შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეპყრობილი


3-05-2025, 16:43
ავტორი Lashaaleron1
ნანახია 127

დილა ჩვეულ რითმში დაიწყო, დედა მაღვიძებს რომ სკოლაში წავიდე, ვეწინააღმდეგები მაგრამ საბოლოოდ დავიდარაბაში გამოვფხიზლდი და წასასვლელად გავემზადე.

ჩანთა ცალ მხარზე მაქვს გადაკიდებული და მივემართები დაღონებული სკოლისაკენ.

ადგილზე მისულმა შორი ახლოს თანაკლასელები შევნიშნე... მაგრამ ვცდილობ თავი ავარიდო და სკოლის შენობაში ჩუმად შევაღწიო, ამ დროს ეტთ ერთმა თანაკლასელმ გოგონამ შემომძახა.... გელა რატომ იმალები?.... ნაბიჯებს ავუჩქარე და სწრაფად შევედი შენობაში.

საკლასო ოთახში როგორც მჩვევია ბოლო მერხზე ვარ მოკალათებული თავზე ჰუდი მაქვს ჩამოფარებული და მერხსზე ხატვით ვარ დაკავებული.

გვერდით ჩემი თანაკლასელი და ახლო მეგობარი გიგი მომიჯდა და დღის გეგმებს მაცნობა.

გიგი: დღეს ამოხვალ ჩემთან?... ახალი თამაში დავაყენე, მოგეწონება.

:არა იყოს... დღეს ხასიათზე ვერ ვარ.

გიგი: კარგი რა!... ისევ ნინის მისტირის?... ვერ ხედავ რამდენ ბიჭს მოსწონს?!, აზრი არ აქვს დამიჯერე.

:კარგი არ გვინდა ნინიძე საუბარი!...


ნინი ჩემი სკოლელია, ის ძალიან ლამაზი გოგონაა, სკოლის ვიჭები ყველანი შეყვარებულები ვართ მასზე, ის კი საჩუქრებს იღებს თაყვანისცემელი ბიჭებისგან, მე კი ჯერ ჯერობით არ მაქვს იმის შნო რომ რაიმე ვაჩუქო, ის კიარა ვერც ვესაუბრები... მხოლოდ შორიდან ვუმზერ.

სკოლიდან შინისაკენ ვბრუნდები და ვხედავ როგორ მიემართებიან ნინი და მისი მეგობარი მარი, ისე გავერთე მისი ცქერით რომ ვერც შევნიშნე როგორ მომეპარა გიგი ზურგს უკან ჩუმად და ხუმრობით ჩამყვირა... რაზეც ვუსაყვედურე.

გიგი: კარგი რა!... ისევ ნინის აშტერდები?.... ამდენ დარდს მიდი და პირდაპირ უთხარი ყველაფერი, 15წლის ბიჭიხარ 11ის ხომ არ ხარ რომ ვერ ბედავ?!.

:გეყოფა გიგი!.. არ არის ეს ასეთი მარტივი.

გიგი: კარგი... რაკი ასეა, ამას მე გავაკეთებ.

გიგი მიემართება გოგონებისკენ სწრაფი ნაბიჯებით მე კი მისი შეჩერება ვერ შევძელი და ადგილზე გავშეშდი.... ის არის გიგი უნდა მიუახლოვდეს გოგონებს როდესაც უეცრად ჩვენი სკოლის უფროსი კლასელმა ბიჭმა მოჰხვია ხელი ნინის და ერთად მხიარულად განაგრძეს გზა.

გიგიმ სანამ ჩემსკენ შემობრუნდა იმედგაცრუებული გამომეტყველებით მე უკვე იქ აღარ ვიმყოფებოდი.

შინ რომ მივედი როგორც მჩვევია ჩუმად შევედი სახლში ჩანთა ძირს დავაგდე და ძემი საძინებლისკენ გავემართე, რა დროსაც დედამ მისაყვედურა ჩუმად რომ შემოვედი სახლში.

საღამო ხანია, ლეკტოპს მივუჯექი და სოციალურ საიტზე ნინის სურათებს ვათვალიერებ, რომელიც უკვე მრავალჯერ მაქვს ნანახი... ამავდროულად ვფიქრობ მივწერო თუ არა წერილი მაგრამ თავს ვიკავებ. უცბად საიტზე შეტყობინება მომივიდა... უცნობ ადამიანს ჩემთან დამეგობრება სურს, რომ გავხსენი შევნიშე ვინმე ლამაზი გოგონას გვერდი, რომელსაც სალი ერქვა, დავათვალიერე ის და ძალიან მომეწონა, ძალიან მესიამოვნა და გავიფიქრე ნეტავ ნინი ყოფილიყო მის მაგივრად.

უეცრად ოთადში დედაჩემი შემოდის და მეუბნება რომ ეზოდან გიგი მიხმობს, მეც ავდექი და ჩავედი გიგის სანახავად.

გიგი: მაგარი ამბავი მაქვს, ნინი და მისი დაქალები სკოლის უკან კალათბურთის მოედანთან სხედან, ჩქარა სანამ მარტო არიან, რას ზიხარ სახლში?!.

გიგის სიხარულით გავყევი და ადგილზე მისულებს მართლაც დაგვხვდა ნინი მის მეგობრებზე გოგონებთან ერთად...

გიგი მიისწრაფვის მათკენ მაგრამ შენიშნა რომ გზას ჩემს გარეშე განაგრძობდა.
გაოცებული მეკითხება თუ რატომ არ მივყვები მათთან?... მე კი უსიტყვოდ ჩამოვჯექი შორი ახლოს და იქედან ვაკვირდები ნინის, გიგიმ თავი გააქნია და გვერდით მომიჯდა.

ვუმზერ სიყვარულით აღსავსე თვალებით ნინის, ის კი პერიოდულად გამომხედავს ხოლმე მაგრამ იმ წუთასვე ვაშორებ თვალს.

რამოდენიმე ხანში გოგონებთან ბიჭები მივიდნენ და გვერდით ჩამოუსხდნენ ამის დანახვისას თავი ჩავქინდრე რაზეც გიგი გაღიზიანდა და სწრაფად მიემართა გოგონებისკენ ისე რომ მე ვერც შევამჩნიე.

ცოტახანში გიგის ხმა გავიგონე და თავი ამოვსწიე, გაოგნებული ვიყურები მისკენ, ის მეძახის რომ მასთან და გოგონებთან მივიდე...
ძალიან დაბნეული ვარ და ნელა ვმოქმედებ, გიგი კი კვლავ მიხმობს რომ დავუჩქარო, რაზეც გოგონების და ბიჭების ჩუმი სიცილი ჰყვება.
როგორც იქნა მივუახლოვდი მათ და გიგიმ ჩემი თავი წარუდგინა მათ.

ნელ ნელა ვწევ თვალებს ნინის მიმართულებით და თვალი თვალში გავუსწორე, ასეთი რამ პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში რომ მე მას ასე ახლოდან ვუმზერ, ერთიანად ვცახცახებ და ვცდილობ მღელვარება არ შევიმჩნიო.... უცბად ბინის მისმა დაქალმა მიანიშნა ჩემზე რომ მგონი ამ ბიჭს მოეწონეო, სირცხვილისგან აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, გაშეშებული ვდგევარ და არ ვინძრევი, რა დროსაც ერთ ერთი უცნობი მაღალი ბიჭი მომიახლოვდა და მხარზე ხელი მომხვია, ირონიით მიმზერს და ამბობს რომ რა ქნას პატარა ბიჭსაც შეიძლება მოსწონდეს ასეთი ლამაზი გოგონაო, ამის გაგონებაზე სიბრაზემ მსძლია და უხეშად მოვიშორე მისი ხელი, მან კი კვლავ მომღიმარი სახით გაიმეორა.... უყურეთ ამას გაბრაზება სცოდნიაო, ირგვლივ ყველა იცინის და გაბრაზებული გავემართე ჩემს წინ მდგომ ბიჭისაკენ და თავით დავეტაკე მუცელში სწრაფად მისცვივდნენ მისი მეგობრები და მე და გიგის სასტიკად გაგვისწორდნენ, გოგონები გაიქცნენ და დავრჩით მე და გიგი ძირს ნაჩვენები, ვცდილობთ წამოვდგეთ და ადგილი დავტოვოთ.

:ეს გინდოდა?!... ხომ გეუბნებოდი თავი დამანებე მეთქი!...

გიგი: კარგი რა!... შენ გგონია ნინიმ აცემინანჩვენი თავი?!, შენი ბრალია ყველაფერი თორემ ეს არ მოხდებოდა.

:თავი დამანებე რა!...


ადგილიდან ისე სწრაფად მოვშორდი რომ გიგი ვერ დამეწია და მიყვიროდა რომ შევჩერებულიყავი, მე კი სწრაფად მივრბოდი ისე რომ გიგი ძალიან შორს ჩამოვიტოვე.

სწრაფად ავედი კიბეზე და შევედი სახლში ისე რომ დედაჩემს არ დავენახე ნაცემი რომ ვიყავი, სველი ხელი სახეზე მოვისვი და ჩემს ოთახში ჩავიკეტე. დედამ დიდ ხანს მიკაკუნა ნკარზე მაგრამ უშედეგოდ...

რამოდენიმე საათში შევძელი დამშვიდება და ლეკტოპი მოვიმარჯვე, საიტზე შევდივარ და ნინის გვერდს ვბლოკავ, ამას ისე ვაკეთებ რომ ცრემლის მოშორებას ვერ ავუდივარ...

უეცრად მომივიდა შეტყობინება, გამომეტყველება შემეცვალა... გავხსენი და შალის წერილი დამხვდა.

სალი***: როგორ ხარ?

სალი***: ვიცნობთ ერთმანეთს?

სალი***: არა მაგრამ ძალიან მეცნიბი.

***:მე არა!... ბოდიში.

სალი***: არაუშავს, ალბათ ნაცნობში შემეშალე.

***: არაუშავს.....

სალი***: რაღაც სევდიანი მეჩვენები.

***: კი, შეყვარებულს დავშორდი.

სალი***: ცუდია.... მაგრამ ყველაფერი ხდება, არ იდარდო.

***:შევეცეები.


უცნობ გოგონასთან მიმოწერა დავასრულე და ლეკტობი დავკეცე და ვდარდობ ხვალინდელ დღეზე რადგან სკოლაში წასვლას ავარიდო თავი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent