შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნანგრევებს მიღმა (თავი 3)


21-04-2025, 21:47
ავტორი Daisyd
ნანახია 514

მომდევნო რამდენიმე დღე უცნაური იყო. ზედმეტად ჩუმი. სანდრო დისტანციას იცავდა — შეტყობინებებზე პასუხობდა, მაგრამ მხოლოდ ცივი პროფესიონალიზმით. არც ირონიული კომენტარები, არც ფარული გამოხედვები, არც ხუმრობები მის პინტერესტის დაფებზე ან ფერების ნიმუშებზე, რომლებსაც ნერვიულად ჩეხავდა. ნატალი კი ვერ წყვეტდა იმ ერთი მომენტის გათამაშებას გონებაში — სანდროს გატეხილ მზერას, სანამ კარლოსი ოთახში შემოვიდოდა.
მორიგი ნერვული შეტევისგან ლიკუნას შეტყობინებამ გადაარჩინა:
„სასწრაფოდ ყავა მჭირდება. ერთ საათში მოემზადები?“
სიხარულით წამოხტა, რამდენიმე წუთში უკვე საჭესთან იჯდა.
ჩვეულ ადგილას შეხვდნენ, პატარა, მყუდრო კაფეში ბარათაშვილზე. მეგობარმა დაჯდომაც არ აცადა, შეტევაზე ისე გადავიდა:
_რას ჰგავხარ, ასე სამსახურმა გადაგღალა თუ ყველამ ერთდროულად გაგიტეხა გული? მიდი, დროზე დაიწყე.
ლატესა და ჩიზქეიქის ფონზე ნატალიმ ყველაფერი მოყვა. იმ უხერხულ პროექტის დაწყებიდან სანდროსთან, კარლოსის მოულოდნელი გამოჩენითა და სანდროს უეცარი სიცივით დასრულებული.
_ხომ იცი, კარლოსთან როგორი ბედნიერი ვიყავი. მასში ყველაფერი იყო, რაზეც შეიძლებოდა ოდესმე მეოცნება..მაგრამ როცა ნიუ-იორკში გადავიდა, რაღაც შეიცვალა. გაცივდა. გამშორდა. ახლა ყველაფრის გამოსწორებას ცდილობს, მაგრამ არ ვიცი, მე კიდევ მინდა თუ არა.
_და სანდრო?_ლიკუნამ წარბი ასწია.
ნატალიმ მშრალად გაიცინა.
_რთულია. დაუსრულებელი. და გულწრფელად? ცოტა გამაღიზიანებელი, მაგრამ ზოგჯერ ძალიან საყვარელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყოველ შეხვედრაზე ცდილობს, თითქოს შეუმჩნევლად რაიმეს ჭამა მაიძულოს.
_ანუ იმის თქმას ცდილობ, რომ ეს კლასიკური ისტორიაა — ბავშვობის ემოციური ტრავმა, მზრუნველობა და მუდმივი სექ*უალური დაძაბულობა?
_ანუ იმის თქმას ვცდილობ, რომ დაბნეული ვარ და ნუ დამცინი...გვეყოფა ჩემზე, შენ ნათიასთან რჩები?
_ჰო, მომკლავდა, თან შენი აპარტამენტი დაკავებული მეგონა. დღეს რვაზე გამოფენა აქვს და უეჭველად უნდა წამოხვიდე.
_არ ვიცი, განწყობა...
_ღმერთო, ძალა მომეცი._თვალები თეატრალურად აღაპყრო ჭერისკენ._ხელოვნება სულიდან ყოველდღიური ცხოვრების მტვერს ასუფთავებსო, შენ არ ამბობდი?
_მე კი არა, პიკასომ თქვა._თავი სიცილით დაუქნია._რვაზე შევხვდებით.
გალერეა ჩუმი და მყუდრო იყო, ჰაერი სავსე — ახალი საღებავითა და ძვირადღირებული სუნამოებით. ნატალი ნელა დადიოდა აბსტრაქტულ ნამუშევრებსა და დაბინდულ პორტრეტებს შორის, მექანიკურად უსმენდა გიდის კომენტარებს, სანამ ერთმა ხმამ მისი ყურადღება არ მიიქცია.
ღრმამ, ნაცნობმა.
საშინლად ნაცნობმა.
შებრუნდა და სანდრო დაინახა. და მის გვერდით… ქალი. ლამაზი, გამხდარი. შავი ხუჭუჭა თმითა და სისხლისფერი ტუჩსაცხით.
_უნდა მეფიქრა, რომ აქ გნახავდი._თქვა მამაკაცმა, თვალი მისაში ჰქონდა გაყრილი.
_სიმართლე გითხრა, ცოტა დამაძალეს._მხრები აიჩეჩა._მეგობარმა, რომელიც დამეკარგა. და შენ?
_მე რთულად დამითანხმეს...ეს ელენეა, ჩემი მეგობარი.
სანამ გოგონები ერთმანეთს ხელს ართმევდნენ, სანდროს ზურგს უკან მამაკაცი გამოჩნდა, – რამდენიმე სანტიმეტრით უფრო მაღალი, მუქი ლუჯი პიჯაკით, ჰამილტონის საათითა და მოთამაშის გამომეტყველებით.
სანდრომ ამოიოხრა.
_ნატალია, ეს მიშოა, ჩემი ბიძაშვილი. მიშო, ნატალი…ჩემი ბინის დიზანზე მუშაობს.
_ესე იგი, შენ ხარ ნატალი._თვალები აუნათდა.
_ჩემს შესახებ იცი?_წარბი ასწია.
_როგორც ჩანს, ძალიან ცოტა. ჩემს ბიძაშვილს არ უხსენებია, რომ ასეთი ლამაზი იყავი.
_ყოველთვის ასეთი პირდაპირი ხარ?_გულწრფელად გაიცინა.
_მხოლოდ განსაკუთრებულებთან. რას იტყვი, მუშაობს?
_შეგიძლია, არ შემარცხვინო ხოლმე?_სანდრომ პასუხი არ აცადა და მხარზე ხელი მსუბუქად დაჰკრა.
_აპატიე ნატალი, სანიკო ზედმეტად ემოციურია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვინმე მოსწონს.
ვერც კი მიხვდა, რატომ დაწყვიტა გული ასე ძალიან ამ სიტყვებმა.
_ხელს არ შეგიშლით, დროებით._სასმელი უცებ მოსვა და ლიკუნას ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერ დაუკავშირდა და სხვა დარბაზში გადაინაცვლა.
არ გაკვირვებია, უკან რომ გაყვა. მისი შესვლა მანამდე იგრძნო, სანამ ხმას გაიგონებდა.
_გამიმხილე, ასეთი რა დაინახე ამ ტილოში, ამდენი ხანია რომ არ შორდები, მე რამდენიმე წრის გარდა ვერაფერს ვხედავ.
_უბრალოდ მარტო ყოფნა მჭირდებოდა._ისე უპასუხა, მისკენ არ გაუხედავს.
_არ მითხრა, რომ თაყვანისმცემლებს ემალები.
_ამით რისი თქმა გინდა?_გაბრაზებული შემობრუნდა.
_ცოტა ხნის წინ არ გეტყობოდა, რომ ყურადღება გაწუხებდა.
_შენს ბიძაშვილზე საუბრობ.
_სწორედ იმიტომ გეუბნები, რომ ვიცნობ.
_და მე იმდენად ცუდად მიცნობ, რომ გგონია, მასთან ფლირტაობას დავიწყებ, მას შემდეგ, რაც ჩვენ..._ჩურჩულებდა, მაგრამ მის ხმაში გაცოფება იგრძნობოდა.
_რა ჩვენ?_მამაკაცი ისე მიუახლოვდა, ლამის მის სუნთქვას გრძნობდა. გოგონამ თავი აარიდა._მიპასუხე ნატალია, რა ჩვენ?
_ნატალი. და მართლა აქ გინდა ამაზე საუბარი? ჯობია ისევ ისე მოიქცე, თითქოს არაფერი მომხდარა. მეგონა, დაკავებული იყავი წითელტუჩსაცხიანთან._არც დაფიქრებულა, რას ამბობდა.
_რა ხდება, პატარა ნატალია ხომ არ ეჭვიანობს?_დააიგნორა მისი შესწორება.
_პირიქით, ქალურ სოლიდარობას ვუწევ.
_გითხარი, მეგობარია–მეთქი._ჩაისისინა._შენგან განსხვავებით, ასე არ მოვიხსენიებ იმ ადამიანებს, ვისთანაც ვწევარ.
_უკაცრავად?_ისე ხმამაღლა ჰკითხა, მთელი დარბაზი მათკენ შებრუნდა. _რა ჯანდაბას აკეთებ?_ბიჭმა მაჯაში ხელი მოჰკიდა და სანამ დაფიქრებას მოასწრებდა, მასთან ერთად შენობის ძლივს განათებულ საავარიო გასასვლელთან აღმოჩნდა.
_გისმენ, ხომ გინდოდა ლაპარაკი, ახლა მარტოები ვართ.
_ჩემი ცხოვრების განხილვა არ მიგულისხმია, რა შენი საქმეა, კარლოსთან ვწევარ თუ არა?
_თვითონ ამბობ, თორემ მე მისი სახელიც კი არ მახსოვდა.
_რა თქმა უნდა, და უნიკორნებიც მართლა არსებობენ._ნატალიამ თვალები გადაატრიალა და ხელები გადაიჯვარედინა.
_ცახცახებ, რამ შეგაშინა?_მისი სიტყვები დააიგნორა და კიდევ უფრო მიუახლოვდა.
_სიცივეა.
_მატყუარა!_მამაკაცს ჩაეცინა და ცალი ხელი ნიკაპზე მოუჭირა, მეორეთი კი თავისკენ მიიზიდა.
ნატალი პირი გააღო, მაგრამ ხმის ამოღება ვერ შეძლო.
_მითხარი, ნატალია, შენი „მეგობარი“ ასე გეხება ხოლმე?
_როგ...
_აქ_სანდროს თითები უკვე პერანგის ქვეშ დასრიალებდნენ, ტუჩები კი ფრთხილად ეხებოდნენ მის კისერს._და აქ._გოგონამ სუნთქვა შეწყვიტა, როცა კიდევ უფრო დაბლა ჩაცურებული ხელი იგრძნო.
_გთხოვ არ გინდა!_ძლივს დაიჩურჩულა.
_არ გეტყობა, გაჩერება გინდოდეს.
_მინდა.
_კი და უნიკორნებიც არსებობენ!_დაცინვით გაიმეორა მისი სიტყვები. ნატალიმ მაჯაზე ხელი მოუჭირა, მაგრამ მისი შეჩერების ძალა ვერ იპოვა. გრძნობდა, როგორ ღალატობდა სხეული, მუხლები ეკვეთებოდა და სიამოვნების მწვერვალზე მისული ხმის ჩასახშობად ტუჩზე კბილებს აჭერდა, როცა უეცრად ყველაფერი მორჩა.
თვალები დაახამხამა – სუნთქვააჩქარებულმა და სიბრაზით, სიმხურვალითა და დაბნეულობით გაბრუებულმა.
სანდროს სახეზე ვერაფერი წაიკითხა – კვლავ ცივი და უემოციო, გამაღიზიანებელი გამომეტყველება ჰქონდა.
_დაგამახსოვრდება!_ჩურჩულით თქვა და თმა ყურს უკან გადაუწია, თითქოს არაფერი მომხდარიყო._არა იმის გამო, რაც გავაკეთე, არამედ იმის, რაც – ჯერ არა.
_იდიოტო, ეს მორიგი ხუმრობაა?_ სურდა წამიერი სისუსტის გამო.
_არა, სრული სერიოზულობით, აღარ შეგეხები, სანამ თვითონ არ მთხოვ...მანამდე, იქნებ, „მეგობარი“ დაგეხმაროს.
დაუფიქრებლად გაარტყა მისგან მოშორებულს.
_მადლობა, ნამდვილად დავიმსახურე.
ნატალის პასუხი აღარ გაუგონია, უკვე სიბნელეში გაუჩინარებულიყო. მაშინვე მიშოს ნომერი აკრიფა და მასთან ერთად უახლოსი ბარის ტერასაზე აღმოჩნდა...

_იმისთვის დამპატიჟე, რომ შენი დამჟავებული სახისთვის მეყურებინა?_უფროს მელიქიშვილს უკვე მოწყენილობისგან ეძინებოდა.
_უბრალოდ დალევა მინდოდა, ზედმეტი კომენტარების გარეშე.
_შენი მესმის ძმაო, ასეთი ქალისთვის ცოტა სტრესიც უნდა აიტანო._მშვენივრად იცოდა, როგორ გამოეწვია უმცროსი ბიძაშვილი.
_რაზე ლაპარაკობ?_ჭიქა ისე ნერვიულად გამოცალა, ხველება აუტყდა.
_კარგი რა სანიკო, გუშინ ხომ არ დავბადებულვარ? ძალიან ლამაზი და განსხვავებულია, გვესმის. ვის არ მოეწონებოდა.
_მოკეტე, მიშო! ნატალიას საერთოდ არ იცნობ.
_ხომ ხედავ, სახელის ხსენებაც არ დამჭირვებია. რატომ არ აღიარებ, როცა რაღაცას გრძნობ?
_ვერაფერსაც ვერ ვგრძნობ, საიდან მოიტანე?
_მომეჩვენა ალბათ, დაივიწყე._ხელები ასწია და ჭიქა აიღო._ისე ჩემი ტიპაჟიცაა და ჰყავს ვინმე, თუ იცი?_არ წყვეტდა ბიძაშვილის წყობიდან გამოყვანას.
_მისგან თავი შორს დაიჭირე._უცებ წამოიწია, თვალები ბრაზით უელავდა._გაფრთხილებ, იცოდე!
_რა იყო სანიკო, ვეჭვიანობთ? თუ დიდხანს გაწელავ, ვინმე აუცილებლად გამოჩნდება, ხომ იცი.
_არ ვეჭვიანობ და უკვე ტვინი მო**ანი._საერთოდ არ ჟღერდა დამაჯერებლად.
_უბრალოდ შენს დახმარებას ვცდილობ, ძმაო. თუ მართლა არაფერს გრძნობ, შეგეშვები, ზოგჯერ ვიხუმრებ ხოლმე, მაგრამ თუ რაიმე ისეთია, რაც უნდა ვიცოდე, აქ ვარ.
_მოკეტე, რა გრძნობებზე საუბარი აგიტყდა ამ შუაღამეზე, ვინმე იპოვე.
_ვჩუმდები, მაგრამ გულგატეხილი მე არ მომადგე იცოდე, გვიანი რომ იქნება.
_შენ მგონი უბრალოდ ნინია გენატრება და დანაკლისს ივსებ._საღამოს განმავლობაში პირველად გაეცინა._რას შვრება, ჩააბარა გამოცდები?
_კი და 5 დღეში გამოფრინდება, პატარა მედიკი.
_ მალე ნამდვილ გადასხმებსაც დაგვიდგამს. მიდი, დაურეკე, იქ ჯერ ადრეა.
მელიქიშვილების ერთადერთი მანდილოსანი შთამომავლის დანახვამ ორივე გაამხიარულა...

ნატალის მომდევნო დღეები თითქოს ნისლში სეირნობას ჰგავდა — მძიმე, ბუნდოვანი და სიჩუმით სავსე. კარლოსს შეხვდა და აუხსნა, რომ მარტო ყოფნა სჭირდებოდა, მაგრამ სიმსუბუქე არ უგრძვნია. მასთან ყოფნა ყოველვის სიმშვიდესთან, სიმყარესთან ასოცირდებოდა და ახლა საყრდენი გამოცლოდა.
მეორე მხარეს იდგა სანდრო – შტორმი, რომელიც ყველაფერს არყევდა. მხოლოდ აუცილებელი საკითხების გარშემო საუბრობდნენ — ფერები, ვადები, რემონტის გეგმები. საშინლად იყო გაბრაზებული, თითქმის აღარ ეკონტაქტებოდა. ბიჭსაც შეენიშნა მის გარშემო აღმართული კედელი და არც უცდია გარღვევა. ეს კიდევ უფრო აღიზიანებდა.
_რამის შეცვლა ხომ არ გინდა?_ჰკითხა მისაღები ოთახის ცენტრში მდგომ სანდროს, რომელიც სამუშაო ოთახში ავეჯის განლაგების საბოლოო ვერსიას აკვირდებოდა, თვითონ იატაკზე ჩამუხლული მასალების კატალოგს ათვალიერებდა.
_რას იტყვი, მაგიდა მეორე მხარეს რომ გადავიტანოთ? ეკრანებიდან სინათლე ნაკლებად აირეკლებოდა.
მასთან მივიდა და ესკიზს ჩახედა:
_ჰმ. ჭკვიანურია.
_ახლახანს კომპლიმენტი მითხარი?_გაოცებულმა ჩამოხედა.
_ხანდახან ხდება ხოლმე.
_მგონი, უნიკორნები მართლა არსებობენ.
_თავში ნუ გივარდება!_საკუთარ თავზე გაბრაზდა, ბიჭმა მისი გაღიმება მაინც რომ შეძლო.
_იმ საღამოს...მართალი იყავი._უცებ დასერიოზულდა და აიპადი გვერდზე გადადო.
_ვიცი!
_არანაირი უფლება არ მქონდა, მეეჭვიანა._საკუთარ თავთანაც პირველად აღიარა.
_ზუსტად!_ხელები გადაიჯვარედინა და გამომცდელად შეხედა. ხვდებოდა, რომ პატიების თხოვნას მიჩვეული არ იყო, მაგრამ არც უცდია, მისთვის საქმე გაემარტივებინა.
_თუ ვერ ხვდები, ბოდიშის მოხდას ვცდილობ.
_ეგ იმას არ ნიშნავს, რომ პატიება უკვე დაიმსახურე.
_მითხარი, რა გავაკეთო, ჩვენი ყოველი შეხვედრა ცივ ომს რომ აღარ ჰგავდეს?
_ზრდასრული ადამიანები ინფორმაციის მისაღებად კითხვებს სვამენ ხოლმე, შეტევაზე კი არ გადადიან. გულწრფელი რომ ყოფილიყავი და გეღიარებინა, რომ შენთვის რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა, გეტყოდი, რომ კარლოსი ჩემი ყოფილი შეყვარებულია და ჩემთანაც არ ცხოვრობს. შენ კი შენს გონებაში წარმოდგენილი სცენარის პერსონაჟად მაქციე, სრულიად დაუფიქრებლად.
_მართლა აღარ ხართ ერთად?_თითქოს სხვა სიტყვები არც გაუგონია.
_ღმერთო, მეგონა პატიების თხოვნას ცდილობდი.
_მაპატიე, ასე არ უნდა გამხარებოდა.
_ეს ჩვენს ურთიერთობაში არაფერს ცვლის, იცოდე._წამოცდა, სანამ დაფიქრდებოდა.
_რა ურთიერთობაში?
_მე...იმის თქმას ვცდილობდი, რომ ჩვენს შორის ვერაფერი მოხდება. ის, რაც წლების წინ იყო, არაფერს ნიშნავდა და მინდა, დავივიწყოთ.
_ჰო, რა თქმა უნდა, არაფერს ნიშნავდა...სხვაგვარად არც მიფიქრია.
ხმა აღარ ამოუღია. ჰაერი მათ შორის უთქმელი სიტყვებით მძიმდებოდა და უნდოდა, იქიდან აორთქლებულიყო, სანამ გაიგუდებოდა. საბედნიეროდ, რამდენიმე წამში კარი გაიღო და მიშოს გამოჩენამ დაძაბულობა ოდნავ განმუხტა.
_რას ვხედავ, ლომი და კუდიანი გარდერობის დიზაინს განიხილავენ. ნარნიის პორტალი თუ გაიღება, მეც ხომ წამიყვანთ?_როგორც ყოველთვის, ხუმრობის ხასიათზე იყო.
_ახლახანს კუდიანი მიწოდე?_ეცადა, გაბრაზებული გამომეტყელება მიეღო, მაგრამ ბიჭის უცნუაური იუმორი ნამდვილად ართობდა.
_ეგ იმაზეა დამოკიდებული, სანდრო ლომივით იქცევა თუ არა._“სრული სერიოზულობით“ უპასუხა.
_აქ რას აკეთებ, მიშო?_უმცრსოს მელიქიშვილს არ გაღიმებია.
_რემონტის ნახვა მინდოდა, ხელი ხომ არ შეგიშალეთ?
_არა, რა თქმა უნდა_ნატალიმ უპასუხა._მაგრამ კომპლიმენტებს დასრულების შემდეგ მივიღებ, ახლა მეჩქარება.
_გაგაცილებ._სანდრომ ნაბიჯი გადადგა, თუმცა უცებ შეაჩერა.
_არ არის საჭირო...კარგად.
_ნატალი, 50–ე სკოლაში ხომ არ დადიოდი თუ საიდან მეცნობი?_თითქმის დერეფანში გასულს დაეწია მიშოს ხმა. უცებ შემობრუნდა.
_ჰო, მაგრამ არა მგონია სკოლიდან გახსოვდე, უფროსკლასელებთან დიდად არ ვმეგობრობდი._ნერვიულად გაიცინა.
_არც სანდროს იცნობდი?_არ წყვეტდა ჩაძიებას._დაახლოებით ერთი ასაკის უნდა იყოთ, არა?
_ვიცნობდით, კი...მეჩქარება, მართლა._ვერ ხვდებოდა, რის გარკვევას ცდილობდა. იმედოვნებდა, რომ სანდრო იმდენად არაკაცი არ იყო, მათ ერთღამიან ურთიერთობაზე ვინმესთვის მოეყოლა.
_ჰო...მაპატიე, კარგად._გოგონას დაემშვიდობა და ბიძაშვილისკენ გაცეცხლებული სახით შემობრუნდა.
_რისთვის მოხვედი, მიშო, კიდევ ერთხელ გეკითხები._სანდრომ კბილებში გამოსცრა.
_ორს პლუს ორის პასუხი მაინტერესებდა. ახლა მე გეკითხები, შენი დიზაინერი ნატალია ანდრონიკაშვილია?
სიჩუმე გამაყრუებელი იყო...


ველი შეფასებებს:)



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

ყოველი ახალი თავი უფრო საინტერესო და დაძაბული ხდება. როგორი ჩამთრევი ისტორიაა, ღრმა და აზრიანი. გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება. მოუთმენლად გელით

 


№2 სტუმარი მე❤

ძალიან საინტრესოა.კარგად წერთ ხა ასე გააგრძელეთ.წარმატებები❤

 


№3  offline წევრი Daisyd

სტუმარი ნინო
ყოველი ახალი თავი უფრო საინტერესო და დაძაბული ხდება. როგორი ჩამთრევი ისტორიაა, ღრმა და აზრიანი. გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება. მოუთმენლად გელით


მე❤
ძალიან საინტრესოა.კარგად წერთ ხა ასე გააგრძელეთ.წარმატებები❤


მადლობა ❤️ ცოტა ხანში ავტვირთავ ახალ თავს და ზოგადად, მალევე დასრულდება ნოველა ???? დიდად არ გამომდის წერა.

 


№4 სტუმარი

იმედია მალე დადებთ და ძალიაანააც არგვალოდინებთ

 


№5  offline წევრი Daisyd

იმედია მალე დადებთ და ძალიაანააც არგვალოდინებთ


ატვირთულია უკვე და, იმედია, მალე დადასტურდება ❤️

 


№6 სტუმარი

არვიცი ვინ მოგატყუათ მაგრაამ მართლა ძალიაან კარგად გამოგდით , საინტერესოდ იკითხება ერთი ამოსუნთქვით არგვინდა რომ დამთავრდეს ისეთი ჩამყოოლი ისტორიაა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent