შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეპყრობილი


7-05-2025, 04:36
ავტორი Lashaaleron1
ნანახია 383

საკლასო ოთახში მერხზე მჯდომარე ცარიელ დაფას მივჩერებივარ, არავინ და არაფერი არსებობს ჩემთვის ნინის გარდა, ფიქრში გადავარდნილი ისე შემაშფოთა გიგის შეძახილმა რომ ვუსაყვედურე.

გიგი- კარგი რა ბიჭო, ვეღარ გიყურებ ასეთს... რით ვერ ამოიგდე თავიდან ის გოგო?...

-ვერც ვერასდროს შევძლებ ამას.

გიგი- კარგი ეგ იქით იყოს, დღეს რა გეგმები გაქვს?...

-არ ვიცი, ალბათ სახლში ვიქნები.

გიგი- მოიცა რა.... სადმე გავიდეთ!...

გიგი მარწმუნებდა რომ შინ არ დავრჩენილიყავი მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვიდექი ჩემს აზრზე.


გაკვეთილების შემდგომ შინ ვბრუნდებით მე და გიგი, რა დროსაც უეცრად ნინის და მის დაქალს შევეჩეხეთ, გზას ისე განვაგრძობ თითქოს არაფერი მომხდარა მაგრამ მოულოდნელად ნინის ხმამ შემაჩერა, ეს ისეთი მოულოდნელია რომ გული საგრძნობლად მიცემს.

ნინი-ჰეი შენ!.... რას დამზდევ?!, მანიაკი ხომ არ ხარ?........... რას გაჩუმებულხარ?!, ხმა ამოიღე!.

მარიამი- მე მგონი უმჯობესია კოკას ვუთხრათ, ერთი კარგად გაბერტყოს, ეს ლაწირაკები.


ვდგევარ გაუნძრევლად და ვისმენ მათ ლანძღვა მუქარას მაგრამ პასუხს არ ვცემ, გიგიმ კი ვეღარ მოითმინა.

გიგი- ცოტა ჭკუით გოგონებო!.. თვალში ხომარ გეოატარავებით?!.

გიგის სიტყვებს გოგონების ხმამაღალი სიცილი მოჰყვა, რამაც გიგი ზომაზე მეტად განარისხა და მათკენ გაიწია, სწრაფად დაუდგა პირისპირ ნინი მას და ჭარბ აწეული აფრთხილებს რომ თუკი რაიმე ზედმეტს მოიმოქმედებს პასუხს აგებინებენ, მე კვლავ გაუნძრევლად ვდგევარ და უემოციოდ ვაკვირდები მათ.


მარიამი- დაანებე თავი ნინი, ხომ ხედავ როგორი პაჩრებივარიან?!...

გიგი- ერთი სიტყვა კიდევ და თქვენს თავს დააბრალეთ!..

ნინი- აბა ერთი გაბედე, ლაჩარო!..

კვლავ ემუქრებიან ერთმანეთს, მე კი ისევ უსიტყვოდ ვაკვირდები მათ, რამაც ნინი გააღიზიანა და ახლა მე მომდგა.

ნინი- შენ რატომ გატრუნულხარ?.... ხმა ამოიღე !
შენს გამო ხდება ეს ყველაფერი.

მარიამი- კარგი რა, ცოდოა... კიდევ ერთხელ რომ ახოხიალონ მიწაზე, წამოდი ნინი წავიდეთ ამათ თავისი ეყოფათ ვერასდროს გოგოს ვერ ეღირსებიან, საცოდავები.

გოგონები გაგვერიდნენ, მე ისევ მდუმარე პოზიციით ვუმზერ მათ, გიგი კი მუშავდება და მსაყვედურობს რომ ხმა არ გავიღე მათ წინააღმდეგ.

ამასობაში მოსაღამოვდა, შინ ჩემს საძინებელში ლეკტოპს მივჩერებივარ და ანიმეს ვუყურებ..... უეცრად ხმა გაისმა და ვხედავ რომ შეტყობინება მივიღე.

სალი**- როგორ ხარ?....

**- კარგად, თავად?..

სალი**- გმადლობ მეც, ხომარ გაწუხებ?.

**- არა პირიქით....

სალი**- რამდენი წლის ხარ?

**- 15 შენ?

სალი**- 15....

სალის ძალიან შევეჩვიე თითქმის ყოველ დღე ვწერთ ერთმანეთს, ვსაუბრობთ ამა თუ იმ თემაზე, ჩვენ უკვე ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ, მე მას ნინიძე ვესაუბრები... ის კი თავის პრობლემებს მიზიარებს, თუ როგორი მარტოსული და მოწყენილია... ჩვენი გაცნობიდან რამოდენიმე თვე გავიდა, ახლა უკვე ბევრად ახლოს ვართ ერთმანეთთან და ღიად ვწერთ ერთმანეთს ამა თუ იმ თემაზე.

სალი**- ძალიან შეგეჩვიე, და ვშიშობ რომ არ დაგკარგო.

**- რას ამბობ?!... მე ყოველთვის შენი საუკეთესო მეგობარი ვიქნები.

სალი**- მხოლოდ მეგობარი?

**- სალი მე შენ თვალით არ მინახავს არ, მე შენ შეგეჩვიე და ჩემს საუკეთესო მეგობრად გთვლი.

სალი**- და რა გვიშლის ხელს რომ უკეთ გამიცნო?

**- მე მგონი არაფერი მაგრამ ხომ იცი რომ მე მხოლოდ ნინი მიყვარს?!

სალი**- კი ვიცი, ის ნინი რომელსაც საერთოდ არ ადარდებ...

**- მართალი ხარ მაგრამ მე ეს გულს მტკენს.

სალი**- ხომ მართალი ხარ, ამიტომ მაპატიე ეს არ მინდოდა.

**- არაფერია, სიმართლე ზოგჯერ მტკივნეულია.... იცი რად გეტყვი?!, რატომაც არა?... მიდი უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი.

სალი**- მე მგონი არ ღირს.

**- კი მაგრამ რატომ?

სალი**- ჩემი აზრით აჩქარება არ ივარგებს.

**- კარგი რა.... თავად არ მთხოვე შეხვედრა?

სალი**- კი მაგრამ რომ დავფიქრდი არ ღირს.

**- კარგი რა, მხოლოდ ერთხელ... მაინტერესებს როგორი ხარ.

სალი**- მეც მაინტერესებს როგორი ხარ.

**- ხოდა შევხვდეთ!

სალი**- არ ღირს....

**- რატომ?

სალი- იმიტომ რომ შენ არ გსურს ჩემი გაცნობა.

**- რას ამბობ?! ახლა მე არ გთხოვ?

სალი**- თავიდან იყოყმანე.

**- არა!... მინდა შენი გაცნობა.

სალი: დარწმუნებული ხარ?

**- დიახ დარწმუნებული ვარ.

სალი**- მაშ ასე.... ხვალ საღამოს 5 საათზე დიდ პარკთან დაგელოდები, ხელში დაკეცილი ჟურნალით ვიდგები წითელი კაბით და წაბლისფერი თმით.

**- მშვენიერია... მე ლურჯი ჯინსის შარვლით და შავი მაისურით, შავი ხუჭუჭი თმით.

სალი**- შეხვედრამდე გელა მოუთმენლად ველი ხვალინდელ დღეს.

როგორ მინდა ახლა მალე გათენდეს, ამჟამად ღამის 3საათია 2007 წლის 25 ივლისი... მოუთმენლად ველი მზის ამოსვლას.


მამუკა- და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ირაკლი- ამ ბინაში მხოლოდ ეს დღიური ვიპოვნეთ ბატონო მამუკა, და უსარგებლო ჟირნალ ფაზეთები.

მამუკა- გასაგებია მაგრამ რას მაძლევს ახლა ეს ერთი მოჟღაპნილი დღიური?!... ჩემი გამოთვლებით ეს სკოლის მოსწავლე ახლა დაახლოებით 32- 33 წლის უნდა იყოს, მას შემდეგ დიდი დრო არის გასული.

ირაკლი- რა ვქნათ ბატონო მამუკა ამ ბიჭის ძველ საცხოვრებელ სახლში მხოლოდ ეს დღიური ვიპოვნეთ.

მამუკა- მის მშობლებს თუ გაესაუბრე?

ირაკლი- შინ მხოლოდ დედა იყო მისი, როგორც ქალბატონმა ბრძანა, ბოლოს მისი შვილი 18 წლის წინ ნახა ნაშუადღევს, მას შემდეგ გელა თვალით არ უნახავს.

მამუკა- ოჰ როგორ მძულს ასეთი საქმეები, შენს შერლოკ ჰომსივას რა ვუთხარი ირაკლი თორემ ვერ გამიგია რა საერთო უნდა ჰქონდეს ამ ხელცქვიტა მოსწავლე ბიჭს რომელიც 18 წლის წინ გაუჩინარდა ამ ახალგაზრდა ქალის მკვლელობასთან?!.

ირაკლი- როგორ თუ რა საერთო ბატონო მამუკა, ჯერ ეს ერთი ეს ახალგაზრდა გოგონა მისი სკოლელი იყო და მეორე კიდევ მისი თანაკლასელები უცნაურ ბავშვად ახასიათებდნენ... თანაც საეჭვოს ისიც ხდის რომ უკვალოდ გაქრა წლების წინ.

მამუკა- არ ვიცი, არ ვიცი გენაცვალე მე ნერვი არ მაქვს, ახლა დავურეკავ იმ ორ ბედოვლათს და მიხედონ ამ საქმეს!...

ირაკლი- თემო როგორც ვიცი თბილისში არ იმყოფება ბატონო მამუკა და მისი მეწყვილე შინ უნდა იყოს.

მამუკა- კი მაგრამ, სად ჯანდაბაშია თემო?...

ირაკლი- თქვენ არ მოუწერეთ შვებულებაზე ხელი ბატონო მამუკა?

მამუკა- უჰ მოინდომეს შვებულება, რა დროის დასვენებაა?!... ძალიან დაიღალეთ ჩემმა მზემ, შვებულება არ ვიცი მე ახლავე დავურეკავ და ჩამობრძანდეს აქ... ამ საქმეს კისერზე ფერი დავიდებ ახლა, შენ წადი და მისი მეწყვილე მომიძებნე სად აგდია და ჩემთან მოდით სწრაფად კაბინეტში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent