შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიღაბი(8)


გუშინ, 01:37
ავტორი ELPI
ნანახია 3 611

ადამიანები ადამიანებს განსჯიან იმის გამო, რაც თვითონ არ გამოუცდიათ. ალბათ ბევრი ევასაც განსჯის „როგორ შეიძლება ამდენი დამცირების მერე მისცე ადამიანს შანსი” თუმცა ზუსტად ასე ხდება როდესაც ადამიანზე გაქვს კარგი წარმოდგენა, თუნდაც მცირე გრძნობა, უახლოვდები და მომენტალურად სიცივეს გრძნობ. მაგრამ ადამიანის ფსიქიკა მაინც იმ მომენტებს იხსენებს, სადაც დადებითია და არა უარყოფითი. ალბათ ამიტომ განსჯიან ადამიანები სხვას
რომ ამ ემოციას ვერ განიცდიან და ვერ იზიარებენ.
• ჩემი აზრით, სულ ზაფხულის ამინდები უნდა იყოს. ნახეთ ახლა როგორ აცივდა, წუწუნებს ლიკა, რომელიც ახალი ჩამოსულია მალდივებიდან.
• ლიკა, ჩვენ გვეგონა იტყოდი, ‘როგორ მომენატრეთ’, და ამ ამინდსაც რომ აიტანდი ჩვენს გამო, გაეხუმრა ირაკლი და ქვა მოისროლა ზღვაში.
• არა ხო, მომენატრეთ, მაგრამ…
• კარგი, გვეყოს ნეგატივი. აბა, როგორი იყო მალდივებზე?“ ვკითხე და ხელი გადავუსვი მხარზე მონატრებულ მეგობარს.
• ძალიან კარგი,თქვა აჟიტირებულმა, ისეთი კარგი, რომ ალბათ ფულიან მამაკაცს გავყვები იქ საცხოვრებლად.გავიცინეთ მის წინადადებაზე, რაზეც დაგვიბღვირა.
• აქაც კარგია ზაფხული ლამაზ ზღვას რა სჯობს?თქვა ღიმილით ნიკამ და კენჭები ხელში აათამაშა.
• ოკეანეე, ნიკა, ოკეანეეე ჩაიცინა ლიკამ და თმაზე გაეთამაშა ბიჭს.
• ისე, ნინი სადაა, რო არ ჩანს? იკითხა ირაკლიმ და დაკვირვებით გამოგვხედა პასუხის მოლოდინში.
• არ ვიცი. გუშინ თქვენთან არ იყო? მოხდა რამე?ჩავეკითხე.
• კი, კარგ ხასიათზე იყო. მერე სახლში ავიდა. არ უთხარით, რომ გამოვდიოდით?ჩაება ნიკაც ჩვენს საუბარში.
• კი, ნიკა, ვკითხე, მაგრამ არ მაქვს სურვილიო გვიპასუხა ანანომ მოკლედ და ტელეფონს ჩახედა.
• ხო, თავს ხომ არ შეიწუხებდა ჩემი ნახვით თქვა ირონიულად ლიკამ. ნინის და ლიკას არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. ლიკა პირველი გავიცანი, შემდეგ მან გამაცნო ყველა. ალბათ მათი ურთიერთობის დაძაბვა ნინის ქცევებისგანაა გამოწვეული, თუმცა ამ ფაქტს ჩემს ურთიერთობას ნინისთან არ შეხებია.
• კარგი, ახლა ნუ დაიწყებ, გთხოვ. ნინის ნათესავია ანანო მიანიშნა ნიკამ ანანოსკენ.
• რა არ უნდა დაიწყოს? იკითხა სწერვულად ანანომ და ლიკას შეხედა.
• არაფერი, გოგონი, რა იყო? ახლა აღარ არის საინტერესო ტელეფონი?იგივე ტონით უთხრა ლიკამ.

• კარგი, ლიკა, აბა რას შვრები? საით აპირებ დარჩენას?შევეცადე, სიტუაცია განმემუხტა.
• შენთან, მითხრა ჩვეულებრივად, რაზეც ცოტა გავოცდი.
რა იყო, ევა, რა სახე მიიღე? თუ გინდა, წავალ თბილისში.
• არა, უბრალოდ გამიკვირდა. რა სისულელეა, პირიქით მაგარია,გავუღიმე, რაზეც ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა.
• კარგით, ცივა, დავიშალოთ. საღამოს გავიდეთ სადმე. თან ვერ ხედავთ, რამხელა ჩანთით ვარ? უნდა ამოვალაგო. აბა, ევა, წავედით,წამოხტა უცებ ლიკა, რაზეც გამეცინა. მეც წამოვდექი და კაბა დავიბერტყე.
• თქვენ რას იზავთ?ვკითხე მეგობრებს, რომლებიც ადგილიდან არ იძროდნენ.
• აჩის დავურეკე, გამოვა მალე. მე დავრჩები,თქვა ანანომ და თმა შეისწორა.
• ჩვენც დავრჩებით რა, და მერე დაგვირეკეთ, გვითხრა ნიკამ და კენჭებს დახედა. ჩვენ თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიეთ და გზა გავაგრძელეთ.

როდესაც შედარებით მოვშორდით ზღვის პირს და გადავედით გზაზე, ლიკამ საუბარი დამიწყო.
• ეს გოგო ვინ არის? ხომ არ უნდა ზღვაში დავახრჩო?გამეცინა მის სიტყვებზე და შევეცადე ყველაფერი ამეხსნა მისთვის.
• ნინის ნათესავია. ჩვენც ახლა გავიცანით. მოკლედ, დიდი ამბებია. რომ მივალთ, მოგიყვები. არ გშია? თუ გინდა, რამე ვიყიდოთ და მოვამზადოთ.
• ვაიმე, ხინკალი, ევა, ძალიან მომენატრა… და ლუდი,დაამატა უცებ.
• კარგი, არაა პრობლემა, ვიყიდოთ,ვუთხარი და ჩანთის წამოღებაში დავეხმარე.

როდესაც ჩემს სახლს მივუახლოვდით, მარკეტში შევედით. ხინკალი, კოკაკოლა, ლუდი და სხვა სნექები ვიყიდეთ. თანხა გადავიხადეთ და ჩემს სადარბაზოს მივუახლოვდით.
• მოდი, ერთად ავწიოთ, რომ კიბეებზე არ დაგორდე,ვუთხარი ხუმრობით ჩემს მეგობარს და ჩანთის თავს მოვკიდე ხელი. ერთად ავწიეთ და კარებთან მივიტანეთ.

გასაღები ჩანთიდან ამოვიღე და გადავატრიალე საკეთში. კარები გავაღე თუ არა, ლიკა პირველი შევიდა. ჩანთა ოთახში შეიტანა და უცებ გამოვიდა, შემდეგ კი დივანზე დაიკავა ადგილი. მე კარები გადავკეტე, ჩანთა და გასაღები კი თაროზე გადავდე.

• ვაიმე, რა კარგია სახლი და სითბო, ამოიწუწუნა ლიკამ და თვალები დახუჭა. მის ამ გულწრფელ გამოხტომაზე ღიმილი ვერ შევიკავე.

ჩვენს ხმაურზე ლედი გამოვარდა და ლიკასკენ დაიწყო სწრაფი სვლა.

• ლედიიი! დაიწივლა აღფრთოვანებულმა და გულში ჩაიკრა. ძაღლი ხვანცალს არ წყვეტდა და დაუღალავად ულოკავდა სახეს.

• აშკარად მოენატრე, ვუთხარი, როცა სამზარეულოსკენ მივდიოდი.

• ხო აბა, ლედი, იცოდე, სხვებს ასე არ დახვდე! სიცილით უთხრა და თავზე აკოცა.

სამზარეულოში წყალი ჩავასხი ქვაბში დავდგი, ჩაიდანი ავავსე. ყავაც მოვამზადე და ოთახში გავედი.

ლიკამ ყავის დანახვაზე გაიღიმა. მის გვერდით დავჯექი და ის მაშინვე გადამეხვია.

• ახხ, როგორ მომენატრა! ამოიოხრა და ყავა მოსვა.-აბა, რა ხდება? მომიყევი, გამომხედა ინტერესით.

• მოკლედ, ანანო ხომ იცი უკვე, დავიწყე და მის პასუხს დაველოდე. მანაც თავი დამიქნია.

• ხოდა, ის გავიცანით… მის შეყვარებულთან, აჩისთან ერთად. აჩი და მე რამდენჯერმე გადავიკვეთეთ და ერთხელ ჩემთან ამოვიდა, დაჭრილი იყო. მე მივეხმარე, გადავუხვიე ჭრილობა სხვებთან ეს არ უთქვამს.

ლიკა ყავის დალევის დროს გაჩერდა, წამით გაჩუმდა და მერე თითქმის წამოიყვირა

• მოიცა, რაა?! ევა, სულ გააფრინე? ბანდიტი შეიფარე, თუ ვინმე მანიაკი?! მიყურებდა გაოგნებული.

• ჩვეულებრივი ადამიანია, ვუთხარი ჩუმად.

• ევა, ჩვეულებრივ ადამიანებს არ ჭრიან… თუ სერიოზულ ჩხუბში არ გაეხვევიან. ან ეს ამბავი სკდება. ხშირ შემთხვევაში ასეა, თქვა და თავი გადააქნია.

მერე ოდნავ დამშვიდდა და ისევ მკითხა

• გააგრძელე. შემდეგ?

• ხოდა, მერე არაფერი მითქვამს მათთვის. ნინიმ შენიშნა, რომ დავახლოვდით. ერთ ღამეს მითხრა, რომ ანანოს შეყვარებულია და მასთან ცუდად გამოდიოდა.არა, ვიცი, ეს ყველაფერი სწორად არ ჟღერს, მაგრამ როცა აჩის ვკითხე, მან უბრალოდ გამიცინა და მითხრა ბიჭი და გოგო ერთად თუ ხედავ, ან მეგობრები უნდა იყვნენ, ან შეყვარებულებიო და დამაიგნორა ხოდა, მაგის მერე ყურადღება აღარ მიმიქცევია.
• ნაშაა! შემაწყვეტინა უცებ. გაოცებულმა შევხედე და წამოვიძახე

• რა?..

• ნაშაა, ევა! ნაშასავით უყურებს, ან იყენებს. იმიტომ არ აძლევს სტატუსს. გამაგიჟებ, რა! ეს როგორ ვერ გაიგე?! კარგი, გააგრძელე, ჩაილაპარაკა და ყავის სმა განაგრძო, თან ლედის ეფერებოდა, თითქოს არაფერს ამბობდა განსაკუთრებულს.

• ხოდა, ისე მოხდა, რომ ერთ დღეს მეგობრები ვჭამდით და უტა მოვიდა. სისულელეები ილაპარაკა, აჩი რომ წავიდა, მეც გავყევი. მაგრამ გზაში მითხრა, რომ ბავშური ვარ. ან თვითონ დამყვება, ან მე… შევჩერდი წამით, თითქოს ისევ ვგრძნობდი იმ სიტყვის სიმძიმეს. ამის შემდეგ ნინი ამოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ აჩი ცუდი ადამიანია. მე კი დავიცავი… იმის მიუხედავად, რომ ვიცი, უხეშია.
შემდეგ ისეთი საზიზღრობა პოსტი ვნახე და ვიდეო… მგონი მართლა მანიაკია. იგნორირება ვცადე, მაგრამ გუშინ არ მომეშვა. გინდა თუ არა, უნდა ვისაუბროთ, ნუ მაიგნორებო მითხრა. არადა, იცოდა რაც ვნახე. ამაზე კი რეაქციაც არ ჰქონდა. არ ვიცი, რა ვქნა… ვაპატიო?.. უბრალოდ აღარ ვიცი… ამოვიოხრე და თმაზე ნერვიულად გადავისვი ხელი.

• რა ვიდეო? ლიკა აშკარად დაიძაბა.

• როგორ აგიხსნა… ფიზიკური ურთიერთობა ჰქონდა გოგოსთან. ის კი ისეთი მანიაკი იყო, ამის დროს თან ვიდეოს იღებდა…

• და შენთან სცადა რამე? მკითხა ინტერესით.

• არა, მაგიტომაც ვიცავდი. იმიტომ, რომ არასდროს გადამოულახავს ზღვარი…

• ვინაა საერთოდ? რა გვარია? სად ცხოვრობს? ტელეფონი მოიმარჯვა ლიკამ, თვალები შეავიწროვა და მზად იყო, ყველაფერი გაერკვია.

მე კი იმ წამს გვარის გახსენებაზე სულ ავირიე.

• არ ვიცი… ნინიმ რაღაც გვარი ახსენა, მითხრა, რომ მისი ოჯახი კრიმინალია… ფიქრის ნიშნად ნიკაპზე მოვისვი ხელი. აჩი… ჩ… ჩიქოვანი… ხო, ჩიქოვანი!

“ჩიქოვანი”გვარის გაგონებაზე ლიკას ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. გაოცებული ლოყაზე მოისვა ხელი და ტუჩი მოიკვნიტა.

• ვაიმე, ევა, მართლა აჩი ჩიქოვანია? დარწმუნებული ხარ? მკითხა აშკარად ანერვიულებულმა.

• კი, ლიკა, ვიცი დაზუსტებით,თავი დავუქნიე მტკიცედ.

• ხოდა ნუ გიკვირს… კი, მართალია ეს ყველაფერი მასზე,მითხრა ჩუმად, მოულოდნელად. ყავა მოსვა, მაგრამ სახეზე აღელვება ეწერა.

• რა? იცი, ვინ არის?.. მე არ ვიცოდი მასზე არაფერი… ძლივს ამოვთქვი.
• ევა, მაგ ბიჭზე ალბათ ყველამ რაღაც იცის. და ნინის რა უნდოდა? ლიკას ხმაში აშკარად გაღიზიანება დაეტყო.

• არ ვიცი… გუშინ, აჩიმ ჯერ მე მომაცილა, მერე ისინი წამოიყვანა.
•მოსწონს,მითხრა მოკლედ.

• არაა, არ მგონია. ანანოსთანაა… ვცადე თავის მართლება.

• გეუბნები, მოსწონს! არ გახსოვს, მეც ეგრე არ მიქნა საბაზე?! თითქოს ცუდი ბიჭია ან რამე… აჩის ძმაკაცია სხვათაშორის. კი, ცუდი ბიჭია, მაგრამ ჩემთან არ იყო. ბოღმაა, რა. როდის უნდა მიხვდე?.. უკვე აშკარად წამოწია ტონი.

• არ ვიცი, ლიკა… ძალიან არეული ვარ. მეგობარს ვერ გავამტყუნებ იმაში, რომ სიმართლე მითხრა ბიჭზე, რომელზეც, თურმე, მართლა ცუდი ამბები ტრიალებს…

• კარგი, ხო… საბა რასშვრება, ხომ არ იცი? უცებ შეცვალა თემა.

• არ ვიცი… საბა გარეგნულად როგორი იყო? ფოტო არ მქონდა ნანახი, რო დაშორდი… ვუთხარი ხუმრობით და მხარზე მსუბუქად ვკარი ხელი. მასაც ჩაეცინა.

• კარგი, განახებ, თქვა, ტელეფონი ამოიღო, რამდენიმე წამი ეძებდა ფოტოს, შემდეგ ჩემსკენ შემოატრიალა ეკრანი.

ვაიმე… ეს რიჟა ბიჭი! აჩისთან ერთად რომ იყო… ღმერთო, რა დიდ შარში ვარ…

• ვიცნობ ამ ბიჭს, ვთქვი ძლივსძლივობით.

• საიდან? გაიკვირვა ლიკამ.

• აჩი რომ დაჭრილი ამოვიდა ჩემთან… ეგ ბიჭი და ერთი ქერა ახლდა თან. მას ხმა არ ამოუღია. ძალიან წყნარი იყო, ქერა სასიამოვნო ადამიანი ჩანდა.

• ხო, ეგ სულ ეგეთი უჟმურია. ალბათ მაგიტომ მომეწონა, ჩაეღიმა ლიკას. ის ქერა ნოდოა, ყველაზე თბილია მაგათ შორის. საერთოდ, რანაირად ეძმაკაცება იმ ორს, არ ვიცი. ხანდახან გეი მგონია…გაეცინა ლიკას, მეც ავყევი სიცილში.

• რა ვქნა… აჩიზე მივცე შანსი? ვკითხე ჩუმად, თითქოს პასუხის მეშინოდა.

• არ ვიცი, ევა. შენ რას გკარნახობს გული? ხომ იცი, მთავარი შენი გადაწყვეტილებაა. მაგრამ იცოდე ბევრი არ გააბედინო. ან თუ იზავთ რამეს ვიდეოს გარეშე ქენით! დაამატა სიცილით.

• იდიოტი ხარ! ვუპწკინე მხარზე.

• მეტკინაა! დაიწივლა და ხელი მოიზილა.

• სულ ის შეგრძნება მაქვს, რომ კიდევ მომატყუებს რამეში… ან ბოლომდე ვერასდროს გავიცნობ. არ მომიყვება თავის თავზე ბოლომდე… მაგრამ როცა მასთან ვარ, თავს მშვიდად ვგრძნობ. დაცულად. რაც უტასთან არასდროს მქონია…
და საერთოდ რატომ ვადარებ? მას არც კი მოვწონვარ, დავამატე ჩურჩულით და თავი სირცხვილით დავხარე.

ლიკამ მხარზე ხელი დამადო და ჩუმად მითხრა

• დაწყნარდი, მოსწონხარ. რომ არ მოსწონდე, არც შეეცდებოდა იგნორირების გარკვევას… თუმცა, ჯობს დაფიქრდე და დააკვირდე რომ არ გამოგიყენოს. გრძნობებს არ უნდა მისცე იმის უფლება, რომ გონება დაგიჩრდილოს, მითხრა და წამით გადამეხვია. შემდეგ კი ისევ ყავას დაუბრუნდა.

• გრძნობებს?.. არ მაქვს გრძნობები, ვუთხარი ჩუმად. ახლა კი აშკარად ირონიულად მიყურებდა.

• მეღადავები? ევა, ახლა რა ილაპარაკე? გაჩუმდი და ხინკალი ჩაყარე, თორემ დაშრა წყალი, გამახსენა უცებ, რაზეც წამოვფრინდი და სამზარეულოში გავვარდი.

გაზს ოდნავ დავუწიე და შიგნით ხინკლები ჩავყარე. ღრმად ამოვისუნთქე კიდევ კარგი, გამახსენა. შემდეგ ისევ მისაღებში გავედი.

• მალე იქნება, ვანიშნე ხინკალზე.

ლიკამ კმაყოფილად აიქნია ხელები.

• სხვას რას შვრები, შენ? ვინმე არ გაიცანი? ვკითხე და ლედის თავზე ხელი გადავუსვი.

• არააა… საბა მენატრება, თან ძალიან… ამოიწუწუნა და ბალიში სახეზე დაიდო. გამეცინა.

• და რომ დაელაპარაკო?

• ევა, არ ვიცი… თუ გადავიკვეთეთ, იქნებ მოხდეს ეგეც… აღარ ვიცი, უკვე რა გამოვა, ამოიხვნეშა და თვალები დახუჭა.

• ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია იმედი, ვუთხარი მტკიცედ, ხმამაღლა. მერე ხელებზე დავარტყი, -წამოდი ახლა, ვჭამოთ, შემდეგ კი ბარგი ამოვალაგოთ!

კმაყოფილი წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. მეც უკან გავყევი. ხინკალი ამოვიღე, დიდ თეფშზე გადავიტანე, ლუდი და ორი მოზრდილი ჭიქა მაგიდაზე დავაწყვე. წვენისთვის ცალკე ჭიქები დავდე, სასუსნაოები კი მცირე ჯამებში გადავანაწილე.

როცა მაგიდა გავაწყვე, დავსხედით და ჭამა დავიწყეთ.

• ღმერთო, იდეალურია! აი, ეს არის გემო! თქვა ბედნიერმა, ლუკმა გადაყლაპა. მეც გავუღიმე და ჭამა გავაგრძელე.

უკვე მოღამებული იყო. ვსაუბრობდით, ვიცინოდით… ისიც კი დაგვავიწყდა, რომ მეგობრებს გარეთ გასვლას დავპირდით. ვიმედოვნებდით, მათაც არ ახსოვდათ..

მოულოდნელად, ზარის ხმა გაისმა. ერთმანეთს გაკვირვებულებმა გავხედეთ.

• იმედი მაქვს, სახლში არ ამოვიდნენ და გარეთ გასვლას არ დაგვაძალებენ, თქვა ლიკამ და მიწის თხილი პირში ჩაიგდო. შემდეგ კი ლუდი მიაყოლა.

• არ ვიცი… ვნახავ, ვინაა. დამელოდე, ვუთხარი და ნელა წამოვდექი. ფეხდაფეხ წავედი კარებისკენ.

კარი გავაღე და იმ წამს მთელი სხეული ერთიანად ამიხურდა.

აჩი.

აჩი, აჩი, აჩი რათქმაუნდა…

• გამარჯობა, მითხრა მშვიდად და, ყოველგვარი მიწვევის გარეშე, პირდაპირ სახლში შემოვიდა.

• გამარჯობა… რავი, იქნებ არ გიშვებ? ვუთხარი, ვითომ სერიოზულად, თუმცა მისი ქცევა მართლა მაცინებდა.

ამ დროს ლიკამ გაიგო უცხო ხმა და გამომძახა

• ევა, ვინაა?

პასუხის გაცემა კი… გამიჭირდა.

აჩი კი მომაშტერდა

• არხარ მარტო? მკითხა ოდნავ ეჭვით და ლედისთან თამაში არ შეუწყვეტია.

• არა, ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩამოვიდა, ვუპასუხე. თავი დამიქნია და მეც სწრაფად წავედი სამზარეულოსკენ, საიდანაც უკვე ლიკა გამოდიოდა.

აჩის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა. გულში ვლოცულობდი ოღონდ ახლა არაფერი უთხრას, არაფერი შეიმჩნიოს.

ლიკა, გთხოვ… ოღონდ ახლა არა, გავიფიქრე და აჩისკენ გავაპარე თვალი.

• ლიკა? თქვა გაოცებულმა და წამოდგა.

• ვა, აჩი, როგორ ხარ? გაუღიმა ლიკამ და ერთმანეთი გადაკოცნეს.

გაოგნებული ვიყავი. ერთმანეთს იცნობდნენ? ხო… საბა… წამიერად გამიელვა თავში.

• რისთვის მოხვედი? ვკითხე ეჭვით და ვცდილობდი, ზედმეტი არაფერი შემტყობოდა.

• აი, შენი დაქალი ნამდვილად ცუდი მასპინძელია, ჩემზე ანიშნა ლიკას და ისევ ლედისთან მიიჩოჩა.

• და სხვათაშორის, აჩი, ლედი მარტო ჩემთანაა თბილი, თქვა ლიკამ ღიმილით.

• რატო, მეც მოვწონვარ, ჩაიცინა აჩიმ და ლედის თავზე ხელი გადაუსვა.

აჩი იცინის… თუ მეფიქრა
საერთოდ, რომ ამას ოდესმე ვნახავდი…

• არ შეჭამ? იმიტომ გეკითხები, რომ ვჭამთ. თუ გინდა, დაგველოდე, ჰკითხა ლიკამ და ინტერესით დააკვირდა.

• შევჭამ, თქვა და ისევ ლედის მოეფერა. შემდეგ ჩვენსკენ წამოვიდა.

სამზარეულოში შევედით. აჩიმ ხელები გადაიბანა, მე ერთი თეფში და ორი ჭიქა გამოვიღე, მაგიდაზე დავაწყვე და მეც დავჯექი.

• რას აღნიშნავთ ასეთს? იკითხა ხუმრობით, ხინკალი გადაიღო და ლუდიც დაისხა.

• ევა მიმყავს კაცებში, თქვა ირონიულად ლიკამ, თვალი ჩაუკრა და ჩაიღიმა.

სულ ავწითლდი. სახეზე აღარ ვიცოდი, რა გამომესახა. აჩისკენ გავიხედე დაჟინებით მაკვირდებოდა, შემდეგ კი ჩაეცინა.

• სულ ააწითლე, გეყოფა, უთხრა ლიკას და ლუდი მოსვა.

• არა, მართლა გეუბნები, დასერიოზულდა ლიკა და თან თვალით მანიშნებდა, ავყოლოდი.

• ვაუ… ესღა თქვა აჩიმ და ჭამა განაგრძო.

• გეყოფა, ვსო! ვუთხარი ლიკას და სასმელი მოვსვი, ოდნავ მაინც გამათავისუფლებდა დაძაბულობისგან.

• სად იყავი, რომ არ ჩანდი? მიმართა აჩიმ ლუკმის გადაყლაპვის შემდეგ და ლიკას შეხედა.

• მალდივებზე, უპასუხა მშვიდად ლიკამ.

• რა იყო, საბას გაექეცი? ჩაიცინა ბიჭმა და პირი ხელსახოცით მოიწმინდა.

• რას შვრება ისე საბა? ჰკითხა ვითომ ისე, შემოვლით, მაგრამ აშკარად ეტყობოდა ინტერესი. ფეხი გავკარი ლიკას, ნიშნად გაჩუმდი, გთხოვ. შემდეგ კი ხინკალი მოვკბიჩე და ჩუმად ვუსმენდი მათ.

• არაფერს. თქვა მოკლედ აჩიმ,და დასერიოზულდა
ჯობდა, გესაუბრათ…

• ხო…თქვა ისევ ლიკამ. ორივემ განაგრძეს ჭამა.
მართლა მინდოდა, შერიგებულიყვნენ. ვგრძნობდი საბას არ ჰქონდა გრძნობები გამქრალი. უფრო რაღაც შუაში…

• რატომ ხარ ჩუმად, ევა? რა იყო, მართლა კაცებში კი არ მიმყავხარ! გამეხუმრა ლიკა, რაზეც გამეღიმა.

• უბრალოდ გისმენთ და ვფიქრობ, რომ მალე შერიგდებით შენ და საბა, ვუთხარი ღიმილით. ლიკამ წამიერად მაკოცა.

• ისე, როგორ მოხდა, შენ რომ ამ დრომდე ბათუმში ხარ? ჰკითხა აჩის და პასუხს დაელოდა.

• საქმეებს ვაგვარებ… მალე დავბრუნდები, უპასუხა მან და სიგარეტი ამოიღო. -საფერფლე არ გაქვს? მკითხა და თავისი გამომწვევი მზერა მომანათა.

დავიბენი. თავი დავუქნიე და წამოვდექი.

ნეტავ, რატომ მოვიდა? ხომ მშვიდობაა? ვფიქრობდი, თან გამჭირვალე ჭურჭელს ვეძებდი. ბოლოს ვიპოვე და მაგიდასთან დავუდე. დავჯექი.

სიგარეტს მოუკიდა, ნაპასი დაარტყა და განაგრძო

• შენ არ აპირებ თბილისში წასვლას?

• არა, ევასთან ვიქნები. თბილისი მოსაწყენია. ბათუმში მეგობრებთან ვარ, უპასუხა ლიკამ და თმაზე გამეთამაშა.

ამ დროს მაგიდაზე ტელეფონის ვიბრაცია გაისმა. ჩემი იყო. დავხედე უცხო ნომერი.

კოპები შევკარი.

• ვინაა? მკითხა ლიკამ.

• არ ვიცი, ვანიშნე ხელით და ვუპასუხე.

• ალიო? ვიკითხე ოდნავ ყოყმანით.

• ევაააა! მომესმა მხიარული ხმა. — ბექა ვარ! დაამატა.

მის გახსენებაზე წამით გამეღიმა.

• ბექა?! როგორ ხარ? ჩემი ნომერი საიდან გაიგე? სულ დამავიწყდა, გუშინ რომ ნომერი არ ჩავაწერინე…აჩისკენ გავიხედე.

მან წარბი ოდნავ შეკრა, ლუდი სწრაფად მოსვა. სახეზე დაეტყო დაძაბულობა.

სწრაფად წამოვდექი სკამიდან.

• მოვალ, ვისაუბრებ
ვუთხარი მათ და გავუღიმე. შემდეგ გავედი.

•მარტო არ ხარ? მკითხა ბექამ ისევ სიცილით.

• არაა, მაგრამ სპიქერზე არ ხარ, ვუპასუხე ღიმილით. — რა ხდება, ყველაფერი კარგად გაქვს, რომ მირეკავ?

• კიი, უბრალოდ გარეთ მინდა გასვლა და გართობა. არ გამოხვალ? მკითხა აჟიტირებულმა.

• არ ვიცი… ჩემს დაქალს ვკითხავ. ახლახანს ჩამოვიდა, ბარგიც არ ამოუულაგებია. თუ დამთანხმდა, გამოვალ.

• არაა პრობლემა, დამირეკე, გაიცინა ბექამ.

• კარგი, ვუთხარი და ყურმილი გავთიშე. ღიმილით დავბრუნდი სამზარეულოში.

• ვინ იყო? შემეკითხა დაეჭვებული ლიკა და თვალებს აცეცებდა ხან ჩემზე, ხან აჩიზე.

• ერთი ბიჭია… გუშინ გავიცანი. მითხრა, გავიდეთ გარეთო. ხოდა… წავიდეთ? თუ უარზე ხარ, არაა პრობლემა ვეტყვი უარს, ვუთხარი და მის გამომეტყველებას დავაკვირდი. აშკარად შებუჟებული იყო სასმლისგან, მაგრამ ინტერესიც ეტყობოდა.

• აუუ, კი, გავიდეთ! აჩი, არ წამოხვალ? შეხედა აჩის და მეც მისკენ გადავიტანე მზერა.

აჩი სერიოზულად იჯდა და მიყურებდა. მერე მხოლოდ მოკლედ თქვა:

• არ ვიცი, დავფიქრდები.

დავიძაბე. თითების წვალება დავიწყე არ ვიცოდი, რა მექნა. ამ დროს ლიკა წამოდგა

• მე ამოვალაგებ ჩასაცმელს, შხაპს მივიღებ. დამელოდეთ!

დავუქნიე თავი და მაშინვე ბექას მივწერე, რომ როცა მზად ვიქნებოდით ვეტყოდი,მან უბრალოდ გულის ემოჯი გამომიგზავნა. გამეღიმა.

მოულოდნელად, აჩის ხმა მომესმა

• აშკარად გაუგეთ, არა?

გამაკვირვა, მაგრამ დავიჯინე, რომ არ შევიმჩნევდი. დავჯექი მის წინ.

• ვის? ბექას? კი, კარგი ბიჭია… გამეღიმა გუშინდელი საუბრის გახსენებაზე.

• ხო, შენ ხომ კარგი ბიჭები მოგწონს, მითხრა ირონიულად. — სად გპატიჟებს? კაფეში ლამაზ ნამცხვარზე?

• არა, აჩი, ასე არაა. ის არ მომწონს. ჩვენ უბრალოდ ვმეგობრობთ. არასწორად გაიგე, ვცადე, გადამეტანა ყურადღება, და თმაზე ნერვიულად მოვისვი ხელი.

• აბა, რისთვის გადიხარ? ჩამაჯინდა მზერით.

• იმისთვის, რომ… მეგობარია. უფრო სწორად, მეგობრობამდე სანამ მივალთ, ჯერ კარგად გავიცნობ, ვუპასუხე თავდაჯერებულად, თუმცა უხერხულობა მაინც მემჩნეოდა.

აჩიმ ირონიულად გააქნია თავი, ოდნავ ჩაიცინა

• კარგი მაშინ, მეც წამოვალ. არ მაწყენდა საყვარელი მეგობრები, თქვა და ჭამა გააგრძელა.

გაოცებულმა ვეღარ გავიგე, რა მეთქვა.

ეჭვიანობს? მოვწონვარ?

არა, ევა… ნუ ფიქრობ სისულელეებზე…
• კარგი, არაა პრობლემა, ვუთხარი და მზერა წვენისკენ გადავიტანე. სწრაფად მოვსვი. ცოტა ხანს ჩუმად ვიჯექით აჩი ჭამდა და პარალელურად ტელეფონში რაღაცას სქროლავდა. მე კი ცოტახანში სწრაფად წამოვდექი.

• კარგი, წავალ, მოვემზადები მეც. თუ გინდა, აქ იყავი ან გადადი დერეფანში, ვუთხარი და მის პასუხს დაველოდე.

• კარგი, მითხრა მოკლედ. მე კი გამოვედი სამზარეულოდან და ოთახში შევედი, სადაც ლიკა უკვე თმებს იშრობდა. ჩემს დანახვაზე ფენი გამორთო.

• რა გჭირს, მშვიდობაა? მკითხა და ამათვალიერა.

• კი, ტანსაცმელს ავარჩევ, ვუპასუხე და კარადისკენ წავედი.

• ნეტავ გენახა მისი სახე, როცა ბექა ახსენე გადაიხარხარა ლიკამ, რაზეც სწრაფად ავაფარე პირზე ხელი.

• ჩშშ, გაიგონებს, ჩავჩურჩულე.

• რა იყო, ხოო კაი… თქვა ჩუმად, მაგრამ მაინც იღიმოდა.

• მართლა იეჭვიანა? ვკითხე ჩუმად, და გულმა წამში დაიწყო სწრაფად ფეთქვა.

• კიი, გადაიკისკისა ლიკამ და ისევ ფენი ჩართო.

მე კი ისევ კარადისკენ მივტრიალდი, თხელი ატლასის ცისფერი კაბა გადმოვიღე, მოვირგე, შემდეგ დაბალ ქუსლზე ღია ბეჟი ფეხსაცმელი ჩავიცვი. სარკეში პომადა და ტუში მსუბუქად გადავისვი, სუნამო მივისხი და თმა ფრთხილად გადავივარცხნე. ლიკამ ამათვალიერა, შემომატრიალა და ღიმილით მითხრა:

• ანათებ. მოგიტაცებდი ბიჭი რომ ვიყო, ჩააქსოვა თავისი იუმორი. გამეღიმა.

• კარგი, გავალ და დაგელოდები. მალე გამოდი, იცოდე, ვუთხარი ღიმილით და ოთახიდან გამოვედი.

ცოტა ავნერვიულდი, აჩის ისევ დანახვაზე. დივანზე იჯდა, ლედის ეფერებოდა და ტელეფონში რაღაცას უყურებდა. ფეხსაცმლის ხმაზე ამოიხედა და მზერა გაუშტერდა. მე გაკვირვებულმა დავიხედე საკუთარ თავზე.

• რამე მჭირს? ვკითხე შეშფოთებულმა.

• არაა, არაფერია, თქვა მშვიდად და ისევ ტელეფონს ჩახედა.

ღრმად ამოვისუნთქე და მის გვერდით დავიკავე ადგილი. კაბას ნერვიულად ვწვალებდი და ველოდებოდი, როდის გამოვიდოდა ლიკა. თან ბექას მივწერე, რომ მალე შევატყობინებდი გამოსვლის დროს.

და აი, 10 წუთში… ლიკა გამოდის.

ულამაზესია.

• ძალიან ლამაზი ხარ, ვუთხარი ლიკას და წამოვდექი. მაშინვე გადამეხვია და ლამის გამჭყლიტა.

• შენ უფრო, გამეთამაშა ცხვირზე. —წავიდეთ?

• კი, ბექას მივწერ. ტელეფონი ამოვიღე და შეტყობინების წერა დავიწყე.

ლიკა, როგორც ყოველთვის, მოუთმენლად წავიდა კარებისკენ და სადარბაზოში დადგა.

როგორი მოუთმენელია… გავიფიქრე ღიმილით და ტექსტი დავასრულე.
“უკვე გამოვდივართსად შეგხვდეთ?” ბექას მივწერე და ტელეფონი ჩანთაში ჩავაგდე.

გადავხედე აჩის. ისევ ისე მიყურებდა. ჩუმად და პირდაპირ, მაგრამ რაღაცნარად დაძაბულად.

• რა ხდება? ვკითხე საეჭვო ტონით.

• ასე აპირებ წამოსვლას?

• ჰო? რამე მჭირს? დავიხედე კაბაზე, მერე ფეხსაცმელზე, ყველაფერს გადავხედე.

• არ შეგცივდება? იმავე ჩუმი, თითქმის მობუზული ხმით მკითხა. — გარეთ უკვე კარგად ცივა. ოქტომბერია, ევა.

მისმა სიტყვებმა უცნაურად იმოქმედა. არა ისე, როგორც უბრალოდ მეგობარი რომ გეუბნება. უფრო… სხვანაირად.

• კარგი, მართალი ხარ, სწრაფად ვუთხარი და ოთახში დავბრუნდი.

თვალი მომეკრა ბეწვის მოსაცმელზე, რომელიც ფერითაც და სტილითაც იდეალურად შეჰფერებოდა ჩემს ატლასის კაბას. ჩავიცვი, სარკეში საკუთარ თავს კიდევ ერთხელ შევხედე და გავედი.

• ვსო, ახლა წავიდეთ! ვუთხარი და გასაღები ავიღე. ლედის კიდევ ერთხელ მოვეფერე და კარი გადავკეტე.

სადარბაზოში ლიკა უკვე ფეხებს აბაკუნებდა.
• სად ხართ ამდენ ხანს, დავიღალე!

გავიცინე და აჩის გადავხედე. ისევ ჩუმად იყო, მაგრამ ახლა ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და რაღაცაზე ფიქრობდა.

ბულვართან რომ მივედით, ბექას დავურეკე. მალევე გამოჩნდა ღიმილით, მხიარულად, კეპით ოდნავ აწეული.

• ევააა! დაიძახა და გულში ჩამიკრა. ინსტინქტურად მეც მოვეხვიე. მისი გულწრფელი სითბო ძნელია არ იგრძნო.

• გამარჯობა, თქვა ბექამ, როცა მომშორდა და ჯერ ლიკას, მერე აჩის შეხედა.

• შენ გიცნობ, არა? ჰკითხა აჩის ღიმილით.

აჩიმ მხოლოდ თავი დაუქნია. თვალებში ეწერა, რომ ბექას სახელი მისთვის უკვე ზედმეტად ცნობილი იყო.

• მოკლედ, ბექა აი ჩემი მეგობარი ლიკა და ეს… აჩია, წარმოვადგინე ორივე.

• სასიამოვნოა,გაუღიმა ლიკამ და ხელი გაუწოდა, რაზეც ბექამ ზრდილობიანად უპასუხა.

აჩი ისევ არაფერს ამბობდა. იდგა, როგორც კედელი ჩუმად, სერიოზულად, ზედმეტად დაკვირვებული მზერით.

• აბა, სად წავიდეთ? იკითხა ლიკამ და შარფი მჭიდროდ მოიხვია.

• თქვენზეა დამოკიდებული, რასაც იტყვით, თქვა ბექამ, ზედმეტად თავაზიანი ტონით.

• კარგი რა, ასე რომ მეუბნები, თავი ან დეიდა მგონია, ან მანდილოსანი სასამართლოზე, გადაიკისკისა ლიკამ.

მე და ბექამაც გავიცინეთ.

მხოლოდ აჩი არ იცინოდა.

• კარგი, მაპატიე,სიცილით უპასუხა ბიჭმა, მაშინ მოდი, უბრალოდ ვისეირნოთ.

• ეგ მაწყობს, თან მომენატრა ბათუმი.გაუღიმა ლიკამ.

• ხო? საიდან ჩამოხვედი? ევამ მითხრა, რომ ახლა ჩამოხვედი, სვამს ბექა კითხვას.

• მალდივებიდან უპასუხა ლიკამ

• მეც მინდა, მანდ, ამოიწუწუნა ბექამ, რაზეც ლიკამ ჩაიცინა.

• ევა, არ გინდა წავიდეთ? თან ლამაზ ფოტოებს გადავიღებთ, მხარზე გამეთამაშა ბექა, რაზეც გავიცინე.

• წავიდეთ, თან ლიკაც წავიყვანოთ, მაინც რომ არ დავიკარგოთ, ამოვიცინე, რაზეც ორივე ამყვა. ერთადერთი, ვინც არ იცინოდა, აჩი იყო, და ძალიან მძაბავდა ეს. ბევრი ვისეირნეთ, ვისაუბრეთ… ბოლოს ბექას დაურეკეს და ცალკე გამიყვანა, მითხრა რომ მისი შეყვარებული იყო და სახლში უნდა წასულიყო. რაზეც, რა თქმა უნდა, უპრობლემოდ დავთანხმდი. ისევ გადავეხვიე და გამოვბრუნდი. ლიკა და აჩი კი ბანბის ნაყინთან იდგნენ.

• ევაა, არ გინდა? გავიხსენოთ თინეიჯერობა? ჩაიცინა ლიკამ და პასუხს დაელოდა.

• კი, შევჭამ, გავუღიმე და ხელები გადავიჯვარედინე. ორი ბანბის ნაყინი გამოართვა მოხუც კაცს ლიკამ, ერთი მე მომცა, ერთი კი თვითონ დაიჭირა.

• შენ რატო არ გინდოდა?კითხა აჩის.

• არ ვჭამ მსგავსი საჭმელებს,უპასუხა და წინ გაიხედა, რაზეც ლიკამ თვალები გადაატრიალა. პატარა ნაწილი მოაგლიჯა ბანბის ნაყინს და მე მომიბრუნდა.

• საყვარელი ბიჭია, მითხრა და ბანბის ნაყინი პირში მოითავსა.

• კი, გავუღიმე და ჭამა დავიწყე. თუმცა, ის ფაქტი, რომ აჩი ასე იყო, არ მომწონდა.

• კარგი რა, მოდი, ჭამე, მოვაძრე პატარა ნაწილი და პირისკენ მივუტანე, რაზეც გაოცებულმა ჩამომხედა.

• არ მინდა, თავი გააქნია.

• მიდი, რაა! დავაჯინდი იგივე სცენარი, ოღონდ უკვე ერთმანეთზე ბევრი რამ გაგვეგო. რამდენიმე წამს დამხედა, შემდეგ კი გამომართვა პატარა ნაწილი და შეჭამა.

• ხომ კარგია? ვკითხე სიცილით, რაზეც თავი დამიქნია. ლიკამ ხელზე მიჩქმიტა, რაზეც გაკვირვებულმა გავხედე და ვანიშნე, რა ხდებოდა. მან კი უბრალოდ მანიშნა, რომ საყვარლობა იყო, რაზეც ვანიშნე, გაჩუმებულიყო. ნელი ნაბიჯებით მივდიოდით სახლისკენ, თან ბანბის ნაყინს ვჭამდით. ჩუმად, აჩის მომენტებში ვუწვდიდი ხოლმე პატარა ნაწილებს, რასაც უხმოდ მართმევდა. ბოლოს სახლთან მივედით, ლიკა მოგვიტრიალდა და სწრაფად გვითხრა

• აბა მე წავედი საპირფარეშოში, მინდა ძალიან,თქვა და სწრაფი ნაბიჯებით გაიქცა. სახლში მოვკლავ მართლა.

აჩისკენ მივტრიალდი, რომელიც ჩუმად იდგა და ვფიქრობდი, რა მოხდებოდა ახლა.

• ევა, დაიწყო ჩუმად.

• ხომ გისმენ? ვუპასუხე, ბანბის ნაყინი პირში ჩავიდე.

• დარწმუნებული ხარ, რომ არ მოგწონს ის ბიჭი?მკითხა და თვალებში ჩამაცქერდა. მთელ სხეულში ნერვიულობა ვიგრძენი.

• კი, აჩი, ვმეგობრობთ,ვუთხარი და ოდნავ გავუღიმე.

• კარგი, მითხრა მოკლედ და მიმოიხედა.

• და ამდენჯერ რატომ მეკითხები?ვკითხე დაეჭვებულმა. რაზეც შემომხედა და მითხრა

• უბრალოდ , ნაბიჯი გადადგა. -წავედი, ღამე მშვიდობის მითხრა და შეტრიალდა.

-ღამე მშვიდობის,დაბნეულმა მივაძახე და კორპუსისკენ წავედი. ნელი ნაბიჯებით დავიწყე სიარული. რა იყო ეს? თავი გავაქნიე და კიბეებთან მყოფ ნაგვის ურნაში ჩავაგდე ჩხირი. შემდეგ კიბეებზე ავედი, ნელა შევაღე კარი და შემდეგ კი გადავკეტე.

ლიკას უკვე გამოეცვალა და დივანზე დამჯდარიყო.

• მალე მოყევი, რაზე გელაპარაკებოდა?მითხრა და წამოდგა. მის ქცევაზე გამეღიმა, ოთახისკენ დავიწყე სვლა, რა დროსაც გამომყვა.

•მკითხა,მომწონს თუ არა ბექა.

• ეჭვიანობს, გეუბნები მითხრა დაზუსტებით.

• არ ვიცი, ლიკა, მართლა მეც ეგრე მგონია, მაგრამ ყოველთვის საპირისპირო ხდება,ამოვიხვნეშე და პიჟამო მოვირგე ტანზე. შემდეგ მაკიაჟის მოსაშორებლად ბამბა ავიღე, რაზეც გამჭირვალე სითხე დავასხი.

• კარგი რა, ნუ ფიქრობ სულ ცუდზე, ძალიან საყვარელია,თქვა აღტაცებით და საწოლზე გადაწვა.

მაკიაჟი რომ მოვიშორე, მეც მის გვერდით დავიკავე ადგილი.

• კი, არის, გავიცინე მეც, რაზეც გადამეხვია. შემდეგ კი ორივეს სიცილი აგვიტყდა.

__________

• სად იყავი? კითხა საბამ აჩის სახლში მისვლისას.
• აქ რა გინდათ? კითხა აჩიმ, საეჭვოდ და ოთახში შევიდა.
• ნუ აიგნორებ ჩვენს კითხვას, სად იყავი? ჩაება ნოდო.
• ევასთან, უპასუხა მეგობრებს ოთახიდან გამოსვლისას და დივანზე ჩამოჯდა. ბიჭები გაოცნენ.
• რა გინდოდა მასთან? კიდე აწყენინე, ხო? ამოიწუწუნა ნოდომ.
• არა, უთხრა აჩიმ აგრესიულად, ქერას და თავის ძაღლს მოეფერა.
• კარგი, არ იჩხუბოთ. რა ხდებოდა, მოყევი, უთხრა საბამ და ლუდი მოსვა.
- სხვათაშორის, ლიზა ვნახე, დაამატა აჩიმ უემოციოდ.
• რა? სად ნახე? აფორიაქდა უეცრად საბა, რაზეც აჩის ღიმილი შეეპარა.
• თქვიიი, ნუხარ ჩუმად, აჟიტირა ნოდო.
• ევასთან.
• ევასთან?! რა უნდოდა ევასთან ლიზას? წარბი აწია საბამ.
• მისი ბავშვობის მეგობარია, ევასთან ცხოვრობს.
• და შენ რა იცი, რომ მასთან ცხოვრობს? მასთან სახლში იყავი? გაოცება ვერ დამალა ნოდომ.
• კარგი, რა დროს ეგაა, დაიცადე! გააჩერა საბამ. - ჩემზე რამე არ თქვა?
• კი რას საქმიანობსო, ახედა აჩიმ მეგობარს.
• და რა უთხარი?
• ის, რომ ჯობდა გესაუბრათ, მოკლედ მოუჭრა და ლუდის შეკვრა გახსნა.
• შენ რა, სულ გადაირიე? ეგ რამ გათქმევინა? ახლა იფიქრებს, რომ ვდარდობ მასზე, ამოიწუწუნა და შუბლი მოიზილა.
• და რა, არ დარდობ? მაგანაც მაგიტომ მკითხა, რომ ადარდებ, გაეღიმა საბას, რაზეც ბიჭებმა გაიცინეს.
• კარგი, ესეიგი, ევასთან ავალთ, ხო? ნოდო, ხომ გაინტერესებდა, როგორ იყო? დაამატა შეპარვით საბამ, რაზეც ნოდოს გაეცინა.
• კარგი, ავიდეთ. და შენ, ვაჟბატონო, რა გინდოდა ევასთან? ჩაეკითხა აჩის.

• არაფერი, უბრალოდ ავედი, რა იყო? გამანებეთ რა თავი, მივხედავ ჩემს საქმეს, თქვა მობეზრებულად და ყურადღება ოთახზე გადაიტანა.
• და არაპირებ აღიარებას, რომ მოგწონს? კითხა ნოდომ.
• არ მომწონს, ნოდო, და შემეშვი, უთხრა და ლუდი მოსვა ისევ.
• ხო იყავი ეგრე და უყურე იმ ბიჭთან, როდის იქნება… მოიცა, რა ერქვა? უი, ხო, ბექა, რომელზეც გუშინ ყველაფერი ამომაქექინე, უთხრა ირონიულად და ძაღლს გაეთამაშა.

აჩი ანერვიულდა, არაფერი უთქვამს, უბრალოდ ცივი სასმელი მოსვა.
• გაანებე თავი, ხომ იცი, აზრი არ აქვს, უთხრა ნოდოს საბამ და თავი გააქნია უკმაყოფილობის ნიშნად.
• მითხრა, რომ უბრალოდ მეგობრულად უყურებს, დაამატა აჩიმ სიჩუმეში.
• რა? შეეკითხნენ გაკვირვებული ბიჭები .
• ვკითხე, ხომ არ მოსწონდა ან რატომ ნახულობდა იმ ბიჭს, და ასე მიპასუხა, თავი შეატრიალა ბიჭებისკენ, რომლებმაც გადაიხარხარეს.
• რა ჯანდაბა, გაცინებთ? გაბრაზდა აჩი.
• ძმაო, გოგოს ბიჭზე კითხე, მოსწონს თუ არა, უთხრა საბამ და გადაიხარხარა, რაშიც ნოდოც აყვა.

აჩიმ კი მობეზრებით აიქნია ხელი და ისევ სასმელი მოსვა. ცოტა ხანში ბიჭები წამოდგნენ.
• კარგი, წავედით, თქვა ნოდომ და ცრემლებამდე მისული თვალები მოიწმინდა, რაზეც აჩიმ მხარში ჩაარტყა. ბიჭები კარებთან მიაცილა, ერთმანეთს დაემშვიდობნენ და წავიდნენ.

აჩიმ ღრმად ამოისუნთქა, კარები გადაკეტა და ბოქსერას ანიშნა, რომ ოთახში წასულიყვნენ. როდესაც შევიდა, თბილი მაიკა და შარვალი ჩაიცვა, შემდეგ კი ჩაწვა საწოლში. ლამპა აანთო და ლეპტოპში მამამის მიწერა. მათი დიალოგი უბრალოდ მოკითხვით შემოიფარგლებოდა. როდესაც დაამთავრა, დახურა და გვერდზე გადადო. ლამპა ჩააქრო და კომფორტულად მოთავსდა. როგორც ყოველთვის, ბოქსერა საწოლზე ავიდა და დაწვა.

ასე დამთავრდა აჩის და ევას დღე, რომელიც ალბათ ემოციურად გაურკვეველი იყო ორივესთვის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent