უცხო(14)
ლიზამ კარგად იცოდა, რომ ყველაფერი არ დალაგდებოდა, და გიორგის დამშვიდება მხოლოდ თავიდან მოშორებას მოიცავდა. ღრმად ჩაისუნთქა და ყალბი ღიმილით დაუქნია გიორგის თავი. გიორგიმაც მისი ყალბი ქცევა დაიჯერა და ეჭვი აღარ გასჩენია. — კარგი, წავალ მე, ლიზა, — ღიმილით მიმართა გიორგიმ და კარისკენ დაიძრა. ლიზამ ისევ ძალით გაუღიმა და კარისკენ გააცილა გიორგი. როდესაც გიორგი კარებიდან გავიდა, ემას დაურეკა და აცნობა, რომ ის ენახა. ცოტა ხანში მან დადებითი პასუხი მიიღო. ლიფტში შევიდა, ქვევით ჩავიდა და გზას გაუდგა. თავის მანქანის ძებნა დაიწყო და, როდესაც იპოვა, შიგნით ჩაჯდა და ემას სახლისკენ წავიდა. გზაში საჭეზე თითებს აწვალებდა და ყოველ შუქნიშანზე გაჩერებისას ფიქრობდა, თუ რამდენი რამე შეიცვალა იმ ღამით, ან საერთოდ — ღირდა კი ეს ყოველივე? თავი ბოლოჯერ გააქნია გიორგიმ და შესახვევში შეუხვია, სადაც ემა იდგა — უბრალოდ ჩაცმული, რომელიც ტელეფონს ჩასჩერებოდა. მანქანის ხმაზე კი ღიმილით ამოიხედა და გიორგის გვერდით სავარძელში დაიკავა ადგილი. ღვედი გადაიჭირა და ჩუმად დაჯდა. გიორგიმ უბრალოდ ერთხელ გაუღიმა, შემდეგ მანქანა მშვიდად დაძრა და ახლომდებარე პარკისკენ წაიყვანა. ხმას არც ერთი იღებდა — თითქოს ორივე ფიქრობდა, რომ ფუჭად დასაკარგი სიტყვები არ უნდა ყოფილიყო დღეს. როდესაც ადგილზე მივიდნენ, გიორგიმ მანქანა გააჩერა, ღვედი მოიხსნა და კარი გააღო. ემამაც იგივე გააკეთა და უკან გაჰყვა მაღალ ფიგურას. ემა ნერვიულობდა. შინაგანად ჭამდა ეჭვი იმაზე, რომ ლიზასთან საუბარმა რაღაც შეცვალა, ან საბოლოოდ ბოლო მოუღო მათ კავშირს. თუმცა, გიორგის სიმშვიდე აიძულებდა მის შინაგან სამყაროსაც დამშვიდებას. როდესაც გიორგი შეჩერდა და უბრალო სკამზე ჩამოჯდა, გვერდით ემაც მიუჯდა, რომელიც ინტერესით ელოდა საუბრის დაწყებას. გიორგიმ ჯიბისკენ წაიღო ხელი, სიგარეტის კოლოფი ამოიღო, იქიდან ერთი ღერი ტუჩებშორის მოიქცია და წაუკიდა. შემდეგ ემას შეხედა, ერთი ამოისუნთქა და დაიწყო: — მოკლედ, ემა, სერიოზულად მინდა ვისაუბროთ, — უთხრა გიორგიმ და ემას რეაქციას დააკვირდა. — რათქმაუნდა, ეს არაა პრობლემა… მოხდა რამე? — მშვიდად კითხა ემამ, თუმცა ხმაში ნერვიულობის ნოტები აშკარად შესამჩნევი იყო. — ლიზასთან რომ ვიყავი, ქორწინებაზე დამიწყო საუბარი. ყველანაირად შევეცადე, რომ თავი დამეღწია და დრო მოეცა ჩემთვის. ისე ჩანდა, თითქოს დამიჯერა, თუმცა ვიცი, რომ მან კარგად იცის ეს “დროის მიცემა” რას ნიშნავს… — საშინელებაა… — უკმაყოფილოდ ამოღერღა ემამ და თმაში შეიცურა ხელი. შემდეგ კი განაგრძო, — და შენ რა უნდა ქნა ახლა? სულ ვერ გაექცევი მაგ თემას… — ვიცი, ემა, და ზუსტად მაგიტომ მოგიყვანე აქ. აღარ არის სულელური გადაწყვეტილებების დრო. ლიზაც ადამიანია და არ მინდა გული ვატკინო. ჩვენ უნდა მივიღოთ რაიმე გადაწყვეტილება და მას დაველაპარაკოთ, — ამოიხვნეშა გიორგიმ და ისევ სიგარეტს დაუბრუნდა. — მესმის… შენ გგონია, მე მინდა ვაწყენინო ჩემს დას? უბრალოდ ეს ყველაფერი… — ძალიან რთულია, ვიცი, — გაუგრძელა გიორგიმ წინადადება, — მაგრამ ისიც უნდა იცოდე, რომ ამის დრო აღარ არის. ემა, დროა ვიმუშაოთ ყველაფერზე და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. — ანუ ერთად უნდა ვიყოთ? როგორც შეყვარებულები? — ეჭვნარევი ხმით კითხა ემამ გიორგის. — ჯანდაბა, ემა… საერთოდ არაა საჭირო, ხელჩაკიდებულებმა და გადმკვდარებმა ვიაროთ. რაღაც პერიოდი უბრალოდ იმ გოგოს უნდა ავუხსნათ ყველაფერი ისე, რომ გაგვიგოს. ეს კიდე რომ გაგრძელდეს… ვერ წარმოვიდგენ, როგორ იგრძნობს ლიზა თავს… — შუბლი მოისრისა გიორგიმ, შეწუხებულმა. ღლიდა ეს ახსნა, მას ღლიდა უკვე ყველაფერი. ის გადაიღალა. — კარგი, მესმის… ასე ჯობს, — კი მოკლედ უპასუხა ემამ და ხელებზე დაიხედა. გიორგის კი ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ეს საუბარი უაზრო იყო ემასთვის და უბრალოდ ზრდილობის მიზნით უსმენდა. თუმცა, გვერდით ის გოგო ეჯდა, რომელიც უყვარდა და არ უნდოდა, მის სახეზე წყენა დაენახა, ამიტომ თავს იკავებდა ყველაფრისგან ზედმეტისგან. — აქვს აზრი, ხომ? ყველაფერი გამოგვივა, ხომ ასეა, ემა? ჩუმი ხმით კითხა და ცას…ახედა თითქოს დაიღალა აქაური ხალხით, ბუნებით, ხედით… ყველაფრით. — რათქმაუნდა ! ნუ საუბრობ სისულელეებს… თბილი შეხება იგრძნო ხელზე, რაზეც გაეღიმა და თავი გვერდზე გადაწია. ემა ნაზი ღიმილით უყურებდა და ხელს ნელა უსვამდა. — შენც გიყვარვარ? — ჩუმი ხმით ჰკითხა გიორგიმ და თვალებში ჩააკვირდა. იმ თვალებში, რომლებიც ასე უყვარდა მას… — შენ გიყვარვარ? — უეცარი გაკვირვება დაეტყო ემას. მის ლოყებს კი სიწითლე გადაეკრა, რაც გიორგის არ გამოჰპარვია — და ეს ყოველივე ახალისებდა. — კი… — თქვა ბოლოს. — არ უნდა მიყვარდე? — არა, არა, ეს არ მიგულისხმია… მე უბრალოდ… მოკლედ… მეც მიყვარხარ, — სიტყვები ერთმანეთს სწრაფად მიაყარა ემამ და თავი ჩახარა, თითქოს წითელი ლოყების დამალვას ცდილობდა. გიორგი კი მისი სიტყვების გაგონების შემდეგ ბედნიერებისგან გაბუჟებული იყო. აღარ იცოდა, რა ექნა. ამიტომ ჩუმად დარჩა. არ იცოდა, რა მოხდებოდა მომავალში… ეს არც იყო საჭირო. ვინმეს უნდა ცოდნოდა? — არა! უფალი რასაც გადაწყვეტდა, ის იქნებოდა მომავალშიც. და ამიტომაც არ აპირებდა რაიმეთი ხასიათის გაფუჭებას. ტკბებოდა ახლანდელი მომენტით. და იცოდა — მომავალშიც ეს გრძნობა მისცემდა ძალას, რომ სხვა რამ გაეკეთებინა. კვლავ ემასკენ წაიღო ხელი, თმაზე გაეთამაშა… შემდეგ თითზე დაიხვია. ისევ ცას ახედა — თითქოს იქ რაღაც იმალებოდა. რაღაც, რასაც ეძებდა…გიორგის თითები ჯერ კიდევ თმაზე ეხვეოდა, თითქოს ემას სითბო სამუდამოდ უნდოდა შერჩენოდა. არც ერთი იღებდა ხმას — მათი სიჩუმე სიტყვებზე ბევრს ამბობდა. დრო თითქოს გაჩერდა, სივრცე გაქრა და მხოლოდ ისინი დარჩნენ… ორი გული, რომელიც ჯერ კიდევ სწავლობდა ერთმანეთზე ფიქრს. ემა მის მხარს მიეყრდნო. არ უთქვამს არაფერი — უბრალოდ სუნთქავდა მშვიდად, თითქოს ყველაფრის თქმა ამ პატარა ჟესტში შეძლო. — იცი, რა მეშინია — გიორგის ხმა ჩუმი იყო, ლამის შიშით ნათქვამი. — რისი? — არ მოუშორებია თავი მის მხარს. — იმის, რომ რაღაცები ზედმეტად გვიან ვთქვი… ცხოვრება გვასწავლის, მაგრამ გვიან… როცა უკვე ვეღარ ასწრებ გამოსწორებას. ემა დაფიქრდა. მერე ოდნავ წამოსწია თავი და გიორგის სახეს შეხედა. — გვიან არ არის, გიორგი. შენ ამას ახლა ამბობ. ახლა ხარ აქ. ახლა ვსაუბრობთ. და სანამ ერთმანეთს გრძნობით ვუყურებთ — არაფერია გვიანი. გიორგის გაეღიმა. ის ღიმილი ჰქონდა, ბავშვობაში რომ ჰქონია — გულწრფელი და უმანკო. თითქოს რაღაც გააცნობიერა. — მინდა, რომ ამ ღამეს არაფერი დავივიწყო, თქვა ჩუმად. — არც მე… — უჩურჩულა ემამ და მის ხელში თითები ახლოს მიჰყო. შორს, ქალაქის შუქები ციმციმებდა, მაგრამ მათ თვალებში სხვა ნათება ჩანდა — მშვიდი, სანდო და ნაზი. გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა და ცას ახედა: — ადრე მეშინოდა სიჩუმის… ახლა კი მგონია, რომ ის სიჩუმე, ჩემს გვერდით რომაა, ყველაზე მშვიდია რაც კი ცხოვრებაში მიგრძვნია. ემამ ჩუმად გაუღიმა და თავი მის მხარზე დააბრუნა. დრო ისევ გაჩერდა. პარკში სიჩუმე კვლავ მეფობდა. ქალაქის შუქები შორს ციმციმებდა, თითქოს სხვა სამყაროს ნაწილად იქცა ყველაფერი, რაც ქალაქში ხდებოდა. მათთვის კი მხოლოდ ამ ღამის სუნთქვა არსებობდა — ტოტების მსუბუქი შრიალი და ერთმანეთის არსებობა. გიორგიმ კიდევ ერთხელ გადახედა ემას, რომელიც მის მხარს ეყრდნობოდა და მშვიდად სუნთქავდა. თითქოს პირველად იგრძნო, რომ ასეთ სიჩუმეშიც შეიძლებოდა ბედნიერება. მაგრამ მაშინ ტელეფონი შეწკაპუნდა. წვრილი, შეპარული ხმა, რომელიც წამით კი ჩანდა უმნიშვნელო, მაგრამ ორივემ იცოდა — ეს ხმა მშვიდად არ მოვიდა. გიორგიმ ნელა ამოიღო ტელეფონი ჯიბიდან. ეკრანზე ლიზას სახელი გამოისახა. შეტყობინება: “უნდა ვილაპარაკოთ. ახლა.” მის გვერდით ემამ ოდნავ წამოწია თავი. არაფერი უთქვამს, უბრალოდ გიორგის თვალებში შეხედა. — ლიზაა? — ჩუმად კითხა. გიორგიმ თავი დაუქნია. — მგონი მიხვდა… ემა წამოდგა. ღამე უკვე გაცივებულიყო, მაგრამ მის სახეზე სითბო მაინც არ კლებულობდა. თითქოს ემას სულიც კი ეუბნებოდა — დროა. — წადი. დაელაპარაკე. — ხმაში სიმტკიცე გაუკრთა, რაც გიორგის გულში მოწიწებასაც კი იწვევდა. — დარწმუნებული ხარ? — ჩაეკითხა. — შენ არ ხარ ის ადამიანი, ვინც თავს აარიდებს… ახლა არ დაიწყო. გიორგიმ მძიმედ ამოიოხრა, წამოდგა და წამით ისევ ემას შეხედა. — შემხვდები ხვალ? ემამ გაუღიმა — იმ ღიმილით, რომელიც თითქოს პასუხს არ საჭიროებდა. — თუ ძალიან არ გეჩქარება… ხვალამდე მაინც დამრჩი. გიორგიმ ოდნავ ჩაიცინა, თუმცა თვალებში დაძაბულობა და ფრთხილი შიში გაუკრთა. ის შიში, როცა სიმართლე უნდა თქვა და არ იცი, რად დაგიჯდება. ⸻ ლიზა აივანზე იდგა. ღამე გრილი იყო, ქარი თმას აწეწავდა. ტელეფონი ხელში ეჭირა, თუმცა აღარ წერდა. მხოლოდ ელოდა. გიორგის მანქანის ხმა მალევე გაისმა. აივნიდანვე იცნო. გულში რაღაც ჩაეძრა — ნახევრად შიში, ნახევრად მოლოდინი, რომ ან ყველაფერი ჩამოინგრეოდა ან ნელა, ძალიან ნელა, რაღაც ახალი დაიწყებოდა. მან კარი გაუღო გიორგის. — მოხვედი. — კი. საშინლად ცარიელი იყო ეს დიალოგი. ორივემ იცოდა — წინ იყო საუბარი, რომელსაც ვეღარ გაექცეოდნენ. ლიზამ მის წინ სკამზე მიუთითა. თავადაც ჩამოჯდა. ერთი ჩაისუნთქა. — გთხოვ, ტყუილი არ მითხრა, კარგი? გიორგიმ თავი დაუქნია. და ბოლოს, როგორც იქნა, დაიწყო: — ლიზა… ეს უკვე დიდი ხანია, რაც უნდა მეთქვა. უბრალოდ არ მყოფნიდა გამბედაობა… და მინდოდა, არ გტკენოდა… ლიზა ხმას არ იღებდა. მხოლოდ უყურებდა — შიგადაშიგ თვალები ხამხამდებოდა. — ემა… — ემა… — გაიმეორა ლიზამ. — ყოველთვის ემა, არა? — მე და ემა… ჩვენ… — არ ამიხსნა. არ არის საჭირო, — მკვეთრად მოჭრა ლიზამ, მაგრამ ტონი სუსტი იყო — არა აგრესიული, უფრო დაშლილი. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა. მერე ლიზამ მხოლოდ ეს თქვა: — იცი, ყველაზე მეტად რა მტკენს? რომ როცა გიყურებ, მახსენდება ის ადამიანი, რომელიც მეგონა, რომ ჩემ გვერდით იყო. და ახლა ვხვდები — იმ დროსაც არ იყავი. გიორგი ვერაფერს პასუხობდა. არაფერი ჰქონდა სათქმელი, ყველაფერი იქნებოდა ან დაგვიანებული, ან ზედმეტი. — წადი, გიორგი. დღეს მაინც წადი. ხვალ რაც გინდა ის ქენი, უბრალოდ დღეს… გთხოვ. გიორგი წამოდგა, მიუახლოვდა — უნდოდა, ხელი მაინც შეეხო, რაღაც ეთქვა, მაგრამ ლიზას მზერა საკმარისი იყო — სიმშვიდე გარედან, სიცარიელე შიგნიდან. კარისკენ წავიდა. და როცა დაკეტა, ლიზამ ჩაიჩურჩულა: — მე იყვარდი… მთელი გულით… მაგრამ გიორგი ამას ვეღარ გაიგებდა. როდესაც ლიზას სახლიდან გიორგი გამოვიდა, ღრმად ჩაისუნთქა და სახლისკენ აიღო გეზი. მისი ემოციური მდგომარეობა მძიმე იყო. ალბათ სხვა დროს გაეხარდებოდა, რომ ყველაფერი დალაგდა და მორჩა, მაგრამ ახლა მის შიგნით მხოლოდ სინდისის ქეჯნა იყო და მეტი არაფერი. ემა უყვარდა — თან ძალიან. თუმცა ლიზას ფონზე ყველაფრის გაოფიციალურება ზედმეტი იყო. დრო სჭირდებოდა… დიდი დრო. მანქანაში რომ ჩაჯდა, ტელეფონზე ემამ დაურეკა. — გიო, ყველაფერი კარგადაა? — გაისმა ემას ანერვიულებული ხმა. — კი, ემა… დრო მჭირდება. გთხოვ, აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი, — ძლივს ამოიღო ხმა გიორგიმ და დაელოდა ემას პასუხს. — კარგი… — ჩუმად უპასუხა ემამ. გიორგიმ კი ყურმილი გათიშა. ერთი სული ჰქონდა, სახლში მისულიყო, დაეძინა და გადაეხარშა ეს ყველაფერი, რაც ხდებოდა. |მეორე დღე| დილის შუქი რომ ფანჯრებში შემოიჭრა, ემა უკვე გზაში იყო. ვერ მოისვენა. მთელი ღამე არ დაუძინია — იწრიალა, ფიქრობდა, ცდილობდა გაეგო, რა ხდებოდა გიორგის თავში. ბოლოს ვეღარ გაუძლო და პირდაპირ მასთან მივიდა სახლში და კარზე ზარი დარეკა. გიორგიმ არ დააყოვნა კარი მალევე გააღო. თვალები ჩაშავებული ჰქონდა, თმა აბურძგნული, მაისურში ჩამჯდარ ადამიანს ჰგავდა, რომელსაც მთელი ღამე რაღაც შიგნიდან ღრღნიდა. — ემა?.. — ოდნავ გაუკვირდა, თუმცა აშკარა იყო, რომ გამოფხიზლდა. — კარგი, პირდაპირ გკითხავ… — არც კი დაუცდია, ოთახში რომ შევიდა და თავი აარიდა გიორგის გაკვირვებულ მზერას, — ყველაფერი ხომ მორჩა გუშინ? რაღა გჭირს? გიორგი კარს მიეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა. — არაფერი არ მჭირს, უბრალოდ… დაღლილი ვარ, ემა. მინდა ცოტახანი თავში დავალაგო ყველაფერი… მარტო ვიყო, დავისვენო… ემა გაჩერდა. მისკენ შებრუნდა. ხმა ოდნავ მოუდუნდა, მაგრამ გამკაცრებულიც იყო: — მარტო რატომ გინდა იყო? რა ხდება, გიორგი? შენ ხომ მითხარი, რომ ყველაფერი დასრულდა… ანუ ეგეც დასრულდა? რაც ჩვენ გვქონდა? გიორგი შეიშმუშნა. ტონს აუწია. — არ მითქვამს, რომ ეგ დასრულდა! ნუ მესაუბრები ასე! უბრალოდ, ყველაფერი ზედმეტად სწრაფად მოხდა, არ ვიცი, რა მინდა ახლა ზუსტად… — და ლიზა? — მკვეთრად შეაწყვეტინა ემამ. გიორგი გაჩუმდა. — ჰო, გესმის, რასაც გეკითხები… — განაგრძო ემამ, — რა ხდება, გიორგი? გაქვს მის მიმართ გრძნობები? გიორგიმ შუბლი მოისრისა, მერე სწრაფად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი ოთახში და უკვე აშკარად გაღიზიანებული ტონით უთხრა: — რატომ გგონია, რომ ეგ უნდა იყოს ერთადერთი კითხვა, რაც უნდა დამისვა?! ვერ წავშლი ასე მარტივად ყველაფერს, ემა! მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ გრძნობები მაქვს! უბრალოდ, მენანება… მისთვის ეს ყველაფერი მენანება და საკუთარ თავზეც ვარ გაბრაზებული! ემა კი მხოლოდ უყურებდა. აღარაფერი უთქვამს. მისი სიჩუმე უფრო მკაცრი იყო, ვიდრე სიტყვები. — არ მინდა, შენთან ვიყო რაღაც დანაშაულის გრძნობით . მინდა, რომ როცა შენ გიყურებ… მშვიდად ვიყო. ამისთვის კი დრო მჭირდება ემა… გიორგის ხმა შეწყვეტამდე ჩამოვარდა. ოთახში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. ემამ მხოლოდ ეს თქვა: — მაშინ იყავი მარტო. როცა გეცოდინება, რომ მეც გაჩერებული ვარ — იქნებ მერე მიხვდე, რა გსურს. მოტრიალდა და უხმოდ დატოვა გიორგის ბინა. კარი არ მიხურა — როცა იქვე უთხრა: როცა გინდა, შეგიძლია უკან გამომეკიდო… მაგრამ იცი, რომ ეს ადვილი არ იქნება. გიორგი მარტო დარჩა. დაღლილი. და მაინც უფრო დაბნეული, ვიდრე ოდესმე. სახლი რომ დატოვა, ემა აღარ გაჩერდა. ჩქარი ნაბიჯებით ჩავიდა კიბეებზე, თითქოს თითოეული საფეხური მისი ბრაზი იყო, რაც გიორგიმ ვერ დაინახა. გარეთ რომ გავიდა, ჰაერი სახეზე მოხვდა, მაგრამ ვეღარაფერი გააჩერებდა ცრემლებს, რომლებიც თვალებში ედგა. “რატომ უნდა მტკენდეს ის, ვისაც ასე ვენდობი?” — გაიფიქრა და ტელეფონის გარეშე, მუსიკის გარეშე, უბრალოდ საკუთარ ფიქრებში დაკარგულმა დაიწყო გზა. გული ეწვოდა. გიორგი არაფერს ეუბნებოდა ბოლომდე. თითქოს სულ ზღვარზე იყო. არც უარყოფდა ლიზას, არც ეუბნებოდა „შენ ხარ ყველაფერი“. ემა კი შუაში იჭედებოდა. „ადამიანის მენტალური ჯანმრთელობა ფაქიზია. ადამიანი იღლება, და როდესაც ამ დონეზე მივა, მისი გამოფხიზლება რთულია. ვეღარ ერკვევა, რა სურს მას და რა არის სწორი ან არასწორი.“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.