შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნანგრევებს მიღმა (თავი 5)


25-04-2025, 01:45
ავტორი Daisyd
ნანახია 569

_ყველაფერი გასაგებია_ირონიული ღიმილით უთხრა. უნდოდა ეტირა, ეყვირა, ირგვლივ ყველაფერი დაელეწა, მაგრამ ვერ ინძრეოდა და სიცარიელის მეტს ვერაფერს გრძნობდა.
_ნატალია, არაა ყველაფერი ისე, როგორც გგონია._ბიჭი თვალებში ვერ უყურებდა.
_აღარ გაბედო ჩემი სახელის გამეორება!
_ნება მომეცი, აგიხსნა._გაუბედავად გადადგა ნაბიჯები მისი მიმართულებით, ეშინოდა, რომ მალე აფეთქდებოდა.
_არაფერია ასახსნელი, შენ უბრალოდ მიყენებდი.
_არა,— მაშინვე თქვა სანდრომ._ასე არ ყოფილა…
_შეინახე ეგ თავის მართლებები, ჩემთან აღარ გამოგადგება. გეგმა გქონდა, არა? იმ ღამით. ზუსტად იცოდი, ვინ ვიყავი. იცოდი, რა ჩაიდინა მამაჩემმა. შემომხედე და გადაწყვიტე, რომ სამაგიეროს გადახდის საშუალება ვიქნებოდი. ღმერთო, რა სულელი ვარ.
_გთხოვ...
_მეტ შეურაცხყოფას ნუღარ მომაყენებ, უკვე ზუსტად მიაღწიე იმას, რაც გსურდა.
სანდროს ხმა გაუტყდა.
_მეგონა, მივაღწევდი, მაგრამ არ მესმოდა, ეს რა ფასად დამიჯდებოდა... გეფიცები, მაშინვე ვინანე, რაც ჩავიდინე.
_ახლა გული უნდა მეტკინოს? შენ ფიქრობ, რომ სინანული საკმარისია? თითქოს ეს ყველაფერი წაშლის?
_არ მინდოდა შენთვის ტკივილის მოყენება.
_არ გინდოდა? — გაიმეორა დაცინვით._ესაა შენი გამართლება? თავად შემომიშვი კიდევ ერთხელ შენს ცხოვრებაში. თავი სასურველად მაგრძნობინე. ისე მეხებოდი, თითქოს ეს რაღაცას ნიშნავდა.
_ასეც იყო.
_არ გაბედო!_უკვე სიბრაზისგან კანკალებდა._შენ გადახდის მეთოდად გამომიყენე. გეგონა, ასე აინაზღაურებდი მამაჩემის წყეულ ვალს?
_ნუ სულელობ, ეს ფულთან კავშირში არ ყოფილა.
_რატომ? მიდი, ბარემ ისიც თქვი, რომ საკმარისად ძვირფასი არ ვარ, ერთი ღამეს ყველა ვალი რომ გაესტუმრებინა. გინდა, გადავანაწილოთ? რა ვქნა, სხვა ბინის დიზაინი გაგიკეთო თუ თვეში ერთხელ მოგაკითხო, როგორ გირჩევნია?_გრძნობდა, როგორ იხრჩობოდა და ცდილობდა, ცრემლები ირონიული ღიმილით გადაეფარა.
_გეყოფა, გთხოვ. უბრალოდ გამწარებული ვიყავი, იდიოტი თინეიჯერი, რომელსაც ოჯახი დაენგრა დამნაშავეს ეძებდა, სამართლის აღსრულებისთვის კი ყველაზე საშინელი ფორმა შეარჩია და ამას ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებ...მაგრამ ყველაფერი, რაც შემდეგ მოხდა, ნამდვილი იყო.
_ნამდვილი? ნუ მაცინებ, თვეების განმავლობაში ერთხელაც არ გიცდია სიმართლის თქმა.
_მე…არ ვიცოდი როგორ მეთქვა,— ხმა ძლივს იღებდა._მეშინოდა.
_რა თქმა უნდა გეშინოდა. იმიტომ რომ სიმართლე ყველაფერს დაასრულებდა. და შენ იმდენად ეგოისტი აღმოჩნდი, რომ ორივე გინდოდა შეგენარჩუნებინა — მეც და საკუთარი სიმშვიდეც.
_ნატალია, გთხოვ…
_არა, ვეღარაფერს მთხოვ. ეს შენ თვითონ გადაწყვიტე, როცა ცეცხლს მოუკიდე და მიყურებდი, როგორ ვიწვოდი.
_არ მინდოდა, ასე მომხდარიყო._უკვე ვეღარ სუნთქავდა.შენთან მხოლოდ პროფესიონალური ურთიერთობის შენარჩუნებას ვცდილობდი. შენი შეყ...
_არ გაბედო!_არც კი დაფიქრებულა, ხელი ისე უჯიკა._ეგ სიტყვა ჩემი თანდასწრებით არ გამოიყენო._ოთახიდან გავარდა და თავისი ნივთების ჩანთაში ჩაყრა დაიწყო. აქ კიდევ რამდენიმე წუთი რომ დარჩენილიყო, გრძნობდა, გაიგუდებოდა.
ძალაგამოცლილი, დანებებული სანდრო ერთ ადგილას იდგა და პასუხის გაცემა აღარ შეეძლო, მაგრამ სანამ გოგონა მისი კარიდან საბოლოოდ გავიდოდა, ძალა კიდევ ერთხელ მოიკრიბა, დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა.
_ეს ამ ამბის დასასრული ვერ იქნება, ნატალია... მე არა, მაგრამ ის გრძნობა, რაც ჩვენ გვაკავშირებს იმსახურებს მეორე შანსს. და მე ვიბრძოლებ ამისთვის, რა დროც არ უნდა დასჭირდეს.
წამში შემობრუნდა და გაბრაზებული თვალები მიანათა. შურისძიებით წყურვილით იყო ანთებული. საშინელი სურვილი ჰქონდა, ბიჭისთვის იმაზე ძლიერი ტკივილი მიეყენებინა, ვიდრე თავად განიცდიდა.
_დასასრული გინდა? ახლავე მიიღებ. იცი, რომ იმ ღამეს, შენ რომ ჩემს სხეულზე მამაჩემის ვალებს აგროვებდი, უკვალოდ არ ჩაუვლია?
სანდრო დაბნეული მიაჩერდა, თითქოს მის ნათქვამს ბოლომდე ვერ გაუგო.
_ვერც კი გაიგე, რომ იმაზე გაცილებით მეტი დაკარგე, ვიდრე მამაშენმა.
_რაზე ლაპარაკობ?
_ორსულად ვიყავი._გადაწყვიტა, ბომბი დამატებითი შესავლების გარეშე აეფეთქებინა.
ბიჭი გაქვავდა, თავი კოშმარში ეგონა. სიჩუმეში მხოლოდ მისი სუნთქვა ისმოდა.
_არც მიცდია შენი მოძებნა, ისე მოვაგვარე._ხმა უკანკალებდა, მაგრამ მსახიობობას აგრძელებდა._მეგონა, ეს ტვირთი მარტოს უნდა ამეტანა, არავინ მემეტებოდა ასეთი ტკივილისთვის. მაგრამ ახლა იცი, შეგიძლია ანდრონიკაშვილის ვალების სიას მიამატო.
_რატომ არ მითხარი…_თვალებამღვრეული მელიქიშვილი სიტყვებს ძლივს აბამდა, მაგრამ გოგონა აღარ უსმენდა. უკანასკნელად შეხედა და სანამ სიბრალულს იგრძნობდა, კარი გაიხურა.
სიჩუმეში მარტო დარჩენილი სანდრო კი იდგა და გახევებული უყურებდა სივრცეს, სადაც რამდენიმე საათის წინ ერთად იცინოდნენ, ახლა კი მხოლოდ ცივი, ჩამონგრეული კედლები და საშინელი სიმართლე დარჩენილიყო.
მომდევნო დღეები ბურუსში გაატარა. მოჩვენებას ჰგავდა, დახეტიალობდა მათი საერთო მოგონებების ნანგრევებში, ხელში ბოთლით, თითქმის უსიცოცხლო. ოდესღაც თვალებში მოციმციმე ცეცხლი ჩამქრალიყო და მის ადგილას მხოლოდ სიცარიელე იყო — ისეთი ღრმა, ვერცერთი ჭიქა ვერ ავსებდა. ყოველი ყლუპი ნაკლებად წვავდა, ვიდრე მიღებული გადაწყვეტილებები — სიცრუეები, ღალატი, დუმილი იმ დროს, როცა საუბარი უნდა დაეწყო. სინანული მის თავზე ღრუბელივით ეკიდა, თითოეულ ამოსუნთქვას უხშობდა და ახსენებდა, რომ ზოგიერთი შეცდომა მეორე შანსს არ იმსახურებდა.
_რას დამსგავსებიხარ?_თვალის გახელისთანავე მიშოს განრისხებული სახე დაინახა. ყურადღებაც არ მიუქცევია, ისე დაავლო ხელი მის თავთან, იატაკზე დადებულ ბოთლს და პირდაპირ მოსვა, სანამ უფროსი მელიქიშვილი ხელიდან გამოგლეჯდა._ახლა დროზე აენ*რიე და პირი დაიბანე, სანამ ჩაგაკალი!
_რას მეწიკვინები 15 წლის მოყვანილი ცოლივით._სახე დამანჭა და დივანზე წამოჯდა.
_მე კი არა, შენ იქცევი 15 წლის გოგოსავით, ზუსტად. ასეთ დღეში ნინიაც კი არ იყო, იმ სი*მა რომ უღალატა.
_შენი პასუხისმგებლობა არ ვარ, დიდი ხანია და შეგიძლია, არ შეწუხდე, მაინც ვერაფერი მიშველის._კვლავ სასმლის ბოთლს წაეტანა, მაგრამ ვერ მიიღო._უკვე მაბრაზებ.
_უკვე? მე დაახლოებით 25 წელია ნერვებს მიშლი და არ გავსწორებულვართ. მოყევი ახლა, რამე ისეთ მოხდა, რაზეც არ გამიფრთხილებიხარ?
_არ გაგიკვირდება და შენი სცენარით განვითარდა მოვლენები._ვერ იტანდა, როცა უფროსი ბიძაშვილი მართალი აღმოჩნდებოდა ხოლმე._მაგრამ ერთი რაღაც შენმა დიადმა ტვინმაც კი ვერ გათვალა.
_რა?
_წარმოიდგინე, ყველაზე დიდი საშინელება, რაც შეიძლება დამმართნოდა.
_ამოთქვი, რა ქარაგმებით მელაპარაკები.
_იმ ღამეს...ნატალია ორსულად დარჩენილა._რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ ძლივს შეძლო ხმის ამოღება._შვილი ისე დავკარგე, რომ მისი არსებობაც არასოდეს დამიშვია.
მოსმენილით შოკირებულმა მიშომ სასმელი თვითონ მიაწოდა ბიძაშვილს და თავადაც დაისხა.
_არ მჯერა, არ მჯერა რომ ასეთი იდიოტი ხარ!_ხელებს სახეზე ისვამდა და გაოცებისგან თავს აქნევდა._პირველად ხომ არ იყავი ქალთან.
_მახსოვს, რომ ვკითხე, გეფიცები...ბევრი არაფერი მახსოვდა იმ ღამიდან, მაგრამ მითხრა, რომ აბებს სვამდა....ღმერთო, ისეთი გათიშულები ვიყავით, როგორ დავიჯერე._ყოველ გახსენებაზე უნდოდა.
მიშო ბიძაშვილს უყურებდა განადგურებულ ბიძაშვილს და ცხოვრებაში პირველად არ იცოდა, როგორ დაემშვიდებინა...

ნატალის არ უტირია. არც ერთხელ. საკუთარი თავი ნანგრევებიდან უკვე ამოეყვანა, თანაც გაცილებით პატარა ასაკში და ზუსტად იცოდა, რომ ამასაც გაუძლებდა. მწარე, საბოლოო დასასრულმა თითქოს უცნაური შვება მოჰგვარა – უსასრულო გაურკვევლობასა და სიმწარეს ასე სჯობდა. უბრალოდ, დრო სჭირდებოდა.
მშობლებთან საუბარი არ გადაუდია. იმ საღამოსვე დაურეკა და სიმართლის გამხელა აიძულა. ამბავი რომელსაც ისმენდა, უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა – მამამისის მიერ ფულის გათეთრებას ზაზა მელიქიშვილის ციხეში მოხვედრა და ლამის მთელი ქონების დაკარგვა მოჰყოლოდა და სკანდალს მისი ოჯახიც დაენგრია. სანდროს მოტივები უფრო კარგად გაიგო, მაგრამ არანაირი ემპათია არ უგრძვნია – თვითონაც პატარა იყო და უკიდურესად უჭირდა, მაგრამ სხვისთვის რაიმეს დაშავება არასოდეს მოსვლია აზრად, მხოლოდ საკუთარ თავს იზიანებდა. მშობლებისგან ისიც შეიტყო, რომ თანხის ძირითადი ნაწილი უკვე დაებრუნებინათ – ამან ოდნავ დაამშვიდა, ეს მაქსიმუმი იყო, რასაც მათგან ელოდა, უფრო სწორად, მაქსიმუმზე მეტი. გააფრთხილა, რომ ამ ინფორმაციას აუცილებლად გადაამოწმებდა.
გაქცევაზე აღარ უფიქრია, რეალობას შეეგუა და მისგან საუკეთესოს მიღებაზე ზრუნვა დაიწყო. საბოლოოდ გაიაზრა, რომ საქართველოში დამკვიდრდა და ცხოვრებას დროებითი სტუმარივით აღარ განაგრძობდა. ახალ პროექტზე მუშაობას შეუდგა, ვარჯიშიც განაახლა და ნელ–ნელა კოლეგებსაც დაუახლოვდა – აქამდე არ უცდია, თორემ დაახლოებით მისი ასაკის თანამშრომლებთან ბევრი საერთო ინტერესი აღმოაჩინა და საერთო ენის გამონახვა არ გასჭირვებია. ნინოსთან სტუმრობასაც მოუხშირა – ქალი მას პირველ შვილად თვლიდა და ყოველთვის სიხარულით ხვდებოდა, მისი შვილიშვილებს კი განსაკუთრებით უხაროდათ მისთვის გამოგზავნილი ნაირ–ნაირი ტკბილეულის გასინჯვა – ევროპელი მეგობრები ხშირად ანებივრებდნენ და, რა თქმა უნდა, თავისთვის მაქსიმუმ 10%–ს იტოვებდა. სანდროზე თავის აღმზრდელს მხოლოდ ერთხელ მოუყვა – ყველა დეტალით და სთხოვა, მეტჯერ აღარ ჩასძიებოდა. იცოდა, ბიჭთან საუბარი ოდესმე აუცილებლად მოუწევდა, მაგრამ ჯერჯერობით ამის სურვილი არ ჰქონდა და წაუკითხავად შლიდა მის ყველა წერილს.
იმ დღესაც, უცხო ნომრისგან ზარებს აიგნორებდა, მაგრამ რამდენიმე წუთში შეტყობინება მიიღო – მიშო იყო და შეხვედრას სთხოვდა. იმის მიუხედავად, რომ ერთ–ერთი ბოლო ადამიანი იყო, ვისი ნახვაც უნდოდა, მიხვდა, რომ მის ბიძაშვილთან საუბარს ყველაფერი ერჩივნა და დათანხმდა.
_არ მეგონა, თუ მოხვიდოდი!_მიშო უკვე მაგიდასთან იჯდა. ეტყობოდა, რომ ამჯერად ხუმრობის ხასიათზე არ იყო.
_არ ვაპირებდი, მაგრამ მერე დამაინტერესა, რა საქმე ჰქონდა თქვენი შვენიერი ოჯახის მორიგ წევრს._თითქმის ზედაც არ შეუხედავს, ისე უპასუხა და მის წინ დაჯდა._გთხოვთ, წყალი მომიტანეთ–ანიშნა მიმტანს.
_მაფიოზები ნუ გამოგვიყვანე._ოდნავ ჩაეღიმა მამაკაცს._დამშვიდდი, იმისთვის არ მომიყვანიხარ, რომ დაგემუქრო.
_თქვენი სტილი უფრო მანიპულირებაა, მართალი ხარ.
_აუჩ, მე კიდე, მეგონა უკეთესი რეპუტაცია მქონდა.
_ალბათ უკვე იცი, რომ შენმა ბიძაშვილმა ისე გამომიყენა, თითქოს კომპენსაცია ვიყავი. ახლა შენ მოდიხარ და მეგობრულად მესაუბრები. შემდეგი რა არის, ბიძაშენი შემომთავაზებს პატიების სანაცვლოდ ვალების ჩამოწერას?
_მოიცა, ჯერეს ერთი – არაფერი დაგეგმილი არ ყოფილა, ისე არა, როგორც შენ წარმოიდგინე. იმიტომ შეგხვდი, რომ ვუყურებ ჩემს ბიძაშვილს, როგორ ინადგურებს თავს იმაზე ფიქრით, რა უნდა გააკეთოს შეცდომების გამოსასწორებლად. ამას საკუთარ თავთანაც არ აღიარებდა, მაგრამ ვალთან თქვენს ურთიერთობას დიდი ხანია აღარანაირი კავშირი არ აქვს, შეუყვარდი და ტყუილებში ახლართულმა გზა ვეღარ იპოვა.
_გთხოვ, ტრაგიკული სიყვარულის ისტორია ნუ გამოგყავს ამ საშინელი ღალატისგან. ასე რომ არ მიექარა, გამოსასწორებელიც არაფერი ექნებოდა.
_მართალი ხარ. ის იდიოტია. ამაყი, მაგრამ სინანულით სავსე იდიოტი, რომელსაც წარმოდგენაც კი არ აქვს, როგორ ილაპარაკოს გრძნობებზე — თუ არ ყვირის ან დრამატულად არ ტოვებს ოთახს. მაგრამ მონსტრი არაა, ნატალი. აღარ არის. რაც იმ წვეულების ღამეს მოხდა — შეიძლება შურისძიება იყო, ჰო. მაგრამ ეს… ეს რაც ახლაა…
_მას ისევ ვენდე._ნატალიმ შეაწყვეტინა._მომავალიც კი წარმოვიდგინე ადამიანთან, რომელსაც თურმე სიმართლის გამხელის ერთი ადგილიც არ ჰქონდა. და ახლა რა გინდა, შემებრალოს?
_შენც არ ყოფილხარ მასთან ბოლომდე გულწრფელი...
_რა თქვი?
_როდის აპირებდი, მისთვის ბავშვზე მოყოლას? ვიცი, გულნატკენი ხარ, მაგრამ სანდრო ერთადერთი არ იყო, ვისაც საიდუმლოები ჰქონდა.
_18 წლის ვიყავი მიშო._ხელები უკანკალებდა._სრულიად მარტო, ბულემია მტანჯავდა, გადასაწყვეტიც არაფერი იყო.
_ჩემმა ბიძაშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ გთხოვ, ნაბი*ვრად ნუ გამოიყვან, რომელიც ბავშვის გაჩენას გაიძულებდა შენი სურვილის საწინააღმდეგოდ. უბრალოდ, უფლება ჰქონდა, სცოდნოდა.
_იმიტომ არ დამიმალავს, რომ მასზე გაბრაზებული ვიყავი და მისი დასჯა მინდოდა – მას, ჩემგან განსხვავებით, ცხოვრება ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, იმ დროს ასე მეგონა და არ მინდოდა, ამხელა ტვირთით დამემძიმებინა.
_ზოგი ტვირთი ზედმეტად მძიმეა მარტო სატარებლად, ნატალი._ხელზე მიეფერა._საკმარისზე მეტს გაუძელი.
_რატომ ხარ აქ, მიშო?_უნებურად მომდგარი ცრემლი უცებ მოიწმინდა და შეეკითხა.
_ იმიტომ, რომ ვფიქრობდი, რომ თუ თავად მოვიდოდა, სახეში შეაფურთხებდი. მინდოდა გამეგო, სანდროსთვის სიცოცხლის დაბრუნების შანსი თუ არსებობდა.
_შენი ბიძაშვილის არეულ საქმეებს ყოველთვის შენ აგვარებ?
_მხოლოდ ლამაზ საქმეებს.
_მთელი ოჯახი ავადმყოფები ხართ.
_მთავარია, გაგაღიმე._თავად ხმამაღლა გადაიხარხარა._მაგრამ მთავარ კითხვაზე მაინც არ მიპასუხე. ისევ გიყვარს?
_გადაეცი, რომ მაგ კითხვაზე პასუხი არ მაქვს._მშრალად მიუგო და დაემშვიდობა.


პირველ რიგში, მადლობა შეფასებებისთვის. მსურდა ამ თავით დამესრულებინა, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებ წერას და შედარებით მოკლე ეპიზოდი ავტვირთე, ძალიან რომ არ დავაგვიანო. როგორი წარმოგიდგენიათ ფინალი?



№1 სტუმარი მე❤

პატიებას დამსახურება უნდა...

 


№2 სტუმარი ლუ

კარგია მაგრამ თავები რომგაზარდოთ უკეთესი და უფრო საინტერესო იქნება,ფინალი კარგი გვინდა

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

უფროდაუფრო საინტეტესო ხდება. კარგად დაამთავრეთ ძალიან გთხოვთ

 


№4 სტუმარი ნაესტანი

ძალიან მომეწონა მაგრამ ეგრე და ტანჯვა რა იყო ამ გოგოში...როგორ უნდა აზღვევინო სხვას სხვისი დანაშაული...პატიებას დამსახურება უნდა და ერთა იგივე დანაშაულს მეორედ როგორ უშვებს ადამიანი ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი Nikea

ძალიან მომწონს,შემდეგი მალე იქნება?

 


№6 სტუმარი სტუმარი Mila

კარგ დასასრულს ველიიი

 


№7  offline წევრი Daisyd

მადლობა აქტიურობისთვის :) ბოლო თავს ცოტა დააგვიანდება, როგორც გითხარით, ვერ ვახერხებ წერას ეს დღეები და არ მინდა, უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით უცებ დაწერილი დავდო.

 


№8 სტუმარი სტუმარი თამთა

მიშო არის ჩემი ქრაში!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent