შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისე მჭირდები, როგორც ჩაის ერთი ჭიქა წყალი 4


12-07-2015, 23:31
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 4 672

#ხატიას ნაამბობი
სახლში დაღლილი მივედი, ფეხი გავიხადე და მისაღებში დივანზე მოწყვეტით დავჯექი. მალევე გამოვიდა სამზარეულოდან ჩემი ძმა
-ფეხზე რაგჭირს?-მკითხა გაფართოებული თვალებით და ჩემს შეხვეულ ფეხს დააშტერდა
-მინა შემესო-ღიმილით ვუთხარი და ვანიშნე ჩემს გვერდით დამჯდარიო
-სად იყავი?-გვერდით მომიჯდა და ხელი გამახვია მეც მოვხვიე ხელი
-მაგ დედას კითხე. შენ რა გასაუბრებაზე იყავი დღეს?-ჩემთვის საინტერესო თემას დავუბრუნდი
-სამსახური ვიშოვე დაო-სიცილით მითხრა და ფეხზე წამოდგა
-ავღნიშნოთ?-ეშმაკურად გავუცინე და კარადისკენ ვანიშნე სადაც დედა სასმელს ინახავდა
-უხ შე ლაწირაკო. არა რა ზოგჯერ მგონია რომ ჩემი ტოლი ხარ და არა 9 წლით პატარა. მიდი მოიტანე ოღონდ ბევრს არ დალევ-თითი დამიქნია და სამზარეულოში ჭიქების მოსატანად გაცუნცულდა. მეც კარადაში მაღალ ხარისხიანი კონიაკი მოვვძებნე და ღიმილით გამოვიღე
-პიცა გინდა?-გამომძახა სამზარეულოდან
-კი წამოიღე.-მხიარულად გავძახე და მეც სამზარეულოში გავედი, საჭმლის გამოტანაში დავეხმარე. გეგის ოთახში შევიტანეთ და ლოყინზე დავაწვეთ. მის ლოგინზე წამოვგორდი და პიცის ერთი ნაჭერი პირში ჩავიტენე
-ჭიქები არმოგიტანია?-გაკვირვებულმა ვკითხე
-რათ გვინდა?-სიცილით მკითხა და სასმელი ბოთლით მოიყუდა. 1 ბოთლი რომ ჩავცალეთ უკვე კარგად მთვრალი ვიყავი მაგრამ გეგის არაფერი ეტყობოდა
-წავალ კიდევ მოვიტან-ფეხზე ბარბაცით წამოვდექი და ოთახიდან გავედი. ჩემს ოთახში შევედი რომ მენახა ტელეფონზე დედას ნარეკი იყო თუ არა. 2 გამოტოვებული ზარი იყო ვაჩეს ნომრიდან. ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და კარადაში სასმლის ძებნა დავიწყე. მალევე მივაგენი რომელიც მინდოდა და კვლავ გეგის ოთახში დავბრუნდი.
-აბა ხოარ მოიწყინე ძამიკო-ვკითხე სიცილით საწოლზე გაშხლართულ გეგის და ზედ გადავაწექი
-მძიმე ხარ გოგო გადადი-სიცილით მითხრა და გვერდით გადამაგდო
-დეგენერატო, რაო გეგი შეყვარებული არმყავსო?-წამოვჭერი ჩემთვის სასურველი თემა და ეშმაკურად ჩავიცინე
-ნუ მაიმუნობ შენ. სანამ შენ ბიჭზე დამიწყია საუბარი. დედამ მითხრა დღეს. იცოდე თვალს გადევნებთ ზედმეტი არ გაბედოს-მკაცრად მითხრა და სასმელი მოიყუდა
-ხოიცი რომ არ გავაბედინებ არაფერს არა?-ვკითხე ღიმილით და ბოთლი ხელიდან გამოვტაცე. მალევე აბზუილდა ჩემი მობილური ჯიბიდან წვალებით ამოვიღე და ვაჩეს ნომერს რომ მოვკარი თვალი სახე უკმაყოფილოდ დავმანჭე. გამიხარდა მისი ზარი მაგრამ ნამდვილად არ მინდოდა ამ მდგომარეობაში მასთან საუბარი
-უპასუხე-ხელში მივაჩეჩე გეგის ტელეფონი
-არა. შენ უპასუხე შენი შეყვარებულია ჩემი კიარა-სიცილით მითხრა და უკან მომცა ტელე
-აჰა დაელაპარაკე.-სწრაფად დავაჭირე ხელი მწვანე ღილაკს და ტელეფონი ყურთან მივუტანე.
#ვაჩეს ნაამბობი
სახლში ვიყავი და ფილმს ვუყურებდი ხატიას რომ დავურეკე მაგრამ არ აიღო. ვიფიქრე არ ცალიათქო და ნახევარ საათში კვლავ გადავრეკე ისევ არ აიღო. უკვე ვბრაზდებოდი. აბაზანაში შევედი და იქედან იმ იმედით გამოვედი რომ დარეკილი ექნებოდა მაგრამ შენც არ მომიკვდე! უკვე დაზეპირებული ნომერი სწრაფად ავკრიბე. ნახევარი წუთის მერე აიღო. ხატიას სიცილის ხმა სუსტად ისმოდა
-გისმენთ-გავიგე ბიჭის ხმა და სისხლმა ტვინში ამასხა
-ხატია სადაა?-გაბრაზებულმა კბილებში გამოვცერი და ხატიას ჩუბი ფხუკუნი რომ გავიგე საშინლად გავცოფდი
-ხატია აქაა მაგრამ ვერ დაგელაპარაკება-წყნარად მითხრა.
-რატომ?-ვცდილობდი როგორმე გაბრაზება დამემალა
-ჰა გოგო ტელეფონი თორე მომკლავს მალე შენი შეყვარებულია თუ ვინცაა-გავიგონე ბიჭის სიცილით ნათქვამი სიტყვები და შეყვარებულის ხსნებაზე უნებურად გამეღიმა
-არაა ჩემი შეყვარებული გეგი და მიდი სასმელი მოიტანე შენ-გავიგონე ხატიას ხმა და ხმაზე შევატყვე რომ აუცილებლან ნასვამი იქნებოდა
-შენ რა ნასვამი ხარ?-ვითომდა გაბრაზებულმა ვუთხარი და სიცილს ძლივს ვიკავებდი
-არა რა ნასვამი-თქვა და გაიცინა
-აბა?-წარბები ავწიე ისე თითქოს დაინახავდა
-მთვრალი-მითხრა და სიცილი დაიწყო. ისე მინდოდა იმ მომენტში მასთან ვყოფილიყავი, ჩანხუტებოდი იმ ლამაზ და გემრიელად გამობერილ ლოყებზე მეკოცნა.
-რატომ არ მცემდი პასუხს?-გაბრაზებული ტონი შევინარშუნე
-ახსნა განმარტებები უნდა ჩაგაბარო?-გაბრაზებულმა მკითხა და ამ წუთში მასთან ყოფნა ვინატრე, მაგრად ჩავეხუტებოდი.
-დიახ უნდა ჩამაბარო, როდესაც ტელეფონზე გირეკავ და პასუხს არ მცემ მე ვნერვიულობ შენ კი სვავ. საერთოდ სასმელისთვის პატარა ხომ არხარ?-უკვე რეალურად გაბრაზებულმა დავიწყე საუბარი.
-არავინ არ გეკითხება საერთოდ და შეგიძლია არ ინერვიულო ეხლა რომ ტელეფონს გამოვრთავ რადგან არ მინდა შენთან საუბარი-მშვიდად მითხრა და გამითიშა. გაბრაზებულმა გადაავრეკე ხელახლა მაგრამ გამორთვა მოესწრო. გემრიელად შევიკურთხე და კარისკენ შევბრუნდი სადაც გაღიმებული დედაჩემი იდგა
-რაო დედი? გაბრაზებს?-სიცილით მკითხა ნანამ და ჩემსკენ წამოვიდა
-დედა შენ ნუღა დამიმატებ რა. ჩავიცვავ და წავალ მე.-ვუთხარი თბილად და თავზე ვაკოცე. კარადიდან მაიკა და ჯინსი გადმოვიღე
-დე სახელი მაინც მითხარი მაგ გოგოსი-ღიმილით მითხრა და ჩემს კარადაში ქექვა დაიწყო
-ხატია ახვლედიანი.-ღიმილით ვუთხარი ხატიას გახსენებაზე და დედას გამოღებულ მაისურს ამრეზით შევხედე.
-დე ეს უფრო მოუხდება იმ შარვალს დამიჯერე-ღიმილით მითხრა შუბლზე მაკოცა და გარეთ გავიდა. ღიმილით გადავიცვი დედას მოცემული მოისური და შარვალი სარკეში არც ჩამიხედავს ისე გავედი გარეთ
-დე გვიან მოვალ ხოიცი-გავძახე სამზარეულოში და გარეთ გავედი, ლიფტით ქვემოთ ჩავედი თან ხელში მანქანის გასაღებს ვათამაშებდი. ლიფტიდან როგორც გავედი გზაში ზურა შემეჩეხა
-ვა ზურა სადხარ ამდენ ხანს?-მხარზე ხელი მეგობრულად დავარტყი მამობილს და გავუღიმე
-შეხვედრა მქონდა ოღონდ დედაშენს არუთხრა რომ ახალგაზრდა გოგონებთან იყო თორე ხოიცი გაგიჟდება-სიცილით მითხრა
-კაი ზურა როდის ჩამიშვიხარ-მეც გავუცინე
-კაი მიდი ავალ მე სახლში-ლიფტში შევიდა და თვალი ჩამიკრა, აღარაფერი მითქვამს მანქანაში დავჯექი და გეზი ნიკას სახლისკენ ავიღე.
#ხატიას ნაამბობი
გაბრაზებულმა გავთიშე ტელეფონი და ეგრევე გამოვრთე. იქვე ტუმბოზე დავდე და დაველოდე გეგი როდის შემოვიდოდა, მანაც მალე შემოაღო კარი ხელცარიელმა
-სასმელი არ მოიტანე?-გაკვირვებულმა ვკითხე
-არა დროა დავიძინოთ. შენ უკვე კარგა მთვრალი ხარ-სიცილით მითხრა და ლოგინზე წამოგორდა
-ოო რომელი საათია?-ვიკითხე და პერანგის ღილების გახსნა დავიწყე თან რომ ლოგინში შევწოლილიყავი, არასდროს მრცხვენოდა ჩემს ძმასთან „შიშველი“ სიარული, ამიტომაც თავისუფლად გავიხადე პერანგი
-10 სრულდება. მიდი დაწექი-სიცილით მითხრა და თვითონაც გაიხადა ტანსაცმელი. მეც უცებ გავიხადე შარვალი და საბანში შევწექი
-მოდი ჩამეხუტე.-ღიმილით მითხრა და თავი მის გულზე დამადებინა
-მომენატრე ესეთი-სევდიანად ვუთხარი და თვალი დავხუჭე დასაძინებლად.
დილით საწოლში მარტო გამეღვიძა. თავი საშინლად მტკიოდა. ნახევარი საათი კიდევ ვინებივრე ლოგინში. შემდეგ ზლაზვნიით წამოვდექი ფეხზე გეგის მაიკა გადავიცვი და ისე გავედი სამზარეულოში არავინ არ იყო სახლში. მაცივრიდან კოკა კოლა და საჭმელი გამოვიღე და გემრიელად შევუდექი ჭამას. მაგრამ ვინ გაცდის? კარზე ზარი დარეკეს.
-ვინაა?-კართან მისულმა დავიყვირე და დაველოდე პასუხს მაგრამ პასუხის მაგივრად კიდევ ერთხელ დარეკეს ზარი. სწრაფად გავიქეცი ოთახში და შორტი ამოვიცვი. კართან მივედი და გავაღე. კართან გაბრაზებული ვაჩე იდგა
-აქ რაგინდა?-გაკვირვებულმა ვკითხე და სახლში შემოვუშვი. ისიც სწრაფად შემოვიდა
-რატო გამორთე ტელეფონი და რატომ გაქვს გამოორთული ამ დრომდე?-გაბრაზებულმა მითხრა და მკლავებზე ხელი მაგრად მომიჭირა
-მე არმახსოვდა-ვთქვი ბლუქუნით და თვალი ავარიდე
-შემომხედე-ბრძანებლური ტონით მითხრა და თავი ამაწევინა
-რაგინდა?-მკაცრად ვკითხე და ხელი გავაშვებინე
-რატომ გამითიშე ტელეფონი?-მკითხა და სამზარეულოში შემომყვა
-არ მახსოვს-ვიცრუე და ჭამა გავაგრძელე
-საერთოდ რატო დათვერი? ან შენმა ძმამ რატომ მიპასუხა?-დამაყარა კითხვები და ნიკაპში ხელი წამავლო რომ მისთვის თვალებში მეყურებინა. ლუკმა ძლივს გადავყლაპე და ხმისკანკალით ვუპასუხე
-იმიტომ რომ შენთან საუბარი არ მინდოდა.
-მეორედ ტელეფონს გათიშავ და სულ არ მაინტერესებს რა დრო იქნება და ვინ იქნება სახლში შენთან ერთად. იმწამსვე აქ გავჩნდები-კბილებში გამოცრა და ხელი უხეშად შემიშვა
-არგაქ უფლება-ჩუმად დავიჩურჩულე შეშინებულმა და ვიგრძენი როგორ ამევსო თვალები ცრემლებით


ვიცი პატარა თავებია მაგრამ მეტს ვერ ვახერრხებ :* შეფასებას ველოდები :*



№1  offline წევრი დადუ♥♥

Chemi gogo*_*umagresi xar shenc DA istoruac gushin game velodebodi rod is daideboda tumca chamedzina:D miyvarxart dzaan<3

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

დადუ♥♥
Chemi gogo*_*umagresi xar shenc DA istoruac gushin game velodebodi rod is daideboda tumca chamedzina:D miyvarxart dzaan<3

:* მადლობა საყვარელო:* მეც ძაან მიყვარხარ

 


№3  offline წევრი black))

Vaimeramagari ikoo ^_^ dzalianmagari gogoxarshen ❤❤

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

black))
Vaimeramagari ikoo ^_^ dzalianmagari gogoxarshen ❤❤

მადლობა საყვარელო <3 <3 <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra sulelia es gogo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent