შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადავუფრენ


16-12-2019, 00:16
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 9 451

გადავუფრენ სასაფლაოს, თურმე ჩუმს და წყნარს,
ეს სიჩუმე, ეს სიწყნარე მე ხანდახან მკლავს.
გადავუფრენ მწვანე მდელოს, ამ მთების წინ გაშლილს,
თითქოს, თითქოს საიქიოს წასულს და თან გახრწნილს.

გადავუფრენ მე ჩემს ფიქრებს, ქარს გავატან დარდს.
ყურადღებას არ მივაქცევ მე ამ აზრებს მზარდს.
გადავცურავ გადავლახავ მე მძვინვარე ტალღებს,
რადგან თურმე ყველა ტალღა ჩემში რამეს აღებს.

გადავუფრენ დედამიწას, რომელიც ვერ სუნთქავს
და მას ზოგი გენიოსი ძლივძლივობით მუხტავს.
გადავცურავ ამ სიყვარულს და გავარღვევ საზღვრებს,
სიყვარულში ღვაწლმოსილი გული ყველას ასწრებს.

გადავუფრენ მე სიკვდილსაც კვლავაც შენ რომ გნახო,
ამ მსოფლიოს კედლებზე მსურს შენ რომ გამოგსახო.
გადავუფრენ სხვათა აზრებს, მომენატრე კარგო
და მე ვგრძნობ რომ შენს გარეშე უნდა დავიკარგო.

გადავუფრენ ამ პლანეტას, გაგაღმერთებ შენ.
და შენ გრძნობის, სიყვარულის ტყვიებს დამიშენ.
გადავლახავ სიყვარულის დაუნდობელ ტალღებს.
ის ხომ, ის ხომ დღეს ჩვენს კარებს სამუდამოდ აღებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent