ოიზისი XIX
-ნეტავ გამაგებინა ტვინი სად მქონდა რომ დაგთანხმდი იმ საჯანდაბე კომპანიაში მუშაობაზე. მათე ბესოს ოთახშია, საწოლში მხოლოდ საცვლის ამარა წევს, პირდაღმაა, ხელები ბალიშის ქვეშ აქვს შეცურებული, თავი მარცხნივ მიტრიალებულიაქ. -არ გქონდა. ორჯერ არასდროს ფიქრობ როცა ჩემთან ერთად ხარ. ბესო მის წელზე თითით წრეებს ხაზავს და თვალებში სულამდე უყურებს. ბსოს ბოლო დროა თავი აღარც ზედმეტად უგრძვნია და აღარც იდეალურობა უცდია. მათე ისეთს იღებს როგორიც არის, გატეხილს, ბავშვობის ტრავმებით სავსესა და იმედგაცრუებების მოლოდინში მყოფს. გამუდმებით ისე აგრძნობინებს თავს თითქოს მისი სამყაროს ცენტრი იყოს, და არის კიდევაც. -თამთა და დედაშენი მართლა არ მოვლენ დღეს? ბესო თავს აქნევს და ბიჭს შუბლზე ჰკოცნის. -იმედია არ ცდები. ძალიან უხერხული იქნებოდა ახლა დედაშენი რომ შემოსულიყო. - ცოტახანში ვეტყვი. -რას?მე რომ მხვდები? -ხო შენ რომ გხვდები. - მისმინე. მათე სწორდება და მუხლებზე ჯდება, თან ხელებში ბესოს ხელები აქვს მოქცეული. -არ მჭირდება ბესო ხალხმა იცოდეს. არ მჭირდება ვინმემ იცოდეს რომ მიყვარხარ, რომ გაღმერთებ და ვგიჟდები როგორ წარმოთქვამ ხოლმე იმ დემონის სახელს ჩემთვის დასაძახებლად. მე შენ მჭირდები, შენ მინდიხარ და ყველაფერი დანარჩენი რაც ჩვენს ხალხთან თუმდაც საკთარ მშობლებთან coming out-ს ან რაიმე მსგავს უკავშირდება . მხოლდო მაშინ ქენი თუ უბრალოდ ასე გინდა და არა იმიტომ რომ მე მასიამოვნო. -ვიცი კურუპირა. შენ ერთად-ერთი ხარ ვინც დამსხვრეულს მიყურებს და არ მაღელვებს ნება მივცე ეს ნამსხვრევები შეაწებოს. ბესოს თვალები ცრემლებით აქვს ავსებული. არ არის მიჩვეული ვინმესთან საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე საუბარს, მაგრამ ეს თვეები რაც მათესთან გაატარა იდეალური იყო და იცის რომ კიდევ ბევრი ასეთი იდეალური დღეები ექნებათ. როგორ არ ჩხუბობენ, ან კამათობენ მაგრამ ეს ხომ ცხოვრებაა რომელშიც მუდამ ჰარმონიულ ურთიერთობაში ვერ იქნები. - ბესიკა მადლობა. იმსითვის რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ, მანამდე მეგობრად არცისე ახლოდ მაგრამ მეგობრად იყავი ახლა კი არც კი ვიცი რად, იქნებ სარკეში არეკლილ ჩემივე თავად. ბესოს მის ტკბილ სიტყვებზე ფართოდ ეღიმება, მაგრამ მერე სიცილითაც ამბობს. -რა გეტყობა რომ მარიტას ტყუპისცალი ხარ. მისგან განსხვავებით ტკბილად საუბრობ. -მხოლოდ შენთვის . ჩამოვარდნილ კომეტას გავხარ. ყველა სურვილს ვუთქვავთ, ყველას მოგვწონს , მაგრმა თავად ცოცხლად იწვის. -ნუ ვერ ვიტყოდი რომ ცოცხლად იწვის, ის ხომ მტვრის და ათასი რამის გროვაა. -ნუ აფუჭებ. მათე თავში ურტყავს რაზეც ბესო უბღვერს და საპასუხოდ ფეხს მოხრილ ბარძაყში ურტყავს. მათე ოხრავს და ატკიებულ ადგილს ხელით ისრესს. ბესო დასცინის, კურუპირას გარდა კიდევ ბევრ სასაცილო სახელს ეძახის, შიშველ ბიჭს გულში იკრავს, სახეს და ყელს უკოცნის და მის თავს ძლიერად იკრავს მკერდზე. მათე ხითხითებს და ბესოს ხელებს ძლიერად ხვევს წელის გარშემო. უკვე ორი თვეა რაც ბესოს მამასთან გადამზიდ კომპანიაში მუშოაბენ. ყველაფერი ძალიან სახალისოა. მათეს შავ შარვალკოსტუმსა და თეთრ , ჰალსტუხიან პერანგში დანხავისას ბესო ნერწყვებს ყლაპავს და წამებს ითვლის სახლში წასვლამდე. ის გრძელ წითელ თმას მაღლა იწევს და ყველა ნაკვთს აჩვენებს. თანაც დიდიხანია თმა აღარ შეჭრია და ისეაქვს გაზრდილი ცოტაც და მარიტასგან ვეღარ გაარჩევ. მათესაც იგივე რეაქცია აქვს ბესოს დანახვაზე, თანაც თმა გადაიხოტრა და იმაზე ბევრად მიმზიდველია ვდირე ოდნავ მოზრდილ თმებში ხოლმე. ბესო ინტერესით ზის კომპიუტერთან, ანგარიშებს კრეფს, მამისთვის განრიგს ადგენს და კაცის ყოველიდანახვისას ისე ეპირფერება , რომ არ იცოდეს მამამისს ვერ იტანს აუცილებლად დაიჯერებდა რომ იდეალური ურთიერთობა აქვთ. ზოგჯერ მათე და ბესო გალდავას ან ავალიანის სახლამდე მისვლას ვეღარ ითმენენ და კომპანიის საპირფარეშოში კოცნაობენ. რაც თავის მხრივ ექსტრემალურია და ადრენალინის უმაღლესი დონე უტრიალებთ სხეულში. რა მოხდება ვინმემ ერთად შესულები რომ დაინახონ? ან როგორ კოცნიან? ან შემთხვევით ნაკოცნი რომ დარჩეთ და მიხვდნენ? ამ ყველაფერზე ფიქრი და თან მაინც იგივეს კეთება ისეთი ამაღელვებელია. სახლში მისულები სიყვარულის გამომჟღავნებას ლიფტიდანვე იწყებენ ხოლმე. იმ დღესაც ასე იყო. სამშაბათი დღე იყო. სამსახურში ერთმანეთს თვალებით გახადეს, გასაპარად და საპირფარეშოში საკოცნაოდ დრო ვერ მონახეს, მეტიც თვალებით ჭამდნენ ერთმანეთს. ბესოსთან მხოლოდ იმიტომ ავიდნენ რომ მათეს სახლში მარიტა იყო. ასე რომ ის ადგილი არჩიეს სადაც ნაკლებად მოუწევდათ თავის მოთოკვა. ავალიანის მანქანით წავიდნენ. გზაში მათე გრძნობდა როგორ უდუღდა ვენებში სისხლი და ბესოს სურვილი როგორ უკაწრავდა შიგნიდან სხეულსა და თითოეულ ორგანოს. როგორ მტკივნეულად გველივით მიისლასნებოდა მის ხერხემალზე ეს ყველაფერ. ბესოს მარჯვენა ხელი მათეს მარძაყზე ესვენა და ძლიერად უჭერდა, შიგადაშიგ ხელს უბისკენაც აასრიალებდა ხოლმე, რაზეც ბიჭს თვალები ეხუჭებოდა და ქვედა ტუჩს გამწარებით კბენდა. სახლში შევიდნენ თუ არა მათემ ჰალსტუხი ხელის რამდენიმე ჰორიზონტალური მოძრაობით შეიხსნა, თან თვალს არ აშორებდა ბესოს რომელიც მის წინ პატარა ტუმბოზე შემომჯდარიყო, ხელები აქეთ იქით დაედო და მომლოდინედ უმზერდა. აი ასე აღმოჩნდნენ საწოლში, უკვე ნახევრად შიშვლები და საუბრობდნენ იმაზე რაც ზევით ვახსენეთ. მათე ვერ იტყოდა რომ სოსოსთან მუშაობის დაწყება ცუდი იდეა იყო. პირიქით საკუთარი შემოსავალი გაუჩნდა შეყვარებულს თითქმის ყოველდღე ხედავდა და ასე თუ ისე სხვა სფეროშიც გაერკვია. მაგრამ პრობლემა ის იყო რომ ძირითადად დროს მხოლოდ ბესოსთან ატარებდა, მარიტას თითქმის ვეღარ ხედავდა და სწავლისთვისაც ნაკლები დრო რჩებოდა, რის გამოც შაბათ კვირას სახლიდან კი არა ოთახიდანაც არ გამოდიოდა. ….…………….. - აუ მიდით რა ვუყუროთ. ბესო წუწუნს არ წყვეტს. გალდავების მისაღებში ტყუპები, თავად ბესო, ქეთი, ირაკლი და ნიკუშა სხედან. დივანსა და სავარძლებზე მსხდომებს მაგიდაზე ან ხელში ჩაისთა და ყავით სავსე ჭიქები უჭირავთ. მაგიდაზე ჭიქების გარდა გამჭირვალე ჯამები დგას, კრეკერებით, იისფერი დორიტოსითა და მწვაენ ლეისის ჩიფსით სავსე. კიდევ წვენი და ყოველი შემთხვევისთვის ორი ბოთლი წითელი მშრალი ღვინო. ბესო უკვე 20 წუთია მეგობრების დაყოლიებას ცდილობს რომ ზარს უყურონ. რატომღაც საშინელებათა ფილმის ხასიათზეა, თუმცა მის ამ განწყობას არავინ იზიარებს, თავად მისი შეყავრებულიც კი. მარიტას რა თქმა უნდა უყვარს საშინელებათა ფილმები, ისევე როგორც ქეთის. მეტიც ეს სამეული ადრე ყოველკვირეულად ახალს უყურებდნენ, მაგრამ ზარის ნახვა მეორედ არ უნდა. -შეგახსენო რა მოხდა ბოლოს რომ ვუყურეთ? მარტია წუწუნებს და ნიკუშას ეხუტება, რომელსაც ხელი მის მხრებზე აქვს შემოხვეული. ბიჭი თავზე ჰკოცნის და აეჭვიანებულ მეგობარს ეჯღანება, აქაო და შენზე დიდიხანია მარიტას ვიცნობ და უფლება მაქვს როგორც და როცა მინდა მაშინ მოვესიყვარულოო. -რა მოხდა? ბესოს ეს ამბავი მართლაც არ ახსოვს, მას შემდეგ დიდი დროა გასული და თანაც მაშინ იქ არ იყოფილა. 6 წლის წინ სკოლიდან გამოვიდნენ თუ არა მარიტამ დედამის დაურეკა, ძშორენამ რომ თანხმობა მისცა ბესოსთან გასვლასა და ფილმის ყურებაზე სიხარულით ჩაჯდა ქეთისა და ბესოსთან ერთად ქეთის დედის მანქანაში, რომელმაც ისინი ავალიანის სახლამდე მიიყვანა. ჭკუა დაარიგა დედამისი არ გააბრაზოთო და სახლში გაბრუნდა. ბავშვები საღამომდე მარტო იქნებოდნენ, რადგან ბესოს დედა მუშაობდა. თამთა კი დეიდამისთან ჰყავდა დატოვებული. ჯერ სამზარეულოში შევიდნენ და სიცილ-კისკისით გააკეთეს პოპკორნი, ბესოს სახლის გადაწვის პირველი მცდელობაც სწორედ იმ დღეს იყო. პირველი პარტია რომ დაყარეს ტაფა აუალდათ და გადასაგდები გაუხდათ. -ღმერთო მოუქნელი ხარ აბა რა ხარ! ქეთიმ უღრიალა და მარიტას ისეთი სიცილი აუვარდა იატაკზე გაწვა სიცილისაგან. ბესო ხან ქეთის უყურებდა შეშინებული, ხანაც მარიტას გაკვირვებული. მერე ხელები ჰაერში აიქნია და ორივეს დაუცაცხანა. -რაც გინდათ ის ქენით, წავალ მე ფილმს ავარჩევ ლეპტოპში! ხმამაღლა თქვა და ოთახი დრამატულად დატოვა. გოგოებმა ერთმანეთს სიცილითა და გაკვირვებით შეხედეს. ქეთიმ ახლაი ტაფა გამოიღო და გაზზე დაგდა, თან თავსახურიანი ხელი ბესოს მიმართულებით გაიშვირ-აიქნია. -ვერაა ეს უჯიშო თავის ჭკუაზე. გადაგვწვა ქალო კინაღამ -ანუ ამას სამზარეულოში არ უნდა შემოასუნინო უბრალოდ. მე რა ვქნა? -არ ვიცი დამეხმარე რა უნდა ქნა სხვა. შენც კარგი შერყეული ხარ რომ იცოდე. ბესოზე გაბრაზებულ ქეთის მარიტაც ხელში მოხდვა და გაღიზიანებულმა გააგრძელა საქმე. მარიტაც უხალისოდ ეხმარებოდა, სანამ სიმინდმა გაპუნტვა არ დაიწყო და ქეთის თვალში არ მოხდვა. გალდავამ სწრაფად დაახურა თავსახური და ბესოს დაუძახა, ისეთი განწირული ხმით რომ ავალიანი წამში გაჩნდა -ამას მიხედე. მე ქეთის მოვუვლი. -რა მოუვიდა? -თვალში პოპკორნი მოხვდა. სიცილით თქვა და გოგო მაგიდასთან დასვა. თავად მაცივარში ყინულის ძებნად მოჰყვა, რადგან ქეთის თვალი გაწითლებული ჰქონდა, ხელს იკიდებდა და ტკივილისგან სადაც იყო იტირებდა. ცხელი, ზეთში ამოვლებული გამსკდარი სიმინდის მარცვალის ისეთ სენსიტიურ ადგილას მოხვედრა როგორიც თვალია ნამდვილად არ არის იოლი და უმტკივნეულო რამ. მარიტამ ფაცხაფუცხით გაახვია ყინულის რამდენიმე კუბი პირველივე ნაჭერში რომელიც ხელში მოხდვა და თავზლე სანამ დაადებდა სული შეუბერა. დღემდე ვერ იგებს ეს რატომ გააკეთა, მაგრამ ფაქტია რომ გააკეთა და ქეთის ამაზე გაეცინა. მოგვიანებით, როცა ქეთის თვალი აღარ სტკიოდა და პოპკორნიც მზად იყო ყველანი მისაღებში , რომელიც სტუდიოს სტილის იყო და ნაცრისფერ ფერებში გადაწყვეტილი, დივაზნე ჩამოსხდნენ და ბესომ ლეპტოპში აჭარანეთზე “ზარი” ჩართო. სახალისო იყო, არფერი იმდენად საშიში რომ ეყვირათ ან სასუსნავი ხელიდან გავარდნოდათ. სიცილ-კისკისითა და ინტერესით უყურეს თან არჩევდნენ კიდეც რამდენიმე სულელურ მომენტს. ყველაზე სასაცილო ამბავი, და ის რაზეც მარიტა ბესოს ესაუბრებოდა მისი სახლიდან წამოსვლის შემდეგ მოხდა. გალდავამ გადაწყვიტა ქეთისთან აეარა, იქ ერთად ემეცადინათ და შემდეგ სახლში წასულიყო. ასე მეტი დრო ექნებოდა რამის წასაკითხად ან დასახატად. ქეთისთან რომ მივიდნენ სახლში არავინ ჩანდა, რამდენჯერმე დაიძახეს კიდეც თუმცა აზრი არ ჰქონდა. საბოლოოდ ქეთის ოთახში შევიდნენ და ბიოლოგიის წიგნი გადაშალეს. რომ მოგეკლათ მარიტა მაინც ვერ იგებდა მცენარეების ზუსტ აგებულებას, უფრო სწორედ ვერ იმახსოვრებდა. წიგნში თავით გადაშვებული მარიტა თან ქეთის ხმამაღლა წაკითხულს ისმენდა თან თავადაც თვალს აყოლებდა მისთვის გაუგებარ სიტყვებს. მაშინ მარიტს ჩვევად ჰქონდა ხოლმე რომ თმა ფანქრით ან ფუნჯით მაღლა აეწია და მერე საათობით ეძებდა სანამ კედელს არ მიეყუდებოდა ან საწოლზე არ გადაგორდებოდა და ფანქარი ან ფუნჯი სკალპში მტკივნეულად არ შეერჭობოდა. მაშინაც რაღაცის მოსანიშნად ფანქარ გამწარებით ეძებდა. ქეთი კი გულხელდაკრეფილი , ფეხის ბაკუნით უყურებდა მეგობარს. -რას მიყურებ , ფანქარი მაპოვნინე რა. თან წიგნებს აქეთ -იქით ალაგებდა, თან მეგობარს ეჯუჯღუნებოდა. -თმაში გაქ მარიტა! ქეთი მისკენ წავიდა, სკამზე მჯდომისკენ დაიხარა და თმიდან ფანქარი ამოაძრო. მარიტამ გოგოს ზუსტად ამ მომენტში ახედა, თვალებში მისი თვალები შეეფეთნენ, თმა უსწორმასწოროდ ჩამოეყარა მხრებსა და სახეზე. ქეთი კი რამდენიმე წამს ასე გოგოსკენ გადახრილი იყო და თვალებში მიშტერებოდა, თანაც სახე ისე ახლოს ჰქონდათ ერთმანეთთან ერთმანეთის ჰაერს სუნთქავდნენ. ქეთი უეცრად მოშორდა და ფანქარი გაუწოდა. ის ის იყო საწოლზე ჩამოჯდა რომ წიგნის კითხვა გაეგრძელებინათ, ზარის ხმა გაისმა. ტელეფონი რეკავდა, ზუსტად ისეთი ზარი იყო როგორც ფილმში. არაფრით განსხვავდებოდა იმ ნანახი ფილმის მობილურის ზარისაგან და მარიტა და ქეთი ერთმანეთს შეშინებულები უყურებდნენ. სახლში მათ გარდა არავინ იყო. -იცი მგონი გავგიჟდი ან... -ან მართლა გესმის ზარის ხმა ხო? მარიტას ცხოვრებაში პირველად ააცახცახა ასე ზალიან. ქეთის ისეთი შეშიენბული თვალებით უყურებდა თითქოს ახლა და ამ წამს იდგა მოჩვენება მისსავე უკან. მაგრამ რომ მიხვდა რომ ქეთის მასზე მეტად ეშინოდა თავი ხელშია იყვანა და ოთახის კარისკენ შესამოწმებლად წავიდა. ძალიან ნელა, ფეხაკრეფით მიდიოდა. კარი ფრთხილად გამოყო და გაიხედა. არავინ და არაფერი ჩანდა, მაგრამ ზარი მაინც ისმოდა. ისე გამაყრუებლად რომ მარიტას ტელევიზორის წინ ჩავლაც კი დაეზარა. ქეთიმაც გამოყო თავი საძინებლიდან და ზარიც გაჩუმდა. ის იყო შვებით ამოისუნთქეს და დივანთან დასხდნენ რომ ისევ გაისმა.ისევ ისე შემაწუხებლად როგორც ადრე და გოგოებს ააკანკალათ. ერთმანეთს თვალებში ჩამდგარი სიკვდილის შიშით უყურებდნენ. რა თქმა უნდა ეს სისულელე იყო, ის ხომ უბრალოდ საშინელებათა ჟანრის მორიგი ფილმი იყო, თუმცა მაინც ეს ზარი რომელიც რეკავდა და არ ჩუმდებოდა იდენტური იყო ფილმში არსებული ტელეფონისა და გოგოები სადაც იყო შიშისგან სულს განუტევებდნენ. -გისმენთ! კაცის მოგუდულ ხმაზე გალდავამ და ამილახვარი ერთმანეთს გაოცებულები უყურებდნენ და იმის გააზრებაზე რომ ქეთის მამის ტელეფონი რეკავდა, რომელსაც ოთახში ეძინა თურმე ხარხარი აუვარდათ. -და ჩვენ...ჩვენ რა ვიფიქრეთ. მარიტა სიცილით ეუბნებოდა და თან მხარზე ხელს კიდებდა რომ ჩაბჟირებული არ წაქცეულიყო. ამილახვარს სიცილისგან თვალებიდან ცრემლები სდიოდა. დღევანდელი დღე ირაკლი სიცილისგან სადაც არის სულს განუტევებს. წარმოუდგენია 16 თუ 17 წლის მარიტა თავის აბნეულ-დაბნეული ხასიათით, შიშისგან გაფართოებული თვალებით და იმ იდეით რომ ყურმილის აღების შემდეგ 1 თუ 2 კვირაში(ზუსტად არ ახსოვს) მოკვდება. -რა გაცინებთ, იცით როგორ შეგვეშინდა! მარიტა ბავშვებს ტუქსავს და ნიკუშას ძალიან ძლიერად ეკვრება რომ მათ მზერებს გაექცეს. ახლა ყველას სასაცილოდ ეჩვენება, მეტიც სიცილისთვისაც კი არ ჰყოფნით, მაგრამ, მაშინ 16 წლის მარიტას ისე შეეშინდა ეგონა რომ ცოტაც და გული ამოუვარდებოდა. -კარგი რა რანაირად მოიგონეთ ეგ სისულელე. - მამაჩემის ტელეფონი იყო რაღაც საოცრება მათე. ქეთი იცინის და ტყუპისცალს უყურებს. ყველანი ხარხარებენ, მერე ბესო ამბობს. -ჰე ახლა ვუყუროთ, ახლაც ხომ არაა მამაშენი აქ რომ მისმა ტელეფონმა გვაფიქრებინოს ვკვდებით. ტელევზორში ფილმს რთავს და თავადაც დივანზე მათესა და ქეთის შორის ჯდება. მარიტა ქეთის თვალებით მობილურზე ანიშნებს და ტექსტს სწრაფად კრედს რომ ნიკუშამ ან ირაკლიმ ვერ დაინახონ. “მოდი ვაწამოთ და რომ მორჩება სადღაც ოც წუთში ეგ ზარი ჩავურთოთ” ”რა საზიზღარი ხარ, მოდი. ფილმი არც ისე საშიშია, მხოლოდ ის მომენტები როცა სიჩუმის შემდეგ მოჩვენება ხტება ხოლმე. ესა და ეს , მეტი არაფერი. გარეთ უკვე დაბნელებას იწყებს,თუმცა არ ადარდებთ. ჯერ ისევ ბევრი დრო აქვთ შორენას მოსვლადე. ეს ხომ შემოდგომა როცა დღე იკლებს და ისეთი განცდა გაქვს თითქოს სამყარო ყოველ მზიან და ნათელ წუთს გპარავს. ფილმის ყურებას რომ რჩებიან ბესო და მათე სამზარეულოში ყავის გასაკეთებლად გადიან, მათ ნიკუშა და ქეთიც მიყვებიან და მარიტა ირაკლისთან ერთად მარტო რჩება. აივანზე გადიან, მარიტა ძირს ჯდება და ფეხებს რიკულებს შორის ყოფს. ირაკლის მის ამ ქცევაზე ეღიმება, მერე თავადაც მსგავსად ჯდება და თმაზე ეფერება როცა გოგო თავს მხარზე აყრდნობს. - სასაცილო იყო ის ამბავი რაც მოყევით. -ახლა მართლა სასაცილოა, უბრალოდ მაშინ ძალიან ძალიან შეგვეშინდა ირაკლი. - არაუსავს ახლა აღარ გეშინია რაც მთავარია. მარიტა თავს უქნევს, მერე სახეს მისკენ აბრუნებს და მიხ მხარზე ჩამოყრდნობილი ნიკაპით ოდნავ ზევით იყურება. ირაკლიც მისკენ ატრიალებს თავს და ტუჩებში მოწყვეტით ჰკოცნის. -ამ შაბათს გეგმები გაქვს? მარიტა უარყოფის ნიშნად თავს აქნევს და სიგარეტის კიდევ ერთ ნაფაზს არტყავს. -მაშინ პაემანზე გეპატიჟები. გალდავას თვალები სიხარულისგან ანათებს. ისე არაა თითქოს პაემნებზე არ დადიოდნენ, მაგრამ უყვარს როცა ამას ოფიციალურად ეუბნება ხოლმე. -სად? - მოდი საბილიარდოში წავიდეთ და მერე თუ გინდა Mortal kombat-ი ვითამაშოთ. -მინდა. მაგრამ ბილიარდის თამაში რომ არ ვიცი?! -გასწავლი. ყველაფერს გასწავლი რაც არ იცი.. -იდიოტო, რატომ ხარ ასეთი საყვარელი. ? ზოგჯერ მართლა მაინტერესებს რით დავიმსახურე ასეთი golden rotriwer და green flag შეყვარებული. - დაიმსახურებ, ამრტო იმითიც კი რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ და ის შანსი მომეცი. -მაგას არასოდეს ვინანებ. არასოდეს ვინანებ რომ შემიყვარდი, რომ ამდენი ხნის შემდეგ შეგირიგდი. ან რატომ უნდა ვინანო?! შენ იკა, საუკეთესო ადამიანი ხარ ვინც კი შეიძლებოდა რომ ჩემი შეყავრებული ყოფილიყო. ქეთი იმ წმაის მისულია აივნის კართან და მარიტას მსგავს სიტყვებზე ადგილზე ქვავდება. თავში რაღაც კადრები დაურბის, მერე თავს ოდნავ აქნევს რადგან თავადაც ვერ გაუგია რა მოუვიდა. -მზადაა ყავა. მგონი ხელი შეგიშალეთ ბოდიშით- ამატებს როცა მისკენ მიბრუნებულ ორ წყვილ თვალს ხედავს და სახლში შედის. -დაგეხმარო ადგომაში? -კი რა. მარიტა უკვე ფეხზე მდგომ ბიჭს ორივე ხელს უწვდის, თან მუხლებს აივანზე იკეცავს რიკულებსშორის სივრციდან. ფეხზე დგება და ბიჭს სწრაფად ჰკოცნის ლოყაზე . მერე სამზარეულოში შედის სადაც ხის მაგიდასთან , მისი მეგობრები და ძმა სხედან. მაგიდაზე 4 ცხელი ყავით სავსე და ორი ცივი ყავის ჭიქა დევს. მარიტასა და ბესოსთვის. -ხო და მაგას ვამბობ მეც რომ უაზრობაა?!-ამბობს ნიკუშა. მარიტა სკამზე ჯდება და ინტერესით უყურებს მეგობარს. -რაზე ამბობთ? - მოკლედ დაჩი ხომ იცი? -შენი ბიძაშვილი ხო?! -ხო ეგ. 50 წლამდეა და დედაჩემი მისთვის ცოლს ეძებს და დარჩენილი მთელი სანათესაო. -ღმერთო რა იდიოტობაა. მარიტა ოხრავს და საწრუპიდან ყავას სვავს. -ზუსტად. ადამიანები სიყავრულის გამო ქორწინდებიან და არა იმის რომ უკვე შესაბამისი ასაკი აქვთ. -თან როგორი არასოლიდარობაა ქალების მიმართ. მარიტა ამატებს. -ხო ანუ იმის გამო რომ ეს ამის ბიძაშვილი 50 წლისაა ვიღაც ქალმა მასზე უდნა იზრუნოს?! მათეც ამატებს და ახლა ქეთი იღებს ხმას. -რატომ უნდა იზრუნოს საერთოდ ვინმემ? ამხელა კაცია და როგორ დავიჯერო საჭმლის გაკეთება, სახლის მილაგება და სარეცხის დარეცხვა არ შეუძლია დედიკოს ან სხვა ქალის გარეშე?! - ლიზიმ რომ ეგრე მითხრას ცოლი მაგისთვის მოიყვანეო საერთოდ არ მოვიყვან. ოხრავს ირაკლიც და თავის ყავას უბრუნება. -ბიჭო მაგას ვიძახი მეც და დედაჩემი აქეთ მეჩხუბა აბა შენ გინდ არომ უცოლოდ დარჩეო. ანუ მე რომელსაც ვაფშე აღარ მინდა ცოლი ჩემი ყოფილის ამბოს მერე. -ანუ ეს კიდე ვერ და move onდა - კარგი რა მარიტა იოლი რამე არაა. -ვიცი, უბრალოდ ვიხუმრე ჩემო სიყვარულო. ვიცი რომ იოლი არაა, მაგრამ ცხოვრება ერთი ადამიანით არ მთავრდება. დაიკიდე ვინ რას ეგტყვის რომ კიდევ გამოჩნდება, კიდევ შეგიყვარდება. უბრალოდ შენ თავზე კონცენტრირდი. მარიტა ბიჭს ეხუტება და საფეთქელზე თბილად კოცნის. შორენას მოსვლამდე და მერეც კიდევ დიდხანს სხედან სამზარეულოში და უკვე შორენასთან ერთად განიხილავენ იმ ამბავს რომ ქორწინება მხოლოდ მაშინაა გამართლებული როცა ადამიანს უნდა და უზარობაა სხვა ყველას ჩარევა მასში. ეს ხომ ბაზარი არაა სადაც სასურველ საქონელს აარჩევ და ფასის დაკლებაზეც ეწუწუნები გამყიდველს. ეს ცხოვრებაა ადამაინების ემოციები და მათი გადაწყვეტილებები , თანაც თანამედროვე 21-ე საუკუნე რომელშიც ბოლომდე არა , მაგრამ ადამიანები შედარებით თავისუფლები არიან. ............................. მარიტა ღია ცისფერ ჯინსს იცმევს,, წითელ ზედას რომელსაც შარვალში იტანიებს და ფეხზე საკუთარი ხელით მოხატულ All star-ებს. უკვე საღამოა და აგრილდა კიდეც. ნოემბერს ხომ ყოველთვის თავისი სუსხი მოყვება თან, თანაც უკვე შუა რიცხვებია, მარიტა თბილ შავ ჟაკეტს იცმევს და ყურსასმენებს იკეთებს. შემომსასვლელთან მისი ჩანთა კიდია, ხსნის და თავს მასსი ატარებს რომ საპირისპირო მხარეს გადაიკიდოს. ირაკლი თავისუფლებაზე ელოდება უკვე, ისიც ვაკიდან ფეხით ჩამოვიდა. მარიტა სადღაც 15 წუთში უკვე თავისუფლებაზეა. ბიჭს რომ ხედავს ეღიმება. ირაკლისაც თითქმის მსგავსად აცვია. წითელი მაისური, შავი ჟაკეტი, მუქი ჯინსის შარვალი , უამრავი ჯიბითა და ფეხზე შავი კონვერსები. მისკენ მიდის და ბიჭს კისერზე ხელებს ხვევს, ირაკლი ცალ ხელს წელზე უცურებს და ჰარეში გამოკიდებულს ატრიალებს. მარიტა ხითხითებს და როცა ირაკლი ძირს სვავს სიყვარულით სავსე, გაბრწყინებული თვალებით შეჰყურებს. - წავიდეთ? -წავიდეთ. როგორ დაამთხვიე შენი ლუქი ჩემსას? - შენს საძინებელში კამერები და მოსასმენი დავაყენე ირაკლი მთელი სერიოზულობით ეუბნება , მარიტას სიცილი უყდება და ბიჭსაც ტუჩის კუთხე უტყდება. როგორ უყვარს ასეთი ბედნიერი გოგოს დანახვა. მისი ყველაზე კაშკაშა ღიმილი რომელიც ლამისაა სამყაროს გაანათებდეს. მეტროში შედიან და ბარათებს ტერმინალს ადებენ. ესკალატორზე მარიტა ერთი საფეხურით მაღლა დგას და ირაკლის სიმაღლეს უთანაბრდება. -მამაჩემი ჩამოდის შემდეგ კვირას და ხომ არ გამოხვიდოდი? ლიზამ ოფიციალურად დაგპატიჟა საოჯახო ვახშამზე. -ამმმ. ისა არ ვიცი შეიძლება. თან თუ ლიზამ დამპატიჟა უარს ვერ ვეტყვი. -ანუ მე მეტყოდი ხო ? ნწ ნწ სულ არ ღელავ შენს სიყვარულზე. -კარგი რა. მგონია რომ უხერხული იქნება. მა ნახე მე შეყვარებული მყავს-ირაკლის სასაცილო ხმით გააჯავრა და ორივე ხელი მარცხნივ გაიშვირა, რომელიც შემთხვევით ესკალატორზე ჩამომავალ ბიჭს მოხვდა. მარიტამ ხელები პირთან მიიტანა და საწყალი ხმით ამოთქვა. -ღმერთო ჩემო ბოდიში. დიდი ბოდიში ვერ შევნიშნე. -არაუშავს. ბიჭმა გაუღიმა და გზა გააგრძელა. ირაკლი კი ფხუკუნებდა ძანაც რომ არ დასტყობოდა რომ იცინოდა. თუმცა დამალვა კარგად არ გამოსდიოდა, ყველა ამჩნევდა ამას. მარიტამ მხატზე ხელი მიარტყა ნუ დამცინიო. -მოკლედ მოხვალ ხო? -ხო. ზუსტად როდის? -მმ, მგონი პარასკევი მითხრა. გავარკვევ და მოგწერ. -ოქეი. -მარიტა ჩუმდება მერე ამატებს- გახსოვს ლიზა როგორ გავიცანი? -არა. -რაც არ გინდა არ გახსოვს ხო? ცალ წარბს მაღლა სწევს და იმ წამის მოსულ მატარებელში უკან-უკან ყურებით ესაუბრება შეყვარებულს. ირაკლის ორივე ხელი შარვლის წინა ჯიბეში აქვს ჩალაგებული და მეტროს კარებზე მიყრდნობილი მარიტას წინ დგას. 3 წლის წინ ირაკლი და მარიტა თავიანთ პირველ პაემანზე bedford falls- ის კონცერტზე იყვნენ. დიდხანს ცდილობდა ირაკლი გოგოს დაყოლიებას რომ ერთად სადმე გასულიყვნენ. შუა დეკემბერი იყო, მარიტასა და მათეს დაბადებისდღის შემდეგ მალევე როგორც იქნა მოახერხა რომ კონცერტზე წასვლაზე დაეთანხმებინა. სიმართლე ვთქვათ კარგად გაერთნენ, იცეკვეს , პლასტმასის ჭიქებიდან ლუდი დალიეს და მარიტას ლამის ხმა ჩაუწყდა ტექსტს ისე ხმამაღლ მღეროდა. მერე ირაკლიმ გოგო სახლამდე მიაცილა და დაელოდა სანამ მესამე სართულზე შუქი აინთებოდა. მეორე დღეს ირაკლიმ აღმოაჩინა რომ მარიტას უსადენო დამტენი გაჰყოლოდა, რომელიც დაჯდა და მანქანაში დასატენად შეაერთეს სანამ სახლის გზას ედგნენ. ამიტომ მარიტას მისწერა გამომიარე თან გემრიელ ყავას დაგალევინებ და თან შენს ნივთს წაიღებო. იმის გამო რომ დამტენი რეალურად მათესი იყო და არა მისი , უყოყმანოდ დასთანხმდა ბიჭის შემოთავაზებას, მაგრამ მაინც დასძინა. ”გევედრები მითხარი რომ მარტო ცხოვრობ.” ”არა, მაგრამ დედაჩემი სახლში არ არის” მარიტა სახლიდან გავიდა და ფეხით გაუყვა გზას ვაკემდე. მისამართი ირაკლის უკვე მოეწერა. თითქმის მისული იყო ირაკლის სახლთან როცა მის და უბედოდ ჩხუბს შეესწრო. არა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ გაავებული კაცი ძველი შენობის მეორე სართულის აივანზე მდგოგომ ორ სხვა კაცს ისეთი უშვერი სიტყვებით აჩვენებდა მარიტას მოუნდა ყურების დახუჭვა ან სმენის გამორთვა შესძლებოდა. რამე ისეთი გაეკეთებინა რაც მის ხმას არ გააგონებდა. ირგვლივ ხალხი იყო შეკრებილი და აივანზე მოჩხუბრებს უყურებდა. მარიტა ორი წუთით შეჩერდა, მაგრამ განა რისი გაკეთება შეეძლო ამ გოგოს, მაშინ როცა ბრბოდ მოგროვილი ხალხის უმრავლესობა დაკუნთული მხარბეჭიანი კაცები და ახალგაზრდები იყვნენ. კაცი ახლა ოფიციანტს მიუბრუნდა ,რომელმაც მათი გაშველება სცადა , და ახლა მას ლანძღავდა. მარიტამ შენიშნა რომ ჩხუბის დროს ოფიციანტს ხელს კრავდა და ისეიც უხერხულად ეჯახებოდა აივნის მოაჯირს , რომელზეც ვარდისფერი ორქიდიის ქოთანი იდო. მარიტამ ქვემოთ გადმოიტანა მზერა და ქალი დაინახა რომელმაც მთელი სიტუაცია ფეხზე დაიკიდა და აივნის მხარეს , კორპუსთან მშვიდად გავლას აპირებდა. ის წითურისგან რამდენიმე ნაბიჯში იყო, გალდავამ ისევ ზევით გადაიტანა მზერა, კდიევ ერთი აივანთან შეჯახება და მარიტა ვამპირივით სწრაფად გაჩნდა შავგრემანი ქალის გევრდით, ხელი მკლავში წაავლო და თავისკენ დაქაჩა. ამის გამო ორივენი ტროტუარის გაზონიან ნაწილზე დაეცნენ, მარიტამ თავი ბორდიურს ჩამოარტყა თუმცა არა ისე რომ გასტეხვოდა ან სისხლი წამოსვლოდა. მსუბუქად წიწკნიდა კეფასთან. ქოთანი ბრახუნით ეცემა ფილებით მოპირკეთებულ ბარდიურზე და ნამსხვრევებად იქცევა. ქალი გაოცებული უყურებს გოგოს, ფეხზე დგება და მასაც აყენებს. -ხომ არ დაშავდი. -არა კარგად ვარ გმადლობთ. გადარჩით? მარიტა ხან ქოთანს უყურებს ხანაც ახალგაზრდა ქალს. რომელიც მასზე ალბათ 20 -21 წლით დიდი თუ იქნება. -რამე რომ მოგსვლოდა რაზე ფიქრობდი? - არაუშავს, არაფერი მომსვლია თან რომ დაგცემოდათ ჩემთავს ვერ ვაპატიებდი რადგან ვხედავდი რომ სადაც იყო გადმოვარდებოდა. მარიტა აპრკების აკრეფაში ეხმარება და გზას მასთან ერთად აგრძელებს. რატომღაც ორივე ერთი მიმართულებით მიდიან. -გიჟია ეს ხალხი. უბრალოდ გიჟი. -გეთანხმებით. თანაც ამ სიცივეშიც კი არ ეზარებათ რომ სხვის სეირს წრეზე ან ნახევარწრეზე შეკრებილებმა უყურონ. მარიტა მხრებს იჩეჩს და ხელებს ქურთუკის ჯიბეში იდებს თან ქალთან ერთად უკან იხედება, სადაც ყვეალფერი ძველებურად არის. არავის ახსენდება პოლიციის არსებობა, ყოველშემთხვევაში მანამ სანამ სეირით კარგად არ იჯერებენ გულს. აღმართს ფეხით მიუყვებიან და ამ ამბავს განიხილავენ , ქალი მის დატუქსვას არ წყვეტს რომ მსგავსად არ უნდა მოქცეულიყო და ჯერ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოს შემდეგ კი სხვა დანარჩენზე. ერთსა და იმავე კორპუსში შედიან, რაც ქალს უკვირს აქ თითქმის ყვეალს იცნობს, მაგრამ ეს გოგო არასოდეს უნახავს. -აქ ცხოვრობ? მარიტა გაკვირვებული უყურებს. -არა, მაგრამ გარწმუნებთ არც სტალკერი ვარ. მეგობარს ჩემი უსადენო დამტენი გაყვა და მასთან ავდივარ რომ გამოვართვა. უხერხულად იცინის და მხრებს იჩეჩს. ქალი ლიფტში ყოფნისას იგივე სართულს რომ აჭერს ხელს რომელიც მარიტას ჭიქრდება ის უხერხულად გრძნობს თავს და ერთი სართულით ზევით ადის. ემრე კიბეებით ქვემოთ ბრუნდება და ტელეფონს ამოწმებს ბინის ნომრის დასაზუსტებალდ. თან ირაკლის სწერს. “გამიღე” ზარს რეკავს და მომღიმარი ირაკლიც მაშინვე უღებს კარს. -როგორ ხარ? - რავი წავა რა. ძან უცნაური რამ მოხდა, მოგიყვები ამოვისუნთქვა და. უი ბარე მომეცი რა მერე კიდევ რომ არ დამავიწყდეს. - შემოდი და მოგიტან. ხო მართლა მაპატიე, დედაჩემი მალე მოვიდა. -ვერ გიტან. - აუჩ ირაკლი ორივე ხელს გულზე იდებს. -როგორ შეგიძლია შეყვარებულს ეგრე ესაუბრო. -შეყვარებული არა ის კიდე... რამდენჯერ გითხრა რომ ლექციის გაცდენა არ მინდოდა. გოგო თვალებს ატრიალებს და უკან მიჰყვება ბიჭს რომელსაც ის მისაღებში შეჰყავს. -მე მაინც მგონია რომ ერთი ნახვით მოგეწონე- ჯანჯღავა მისკენ ღიმილით ტრიალდება წარბებს მაღლა სწევს და წაიცეკვებსავით. მის მსგავს ქცევაზე გალდავა თავს ღიმილით აქნევს. -გიჟი ხარ. -მიდი დაჯექი მე ყავას და შენს საკუთრებას მოგიტან. დედაჩემი ოთახშია იცვლის და გამოვა მალე. ირაკლი მალევე ბრუნდება და მარიტას ეკითხება რა მოხდა აბაო. ისიც მოყოლას იწყებს და შუა მოყოლის დროს ოთახში შემომავალ ნაცნობ სილუეტს ამჩნევს რომელიც თმის მაღლა აწევით და ირაკლისთვის იმის კითხვით შემოდის თუ ვის ელაპარაკება. მარიტას სახე ეშლება მის დანახვაზე. ამხელა თბილისში რაღა ირაკლის დედა გადაარჩინა. -რა მოხდა? ირაკლი მარიტას ხელზე ხელს კიდებს თან დედამისს უყურებს. -მოიცა, დედაჩემი იყო? - I guess. - გამოდის ჩემი შვილის მეგობარი ყოფილხარ. სასიამოვნოა. ლიზა ხელს ღიმილით უწვდის , მარიტაც ფეხზე დგება და ხელს ართმევს. -მარიტა. - სასიამოვნოა საყვარელო , ოღონდ დამპირდი რო ეგრე აღარ მოიქცევი. მარიტას ეცინება. -ახლა ვხვდები ვის გავს ირაკლი. -რატომ? -ესეც ერთსა და იგივეს ჯიუტად იმეორებს. -და რაო რა უნდა? - პაემანზე არ მომყვებოდა მთელი თვე მაწვალა ლიზა. სიცილით ეუბნება ბიჭი და ლიზასა და მრიტასაც იყოლიებს სიცილში. ქალი ყავას თავისთვისაც იკეთებს, ემრე მათთან ჯდება და ის და მარტია დიდხნას ჭორაობენ ირაკლიზე რომელსაც დიდხანს არ იცნობს, მაგრამ მოსწონს და თან ასე თუ ისე რაღაცები იცის მასზე. მერე ნიკუშაზეც რომელსაც ლიზაც და მარიტაც მშვენივრად იცნობენ. ირაკლი გაბუტული ზის რადგან მასთან ამოსული გოგო დედამისს დაუმეგობრდა და ის დაიკიდა. თუმცა რაღაცნაირად ესეც მოსწონს, უბრალოდ ჯერ ადრე იყო . ჯერ ხომ შეყვარებულებიც არ არიან, თან მხოლოდ ერთ პაემანზე იყვნენ, თუმცა ლამის მთელ დღეებს მესიჯობაში ატარებენ. დღევანდელი დღე უკვე საბილიარდოში არიან მისულები , ლიზას გაცნობის ამბავიც გახსენებული აქვთ და დღემდე ეცინებათ მასზე. მაგიდაზე ბურთებს აწყობენ და ირაკლი წინ იხრება თეთრი ბურთისთვის დასარტყმელად. ბურთებს რომ შლის არცერთი ვარდება, ამიტომ მარიტას ჯერია. - წესები იცი ხო? -წესები კი. მაგრამ ამ კიას თუ რაცაა ვერ ვიჭერ. -აქ მოდი. მკლავში ხელს კიდებს და თეთრ ბურთთან აყენებს. -ფეხი აი ასე დადგი- მარტას ფეხს ხელს აყოლებს და ასწორებინებს- წინ გადაიხარე- ზუსრგზე ოდნავ აწვება- მარცხენა ხელი რაც შეიძლება ახლოს დადე მაგ ბურთთან და ჯოხი აი ასე გეწიროს- ყველაფერს საკუთარი ხელით ასწორებინებს. ამრიტა მისკენ იხედება და გრძნობს როგორ უვლის ტანში ირაკლის სიახლოვისგან გამოწვეული ჟრუანტელი. -რომ არ გამომივიდეს. -ხომ გითხარი ბლუმ ყველაფერს გასწავლი რაც მე ვიცი და შენ არა. -იდიოტი ხარ. მიდი აი ასე დაარტყავ. ეხმარება რომ პირველ ბურთს დაარტყას და გამოსდის კიდეც, ბურთი ვარდება, მარიტა ახლა თავისით უვლის წრეს მაგიდას რომ უკეთესი პოზიციიდან ჩააგდოს მეორე ჭრელი ბურთი, მაგრამ არ გამოსდის. ირაკლი ნასიამოვნები იღიმის, რადგან გამოივიდა და მარიტამ გაიგო რაც აუხნსა. რამდენიმე ხელს თამაშობენ, მაგრამ იმის გამო რომ მარიტამ ჯერ კარგად არ იცის თამაში დიდხანს ეწელებათ. ერთ ხელს მარიტაც იგებს და თავის დამსახურებით ბედნიერი ირგვლივ მყოფ ხალხს ფეხებზე იკიდებს ირაკლის კიასთან ერთად კისერზე ეკიდება და ტუჩებში მოწყვეტით კოცნის. -ჭკვიანი გოგო ხარ. მაგრამ ჯერ სუსტი. -დრო ამოიწყურა მგონი და ახლა მე და შენ mortal kombat-ის სათამაშოდ წვაიდეთ, ვნახავთ ვინ ვის დაამარცხებს. -რას მეჭიმები ერთი?! - ხომ იცი რომ ვერ მომიგებ მაგ თამაშს? -ვანხოთ. -დიახაც ვნახოთ. -ამაყად აცხადებს , ნივთებს ირებს და ირკალისთან ერთად ჩადის კიბეებზე, მერე გარეთ გადის სადაც თავსხმა წვიმაა თუმცა არ წუწუნებს, პირიქით თავს მაღლა წევს და წვიმის წვეთებს სახეს უშვერს. ირაკლის ერთი სული აქვს როდის გადავლენ მოპირდაპირე მხარეს. ამიტომ წინ წასული უკან სწრაფად ბდუნდება, მარიტას ცალ ხელს წელზე ხვევს დ ასე ცალი ხელით ჰაერში ატატებული მეორე მხარეს გადაჰყავს. ფეხზე რომ მყარად დგება გოგო ეცინება, ბიჭს მხრებზე ხელებს აყრდნობს და მასზე ცოტათი მაღალს ქვემოდან უყურებს. ფეხისწვერებზე სულ ოდნავ იწევა და ტუჩებში ჰკოცნის. ირაკლის ორივე ხელი მის წელზეაქვს შემოხვეული და ქვედატანით საკუთარზე იკრავს, მარიტა ტორსითა და თავით უკან არის გადახრილი, ირაკლი კი პირიქით წინ და ამრიტასკენ. ჩაბნელებულ საახალწლო განათებებით გაანთებულ პატარა ოთახში ტელევიზორის წინ ჯოისტიკებით ხელში სხედან და საბრძოლველად პერსონაჟებს არჩევენ. მარიტას ეს ვერსია არ უთამაშია ამიტომ ზოგიერთი არც კი ეცნობა. -კიტანას რა სჭირს ქერა რატოა? გაოცებული კითხულობს და იმანწება , მისი გარეგნობის დაწუნების გამო მეორე საყვარელ პერსონაჟს ირჩევს და მილენას ირჩევს. ირაკლის პირველივე ხელში ისე ეთამაშება რომ სიცოცხლის ნატამალიც არ აკლდება თავად. გაამრჯვებული ფეხზე ყვირილით დგება. -ა ეგრე, რა გითხარი მე შენ. -დავაი თავიდან. ირაკლი ხელზე ქაჩავს და დივანზე აბრუნებს. -თმის რეზინი ხომ არ გაქვს შემთხვევით? ირაკლი ხელიდან ოდესღაც მარიტასთვის წართმეულ თეთრ პატარა წითელი ალუბლებით მოხატულ თმისრეზინს იხნსის და უწოდებს. -ეს?... ამდენი ხანი შენახული გაქ? -რა თქმა უნდა. მარიტას თვალებ უბრწყინდება და ლოყაზე ჰკოცნის. თმას მაღლა აბურდულ დაბურდულად იწევსს და თამაშს იწყებს. არ გეგონოთ რომ რადგან ირაკლიმ ეს თმის სამაგრი ამდენხანს შეინახა უთმობს, მაინც კიდევ ერთ ხელს უგებს თანაც სასტიკად. უკვე 12ია დაწყებული როცა შენობიდან გამოდიან. ირაკლი ხელს კისერზე ხვევს და მარიტაც თავისას წელზე უცურებს, თან თავს მის მხარს ადებს. -მეტროსკენ გავიდეთ და ტაქს გამოვიძახებ. დარჩები ჩემთან? -კი. რომ მივალთ რამე გამოვიძახოთ რა. - რაც გინდა ბლუმ. შუბლზე კოცნის და მეორე თავისუფალი ხელით ტელეფონს იღებს ტაქსის გამოსაძახებლად. სახლში შესვლისთანავე საჭმელს იძახებენ. მერე მარიტა ირაკლის ჰკოცნის, ირ გოგოს ზურგით კედელს აჯახებს და მარიტას წელზე ხელებს ხვევს , მერე გოგო როგორღაც მის წელზე შემომჯდარი ჩნდება, ფეხბი აგდაჯვარედინებული აქვს და ქვედატუჩზე ჰკბენს. -ვამპირო. ჩუმად სისინებს ირაკლი, ზედ მის ტუჩებზევე და პაწაწინა ჭრილობას ენით ეხება. მერე გრძნობს მარიტას ენაც იგივე ადგილზე როგორ უსრიალებს და გოგო საკუთარ პირში გრძნობს ირაკლის სისხლის გემოს. ეს ძალიან უცნაურია სხვა დროს ალბათ გულიც კი აერეოდა ამის წარმოდგენაზე მაგრამ ახლა ირაკლის კოცნის გარდა და მოგვაიენბით საჭმლის ჭამაზე მეტს ვერაფერს ფიქრობს. -სიგიჟემდე მიყვარ...ხარ...ჯან..ჯღავა. უნებლიედ კვნესის როცა ირაკლი მის ლავიწებსა და მკერდს ჰკოცნის. ..... მისაღებში სხედან ,ორ დიდ პიცის ყუთთან ერთად, პლედში არიან გახვეულები, მის შიგნით კი მხოლოდ საცვლების ამარა. ტელევიზორში ფილმი აქვთ ჩართული და უყურებენ. მარიტა თავს უბედნიერესად გრძნობს და ასევეა ირაკლიც. ქალი მის მკლავებში ჰყავს, ასეთ სუსხიან თვეშიც კი ის მასთან იმ მდგომარეობაშია რომელშიც არის. აღარაფრის ერიდება და რაც მთავარია ზუსტად იცის რომ მარიტას უყვარს. იმ მომენტში არც ილია ახსოვსნ, არც სხვა ბიჭები რომლებზეც ერთხელ მაინც უეჭვიანია. არ ადარდებს ვინ არის ის მეორე რადგან აშკარაა ვინც გაიმარჯვა, ახლა მარიტა გონებითაც და სხეულითაც მასთან არის. ამაზე მეტი რა შეიძლება მისგან უნდოდეს. თანაც დიდიხანია იმ მეორეს გამო ცუდად მყოფი მარიტა არ უნახავს. თავისმხრივ მარიტა კი ყველანაირად გაურბის და ივიწყებს ფიქრებს მის ნაღალატევ სიყავრულზე, ან იმაზე რომელთანაც ირაკლის ღალატობს , ვინ იცის?! თითქოს მართლა აღარაფერს გრძნობს, მაგრამ რა მოხდება თუ მისგან რამე ნაბიჯს ან ნამიოკს მიიღებს? ამის ყველაზე მეტად ეშინია , რადგან ეს კითხვაა პასუხის გარეშე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.