შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენამდე! 1/2


21-04-2025, 23:18
ავტორი annabelle
ნანახია 1 973

ცივა.სექტემბრის მიუხედავად მაინც საშინლად ცივა.უკმაყოფილოდ ვდგები საწოლიდან,თბილ ხალათს ვიცვამ და სააბაზანოში შევდივარ.თბილი წყალი ისე მსიამოვნებს,იმაზე მეტ ხანს ვრჩები შხაპის ქვეშ ვიდრე მჩვევია.კაბინის ოთხივე კედელი სარკით არის დაფარული,ორთქლის გამო დანახვა მიჭირს მაგრამ,მაინც ვამჩნევ ჩალურჯებულ ქუთუთოს მარცხენა მხარეს.სრულიად შიშველ სხეულზე ხელებს უხერხულ ადგილების დასაფარად ვიფარებ,თითქოს ჩემი თავის მრცხვენია!

-უნდა მორჩე,ისევ დაიგვიანებ!-ხმამაღლა მივმართავ ჩემს ანარეკლს.ეს ის მომენტია,როცა მინდა დრო შევაჩერო,ადამიანები ერთ ადგილზე გაშეშდნენ და საშუალება მომეცეს უბრალოდ ვიდგე ასე,წყლის ქვეშ,საკუთარი თავის პირისპირ!

როგორღაც,თავს ვერევი,სწრაფად ვიცვამ,თხელ მანტოს,გასაღებს და ტელეფონს ჯიბეში ვიჩურთავ და სწრაფი ნაბიჯებით ვტოვებ ბინას.

-დილამშვიდობის ბატონო დანიელ.-მესალმე მდივანი გოგონა,როგორც კი სკოლის მიმღებში შევდივარ.თვალებს უნებურად ვატრიალებ,ყოველთვის ვღიზიანდები მის ფორმალობაზე,რომელშიც მსუბუქი ფლირტი იგრძნობა.

-უბრალოდ დანიელი დამიძახე მარიამ-ვეუბნები რაც შეიძლება თბილად.გოგონა მონდომებით ცდილობს ოცდათორმეტივე კბილის გამოჩენას,რაზეც მინდება უბრალოდ მშვიდად გავეცალო იქაურობას.ჟურნალს მაწვდის და ზარიც ირეკება! ნუთუ სულ უნდა ვიგვიანებდე? კორიდორი ცარიელია.ნახევრად მინის კარს ხმაურით ვაღებ და ჩემოდნით ხელში,ისე შევდივარ საკლასო ოთახში,ერთი წამითაც არ ვუყურებ მოსწავლეებს.

-გამარჯობა!-ვამბობ ხმამაღლა,ყველას გასაგონად,ჩემოდანს ვხსნი და საჭირო წიგნებს მაგიდაზე ვაწყობ. ვერვიტან ჩემს სამუშაოს! ვერ ვიტან ბავშვებს! 1...2...3... გულში ვითვლი,მთელ ჩემს მამაკაცურ ძალას ვიკრებ და ოცდაათიოდე მოზარდს ვუსწორებ თვალს.

-სახელმძღვანელოები ასოცდამეათე გვერდზე გადაშალეთ!-მითითებებს ისე უემოციოდ ვაძლევ მეც კი მიკვირს ჩემი თავის.

-კი მაგრამ,ჩვენ ხომ ჯერ დასაწყისი არც კი გაგვივლია?-ვცდილობ დავინახო კითხვის (რომელიც რიტორიკული უფროა) ავტორი.ცხადია სწავლის დასაწყისშივე,შეუძლებელია გაიარო მთელი წიგნის ასათი გვერდი.

-ჯერ ერთი! მასწავლებელი მე ვარ! მეორე! ხელის აწევით ისაუბრეთ, გთხოვთ!-წარბები ზემოთ მეწევა.ვერ ვიჯერებ,რომ გაკვეთილის ისედაც მცირე დროს ასეთ სისულელეში ვხარჯავ.

-მაპატიეთ-წკმუტუნებს ისევ იგივე ხმა,რაზეც უფრო მეტად ვინტერესდები.

-სახელი შემახსენეთ-მივმართავ თუ არა, მეორე რიგში მჯდომი გოგონა ნელა,თითქოს შეშინებული დგება და მერხთან ცალ ფეხს ეყრდნობა. მეორე ფეხით სკამის ფეხს ეთამაშება და ზემოდან დაჰყურებს. ისეთი უცნაური და ლამაზია მიჭირს მისთვის თვალის მოცილება.

-ანასტასია,ტასო! მას.-ლუღლუღებს გოგონა და თავის ადგილს უბრუნდება.

,,შეწყვიტე ყურება!“ ვუბრძანებ საკუთარ თავს,ჩემს მაგიდასთან მივდივარ და წინიდან,მის ზედაპირზე ვჯდები.

-არ მითქვამს,რომ დაჯდომა შეგიძლია!

-მაპატიეთ!-იმეორებს ,ისევ დგება და იგივე მდგომარეობაში დგას,როგორც რამდენიმე წამის წინ.

-ახლა შეგიძლია დაჯდე-მშიდად ვუღიმი. გოგონა კი აშკარად გაღიზიანებული ჩანს.

-მაგრამ...-მისი ხმა ბავშვების სიცილში იკარგება.სიცილი მაიძულებს გავიხსენო ვინ ვარ და რას ვაკეთებ ამ საშინელ ადგილას.

-შეწყვიტეთ!-თავმობეზრებული ვიქნევ თავს,დაფასთან მისული ცარცს ვიღებ და დიდი ასოებით ვწერ დღევანდელი გაკვეთილის სათაურს: სქესობრივი გამრავლება.

ოთახში ხმაურია.მთელი კლასი ზმუის.

-თუ არ გაჩუმდებით დირექტორთან მოგიწევთ გასაუბრება!-უემოციოდ ვამბობ.რამდენიმე წამში ჩამოწოლილი სიჩუმის გამო,უნებურად მეღიმება.

-კარგი,დავიწყოთ.სქესობრივი გამრავლება ეწოდება ისეთ გამრავლებას, როდესაც ორი მდედრობითი და მამრობითი ორგანიზმის შეჯვარების შედეგად ,მდედრობითი ორგანიზმიდან ჩნდება მსგავსი ორგანიზმი-წარმოვთქვამ გაზეპირებულ ტექსტს-ნუთუ ასეთი უცნაურია თქვენთვის? რა,ჯერ კიდევ გგონიათ,რომ კომბოსტოში გიპოვეს? ან წერომ მოგიყვანათ?-ბიჭების ხითხითზე მეც ვიღიმი.

-სქესობრივი გამრავლება – ეს არის უნარი ორგანიზმებმა შექმნან თავისი მსგავსი ინდივიდები და ამით უზრუნველყონ სიცოცხლის უწყვეტობა და მემკვიდრეობითობა-ვაგრძელებ ისევ.ოთახში ისევ სიმშვიდე ისადგურებს,ამით ნასიამოვნები ისევ დაფას ვუახლოვდები და გამეტების ხატვას ვიწყებ.

-ესენი მდედრობითი და მამრობითი სასქესო უჯრედები არიან, კვერცხუჯრედი და ტოზოიდი, რომლებიც ერთმანეთთან შერწყმის საშუალებით წარმოქმნიან ზიგოტას.-ვგრძნობ,როგორ ინტერესდებიან,როცა ისევ განვაგრძობ ხატვას.მხატვრობის ნიჭი,თუ შეიძლება ასე ვუწოდო,საოცრად ერწყმის ჩემს პროფესიას. ბავშვებს ყოველთვის მოსწონთ,როცა შეუძლიათ დაინახონ ის,რასაც უხსნიან.

გაკვეთილის ახსნას ამომწურავი ინფორმაციით ვასრულებ,ცარცს თავის ადგილზე ვაბრუნებ და მასწავლებლის მაგიდასთან,ჩემს ადგილზე ვჯდები.ბოთლიდან წყალს ისე ვცლი თითქოს კილომეტრები მერბინოს.როგორც კი ზარი ირეკება შვებით ვვოხრავ.

-შეხვედრამდე!-გულგრილად ვემშვიდობები ოთახიდან გასულ მოსწავლეებს.მეც სწრაფად ვალაგებ ჩემს ნივთებს ჩანთაში,ვცდილობ რაც შეიძლება მალე გავიდე ამ ჩახუთული ოთახიდან,როცა მაგიდის ზედაპირზე ჩრდილს ვამჩნევ.

-ანასტასია?-ვცდილობ კმაყოფილება დავმალო,მისი ასე ახლოდან დანახვის გამო რომ მეუფლება...

-რა მოხდა?-წარბ აწეული ვეკითხები.მინდა თვალებში ვუყურო მაგრამ არ გამომდის.ქვედა ტუჩს გამუდმებით კბილებით აწვალებს და ჩემს ყურადღებას იქცევს.მხოლოდ ახლა ვამჩნევ,ბიუსჰალტერი არ აცვია,მაისური სრულად აქვს ტანზე მაგრამ მაინც ვხვდები,რომ თეთრეულის გარეშეა სკოლაში მოსული.ასე როგორ შეიძლება? უცებ წარმოვიდგენ,როგორ უყურებენ კლასელები და სიცილი მინდება.საბოლოოდ თვალს ვაშორებ,ჩანთას ვკრავ და გასასვლელად ვემზადები.ანასტასია ისევ დგას,ისე უცნაურად მიყურებს წამით ვფიქრობ,ხომ არაფერი მჭირს.

-ანასტასია! მალე შესვლის ზარი დაირეკება-ვვოხრავ უკმაყოფილოებისგან.თავს ვაიძულებ თვალები არ გადავატრიალო,ალბათ ეს მისთვის უხეში ჟესტი იქნება.

-მე უბრალოდ...მაინტერესებდა,რატომ გამოვტოვეთ გაკვეთილები-დაბნეული და შეშინებული ჩანს.ჩემი ეშინია? რა სისულელეა!

-თუ რამე არ მოგწონს შეგიძლია დირექტორს დაელაპარაკო!- მკაცრად ვაწყვეტინებ,სანამ ვიაზრებ ძალით ვუღიმი და ცარიელ,პირქუშ საკლასო ოთახში მარტო ვტოვებ. სულ რაღაც ერთი წელია რაც მასწავლებელი ვარ,აქამდე არასდროს შემიხედავს მოსწავლისთვის ისე,როგორც დღეს ტასოსთან დამემართა.დაუკმაყოფილებელი, ,,მნძრ*ველა“ პედოფილი არ ვარ, უბრალოდ...

არა, ასეთი ნამდვილად არ ვარ!

,,არაფერიც არ დაგმართია“-გაბრაზებული ვუღრენ ჩემს ბინძურ ქვეცნობიერს და სამასწავლებლოში უხალისოდ შევდივარ.სამოცდაათ მასწავლებელს შორის,ერთადერთი ახალგაზრდა,ოცდაოთხი წლის მიკაა.ლამაზია,მაგრამ სულით მასწავლებელია,რაც მისგან თავის შორს დაჭერას მაიძულებს.

-დილამშვიდობის დანი-ღიმილით მესალმება ქართულის მასწავლებელი და ხელს მის გვერდით,დივანზე ატყაპუნებს. არვიმჩნევ,როგორ არ მეხატება გულზე მისი შემოთავაზება,ჩემოდანს იქვე იატაკზე ვდებ და ქალის გვერდით ვჯდები.

-როგორ ხართ ქალბატონო რუსიკო?-ზრდილობისთვის ვიღიმი-რამე გამოვტოვე?

-დირექტორმა მშობლების მოწვევა გვიბრძანა-უცნაურად ემანჭება სახე,რაზეც დაუფარავად ვიცინი.

-მაგრამ,სწავლა ახლახან არ დაიწყო?

-მიდი აბა,გაუბედე და ჰკითხე-ხითხითებს.იქნებ არც ისეთი ცუდია,როგორსაც ვფიქრობ.სასაცილოა და საყვარელი.

-არა გმადლობ,სულ ერთი კვირაა რაც აქ ვარ მაგრამ უკვე საკმაოდ კარგად გავიცანი-მეც ვიცინი.წამით თავს ოცდაორის ნაცვლად სამოცს გადაშორებულად ვგრძნობ,რაც მაიძულებს სიცილი შევწყვიტო.

-შენ მე მკითხე?! ორმოცი წელია ამ სკოლაში ვარ! ეგ ქალი დიაბეტივითაა,არც გკლავს და არც გახარებს.

-კარგით,ჯერ კიდევ მჭირდება სამსახური-მეგობრულად ვადებ მკლავს მხარზე.

-მართალი ხარ-ხითხითებს ისევ,ძვლივს დგება და ოთახიდან გადის.მე ჟურნალის შევსებას ვიწყებ.ვოცნებობ მალე დამთავრდეს ეს წამება,რომ სახლში წასვლა და ტელევიზორის წინ მშვიდად ჯდომა შევძლო.

-როგორი იყო შენი პირველი გაკვეთილი?-მესმის გვერდიდან.იმით შეშინებული,რომ კიდევ,რომელიმე ოთხმოცი წლის მოხუცთან მომიწევს უაზრო დიალოგის გაბმა,ცალი თვალით ვიხედები.საბოლოოდ ვმშვიდდები,როცა მიკას ვხედავ.

-ჩვეულებრივი-მხრებს ვიჩეჩავ.ახლოდან უფრო ლამაზი მეჩვენება.წინ წამოწეული ტუჩები და ჟღალი თმა აქვს.-შენი როგორი იყო?

-თუ არ ჩავთვლით იმას,რომ ბავშვების ჩხუბის გამო დირექტორის გამოძახება დამჭირდა,ჩემიც ჩვეულებრივი-იღიმის გოგონა.მუცელში რაღაც სასიამოვნო გრძნობა მეუფლება,როცა მის ღრმულებს ვხედავ ლოყებზე,რომელიც ღიმილის დროს უჩნდება ჩემსავით.აქამდე არასდროს შემინიშნავს.

-საინტერესოა-ვხითხითებ და ჟურნალის შევსებას ვაგრძელებ-ცოტათი მშურს კიდეც-მხოლოდ წამით ვავლებ თვალს მის სახეს.რატომღაც მასთან უფრო მეტი დროის გატარება მინდება.ვფიქრობ,სულაც არ არის ისეთი მორცხვი როგორსაც თავს აჩვენებს,რაზეც სურვილი მისი ნამდვილი პიროვნების ნახვისა,უფრო ,,მიცხოველდება“.

-რას იტყვი სკოლის მერე ჩემთან ერთად დასალევად წასვლაზე?-ვთავაზობ,რაც შეიძლება მეგობრული ტონით.

-კარგი იდეაა?-კითხვასავით ჟღერს,რაზეც თვალებს ვატრიალებ.

-არასამუშაო საათებში,რა პრობლემაა?-ვღიზიანდები.მიკა თვალებ დაწვრილებული მიყურებს,ბოლოს მაინც ეღიმება,მე კი მინდება ლოყებზე,მის ფოსოებს შევეხო.

888

-ოცდაორი წლის ხარ და უკვე მასწავლებელი.რატომღაც ვფიქრობ, შენი პროფესია არ არის-ამბობს მშვიდათ.უცნაურად გამოიყურება თავისუფალი სტილის ტანსაცმელში,ყოველგვარი სოლიდურობის,პიჯაკისა და პერანგის გარეშე.ჩემს გვერდით ზის,ბართან,თითებით ნერვიულად ათამაშებს ტეკილას ცარიელ ჭიქას.-თვალზე რა დაგემართა?-მეკითხება მოულოდნელად.ხელი დაუფიქრებლად მიმაქვს ჩალურჯებულ ქუთუთოსთან,რომელიც დღის განმავლობაში არც გამხსენებია.

-მოდი შენზე ვისაუბროთ-მისი კითხვა არ მსიამოვნებს.არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი,ჩემი თვითშეფასება ალბათ, ციმბირში ზამთრის ტემპერატურას უტოლდება.

-რა გაინტერესებს?

-სკოლის შემდეგ რას აკეთებ ხოლმე?-მხრებს ვიჩეჩავ და ვისკიან ჭიქას ერთი მოსმით ვცლი.

-თუ ბავშვების ნამუშევრები არ მაქვს შესასწორებელი,დავრბივარ,ძირითადათ სახლში ვარ ხოლმე,არაფერი საინტერესო.-ამბობს მორცხვად.

-მეგობრები? ან შეყვარებული? რატომ არ ერთობი მათთან ერთად?

-ჰმ... შეყვარებულს ერთი თვის წინ დავშორდი-ნერვიულად იცინის და ცდილობს ჭიქაში დარჩენილი ბოლო წვეთიც დალიოს.

-ჰოდა დაივიწყე! იდიოტი ყოფილა -რაც შემიძლია თბილად ვუღიმი და მხარს მეგობრულად ვუხახუნებ მის მხარს.მიკაც ვერ იკავებს თავს,წამის შემდეგ ფოსოები უჩნდება ლოყებზე.ცოტახანში ისევ ვუკვეთავთ თითო ჭიქას და ერთდროულად გამოცლის შემდეგ სახლში წასვლაზე ვთანხმდებით.

-ანუ შტატებში დაიბადე?-მეკითხება რამდენიმე წუთში.მკლავი ჩემსაში აქვს გამოდებილი და ნელი ნაბიჯებით მივაბიჯებთ ცარიელ ქვაფენილზე.თავს კარგად ვგრძნობ ასე,როცა ახლოს დგას ჩემთან და მკლავზე მეყრდნობა!

-ჰო.მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ აქ ჩამოვედით.უფრო სწორად მარტო მე ჩამოვედი,დედაჩემი მეორედ გათხოვდა,ისევ ამერიკელზე-თვალებს ზემოთ ვატრიალებ.ვიცი,არ უნდა ვუყვებოდე მაგრამ თავს ვერ ვიკავებ.არმიყვარს ადამიანები! ისინი ყველაზე საშიში ცხოველები არიან! მიკასნაირი ლამაზი ადამიანიც კი. როგორც ჩანს სასმელი ცუდათ მოქმედებს.

-და იმის მერე მარტო ცხოვრობ?-წარბებს კრავს,შეწუხებული ჩანს რაც საოცრად მაღიზიანებს.ხელს უხეშად ვაშორებ და ჯიბეში ვიცურებ.დაბნეული მიყურებს.

,,ჯანდაბა“-ქვეცნობიერი იმედგაცრუებულია და თავს გიჟივით იქნევს.

-ხუთი წლის ვიყავი რომ ჩამოვედი-ხმამაღლა ვისუნქავ ჰაერს.მიკას ტუჩზე მკრთალად ვამჩნევ სიამოვნების ღიმილს,რომელიც ალბათ ჩემი პასუხისგანაა გამოწვეული-ბებიაჩემი მზრდიდა.ორი წლის წინ მოკვდა! ღმერთო ჩემო,თავი პროფილში მგონია-მიკას სიცილზე მეც ვერ ვფარავ ღიმილს.თავისუფალ ტანსაცმელში ისევ პატარა გოგონას ჰგავს.

-ვწუხვარ ბებიაშენის გამო-ამბობს სიცილის შემდეგ-შეიძლება?-ხელს მიშვერს კვლავ და ისე ფართოდ მიღიმის უარს ვერ ვეუბნები.

-ჩემ გამო უნდა წუხდე, ფეფო მშვენივრადაა ზემოთ-მხრებს ვიჩეჩავ.ლამპიონების ყვითელ ნათებას ვაყოლებ თვალს და გზად ყველა კენჭს ფეხსაცმლის წვერით ვეხები.

-სამოთხის და ჯოჯოხეთის გჯერა?

-არვიცი...მგონი კი,მაგრამ არ მჯერა,რომ სამოთხეში ყველაფერი თეთრი,ფუმფულა ღრუბლითაა დაფარული, ჯოჯოხეთში კი მწველი ცეცხლი ბრიალებს-ჩუმად ვხითხითებ.

-ჰო არც მე მჯერა მაგისი-შუქზე მისი კბილები საოცრად თეთრი მოჩანს.-ისე დავიღალე თუ წავიქეცი,შეიძლება იქვე ჩამეძინოს-ლუღლუღებს სახე გაბრწყინებული.

-ბევრი დაგვრჩა?-ვეკითხები მისი გამომეტყველებით გახალისებული.ცდილობს მთქნარება შეიკავოს,რის გამოც თვალები ცრემლებით ევსება.-მგონი მანქანა მჭირდება, არადა აქამდე არ მიფიქრია.

-შემდეგი ბინაა-სიხარულისგან თვალები უფართოვდება.შვებით ოხრავს,როცა,როგორც იქნა მის სადარბაზოსთან ვჩერდებით.

-კიბეზე ასვლას შეძლებ?-ვეკითხები სიცილით.ხელს ვუშვებ და ზემოდან დავყურებ.ჩემზე დაბალი და დღეს საოცრად არამასწავლებელია!

-ჰო.მადლობა რომ მომაცილე-თბილად მიღიმის,გაოგნებული ვაკვირდები,როგორ მიახლოვდება,მხარზე მეყრდნობა და ლოყაზე მკოცნის-აღარასდროს დავლევ!-ამატებს სანამ სადარბაზოს სიბნელეში გაუჩინარდება,მე კი ვდგავარ და უბრალოდ ვიღიმი!

888

დილით მაღვიძარას ხმა მაღვიძებს.ისე კარგად ვგრძნობ თავს წამით მიკვირს კიდეც.სწრაფად ვიწესრიგებ თავს,კარს ვკეტავ და სამსახურში მივდივარ. ისევ იგივე!

-დილა მშვიდობის ბატონო... უკაცრავად! დანიელ-მესალმება მიმღებში მოცინარი მდივანი.ამჯერად მხოლოდ ვუღიმი.ვაპირებ კარგი განწყობა მანამ შევინარჩუნო,სანამდეც შევძლებ. მარიამი მეთერთმეტე კლასის ჟურნალს მაწვდის და მეც ჩემი კაბინეტისკენ მივდივარ...მუცელში რაღაც უცნაური გრძნობა მეუფლება,როცა საკლასო ოთახში შევდივარ და ჩემს მაგიდაზე მოკალათებულ ანასტასიას ვამჩნევ...

გოგონა ვერ მხედავს,მონდომებით ცდილობს ჩემს განსახიერებას.ხელებს გულზე ვიწყობ და ვცდილობ რაც შეიძლება მშვიდად ვუყურო სანამ დაასრულებს. ანასტასია ცარცს იღებს,სასაცილო მიხვრა-მოხვრით მიდის დაფასთან და რაღაცას დაუდევრად ჯღაბნის.ბავშვები აღარ იცინიან! რამდენიმე ხველებითაც კი ცდილობს მიახვედროს,რომ შეწყვიტოს,მაგრამ გოგონა მაინც მხიარულად აგრძელებს ჩემს გამოჯავრებას.

-იმედი მაქვს,დირექტორსაც ასე მონდომებით მოუყვები,როგორ და რატომ გაგიშვი გაკვეთილიდან!-თავს ვერ ვიკავებ,ირონიულად ვუღიმი, მაგიდისკენ მივდივარ და ჩემს ადგილს ისე ვიკავებ ერთხელაც არ ვუყურებ ადგილზე გაშეშებულ ტასოს.მესმის,როგორ ჩურჩულებს რაღაცას.

-იმედი მაქვს ხვდები რაც უნდა გააკეთო ახლა-ვამბობ უემოციოდ.მხოლოდ წამით ვხედავ მის სახეს და ვგრძნობ როგორ მიჩქარდება გულისცემა.თვალებს უკმაყოფილოდ ვატრიალებ, ვდგები,ცარცს ვიღებ და დაფასთან მივდივარ.

-მაპატიეთ...

-ანასტასია! ვფიქრობ მიხვდი,რაც ვიგულისხმე!-ცინიკოსი არასდროს ვყოფილვარ,მაგრამ ამ წამს თავს ვერ ვიკავებ.კარისკენ ვიშვერ თითს და ველოდები სანამ თავის ნივთებს აიღებს.

-მაგრამ...მაპატიეთ,გეფიცები აღარ განმეორდება-ისე საყვარლად ლუღლუღებს,წამით ვაშტერდები.შეშინებული ჩანს,არადა სულ რამდენიმე წამის წინ,მშვენიერ ხასიათზე იყო!

-კარგი,დაჯექი!-მკაცრად წარმოვთქვამ,აღარ ვუყურებ,მისგან ზურგით ვდგავარ და დაფაზე დღევანდელი გაკვეთილის სათაურს ვწერ.რამდენჯერმე ღრმად ვისუნთქავ ჰაერს,თავს ვაიძულებ აღარასდროს გავიხედო მშვენიერი მოსწავლისკენ,რომელიც ასე მიშლის ნერვებს,მაგრამ ასეთი მომხიბვლელია!

,,ყოჩაღ! და ასე აპირებ,მასწავლებლობას? პატარა გოგონებს უნდა ადევნო თვალი?“ -სისინებს ჩემი ქვეცნობიერი,რაზეც უარესად ვბრაზდები.წარბებს ვკრავ და ბავშვებისკენ ვბრუნდები.

-იმედი მაქვს, ამიერიდან აღარავის ექნება ჩემი დაცინვის სურვილი!-ისევ ირონიით სავსე ღიმილით ვუყურებ ტასოს და გაკვეთილზე გადავდივარ.

888

-შეიძლება დაგელაპარაკოთ?-მესმის ზურგს უკან,რამდენიმე წამში მხარზე მეხებიან და მეც ავტომატურად უკან ვიხედები.ზარის დარეკვის შემდეგ სწრაფად გავეცალე იმ საშინელ კლასს.

-თემას გააჩნია!-მხრებს ვიჩეჩავ ანასტასიას დანახვაზე.ნუთუ მის გამო ჭამა აღარასდროს მეღირსება.თითქოს ძალით არჩევს ისეთ დროს,როცა ერთადერთი შანსი მაქვს ლანჩისთვის.

-მართლა ძალიან ვწუხვარ დღევანდელის გამო...არვიცი რა დამემართა.საერთოდ ასე არ ვიქცევი ხოლმე!

-ანასტასია! მოვრჩით! შეგიძლია დაივიწყო.-უკმაყოფილებისგან ზედმეტად უხეშად გამომდის.გოგონა ნერვიულად იკვნეტს ტუჩს.ისეთი ლამაზია განზე გახედვა მიწევს.ის კი ისევ აგრძელებს.სახეზე მაკვირდება,რაზეც თავს უხერხულად ვგრძნობ.ბოლოს ვხვდები,მასწავლებლის ჩალურჯებული თვალი ზედმეტად დამაინტრიგებელი და საინტერესოა.

-უბრალოდ მინდა იცოდეთ,რომ არ დაგცინოდით.სულ ეს არის.ნახვამდის-ჩუმად,თითქოს თავისთვის ბუტბუტებს.მეც შვებით ვვოხრავ,როცა ზურგს მაქცევს და მშორდება.

კაფეტერიაში შესვლისთანავე ზარის ხმა მესმის.გაღიზიანებული,ზედმეტად ხმამაღლა ვიგინები და შემდეგი გაკვეთილისთვის ვიწყებ სულიერ მზადებას!

888

გაკვეთილების შემდეგ მიკასთან ერთად პატარა,მყუდრო რესტორანში მივდივარ.ისე მშია თითქმის მთელ თეფშ სოკოს სალათს ვსანსლავ,ზემოდან რამდენიმე ჭიქა წითელ ღვინოს ვაყოლებ და სრულიად დანაყრებული ვუყურებ,როგორ გემრიელად შეექცევა ჩემი პარტნიორი თავის დესერტს.

-არაფერი მოგივა,ერთი ჭიქა შენც რომ დალიო-ვთავაზობ ღიმილით მაგრამ თავს აქნევს.მე თვალებს ვატრიალებ,რაზეც საყვარლად იცინის.

-ხვალ თავს ვერ ავწევ.ერთი ყლუპიც რომ მოვსვა მერე ვეღარ დამაკავებ-ხითხითებს და ბოლო ლუკმის ჩაღეჭვისას თვალებს ხუჭავს.ისეთი ლამაზია ამ დროს მინდება,დავივიწყო,რომ კოლეგები და თანამშრომლები ვართ,უბრალოდ მივუახლოვდე და იმაზე დიდი სიამოვნება მივანიჭო,ვიდრე დესერტის ბოლო ლუკმაა.

,,რა ამაზრზენი ხარ“-თავს იქნევს,როგორც ყოველთვის უკმაყოფილო ჩემი ქვეცნობიერი.

-მინდა ვნახო შენი სიმთვრალე-ღიმილს არ ვმალავ.ისიც მიღიმის მაგრამ უფრო გამაფრთხილებლად,რაზეც სიცილი მინდება.-გუშინ,რომ ცოტა კიდევ გაგვეგრძელებინა ალბათ მოვახერხებდი.

-არ გირჩევ!-სასაცილოდ ეღრიცება სახე.-დღესაც არ მომიყვები შენი თვალის ისტორიას?

-მოსაყოლი არაფერია, უბრალოდ ბევრი დავლიე, მეგობრებთან ერთად ვიყავი და ცოტა ვიკაცე-თვალებს ღიმილით ვატრიალებ-ვერ ვიტან ასე რომ ვმატრაკვეცობ ხოლმე,მაგრამ ალკოჰოლთან უძლური ვარ.

-ხო, მგონი ამაზე სამუშაო გაქვს-ხითხითებს მიკა-მასწავლებლისთვის ცოტა უცნაური ტემპერამენტი გაქვს.

-ალბთ ეს მამისგან გამომყვა-ვამბობ უფრო ჩემთვის და ღვინოს ვწრუპავ.მამაჩემი არასდროს მყვარებია. პატარა ვიყავი მაგრამ კარგად მახსოვს დედაჩემის ჩაწითლებული,გამუდმებით ცრემლიანი თვალები, ჩალურჯებული ქუთუთო და სხეული...

-სჯობს წავიდეთ- ამბობს მორიდებით.მე ფულს მაგიდაზე ვტოვებ,ნელა ვდგები და ორივე გასასვლელისკენ მივდივართ.

-დანი?-ორი ბიჭი მიახლოვდება. ღიმილს ვერ ვიკავებ.ბიჭებს ვეხვევი და მეგობრულად ვურტყამ ხელს ზურგზე.

-მოგვენატრე შეჩ... მოგვენატრე რა.ორი დღეა ტელეფონი ავაფეთქეთ, ბინაზეც დაგადექით, ვერ გამოგიჭირეთ-მიკას დანახვაზე იცინიან.მეც უნებურად მეცინება.მიკას კი ლოყები ისე მომხიბვლელად ეფაკლება ხელს ზურგზე ვკიდებ,თავი მშვიდათ რომ იგრძნოს.

-ეს მიკაა.ჩემი თანამშრომელი-ვაცნობ მეგობრებს-მიშკა და თორნიკე,ჩემი ბავშვობის ხისთავიანი მეგობრები

-სასიამოვნოა-უხერხულად წარმოთქვამს გოგონა.წამის შემდეგ მომხიბვლელად გვიღიმის-მე დაგტოვებთ.

-არა,არა! ჩვენ წავალთ,ხელი შეგიშალეთ-სულელურად ათამაშებს წარბებს თორნიკე,რაზეც თვალებს ვატრიალებ-დღეს მიშკა უკრავს ბარში,ხომ გახსოვს?

-იქ გნახავთ-ვუღიმი ბიჭებს სანამ წავლენ,მიკას გზას ვუთმობ და ორივენი ქუჩაში გავდივართ.სიცივე სახეზე უხეშად გვეჯახება.

-ესენი ალბათ ზემოთ ხსენებული მეგობრები არიან-ეშმაკურად იღიმის მიკა და ჩემს თვალს აკვირდება.ხელებს მკლავებზე იხახუნებს გასათბობად.

,,ჯანდაბა,ჯანდაბა!“-ბუზღუნებს ჩემი ქვეცნობიერი,მოსალოდნელი სიცივისგამო.

-აიღე-ქურთუკს ვიხდი და მიკას ვაწვდი.-კი,ისინი არიან.

-დარწმუნებული ხარ?-ღიმილით მართმევს და როგორც კი იცვამს აჟრჟოლებს.-ღმერთო ჩემო-ოხრავს სიამოვნებისგან,რაზეც წამით სუნთქვა მეკვრის,დღეს უკვე მეორედ მისი მიზეზით.

-კარგია შენ მაინც თუ ხარ თბილად-საწყლად ვხითხითებ.ყინვა თითქოს გულამდე აღწევს.იმედს ვიტოვებ ვერ ამჩნევს,როგორ ვცახცახებ!

-მგონი ჯობია ტაქსით წავიდეთ-იცინის მიკა და მეც სწრფად ვუქნევ თავს თანხმობის ნიშნად.

-კარგი იქნებოდა.

დამშვიდობებისაც ისევ ერთი კოცნა გაიმეტა ჩემთვის.მე ისევ იდიოტივით ვიღიმი და მხოლოდ ტაქსისტის უხეში წამოძახილი მაიძულებს გამოფხიზლებას.

888

-სად ხარ ამდენი ხანი?-როგორც კი მხედავენ მაშინვე ჩემკენ მოდიან.კიდევ ერთი თბილი შეხვედრის შემდეგ თავში ხუმრობით ვურტყამ ორივეს და ბარისკენ მივდივართ.

-სხვა დროს მოგიყვებით.ახლა კარგ ხასიათზე ვარ-ვიცინი და სამივესთვის ვისკს ვუკვეთავ.

-კაი კაი-მუშტს მხარზე მადებს მიშკა-მაშინ წავალ მე მოვემზადები,დამელოდეთ.იმედია სანამ დაშორდები იქამდე მოგვიყვები-ენას მიყოფს და მოცეკვავეებში იკარგება.მე თორნიკესკენ ვიხედები.

-ისე,როდიდან აღმოაჩნდა ამას სიმღერის ნიჭი?-მეცინება,როცა ,,სცენაზე“ ამოდის და ნელი,სასიამოვნო მელოდია ჟღერდება.

-მაგარი ძმაკაცი ხარ. შეიძლება გამოლენჩდე ისე მღერის-თავს ვერც ერთ ვიკავებთ,ჩუმად ვიცინით და მიკროფონთან მდგარ გულბიანს საშინელების მოლოდინში ვაჩერდებით.

-ჯანდაბა!-ვბუტბუტებ,სცენასთან ახლოს ანასტასიას დანახვაზე,რომელიც ვიღაც ბიჭს ზურგით ეკვრის და მიშკას შეჰყურებს...

-რა მოხდა?-მეკითხება თორნიკე და ბარმენს ცარიელ ვისკის ჭიქას აწვდის თავიდან ჩამოსასხმელად.მეც დაუფიქრებლად ვუკვეთავ,ამჯერად ორმაგ ტეკილას.მეგობარს არ ვპასუხობ.უბრალოდ ჩემს მოსწავლეს შევყურებ.ვაკვირდები მის ტანს,ხელს რომელიც პარტნიორის წელზე შემოუხვეულ მკლავს ნაზად ეხება.არაფერს ვგრძნობ,უბრალოდ მინდება მოშორდეს და აღარასდროს შეეხოს.

ჯანდაბა! ის ხომ ასეთი პატარა და ,,სუფთაა“. არ უნდა მისცეს უფლება ვიღაც ნაბიჭვარს მისი სხეული გამოიყენოს და მერე ნაგავივით მიაგდოს,რომელიღაც ქუჩის კუთხეში.

,,რა სისულელეებს ბოდავ“-ქვეცნობიერი აღშფოთებული და შეურაცხყოფილია ასეთი ფიქრების გამო.მიშკა სიმღერას იწყებს და ჩემი ყურადღებაც მალე იფანტება.

-დაივიწყე.დავლიოთ-ვთავაზობ,ხელის ზურგზე მარილს ვიყრი,ნელა ვლოკავ და როგორც კი ტეკილას ვსვამ ლიმონს ვკბეჩ.წამის მეოთხედში მუცელში ცეცხლი მეკიდება.პირს ვაღებ,ველოდები როდის ამოვუშვებ კვამლს ან რაღაც ამდაგვარს.როგორც ჩანს სასმელი სწრაფად რეაგირებს.

-მიდი მომიყევი რა იმ გოგოზე. მოიცა რა ერქვა?! მაკა? თუ...-წარბებს ზემოთ წევს თორნიკე,თვალები ისე უბრწყინდება,როგორც პატარა ბავშვს საყვარელი ზღაპრის მოსმენისას.

-მიკა.ჩემი თანამშრომელია სკოლაში.ისეთი არაფერია რა,უბრალოდ იმ მოხუცებში ეგ ყველაზე საინტერესოა, ერთად ვჭამთ ხოლმე.-უემოციოდ ვიჩეჩავ მხრებს და გულბიანისკენ ვიხედები- მეგონა ხალხს გააქცევდა,არადა მაგრად მღერის-ღიმილით ვაღიარებ.წამით ბავშვობა მახსენდება,მას ყოველთვის სძულდა მუსიკა,მშობლები ძალით ატარებდნენ ფორტეპიანოზე,ამის გამო მცირე მელოდიის მოსმენაც კი აღიზიანებდა.

-თემას ნუ ცვლი ყანჩა!-საყვარლად ხითხითებს ჩემი ზედმეტ სახელის ხსენებისას.სახელით არავინ მომმართავდა ადრე. ყველასთვის ,,ყანჩა“ ვიყავი,მხოლოდ იმიტომ რომ ჭამის დროს დიდ ლუკმებს ვიტენიდი პირში. ახლა მრცხვენია,მაგრამ მაშინ მომწონდა.უბრალოდ უნდა ჩაგეტენა იმდენი საჭმელი რამდენიც შესაძლებელი იყო. სასაცილო ვიყავი და ყველაზე სწრაფი.

-კარგი,საყვარელია.უფრო სწორად სექსუალური.მორცხვი და თითქოს უკარებაა,საინტერესო ვინმეა-თვალებს ვატრიალებ.არ მომწონს ამაზე ლაპარაკი-და მაგას ნუ მეძახი-ღიმილის შეკავებას ვცდილობ მაგრამ არ გამომდის.

-ხო შევამჩნიე-ხითხითებს და მუშტს მხარზე მარტყამს ხუმრობით.-მართლა ლამაზია-მამცნობს ხმამაღლა,რადგან მიშკა სიმღერას ამთავრებს და მუსიკა უფრო ხმაურიანი ხდება.

-უფრო ახლოს უნდა გაგვაცნო!-ლაპარაკში ებმება გულბიანიც,როცა ჩვენთან ბრუნდება და სამივე გალეწვამდე ვიწყებთ დალევას.

888

ბარის საპირფარეშოში სარკის წინ ვდგავარ და ჩემს ანარეკლს უემოციოდ ვაკვირდები.თვალზე სილურჯე ჯერ არ გადამსვლია.შუბლზე რამდენიმე შრამს ვხედავ და უკმაყოფილოდ ვვოხრავ.ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ,რომ მასწავლებელი ვარ და უფრო მშვიდი უნდა ვიყო.არამგონია კიდევ დიდხანს შევიგნო,რასაც გარეთ ბართან მსხდომი ბიჭები ადასტურებენ,რომლებიც მელოდებიან,როდის დავბრუნდები სმა რომ განვაგრძოთ.

-იდიოტი ხარ!-ვამბობ ჩემთვის,ნიჟარას ვშორდები და ელექტრო საშრობთან ვიცდი მანამ სანამ ხელი გამიშრება,როცა რაღაც ხმა მაიძულებს სწრაფად მოვშორდე ხელსაწყოს. კაბინიდან ქვითინი მესმის.ქალისას ჰგავს. თავს ვაიძულებ უბრალოდ შევეშვა,ჩემი საქმე არ არის,ზედმეტი პრობლემები არ მჭირდება,ჩემიც თავზე საყრელად მაქვს.თვალებს უკმაყოფილოდ ვატრიალებ,როცა შინაგან მეს არ ვუჯერებ და კაბინის კარზე,რომლიდანაც ხმა ისმის ნელა ვაკაკუნებ.

-დახმარება გჭირდებათ?-ვჩურჩულებ.ცოთახნით ჩუმდება,მეც მექანიკურად სუნთქვას ვიკავებ.წამის შემდეგ საკეტი იღება,მეც ფრთხილად ვაღებ ბინძურ,ბილწი ნახატებით აჭრელებულ კარს და ადგილზე ვშეშდები უნიტაზზე ჩამომჯდარი გოგონას დანახვაზე.

-ანასტასია! კარგად ხარ?-მის სიმაღლეზე ვიხრები,რომ სახეზე დავაკვირდე.ვცდილობ აღელვება დავმალო,გოგონას თმას ყურს უკან ვუმაგრებ და თავს ზემოთ ვაწევინებ.ცრემლები სახეს უსველებენ,ლოყები კი ვარდისფრად აქვს შეფაკლული.ვერ ვიტყვი,რომ სასიამოვნოა მისი ასეთ მდგომარეობაში ყურება,მაგრამ იმასაც არ უარვყოფ,რომ ასეთიც კი მშვენიერია.-ტასო!-უხეშად წარმოვთქვამ მის სახელს.ვბრაზდები,როცა არ მპასუხობს.ხელებს მხრებზე ვხვევ და წამოდგომას ვაიძულებ.ცდილობს ტირილი შეიკავოს,ვამჩნევ,როგორ წითლდება,რის გამოც ჩემს მუცელში რაღაც სასიამოვნო გრძნობა იწყებს წარმოქმნას.

-ფეხზე დგომას შეძლებ?-ვეკითხები,ამჯერად უფრო მშვიდად.მხოლოდ თავს იქნევს უარის ნიშნად-კარგი.დამშვიდდი -ჩემდა გასაკვირად მზრუნველი ტონი მაქვს.ჰაერში ვწევ,ნიჟარებს შორის მარმარილოს ზედაპირზე ვსვამ და წყალს ვუშვებ.ხელებს ვისველებ და თითებით გაუბედავად ვეხები სახეზე გამოსაფხიზლებლად.ჯერ ლოყებზე,შემდეგი შუბლია,თვალები,ტუჩები... ჯანდაბა! არ მინდა დაუკმაყოფილებელ პედოფილ მასწავლებელს ვგავდე,რომელიც თავის ახალგაზრდა მოსწავლეებზე ცახცახებს! უბრალოდ მისი ტუჩემი საოცრად მიმზიდველია.

,,მხოლოდ 22 წლის ხარ იდიოტო“-ფრუტუნებს ჩემი ქვეცნობიერი,მაგრამ ეს სულაც არ მეხმარება დამშვიდებაში.

-უკეთ ხარ?-ჩემი ხმა უცნაურად ისმის.მხოლოდ ახლა ვამჩნევ,რომ თვალს არ მაშორებს,ჯერ კიდევ ტირის მაგრამ მაინც ინტერესით აკვირდება ჩემს თითოეულ მოძრაობას.

-კი.მადლობა-ძლივს მპასუხობს და თავიდან აწვება ემოციები.ვგრძნობ,როგორ მიჩქარდება პულსი.ვცდილობ დავაიგნორო ბავშვობის მოგონებები,დედაჩემი,რომელიც ცდის მიუხედავად მაინც ვერ მალავდა მის ნამტირალევ თვალებს ჩემგან, მამაჩემი და ჩვენი ერთად ცხოვრების 5 წელი.გოგონას ლოყაზე ვადებ ხელს და ნაზად ვეფერები.

-არ იტირო -მუდარასავით ჟღერს მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. ლოყაზე ჩამოცურებული ყოველი ცრემლის თითით შეშრობას ვცდილობ.

-მადლობა-თავს ვერ აკონტროლებს,ხელებს სახეზე იფარებს და შუბლს მკერდზე მადებს.ვცდილობ გულისცემა გავაკონტროლო.ისეთი უმწეოა და ისეთი დაუცველი...უცებ ვხვდები,იმის მოკვლა მინდება ვინც ამ დღეში ჩააგდო.

-ჩემი ვალდებულებაა.შენი მასწავლებელი ვარ,დაგავიწყდა?-ჩემი ნათქვამი მეთვითონ არ მსიამოვნებს.თვალებს ვატრიალებ და გაუბედავად ვადებ ხელს ზურგზე.მოულოდნელობისგან პირს ვაღებ,როცა გოგონა მშორდება,მაგიდიდან ჩამოდის და რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევს.გაკვირვებული ვაკვირდები,წარმოდგენა არ მაქვს რა დაემართა.

-უნდა წავიდე...-ხმა ებზარება.ვამჩნევ,რომ სახეზე იმედგაცრუება ეტყობა მაგრამ ვერ ვხდები რის გამო.-მადლობა.ისევ.-წამით ტუჩს იკვნეტს,იატაკს აშტერდება.მხოლოდ მაშინ მოვდივარ აზრზე,როცა კარს უკან უჩინარდება და ასე უპასუხოდ,გაოგნებულს მტოვებს კაცების საპირფარეშოში...

-ანასტასია!-როგორც იქნა აყროლებული საპირფარეშოდან გამოსვლას ვხვდები და გოგონას უკან მივყვები.ცდილობს მოცეკვავეებს გვერდი აუაროს,ისეთი სუსტია წამით ვჩერდები და ვაკვირდები.ცუდი განათების მიუხედავად მაინც ვამჩნევ,ისევ ტირის.რა დაემართა? იმედია რამე საშინელება არ გაუკეთეს...

თავს ვიქნევ სულელური ფიქრების გასაფანტად.

-ანასტასია-ვყვირი ისევ,ვუახლოვდები,თითებს მაჯაზე ვხვევ და კარისკენ მივდივარ. ბიჭები მამჩნევენ,ხელს მიქნევენ მაგრამ ვანიშნებ,რომ უნდა წავიდე.ანასტასიას დანახვაზე,რომელსაც პატარა ბავშვივით მივათრევ გარეთ სიცილს იწყებენ,მე კი უკმაყოფილებისგან ვვოხრავ.

-რა გინდა ჩემგან?-ყვირის ტასო,როგორც კი გარეთ გავდივართ.წარბებს ვკრავ მის ასეთ ცვლილებაზე.ცივი ჰაერი სასიამოვნოდ მელამუნება სახეზე.

-რა მინდა შენგან?-ირონიას ვერ ვმალავ მაგრამ მშვიდად ვკითხულობ.გოგონა ცრემლებს იწმენდს,წინ ჩამოყრილ თმას უკან ივარცხნის და განზე იხედება.თვალები ჩაწითლებული აქვს.

ჯანდაბა!

-მადლობა ხომ გადაგიხადე.რაღატომ მომყვები?გინდა თავი საბოლოოდ დამნაშავედ ვიგრძნო? ალბათ ესეც შენს მოვალეობაში შედის?-გაღიზიანებული ბუტბუტებს ტუჩის კვნეტით.თვალებში არ მიყურებს,მოუთმენლობა ეტყობა მაგრამ არ ვნებდები.ნაბიჯს მისკენ ვდგამ,ვშეშდები როცა შეშინებულ მზერას მაბყრობს და უკან იხევს.

-რა დაგემართა?

-არაფერი-ლუღლუღებს თავისთვის.-სახლში მინდა...

-წამოდი წაგიყვან-რაც შეიძლება თბილად ვამბობ,მისი ნდობის მოსაპოვებლად.

-არ შემიძლია-თავს იქნევს უარის ნიშნად და თვალებში ისევ ცრემლები უდგება-დედაჩემს ვუთხარი,რომ მეგობართან ვრჩები-მიხსნის მას შემდეგ რაც ჩემს გაკვირვებულ სახეს ამჩნევს.

სერიოზულად? ამას აკეთებს? მშობლებს ატყუებს და ბარებში დადის! როგორ შეუძლია ასეთ არსებას, უბრალოდ ენდოს ვიღაც იდიოტს და მარტო გაჰყვეს გადაკარგულ ადგილას! ალბათ არ იცის რამდენად მიმზიდველი და სასურველია საწინააღმდეგო სქესისთვის...

,,მოკეტე“-მიბღვერს ჩემი ქვეცნობიერი და წარბ შეკრული ცდილობს სირცხვილისგან არ მოკვდეს.

-კარგი.შეგიძლია ჩემთან დარჩე-თვალებს ვატრიალებ,მიუხედავად იმისა რაღაც მიზეზით მასთან უფრო მეტი დროის გატარება მინდა,მაინც არ მხიბლავს ის აზრი,რომ ჩემს ბინაში ჩემს გარდა კიდევ ვინმე დაიძინებს.

-რა? არა...მე...-იბნევა,თმას თითზე იხვევს ნერვიულობისგან.რატომ მგონია,რომ ჩემი ეშნია?

-სხვა ვარიანტი გაქვს?-წარბებს ზემოთ ვწევ.არ მინდა უხეში ვიყო მაგრამ არ გამომდის.-ანასტასია გადაწყვიტე.კიდევ ერთხელ არ გკითხავ-მოუთმენლად ვამბობ.

-კარგი-მორცხვად მიქნევს თავს.

888

-მადლობა-ჩურჩულებს ჩემს ლოგინზე ჩამომჯდარი.უკვე დაწოლას ვაპირებ.გადავწყვიტეთ მას ჩემს ოთახში,მე-მისაღებში,დივანზე დამეძინა.კარის ზღურბლზე ვჩერდები,კედელს ვეყრდნობი და წამით ვაკვირდები.არასდროს,არავინ ყოფილა ჩემს ოთახში! გოგონებს,რომელიც მყოლია არ ვაძლევდი სახლში მოსვლის უფლებას...კარგი! ვიცი რომ ეს არც ისე სამართლიანია! მაგრამ ისინი არ იყვნენ შეყვარებულები, ერთ დღიანი სექს პარტნიორისთვის ჩემი სახლის მისამართის ცოდნა არც ისე გონივრულია.

-მეტყვი რა დაგემართა?-წარბებს ზემოთ ვწევ,მაგრამ მალევე ვიცვლი ტონს და ვცდილობ უფრო თბილი ვიყო-გთხოვ.

-მითხრა,რომ...,მითხრა რომ მასთან თუ არ დავწვებოდი ჩემს მშობლებს აჩვენებდა ფოტოებს...რომლებიც დაამონტაჟა-ტირილის შეკავებას ცდილობს,რის გამოც გამუდმებით ტუჩს აწვალებს.-არ ვიცი როგორ მოახერხა! ღმერთო ჩემო...ფოტოებში სრულიად შიშველი ვარ.მასთან ერთად...ჩემმა მშობლებმა რომ გაიგონ არ დამიჯერებენ-თავს ვერ იკავებს,ცრემლები ჯებირებს სცდება და ლოყებს უსველებს.რამდენიმე წამი ადგილზე ვშეშდები.

აღარ მეგონა თუ ასეთი საცოდავი ტიპები არსებობდნენ.სიცილი მინდა მაგრამ როგორღაც ვჩუმდები.ალბათ თავს ცუდათ იგრძნობს...

-ჯანდაბა!-მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ.ვუახლოვდები,მის წინ ვიმუხლები და ჩემს ტერფებზე ვკალათდები.-ბავშვო! არავინ,არავინ არის შენი ცრემლების ღირსი! იცოდე ეს-ვამბობ დარწმუნებით.მისკენ ვიხრები და ვერც ვაცნობიერებ ისე ვუტოვებ კოცნას მუხლზე.საოცრად ნაზი კანი აქვს. რაღაც უცნაურად ტკბილი სუნი ასდის მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ რისი უნდა იყოს.

-მადლობა-ჩუმად ლუღლუღებს.ვამჩნევ,როგორ უკრთის ღიმილი ტუჩის კუთხეში.ისეთი ლამაზია ამ წამს.ცრემლებით შენამული ლოყა ნათურის შუქცე უბრწყინავს.

-თუ კიდევ ერთ მადლობას იტყვი ნიშანს არ დაგიწერ-ვამბობ ხუმრობით.როგორც იქნა იცინის. ბავშვური,საყვარელი სიცილი აქვს.

-კიდევ მომიყევი იმ ბიჭზე...

-ჩემი საუკეთესო მეგობრის ძმაა. მე და სოფი ფაქტობრივად მთელი ცხოვრებაა ერთმანეთს ვიცნობთ. მაგრამ ეს ნამდვილად არაფერს ნიშნავს მისთვის. ბავშვობაში სულ მაწვალებდა,სიმართლე რომ ვთქვა ვერ ვიტანდი... ახლა კი,როცა წამოვიზარდეთ, სულ კუდში დამდევს და სხვაზე არაფერზე და არავისზე ფიქრის საშუალებას არ მაძლევს, უცნაურად მიყურებს და მიუხედავად იმისა, ცოტა მაშინებს, მაინც ზემოქმედებს ჩემზე და ზოგჯერ ვფიქრობ,რომ მომწონს. ახლა კი ვხვდები,რომ ის უბრალოდ ავადმყოფია...აი ასე. არც კი მესმის,ადამიანს როგორ უნდა მოუვიდეს ასეთი რამ აზრად... სურათების დაფოტოშოპება და შანტაჟისთვის გამოყენება.ღმერთო ჩემო...-თვალები ცრემლით ევსება.

-აღარ იტირო. ყველაფერი მოგვარდება.კარგი?!-მის ხელს ჩემსაში ვიქცევ და მაგრად ვუჭერ,რომ იგრძნოს მის გვერდით ვარ. ჩემი გონება ავტომატურად იმახსოვრებს მის შეხებას. მინდება სხეულიდან ამოვიდე და ამ პატარა გოგონასთვის შეუძლებელი შევძლო.რომ აღარასდროს ვნახო ასეთი დამსხვრეული...

-ძილინებისა ანასტასია!-ვახველებ,ვსწორდები და ჩვეულ გამომეტყველებას ვღებულობ.

-ძილინებისა.-ჩურჩულებს და იცდის სანამ მარტო დავტოვებ.

888

################################################################3

-დაბადების დღეს გილოცავ-ღიმილით ეხვევა მიკა თორნიკეს.ჩემი იდიოტი მეგობარი გაკვირვებული მიყურებს,ვხვდები როგორ იკავებს თავს,მაგრამ ბოლოს მაინც თბილი ღიმილი ეფინება სახეზე.რატომღაც გადავწყვიტე მიკაც დამეპატიჟებინა მიშკას ბებიის სახლში,რომლის დასალაგებლადაც მთელი უქმეები დავკარგეთ.

-მადლობა-უხერხულად ლუღლუღებს,როცა ერთმანეთს შორდებიან.ისე ჩანს თითქოს ჩემი იუბილარი ძმაკაცი მორცხვობს.ეს რაღაც ახალია!-როგორ მოგწონთ აქაურობა?-ხელებს შლის და წვეულებაზე გვანიშნებს.

-ნეტავ ვინ მოაწყო?-თვალებს ვატრიალებ და ვხითხითებ.

-წარმოდგენა არ მაქვს-მეგობრულად მირტყამს ხელს მხარზე.-გაერთეთ,მიშკას მოვძებნი და გნახავთ.-გვიღიმის და უკვე მთვრალ სტუმრებს შორის უჩინარდება.

-დალევაზე უარს არ მივიღებ-ვამბობ ისე,რომ მიკას თვალს არ ვაშორებ.ვხედავ,როგორ უჩნდება ლოყებზე ფოსოები.კარგი, ვაღიარებ! თავისუფალ სტილში საოცრად მომხიბვლელი და სექსუალურია.

-მაშინ თავი შევიკავე-მხიარულად ამბობს, არ მიყურებს,მოცეკვავეებს აკვირდება.თვალები უბრწყინავს.მასწავლებლისთვის ზედმეტად ლამაზია!-მაგრამ ამჯერად მოგიწევს მთვრალი მიმიტანო სახლში-ხითხითებს ისევ.

-როგორღაც მოვახერხებ-საკუთარ თავში დარწმუნებული ვუღიმი და სასმელების მაგიდისკენ მიმყავს,ღვინოს ერთჯერად ჭიქაში ვასხამ და ვუწვდი.

-თორნიკეს გაუმარჯოს!-ჩვენს ჭიქებს ერთმანეთს ვადებთ,წამის შემდეგ კი სულმოუთქმელად ვსვამთ,ისე რომ წვეთს არ ვტოვებთ.

-ოუ-უხერხულად იშმუშნება მიკა,ხელს პირზე იფარებს სიცილის შესაჩერებლად.

-მაგარია!-ვყვირი,ვიცი ხმამაღალი მუსიკის გამო ვერავინ შეგვამჩნევს.-კიდევ ერთი-ისევ იგივე მეორდება რამდენიმეჯერ.უკვე დათვლასაც ვწყვეტ,იმდენი ჭიქა დავლიეთ.ვხედავ როგორ ემღვრევა თვალები,თმას ნერვიულად ივარცხნის და სვამს! კიდევ და კიდევ,გაუჩერებლად.

-ღმერთო ჩემო! მგონი ზედმეტად მთვრალი ვარ უკვე-ყვირის მიკა,მხარზე მეყრდნობა თავის შესამაგრებლად.

-ცუდად ხარ?-ვხითხითებ,ხელს წელზე მჭიდროდ ვხვევ და გვერდზე ვიკრავ.წამით გაკვირვებული მიყურებს,მაგრამ მაინც ეღიმება.

-არა.ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ-სიცილისგან თავს უკან აგდებს.ისეთი მომხიბვლელია თავს ვერ ვიკავებ,თითით მის ლოყას ვეხები.აშკარად ვგრძნობ მის ჩაღრმავებას კანზე.სხეული ერთიანად მითბება.

,,ჯანდაბა,ჯანდაბა,ჯანდაბა!“-დაუჯერებლობისგან პირღია შემომყურებს ჩემი ქვეცნობიერი-,,არ არსებობს! ახლა? ამდენ ხალხში? და თან რის გამო? უბრალოდ ფოსოს შეხებაზე როგორ შეიძლება აღეგზნოს კაცი?“-მისი ბოროტი სიცილის ჩახშობას უშედეგოდ ვცდილობ,შეუმჩნევლად დავყურებ ზემოდან ,,ჩემს ღირსებას“ და თითქოს ზურგიდან დიდი ტვირთი მომხსნესო,შვებით ვვოხრავ,როცა ჩარვალზე არაფერი მეტყობა.

-ერთი კიდევ უნდა დავლიო-თვალებს სიცილით ვატრიალებ და კიდევ ერთი ჭიქის შემდეგ თავს უფრო მხნედ ვგრძნობ.-გინდა გარეთ გავიდეთ?-ვეკითხები ერთ ადგილზე მოცეკვავე მიკას.როგორც კი თანხმობას ვღებულობ,თითებს მაჯაზე ვხვევ და კარისკენ მიმყავს.

888

-საოცარი ადგილია-ამბობს მშვიდად.როგორღაც კოცონის დანთება მოვახერხე.ნაპირთან უფრო მეტად ცივა ვიდრე საერთოდ.მიკას ხელები მხრებზე აქვს შემოჭდობილი და ხახუნის ძალით ცდილობს გათბობას.

-ხო,ცოტა ცივა მაგრამ მაინც ლამაზია აქაურობა-ვამბობ მხრების აჩეჩვით.სასმელისგან გაბრუებული და ძალა გამოცლილი ვარ.თითქოს ბურუსში ვიყო.

-სექტემბერში სანაპიროზე დაბადებისდღის გადახდა,მხოლოდ ახალგაზრდა,შეშლილ მასწავლებელს თუ შეიძლება მოუვიდეს აზრად-საყვარლად ხითხითებს.მისი სიტყვები რეალობაში მაბრუნებენ.მე მასწავლებელი ვარ,წესით საერთოდ არ უნდა ვსვამდე,ჩემს კოლეგებთან ერთად სავახშმოდ არ უნდა დავდიოდე,მოსწავლე კლუბიდან სახლში არ უნდა მიმყავდეს!

-საჭირო არაა შემახსენო,როგორი იდიოტი ვარ-კბილებს ვკრეჭ,ძალით გასაღიმებლად.გოგონას ჩემი სახის დანახვაზე თვალები უბრწყინდება და რამდენიმე წამში ისტერიულად იცინის.

-მგონი სასმელმა ცუდად იმოქმედა შენზე-მეც მეცინება მის სიცილზე.დროდადრო კივილისმაგვარი ხმები ამოსდის ყელიდან.ყურის წამღები და აუტანელი ხმაა მაგრამ სასაცილო.

-გითხარი,რომ საშინელი სიმთვრალე მაქვს-ცრემლებს ცერა თითით იწმენდს და მხრებს იჩეჩავს.

-მართალია.მაგრამ მეგონა აჭარბებდი!

-საოცრად ლამაზი ხარ,ღმერთო ჩემო-ხითხითებს ისევ.ვიცი,რომ მისი გამბედაობის მიზეზი სასმელია,მეღიმება,როცა წარმოვიდგენ,როგორი რეაქცია ექნება,როცა ამ ღამეს გაიხსენებს.

-დამიჯერე შენ უფრო ხარ!-დაუფარავად ვიღიმი მეც.ვიცი,მთვრალია და ვერაფერს მიხვდება.მინდა მივუახლოვდე,მაგრამ თავს არ ვაძლევ უფლებას.უნდა მოვრჩე,იდიოტურ,ერთდღიან ურთიერთობებს! არ მინდა ყველაფერი ჩემი ,,ბილწი სურვილების“ გამო გავაფუჭო.

-ვიცი,რომ ვარ-წინ ჩამოყრილ თმას უკან ივარცხნის.ხელს მუხლზე იდებს და ზედ თავს ასვენებს.იმ მომენტში ბავშვივით გამოიყურება.ვამჩნევ,როგორ ეხუჭება თვალები,სამწუხაროა,რომ აქვე დაძინება არ შეგვიძლია.მინდა ვნახო,როგორია მაშინ,როცა მშვიდად სძინავს!

,,სენტიმენტალური “-თვალებს უკმაყოფილოდ ატრიალებს ქვეცნობიერი,ზურგს მაქცევს და უჩინარდება.

-გინდა,რომ წავიდეთ?-ვჩურჩულებ.არ მინდა შევაშინო,რადგან უკვე სძინავს.ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს.

-მაგრამ,ეს შენი მეგობრის დაბადების დღეა! თანაც მთვრალი საჭესთან ვერ დაჯდები!

-პრობლემები გექნება თუ დღეს აქ დავრჩებით?-ვკითხულობ სწრაფი პასუხის მოლოდინში.ალბათ უნდა ვუთხრა,რომ ლოდინი სასტიკად მაღიზიანებს.სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობ,როცა რამდენიმე წუთი ხმას არ იღებს.

-არა.ხვალ კვირაა,ასე რომ არანაირი პრობლემა-ლუღლუღებს უკვე საშინლად მთვრალის ხმით.როგორც ჩანს საბოლოოდ მოეკიდა სასმელი.

-კარგია.გულბიანის ბებიის სახლია,ასე რომ ერთ ოთახს ჩვენც დაგვითმობენ!-მხრებს ვიჩეჩ და ვდგები.ვაიგნორებ მის გამომეტყველებას,როცა ჩემი მკვეთრად გამოთქმული ,,ერთი ოთახი“ ესმის.

-ერთად არ დავიძინებთ! ხოომ?-მისი ნათქვამი კითხვასავით ჟღერს,რაზეც სიცილს ვერ ვიკავებ.

-რათქმაუნდა!-თვალებს ვატრიალებ,სახლის ერთ-ერთ საძინებელში შევდივარ და კარს ვკეტავ.

-წადი,გაერთე.მე დავიძინებ!-მხრებს საყვარლად იჩეჩს,როგორც სჩვევია თმას უკან ივარცხნის და მელოდება,როდის დავტოვებ მარტო,რათა გაიხადოს და ლოგინში კომფორტულად მოეწყოს.მიუხედავად იმისა,საშინლად მინდა ეს ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთო,თავს ვაიძულებ იმ ადგილს სასწრაფოდ გავეცალო.

მაგარაია! მალე იმპოტენტი გავხდები!

888

-სად ხარ ამდენ ხანს ყანჩა? გეძებდით-ხელს მხარზე მირტყამს მიშკა,არყიან ჭიქას მაწვდის მაგრამ არ ვართმევ.

-იმდენი დავლიე,კიდევ ერთი საბოლოოდ გამთიშავს!

-მიკა სადაა?-თორნიკე მეკითხება.თავის ჭიქას ერთი მოსმით სვამს და ჩემთვის განკუთვნილსაც ეწაფება.

-დავაწვინე.გაითიშა.-მისი სახის გახსენებეზე ვიცინი.ბიჭები თვალებ დაწვრილებული მიყურებენ.

-რატომ მგონია,რომ კლანჭებში მოგიქცია?-ბოროტი გამომეტყველებით ხითხითებს მიშკა და მკლავს თორნიკეს ურტყამს,იმის მანიშნებლად რომ აჰყვეს.მაგრამ ის არაფერს აკეთებს. უბრალოდ დგას და მშვიდად სმას განაგრძობს.

-ახლა გა@ჯვამ თუ ჩემით მოგიხერხო?-თვალებს ვატრიალებ მაგრამ მაინც ვერ ვფარავ ღიმილს.საბოლოოდ მეც ვიცინი,როცა ხარხარი უტყდებათ.

-ის გოგო ვინღა იყო,კლუბში?

-ჩემი მოსწავლე-გვიან ვაცნობიერებ როგორ ჟღერს.სიცილი სახეზე აშრებათ,მაგრამ რამდენიმე წამში ისევ თავიდან იწყებენ. თითქოს დეჟავუ მაქვს,ისინი ისევ მე დამცინიან.

-ოუ,შენ მგონი გარეკე ყანჩა!-იცინის თორნიკე.მინდა მუშტი ისე მაგრად ჩავარტყა სახეში,რომ სამუდამოდ დაამახსოვრდეს,მაგრამ მისი დაბადების დღეა!

-მოკეტე რა!-გაღიზიანება მეტყობა.ჭიქას ბოლომდე ვავსებ და ერთი მოსმით ვცლი.წესით არ უნდა დამელია!-დახმარება სჭირდებოდა იმ საღამოს. ბავშვია, იქ ხომ არ დავაგდებდი.-ტასოს ცრემლიანი თვალების გახსენება გულის რევის შეგრძნებას მიჩენს.

-ახალგაზრდა,კლუბების მოყვარული თინეიჯერები,ჯანდაბა! მენატრება ეგ დრო, მაშინ ყველაფერი ფეხებზე მეკიდა, სულ თქვენთან ერთად ქუჩაში დგომაზე და ვინმესთან ჩხუბზე ვფიქრონდი. იმ ასაკში ქალიც სხვანაირად გიზიდავს- იდიოტური ღიმილით ამბობს მიშკა.

-ჩხუბი და ქუჩაში წანწალი ახლაც არ გაკლია შენ-დასცინის თორნიკე. მეც მეღიმება ონიანის უკმაყოფილო გამომეტყველებაზე. -კაი ახლა, ტირილი არ დაიწყო ოღონდაც.

-გა@ჯვით რა!

-ძაან აყ@ევებს ეს ბაბუაშენის ჭაჭა მიშიკო-ვვოხრავ ორმოც წელს გადაცილებული ,,თამადა კაცივით“.

-ხო მართლა... ჩემს დას ვიღაც გამ@სირებული გადაეკიდა.არ მეუბნება ვინაა, რა ჰქვია მარა აშკარად ვატყობ, რომ აწუხებს. ხომ იცით არ ვარ ეს ეჭვიანი გრუზინი ძმა, უბრალოდ ვგრძნობ, რომ რაღაც ისე არ არის.-სერიოზულდება თორნიკე.მე სიბრაზისგან წარბებს ვკრავ.რა ხდება საქართველოში?ამდენი დაუკმაყოფილებელი ხამი ერთად როგორ მოგროვდა ჩემს გარშემო?

-ე, შიგ ხომ არ აქვს? რაღადროს ეგეთებია?! არ ინერვიულო თორნა შენ, მივხედავ მაგ საქმეს. გავიგებ ვინაა და სახე ავახიოთ. ელენეს ორი თვის ზარების ამონაწერს ამოვაღებინებ ხვალ.-მიშკა, პროკურორი და ამავდროულად ჩხუბის თავი მიშკა თითქოს ფხიზლდება. განა მხოლოდ იმიტომ, რომ მუშტი-კრივი და შარში გახვევა უყვარს, უბრალოდ ელენეზე ბავშვობინად ყურებამდეა შეყვარებული. ასეც რომ არ იყოს ძმაკაცის დაა და სხვანაირად არც შეიძლება. ზუსტად ამ მიზეზის გამო ვერ ვიტყვი უარს ,,ქუჩის გარჩევაში“ მონაწილეობაზე. ჩვენ სამნი ერთმანეთის გარეშე არავინ ვართ. არც არასდროს ვყოფილვართ. ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტები ერთად დგომამ გადაგვატანინა.

-აუ, ჯიგარი ხარ მიშკუკუ- სასაცილოდ ელაქუცება სვანს თორნიკე.

-მაგ სახელისთვის ენას ამოგაძრობ და ხელში დაგაჭერინებ!

-ნუ გასვანდები ხოლმე რა.

-ყანჩა უთხარი ამ მთხლეს, ნერვებს ნუ მიშლის.

-ნერვებს ნუ უშლი -ენას ძვლივს ვაბრუნებ. დაღლილობისგან და სიმთვრალისგან თვალები მეხუჭება.

-ვაი ღმერთო! შენც კაი გამოქლიავებული ხარ რა-ხითხითებს მიშკა და ადგომაში მეხმარება.-წამოეთრიე, დაწექი!

იმ ოთახში მტოვებს, სადაც მიკას სძინავს და კარებს ჩუმად კეტავს.

-ფუ ამის-გაბრაზებული ვჩურჩულებ,როცა ფეხით ხალიჩას ვედები და ლამის იატაკზე ვეცემი.ტანსაცმელს ვიხდი,ყველაფერს ვკეცავ,პატარა კომოდზე ვაწყობ და საბნის ქვეშ ვძვრები.ღიმილს ვერ ვიკავებ,როცა მიკას თბილ,ნაზ კანს მკერდით ვეხები.გოგონა ოდნავ ირხევა,როცა ხელებს წელზე ვხვევ და ჩემკენ ვიზიდავ.აქამდე არ შემიმჩნევია მისი სურნელი.ქოქოსის არომატი მთელ სხეულზე ასდის.ცხვირს მის თმებში ვმალავ და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს.არასდროს ვწოლილვარ გოგოსთან ერთად ერთ საწოლში მხოლოდ დასაძინებლად! ვერ ვიტან, როცა მეხებიან, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ კი ეს ზედმეტად სასიამოვნოდ მეჩვენება.

888

გაღიზიანებული წარბებს უნებურად ვკრავ,როცა უცნაური შეხება მაღვიძებს.თვალებს როგორც კი ვახელ მიკას სახეს ვეჩეხები.ახალ გაღვიძებულია და უაზროდ მომშტერებია. უსიამოვნო შეგრძნებაა მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო.

-რას აკეთებ?-ვკითხულობ,რაც შეიძლება მშვიდად.გოგონა შეშდება.ლოყები ვარდისფრად ეფაკლება.როგორ შეუძლია ასეთი მომხიბვლელი იყოს,მაშინაც კი,როცა ახალგაღვიძებულია?!

-მმ...ბოდიში-ლუღლუღებს თავისთვის.მერე თითქოს რაღაც ახსენდება,თვალები უფართოვდება და უარესად წითლდება.-ღმერთო ჩემო! ჩვენ...მმ. ჩვენ,რამე გვქონდა?-სასოწარკვეთილი კითხულობს.

-ჰეი,არა! დამშვიდდი-მის სახეზე სიცილს ვერ ვიკავებ.-ისეთი ნაძირალაც არ ვარ,მთვრალი შემეტყუებინე ლოგინში! მიუხედავად იმისა,რომ სულაც არ გამიჭირდებოდა-ვხითხითებ და საწოლიდან ვდგები.მიკა შვებით ოხრავს,რაზეც თვალებს ვატრიალებ.არ მიყურებს,მხოლოდ ბოქსერების ამარა მივდივარ სააბაზანოსკენ.-თანაც, თანამშრომლებთან არ ვწევარ-ღიმილით ვეუბნები,დასამშვიდებლად. თავს ვიწყევლი,როცა სახე ექუფრება და ცდილობს უკმაყოფილება დამალოს.-წყალს გადავივლებ.მალე დავბრუნდები-ვიცინი ისევ იდიოტივით.აქამდე არასდროს მქონია მორცხვ ქალებთან ურთიერთობა.

შხაპი გამოფხიზლებაში მეხმარება.სარკეში ანარეკლს ვუყურებ.სილურჯე აღარ მეტყობა.ჩემს წინ,მაღალი,სიმპათიური ბიჭი დგას ! ყველაფერი სრულყოფილი აქვს,მაგრამ მისი თვალები,ისეთი უსიცოცხლო და უემოციოა მიკვირს,როგორ შეუძლიათ მათი შემყურე ჩემთან ურთიერთობა!

ნუთუ ასეთი ძალა აქვს კარგ გარეგნობას?! სახე,რომ დავისერო,აღარავინ მომეტმასნება! იქნებ კარგიც კი იყოს...

888

-სახელმძღვანელოები გადაშალეთ!-ვამბობ მკაცრად.რაღაც გაურკვეველი მიზეზით,დილიდან უხასიათოდ ვარ.თორნიკე და მიშკა მთელი კვირა ელენეს უცნობს ეძებენ. რადგნ მე არაფრის გაკეთება შემიძლია დროებით განზე ვდგავარ, მაგრამ ეს ნამდვილად დიდ ძალისხმევად მიჯდება.მოწყენილობისგან სადაცაა თავს მოვიკლავ.

,,თვიურიანი გოგოსავით ნუიქცევი ერთი რა!“ თვალებს ატრიალებს ჩემი ქვეცნობიერი.

-სისხლის მიმოქცევის სისტემა!-ვაცხადებ უემოციოდ,ცარცს ვიღებ და დაფაზე გულის ხატვას ვიწყებ.

-სისხლი მუდმივ მოძრაობაშია.მას სიცოცხლის მდინარეს უწოდებენ.ის მდინარის მსგავსად მიედინება სისხლძარღვების ჩაკეტილ წრეში,ორგანიზმის ყველა ნაწილამდე აღწევს,ყველა უჯრედს ჩამოურიგებს ჟანგბადსა და საკვებს და იქიდან მათი დაშლის პროდუქტები გამოაქვს.სისხლძარღვებში სისხლის უწყვეტ დინებას გულის მუშაობა...-ზურგს უკან სიცილი მესმის და ახსნას ვწყვეტ.იმაზე მეტად ვარ გაღიზიანებული ვიდრე უნდა ვიყო.უკან მიბრუნებულს ხელში მოცინარი ანასტასია მხვდება.წარბებს ვკრავ და ვაკვირდები,როგორ ხითხითებს.ზედმეტად ახლოს ზის თავის კლასელ ნიკასთან თუ გიორგისთან (არც ისე ადვილია ამდენი ბავშვის სახელის დამახსოვრება).ბიჭს ცხვირი ანასტასიას კისერში ჩაუმალავს და ყურში რაღაცას ეჩურჩულება.

ჯანდაბა!

-ანასტასია!-ვამბობ ხმამაღლა.ჩემი ხმა ზედმეტად მკაცრად ჟღერს.უცებ ჩამოწოლილი სიჩუმე მამხიარულებს,მაგრამ მალევე ვხედავ ტასოს შეშინებულ სახეს და ისევ სიბრაზე მიპყრობს!

-გამოიცანი რა უნდა გააკეთო!-წარბს მაღლა ვწევ და ამჯერად მშვიდად მივმართავ.გოგონა თავდახრილი დგას მაგრამ მაინც ვამჩნევ,როგორ უწითლდება ლოყები. როგორ შემიძლია უგულო და მკაცრი ვიყო ასეთი უმწეო არსების მიმართ?

-მას...მე...

-მეყო,რაც გაპატიე!-თვალს ვუსწორებ,ვცდილობ არ შევიმჩნიო,როგორ მოქმედებს ჩემზე მისი აწყლიანებული თვალები.ისე უცოდველად გამოიყურება,თითქოს წამის წინ მის კლასელს მე ვეფლირტავებოდი.

-მაგრამ...-ლუღლუღებს ისევ. ზურგს ვაქცევ და დაფაზე ხატვას განვაგრძობ.

-დროს მაკარგვინებ ანასტასია!

მესმის,როგორ ალაგებს ჩანთაში თავის ნივთებს და ხმაურით კეტავს კარებს.რამდენიმე მოსწავლე შეცბუნებული ოხრავს. უცნაურია! ისეთი იმიჯი მაქვს ამ სკოლაში,თითქოს საშიში ტირანი ვიყო! იქნებ ვარ კიდეც!

როდემდე უნდა იყოს ასე? ის ყოველთვის გამაღიზიანებს და მე წლის ბოლომდე მის კლასიდან გაგდებას გავაგრძელებ?

888

-ამას რატომ აკეთებ?-მომესმა ხრინწიანი ლუღლუღი.უკვე ვიცი ვინც არის.უკან მიბრუნებული ანასტასიას ძალით ვუღიმი და ხელებს გულზე ვიკრეფ.

-უკვე მერამდენედ მაკარგვინებ ლანჩის დროს?-კითხვითვე ვპასუხობ,თვალებს ვატრიალებ და ისევ საკლასო ოთახში ვბრუნდები.ვიცი რომ უკან გამომყვება ამიტომ აღარაფერს ვანიშნებ.უბრალოდ მასთანა სალაპარაკოდ ვემზადები!...

-ასე უნდა გავაგრძელოთ?-კითხულობს გოგონა და ჩემკენ ისე მოდის თვალებში არ მიყურებს.მეც ნელა,თითქოს უზრუნველად ვიკავებ ჩემს ადგილს და ვიცდი სანამ ლაპარაკს დაიწყებს.მაგრამ ხმას არ იღებს.წარბებს ზემოთ ვწევ და ჩახველებით ვანიშნებ საქმეზე გადავიდეს.მაგიდასთან დგება,ვხედავ როგორ ნერვიულობს,კბილებით ქვედა ტუჩს აწვალებს და მეც მაშინვე მთელს სხეულში რაღაც უცნაურ მაგრამ სასიამოვნო ჩხვლეტას ვგრძნობ.

-ანასტასია! ჩემს გაკვეთილებზე უფლება არ გაქვს არ მისმენდე! ხელს მიშლიდე! მით უმეტეს სხვა საქმით იყო დაკავებული!-ლოდინისგან გაღიზიანებული,ისევ მე ვიწყებ.მინდა რაც შეიძლება მალე გავეცალო,იმდენად საყვარელი და დაუცველია მინდება უფრო ლმობიერი გავხდე მის მიმართ მაგრამ იდიოტური სიამაყე არ მაძლევს საშუალებას. ჯანდაბა! შეუძლებელია შეხედო და არ აღფრთოვანდე! თითები ერთმანეთში აქვს გადახლართული,წუთში რამდენჯერმე წინ ჩამოყრილ,ურჩ თმას ყურს უკან იმალავს და ტუჩს ისე იკვნეტს წამით ვფოქრობ,რომ სისხლი წამოუვა.

,,მისი მასწავლებელი ხარ,გარყვნილო!“-ჩემი ქვეცნობიერი უკვე სრულიად ცეცხლმოკიდებული მიყურებს და გულზე ხელებგადაჯვარედინებული მოუთმენლად აბაკუნებს ფეხს იატაკზე.

-მაგრამ...ყოველთვის ხომ ვერ გამაგდებ?-ჩუმად უფრო თავისთვის ბუტბუტებს და როგორც იქნა თვალებს მისწორებს-გეფიცები,შემთხვევით ხდება ხოლმე... მე... ეს საშინელი გრძნობაა! როცა ჩემს სრულ სახელს მეძახი და ბოლოს ოთახიდან მაგდებ.. ეს... ეს ძალიან დამამცირებელია..-ღმერთო ჩემო! სანამ ლაპარაკობს სუნთქვა მეკვრება.რათქმაუნდა ვიცი,რომ ეს დამამცირებელია მისთვის.მაშინ რატომღა ვაგრძელებ ასეთ უხეშობას მისდამი? ჯანდაბა! უბრალოდ ჭკუიდან გადავყავარ!!!

,,გარყვნილი“ ფეხებთან მიფურთხებს ქვეცნობიერი და ოთახიდან გადის.

-გაკვეთილზე უნდა მისმენდე და არ ლაპარაკობდე ანასტასია! მით უმეტეს კლასელებს არ უნდა ეფლირტავებოდე!-ცალი წარბი თითქოს თავისით მეწევა,ვცდილობ უკმაყოფილება დავფარო მისი დღევანდელი საქციელის გამო,მაგრამ ჩემი გამომეტყველება სრულებითაც არ მეხმარება ამაში.ხმამაღლა ვვოხრავ,როცა თვალები უფართოვდება და გაწითლებული მაშტერდება.

-მე...არა! ასე რატომ გგონია?-აღშფოთებას ვერ მალავს.მე კი მინდება მივუახლოვდე და შეფაკლულ ლოყაზე შევეხო.თუნდაც რამდენიმე წამით.მინდა შევიგრძნო მისი ნაზი კანის მხურვალება.

-ასე ჩანს!-მხრებს რაც შემიძლია გულგრილად ვიჩეჩავ,წარბებს მოუთმენლად ვწკიპავ და ველოდები სანამ კიდევ იტყვის რამეს.

-მაპატიეთ! მე მართლა არ... გეფიცებით-საწყლად ლუღლუღებს.

-ანასტასია! მალე ზარი დაირეკება.იქნებ შეწყვიტო უაზრო ბუტბუტი და საშუალება მომცე ჩემი საქმე გავაგრძელო? შესვენების დრო უკვე ისედაც მთლიანად დამაკარგვინე!-უკმაყოფილოდ ვატრიალებ თვალს იმ იმედით,რომ თავს დამანებებს,მასთან ყოფნა იმდენად მინდა, რამდენადაც მისგან შორს ყოფნა.რაღაც ორი სხვადასხვა საგნის ბრძოლას გავს,რომლისგანაც გამარჯვებულის გამოვლენა შეუძლებელია.

-სულ რატომ მეუხეშები?-მისი კითხვა თითქოს ჰაერში ეკიდება.გოგონას გაკვირვებული ვუყურებ და ვცდილობ თავი შევიკავო,მაშინვე არ წამოვდგე და არ მოვეხვიო.თვალები აწყლიანებული აქვს მაგრამ ეს ისეთი საოცარი სანახავია დიდი ძალისხმევა მჭირდება განზე,რომ გავიხედო.გამუდმებით ცქმუტავს და ხან ერთ ფეხს ეყრდნობა,ხან მეორეს.

-მისმინე... მე შენი მასწავლებელი ვარ-არვიცი რატომ ვამბობ.სუნთქვა მეკვრება ამ საშინელი წინადადების დასრულებისთანავე.არადა ჩვენს შორის სულ რაღაც ხუთი-ექვსი წელი თუ იქნება სხვაობა.

-ვიცი მაგრამ... მაშინ,იმ ღამით...ისეთი მზრუნველი იყავი-ისევ იგივე.ტუჩს კბილებშორის იქცევს და მღელვარებისგან მთელი ძალით იკვნეტს.-სკოლაში კი გამუდმებით ჩემს დამცირებას ცდილობ.ზედაც არ მიყურებ, როცა მიყურებ მუდამ გაბრაზებული ხარ.

ჯანდაბა!

-ის ღამე უნდა დაივიწყო.თანაც სხვა გზა არ მქონდა.დახმარება გჭირდებოდა-აშკარა იყო,თავს ორივე უხერხულად ვგრძნობდით.იმ ღამით ზედმეტად პირადული ინფორმაცია გამიზიარა...მასწავლებლის ზედმეტად პირადული.

-კარგი... მაშინ უფლება მომეცით ლანჩზე დაგპატიჟოთ…ბოდიშის ნიშნად-ლუღლუღებს როგორც ყოველთვის ძვლივს გასაგონად.მე კი მოულოდნელობისგან პირი მეღება,ვერც ვამჩნევ,როდის ვისუნთქავ ჰაერს და სუნთქვას ვწყვეტ.

-კარგი.ვფიქრობ სამართლიანი იქნება დაგთანხმდე-მხრებს მაღლა ვწევ საბოლოოდ.არ შემიძლია ამაზე უარის თქმა.

,,გამოუსწორებელი არამზადა ხარ!“-მიღრენს ჩემი ქვეცნობიერი, კატანით ჰაერს ჭრის და ჩემკენ მორბის ბოლო,რომ მომიღოს.

-მადლობა.-ვამჩნევ,როგორ ერხევა ტუჩის კუთხეები და ეღიმება. ღმერთო ჩემო... ცხოვრების მომენტების ჩანიშვნა,რომ შეიძლებოდეს ეს,ერთ-ერთი იქნებოდა,რომელსაც უპირობოდ შევინახავდი. ცრემლიანი თვალები ერთიანად უბრწყინავს.-გაკვეთილების შემდეგ გასასვლელთან დაგელოდებით...ხომ არ იქნება პრობლემა?

-არანაირი.დროებით ანასტასია-მისით მონუსხული მკაცრ ტონს ძვლივს ვინარჩუნებ მე.პორტფელს ვიღებ და ოთახიდან გავდივარ...

შეცდომას ვუშვებ მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია!

888

-გამარჯობა, დღეს თქვენს მაგიდას მე მოვემსახურები.რას შეუკვეთავთ?-ამბობს წითელ უნიფორმაში გამოწყობილი მიმტანი,თავის გაზეპირებულ,დღეს ალბათ მეათედ წარმოთქმულ სიტყვებს და ფართოდ გვიცინის.ანასტასიაც იღიმის მაგრამ უფრო ძალდატანებით.რაც მოვედით უცნაურად აკვირდება.

-ცხვრის ხორცის სტეიკი,კარტოფილთან ერთად და ერთი ჭიქა ბროწეულის წვენი,თუ შეიძლება.-ვცდილობ სწრაფად ვთქვა,რადგან ვხვდები ლოდინის სასტიკი წუთები მელოდება.

-ყველიანი ტორტელინი მჟავე იოგურტით და ფორთოხლის წვენი.-მხრებს იჩეჩავს ანასტასია ისე,რომ გოგონას ზედაც არ უყურებს.მისი სწრაფი არჩევანით გაოცებული ვარ. როგორც წესი დიდხანს უნდებიან ხოლმე.-უკაცრავად.თუმცა არა, ალუბლის წვენი მირჩევნია-მიმტანის მიმართ ცუდი დამოკიდებულების მიუხედავად კორექტულობას ინარჩუნებს.

-იცნობ?-წარბს ვწევ,როცა მიმტანი გვშორდება და ინტერესით შევყურებ თავდახრილ ანასტასიას. ჩემი სრცხვენია თუ რა?

-ვის?-სახეზე აშკარა გაკვირვება ეტყობა.

-მიმტან გოგოს. ისე უყურებ,თითქოს სადაცაა თავს წააწყვეტ…

-ეგ იმიტომ,რომ თქვენ გჭამდათ თვალებით-ამბობს თუ არა წითლდება.მე კი,სიცილის დასაფარად ტუჩებს ერთმანეთს ძლიერად ვაჭერ.

-მერე რა?

- რა წესია? მე ვარ თქვენთან ერთად! თან მან საერთოდაც არ იცის თქვენი...შენი მოსწავლე,რომ ვარ...-ნერწყვს მძიმედ ყლაპავს. ოჰ! ჯანდაბა.

-ჰო,კარგი! შეიძლება მართალი ხარ-ვიღიმი ,როგორც შემიძლია.მისი სიტყვები ხასიათს მიფუჭებენ.არ შეიძლება მოსწავლე ოდნავადაც გიზიდავდეს.ეს აკრძალულია! საზიზღრობაა!

-ვიცი,რომ მართალი ვარ-მხრების რხევით,ბავშვივით ბუშტავს ლოყებს.

-რა მოხდა იმ ღამის შემდეგ?-ვკითხულობ მოულოდნელად ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი.ტასო წამით შეშდება,გაკვირვებისგან თვალები თითქმის შუბლზე ასდის,თმას ნერვიულად იწევს ყურს უკან და ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს...

-მეგონა ის ღამე უნდა დაგვევიწყებინა...

-დიახაც-მტკიცედ შევყურებ და ვანიშნებ,რომ დანებებას არ ვაპირებ-მაგრამ მგონი ღირსი ვარ ყველაფერი ვიცოდე!

-რა თქმა უნდა-როგორც კი თვალებს ატრიალებს სუნთქვას ვიკავებ,დღეს უკვე მერამდენედ მისგამო.ვერ ვიტან იმ ფაქტს ,როგორც მოქმედებს ჩემზე!

-თქვენი შეკვეთა!-ნაზად მაგრამ გარკვევით წარმოთქვამს ქალი. თეფშს ჯერ ანასტასიას პირდაპირ დებს,მერე ჩემთან მოდის და სანამ მემსახურება ფეხით ფეხზე მეხება.აშკარად ვღიზიანდები ამ ,,შეუთანხმებელი შეხების“ გამო მაგრამ როგორც კი ანასტასიას ბრაზით ანთებულ თვალებს ვამჩნევ მაშინვე მიმაღლდება განწყობა.

-მადლობა-სისინებს ტასო,როცა გოგო გვშორდება.ჩანგალს იღებს და ჭამას იწყებს.მეც ვბაძავ, კერძს ისეთი გემრიელი სუნი ასდის ნესტოები მეწვის.

-აბა?!

-იმ ღამის შემდეგ ყველა დღე მირეკავდა და მაშანტაჟებდა...-იწყებს მოყოლას და მეც მაშინვე მთელი სხეული მეძაბება.არმაზადა!-ბოლოს პოლიციაში ვუჩივლე.კიდევ ეს ჯობდა,ჩემს მშობლებს,რომ გაეგოთ იმას...-ნერწყვს მძიმედ ყლაპავს.საჭმელს მიშტერებული უაზროდ ათამაშებს ჩანგალს თეფშის ზედაპირზე.

-მხოლოდ ორთვიანი მიუსაჯეს...როცა გამოვა ჩემთან მოახლოება ეკრძალება,მაგრამ ვიცი,როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა მომკლავს-ვითომც ჩვეულებრივი ამბავი იყოს,თავისუფლად ბუტბუტებს და თავს წევს.შიშის ნასახიც არ ეტყობა,ნუთუ მშობლების მეტად ეშინია ვიდრე ჰორმონებს დამონებული საცოდავი არამზადას,რომელმაც შეიძლება მოკლას იმის გამო,რომ მთელი ორი თვით ციხეში გამოკეტა?!

-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ-თვალებს ვატრიალებ უკმაყოფილოდ-რას ნიშნავს მოგკლავს? ვერაფერსაც ვერ გაბედავს!-რათქმაუნდა ვერ გაბედავს. როგორ შეუძლია ადამიანის მოკვლა,ისეთ საცოდავ არსებას,რომელიც საკუთარი დის,არასრულწლოვან დაქალს, ფოტოშოპით გაკეთებული ფოტოებით აშანტაჟებს და ასე აიძულებს ლოგინში ჩაიწვინოს.

-ბავშვობიდან ვიცნობ, დამიჯერე, თუ მოინდომებს მომკლავს და დაუმარხავად დამტოვებს, სადმე მიკარგულ ადგილას, სვავების საჯიჯგნად.-ხითხითებს გოგონა, მე კი თითქოს ვქვავდები. მისი ბავშვურობა ლაპარაკის უნარს მიქვეითებს. ისეთი ლამაზია თავის მოთოკვა არ შემიძლია.

-კარგი, ვხუმრობ რა მოგივიდა?-ლოყებს საყვარლად ბუსხავს,იმით ნაწყენი რომ ხუმრობას ვერ მივუხდი.მე კი მინდება ხელი ჩავავლო და მთლიანად შევისრუტო. უბრალო შეხება ნამდვილად არ მეყოფა...

,,რა იდიოტი ხარ!“

-მშობლებს უნდა დაელაპარაკო. უნდა იცოდნენ,რომ შენი დაცვა შეძლონ. ორი თვე მალე გავა და შეიძლება მართლა საფრთხეში აღმოჩნდე.

-რა უნდა ვუთხრა და ვის? ჩემს მშობლებს? გამორიცხულია. ისინი ყველაფერს მე დამაბრალებენ, არ დამიჯერებენ. ასე რომ... აზრი არ აქვს-მხრებს იჩეჩავს და წვენს წრუპავს.-ისეთი დამაჯერებელი ფოტოებია ვერაფერს ავუხსნი. არც იმას დაიჯერებენ დავითმა, რომ ასეთი რამ გააკეთა. თანაც ისინი დიდად არაფერში მენდიბიან.

-მაშინ მე ავუხსნი ყველაფერს!

-რა? არ არის საჭირო-ხველება უტყდება ტასოს,მე კი სიცილს ძლივს ვიკავებ.

-რა? გგონია ვერ შევძლებ?

-არა, უბრალოდ ეს... არვიცი. მართლა არაა საჭორო. გავუმკლავდები.

-კარგი. მაგრამ შემიძლია.

-ვიცი, რომ არ გაგიჭირდება-საყვარლად ხითხითებს.-იმედია აქედანაც არ გამაგდებ, თუ გეტყვი, რომ საუკეთესო მანიპულატორი ხარ. საოცარ ზეგავლენას ახდენ ადამიანებზე.

-ერთი ამას შეხედეთ. ნეტავ საიდან დაასკვენი?

-გითვალთვალებ-ცდილობს სერიოზულად და მისტიკურად გამოუვიდეს მაგრამ მაინც ეცინება.

-ბავშვი ხარ, პატარა ბავშვი!-გულწრფელად მეცინება მეც. არც კი მახსოვს ბოლოს ასე თავისუფლად როდის ვიყავი. კარგი გრძნობაა.

-ღმერთო! შენგან ამის მოსმენა აუტანელია!-თითქმის თავისთვის ბუტბუტებს. მე კი ვცდილობ სიამოვნებისგან გული არ გამისკდეს.

-კარგი, დამშვიდდი და ჭამა განაგრძე. გაცივდება. ბავშვო!

-ტკივილზე როგორი რეფლექსი გაქვს? ახლა ხელში ჩანგალი, რომ ჩაგარტყათ მაგ სიტყვისთვის: ა) იყვირებთ; ბ) ტირილს დაიწყებთ; გ) შემომცხებთ და აღარასდროს მომცემთ გაკვეთილზე შემოსვლის უფლებას; თუ დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პასუხი; -ხითხითებს საყვარლად. უნდა დავმშვიდდე, ამ უტაქტობისთვის და ზედმეტად შეუფერებელი ლაპარაკისთვის უნდა გავუბრაზდე მაგრამ თავს ვერ ვერევი. მის სისულელეზე პირი ყურებამდე მეწელება.

,,იდიოტივით ნუ იქცევი! შენს თავს არ ჰგავხარ“ გაოცებული შემომყურებს ჩემი ქვეცნობიერი.

-უი, არ მეგონა კბილები თუ გქონდა. ან სიცილი თუ ეწერა შენი დე-ენ-ემის კოდში.

-ღმერთო მაღალო! რა გეშველება-დაუფარავად ვიცინი და ბროწეულის წვენს ვსვამ.-აშკარაა, ბიოლოგიაში სამიანიც არ გეკუთვნის.

-სამსახურს და პირადს ნუ ურევთ ერთმანეთში, ძალიან გთხოვთ!

-ცანცარა ხარ ანასტასია!-თვალებს ვატრიალებ და ვცდილობ მისი ბავშვური, სუფთა აურა მთლიანად შევისრუტო.

888

-რას ფიქრობ? რომელია სწორი პასუხი?-მოუთმენლობისგან ლამისაა ყურებიდან ორთქლი გამომდის.ორ საათზე მეტია ერთიდაიგივე თემაზე ვაკეთებთ ტესტებს,მაგრამ ის მაინც ვერაფერს ხვდება. ჩემი და ანასტასიას ერთად სადილობის შემდეგ ორი კვირა შეუმჩნევლად და თითქოს ერთი ამოსუნთქვით გავიდა. მისმა მშობლებმა სპეციალური განაცხადი დაწერეს,იმისთვის რომ რეპეტიტორის მოვალეობა საკუთარ თავზე ამეღო.ახლა ყოველ მეორე დღეს შინ ტასოსთან ერთად ვბრუნდები სამეცადინოდ.ეს ისეთი უჩვეულოა. ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი რეპეტიტორად მუშაობის,მით უმეტეს იმიტომ,რომ ბავშვები ჩემს სახლში უნდა მოსულიყვნენ მაგრამ,განა შემეძლო ამაზე უარის თქმა? შემეძლო მასთან ყოფნის შანსი ასე უბრალოდ გამეშვა ხელიდან?

,,გამოუსწორებელი,თითქმის უკანასკნელი იდიოტი ხარ,რომელიც ერთმა ჩვეულებრივმა მოსწავლემ სულ გამო@სირა“-თვალებს ატრიალებს ჩემი ქვეცნობიერი,დისტანციური მართვის პულტს იღებს და ჩემგან ზურგშექცევით ტელევიზორის წინ კომფორტულად იკალათებს.

-არვიცი.მართლა ვერ ვხვდები რომელია-ისე საწყლად ბუტბუტებს ტასო სიცილს ვერ ვიკავებ.

-შენ მე გამაგიჟებ ანასტასია!-თავს ღიმილით ვიქნევ,იატაკზე გადაშლილ წიგნს მისკენ ვაბრუნებ და თითით იმ ადგილზე ვანიშნებ,სადაც სწორი პასუხის გაგება შეუძლია-წაიკითხე!

-ვკითხულობ, უკვე მეასედ წავიკითხე და მაინც ვერაფერს ვხვდები!

-აი შენ რომ ექიმი გახდები მაშინ მოვკვდე ნეტა-ვვოხრავ თავმობეზრებული.

-აი მოტივაციაც ასეთი უნდა-თვალები ეშმაკურად უელვარდება უეცრად.

-ნუ ცანცარებ და კითხვა განაგრძე! ყურადღება მოიკრიბე!

-ღმერთო დიდებულო!-წიგნს შუბლში ირტყამს და კითხვას განაგრძობს.

-დავიღალე!-ღუღუნებს საყვარლად ორი წუთის შემდეგ,მე კი ამ ხმაზე სისხლი თითქოს ძარღვებში მიდუღდება.

-ჯერ მხოლოდ ორი საათია ვმეცადიებთ ანა!-უკმაყოფილებისგან ვვოხრავ და ვცდილობ არ დავნებდე.მოულოდნელად მასში რაღაც იცვლება.სახეზე უცნაური ჩრდილი უვლის და ერთიანად ფითრდება.ვერც კი ვიაზრებ ისე სწრაფად,თელავს მუხლებით ჩვენს შორის იატაკზე მიმოფანტულ წიგნებს,თითებით საყელოზე მეჭიდება და მის რბილ,სველ ტუჩებს ჩემსას აწებებს.

ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!

ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს აკრძალულ ხილს ვჭამ.რაღაც ისეთს ვეტანები,რაც სასტიკად აკრძალულია.ჩემს თავს იმაზე ვიჭერ,რომ ამის მიუხედავად,საოცრად მსიამოვნებს რასაც ვაკეთებ.შეეწინააღმდეგო იმას,რაც არ შეიძლება,საოცარი გრძნობაა!

თითით წინ ჩამოყრილ თმას ყურს უკან ვუმაგრებ,მეორე ხელით ლოყაზე ნაზად ვეხები და თვალებს კარგად ვახელ,რომ მისი სახე დავინახო.

ოჰ,ღმერთო! ჩემში რაღაც ფეთქდება,მრავალფერად იშლება და მთელ სხეულს სინათლის სისწრაფით ედება,როცა ვხედავ,როგორ ხუჭავს თვალებს.მისი კანი ისეთი ნაზია,როგორიც წარმომედგინა.

,,უნდა შეწყვიტო! უნდა შეწყვიტო! უნდა შეწყვიტო!“-ჩემი გაანჩხლებული და ცოტა არიყოს შეშინებული ქვეცნობიერი ფეხზე დგას და ერთ ადგილზე ხტუნავს,ჩემი ყურადღების მისაქცევად.გოგონას ტუჩები კი,ისევ ჩემსაზეა მიკრული.

ეს ფარსი უნდა შეწყვიტო! ახლავე!-ვარწმუნებ ჩემს თავს.ხელებს მხრებში ვავლებ და სწრაფად ვიცილებ გოგონას.რამდენიმე წამი გაოგნებული მიყურებს.ტუჩები ჩვეულზე უფრო ასწითლებია,ლოყებიც ვარდისფრად აქვს შეფაკლული.ფაიფურის თოჯინას ჰგავს.

ოჰ,როგორ მინდა..! აქვე და ახლავე!

-ეს რა ჯანდაბა იყო?-როგორღაც ხმის ამოღებას ვახერხებ მაგრამ,როგორც კი ტასოს სახეს ვხედავ მაშინვე ვნანობ,საერთოდ რომ დავილაპარაკე. წამით მეჩვენება,რომ ეშინია... ოჰ,არა!

-მე...მე...მაპატიე.არც კი ვიცი რას ვაკეთებ-მორცხვად ლუღლუღებს,როგორც ყოველთვის.თავდახრილი თავის ხელებს დაჰყურებს-მართლა ბოდიშს გიხდით.

-ეს სიგიჟე იყო,ანასტასია! ყველაზე წინდაუხედავი საქციელი,იმათგან რაც ჩაგიდენია! ალბათ!-ვამატებ ბოლოს რაც შეიძლება რბილად.არ მინდა ჩემი ეშინოდეს.

-ღმერთო ჩემო!-სიწითლის დასაფარად ხელებს სახეზე იფარებს.ისეთი უმწეოა,როგორიც არასდროს.არც მაშინ ყოფილა ასეთი,როცა ბარში ვიპოვე საპირფარეშოს კაბინაში.არც ჩემს ოთახში,როცა იმ ნაბიჭვარზე მიყვებოდა.არც მაშინ,როცა კლასიდან ვაგდებდი.

იმედია არ იტირებს! გთხოვ. ამას ნამდვილად ვერ გავუძლებ!

-კარგი! ეს უკანასკნელად მოხდა და მეორედ აღარ განმეორდება.შეგვიძლია დავივიწყოთ!-ვამბობ მის გასამხნევებლად,მაგრამ რატომღაც მგონია,რომ საერთოდაც არ გამომდის.მისკენ ვიწევი,ფრთხილად ვეხები მის გრძელ,ნაზ თითებს და სახეს ,,ვუთავისუფლებ“.

-მორჩა! არაფერი მომხდარა!-სულ ოდნავ ვუღიმი.იმედი მაქვს,მალე წავა.ახლა ერთადერთი რაც მჭირდება მარტო დარჩენაა.აღარ მინდა მისი დანახვა.

-ასეთი ცუდი იყო?-წამით თვალები მიფართოვდება მისი მოულოდნელი კითხვისგან.

,,რა ჯნდაბაა?“-თავს იქნევს ჩემი ქვეცნობიერი,ხელს სახეზე იფარებს და დაღლილი მიჩანჩალებს.

-ანასტასია!-ვამბობ მკაცრად და კოპებს უნებურად ვკრავ.-ამაზე არ უნდა ფიქრობდე.მისმინე... ჩვენ.. შენ არ შეგიძლია...ისედაც ხომ იცი? მე შენი მასწავლებელი ვარ!-თავს ძალას ვატან ბოლო სიტყვების წარმოსათქმელად. ძლივს ვლუღლუღებ.მინდა ყველაფერი გავაქრო. ეს უხერხული და არასასიამოვნო მომენტი მეზიზღება. არ მინდა მასთან ერთად ყოფნა.

-მაპატიეთ... თავს არც ისე კარგად ვგრძნობ. -სწრაფად ალაგებს თავის ნივთებს,უცნაურ, ფუმფულა ზურგჩანთაში და კარისკენ ლამის სირბილით მიდის.

-შეხვედრამდე!-მოთმინების უკანასკნელ წვეთს ვიყენებ და მშვიდად ვეძახი სანამ კარს მიღმა გაუჩინარდება.

888

-წარმოიდგინე,უცებ დგება და მეუბნება ჩავიფსიო-ისე საყვარლად ხითხითებს მიკა მეც მეცინება.როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება,ჯინსებშიც კი შეუძლია მომხიბვლელობა შეინარჩუნოს-ამხელა მუტრუკი ბიჭი,რომ ჩაიფსამს,თავი როგორ უნდა შეიკავო? მეგონა ხოხვას დავიწყებდი სიცილისგან,მაგრამ როგორღაც თავს შემოვუძახე.ცრემლები კი მდიოდა მაგრამ...გეფიცები მართლა სასაცილო იყო- თვალებ გაბრწყონებული აგრძელებს და თან თავის შოკოლადიან შეიკს პირდაპირ ჭიქიდან სვამს. ვამჩნევ,რომ ეს ჩვევად აქვს.არასდროს იყენებს საწრუპავ მილს.

-საწყალი ბიჭი-ხმამაღლა ვოხრავ თანაგრძნობის ნიშნად,წარმოდგენაც არ მინდა,როგორ დამცირებულად იგრძნობდა თავს.როცა კლასელებთან ერთად მასწავლებელიც დაგცინის. არც ისე მარტივი უნდა იყოს.მაგრამ იმ დროს ალბათ მეც კი ვერ შევიკავებდი თავს.

-ხო! ისე ცუდად ვიგრძენი თავი ბოდიშიც კი მოვუხადე, მაგრამ მორალური ზიანის მიყენებისთვის დირექტორთან მიჩივლა.-ღიმილით ამთავრებს მოყოლას და მთელ ჭიქას ცლის.

-ოუ.მაშინ, ღირსი ყოფილა,რომ დასცინეთ-ვხითხითებ მეც, მასთან ერთად.

-არ დამიცინია.უბრალოდ მოულოდნელი იყო-აპროტესტებს თითქოს ნაწყენი,მაგრამ თვალები გასცემს.ვიცინი,როცა მის ტუჩზე შოკოლადის ულვაშს ვამჩნევ.

-რა? რამე მჭირს?

-ტუჩთან,დასვრილი ხარ-მარჯვენა,ტუჩის კუთხეზე ვიდებ თითს,რომ მივანიშნო,მაგრამ ის ჩემს მითითებას თითქოს სარკისებურად აღიქვამს და მარცხენა კუთხეს იწმენდს.

-ახლა?-შეშფოთებული ჩურჩულებს.ტუჩს ვიკვნეტ ღიმილის შესაკავებლად,როცა აქეთ-იქეთ იხედება,იმის გასარკვევად,რომ არავინ უყურებს.ამდროს სულაც არ ჰგავს მასწავლებელს.უბრალოდ ლამაზი და თავისუფალი ქალია! ბავშვური მანერებით.

ღმერთო ჩემო! იმედია მართლა პედოფილი არ ვარ!

რამდენიმე ცდის შემდეგ,როცა არაფერი გამოსდის,სუფთა სალფეთქს ვიღებ,მისკენ ვიხრები და ნელა ვწმენდ შოკოლადს.მხოლოდ თითის წვერით ვეხები მაგრამ მაინც ვგრძნობ,როგორი რბილი ტუჩები აქვს.უხერხულად მიყურებს,მაგრამ არაფერს ამბობს.მეც მალე ვუბრუნდები ჩემს ადგილს და ჭიქაში დარჩენილ შეიკს ვწრუპავ.

-ყოველთვის მინდოდა ამის გაკეთება-ვიღიმი სიტუაციის განსამუხტათ-როგორც ფილმებშია ხოლმე.მართლაც უხერხული ყოფილა.

-ხო,ჯერ არ მინახავს ფილმი,რომელშიც ეს სცენა არ არის-ხითხითს იწყებს ისევ.ვმშვიდდები,როცა ვხვდები რომ ყველაფერი ისევ კარგად გვაქვს.

-ზუსტად!

-გინდა ცოტა დავლიოთ?-მთავაზობს მოულოდნელად.წამით ეჭვით ვაკვირდები,ხომ ნამდვილად სწორად გავიგემეთქი.საბოლოოდ კმაყოფილებისგან ვაშორებ ტუჩებს ერთმანეთს და ფართოდ,დაუფარავად ვუღიმი.

-მომწონს შენი შემართება! წავიდეთ.-ენერგიულად ვდგები.ანგარიშს ვასწორებ და ორივე სწრაფად ვტოვებთ ყავის სუნად აყროლებულ კაფეტერიას.

888

{ანასტასია}



-იგვიანებ ტასო!-მესმის მამაჩემის ყვირილი ისევ.ბალიშს თავზე ვიფარებ იმ იმედით,რომ დამალვას ან გაქრობას შევძლებ,მაგრამ როგორც კი ვრწმუნდები არაფერი გამომივა,მაშინვე ვტოვებ თბილ ლოგინს და მოსაწესრიგებლად სააბაზანოში შევდივარ.რაც შემიძლია სწრაფად ვემზადები,წარმოდგენაც არ მაქვს რას ვიცვამ,თმას ვივარცხნი და კბილების გახეხვის შემდეგ,თითქმის კისრისტეხით ჩავრბივარ კიბეზე.

-უიღბლო!-ღიღინებს ჩემი 13 წლის ძმა,მტრული ღიმილით,რომელიც მოტეხილობისგამო მთელი კვირაა საწოლში ნებივრობს.ოჰ,როგორი სიამოვნებით ავახევდი იმ საზიზღარ სახეს,რომ შემეძლოს.მაგრამ,მის გამო ციხეში ჯდომას ნამდვილად არ ვაპირებ.

-დაახვიე! სანამ მეორე ფეხი ჯერ კიდევ მთელი გაქვს-თვალებს ვატრიალებ,ჩანთას მხარზე ვიგდებ და მამაჩემის მანქანაში ისე ვჯდები მას არც კი ვესალმები.

-დილამშვიდობის.მეც სასიამოვნო დღეს გისურვებ ძვირფასო-ირონიულად მიღიმის ის.კიდევ ერთხელ მიწევს თვალების ატრიალება.შესანიშნავი ოჯახი მყავს.ვერაფერს იტყვი. ისე იქცევა თითქოს გუშინ არაფერი მომხდარიყოს.თითქოს ჩემთვის არ დაერტყას.ამას არასდროს ვაპატიებ! არასდროს!

-დედა დღეს ბრუნდება.ასე,რომ ბიოლოგიის შემდეგ პირდაპირ შინ დაბრუნდები!-მისი მბრძანებლური ტონი ისე მაღიზიანებს,წამით ვფიქრობ,მანქანიდან გადავხტე მაგრამ როგორღაც თავს ვიკავებ,მხოლოდ ვვოხრავ და ლამის ლოცვას ვიწყებ,რომ მალე მივაღწიოთ წყეულ სკოლამდე.

-მადლობა.-ვლუღლუღებ უფრო ჩემთვის და სწრაფი ნაბიჯებით ვშორდები მამაჩემს,როცა როგორც იქნა დიდი,საზიზღარი შენობის წინ ვჩერდებით.

დღეს აშკარად ცუდი დღე მაქვს.მათემატიკის გაკვეთილი საშინლად მოსაწყენი გამოდგა.ვცადე ყურადღება არ გამფანტვოდა მაგრამ არ გამომივიდა.გამუდმებით გუშინდელზე ვფიქრობდი.მამაჩემმა პირველად აწია ხელი ჩემზე... თანაც რის გამო? ჩემს ჩანთაში სიგარეტის რამდენიმე ღერი იპოვა. როგორ შეიძლება ამის გამო შვილს,საკუთარ ქალიშვილს დაარტყა? თანაც სულაც არ იყო ჩემი. სოფომ მთხოვა მისი შენახვა! ჯანდაბა! აუტანელია.ყველაფერი გააფუჭა! ახლა როგორ უნდა ვიცხოვრო მასთან ერთად? თუ ვაპატიებ...ღმერთოჩემო!

-ჰეი.საშინლად გამოიყურები-დერეფანში სოფო მხვდება,ხელს მხარზე მადებს მისალმების ნიშნად და ჩემთან ერთად აგრძელებს სვლას ბიოლოგიის კაბინეტისკენ-მოხდა რამე?

-შენი სიგარეტი იპოვა ზაზამ-მხრებს ვიჩეჩავ და ვუღიმი-შენ კიდევ დღეს ზედმეტად სექსუალური ხარ!-თემის შესაცვლელად ვამბობ.არ მინდა გუშინდელზე ლაპარაკი.

-ნამდვილად?დღეს რეზისთან ერთად კინოში მივდივარ,დაგავიწყდა?

-ოხ.არა რათქმაუნდა.-ურცხვად ვატყუებ.არც კი ვიცი რომელი ბიჭია რეზი. კარგად იცის, რომ დამახსოვრება არ შემიძლია.

-მგონი მომწონს.მართლა! ეს ნამდვილად ძალიან მომწონს ტას,გეფიცები!-თვალები ისე უნათდება ღიმილს ვერ ვიკავებ.მინახავს,როგორია შეყვარებული და მინდა ისევ ვნახო! ბედნიერება დაიმსახურა! მისი ოჯახის გამო! მისი ძმის გამო!

-როგორც ყოველვის დაიგვიანეთ!-ამბობს დანიელი მკაცრად.ვერც კი შევამჩნიე,როდის მივაღწიეთ კლასამდე.სოფო მხრებს იჩეჩავს,თვალებით მანიშნებს გაკვეთილის ბოლოს გნახავო და მის ადგილს იკავებს.მეც სწრაფი ნაბიჯით მივდივარ ჩემი მერხისკენ.ბიჭი სულ რამდენიმე წამით აჩერებს მზერას ჩემზე,მერე დაფისკენ ბრუნდება და ზურგს მაქცევს როგორც ყოველთვის.ვწითლდები.ის...ის ისეთი აუტანელი და ბოროტია...მერე უცებ წინა დღე მახსენდება და უარესად ვწითლდები.უბრალოდ ჩემს თავს აღარ ვგავარ!

-დავალება დაწერე?-მაშინ მეკითხება ჩემს გვერდით მჯდომი გიორგი,როცა დანიელი გაკვეთილის ახსნას იწყებს. ღმერთო არა.

-არა.საშინელება იყო!ჩინურივითაა-ვჩურჩულებ რაც შემიძლია ჩუმად,იმ იმედით რომ ჩვენს ხმას ვერ გაიგებს.

-მეგონა ემზადებოდი!

-ხო.მაგრამ მე და ბიოლოგია მაინც ერთმანეთის მოსისხლე მტრებად ვრჩებით-მხრებს ვიჩეჩავ.ბიჭი ხითხითებს და მაშინ ვეჩეხები ჩემი განრისხებული მასწავლებლის თვალებს,როცა იმის შესამოწმებლად ვტრიალდები მისკენ ხომ არ შემამჩნია.

ოჰ ღმერთო! წამით ვშეშდები და სუნთქვას ვიკავებ.არ ვიცი როგორ ან რატომ აქვს ასეთი გავლენა ჩემზე.ეს უნდა გავაკონტროლო.გამუდმებით ვწითლდები,როცა მიყურებს! რატომ მრცხვენია მისი?

-ანასტასია!-კბილებში ცრის ჩემს სახელს.უცებ მახსენდება მეცადინეობისას ანა,რომ დამიძახა.ამქვეყნად ყველაზე სასიამოვნო რამ იყო,რაც კი ოდესმე მომისმენია.ასე არავის მოუმართავს ჩემთვის. მერე ის კოცნა... ღმერთო! როგორ მრცხვენია! საბოლოოდ ალბათ ლოყებზე ცეცხლი წამეკიდება.,თავს დაბლა ვხრი,რომ პომიდორივით შეფერადებული ლოყები არავინ შენიშნოს.

-გავიდე?-ვლუღლუღებ გაუბედავად.მხოლოდ ახლა ვამჩნევ,რომ ოთახში სიჩუმეა,რომელიც კიდევ რამდენიმე წამი გრძელდება.

-არა!-მისი პასუხისგან გაოცებული თავს ვწევ და სახეზე ვუყურებ,ის კი მაშინვე განზე იხედება.რა უნდა?-გაიმეორე რაც წეღან ვთქვი!-ამბობს ბოლოს მკაცრად.

ჯანდაბა!რატომ ცდილობს ჩემს დამცირებას! იცის,რომ ერთი სიტყვაც არ გამიგია მისი ახსნილიდან! ამდენის ატანა არ შემიძლია!

-სოფო ცუდათაა!-სიჩუმეს ვიღაცის აღშფოთებული ხმა არღვევს და მეც შვებით ვისუნთქავ წამის წინ უხერხულობისგან დამძიმებულ ჰაერს.დანიელი დაბნეული ჩანს.სოფოსკენ მიდის და სახეზე აკვირდება.

-რა მოგივიდა?-ეკითხება მზრუნველი ტონით,რაც ცოტა არ იყოს მწყინს...სისულელეა! ჩემი საუკეთესო მეგობარი ღრმად სუნთქავს,ასე კარგად რომ არ ვიცნობდე ვინერვიულებდი,მაგრამ ვიცი რომ ასე ჩემს დასახმარებლად იქცევა. მადლობელი ვარ... ნამდვილად დროული იყო!

-სუნთქვა მიჭირს... სული მეხუთება...

-კარგი,წადი,სუფთა ჰაერი ჩაყლაპე.ვინმე წამოგყვება-ურჩევს დანი და ხელს მხარზე მსუბუქად ურტყამს გასამხნევებლად.-ნუ გეშინია,კარგად იქნები.მშვენიერი ფერი გაქვს.

-ტასო,დამეხმარები?-საწყლად ამბობს,ისე რომ მეც გავიგო.მასწავლებელი წამით გაბრაზებული გვაკვირდება,მაგრამ მერე თავს მიქნევს თანხმობის ნიშნად და თავისი მაგიდისკენ მიდის.თუმცა ზურგით დგას,მაინც ვხვდები როგორი განრისხებულიცაა.

888

{ დანიელი}



-თუ კიდევ 4 ტესტს გააკეთებ სწორად,ნაყინზე დაგპატიჟებ.მე გადავიხდი!-ვამბობ მშვიდად.ერთი საათია,რაც მოვიდა და მას შემდეგ ტესტებზე მუშაობს,მე კი ბუდასავით ვზივარ იატაკზე და ჩემს პირდაპირ ხალიჩაზე გაწოლილ ანასტასიას თვალს ვერ ვაშორებ.ლამაზია,როცა წარბშეკრული დაჰყურებს მისთვის აუტანელ წიგნს.გაბრაზებული ჩანს.

,,ოხ,დღეს ისევ მთელი კლასის წინ დაამცირე! სხვას რას ელოდები?“-ბოროტად მიღიმის ჩემი ქვეცნობიერი.ვიცი,რომ მართალია მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია.ის იმას აკეთებს,რაც ავუკრძალიე. იცის,რომ მეზიზღება როცა არ მისმენს! ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს მიწვევს,თითქოს ძალით მაღიზიანებს.შეიძლება მეჩვენება! გავგიჟდი?

ის ბავშვია! ჩვეულებრივი თინეიჯერი!

ჯანდაბა!

-დავიღალე-წუწუნებს ჩემს შეთავაზებაზე-უკვე ორმოცდაათზე მეტი ტესტი დავწერე! კარგით რა...

-და ორმოცდაათიდან მხოლოდ თერთმეტი იყო სწორი.როგორ მოახერხე,საოცრება ხარ პირდაპირ-ღიმილს ვერ ვიკავებ,როცა თვალებდაწვრილებული მიყურებს.მიხარია,რომ როგორც იქნა მზერას მისწორებს.

-არც ისე კარგი მასწავლებელი მყავს-მხრებს იჩეჩავს,,როგორც ჩვევია გულგრილი გამომეტყველებით.მუცელში რაღაც უცნაურს ვგრძნობ,როცა ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს.მისი ეს ჩვევა,ისეთი აუტანელია ჩემთვის განზე ვიხედები.

-სიტყვებს დაუკვირდი ბავშვო! ბოლოს ხომ იცი ვინც გაიცინებს?-ვხითხითებ ზედმეტად გახალისებული.თავს საოცრად ახალგაზრდად ვგრძნობ მის გვერდით ამ მომენტში.წამით პირს აღებს და დაბნეული მიყურებს.მის თვალებში უცნაურ სხივს ვამჩნევ,მაგრამ არ მინდა გავიგო რა არის! ცოტაოდენი იმედი იმისა,რომ მასაც ისევე ვიზიდავ,როგორც-მე-საბოლოოდ გამტეხს.

დაუშვებელია! უბრალოდ ფიქრი უნდა შევწყვიტო!

-თუ ნაყინი გინდა,დაასრულე! ოთხი ტესტიღა დაგრჩა! ღმერთო ჩემო! რა ზარმაცი ხარ ტასო!-თავს უკმაყოფილოდ ვიქნევ.წიგნებს ვკრეფ და სწრაფად ვდგები.გოგონა ოხრავს,თავმობეზრებული ატრიალებს თვალებს და რვეულში რაღაცას ინიშნავს.

ვცდილობ ცოტახნით დავივიწყო ის ფაქტი,რომ ჩემს სახლშია (ჩემს ნივთებს ეხება,ჩემს იატაკზე წევს) და სხვა რამეზე ვკონცენტრირდე.ჩანთიდან თაბახის ფურცელზე სხვადასხვა კალიგრაფიით ნაწერ, შემაჯამებელი წერის საქაღალდეს ვიღებ და შემოწმებას ვიწყებ.

,, უჯრედის მემბრანა, პლაზმური მემბრანა-შერჩევითი განვლადობის უნარის მქონე ბარიერის როლსასრულებს.“-სწორია-ვჩურჩულებ ჩემთვის.

-მოვრჩი!-საზეიმოდ მიცხადებს თვალებ გაბრწყინებული ანასტასია.რვეულს მაგიდაზე მიდებს და მშორდება.მისკენ,რომ ვიხედები ვხედავ,როგორ მიდის წიგნების თაროსთან და ათვალიერებს.

-ასე,მალე დაწერე?-ეჭვით ვკითხულობ მის ნაწერს. ოთხივე სწორია!

-დიახ!-ამაყად მიღიმის ის.

-ვიცი,რომ პასუხებიდან ამოიწერე! შანსი არ არის ოთხივე სწორად გაგეკეთებინა,თანაც ასე მალე-თვალებ დაწვრილებული ვუყურებ,მისკენ მივდივარ და ხელიდან სწრაფად ვგლეჯ ჩემი ჩანაწერების სქელ წიგნაკს.ვხედავ მოულოდნელობისგან,როგორ იბნევა მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.იმით,რომ ასე თავისუფლად გრძნობს ჩემს სახლში თავს, ზედმეტად ვარ გაბრაზებული!-სხვისი ნივთების დაუკითხავად აღება არ შეიძლება! შენთვის არ უსწავლებიათ?-მანამდე ვამბობ სანამ გავიაზრებ.

,,ასე სირ*ვით მოქცევას შეწყვეტ როდესმე?“-თვალებს ატრიალებს ჩემი ქვეცნობიერი.

-ბოდიში-საწყლად ლუღლუღებს ანასტასია,მე კი თითქოს მაშინვე ვლღვები.უკმაყოფილოდ ვვოხრავ და მზერა წიგნაკზე გადამაქვს.

-უბრალოდ ძალიან პირადულია!-საერთოდ რატომ ვუხსნი?ღმერთო! აშკარად ცუდ დღეში ვარ -წავიდეთ! ნაყინი დაიმსახურე!

888

-არც კი ვიცი,ამ სიცივეში რატომ მოინდომე ნაყინის ჭამა-სიცილს ვერ იკავებს ტასო,როცა ჭიქას მთლიანად ასუფთავებს.ტუჩებს ილოკავს და სკამის საზურგეს ეყრდნობა.

-მეგონა არ დაწერდი-ვიცინი მეც და კოკაკოლას ისე ვსვამ ანასტასიას თვალს არ ვაშორებ.წარბებს ვკრავ,როცა გამომეტყველება ეცვლება,წამის შემდეგ კი თვალებ გაბრწყინებული,თითქმის ყურებამდე იღიმის.

-აი თურმე რა ყოფილა! ცბიერიც ყოფილხართ! -საყვარლად ხითხითებს.მისი შემხედვარე ვერც მე ვიკავებ თავს.ისეთი სიცოცხლით სავსე ჩანს ახლა! ისეთი ლამაზია... ღმერთო ჩემო!

-ჩაინიშნე ეს დღე. უკანასკნელია, როცა ასეთ სითავხედეს გითმენ!-ვამბობ მისი სიცილით გახალისებული.ნაყინის ჭამას ვამთავრებ და მეც მის მსგავსად საზურგეს ვაწვები.

-დიდი პატივია ჩემთვის, რომ აქედანაც კინწისკვრით არ მაგდებ-გრაციოზულად მიკრავს თავს.უცებ,მინის კედელზე ჩვენს ანარეკლს ვხედავ. ჩვეულებრივი,ბედნიერი წყვილივით გამოვიყურებით! ,,წყვილივით“! არანაირი ასაკობრივი განსხვავება არ გვეტყობა... ვერავინ იფიქრებს,რომ მასწავლებელი ვარ! ჯანდაბა!

-რატომ მასწავლებლობა?

-არ ვიცი. უბრალოდ ყოველთვის მიყვარდა ბიოლოგია. შტატებში ჩვეულებრივი ამბავია, როცა ბიჭებს მასწავლებლობა უნდათ. ხოდა მეც ვფიქრობდი, კარგად შემეძლო ბიოლოგიის და ხატვის ნიჭის გამოყენებით, ბავშვებისთვის ამ საგნის სხვა მხრიდან ჩვენება და შეყვარება. ერთადერთი მოსწავლე, ვინც ვერაფრით დავაინტერესე შენ ხარ. არადა როგორც წესი ყველასთან გამომდის.

-შეიძლება გაოცდე ისეთი დაინტერესებული ვარ...-მეჩვენება, წამოსცდა მაგრამ არაფერს ვიმჩნევ.

ნახევარი საათი ვისხედით, უკვე თითქმის გამდნარ, მეორედ შეკვეთილ ნაყინს გემრიელად მივირთმევდით და ვლაპარაკობდით.უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა ტასო ლაპარაკობდა. მთელი ის დრო ენა არ გაუჩერებია. მე კი ვიჯექი და ვტკბებოდი. მისი უდარდელობა ჩემზე დამტენივით მოქმედებდა. რაღაც უცნაურით მავსებდა და ბედნიერების იმ პატარა ნამცეცს მიღვივებდა, ჩემში ღრმად,რომ დავმარხე ფეფოს სიკვდილის შემდეგ.

-დედაჩემმა,რომ გაიგოს ნაყინს ვჭამ ასეთ დროს, ნამდვილად მომკლავს!-ღიმილი სახეზე ეყინება.-ღმერთო ჩემო! რომელი საათია?-შეშფოთებული ლუღლუღებს,სწრაფად მეხება მაჯაზე და როგორც კი ჩემს საათზე ზუსტ დროს ადგენს, ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს.მოულოდნელი შეხებისგან ისედაც გაოცებული მისი ეს ჩვევა გულს მიჩქარებს.-ნამდვილად მომკლავენ! ვერ გადავრჩები-ნერვიულად იღებს ქურთუკს,ჩანთას მხარზე იდებს და წასასვლელად ემზადება.

-დამშვიდდი!-თვალებს ვატრიალებ მისი პანიკით გაღიზიანებული.რა ჯანდაბა სჭირს? მშობლების ისე ეშინია,თითქოს ურჩხულები იყვნენ!

-უნდა წავიდე!

-მე წაგიყვან!

-კარგი...მადლობა-შიშს ისე ჰყავს შეპყრობილი,მოუთმენლობის დაფარვას არც კი ცდილობს.მეც სწრაფად ვითხოვ ანგარიშს და როგორც კი ვიხდი,მაშინვე ვტოვებთ იქაურობას.ჩემს ახალ BMW-ში უხმოდ ვსხდებით და ტრასაზე გავდივართ.სიჩქარე ისე მიტაცებს ვერც კი ვამჩნევ.მომწონს ეს მანქანა! მხოლოდ იმიტომ ვიყიდე,რომ ზამთარში ფეხით არ მევლო! მერე გაყიდვას ვაპირებდი.მაგრამ უკვე ისე შევეჩვიე,ჩემს თავზე ვბრაზობ,როგორ შემეძლო ამის აზრად გავლებაც კი!

-ცოტა ფრთხილად,გთხოვ-ყურადღებას ანასტასიას ხმა მიფანტავს.მისი სახის დანახვისთანავე სპიდომეტრზე წითელი ისარი ქვემოთ ცურდება და სიჩქარეც მცირდება.-ავარიის შემდეგ,სიჩქარესთან არცისე მეგობრულად ვარ-მორცხვად მიღიმის ღვედზე ჩაჭიდებული.ეშინია!

-ასე კარგია?-რაც შემიძლია რბილად ვკითხულობ.როგორც კი თავს მიქნევს მაშინვე ვმშვიდდები! არ მინდა ეშინოდეს! მით უმეტეს ჩემი! სიჩუმეს ტელეფონის ზარი არღვევს რაზეც,ანასტასიას კიდევ ერთი შიშის ელფერი უვლის სახეზე.

-ჩემია-ვუღიმი გამამხნევებლად.ტელეფონს ჯიბიდან ვიღებ და ვაწვდი.- მემგონი მშობლებსა და შენს ურთიერთობაზე ნერვიულობა უნდა დავიწყო.წაიკითხე!

-ოჰ...კარგი. ახლავე-წამით იბნევა მაგრამ მაინც მართმევს და ეკრანს თითის წვერით ეხება.-თორნიკე დაჭრეს.საავადმყოფოში მიგვყავს.ბევრი სისხლი დაკარგა.როგორც კი მიიცლი მაშნვე დამირეკე.

-ჯანდაბა!-გაუცნობიერებლად,მკვეთრად ვატორმუზებ.

-რას ქვია დაჭრეს? ვინ დაჭრა?-გაოცებას ვერ მალავს ტასო,მაგრამ პასუხის გაცემა არ შემიძლია.წამით გონება მებინდება და ლაპარაკის უნარს ვკარგავ.იმედია საქმე ცუდათ არ აქვს! იმედი მაქვს კარგად იქნება! სული მეხუთება,ვგრძნობ ჰაერი არ მყოფნის მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ. თითებს ძლიერად ვუჭერ საჭეს და ღრმად ვსუნთქავ,რომ არ დავიხრჩო.

- თორნიკე არა, ოღონდ ის არა! -ხმა მებზარება, ისეთი შეგრძნება მაქვს, საჭე ხელებში ჩამეფშვნება,ტკივილს ვაიგნორებ,მინდა ავვორთქლდე და ქარში დავიკარგო!

-დამშვიდდი! ღმერთო ჩემო!-ჩურჩულებს ანასტასია.ღვედს იხსნის,ჩემსკენ იხრება და მკლავზე მეხება. სიბრაზე მთელ ჩემს სხეულს ედება.ერთადერთი რაც თავში მიტრიალებს, სასიკვდილოდ დაჭრილი თორნიკეს სხეულია. ხელს თითქმის ვეღარ ვგრძნობ მაგრამ მაინც ვერ ვჩერდები.ვხედავ როგორ ცდილობს ტასო ჩემს დამშვიდებას თუმცა თავს ვერ ვერევი! სულ უფრო ძლიერად ვუჭერ ხელებს და ვცახცახებ.შინაგანად ვიშლები.

-დანიელ! გაჩერდი! შემომხედე-ორივე ხელს საჭეზე ძლიერად ჩაფრენილ მუჭზე მხვევს.ჰაერს ღრმად ვისუნთქავ.-უნდა დამშვიდდე-თითქმის მემუდარება.ახლაღა ვამჩნევ,სავარძელზე მუხლებით ზის,მთლიანად ჩემკენ არის გადმოხრილი და ხელებით ჩემს ხელს ეჭიდება..ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მთლიანად დავიცალე ემოციებისგან.მაშინვე ვეშვები,ხელი მუხლზე მივარდება,ანასტასია კი შვებით ოხრავს და შუბლს მხარზე მაწებებს.

-მეგონა შეიშალე!ჭკუიდან გადახვედი!-ვმშვიდდები,როცა თითებით კისერზე მეხება და ნელნელა სახეზე აცურებს.ისევ ისეთ მდგომარეობაშია.ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს უნდა დარწმუნდეს,რომ ,,გავნეიტრალდი“ და არ ავფეთქდები.



{ანასტასია}



გული ისე სწრაფად მიცემს წამით მგონია,რომ საგულედან ამოფრინდება.ასეთი სასოწარკვეთილი არასდროს, არავინ მინახავს! თვალები ჩაუწითლდა,გიჟს დაემსგავსა! ასე უცებ,წამიერად სრულიად უკონტროლო შეშლილად იქცა! მეგონა საჭე ხელებში ჩაეფრცქვნებოდა, ჭკუიდან გადავიდოდა. ვვოხრავ,როცა ხელები უდუნდება და ეშვება.

-ღმერთო ჩემო-ვლუღლუღებ მის მხარზე შუბლ მიდებილი.წამით მგონია,რომ სიზმარია! გაუბედავად ვეხები მის კანს.ჯერ კისერზე,მერე ლოყაზე...ნამდვილია! თვალებს ვხუჭავ და ამ შეხებას მყარად ვიბეჭდავ გონებაში.შიშისგან ვშეშდები,როცა მკლავს წელზე მხვევს,მისკენ მიზიდავს და მკერდზე მიკრავს. ოჰ...

მეც გაუცნობიერებლად ვეხუტები.მის მუხლებზე მჯდომი,მკერდით ვგრძნობ როგორ ჩქარა უცემს გული.ვგრძნობ,როგორ სჭირდება ვინმეს გვერდში დგომა! მიუხედავად იმისა,ცდილობს ძლიერი და უგრძნობი გამოჩნდეს,მე ვიცი,რომ ასეთი არ არის.მასაც აქვს გრძნობები! რათქმაუნდა აქვს!

-დამშვიდდი-ვეუბნები ხმა გაბზარული.გაუბედავად ვისუნთქავ მის სურნელს და ვცდილობ პულსი დავირეგულირო,რაც სრულიად წარმოუდგენლად მეჩვენება,როცა სახეს ჩემს თმებში რგავს და ისიც იგივეს იმეორებს. ჩემს სუნს იყნოსავს.მხოლოდ ახლა ვხვდები ამ რამდენიმე თვეში,როგორი მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი... საძაგელი,აუტანელი მასწავლებელი!

888
{დანიელი}


მიშკა და თორნიკე ჩემთან მოდიოდნენ ,,ელენეს უცნობი“ რომ ადევნებიათ საქმის გასარჩევად. რაღაც უაზრო ლაპარაკი დაუწყია, ელენეს მოტაცებას და მისი ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად ცოლად მოყვანას გეგმავდა თურმე ბიჭი. ჩემი ხისთავიანი ძმაკაცები თავიდან მშვიდათ უხსნიდნენ სიტუაციას, მერე სვანი დასარტყმელად გაწეულა, თორნიკე გასაშველებლად ჩაერია და ამდროს ესროლა იმ ყ@ემ, ზურგში, ფილტვს სულ ოდნავ ასცდა...

-ყველაფერი კარგად იქნება-ყურთან ჩუმად მეჩურჩულება ანასტასია,საავადმყოფოს მოსაცდელში სადაც უკვე ერთ საათზე მეტია ვზივართ.მიშო მხოლოდ წამით შემომხედავს,მერე ისევ ხელებში რგავს თავს და თავისთავთან იკეტება.

-რა მოუვიდა მეტყვი?-გოგონას მოულოდნელი შეკითხვისგან წარბებს ვკრავ.რატომ არის ასეთი ცნობისმოყვარე?
,,როგორ შეიძლება არ გაინტერესებდეს,რატომ დაჭრეს ადამიანი,ოცდამეერთე საუკუნეში?” მიბღვერს ჩემი ქვეცნობიერი.

-ჩხუბის დროს ტყვია მოხვდა-მოკლედ ვპასუხობ და იმის ნიშნად,რომ სხვა არაფრის თქმას ვაპირებ პირს წვრილ ხაზად ვკრავ.

-რა სიგიჟეა.რა იყო ისეთი,იარაღი რომ დასჭირდათ.-ბუტბუტებს თავისთვის.ზედმეტად რომ არ ვნერვიულობდე გამეცინებოდა მის ბავშვურობაზე.

,,ისედაც ბავშვია“-დაუნდობლად სისინებს ქვეცნობიერი.თავს ვაქნევ.არ მინდა ამის მოსმენა

-ექიმო!-ფიქრს მიშკას ხმა მაწყვეტინებს.

-თორნიკე ხოფერიას ახლობლები ხართ?

-დიახ.როგორ არის?-სწრაფად ვდგები და თეთრ ხალათიან შუახნის კაცს ვუახლოვდები.

-მდგომარეობა სტაბილურია.ტყვია ამოვიღეთ.ახლა სძინავს,დაველოდოთ როგორ იქნება,სხვა არაფრის თქმა შემიძლია ამ მომენტისთვის.-თანაგრძნობით შემოგვყურებს-პოლიციას უნდა შევატყობინოთ.

-მაგრამ... უბედური შემთხვევა იყო-რაც შეუძლია დამაჯერებლად ამბობს მიშკა.მეც თავს ვიქნევ თანხმობის ნიშნად.ზედმეტი პრობლემები არ გვჭირდება.თანაც დარწმუნებული ვარ, თავად უნდა იმაზე შურისძიება,ვინც თორნიკე სასიკვდილოდ გაიმეტა.ამის შანსს ნამდვილად ვერ წავართმევ,რადგან მეც სიამოვნებით მოვახდენ იმ ნაბიჭვრის სახეზე ევოლუციას.

-ეს აუცილებელია.ვწუხვარ-კაცი თავს გვიკრავს და ხალათის ჯიბეში ხელებ ჩაწყობილი დინჯი ნაბიჯებით გვშორდება.

-არაუშავს მოვაგვარებთ!-მაგრად ვეხვევი მეგობარს.

-ხო, ოქმს დავწერ, რომ მეც იქ ვიყავი, როცა გაუვარდა. ვერავინ იეჭვებს.-ამბობს მიშკა და თავის ადგილს უბრუნდება.

-უნდა წავიდე...-ჩურჩულებს უეცრად ანასტასია.თვალებში რაღაც უცნაური სხივი უკრთება.შიში? რა? რისი ეშინია? იმედი მაქვს,ისევ მე არ ვაშინებ...

-რა მოხდა?-გაუბედავად ვკითხულობ.არ მინდა რომ წავიდეს!

-მამაჩემი მომკლავს! ალბათ საშინლად არის გაბრაზებული-ხელს თმებში იცურებს.ჩანთას მხარზე იკიდებს და სწრაფად დგება.

-მე წაგიყვან.და არ დამიწყო ახლა ზედმეტი ლაპარაკი-ვაფრთხილებ სანამ რამეს მეტყოდეს.ვხედავ,როგორ ეცინება.უფრო ისტერიკას ჰგავს.კარგიო თავს მიქნევს და გასასვლელისკენ მიდის.

-სახლში გავიყვან და დავბრუნდები.თუ რამე დამირეკე..-რამდენჯერმე ვურტყამ ხელს ზურგზე ჩემს საუკეთესო მეგობარს,იმის ნიშნად,რომ მის გვერდით ვარ!

888

{ანასტასია}



-ნამდვილად შემოვაკვდები-ვამბობ შეშინებული,როცა უკვე მეოთხედ ვაიგნორებ ზაზას შემოსულ ზარს.რაც გზაში ვართ,გამუდმებით რეკავს.ალბათ გაცოფებულია.უცებ გუშინდელი დღე მახსენდება და სისხლი მეყინება.

-დაწყნარდი.დაველაპარაკები-ქვედა ტუჩს ვიკვვნეტ,მოულოდნელად თეთრ,მოვლილ თითებს სულ რამდენიმე წამით ჩემს მუხლზე,რომ ასვენებს.ვგრძნობ,როგორ მიხურს ის ადგილი სადაც მეხება.

ჯანდაბა!

იქნებ შიზოფრენია მეწყება?

როგორ შეიძლება მასწავლებელი ასე მოგწონდეს!

-რას ეტყვი? გაგიჟდება,რომ გაიგოს შენთან ერთად ვიყავი ნაყინის საჭმელად.რომ გნახავს ასეთი...-ხელს დროულად ვიფარებ პირზე,წყეული ენის ჩასაწყვეტად.

უხერხულობისგან სახეზე ლამის ცეცხლი მეკიდება.გაუბედავად ვაპარებ თვალს ბიჭისკენ,რომელიც ასეთი ლამაზი და თან ჩემი მასწავლებელია.

-რა უნდა გეთქვა?-აშკარად ვამჩნევ მის თვალებში უცნაურ ნაპერწკლებს.ჩემს მუცელს კი რაღაც სასწაული ემართება.ისეთი საოცარი სანახავია თვალს ვერ ვაშორებ.თანაც დარწმუნებული ვარ,ამის ნახვა ყველასთვის არ არის შესაძლებელი.

ო,ღმერთო! რა ტკბილია ამაზე ფიქრი.

-იმის,რომ არამზადა ხარ!-ვაცხადებ ხმამარლა.ვცდილობ ღიმილი დავფარო,სიამოვნება,რომ არ მივანიჭო.

-ცეცხლს ნუ ეთამაშები ანასტასია!-მიღიმის ბოლოს.ორი საათია დაბღვერილი იჯდა საავადმყოფოს მოსაცდელში.ახლა კი იღიმება.რა უცნაური ხასიათი აქვს...

-ბოდიში-ხელებს ზემოთ ვწევ დანებების ნიშნად.

-ბოდიში უსარგებლო სიტყვაა,რომელიც გამუდმებით პირზე გაკერია-თვალებს ატრიალებს დანიელი.ვერ ვხვდები ამას გაბრაზებული მეუბნება თუ უბრალოდ ხუმრობს.

-რა?

-სულ ბოდიშს იხდი,მაგრამ თუ დააკვირდი რამდენად ფუჭია ეგ სიტყვა?-მეკითხება სერიოზული ტონით.მისი ბიპოლარულობა მაბნევს და წამი მჭირდება პასუხის მოსაფიქრებლად.

-სულაც არა! ბოდიშს მაშინ ვიხდი,როცა მართლა ვწუხვარ! მართალია არაფერს ცვლის, მაგრამ შეცვლის მცდელობა ხომ არის?!-წარბშეკრული შევყურებ.ისეთი ლამაზია მისთვის მზერის არიდება არ შემიძლია.ჩემკენ,რომ ბრუნდება,როგორც იქნა ვახერხებ და განზე ვიხედები.

-შეიძლება-მხრებს იჩეჩავს ბოლოს.-მოვედით მგონი?

-ხო.ეს სახლია-თითით ვანიშნებ ჩემს მასწავლებელს,რომელიც დღეს საერთოდაც არ ჰგავს ,,პედაგოგს“.

-დამელოდე.-მეუბნება,როცა ჩემი სახლის წინ აჩერებს და მანქანიდან გადადის.მეც იგივეს ვცდილობ მაგრამ კარი ჩაკეტილია.უცებ წრიპინი მესმის,საკეტი იხსნება.დანიელი კარს მიღებს და ხელს მიწოდებს.

-გთხოვთ-ისეთი საყვარელია ტუჩს ვიკვნეტ ღმილის დასაფარად.ჩემს ხელს მისას ვაგებებ და ნელა გადავდივარ.

-გმადლობ-ვუღიმი მე.ნამდვილად გამაგიჟებს.

-ყველაზე უარესს შემთხვევაში სამ თვლაზე მანქანისკენ გავრბივართ-ხითხითებს.დაფიცება შემიძლია,ასეთი საოცრება არასდროს მომისმენია.ისე ახალგაზრდულად გამოიყურება,როგორც არასდროს! ლოყებზე სწორ ხაზად ჩაღრმავებები უჩნდება. ღმერთო ჩემო... თავს ძვლივს ვიკავებ რომ არ შევეხო.

-საერთოდ არ მამაშვიდებს ეგ სიტყვები- მეცინება მეც.მიუხედავად იმისა ჩემი გაცოფებული მშოლების მრისხანების ატანა მომიწევს,მაინც მშვიდად და დაცულად ვგრძნობ თავს ახლა,ასე მის გვერდით,როცა ჩვენი მხრები თითქმის ერთმანეთს ეხებიან.

{დანიელი}

-ხომ კარგად იქნება?-ჩურჩულით მეკითხება მიკა.სამასწავლებლო მოხუცი ჭორიკნებით არის სავსე.ზედმეტად ანერვიულებული მეჩვენება მაგრამ არაფერს ვამბობ.

-კი.-მოკლედ ვპასუხობ თავმობეზრებული და ჟურნალს ისე დავყურებ თითქოს ვკითხულობდე.ლაპარაკის თავი არ მაქვს.

-საავადმყოფოში,რომ წახვალ მეც წამოგყვები თუ შეიძლება-მამცნობს როცა ზარი ირეკება-ბოლო გაკვეთილი მეთერთმეტე კლასში მაქვს.დამელოდები?

-ხო.რათქმაუნდა-გაუცნობიერებლად ვუღიმი.რატომღაც არეული ვარ. ისე ცარიელდება სამასწავლებლო ვერცკი ვამჩნევ. ოთახში მარტო დარჩენილს,ერთდროულად რამდენიმე აზრი მიტრიალებს თავში.ვფიქრობ საავადმყოფოში უგონო თორნიკეზე,რომელთან ერთადაც გავიზარდე,ვფიქრობ მიშკაზე, მოთმინებით რომ ელოდება მთელი დღე, როდის მოვა გონს ჩვენი საკეთესო მეგობარი.

ანასტაზიაზეც ვფიქრობ...

მთელი დღე,ყოველ წუთს ანასტასიაზე ვფიქრობ და ჩემი თავი მეზიზღება ამისგამო.მისი მშობლები ძალიან გაბრაზებულები ჩანდნენ,მაგრამ როგორც კი დამინახეს თავი შეიკავეს.ვხედავდი,როგორ ეჭვით მიყურებდა მამამისი,მაგრამ არაფერს იმჩნევდა.მე ხომ ასეთი ახალგაზრდა მასწავლებელი ვარ! წყეული მასწავლებელი!

888

-მადლობა,რომ დამელოდე.-მესმის მიკას წკრიალა ხმა. (სინამდვილეში,კარგად ვერ ვხვდები რატომ მოისურვა თორნიკეს ნახვა და რატომ ღელავს ასე ძალიან. თორნიკემ გამიმხილა,რომ რამდენჯერმე ილაპარაკეს ,,ინსტაგრამზე“ და ასე დაახლოვდნენ. მე რათქმაუნდა არანაირი რეაქცია მქონია.თავიდანვე ვუთხარი,მათ რომ სერიოზულად არ ვიყავი დაინტერესებული. თანაც იმ დროს ზედმეტად ვიყავი გატაცებული სხვა ადამიანით). ზარი რომ ირეკება,მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებ,რომ მეთერთმეტემეტე კლასის ოთახის კართან ვდგავარ.არც მახსოვს როგორ აღმოვჩნდი იქ,ან რატომ ველოდები ასე იდიოტივით კედელზე აკრული.

ან საერთოდ ნამდვილად მიკას ველოდები? ჯანდაბა!

-რა პრობლემაა-მხრებს ვიჩეჩავ.თვალებს მექანიკურად ვაცეცებ ოთახიდან ტალღასავით გამოსულ ბავშვებს შორის.

-წავიდეთ?-მეკითხება გოგონა.მე მხოლოდ თავს ვუქნევ იმით იმედგაცრუებული,რომ სინამდვილეში ვისაც ვეძებდი ვერ ვპოულობ.

-ანასტასია არ არის?-მანამდე ვამბობ,სანამ გავაცნობიერებ რა სისულელეს ვროშავ.მიკა დაბნეული მიყურებს,მაგრამ ცდილობს გაოცება დამალოს-დღეს დამატებითი გაკვეთილი გვაქვს და უნდა გამეფრთხილებინა,რომ არ მცალია...-ოდნავი სიამაყე მიბყრობს ასეთი დამაჯერებელი ტყუილის მოფიქრებისთვის.

-სულ დამავიწყდა,რომ დამატებით ამეცადინებ.არა დღეს არ მოსულა სკოლაში-მხრებს იჩეჩავს და ხელს მკლავში მიყრის-წავიდეთ.ზუსტად ნახვის საათებია.

-მართალი ხარ!-მეც სწრაფად ვეთანხმები.სანამ მე მანქანის მოსაყვანად მივდივარ მიკა ჟურნალის დასატოვებლად სამასწავლებლოში შერბის.

ანასტასია რატომ არ არის სკოლაში? იმედია კარგადაა! მისმა მშობლებმა დასაჯეს თუ რა ჯანდაბაა? სკოლას იშვიათად აცდენს... მგონი პარანოა მეწყება.აშკარად ვგიჟდები! ნამდვილად! რას ვიზამ,თუ გამომიცხადებენ,რომ აღარ სჭირდებათ ჩემი დახმარება? თუ სხვა სკოლაში გადაიყვანენ?

,,მოკეტე ! რა წარმოუდგენლად პათეტიკური ხარ,ღმერთო ჩემო“-თვალებს ატრიალებს ჩემი ქვეცნობიერი.-,,უბრალოდ ერთი დღე გააცდინა“

საჭეს შუბლით ვეყრდნობი.თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ ფიქრი შევწყვიტო! მგონი იმაზე მეტად დავიღალე ვიდრე ოდესმე.არც კი მახსოვს ბოლოს,ნორმალურად როდის მეძინა.

-კარგად ხარ?-სიმშვიდეს მიკას თბილი ხმა და როგორც კი მანქანაში ჯდება მისი შეხება მირღვევს.არასასიამოვნოდ ვიშმუშნები,მის ხელს ისე ვიშორებ მკლავიდან,რომ უხეშად არ გამომივიდეს.

-როგორ გგონია უხერხული იქნება მის სანახავად, რომ შევიდე?-მეკითხება,როცა უკვე თითქმის საავადმყოფოს ვუახლოვდები.

-რატომ?

-რავიცი.რამდენჯერმე შევხვდით და ისიც შენთან ერთად...-მხრებს ისე საყვარლად იჩეჩავს მეღიმება.

-მაგრამ სოციალურ ქსელში ხომ კარგად იცნობ? თანაც,მალე გამოჯანმრთელდება და შეგიძლია ისეც შეხვდე ხოლმე-არ ვიცი ამას რატომ ვეუბნები.ვხედავ როგორ იცვლება მის სახეზე გამომეტყველება.წარბებს კრავს და განზე იხედება.

-ხო... მართალია.

ჯანდაბა! ისე გამოვიდა თითქოს მისი თავი ჩემს საუკეთესო მეგობარს დავუთმე? თუ რაღაც ასეთი? თანაც საკმაოდ უხეშად. რათქმაუნდა არ ვფიქრობ,რომ ის ნივთია და შემიძლია ვინმეს დავუთმო.საერთოდაც ვერ ვიტან ასეთ რაღაცებს! უბრალდ დარწმუნებული ვარ ასე ფიქრობს!

ფუ ამის!.. ნამდვილი იდიოტი ვარ!

-მოვედით-რბილად ვამბობ,როცა მანქანას საავადმყოფოს შესასვლელთან ვაჩერებ-აქ დამელოდები სანამ პარკინგზე ადგილს ვიპოვი თუ შეხვალ?

-დაგელოდები.თუ შეიძლება-ცდილობს წყენა არ შეიმჩნიოს.წამში რამდენჯერმე ისწორებს შუბლზე ჩამოვარდნილ თმას.ეს იმდენად უბრალო და ლამაზი სანახაობაა, მაშინ უფრო ნათლად ვაცნობიერებ რა ტრ*აკიც ვარ...

888

ერთ კვირას სრულ მარტოობაში ვატარებ.ტასოს მშობლებმა განცხადება დაწერეს,თავიანთი ქალიშვილის ორი კვირით გათავისუფლებისთვის.მიკა თავს მარიდებს.მიშკა ყოველდღე დადის თორნიკეს სანახავად. მეც ხშირად მივდივარ უმეტესად საღამოობით. იქ მძინავს, სახლში მხოლოდ წყალს ვივლებ და სამსახურში გავრბივარ,, მერე ბარი და ისევ საავადმყოფო... მაგრამ არც ერთ დროის მონაკვეთში არ ჩანს ანასტასია...

-უბრალოდ ჩაიცვი და სამსახურში წადი!-ვეუბნები ჩემს ანარეკლს სარკეში.უძილობამ საკმაოდ შესამჩნევი კვალი დატოვა ჩემი თვალების გარშემო.თმაც გამზრდია.მაგრამ შეჭრის არც თავი მაქვს და არც სურვილი.ცოტახნით მაინც მინდა არ ვიგრძნო თავი მასწავლებლად...

-ღმერთო,როგორ მეზიზღება ყველაფერი!-ვვოხრავ,კუპრის ფერ პერანგს სწრაფად ვიკრავ და,როგორც კი რვა საათი სრულდება გარეთ გავდივარ.

სკოლის შემდეგ დიდხანს დავდივარ უმისამართოდ.ცივა.მას შემდეგ რაც მანქანა ვიყიდე პირველად ვსეირნობ ფეხით.დამავიწყდა,რა კარგი შეგრძნებაა. პირიდან ჰაერს ვუშვებ და ისიც მაშინვე ორთქლდება.

,,რრრრრრრრრრრრ...“-ჩემი ტელეფონი უკვე ათი წუთია ჯიბეში ზმუის.მამცნობს,რომ ანასტასია უნდა მოვიდეს და სახლი მოვაწესრიგო.მაგრამ არც სახლში ვარ და არც ტასო აპირებს ჩემთან მოსვლას.როგორც ჩანს რაღაც მოხდა! ერთი კვირაა მისგან არაფერი მსმენია.ხომ უნდა გავეფრთხილებინე მაინც? ტელეფონის ეკრანს დავყურებ.ხუთის ნახევარია! ხელებს ქურთუკის ჯიბეებში ვმალავ და რამდენიმე წამში ანასტასიას სახლის გზას მივუყვები.

888

{ანასტასია}



-ბიოლოგიის გაკვეთილს უკვე ერთი კვირაა ვაცდენ.სკოლაზე რომ არაფერი ვთქვა-რაც შეიძლება მშვიდად ვეუბნები დედაჩემს-დანიელი ალბათ საშინლად ბრაზობს...

-დამშვიდდი! მამაშენმა განცხადება დაწერა.ასე,რომ კიდევ ერთი კვირა სახლში იჯდები!

-კი მაგრამ,რა დავაშავე ასეთი? ეს უკვე სასაცილოც კი აღარ არის დედა!-ჩემდა უნებურად ხმამაღლა ვამბობ.მაგრამ,როგორც კი დოდოს განრისხებულ თვალებს ვამჩნევ მაშინვე ბოდიშს ვიხდი.

-მამაშენის გაფრთხილება არაფრად ჩააგდე,სახლში გვიან დაბრუნდი,თურმე სიგარეტს ეწევი! კიდევ გავაგრძელო?-სიბრაზისგან წამოწითლდა.ღმერთო ჩემო! რა დავაშავე? არც კი ვიცი როგორ ვუძლებ ამას.

-დედააა! ხომ გითხარი ჩემი არ იყო ის სიგარეტი-წარბებს შორის ნელა ვიზელ კანს,თავმობეზრებული. არასდროს ესმოდათ და სჯეროდათ ჩემი,ახლა რისი იმედი მაქვს წარმოდგენა არ მაქვს.

-შეწყვიტე ეს უაზრო თავის მართლება...-სიტყვას კარზე ზარის ხმა აწყვეტინებს.-შენს ოთახში ადი!-ბრძანებას გასცემს და შემოსასვლელისკენ თავაწეული მიკაკუნობს თავისი მაღალქუსლიანი ოთახის სანდლებით.წამით მავიწყდება,რომ დედაჩემია,რომელმაც ჩვიდმეტი წლის წინ სიცოცხლე მაჩუქა და მინდება თავი წავაცალო.

-შეწყვიტე-ჩემთვის ვჩურჩულებ და თვალებს ვატრიალებ.სამზარეულოში გავდივარ,რომ ყავა გავაკეთო და ჩემს დაწყევლილ ოთახში დავბრუნდე,რომელშიც უკვე ერთი კვირაა ტელეფონის,კომპიუტერის,ტელევიზორის და ნებისმიერი ცივილიზებული ნივთის გარეშე ვარ გამომწყვდეული. უბედურება ისაა,რომ იქ ბოროტ დრაკონს კი არა,ჩემს მშობლებს ვყავარ ჩაკეტილი.

-მობრძანდით დანიელ.რას მივაწერო თქვენი შეწუხება?-უკმეხად კითხულობს დოდო,წამის შემდეგ კი კარი იკეტება.დედაჩემის ფეხის ხმა მანიშნებს,რომ სასტუმრო ოთახში გადიან.

ღმერთო ჩემო! აქ არის! ჩემთან მოვიდა. ნეტავ რა უნდა? უნდა მისაყვედუროს? თუ უარესი?

გული ისე სწრაფად მიცემს ლამისაა საგულედან ამოფრინდეს და სადღაც ჯანდაბაში გადაიკარგოს.მისი ნახვა ისე მინდება ვერც კი ვფიქრობ რა შეიძლება მოჰყვეს ჩემს გადაწყვეტილებას,სწრაფად მივდივარ მისაღებისკენ.

-ანასტასია ერთ კვირაზე მეტია გაკვეთილებს აცდენს-მესმის მისი მკაცრი,ხრინწიანი ხმა და მაშინვე ვჩერდები.გაბრაზებულია,როგორც ვვარაუდობდი...მაგრამ მაინც აქ არის.ყოველთვის ბრაზობს.ოჰ...

-ასე საკმაოდ ჩამორჩება კლასელებს.თუმცა პროგრამას ისედაც ძლის ეწევა.-ისეთი მკაცრია იმ წამს მისი ხმა.ჩუმად,რომ ვიხედები მათკენ ვხედავ, როგორ მოქმედებს დოდოზეც.დაძაბული ზის დანიელის პირდაპირ და თითქმის პირღია მისჩერებია.ნამდვილად საოცრად გამოიყურება.შავებში გამოწყობილი ისეთი სიმპათიურია,წამით მავიწყდება,რომ მასწავლებელია...მალე დოდოშკას თავი ხელში აჰყავს და სასტიკ გამომეტყველებაში არც ის ჩამორჩება.

-თავს შეუძლოდ გრძნობს.ალბათ მალე გამოჯანმრთელდება და ისევ სისტემატიურად გააგრძელებს მეცადინეობას.

-მისი ნახვა მინდა თუ შეიძლება-როგროც კი ამ წინადადებას წარმოთქვამს სუნთქვას ვწყვეტ.

-სამწუხაროდ...

-გამარჯობა-დაუფიქრებლად ვდგამ ნაბიჯს და დედაჩემს წინადადებას ვაწყვეტინებ.ვიცი რომ ამისთვის საშინელება მელის მაგრამ არ მადარდებს.

888

-დასჯილი ვარ-თვალებს ვატრიალებ.ჩემს საწოლზე უხერხულად ჩამომჯდარი დანიელი თვალს ადევნებს,როგორ ვეძებ ჩემი საწერი მაგიდის სათავსოში გადაკარგულ წყეული ბიოლოგიის რვეულს და მის მოცემულ ტესტების წიგნს.

-ორი კვირით? რა სისასტიკეა.

-წარმოიდგინე,შენ რომ ვინმეს სისასტიკე გაგიკვირდება-როგორც ყოველთვის გაუაზრებლად ვხუმრობ.არ ვიცი რატომ ვარ ასეთი გაბედული ხოლმე მასთან.ველოდები,როდის იფეთქებს და გაბრაზებული რაღაც ისეთ საშინელებას მეტყვის,რაც გულს მატკენს,მაგრამ ამის მაგივრად მისი ხითხითი მესმის.გაოცებული ვუყურებ,როგორ უჩნდება ლოყებზე ნაოჭები,რომლებსაც იმდღიდან მინდა შევეხო,როცა პირველად ვნახე.

-ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე.-წარბებ აწეული ღიმილს ძვლივს ვიკავებ.მის გვერდით,ჩემდა უნებურად ზედმეტად ახლოს ვჯდები და რვეულს დავყურებ.

-რას?-ჩურჩულით მეკითხება.ვგრძნობ,რომ მიყურებს და ეღიმება.

-იმას,რომ სიცილის ფუნქციაც გაქვს-მხრებს ვიჩეჩავ.კიდევ ერთხელ ვიქცევ ქვედა ტუჩს კბილებს შორის სიცილის დასამალად.მესმის,როგორ უცნაური ოხვრა ამოსდის მკერდიდან.თითებს ნიკაპზე მიჭერს,მისკენ მაბრუნებს და ჩემს ტუჩებს ეწაფება.

ჯანდაბა!

სანამ საკუთარ თავს გამაფრთხილებელ ნიშანს მივცემდე(რომელიც მახსენებს,რომ ჩემს ოთახში ვარ,ქვემოთ ჩემი მშობლები არიან და ჩემს სასტიკ მასწავლებელს ვკოცნი) მანამ ვხვევ მკლავებს კისერზე და კოცნითვე ვპასუხობ.ისეთი უცნაური გრძნობა მიპყრობს ლამის ჭკუიდან ვიშლები.მინდება უფრო ახლოს მოვიზიდო მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევს,ხელებს კისრიდან მაშორებინებს და მკერდთან ისე მაგრად მაკავებს წამით ვიბნევი,თვალებს ვახელ და როცა მისას ვაწყდები გული მიჩქარდება.თავს განზე ვწევ, რა წამსაც ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შორდებიან.დანიელი წარბშეკრული,ისეთი მკაცრი გამომეტყველებით მიყურებს,იმასაც ვფიქრობ ხომ არ გავიქცე. მას შემდეგ რაც მას პირველად ვაკოცე,ისევ ამაზე ვოცნებობ... ვხვდები,როგორ ვეძებდი ამ შეგრძნებას. ის, ის რაღაც არის.მაჯადოებს და აზროვნების უნარს მიკარგავს.

ამას რატომ აკეთებს?

ისე მექცევა თითქოს არც ვადარდებ,მერე კი ნაყინზე მეპატიჟება.ჯერ უხეშად მელაპარაკება მერე მკოცნის! რა ჯანდაბაა?

-ეს რა...

-რვეული მოიტანე-გაღიზიანებული მაწყვეტინებს სიტყვას.მინდა ვუთხრა როგორი ა მაგრამ,როგორღაც თავს ვიკავებ.რვეულს ვაძლევ და მისგან რაც შეიძლება შორს ვჯდები.მთელი გაკვეთილის განმავლობაში ზედაც აღარ ვუყურებთ ერთმანეთს.ისეთი დაძაბული ატმოსფეროა ერთი სული მაქვს მარტო როდის დავრჩები,რომ ლოგინში ჩავწვე და ტირილით გავსკდე.ნამდვილი იდიოტი ვარ! არ უნდა ვაძლევდე უფლებას ასეთი ზეგავლენა ჰქონდეს ჩემზე.

-როგორც ჩანს, ეს ერთი კვირა საკმაოდ კარგად დაისვენე-ხმამაღლა ოხრავს.-არაფერი გაგიკეთებია.

-შინა პატიმრობა და ბიოლოგია მეტისმეტია ჩემთვის!

-მართალია-ცდილობს ღიმილი შეიკავოს. როგორ შეუძლია ასე მშვიდად საუბარი იმის შემდეგ,რაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა?

-მაგრამ თუ დააკვირდები, მიხვდები, რომ ბიოლოგიის ტესტები, საუკეთესო საშუალებაა, დროის გასაყვანად.

-ხო, როგორც შენ იტყვი-თვალებს გაუცნობიერებლად ვატრიალებ. მისი აღშფოთებული გამომეტყველაბა ისეთი სასაცილოა, თავს ვერ ვიკავებ.

-ნამდვილად უფრო მეტ სიმკაცრეს უნდა ვიჩენდე!-თავს უკმაყოფილოდ აქნევს ის.

-კი,კი ნამდვილად. ძალიან ლმობიელი ხარ.

-ვფიქრობ დღეისთვის საკმარისია-ლაპარაკს დედაჩემის წკრიალა ხმა გვაწყვეტინებს.ოთახში შემოდის და სწრაფად ათვალიერებს აქაურობას.ამ კვირაში პირველად,ისეთი მშვიდია წარბები თავისით ამდის შუბლზე.

-როგორ მიდის საქმე?-დოდოს ასეთი ტკბილი საუბარი საბოლოოდ შოკში მაგდებს,წამით პირღია შევყურებ,როგორ უღიმის დანიელს და მის გამომცხვარ ბლინებს უწვდის.

-აიღეთ, დღეს გამოვაცხვე.

-როგორ წავა დედა საქმე? ერთი საათიც კი არ არის რაც ვმეცადინეობთ.-თითქოს დანიელის სათქმელს ვამბობ. დოდო მხოლოდ თვალებს მიბრიალებს გასაჩუმებლად და მასწავლებელს უღიმის.

-მადლობა! გაცდენებმა უარესად იმოქმედა,როგორც ვვარაუდობდი-დანიც დედაჩემს ბაძავს და მაშნვე ტკბება.ვცდილობ სურვილი,რომ ორივე სადღაც ჯანდაბაში გადავკარგო ჩემში ჩავკლა და რვეულების თავის ადგილზე დალაგებას ვიწყებ.

-ბევრი მუშაობაა საჭირო.მით უმეტეს,რომ ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე საგნად ბიოლოგია აირჩია.

-რათქმაუნდა.როგორც კი გამოჯანმრთელდება.მე გპირდებით,რომ აღარ გააცდენს.-ისევ სულელივით იღიმის დედაჩემი..მის ამ საქციელზე თვალებს ვატრიალებ და ორივეს ვუახლოვდები.

-მასწავლებელს ეჩქარება დე.-,,მასწავლებელი“ ისე უცნაურად ჟღერს წამით სამივენი ღრმად ვისუნთქავთ ჰაერს.

-მართალია.უნდა წავიდე.-უხერხულად მიკრავს კვერს დანიც.

-რათქმა უნდა.მადლობა რომ შემოგვიარეთ. ტასიკო გაგაცილებთ-ჩემი ზედმეტი სახელის წარმოთქმისას ვგრძნობ,როგორ მიხურდება სახე და ალბათ ჭარხალივით ვწითლდები. ჯანდაბა დედა!

გარეთ ისე გავდივართ ჩემი დესპოტი მასწავლებლისკენ წამითაც არ ვიხედები.

-ხვალ,სკოლაში თუ არა,სახლში მაინც მოდი.მერე მართლა გაგიჭირდება.-ამბობს როგორც იქნა და თეთრ ხელებს გრძელი მანტოს ჯიბეებში მალავს.

-დღეს ,,საბჭოზე’’ გავიტან მაგ საკითხს და შეგატყობინებ...-ვცდილობ გავიღიმო ამ უკბილო ხუმრობაზე. ჯერ კიდევ ვერ ვუყურებ თვალებში,გამუდმებით განზე ვიხედები,რაც საშინლად უხერხულია მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია.-შენი მეგობარი,როგორ არის?

-უკეთ. მალე გაწერენ ალბათ.-რაღაც ღიმილისმაგვარი უკრთება სახეზე.რამდენიმე წამი სრულ დუმილში გადის.ისე მრცხვენია არ ვიცი რა უნდა გავაკეთო.

-ხვალ ხომ მოხვალ?-მეჩვენება,რომ თავს ცუდათ გრძნობს.გამომეტყველება ისევ ისეთი ცივი და პირქუში აქვს,მაგრამ თვალები უცნაური სევდით სავსე.

-ვეცდები...დედაჩემს ისე მოეწონე, დიდი ალბათობით უნდა გამათავისუფლოს ამ საშინელი ,,პატიმრობიდან“-მხრებს ვიჩეჩავ და როცა სიცივისგან ცახცახს ვიწყებ,ხელებს მკლავებზე ვიხვევ.

-კარგი... ჩემი წასვლის დროა.სახლში შედი!-ამბობს ჩვეული მკაცრი ტონით.თითებს წინ ჩამოყრილ თმაში იცურებს და უკან ივარცხნის.-გაცივდები ტასიკო!-როგორც კი მაჯავრებს,ტუჩებს მაგრად აჭერს ერთმანეთზე სიცილის შესაკავებლად.ისეთი საოცარი სანახავია გაწითლებასაც ვერ ვახერხებ.ადამიანის ასეთი ბიპოლარულობა წარმოუდგენლად მეჩვენება და იმასაც კი ვფიქრო,რომ არ არის მთალად ჯანმრთელი.

-ღმერთო ჩემო-თვალებს თავმობეზრებული ვატრიალებ.საბოლოოდ მეც ძვლივს ვიკავებ თავს ღიმილისგან.-შეხვედრამდე.

-კარგად იყავი ანასტასია!-წარმოდგენა არ მაქვს,როგორ ვიკრებ გამბედაობას,მხარზე ვეყრდნობი და ლოყაზე ისე სწრაფად ვკოცნი გააზრებას ვერც ერთი ვასწრებთ.პატარა ბავშვივით უკან მოუხედავად შევრბივარ სახლში და კარებს ცხვირწინ ვუკეტავ.

აი წლის დეგენერატული საქციელიც.

888

-ვიცი,რომ საშინელაბაა-ხელებს სახეზე ვიფარებ.ჩემი თავი მეზიზღება,რადგან არვიცი რა მოვუხერხო.

-როგორ შეიძლება მასწავლებელი მოგწონდეს?-გაბრაზებული ვეკითხები სოფოს.

-ყველაფერს ველოდი,ამის გარდა-თვალებ გაფართოებული,ჩემს წინ საწოლზე წევს და გიჟს გავს.

-მაგრამ,ხომ ვერ იტანდი? ხომ იცი... აი,ცუდათ,რომ გექცეოდა იმიტომ. უფრო სწორად ახლაც ეგრე გექცევა-თვალებს ატრიალებს ჩემი საუკეთესო მეგობარი.

-ჯანდაბა რა! წარმოდგენა არ მაქვს რანაირად.ჭკუიდან გადავყავარ! ისეთი აუტანელი და საზიზღარია-ბრაზს ვერ ვერევი,მწარედ ვსისინებ და ბალიშს იატაკზე ვისვრი.

-გამუდმებით მამცირებს და მეჩხუბება.-როგორც კი მოვიდა მაშინვე მოვუყევი,როგორ ვჭამეთ ნაყინი და მერე როგორ მომაცილა სახლამდე.მაგრამ კოცნაზე არაფერი მითქვამს.არც ვაპირებდი ასეთ ინტიმურ თემაზე საუბარს.ყოველშემთხვევაში ჯერ.

-ზუსტად მაგიტომ მიკვირს.-ჩემს გვერდით წვება,საბანს თავზე იფარებს და მეც მაიძულებს იგივე გავაკეთო.მერე ტელეფონს ანთებს,როგორც ბავშვობაში.პატარა კარავის იმიტირებას აკეთებს,რაც მაშინვე დაცულად და მშვიდად მაგრძნობინებს თავს.

-ვიცი, რომ უცნაურია. თავს მოჯადოებილივით ვგრძნობ! არც კი იცი, როგორი ლამაზია როცა იცინის, ან როცა თვალები უბრწყინდება ჩემს სულელურ ხუმრობებზე...

-ღმერთო! ტასო!მგონი შენ..მართლა მოგწონს?...

-თავს ვერაფერს ვუხერხებ-ქვედა ტუჩს ვიკვნეტ და მეგობარს თვალს ვარიდებ.

ლაპარაკში ისე სწრაფად გადის დრო ვერც ვამჩნევთ.,,კარავი თავზე გვენგრევა“,სოფოს ხელები უდუნდება და ძილი ერევა.

-ტას. რაღაც უნდა გითხრა.-ბუტბუტებს ნახევრად მძინარე.

-ხვალ მითხარი.ახლა დაიძინე-საბანს კისრამდე ვაფარებ.მეც თბილად ვიკალათებ მის გვერდით და თვალებს ვხუჭავ.

-შემდეგ კვირას დათოს უშვებენ ციხიდან-ამბობს თუ არა გაოგნებისგან პირს ვაღებ და კვნესისმაგვარი ბგერა მცდება.მისი ძმა ხვალიდან ისევ თავისუფალი იქნება. და ისევ გააგრძელებს ჩემს ,,გამწარებას".ან უარესი,მომკლავს იმისთვის,რომ ვუჩივლე და ჩემს გამო ორი თვე ციხეში ჯდომა მოუწია...

ღმერთო ჩემო!

-ბოდიში მის გამო. ხომ მაპატიებ როდესმე?-ძვლივს ლუღლუღებს.უკნიდან ვხვევ ხელებს მუცელზე და მაგრად ვეხუტები.ეს ნამდვილად მჭირდება ახლა.

-ღმერთო აპატიე, რომ ასეთი სულელია!შენ არაფერ შუაში ხარ-თბილად ვუჩურჩულებ ყურში.

-თანაც შენი იდიოტი ძმის საერთოდ არ მეშინია-დამაჯერებლად ვტყუი,სახეს მის კისერში ვმალავ და თვალებს ვხუჭავ-დაიძინე!

იმედს ვიტოვებ ის მაინც იძინებს ტკბილად.

888

{დანიელი}



-ერთად ლანჩზე რა აზრის ხარ?-მესმის ზურგს უკან.ვცდილობ გაოცება დავმალო მიკას დანახვაზე.ერთი კვირის შემდეგ პირველად დამელაპარაკა და მეც რატომღაც შვებით ვისუნთქავ.

-კარგი იქნებოდა.-ვუღიმი იმით მადლიერი,რომ ჩემი უაზრო ბოდვისგამო აღარ მიბრაზდება და ძველებურად კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებთ.

-ჩემს კორპუსთსნ შევხვდეთ გაკვეთილების შემდეგ-საპასუხოდ იღიმება ისიც.

-ორი გაკვეთილის შემდეგ იქ დაგელოდები.

-კარგი,გნახავ-მემშვიდობება და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნით მშორდება.მე კი მტოვებს ბავშვებით სავსე დერეფანში,სრულიად გაოცებული.

888

-როგორ ფიქრობ მალე გამოჯანმრთელდება თორნიკე?-მეკითხება მიკა.ფართო,მაღალი კარადიდან ვისკის და ორ ჭიქას იღებს და მაგიდაზე აწყობს.

ლანჩის შემდეგ ისე საყვარლად მთხოვა დალევაში კომპანიონობის გაწევა, უარი ვერ ვუთხარი მიუხედავად იმისა, მანქანით მოვედი.

,,უარის თქმა არც გდომებია“-ხითხითებს ჩემი ქვეცნობიერი.

-შედარებით უკეთ არის, მალე გამოწერენ.მე უნდა გამოვიყვანო-მის მოწოდებულ ნახევრად სავსე ჭიქას ვიღებ,და ერთი ყლუპის შემდეგ მუხლებზე ვიდებ.ვცდილობ არ შევიმჩნიო,რომ საშინელი გემო აქვს.

-მაგარია.ადვილად გამოძვრა-მიღმის როგორც ჩვევია.დღეს უცნაურად გამოიყურება.გამუდმებით წინ ჩამოვარდნილი თმა ზემოთ აქვს აწეული.თვალებზე ჩრდილები უფრო გაუმუქებია.პომადასაც უფრო ღია ტონისას ატარებდა.-დამნაშავეები ვერ დააკავეს ?

-არა,ჯერ ახალი არაფერია.-თვალს არ ვაშორებ ისე ვლუღლუღებ, უფრო ჩემთვის ვიდრე მის გასაგონად.-საპირფარეშო საით არის?-ვკითხულობ მოულოდნელად.როცა ღია ფერის სააბაზანოში შევდივარ და კარს ვკეტავ ვმშვიდდები.სარკის წინ,როცა ჩემს ანარეკლს ვუყურევ ვხვდები, რომ ეს ქალი მჭირდება! აქვე და ახლავე!

მაგრამ რატომ? იქნებ ანასტასიას თავიდან ამოსაგდებად?

,,როგორი უსისხლო ხარ! იმ ქალის გამოყენებას აპირებ, რომელიც შესაძლოა შენს ძმაკაცს მოსწონს? საერთოდ რამე წმინდა შეგრჩა?’’ ჩემი ქვეცნობიერი აღშფოთებულია.

მისაღებში დაბრუნებულს მიკა დივანზე მხვდება.ვისკის ბოთლით ხელში.მისკენ მივდივარ, და გვერდით ვუჯდები.

-ბოლო რამდენიმე კვირაა ვფიქრობ, რომ შვებულება ავიღო. მგონი ზედმეტად ,,სახლი-სამსახური“ ცხოვრება მაქვს. უკვე აუტანელია, არადა არც ისე ასაკიანი ვარ- იცინის და ჭიქას ერთი მოსმით ცლის.

-გაოცებული ვარ. მომწონს შენი ცვლილება-გულწრფელად ვამბობ და ვუღიმი. უკვე ეტყობა, რომ საკმაოდ მთვრალია. მართალია, როცა ამბობს, რომ მალე თვრება და გაჩერებას ვეღარ ხვდება.

-მადლობა. ნამდვილად შენი დამსახურებაა-ამბობს თუარა ბოთლს ხელიდან ვართმევ,მის სახეს ხელებში ვიქცევ და ისე ვეკონები ტუჩებზე გააზრებასაც ვერ ვასწრებ.მეღიმება,როცა თითებს ჩემს თმებში ხლართავს,მისკენ მიზიდავს და დივანზე წვება. მეც მივყვები,ხელს თეძოზე ვასრიალებ,და ერთი მოძრაობით ვხდი კანზე მოტმასნილ კანისფერ გეტრებს...

,,გაჩერდი! სანამ დროა შეწყვიტე!“ მემუდარება ქვეცნობიერი.

ქალი პერანგის ღილებზე მეტანება და მთელი მონდომებით ცდილობს ისე შეხსნას, რომ კოცნა არ შეწყვიტის. მეც ნაზად ვუცურებ ხელს ბლუზის ქვემოდან და ერთი მოძრაობით ვხსნი ბიუსჰალტერის შესაკრავს. მკერდზე ნელა ვეხები და მტევანში ვიქცევ. როგორც კი კვნესის ბგერები წვდება ჩემს ყურთასმენას მაშინვე ტასო მახსენდება და გულის რევის შეგრძნება მიჩნდება. ტუჩებს ვაშორებ. სწრაფად ვცილდები და რაც შეიძლება შორს ვდგები ქალისგან. ჩემი ერექცია თავს არარაობად მაგრძნობინებს.

-მაპატიე... ეს არ უნდა გამეკეთებინა... დავივიწყოთ კარგი? ორივესთვის აჯობებს თუ უბრალოდ ვიმეგობრებთ..ეს სისულელე იყო... ვწუხვარ..-ძალას ვიკრებ ამ სიტყვების წარმოსათქმელად. მიკას ამღვრეული თვალების ყურება აღარ შემიძლია, მანტოს ვიღებ და გასასვლელისკენ ლამის სირბილით მივდივარ.

888

შაბათს ხმაური მაღვიძებს. ანასტასია მაინც არ დადიოდა,ამიტომ შევწყვიტე იდიოტივით ყოველი ჩვენი მეცადინეობის დროს შემხსენებლის დაყენება. მინდოდა ლოგინში დავრჩენილიყავი,ჩემს გაოგნებულ ქვეცნობიერთან და ვიღაც საშიშ ტიპთან ერთად,რომელიც ჩემში ცხოვრობდა და ნებართვის გარეშე იღებდა უაზრო გადაწყვეტილებებს.
-გააღებთ თუ 112ში დავრეკო?-მესმის ტასოს ყვირილი და მეც გველ ნაკბენივით ვდგები, სწრაფად ვიცვამ რაც ხელში მხვდება და ფეხშიშველი გავრბივარ კარისკენ.

,,არაფერი გეშველება'' ოხრავს იმედგაცრუებული ქვეცნობიერი და შავ ლენტს აბამს ჩვენს შორის.
-გამარჯობა-ქვედა ტუჩს ვკბენ ღიმილის შესაკავებლად ,როცა ვაღებ და მის თითქმის ბამბაში შეფუთულ პატარა სხეულს ვხედავ.
-ოჰ...გამარჯობა-იბნევა უცებ,მაგრამ უხერხული ღიმილით მესალმება ბოლოს თვითონაც.რატომღაც წითლდება,როდესაც მათვალიერებს. ისეთი ლამაზია!
-მეგონა თავი მოიკალი ან გული წაგივიდა!
-ხო,მხოლოდ შენს ოცნებებში შეგიძლია მოესწრო მაგას-კარს ფართოდ ვაღებ შემოსვლა რომ შეძლოს-რა იყო? გათოვდა შენკენ? მოდი გაგფრცქვნა. რამდენი გაცვია -გულწრფელად მეცინება მის დაშოკილ სახეზე.ყბა ლამის იატაკზე დაუვარდა. სანამ უზარმაზარ შარფს და სამი ზომით დიდ, ქურთუკს მიწვდის თვალს მარიდებს.
-დღეს უცნაურ ხასიათზე ხარ?
-გეჩვენება!-ვსერიოზულდები მაშინვე. მისი მოსვლით ზედმეტად ბედნიერს ვგავარ.
,,ოჰ!''
-კი,კი, აშკარად მომეჩვენა-თვალებს ატრიალებს და სასტუმრო ოთახში შედის. საშინელება მგონია შეგრძნება, მის ისევ ჩემს სახლში დანახვისას რომ მიჩნდება.წამით შორიდან ვუყურებ. ჩემს ორმოცდახუთ ზომა ოთახის ჩუსტებს პარკეტზე მიათრევს და ისეთი სასაცილოა სიამაყე,რომ მაძლევდეს საშუალებას ძალიან დავცინებდი.
-ჰეჰ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, როდესმე ისეთი დღე თუ გამითენდებოდა, აქაურობა მომენატრებოდა... მაგრამ ამ ,,შინა პატიმრობამ'' ისე დამღალა ციური დეიდას ,,ბუტკა კაფეტერიაც" კი მენატრება, სკოლის გვერდით რომ დგას.-საყვარლად ეცინება გოგოს.-ხომ იცი ციუს ,,ბუტკა"? სასწაულ შავ ტორტს აცხობს ეგ ქალი. მართალია ბუტკას ჰგავს გარედან მაგრამ სულ სიმყუდროვეა და თითქმის არავინ რჩება ჩამოსაჯდომად. თუ განმარტოვება გჭირდება,პლუს გემრიელი ნამცხვარი და უგემრიელესი ესპრესო, ციურის უნდა მიმართო!
-ჯერ სულ რაღაც 3 წუთია,რაც მოხვედი და უკვე თავი ამტკივდა.-კედლის საათისკენ ვანიშნებ მეტი სიზუსტისთვის.
-ღმერთო რა შეგცოდე.-ჭერს იმედგაცრუებული შესცქერის და ლოყებს ბუშტავს.
-მატრაკვეცა ხარ!.. დალევ რამეს?
-ისე მეკითხები,გეგონება ბროწეულის წვენის გარდა გქონდეს კიდევ რამე.სულ ალფაბეტის მიხედვით არ გაქვს ჩაწყობილი სასმელები მაცივარში?!
-ჰიჰ, ცინიზმი გვისწავლია რა არის! თურმე არ იჭმევა.-ვატრიალებ თვალებს მე.-ანანასი და ალუბალიც მაქვს. თუ ამოღერღავ რომელი გინდა იქნებ მეცადინეობაც მოგვესწრო!-იმედი მაქვ ვერ მიხვდება მისგამო,რომ ვიყიდე ორივე და მე იდიოტს ორი კვირა ტყუილად მედო მის მოლოდინში.არც კი ვიცი ვადა სანამდე აქვთ.
,,რამხელა სირცხვილია.გაფიქრებაც გულს მირევს!'' დუდღუნებს ქვეცნობიერი ისე,რომ ზედ არ მიყურებს.მე კი ვცდილობ პოზიტიურად ფიქრი დავიწყო,ტასოზე მაგალითად, ან იმაზე,რომ ამიერიდან ყოველდღე შევძლებ მის ნახვას,ჩამორჩენილის ,,ამოსაქაჩად'' გაორმაგებული გაკვეთილების წყალობით.

-მეგონა ბროწეულის გარდა არაფერს სვამდი...
-კარგი, თუ დროის გაყვანას ასე უაზროდ ტლიკინით აპირებ, არ წამოვეგები! ამოიღე წიგნი და რვეულები!
-ოოოო,კარგი,კარგი. ანანასის წვენს დავლევ რაააა-სიტყვას ისე საყვარლად წელავს,თავს ძვლივს ვიკავებ ღიმილისგან. მერე წამწამებს აფახუნებს მეტი მომნუსხველობისთვის. რაღაც ,,ჩექმებიანი კატის" მსგავსი ნიჭი უნდა,რომ ჰქონდეს მაგრამ ნამდვილად არ გამოსდის.რაც უფრო სასაცილოა და მინდება ლოყები დავუწელო მისი ბავშვურობისთვის.
-ოჰ, ისე მიშლი ნერვებს ბავშვო!-ვვოხრავ და სამზარეულოში გასული,ანასტასიას ბრაზისგან თვალებ ანთებულს,თითქოს იმედგაცრუებულს ვტოვებ. თავს ნამდვილად შეურაცხყოფილად ვგრძნობ ჩემი მისდამი ,,გრძნობის'' გამო,რომელსაც არაფერი ჰქვია გარდა-სიგიჟისა.
-ასივე ტესტი გავაკეთე! ამიერიდან ზარმაცს ვეღარ დამიძახებთ-უკან მომყვება. მაცივრიდან ანანასის წვენს ვიღებ და თხელ, ჩემი ხელით ზედმიწევნით გაპრიალებულ ჭიქაში ვასხამ. ოთახში სისუფთავის და ანასტასიას დეოდორანტის სუნია.
- დარწმუნებული ვარ მეოთხედიც არ იქნება სწორი.ალბათ გათვლით დაწერე-თვალები შუბლზე ამდის,როცა მარმარილოს სამზარეულოს მაგიდაზე შემომჯდარს ვხედავ. ყველაფერს ეხება, რაც მის გარშემოა.
აუტანელია.
დეკორატიულ, მაგნიტიან ნიჟარებს აცალკევებს და თავიდან აწყობას ცდილობს.წვენის ჭიქას მართმევს, სვამს და ბედნიერი თვალებით მაშტერდება.
-არაფერიც! ბევრი ვიმეცადინე, მართლა ბევრი ვიწვალე.
- შევამოწმებ და ვნახავთ! მანამდე ნამდვილად ვერ... უფროსწორად არ დავიჯერებ ,შენი სურვილით რომ გადააკვდი ბიოლოგიას.
-ნამდვილი კოღო ხარ!-დუდღუნებს თავისთვის და ბებიაჩემის რეცეპტით გამომცხვარ კექსს სწვდება.რათქმაუნდა არასდროს ვაღიარებ მასთან,ჩემი გამომცხვარი,რომ არის. დარწმუნებული ვარ ფეფო რომ ცოცხალი ყოფილიყო, მაშინვე გამცემდა და საერთოდაც, ალბათ კარგად გაუგებდნენ ერთმანეთს.
-რაო?
-კოღო ხარ მეთქი! გულის გამაწვრილებელი...
-შენ ჩერჩეტი ბავშვი!-მეცინება მის სისულელეზე. საოცრად გამოიყურება. სახლში ჯდომისგან სახე შესამჩნევად გაფერმკრთალებული აქვს მაგრამ,როგორღაც ეს უფრო ამშვენებს.
-გიჩივლებთ,მორალური ზიანის მოყენებისთვის!-ფეხებს ჰაერში ბავშვივით იქნევს და ნამცხვრიან ხელს უდარდელად უსასუნებს ჭიქაზე. ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო. მის გარშემო ,როგორც წესი არაფერს ტოვებს იდეალურს,თვითონ მის გარდა...
,,პედანტი არამზადა, მომინდობა რომანტიკოსობა!" მიღრენს ქვეცნობიერი. საწყალი დაუძლურებული და განადგურებული წევს იატაკზე მაღალი სიცხით და არითმიით.
-ღმერთო,რა გემრიელობაა. ეს ჯანდაბა რაღაც კიდე,როგორ ავაწყო.
-ყველაფერს რომ არ ეხებოდე და ასეთი ცნობისმოყვარე არ იყო ,რა მარტივი იქნებოდა ცხოვრება!
-შენ კი ასეთი მომაბეზრებელი და აუტანელი! წუწუნა მოხუცივით!
-მოხუციო? სულ რაღაც რამდენიმე წელია განსხვავება ჩვენს შორის! ღმერთო მაღალო!- ვიცინი აღშფოთებული. თითქოს ცეცხლმოკიდებულს ნავთი გადამასხეს,ისეთი შეგრძნება მაქვს. მერე უცებ ერთიანად ვქრები და არც კი ვიცი,როგორ არ ვუჩინარდები.

,,საპნის ოპერა'' ხელის გულს შუბლში იხლის ქვეცნობიერი.

-ვიხუმრე-სიცილით ატრიალებს თვალებს.მაგიდიდან ძვრება, ნიჟარებს,ჭიქას და კექსიან თეფშს ქაოსურად მიმოფანტულს ტოვებს და მიახლოვდება.-მაცადე შემოგხედო! რომ არ ვიცოდე ვინ ხარ ვიფიქრებდი,რომ გეწყინა.
-ანასტასია!
-ხვალ დავითი გამოდის ციხიდან...-ჩურჩულებს გოგო. ჩემთან ისე ახლოს დგას მის სუნთქვას ნიკაპზე ვგრძნობ და გული მიჩქარდება. ისეთი შეგრძნება მაქვს, ვერ გავუძლებ,უბრალოდ შევისრუტავ და ჩემს სხეულში გამოვამწყვდევ. სამუდამოდ!
-არ ვიცი რატომ გეუბნები-ნერვიული სიცილით განაგრძობს ლაპარაკს.-უბრალოდ მინდა ვინმეს მოვუყვე! სოფოს ვერ ვეტყვი რა ნაძირალა ძმაც ჰყავს! უფრო სწორად, იმდენჯერ ვერ გავუმეორებ,რამდენჯერაც მჭირდება. ვერ ვეტყვი,რომ მეშინია! არა, იმის კიარ მეშინია,რომ რამეს დამიშავებს, იმ სტრესის მეშინია, როცა ისევ დაიწყებს ჩემს შევიწროვებას, მშობლების გონების მოწამვლით შანტაჟის მეშინია და იმისაც,რომ შეიძლება ისეთი ისტორია გამოაცხოს, თავი ვეღარაფრით გავიმართლო!-ისე უბრალოდ ამბობ, სისხლი ტვინში მექცევა! სიბრაზისგან მგონია, ორთქლი ამივა.
-არ მისცე უფლება ისევ გააგრძელოს შენით მანიპულირება. ან მე დაგეხმარები!როგორმე ერთ ჟღვინტიან, ხამს კი უნდა მოვერიო-წყდება მოულოდნელად ჩემს ბაგეებს,სიტყვები,რომელსაც ნამდვილად არ უნდა ვამბობდე... ვინ ვარ მე? ვინ ვარ მე მისთვის, ბიოლოგიის მასწავლებლის გარდა? მასწავლებლები კი მოსწავლეების პირად ცხოვრებაში არ ერევიან.
-რომ შეგეძლოს მისი შეჩერება...-მკრთალად მიღიმის გოგონა. ნესტოებს მისი დეოდორანტის სუნი მიწვავს.ისევ ისე ახლოს ვდგავართ ერთმანეთთან. ოდნავაც რომ შევირხეთ რომელიმე, ტუჩებით ცხვირზე შევეხები.ამის გამო სუნთქვას ვიკავებ,მეშინია არ დავაფრთხო.
-სინამდვილეში,საცოდავია,არაფერი შეუძლია! ისეთი სასაცილოა მისი საქციელი, გულს მირევს!-ვაღიარებ ხმამაღლა.ტასოს კი ღიმილი უკრთება ტუჩის კუთხეში.
-საცოდავი,მაგრამ დაუნდობელი, საშინელი ხასიათი აქვსს, აუტანელია.
-მაინც მგონია,რომ მშობლებს უნდა დაელაპარაკო.
-ვერ გაიგებენ! უფრო სწორად არ დამიჯერებენ! მათთვის არც ისე კარგი შვილი ვარ. დავითზე კიდევ ჭკუას კარგავენ! უნდათ,რომ ჩემი ძმა მისნაირი გაიზარდოს. ღმერთო დიდებულო-თვალებს სიცილით ატრიალებს და მშორდება. ისევ მაგიდაზე აპირებს აძვრომას,როცა მკლავზე ვეჭიდები და განძრევის საშუალებას აღარ ვაძლევ. წამით ვხედავ,როგორ უკრთება შიში და გაოცება თვალებში. ასე არ მინდოდა...
-შეწყვიტე ჩემს ავეჯზე ცოცვა და ყველაფრის არევა-ვცრი კბილებში.
-რა? ოუ,მაპატიე... მე...-იწყებს ისევ ჩვეულ ლუღლუღს დაბნეულობისგან.მე კი თმა ყალყზე მიდგება მოუთმენლობისგან. ეს ბავშვი ნევროზს ამკიდებს.
-ანასტასია...-ვამბობ მშვიდად, რამდენადაც შესაძლებელია და თვალებს შორის ადგილს ვიზელ.- საკმარისია ამდენი პატიების თხოვნები. უბრალოდ მისაღებში გადი და გაკვეთილისთვის მოემზადე, მეც მალე გამოვალ.

888

-ჰეი, ბუღა! ცოტა ნელა იარე-წივის თორნიკე ჩემს მკლავებში მოკალათებული.დილით საავადმყოფოდან გამოვიყვანეთ და ჩემთან აღნიშვნა გადავწყვიტეთ.რათქმაუნდა თორნიკესთვის ,,დაგვავიწყდა" იმის გამხელა,რომ თვითონ არ სვამს!
-ნახე რა, არ უნდა დაახეთქო ახლა ამ კიბეზე?!-სოლიდარობას მიცხადებს მიშკა,რომელსაც ინვალიდის სავარძელი ისე აქვს ზურგზე მოგდებული,გეგონება ნანადირევი იყოს.
-ვაიმე, ძაღლი ხარ სვანო,ძაღლი!
-ძაღლს განახებ ახლა! რეანიმაციაში მოგიწევს შებრუნება!-როგორღაც მიშკა ხუმრობის ხასიათზეა,მთელი დღე იღიმის.ვიცი ისიც ჩემსავით თორნიკეს ,,დაბრუნებით" არის აღფრთოვანებული.
-პიდბული! ჰაამ!-სიცილით იღრინება ჩემი იდიოტი მეგობარი.
-გაკლია შენ!
-ხომ იცი მიშა, თუ არ გაკლია ეგეც...
-არა! შენ იმდენი გაკლია ეგ უნაკლობა კიარა ანომალიაა უკვე!
-უააა,მიშკაა-თორნიკეს ყალბ გაოცებაზე სიცილი მიტყდება.-წერა დაიწყე ?
-ღმერთო რა დავაშავე-სიცილის შეკავებას ვცდილობ. წინააღმდეგ შემთხვევაში სხელული მომიდუნდება და თორნიკეს დაჭერას ნამდვილად ვეღარ შევძლებ.რათქმაუნდა მათთან არასდროს ვაღიარებ, მაგრამ ვგიჟდები,როცა ასე კამათობენ.
-ჩააჩუმე ეგ თორემ გადავაგდებ აქედან.რომელ სართულზე ვართ?! შენ კიდე ლიფტი რა ვერ შეაკეთებინე რა იყო-ოხრავს მიშკა.
-,,პროკურორული პრეტენზიები'' სვანურად!-დასცინის თორნიკე.
-მაცადე ავიდეთ! შენ ნახავ რას გიზამ! გამექცევი სადმე თუ ხელს შემომიბრუნებ!
-კაი ხო,ნუ გაველურდები ხოლმე! ჩემი სვანუკა ხარ შენ,ხომ იცი?! -საყვარლად უღიმის და ყველაფერი მოგვარებულია.
-ღმერთო,რა შეგცოდე!
-რა ცანცარები ხართ!-თვალებს ვატრიალებ.კარებთან მისული, თორნიკეს ფრთხილად ვსვამთ ეტლში და ბინაში შევდივართ.
-წელი რომ გამიკავდეს მაგ გრძელი ენით მოგახრჩობ!-ვიმუქრები და ოთხად მოკეცილი ვჯდები ხალიჩაზე.
-ნახე ერთი სვანო, ,,გრიჟა ხომ არ ჩაუვიდა მუხლებში" !
-ფუ, რა უტვინო ხარ!-უაზრო სიცილი მიტყდება ძალა გამოცლილს.მიშკა დივანზე ხავის.ვცდილობთ სუნთქვა დავირეგულიროთ.რათქმაუნდა თორნიკესგან ასეთ ,,იუმორინულ" ხუმრობებს მიჩვეულები ვართ მაგრამ მაინც ყოველთვის სიკვდილამდე მივდივართ,როცა ახალ გამომცხვარ სისულელეს ამბობს.
-მიდი ახლა, უცებ ამოალაგეთ და ვჭამოთ რამე, მოვკვდი საავადმყოფოში ,,ქაშების" ნაჭამი.-ხელებს ჰაერში ასავსავებს თვალებ ანთებული თორნიკე.-როგორ მომენატრა ლუდი... თვითონ ბოთლიც კი მენატრება, ჩქარა ვქნათ რა!
-ოჰ, ოჰ! მომინდომა ბიჭმა. ლუდიო!.. შაურმასაც ხომ არ გადაირტყამდი? დღეს გამოგწერეს გენიოსო!-ბოროტად უღიმის მიშკა და თორნიკეს დედამისის გაკეთებულ წვნიანს უდებს მუხლებზე, პატარა კონტეინერით.
-შანსი არაა! სვანოოო! მეღადავები ხომ? ჰაა, გეყოთ ახლა! ყანჩააა!-ეტლიდან საწყლად გვაკვირდება ორივეს,თითქოს ვერ იჯერებს,რომ არ ვეხუმრებით.
-რავქნა, ექიმმა ერთი კვირა არაო! არც დალევა და არც მძიმე საჭმელიო!-გულწრფელი თანაგრძნობით ვუხსნი მე.
-თქვენ ქაბაბი უნდა გაიფინოთ და მე ეს მთხლე უნდა ვწრუპო?
-კაი არ იტირო.სუ!-თმას პატარა ბავშვივით უვარცხნის მიშკა და ხარხარებს.-რა დრო დამიდგა!
-დამაცადე, ავდგები მიშა ონიანო აქედან და უკანასკნელი დღეც მალე დაგიდგება იცოდე!
-კაი, მანამდე ეგ მოასუფთავე,თორემ მახინჯი ცოლი გეყოლება.
სახეზე ვატყობ,გინებაზე გადასვლას აპირებს ჩვენი ,,ხეიბარი'' მაგრამ კარზე ზარის ხმა წამიერ სიჩუმეს იწვევს.
-ვინმეს ველოდებით?
-საერთოდ, პირადად არავინ დამიპატიჟებია-მხრებს ვიჩეჩავ თავადაც გაოცებული. როგორც წესი არავინ მოდის ბიჭების და ანასტასიას გარდა...
ჯანდაბა!
,,რა დებილი ხარ ღმერთო ჩემო!" დამცინის ქვეცნობიერი და კომფორტულად ეხვევა თბილ პლედში სეირის სანახავად.
-გამარჯობა!- მიღიმის ტასო და ხელს მიქნევს, თითქოს შორს ვიდგეთ ერთმანეთისგან. სულელი ბავშვი.
-ვინ არის სიცოცხლე?-თორნიკეს წრიპინს ყურადღებას არ ვაქცევ, გარეთ გავდივარ და კარს ზურგს უკან ვკეტავ. მიზეზი არ ვიცი,მაგრამ რატომღაც არ მინდა ბიჭებს გავაცნო...
-ჰმ... არ გცალია?-თვალებს აწვრილებს ინტერესით.ჯერ მე მიყურებს,მერე კარს,მერე ისევ მე და ასე რამდენჯერმე.
-ანასტასია! ვიცი, საშინლად უპასუხისმგებლობაა ჩემი,როგორც მასწავლებლის მხრიდან და ძალიან ვწუხვარ,რომ გაფრთხილება დამავიწყდა, მაგრამ დღეს არ შემიძლია გაკვეთილის ჩატარება...-უხერხულობისგან ვცდილობ დგომის კომფორტული პოზა ვიპოვო,რის გამოც სულელივით ვცქმუტავ. ხელებს ჯიბეებში ვმალავ და გოგონას ვაკვირდები.
-ოუ... მმ... კარგი...-იბნევა როგორც სჩვევია ხოლმე.-ანუ წავიდე?
-მშობლები უნდა გავაფრთხილო თუ არა, არ ვიცი. იმედი მაქვს, რამე სისულელეს არ გააკეთებ- მეღიმება მის უკმაყოფილო გამომეტყველებაზე. თითქოს ცილი დავწამე. ისეთი არაპროგნოზირებადია, რას მოიმოქმედებს ვერასდროს გამოიცნობ.
-ძალიან სასაცილოა!
-ძალიან არა, მაგრამ საკმაოდ- კი- ,,ვეტიპები'' მეც.
,,ვაი, ნეტა რამე გეშველოს'' თვალებს ატრიალებს ქვეცნობიერი და სწრაფად მშორდება.
-კარგი, წავედი მე. კარგად გაერთეთ.- თვალებ ჩამქვრალი მიღიმის. ,,არაანასტასიურად". ჯერ ჩანთაში იქექება, დავალებების რვეულს იღებს, მაწვდის და ლიფტისკენ ბრუნდება მაგრამ ახსენდება,რომ არ მუშაობს.კიბისკენ აპირებს წავსლას, გაუცნობიერებლად თითებზე რომ ვეხები. როცა თვალებს მისწორებს, ვიბნევი. წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვუთხრა. უბრალოდ მინდოდა შევხებოდი. ყოველთვის ასე უნდა ვიქცეოდე? უკონტროლო თინეიჯერივით.
-ხვალ ჩვეულებრივად. არ დაიგვიანო!- ვეუბნები მკაცრად და სახლში შევდივარ.
,,!" ამბობს ჩემი ქვეცნობიერი, ალბათ ანასტასიას მაგივრადაც.
ჯანდაბა!
-გამოვიცნობთ ვინ იყო!-ხითხითებს თორნიკე.
-რა გინდა ახლა? ჩაგტოვო სამუდამოდ მაგ ეტლში?-ვუღრენ მე.
-რაღაც ცოფი დადის ამ კორპუსში. არადა მე მეგონა მარტო სვანებს ეყრებოდათ. ჰაჰაა, რა ვიღადავე ჩემი.-ხველება უტყდება სიცილისგან.
-დახრჩობა!-იკურთხება ონიანი. მაგრამ მაინც გარბის წყლის მოსატანად.
-ერთი ბერძენი ქრისიპიუსი მოკვდა საკუთარ შუტკაზე და მეორე მეგრელი თორნიკეო იტყვიან მერე საინფორმაციოებში. აი მანდ მერე მე მოვკვდები სიცილით!-ხელს ზურგზე მზრუნველად უსვამს მიშკა,სანამ ,,ღადავისტი'' მოსულიერებას იწყებს.
-ვა, შეხედე შენ, გეოგრაფია რა კარგად სცოდნია ამას!
-დედაა, მომაკვდავიც რა დებილი ხარ, შეჩემისა შენ!-თვალებს სიცილით ატრიალებს მიშკა და თავის ადგილს უბრუნდება.- ვჭამოთ ახლა, გავხმი!
-ხო,ხო ცეცხლეთ!
-ვინ იყო მართლა?-სერიოზულდება ონიანი,მაგიდას აწყობს და მოთმინებით მელოდება.
-ანასტასია. დღეს გაკვეთილი უნდა გვქონოდა,მარა დამავიწყდა გაფრთხილება!-ჩემს უპასუხისმგებლობაზე თავიდან ვბრაზდები.
-რაო? სახლში ამეცადინებ? აქ?-თვალები შუბლზე ასდის ხოფერიას. აშკარად გაოგნებულები არიან.
-კაი, მაგაზე რომ აზრზე არ ვიყავით გავატაროთ! გოგო დადის ყოველდღე შენს ბინაში? შ ე ნ ს ბინაში?
-ხო თორნიკე. რა არის ახლა ამაში ასეთი გაუგებარი?- თავს ვიშტერებ მე.
-მდედრ ჭიანჭველასაც კი არ აჭაჭანებ მგონი კარს აქეთ და რა არის გაუგებარიო მეკითხები?! გამომალენჩებს ეს ახლა! იმ დღეს კაი, უჭირდა გოგოს და წამოიყვანე, მარა ეს სხვა საქმეა.-თვალებს აწვრილებს. თითქოს მასკანერებს და ცდილობს გაიგოს რა ხდება ჩემს თავს.
-ცოტა მეც შოკში ვარ ყანჩა.
-პირდაპირ მითხარით რისი თქმა გინდათ!-ვწიწმატდები მე. უკვე თავდასხმისთვის ვემზადები. ნამდვილად არ მაქვს ახლა ამთემაზე ლაპარაკის არც სურვილი და არც განწყობა.
-არაფრის თქმა არ გვინდა. უბრალოდ შენ არ გგავს და გაგვიკვირდა. -ამბობს სვანი. უცნაურად მიყურებს. თითქოს რაღაც ისეთი გაიგო რაც არცერთმა ვიცოდით მანამდე.

888
-შეინახეთ სახელმძღვანელოები. შემაჯამებელს ვწერთ!-ვამბობ,როგორც კი საკლასო ოთახში შევდივარ,ისე რომ ბავშვებს არ ვუყურებ. დაფაზე თარიღს ვწერ და ტესტებს ვარიგებ.
-ნახევარი საათი გაქვთ. როგორც კი დრო ამოიწურება მაშინვე მაბარებთ ფურცლებს! რა თქმა უნდა შეხსენება არ მჭირდება იმის შესახებ,რომ ერთმანეთისგან გადაწერის მცდელობის შემჩნევისას, ჩამოგერთმევათ ტესტი და ერთი ქულა დაგეწერებათ. რაც შეეხება...
-დანიელ! შეიძლება ერთი წუთით? გამარჯობა ბავშვებო!- მიკას ხმის გაგონებაზე ჟრუანტელი მივლის.
,,უხერხულიააა!" ღიღინით მიჩანჩალებს ჩემი ქვეცნობიერი.
-რა თქმა უნდა.-ჩემდა გასაკვირად ხმა უსუსური მიხდება.-ჩუმად იყავით. ახლავე დავბრუნდები!-ვბუტბუტებ და მიკასთან გავდივარ. კარს ვკეტავ,ჩვენი ხმა რომ ვერ გაიგონ.
-გამარჯობა!-მიღიმის ქალი უჩვეულოდ მშვიდათ. არადა იმის შემდეგ,რაც დივანზე ნახევრად შიშველი დავტოვე, შემოხედვის ღირსიც არ უნდა ვიყო მისგან...
-გამარჯობა...
-იცი, იმ დღინდელზე მინდა დაგელაპარაკო... ბევრი ვიფიქრე, თავს ძალიან ცუდათ ვგრძნობ. საშინლად მრცხვენია და არც კი ვიცი, ბოდიში როგორ მოგიხადო...-მორცხვად მიყურებს და თითებს ,,იმტვრევს''.

,,რაიი?"

-რა? საბოდიშო შენ არაფერი გაქვს! ღმერთო ჩემო! მიკა... მე ვარ დამნაშავე. უბრალოდ არეული ვიყავი... ძალიან ვწუხვარ! მართლა... არ მინდა,რომ იმ საღამომ ჩვენს მეგობრობაზე გავლენა მოახდინოს.
-არა რა თქმა უნდა არა! დავივიწყოთ ის დღე. ვითომ არც ყოფილა!-ეცინება თვალებ გაბრწყინებულს და მეც თითქოს გულიდან ლოდი მეხსნება. რა უცნაური და საოცარი ქალია.
-გადასარევია! მაშინ ვალდებულები ვართ ერთად გავიდეთ ლანჩზე-ვთავაზობ მე. ნამდვილადო,მიდასტურებს და მემშვიდობება.
შესანიშნავია!
888

{ანასტასია}

-გიშვებენ?-ყურმილში ჩაჰკივის სოფო. უკვე ორი კვირაა აღარ იცის,რომელი ემოცია გამოხატოს. გაგიჟდეს სიხარულისგან,რადგან სამ დღიან ექსკურსიაზე მივდივართ თუ ეწყინოს,რომ მშობლები ვერ დავითანხმე.
-ხო,ხო, დამშვიდდი ოღონდაც.-მეცინება მის კივილზე. არც კი ვიცი,იქ რა მინდა. ერთ სახლში,ამდენ ბავშვთან ერთად,სადაც პირადი სივრცე საპირფარეშოშიც არ გექნება ნორმალურად ადამიანს.
-აუუუ,გეფიცები არ მჯერა. ვინმემ გამაღვიძეთ! ახლა გული გამისკდება. -მესმის კივილი ყურმილს მიღმა და ხმამაღლა მეცინება.- უუფ,დამშვიდდი სოფო, დამშვიდდი, ღრმად ისუნთქე. კარგი! მოვრჩი! მშვიდათ ვარ! მაშინ მეც მაქვს შენთვის კარგი ამბავი! არ გეუბნებოდი, გული რომ არ დაგწყვეტოდა! მზად ხარ?
-მიდი გამოუშვი!
-დაჯექი!
-ოო ნუ ცანცარებ, ამოღერღე დღეს.-თვალებს ვატრიალებ მის ბავშვურობაზე.
-დაჯექი გეუბნები! ბომბაა! ცეცხლი!-ხითხითებს და მე უკვე დარწმუნებული ვარ,როგორ ათამაშებს წარბებს.
-კარგი დავჯექი!
-დანიელიც მოდის! მთელი სამი დღე ჩვენთან ერთად იქნება!
888
-რამე რომ მოხდეს დამირეკე, თუ რამე დაგჭირდება დანიელს უთხარი, უკვე ველაპარაკეთ და ყურადღებას მოგაქცევს. გთხოვ, ამ ერთხელ მაინც, ნუ გვანანებ,რომ გაგიშვით.-მოთმინებით ვისმენ დედაჩემის დარიგებებს. როგორღაც ბრაზმა გადაუარა და მზრუნველი თვალებით შემომცქერის. არ ვიცი რა მოხდა, ასე ლმობიერები რატომ გახდნენ უეცრად ჩემს მიმართ და როგორ დავიმსახურე ისევ მათი ნდომა მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მაგარია!
მოიცა!..
რაო? დანიელს?
ვერ ვიჯერებ რომ ჩემი თავი დანიელს ,,ჩააბარეს“. ჯანდაბა! ღმერთო, როგორ მრცხვენია...
-კარგი დოდოშკა. გპირდები არაფერს დავაშავებ.-ვეკრიჭები,ლოყაზე ვკოცნი და მანქანიდან სწრაფად გადავდივარ. ჩემს პიკაჩუს ფორმის დიდ ზურგჩანთას საბარგულიდან ვიღებ და ავტობუსის წინ ყურებამდე გაღიმებულ სოფოს თვალს ვუკრავ (შეძლებისდაგვარად).
-რომ ჩახვალ დამირეკე!-ხელს ენერგიულად მიქნევს დოდო მანქანიდან და რამდენიმე წამში,თავისი ჰონდათი უჩინარდება. სამსახურში აგვიანდება და ამიტომაც მაძლევს ამდენ ,,თავისუფლებას“. რა კოშმარში ვცხოვრობ...
-მოხვედი! მართლა მოდიხარ! არ მჯერა!.. ვინმემ შემომილაწუნეთ!-წივილს იწყებს ჩემი შტერი მეგობარი, მისი სიტყვები მაქეზებს, სახეში ვურტყამ რაზეც წამით შოკირებული მიყურებს,მაგრამ მერე ორივეს სიცილი გვიტყდება.
-იდიოტი ხარ!
-მეც მიყვარხარ! წამოდი ადგილები შევარჩიოთ!
-მოიცა! ჯერ ,,ის“ არ მოსულა! ყველაფერი მე უნდა გასწავლო?! უნდა დავიცადოთ,დავაკვირდეთ თვითონ სად დაჯდება და მერე შესაფერის ადგილს მოვნახავთ!-ნიკაპს მაღლა სწევს. მისი სიამაყის გრძნობა ჰაერში ლივლივებს. შეგიძლია შეეხო კიდეც.
-გაგიჟდი? იმედია არ ფიქრობ,რომ ,,შევეტენები“ ან ყოველ წამს თვალში გამოვეჩხირები.-თვალებს ვატრიალებ, ჩანთას მხარზე ვიგდებ და ავტობუსში ავდივარ.
-ხის თავიანი!
-გავიგონე!
-ასეც მქონდა ჩაფიქრებული.-ფრუტუნებს უკმაყოფილოდ. რადგან მგზავრობის დროს სოფო ცუდათ ხდება ხოლმე, შედარებით წინა მხარეს ვარჩევთ სავარძლებს და ჩანთებს ზედა საბარგულში ვათავსებთ.მე ფანჯარასთან კომფორტულად ვიკალათებ.რატომღაც უსიამოვნოდ ვგრძნობ თავს. იქნებ იმიტომ,რომ არ ვიცი დანიელთან,როგორ მოვიქცე?!
ხალხში... (ბევრ) ხალხში მასთან ერთად,ყოველთვის დამცირებული ან შერცხვენილი გამოვდივარ.
-გინდა რამე წამოგიღო? დრამინას ვიყიდი,თორემ ნარწყევში ჩაგახრჩობ,ხომ ვიცი!-საზიზღრად ხითხითებს სოფო.დარწმუნებული ვარ მასეც მოხდება მაგრამ მაინც საშინლად ჟღერს.
-ფუუუ!.. კი რა, ფანტა წამომიღე თუნუქის ქილით...
-ოკეი!-ლოყაზე მკოცნის და სანამ თავში ჩავარტყამ მანამ გარბის.

ნეტა თვითონ როგორ მოიქცევა? როგორ დაიჭერს თავს? ვერ გადავიტან ისევ ისეთ მოპყრობას. იქნებ გაორება აქვს? ან ბიპოლარული აშლილობა? მარტოები,თავის ბინაში მშვენივრად ვართ ხოლმე... მასწავლებელი კი არა ს ტკივილია...
-ანასტასია!-როგორც კი მისი მუდმივად მკაცრი, დაბალი ხმა ჩემს სმენამდე აღწევს გული მიჩერდება,მერე კი ისევ უსწრაფესად იწყებს ძგერას. ისეთი გრძნობა მაქვს, ჩემი ფიქრები მოისმინა,თითქოს ეს შესაძლებელი იყოს.
-აჰ... დიახ? გისმენთ? გამარჯობა... დიახ...
ღმერთო მომკალი!...
-კარგად ხარ?-ეცინება საყვარლად. საოცრად გამოიყურება. შავი, ვინტაჟური, მაღალ წელიანი შარვალი აცვია, შავივე ,,როლინგი“, ზემოდან ღია ნაცრისფერი პერანგით. ძველი ჟურნალის ყრდიდან გადმოსულ ფოტო მოდელს ჰგავს. -რაღარ უცნაური ხარ დღეს?!
-აა... არა! ყველაფერი რიგზეა. კარგად ვარ.-ვუღიმი,როგორც კი ვფხიზლდები. სავარძელს ეყრდნობა, ჩემთან ზედმეტად ახლოს დგას და ამას მხოლოდ ახლა ვამჩნევ.
თავი ხელში აიყვანე ტასო!
-თუ რამე დაგჭირდება აქვე ვზივარ! არ მოგერიდოს!-სერიოზულდება ისევ. ზოგჯერ მგონია, მისი შინაგანი მე გამოღწევას ცდილობს.ხანდახან გამოსდის მაგრამ აუტანელი, უჟმური დანიელი ისევ იმარჯვებს და არ აძლევს უფლებას მისი თავი ბოლომდე წარმოადგინოს!
-მადლობა!..-თავს მორჩილად ვუქნევ,ვაპირებ ყველა სიტყვა თუ მოქმედება კარგად გავიაზრო ამ სამი დღის განმავლობაში! ყველაზე ნაკლებად რაც მინდა, ეს ისევ დამცირება და შერცხვენაა ამდენი ადამიანის თანდასწრებით.
-კარგი.-უცნაურად მაკვირდება და ავტობუსიდან ჩადის.
ჯანდაბა!
888
,,არ გეგონოს დამავიწყდა რა გააკეთე! ან ასე ადვილად მომიშორე თავიდან! : ) ვალში ხარ ამ ექსკურსიისთვისაც! ალბათ უცხო არ არის შენთვის,შენი მშობლები რომ მაღმერთებენ. ^_^ ძალიან ადვილი იყო მათი დარწმუნება. იფიქრე როგორ გადამიხდი მადლობას! რამე სისულელე არ ჩაიდინო და არ დაივიწყო! მე მეკუთვნი! : ) :* ’’
ესემესი უცხო ნომრიდან მოვიდა მაგრამ ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია ვისგან იყო.
-სოფო? გაიღვიძე!-ისე ვანჯღრევ,თითქოს არ ვიცოდე, სულ ტაფა რომ ურტყა ვერ გამოვაფხიზლებ. სული მეხუთება, ჰაერი მჭირდება, დავითის შეტყობინების ყოველ გადაკითხვაზე გულის რევის შეგრძნება მეუფლება. მგონია, ავტობუსი მიჭერს, ადგილზე ვეღარ ვეტევი. უკვე სამი საათია გზაში ვართ და შარდის ბუშტიც მისკდება!
უნდა ჩავიდე...
სოფოს როგორღაც ვაბიჯებ, წელში ვსწორდები და მასწავლებლებისკენ მივდივარ. გული ამოვარდნაზე მაქვს... ახლა შეიძლება წავიქცე...
-ანასტასია? კარგად ხარ? რამე გჭირდება?- შიშისგან ვხტები დანიელის ხმის გაგონებაზე. სულ ასე უნდა ვიქცეოდე?
-მე... იცი... მე მინდოდა...
-ნუ ბუტბუტებ!-ღრმად ისუნთქავს. გაღიზიანებულია როგორც ყოველთვის, მაგრამ ადრინდელთან განსხვავებით სიმშვიდის შენარჩუნებას მთელი ძალით ცდილობს. გვერდით ის ახალგაზრდა მასწავლებელი უზის და ალბათ მაგის გამო.ქალს თვალები დახუჭული აქვს და დანიელის მხარზე მშვიდად თვლემს. არ ვფიქრობ რომ ეს თანამშრომლისთვის შესაფერისი საქციელია!
-ბოდიში...
-კარგი. მითხარი რით შემიძლია დაგეხმარო.-მიღიმის ბოლოს. ვცდილობ ვკონცენტრირდე,მის მხარზე ქალს სძინავს! საკმაოდ ლამაზ ქალს და მე შარდის ბუშტი სავსე მაქვს, წამის წინ საუკეთესო დაქალის ძმისგან შანტაჟის შემცველი ესემესი მივიღე...
კიი! ტრ@კში ვარ!...
-მეფსია...-ვჩურჩულებ მე.არ ვიცი ამას ასეთი ფორმით რატომ ვამბობ,მაგრამ მაშინვე ვხურდები სახეზე. ან და სხვანაირად როგორ უნდა მეთქვა?!
-ოჰ-ხველება უტყდება დანის.
-რა მოხდა? ბიოლოგიის მასწავლებელმა მაინც უნდა იცოდეს, რა არის ბუნებრივი მოთხოვნილებები და ზოგჯორ როგორ არ გვიწევენ ისინი ანგარიშს.-ვცდილობ თავი გამოვიყვანო. საშინლად მრცხვენია. დედაჩემს მოვკლავ! მაგრამ მე ხომ ნებისმიერი ქალი მასწავლებლითვისაც შემეძლო ამის თხოვნა?
ჯანდაბას ჩემი თავი!
-კარგი. ვეტყვი მძღოლს,როგორც კი მოახერხებს მაშინვე გავჩერდებით,კარგი?
-უნდა იჩქაროს!
-დამშვიდდი, დამშვიდდი! მივდივარ!
-მადლობა!-ვიცი, ადგილზე უნდა დავბრუნდე, მაგრამ თვალს ვერ ვაშორებ,როგორ ფრთხილად ადებინებს მიკას თავს საზურგეზე,ისე რომ არ გააღვიძოს! დამპალი!
-წადი,დაჯექი!
-არ მინდა. აქ დავიცდი.- ვეუბნები მშრალად და თვალს ვარიდებ. არც კი ვიცი რაზე ვბრაზდები! თვალებს ატრიალებს, ზურგს მაქცევს და ავტობუსის მძღოლს რაღაცას ეუბნება. ვცდილობ თვალი ავარიდო. ისეთი ლამაზია! კაცებს არ უყვართ,როცა ,,ლამაზად“ მოიხსენებენ მაგრამ დანიელი ზუსტად ასეთია.
-მალე გავჩერდებით. ღრმად ისუნთქე-ხითხითებს საყვარლად,როცა ისევ მიახლოვდება.ვგრძნობ როგორ მეცვლება პულსი ამის დანახვისას.თითქმის არასდროს იღიმის, ეს კი დანაშაულია!..
-დიდი იმედი მაქვს ეგ ,,მალე“ გვიან არ იქნება.არ მინდა ,,ქვეშაფსია“ გოგო ვიყო-ხელებს სახეზე ვიფარებ სიწითლის დასაფარად.
-კარგი,ნუ წუწუნებ!-იღიმის, ამჯერად უფრო ღიად.
-დანი?-მიკა ბუტბუტებს მძინარე ხმით.ოჰ ჯანდაბა! დანიო? ეს ქალი არასდროს მაღიზიანებდა, ყოველთვის კარგად მექცეოდა და კარგ ტიპად ვთვლიდი! ამ მომენტამდე!
-ანასტასია? რამე გჭირდება?-მზრუნველად მეკითხება. ვცდილობ დანაშაულის გრძნობა ჩავაცხრო. რას ვერჩი?
-დანიელი უკვე დამეხმარა.-ვეუბნები მკაცრადდ და ზურგს ვაქცევ ორივეს,მაგრამ მკლავზე ძლიერად მეჭდობა გრძელი თითები და ინერციით ისევ უკან ვბრუნდები. წამით დანიელის მკაცრ თვალებს ვეჩეხები,რომელსაც მაშინვე ვარიდებ მზერას.
-ასეთი უხეშობა საჭირო არ იყო! ადგილზე დაბრუნდი და დაგიძახებ,როცა ქვემოთ ჩასვლის უფლება გექნება!-ლამის მიღრენს.არაფერს ვპასუხობ, მხოლოდ თავს ვუქნევ და ვშორდები. აქედან წასვლა მინდა!
სოფოს ისევ სძინავს! მის ფეხებთან,იატაკზე ვჯდები და თავს მუხლებზე ვაყრდნობ. ტვინის გათიშვაზე ოცნებას ვიწყებ,როცა ბიოლოგიაზე ჩემს გვერდით მჯდომი გიორგი მიახლოვდება.
-გამოვიცნობ! გუშინ საკმარისად არ გამოგიძინია?
-ეგ არის!
-უკან ცარიელი ადგილებია და თუ გინდა იქეთ გადმოჯექი. ცოტას წაუძინებ თანაც.-მიღიმის მეგობრულად. როგორ განსხვავდება დანიელისგან... ვდგები და გაუცნობიერებლად მივყვები. ავტობუსის ბოლო რამდენიმე რიგი მართლაც ცარიელია.
-მადლობა გიო!-ლოყაზე ვკოცნი და ერთ-ერთ სავარძელში კომფორტულად ვიკალათებ. თავს მინას ვაყრდნობ და თვალებს ვხუჭავ.როგორღაც სიჩუმეა. უკვე თითქმის სამი საათია რაც გზაში ვართ, დაღლილები არიან.თანაც ძალიან ადრე გამოვედით. ცოტაც და მეც ჩამეძინება მაგრამ მოულოდნელად გვერდით შეხებას ვგრძნობ. მერე ვიღაცის გამონასუნთქი ჰაერი მედება კისერზე. თვალებს სწრაფად ვახელ და გიორგის სახეს ვაკვირდები. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო.
-გიორგი...-ვჩურჩულებ შერცხვენილი.ალბათ ლოყები მიხურს და პომიდორივით წითელი ვარ.
-ისეთი ლამაზი ხარ! მაპატიე. ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო!-ეღიმება საყვარლად.თითებს თმებში მიცურებს. ნელა მოძრაობს,მაგრამ ყველაფერი ისე სწრაფად ხდება გააზრებასაც ვერ ვახერხებ. ცხვირს ღაწვზე ვერტიკალურად მისვამს და კანზე მყნოსავს, ენის წვერს ჯერ ქვედაზე,მერე კი ზედა ტუჩზე მატარებს და მკოცნის. სველი და მხურვალე შეხებაა. მასში სინაზისა და სილამაზის ნატამანიც არ არის. თითქოს მოჯადოებული ვარ. ჩემზე ზემოქმედებენ მაგრამ ფიქრი აღარ შემიძლია.
-მოიცადე...გიორგი...-მკერდზე ვაწვები,მოსაშორებლად. ბიჭი უკან იხევს,წინ ჩამოყრილ თმებს უკან ივარცხნის და დაჟინებით მიყურებს.ტუჩები მიძგერს და ალბათ მეც მასავით წითელი მაქვს. თვალებში ვერ ვუყურებ.
-ეს.. არასწორია...-ვბუტბუტებ ძვლივსძვლივობით.
-კარგი.-ეცინება ხმამაღლა.წამიერ კოცნას მიტოვებს და საზურგეს ეყრდნობა.-დავიძინოთ!
შოკირებული ვარ.ჯერ კიდევ არ ვიცი რა მოხდა! იდიოტი ვარ! ყველა ერთდროულად გაგიჟდა მეთქი ვფიქრობ,თავს მინას ვადებ და თვალებს ვხუჭავ...
888
ავტობუსი ჩერდება და მეც ერთბაშად ვფხიზლდები. გიორგის სასაცილოდ სძინავს ჩემს მუხლებზე, როგორც ჩანს კარგა ხანი გავიდა, ჩემი შარდის ბუშტი ბოლო წამებს ითვლის.
-ანასტასია?-დანიელის მკვეთრი ხმა ისმის მთელ ავტობუსში. ბავშვები მიდი-მოდიან ის კი ცენტრში დგას და თვალებით მეძებს.
-აქ ვარ!-ხელს ვუქნევ ყურადღების მისაპყრობად.როგორც კი მამჩნევს ჩემკენ მოდის.მეჩვენება,რომ წამით მზერა გიორგიზე უშეშდება,მერე კი განრისხებული მიყურებს.
-ისეთი ამბავი ატეხე,მეგონა ცუდათ იყავი! შეგიძლია ქვემოთ ჩახვიდე! მერე კი ისევ შენს ადგილს დაუბრუნდი! სოფოს გვერდით!-კბილებში ცრის და მშორდება.
რა ჯანდაბა სჭირს?!
ჩემი საწყალი დაქალი ისევ გათიშული დევს სავარძელზე და რიტმულად ფშვინავს. სწრაფად ჩავდივარ ავტობუსიდან და საპირფარეშოს წინ,გოგონების რიგში ვდგები. უკვე სასოწარკვეთილებისგან ფეხებს ერთმანეთზე ვაჯვარედინებ.
-მოწევ?
-ყველამ იცის,რომ არ ვეწევი სალომე!-თვალებს ვატრიალებ,ჩემი აბეზარი კლასელის დანახვაზე,რომელიც ვერ მიტანს. ალბათ რომ შეეძლოს უპრობლემოდ და დაუფიქრებლად მომკლავდა. მიზეზი არ ვიცი. თერთმეტი წელია ვცდილობ გავიგო,მაგრამ ფაქტია- ჯერჯერობით არ გამომდის!
-დამშვიდდი ქოფაკო! უბრალოდ ვცდილობ თავაზიანი ვიყო!
-ხო,ენით აღუწერელი თავაზიანობაა შენი მხრიდან!-ვხითხითებ მე.
-როგორ იცი ხოლმე, რა ენა გაქვს...-დამცინის. შავ, საოცრად სწორ თმებს მედიდურად იყრის მხრებს უკან და ყელ მოღერებული მიყურებს.
-რა გინდა სალომე?
-შენი ნერვების მოშლა!რა უნდა მინდოდეს შენგან?-სისინებს ღიმილით. არ არის ნორმალური...
როცა შარდის ბუშტს ,,ვცლი“ სიამოვნებისგან მაცახცახებს. არამგონია ეს ორგაზმზე ნაკლები იყოს. რიგს დიდხანს ველოდი და რადგანაც ჩემს შემდეგ თითქმის არავინ იყო ნელა ვმოქმედებ. ხელებს ვიბან და მაკიაჟს ვისწორებ. ვხედავ,როგორ მიახლოვდება სალომე, სწრაფად ივლებს წყალს და მარტო მტოვებს. რამდენიმე წამში კარის საკეტის ხმა მესმის. არ მინდა იმაზე ფიქრი,რომ შესაძლოა აქ ჩამკეტეს. ჩემს საქმეს მშვიდათ ვასრულებ და სახელურს ვექაჩები.
-ასეც ვიცოდი! შეშლილი! არამზადა! -ვიღრინები გაცეცხლებული. მშვენიერი დღე მაქვს. ყვირილს აზრი არ აქვს, საპირფარეშო ძველი შენობის ბოლოს არის და ავტობუსში მაინც ვერავინ გაიგებს. ტელეფონი ჩანთაში დავტოვე. დავითის ესემესის შემდეგ მისი დანახვაც არ მინდოდა.
-არ მჯერა რომ ასეთი უიღბლო ვარ!
ასე მგონია,წამები საათებად იქცა. წარმოდგენა არ მაქვს ამ აყროლებულ ოთახში რამდენი ხანია ბოლთას ვცემ. ნუთუ დამტოვეს?
ნუთუ ვერავინ შეამჩნია ჩემი იქ არ ყოფნა? სოფოს სძინავს! ღმერთო ჩემო...
-ანასტასია? - დანიელის ხმის გაგებისას ყურებს ვერ ვუჯერებ. უბრალოდ ვვოცნებობ და მეჩვენება მეთქი ვფიქრობ,მაგრამ ჩემდა გასაკვირად კარი იღება და საშინლად გაბრაზებული დანიელი,რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ეტიკეტი,ქალების საპირფარეშოში შემოდის და ჩემს წინ ისვეტება.
-ბოდიში... ჩავიკეტე...-მანამ ვბუტბუტებ სანამ რამეს იტყოდეს.ის კი თითქოს მშვიდდება. თვალები უქრება და ისევ ჩვეულ გამომეტყველებას იბრუნებს.
-მივხვდი! პრობლემების მაგნიტი ხარ!-ჩუმად ოხრავს.-წამოდი, მასწავლებლები ნერვიულობენ. მთელი ავტობუსი გელოდება.
-მადლობა!-გულწრფელად ვუღიმი მე.თითქოს უსამართლოდ დაკავებული ისევ გამათავისუფლეს. ჩემი სასტიკი ბიოლოგიის მასწავლებელი კი მხოლოდ თავს მიქნევს და მელოდება სანამ ჩემს ნივთებს ავიღებ და ამ საშინელ ადგილს დავტოვებ.
-საჭირო არ არის, ჩემი მოვალეობაა!
-ხო... ვიცი... მაგრამ მაინც მადლობელი ვარ.
888
მგონი მთელი გზა მეძინა. თვალებს რომ ვახელ უკვე საღამოა. ფანჯრებიდან არაფერი ჩანს. გზაზე ლამპიონებიც კი არ არის.ავტობუსი ,,რვიანებს ხაზავს“ და მეც ხან სოფოს ვეჯახები,ხან ფანჯარას. ამის ატანა უკვე შეუძლებელია. უნდა გავიარო, ფეხები მტკივა. ისეთი შეგრძნება მაქვს,საჯდომი სავარძელზე მიმეწება. ჩემს დაქალს ისევ მკვდარივით სძინავს. თავისი არამზადა ძმა ნამდვილად არ არის მისი ერთადერთი ნაკლი. როგორ შეუძლია ამდენ ხანს ძილი?!
-გაიღვიძე?-დანიელის ხმა აზრებს მიფანტავს.-რამე ხომ არ გჭირდება?
-ღმერთო! მეკითხება რამე მჭირდება თუ არა-ზემოთ ვიყურები და ღმერთს მივმართავ.-კი! მშია! გავლა მჭირდება! დავიღალე! სუფთა ჰაერის ჩაყლაპვაც არ არის ცუდი იდეა!აღარ შემიძლია ასე ერთ ადგილზე ყურყუტი.-საწყლად ვვოხრავ.ქვედა ტუჩი პატარა ბავშვივით წინ მებურცება.
-კარგი დამშვიდდი.-თვალებს ატრიალებს თავმობეზრებული, თუმცა ბოლოს მაინც ეღიმება.წამიერად მეჩვენება,შვილივით მიყურებს,მაგრამ ჩემი ტვინი მაშინვე ანოკაუტებს ამ საშინელებას და ნაგვის ურნაშ აგდებს.
რა სისულელეა! მხოლოდ რამდენიმე წლით არის ჩემზე უფროსი!
-მალე მივალთ. უკვე ადგილზე ვართ,უბრალოდ ჩვენი სახლი უნდა ვიპოვოთ... ვამაყობ შენით! კარგად იქცეოდი.-ცბიერი ღიმილით მიყურებს. ჩემს გულს,რაღაც ემართება,როცა თავისი თეთრი,გრძელი თითებით წინ თმას მიჩეჩავს. პირველად მეხება ხალხის თვალწინ. მეტიც, ადამიანურადაც კი პირველად მელაპარაკება,მაშინ,როცა ჩვენს გარშემო ამდენი ადამიანია... ცოცხალი! სულიერი!
-მე... მადლობა... კიარადა! ძაღლი ვარ?-მალევე ვფხიზლდები მე. თვალები ნელ-ნელა მიწვრილდება.-,,კარგად იქცეოდი“.-ვაჯავრებ სასაცილოდ დაბალი ხმით.
-ძაღლი არა! თხა ხარ!-თავს იქნევს უჟმური გამომეტყველებით.
-ესეც შენი გაწონასწორებული, თავდაჭერილი და მანერებიანი მასწავლებელი.-ვბუტბუტებ მოჩვენებითი აღშფოთებით.
-შენს სიცანცარეს საზღვარი თუ აქვს ნეტა?
-ვინ იცი!
-კარგი!-აზრზე მოდის უცებ.თითქოს ზედმეტი მოუვიდაო,მხრებში სწორდება.გამომეტყველება კი ისევ ჩვეულად ეყინება.-კიდევ ცოტაც მოითმინე.მალე ჩავალთ.
-კარგი...-მისი ცვლილებით გაოცებული უაზროდ ვლუღლუღებ და ფანჯარას ვეყრდნობი.ნამდვილად გავგიჟდები.
-ეს ახლა დანიელი იყო თუ რაღაც ,,ნონსენსი“ დამესიზმრა?- ბლუყუნებს სოფო ნახევრად მძნარე.
-კუდიანი ხარ!

888
-იმ ოთახში დაბინავდებით,რომელი რიცხვითაც არის დანომრილი თქვენი გასაღები. იმედია წესები ყველას გვახსოვს! არ შევდივართ სხვის საძინებელში! არაფერს ვაზიანებთ! არ ვიღებთ არც ერთი სახის ნარკოტიკს ან ალკოჰოლს! მარტივია! კარგ დასვენებას გისურვებთ. შევხვდებით ხვალ დილით,საუზმობისას.-ხმამაღლა აცხადებს მასწავლებელი.მე და სოფოს მერვე ნომერი გვიწევს.მეორე სართულზე,პატარა და ნათელი ოთახი. ფართო ფანჯრებით,რომელიც სახლის ეზოს და შემოსასვლელს უყურებს.
-არ მჯერა! საწოლი!-მთელი ძალით ებერტყება გადასაფარებლის ზემოდან სოფო და სიამოვნებისგან ოხრავს.
-გაკლია? მთელი დღეა გძინავს და ისევ გეძინება?
-არა! უბრალოდ მთელი სხეული მტკივა! ასე მგონია სავარძლის ყალიბში ჩამომასხეს!
-გიჟი ხარ-ვხითხითებ მის სულელურ გამომეტყველებაზე. ჩანთებს კარადაში ვალაგებ, საღამურს ვიღებ და წყლის გადასავლებად ვემზადები.-შენმა პირანმა ძმამ მომწერა!-ვითომ არაფერიო,ისე ვამბობ.სოფო გველ ნაკბენივით ჯდება საწოლზე და გაოგნებული მიყურებს.
-ასე მშვიდათ,რატომ ხარ? ან როგორ?
-ჩემმა მშობლებმა მის გამო მომცეს აქ წამოსვლის უფლება...
888
{დანიელი}

ვერ ვიძინებ. საშინელი იდეა იყო აქ წამოსვლა,ასე შორს სახლიდან,ამდენ ადამიანთან ერთად,თანაც რამდენიმე დღით.
,,არა! არ აღიარო,რომ ანასტასიას გამო წამოხვედი! ვერავინ მივხვდებით!“ დამცინის ქვეცნობიერი.
მგონი მართლა ავადმყოფი ვარ!
შარვალს ვიცვამ და ოთახიდან ფეხშიშველი გავდივარ.რამე უნდა დავლიო. ოთხსართულიან სახლში,რომელშიც უამრავ მოსწავლეს სძინავს ვაპირებ ვიპოვო სამზარეულო ღამის ოთხ საათზე. ნამდვილად ავადმყოფური იდეაა. მხოლოდ ერთი არასწორი კარი და ყველაფერი დასრულებულია! გარეთ თოვლის მიუხედავად სახლში საშინლად ცხელა...
-ამის დედაც!-ვიკურთხები,როცა ნეკა თითს მისაღებში ამობურცულ იდიოტურ საფეხურს ვეჯახები. ვინ ჯანდაბას მოუვიდა ეს აზრად?
-ვინმე არის აქ?-მესმის ქალის ჩურჩლი.-ხმა გავიგე! გირჩევნია მიპასუხო! ჩემი შეშინება არც გაბედო! გაფრთხილებ ზედმეტად ემოციური ვარ და შეიძლება ყვირილი მოვრთო!-ლაქლაქს იწყებს. ვინ იქნებოდა თუ არა ტასო? რა თქმა უნდა! ღმერთი აშკარად სასტიკად მეხუმრება!
-ანასტასია! აქ რას აკეთებ?
-დანი?-ხმაში გაოცება ეტყობა.
მოიცადეთ! ჯანდაბა! მან მე ,,დანი“ დამიძახა!
,,თავი გააკონტროლე სი*ო“-თვალებს ატრიალებ ჩემი ქვეცნობიერი და სახეში მილაწუნებს.
-აქ რა გინდა? ხომ იცი,რომ ღამით ოთახიდან არ უნდა გამოხვიდე! რამე გაწუხებს?-სწრაფად ვუახლოვდები. ფანჯარასთან დგას,ხელში ფინჯანი უჭირავს. მხრებზე პლედი შემოუხვევია. თმა ზემოთ აქვს შეკრული და სასაცილოდ ასჩეჩვია. ეზოდან შემომავალ შუქზე ვერცხლისფრად უბრწყინავს თვალები.
-ვიცი...ბოდიში... კოშმარი დამესიზმრა, მერე ვეღარ დავიძინე... მეგონა რძე დამეხმარებოდა.-მხრებს იჩეჩავს და როცა ჩემკენ ბრუნდება თვალები უშეშდება,სიბნელეშიც კი ვხედავ,როგორ უწითლდება ლოყები,როცა ნახევრად შიშველს მხედავს.
-რა დაგესიზმრა?
-არ მახსოვს... რაღაც სისულელე იყო!
- სიზმარს პირველ ბიძგს აძლევს რეალური გამღიზიანებლით გამოწვეული შეგრძნებები. ასე,რომ თუ რამე პრობლემა გაქვს შეგიძლია მომიყვე.-ვეუბნები გულწრფელად და გვერდით ვუდგები.
-მადლობა...მაგრამ მართლა არაფერი ყოფილა მნიშვნელოვანი.
-კარგი...-რამდენიმე წამი ერთმანეთს ეჩეხებიან ჩვენი თვალები.დამღუპველად ინტიმური გარემო იქმნება.ვიცი, მთელი არსებით ვიცი,რომ უკან უნდა დავიხიო მაგრამ თავს ვერ ვერევი.
-სინამდვილეში...არის რაღაც! დავითი ციხიდან გამოვიდა... დღეს გავიგე,რომ მისი დამსახურებით გამომიშვეს აქ და მე უბრალოდ ჭკუიდან ვიშლები,როცა ვერ ვხვდები რას გეგმავს! რას აპირებს!-სწრაფად და სულმოუთქმელად ამბობს ტასო.-მისი არ მეშინია! უბრალოდ,როცა შედეგებზე ვფიქრობ,რაც შეიძება მისმა ქმედებებმა გამოიწვიოს...
-ვერ მოგეკარება! აკრძალული აქვს შენთან მოახლოვება, ხომ გახსოვს? შენ ძლიერი ხარ! ერთხელ უკვე დაიცავი საკუთარი თავი! უკვე მოიგერიე! კიდევ შეძლებ! მთავარია არ შეგეშინდეს. ხომ გესმის?-გაუაზრებლად მის სახეს ხელებში ვიქცევ და თვალებში ვუყურებ.უბრალოდ მისი დაცვის ინსტიქტი მივითარდება... არ მინდა იმ შიშს ვხედავდე,რომელიც ახლა მასშია ჩაბუდებული.
-არ მისცე უფლება შენს ტვინში შემოაღწიოს! შენ სუფთა ხარ, პატარა წყაროსავით კამკამა! არ დაგავიწყდეს... არ მისცე მას უფლება ბინძური ხელებით აგამღვრიოს!-ვეჩურჩულები ჩემს ხელებში მოქცეულს. თითქმის გული მიჩერდება,როცა პატარა ხელის გულს მუცელზე მადებს,წამის შემდეგ კი კისერზე მეხვევა. გაყინულ ცხვირს მხარზე მადებს.,მე კი გაშეშებული ვდგავარ. არც ვიცი საიდან მაქვს აქ,ასე დგომის ძალა. მისი შამპუნის სურნელი ნესტოებში აღწევს და მთლიანად მისით ვიჟღინთები. ვბედავ და ფრთხილად,ისე რომ არ დავამსხვრიო წელზე ვეხვევი,ჩემკენ ვიზიდავ და მჭიდროდ ვიხუტებ მკერდზე.
-მადლობა...-ბუტბუტებს და ლოყას კომფორტულად აკალათებს ჩემს მხარზე. შიშველი ტერფებით ჩემსას ეყრდნობა. მეშინია,რომ ვეღარ ამოვისუნთქავ, რომ მის გარეშე, მისი კანის გარეშე ვეღარაფერს შევიგრძნობ.თითქოს მის სხეულში შევძვერი, ან პირიქით, ის გამოვამწყვდიე ჩემში...
ხელით მის სახეს ვიჭერ და ისევ თვალებში ჩავყურებ. ეს ერთგვარი შანსია ორივესთვის,შეგვიძლია უბრალოდ უკან დავიხიოთ, გავჩერდეთ სანამ ორივე დავიხრჩობით.
როცა არაფერს აკეთებს მოთმინების ფიალა მევსება, ვარდისფერ ტუჩებზე ჩემსას ვაკრობ და მთელი გრძნობით ვკოცნი. ჩემში გამოკეტილი ცხოველი,როგორღაც თავისუფლდება და თავის მოკატუნებას ვეღარ ვახერხებ. ტასო კეფაზე მხვევს თითებს და მისკენ მიზიდავს. დრო შეჩერდა, ჩვენს გარშემო არავინაა,მხოლოდ წყვდიადი და ზამთარი. სინქრონულად ვმოძრაობთ,თითქოს მართლა ერთი ადამიანი ვიყოთ. ფეხებს წელზე მხვევს და ისევ მკერდზე მეკრობა. .მე ფართო, ფანჯრის რაფაზე ლოტუსის მდგომარეობაში ვიკალათებ და ცხვირს მის თმებში ვმალავ.
-მინდა მთელი ცხოვრება ეს ღამე იყოს...-ჩემს ყურთან ჩურჩლებს. ისეთი გულუბრყვილო და გულწრფელი მეჩვენება იმ წამს ჩემს თავზე ვბრაზდები. მე მას გავტეხ! დავამახინჯებ... არ უნდა მივცე ჩემს თავს ამის უფლება...
-სინამდვილეში,ეგ უკანასკნელია,რაც უნდა გინდოდეს...
-რატომ?-თავს სწევს, სახეში ისე მტკიცედ მიყურებს მისით ვამაყობ კიდეც.
-ეს...არასწორია! ჩვენ განვსხვავდებით...-წინ ჩამოყრილ თმას ყურს უკან ვუწევ. პატარა ელფს ჰგავს.
-ეგ ვის ანაღვლებს?
-მე... დარწმუნებული ვარ განათლების სამინისტროს და შენს მშობლებსაც! სხვათაშრის,ურიგო არ იქნებოდა შენც რომ გადარდებდეს-ვხითხითებ ჩემდა გასაკვირად.
-ჩშშ... გაიგონებენ!-ხელს პირზე მაფარებს ყურებამდე გაკრეჭილი.-რამე უნდა არსებობდეს, რითიც შენს ყველა სიცილს დავაარქივებდი! უსამართლობაა!-ცხვირზე მკოცნის ბავშვურად,რაზეც პულსს ვეღარაფერს ვუხერხებ, ალბათ მალე გავფრინდები!
-მატრაკვეცა ბავშვო!-თვალებს ვატრიალებ მაგრამ ღიმილს მაინც ვერაფრით ვიკავებ. გრძნობები,რომლებსაც ის აღძრავს ჩემში იმდენად უცხოა,რომ ჩემს თავზე ვბრაზდები. შეუფერებელია ჩემთვის!იდიოტს ვგავარ.
-ბავშვი არ ვარ!-მიმარცვლავს წარბ აწეული. როგორც ყოველთვის თვალები უწვრილდება,მაგრამ ბოლოს მაინც ეცინება.-არაუშავს, მაინც ვერ შეძლებ ახლა ჩემს გაბრაზებას!
-მოგაჯადოვე?-დავცინი მე.
-აუტანელი ხარ!-შუბლს მკერდზე მაკრობს და ჩუმად ხითხითებს...
დიდ დარბაზში ძველებური საათი ექვსჯერ გუგუნებს და ორივე ვხვდებით,რომ ,,ჩვენი დრო ამოიწურა“. ერთმანეთს ვშორდებით... სხეული არაკომფორტულად მეშმუშნება.
-ტკბილი ძილი!-მეუბნება ჩუმად ის. სახეზე მიყურებს, მაკვირდება და ცდილობს გადაწყვიტოს რა გააკეთოს. ფეხის წვერებზე დგება, ჩემკენ იხრება და ლოყაზე მკოცნის. მე კი ბოლოჯერ ვისუნთქავ მის სურნელს,ზურგს ვაქცევ და ჩემი ოთახისკენ მივდივარ.
888


გამარჯობა <3
წლების განმავლობაში (როცა ამას ვამბობ ვგულისხმობ 10 წელს) ეს ისტორია იმდენჯერ დავდე,თანაც დაუსრულებლად,სათვალავი ამერია. საბოლოოდ მივედი დასასრულამდეც.ახლა გიზიარებთ პირველ ნახევარს. თუ გამოხმაურება მოყვება და სურვილი გექნებათ მეორე ნახევარსაც მალე დავდებ. იმათ,ვინც თავიდან კითხულობდა ბოდიშს ვუხდი ამდენ წლიანი ლოდინისთვის.

ANNABELLE



№1 სტუმარი სტუმარი მარი

პირველად წავიკითხე და ძალიან ჩამყრევი და საინტეტესოა, გთხოვთ ბოლომდე დადეთ, არ დაიზაროთ, ძალიან მაინტეტესებს დანიელის და ანადტადიას საბოლოო ბედი

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიკა

სასიამოვნოდ იკითხება????.მომეწონა????.ველოდები გაგრძელებას????

 


№3 სტუმარი მგრძნობიარე

მომეწონა. წარმატებებს გისურვებ და ველოდები ახალს ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან ჩამიყოლა ამ ისტორიამ, მოუთმენლად გელით.

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

გააგრძელეთ გთხოვთ მაინტეტესებს როგორ დსმზტავრდება მოსწავლე მასწავლებლის ისტორია

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინი

მომეწონა <3 აუცილებლად დადეთ მეორე ნახევარიც <3 ველოდები

 


№7 სტუმარი მე❤

აუცილებლად გააგრძელეთ,კარგად წერთ.

 


№8 სტუმარი სტუმარი ლიკა

კარგია, აუცილებლად გააგრძელეთ ❤️❤️ დანიელი და ტასო ერთად გვინდა აუცილებლად ❤️ მოვითხოვთ:დდ

 


№9 სტუმარი სტუმარი ხათუნა

მომეწონა. არასტანდარტული თემაა. საინტერესოდ წერთ. ველი მეორე ნახევარს. წარმატებები

 


№10 სტუმარი სტუმარი ლილიანი

ზოგადად, არ მჩვევია დაუსრულებელი ისტორიების კითხვა, თუმცა დავიწყე, რადგან ახალი მეგონა რაიმე.
უამრავი შეცდომის მიუხედავად, ნორმალური ისტორიაა და იმედია, ეხლა მაინც დადებთ ბოლომდე (თურმე წლობით ელის ხალხი, ამ ისტორიის დასრულებას. ახლახანს აღმოვაჩინე).
წარმატებები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent