა სწორი ჩემი მხრიდან..
-რატომ შედიხარ ყოველთვის სხვის მდგომარეობაში..? მინდა უბრალოდ გაბრაზდე და გული მოიოხო.. ბოლომდე გაბრაზებაც კი არ შეგიძლია ადამიანზე, მაშინვე იწყებ მისი თვალებიდან ყურებას.. რატომ გააკეთა..? რა მდგომარეობაში იყო..? იქნებ ძალით არც უნდოდა..? ლია კარგი რაა..
-ხანდახან მართლა მინდა შემეძლოს.. თუმცა მაშინ მე მე არ ვიქნებოდი ილო.. ადამიანებში მირჩევნია კარგს ვხედავდე, სხვა შემთხვევაში ცხოვრების გაგრძელებას ვერ შევძლებ..
. . .
გამთენიისას კარზე კაკუნი ყველასთვის ცუდი ნიშანია თუ მხოლოდ ამელიასთვის..? თუთას რა თქმა უნდა, არ გაღვიძებია, არც გაეღვიძებოდა ცაც რომ დაქცეულიყო, თუმცა ზარი დარეკავდა თუ არა უკვე ფეხზე იყო, თითოეული წუთი იმდენად გათვლილი ჰქონდა, ეს უკვე გამოიმუშავა, დამატებით 5 წუთი მისთვის არ არსებობობს..
თითქოს მოეჩვენა ვინც დაინახა, კარის გაღებამდე დასარწმუნებლად კიდევ გაიხედა და.. რა გითხრათ, უფრო იმას დაიჯერებდა ჰოლოგრამია ჩართული, ვიდრე ის რომ მის წინ მართლაც ის იდგა.. კარი გააღო.. არც კი იცოდა რისი თქმა შეიძლებოდა ახლა, ამიტომაც ხმა არ ამოუღია..
-ამელია.. მომიტევე ამ დროს.. უბრალოდ.. შეგვიძლია ვისაუბროთ..?
-ანიკა..- ძმის ყოფილი შეყვარებული როცა გსტუმრობთ ასეთ ვითარებაში, თქვენ რა რეაქცია გექნებოდათ..? ამელიამ შიგნით შეიპატიჟა და არც კი უკითხავს ისე დაადგა წყალი ყავისთვის.. - კარგი მიზეზი გექნება აქ მოსასვლელად..
-შენთან არ მომესვლება არაა..
-ასე არ ვუყურებ ყველაფერს, ჩემს მიმღებლობაზე არ დგას საკითხი..
-სხვა კარსაც არ გამიღებდა და სრულიად გასაგებია ყველაფერი..
-იქნებ საქმეზე გადავიდეთ..?
-მართლა სიტყვა მქონდა მომზადებული და გონებაში ყველაფერი წაიშალა..
-კარგი უკვე მაშინებ.. ყავაზე უარს არასდროს ამბობ, შენი ყავა ინებე და უბრალოდ დაიწყე..
-გახსოვს..? - ეცადა გაეღიმა, არ გამოუვიდა - ამდენი ხანია, შენი ძმის საქმეს თავს არ ანებებ.. თავიდან არ ჩავთვალე საჭიროდ, მეთქვა.. შემდეგ რაღაცებს რაღაცები აეწყო და მოკლედ..
-ჩემი ძმის საქმეზე ინფორმაცია გაქვს..?
-ვიცი ყველაფერი საიდან დაიწყო.. ჯერ კიდევ ერთად ვიყავით ამ გაუხსნელი საქმის სერიებზე როცა დაიწყო მუშაობა..
-და ჩემს ძმას გამოძიებასთან არასდროს არანაირი კავშირი არ ჰქონია.. ვერ ვხვდები..
-ჩვენი საერთო მეგობარი მსხვერპლია, ყველაფერი აქედან დაიწყო..
-მის მეგობრებს ვიცნობდი..
-ყველას არა.. მოკლედ ამ გოგოს მშობლებსაც ვიცნობდით.. არ ვიცი ერთი უბედური შემთხვევა მეგონა, ძალიან განვიცადე, თუმცა რას წარმოვიდგენდი სერიულ მკვლელთან თუ გვქონდა საქმე..
-და საიდან გაიგო.. სერიულ მკვლელზე..?
-არ ვიცი, გამოძიება დაიწყო თუ არა.. დიდი დროც არ იყო გასული..
-ამ ყველაფერს რატომ მიყვები..?
-მეგონა წარსულში მოვიტოვე ეს ყველაფერი, მწარედ შევცდი..
-რას გულისხმობ..?
-საქართველოში არ ვიყავი ბოლო წლები კი იცი.. ჩემი მეგობარი.. ჩემი მეგობარი მოკლეს..
-და რა გგონია რომ იგივე მკვლელთან გვაქვს საქმე..?
-ყველაფერი გამახსენდა რაც კი მოუყოლია, შემდეგ თავად დავიწყე გამოკვლევა.. ყველაფერი ემთხვევა..
-იმაზე მეტი მსხვერპლია ვიდრე რეალურად გვგონია არაა..? მაგრამ ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული მკვლელთან მიმართებით..
-ყველაფერი აქ მაქვს, ამ გოგოს საქმესთან დაკავშირებით.. -ჩანთიდან ფაილები ამოიღო...
-მე რატომ მაძლევ..?
-აქ გაჩერებას დიდ ხანს არ ვაპირებ..
-უკან ბრუნდები..?
-არა, სხვა ქვეყანაში მივდივარ..
-ყველაფერი რიგზეა..?
-მგონია, შემდეგი მე ვარ..
-ეჭვები არსაიდან არ მოდის..
-სულ ისეთი განცდა მაქვს დამყვებიან, ვერ ვისვენებ.. ცოტა ხნით მაინც მეგობართან წავალ.. უბრალოდ ამ საქმის მიტოვება ასე არ მინდა და ამ ყველაფერს შენს გარდა ვერავის ვანდობ.. გთხოვ ასე არ დატოვო.. ვიცი ამას არ უნდა გთხოვდე.. უბრალოდ ეს ყველაფერი მაინც შეინახე ან.. იქნებ გყავდეს ვინმე ნამდვილად სანდო.. არ ვიცი უნდა წავიდე..
-ყავა არ დაგილევია.. როდის მიდიხარ..?
-პირდაპირ აეროპორტში მივდივარ.. აქამდეც უნდა მოვსულიყავი, ვერ გავბედე.. მაპატიე..
-ბოდიშს ნუ იხდი, ძალიან გთხოვ.
-ნახვამდის..-მკრთალად გაუღიმა და გააცილა.. მაგიდაზე დატოვებული ფაილები ჩანთაში ჩადო, ფურცელზე თუთას დაუწერა გავდივარო და მალევე სახლიც დატოვა..
ტელეფონი ხელში აიღო თუ არა დათამ დაურეკა დაბარებულივით..
-გისმენ..
-რა ხმა გაქვს..?
-ჯერ ის მითხარი რატომ მირეკავდი..?
-სადმე მირბიხარ..? ჯერ სახლში ვარ, მალე გამოვალ და..
-არსად გამოხვიდე, მოვალ..
-მოხვალ..?
-საქმე მაქვს დათა.. საქმე.. გადაუდებელი და ესე ტელეფონზე სალაპარაკო ნამდვილად არა..
-კარგი მისამართს ჩაგიგდ..- გაუთიშა.. სანამ არ ჰკითხა სად მირბიხარო, ვერც გაიაზრა, არ იცოდა სად მიდიოდა მხოლოდ ის იცოდა, დათასთან მიდიოდა..
-მარტო ხარ..?
-შენც გამარჯობა..- გვერდით გაიწია.. შეატარა.. ჩქარა- ჩქარა კი შევიდა, მაგრამ უკან მოუტრიალდა როცა მიხვდა არც ის იცოდა საით წასულიყო.. - ასეთი რა მოხდა ამ დროს..?
-გახსოვს იმ დღეს ჩემი ძმის ყოფილი დავინახე..
-ილოსთან ერთად..
-დღეს ჩემთან მოვიდა და ეს მომიტანა..-ფაილები წინ დაუდო და ყველაფერი გადასცა, რაც ანიკამ უამბო..
-უკვე წავიდა..?
-აეროპორტში მივდივარ პირდაპირო.. არც კი ვიცი რა ვიფიქრო..
-კარგი, ეცადე დამშვიდდე, ამ ყველაფერს გადავხედავ..შენ გადახედე..?
-დავაპირე და ვერ შევძელი.. პირდაპირ შენთან წამოვედი..
-ანიკაზე ინფორმაციას, ჯერ კიდევ ველოდები..
-რას ნიშნავს.. მასზე ინფორმაციის მოძიება გადაწყვიტე..?
-საერთოდ არ დავინტერესებულიყავი, ეგ უფრო არ გაგიკვირდებოდა..?
-ეგეც მართალია.. საეჭვოდ მოგეჩვენა..?
-მირჩევნია იმ ადამიანებზე მეტი ვიცოდე, რომელიც საქმეში ფიგურირებენ.. გადახედე, მე დავრეკავ, იქნებ დავაჩქარო..- საქმის კითხვა დაიწყო..
-უცნაურია..
-რა არის უცნაური ამელია..?
-არ ვიცი, რაღაც რიგზე არაა/.. ზედმეტად.. როგორ ვთქვა..
-მარტივია..
-ზუსტად.. იცი ეგ რას ნიშნავს..? კონკრეტულ ადამიანზეა ყურადღება გამახვილებული, უმარტივესია ეჭვის მიტანა.. რაც თუ უფრო დავაზუსტებთ ნიშნავს, რომ..
-უნდათ გამოძიებიდან გადავუხვიოთ.. ფაილების მოტანა კარგადაა დაგეგმილი.. გააზრებული ნაბიჯია.. მაგრამ ანიკასგან..? საერთოდ რა კავშირშია..?
-მასზე ინფორმაცია მივიღე..
-რამე გაირკვა..?
-თავისი ნებით არ დაბრუნებულა.. დაარეპორტეს.. რამდენიმეჯერ დააპატიმრეს ფულის უკანონოდ მოპოვების მცდელობისთვის, ამას დამატებით საბუთებიც არ ჰქონია წესრიგში და გამოუშვეს..
-კი მაგრამ.. მივდივარო..
-შეიძლება წავიდეს, უკან ვერ დაბრუნდება, გასაკვირი ის იქნება, იმ სხვა ქვეყანამ მიიღოს საერთოდ..
-შეიძლება ჩემი ძმის საქმეში გარეული იყოს..? არ მინდა ამის დაჯერება..
-ამელია ეს არც მე მინდა, მაგრამ თუ დაუკვირდები.. ეს ყველაფერი მცდელობაა სიმართლემდე მისასვლელი გზა აგვირიონ.. არ ვიცი რაში დასჭირდა, ფაქტია რაღაც კავშირი მაინც აქვს.. შეიძლება მსხვერპლი მართლა მისი მეგობარია, მკვლელმა დაინახა ეს კავშირი და მის სასარგებლოდ იყენებს..
-მაშინ გამოდის, ჩვენზეც იცის.. ამ საქმეზე რომ ვმუშაობთ არაა..? შეიძლება ისევ მიიმალოს..
-არა თუ დავაჯერებთ, მის მახეს წამოვეგეთ.. თამაშში უნდა ავყვეთ, თავი იმდენად უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს, კი არ მიიმალოს, გამოჩნდეს კიდეც..
-შეიძლება ანიკა ამ ყველაფერზე წავიდა, მაგრამ ჩემი ძმა მართლა უყვარდა.. პატივს სცემდა.. ამას ესე უბრალოდ არ გააკეთებდა.. ვფიქრობ აიძულეს..
-რაც არ უნდა იყოს.. ისევ უნდა დავუკავშირდეთ.. მისგან მეტი ინფორმაცია უნდა მივიღოთ..
-თუ უკვე გაფრინდა, რას გავაწყობთ..?
-არა მგონია დაეგვიანა, შეიძლება ადრეც წავიდა.. იქნებ მივუსწროთ კიდეც.. კონკრეტულად არ უხსენებია სად მიდიოდა არაა.. მოდი ვიჩქაროთ..- ნახევარ საათში უკვე აეროპორტს მიუახლოვდნენ..
-გგონია შევძლებთ მის შეჩერებას ან საერთოდ რამეს გვეტყვის..?
-არ ვიცი, ცდად ღირს..-მანქანიდან გამოვიდნენ და აეროპორტშიც მალევე შევიდნენ.. აქ კი ისეთი განცდა ეუფლება ამელიას თითქოს გარე სამყაროს მოწყვეტილია.. - ახლახან შემატყობინეს, გაირკვა სადაც მიფრინავს.. 30 წუთი გვაქვს მის მოსაძებნად, ოღონდ ეს წესით არ უნდა გაგვიჭირდეს.. სადღაც აქ უნდა იყოს..
-თუ მეორე სართულზე ავიდა, იქ ჩვენ ვეღარ ავალთ..
-დარწმუნებული ხარ..?
-ჯერ აქ ვნახოთ.. - ყველაფერი დაათვალიერეს, როგორღაც მეორე სართულზეც მოახერხეს ასვლა,ოღონდ არსადაა.. სადაც რეგისტრაცია უნდა გაევლო, იქაც მივიდნენ და იკითხეს ხომ არ უნახავთ.. არავინ არაფერი იცოდა, თითქოს აორთქლდა..-ჩვენ ხომ ვცადეთ არაა..
-მოიცადე.. ჩემი მეგობარი მირეკავს.. გისმენ.. რა..? თვითმფრინავში არც კი ასულა..? კარგი დაგირეკავ..
-კამერის ჩანაწერებით ვერ მივაგნებთ..?
-როგორც ჩანს ისე მარტივადაც არ გამოვა ყველაფერი როგორც მეგონა.. - ამელიას ბრაზი თითქოს გადაავიწყდა და ანიკაზე ნერვიულობა დაიწყო.. მიუხედავად იმისა ყველაფერი იმისკენ მიანიშნებს ანიკა ამ საქმეში გარეულია, ბოლომდე მაინც არ სჯერა.. უნდა კიდევ ერთხელ დაელაპარაკოს, უთხრას მისეული სიმართლე და არა ყველაფერი შეთხზული.. იქნებ დაემუქრნენ.. დააძალეს.. და მაინც ამ ყველაფერზე წავიდა..? მხოლოდ ეს ფიქრები უტრიალებს გონებაში.. სახლამდე ხმა აღარ ამოუღიათ.. ამდენი ხანი თუთასთან რჩებოდა და საკუთარ სახლშიც ხომ უნდა შეევლო..
-იცოდე როგორც კი რამე ახალს გაიგებ..
-დაგირეკავ..- მანქანიდან გადავიდა, მცირე მანძილი გაიარა და კიბეებს აუყვა.. ეუცხოვა, თითქოს საკუთარ კი არა სხვის ბინაში შეიპარა.. ეს გრძნობა აქამდე არ გასჩენია.. საკუთარ თავს არ გამოუტყდა და ერთი სული ჰქონდა ნივთები აეღო, გამოსულიყო და თუთასთან წასულიყო... ამდენად გადაეჩვია მარტო ყოფნას..? შუქი აანთო, რეფლექსურად, თორემ არც სჭირდებოდა რეალურად.. შიშისგან შეჰკივლა.. რამოდენიმე წამი, არც გასულა, გარეთ გავარდა.. უკვე მისკენ მომავალ დათასკენ გაიქცა..
-დათა.. დათა..
-რა მოხდა..? არ მითხრა..
-ანიკა.. მკვდარია.. ჩემს.. ჩემს ბინაში..
-მისმინე..
-მიშველე.. გთხოვ.. უნდა მიშველო..არ..- მიიხუტა.. სიტყვებს აღარ ჰქონდა ძალა იმ მომენტში.. როდესაც მიხვდა შედარებით დამშვიდდა, თუთასთან მიიყვანა და მოკლედ უთხრა რაც მოხდა.. ერთი ზარის შემდეგ ეზო და ბინა ხალხით გაივსო..
-ამელია ამ საქმეშია გარეული..?
-ჩემთან ერთად იყო, კიბეებზე ავიდა, ბინაში შევიდა.. შუქი აანთო.. ყვირილის ხმა გავიგე, უნდა ავსულიყავი, შეშინებული თავად გამოვიდა.. მაქსიმუმ 10 წუთიც არ იქნებოდა გასული, შეუძლებელია მოეკლა..
-ჯერ ოფიციალურად ვერ გეტყვით, მაგრამ მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ.. ორი საათის მკვდარია.. ზუსტ პასუხებს ხვალ შეგატყობინებთ..-ორივემ თავი დაუქნია..
-მართალი იყავი.. საბუთები მოაწესრიგე.. - განყოფილებაში გადანაცვლების შემდეგ საათებმა ისე გაიარა ვერც გაიგო, საქმეც ვერ მოწყდა.. შუა ღამისას დაურეკა თუთას.. რადგან ეზოში იყო დათა შეიპატიჟა კიდეც.
-მითხარი.. კარგადაა..?
-დამამშიდებელის დამსახურებით ძლივს ჩაეძინა.. მითხარი რაში გაეხვიეთ თქვენ ორი..? მის ძმას ეხება არაა..? დავუში და მეგონა ამ საქმეს შეეშვა..
-ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.. ახლა..
-მაპატიე უბრალოდ..
-მასზე ღელავ.. ორივე ვღელავთ, დამიჯერე არაფერი მოუვა, ამას არ დავუშვებ..
-რაღაც უნდა იცოდე.. იქნებ შენ გქონდეს ამის ახსნა..
-კიდევ მოხდა რამე..?
-სანამ ჩაეძინებოდა… 25 წუთი.. 25 წუთი.. სულ ამას იმეორებდა..იცი 25 წუთი რას უნდა ნიშნავდეს..?
-შეგიძლია ამელიას ტელეფონი მანახო…?- ტელეფონი მიაწოდა..-ასეც ვიცოდი..
-საქმეც ეხება არაა..?-თავი დაუქნია.. ვერ უთხრა შენს უახლოეს მეგობარს, მკვლელმა დაურეკაო.. გაფრთხილების ნიშნად სანამ ანიკას მოკლავდა..
. . .
-ეს ყველაფერი თქვენს თავს ხდება..?
-შორე ძლივს გამოვიდა მდგომარეობიდან, მაგასაც თუ გამოსვლა ჰქვია..
-ძმის საქმეს ეხება არაა..
-ოფიციალურად არაფერს ამბობენ, თუმცა ფაქტია.. დათა და ამელია ერთად იძიებდნენ თურმე ამდენი ხნის განმავლობაში, არაფერი ვიცოდი..
-იმედი აძლევს ძალას, თორემ ამდენი ხანი ვერ შეძლებდა ფეხზე მყარად დგომას..
-მართალი ხარ.. მოიცადე ეს რა ალბომები გაქვს გადმოლაგებული..?
-ძველი..ძველი ფოტოებია.. ჩემი ახალგაზრდობის, ჩემი შვილის.. დისშვილების და მოკლედ.. ვისი აღარ..
-ცოტა დამათვალიერებინე რაა..
-აიღე და დაათვალიერე..-ალბომი გადმოიღო და დათვალიერება დაიწყო, თან ეკითხებოდა სად იყო გადაღებული, სურათის გასაცოცხლებლად სჭირდებოდა, მხოლოდ ფოტოების დათვალიერება რას კმარა არაა..?
-შენი შვილია..? რა საყვარელია..
-ისე ვერ გავივლიდი ეზოში, ვინმეს არ აღენიშნა როგორი ლამაზი ბავშვიაო.. რა დრო იყო..
-აქ ფაფარი აქვს ჩამოფხატებული..?
-თავიდანვე ჰქონდა ცეკვისკენ მიდრეკილება.. ან ჩვენ გვინდოდა ჰქონოდა..
-ადრე ახსენე.. ცეკვას გაჰყვა არაა..?
-მოიცა რამდენიმე ფოტო მაქვს კონცერტების დროს გადაღებული.. - იქვე კარადიდან გადმოიღო ფოტოები..- ნახე ჩემი ნიკო..
-რა ლამაზი ფოტოებია..- რამდენიმე ფოტო ისე დაათვალიერა ვითომ არაფერი, შემდეგ კი თითქოს გონება განათდა ერთი კონკრეტული ფოტოს დანახვისას.. ყველაფერი ეცნო.. ტანისამოსი, გარემო.. წამიერად დაბნეულს მაშინვე გაახსენდა ყველაფერი, ფოტოზე ხომ ის ბიჭი იყო გამოსახული, რომელიც წლების წინ მოსწონდა... ვის გამოც კონცერტებზე დადიოდა..
-რა სახე გაქვს..? მოხდა რამე..?
-მგონი ამ კონცერტზე ნამყოფი ვარ..
-შეიძლება ჩემი შვილის ცეკვაც ნახე..
-დარწმუნებული ვარ..ვნახავდი..- წლების წინ კი აქვს ნათქვამი ვიღაც მოსწონდა.. ახლა..? რა უნდა უთხრას..? დიდი ხნის წინ შენი შვილი მომწონდაო..? როგორი უხერხულია არაა..? თქვენ როგორ მოიქცეოდით..? რამეს იტყოდით თუ გაჩუმებას არჩევდით..? შორენასი არ ერიდება, იცის გაეცინება კიდევაც.. ამიტომაც ჯერ ის გაახსენა მაშინ რომ უთხრა და ისე სასხვათაშორისოდ ახსენა, მგონი შენს შვილზე ვიყავი შეყვარებულიო..
-თუთა არ გადამრიო..- გაეცინა..- მაშინ იმ ისტორიებს საკუთარ შვილზე ვისმენდი და არ ვიცოდი..?
-რას წარმოვიდგენდი..?
-თორემ არც მეტყოდი არაა რამეს..? ნიკოს გაეცინ..
-არა, შორენა იცი როგორი უხერხულია..? გთხოვ არაფერი უთხრა..
-კარგი კარგი.. ერთხელ მაინც როგორ ვერ შეხვდით ერთმანეთს..? რა იცი და როგორ განვითარებულიყო მოვლენები..
-წარსულზე ვერ ვიფიქრებ, როდესაც უკვე მყავს გვერდით ჩემი ადამიანი..
-როგორ მინდოდა ჩემი ნიკოს გაცნობა შენთვის ვერ წარმოიდგენ.. შენ აქამდე სულ უარს მეუბნებოდი..
-კარგი აღარ გვინდა მაგ თემაზე.. არ გინდა შენი გიტარა გადმოიღო და რამე დაუკრაა..? ძალიან მომენატრა შენი მოსმენა..
-გიტარა გაფუჭდა და ნიკოს აქვს წაღებული გასაკეთებლად..
. . .
-ამელია..
-არ იყო საჭირო მოსვლა, სულ ჩემს გვერდით ყოფნას ვერ შეძლებ..
-ვერ შევძლებ.. თუ არ გინდა შენს გვერდით ვიყო..?
-თუ რამე უნდა დამემართოს, დამემართება..
-ასე უდგები ცხოვრებას..? საკუთარ თავს საერთოდ არ უფრთხილდები..?
-არ ვიცი.. აღარაფერი ვიცი..
-წავიდეთ..? - კიბეების დასასრულს ელოდება დათა, მაგრამ თითქოს ამელია მასთან მისვლას არ ჩქარობს..
-შეიძლება კიდევ ცოტახნით.. ცოტახნით უბრალოდ სახლში არ წავიდეთ..? თუ რა თქმა უნდა.. გცალია..
-რა გაეწყობა.. თქვენს შემდეგ..
-თუ გაყოვნებ საჭირო არაა..
-შენ მაგაზე არ უნდა ნერვიულობდე.. - გზას გაუყვნენ..
-დაკავებული ხარ..- დათას გაეცინა..-სასაცილო ვთქვი რამე..? არ მინდა ხელი შეგეშალოს.. შეწუხდე.. ჩემს გამო..
-მინდა ხელი შემიშალო.. შემაწუხო.. ამისთვის შემიძლია დრო გამოვითავისუფლო.. დამწუხრებულს ვგავარ..? ისე ხომ არ გამოვიყურები თითქოს სადმე მეჩქარება..?
-ნორმალური არაა ვიღაცას უთხრა, რომ გინდა ხელი შეგიშალონ..შეგაწუხონ.. იცი ეს ხომ..? - მკრთალად გაიღიმა ამელიამ..
-ამელია ჯაში.. დათა ჯიქიასთვის ვიღაც არ არის.. იცი ეს ხომ..? - ამელია მაქსიმალურად ცდილობს არ შეიტყოს.. დააიიგნოროს დათას ნათქვამი.. ამაზე არაფერს ამბობს, მაგრამ არის კი საჭირო..?
-ხომ არ აპირებ ჩემს განრიგს მოერგეო, დაცვის როლი შეითავსო..? წინასწარ ჩაგიგდებ განრიგს, არ შეწუხდე დარეკვით და გარკვევით სად ვარ..
-დარეკვის მიზეზი აღარ მექნება და ეგ არ მაწყობს..
-მიზეზი გჭირდება საერთოდ..?
. . .
მალევე გამოძიება ოფიციალურად განახლდა.. დამალვას აზრი აღარ ჰქონდა ვინაიდან მკვლელმაც შესანიშნავად იცის ყველაფერი, თუ ბოლოს მომხდარ მოვლენებს გავითვალისწინებთ.. ჯერ მაინც არ ამბობდა დათა ყველაფერს, რაც მხოლოდ მან და ამელიამ იციან.. არავინ იყო სანდო..
თითოეული ადგილი შემოიარეს რუკაზე მონიშნული... დანარჩენი ადგილების მონახულება არაფრის მომცემი აღმოჩნდა.. თითქოს მათ ცხვირწინ იყო ყველაფერი და ისინი ვერ ხედავდნენ..
სიტუაცია საეჭვოდ მიწყნარდა, იმდენად რომ გრძნობ რაღაც საშინელი უნდა მოხდეს და ეს სიმშვიდე გხუთავს, სუნთქვა უბრალოდ შეუძლებელი ხდება..
-ამელია რამ ჩაგაფიქრა..? - დათას ხმამ გამოაფხიზლა..
-ლექტორია ერთი.. ყველაფერს გავიღებდი ახლა მის სემინარზე დასწრება არ მიწევდეს..
-რთული ლექტორები როდიდან გაშინებენ..?
-არ მაშინებს.. უბრალოდ.. - შეხედა და არ იცოდა უნდა გაეგრძელებინა თუ არა საუბარი..- არ ვიცი როგორ ავხსნა..
-მოსწონხარ და ამის გამო თავს არაკომფორტულად გრძნობ..?
-საიდან.. მთლად მასეც არაა.. ესე აშკარად არა..
-აშკარა ყოფილიყო, მტკიცებულებების თანხლებით დამიჯერე აღარ გასწავლიდა..
-მყავს ლექტორები, რომლებიც ზედ გვყვებიან, ყურადღებას იჩენენ და ეს უცნაურ გრძნობას არ მიტოვებს.. მაგრამ მის შემთხვევაში კითხვის ნიშნები მრჩება.. იქნებ მეჩვენება.. იქნებ მე ვაზვიადებ და რეალურად არც არაფერია..
-დამიჯერე ამ დროს შენი ინტუიცია არ ცდება.. ეს კითხვის ნიშნები ჰაერიდან არ მოდის..
-ჩემს ძმასაც ასწავლიდა.. არც მას მოსწონდა..
-შენს ძმას ასწავლიდა..?
-კითხულობს ხოლმე.. მის საქმეზე რამე ახალი ხომ არ ისმის.. როგორ ვარ და ასე შემდეგ..
-მოიცადე მოიცადე.. აქამდე საქმე ხომ ოფიციალურად დახურული იყო, რატომ კითხულობდა სიახლეებს..?
-არ ვიცი.. ყოველთვის ვფიქრობდი, დიდი დრო დამჭირდა ამის გადასახარშად და ეს მეტყობოდა.. უნდოდა.. არ ვიცი მე..
-მის შესახებ ყველაფერს გავიგებ და არ გეგონოს რამე გამომრჩება მხედველობიდან..
-რის გაკეთებას აპირებ..?
-სამწუხაროდ პირველი არ იქნები მის ისტორიაში.. ეს კი გვაძლევს შესაძლო ადამიანებს, რომლებსაც ჩვენების მიცემა შეუძლიათ..
-ხომ გითხარი, შეიძლება..
-გეჩვენება..? მაგას ნუ გამიმეორებ ძალიან გთხოვ.. ეს ასეთი ადამიანების მანიპულაციის ხერხია.. დაგაჯერონ ცდები.. საკუთარ თავში დაგაეჭვონ.. ამელია შენს შემთხვევაში ეს არ მოხდება..
. . .
-წინ კარგია, მაგრამ კულისებიდან ყურებას სულ სხვა ხიბლი აქვს..
-თუთა მოიცადე და შენ კულისებში რა გინდოდა..? ბოლოს როდის იყავი საერთოდ..?
-დიდი ხნის წინ.. ოღონდ მაშინ შევიპარე..
-შეიპარე..? იმ ბიჭის სანახავად არაა..? -გაეცინა..
-ნუ დამცინი, მაშინ სერიოზულ დარდებში და განცდებში ვიყავი..
-მომიყევი რაა..
- სასწაული იყო, არ ვიცი რას დავაბრალო, შეიძლება ჩემს ბავშვურ განცდებს, მაგრამ დამიჯერე, მანამდე ასე არ უცეკვია, თითქოს თითოეულ მოძრაობას გრძნობდა.. ოღონდ დღემდე ვერ ვხსნი, დასასრულს რამდენიმე წამში რა მოხდა..
-რას გულისხმობ..?
-როგორც კი დასრულდა, ხალხის ტაშის ხმამ გადაფარა იქაურობა.. ის კი.. იმედგაცრუებული იყო..
-შემდეგ მოტრიალდა და შენ დაგინახა არაა..
-არამოანტიზებ..ასეც არ ყოფილა.. სხვებთან ერთად ბრუნდებოდა.. წამიერად დამინახა თუ არა იქიდან გამომაბუნძულეს.. ზუსტად მაშინ შეამჩნიეს, ვიღაც ზედმეტი იყო.. ის ვინც იქ არ უნდა ყოფილიყო.. ახლა მეცინება და მაშინ ისე მეწყინა.. არადა ისე დავიბნეოდი შეიძლება თავად გავქცეულიყავი..
-უკვე ეჭვიანობას ვიწყებ..-ხუმრობით გადაულაპარაკა..
-ჩემი ბავშვობის სიყვარულზე..?
-ბავშვობის პირველ სიყვარულზე..
-მე რომ დამცინი, შენზე მომიყევი..
-მოგიყვები ოღონდ ცოტა მერე..
-ის მაინც მითხარი წერილის სად ვიპოვი..?
-თუ ვერ შეამჩნიე, ჩემი რა ბრალია..?
-სპეციალურად გაკვირდები ხოლმე და ვერასდროს ვერ ვხვდები... ხან ჩემს ჩანთაში აღმოვაჩენ, წიგნში.. სახლში.. ოღონდ სიმართლე თუ გინდოდა, მეგონა თავიდან რამდენჯერმე მომწერდი და მალევე შეწყვეტდი..
-მე წერა მახარებს, შენ კითხვა..ორივე მოგებული ვრჩებით და რატომ უნდა შევწყვიტო..?
-მოგონებების ყუთში ყველას ვინახავ..
-მაგ ყუთს ოდესმე დამათვალიერებინებ..?
-ცოტა მერე..
-სამაგიეროს მიხდი არაა..
-პირველ სიყვარულზე როცა მომიყვები დავფიქრდები.. იქ შენი წერილების გარდა ბევრი რამ იმალება..
-ზედმეტ ადგილს არ იკავებს..? ცალკე ყუთი ხომ გჭირდება..?
-ისევ დამცინი.. გავატარებ.. უკეთესი თუ ცალკე ყუთი დამჭირდება.. ჩვენს შვილებს მეტი წასაკითხი ექნებათ..-როცა გაიაზრა რაც თქვა, უხერხულად გაიხედა რეჯისკენ..
-არ მითხრა იმაზე ფიქრობ როგორ წააკითხებ ჩვენს შვილებს წერილებს, რომლებსაც მე გიწერ..
-ზედმეტად ადრეა შვილებზე საუბარი..
-ახლაა ზედმეტად ადრე..? კარგი.. მაშინ არ გეტყვი სავარაუდო სახლებს, რომლებიც.. ჩვენი.. ჩვენი შილებისთვის მაქვს მოფიქრებული..
-არ არსებობს.. და მე მეგონა დროს წინ ვუსწრებთქო..
-შვილებზე ვფიქრობთ, ახლავე ყოლას ხომ არ ვაპირებთ..
-დიდი ხანი არაა რაც ერთად ვართ.. ფიქრობ ეგ ნორმალურია..?
-რა მნიშვნელობა აქვს ნორმალურია თუ არა..
-სახელებზე იხუმრე თუ მართლა გაქვს რამე მოფიქრებული..?
-წერილებზე იხუმრე..?
. . .
-არც მეგონა თუ ამ დროს მიპასუხებდი..
-ისე შემთხვევით დავხედე ტელეფონს თორემ საერთოდ.. საერთოდ არ გელოდებოდი..- მშვიდი ტონალობა მისწვდა დათას ხმას და სხვა მის ადგილას, ალბათ ვერც გაიაზრებდა, რეალურად ნაწყენი ესაუბრებოდა ამ წამს ამელია..
-ამ დანაშაულს აუცილებლად გამოვისყიდი.. მოგვიანებით..
-საქმეს ეხება..? რამე გაირკვა..?
- ანიკამ საქმე გადმოგცა.. ეს ხომ გახსოვს.. ამ საქმეს გადავხედე და იმ დეტექტივს დავუკავშირდი, რომელიც ამ საქმეზე მუშაობს.. საბოლოოდ დავითანხმე ყველაფერი გადმოეცა, რაც კი იმ საქმეს კავშირდება..
-შეიძლება ამან რამე მოგვცეს..?
-ნამცეცები დაგვიყარეს, რომელსაც წესით უნდა მივყოლოდით...ჩვენ ასე არ მოვიქეცით, ახლა დროა სრული სურათი დავინახოთ..
-შენ რომ არა ალბათ დიდი ხნის წინ შევეშვებოდი.. კიდევ არის რამე..?
-არ მინდა შუაღამისას დეტალებით გადაგღალო.. შევხვდებით და საუბარი განვაგრძოთ..
-მითიშავ.?
-ეგ არ მითქვამს.. საქმეზე საუბარს ვწყვეტ, ზოგადად შენთან კი არა..
-არადა ხმაზე გეტყობა გეძინება.. ხვალ დილით ადრე არ ხარ ასადგომი../?
-მთელი დღე.. მთელია არ მინახიხარ, შენთან არ მისაუბრია.. ძილი ცოტახნით კიდევ მოიცდის..
-დროის ამბავია როდის ჩაგეძინება..
-არ გამითიშო.. მართლა..
-დათაა.. ხომ იცი.. უნივერსიტეტს ვამთავრებ და..
-მოვალ.. საერთოდ რატომ კითხულობ..? გგონია შენთვის ამდენად მნიშვნელოვან დღეს გამოვტოვებ..?
-ხომ უნდა მეკითხა არაა.. იქნებ..
-შენი შეყვარებული თუ სწავლის დამთავრების ცერემონიალზე შენს გვერდით არ იქნება, უნდა დაშორდე ამელია..
-თუ არ მოხვალ შენივე სიტყვები დაგხვდება წინ.. იქნებ რამე ხდება, საკუთარ თავს ამდენად წირავ..?
-როგორ გიყვარს წინასწარ საშინელი სცენარების მოფიქრება..
-ამ შემთხვევაში კარგ სცენარზე გადავიდეთ მაშინ..
-უახლოეს მომავალში, ეგეც გაითვალისწინე..
-რას მთავაზობ..? დათა..გესმის..? -მიხვდა ჩაეძინა, თუმცა აღარც გაუთიშია ტელეფონი.. სანამ გათიშავდა თავადაც ჩაეძინა…
. . .
" ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო შემთხვევას შეუძლია უღრმესი და თავდაუღწეველი სიყვარული დაბადოს. და საერთოდ, სიყვარული მუდამ ასეთ უბრალო და შეუმჩნეველ დეტალებზე აღმოცენდება ხოლმე.- ჯემალ ქარჩხაძე "

მუსიკა მაღალ ხმაზე აქვს თუთას აწეული და საჭმელს ამზადებს.. განსხვავება ისაა, შორენასთანაა ის კი სახლში არაა.. ძველი ყველასგან დავიწყებული რეცეპტი საიდან გამონახა ვინ იცის და ბედნიერად ჩაჰკირკიტებს გახუნებულ ფურცელს რამე ხომ არ გამორჩა.. თან სიმღერის ტექსტს ჰყვება.. კარის ხმა გაიგო თუ არა ცოტა დაუწია სიმღერას, ძლივს რადგან სახე...ხელები ფქვილიანი აქვს.. შორენამ უთხრა მე ესე ხომ არ ვიჯდები, რამეს გავაკეთებო, თუმცა რამდენიმე პროდუქტი დააკლდა და უცებ ჩავირბენო.. ვერ გადაარწმუნა და შემორჩა..
-დეე ნახე რა გიყიდე.. ძველი კი გავაკეთე, მაგრამ ახალი უფრო უნდა მოგეწონოს.. სამზარეულოში ხარ..? -თან შევიდა კიდეც შიგნით.. დედამისს ელოდა და ამ სანახაობის მომსწრე თუ გახდებოდა, არ ელოდა..
-აქ რას აკეთებ..?
-მე რას ვაკეთებ..?- გარშემო მიმოიხედა თითქოსდა იმის დასარწმუნებლად, სახლი ხომ არ შემეშალაო..
-კი რეჯი.. აქ რას აკეთებ..?
-დედაჩემთან მოვედი.. რას უნდა ვაკეთებდე.. და შენ..?
-ჩემი მეგობარი.. ხომ მოგიყევი არაა...
- დედაჩემთან მეგობრობ..? როდიდან..?
-რაც თავი მახსოვს.. მოიცადე.. შორენა დედაშენია../?
-გახლავს..
-არა ეგ შეუძლებელია.. ვერ იქნება..
-და რატომ..?
-მის შვილს ნიკო ჰქვია.. -რეჯის გაეცინა..
-ნიკო ჩემი პირველი სახელია.. სრულად თუ ვიტყვით.. ნიკოლოზ რეჯებ მესხი.. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა..
-ხუმრობის დროა..?
-რა სახე გაქვს..?
-მართლა ნიკო ხარ..? მართლა მართლა..
-მართლა მართლა თუთა, აბა შენი აზრით აქ რა მინდა..? ასეთი დაუჯერებელი რა არის..?
-ნიკო..ნიკო ჩემი.. პირველი სიყვარულია.. მოიცადე.. საერთოდაც არ გაგკვირვებია.. იცოდი..?
-პირველივე შეხვედრაზე გიცანი..
-მიცანი რა ნიშნავს..?
-შენს თავს რა დამავიწყებდა, ზოგადად პირველ სიყვარულს ესე მარტივად ვერ ივიწყებენ.. ჩემთან როცა მოხვედი მეგონა მეჩვენებოდა.. მაგრამ ცეკვის დროს შენს თვალებს როცა გადავაწყდი საბოლოოდ დავრწმუნდი, შენ იყავი.. მაშინაც ზუსტად ის განცდები მქონდა, სცენაზე გამოსული სულ შენ რომ დაგეძებდი..
-რატომ არ მითხარი..?
-თავიდან მინდოდა მეთქვა, შემდეგ მივხვდი არ გახსოვდი და უცნაური იქნებოდა ამაზე საუბრის დაწყება..
-ამიტომაც იყავი ბედნიერი როცა გიყვებოდი..?
-აბა სხვა შემთხვევაში რომელი შეყვარებული აიტანს სხვაზე ასეთი აციმციმებული თვალებით საუბრობდე..?
-ყველაფერი უნდა მომიყვე დეტალურად.. გაბრაზების დრო ჯერ არ მაქვს, მერე გაგიბრაზდები არაფერი რომ არ გითქვამს..
-რა გაინტერესებს..?
-მაშინ კულისებში როცა შემოვიპარე.. იმედგაცრუებული რატომ იყავი..? რამე მოხდა..? სანამ თავიდან დავიწყებთ.. მაინტერესებს..
-მოვინდომე ისე როგორც არასდროს, რადგან იმედი მქონდა მიყურებდი.. დასარულს კი ვერ დაგინახე, იმედი გამიცრუვდა..შენ რა.. ტირი..?
-არაა.. საიდან..-ამოისლუკუნა და ცრემლები გადმოსცვივდა..
-მიყვარს ყველაფერზე გული, როგორ გიჩუყდება..- ჩაეხუტა.. თუთამ კი გვიან გაიაზრა, ჯერ კიდევ ფქვილიანი გახლდათ..
-დაისვარე..არც გამხსენებია.. - მცდელობა არ ჰქონია მოშორებულიყო, ისე თითქოს ვალის მოსახდელადღა ახსენა, არადა უფრო მოეხვია..-არ დამცინო, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს თითქოს პირველად გეხუტები.. მაშინ დამიბრუნდი, როდესაც ძებნა შევწყვიტე..
-ასეთს თუ გნახავდი, მგონი მართლა ჯობდა აქამდე მეთქვა..- სწორედ ამ დროს გაიაზრა ორივემ, შორენა უკვე დაბრუნებულიყო.. ახსნაც ვერ მოსთხოვა ვერცერთს იმდენად გაკვირვებული იყო..
-დედა..
-როდის მოხვედი..? აქ.. ამდენად დიდი ხანია წასული ვარ..?
-ხომ გინდოდა ჩემი შეყვარებულის გაცნობა..?
-მინდოდა..
-ჰოდა გაიცანი.. თუთა მალაშხია, შენი უძვირფასესი შვილის მიჯნური..
-უნდა დავჯდე..
-ჩამოჯექი ჩამოჯექი, დრო გვაქვს სიტუაციის გასარჩევად..
-წესიერად ამიხსენით რა ხდება..
-შორე.. დღეს გავიგე, ჩემი..ჩემი შეყვარებული.. შენი შვილია.. არ მეგონა ამ სიტყვებს თუ ოდესმე ვიტყოდი..
-ახლახან არ მითხარი წლების წინ ბიჭი, რომ მომწონდა შენი შვილიაო..? შეყვარებული როდის გახდა..?
-კარგი რაა თავიდანვე გიყვებოდი ყველაფერს.. უბრალოდ მას როგორც რეჯის ისე ვიცნობდი და იმდენად შეიცვალა მასში პატარა ნიკო ვერ ვიცანი..
-ამდენი ხანია ვცდილობ ერთმანეთს შეგახვედროთ.. გაგაცნოთ.. და არსაიდან მეცხადებით ერთად..? მშვენიერია.. ნამდვილად მშვენიერი..
-რა ვიცოდი ჩემი თუთას გაცნობა თუ გინდოდა..
-შენი არაა..? - სიცილი ვეღარ შეიკავა შორენამ, არადა მთელი დღე ვერაფერმა გამოუკეთა ხასიათი..
-შენ დაამთავრე რასაც აკეთებდი.. ყველაფერი მოვიტანე და უცებ გავაკეთებ..
-რამდენი ხანია შენი გაკეთებული არ მიჭამიაა..
-ამას წინათ არ იყავი ჩემთან..?
-შემოვირბინე ფაქტობრივად, ეგ არ ითვლება..
-ახლა სულ დარჩება და ეგაა..- ერთდროულად გახედეს რეჯის..შემდეგ ერთმანეთს და ბოლოს მაინც გაეცინათ..
-რეჯი საჩუქარი არ უნდა გამოიტანო..? - რეჯიმ მართლაც გამოიტანა გიტარა, რომელიც შორენას მხედველობიდან გამორჩა.. გახარებულმა შვილს გადახევია და მადლობაც გადაუხადა.. იქვე ახლოს დადო, ცოტა მერე გამოგვადგებაო..
პატარა სუფრაც უცებ გაიშალა.. დასხდნენ და ღიმილით გადახედა შორენამ ორივეს.. რას წარმოიდგენდა..? წარსულში დაბრუნდა.. ახლა ფიქრობს და ამდენი წლის განმავლობაში მათი გზები არ გადაკვეთილა, თითქოს დაუშვებელი იყო მათი არსებობა ერთი სივრცეში.. რამდენჯერ ასცდნენ ერთმანეთს, სულ რაღაც რაოდენისამე წამითაც კი..
"- ნიკო მოიცადე, სხვა ჯგუფები შევსებულია, ერთი გოგო მყავს, იმასთან დაგსვამდი და უცებ გაიხსენებ რაც იცი..
-არ მინდა, შენ ნუ გეშინია დაკვრა არ დამავიწყდება..
-კარგად დაფიქრდი..
-მეჩქარება, მე წავედიი.. -შენობიდან ერთი გადის მეორე შედის, ერთმანეთს არ ხვდებიან.. "
სადაცაა ერთი გადაუხვევს ქუჩას, მეორეც.. წესით ერთმანეთის პირისპირ უნდა აღმოჩნდნენ, მაგრამ ზუსტად ამ დროს ერთ-ერთს გამვლელი აჩერებს და მხოლოდ ერთი აგრძელებს იმ ქუჩაზე სიარულს..
წლები გრძელდებოდა ასე, სანამ საბოლოოდ ისევ არ გადაიკვეთა მათი გზები.. ახლა კი აქ ვართ..
შორენამ როგორც იქნა ახალი გიტარა ააწყო და უკრავს, თუთა ღიღინებს.. ზარი არღვევს იდილიას.. შორენა აივანზე გადის და პასუხობს..
-არადა როგორ გეშინოდა დედაჩემის გაცნობის..
-შენ იხუმრე და გამიმართლა..
-დედაჩემი მაინც დიდხანს არ დაასრულებს საუბარს, წამოდი რაღაც უნდა გაჩვენო..
-შენი ძველი ოთახი..?
-აქ აღარ ვცხოვრობ, მაგრამ არაფერი შეუცვლია..
-გამოდის ნიკოს ოთახში ვარ..
-ისე ახსენებ ნიკოს, მგონია სულ სხვა ადამიანზე საუბრობ..
-ჯერ ვერ გაკავშირებთ ერთმანეთთან, მაცადე გადავხარშო.. - რეჯიმ კარადიდან პატარა ყუთი გადმოიღო..-ეს რა არის..?
-შენ გეკუთვნის, დიდი ხნის წინ უნდა მომეცა..- თუთამ ყუთი გახსნა და თვალებს არ დაუჯერა..
-სწორად მივხვდი..? ნუთუ ეს..
-წერილები, რომლებიც ჩემს პირველ სიყვარულს დავუწერე და ვერ გადავეცი.. როგორც შენ იტყოდი ნიკოს დაწერილია..
-ამდენი ხანი ინახავდი..?
-დამენანა გადასაგდებად.. კიდევ კარგი შემოვინახე, რადგან საბოლოოდ მიაღწია ადრესატამდე.. შენამდე თუთა..
-ხვდები ეს რას ნიშნავს..?
-რას..?
-ზედმეტად კარგი ისტორია გვაქვს შვილებისთვის მოსაყოლად..-რეჯის გაეცინა.. თუთამ კი გახსნილი ყუთი დახურა..-ოღონდ ახლა ვერ წავიკითხავ, ვიცი ამეტირება და მერე მართლა ვეღარ გავჩერდები.. რეჯი..მადლობა წერილებისთვის..
-ჯერ არ წაგიკითხავს, იქნებ საშინელებები წერია..- რეჯის ღიმილი არ მოშორებია
-შენ იხუმრე და ვერ წარმოიდგენ ჩემთვის რამდენს ნიშნავს..-ყუთი გვერდით გადადო და ჩაეხუტა..
. . .
-თუთაა, გჯერა დღევანდელმა დღემ ასე მალე ჩაიარა..?
-დღევანდელმა დღემ თუ ბოლო ოთხმა წელმა..? არ მჯერა.. ქუდების აფრიალებამდე ერთი ჩვეულებრივი უნივერსიტეტის დღე მეგონა..- დღის დასასრულს, ორი ჭიქა ღვინის თანხლებით ისხდნენ აივანზე..
-დრო სწრაფად გავიდა.. მიხარია, მთელი ამ დროის მანძილზე, ჩემს გვერდით იყავი..
-მეც.. ამ დღეზე ვოცნებობდით..ერთად..
-და აი აქ ვართ.. მეუცნაურება..
-ახლიდან უნდა გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას..რის გაკეთებას ვაპირებთ..
-ჯერ არა.. სულ ცოტახანს მინდა ამოვისუნთქო თუთა.. აკადემიური სტრესისგან ოდნავ მაინც გავთავისუფლდე..
-შენი მესმის.. როგორც შენთვის უკეთესი იქნება, ისე უნდა მოიქცე.. ოღონდ ახლა მაშინებ..
-რატომ..?
-შენს თეთრ კაბას ამ ღვინით ნუ დასვრი..
-არა ვფრთხილობ.. ისე ეს კაბა გახსოვს../?
-სკოლის დამთავრების დღეს გეცვა..
-მაშინ ჩემი ძმაც იქ იყო..
-რთულია არა მის გარეშე, განსაკუთრებით დღეს..
-ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა დღეს ჩემს გვერდით, რომ ყოფილიყო.. - ზარი იმდენად მოულოდნელი იყო..შეეშინდა..-გისმენ.. საჩუქარი..? ხვალ ვერ მომცემ..? კარგი კარგი ჩამოვალ..
-ვინ არის..?-იკითხა თუთამ ჩურჩულით..ამელიამ კი ტელეფონი მიაბრუნა და აჩვენა.. თუთამ როგორც კი სახელი ამოიკითხა, გაბრაზდა..როგორც ზარი გაწყდა უთხრა.. -სერიოზულად ჩახვალ..? დღეს არც კი მოსულა..შენს გვერდით არ იყო..
-მალე დავბრუნდები..-თუთას გადაეხვია და სახლიდან მალევე გამოვიდა.. კიბეებზე ჩასვლის მომენტში ისევ შემოვიდა ზარი, ამჯერად დათასგან.. უნდოდა ეპასუხა..მაგრამ თვალები მაგრად დახუჭა და გაუთიშა..
ეზოში გაჩერებულ მანქანაში ჩაჯდა.. მიესალმა..გადაეხვია და მანქანაც დაიძრა..-სად მივდივართ..?
-ნახავ..-ზუსტად არც ახსოვს რამდენი ხანი იმგზავრეს.. მაშინღა გადახედა გვერდით მჯდომს, როდესაც მანქანა გაჩერდა.. მიუხედავად იმისა გვიანი იყო, ადგილი ეცნო და აღარ უკითხავს სად იყვნენ.. მანქანიდან გადმოვიდნენ..
-დიდი ხანია ამ ადგილას არ მოვსულვარ..
-ლიაკო..იცანი არაა..
-ვიცანი..გონია დამავიწყდებოდა..? მე შენ და ჩემი ძმა აქ რამდენჯერ ვყოფილვართ, მის გარეშე ეს ადგილი უბრალოდ ცარიელია და..
-მის გარეშე მოსვლა არ გინდოდა.. გასაგებია..
-საჩუქარს კიდევ დიდ ხანს უნდა ველოდო..?-ილოს ჩაეცინა და ყუთი გაუწოდა.. ამელიამ ყუთი გახსნა..- გვირგვინი..?
-ხომ დაგპირდი არაა..?
-მადლობა.. არ მჯერა.. საჭირო არ იყო..
-შენთვის არაფერი არ მენანება ლიაკო..- ამელია მაქსიმალურად ცდილობს ბუნებრივად გაიღიმოს, თითქოს არაფერი ადარდებს..
-ჩემმა ძმამ ჩემი თავი შენ ჩაგაბარა.. ჩემთვის მეორე ძმასავით ხარ ილო..
-რას ნიშნავს ძმასავით..?
-რა მოხდა..? რამე ისე არ ვთქვი..?
-პატარები ხომ აღარ ვართ არაა..?
-ეს რა შუაშია..? ცუდად რატომ მიიღე.. ?
-თავადაც იცი..
-რა ვიცი.. საერთოდ რაზე საუბრობ..?
-მართლა ფიქრობ, როგორც დას ისე გიყურებ..? ბრმა ხარ..? გგონია ამდენი რამ მაგიტომ გავაკეთე..?
-რატომ ბრაზდები..? მე არაფერი მითხოვია.. არც ეს გვირგვინი..
-ამდენი ადამიანი გვიშლიდა ხელს.. ყველა ჩამოვიშორე..ჩვენთვის.. შენ კიდევ რას მელაპარაკები საერთოდ..?
-რას ნიშნავს ჩამოიშორე..?
-მითხარი, ხუმრობ..? არ გიგულისხმია არაა..? შევძლებთ ერთად ყოფნას ლიაკო.. უბრალოდ დათას უნდა მოვუხერხოთ რამე..
-მე შენს მიმართ არანაირი გრძნობა არ გამაჩნია ილო.. არანაირი.. საიდან შეთხზე ეს ზღაპრები, თითქოს ჩვენ ვინმე ხელს გვიშლიდეს ურთიერთობაში..? იმიტომ რომ " ჩვენ" არ არსებობს..
-ამას ნამდვილად არ ამბობ..
-ვამბობ.. მგონი სულ გადაირიე.. - სულ რაღაც ერთი წამი დასჭირდა უხილავი ნიღბის მოსახსნელად ილო ადამიას.. იცოდა..ელოდა ამელია და მაინც იმდენად ესხვანაირა შეეშინდა.. ძლიერი ქალისგან, რომელიც აქამდე მოიყვანა, ისევ იმ პატარა გოგოდ გადაიქცა, სკოლის ზეიმზე სიმღერის ტექსტი, რომ დაავიწყდა..
-უმადური ხარ, არ აფასებ რაც შენთვის გამიკეთებია.. ჩვენი სიყვარულისთვის..
-მე არ მახსოვს..ასეთი რა გააკეთე, რომ მაყვედრი..? საერთოდაც არაფერი გაგიკეთებია.. საერთოდ არაფერი..
-მე არ გამიკეთებია არაფერი..? კარგად დაფიქრდი, სანამ ილაპარაკებ..
-ვითომ იბრძვი, არადა უაზროდ იქცევი.. არაფრის მაქნისი ხარ..
-შენს გამო..იცი მაინც რამდენი ადამიანი გამოვასალმე სიცოცხლეს..? - ილომ ამელიას ხელი ჰკრა და დაბლა დააგდო..- თავიდან მართლა მეგონა რამე გამოგვივიდოდა.. შენს ძმასაც ვუთხარი.. თავიდან მიღება გაუჭირდა, შემდეგ გახარებულიც კი იყო..
-რა შეიცვალა..?
-მის ახლო მეგობართან გადავიკვეთე.. არ მინდოდა მართლა არ მინდოდა, მაგრამ უბედური შემთხვევა მოხდა და სხვა გზა აღარ დამიტოვა.. შენი ძმა კი ამ საქმეს არაფრის დიდებით არ მოეშვა, ვთხოვდი თავი გაენებებინა მისივე კეთილდღეობისთვის.. საბოლოოდ კი არ დამიჯერა.. ბოლოს ჩაიდინა სისულელე, თორემ ჭკვიანი იყო.. იმდენი თხარა ჩემამდეც მოვიდა.. მეუბნებოდა მეღიარებინა.. ვერაფრით გადავარწმუნე.. ეცადა ჩვენ შორის ჩამდგარიყო, დავეშორებინეთ.. არ გამოუვიდა.. დამარცხდა..
-შენც დაჭრილი არ იყავი..? შემდეგ ორი კვირა კომაში..
- ზედმეტად საეჭვო სიტუაცია იყო, მაქსიმალურად უდანაშაულო უნდა გამოვჩენილიყავი..
-საკუთარი თავი დაიზიანე..? იმ მდგომარეობამდე მიიყვანე შენი თავი.. ეს როგორ შეძელი..?
-თავისუფლებისთვის რას არ იზამს კაცი ლიაკო.. - მიუახლოვდა.. დაიხარა..
-რას..რას მი..მიპირებ../?
-თუ ჩვენი სიყვარული ფუჭია.. გგონია დათასთან ბედნიერად ყოფნის საშუალებას მოგცემ..? ცხოვრებას ბედნიერად ჩემს გარეშე არ გააგრძელებ... ამას არ დავუშვებ..გესმის..? არ დავუშვებ..გულის ჯიბიდან დანა ამოიღო და პირველი ჭრილობა მიაყენა.. უნდოდა ეყვირა, დახმარება ეთხოვა, ამელია კი უბრალოდ დუმდა.. ფიზიკურად ვერ ახერხებდა ხმის ამოღებას.. ყველაფერი ზედმეტად სწრაფად მოხდა.. გამწარებულმა ილომ, რომელმაც წლების წადილი ვერ აიხდინა, უარი მიიღო.. პირველად გადაუხვია ჩვეულ ხერხებს.. აღარ მიყვებოდა წესებს, საკუთარ თავს, რაც დაუწესა.. აღარც სიფრთხილეს ჰქონდა მნიშვნელობა.. რამდენჯერმე ჩაარტყა დანა.. ელაპარაკებოდა.. ამელიას ადანაშაულებდა და არცერთი წამით საკუთარ თავს, რადგან სულ ერთი წამით მაინც, რომ გაჩერებულიყო, ამელიას თვალებისთვის შეეხედა.. ვინ იცის იქნებ მასში რაიმე ადამიანურს, თუ რაღა თქმა უნდა შემორჩა.. უკან დაეხია.. გაეფიქრა მაინც, რამდენად შეტოპა.. რამდენად არასწორი იყო მისი ქმედებები.. მაგრამ არ მისცა საკუთარ თავს ფიქრის.. გაჩერების საშუალება...
ამასობაში ამელიამ კონტროლი დაკარგა.. თვალები ეხილა.. ფიქრობდა.. სამაგიეროდ..მოძრაობა აღარ შეეძლო.. ილომ ხელში აიყვანა და იმ ნავში ჩააწვინა, რომლითაც გასეირნება ჰქონდა დაგეგმილი, რომანტიკული საღამოს გატარება.. ამასთანავე ამელიას ნანატრი დიპლომის აღების აღნიშვნა..
ნავი ნაპირს მოსცილდა თუ არა, ილომ ბოლოჯერ დახედა ამელიას და წავიდა.. თითქოს ვალი მოეხადოს, ხელები დაებერტყოს სრულიად მართალს..
ნავიდან ხელი უნებურად გადმოვარდა და წყალს შეეხო.. ამას თითქმის გათიშული, ოდნავ გამოაფხიზლა..
ყველაზე მეტად ის იყო უცნაური, რომ არცერთი მიყენებული ჭრილობა არ სტკენია ისე, როგორც ილოს ღალატი.. ფიზიკური ტკივილი უბრალოდ არაფერი იყო იმ ტკივილთან შედარებით რამაც ასე დაუმძიმა გული.. გული, რომელიც მალე შეწყვეტს ფეთქვას..
თქვენ შეძლებთ გაიგოთ როგორ გრძელდება ისტორია, ამელია კი ამას ვერ შეძლებს.. მან თავისი ნაწილი ახლახან მოგითხროთ.. რას ვგულისხმობ..? რა გგონიათ რა მოისმინეთ..? ხომ გაგიგიათ, ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარაო.. ეს ყოველივე არაფერი იყო გარდა ამელიას მოგონებებისა სიკვდილის წინ.. მისთვის რამდენიმე წუთი, თქვენთვის ვინ იცის..
რა იქნება მის შემდეგ..? როგორია ცხოვრება ამელიას გარეშე..?
. . .
დათამ თავს თვალი მოჰკრა თუ არა არც დაფიქრებულა ისე გადახტა ყინულივით ცივ წყალში.. ამელიას წესიერად ვერც შეხედა ისე გადმოიყვანა და უკან გამოცურა მასთან ერთად ნაპირისკენ..
ამასობაში ხალხით გაივსო იქაურობა.. სასწრაფო დახმარება, პოლიცია.. ყველა ამელიას დასახმარებლად..
მალევე გამოაცალეს დათას ამელია ხელიდან და საკაცეზე დააწვინეს.. თავად ვერ გაბედა პულსის გასინჯვა.. იმედის მომცემი თვალებით უყურებდა ექიმებს, რამეს მაინც ეტყოდნენ, ისინი კი თითქოს სპეციალურად დუმდნენ.. ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებოდნენ.. ამასობაში მანქანაში აიყვანეს..
-მეც მოვდივარ..
-არ შეიძლება..- ბეიჯი დაანახა.. დიდად აღარც უნდოდათ საქმის გართულება და მანქანაში აუშვეს.. უნდოდათ მისთვისაც დახმარების შეთავაზება, მაგრამ ვერაფერი თქვეს.. გზა გაიწელა..უსაშველოდ..
-ძალიან.სუსტია..ეცემა.. დეფიბრილატორი გაამზადეთ.. - გამაყრუებელი წრიპინის შემდეგ დათას აღარაფერი გაუგია.. თითქოს გაითიშა.. მაშინღა გამოფხიზლდა, როდესაც მანქანა გაჩერდა.. შენობაში შეიყვანეს..შემდეგ ლიფტში.. ლიფტიდან გამოსულებმა დათა გააჩერეს..
-აქ მართლა ვერ შემოგიშვებთ, დაგველოდეთ..-მათი შესვლა..თუთას, რეჯის და დანარჩენების გამოჩენა ერთი იყო..
-რა მდგომარეობაა..? -ვერ უპასუხა.. არ უნდოდა ეთქვა, არაფერი იცოდა, არაფერი შეეძლო ამ მომენტში.. მისგან დამოუკიდებლად ვითარდებოდა მოვლენები.. ერთმანეთს გადახედეს და მიხვდნენ სიტუაციის სიმძიმეს..
თუთა ტირილს ვერ წყვეტდა.. რეჯი მის დამშვიდებას ცდილობდა.. მაგრამ სანამ ამელიას მდგომარეობას არ გაიგებდა, რა დაამშვიდებდა..
დიდი დრო არ გასულა, როდესაც ექიმი გამოვიდა..
-ასე მალე..? რა მოხდა..?
-დავაგვიანეთ..
-ოპერაცია..
-საქმე ოპერაციამდე არ მისულა.. ვწუხვარ..- პირველი დათა შევიდა.. შორიდანვე თვალი მოჰკრა თუ არა ცრემლები წამოუვიდა.. მიუახლოვდა, ოღონდ შეხება ვერ გაბედა.. თითქოს ამის უფლება წართმეული ჰქონდა, რადგან მისი გადარჩენა ვერ მოასწრო.. თვალები მაგრად დახუჭა.. არ უნდოდა ამის დაჯერება..
-ჩემო..ჩემო ამელია.. - თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა ტირილი დაიწყო.. დაჭრილი ცხოველს ჰგავდა, რომელმაც არ იცის როგორ ამოიღოს ისარი.. ცხოველს რომელსაც არაფრის გაკეთება არ შეუძლია გარდა ტირილისა და ტკივილის განცდისა.. უყურებდა ამელიას.. თითქოს მძინარეს.. ვეღარ გაუძლო ასეთ მდგომარეობაში მის ყურებას.. გამობრუნდა, მაგრამ სანამ კარიდანაც გავიდოდა ბოლოჯერ შეხედა..

" მინდა, რომ ჩუმად რაღაცაა გითხრაა.. მიყვარხარ.. ბავშვივით წმინდაა.. ჩამჭიდე ხელიი.. შენთან მინდააა.. "
- ჭოხოები
. . .
ცოტახნით ადრე სანამ უბედური შემთხვევა მოხდებოდა, ამელია ილოსთან იყო სტუმრად.. ილო მაღაზიაში გავიდა და ამელიამ ტელევიზორის ჩართვა გადაწყვიტა.. პულტის მოძებნა დაიწყო.. გარშემო ვერ ნახა, იქვე ტელევიზორთან კომოდის უჯრა გამოაღო, ილო ტელევიზორს არც უყურებს და აქ ექნებაო შენახული.. თვალებს ვერ დაუჯერა რაც დაინახა.. სამაჯური, რომელიც ძმას აჩუქა.. სულ თან ატარებდა.. საავადმყოფოში აღარ ეკეთა, დროის გასვლის შემდეგ ილოს, ჰკითხა და მან კი ახსენა, რომ მკვლელმა გამოგლიჯა ხელიდან.. ეს სიტყვები გარკვევით ახსოვს..
პანიკამ მოიცვა.. პულტი ზუსტად იქ დადო სადაც იდო და დახურა.. ამას არ დაუმალავდა.. ეტყოდა, სამაჯური, მას ჰონდა.. მან კი დამალა.. თავს აქნევდა უარის ნიშნად.. არა ამას ხომ არ დაიჯერებს არაა.. დივანზე ჩამოჯდა..
- შეუძლებელია არაა.. იქნებ მომატყუა, უბრალოდ სამაჯური უნდ.... არა ასე არ მეტყოდა, გარკვევით თქვა.. ვეცადე გამომერთმიაო.. მაპატიე არ შემიძლია სამაჯური მაინც დაგიბრუნოო..- ამ დროს დაურეკა დათამ..-გისმენ..
-რა ხმა გაქვს..?
-არაფერია.. მოხდა რამე..?
-გახსოვს.. გეუბნებოდი ანიკას საქმეზე, დეტექტივს დავუკავშირდითქო..
-მახსოვს მერე..
-მისი მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე ყველაფერი იცვლება..
-რას გულისხმობ..?
-ანკას ფაილში შეცვლილია ქალაქი სადაც ეს გოგო მოკლეს.. ვითარება.. ყველაფერი ისეა ფაილში აწყობილი, სერიულ მკვლელზე ვიფიქროთ.. კონკრეტულად კი იმ ბიჭზე.. რეალურად ასე არ მომხდარა.. საერთოდაც ამ გოგოს არანაირი კავშირი არ ჰქონდა ანიკასთან.. ყველაფერი მოწყობილია..
-გამოდის ისევ არაფერი გვაქვს..?
-ცდები.. სხვა მკვლელობის საქმემდე მივედი, რომელიც რეალურად მიჩქმალული იყო.. დაახლოებით დროის იგივე შუალედში..
-ეგ მკვლელობა სად მოხდა..?
-ლივერპულში..რაც ძალიან უცნაურია, რადგან მსხვერპლი იქ არ ცხოვრობდა და ჩვენი მკვლელის მოქმედების არეალს ძალიან სცდება.. შევხვდეთ და დანარჩენ დეტალებს მოგიყვები..
-კარგი..- ეჭვები გაუქრა..თავს აჯერებდა ილოს უდანაშაულობაში, საერთოდ რაზე გამეფიქრაო, მაგრამ ამ დეტალმა ყველაფერი შეცვალა.. მანამდე საუბრობდნენ, ილოს თავგადასავლებზე, როდესაც საქართველოში არ იმყოფებოდა.. მან კი პასპორტი აჩვენა.. და ახსენა ლივერპული.. ამელიას განსაკუთრებით დაამახსოვრდა, ფეხბურთის სიყვარულიდან გამომდინარე..
ზუსტად ამ დროს დაბრუნდა ილოც.. ისე უღიმოდა, იმდენად ბედნიერი ჩანდა.. ზიზღის განცდა დაეუფლა.. როგორ შეეძლო ბედნიერი ყოფილოიყო, იმ ყველაფრის მიუხედავად რაც გააკეთა.. წამოდგა..-ილო მაპატიე..
-რამე გატეხე..?-გაეცინა..
-არა უნდა წავიდე.. დამირეკეს და მეჩქარება..
-ასეთი რა მოხდა..?
-მერე მოგიყვები, უნდა გავიქცე.. -დაემშვიდობა და წამოვიდა.. გული აუჩქარდა, ისეთი განცდა ჰქონდა თითქოს ვეღარ სუნთქავდა.. ჰაერზე გამოსვლამ ცოტა უშველა.. დათას დაურეკა.. მან კი აქვე ვარო, მანდვე დამიცადეო.. მოთმინებისგან გული ეწურებოდა.. დათა მალევე, მოვიდა.. მანქანიდან გადმოვიდა.. ამელიასთვის კარები უნდა გაეღო.. მან კი არ დააცადა და ჩაეხუტა..
-ვეღარ გადამარწმუნებ, ყველაფერი რიგზე არაა.. მითხარი რა მოხდა..
-ახლა არა.. ახლა არა..-თავად დათაც მოეხვია..
-ყველაფერი კარგად იქნება., ერთად მოვერევით კარგი..?
. . .
ნეტავ რომელია უარესი, ის ადამიანი დაკარგო, რომელთანაც მთელი ცხოვრება გაატარე, თუ ის რომელთან ერთადაც ნაბიჯები ახლახან გადადგი.. ? ბევრი იფიქრებს, მეორე უფრო მარტივია, ამ ადამიანთან ხომ შეიძლება ბევრი მოგონებაც არ გქონდეს.. რაც არ უნდა ყოფილიყო, დათას უფრო სტკიოდა ამელიასთან ვერ გატარებული წლები.. ყველა პატარა დეტალი, რომელიც შენს საყვარელ ადამიანზე მხოლოდ შენ იცი და სხვები ვერც ამჩნევენ.. გრძნობა თითქოს შენზე კარგად ამ ადამიანს არავინ იცნობს.. ეს არ ჰქონდა.. თითქოს ცარიელი დარჩა.. მასთან გატარებული დროის, მოგონებების გარეშე..
უამრავი სცენარი წარმოიდგინა, მასთან ერთად..
გადასარჩენად კი საქმეში გადაეშვა.. თითქოს ყველაფერი ჰქონდა და შედეგამდე ვერ გადიოდა.. მანამ სანამ ამელიას სახლს არ ესტუმრა.. ენატრებოდა და თითქოს იქ ყოფნით ნაკლებად გრძნობდა თავს მარტოდ.. თან საქმეზე ფიქრობდა.. ამელიას ძმის ოთახში შევიდა.. გარშემო მიმოიხედა და გაახსენდა როდესაც აქ პირველად შემოვიდნენ.. დამალული ადგილიც იატაკის ქვეშ.. თავადაც არ იცის რატომ მაგრამ ის ადგილი ისევ ნახა..
გაუკვირდა როდესაც ყუთის შიგნით სხვადასხვა ფაილი ნახა, ფაილებს ზემოთ კი კონვერტი წარწერით " დათას ".. კონვერტი გახსნა და წერილი ამოიღო..
" დათა.. თუ ამას კითხულობ, გამოდის ცოცხალი აღარ ვარ... ძალიან ვწუხვარ, არ მინდოდა მოვლენები ასე განვითარებულიყო, მაგრამ ეს უბრალოდ გარდაუვალია.. მე ვიცი ვინც არის მკვლელი, მაპატიე რადგან ვერ შევძელი შენთვის მეთქვა.. ალბათ იმიტომ რომ სანამ მის აღიარებას არ მოვისმენ არ დავიჯერებ.. არ მინდა დავიჯერო..
მკვლელი ილო ადამიაა.. რამდენადაც დაუჯერებლად არ უნდა ჟღერდეს ასეა.. მასთან ამდენად ახლოს, არ ვყოფილიყავი, ალბათ სამუდამოდ ამოუცნობი დარჩებოდა, მე კი მას იმაზე კარგად ვიცნობ ვიდრე თავად ფიქრობს.. როდესაც გავიგე ვინაა მკვლელი ყველაფერი ცხადი გახდა, ინფორმაციას რაც აქამდე შევაგროვეთ, დანიშნულება მიეცა.. თითოეულ მსხვერპლს შეგიძლია დაუკავშირო ილო, მაგრამ ეს საკმარისი არაა.. იმდენად სუფთად აკეთებს, კვალს არ ტოვებს.. ამიტომაც აღიარებაა აუცილებელი.. ამას კი მე მოგცემ..
ყველაფერი აქაა რაც გჭირდება.. ფაილები და მისი აღიარება.. მისგან აღიარებას მოვიპოვებ და მანამდე, აქ ნახავ მეილს და პაროლს.. ჩანაწერს ამ მეილზე გამოვაგზავნი..
შურისძიება არ მინდა, უბრალოდ აღარ მინდა შესაძლებლობა ჰქონდეს ვინმეს ავნოს.. თურმე როგორ მონსტრს მივიჩნევდი ძმად..
არ მინდა დაგემშვიდობო, მაგრამ მიწევს..
უკვე მენატრები... მაგრამ ჩემს გამო, ცხოვრება არ შეწყვიტო, ეცადე იყო ბედნიერი.. არ დანებდე სანამ ისევ კარგად არ იქნები.. გახსოვდეს გყავს მეგობრები და ოჯახის წევრები, შენს გვერდით ისინი იქნებიან..
რაც არ უნდა იყოს შენი თავის დადანაშაულება არ გაბედო.. შენ არაფერ შუაში ხარ.. ეცადე ხშირად არ გამიხსენო, მაგრამ მთლად ნუ დამივიწყებ..
შენი ამელია.. "
. . .
"რა მოხდებოდა თუ.." "იქნებ სხვანაირად დასრულებულიყო.." "ნეტავ მცოდნოდა.." "მხოლოდ ერთი შანსი.."
მსგავსი რამ გითქვამთ..? გინატრიათ..? ზოგჯერ ისეთი რამ ხდება შენს ან სხვის ცხოვრებაში, როდესაც იაზრებ რამდენად უსუსური ხარ, რადგან არაფრის..საერთოდ არაფრის გამოსწორება არ შეგიძლია უკეთესობისკენ.. ამ დროს ფიქრობ სად დაუშვი შეცდომა, როგორ მიხვედი იქამდე, როგორ შეიძლებოდა მოვლენები სხვანაირად განვითარებულიყო.. ნანობ მაგრამ აზრი არ აქვს.. ყველაფერს გააკეთებდი შანსისთვის...ასე არა..?
ახლა შეიძლება ფიქრობდეთ.. ამ ისტორიაში ყველაფერი დამთავრდა, ამელია ცოცხალი აღარაა.. რომელ შანსზე საუბრობსო.. იქნებ მას კიდევ აქვს შანსი იცოცხლოს..? საყვარელ ადამიანებს დაუბრუნდეს..? თუმცა თუ მას ეს შანსი მიეცემა, სათანადოდ გამოიყენებს..? დააფასებს თითოეულ მომენტს..? ყველა განსაცდელს, ტკივილს, პრობლემას.. იმ დღეებსაც როდესაც თავს ყველაზე უბედურ ადამიანად იგრძნობს, მხოლოდ იმის გამო, რომ ცოცხალია..? ამას ვერ გავიგებთ, თუ ამელია ჯაშს შანსი არ მიეცემა.. როდესაც ადამიანს ეხმარები, შანსს აძლევ.. ვერ იქნები დარწმუნებული რას გააკეთებს ამ შესაძლებლობით, მაგრამ ამაში არაა მთელი ხიბლი..? იმედი გჯეროდეს ადამიანების..
და ეს ყველაფერი როგორ არის შესაძლებელი..? რას იტყვით სულ ოდნავ თუ უკან გადავახვევთ..? მეტის ძალა არ შემწევს.. მაგრამ საბედნიეროდ ეს საკმარისია.. ამისთვის არ შეგვიძლია დროის კონკრეტულ პერიოდში აღმოვჩნდეთ.. ნელ-ნელა.. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავბრუნდეთ უკან.. ყველა მომენტი ისევ..დიახ ისევ გავიაროთ, რადგან მივიდეთ იმ კონკრეტულ წერტილამდე, როდესაც შეგვეძლება რაღაც შევცვალოთ.. ამას თქვენს გარეშე ვერ გავაკეთებ.. ჩემთან ერთად უნდა იყოთ, გაიხსენოთ თითოეული მომენტი, რაც მთავარია ჩემთან დარჩით..
ილო ციხიდან გამოდის.. დათა ამელიას წერილს კითხულობს.. ცარიელი დღეები ამელიას გარეშე.. მისი დასაფლავება.. საავადმყოფო.. მომენტი როდესაც ექიმებმა ხმამაღლა წარმოთქვეს, რომ ამელია ცოცხალი აღარაა.. ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ მაგრამ ვერაფერს ახერხებენ.. მანქანაში არიან და საავადმყოფოსკენ მიიჩქარიან.. ამელია სუნთქვას, მაგრამ ახლა თუ გავაჩერეთ დრო არაფერი შეიცვლება, მის გადარჩენას ისევ ვერ მოასწრებენ.. როგორ გადმოიყვანა დათამ ამელია ნაპირზე.. როგორ მიცურავს მის გადასარჩენად.. კაბა ჯერ კიდევ წითლადა აქვს შეღებილი... კიდევ ცოტაც მეგობრებო, არ მითქვამს მარტივი იქნებოდა.. ცოტაც ცოტაც.. ახლახანს აწვენს ილო ამელიას ნავში.. რამდენჯერმე დანით ჭრილობას აყენებს.. აღიარებს დანაშაულს.. ჯერ კიდევ ამ ტბისკენ მოდიან.. მანქანაში ჯერ არ ჩამჯდარა.. კიბეებიდან ჩამოდის.. და აი ამელიას ტელეფონი რეკავს..დათაა.. უპასუხებს..? შეცვლის საკუთარ დასასრულს..? ერთად გავიგოთ..
-დათა.. გისმენ..
-მომენატრე..
-ცოტა ხნის წინ არ დავშორდით..?
-ისეთი განცდა მაქვს თითქოს საუკუნეა არ მინახიხარ.. - ამელიას გაეცინა..
-მეც მომენატრე ვაღიარებ, მაგრამ უნდა წავიდე..
-სად მიდიხარ..?
-ილოს უნდა გავყვე..
-ამ დროს..?
-რამე პრობლემაა..?
-წასვლას კი არ გიშლი, უბრალოდ ლოკაცია ჩართე კარგი..?
-მოხვალ..? მეც არ ვიცი სად მივდივარ..
-თუ გინდა წამოვალ..
-წამოდი, ოღონდ ცოტა მერე.. ჯერ საჩუქარი უნდა მომცეს..
-კარგი.. კარგი, შენი სახლიდან ცოტა შორს ვარ, გამოგყვებით და იქვე ვიქნები.. ცოტა მერე გადმოვალ..
-შეხვედრამდე..
-შეხვედრამდე..-მანქანაში ჯდება, ესალმება..ყველაფერი ჩვეულებრივ მიდის.. ყველაფერი ზუსტად ისე მიდის, როგორც მანამდე.. ნავში აწვენს, მაგრამ ზუსტად მაგ მომენტში ჩნდება დათა.. რომელიც, ილოს აპატიმრებს, ნავიდან ამოჰყავს ამელია და თავისი მანქანისკენ მიდის.. იძახებს დახმარებას ილოსთვის.. საავადმყოფოსკენ, იმდენად ჩქარა ატარებს, რამდენჯერმე ძლივს გადარჩა ავარია არ მოსვლოდა.. ისევ ლიფტი.. ისევ ექიმები.. ისევ მოსაცდელი.. ექიმი გამოჩნდა.. დაღლილი..
-დიდი ხანი იყავით.. რა მოხდა..?
-პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ გადარჩა.. დროულად მოიყვანეთ, ცოტაც დაგეგვიანათ, ცუდ შედეგებამდე მივიდოდით..
-შეიძლება ვნახო..?
-ზოგადად არა, მაგრამ როგორც კი პალატაში გადავიყვანთ ცოტა დრო გექნებათ.. - უსაშველოდ გაიწელა დრო სანამ დათას ამელია ნახვის შესაძლებლობა ექნებოდა.. შორიდანვე მისი დანახვისას ცრემლები წამოუვიდა.. მიუახლოვდა, ხელი ჩასჭიდა..მოეფერა..
-ჩემო..ჩემო ამელია..
. . .
კამათი დასრულებული არც ჰქონდათ, ტაქსიში, ჩასხდნენ.. უცხო ადამიანთან არ უნდოდათ გაეგრძელებინათ, მაგრამ მოუთმენლობიდან გამომდინარე, მაინც ცვლიდნენ აზრებს.. რაღაც მომენტში, როდესაც გაჩუმდნენ ტაქსისტმა იკითხა..
-ბოდიში, არ მინდა პირადი სივრცე დაგირღვიოთ, მაგრამ მაინტერესებს.. დაქორწინებულები ხართ..? - ამელიამ და დათამ ერთმანეთს გადახედეს და გაეცინათ..
-სამი წელია..დიახ..
-საიდან მიხვდით..?
-არც კი ვიცი, რომელ ენაზე საუბრობდით, თუ არ ვცდები კამათობდით..- მექანიკურად დაუქნიეს თავი..- ამ კამათის დროსაც ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდით ერთმანეთს.. მხოლოდ ეს არაა.. არც კი ვიცი, უბრალოდ მინდოდა გადამემოწმა მართალი ვიყავი თუ არა.. ისე აქ დიდი ხანია ცხოვრობთ..?
-დაქორწინებიდან მალევე გადმოვედით.. - ცოტა ხანში გაჩერდა მანქანა.. უკვე საკუთარი სახლის წინ იდგნენ..
-მშვიდობიან დღეს გისურვებთ და ბედნიერად..რაც მთავარია ერთად..-თავადაც დაემშვიდობნენ და სახლში შევიდნენ..
-მაინც ჩემს აზრზე ვარ დათა, პიცა გამოვიძახოთ..
-პასტა.. დამიჯერე ახალი ადგილი ვნახე და უნდა გასინჯო..
-პიცა მინდა..
-მოდი ორივე გამოვიძახოთ, ისე მოგეწონება პიცას აღარ შეჭამ..
-ვნახოთ..
-მოიცა, იმ ტაქსისტ მართლა ეგონა სერიოზულ თემაზე ვკამათობდით..? -გაეცინა დათას..
-ხომ არ ვეტყოდი რეალურ მიზეზს არაა..? ავყევი, ვითომ დაგვაფიქრა მისმა სიტყვებმა.. ახლა იფიქრებს, დაგვეხმარა და კარგი დღე ექნება.. რა არაა..-ორივეს გაეცინა.. - კარგი ამბავი მაქვს... ამ ზაფხულს თუთა და რეჯი გვესტუმრებიან.. იმდენი ხანია ვუმეორებ და დაადგეს საშველი..
-მშვენიერი.. მერე ერთად დავბრუნდეთ საქართველოში..?
-ეგ ვიფიქრეე.. ვნახოთ იქნებ გამოვიდეს.. სხვებიც მომენატრნენ..
-ამელია ნახე.. გამოიდარა..- ორივე ფანჯარას მიუახლოვდა..
-არადა ცოტა ხნის წინ იმდენად საშინელი ამინდი იყო, აღარც მეგონა თუ გამოიდარებდა..
-ცუდს ყოველთვის მოჰყვება კარგი..
-კარგს ცუდი.. წრეზე ვტრიალებთ..
-თითოეული მომენტით ვისიამოვნოთ..
-პიცის გარდა ახლა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ, შენ კიდევ ჯერ არც კი გამოგიძახებია.. მოდი ჯერ პიცით ვისიამოვნოთ, და ცუდს დანაყრებული მაინც შევხვდები..- დათამ გამოიძახა პიცაც და პასტაც.. დააგვიანდათ, მაგრამ საჭმელი ჯერ არ გაციებულა და ვინ ჩივის.. - ნეტა ნაყინი თუ შემოგვრჩა..?
-ეგეც შევუკვეთე..მარილიანი კარამელი მიწისთხილით…
-ჩემი საყვარელი.. როგორ გამახარეე.. მადლობაა..- თავი გააქნია, ისეთი არაფერიაო, თუმცა ამელიას გაბადრული სახის შემდეგ გაიფიქრა, კიდევ კარგი არ დამვიწყებიაო..
-რამე ფილმი ჩავრთოთ არაა..?
-ახალი ფილმი გამოვიდა და იმას ჩავრთავ..
-რა ჰქვია..?
-" ნისლის მიღმა " ..
-საინტერესო ჩანს.. ჩავრთოთ..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent