შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო(15) დასასრული


25-04-2025, 19:26
ავტორი ELPI
ნანახია 917

1 თვე, 31 დღე და 744 საათი იყო, რაც ემას და გიორგის არ უსაუბრიათ. ალბათ ხვდებოდა ემა, რომ ყველაფერს დრო სჭირდება, თუმცა მაინც ელოდა გიორგისგან ზარს ან წერილს.

არაფერი იყო.

ემა უკვე მის სოფელში იყო. სექტემბრის ჰაერს, რომელიც ნელ-ნელა ერეოდა ხეებს, აკვირდებოდა და თან მის ცხელ ჩაის სვამდა.

„გამოექცა თბილისს? სიცხეს?“ — თუმცა სიცხე აღარ იყო პრობლემა. გამოექცა ყველაფერს. მას ხომ ეს ყველაფერი ჩვევად ჰქონდა გადაქცეული.

ოთახში შევიდა, მოსაცმელი აიღო, თმა გადაივარცხნა და მდინარისკენ გავიდა. უკვე დღის რუტინად ექცა საღამოს მდინარესთან დაჯდომა, წყლის ყურება და ფიქრი.

სოფელი ამიტომ უყვარდა — სიმშვიდე და დრო, რაც ფიქრის საშუალებას გაძლევს.

მომენტალურმა ნაბიჯებმა გამომაფხიზლა და უკან გავიხედე. ნაცნობი სხეულის დანახვაზე თვალები დავჭყიტე.

„კი მარა… მელანდება?“ — გავიფიქრე და თვალი მოვიზილე.

ისევ გავიხედე — გიორგი იდგა. ჩვეულებრივი სახით, წვერ-მოზრდილი და თმა-მოზრდილი იერით. შორს იდგა, თითქოს ახლოს არ უშვებდა სხეული.

— აქ რა გინდა? ან საიდან იცოდი, რომ აქ ვიყავი? — ვკითხე ჩუმი ხმით და წინ გავიხედე.

ცოტა ხანს არაფერი უპასუხია. გვერდით მომიჯდა და ისიც მდინარეს გაჰყურებდა. შემდეგ კი მითხრა:

— ვიცოდი, რომ გაიქცეოდი და თავს აქ დაიმშვიდებდი.
— არ გავქცეულვარ, გიორგი… უბრალოდ დავიღალე, — ვუთხარი ჩუმად.

— როგორც მე? — ჩაიცინა, ჩუმად. — ხო, ძალიან დავიღალე, ემა… მეც.

— ვიცი. ვისაუბრეთ ამაზე… თუ ის საუბარი ამას მოიცავდა, — ვუთხარი მშვიდად. არ ვაპირებდი ემოციების აყოლას და კონფლიქტის დაწყებას.

დრო მჭირდებოდა.
არ იყო მარტივი.

— და როდის არის მარტივი ურთიერთობა? — ვკითხე ინტერესით და გავხედე. ისევ იმ პოზაში იჯდა.

— არასდროს… თუმცა ჩემთვის მაინც დროს საჭიროებდა ეს ყველაფერი, — ამოისუნთქა და გააგრძელა, — ეს დრო… არ მაძლევდა იმის უფლებას, რომ გულიდან გამეშვი.

შემომხედა.

— მე მეგონა ლიზას მიმართ გაგიჩნდა გრძნობა, გიორგი… მე ავირიე. ბოლოს ჩემი არევაც იქიდან მოდიოდა — იმიტომ რომ მიყვარდი.
ეს არ იქნება მარტივი, თუ გავიქცევით… ყოველთვის.

— არ მქონია გრძნობა. ერთადერთი რაც იყო — შეცოდება.
მე არ მინდოდა, ადამიანს ისე მოვქცეოდი, რომ ეგრძნო თავი ისე, როგორც მე მექცეოდნენ.
ემა, ზოგჯერ ეგოისტობა არაა კარგი.
არაა კარგი, როცა ატკენ სხვას — უბრალოდ იმიტომ, რომ თავი დაიცვა.

— აქ რისთვის ხარ? — ვკითხე ნაღვლიანად, მზერა არ მომიშორებია.

— იმისთვის, რომ ერთად დავბრუნდეთ.

— იქ არეულობაა, გიორგი… იმ ადგილას, სადაც შენ დაბრუნებას მთავაზობ, — თავი გავაქნიე.
— აღარ მითხრა „მოკლედ“… — წამოდგა, ხელი გამომიწოდა და წამომაყენა.

შემდეგ კი გააგრძელა:

— ყველაფერი დავალაგე. ლიზაც მშვიდადაა და მიიღო ჩვენი ურთიერთობა. შენზე ნერვიულობენ… ჰგონიათ, რომ აქ აპირებ დარჩენას, — მითხრა და თმაზე შემეხო ნაზად.

— ვაპირებ. არ მინდა იქ ვიყო, სადაც არეულობაა და გაქცევა მჭირდება.
მე სიმშვიდე მინდა. მყუდროება — რასაც ამდენი წელია ვეძებ.
— ხოდა ერთად ვიპოვით, — მითხრა და ჩემსკენ მოიწია.
მის თვალებში სიცხადე და სითბო ეწერა.

— ყველაფერი დამთავრდა, ემა… ჩვენ გადავლახეთ ის, რაც უნდა გადაგველახა, — მითხრა და ჩუმად დაიხარა ჩემს ტუჩებთან.
პატარა კოცნა დამიტოვა.
მის თბილ სუნთქვას ვგრძნობდი და მთელი სხეული მიხურდა.

— მართლა? — ვუთხარი პატარა ღიმილით.
— ერთი თვე? ამდენი დრო სჭირდებოდა?

— კი, მართლა, ემა.
არ იყო ეს ერთი თვე… მხოლოდ ფიქრს სჭირდებოდა.
რომ შენ დამშვიდებულიყავი. და მეც.

— კარგი, — ვუთხარი მოკლედ და ჩავეხუტე.

— კარგი? — მკითხა ინტერესით.

— კარგი, წავიდეთ. და არასდროს მომცე საშუალება გავიქცე, — გამეღიმა.
ვიგრძენი, როგორ ძლიერ მომიჭირა ხელი.

— მაშინ მოდი, ბოლო დაბრკოლება გადავლახოთ! — მითხრა აჟიტირებულმა.

— რა? რას გულისხმობ? — ვკითხე, ოდნავ ანერვიულებულმა.

— მოდი, ამ მდინარეში გადავხტეთ.
და გავატანოთ ყველაფერ ცუდი, რაც მოხდა.
დავიწყოთ თავიდან — ბედნიერად.

— მე ვერ წარმომედგინა, რომ ასე დასრულდებოდა…
მიხარია, რომ ჩემთან ხარ, — მითხრა და ისევ მაკოცა.
შემდეგ კი ტანსაცმლის გახდა დაიწყო.

— გიორგი, ცივა! — დავუყვირე სიცილით.

— არაუშავს, მე გაგათბობ, მოდი აქ, — მითხრა სიცილით და ხელი გამომიწოდა.
მეც გავყევი.
მის გვერდით ვიდექი ამაღლებულ ბორცვზე და ველოდებოდი, როდის გადახტებოდა.

— მზად ხარ? — მკითხა ხმამაღლა.

ღრმად ამოვისუნთქე და დავუყვირე:

— კიი!!

შემდეგ რაც მახსოვს — ჰაერი…
შემდეგ — წყალი.
და ისევ ჰაერი.

— ღმერთო, ძალიან ცივია! — დავუყვირე და მაგრად მოვეხვიე მის სხეულს.

— დამშვიდდი… მოდი, ახლა ერთად ვთქვათ:
„ყველაფერი ცუდი წაიღე, მდინარევ!“ — გაიცინა და თავი გააქნია.

— ყველაფერი ცუდი წაიღე, მდინარევ! — ვთქვი ხმამაღლა და მეც გამეცინა.

— ყველაფერი ცუდი წაიღე, მდინარევ… — დაამატა გიორგიმ და მაკოცა.

ასე დამთავრდა ყველაფერი.
მე და გიორგის… ალბათ გვქონია კონფლიქტები.
ცალკეც ვცხოვრობდით.
მაგრამ დასკვნა ერთი იყო:

თუ გიყვარს — ყველაფერს გააკეთებ, რომ დაიბრუნო.

ბევრი იმედგაცრუება მქონია,
და ბოლოს, ბარში პირველი შეხვედრით შეფასებულმა „უცხომ“ შეძლო — და ცხოვრება გადამიტრიალა.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი.

ალბათ არ მითქვამს — „უცხო“ ჩემი პირველი ნაწერია.
როცა ვიწყებდი, ვიცოდი, რომ მინდოდა ისეთი ურთიერთობა შემექმნა, სადაც სილაღე და ბედნიერება იარსებებდა — ტკივილთან და სიმძიმესთან ერთად.
ვიცი, რამდენს იტანენ გოგონები სიყვარულის გამო. ვიცი, არც ბიჭებს აქვთ მარტივად.
ამიტომ მინდოდა, რომ ემა და გიორგი რეალურები ყოფილიყვნენ. ძლიერი, ტკბილ-მწარე, მაგრამ ყოველთვის ერთმანეთისკენ მიმავალი.
გრძნობების დასაცავად მებრძოლი.

იმედი მაქვს, „უცხო“ წასაკითხად ისეთივე სასიამოვნო იქნება, როგორც ჩემთვის იყო მისი წერა.
თუ ერთხელ მაინც გაგიღიმათ, ან თუ თავში ჩაგაფიქრებინათ საკუთარი ისტორია — უკვე ღირდა.

მადლობა, რომ წაიკითხეთ. მადლობა, რომ იყავით აქ.
ვაფასებ თითოეულ ნახვას, მოწონებას და კომენტარს.<3333



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესო სასიამოვნო და საოცარი სიყვარულით გამიხარდა გიორგი და ემამ პრობლემები გადალახეს ეს დაბრკოლება და სიყვარულმა გაიმარჯვა, კარგია კარგი დასასრულით მადლობა წარმატებები ????❤️

 


№2  offline წევრი ELPI

სტუმარი ნესტანი
კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესო სასიამოვნო და საოცარი სიყვარულით გამიხარდა გიორგი და ემამ პრობლემები გადალახეს ეს დაბრკოლება და სიყვარულმა გაიმარჯვა, კარგია კარგი დასასრულით მადლობა წარმატებები ????❤️
მადლობა დიდი<33
--------------------
ე.ფ

 


№3  offline წევრი სართია

მომეწონა კარგი იყო♥️წარმატებებიი
--------------------
რიტა❤️

 


№4  offline წევრი ELPI

სართია
მომეწონა კარგი იყო♥️წარმატებებიი

ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა მადლობა დიდი<333
--------------------
ე.ფ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent