შესაფერისი! (ნაწილი 7)
არც ჩემს წუწუნს ჰქონდა აზრი და არც არაფერს, ძლიერად ჩამჭიდებოდა და იმის შიშით არსად გავქცეულიყავი, ჩემი თმებიდან არ ყოფდა ცხვირს. -მაგ ღიმილს შეგაშრობ სახეზე, გამიშვი მეთქი! -რაოდენ ხმაურიანი ხარ, სავია!-დაიჯუჯღუნა და უეცრად მიმატრიალა მისკენ. წამიერად შევახე ცხვირი მის შიშველ გულ-მკერდს და შიშით გავწიე თავი იმავე წამს. -არ გეძინებოდა?! -მეძინება, თანაც ძალიან! მაგრამ ესე რიგორ დავიძინო! ნუ გადამრიე ადამიანო, თუ იაზრებ რას აკეთებ?!-გაოგნებისგან ყვირილზე გადავედი და ძლიერად დავეჯაჯგუნე იმის იმედით, რომ გამიშვებდა. არც კი ფიქრობდა ჩენს წინ წამოწოლილი მამაკაცი მილიმეტრითაც კი ჩემს გაშვებას, რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ თვითინაც ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა და უბრალოდ ალკოჰოლის გამო იქცეოდა ასე, რაც უფრო მეტ შიშს აღძრავდა ჩემში. -და როგორ ვიქცევი? რა არის უცნაური იმაში, რომ დაძინება მინდა?! ამ ჩემს ჯაჯგუნში თმა ჩამომყროდა და ცალი ხელით ყურზე გადამიწია. -რას ქვია რაარის უცნაური?! ოი ღმერთო, მომეცი ძალა და გაძლება!-მოვთქვამდი-მომეცი ძალა არ მოვკლა აქვე! -საერთოდ არ ფიქრობ ჩემზე?! ვთქვა რომ გავშრი, არაფრის თქმა არ იქნება, სრულიად გაოგნებული მოვდუნდი და ჯაჯგუნს შევეშვი, დაბნეულმა და ამავდროულად გაურკვევლობაში მყოფმა, ავხედე ნასვამ მამაკაცს, რომელიც თმაზე მეფერებოდა და საკმაოდ სერიოზული სახით დამჩერებოდა, მე კიდევ ეს ამბავი უფრო მძაბავდა. რა უნდა და რას ითხპოვს, მგონია მანაც არ იცის. -უჩა, სიცხე გაქ?-დაუფიქრებლად წამოვიძახე. -მიპასუხე. -და რა უნდა გიპასუხო მაგაზე? არ ხარ სრულ ჭკუაზე. -არ ფიქრობ ჩემზე? საერთოდ არ ფიქრობ? -რატომ უნდა ვიფიქრო?-შევიცხადე და უცებ ვიგრძენი, როგორ მიშვა ხელები და საწოლზე წამოჯდა. -იმიტომ, რომ მე მინდა. მინდა რომ იფიქრო ჩემზე, ბეეეევრი იფიქრო და საბოლოოდ მიხვდე, რომ ჩემზე ფიქრს არაფერი ჯობია. -რა დალიე ადამიანო ამისთანა?!-წამოვდექი და წინ დავუდექი. ოთახში სამარადისო სიჩუმე ჩამოვარდა, მე მესმოდა მისი სუნთქვა და მისი მხრების მოძრაობის ხმაც, ისიც, როგორ ისვამდა წვერზე ხელს, მას კიდევ ჩემი სუნთქვა ესმოდა და ისიც, თუ როგორ ვუჭერდი ნერვიულად პიჟამას ბოლოს ხელს. უცებ ხელის მოძრაობით მანიშნა, რომ დავმჯდარიყავი მის გვერდით და მეც რატომღაც უსიტყვოდ დავემორჩილე. -მე… მე არ ვიცი როგორ უნდა გამოვხატო და… და როგორ უნდა გითხრა, როგორ უნდა გაჩვენო.. ეს.. ეს ყველაფერი… -მისმინე… ფეხზე წამოვდექი და დავიწყე აქეთ-იქით სიარული, დაბნეულობამ საბოლოოდ გამოაღწია ჩემი სხეულიდან და ეს უკვე საკმაოდ შესამჩნევი გახდა. მე უკვე ვხვდებოდი რაზე უნდა დაეწყო საუბარი და მაქსიმალურად ვცადე, რომ გამეჩერებინა. -იცი რამდენი რამის გაზიარება მინდა შენთვის? იცი… იცი რამდენი რამის მოყოლა მინდა? ჩვენება?-არ წყვეტდა საუბარს მამაკაცი. -უჩა გეყოს… ფეხზე წამოდგა ისიც უეცრად და მომიახლოვდა, წინ დამიდგა და ლამის ისევ ვეკროდი მის სხეულს. -ყველა წამი შენით იწყება და შენით მთავრდება მას მერე, რაც დაგინახე. გამაყრუებელი გულის ცემა მისწვდა ჩემს სმენას და ძლიერად მოვმუშტე ხელები, რომ გონება არ დამეკარგა და რამე სისულელე არ მომხდარიყო. “ამან ახლა სიყვარულში გამომიტყდა” გულში გავიფიქრე და თითქოს ჩამეღიმა კიდევაც, მაგრამ უარვყავი ეს ფიქრები ეგრევე. -გეყოს მეთქი-არ ვიშლიდი ჩემსას და უკვე ვამჩნევდი, რომ ზოიძეს სულაც არ მოსწონდა ეს ფრაზები. -რატომ უნდა მოვრჩე, მე ხომ… მე ხომ.. შენ… -გაჩერდი მეთქი!-დარცხვენილმა წამოვიძახე და გულ-მკერდზე ავაფარე ჩემი მომუშტული ხელი. უჩამ ღიმილით დახედა მუშტს, ნაზად შეახო საკუთარი ხელი და ტუჩებთან მიიტანა, მერე ნელა მეამბორა ხელზე და მეც ძალას ვუკელი და შევუშვუ მუშტი. -იცი რა ლამაზია, როცა ვიღაცა გიყვარს?! ისევ ზარივით გაისმა და ყურები დამიგუბდა. “ნასვამია! ნასვამია! ნასვამია!” ვიმეორებდი გაუჩერებლივ და კანკალი მიტანდა. შოკი… პანიკა… უადგილობა… შიში… სირცხვილი… ვნება… ჰოდა… უპარდონოდ შეახო თავისი ბაგეები ჩემსას ისე, რომ სხეულზე არ შემხებია, იმდენად ნაზი იყო მისი შეხება, ძლივს მივხვდი რა მოხდა და გააზრებული არ მქონდა, თვალები რომ გავახილე და მის მომღიმარ გამომეტყველებას რომ ვკიდე თვალი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოვასწარი და მეც ავყევი კოცნაში. რომც არ გინდოდეს, თურმე საკუთარ თავს ვერ დაუმალავ, მეც მქონდა მისი გემოს გაღების სურვილი და თანაც თურმე როგორი. წელში გასწორდა, წვერზე მოისვა ხელი, მერე სახეზე ჩამოისვა, თითქოს ფხიზლდებაო, დამაკვირდა აელვებული თვალებით და ადგილზე გავიყინე, მისი გადმოდგმული ნაბიჯის კვალდაკვალ წასული ჩემი ფეხები, კედელს რომ შეეჯახა და როცა მივხვდი, რომ გზა უკან წყდებოდა, ის კიდევ გაუჩერებლივ მოდიოდა ჩემკენ, სადაც იყო დამეკივლა საშველად. პატარა გაცრეცილი და დაკუჭული თაბახივით წამავლო წელზე ხელი და სრულიად ამიკრა მის სხეულზე, გიჟივით დამეწაფა ტუჩებზე და გამეტებით მიკოცნიდა ხან ზედა, ხანაც ქვედა ტუჩს, მძიმედ სუნთქავდა და მისი ცხელი სუნთქვა მწარედ მიწვავდა ნესტოებს, გამწარებული ჩაფრენილი მარცხენა ხელი არ შორდებოდა ჩემს წელს და უპარდონოდ ასრიალებდა არეული მიმართულებით, მარჯვენა ხელი ჩემს ნიკაპზე წაეტანა, თითქოს აღმოფხვრა ამით ჩემი თავის გატრიალების საშიშროება. ხელები ჩამოყრილი მქონდა და ზუსტად 4 წამის მერე მივხვდი, თუ რას აკეთებდა, წამოვიკივლე და ვცადე მისგან გაცლა, მაგრამ არ გამომივიდა. “აი შენ ნამდვილი შიში!” შევუკურთხე გულში და ვცადე მომეშორებინა. -უ..უჩა… რა.. რას… აკე… აკეთე… აკეთებ… ბიჭ… ბიჭო…?! მუდარას გავდა ჩემი კითხვა და თითქოს ვედრებით ამოვიკნავლე, რომ გაჩერებულიყო. -მაგიჟებ! მაგიჟებ ანთაძე! ფანჯრიდან შემოსულმა ქარმა მამცნო, რომ იმ წამს ჩემი ხალათი უკვე ძირს ეგდო და მხოლოდ საცოდავი მოკლე პიჟამა იცავდა ჩემს სხეულს მისგან. უაზროდ და გაუჩერებლივ ვფართხალებდი და ვცდილობდი, რომ მისი ტუჩები აღარ შემხებოდა. საშინელი ატლასის ნაჭერი…! ერთი ხელის გაქმევის დროს, ბრიტელკა, რომელიც ისეც ძლივს იყო დაყენებული ჩემს მხარზე, სრულიად ჩამოსრიალდა და იმ წამს მივხვდი, რომ ცალი მკერდი, სრულიად მოშიშვლებული მქონდა, გაოგნებულმა დამხედა და რომ არა შოკური მდგომარეობა, რომელიც ისევ ჩემი ბრალი იყო, იმ მომენტში მისგან თავის დაღწევას მოვახერხებდი. ცხელი ტუჩების შეხება როგორც კი ვიგრძენი გაყინულ მკერდზე ჩემდაუნებურად წამოვიკივლე და ხელი ავიფარე პირზე, თავის შესაკავებლად, არვიცი როგორ მოხდა, მაგრამ ჭიანჭველების ერთმა მარშმა გაიარა სხეულში და სითბოც მოვიდა. თმაში შევუცურე გაუაზრებლად ხელი და ძლიერად მოვმუჭე, მკერდზე ვიგრძენი თუ როგორ ჩაეღიმა და საპასუხოდ ცოტათი მიკბინა. უცებ წამოიწია და გაცხოველებულმა მაკოცა, ორივე ხელი მომხვია თეძოებზე და წელზე შემომისვა, კედელს მიმაყუდა და მისი სიმაღლის გასწვრივ გამაჩერა, ხელები შემოვხვიე კისერზე და ახლა მე წავეტანე მის ტუჩებს, თმაში ჩავფრენოდი მთელი ძალით და მეორე ხელით ვუკაწრავდი სხეულს, სიამოვნების ექსტაზი განვიცადე კისერთან რომ ჩააცურა ტუჩები და საჯდომზე მომკიდა მთელი ძალით ხელი. ძალუმად მიმიკრო სხეულზე და ახლა სხეულის ყველა სანტიმეტრით ვგრძნობდი უჩა ზოიძეს, ყველა მილიმეტრით ვგრძნობდი უჩა ზოიძეს. საწოლზე მიმაწვინა და უკვე იქ აგრძელებდა ჩემს ალერსს, არ დაუტოვებია სხეულის არცერთი წერტილი ისე, რომ არ ეკოცნა, არ შემხებოდა, ყველა მისი შეხება ჩემში სისხლის ადუღებას იწვევდა და ლამის სიწითლით პომიდორისთვის მეჯობნა. ძლიერად შემოვხვიე ხელები და ახლა მე წავეტანე მის კისერს, პირველივე შეხებაზე გასცრა და ვიგრძენი ტანში ჟრუანტელმა როგორ დაუარა. კაცმა რომ მკითხოს იმ მომენტში რატომ მოვიქეცი გიჟივით და რატომ ავყევი მას.. არ ვიცი.. ტვინი გათიშული მქონდა და მხოლოდ გულის ძახილს მივყვებოდი, არ ვიცი რატომ, მაგრამ მე ალბათ ისევე მინდოდა უჩა, როგორც უჩას სავია. მისი სხეულის ტემპერატურა ერწყმოდა ჩემსას და ბედნიერებისა და სიამოვნების მორევში გადასვლად ბევრი აღარ გვაკლდა, როცა ჩემმა აყეფებულმა ეგომ გამომაფხიზლა უკვე მერამდენე ცდის შემდეგ ვინ იცის და როგორც იქნა, მოვძვერი მას. -უჩა…!-წამივიკნავლე. -გისმენ პატარავ! არვიცი რა ვუთხარი ამისთანა, მაგრამ იმ წამსვე გამომხედა. -გთხოვ… ახლაღა გაიაზრა ჩემმა სულელმა თავმა, რა მდგომარეობაში ვიყავი მის წინ, საცოდავი საცვალიღა ამკობდა ჩემს დარცხვენილ სხეულს. “აჰა შენი სანაქებო თავმოყვარეობა სავია!” გავუჯავრდი საკუთარ თავს. -არაფერს ვაპირებ, ნუ გეშინია!-გამიღიმა და მხარზე მაკოცა-სულ რომ სურვილით ვკვდებოდე, შენ რაც არ გენდომება,იმას არ გავაკეთებ-თავი წამოწია და ზემოდან დამხედა-მინდა გინდოდე! შენც მინდა გინდოდეს ჩემთან! -სრული ქაოსია ჩემს თავს-არ დამიმალავს მისთვის ჩემი მდგომარეობა და სულ ცოტაღა მაკლდა, რომ ტირილი დამეწყო. -საშინელი არაფერი მომხდარა, ვაღიაროთ, რომ ეს ოდესღაც მოხდებოდა, დღეს თუარა ხვალ, ან ზეგ-საწოლზე წამოჯდა და ხელი გამომიწოდა რომ წამოვმდგარიყავი-შენ ვერც კი იაზრებ, შენ რა ქალი ხარ! ტანში დამიარა და შემცივდა თუ დამცხა, იმ წამს ვერ გამეგო. -უჩა…! -იცი რას გეტყვი?!-გამიღიმა და თავზე მაკოცა-ხვალ პაემანზე მივდივართ. -არ მინდა. მისი სიტყვების გაგონების მერე მივხვდი სადამდე მქონდა შეტოპილი და სულ რაღაც რამოდენიმეჯერ ნანახ მამაკაცთან ერთად რომ ვიწექი საწოლში საცოდავი საცვლის ამარა და რომ გავიხსენე რას ვაკეთებდი, გული შემეკუმშა და ცრემლები წამომივიდა, ხელები ავიფარე სასწრაფოფ სახეზე და ქვითინი დავიწყე. -რა.. რა მოხდა?!-დაფეთებული მომიტრიალდა უჩა-გატკინე რამე? ცუდად შეგეხე? -ა.. არა-ძლივს ვლაპარაკობდი-შე..შენ.. არაფერ შუა..შუაში.. ხარ..-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვსაუბრობდი. -აბა რა მოხდა?! რა გჭირს?! რატომ ტირიხარ?! -იმიტომ, რომ… სულე…სულელი ვარ.. ეს.. ეს რა გავა…გავაკეთე…-ვუმატე ტირილს და ხმაც უფრო მძაფრი გამიხდა-სულ.. სულ.. გადავირიე! -რა სულელი ხარ სავია! -სუსტადაც სულელი… ვარ…-ვცადე მისი წელზე მოხვეული ხელის მოშორება, მაგრამ ამაოდ, უპრობლემოდ ჩამისვა კალთაში. -აჯობებს ტირილს მორჩე, თორემ ატირებულზე, ცრემლიანი თვალებით იცი როგორი სექსუალური ხარ?! მე თავს ძლივს ვიკავებ, რომ მართლა მანიაკივით არ შეგაფრინდე-გამიცინა-ორივეს ჯანმრთელობისთვის აჯობებს დამშვიდდე. -მანიაკი ხარ.. ზუსტადაც… -არაფერი ცუდი არ მომხდარა, კიდევ ერთხელ გიმეორებ, ეს მოხდებოდა, თანაც აუცილებლად. -რა იცი შენ?!-პატარა ბავშვივით წამოვიკნაბლე და აწითლებული და აცრემლიანებული თვალებით გავხედე, მან კიდევ, ნეკა თითით მომწმინდა ცრემლები. -იმიტომ რომ მე შენ მჭირდები და ვიცი, რომ თუ მე რამე მჭირდება, ის ჩემი უნდა იყოს. სულ ჩემთან უნდა იყო პატარა მორცხვო ქაკბატონო. ძლიერად მიმიკრა და მეც ცოტა დავმშვიდდი. ჩემთან ერთად უბრალოდ მიწვა საწოლზე და როდის ჩაგვეძინა არ ვიცი. ^^^^^^^^ მოვედი ახალი თავით ???? ველოდები შეფასებასა და კომენტარებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.