მწვანე ლაქა ( თავი 22 )
თავი 22 ვაჟა შუადღისას სახლში მარტო დავბრუნდი, რადგან დავითს ჯერ არ წერდა ექიმი რამდენიმე კვლევის გამო. ხატიამაც არ ინდომა მამამისის დატოვება, მიუხედავად იმისა რომ დავითი ჩემს მხარეს იყო და სურდა შვილი სახლში გაეგზავნა. მანქანა ეზოში გავაჩერე და ნაჯახით ხელში გადმოვედი მანქანიდან. ქალბატონი თამარის გუშინდელი უადგილო ხუმრობის შემდეგ ჩვენც ვიხუმროთ ცოტა! ბაღში მდგარი დაცვის ბიჭები გაკვირვებით, თვალის მოუცილებლად მიყურებდნენ და ალბათ ფიქრობდნენ, რისთვის მინდოდა ნაჯახი. Მათმა მზერამ შემაცილა სახლში . ახლა ნახოს ამ ჯადოქარმა. მის მოპუწკულ და მოპრანჭულ მისაღებ ოთახს როგორ გავალამაზებ, ყველაზე მეტად ყურადღებას ახლად შეძენილ სასადილო მაგიდას და სკამებს მივაქცევ და იმ საზიზღარ ჭაღს რაღათქმაუნდა საფრანგეთიდან რომ ჩამოატანინა წინა კვირას! ჯერ დავიწყებ იმ გარყვნილი ჭაღით! აშკარად ძალიან ბევრ სინათლეს ასხივებს! მისაღებ ოთახში რომ შევედი , პირველად იქვე მდგარი დიდი დეკორატიული მცენარის ქოთანი გავტეხე . მიწა იატაკზე დაიპნა, . ნახატი, რომელიც ალბათ ძალიან ძვირი ღირდა, იატაკზე დავაგდე და ნაჯახით დავამტვრიე. ნინო რომელიც ყვირილის გარდა არაფერს აკეთებდა, ყვიროდა თამარის სახელს: - თამარ! გავუღიმე, ის კი კიბეებისკენ გაიქცა თამარის დასაძახებლად. - დაუძახეთ იმ ლამაზ ჯადოქარს. ოთახში რაც დავინახე ყველაფერი გავანადგურე, ყველაფრის დამტვრევის და დაჩეხვის შემდეგ ახლა ცული სასადილო მაგიდაზე დავარტყი. - ვფიცავ ყველაფერს დამამშვიდებელია. ჩავილაპარაკე ჩემთვის. თერაპიას ჰგავდა. Სასადილო მაგიდა რომლითაც თავს იწონებდა რადგან ვერცხლის და ოქროს ორნამეტებით იყო გაფორმებული გამოუსადეგარი გავხდე, სავარძლებისკენ გავემართე. ბრაზს ვიშორებდი, რა ჯანდაბა იციან ფსიქოლოგებმა, ჩემი საუკეთესო თერაპიის ფორმა ნივთების გატეხვა ყოფილა. როცა ქალბატონი თამარი შიგნით შემოვარდა, ნანახით გამოწვეული შოკის გამო საზიზღარი კივილი მორთ. თმებში სახვევები ჰქონდა და სახეზე ყავისფერი ნიღაბი ესვა. თითქოს საკმარისად საშინლად არ გამოიყურებოდა, ისე ყვიროდა, ყვირილით თვალები უფართოვებდა. ცოტა შეშინებულს გავდა. - რა დღეში ჩააგდე აქაორობა! Მიწიოკა თამარმა. მისმა წივილმა ხმამ ერთი ყურის გავლით მეორეში გაიარა და თავიც ამატკია. რა საშინლად წივის ეს ქალი! - ახლა მიყურე! მანიაკალურად გავუცინე, ნაჯახი ხელში შევათამაშე და მისი ძვირფასი ჭურჭლის კარადისკენ წავედი, სულ რაღაც რამდენიმე დარტყმის შემდეგ მთელს ოთახში ნამსხვრევები მიმოიფანტა. თამარმა თეფშის ნამსხვრევი აიღო და მესროლა, მიზანში არც თუ ისე კარგად ისვრის მხოლოდ ხელის მტევანი გამიკაწრა. ქალბატონი სიდედრი კარისკენ იყურებოდა გაგიჟებული და გაცოფებული, გარეთ მდგარ ბიჭებს ეძახდა და დახმარებას ითხოვდა, თუმცა ისიც კარგად იცოდა Ჩემი შიშით დაცვის ბიჭები სახლში ვერ შემოვიდოდნენ. ვერ გაბედავდნენ. - ნინოოო! სასწრაფოდ დაურეკე დავითს. - მოვიდეს დავითი და ვნახოთ, შემაჩერებს თუ არა! შემდეგ სწრაფად წავედი ვერცხლის ჭურჭლისკენ. ჩემსკენ გამოიქცა და დამიყვირა: - გაჩერდი! თუმცა არ გავჩერდი, კარადა გადმოვაყირავე და შიგნით არსებული ყველა ვერცხლის თეფში იატაკზე დაიყარა, კარადაც ზედ დავაგდე არც ერთი საღი აღარ დარჩებოდა! მანიაკი ქალი, სახლი ვერცხლით აქვს სავსე. ისე, მართლა დამამშვიდებელი იყო. გამთენიისას გადატანილი სტერსი, დაძაბულობა გადამეფანტა სხეულიდან და გონებიდან. თამარმა ხელები თავზე მიიჭირა და გაბრაზებულმა ისევ საშინელი კივილი მორთო. - ამ ყველაფრის ფულს შენ გადაიხდი! კაპიკ კაპიკ! - ჩემგან ერთ ლარსაც ვერ მიიღებ, ჯადოქარო! ტელევიზორისკენ რომ მივედი, რომელიც კედლის ნახევარს ფარავდა, ცულის გამო ვერ გაბედა ჩემთან მოახლოება. ისევ მოშორებით კიოდა, - თუ გატეხე , გაგგლიჯავ იცოდე! ეგ ტელევიზორი შენზე ძვირფასია! ღიმილით გავიხედე მისკენ. - ჩემი ფასი არაფერი არაა, მე ერთადერთი და საუკეთესო ვარ, ჩემნაირ სიძეს რომ მოძებნოთ, ვერ იპოვით. ტელევიზორს ნაჯახი მათ თვალწინ დავარტყი . - თუმცა ექიმი გირჩევნია! როგორ გინდოდა ჩემს მაგივრად ექიმი სიძე! - კომპლექსურო, ეგოისტო, ნაძირალა! იატაკზე დაგდებული დამტვრეული თეფში აიღო და ისევ ჩემსკენ ისროლა. ამჯერად საერთოდ უმისამართოდ, - ჩემი ქალიშვილისთვის შენზე უკეთესს ვიპოვი! - მხოლოდ ამ ოთახის დნგრევას ვაპირებდი, მაგრამ ახლა უკვე ზედა სართულებზეც სავალდებულოა! - ხატია შენზე უკეთესს ვერავის იპოვის! - აჰა, ასე უნდა დაადგე სწორ გზას ყოველთვის. ვცდილობდი არ გამეცინა, ჭერზე დაკიდებუი ძვირფასი ჭაღი ვაჩვენე. - Სიდედრო ამ სართულზე გავჩერდები მას შემდეგ, რაც ამ ლამაზ ჭაღს რამდენიმე ნათურას ჩამოვუმტვრევ. ბრაზისგან კანკალებდა, თან ცდილობდა გაეღიმა ჩემთვის და “მშვიდად „ შევეჩერებინე. - თუ ჭაღს არ შეეხები, დაგეხმარები ხატიამ და შენ პრობლემები რომ მოაგვაროთ. - შენს ქალიშვილს ჭაღზე ყიდი? - ამ ჭაღისთვის შემეძლია შენც გაგყიდოთ, მაგრამ მყიდველს ვერასდროს ვიპოვი, ვის რაში სჭირდები! ბოლო წლებია ყველაფრის მიუხედავად იარაღით დავდივარ ეშმაკს მაინც არ სძინავს, ახლა წელიდან იარაღი რომ ამოვიღე და ჭაღს დავუმიზნე, შეშფოთებულმა მითხრა: - ო, ჩემი სიძე და ჭაღი რა შესადარებელია! თავად ერთადერთი და განუმეორებელი სიძე მყევხარ ჭაღი რა მოსატანია შენთან. თქვა მან სწრაფად. არადა ძალიან ძვირფასი ჭაღია, რამდენიმე მოდელი არსებობს. - მაშინ შენმა ერთადერთმა სიძემ ერთი ორი ტყვია რომ ესროლოს ამ დებილურ ჭაღს, პრობლემა არ იქნება ხომ? - დაგახრჩობ, ! მიკივლა და თვალები უარესად დამიჭყიტა. გამეცინა და იარაღი ისევ წელს უკან საქამრეში ჩავიდე . მისთვის საკმარისი სასჯელი იყო. ახლა თამარის წინ ვიდექი, ყველანაირი ბრაზისგან თავისუფალი, ეს ყველაფერი კი რაც დავლეწე იმის დამსახურება იყო, ასე სწრაფად არაფერს დავუმშვიდებივარ აქამდე ხატიას გარდა. ნაჯახი ხელში ჩავუდე და ვუთხარი. - დაივიწყე ჩემი ცოლისთვის ახალი ქმრის პოვნა! გარშემო მიმოვახედე და ის არეულობა ვაჩვენე რაც მე გამოვიწვიე. - ამ ყველაფრის საფასურს ორჯერ მეტს მოგცემ თუ ხატიას ერთ საათში სახლში მოიყვან. მის გარეშე ეს სახლი ძალიან მოსაწყენი იყო. - თამარმა ნაჯახი ხელში შეათამაშა მხრებში გასწორდა. - რა მოხდება, თუ დავარწმუნე, რომ ნახევარ საათში აქ მოვიდეს? - Ხუთჯერ მეტი იქნება საფასური რაც გავტეხე. ვუთხარი და კარტა გავუწოდე. - თხუთმეტი! მითხრა და სწრაფად გამომტაცა კარტა ხელიდან. გამეცინა, ყველაფერში სათავისო სარგებელს ნახულობდა ეს ჯადოქარი! - ხომ ნახე რაც მოხდა ჯობია არ გამომცადო. - ათჯერ მეტი და 20 წუთში აქ მოვა. - შევთანხმდით. თამარს სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გაურბინა. ამასობაში კარზე ზარის ხმაც გაისმა, ნინო სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა თამარისკენ. - ქალბატონო თამარ სტუმარი გყავთ, რომელ ოთახში მივიღოთ? მათ საუბარს და სტუმარს აღარ დაველოდე, კიბეები სწრაფად ავირბინე ჩვენი საძინებელი ოთახის სააბაზანოში შევედი, კარგი შხაპი არ მაწყენდა, ტანისამოსი არ შემიტანია, რაც არ უნდა იყოს ამ სართულზე და ამ ოთახში როცა მე აქ ვარ არავინ ამოდის. ტანისამოსი გავიხადე და იქვე მივყარე, ვიცი ხატია გაბრაზდებოდა, თუმცა ახლა სარეცხის კალათის მოძებნას არ დავიწყებდი, საშინლად ვიყავი დაღლილი და დასასვენებლად შხაპი სასწრაფოდ მჭირდებოდა. საკიდიდან ტილო ჩამოვხსენი და წელზე მოვიხვიე, თმების შესამშრალებლად ამჯერად ისევ ხელსაწმენდ პირსახოცს გამოვიყენებდი, ხატია ამაზეც ბრაზდებოდა. სააბაზანოდან ოთახში რომ გავედი, იქ ხატიას მაგივრად თათა დამხვდა, ჩემგან ზურგ შექცევით. აქ რას აკეთებდა! ადგილზევე გავშეშდი, ნაბიჯიც არ გადამიდგავს, ხელში ჩემი სუნამო უჭირავს? - შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ?! ვუთხარი ბრაზნარევი ცივი ხმით. Ჩემი ხმის გაგონებაზე სუნამო თავის ადგილზე დაბრუნა და სწრაფად მობრუნდა ჩემსკენ. -ხატიას მოსაკითხად ამოვედი. - ხატია აქ არ არის! ახლავე დატოვე ჩემი ოთახი. Ჩემი ცოლის დაუკითხავად ამ ოთახში არავინ შემოდის! - თუ ჩაიცვამ არანაირი პრობლემა არ იქნება. მის სიახლოვეს მდგარი კარადა გამოაღო და ჩემ ტაანსაცმელს დაუწყო თვალიერება. ეს ქალი გაგიჟდა მემგონი! Რამდენს ბედავს! - თათია ახლავე გადი აქედან. - ხატიაში რა მოგწონს? ჩემში რა ვერ იპოვე ისეთი რაც მას აქვს? უბრალო საცოდავი გოგოა. Მისკენ წავედი კლავში ხელი წავავლე, კარებისკენ წავათრიე, როგორ ბედავდა ჩემს ცოლზე საუბარს. Მიუხედავად ყველაფრის ხატიაზე ზედმეტს არავის ვათქმევინებდი. - ზრდილობა დაიკერე პირზე და ახლავე აქედან გადი! ქალიაო არ ვიტყვი ბღავილით გაგიშვებ აქედან! მკლავში მაგრად მოვუჭირე ხელი კარების გასაღებად გავიწიე როდესაც ოთახის კარი ხატიამ შემოაღო. დედა ვატირე! უდრო დროს შემოვიდა ოთახში! კარებშივე გაშეშდა. თავისი ციმციმა შავი თვალებით მე და თათია შეგვათვალიერა, ყურსასმენები მოიხსნა, უკვე მეორე ლაწანს ვგრძნობდი ლოყაზე. Პირველი წლების წინ მივიღე ჩემი ცოლიდგან როცა ეგონა რომ ვუღალატე. თფუჰ! ასეთი სიტუაციის დედას შე**ცი! როცა ხატიამ თავიდან ფეხებამდე დამათვალიერა, კარგად დაინახა რომ პირსახოცის გარდა არაფერი მეცვა. წარბები შეჭმუხნა. ის, რომ თათა ჩემს წინ იდგა,კარგს არაფერს არ აფიქრებინებდა. უკვე ვნერვიულობდი, რადგან მისი მშვიდი თვალებიდან სიბრაზის ნაპერწკლები ცვიოდა და უკვე ვგრძნობდი როგორ მეყრებოდა მე თავზე. ველოდი თათა თავის მართლებას როდის დაიწყებდა, თუმცა ის ისე იქცეოდა თითქოს შემოგვისწრეს! ჯანდაბა, ყველაფერი ისევ ჩემს თავზე გადაივლიდა! ვერ ვხვდებოდი რაზე ფიქრობდა ხატია. Რადგან თათას ჩაფიქრებული უყურებდა. -Ჩემს ოთახში რას აკეთებ? ჰკითხა მას. შემდეგ მე მომიბრუნდა. - შენ რატომ არ ხარ ჩაცმული? ისეთი ცივი ხმით ლაპარაკობდა შემეშინდა, შემეშინდა რადგან ჩემი ცოლის ასეთ სიმშვიდეს ვიცოდი საშინელი ქარიშხარი მოჰყვებოდა უკან! თათიამ ჩუმად თითქმის ჩურჩულით გასცა პასუხი, მოახლოებული საშიშროება მანაც იგრძნო ხომ? - ვაჟასთან საქმეზე სალაპარაკოდ მოვედი, ოთახშიც იმიტომ ამოვედი, მითხრეს რომ აქ იყო. - რათქმაუნდა, ისევ თამარის ოინებია! თუ ასეა ახლა მართლა ვერ გადამირჩება. - ნუ გეშინია შენი ქმრის შეცდენას არ ვაპირებ. - შეცდენას?! გამოსცრა კბილებში ხატიამ. თათას სახეში ისეთი ლაწანი გაადინა ძირს დაეცა მეკი ხმამ ყურებში დამიარა. მწარე ხელი აქვს! - შენ მე დამარტყი? სანერვიულო მხოლოდ ლაწანი არ გაქვს! ჯერ მე შემომხედა შემდეგ ძირს დავარდნილ თათას ზემოდან დააცქერდა და კბილებში მშვიდად თუმცა გაყინული ხმით გამოსცრა. - ჩემი ხელიდან ვერავინ გიხსნით! თათიას თმაში სწვდა , მისი თმა ხელზე დაიხვია ფეხზე ადგომაც არ აცადა კარისკენ გაითრია და კიბეებისკენ წაათრია. გაშეშებული ვუყურებდი კარს, რადგან ხატიამ ვიღაცას ჩემს თვალწინ გაარტყა და შემდეგ თმით გაათრია ოთახიდან. არ მჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თვალით ვნახე. ვინმეს რომ ეთქვა, რომ ხატია მსგავს რამეს გააკეთებდა არ დავუჯერებდი. შოკში ვიყავი! გარედან გაგონილმა თათას ყვირილმა გონს მომიყვანა. მაშინვე შარვალი ამოვიღე და ჩავიცვი. არ ვაპირებდი პირსახოცით გასვლას. სანამ ნაჩქარევად ვიცვამდი შარვალს, თათას ყვირილი არ წყდებოდა. როგორც ჩანს კარგი არაფერი ხდებოდა გარეთ! იმედია მოკვლას არ უპირებს. ასე დღისით მზისით, კი მოწმეებს გავაქრობ მაგრამ. ჯანდაბა რეებს ვფიქრობ, ამ ოჯახმა ჭკუიდან გადამიყვანა! ქამრის ბალთა შევიკრა, პერანგი ჩავიცვი და სასწრაფოდ გავვარდი ოთახიდან. კიბეებზე ჩასვლისას თან პერანგის ღილების შეკვრას ვცდილობდი , ამასობაში ჩემი სიდედრი გამობრძანდა უკმაყოფილო ოთახიდან როცა ხმები გაიგო კიბეებისკენ გამოიქცა ისიც და უკან მომყვა. - ოჰ, რა ხდება ისევ ამ სახლში! - მე რავიცი თქვენ ალბათ მიჩვეული ხართ ამ სახლში ასეთ ჩხუბს. ვუთხარი მან კი ისე შემომხედა შეეძლო შუაზეც გავეგლიჯე მადლობა ღმერთს გარედან მომავალი ხმები აინტერესებდა. ორივენი გარეთ გავიქეცით, ბაღის მხრიდან ხმები ისმოდა, შოკირებული ვიყავით ნანახით. Ხატია თათას აუზში ახრჩობდა, ან აყვინთავებდა, ჯანდაბა მგონი მართლა ახრჩობდა. -Წყალი კარგია? ეკითხებოდა ცივსისხლიანი მანიაკივით. წარბსაც კი არ კრავდა. - სიძევ? - ჰმ. - ორივე ერთიდა იგივე რამეს ვუყურებთ? - კი... - ჩემი ოცნება ასრულდა! ტაში შემოჰკრა მანიაკმა ქალმა! დედა შილი ჭკუიდან გადამიყვანდენე! - გამიშვი.! ისმოდა თათას კივილი. - უთხარით გამიშვას! მიუბრუნდა თამარს. - გეთამაშება შილო! გასძახა თამარმა. ამ ქალის ჩემს ექიმთან მიყვანა გადავწყვიტე! ამასობაში ხატიამ თათა აუზში დააგდო და წყლიდან ამოვიდა! თვალებით იქაურობა მოათვალიერა და მზერა ცემზე შეაჩერა. Ჯანდაბა ახლა ჩემი ჯერ დადგა! მზერა მომაცილა და მანქანებისკენ გაიხედა, ეზოში ისევ ისე ეყენა ჩემი სპორტული, ბოლო მოდელი აუდი როგორც გავაჩერე. ახლა რის გაკეთებას აპირებდა მე და დედამისი დაკვირვებით ვუყურებდით. თვალები დავხუჭე როცა დაცვისგან გასაღები აიღო და მეორე მანქანაში ჩაჯდა. სად მიდიოდა? როცა მანქანა დაძრა და უკან დახევა დაიწყო, ძალიან დავინტერესდი. არ ჩანდა, რომ გასვლას აპირებდა, რადგან კარებთან უკუღმა დააყენა. უკან დაიხია და პირდაპირ გაიხედა, მეც იგივე მხარეს გავიხედე, საკუთარი მანქანა დავინახე. ვიფეთქე! - თუ ამას გააკეთებ.... არც კი გაბედო იცოდეე! დავუყვირე შორიდან. ჯანდაბა! Ჩემი მანქანაზე დარტყმას აპირებდა! - ახლახანს გამოვიყვანე ავტო სალონიდან, სულ რარაც ერთი დღეა რაც მისი გამოყენება დავიწყე. Ხატიამ შემომხედა, ტკბილად გამიღიმა. კარგად იცოდა მანქანები ერთადერთი რამ იყო რასაც ძალიან ვუფრთხილდებოდი. ისიც იცოდა რომ მხოლოდ მანქანები იყო ჩემი ინტერესი. - დამიჯერე ჩემო ქმარო, შენი მანქანა უკანასკნელია რისთვისაც შენი ნერვიულობა ღირს! ღიმილი საწრქაფად გაუქრა სახიდან. - როცა ამ მანქანიდან გადმოვალ წუხილი მაშინ დაიწყე ვაჟა! - ხატია! Გადმოდი ,მანქანიდა თორე ჩემი ხელით მოკლავ! არაფერი დაიშავო! გადმოდი ვილაპარაკოთ, ტყუილად ცილს მწამებ! ყველაფერი დედაშენის ოინებია! ვერ გადამირჩებაა!! დავიყუვირე გაბრაზებულმა! ვგიჟდებოდი, ვნერვიულობდი, ნებისმიერ წამს ჩემს მანქანას დაეჯახებოდა . ჩემი ლამაზი მანქანა, ვერც გადავაყენებდი, რადგან გასაღები შარვლის ჯიბეში იყო, რომელიც აბაზანაში გავიხადე. გაბრაზებულმა რულზ ხელი დაარტყა და დამიყვირა. - ვაჟა დაახვიე აქედან! გაზს მიაჭირა ფეხი. ქალივით ისტერიკული სიცილი დავიწყე. ვეღარ ვჩერდებოდი. - ღვედი გაიკეთე! გავძახე, მანაც გაზს ფეხი აუშვა და ჩემს საწყალ ლამაზ მანქანას დაეჯახა. ჯერ ერთხელ მერე მეორეთ. Მერე აღარც დამითვლია... მე რომ დავეჭერი, გული ასე არ მეტკინებოდა როგორც ახლა. Მანქანის ნახევარი სულ ჩაჭეჭყა, თითო დარტყმაზე დარწმუნებულივარ მე წარმომიდგენა რომ მეჯახებოდა, იმდენად გაცეცხლებული იყო! არსაიდან კახა მოვიდა და გვერდით დამიდგა. უკანა ეზოდან შემოვიდა სავარაუდოდ რადგან ვერ შევამჩნიე. - Ხატიას კიდევ რა გაუკეთე და ასე გააგიჟე? - Მე არაფერი. ეჭვის თვალით გამომხედა კახამ. - მანქანა დაგიჭეჭყა ატყობ. - მანქანის მაგივრად მე დამჭეჭყოს კახა? შოკურ მდგომარეობაში მყოფი სულელივით ვიცინოდი. - თერაპიას გადის ჩემი ცოლი. Მანქანის დამტვრევით მშვიდდება. - ეს გოგოც შენსავით გააგიჟე ატყობ ხომ? ვატყობ და ეს ყველაზე კარგი რამაა ამ ბოლო დროს. ამ დროს ხატიამ მანქანა ჩემი და კახას მიმართულებით მოაბრუნა. გაზს ბოლომდე დააჭირა ფეხი. Მე და კახამ ერდროულად შევიგინეთ, თითქოს ჩანაფიქრს მივუხვდით. - Შენი აზრით გაბედავს და დაგვეჯახება? - დედასაც გვიტირებს. Გაიქეცი კახა! Ხმამაღლა გავძახე კახას და ელვის სისწრაფით მოვცილდით იქაორობას. უკანა ეზოდან გავიქეცით კახას მანქანაში ჩავსხედით და ჩემი სახლის გზას დავადექით. Ჩემს ავადმყოფ ცოლს ცოტახანი დამშვიდების უფლებას მივცემდი. - Გასაღები გააქვს სახლის? - ჯანდაბა, სახლში შარვლის ჯიბეში დამრჩა გასაღები სახლისაც. - გოგასთან ავიდეთ ბარში. *** ნახევარ საათსი გოგას ბარში ვისხედით და ვისკის ვსვავდით, შეყვარებული წყვილი ერთმანეთს გვერდიდან აღარ სცილდებოდა, თინაც აქ იყო, ლიკაც მოვიდა მხოლოდ ხატია გვაკლდა. ტელეფონიც არ მქონდა რომ დამერეკა. სიცილად არ ეყოთ განვლილი ორი დღის ამბავი რომ მოვუყევი. - ყველაფერი კარგი და სახლიდან ეგრე როგორ წამოხვედი ფრატიც რომ ვერ ჩაიცვი. მომაბეზრებლად იცინოდნენ ყველა. რადგან ფეხშიშველი მივედი მათთან. - პერანგის ღილებიც არ აქვს წესივრად შეკრული. აყვა ლიკაც. Საბოლოოდ ოთხივე მუცლის ატკიებამდე დამცინოდა, ბოლო აღარ უჩანდა მათ სიცილს! - თინა დაურეკე ხატიას და ჰკითხე ბრაზმა თუ გადაუარა. - სახლში მისვლა ეშინია. იცინოდა გოგა. - მის ადგილზე რომ ყოფილიყავი შენც შეგეშინდებოდა, კორძიას და ამას შავი დღე გაუთენდათ. - ისე სიძევ ყველაფერი გავიგეთ მაგრამ სახლში როგორ დაიბარე, შენს ცოლს ბავშვობიდან ეზიზღება. - Ბიცოლაშენის ოინებია ყველაფერი. - ახლა ხომ მიხვდი თამარის გაბრაზება რომ არ ღირს. გავჩუმდი რაღა უნდა მეთქვა, მეგონა ეგ ჯადო ქალი დავსაჯე და თუმცა ფირიქით მოხდა ჭკუაშიც მაჯობა და სასჯელიც მიმაღებუნა ცადენილი საქციელისთვის, ბარათიც როგორ ტექნიკურად ჩამომართვა თანაც ულიმიტო, უკვე წარმომიდგენია რამდენს დახარჯავს! სანამ მე ფიქრებში ვიყავი გართული თინა ტელეფონზე ხატიას ესაუბრებოდა, შემდეგ ტელეფონი მე მომაწოდა. - შენთან უნდა საუბარი. - გისმენ... - ნივთებს გამოგიგზავნი ვაჟა. - რაა? - სახლში აღარ დაბრუნდე! - კარგი. ვუთხარი და ტელეფონი თინას მივაწოდე, მაგიდაზე დადებულ ვისკის ბოთლს ხელი დავავლე კახას მანქანის გასაღები ავღე და წავედი. თინა როგორც ჩანს ისევ ხატიას ესაუბრებოდა ტელეფონზე ახლა უკვე გაბრაზებით. Ბოლოს გავიგე ასე ეუბნევოდა. - ნასვამია , სასმლის ბოთლი აიღო მანქანის გასაღები და წავიდა... აღარ მომისმენია რახანც სურდა რომ არარ დავბრუნებულიყავი აღარ დავბრუნდებოდი, მანქანაში ჩავჯექი და გეზი ყაზბეგისკენ ავიღე. ცოტახანი დასვენება და დამშვიდება არ მაწყენდა. Მამა პაპეულ სოფელში ცოტახანი ყველასგან და ყველაფრისგან დავისვენებდი. თან არაფერი წამიღია ტელეფონიც კი არ მქონდა, სახლიდან დავურეკავდი ჯაბას და მომიტანდა. *** Ხატია ეჭვიანობამ რამდენჯერ შეიძლება დამღუპოს?! ნერვიულობისგან რამისაა გავგიჟდე, ვაჟას თან არაფერი წაუღია ისე წავიდა ტელეფონიც კი სახლში აქვს, თინა სახლში ჩემთან საუბრის შემდეგ მალევე დაბრუნდა. Საკმაოდ ბევრი საყვედური მივიღე, კატოსგან, თინასგან და გაგიკვირდებათ დედაჩემისგანაც კი! მამაც დაბრუნდა საავადმყოფოდან. და სახლში მომხდარი ამბების მოსმენით წნევამ ხელახლა აუწია. ახლა კი არ ამხელდა თუმცა ეტყობოდა რომ ვაჟაზე სერიოზულად ნერვიულობდა. - გავგიჟდები სად წავიდა! - ბიჭებიც ვერ პოულობენ. გამომეპასუხა თინა. - ადექი და მოძებნე შენი ქმარი. თვალები დამიჭყიტა დედაჩემმა. - შვილო დაუფიქრებლად რატო მოქმედებ? - სულელია შენი შვილი და იმიტომ. - შენ გაჩუმდი თამარ. ჭკუიდან გადაიყვანეთ დედა შვილმა ბიჭი. ტელეფონი ავიღე და ისევ კახას დავურეკე. - ხომ არ გაგიგიათ არაფერი? - არსად არაა ხატია? თბილისში ყველა სახლი ვნახეთ რაც აქვს არსად არაა, არც კომპანიაში, არც მოლში, არც სკოლაში და არც კაზინოში საერთოდ ჩვენს არც ერთ ობიექტზე არ ჩანს. - Სად შეიძლება წასულიყო. - ერთადერთი ადგილი ყაზბეგში, სოფლის სახლია, ახლა იქ ვაპირებთ მე და გოგა ასვლას. -მანდ მე წავალ კახა, თქვენ სხვაგან მოძებნეთ. - გზა იცი? - კი. - გაგვაგებინე. ტელეფონი სწრაფად გავთიშე, ჩემს ოთახში გიჟივით ავვარდი ვაჟას ტელეფონი გასაღებები ავიღე და ყაზბეგის გზას დავადექი. ღმერთო ახლა მხოლოდ იმას გთხოვ სახლში დამხვდეს, საღსალამათი დამხვდეს, გთხოვ იქ იყოს. ცოტახანში ჩემი მანქანის შუქებმა ჩვენი სოფლის სახლის ეზოში შეანათა, სახლში შუქი არ ენთო, არ ჩანდა რომ ვინე იქნებოდა. ნერვიულობისგან კანკალი დავიწყე, ყველაზე ცუდზე არ მინდოდა რომ მეფიქრა. Მთელი სხეული მიკანკალებდა მანქანიდან რომ გადავედი ისე ვნერვიულობდი, აქაც თუ ვერ ვიპოვიდი რა უნდა მექნა ეს ღამე როგორ უნდა გამეთენებინა? Ამ ბოლო დროც ძლივს ცოტა დავალაგეთ ურთიერთობა მეკიდევ ყველაფერი გავაფუჭე ისევ! პირველ სართულის აივანზე გავედი რადგან სახლში შესასვლელი კარი აივნის მხარეს იყო, მობილურის შუქით ვინათებდი გზას, გასაღების საკეტში მორგებას ვცდილობდი როდესაც ნაცნობი ხმა გავიგე. - აქ რას აკეთებ? Მადლობა ღმერთს! - სახლში მოვედი. - სახლში? Შემომიბრუნა კითხვა აშკარად კარგად იყო ნასვამი, მივუახლოვდი, პირისპირ დავუდექი, ნახევრად დაცლილი ვისკის ბოთლი მოვაცილე მაგიდიდან ჭიქაც გამოვართვი ხელიდან და დარჩენილი სასმელი მე დავლიე. - დიახ სახლში. თავი დამიქნია. - მეგონა ჩემთან მოხვედი. - შენთან მოვედი. Სადაც შენ ხარ ჩემი სახლიც იქ არის. დავიხარე და შუბლზე ვაკოცე, შეცბა, მთის ცივ კლიმატს მასზე ემოქმედა უკვე, გაყინული იყო. - ერთხელაც მაკოცე. ისე მითხრა თითქოს მევედრებოდა. ვაკოცე შუბლზე ვაკოცე, თვალებზე ვაკოცე, უკვე ღამის ცივი ჰაერისგან გაყინულ ტუჩებზეც ვაკოცე. მკლავზე ხელი მომკიდა მისკენ მომქაჩა და კალთაში ჩამისვა. წელზე ხელები მჭიდრო შემომხვია. შუბლი შუბლზე მომადო და მთხოვა კიდევ მეკოცნა, ამჯერად მთელი სახე დავუკოცნე, მჭიდროდ ჩავეხუტე გულში ჩავიკარი, ვატყობდი რომ სჭირდებოდა, ჩემი სიახლოვე ისევე როგორც მე მისი, სჭირდებოდა. - მიყვარხარ! Ჩამჩურჩულა ტუჩებთან. - მომენატრე. ვუთხარი და ხმამაღალი სიცილი დაიწყო. ტუჩებზე ვნებიანად მაკოცა, სკამიდან წმოდგა და პატარა ბავშივით ხელში აყვანილი ჯერ სახლში შემდეგ კი ჩვენს საძინებელში შემიყვანა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.