შესაფერისი! (თავი 6)
გვიანი იყო უკვე, ყავის მივირთმევდი და მშვიდად ვუყურებდი ტელევიზორს, ამ ბოლო დროს სერიალებს შევუყევი და თავს ვიქცევ. სახლში მოსული ნინას შეწუხება აღარ დამიწყია, ვიფიქრე, რომ მძიმე დღე ექნებოდა და იმ ემოციებთან მარტო უნდა დარჩენილიყო და მარტო უნდა გამკლავებოდა. როგორც არ უნდა მიყვარდეს მე ჩემი ბიძაშვილი, ალეკოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მან უნდს მიიღოს. სამზარეულოში შესული ვამზადებდი საჭმელს, რომ ცოტა მაინც გვეჭამა და ამ დროს კარებზე კაკუნს ხმა გავიგე, სანამ სამზარეულოდან გავედი, ნინა მივიდა კარებთან და გააღო. -არ შევიშალო-ჩუმად ჩავიჩურჩულე და სამზარეულოს კარებთან შევჩერდი, როცა თვალებარეულ ბიძაშვილს და კარებში გახევებულ დაქალს მოვკარი თვალი-ეს თუ ახლა…-სიტყვა ვეღარ დავამთავრე, როცა ბიძაშვილი წაეტანა დაქალის ტუჩებს და მეც წამში შემოვბრუნდი, რომ არ მენახა ეს. გამეცინა და ბედნიერმა შევაბიჯე ისევ სამზარეულოში და ახლა უკვე მეტი ენთუზიაზმით დავიწყე საჭმლის მომზადება. -ჰე ახლა, რას შვრებით? არ გშიათ?-გავძახე რამოდენიმე წუთში ახალგაზრდა წყვილს და პასუხს დაველოდე. -მოვდივართ-გამომძახა ბედნიერი ხმით ალეკომ. სამზარეულოში დარცხვენილი, ტუჩებახურებული და სახეგაწითლებული დაქალი შემოვიდა და სკამზე ჩამოჯდა მოწყვეტით. -არც იფიქრო-პირის გაღება არ მაცადა, ისე მომაკეტინა. -არაფერს არ ვამბობდი-გავუცინე და თვალები მოვჭუტე-რაო? იცის კოცნაობა თუ გავუშვათ მასტერკლასზე-გადავიხარხარე და გამოქნეულ ჩუსტს ავცილდი. -ენას ამოგაძრობ მე შენ-მომესმა ახლად შემოსული ბიძაშვილის ხმა-კოცნაობა იქნება თუ დაგაძვრე ღერა-ღერა თმები. -შენ ვაფშე ხმას ნუ იღებ, სიძედ მეკუთვნი და შენ კიდევ ქალბატონო, რძლად, ასე რომ ორივემ მომეფერეთ. კარგი და სასიამოვნო დროც გავატარეთ, უამრავჯერ მოვუშალე ნერვები ახალ გამომცხვარ წყვილს და მუქარების მიუხედავად, მაინც ვაგრძრლებდი ხუმრობას. არაფრის გამოკითხვა არ დამიწყია, ვფიქრობ ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ზოგს უნდა, რომ თავისი ჩონჩხები ჩუმად შეინახოს კარადაში, ისე, რომ არ დაანახოს არავის, ასე რომ ზოგს კარგი ჩონჩხი აქვს და თავისთვის უნდა მარტო, ზოგს ცუდი, ადამიანი და გუნება. თუ რამე იქნებოდა, რისი ცოდნაც აუცილებეკი იქნებოდა ჩემთვის, ნინუცა აუცილებლად მომიყვებოდა. ალეკო გავაცილეთ და დივანზე დავჯექით, ხელები სახეზე აიფარა და წამოიკივლა მოგუდული ხმით. -არ მჯერა!-გამოაცხადა ყურებამდე გაღიმებულმა. -მაინც რა არ გჯერა? -ის, რომ გავბედე. -კარგი ეხლა, ისე იძახი თითქოს ომის პირველ ზოლში მიდიოდი იარაღით ხელში. -რა უცნაურია ეს ყველაფერი. -ის რომ უამრავჯერ დაადე და ერთ ღამეს უბრალოდ მის მომაჯადოებელ შარმსა და სექსუალურობას ვერ გაუმკლავდი და მის მამაკაცურ მკლავებს ჩაბარდი?-ავხარხარდი ბოლო ხმაზე. -შენს სისხლს დავლევ ანათაძე-გამოაცხადა და ბალიში გამომიქნია. -არა, მე ის არ მესმის, რატომ უარყოფ? -მეც მაინტერესებს, შენ რატომ უარყოფ?-ინტერესით აწია წარბი და დამაკვირდა. -რას? -რას და რომ მოგწონს ის ბიჭი-თითი დაიქნია და დამაკვირდა-და იმ ბიჭსაც დარწმუნრბული ვარ, რომ მოწონხარ შენ. თითქოს რაღაც გამახსენდაო გავჩერდი და სასწრაფოდ მოვუყევი ნინას კოცნის ამბავი. -გაკოცა!-შემოჰკრა ტაში. -ლოყაზე ნინა!-შევიცხადე და ვცადე სიტუაციის განმუხტვა. -რა აზრი აქ გენაცვალე?! გუშინ ლოყაზე გაკოცა, დღეს მხარზე გაკოცებს, ზეგ ტუჩებში. ასე კეთდება გენაცვალე ბავშვები, ჰაერიდან კი არ მოდიან-გადაიხარხარა და ფეხზე წამოდგა. -მაგით ხართ შენ და ალეკო დაკავებულები ხო?-მეც გამეცინა. -ფუ რა დებილი ხარ-ენა გამომიყო და წვენი დაისხა. -დებილი რატომ ვარ, გადავირიე, შენ არ იყავი ფეხბურთის თამაშის დროს ლამის მაისური რომ შემოიხიე, ნახე რა კუნთები აქო? თან გაგახსენებ, მაშინ არც კი იცოდი, რომ ჩემი ბიძაშვილი იყო-გავახსენე მომხვდარი ფაქტი. -ათლეტური ბავშვებით უნდა გავაჯიშო თქვენი გვარი-სრული სერიოზულობით გამოაცხადა და გადაიხარხარა. -ჰა მეტყვი ახლა რამეს და დამამშვიდებ თუ რავქნა-გავიოცე და გავხედე დაქალს. -რა გითხრა, რისი გაგება გინდა? -რისი და რა ჯანდაბას ნიშნავს ეგ კოცნა, ლოყაზე კოცნა, თან უცნაურია, ალეკო აქაა, ქალაქშია და ჩემთვის უცხო ადამიანთან მტოვებს 4 დღით, იმის ნაცვლად, რომ ალეკოსთან დამტოვოს-ვივარაუდე და ჩამოვჩოთქე ვარიანტები. -იქნება ამურია შენი ძმა-გაიცინა ნინამ-რაიცი, იქნებ მობეზრდა შენი ატანა და ცდილობს ერთმანეთი გაგირიგოთ, ეს დატოვება პირველი გასროლილი ისარია. -შენთან საუბარს აზრი არა აქვს მოკლედ, მე წავედი დავწვები. საწოლს მივუახლოვდი თუ არა, სასწაულად მომიარა ძილმა და ბალიშს მთელი სხეულით ჩავეხუტე. ალბათ ძილის ნეტარებაში გადასვლას, რამოდენიმე წუთი მაკლდა, ტელეფონის ზარმა რომ გამაღვიძა, გათიშულმა ისე ვუპასუხე, არც დამიხედავს ვინ იყო. -ბატონო. -………..-სრული სიჩუმე იყო ყურმილის მეორე მხარეს. -ბატონო თქო-ცოტა ვუმატე ხმას-გესმით ჩემი?-ცალი თვალი მოვახილე-შეგეშალათ მგონი. გავთიშე და ბალიშთან მივაგდე ტელეფონი, წუთის მერე შეტყობინების ხმა გავიგე, თვალების ჟღლემით ძლივს წავიკითხე შეტყობინება. “ქვემოთ გელოდები. უბრალოდ გთხოვ, ჩამოდი” -ვფიცავ, ეს ბიჭი მანიაკია და მალავს-წამში გამოვფხიზლდი უჩას შეტყობინება რომ წავიკითხე და საწოლზე წამოვჯექი, დროს დავაკვირდი 01:22 იყო და ნერვებ მოშლილმა ამოვიოხრე. ტელეფონი ავიღე და დავურეკე, ეგრევე მიპასუხა. -ალო, გესმის ჩემი? -………-ისევ სიჩუმე. -ალო თქო, გესმის? მშვიდობაა? რამე ხომ არ შეგემთხვა? სად ხარ? -ქვემოთ გელოდები-მხოლოდ ეს მითხრა და გამითიშა. -გათიშა-შევიცხადე. ზლაზვნით ავდექი და თხელ პიჟამოზე ხალათი გადავიცვი, ჩუსტებში ჩავყავი ფეხები და გავედი გარეთ. შავ მანქანასთან მდგარი მამაკაცი რომ დავლანდე, ტანში ერთიანად ჟრუანტელმა დამიარა, კლასიკურად გამოწყობილს, პერანგი უწესრიგოდ გახსნოდა და ჰალსტუხიც გახსნილი გადმოჰკიდებოდა კისერზე, ცოტას ბარბაცებდა და ეწეოდა გამეტებით. ნელა მივუახლოვდი და სიცივის გამო ხელები გავისვი მხრებზე. -რა ხდება უჩა? მშვიდობა გაქვს?-ვკითხე ჩუმად და თან ვამცნე, რომ მოვედი თქი. -შენ, მართლა მოხვედი?-გაოცება ემჩნეოდა. ჩაწითლებული თვალებით გამომხედა, ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ და თან გაიღიმა-სახელი. -რა სახელი?-გავიკვირვე. -სახელით მომმართე-ისევ გამიღიმა. -მდვიდობა გაქვს თქო? რამე ხომ არ დაგემართა? დახმარება გჭირდება?-ქვემოდან ავხედე და მივაყარე კითხვები რომ თემა შემეცვალა. ახლა დავაკვირდი მამაკაცს, ბატონი უჩა საკმაოდ ნასვამი იყო. -შენ რა, მოიცა, ნასვამი ხარ?-გავიოცე და გაუაზრებლად მივუახლოვდი და საყელოში ვწვდი, ცოტა ავიწიე ფეხის წვერებზე, რომ სუნი მეგრძნო-გადარიე? საჭეზე ნასვამი იჯექი?!-ხელი არ შემიშვია საყელოსთვის, ისე ვკითხე. მხოლოდ მისი ხელის შეხებისას ჩემს თითებზე, რომელიც ჯერ კიდევ მის საყელოზე მქონდა, გამომაფხიზლა და მამცნო, რომ ეს ჩემი ძმა კიარ იყო, რომელსაც მასე ვამოწმებდი ნასვამი იყო თუ არა, არამედ ადამიანი, რომელიც ფიქრებს მირევდა. -არ გცივა?-ორივე ხელი მოიქცია მისაში და გათბობა დაუწყო-რამდენჯერ გითხრა, ფარდის ნაჭერს ნუ იცვამ, გაცივდები თქო. -რა ფარდის ნაჭერი-გაოგნებიაგან წამოვიყვირე და სასწრაფოდ გავინთავისუფლე ხელები-გამაგებინებ აქ რატომ ვარ?-ისევ მომიარა ძილმა და მივხვდი, როგორ მეხუჭებიდა თვალები. -დაჯექი მანქანაში და წავედით. უპარდონოდ ჩამავლო ხელი და დამსვა მანქანაში, რომ მომიხურა კარები, მხოლოდ მაშინ მივხვდი რაც მოხდა, მანაც დაიკავა მისი ადგილი და სწრაფად დაძრა მანქანა. -რა? შენ… შენ გადაირიე? სად წახვედი? გააჩერე მანქანა დროზე, სახლში უნდა ავიდე! -აუ, რატომ ყვურიხარ? იცი როგორ მტკივა თავი?-დაიწუწუნა და გზას გახედა. -რა თავი, რა თავი, როგორც მივხვდი, მაგ თავში გრამი ტვინი არ გაქვს და რა გატკიებს ამ თავს! გააჩერე მეთქი! -აღიარე, ხომ ხარ დარწმუნებული, რომ არ ვარ მანქანის გამჩერებელი და რატომ ყვირიხარ?-გაიცინა და მანქანის უკანა სავარძელზე გადაყო ხელი, პლედი მომცა და ისევ გამომხედა-დაიფარე რა, თორემ.. -რა?-დაბნეულობამ იმატა. -უბრალოდ მიიფარე, ასე ჯობია, არ გცივა?-წარბებ აწეულმა მიპასუხა და გამიღიმა. -მანიაკო!-დავიჯუჯღუნე. ფანჯრას გავხედე და ანარეკლში დავინახე, რომ ეს საცოდავი პიჟამა ლამის საცვალთან ასულიყო და ხალათი გადამწეოდა მხარზე და ლამის გადმომეყარა სიმდიდრეები. ასე ძალიან პირველად შემრცხვა და ხელები სასწრაფოდ ავიფარე სახეზე. -დედა… ეს რა დღედი ვარ. -არაუშავს, მალე მივალთ-დამამშვიდა დამნაშავემ, რომელსაც გულში უამრავჯერ შევუკურთხე. მართლაც მალევე მივედით კორპუსთან, მანქანიდან გადმოვიდა და კარები გამიღო, მისი პიჯაკი გაიხადა და მომახურა. -აქ რა გვინდა?! ვერ ხედავ როგორ მაცვია?! დამაბრუნე რა, ან ტაქსით წავალ, შენ წადი სახლში გამოიძინე-ვემუდარებოდი-თან სახლში ნინა მყავს და ინერვიულებს რომ მომძებნის. -ვერ დაგაბრუნებ, სახლთან ვარ ზუსტადაც და ნინას რომ ღამე ადვილად ეღვიძებოდეს, შენ აქ სულ ვერ გამოხვიდოდი-მიპასუხა აუღელვებლად, ხელი ჩამკიდა და წავიდა წინ. მასთან ჯაჯგუნის თავი აღარ მქონდა, ისეთი სიცივე იყო, ძვალსა და რბილში ატანდა, ძილის სურვილი უძალობას იწვევდა და არაფრის თავი არ მქონდა, ამიტომაც უბრალოდ გაჯინიანების გარეშე გავყევი. -კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს სახლში-მითხრა და მანიშნა შევსულიყავი. მეც დავაკვირდი სახლს და გამეღიმა მოწესრიგებულობაზე. -სახლში მინდა! რისთვის მომიყვანე?-ვერ დავმალე გაოცება. -ოო მაგას მერე გეტყვი, ახლა კიდე ყავა არ გინდა? -ძილი მინდა და წამიყვანე რა სახლში, რომ დავიძინო და მოვისვენო. -ჯერ ყავა-თითი ჰაერში აწია და გამომხედა. -რა ყავა მოგინდა ამ ღამეს, ნუ გადამრიე, თან ნახე, ძლივ დგახარ ფეხზე რაის ყავა?-დამტუქსველად ვუთხარი და დოინჯი შემოვირტყი. -ხელი მოიშორე წელიდან-უცებ დასერიოზულდა და თვალები ამარიდა. დავიხედე და მივხვდი რომ მართლაც ცუდი მოძრაობა გავაკეთე და არ ვიცი რატომ, მაგრამ გულში გამეცინა ნერვიუკობის ნაცვლად. პიჟამა ზემოთ ამწეოდა. -კარგი, თუ კი შენ არ გინდა ყავა, არც მე არ მინდა-თავი დამიქნია და ისევ ხელის ჩაკიდებით, შემიყვანა ოთახში. -შენს ოთახში რა გვინდა?-ჩემს ხმაში შიში იგრძნობოდა. უჩამ ერთი გამომხედა და მთლიანი ტანით შემობრუნდა ჩემკენ, ჩვენ შორის ალბათ 5 ფეხის ნაბიჯი იყო. პერანგის გახდა რომ დაიწყო, გავბრუნდი სასწრაფოდ და დარცხვენილმა თავი დავხარე. -მოდი, რას ელოდები, დავიძინოთ!-ისე მითხრა, თითქოს დიდი ხნის წყვილი ვყოფილიყავით, სრულიად გამოშტერებულმა მისი ნათქვამით, გავბრუნდი მისკენ და წელს ზემოთ შიშველს რომ ვკიდე თვალი, ვიგრძენი სხეულში რაღაცამ რომ გაიარა. -რა თქვი? -დავიძინოთ-გაიოცა და გამიმეორა. -მანიაკი ხარ?! სულ გადაირიე?! სახლში დამაბრუნე დროზე!-უკვე ბრაზში გადამდიოდა. -სახლში რომ მიხვალ, ხომ უნდა დაიძინო? ახლა აქ დაიძინე ჩემთან რა-პატარა ბავშვივით წუწუნებდა. -უჩა, სულ გადაირიე?-წამოვიკივლე-ნუთუ ვერ იაზრებ? -რას?-გაკვირვება ემჩნეოდა სახეზე. -რომ ეს ყველაფერი არაა სწორი, სახლში დამაბრუნე რა-მუდარაზე გადავედი. -არასწორი რა არის იცი?-მკითხა და მომიახლოვდა-ნოემბრის მიწურულს, ატლასის პიჟამოთი და ხალათით გარეთ გასვლა ღამე-ჩვენს შორის მხოლოდ ნაბიჯი იყო დაშორება. -სახლში წამიყვანე რა, გთხოვ. -სიზმარში გნახულობ-ჩამეჭრა საუბარში და მეც უეცრად გავჩუმდი-უკვე მერამდენე ღამეა, სიზმარში გნახულობ. -უკვე ბოდავ-ხელი ჩავიქნიე და გაშლილი თმა ყურზე გადავიწიე. -ვბოდავ თუ რაც არის არ ვიცი-ნელა წამოვიდა ჩემკენ-მაგრამ, ამ სიზმრებმა მომაბეზრა თავი. -ჰიდა ადამიან, თუ მოგაბეზრე თავი, წამიყვანე რა, რა გახდა ამისთანა. -ზუსტად რომ სიზმარში რომ გნახულობ ხოლმე, მაგან მომაბეზრა თავი, მე და შენ დღეს ერთად დავიძინებთ. სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა რომ ამიტაცა ხელში და საწოლისკენ წავიდა. -უჩა გთხოვ! გემუდარები, დამსვი!-პანიკამ ამიტანა. საწოლზე დამსვა, ფეხები გამასწორებინა, საბანი დამაფარა და როცა ადგომა ვცადე, ძალუმად ჩამაბრუნა უკან, საწოლს მოუარა და თვითონაც დაწვა. შოკში მყოფს, სრულიად პარალიზებული მქონდა სხეული. მაგრამ შინაგანი ეგო არ წყვეტდა ყვირილს და ჩხუბს, რომ გაშორებოდა მას. -უჩა, რას აკეთებ?! გადაირიე?!-წამოვიკივლე, როცა მუცელზე ვიგრძენი მისი ხეკების შეხება და ვცადე როგორმე გავთავისუფლებულიყავი. -ნუ ფართხალებ-გასცა ბრძანება და ცხვირი ჩემს თმებში ჩარგო-მაინც რა თბილი ხარ. -მომშორდი რა, ადამიანი არ ხარ?! -დავიძინოთ!-ჩემს ხვეწნასა და მუდარას არ აქცევდა ყურადღებას-ნუ ფართხალებ მეთქი, თორემ ეგ სამ მილიმეტრიანი პიჟამა ვერ ჩერდება მის ადგილას, ვერ ხედავ და რა გინდა? -რა? უზრდელი ხარ შენ! მანიაკი, სუფთა მანიაკი, უუუიიიი რა დღეს დაგაყრი მე შენ მაცადე-გაუჩერებლივ ვწუწუნებდი და ვემუქრებოდი-შენ თუ არ გცემო, აი ნახავ, დაგასინიაკებ და ნახავ მერე. -ხელის გამქანებელი არ ვარ გეფიცები, მცემე, უბრალოდ ახლა, შენთან ერთად დამაძინე რა. -აუ გამიშვი რა, გავიგუდე ბიჭო!-წამოვიკივლე-რამხელას მიჭერ! -სხვანაერად გამექცევი-ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა. -მაგ ღიმილს შეგაშრობ სახეზე, გამიშვი მეთქი! რამდენიც არ უნდა მეჯუჯღუნა, ზოიძე ძვრას არ შვრებოდა. სითბოსა და დაღლილობისგან მეც ძილმა მაჯობა და საბოლოოდ ჩამეძინა. ^^^^^^^^^ ბოდიში დაგვიანებისთვის. იმედია მოგეწონათ. ველი შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.